ნიკარდიპინი აგუეტანტი
NICARDIPINE AGUETTANT
- მოქმედი ნივთიერება
- ნიკარდიპინი (nicardipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/10მლ (1მგ/მლ) 10მლ ი.ვ. ნელი საინფუზიო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- Laboratoire AGUETTANT, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042547
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2024, მოქმედებს 20 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
- GMP
- -
ნიკარდიპინი აგუეტანტი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოცემულ პრეპარატს მიიღებთ საავადმყოფოში.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკარდიპინი აგუეტანტის თქვენთვის დასანიშნი დოზის შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხარისხით და რამდენად სწრაფად უნდა დაიწიოს თქვენი არტერიული წნევა.
შეყვანის მეთოდი
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ვენაში ნელი ინექციის გზით. მკურნალობის პერიოდში გაკონტროლდება თქვენი არტერიული წნევა და დაკორექტირდება დოზა იმისათვის, რომ თქვენი არტერიული წნევა დაიწიოს ნორმალურ დონემდე.
ნიკარდიპინი აგუეტანტს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი, რომელიც შეარჩევს თქვენი მდგომარეობის შესაბამის სწორ დოზას. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6),
თუ გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში,
თუ თქვენი მაღალი არტერიული წნევა გამოწვეულია გულის სარქველის შევიწროებით ან სხვა დარღვევებით გულის მხრივ,
თუ გაქვთ მძიმე აორტული სტენოზი (გულიდან გამავალი მთავარი არტერიის შევიწროება),
თუ გქონდათ გულის შეტევა ბოლო რვა დღის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას
თქვენი ექიმი დაიცავს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს:
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებს სათანადოდ,
თუ გაქვთ სტენოკარდია,
თუ თქვენი ღვიძლი არ ფუნქციონირებს სათანადოდ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება,
თუ გაქვთ მაღალი წნევა ტვინში,
თუ ახლახანს გადაიტანეთ ინსულტი,
თუ იღებთ ბეტა-ბლოკერებს,
თუ ხართ ორსულად,
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი.
თუ გაქვთ ეს დაავადებები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი ანალიზები ან შეცვალოს დოზა. თუ ზემოთ მითითებული ნებისმიერი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ან რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნიკარდიპინი აგუეტანტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
პაციენტებში ფრუქტოზის აუტანლობით (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება) მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. ეს ითვალისწინებს ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს და მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგოერთ სხვა პრეპარატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის მოქმედებაზე.
განსაკუთრებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
დანტროლენი (გამოიყენება კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობის სამკურნალოდ).
ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ), როგორიცაა პროპრანოლოლი, ატენოლოლი და მეტოპროლოლი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების მართვისთვის, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი, პრიმიდონი, ფოსფენიტონი და ფენიტოინი.
ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების სპაზმის სამკურნალოდ).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის საკონტროლოდ, როგორიცაა ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ციკლოსპორინი.
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი (გამოიყენება გარკვეული ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ (ბოცეპრევირი, რიტონავირი, ტელაპრევირი).
ზოგიერთი ანტიბიოტიკი (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი).
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და გარკვეული ტიპის სხვა ინფექციების სამკურნალოდ).
ალფა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ), როგორიცაა ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოსინი, სილოდოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოსინი და ურაპიდილი.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ციმეტიდინი (საჭმლის მოუნელებლობის ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ).
დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).
ამიფოსტინი (გამოიყენება ზოგიერთი კიბოს მკურნალობის მავნე შედეგებისგან დასაცავად).
დეპრესიის, შფოთვის და ჯანმრთელობის სხვა ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატები.
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა მორფინი და კოდეინი.
ანთების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა სტეროიდები და ტეტრაკოზაქტიდი.
საინექციო მაგნიუმი (გამოიყენება ორსულებში არტერიული წნევის ძალიან ძლიერი მომატების სამკურნალოდ).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის სამკურნალოდ (იდელალისიბი).
ნიტრატის წარმოებულები და მსგავსი ნივთიერებები.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.
თუ გიტარდებათ ოპერაცია, თქვენმა ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომელ პრეპარატს იღებთ, რადგან მათგან ზოგიერთმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნიკარდიპინი აგუეტანტის მოქმედებაზე.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი, რადგან მან შეიძლება გაზარდოს სისხლში ნიკარდიპინის დონე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან კომბინაციაში მიღებისას.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმს.
მოცემული პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიცავს სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ იშვიათი გენეტიკური დაავადება - ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში ორგანიზმში არ ხდება ფრუქტოზის დაშლა, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გვერდით მოვლენებს.
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისტის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა ან თქვენს ბავშვს არ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელის ხანგრძლივად მიღება სისუსტის, ღებინების ან ისეთი არასასიამოვნი მოვლენების განვითარების გამო, როგორიცაა შებერილობა, სპაზმი კუჭის არეში ან დიარეა.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თავის ტკივილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედებაა და შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს.
სხვა ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თავბრუსხვევა
ფეხების ან კოჭების შეშუპება
გახშირებული გულისცემა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება (ძლიერი გულისცემა)
დაბალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას. ეს შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან ღებინება
სხვა გვერდითი მოქმედება (უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან სისხლჩაქცევის რისკი
გულის დაავადებები, რომლებიც ვლინდება გულისცემის შემცირებით, რაც შეიძლება იწვევდეს შეუძლოდ ყოფნას
სუსტი გულისცემა
ტკივილი გულ-მკერდის არეში
გულის დაავადებები, რომლებიც იწვევს ფილტვებში სითხის მომატებულ შემცველობას და ქოშინს
ტკივილი მუცლის არეში
კანის გაწითლება
ვენის ანთება პრეპარატის შეყვანის ადგილზე
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება სისხლის ანალიზებში
გენერალიზებული ალერგიული რეაქცია
გამონაყარი კანზე
სახის გაწითლება და სითბოს შეგრძნება
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით: Agence nationale de sécurité du médicament et des produits de santé [საფრანგეთის სამკურნალო საშუალებებისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო] (ANSM) და Centres Régionaux de Pharmacovigilance-ს (ფარმაკოუსაფრთხოების საფრანგეთის რეგიონალური ცენტრის) ვებ-გვერდის საშუალებით: www.signalement-sante.gouv.fr.
გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა:
ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდი....................................10 მგ
10 მლ-იან ამპულაზე
დამხმარე ნივთიერებებია:
სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მოცემული პრეპარატი წარმოდგენილია ამპულებში, რომლებიც შეიცავს საინექციო ხსნარს.
კოლოფი 5, 10 ან 50 ამპულით.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან ამპულაზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გახსნამდე:
შეინახეთ არაუმეტეს +25˚С ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ამპულა შეინახეთ გარე კოლოფში.
გახსნის შემდეგ:
გასაზავებელი ან პოლიპროპილენის შპრიცში გლუკოზის 5%-იან ხსნარში გაზავებული ხსნარის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში +25˚С ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის სელექციური ინჰიბიტორები მოქმედებით სისხლძარღვთა სისტემაზე - ათქ კოდი: C08CA04 (გულ-სისხლძარღვთა სისტემა)
ნიკარდიპინი აგუეტანტი შეიცავს ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით კალციუმის არხის ბლოკერები.
ნიკარდიპინი აგუეტანტი გამოიყენება არტერიული წნევის ძალიან ძლიერი მომატების სამკურნალოდ. გარადა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება მაღალი არტერიული წნევის საკონტროლოდ ოპერაციის შემდეგ.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ,
საინექციო ხსნარი
ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგწირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ის შეიძლება საზიანო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის გამოყენების დაწყებამდე
- როგორ გამოიყენება ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის სელექციური ინჰიბიტორები მოქმედებით სისხლძარღვთა სისტემაზე - ათქ კოდი: C08CA04 (გულ-სისხლძარღვთა სისტემა)
ნიკარდიპინი აგუეტანტი შეიცავს ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით კალციუმის არხის ბლოკერები.
ნიკარდიპინი აგუეტანტი გამოიყენება არტერიული წნევის ძალიან ძლიერი მომატების სამკურნალოდ. გარადა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება მაღალი არტერიული წნევის საკონტროლოდ ოპერაციის შემდეგ.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.
- რა უნდა იცოდეთ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის გამოყენების დაწყებამდე
თუ თქვენი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით მას.
არ გამოიყენოთ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი:
თუ ხართ ალერგიული მოქმედი ნივთიერების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6),
თუ გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში,
თუ თქვენი მაღალი არტერიული წნევა გამოწვეულია გულის სარქველის შევიწროებით ან სხვა დარღვევებით გულის მხრივ,
თუ გაქვთ მძიმე აორტული სტენოზი (გულიდან გამავალი მთავარი არტერიის შევიწროება),
თუ გქონდათ გულის შეტევა ბოლო რვა დღის განმავლობაში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას
თქვენი ექიმი დაიცავს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს:
თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებს სათანადოდ,
თუ გაქვთ სტენოკარდია,
თუ თქვენი ღვიძლი არ ფუნქციონირებს სათანადოდ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება,
თუ გაქვთ მაღალი წნევა ტვინში,
თუ ახლახანს გადაიტანეთ ინსულტი,
თუ იღებთ ბეტა-ბლოკერებს,
თუ ხართ ორსულად,
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი.
თუ გაქვთ ეს დაავადებები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი ანალიზები ან შეცვალოს დოზა. თუ ზემოთ მითითებული ნებისმიერი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ან რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნიკარდიპინი აგუეტანტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
პაციენტებში ფრუქტოზის აუტანლობით (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება) მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. ეს ითვალისწინებს ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს და მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგოერთ სხვა პრეპარატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის მოქმედებაზე.
განსაკუთრებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
დანტროლენი (გამოიყენება კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობის სამკურნალოდ).
ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ), როგორიცაა პროპრანოლოლი, ატენოლოლი და მეტოპროლოლი.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების მართვისთვის, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი, პრიმიდონი, ფოსფენიტონი და ფენიტოინი.
ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების სპაზმის სამკურნალოდ).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის საკონტროლოდ, როგორიცაა ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ციკლოსპორინი.
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი (გამოიყენება გარკვეული ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ (ბოცეპრევირი, რიტონავირი, ტელაპრევირი).
ზოგიერთი ანტიბიოტიკი (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი).
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და გარკვეული ტიპის სხვა ინფექციების სამკურნალოდ).
ალფა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ), როგორიცაა ალფუზოსინი, დოქსაზოსინი, პრაზოსინი, სილოდოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოსინი და ურაპიდილი.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ციმეტიდინი (საჭმლის მოუნელებლობის ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ).
დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).
ამიფოსტინი (გამოიყენება ზოგიერთი კიბოს მკურნალობის მავნე შედეგებისგან დასაცავად).
დეპრესიის, შფოთვის და ჯანმრთელობის სხვა ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატები.
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა მორფინი და კოდეინი.
ანთების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა სტეროიდები და ტეტრაკოზაქტიდი.
საინექციო მაგნიუმი (გამოიყენება ორსულებში არტერიული წნევის ძალიან ძლიერი მომატების სამკურნალოდ).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის სამკურნალოდ (იდელალისიბი).
ნიტრატის წარმოებულები და მსგავსი ნივთიერებები.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.
თუ გიტარდებათ ოპერაცია, თქვენმა ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომელ პრეპარატს იღებთ, რადგან მათგან ზოგიერთმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნიკარდიპინი აგუეტანტის მოქმედებაზე.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი, რადგან მან შეიძლება გაზარდოს სისხლში ნიკარდიპინის დონე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან კომბინაციაში მიღებისას.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმს.
მოცემული პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი შეიცავს სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ იშვიათი გენეტიკური დაავადება - ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში ორგანიზმში არ ხდება ფრუქტოზის დაშლა, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გვერდით მოვლენებს.
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისტის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს ბავშვს) გაქვთ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა ან თქვენს ბავშვს არ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელის ხანგრძლივად მიღება სისუსტის, ღებინების ან ისეთი არასასიამოვნი მოვლენების განვითარების გამო, როგორიცაა შებერილობა, სპაზმი კუჭის არეში ან დიარეა.
- როგორ გამოიყენება ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
დოზირება
მოცემულ პრეპარატს მიიღებთ საავადმყოფოში.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკარდიპინი აგუეტანტის თქვენთვის დასანიშნი დოზის შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხარისხით და რამდენად სწრაფად უნდა დაიწიოს თქვენი არტერიული წნევა.
შეყვანის მეთოდი
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ვენაში ნელი ინექციის გზით. მკურნალობის პერიოდში გაკონტროლდება თქვენი არტერიული წნევა და დაკორექტირდება დოზა იმისათვის, რომ თქვენი არტერიული წნევა დაიწიოს ნორმალურ დონემდე.
ნიკარდიპინი აგუეტანტს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი, რომელიც შეარჩევს თქვენი მდგომარეობის შესაბამის სწორ დოზას. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თავის ტკივილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედებაა და შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს.
სხვა ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თავბრუსხვევა
ფეხების ან კოჭების შეშუპება
გახშირებული გულისცემა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება (ძლიერი გულისცემა)
დაბალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას. ეს შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან ღებინება
სხვა გვერდითი მოქმედება (უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან სისხლჩაქცევის რისკი
გულის დაავადებები, რომლებიც ვლინდება გულისცემის შემცირებით, რაც შეიძლება იწვევდეს შეუძლოდ ყოფნას
სუსტი გულისცემა
ტკივილი გულ-მკერდის არეში
გულის დაავადებები, რომლებიც იწვევს ფილტვებში სითხის მომატებულ შემცველობას და ქოშინს
ტკივილი მუცლის არეში
კანის გაწითლება
ვენის ანთება პრეპარატის შეყვანის ადგილზე
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება სისხლის ანალიზებში
გენერალიზებული ალერგიული რეაქცია
გამონაყარი კანზე
სახის გაწითლება და სითბოს შეგრძნება
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით: Agence nationale de sécurité du médicament et des produits de santé [საფრანგეთის სამკურნალო საშუალებებისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო] (ANSM) და Centres Régionaux de Pharmacovigilance-ს (ფარმაკოუსაფრთხოების საფრანგეთის რეგიონალური ცენტრის) ვებ-გვერდის საშუალებით: www.signalement-sante.gouv.fr.
გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- როგორ ინახება ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან ამპულაზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გახსნამდე:
შეინახეთ არაუმეტეს +25˚С ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ამპულა შეინახეთ გარე კოლოფში.
გახსნის შემდეგ:
გასაზავებელი ან პოლიპროპილენის შპრიცში გლუკოზის 5%-იან ხსნარში გაზავებული ხსნარის ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში +25˚С ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარი
მოქმედი ნივთიერებაა:
ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდი....................................10 მგ
10 მლ-იან ამპულაზე
დამხმარე ნივთიერებებია:
სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
ნიკარდიპინი აგუეტანტი 10 მგ/10 მლ, საინექციო ხსნარის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მოცემული პრეპარატი წარმოდგენილია ამპულებში, რომლებიც შეიცავს საინექციო ხსნარს.
კოლოფი 5, 10 ან 50 ამპულით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/დისტრიბუტორი
Laboratoire AGUETTANT
ალექსანდერ ფლემინგის ქუჩა 1
69007 ლიონი - საფრანგეთი
მწარმოებელი
Laboratoire AGUETTANT
ალექსანდერ ფლემინგის ქუჩა 1
69007 ლიონი - საფრანგეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 08/2021.
_____________________________________________________________________________
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
მითითება ამპულების გახსნასთან დაკავშირებით
- დაიჭირეთ ამპულა ისე, რომ ფერადი წერტილი მიმართული იყოს ზემოთ. თუ ამპულის ზედა ნაწილში სითხეა, შეანჯღრიეთ ის, რომ სითხე ჩამოვიდეს ამპულის კორპუსში.
193673834625
- შემდეგ მოუჭირეთ ამპულის თავს (ზედა ნაწილში) და გადატეხეთ ამპულა.
193619911670
შეუთავსებლობის ძირითადი ფაქტორები
თუ ხსნარის pH 6-ზე მაღალია, არსებობს პროდუქტის დალექვის რისკი (მაგალითად, ბიკარბონატის ხსნარი, რინგერის ხსნარი, დიაზეპამი, ფუროსემიდი, ნატრიუმის მეტოჰექსიტალი, თიოპენტალი)
მარილხსნარების დამატებისას არსებობს ნიკარდიპინის აბსორბციის რისკი საინფუზიო ხელსაწყოების პლასტმასის მასალაში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.