ნიუმეზოლი
NEWMEZOLE
გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, თეთრად შლის მკურნალობისათვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკონაზოლი (miconazole) + მეტრონიდაზოლი (metronidazole) + gotu kola centella asiatica + პოლიმიქსინი (polymixin) + ნეომიცინი (neomycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ + 100მგ + 48,8მგ + 4,4მგ + 15მგ ვაგინალური სუპოზიტორია №6
- მწარმოებელი
- Laboratorio Elea Phoenix S.A., არგენტინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- G01AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038201
- რეგისტრირებულია
- 25 მაისი 2023, მოქმედებს 25 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorio Elea Phoenix S.A. (არგენტინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიუმეზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, თეთრად შლის მკურნალობისათვის.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორი დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ- დღეში 1 სუპოზიტორი ძილის წინ სრულ განკურნებამდე. ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში. გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქციის რომელიმე ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
მეძუძური დედები.
პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით.
ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.
სიფრთხილის ზომები
დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები. არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ვაგინალური სუპოზიტორის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მოერიდეთ საშვილოსნოს გამორეცხვას ტუტოვანი ნივთიერებებით.
ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო არ არის გამორიცხული სისტემური ურთიერთქმედებები. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება შემდეგ ნივთიერებებთან ერთად: სპირტი (ანტაბუსის ეფექტი), ვარფარინი, კუმარინი (ანტიკოაგულანტები) და დისულფირამი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. იმის გათვალისწინებთ, რომ არ არის დადგენილი თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან, სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების რისკი არ არსებობს პრეპატატის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის უახლოეს საავადმყოფოს.
შემადგენლობა
მგ/ვაგინალური სუპოზიტორი ფუნქცია
მეტრონიდაზოლი, მიკრონიზებული 300.00მგ აქტიური ნივთიერება
მიკონაზოლის ნიტრატი, მიკრონიზებული 100.00მგ აქტიური ნივთიერება
ნეომიცინის სულფატი 48.80მგ აქტიური ნივთიერება
პოლიმიქსინ B სულფატი 4.40მგ აქტიური ნივთიერება
აზიური ცენტელა 15.00მგ აქტიური ნივთიერება
Witepsol H15 q.s.: 2000.00მგ არააქტიური ნივთიერება
წამლის ფორმა
კრემისფერი-ღია ყავისფერი ცილინდრული ფორმის ვაგინალური სუპოზიტორები, უცხო ნაწილაკების გარეშე.
შენახვის პირობები
36 თვე
შენახვის განსაკუთრებული პირობები: არ შეინახოთ 30°C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ 15-30°C ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა:
ვაგინალური სუპოზიტორები დაფასოებულია PVC/PE ჰერმეტულ ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები:
ნიუმეზოლში კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას და მეტრონიდაზოლს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მიკონაზოლის ნიტრატი
ვაგინალური გამოყენების შემთხვევაში, ზედაპირული მრავალშრიანი ეპითელიუმი ასრულებს ბარიერის როლს და აფერხებს წამლის აბსორბციას. ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის სისტემური აბსორბცია არ აღემატება 1,3%-ს. მიკონაზოლი აღწევს ვაგინალურ შრეში და ნარჩუნდება გამოყენებიდან 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ადგილობრივი გამოყენებისას, მეტაბოლიზდება ღვიძლში, ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 1 საათს.
მეტრონიდაზოლი
მეტრონიდაზოლი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა ერთჯერადი 500 მგ დოზის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და 8-13 მკგ/მლ-ს შეადგენს. პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 99%-ს.
ვაგინალური სუპოზიტორის სახით გამოყენებისას, მეტრონიდაზოლის შეწოვა და მისი განაწილების მოცულობა პლაზმასა და სხვა ქსოვილებში ძალიან დაბალია. აბსორბირებული და გამოთავისუფლებული პრეპარატის ოდენობა 500 მგ დოზით ვაგინალური გამოყენებისას ნაკლებია, მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა ვაგინალური გამოყენებიდან 9-13 საათის შემდეგ, ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პერორალურად მიღების შემდეგ. 500 მგ პერორალური დოზა უდრის 37,5 მგ ადგილობრივი გამოყენების დოზას ქსოვილებში სასურველი თერაპიული დონის მისაღწევად და ვაგინალურ ეპითელიუმში გამოთავისუფლებული პრეპარატის ეფექტურობა შედარებადია პერორალური მიღებისას შეწოვილი პრეპარატის ეფექტურობასთან.
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებისა და სხვა მჟავების სახით. დაფიქსირდა, რომ უცვლელი მეტრონიდაზოლი და ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა სხვადასხვა პროპორციით ადამიანისა და საცდელი ცხოველების შარდში. პირველადი ნაერთის პერორალური მიღების შემთხვევაში, 75% გამოიყოფა თირკმელებით. პერორალური მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8.5 საათს.
კარგად ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს მაღალ კონცენტრაციებს ცერებროსპინალურ სითხეში. მეტრონიდაზოლი ასევე შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, იგივე კონცენტრაციით, როგორც სისხლში, ნერწყვში და ადამიანის სპერმაში.
პოლიმიქსინ B სულფატი
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გარდა ახალშობილების შემთხვევებისა. იგი არ შეიწოვება ინტაქტური კანიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია ინტრამუსკულური შეყვანის შემთხვევაში ჩვეულებრივ მიიღწევა 2 საათში, მაგრამ ცვალებადია და ნაწილობრივ ინაქტივირებულია შრატში. ფართოდ ნაწილდება და ძლიერად უკავშირდება ქსოვილების უჯრედულ მემბრანებს. დაგროვება ხდება განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ. პოლიმიქსინ B სულფატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. გავრცელება ცერებროსპინალურ სითხეში არ ხდება.
პოლიმიქსინ B სულფატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, 60% -მდე გამოიყოფა შარდით, მაგრამ პოლიმიქსინ B სულფატის შარდში გამოყოფა ხდება 12- 24 საათის განმავლობაში.
ნეომიცინის სულფატი
ნეომიცინი ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 97% გამოიყოფა განავლით უცვლელი სახით. 3 გ-იანი დოზის პერორალურად მიღებისას მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 4 მკგ/მლ-ს, ხოლო აბსორბცია მსგავსია ოყნით შეყვანის შემთხვევაში აბსორბციისა. აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ანთების პირობებში. ასევე დაფიქსირდა აბსორბცია პერიტონეუმის ღრუდან, სასუნთქი გზებიდან, შარდის ბუშტიდან, ჭრილობებიდან და ანთებითი კანის ზედაპირიდან.
როდესაც ნეომიცინი შეიწოვება, ის სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით აქტიური ფორმით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.
აზიური ცენტელა
ცენტელა მოქმედებს ადგილობრივად, გამოყენების ადგილიდან მისი შეწოვა მნიშვნელოვნად არ ხდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნიუმეზოლი, ვაგინალური სუპოზიტორია
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ნიუმეზოლი /Newmezole/
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
მგ/ვაგინალური სუპოზიტორი ფუნქცია
მეტრონიდაზოლი, მიკრონიზებული 300.00მგ აქტიური ნივთიერება
მიკონაზოლის ნიტრატი, მიკრონიზებული 100.00მგ აქტიური ნივთიერება
ნეომიცინის სულფატი 48.80მგ აქტიური ნივთიერება
პოლიმიქსინ B სულფატი 4.40მგ აქტიური ნივთიერება
აზიური ცენტელა 15.00მგ აქტიური ნივთიერება
Witepsol H15 q.s.: 2000.00მგ არააქტიური ნივთიერება
წამლის ფორმა
კრემისფერი-ღია ყავისფერი ცილინდრული ფორმის ვაგინალური სუპოზიტორები, უცხო ნაწილაკების გარეშე.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები:
გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, თეთრად შლის მკურნალობისათვის.
დოზირება და მიღების წესი
მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორი დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ- დღეში 1 სუპოზიტორი ძილის წინ სრულ განკურნებამდე. ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში. გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქციის რომელიმე ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
მეძუძური დედები.
პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით.
ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.
გაფრთხილება:
დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები. არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას. აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ვაგინალური სუპოზიტორის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მოერიდეთ საშვილოსნოს გამორეცხვას ტუტოვანი ნივთიერებებით.
ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო არ არის გამორიცხული სისტემური ურთიერთქმედებები. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება შემდეგ ნივთიერებებთან ერთად: სპირტი (ანტაბუსის ეფექტი), ვარფარინი, კუმარინი (ანტიკოაგულანტები) და დისულფირამი.
გამოყენება ორსულობისას:
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. იმის გათვალისწინებთ, რომ არ არის დადგენილი თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან, სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.
დოზის გადაჭარბება:
ჭარბი დოზირების რისკი არ არსებობს პრეპატატის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის უახლოეს საავადმყოფოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები:
ნიუმეზოლში კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას და მეტრონიდაზოლს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მიკონაზოლის ნიტრატი
ვაგინალური გამოყენების შემთხვევაში, ზედაპირული მრავალშრიანი ეპითელიუმი ასრულებს ბარიერის როლს და აფერხებს წამლის აბსორბციას. ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის სისტემური აბსორბცია არ აღემატება 1,3%-ს. მიკონაზოლი აღწევს ვაგინალურ შრეში და ნარჩუნდება გამოყენებიდან 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ადგილობრივი გამოყენებისას, მეტაბოლიზდება ღვიძლში, ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 1 საათს.
მეტრონიდაზოლი
მეტრონიდაზოლი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა ერთჯერადი 500 მგ დოზის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და 8-13 მკგ/მლ-ს შეადგენს. პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 99%-ს.
ვაგინალური სუპოზიტორის სახით გამოყენებისას, მეტრონიდაზოლის შეწოვა და მისი განაწილების მოცულობა პლაზმასა და სხვა ქსოვილებში ძალიან დაბალია. აბსორბირებული და გამოთავისუფლებული პრეპარატის ოდენობა 500 მგ დოზით ვაგინალური გამოყენებისას ნაკლებია, მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა ვაგინალური გამოყენებიდან 9-13 საათის შემდეგ, ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პერორალურად მიღების შემდეგ. 500 მგ პერორალური დოზა უდრის 37,5 მგ ადგილობრივი გამოყენების დოზას ქსოვილებში სასურველი თერაპიული დონის მისაღწევად და ვაგინალურ ეპითელიუმში გამოთავისუფლებული პრეპარატის ეფექტურობა შედარებადია პერორალური მიღებისას შეწოვილი პრეპარატის ეფექტურობასთან.
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებისა და სხვა მჟავების სახით. დაფიქსირდა, რომ უცვლელი მეტრონიდაზოლი და ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა სხვადასხვა პროპორციით ადამიანისა და საცდელი ცხოველების შარდში. პირველადი ნაერთის პერორალური მიღების შემთხვევაში, 75% გამოიყოფა თირკმელებით. პერორალური მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8.5 საათს.
კარგად ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს მაღალ კონცენტრაციებს ცერებროსპინალურ სითხეში. მეტრონიდაზოლი ასევე შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, იგივე კონცენტრაციით, როგორც სისხლში, ნერწყვში და ადამიანის სპერმაში.
პოლიმიქსინ B სულფატი
პოლიმიქსინ B სულფატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გარდა ახალშობილების შემთხვევებისა. იგი არ შეიწოვება ინტაქტური კანიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია ინტრამუსკულური შეყვანის შემთხვევაში ჩვეულებრივ მიიღწევა 2 საათში, მაგრამ ცვალებადია და ნაწილობრივ ინაქტივირებულია შრატში. ფართოდ ნაწილდება და ძლიერად უკავშირდება ქსოვილების უჯრედულ მემბრანებს. დაგროვება ხდება განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ. პოლიმიქსინ B სულფატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. გავრცელება ცერებროსპინალურ სითხეში არ ხდება.
პოლიმიქსინ B სულფატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, 60% -მდე გამოიყოფა შარდით, მაგრამ პოლიმიქსინ B სულფატის შარდში გამოყოფა ხდება 12- 24 საათის განმავლობაში.
ნეომიცინის სულფატი
ნეომიცინი ცუდად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 97% გამოიყოფა განავლით უცვლელი სახით. 3 გ-იანი დოზის პერორალურად მიღებისას მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 4 მკგ/მლ-ს, ხოლო აბსორბცია მსგავსია ოყნით შეყვანის შემთხვევაში აბსორბციისა. აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ანთების პირობებში. ასევე დაფიქსირდა აბსორბცია პერიტონეუმის ღრუდან, სასუნთქი გზებიდან, შარდის ბუშტიდან, ჭრილობებიდან და ანთებითი კანის ზედაპირიდან.
როდესაც ნეომიცინი შეიწოვება, ის სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით აქტიური ფორმით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.
აზიური ცენტელა
ცენტელა მოქმედებს ადგილობრივად, გამოყენების ადგილიდან მისი შეწოვა მნიშვნელოვნად არ ხდება.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები:
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ფარმაკოლოგია
შეუთავსებლობა: მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
შენახვის განსაკუთრებული პირობები: არ შეინახოთ 30°C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ 15-30°C ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა:
ვაგინალური სუპოზიტორები დაფასოებულია PVC/PE ჰერმეტულ ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაფრთხილება/განკარგვა: იხილეთ პუნქტი 4.4.გაფრთხილება
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Laboratorio Elea Phoenix S.A.
ტექსტის გადახედვის თარიღი: 2022 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


