პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნიუკლავი

NEWCLAV®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1): მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული) შუა ყურის მწვავე ანთება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული) საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ცისტიტი პიელონეფრიტი კანისა და რბილი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
clavulanic acid + ამოქსიცილინი (amoxicillin)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 312,5მგ (250მგ + 62,50მგ)/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Medochemie Ltd (FACTORY B ORAL FACILITY), კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042741
რეგისტრირებულია
6 თებერვალი 2025, მოქმედებს 6 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Medochemie Ltd (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიუკლავი და სხვა წამალი ერთად

ნიუკლავი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1):

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული)

შუა ყურის მწვავე ანთება

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი

ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.

ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ ნიუკლავის დოზის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

საეჭვო პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ.

ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია.

პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.

კო-ამოქსიკლავის სხვა სამკურნალო ფორმების გამოყენების შესაძლებლობა (მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო დიდი დოზებით და/ან ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის დოზების სხვა შეფარდებით) განიხილება საჭიროების მიხედვით.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥40კგ მიიღებენ საერთო სადღეღამისო დოზას 1500მგ ამოქსიცილინს / 375მგ კლავულანის მჟავას. ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, ბავშვები <40კგ სხეულის მასით მიიღებენ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 2400მგ ამოქსიცილინს/600მგ კლავულანის მჟავას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო დიდი დღიური დოზის გამოყენება, რეკომენდებულია კო-ამოქსიკლავის სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას უსაფუძვლოდ დიდი დღიური დოზების გამოყენება.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

ერთი 500 მგ/125 მგ დოზა მიიღება დღეში სამჯერ.

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

20 მგ/5 მგ/კგ/დღე-ღამეში -60 მგ/15 მგ/კგ/დღე-ღამეში, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ კო-ამოქსიკლავი ტაბლეტების, სუსპენზიების სახით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სასურველია ნიუკლავის სუსპენზიის გამოყენება.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიუკლავის 4:1 თანაფარდობით სამკურნალწამლო ფორმების დღე-ღამეში 40 მგ/10 მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალური რეკომენდებული დონის მიხედვით.

დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი (CrCl )>30 მლ / წთ) არ არის საჭირო.

CrCl: 10-30 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში

CrCl < 10 მლ / წთ

500 მგ/125 მგ დღეში ერთხელ

ჰემოდიალიზი

500მგ/125მგ ყოველ 24 საათში, პლუს 500მგ/125მგ დიალიზის დროს, რომელიც უნდა განმეორდეს დიალიზის ბოლოს (რადგან ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში კონცენტრაცია მცირდება).

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ორჯერ დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში).

CrCl < 10 მლ / წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ).

ჰემოდიალიზი

15 მგ/3.75 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ჰემოდიალიზამდე 15მგ/3.75მგ/კგ. ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლში პრეპარატის დონის აღსადგენად უნდა დაინიშნოს 15მგ/3.75მგ/კგ სხეულის მასაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

მიღების წესი

ნიუკლავი მიიღება პერორალურად. ნიუკლავი მიიღება საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის მინიმუმადე დასაყვანად. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალური გზით ინტრავენური ფორმის SmPC-ს შესაბამისად და გაგრძელდეს პერორალურად მისაღები მედიკამენტით.

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა, ხომ არ არის თავსახური დაზიანებული. შეანჯღიეთ ფლაკონი. დაამატეთ წყალი (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად), გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ან ფლაკონი შეავსეთ წყლით მხოლოდ ფლაკონის ნიშნულამდე, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ წყალი ზუსტად მონიშნულ დონეზე და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ.

აქტიური ნივთიერების შემცველობა

დასამატებელი სასმელი წყლის მოცულობა (მლ)

რესუსპენდირული ხსნარის საბოლოო მოცულობა (მლ)

250მგ/62.5მგ/5მლ

ნიშნულამდე

60

72

90

80

100

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღიეთ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.

ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე (იხ. პუნქტი 4.8).

სიფრთხილის ზომები

ნიუკლავი არ გამოიყენება ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან მე-6 პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.

ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება.

სერიოზული და, იშვიათ შემთხვევებში, ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გამწვავდეს და განვითარდეს კუნის სინდრომი (Kounis syndrome), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

დაფიქსირდა მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES), ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს. DIES არის ალერგიული რეაქცია, რომლის მთავარი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათი) კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიით. დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკი.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალწამლო ფორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. მოცემული წამლის ფორმა არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კონვულსიები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან მითითებული დაავადების ფონზე ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარება ცხელებასთან და პუსტულების წარმოქმნასთან ერთად წარმოადგენს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) პოტენციურ სიმპტომს. ასეთი რეაქცია მოითხოვს ნიუკლავის მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები შექცევადია. აღნიშნული მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. თითქმის ყველა მათგანი გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან რომლებიც იღებდნენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე.

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის ამოქსიცილინის გამოყენებისას, რომლის სიმძიმე შეიძლება მსუბუქიდან ფატალურამდე იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ნიუკლავის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში ანტიპერისტალტიკური საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ორგანოთა სისტემების, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენების დროს აუცილებელია სათანადო კონტროლი. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს დარღვევის ხარისხის მიხედვით.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა კრისტალურიის (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება) ძალიან იშვიათი შემთხვევები, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. ამოქსიცილინის დიდი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომელთაც ჩადგმული აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, რეგულარულად უნდა შემოწმდეს მათი გამტარიანობა.

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია ფერმენტული მეთოდით გლუკოზოოქსიდაზას გამოყენებით, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

ნიუკლავში კლავულანის მჟავის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება განაპირობოს კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგი.

აღინიშნა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტში დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში არ გამოვლინდა Aspergillus-ის მიერ გამოწვეული ინფექციების არსებობა. აღინიშნა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი ღებულობს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, არ არსებობს ინფორმაცია მათი ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის დონეების მომატება და მათი უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, პერორალური ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში მიღების დაწყების შემდეგ, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის (MPA) კონცენტრაცია (pre-dose concentration) შემცირდა დაახლოებით 50%-ით. დოზის დონის ცვლილება შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებებს საერთო MPA-ს ექსპოზიციაში. ამიტომ, მიკოფენოლატ მოფეტილის დოზის შეცვლა ზოგადად არ არის საჭირო ტრანსპლანტის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, კომბინირებული მკურნალობის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან მალევე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ერთი კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის შესაძლებლობა. ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პროდუქტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. მოცემული პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი ეფექტებია (ADRs) დიარეა, გულისრევა და ღებინება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული წამლის გვერდითი ეფექტები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

უცნობი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

უცნობი

ჰემოლიზური ანემია

უცნობი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანგიონევროზული შეშუპება

უცნობი

ანაფილაქსია

უცნობი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, ვასკულიტი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

უცნობი

კონვულსიები

უცნობი

ასეპტიური მენინგიტი

უცნობი

დარღვევები გულის მხრივ

კუნის სინდრომი

უცნობი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა

ხშირი

გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია პერორალური დიდი დოზების მიღებასთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს ნიუკლავის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი

უცნობი

შავი, თმიანი ენა

უცნობი

კბილების ფერის შეცვლა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში დაფიქსირდა კბილების ფერის ზედაპირული შეცვლა. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია კბილების ფერის შეცვლის პრევენცია, რადგან ნადები კბილებზე, როგორც წესი, შორდება კბილის ჯაგრისის დახმარებით.

უცნობი

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)

უცნობი

მწვავე პანკრეატიტი

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას მომატება.

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას საშუალო მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

არახშირი

ჰეპატიტი, აღნიშნული მოვლენები დაფიქსირდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას

უცნობი

ქოლესტაზური სიყვითლე

უცნობი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის დერმატიტის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ურტიკარია

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

უცნობი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობი

ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი

უცნობი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)

უცნობი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

უცნობი

ხაზოვანი IgA დაავადება

უცნობი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

უცნობი

კრისტალურია

უცნობი

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

ჭარბი დოზა

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი.

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის მიცემა, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. არ მისცეთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიეცით ის დაახლოებით 4 საათის შემდეგ. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ნიუკლავის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ განადგურდა, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

ნიუკლავი 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილის რეკონსტიტუციის შემდეგ 5მლ სუსპენზიის შემადგენლობაში შედის 250მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და 62.5მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

ნიუკლავი 250 მგ/62.5მგ/5 მლ ფხვნილის შემადგენლობაში შედის: ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, Syloid Al -1, ნატრიუმის საქარინი, ქარვის მჟავა და მარწყვის, ლიმნისა და ატმის არომატები.

ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნიუკლავი არის თეთრი-მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილი. რეკონსტიტუციის შემდეგ მიიღება თეთრი-მოთეთრო ფერის სუსპენზია დამახასიათებელი სუნით.

ნიუკლავი 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად დაფასოებულია მინის ფლაკონებში, რომლებიც დალუქულია ალუმინის ხრახნიანი თავსახურით, განზავების შედეგად მიიღება 60 მლ ან 100 მლ სუსპენზია.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

რეკონსტიტუციის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ მაცივარში (2℃ – 8℃). ამ შემთხვევაში პროდუქტი ვარგისია 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.

კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად მიჩნეულია მისი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის ნაკლებობა ამ კონცენტრაციის მიღწევისათვის საჭირო დროის მონაკვეთის ნიშნულზე (T > MIC).

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმია:

იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ინაქტივაცია, რომლებიც თავად არ ექვემდებარებიან კლავულანის მჟავის მიერ გაშუალებულ დათრგუნვას (მათ შორის B, C და D კლასები).

PBPs-ის დაზიანება-დარღვევა, რაც იწვევს ანტი-ბაქტერიული აგენტის სამიზნის მიმართ აფინურობის შემცირება-დაქვეითებას.

ბაქტერიის უჯრედში შეუღწევადობამ, ან უჯრედიდან ეფლუქსის (გამოტყორცნის) ტუმბოს მონაწილეობით გაშუალებულმა მექანიზმებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ, ან განაპირობონ ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარება, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ბაქტერიების შემთხვევაში.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები განსაზღვრულია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის (EUCAST) მიერ.

მიკროორგანიზმი

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მკგ/მლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Haemophilus influenzae

≤0.0011

>21

Moraxella catarrhalis

≤11

>11

Staphylococcus spp.11

≤0.1252,3,4

≤0.1252,3,4

Enterococcus spp.7

≤ 41,5

>81,5

Streptococcus A, B, C, G2,8

≤0.252

>0.252

Streptococcus pneumoniae9

≤0.51,6

>11,6

Enterobacteriaceae გაურთულებელი UTI-ების დროს

≤ 321

>32

გრამუარყოფითი ანაერობები

≤41

>81

გრამდადებითი ანაერობები (Clostridioides difficile-ის გარდა)

≤41

>81

არასახეობრივი

≤21

>81

Viridans group streptococci

შენიშვნა10

შენიშვნა10

Pasteurella multocida

11

11

Burkholderia pseudomallei

  • 0011

81

1 მოცემული მნიშვნელობები ეხება ამოქსიცილინის კონცენტრაციას. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.

2 ცხრილში მოცემული მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება ბენზილპენიცილინის მგრძნობელობის ზღვრულ მაჩვენებლებს. მგრძნობელობა განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

3 სტაფილოკოკების უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციის ადგილზე საკმარისი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. ცეფოქსიტინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.

4 ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).

5 ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად და მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია E. faecalis-ის შემთხვევაში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ის შემთხვევაში.

6 ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამორიცხვის მიზნით გამოიყენება 1 მკგ ოქსაცილინის დისკის დიფუზიის მეთოდი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი.

7 Enterococcus-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.

8 A, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკები არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

9 Streptococcus pneumoniae არ წარმოქმნის ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

10 ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

11 S. aureus და S. lugdunensis ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >4 მგ/ლ და S. saprophyticus ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >8 მგ/ლ რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, ძირითადად mecA ან mecC გენის არსებობის გამო. დისკის დიფუზია შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის შესამოწმებლად. სტაფილოკოკებისთვის, S. aureus-ის, S. lugdunensis-ისა და S. saprophyticus-ის გარდა, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობას უკეთ განსაზღვრავს დისკის დიფუზია, ვიდრე ცეფოქსიტინის MIC.

რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)£

Coagulase-negative staphylococci (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes and other beta-hemolytic streptococci

Streptococcus viridans group

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecium$

გრამუარყოფითი აერობები

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter sp.

Citrobacter freundii

Enterobacter sp.

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas sp.

Serratia sp.

Stenotrophomonas maltophilia

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.

1პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae-ს შტამების მკურნალობა არ შეიძლება ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ამ სამკურნალწამლო ფორმით (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

2შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

ქვემოთ წარმოდგენილია ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები; კვლევის ფარგლებში ჯანმრთელი მოხალისეები უზმოზე ღებულობდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას (500 მგ/125 მგ ტაბლეტები დღე-ღამეში სამჯერ).

საშუალო (±SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

გამოყენებული აქტიური

ნივთიერება(ები)

დოზა

(მგ)

Cmax (მკგ/მლ)

Tmax* (სთ)

AUC(0-24h)

(მკგ.სთ/მლ)

T1/2

(სთ)

ამოქსიცილინი

AMX/CA 500მგ/125მგ

500

  • 19± 2.26
  • 5 (1.0-2.5)
  • 5±8.87
  • 15±0.20

კლავულანის მჟავა

AMX/CA 500მგ/125მგ

125

  • 40± 0.83
  • 5 (1.0-2.0)
  • 72 ± 3.86
  • 98±0.12

AMX – ამოქსიცილინი, CA – კლავულანის მჟავა

  • მედიანა (დიაპაზონი)

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის შრატისმიერი კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც მიღწეულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენებით ისეთივე სიდიდისაა, როგორც მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ექვივალენტური დოზების პერორალურად მიღების პირობებში.

განაწილება

სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.

ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.

ამოქსიცილინი არასაკმარისი ხარისხით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების თანახმად, არ აღინიშნა წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტიდან გამოთავისუფლებული ნივთიერებების რომელიმე ქსოვილში რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, ხვდება დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალი შეიძლება ასევე აღმოჩნდეს დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).

როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა, კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხ. პუნქტი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ექვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.

ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს, ხოლო საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადი დოზის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთად გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ელიმინაციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. პუნქტი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია. ძალიან მცირე ასაკის ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) ელიმინაციის თირკმლისმიერი მექანიზმის მოუმწიფებლობის გამო, გამოყენების სიხშირემ სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2-ჯერად მიღებას. ვინაიდან, ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციური აქტივობის დაქვეითების განვითარება, ამ პოპულაციაში დოზის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური გამოყენების ფონზე არ აღინიშნა სქესთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედების განვითარება არც ამოქსიცილინის, და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის საერთო შრატისმიერი კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. კლირენსის დაქვეითება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან თირკმლების საშუალებით გამოყოფილი ამოქსიცილინის წილი უფრო დიდია. ამიტომ, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს დოზები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კლავულანის მჟავის ადექვატური დოზირების დონეების შენარჩუნების ფონზე თავიდან იქნეს აცილებული ამოქსიცილინის არასასურველი კუმულაციის განვითარება (იხ. პუნქტი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნიუკლავი (NEWCLAV) 250 მგ/62.5მგ/5 მლ

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ მე- 4 პუნქტი .

შინაარსი:

რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე

როგორ მივიღოთ ნიუკლავი

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

როგორ შევინახოთ ნიუკლავი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული)

შუა ყურის მწვავე ანთება

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი

ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.

ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე

ნიუკლავი არ გამოიყენება ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან მე-6 პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.

ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება.

სერიოზული და, იშვიათ შემთხვევებში, ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გამწვავდეს და განვითარდეს კუნის სინდრომი (Kounis syndrome), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

დაფიქსირდა მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES), ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს. DIES არის ალერგიული რეაქცია, რომლის მთავარი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათი) კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიით. დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკი.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალწამლო ფორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. მოცემული წამლის ფორმა არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კონვულსიები.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან მითითებული დაავადების ფონზე ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარება ცხელებასთან და პუსტულების წარმოქმნასთან ერთად წარმოადგენს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) პოტენციურ სიმპტომს. ასეთი რეაქცია მოითხოვს ნიუკლავის მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები შექცევადია. აღნიშნული მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. თითქმის ყველა მათგანი გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან რომლებიც იღებდნენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე.

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის ამოქსიცილინის გამოყენებისას, რომლის სიმძიმე შეიძლება მსუბუქიდან ფატალურამდე იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ნიუკლავის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში ანტიპერისტალტიკური საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ორგანოთა სისტემების, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენების დროს აუცილებელია სათანადო კონტროლი. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს დარღვევის ხარისხის მიხედვით.

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა კრისტალურიის (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება) ძალიან იშვიათი შემთხვევები, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. ამოქსიცილინის დიდი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომელთაც ჩადგმული აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, რეგულარულად უნდა შემოწმდეს მათი გამტარიანობა.

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია ფერმენტული მეთოდით გლუკოზოოქსიდაზას გამოყენებით, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

ნიუკლავში კლავულანის მჟავის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება განაპირობოს კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგი.

აღინიშნა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტში დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში არ გამოვლინდა Aspergillus-ის მიერ გამოწვეული ინფექციების არსებობა. აღინიშნა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუკლავი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი ღებულობს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, არ არსებობს ინფორმაცია მათი ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის დონეების მომატება და მათი უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, პერორალური ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში მიღების დაწყების შემდეგ, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის (MPA) კონცენტრაცია (pre-dose concentration) შემცირდა დაახლოებით 50%-ით. დოზის დონის ცვლილება შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებებს საერთო MPA-ს ექსპოზიციაში. ამიტომ, მიკოფენოლატ მოფეტილის დოზის შეცვლა ზოგადად არ არის საჭირო ტრანსპლანტის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, კომბინირებული მკურნალობის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან მალევე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ერთი კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის შესაძლებლობა. ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ მივიღოთ ნიუკლავი

მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ ნიუკლავის დოზის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

საეჭვო პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ.

ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია.

პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.

კო-ამოქსიკლავის სხვა სამკურნალო ფორმების გამოყენების შესაძლებლობა (მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო დიდი დოზებით და/ან ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის დოზების სხვა შეფარდებით) განიხილება საჭიროების მიხედვით.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥40კგ მიიღებენ საერთო სადღეღამისო დოზას 1500მგ ამოქსიცილინს / 375მგ კლავულანის მჟავას. ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, ბავშვები <40კგ სხეულის მასით მიიღებენ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 2400მგ ამოქსიცილინს/600მგ კლავულანის მჟავას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო დიდი დღიური დოზის გამოყენება, რეკომენდებულია კო-ამოქსიკლავის სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას უსაფუძვლოდ დიდი დღიური დოზების გამოყენება.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

ერთი 500 მგ/125 მგ დოზა მიიღება დღეში სამჯერ.

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

20 მგ/5 მგ/კგ/დღე-ღამეში -60 მგ/15 მგ/კგ/დღე-ღამეში, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ კო-ამოქსიკლავი ტაბლეტების, სუსპენზიების სახით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სასურველია ნიუკლავის სუსპენზიის გამოყენება.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიუკლავის 4:1 თანაფარდობით სამკურნალწამლო ფორმების დღე-ღამეში 40 მგ/10 მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალური რეკომენდებული დონის მიხედვით.

დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი (CrCl )>30 მლ / წთ) არ არის საჭირო.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში

CrCl < 10 მლ / წთ

500 მგ/125 მგ დღეში ერთხელ

ჰემოდიალიზი

500მგ/125მგ ყოველ 24 საათში, პლუს 500მგ/125მგ დიალიზის დროს, რომელიც უნდა განმეორდეს დიალიზის ბოლოს (რადგან ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში კონცენტრაცია მცირდება).

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ორჯერ დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში).

CrCl < 10 მლ / წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ).

ჰემოდიალიზი

15 მგ/3.75 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ჰემოდიალიზამდე 15მგ/3.75მგ/კგ. ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლში პრეპარატის დონის აღსადგენად უნდა დაინიშნოს 15მგ/3.75მგ/კგ სხეულის მასაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

მიღების წესი

ნიუკლავი მიიღება პერორალურად. ნიუკლავი მიიღება საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის მინიმუმადე დასაყვანად. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალური გზით ინტრავენური ფორმის SmPC-ს შესაბამისად და გაგრძელდეს პერორალურად მისაღები მედიკამენტით.

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა, ხომ არ არის თავსახური დაზიანებული. შეანჯღიეთ ფლაკონი. დაამატეთ წყალი (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად), გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ან ფლაკონი შეავსეთ წყლით მხოლოდ ფლაკონის ნიშნულამდე, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ წყალი ზუსტად მონიშნულ დონეზე და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ.

აქტიური ნივთიერების შემცველობა

დასამატებელი სასმელი წყლის მოცულობა (მლ)

რესუსპენდირული ხსნარის საბოლოო მოცულობა (მლ)

250მგ/62.5მგ/5მლ

ნიშნულამდე

60

72

90

80

100

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღიეთ.

დოზის გადაჭარბება

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი.

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის მიცემა, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. არ მისცეთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიეცით ის დაახლოებით 4 საათის შემდეგ. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ნიუკლავის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ განადგურდა, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პროდუქტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. მოცემული პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი ეფექტებია (ADRs) დიარეა, გულისრევა და ღებინება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული წამლის გვერდითი ეფექტები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

უცნობი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

უცნობი

ჰემოლიზური ანემია

უცნობი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანგიონევროზული შეშუპება

უცნობი

ანაფილაქსია

უცნობი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, ვასკულიტი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

უცნობი

კონვულსიები

უცნობი

ასეპტიური მენინგიტი

უცნობი

დარღვევები გულის მხრივ

კუნის სინდრომი

უცნობი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა

ხშირი

გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია პერორალური დიდი დოზების მიღებასთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს ნიუკლავის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი

უცნობი

შავი, თმიანი ენა

უცნობი

კბილების ფერის შეცვლა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში დაფიქსირდა კბილების ფერის ზედაპირული შეცვლა. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია კბილების ფერის შეცვლის პრევენცია, რადგან ნადები კბილებზე, როგორც წესი, შორდება კბილის ჯაგრისის დახმარებით.

უცნობი

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)

უცნობი

მწვავე პანკრეატიტი

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას მომატება.

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას საშუალო მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

არახშირი

ჰეპატიტი, აღნიშნული მოვლენები დაფიქსირდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას

უცნობი

ქოლესტაზური სიყვითლე

უცნობი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის დერმატიტის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ურტიკარია

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

უცნობი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობი

ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი

უცნობი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)

უცნობი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

უცნობი

ხაზოვანი IgA დაავადება

უცნობი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

უცნობი

კრისტალურია

უცნობი

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

როგორ შევინახოთ ნიუკლავი

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

რეკონსტიტუციის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ მაცივარში (2℃ – 8℃). ამ შემთხვევაში პროდუქტი ვარგისია 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნიუკლავი:

აქტიური ნივთიერებებია: ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

ნიუკლავი 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილის რეკონსტიტუციის შემდეგ 5მლ სუსპენზიის შემადგენლობაში შედის 250მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და 62.5მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

ნიუკლავი 250 მგ/62.5მგ/5 მლ ფხვნილის შემადგენლობაში შედის: ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, Syloid Al -1, ნატრიუმის საქარინი, ქარვის მჟავა და მარწყვის, ლიმნისა და ატმის არომატები.

ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნიუკლავი არის თეთრი-მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილი. რეკონსტიტუციის შემდეგ მიიღება თეთრი-მოთეთრო ფერის სუსპენზია დამახასიათებელი სუნით.

ნიუკლავი 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად დაფასოებულია მინის ფლაკონებში, რომლებიც დალუქულია ალუმინის ხრახნიანი თავსახურით, განზავების შედეგად მიიღება 60 მლ ან 100 მლ სუსპენზია.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

მწარმოებელი:

შპს Medochemie (საწარმო B -პერორალური საშუალებების საწარმო), კვიპროსი, ლიმასოლი, 4101, აგიოს-ათანასიოსის სამრეწველო რაიონი, იაპეტოს ქუჩა #48

კომპანია, რომელიც ღებულობს მომხმარებელთა პრეტენზიებს პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:

შპს „ნიუ ფარმა“

იურიდიული მისამართი: საქართველო, გორი, ცაბაძის ქ., კორ. 5, ბ. 32.

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.# 18

ტელ.: +995 591 117727

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას შპს „ნიუ ფარმა“.

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის იანვარი.

რჩევა/სამედიცინო მითითება

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ისინი არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით ჩატარებულ მკურნალობას. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩნენ და გამრავლდნენ კიდეც, მიუხედავად ანტიბიოტიკის მიღებისა.

ბაქტერია შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ სხვადასხვა მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენებისას შეიძლება შევამციროთ ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შესაძლებლობა.

ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით თერაპიის კურსი გამიზნულია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ბაქტერიის რეზისტენტობის პრევენცია, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკის მოქმედების შეწყვეტას.

მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება დანიშნული დოზით, დანიშნულ დროს და ხანგრძლივობით. გაეცანით ეტიკეტზე დატანილ ინსტრუქციას და კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის არ არის გამოწერილი პირადად თქვენთვის და მიიღეთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც დაინიშნა.

არ მიიღოთ სხვა პირებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას ემთხვევა.

არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვა პირებს.

ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები გადაეცით ფარმაცევტს სათანადო წესით უტილიზაციისთვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა