ნიზორალი
NIZORAL®
Malassezia spp.-ით (Pityrosporum spp.) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, როგორებიც არის სებორეული დერმატიტი და ქერტლი. აქერცვლადი სირსველის (ლოკალურის) მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოკონაზოლი (ketoconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 2% (20მგ/გ) 60მლ გარეგანი გამოყენების სამკურნალო შამპუნი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Hemofarm A.D. Vrsac, branch plant Sabac, სერბეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის და ტრიაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- D01AC08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042723
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2025, მოქმედებს 5 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Nizhpharm» JSC (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „შორე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიზორალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
Malassezia spp.-ით (Pityrosporum spp.) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, როგორებიც არის სებორეული დერმატიტი და ქერტლი. აქერცვლადი სირსველის (ლოკალურის) მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანად.
მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები
პრეპარატი ნიზორალი® სამკურნალო შამპუნი 2% კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე დაიტანება 3-5 წუთით, შემდეგ ჩამოიბანება წყლით.
მკურნალობა:
აქერცვლადი სირსველი: დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში;
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში;
პროფილაქტიკა:
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: ყოველკვირა ან ორ კვირაში ერთხელ.
პრეპარატი ნიზორალი® სამკურნალო შამპუნი 2%-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა შამპუნის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
შამპუნის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში მის მოხვედრას. შამპუნის თვალებში მოხვედრისას აუცილებელია მათი წყლით ამობანა.
კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი ადგილობრივი მკურნალობისას მოხსნის სინდრომის პრევენციისთვის რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენების გაგრძელება ნიზორალი® შამპუნი 2%-თან კომბინაციაში კორტიკოსტეროიდების შემდგომი თანდათან მოხსნით 2-3 კვირის განმავლობაში.
თუ სამკურნალო საშუალება გამოუსადეგარი გახდა ან გაუვიდა ვარგისობის ვადა - არ გადაღვაროთ იგი გამდინარე წყალში და არ გადააგდოთ ქუჩაში! სამკურნალო საშუალება მოათავსეთ პაკეტში და ჩადეთ ნაგვის კონტეინერში. ამ ზომებს შეუძლიათ გარემოს დაცვა!
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. კეტოკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები არ არის აღმოჩენილი პრეპარატის ნიზორალი® შამპუნი არაორსული ქალების თავის კანზე გარეგანად გამოყენებისას. კეტოკონაზოლი სისხლის პლაზმაში აღმოჩენილი იყო ნიზორალი® შამპუნის სხეულის მთელ ზედაპიზე გარეგანად დატანის შემდეგ. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები უცნობია.
ვინაიდან კეტოკონაზოლის შეწოვა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ძალიან მცირეა, რაიმე ეფექტი ორსულ ქალებზე და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე, მოსალოდნელი არ არის.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ბავშვისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღენიშნებათ პაციენტთა ≥1% პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენების შემდეგ თავის თმიან ნაწილზე ან კანზე, გამოვლენილი არ არის.
ქვევით მოცემული მონაცემები აჯამებენ ინფორმაციას გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც დარეგისტრირებულია კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ასევე მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის თაობაზე, მიღებული მისი გამოყენებისას კლინიკურ პრაქტიკაში.
გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია ორგანოების და MedDRA (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა სისტემების კლასიფიცირების შესაბამისად. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10), არახშირად (≥1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით). ვინაიდან პოსტრეგისტრაციულ პერიოდში შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ მოგვეწოდება მოხალისეობის წესით გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციისგან, მათი წარმოქმნის სიხშირის სწორად შეფასება შეუძლებელია, რის გამოც ამ გვერდითი ეფექტებისთვის მითითებულია "სიხშირე უცნობია".
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ფოლიკულიტი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - გემოს აღქმის დარღვევა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - ჭარბი ცრემლდენა; იშვიათად - თვალების გაღიზიანება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალოპეცია, კანის სიმშრალე, თმების ტექსტურის დარღვევა, გამონაყარი, წვის შეგრძნება; იშვიათად - ფერისმჭამელებიანი გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, კანის დაზიანება, კანის აქერცვლა; სიხშირე უცნობია - თმების ფერის შეცვლა, ჭინჭრის ციება.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ერითემა დატანის ადგილას, გაღიზიანება დატანის ადგილას, კანის ქავილი დატანის ადგილას, გაღიზიანება დატანის ადგილას, კანის ქავილი დატანის ადგილას, კანის რეაქციები დატანის ადგილას; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა დატანის ადგილას, პუსტულები დატანის ადგილას; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება.
თუ ინსტრუქციაში აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი გამძაფრდა, ან აღინიშნა ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენებისას ჭარბი დოზის განვითარება არ მოიაზრება, ვინაიდან პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა დაინიშნოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ასპირაციის პრევენციისთვის აკრძალულია გულისრევის გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი - 20,00 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილ ეთერის სულფატი, დინატრიუმის ლაურილ ეთერის სულფოსუქცინატი, ქოქოსის ზეთის ცხიმმჟავების დიეთანოლამიდი, კოლაგენის ჰიდროლიზატის ლაურდიმონიუმი, მაკროგოლი 120-ის მეთილდექსტროზას დიოლეატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, იმიდოშარდოვანა, არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საღებავი წითელი მომნუსხველი (E 129), გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: წითელ-ნარინჯისფერი სითხე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: D01AC08
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კეტოკონაზოლს, იმიდაზოლ-დიოქსოლინის სინთეზურ წარმოებულს, გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დერმატოფიტების, როგორებიც არიან Trichophyton spp., Epidermophyton spp., Microsporum spp., და საფუარების მიმართ, როგორებიც არიან Candida spp. და Malassezia spp. (Pityrosporum spp.). ნიზორალი® შამპუნი 2% სწრაფად ამცირებს აქერცვლას და ქავილს, რომლებიც ჩვეულებრივ ახლავს სებორეულ დერმატიტს, ქერტლს, აქერცვლად სირსველს.
ფარმაკოკინეტიკა
ნიზორალი® შამპუნი 2%-ის თავის კანის თმიან ნაწილზე გარეგანად დატანის შემდეგ კეტოკონაზოლის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში არ განისაზღვრება, თუმცა განისაზღვრება შამპუნის მთელ ტანზე გარეგანად დატანის შემდეგ კონცენტრაციით 11,2 ნგ/მლ - 33,3 ნგ/მლ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ კონცენტრაციებს შეუძლიათ წამლების რაიმე ურთიერთქმედებების გამოწვევა, თუმცა შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გაძლიერება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ნიზორალი®
რეგისტრაციის ნომერი:
სავაჭრო დასახელება: ნიზორალი®
საერთაშორისო არაპატენტირებული ან დამაჯგუფებელი დასახელება: კეტოკონაზოლი
წამლის ფორმა: სამკურნალო შამპუნი
შემადგენლობა (შამპუნის 1 გ-ში):
მოქმედი ნივთიერება: კეტოკონაზოლი - 20,00 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილ ეთერის სულფატი, დინატრიუმის ლაურილ ეთერის სულფოსუქცინატი, ქოქოსის ზეთის ცხიმმჟავების დიეთანოლამიდი, კოლაგენის ჰიდროლიზატის ლაურდიმონიუმი, მაკროგოლი 120-ის მეთილდექსტროზას დიოლეატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, იმიდოშარდოვანა, არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საღებავი წითელი მომნუსხველი (E 129), გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: წითელ-ნარინჯისფერი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: D01AC08
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კეტოკონაზოლს, იმიდაზოლ-დიოქსოლინის სინთეზურ წარმოებულს, გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება დერმატოფიტების, როგორებიც არიან Trichophyton spp., Epidermophyton spp., Microsporum spp., და საფუარების მიმართ, როგორებიც არიან Candida spp. და Malassezia spp. (Pityrosporum spp.). ნიზორალი® შამპუნი 2% სწრაფად ამცირებს აქერცვლას და ქავილს, რომლებიც ჩვეულებრივ ახლავს სებორეულ დერმატიტს, ქერტლს, აქერცვლად სირსველს.
ფარმაკოკინეტიკა
ნიზორალი® შამპუნი 2%-ის თავის კანის თმიან ნაწილზე გარეგანად დატანის შემდეგ კეტოკონაზოლის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში არ განისაზღვრება, თუმცა განისაზღვრება შამპუნის მთელ ტანზე გარეგანად დატანის შემდეგ კონცენტრაციით 11,2 ნგ/მლ - 33,3 ნგ/მლ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ კონცენტრაციებს შეუძლიათ წამლების რაიმე ურთიერთქმედებების გამოწვევა, თუმცა შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გაძლიერება.
გამოყენების ჩვენებები
Malassezia spp.-ით (Pityrosporum spp.) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, როგორებიც არის სებორეული დერმატიტი და ქერტლი. აქერცვლადი სირსველის (ლოკალურის) მკურნალობა.
უკუჩვენებები
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა შამპუნის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. კეტოკონაზოლის პლაზმური კონცენტრაციები არ არის აღმოჩენილი პრეპარატის ნიზორალი® შამპუნი არაორსული ქალების თავის კანზე გარეგანად გამოყენებისას. კეტოკონაზოლი სისხლის პლაზმაში აღმოჩენილი იყო ნიზორალი® შამპუნის სხეულის მთელ ზედაპიზე გარეგანად დატანის შემდეგ. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები უცნობია.
ვინაიდან კეტოკონაზოლის შეწოვა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ძალიან მცირეა, რაიმე ეფექტი ორსულ ქალებზე და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებზე, მოსალოდნელი არ არის.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ბავშვისთვის.
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანად.
მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები
პრეპარატი ნიზორალი® სამკურნალო შამპუნი 2% კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე დაიტანება 3-5 წუთით, შემდეგ ჩამოიბანება წყლით.
მკურნალობა:
აქერცვლადი სირსველი: დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში;
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში;
პროფილაქტიკა:
სებორეული დერმატიტი და ქერტლი: ყოველკვირა ან ორ კვირაში ერთხელ.
პრეპარატი ნიზორალი® სამკურნალო შამპუნი 2%-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღენიშნებათ პაციენტთა ≥1% პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენების შემდეგ თავის თმიან ნაწილზე ან კანზე, გამოვლენილი არ არის.
ქვევით მოცემული მონაცემები აჯამებენ ინფორმაციას გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც დარეგისტრირებულია კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, ასევე მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის თაობაზე, მიღებული მისი გამოყენებისას კლინიკურ პრაქტიკაში.
გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია ორგანოების და MedDRA (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) ორგანოთა სისტემების კლასიფიცირების შესაბამისად. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10), არახშირად (≥1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით). ვინაიდან პოსტრეგისტრაციულ პერიოდში შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ მოგვეწოდება მოხალისეობის წესით გაურკვეველი რაოდენობის პოპულაციისგან, მათი წარმოქმნის სიხშირის სწორად შეფასება შეუძლებელია, რის გამოც ამ გვერდითი ეფექტებისთვის მითითებულია "სიხშირე უცნობია".
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ფოლიკულიტი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - გემოს აღქმის დარღვევა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - ჭარბი ცრემლდენა; იშვიათად - თვალების გაღიზიანება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალოპეცია, კანის სიმშრალე, თმების ტექსტურის დარღვევა, გამონაყარი, წვის შეგრძნება; იშვიათად - ფერისმჭამელებიანი გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, კანის დაზიანება, კანის აქერცვლა; სიხშირე უცნობია - თმების ფერის შეცვლა, ჭინჭრის ციება.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ერითემა დატანის ადგილას, გაღიზიანება დატანის ადგილას, კანის ქავილი დატანის ადგილას, გაღიზიანება დატანის ადგილას, კანის ქავილი დატანის ადგილას, კანის რეაქციები დატანის ადგილას; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა დატანის ადგილას, პუსტულები დატანის ადგილას; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება.
თუ ინსტრუქციაში აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი გამძაფრდა, ან აღინიშნა ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ნიზორალი® წამლის ფორმით სამკურნალო შამპუნი 2% გამოყენებისას ჭარბი დოზის განვითარება არ მოიაზრება, ვინაიდან პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა დაინიშნოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ასპირაციის პრევენციისთვის აკრძალულია გულისრევის გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
შამპუნის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში მის მოხვედრას. შამპუნის თვალებში მოხვედრისას აუცილებელია მათი წყლით ამობანა.
კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი ადგილობრივი მკურნალობისას მოხსნის სინდრომის პრევენციისთვის რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენების გაგრძელება ნიზორალი® შამპუნი 2%-თან კომბინაციაში კორტიკოსტეროიდების შემდგომი თანდათან მოხსნით 2-3 კვირის განმავლობაში.
თუ სამკურნალო საშუალება გამოუსადეგარი გახდა ან გაუვიდა ვარგისობის ვადა - არ გადაღვაროთ იგი გამდინარე წყალში და არ გადააგდოთ ქუჩაში! სამკურნალო საშუალება მოათავსეთ პაკეტში და ჩადეთ ნაგვის კონტეინერში. ამ ზომებს შეუძლიათ გარემოს დაცვა!
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა
სამკურნალო შამპუნი 2%.
60 ან 120 მლ პრეპარატი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში სახრახნი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
ჰემოფარმ ა.დ. ვრშაცი, შაბაცის საწარმოს განყოფილება, ქ. შაბაცი, სერბეთი
15000, ქ. შაბაცი, ჰაიდულ ველკოვის ქ. ბბ
ხარისხზე კონტროლის გამშვები
ჰემოფარმ ა.დ., სერბეთი
26300, ქ. ვრშაცი, ბეოგრადის პუტი ბბ
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შტადა არცნაიმიტელ აგ, გერმანია
შტადაშტრასე 2-18, 61118, ბად-ფილბელი
მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
სს "ნიჟფარმი", რუსეთი
603105, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ., სახლი 7
ტელ.: (831) 278-80-88, ფაქსი: (831) 430-72-28
E-mail: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




