პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნიუკლავი

NEWCLAV®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1): მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული) შუა ყურის მწვავე ანთება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული) საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ცისტიტი პიელონეფრიტი კანისა და რბილი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin) + clavulanic acid
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 312,5მგ (250მგ + 62,50მგ)/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Medochemie Ltd (FACTORY B ORAL FACILITY), კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042740
რეგისტრირებულია
6 თებერვალი 2025, მოქმედებს 6 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Medochemie Ltd (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიუკლავი და სხვა წამალი ერთად

ნიუკლავი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1):

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული)

შუა ყურის მწვავე ანთება

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი

ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.

ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ ნიუკლავის დოზის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

საეჭვო პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ (იხ. პუნქტი 4.4).

ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია.

პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.

კო-ამოქსიკლავის სხვა სამკურნალო ფორმების გამოყენების შესაძლებლობა (მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო დიდი დოზებით და/ან ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის დოზების სხვა შეფარდებით) განიხილება საჭიროების მიხედვით (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი მიიღებენ საერთო სადღეღამისო დოზას 1500მგ ამოქსიცილინს / 375მგ კლავულანის მჟავას. ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით მიიღებენ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 2400მგ ამოქსიცილინს/600მგ კლავულანის მჟავას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო დიდი დღიური დოზის გამოყენება, რეკომენდებულია კო-ამოქსიკლავის სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას უსაფუძვლოდ დიდი დღიური დოზების გამოყენება (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პუნქტი 4.4)

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

ერთი 500 მგ/125 მგ დოზა მიიღება დღეში სამჯერ.

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

20 მგ/5 მგ/კგ/დღე-ღამეში -60 მგ/15 მგ/კგ/დღე-ღამეში, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ კო-ამოქსიკლავი ტაბლეტების, სუსპენზიების სახით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სასურველია ნიუკლავის სუსპენზიის გამოყენება.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიუკლავის 4:1 თანაფარდობით სამკურნალწამლო ფორმების დღე-ღამეში 40 მგ/10 მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალური რეკომენდებული დონის მიხედვით.

დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი (CrCl )>30 მლ / წთ) არ არის საჭირო.

CrCl: 10-30 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში

CrCl < 10 მლ / წთ

500 მგ/125 მგ დღეში ერთხელ

ჰემოდიალიზი

500მგ/125მგ ყოველ 24 საათში, პლუს 500 მგ/125 მგ დიალიზის დროს, რომელიც უნდა განმეორდეს დიალიზის ბოლოს (რადგან ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში კონცენტრაცია მცირდება).

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ორჯერ დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში).

CrCl < 10 მლ / წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ).

ჰემოდიალიზი

15 მგ/3.75 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ჰემოდიალიზამდე 15მგ/3.75მგ/კგ. ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლში პრეპარატის დონის აღსადგენად უნდა დაინიშნოს 15მგ/3.75მგ/კგ სხეულის მასაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

მიღების წესი

ნიუკლავი მიიღება პერორალურად.

ნიუკლავი მიიღება საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის მინიმუმადე დასაყვანად.

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალური გზით ინტრავენური ფორმის SmPC-ს შესაბამისად და გაგრძელდეს პერორალურად მისაღები მედიკამენტით.

შეანჯღიეთ ფლაკონი, დაამატეთ წყალი ინსტრუქციის მიხედვით, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ.

ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი (იხ. პუნქტი 6.6).

სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მომზადების ინსტრუქცია მოცემულია 6.6 პუნქტში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.

ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე (იხ. პუნქტი 4.8).

სიფრთხილის ზომები

ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება (იხ. პუნქტები 4.3 და 4.8).

სერიოზული და, იშვიათ შემთხვევებში, ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გამწვავდეს და განვითარდეს კუნის სინდრომი (Kounis syndrome), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (იხ. პუნქტი 4.8). ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

დაფიქსირდა მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES), ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს (იხ. პუნქტი 4.8). DIES არის ალერგიული რეაქცია, რომლის მთავარი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათი) კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიით. დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკი.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალწამლო ფორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. მოცემული წამლის ფორმა არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კონვულსიები (იხ. პუნქტი 4.8).

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან მითითებული დაავადების ფონზე ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარება ცხელებასთან და პუსტულების წარმოქმნასთან ერთად წარმოადგენს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) პოტენციურ სიმპტომს (იხ. პუნქტი 4.8). ასეთი რეაქცია მოითხოვს ნიუკლავის მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 4.8).

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები შექცევადია. ეს მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. თითქმის ყველა მათგანი გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან რომლებიც იღებდნენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე (იხ. პუნქტი 4.8).

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის ამოქსიცილინის გამოყენებისას, რომლის სიმძიმე შეიძლება მსუბუქიდან ფატალურამდე იყოს (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ნიუკლავის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში ანტიპერისტალტიკური საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ორგანოთა სისტემების, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენების დროს აუცილებელია სათანადო კონტროლი. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს დარღვევის ხარისხის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა კრისტალურიის (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება) ძალიან იშვიათი შემთხვევები, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. ამოქსიცილინის დიდი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომელთაც ჩადგმული აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, რეგულარულად უნდა შემოწმდეს მათი გამტარიანობა (იხ. პუნქტები 4.8 და 4.9).

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია ფერმენტული მეთოდით გლუკოზოოქსიდაზას გამოყენებით, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

ნიუკლავში კლავულანის მჟავის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება

განაპირობოს კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგი.

აღინიშნა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტში დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში არ გამოვლინდა Aspergillus-ის მიერ გამოწვეული ინფექციების არსებობა. აღინიშნა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია მათი ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი

პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის დონეების მომატება და მათი უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

მიკოფენოლატ მოფეტილი

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, პერორალური ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში მიღების დაწყების შემდეგ, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის (MPA) კონცენტრაცია (pre-dose concentration) შემცირდა დაახლოებით 50%-ით. დოზის დონის ცვლილება შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებებს საერთო MPA-ს ექსპოზიციაში. ამიტომ, მიკოფენოლატ მოფეტილის დოზის შეცვლა ზოგადად არ არის საჭირო ტრანსპლანტის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, კომბინირებული მკურნალობის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან მალევე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ლაქტაცია

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის შესაძლებლობა. ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8).

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი ეფექტებია (ADRs) დიარეა, გულისრევა და ღებინება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული წამლის გვერდითი ეფექტები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით.

მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10);

ხშირი (≥1/100 - <1/10);

არახშირი (≥1/1,000 - <1/100);

იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000);

ძალიან იშვიათი (<1/10,000);

უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

უცნობი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

უცნობი

ჰემოლიზური ანემია

უცნობი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება1

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები10

ანგიონევროზული შეშუპება

უცნობი

ანაფილაქსია

უცნობი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, ვასკულიტი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

უცნობი

კონვულსიები2

უცნობი

ასეპტიური მენინგიტი

უცნობი

დარღვევები გულის მხრივ

კუნის სინდრომი

უცნობი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა

ხშირი

გულისრევა 3

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი4

უცნობი

შავი, თმიანი ენა

უცნობი

კბილების ფერის შეცვლა11

უცნობი

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)

უცნობი

მწვავე პანკრეატიტი

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას მომატება5

არახშირი

ჰეპატიტი 6

უცნობი

ქოლესტაზური სიყვითლე6

უცნობი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ7

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ურტიკარია

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

უცნობი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობი

ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი

უცნობი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)9

უცნობი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

უცნობი

ხაზოვანი IgA დაავადება

უცნობი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

უცნობი

კრისტალურია 8 (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება)

უცნობი

1იხილეთ პუნქტი 4.4

2 იხილეთ პუნქტი 4.4.

3გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია პერორალური დიდი დოზების მიღებასთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს ნიუკლავის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

4 მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.4).

5ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას საშუალო მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

6ეს მოვლენები დაფიქსირდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.4).

7ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის დერმატიტის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი 4.4).

8 იხილეთ პუნქტი 4.9

9 იხილეთ პუნქტი 4.4

10 იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4

125მგ/31.25მგ და 250მგ/62.5მგ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტებში

50მგ/12.5მგ/მლ, 125მგ/31.25მგ/5მლ 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

11ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში დაფიქსირდა კბილების ფერის ზედაპირული შეცვლა. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია კბილების ფერის შეცვლის პრევენცია, რადგან ნადები კბილებზე, როგორც წესი, შორდება კბილის ჯაგრისის დახმარებით.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

რეკონსტიტუციის შემდეგ 5მლ ნიუკლავის შემადგენლობაში შედის 250მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და 62.5მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

250 მგ/62.5 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.

თეთრი -მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილი.

შენახვის პირობები

ნიუკლავი: 24 თვე.

განზავებული სუსპენზია ვარგისია 7 დღის განმავლობაში.

გაზავების შემდეგ სუსპენზია შეინახეთ მაცივარში (2°C- 8°C).

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

განზავებული სუსპენზიის შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

შეფუთვა

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: III ტიპის, ყავისფერი ნახევრად გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც დალუქულია ალუმინის ხრახნიანი თავსახურით.

100მლ ფლაკონი 60 მლ სუსპენზიისთვის.

150 მლ ფლაკონი 100 მლ სუსპენზიისთვის.

ფლაკონი, ინსტრუაციასთან და პლასტმასის საზომ კოვზთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

ნარჩენების განკარგვა და სხვა დამუშავება

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა, ხომ არ არის თავსახური დაზიანებული. შეანჯღიეთ ფლაკონი. დაამატეთ სასმელი წყალი (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად), გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ან ფლაკონი შეავსეთ სასმელი წყლით მხოლოდ ფლაკონის ნიშნულამდე, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ სასმელი წყალი ზუსტად მონიშნულ დონეზე და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ.

აქტიური ნივთიერების შემცველობა

დასამატებელი სასმელი წყლის მოცულობა (მლ)

რესუსპენდირული ხსნარის საბოლოო მოცულობა (მლ)

250მგ/62.5მგ/5მლ

ნიშნულამდე

60

72

90

80

100

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღიეთ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.

კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად მიჩნეულია მისი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის ნაკლებობა ამ კონცენტრაციის მიღწევისათვის საჭირო დროის მონაკვეთის ნიშნულზე (T > MIC).

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმია:

იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ინაქტივაცია, რომლებიც თავად არ ექვემდებარებიან კლავულანის მჟავის მიერ გაშუალებულ დათრგუნვას (მათ შორის B, C და D კლასები).

PBPs-ის დაზიანება-დარღვევა, რაც იწვევს ანტი-ბაქტერიული აგენტის სამიზნის მიმართ აფინურობის შემცირება-დაქვეითებას.

ბაქტერიის უჯრედში შეუღწევადობამ, ან უჯრედიდან ეფლუქსის (გამოტყორცნის) ტუმბოს მონაწილეობით გაშუალებულმა მექანიზმებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ, ან განაპირობონ ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარება, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ბაქტერიების შემთხვევაში.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები განსაზღვრულია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის (EUCAST) მიერ.

მიკროორგანიზმი

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მკგ/მლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Haemophilus influenzae

≤0.0011

>21

Moraxella catarrhalis

≤11

>11

Staphylococcus spp.11

≤0.1252,3,4

≤0.1252,3,4

Enterococcus spp.7

≤ 41,5

>81,5

Streptococcus A, B, C, G2,8

≤0.252

>0.252

Streptococcus pneumoniae9

≤0.51,6

>11,6

Enterobacteriaceae გაურთულებელი UTI-ების დროს

≤ 321

>32

გრამუარყოფითი ანაერობები

≤41

>81

გრამდადებითი ანაერობები (Clostridioides difficile-ის გარდა)

≤41

>81

არასახეობრივი

≤21

>81

Viridans group streptococci

შენიშვნა10

შენიშვნა10

Pasteurella multocida

11

11

Burkholderia pseudomallei

  • 0011

81

1 მოცემული მნიშვნელობები ეხება ამოქსიცილინის კონცენტრაციას. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.

2 ცხრილში მოცემული მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება ბენზილპენიცილინის მგრძნობელობის ზღვრულ მაჩვენებლებს. მგრძნობელობა განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

3 სტაფილოკოკების უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციის ადგილზე საკმარისი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. ცეფოქსიტინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.

4 ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).

5 ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად და მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია E. faecalis-ის შემთხვევაში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ის შემთხვევაში.

6 ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამორიცხვის მიზნით გამოიყენება 1 მკგ ოქსაცილინის დისკის დიფუზიის მეთოდი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი.

7 Enterococcus-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.

8 A, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკები არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

9 Streptococcus pneumoniae არ წარმოქმნის ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

10 ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

11 S. aureus და S. lugdunensis ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >4 მგ/ლ და S. saprophyticus ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >8 მგ/ლ რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, ძირითადად mecA ან mecC გენის არსებობის გამო. დისკის დიფუზია შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის შესამოწმებლად. სტაფილოკოკებისთვის, S. aureus-ის, S. lugdunensis-ისა და S. saprophyticus-ის გარდა, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობას უკეთ განსაზღვრავს დისკის დიფუზია, ვიდრე ცეფოქსიტინის MIC.

რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)£

Coagulase-negative staphylococci (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes and other beta-hemolytic streptococci

Streptococcus viridans group

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecium$

გრამუარყოფითი აერობები

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter sp.

Citrobacter freundii

Enterobacter sp.

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas sp.

Serratia sp.

Stenotrophomonas maltophilia

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.

1პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae-ს შტამების მკურნალობა არ შეიძლება ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ამ სამკურნალწამლო ფორმით (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

2შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

ქვემოთ წარმოდგენილია ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები; კვლევის ფარგლებში ჯანმრთელი მოხალისეები უზმოზე ღებულობდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას (500 მგ/125 მგ ტაბლეტები დღე-ღამეში სამჯერ).

საშუალო (±SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

გამოყენებული აქტიური

ნივთიერება(ები)

დოზა

(მგ)

Cmax (მკგ/მლ)

Tmax* (სთ)

AUC(0-24h)

(მკგ.სთ/მლ)

T1/2

(სთ)

ამოქსიცილინი

AMX/CA 500მგ/125მგ

500

  • 19± 2.26
  • 5 (1.0-2.5)
  • 5±8.87
  • 15±0.20

კლავულანის მჟავა

AMX/CA 500მგ/125მგ

125

  • 40± 0.83
  • 5 (1.0-2.0)
  • 72 ± 3.86
  • 98±0.12

AMX – ამოქსიცილინი, CA – კლავულანის მჟავა

  • მედიანა (დიაპაზონი)

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის შრატისმიერი კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც მიღწეულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენებით ისეთივე სიდიდისაა, როგორც მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ექვივალენტური დოზების პერორალურად მიღების პირობებში.

განაწილება

სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.

ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.

ამოქსიცილინი არასაკმარისი ხარისხით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების თანახმად, არ აღინიშნა წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტიდან გამოთავისუფლებული ნივთიერებების რომელიმე ქსოვილში რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, ხვდება დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალი შეიძლება ასევე აღმოჩნდეს დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).

როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა, კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხ. პუნქტი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ექვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.

ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს, ხოლო საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადი დოზის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთად გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ელიმინაციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. პუნქტი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია. ძალიან მცირე ასაკის ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) ელიმინაციის თირკმლისმიერი მექანიზმის მოუმწიფებლობის გამო, გამოყენების სიხშირემ სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2-ჯერად მიღებას. ვინაიდან, ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციური აქტივობის დაქვეითების განვითარება, ამ პოპულაციაში დოზის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური გამოყენების ფონზე არ აღინიშნა სქესთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედების განვითარება არც ამოქსიცილინის, და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის საერთო შრატისმიერი კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. კლირენსის დაქვეითება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან თირკმლების საშუალებით გამოყოფილი ამოქსიცილინის წილი უფრო დიდია. ამიტომ, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს დოზები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კლავულანის მჟავის ადექვატური დოზირების დონეების შენარჩუნების ფონზე თავიდან იქნეს აცილებული ამოქსიცილინის არასასურველი კუმულაციის განვითარება (იხ. პუნქტი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ნიუკლავი (NEWCLAV) 312.5მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

რეკონსტიტუციის შემდეგ 5მლ ნიუკლავის შემადგენლობაში შედის 250მგ ამოქსიცილინი, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით, და 62.5მგ კლავულანის მჟავა, კალიუმის კლავულანატის სახით.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

250 მგ/62.5 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.

თეთრი -მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილი.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 5.1):

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დიაგნოზირებული)

შუა ყურის მწვავე ანთება

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დიაგნოზირებული)

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

ცისტიტი

პიელონეფრიტი

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, განსაკუთრებით ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი, მძიმე ფორმის კბილის აბსცესი

ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი.

ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

დოზები მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას შემცველობის მიხედვით, გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც დოზები მითითებულია ცალკეული კომპონენტის მიხედვით.

კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ ნიუკლავის დოზის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

საეჭვო პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ (იხ. პუნქტი 4.4).

ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია.

პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.

კო-ამოქსიკლავის სხვა სამკურნალო ფორმების გამოყენების შესაძლებლობა (მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო დიდი დოზებით და/ან ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის დოზების სხვა შეფარდებით) განიხილება საჭიროების მიხედვით (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი მიიღებენ საერთო სადღეღამისო დოზას 1500მგ ამოქსიცილინს / 375მგ კლავულანის მჟავას. ნიუკლავის მოცემული სამკურნალო ფორმის ქვემოთ რეკომენდებული დოზებით მიღებისას, ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით მიიღებენ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 2400მგ ამოქსიცილინს/600მგ კლავულანის მჟავას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ამოქსიცილინის უფრო დიდი დღიური დოზის გამოყენება, რეკომენდებულია კო-ამოქსიკლავის სხვა პრეპარატის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავას უსაფუძვლოდ დიდი დღიური დოზების გამოყენება (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. ზოგიერთი ინფექცია (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე (იხ. პუნქტი 4.4)

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

ერთი 500 მგ/125 მგ დოზა მიიღება დღეში სამჯერ.

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

20 მგ/5 მგ/კგ/დღე-ღამეში -60 მგ/15 მგ/კგ/დღე-ღამეში, გაყოფილი სამ მიღებად.

ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ კო-ამოქსიკლავი ტაბლეტების, სუსპენზიების სახით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სასურველია ნიუკლავის სუსპენზიის გამოყენება.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიუკლავის 4:1 თანაფარდობით სამკურნალწამლო ფორმების დღე-ღამეში 40 მგ/10 მგ/კგ-ზე დიდი დოზების გამოყენების შესახებ.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის კორექტირება ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალური რეკომენდებული დონის მიხედვით.

დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი (CrCl )>30 მლ / წთ) არ არის საჭირო.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის წონით ≥ 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში

CrCl < 10 მლ / წთ

500 მგ/125 მგ დღეში ერთხელ

ჰემოდიალიზი

500მგ/125მგ ყოველ 24 საათში, პლუს 500 მგ/125 მგ დიალიზის დროს, რომელიც უნდა განმეორდეს დიალიზის ბოლოს (რადგან ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატში კონცენტრაცია მცირდება).

ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ

CrCl: 10-30 მლ/წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ორჯერ დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ ორჯერ დღეში).

CrCl < 10 მლ / წთ

15 მგ/3.75 მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით დღეში (მაქსიმუმ 500 მგ/125 მგ).

ჰემოდიალიზი

15 მგ/3.75 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ჰემოდიალიზამდე 15მგ/3.75მგ/კგ. ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლში პრეპარატის დონის აღსადგენად უნდა დაინიშნოს 15მგ/3.75მგ/კგ სხეულის მასაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

გამოიყენება სიფრთხილით. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

მიღების წესი

ნიუკლავი მიიღება პერორალურად.

ნიუკლავი მიიღება საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის მინიმუმადე დასაყვანად.

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს პარენტერალური გზით ინტრავენური ფორმის SmPC-ს შესაბამისად და გაგრძელდეს პერორალურად მისაღები მედიკამენტით.

შეანჯღიეთ ფლაკონი, დაამატეთ წყალი ინსტრუქციის მიხედვით, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ.

ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი (იხ. პუნქტი 6.6).

სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მომზადების ინსტრუქცია მოცემულია 6.6 პუნქტში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პენიცილინების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

ანამნეზში მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების (მაგ., ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) მიმართ.

ანამნეზში სიყვითლე/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღების ფონზე (იხ. პუნქტი 4.8).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებით ანამნეზის შეგროვება (იხ. პუნქტები 4.3 და 4.8).

სერიოზული და, იშვიათ შემთხვევებში, ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პენიცილინით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება გამწვავდეს და განვითარდეს კუნის სინდრომი (Kounis syndrome), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (იხ. პუნქტი 4.8). ასეთი რეაქციები ყველაზე მაღალი ალბათობით ვითარდება ანამნეზში პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების და ატოპიის მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

დაფიქსირდა მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES), ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს (იხ. პუნქტი 4.8). DIES არის ალერგიული რეაქცია, რომლის მთავარი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათი) კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიით. დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკი.

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმ(ებ)ით, მაშინ გასათვალისწინებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავიდან ამოქსიცილინზე გადასვლა ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

ნიუკლავის მოცემული სამკურნალწამლო ფორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა იმ ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ, რომელთა მედიაცია არ ხდება კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზებით. მოცემული წამლის ფორმა არ გამოიყენება პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა განვითარდეს კონვულსიები (იხ. პუნქტი 4.8).

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან მითითებული დაავადების ფონზე ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მორბილიფორმული გამონაყარის გაჩენა.

ალოპურინოლის გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.

მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარება ცხელებასთან და პუსტულების წარმოქმნასთან ერთად წარმოადგენს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის (AGEP) პოტენციურ სიმპტომს (იხ. პუნქტი 4.8). ასეთი რეაქცია მოითხოვს ნიუკლავის მკურნალობის შეწყვეტას და წარმოადგენს ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებით (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 4.8).

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა უმეტესად მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივ მკურნალობას. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ყველა ჯგუფის პოპულაციაში ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები შექცევადია. ეს მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია სიკვდილი. თითქმის ყველა მათგანი გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება ან რომლებიც იღებდნენ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას ღვიძლის ფუნქციაზე (იხ. პუნქტი 4.8).

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის ამოქსიცილინის გამოყენებისას, რომლის სიმძიმე შეიძლება მსუბუქიდან ფატალურამდე იყოს (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ნიუკლავის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამ შემთხვევაში ანტიპერისტალტიკური საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია.

ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ორგანოთა სისტემების, მათ შორის თირკმელების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების პერიოდული კონტროლი.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას. ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენების დროს აუცილებელია სათანადო კონტროლი. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია (იხ. პუნქტები 4.5 და 4.8).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს დარღვევის ხარისხის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.2).

დაქვეითებული დიურეზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა კრისტალურიის (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება) ძალიან იშვიათი შემთხვევები, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. ამოქსიცილინის დიდი დოზების მიღებისას რეკომენდებულია შენარჩუნდეს სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება და შარდის გამოყოფა, ამოქსიცილინთან ასოცირებული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებში, რომელთაც ჩადგმული აქვთ შარდის ბუშტის კათეტერი, რეგულარულად უნდა შემოწმდეს მათი გამტარიანობა (იხ. პუნქტები 4.8 და 4.9).

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია ფერმენტული მეთოდით გლუკოზოოქსიდაზას გამოყენებით, რადგან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ იძლევა ცრუ დადებით შედეგებს.

ნიუკლავში კლავულანის მჟავის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს IgG-ისა და ალბუმინის არასპეციფიკური შეკავშირება სისხლის წითელი უჯრედების მემბრანების მიერ, რამაც შეიძლება

განაპირობოს კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგი.

აღინიშნა Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტში დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას, რომლებთანაც შემდგომში არ გამოვლინდა Aspergillus-ის მიერ გამოწვეული ინფექციების არსებობა. აღინიშნა ჯვარედინი რეაქციები არა-ასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტის საშუალებით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას, ანალიზების დადებითი შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია მათი ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა, ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და რომლებსაც დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პროთრომბინის დრო ან საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა გაკონტროლდეს ამოქსიცილინის დამატებით ან მოხსნით. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შესაძლოა შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი

პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკების მიერ. პრობენეციდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის დონეების მომატება და მათი უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

მიკოფენოლატ მოფეტილი

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს, პერორალური ამოქსიცილინის კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში მიღების დაწყების შემდეგ, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის (MPA) კონცენტრაცია (pre-dose concentration) შემცირდა დაახლოებით 50%-ით. დოზის დონის ცვლილება შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებებს საერთო MPA-ს ექსპოზიციაში. ამიტომ, მიკოფენოლატ მოფეტილის დოზის შეცვლა ზოგადად არ არის საჭირო ტრანსპლანტის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, კომბინირებული მკურნალობის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან მალევე საჭიროა კლინიკური მონიტორინგი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა უშუალო ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პუნქტი 5.3). ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. ცალკეული კვლევის მიხედვით, ქალებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა, გამოვლინდა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის პროფილაქტიკური გამოყენების პოტენციური კავშირი ახალშობილებში მანეკროზებელი ენტეროკოლიტის მომატებულ რისკთან. საჭიროა ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების თავიდან აცილება, თუ ექიმი არ თვლის რომ მკურნალობა აუცილებელია.

ლაქტაცია

ორივე ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში (ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე კლავულანის მჟავას ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს). შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები, რის გამოც ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის შესაძლებლობა. ამოქსიცილინით/კლავულანის მჟავით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8).

არასასურველი გვერდითი ეფექტები

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი ეფექტებია (ADRs) დიარეა, გულისრევა და ღებინება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული წამლის გვერდითი ეფექტები MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით.

მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10);

ხშირი (≥1/100 - <1/10);

არახშირი (≥1/1,000 - <1/100);

იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000);

ძალიან იშვიათი (<1/10,000);

უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა

უცნობი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

უცნობი

ჰემოლიზური ანემია

უცნობი

სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება1

უცნობი

იმუნური სისტემის დარღვევები10

ანგიონევროზული შეშუპება

უცნობი

ანაფილაქსია

უცნობი

შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, ვასკულიტი

უცნობი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

უცნობი

კონვულსიები2

უცნობი

ასეპტიური მენინგიტი

უცნობი

დარღვევები გულის მხრივ

კუნის სინდრომი

უცნობი

გასტროინტესტინალური დარღვევები

დიარეა

ხშირი

გულისრევა 3

ხშირი

ღებინება

ხშირი

საჭმლის მონელების დარღვევა

არახშირი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი4

უცნობი

შავი, თმიანი ენა

უცნობი

კბილების ფერის შეცვლა11

უცნობი

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)

უცნობი

მწვავე პანკრეატიტი

უცნობი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას მომატება5

არახშირი

ჰეპატიტი 6

უცნობი

ქოლესტაზური სიყვითლე6

უცნობი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ7

გამონაყარი კანზე

არახშირი

ქავილი

არახშირი

ურტიკარია

არახშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

უცნობი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უცნობი

ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი

უცნობი

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)9

უცნობი

წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

უცნობი

ხაზოვანი IgA დაავადება

უცნობი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

უცნობი

კრისტალურია 8 (მათ შორის თირკმელების მწვავე დაზიანება)

უცნობი

1იხილეთ პუნქტი 4.4

2 იხილეთ პუნქტი 4.4.

3გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია პერორალური დიდი დოზების მიღებასთან. თუ აშკარად გამოხატულია რეაქციები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ისინი შეიძლება შემცირდეს ნიუკლავის მიღებით ჭამის დაწყების დროს.

4 მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.4).

5ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას საშუალო მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.

6ეს მოვლენები დაფიქსირდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.4).

7ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის დერმატიტის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი 4.4).

8 იხილეთ პუნქტი 4.9

9 იხილეთ პუნქტი 4.4

10 იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4

125მგ/31.25მგ და 250მგ/62.5მგ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტებში

50მგ/12.5მგ/მლ, 125მგ/31.25მგ/5მლ 250მგ/62.5მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

11ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში დაფიქსირდა კბილების ფერის ზედაპირული შეცვლა. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია კბილების ფერის შეცვლის პრევენცია, რადგან ნადები კბილებზე, როგორც წესი, შორდება კბილის ჯაგრისის დახმარებით.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები

შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და ასევე სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

აღინიშნა ამოქსიცილინთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან დიდი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები.

ცნობილია, რომ ამოქსიცილინი ილექება შარდის ბუშტის კათეტერებში, უმეტესწილად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. საჭიროა კათეტერების გამავლობის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა შეიძლება სიმპტომურად, წყლის /ელექტროლიტურ ბალანსზე დაკვირვებით.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები; ათქ კოდი: J01CR02.

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინ-შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის, ბაქტერიების უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტის, ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ხოლმე უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.

ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზებით გაშუალებული დეგრადაციის მიმართ და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ (მარტო) ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ენზიმებს.

კლავულანის მჟავა წარმოადგენს პენიცილინებთან სტრუქტურული კავშირის მქონე ბეტა-ლაქტამს. ის ახდენს ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივაციას, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. მარტო კლავულანის მჟავას არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ამოქსიცილინის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად მიჩნეულია მისი მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის ნაკლებობა ამ კონცენტრაციის მიღწევისათვის საჭირო დროის მონაკვეთის ნიშნულზე (T > MIC).

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმია:

იმ ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ინაქტივაცია, რომლებიც თავად არ ექვემდებარებიან კლავულანის მჟავის მიერ გაშუალებულ დათრგუნვას (მათ შორის B, C და D კლასები).

PBPs-ის დაზიანება-დარღვევა, რაც იწვევს ანტი-ბაქტერიული აგენტის სამიზნის მიმართ აფინურობის შემცირება-დაქვეითებას.

ბაქტერიის უჯრედში შეუღწევადობამ, ან უჯრედიდან ეფლუქსის (გამოტყორცნის) ტუმბოს მონაწილეობით გაშუალებულმა მექანიზმებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ, ან განაპირობონ ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარება, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ბაქტერიების შემთხვევაში.

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მაჩვენებლები განსაზღვრულია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპის კომიტეტის (EUCAST) მიერ.

მიკროორგანიზმი

მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები (მკგ/მლ)

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Haemophilus influenzae

≤0.0011

>21

Moraxella catarrhalis

≤11

>11

Staphylococcus spp.11

≤0.1252,3,4

≤0.1252,3,4

Enterococcus spp.7

≤ 41,5

>81,5

Streptococcus A, B, C, G2,8

≤0.252

>0.252

Streptococcus pneumoniae9

≤0.51,6

>11,6

Enterobacteriaceae გაურთულებელი UTI-ების დროს

≤ 321

>32

გრამუარყოფითი ანაერობები

≤41

>81

გრამდადებითი ანაერობები (Clostridioides difficile-ის გარდა)

≤41

>81

არასახეობრივი

≤21

>81

Viridans group streptococci

შენიშვნა10

შენიშვნა10

Pasteurella multocida

11

11

Burkholderia pseudomallei

  • 0011

81

1 მოცემული მნიშვნელობები ეხება ამოქსიცილინის კონცენტრაციას. მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია ფიქსირებულია 2 მგ/ლ-ზე.

2 ცხრილში მოცემული მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება ბენზილპენიცილინის მგრძნობელობის ზღვრულ მაჩვენებლებს. მგრძნობელობა განისაზღვრება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

3 სტაფილოკოკების უმეტესობა პენიცილინაზას მაპროდუცირებელია, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, რაც განაპირობებს მათ რეზისტენტობას ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინისა და ტიკარცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარედ ყველა პენიცილინის მიმართ. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული, მაგრამ ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების, იზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალურად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციის ადგილზე საკმარისი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. ცეფოქსიტინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.

4 ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).

5 ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად და მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია E. faecalis-ის შემთხვევაში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ის შემთხვევაში.

6 ბეტა-ლაქტამების მიმართ რეზისტენტობის მექანიზმების გამორიცხვის მიზნით გამოიყენება 1 მკგ ოქსაცილინის დისკის დიფუზიის მეთოდი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი.

7 Enterococcus-ში ამინოპენიცილინის ზღვრული მაჩვენებლები დამოკიდებულია ინტრავენურ შეყვანაზე. პერორალურად მიღებისას, მგრძნობელობის ზღვრული მაჩვენებლები რელევანტურია მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.

8 A, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკები არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

9 Streptococcus pneumoniae არ წარმოქმნის ბეტა-ლაქტამაზას. ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.

10 ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის მგრძნობელობა განისაზღვრება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

11 S. aureus და S. lugdunensis ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >4 მგ/ლ და S. saprophyticus ცეფოქსიტინის MIC მნიშვნელობებით >8 მგ/ლ რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ, ძირითადად mecA ან mecC გენის არსებობის გამო. დისკის დიფუზია შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის შესამოწმებლად. სტაფილოკოკებისთვის, S. aureus-ის, S. lugdunensis-ისა და S. saprophyticus-ის გარდა, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობას უკეთ განსაზღვრავს დისკის დიფუზია, ვიდრე ცეფოქსიტინის MIC.

რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული არეალისა და დროის მიხედვით, შესაბამისად, რეკომენდებულია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას, ექსპერტის რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)£

Coagulase-negative staphylococci (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes and other beta-hemolytic streptococci

Streptococcus viridans group

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა

გრამდადებითი აერობები

Enterococcus faecium$

გრამუარყოფითი აერობები

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

თანდაყოლილი რეზისტენტული მიკროორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები

Acinetobacter sp.

Citrobacter freundii

Enterobacter sp.

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas sp.

Serratia sp.

Stenotrophomonas maltophilia

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში.

£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.

1პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae-ს შტამების მკურნალობა არ შეიძლება ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ამ სამკურნალწამლო ფორმით (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

2შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში 10%-ზე მაღალი სიხშირით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოციირდება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. პერორალური მიღებისას ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს. ორივე კომპონენტის პლაზმური კონცენტრაციები ერთნაირია, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისთვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

ქვემოთ წარმოდგენილია ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები; კვლევის ფარგლებში ჯანმრთელი მოხალისეები უზმოზე ღებულობდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას (500 მგ/125 მგ ტაბლეტები დღე-ღამეში სამჯერ).

საშუალო (±SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

გამოყენებული აქტიური

ნივთიერება(ები)

დოზა

(მგ)

Cmax (მკგ/მლ)

Tmax* (სთ)

AUC(0-24h)

(მკგ.სთ/მლ)

T1/2

(სთ)

ამოქსიცილინი

AMX/CA 500მგ/125მგ

500

  • 19± 2.26
  • 5 (1.0-2.5)
  • 5±8.87
  • 15±0.20

კლავულანის მჟავა

AMX/CA 500მგ/125მგ

125

  • 40± 0.83
  • 5 (1.0-2.0)
  • 72 ± 3.86
  • 98±0.12

AMX – ამოქსიცილინი, CA – კლავულანის მჟავა

  • მედიანა (დიაპაზონი)

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის შრატისმიერი კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც მიღწეულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენებით ისეთივე სიდიდისაა, როგორც მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ექვივალენტური დოზების პერორალურად მიღების პირობებში.

განაწილება

სისხლის პლაზმაში მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და სისხლის პლაზმაში მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას.

ხილული (აშკარა) განაწილების მოცულობა ამოქსიცილინისათვის შეადგენს დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ -ს, ხოლო კლავულანის მჟავისათვის კი - დაახლოებით 0.2 ლ/კგ -ს.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ღრუს ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში.

ამოქსიცილინი არასაკმარისი ხარისხით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებში ჩატარებული კვლევების თანახმად, არ აღინიშნა წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტიდან გამოთავისუფლებული ნივთიერებების რომელიმე ქსოვილში რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, ხვდება დედის რძეში. კლავულანის მჟავას კვალი შეიძლება ასევე აღმოჩნდეს დედის რძეში (იხ. პუნქტი 4.6).

როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა, კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხ. პუნქტი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით არააქტიური penicilloic acid-ის სახით საწყისი დოზის 10-25%-ის ექვივალენტური რაოდენობით. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებიდან, აგრეთვე ნახშირორჟანგის სახით ამოსუნთქულ ჰაერში.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე ექსტრარენალური მექანიზმებით.

ჯანმრთელ სუბიექტებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს, ხოლო საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ტაბლეტების ერთჯერადი დოზის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში შარდთან ერთად ამოქსიცილინის გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს, ხოლო კლავულანის მჟავის - 27-60%-ს. კლავულანის მჟავას შემთხვევაში, პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთად გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის ელიმინაციას, მაგრამ არ ანელებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. პუნქტი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია. ძალიან მცირე ასაკის ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულ ახალშობილებში) ელიმინაციის თირკმლისმიერი მექანიზმის მოუმწიფებლობის გამო, გამოყენების სიხშირემ სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2-ჯერად მიღებას. ვინაიდან, ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციური აქტივობის დაქვეითების განვითარება, ამ პოპულაციაში დოზის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური გამოყენების ფონზე არ აღინიშნა სქესთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედების განვითარება არც ამოქსიცილინის, და არც კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის საერთო შრატისმიერი კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. კლირენსის დაქვეითება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავისთვის, რადგან თირკმლების საშუალებით გამოყოფილი ამოქსიცილინის წილი უფრო დიდია. ამიტომ, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს დოზები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კლავულანის მჟავის ადექვატური დოზირების დონეების შენარჩუნების ფონზე თავიდან იქნეს აცილებული ამოქსიცილინის არასასურველი კუმულაციის განვითარება (იხ. პუნქტი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების, გენოტოქსიურობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების დროს მიღებულმა არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის.

ძაღლებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა კუჭის გაღიზიანება, ღებინება და ენის ფერის შეცვლა.

ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას კანცეროგენურობის კვლევები არ ჩატარებულა.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ქსანტანის გუმფისი, ჰიპრომელოზა 2910, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი E954, მარწყვის არომატი, ლიმნის არომატი, ატმის არომატი, ქარვის მჟავა.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისიანობის ვადა

ნიუკლავი: 24 თვე.

განზავებული სუსპენზია ვარგისია 7 დღის განმავლობაში.

გაზავების შემდეგ სუსპენზია შეინახეთ მაცივარში (2°C- 8°C).

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

განზავებული სუსპენზიის შენახვის პირობები მოცემულია 6.3 პუნქტში.

შეფუთვა

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: III ტიპის, ყავისფერი ნახევრად გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც დალუქულია ალუმინის ხრახნიანი თავსახურით.

100მლ ფლაკონი 60 მლ სუსპენზიისთვის.

150 მლ ფლაკონი 100 მლ სუსპენზიისთვის.

ფლაკონი, ინსტრუაციასთან და პლასტმასის საზომ კოვზთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

ნარჩენების განკარგვა და სხვა დამუშავება

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა, ხომ არ არის თავსახური დაზიანებული. შეანჯღიეთ ფლაკონი. დაამატეთ სასმელი წყალი (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად), გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ან ფლაკონი შეავსეთ სასმელი წყლით მხოლოდ ფლაკონის ნიშნულამდე, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ სასმელი წყალი ზუსტად მონიშნულ დონეზე და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ.

აქტიური ნივთიერების შემცველობა

დასამატებელი სასმელი წყლის მოცულობა (მლ)

რესუსპენდირული ხსნარის საბოლოო მოცულობა (მლ)

250მგ/62.5მგ/5მლ

ნიშნულამდე

60

72

90

80

100

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღიეთ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი: 03/2023წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა