პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნოვაცეტრინი

NOVACETRIN

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ნოვაცეტრინის აქტიური სუბსტანცია. ნოვაცეტრინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. მოზრდილებში და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში ნოვაცეტრინი ნაჩვენებია: – სეზონური ალერგიული რინიტის და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოფთალმოლოგიური სიმპტომების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
SPECIAL PRODUCT`S LINE S.P.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-035395
რეგისტრირებულია
31 მაისი 2022, მოქმედებს 31 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOVATOR PHARMA LLP (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „Novator Pharma“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანოვაცეტრინი და სხვა წამალი ერთად

ნოვაცეტრინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ნოვაცეტრინის აქტიური სუბსტანცია.

ნოვაცეტრინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

მოზრდილებში და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში ნოვაცეტრინი ნაჩვენებია:

  • სეზონური ალერგიული რინიტის და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოფთალმოლოგიური სიმპტომების შესამსუბუქებლად;
  • ჭინჭრის ციების შესამსუბუქებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან

10 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

6-12 წლის ასაკის ბავშვები

5 მგ დღეში ორჯერ (ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობით რეკომენდებული დოზა არის 5 მგ ერთხელ დღეში.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც მოახდენს დოზის კორექციას.

თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც მოახდენს დოზის კორექციას.

თუ გრძნობთ, რომ ნოვაცეტრინის ეფექტი ძალიან სუსტია ან ზედმეტად ძლიერია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე და ხასიათზეა დამოკიდებული და მას თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ნოვაცეტრინი

თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ნოვაცეტრინის გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები მომატებული ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების არევა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, გულისცემის რითმის გახშირება, ტრემორი, შარდის გამოყოფის შეფერხება.

თუ დაგავიწყდათ ნოვაცეტრინის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ნოვაცეტრინის მიღება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეტირიზინის ან ნოვაცეტრინის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6), ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების (სხვა პრეპარატების მსგავსი აქტიური სუბსტანციები) მიმართ.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ–ზე ნაკლები).

სიფრთხილის ზომები

ნოვაცეტრინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა. შესაძლოა საჭირო იყოს პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღება. ახალ დოზირებას დაადგენს თქვენი ექიმი.

თუ გაქვთ შარდის ბუშტის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანების, წინამდებარე ჯირკვლის დისფუნქციის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს).

თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების რისკი.

არ აღინიშნა გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.5%, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტირიზინის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზებს შორის. ამავე დროს, ცეტირიზინის უფრო მაღალი დოზების და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების შესახებ უსაფრთხოების მონაცემები არ მოიპოვება. ვინაიდან ეს ეხება ყველა ანტიჰისტამინურ საშუალებას, რეკომენდებულია ცეტირიზინის ალკოჰოლთან თანხმლები გამოყენებისგან თავის შეკავება.

თუ დაგეგმილია, რომ ჩაგიტარდეთ ტესტი ალერგიის არსებობაზე, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ნოვაცეტრინის მიღების შეწყვეტა ტესტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე. ნოვაცეტრინმა შეიძლება შეცვალოს ალერგიის ტესტის შედეგები.

ბავშვები და მოზარდები

ცეტირიზინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეს ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა საჭირო დოზის შერჩევის საშუალებას. რეკომენდებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული ფორმის (მაგალითად, პერორალური წვეთები ან პერორალური ხსნარი) გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

ცეტირიზინის კვლევების მიხედვით სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ნოვაცეტრინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ნოვაცეტრინის მიღება ორსულობის დროს. პრეპარატის შემთხვევით მიღება ორსულობისას, დიდი ალბათობით არ ახდენს არასასურველ მოქმედებას ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაციით.

არ არის რეკომენდირებული ნოვაცეტრინის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ცეტირიზინი გადადის დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარის დარღვევა რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ.

თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას და სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრაციას, არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებული დოზა. დააკვირდით ამ პრეპარატზე თქვენს რეაქციას.

ნოვაცეტრინი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენ ადრე გქონდათ დადგენილი ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები არის იშვიათი ან ძალიან იშვიათი, მაგრამ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ:

ალერგიული რეაქციები მძიმე ალერგიული რეაქციების ჩათვლით და ანგიოედემა (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის და ყელის შეშუპებას).

ზემოთ აღნიშნული რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველი დოზის მიღებისთანავე ან მოგვიანებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 მომხმარებელში):

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)

დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე

დაღლილობა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 მომხმარებელში):

აგზნება

პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანზე)

მუცლის ტკივილი

ქავილი, გამონაყარი კანზე

ასთენია (გამოხატული სისუსტე), შეუძლოდ ყოფნა

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-10 მომხმარებელში):

ალერგიული რეაქციები, ზოგ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ცნობიერების არევა, უძილობა

კრუნჩხვითი შეტევები

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება

ჭინჭრის ციება

შეშუპებები

სხეულის მასის მომატება

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

ტიკები

გემოვნების დარღვევა (დისგევზია), მოძრაობების დარღვევა (დისკინეზია, დისტონია), გულის წასვლა, ტრემორი

აკომოდაციის დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, ოკულოგირაცია (თვალების უნებლიე, წრიული მოძრაობა)

შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი

შარდის გამოყოფის დარღვევა

გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვა შეუძლებელია):

მადის მომატება

სუიციდალური აზრები (განმეორებითი სუიციდალური ფიქრები ან სუიციდი)

მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა

თავბრუსხვევა (ტრიალის ან წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლო არ იყოს მითითებული მოცემულ ფურცელ–ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით ვებ–გვერდზე www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ახდენთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ცეტირიზინით დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი სიმპტომები მეტწილად უკავშირდება მის ზემოქმედებას ცნს-ზე ან მის სავარაუდო ანტიქოლინერგიული აქტივობის ეფექტებს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ცეტირიზინის მიღებისას რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის მიღებისას: არეული ცნობიერება, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, მიდრიაზი, ქავილი, მოუსვენრობა, სედაცია, ძილიანობა, სრული მოტორული შეკავება, ტაქიკარდია, ტრემორი და შარდის შეკავება.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია. კუჭის ამორეცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მნიშნელობა, თუ პრეპარატის მიღება მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ.

ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ცეტირიზინის გამოსაყოფად.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები არის:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000.

როგორია ნოვაცეტრინი ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით: 20 ტაბლეტი კოლოფში. შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნოვაცეტრინი არის “NOVATOR PHARMA LLP“–ს, გაერთიანებული სამეფო, პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალება, პიპერაზინის წარმოებულები.

ათქ კოდი: R06A E07.

ცეტირიზინი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი ადამიანში, წარმოადგენს H1 პერიფერიული რეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. In vitro პირობებში რეცეპტორებთან შეკავშირების კვლევებში არ გამოვლინდა პრეპარატის გაზომვადი აფინურობა H1-გან განსხვავებული რეცეპტორების მიმართ.

გარდა ანტი-H1 ეფექტისა, ცეტირიზინი ასევე ავლენს ანტიალერგიულ მოქმედებას: 10 მგ დოზით დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებისას, იგი აინჰიბირებს ეოზინოფილების რეკრუტირების გვიან ფაზას იმ პირების კანსა და კონიუნქტივაში, რომელთაც აწუხებთ ატოპია, ალერგენის პროვოკაციული სინჯის შემდეგ.

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცეტირიზინი 5 და 10 მგ დოზებში ძლიერად აინჰიბირებს „ყვავილობის“ ტიპის რეაქციას, რაც კანში ჰისტამინის ძალიან მაღალი შემცველობით არის ხოლმე განპირობებული, თუმცა, კორელაცია ეფექტურბასთან დადგენილი არ არის.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულ 35-დღიან კვლევაში, არ გამოვლინდა ტოლერანტობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური ეფექტის მიმართ (რეაქცია „ყვავილობის“ ტიპის მიხედვით). როდესაც განმეორებითი დოზირების შემდეგ წყდებოდა ცეტირიზინის გამოყენება, კანის ნორმალური რეაქციის აღდგენა ჰისტამინის მიმართ ხდებოდა 3 დღის განმავლობაში.

6-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 186 პაციენტი ალერგიული რინიტით და თანმხლები ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმით, დღეში ერთხელ 10 მგ დოზით ცეტირიზინის მიღება აუმჯობესებდა რინიტის სიმპტომებს და არ ცვლიდა ფილტვის ფუნქციას. ამ კვლევამ დაადასტურა ცეტირიზინის გამოყენების უსაფრთხოება ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე ალერგიულ პირებში.

პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ცეტირიზინი, რომელიც ინიშნებოდა მაღალი დღიური დოზებით 60 მგ 7 დღის განმავლობაში, არ იწვევდა QT-ინტერვალის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას.

გამოვლინდა რომ, რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინი აუმჯობესებს სეზონური ან პერსისტენტული ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია შეადგნს დაახლოებით 300 მგ/მლ-ს და მიიღწევა 1.00.5 საათის განმავლობაში. არ ვლინდება ცეტირიზინის დაგროვება შემდგომი მიღებისას 10 დღის განმავლობაში 10 მგ დღიური დოზით. მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრების, როგორცაა - პლაზმაში პიკური კონცენტრაცია (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC), განაწილებას აქვს უნიმოდალური ხასიათი.

ცეტირიზინის აბსორბციის ხარისხი არ მცირდება საკვების მიღებასთან ერთად, თუმცა მცირდება შეწოვის სისწრაფე. ბიოშეღწევადობის ხარისხი მსგავსია ცეტირიზინის გამოყენებისას ხსნარის, კაფსულის ან ტაბლეტის ფორმით.

განაწილება

განაწილების დადგენილი მოცულობა შეადგენს 0.50 ლ/კგ-ს. ცეტირიზინის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 930.3%-ს. ცეტირიზინი არ ცვლის ვარფარინის პლაზმურ ცილებთან შეკავშირებას.

ბიოტრანსფორმაცია

ცეტირიზინი არ განიცდის გამოხატულ პრესისტემურ მეტაბოლიზმს.

გამოყოფა

დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ცეტირიზინს აქვს ხაზოვანი კინეტიკა 5-დან 60 მგ-მდე დოზირების დიაპაზონში.

განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტები

ხანდაზმულები:

კვლევაში მონაწილე 16 ხანდაზმულში ცეტირიზინის 10 მგ პერორალური დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, ახალგაზრდა პირებთან შედარებით. ცეტირიზინის კლირინსის შემცირება ამ ხანდაზმულ მოხალისეებში, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან.

ახალშობილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები:

ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-დან 12 წლმადე ასაკის ბავშვებში შეადგენდა 6 საათს, ხოლო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 საათს. 6-დან 24 თვემდე ასაკის ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 3.1 საათამდე.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი მეტია, ვიდრე 40 მლ/წთ) და ჯანმრთელ მოხალისეებში ერთნაირი იყო. თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევისას, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო კლირენსი შემცირდა 70%-ით.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, ვიდრე 7 მლ/წთ), რომლებიც ერთჯერადად იღებდნენ ცეტირიზინს 10 მგ დოზით, აღინიშნებოდა ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის 3-ჯერ ზრდა და კლირენსის შემცირება 70%-ით, ჯანმრთელ მოხალისესთან შედარებით. ცეტირიზინი ცუდად გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით. თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევის დროს საჭიროა დოზის კორექტირება (იხ. პუნქტი 4.2).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ ცეტირიზინის 10 მგ ან 20 მგ ერთჯერად დოზას, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით.

დოზის კორექტირება საჭიროა მხოლოდ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ერთდროული დარღვევის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ნოვაცეტრინი

10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა სხვას ზიანი მაიყენოს მიუხედავად იმისა, მათი დაავადების სიმპტომები იყოს თქვენის მსგავსი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის ნოვაცეტრინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ნოვაცეტრინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ნოვაცეტრინი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ნოვაცეტრინი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ნოვაცეტრინი და რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ნოვაცეტრინის აქტიური სუბსტანცია.

ნოვაცეტრინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

მოზრდილებში და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში ნოვაცეტრინი ნაჩვენებია:

  • სეზონური ალერგიული რინიტის და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის ნაზალური და ოფთალმოლოგიური სიმპტომების შესამსუბუქებლად;
  • ჭინჭრის ციების შესამსუბუქებლად.
  • რა უნდა იცოდეთ ნოვაცეტრინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ნოვაცეტრინი:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეტირიზინის ან ნოვაცეტრინის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6), ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის წარმოებულების (სხვა პრეპარატების მსგავსი აქტიური სუბსტანციები) მიმართ.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმლის მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ–ზე ნაკლები).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნოვაცეტრინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა. შესაძლოა საჭირო იყოს პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღება. ახალ დოზირებას დაადგენს თქვენი ექიმი.

თუ გაქვთ შარდის ბუშტის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანების, წინამდებარე ჯირკვლის დისფუნქციის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს).

თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების რისკი.

არ აღინიშნა გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლის დონე 0.5%, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტირიზინის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზებს შორის. ამავე დროს, ცეტირიზინის უფრო მაღალი დოზების და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების შესახებ უსაფრთხოების მონაცემები არ მოიპოვება. ვინაიდან ეს ეხება ყველა ანტიჰისტამინურ საშუალებას, რეკომენდებულია ცეტირიზინის ალკოჰოლთან თანხმლები გამოყენებისგან თავის შეკავება.

თუ დაგეგმილია, რომ ჩაგიტარდეთ ტესტი ალერგიის არსებობაზე, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ნოვაცეტრინის მიღების შეწყვეტა ტესტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე. ნოვაცეტრინმა შეიძლება შეცვალოს ალერგიის ტესტის შედეგები.

ბავშვები და მოზარდები

ცეტირიზინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეს ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა საჭირო დოზის შერჩევის საშუალებას. რეკომენდებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული ფორმის (მაგალითად, პერორალური წვეთები ან პერორალური ხსნარი) გამოყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ნოვაცეტრინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

ცეტირიზინის კვლევების მიხედვით სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ნოვაცეტრინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ნოვაცეტრინის მიღება ორსულობის დროს. პრეპარატის შემთხვევით მიღება ორსულობისას, დიდი ალბათობით არ ახდენს არასასურველ მოქმედებას ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაციით.

არ არის რეკომენდირებული ნოვაცეტრინის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ცეტირიზინი გადადის დედის რძეში.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

კლინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარის დარღვევა რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ.

თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას და სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრაციას, არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებული დოზა. დააკვირდით ამ პრეპარატზე თქვენს რეაქციას.

ნოვაცეტრინი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენ ადრე გქონდათ დადგენილი ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

  • როგორ გამოიყენება ნოვაცეტრინი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტაბლეტები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან

10 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

6-12 წლის ასაკის ბავშვები

5 მგ დღეში ორჯერ (ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებში თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობით რეკომენდებული დოზა არის 5 მგ ერთხელ დღეში.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც მოახდენს დოზის კორექციას.

თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელიც მოახდენს დოზის კორექციას.

თუ გრძნობთ, რომ ნოვაცეტრინის ეფექტი ძალიან სუსტია ან ზედმეტად ძლიერია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე და ხასიათზეა დამოკიდებული და მას თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ნოვაცეტრინი

თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენ მიიღეთ ნოვაცეტრინის გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები მომატებული ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების არევა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, გულისცემის რითმის გახშირება, ტრემორი, შარდის გამოყოფის შეფერხება.

თუ დაგავიწყდათ ნოვაცეტრინის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ნოვაცეტრინის მიღება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები არის იშვიათი ან ძალიან იშვიათი, მაგრამ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ:

ალერგიული რეაქციები მძიმე ალერგიული რეაქციების ჩათვლით და ანგიოედემა (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის და ყელის შეშუპებას).

ზემოთ აღნიშნული რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველი დოზის მიღებისთანავე ან მოგვიანებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 მომხმარებელში):

ძილიანობა

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში)

დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე

დაღლილობა

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-10 მომხმარებელში):

აგზნება

პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანზე)

მუცლის ტკივილი

ქავილი, გამონაყარი კანზე

ასთენია (გამოხატული სისუსტე), შეუძლოდ ყოფნა

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-10 მომხმარებელში):

ალერგიული რეაქციები, ზოგ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)

დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ცნობიერების არევა, უძილობა

კრუნჩხვითი შეტევები

ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება

ჭინჭრის ციება

შეშუპებები

სხეულის მასის მომატება

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

ტიკები

გემოვნების დარღვევა (დისგევზია), მოძრაობების დარღვევა (დისკინეზია, დისტონია), გულის წასვლა, ტრემორი

აკომოდაციის დარღვევა, არამკვეთრი მხედველობა, ოკულოგირაცია (თვალების უნებლიე, წრიული მოძრაობა)

შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას), ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი

შარდის გამოყოფის დარღვევა

გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვა შეუძლებელია):

მადის მომატება

სუიციდალური აზრები (განმეორებითი სუიციდალური ფიქრები ან სუიციდი)

მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა

თავბრუსხვევა (ტრიალის ან წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება)

შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლო არ იყოს მითითებული მოცემულ ფურცელ–ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით ვებ–გვერდზე www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ახდენთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება ნოვაცეტრინი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნოვაცეტრინი

აქტიური ნივთიერება არის ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები არის:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000.

როგორია ნოვაცეტრინი ვიზუალურად და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით: 20 ტაბლეტი კოლოფში. შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ნოვაცეტრინი არის “NOVATOR PHARMA LLP“–ს, გაერთიანებული სამეფო, პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი საქართველოში

NOVATOR PHARMA LLP, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

SPECIAL PRODUCT’S LINE S.p.A.

Via Fratta rotonda Vado Largo 1, 03012 Anagni (FR), იტალია

ეს ფურცელი–ჩანართი გადაიხედა

  • 11.2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა