ნიფედიპრეს MR 20
Nifedipress® MR 20
ნიფედიპრეს MR 10 და 20 ტაბლეტები (აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია როგორც “ნიფედიპრეს MR”) წარმოადგენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10მგ ან 20მგ ნიფედიპინს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფედიპრეს (nifedipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- Dexcel® - Pharma Ltd., დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08CA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022073
- რეგისტრირებულია
- 12 აპრილი 2017, მოქმედებს 12 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ნიფედიპრეს MR 20 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნიფედიპრეს MR 10 და 20 ტაბლეტები (აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია როგორც “ნიფედიპრეს MR”) წარმოადგენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10მგ ან 20მგ ნიფედიპინს.
ნიფედიპრეს MR 10 და 20 ტაბლეტები შეიცავს ნიფედიპინს, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს.
ნიფედიპრეს MR გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მომდინარეობს გულიდან) პროფილაქტიკისათვის.
მაღალი არტერიული წნევა: ნიფედიპრეს MR ადუნებს და აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის დინებას და ამცირებს არტერიულ წნევას. დაბალი არტერიული წნევა ამცირებს გულზე დატვირთვას.
სტენოკარდია: ნიფედიპრეს MR ადუნებს და აფართოვებს არტერიებს, რომლებიც სისხლით ამარაგებენ გულს, შედეგად კი გულს უფრო მეტი სისხლი და ჟანგბადი მიეწოდება და მცირდება მასზე დატვირთვა. რაც უფრო მცირეა გულზე დატვირთვა მით უფრო მცირეა სტენოკარდიის სიმწვავე და სიხშირე.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
საწყის ეტაპზე ექიმი ყურადღებით აკვირდება თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე, რათა შეარჩიოს ხანგრძლივად მისაღები დოზა.
გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება დანიშნოს ნიფედიპრეს MR-ის უფრო მაღალი დოზა (20მგ).
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ნიფედიპრეს MR 20მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 12 საათში (ე.ი დღეში ორჯერ). ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს დოზა იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად ხდება არტერიული წნევის ან სტენოკარდიის გაკონტროლება. მაქსიმალური დოზა არის 2 ტაბლეტი (40მგ) ყოველ 12 საათში.
ხანდაზმულებში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პრეპარატის დაბალი დოზა
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას ექიმი ახდენს ყურადღებით დაკვირვებას. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიფედიპინის დოზის შემცირება.
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი.
განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით.
არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი პრეპარატთან ერთად.
ნიფედიპრეს MR-ის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მიღება ბავშვებში და მოზარდებში: ნიფედიპრეს MR-ის მიღება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
თუ მიიღეთ ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების ჭარბი დოზა:
უკუჩვენებები
ბოლო თვეში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი.
აღინიშნა სტენოკარდიის უეცარი შეტევა. ნიფედიპრეს MR სტენოკარდიის სიმპტომებს სწრაფად ვერ ხსნის.
გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია.
გაქვთ ალერგია აქტიური ინგრედიენტის (ნიფედიპინი), მსგავსი დიჰიდროპირიდინების (მაგ: ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ნიმოდიპინი) ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6).
ღებულობთ რიფამპიცინს, ანტიბიოტიკს
ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ გულის აორტალური სარქველის შევიწროვება (სტენოზი).
როდისმე გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემით (კარდიოგენური შოკი) გამოწვეული კოლაფსი, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის უკმარისობა, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი და პირის სიმშრალე.
არტერიული წნევა კვლავ იმატებს მიუხედავად მკურნალობისა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია)
გირჩიეს, რომ მოერიდოთ ლაქტოზას, რადგან გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ლაპ ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზს მალაბსორბცია.
არ მიიღოთ ნიფედიპრესი თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოვლენა გაწუხებთ, აცნობეთ ექიმს. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ნიფედიპრეს MR და პრეპარატის მიღებამდე გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ:
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა წამოდგომისას) და ექიმმა ნიფედიპრეს MR დაგინიშნათ სტენოკარდიისათვის. მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის კიდევ უფრო დაწევა.
გაწუხებთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც გული ვერ უმკლავდება მომატებულ დატვირთვას, როგორიც არის ვარჯიში (მცირე კარდიალური რეზერვი).
ორსულად ხართ.
ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ საჭიროა ნიფედიპრეს MR-ის მიღება მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
გაქვთ დიაბეტი. შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის მკურნალობის კორექცია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ხართ დიალიზზე. თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა და სისხლის მცირე მოცულობა მოსალოდნელია არტერიული წნევის უეცრად დაცემა ნიფედიპრეს MR-ის მიღებისას.
ღვიძლი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების ჩატარება, ასევე დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
ნიფედიპრეს MR-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე ზემოთ აღნიშული გეხებათ თქვენ. აცნობეთ ექიმს:
თუ ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია) მწვავდება (უფრო ხშირად და მწვავედ ვლინდება) საათების ან დღეების განმავლობაში. ექიმმა შესაძლოა მოხსნას ნიფედიპრეს MR.
თუ ნიფედიპრეს MR-ის პირველი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს მკურნალობა.
თუ შენიშნავთ სუნთქვის უკმარისობის გაძლიერებას.
თუ შენიშნავთ კოჭების შეშუპებას.
ასეთ შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
ასევე აცნობეთ ექიმს:
თუ იკეთებთ შარდის ანალიზს. ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შარდის გარკვეული ანალიზების შედეგებზე.
თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და ვერ ახერხებთ in vitro განაყოფიერებას. ნიფედიპრეს MR-ის მსგავსი პრეპარატები ამცირებენ სპერმის ფუნქციას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას. აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ)
დიგოქსინი, დილთიაზები, ქვინიდინი ან ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ)
ქვინუპრისტინი/დალფოპრისტინი (კომბინირებული ანტიბიოტიკი)
ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის დროს)
ცისაპრიდი (გამოიყენება საყლაპავის და კუჭის შემცირებული მოტორიკის სამკურნალოდ)
მაგნიუმის სულფატის ინექციები ორსულობის პერიოდში (შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერ დაწევა)
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი ან ამპრენავირი (გამოიყენება აივ-ს სამკურნალოდ)
ფლუოქსეტინი ან ნეფაზოდონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით)
ფენობარბიტალი (ჩვეულებრივ გამოიყენება უძილობის ან შფოთვის დროს)
ნიფედიპრეს MR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან:
ნიფედიპრეს MR-ის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. გრეიფრუტის წვენის ან გრეიფრუტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში დაუშვებელია მკურნალობის დაწყება. აცნობეთ ექიმს თუ ამ პერიოდში მიღებული გაქვთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. ასევე მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. ცნობილია, რომ გრეიფრუტის წვენი ზრდის აქტიური ნივთიერების, ნიფედიპინის დონეს სისხლში. ეს ეფექტი შესაძლოა გაგრძელდეს სულ მცირე სამი დღე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ნიფედიპრეს MR შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმთან შეთანხმებით.
ნიფედიპრეს MR არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღებამდე.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ძლიერი დაღლილობა ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე, პრეპარატის შეცვლისას და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიფედიპრეს MR-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შაქარი). თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთი ტიპის შაქარს პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ ნიფედიპრეს MR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი ეფექტები:
მწვავე, უეცარი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგ: სუნთქვის გართულება, არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), შეშუპება (სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს).
სხვა სახის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანქვეშა შეშუპება (შესაძლოა მწვავე, ასევე ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიღოს სიცოცხლისათვის საშიში შედეგი).
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
სუნთქვის უკმარისობა ან გართულება (დისპნოე)
მსუბუქიდან ზომიერამდე სიმწვავის ალერგიული რეაქციები (ტუჩების შეშუპების ჩათვლით).
ქავილი (შესაძლოა მწვავე), გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
აღარ მიიღოთ შემდეგი დოზა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციის პირველი სიმპტომები, რაც შესაძლოა გამწვავდეს.
თუ განვითარდა:
კანის რეაქცია ან ბუშტუკების წარმოქმნა/კანის აქერცვლა და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (პირის/ცხვირის ღრუში ან სასქესო ასოზე/ვაგინაზე) (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
მკურნალობის გაგრძელებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს მწვავე რეაქციის სიმპტომები.
ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტები
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გარდა ნიფედიპრეს MR-ის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
თავის ტკივილი
ჰყპერემია
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ყაბზობა
შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების და ფეხების
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში
დაუდგენელი ტკივილი
ციება
დაბალი არტერიული წნევა წამოდგომისას (დამახასიათებელი სიმპტომებია გულის წასვლა, თავბრუსხვევა, არათანაბარი გულისცემა, მხედველობის დაბინდვა და ზოგჯერ გონების არევა)
გულის წასვლა
არათანაბარი გულისცემა (გახშირებული გულისცემა)
პირის სიმშრალე
დისპეფსია ან კუჭთან დაკავშირებული დარღვევები
აირების დაგროვება (მეტეორიზმი)
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
კუნთების სპაზმები
სახსრების შეშუპება
ძილთან დაკავშირებული დარღვევები
შფოთვა ან ნერვიულობა
კანის სიწითლე
სისხლდენა ცხვირიდან
ცხვირის გაჭედვა
ბრუნვის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
შაკიკი
თავბრუსხვევა
კანკალი
შარდვის გახშირება
შარდვის გაძნელება ან ტკივილი შარდვის დროს
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარის დაკარგვა (იმპოტენცია)
მხედველობის დაბინდვა
ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დროებით მომატება (ვლინდება სისხლის ანალიზებში).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მოსალოდნელია 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ჩხვლეტის შეგრძნება
ღრძილების ანთება, ღძილების დასუსტება ან შეშუპება, სისხლდენა ღრძილებიდან
სხვა გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით)
ღებინება
ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ლეიკოციტების ძლიერ შემცირება (აგრანულოციტოზი)
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)
კანის მგრძნობელობის შემცირება (ჰიპოესთეზია)
ძილიანობა
თვალების ტკივილი
ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია)
გულძმარვა ან დისპეფსია (გასტროეზოფაგური სპინქტერის უკმარისობა)
თვალების ან კანის სიყვითლე
სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობითი ალერგიული რეაქცია)
მცირე ჰემორაგიები კანზე (პალპრებადი პურპურა)
სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
ზემოთ მოცემული ყველა სიმპტომი ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების შემთხვევაში ან ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ იელოუ ქარდ სქიმის მეშვეობით (Yellow Card Scheme) ვებ გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
ჭარბი დოზა
თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართი, რომ სამედიცინო პერსონალმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
ჭარბი დოზის მიღებისას ყველაზე მეტად ვლინდება არტერიული წნევის ძლიერ დაცემა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, განსაკუთრებით დგომის დროს, გულისცემის აჩქარებას ან შენელებას. ასევე მოსალოდნელია სისხლში შაქრის დონის ან მჟავიანობის მომატება, ფილტვების შეშუპება, სისხლში ჟანგბადის დონის შემცირება და ცნობიერებასთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა.
თუ დაგავიწყდათ ნიფედიპრეს MR-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის დალევა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ არ გასულა 12 საათი. თუ 12 საათზე მეტია გასული აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, განაგრძეთ შემდეგი დოზით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
ნიფედიპრეს MR 10 და 20 წარმოადგენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10მგ ან 20მგ ნიფედიპინს.
დამხმარე ინგრედიენტებია: კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, პოლისორბატი 80, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი E-171, გასუფთავებული ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი E-172, გასუფთავებული წყალი და კარნაუბის ცვილი.
როგორია ნიფედიპრეს MR ტაბლეტები ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
ნიფედიპრეს MR 10 და 20 არის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, მოყავისფრო ვარდისფრი, მრგვალი, აპკით დაფარული, ორი სხვადასხვა ზომის ტაბლეტები, აქედან ნიფედიპრეს MR 10 უფრო პატარა ტაბლეტებია.
არსებობს ნიფედიპრეს MR 10 და ნიფედიპრეს MR 20-ის შემდეგი შეფუთვები: 28 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე; 30 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე; 56 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს განთავსებული ბაზარზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით და ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერული ფირფიტიდან მიღების დროს.
პრეპარატი არ გამოიყენება გარე კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
დექსელ®ფარმა
ფურცელი ჩანართი-ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ნიფედიპრეს® MR 10
ნიფედიპრეს® MR 20
(ნიფედიპინი)
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად და არ გადასცეთ სხვებს. მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას. ეს ეხება ნებისმიერ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
ფურცელ ჩანართში იხილავთ:
- რა არის ნიფედიპრეს MR ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების მიღებამდე
- ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების შენახვის პირობები
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნიფედიპრეს MR ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ნიფედიპრეს MR 10 და 20 ტაბლეტები (აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია როგორც “ნიფედიპრეს MR”) წარმოადგენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10მგ ან 20მგ ნიფედიპინს.
ნიფედიპრეს MR 10 და 20 ტაბლეტები შეიცავს ნიფედიპინს, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს.
ნიფედიპრეს MR გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მომდინარეობს გულიდან) პროფილაქტიკისათვის.
მაღალი არტერიული წნევა: ნიფედიპრეს MR ადუნებს და აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის დინებას და ამცირებს არტერიულ წნევას. დაბალი არტერიული წნევა ამცირებს გულზე დატვირთვას.
სტენოკარდია: ნიფედიპრეს MR ადუნებს და აფართოვებს არტერიებს, რომლებიც სისხლით ამარაგებენ გულს, შედეგად კი გულს უფრო მეტი სისხლი და ჟანგბადი მიეწოდება და მცირდება მასზე დატვირთვა. რაც უფრო მცირეა გულზე დატვირთვა მით უფრო მცირეა სტენოკარდიის სიმწვავე და სიხშირე.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ნიფედიპრეს MR თუ:
ბოლო თვეში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი.
აღინიშნა სტენოკარდიის უეცარი შეტევა. ნიფედიპრეს MR სტენოკარდიის სიმპტომებს სწრაფად ვერ ხსნის.
გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია.
გაქვთ ალერგია აქტიური ინგრედიენტის (ნიფედიპინი), მსგავსი დიჰიდროპირიდინების (მაგ: ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ნიმოდიპინი) ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6).
ღებულობთ რიფამპიცინს, ანტიბიოტიკს
ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ გულის აორტალური სარქველის შევიწროვება (სტენოზი).
როდისმე გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემით (კარდიოგენური შოკი) გამოწვეული კოლაფსი, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის უკმარისობა, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი და პირის სიმშრალე.
არტერიული წნევა კვლავ იმატებს მიუხედავად მკურნალობისა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია)
გირჩიეს, რომ მოერიდოთ ლაქტოზას, რადგან გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ლაპ ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზს მალაბსორბცია.
არ მიიღოთ ნიფედიპრესი თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოვლენა გაწუხებთ, აცნობეთ ექიმს. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ ნიფედიპრეს MR და პრეპარატის მიღებამდე გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ:
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა წამოდგომისას) და ექიმმა ნიფედიპრეს MR დაგინიშნათ სტენოკარდიისათვის. მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის კიდევ უფრო დაწევა.
გაწუხებთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც გული ვერ უმკლავდება მომატებულ დატვირთვას, როგორიც არის ვარჯიში (მცირე კარდიალური რეზერვი).
ორსულად ხართ.
ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ საჭიროა ნიფედიპრეს MR-ის მიღება მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
გაქვთ დიაბეტი. შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის მკურნალობის კორექცია. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ხართ დიალიზზე. თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა და სისხლის მცირე მოცულობა მოსალოდნელია არტერიული წნევის უეცრად დაცემა ნიფედიპრეს MR-ის მიღებისას.
ღვიძლი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების ჩატარება, ასევე დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
ნიფედიპრეს MR-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე ზემოთ აღნიშული გეხებათ თქვენ. აცნობეთ ექიმს:
თუ ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია) მწვავდება (უფრო ხშირად და მწვავედ ვლინდება) საათების ან დღეების განმავლობაში. ექიმმა შესაძლოა მოხსნას ნიფედიპრეს MR.
თუ ნიფედიპრეს MR-ის პირველი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში. ექიმმა შესაძლოა შეცვალოს მკურნალობა.
თუ შენიშნავთ სუნთქვის უკმარისობის გაძლიერებას.
თუ შენიშნავთ კოჭების შეშუპებას.
ასეთ შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
ასევე აცნობეთ ექიმს:
თუ იკეთებთ შარდის ანალიზს. ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შარდის გარკვეული ანალიზების შედეგებზე.
თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ და ვერ ახერხებთ in vitro განაყოფიერებას. ნიფედიპრეს MR-ის მსგავსი პრეპარატები ამცირებენ სპერმის ფუნქციას.
სხვა პრეპარატები და ნიფედიპრეს MR:
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას. აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ)
დიგოქსინი, დილთიაზები, ქვინიდინი ან ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ)
ქვინუპრისტინი/დალფოპრისტინი (კომბინირებული ანტიბიოტიკი)
ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის დროს)
ცისაპრიდი (გამოიყენება საყლაპავის და კუჭის შემცირებული მოტორიკის სამკურნალოდ)
მაგნიუმის სულფატის ინექციები ორსულობის პერიოდში (შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერ დაწევა)
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი ან ამპრენავირი (გამოიყენება აივ-ს სამკურნალოდ)
ფლუოქსეტინი ან ნეფაზოდონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით)
ფენობარბიტალი (ჩვეულებრივ გამოიყენება უძილობის ან შფოთვის დროს)
ნიფედიპრეს MR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან:
ნიფედიპრეს MR-ის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. გრეიფრუტის წვენის ან გრეიფრუტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში დაუშვებელია მკურნალობის დაწყება. აცნობეთ ექიმს თუ ამ პერიოდში მიღებული გაქვთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. ასევე მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი. ცნობილია, რომ გრეიფრუტის წვენი ზრდის აქტიური ნივთიერების, ნიფედიპინის დონეს სისხლში. ეს ეფექტი შესაძლოა გაგრძელდეს სულ მცირე სამი დღე.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ნიფედიპრეს MR შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმთან შეთანხმებით.
ნიფედიპრეს MR არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღებამდე.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ძლიერი დაღლილობა ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე, პრეპარატის შეცვლისას და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიფედიპრეს MR-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შაქარი). თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთი ტიპის შაქარს პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
საწყის ეტაპზე ექიმი ყურადღებით აკვირდება თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე, რათა შეარჩიოს ხანგრძლივად მისაღები დოზა.
გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება დანიშნოს ნიფედიპრეს MR-ის უფრო მაღალი დოზა (20მგ).
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ნიფედიპრეს MR 20მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 12 საათში (ე.ი დღეში ორჯერ). ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს დოზა იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად ხდება არტერიული წნევის ან სტენოკარდიის გაკონტროლება. მაქსიმალური დოზა არის 2 ტაბლეტი (40მგ) ყოველ 12 საათში.
ხანდაზმულებში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პრეპარატის დაბალი დოზა
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას ექიმი ახდენს ყურადღებით დაკვირვებას. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიფედიპინის დოზის შემცირება.
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი.
განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით.
არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი პრეპარატთან ერთად.
ნიფედიპრეს MR-ის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მიღება ბავშვებში და მოზარდებში: ნიფედიპრეს MR-ის მიღება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
თუ მიიღეთ ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების ჭარბი დოზა:
დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართი, რომ სამედიცინო პერსონალმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
ჭარბი დოზის მიღებისას ყველაზე მეტად ვლინდება არტერიული წნევის ძლიერ დაცემა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, განსაკუთრებით დგომის დროს, გულისცემის აჩქარებას ან შენელებას. ასევე მოსალოდნელია სისხლში შაქრის დონის ან მჟავიანობის მომატება, ფილტვების შეშუპება, სისხლში ჟანგბადის დონის შემცირება და ცნობიერებასთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა.
თუ დაგავიწყდათ ნიფედიპრეს MR-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის დალევა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ არ გასულა 12 საათი. თუ 12 საათზე მეტია გასული აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, განაგრძეთ შემდეგი დოზით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ნიფედიპრეს MR-მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ ნიფედიპრეს MR-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი ეფექტები:
მწვავე, უეცარი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგ: სუნთქვის გართულება, არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), შეშუპება (სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს).
სხვა სახის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანქვეშა შეშუპება (შესაძლოა მწვავე, ასევე ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიღოს სიცოცხლისათვის საშიში შედეგი).
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
სუნთქვის უკმარისობა ან გართულება (დისპნოე)
მსუბუქიდან ზომიერამდე სიმწვავის ალერგიული რეაქციები (ტუჩების შეშუპების ჩათვლით).
ქავილი (შესაძლოა მწვავე), გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
აღარ მიიღოთ შემდეგი დოზა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციის პირველი სიმპტომები, რაც შესაძლოა გამწვავდეს.
თუ განვითარდა:
კანის რეაქცია ან ბუშტუკების წარმოქმნა/კანის აქერცვლა და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები (პირის/ცხვირის ღრუში ან სასქესო ასოზე/ვაგინაზე) (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
მკურნალობის გაგრძელებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს მწვავე რეაქციის სიმპტომები.
ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტები
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გარდა ნიფედიპრეს MR-ის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
თავის ტკივილი
ჰყპერემია
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ყაბზობა
შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების და ფეხების
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (მოსალოდნელია 100-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში
დაუდგენელი ტკივილი
ციება
დაბალი არტერიული წნევა წამოდგომისას (დამახასიათებელი სიმპტომებია გულის წასვლა, თავბრუსხვევა, არათანაბარი გულისცემა, მხედველობის დაბინდვა და ზოგჯერ გონების არევა)
გულის წასვლა
არათანაბარი გულისცემა (გახშირებული გულისცემა)
პირის სიმშრალე
დისპეფსია ან კუჭთან დაკავშირებული დარღვევები
აირების დაგროვება (მეტეორიზმი)
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
კუნთების სპაზმები
სახსრების შეშუპება
ძილთან დაკავშირებული დარღვევები
შფოთვა ან ნერვიულობა
კანის სიწითლე
სისხლდენა ცხვირიდან
ცხვირის გაჭედვა
ბრუნვის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
შაკიკი
თავბრუსხვევა
კანკალი
შარდვის გახშირება
შარდვის გაძნელება ან ტკივილი შარდვის დროს
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარის დაკარგვა (იმპოტენცია)
მხედველობის დაბინდვა
ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დროებით მომატება (ვლინდება სისხლის ანალიზებში).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მოსალოდნელია 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში):
ჩხვლეტის შეგრძნება
ღრძილების ანთება, ღძილების დასუსტება ან შეშუპება, სისხლდენა ღრძილებიდან
სხვა გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით)
ღებინება
ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ლეიკოციტების ძლიერ შემცირება (აგრანულოციტოზი)
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია)
კანის მგრძნობელობის შემცირება (ჰიპოესთეზია)
ძილიანობა
თვალების ტკივილი
ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია)
გულძმარვა ან დისპეფსია (გასტროეზოფაგური სპინქტერის უკმარისობა)
თვალების ან კანის სიყვითლე
სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობითი ალერგიული რეაქცია)
მცირე ჰემორაგიები კანზე (პალპრებადი პურპურა)
სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი
ზემოთ მოცემული ყველა სიმპტომი ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის გართულების შემთხვევაში ან ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ იელოუ ქარდ სქიმის მეშვეობით (Yellow Card Scheme) ვებ გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ნიფედიპრეს MR-ის ტაბლეტების შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ თავისივე შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით და ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერული ფირფიტიდან მიღების დროს.
პრეპარატი არ გამოიყენება გარე კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნიფედიპრეს MR
ნიფედიპრეს MR 10 და 20 წარმოადგენს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10მგ ან 20მგ ნიფედიპინს.
დამხმარე ინგრედიენტებია: კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, პოლისორბატი 80, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი E-171, გასუფთავებული ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი E-172, გასუფთავებული წყალი და კარნაუბის ცვილი.
როგორია ნიფედიპრეს MR ტაბლეტები ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
ნიფედიპრეს MR 10 და 20 არის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, მოყავისფრო ვარდისფრი, მრგვალი, აპკით დაფარული, ორი სხვადასხვა ზომის ტაბლეტები, აქედან ნიფედიპრეს MR 10 უფრო პატარა ტაბლეტებია.
არსებობს ნიფედიპრეს MR 10 და ნიფედიპრეს MR 20-ის შემდეგი შეფუთვები: 28 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე; 30 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე; 56 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერულ ფირფიტაზე.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს განთავსებული ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი:
დექსელ-ფარმა ლტდ, (Dexcel-Pharma Ltd.) 7 სოპვიზ ვეი, დრეიტონ ფილდს, დავენტრი, ნორტჰემპტონშირი, NN11 8PB, UK.
ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2015 წლის ნოემბერში.
1255510112-J
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


