პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ნექსავარი

Nexavar®

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნექსავარი® შეიცავს მომქმედ ნივთიერება სორაფენიბს, რომელიც განეკუთვნება „სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის, პროტეინკინაზას ინჰიბიტორის“ დასახელების წამლების. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სორაფენიბი (sorafenib)
ფორმა და შეფუთვა
200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112 (4X28)
მწარმოებელი
Bayer AG, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას სხვა ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035055
რეგისტრირებულია
21 აპრილი 2022, მოქმედებს 21 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer AG (გერმანია)
განმცხადებელი
სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანექსავარი და სხვა წამალი ერთად

ნექსავარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნექსავარი® შეიცავს მომქმედ ნივთიერება სორაფენიბს, რომელიც განეკუთვნება „სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის, პროტეინკინაზას ინჰიბიტორის“ დასახელების წამლების.

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ნექსავარი® გამოიყენება 18 წლის ასაკიდან შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

თირკმლის კიბო (თირკმელ-უჯრედული მეტასტაზური კიბო);

ღვიძლის კიბო (ღვიძლ-უჯრედული კიბო);

ფარისებრი ჯირკვლის კიბო (ფარისებრი ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური დიფერენცირებული კიბო, რომელიც რეზისტენტულია რადიოაქტიური იოდის მიმართ).

პრეპარატ ნექსავარის® მოქმედება

პრეპარატის მოქმედების პრინციპი მდგომარეობს კიბოს უჯრედების ზრდის შენელებასა და სისხლით მომარაგების შეწყვეტით, რომელიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას.

თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ ნექსავარის® მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით ან იმის შესახებ, თუ რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები წამლის მიღებასთან დაკავშირებით. თუ წამლის მიღების წესთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ნექსავარის რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის: 2 აბი, 200 მგ, დღეში ორჯერ.

ეს შეესაბამება დღიურ დოზას: დღეში ოთხი აბი ან 800 მგ ნექსავარი.

ნექსავარის აბები მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით, საკვების მიღებას შორის შუალედებში ან საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს მცირე ან ზომიერი ოდენობის ცხიმს. ნუ მიიღებთ პრეპარატ ნექსავარს დიდი ოდენობით ცხიმების შემცველ საკვებთან ერთად, რადგან ასეთმა საკვებმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა. თუ აპირებთ ცხიმიანი საკვების მიღებას, აბები მიიღეთ ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

ნექსავარის მიღება აუცილებელია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, სისხლში მისი მუდმივი რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით.

ჩვეულებრივ, პრეპარატ ნექსავარით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ ის ეფექტურია და არ იწვევს დაუშვებელ არასასურველ რეაქციებს.

პრეპარატ ნექსავარის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე სხვამ) მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა. ნექსავარის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება შედარებით მაღალი ალბათობით ან უფრო სერიოზული ფორმით გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით დიარეა და კანის რეაქციები. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ნექსავარის მიღების შეწყვეტა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნექსავარის მიღება

თუ პრეპარატის მიღება დაგავიწყდათ, რეკომენდებული დოზა მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ, იმავე დღის განმავლობაში. თუ გამოტოვებული დოზის მიღება თითქმის ემთხვევა მომდევნო დოზის მიღებას, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას და განაგრძეთ პრეპარატის რეგულარულად მიღება რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით. ნუ მიიღებთ ნექსავარის ორმაგ დოზას წინა დღეს გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. აცნობეთ მკურნალ ექიმს ყოველი გამოტოვებული რეკომენდებული დოზის შესახებ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ ნექსავარს®:

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სორაფენიბის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის (რომელიც ჩამოთვლილია საინფორმაციო ფურცლის მე-6 ნაწილში);

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ნექსავარის ® მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ფრთხილად მიიღეთ პრეპარატი ნექსავარი ® :

თუ გაგიჩნდებათ კანის პრობლემები. პრეპარატმა ნექსავარმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და კანის რეაქციები, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე. ცვლილებები კანზე, ჩვეულებრივ, ვლინდება სორაფენიბით მკურნალობის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში. თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კანის მკურნალობა და/ან შეცვალოს პრეპარატის დოზა. თუ ცვლილებები კანის საფარზე არ ქრება, მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ ნექსავარით მკურნალობა.

თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა. ნექსავარმა შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს. თქვენი მკურნალი ექიმი გაგიკონტროლებთ არტერიულ წნევას და შეიძლება დაგინიშნოთ შესაბამისი წნევის დამწევი საშუალება.

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები ან იღებთ ვარფარინს. ნექსავარით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის შედარებით მაღალი რისკი. თუ ვარფარინს ან სისხლის გამათხელებელ სხვა საშუალებებს იღებთ თრომბის განვითარების პრევენციის მიზნით, შეიძლება სისხლდენის მომატებული რისკი წარმოიქმნას.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ჩარევა ან უკვე ჩაგიტარდათ ცოტა ხნის წინ. ნექსავარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. ჩვეულებრივ, ნექსავარის მიღებას წყვეტენ, თუ ქირურგიული ჩარევა უნდა ჩატარდეს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ნექსავარის მიღების განახლების დროს.

თუ გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში ან გაქვთ რაიმე პრობლემა გულზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტა.

თუ გაქვთ გულის რითმის ანომალია, რომელიც ცნობილია, როგორც გახანგრძლივებული QT ინტერვალი. ნექსავარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რითმზე.

მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავების კედლების დაზიანების უბნები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია) (იხ. თავი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“). ამ შემთხვევაში მკურნალი ექიმი მკურნალობას შეგიწყვეტთ.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება უფრო სერიოზული არასასურველი მოვლენები განვითარდეს.

თუ, ასევე, იღებთ ირინოტეკანს, კაპეციტაბინს ან დოცეტაქსელს, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ნექსავარმა შეიძლება გააძლიეროს ამ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება და, კერძოდ, მათი არასასურველი რეაქციები.

თუ იღებთ ნეომიცინს პერორალური გზით, რომელიც ანტიბიოტიკს წარმოადგენს, ნექსავარის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს.

თუ გაქვთ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია, მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს თქვენს ორგანიზმში.

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო, მკურნალი ექიმი გაგიკონტროლებთ სისხლში კალციუმისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს.

თუ ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან აღგენიშნებათ რომელიმე მდგომარეობა, ნექსავარის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს. შესაძლოა, დაგჭირდეთ ზემოაღნიშნული დაავადებების მკურნალობა და დამატებითი ანალიზების ჩატარება. ასევე, იხილეთ ნაწილი 4 "შესაძლო არასასურველი რეაქციები".

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არაეფექტურობის რისკისა და შესაძლო არაუსაფრთხოების გამო (არ არის დადგენილი ნექსავარის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკუნალ ექიმს, თუ იღებთ, მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული წამლები, ან თუნდაც ისეთი ურეცეპტო წამლები, როგორიცაა ვიტამინები ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

ზოგიერთმა წამალმა, ნექსავართან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გავლენა მოახდინოს ნექსავარის მოქმედების მექანიზმზე, ან ნექსავარმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმს და გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი რეაქციები. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს:

რიფამპიცინი ან ნეომიცინი პერორალურად, ანტიბიოტიკები,

კრაზანას შემცველი პრეპარატები - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული პრეპარატები

ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი - წამლები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს

ვარფარინი ან ანტიკოაგულანტი, რომელიც გამოიყენება თრომებების განვითარების პრევენციისთვის

დოქსორუბიცინი, დოცეტაქსელი, პაკლიტაქსელი, კარბოპლატინი და ირინოტეკანი, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის სხვა სახეობებს წარმოადგენს

დიგოქსინი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან დაორსულებას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

ორსულობა

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ, შეიძლება ორსულად იყოთ ან დაორსულებას გეგმავთ, რადგან ნექსავარი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თქვენი მკურნალი ექიმი გაგაცნობთ ორსულობის დროს ნექსავარის მიღების პოტენციურ რისკებს.

თუ არსებობს დაორსულების ალბათობა, მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება ნექსავარით მკურნალობის დროს დაუშვებელია, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ბავშვის ზრდა და განვითარება.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას.

ფერტილობა

ნექსავარმა შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა (ჩასახვისა და განაყოფიერების უნარი) როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ნექსავარის მიღებამდე თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მტკიცებულება იმისა, რომ ნექსავარი გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატმა ნექსავარმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ აღმოაჩენთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთს, აუცილებლად მიმართოთ მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

დიარეა

გულისრევა

დაღლილობა

ტკივილი (მათ შორის, ტკივილი პირის ღრუში, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი, სიმსივნით გამოწვეული ტკივილი)

თმის ცვენა (ალოპეცია)

კანი გაწითლება ან მტკივნეულობა ხელისგულებზე ან ტერფებზე (ხელებისა და ფეხების კანის რეაქცია)

ქავილი ან გამონაყარი

ღებინება

სისხლდენა (მათ შორის, სისხლდენა თავის ტვინში, ნაწლავებსა და სასუნთქ გზებში)

მაღალი ან მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

ინფექცია

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ყაბზობა

ტკივილი სახსრებში (ართრალგია)

მაღალი ტემპერატურა

წონის კლება

კანის სიმშრალე

ხშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გრიპის მსგავსი სინდრომი

კუჭის აშლილობა (დისპეფსია)

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)

პირის ღრუს ანთება ან სიმშრალე, ენის ტკივილი (სტომატიტი და ლორწოვანი გარსის ანთება)

სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

მგრძნობელობის დარღვევა ხელისა და ფეხის თითებში, მათ შორის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია)

დეპრესია

ერექციის პრობლემები (ერექციული დისფუნქცია)

ხმის შეცვლა (დისფონია)

აკნე

ანთებითი, მშრალი ან აქერცლილი კანი (დერმატიტი, კანის აქერცვლა)

გულის უკმარისობა

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტკივილი გულმკერდის არეში

შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თირკმლის უკმარისობა

შარდში ცილის ანომალიურად მაღალი დონე (პროტეინურია)

ზოგადი სისუსტე ან უენერგიობა (ასთენია)

სისხლში ლეიკოციტების დაბალი დონე (ლეიკოპენია და ნეიტროპენია)

სისხლში ერითროციტების დაბალი დონე (ანემია)

სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)

თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა (ჰიპოთირეოზი)

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)

გემოს შეცვლა (დისგევზია)

სახისა და, ხშირად, კანის სხვა უბნების სიწითლე (უეცარი წამოხურება)

სურდო (რინორეა)

გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)

კანის კიბო (კანის კერატოაკანთომური / ბრტყელუჯრედოვანი კიბო)

კანის გარე შრის გასქელება (ჰიპერკერატოზი)

კუნთების უეცარი უნებლიე შეკუმშვა (კუნთების სპაზმი)

არახშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით (პანკრეატიტით), ნაღვლის ბუშტის და/ან სანაღვლე გზების ანთებით გამოწვეული ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში

ნაღვლის პიგმენტების მომატებით (ჰიპერბილირუბინემია) გამოწვეული კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

ალერგიული რეაქციები (კანის რეაქციების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)

დეჰიდრატაცია

სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)

სუნთქვის გაძნელება (ფილტვების დაავადება)

ეგზემა

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი)

მრავლობითი გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა)

წნევის მაჩვენებლები ნორმის ზედა ზღვარზე მაღალია

ნაწლავების კედლების დაზიანების უბნები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია)

ტვინის უკანა წილის შექცევადი შეშუპება, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, ცნობიერების შეცვლას, კრუნჩხვებსა და ვიზუალურ სიმპტომებს, მათ შორის, მხედველობის დაკარგვას (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათია)

უეცარი მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)

იშვიათი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან სდევს კანის (მაგ. სახის, ენის) შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)

გულის რითმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სიყვითლე (მედიკამენტოზური ჰეპატიტი)

მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ადრე სხივურ თერაპიას დაქვემდებარებულ კანზე და შეიძლება იყოს მძიმე (სხივური დერმატიტი)

კანის მძიმე რეაქციები და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ურტიკარიას და ცხელებას, კანის აქერცვლას დიდ უბანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

კუნთოვანი ქსოვილის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი)

თირკმლის დაზიანება, რაც იწვევს ცილების დიდი რაოდენობით გამოყოფას (ნეფროზული სინდრომი)

კანის სისხლძარღვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)

სიხშირე უცნობია

(არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

ტვინის ფუნქციის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ძილიანობა, ქცევითი ცვლილებები ან გონების არევა (ენცეფალოპათია)

სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიების დისსექცია)

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე არასასურველ რეაქციას, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება, ასევე, შეგიძლიათ პირდაპირი გზით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ საინფორმაციო ფურცლის მე-6 ნაწილი). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სორაფენიბის კლინიკურად შესწავლილი მაქსიმალური დოზაა 800 მგ ორჯერ დღეში. არასასურველი მოვლენები, რომელიც აღინიშნებოდა ამ დოზის მიღების პირობებში, იყო ძირითადად დიარეა და კანის რეაქციები.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. სორაფენიბის ანტიდოტი ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („ვარგისია -მდე) გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის (რომელიც აღარ დაგჭირდებათ) უტილიზაციის (განადგურების) წესი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შედგენილობა და სხვა მონაცემები

პრეპარატი ნექსავარი შეიცავს:

მომქმედი ნივთიერება სორაფენიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სორაფენიბს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები):

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა (5 cP), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი: ჰიპრომელოზა (15 cP), მაკროგოლი 3350, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი, წითელი (E 172).

როგორ გამოიყურება პრეპარატი ნექსავარი®. შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, წითელი ფერის შემოგარსული აბები, აბის ერთ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგოტიპი, ხოლო მეორე მხარეს - „200“.

პრეპარატი გამოდის 28-აბიანი PP/AL ბლისტერებით. 1, 2 ან 4 ბლისტერი საინფორმაციო ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, პროტეინკინაზას ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: L01XE05

  • 1.1. მოქმედების მექანიზმი

სორაფენიბი წარმოადგენს მულტიკინაზურ ინჰიბიტორს. ამცირებს სიმსივნის უჯრედების პროლიფერაციას in vitro.

ნაჩევნებია, რომ სორაფენიბი თრგუნავს მრავალრიცხვოვან უჯრედშიდა კინაზას (c-CRAF, BRAF და მუტანტური BRAF) და კინაზებს, რომლებიც განლაგებულია უჯრედის ზედაპირზე (KIT, FLT-3, RET, VEGFR-1, VEGFR-2, VEGFR-3 და PDGFR-β). თვლიან, რომ ამ კინაზებიდან ზოგიერთი მონაწილეობს სიმსივნის უჯრედის სასიგნალო სისტემაში, ანგიოგენეზის და აპოპტოზის პროცესში. სორაფენიბი თრგუნავს სიმსივნის ზრდას ღვიძლის უჯრედოვანი კიბოს დროს, თირკმელ-უჯრედოვანი კიბოს დროს და დიფერენცირებულ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს ადამიანში.

  • 1.2. კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სორაფენიბის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება იყო შესწავლილი ჰეპატოცელულარული კარცინომის მქონე პაციენტებში, თირკმლის მეტასტაზური კარცინომის მქონე პაციენტებში და ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს მქონე პაციენტებში.

ჰეპატოცელულარული კარცინომა

ჩატარებულ იქნა კვლევა 3 (კვლევა 100554), მე-III ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი, რომელშიც იყო ჩართული ჰეპატოცელულარული კარცინომის მქონე 602 პაციენტი. დაავადების დემოგრაფიული და საწყისი მახასიათებლები შედარებადი იყო სორაფენიბის და პლაცებოს პაციენტების ჯგუფებს შორის ECOG სტატუსის მიხედვით (სტატუსი 0: 54% 54%-ის წინააღმდეგ; სტატუსი 1: 38% 39%-ის წინააღმდეგ; სტატუსი 2: 8% 7%-ის წინააღმდეგ), TNM სტადია (სტადია I: <1% <1%-ის წინააღმდეგ; სტადია II: 10,4% 8,3%-ის წინააღმდეგ; III სტადია: 37,8% 43,6%-ის წინააღმდეგ; IV ეტაპი: 50,8% 46,9%-ის წინააღმდეგ) და სტადია BCLC (სტადია B: 18,1% 16,8%-ის წინააღმდეგ; სტადია C: 81,6% 83,2%-ის წინააღმდეგ; სტადია D: <1% 0%-ის წინააღმდეგ).

კვლევა შეჩერდა მას შემდეგ, რაც საერთო გადარჩენის (OS) დაგეგმილმა შუალედურმა ანალიზმა გადალახა ეფექტურობის წინასწარ განსაზღვრული ზღვარი. OS-ის ამ ანალიზმა აჩვენა სორაფენიბის სტატუსტიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი OS-სთვის პლაცებოსთან შედარებით (HR: 0.69, p = 0.00058, იხ. ცხრილი 5).

ამ კვლევაზე დაყრდნობით იყო მიღებული შეზღუდული მონაცემები ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით B კლასის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და მხოლოდ ერთ პაციენტში ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით C კლასის ღვიძლის უკმარისობით, რომელიც იყო ჩართული კვლევაში.

ეფექტურობის შედეგები დაფუძნებული კვლევა 3-ზე (კვლევა 100554) ჰეპატოცელულარულ კარცინომაში

ცხრილი 5:

ეფექტურობის მაჩვენებელი

სორაფენიბი

(N = 299)

პლაცებო

(N = 303)

P მნიშვნელობა

OS

(95% CI)

საერთო გადარჩენის მაჩვენებელი (OS) [მედიანა, კვირა (95% CI)]

46,3

(40,9; 57,9)

34,4

(29,4; 39,4)

0,00058*

0,69

(0,55; 0,87)

დრო დაავადების პროგრესირებამდე (TTP) [მედიანა, კვირა (95% CI)]**

24,0

(18,0; 30,0)

12,3

(11,7; 17,1)

0,000007

0,58

(0,45; 0,74)

CI = ნდობის ინტერვალი, ОS = რისკების შეფარდება (სორაფენიბი - პლაცებო)

  • სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, რადგან, p მნიშვნელობა იყო ო’ბრაიან ფლემინგის დადგენილი ლიმიტის, 0.0077, ქვემოთ
  • *დამოუკიდებელი რადიოლოგიური ანალიზი

კიდევ ერთი III ფაზის კვლევის ფარგლებში, რომელიც იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა (კვლევა 4, 11849), შეფასდა სორაფენიბის კლინიკური სარგებელი 226 პაციენტში პროგრესირებადი ჰეპატოცელულარული კარცინომით. ამ კვლევამ, რომელიც ჩატარდა ჩინეთში, კორეასა და ტაივანში, დაადასტურა კვლევა 3-ის შედეგები სორაფენიბის ხელსაყრელი “სარგებელი-რისკის” პროფილის მიმართ (ОS (RH): 0.06, p – 0.01414).

წინასწარ განსაზღვრული სტრატიფიკაციის ფაქტორებით (ECOG სტატუსი, მაკროსკოპული სისხლძარღვთა ინვაზიის არსებობა ან არარსებობა და/ან ექსტრაჰეპატური სიმსივნის გავრცელება), ორივე, 3 და 4 კვლევაში, ОS-სთან მიმართებაში, უპირატესობა უდავოდ ენიჭებოდა სორაფენიბს პლაცებოსთან შედარებით.

კვლევითმა ანალიზმა ქვეჯგუფებში აჩვენა, რომ პაციენტებში პერიფერიული მეტასტაზებით მკურნალობის ეფექტი იყო ნაკლებად გამოხატული, ვიდრე კვლევის საწყის ეტაპზე.

თირკმელ-უჯრედოვანი კარცინომა

სორაფენიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება პროგრესირებადი თირკმლის მეტასტაზური კარცინომის მკურნალობაში იყო შესწავლილი ორ კლინიკური კვლევაში.

ჩატარებულ იქნა კვლევა 1 (კვლევა 11213), მე-III ფაზის, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი, რომელშიც იყო ჩართული 903 პაციენტი. იგი მოიცავდა მხოლოდ თირკმელ-უჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებს დაბალი და საშუალო რისკით MSKCC (Memorial Sloan-Kettering Cancer Center) მიხედვით. პირველადი საბოლოო წერტილები იყო საერთო გადარჩენის მაჩვენებელი და პროგრესირების გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი (PFS).

პაციენტების დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ECOG ეფექტურობის სტატუსი 0, ხოლო პაციენტების ნახევარი იყო დაბალი რისკის პროგნოზულ ჯგუფში MSKCC-ის მიხედვით.

PFS-ს შეფასება ხდებოდა ბრმა დამოუკიდებელი რადიოლოგიური ანალიზის მეშვეობით მყარი სიმსივნეების ობიექტური პასუხის შეფასების კრიტერიუმების (RECIST) გამოყენებით. PFS ანალიზი ჩატარდა 342 მოვლენაზე 769 პაციენტში. მედიანური PFS იყო 167 დღე სორაფენიბზე რანდომიზებული პაციენტებისთვის შედარებით 84 დღისა პლაცებოზე რანდომიზებული პაციენტებისთვის (RR = 0.44; 95% CI: 0.35-0.55; p <0.000001). ასაკი, MSKCC პროგნოზული ჯგუფი, OS ECOG-ს შკალის მიხედვით და წინამორბედი თერაპია არ ახდენს გავლენას მკურნალობის ეფექტის სიდიდეზე.

საერთო გადარჩენის შუალედური ანალიზი (მეორე შუალედური ანალიზი) ჩატარდა 367 ლეტალურ შემთხვევაზე 903 პაციენტიდან. ამ ანალიზისთვის ნომინალური ალფა მნიშვნელობა იყო 0.0094.

მედიანური PFS იყო 19.3 თვე სორაფენიბზე რანდომიზებული პაციენტებისთვის შედარებით 15.9 თვისა პლაცებოზე რანდომიზებული პაციენტებისთვის (RR = 0.77; 95% CI: 0.63-0.95; p <0.015). აღნიშნული ანალიზის მსვლელობისას პლაცებოს ჯგუფის დაახლოებით 200 პაციენტი იქნა გადაყვანილი სორაფენიბზე.

კვლევა 2, მყოფი მე-II ფაზაში, შეწყდა პაციენტებში სიმსივნური მეტასტაზებით, მათ შორის, თირკმელ-უჯრედოვანი კარცინომით. პაციენტები დაავადების სტაბილური მიმდინარეობით, რომლებიც მკურნალობდნენ სორაფენიბით, რანდომიზებულნი იყვნენ პლაცებოზე ან განაგრძეს სორაფენიბით.

პაციენტებში არაპროგრესირებადი თირკმელ-უჯრედოვანი კარცინომით, სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად აღემატებოდა სორეფენიბის ჯგუფის პაციენტებში (163 დღე) განსხვავებით პლაცებოს ჯგუფის პაციენტებისა (41 დღე) (p = 0,0001, OS = 0,29).

ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო

ჩატარებულ იქნა კვლევა 5 (კვლევა 14295), მე-III ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი, რომელშიც იყო ჩართული 417 პაციენტი ლოკალურად განვითარებული ან ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური დიფერენცირებული კიბოთი, რეზისტენტული რადიოაქტიული იოდის მიმართ.

სიცოცხლის ხანგრძლივობა დაავადების პროგრესირების გარეშე, შეფასებული ბრმა დამოუკიდებელი რენტგენოლოგიური ანალიზის მეშვეობით RECIST-ის კრიტერიუმების გამოყენებით, წარმოადგენდა კვლევის ძირითად საბოლოო წერტილს. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა საერთო გადარჩენის მაჩვენებელს, პასუხის სიხშირეს და სიმსივნის პასუხის ხანგრძლივობას. დაავადების პროგრესირების შემდეგ, პაციენტებს მიეცათ საშუალება გაერგძელებინათ სორაფენიბის მიღება ღია რეჟიმში.

პაციენტებს ჩართავდნენ კვლევაში, თუ მათ აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება ჩარიცხვიდან 14 თვის განმავლობაში და ჰქონდათ რადიოაქტიული იოდისადმი რეზისტენტული ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო. რადიოაქტიული იოდის მიმართ რეზისტენტული ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს განსაზღვრა ხდებოდა როგორც დაზიანების არსებობა იოდის შეწოვის გარეშე სკანირების დროს რადიოაქტიული იოდის მიმართ რეზისტენტობაზე, ან რადიოაქტიულ იოდზე კუმულაციური რეზისტენტობის მიღებით ≥ 22.2 GBq, ან პროგრესირებისას რადიოაქტიულ იოდზე რეზისტენტობის მკურნალობის შემდეგ რეგისტრაციიდან 16 თვის შემდეგ ან რადიოაქტიულ იოდზე რეზისტენტობის მკურნალობის შემდეგ ორ ეტაპად, ერთმანეთის მიყოლებით 16 თვის განმავლობაში.

საწყისი დემოგრაფია და პაციენტთა მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული ორივე მკურნალობის ჯგუფისთვის. პაციენტებს ჰქონდა მეტასტაზები ფილტვებში 86%-ში, ლიმფურ კვანძებში 51%-ში და ძვლებში 27%-ში. კვლევაში ჩართვამდე მიღებული რადიოაქტიური იოდის კუმულაციური აქტივობის მედიანა იყო დაახლოებით 14.8 GBq. პაციენტთა უმეტესობას ჰქონდა პაპილარული კიბო (56.8%), რასაც მოჰყვა ფოლიკულური (25.4%) და ცუდად დიფერენცირებული კიბო (9.6%).

მედიანური PFS იტო 10,8 თვე სორაფენიბის ჯგუფში, შედარებით 5,8 თვის პლაცებოს ჯგუფში (RR = 0,587; 95% ნდობის ინტერვალი (CI): 0,454, 0,758; ცალმხრივი p <0,0001).

სორაფენიბის გავლენა PFS-ზე უცვლელი დარჩა გეოგრაფიული რეგიონის, ასაკის, 60 წლამდე უმცროსი ან უფროსი, სქესის, ჰისტოლოგიური ქვეტიპის და ძვალში მეტასტაზების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად.

გადარჩენის საერთო ანალიზში, რომელიც ჩატარდა საბოლოო PFS ანალიზისთვის მონაცემთა აღრიცხვის შეწყვეტიდან 9 თვის შემდეგ, საერთო გადარჩენაში არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მკურნალობის ჯგუფებს შორის (RR = 0,884; 95% CI: 0,633, 1,236, ცალმხრივი p მნიშვნელობა 0,236). მედიანური OS არ იყო მიღწეული სორაფენიბის ჯგუფში და შეადგენდა 36,5 თვეს პლაცებოს ჯგუფში. 157 (75%) პაციენტმა რანდომიზებულმა პლაცებოზე და 61 (30%) რანდომიზებულმა სორაფენიბის ჯგუფში, განაგძო სორაფენიბის მიღება ღია რეჟიმში.

მკურნალობოის საშუალო ხანგრძლივობა ორმაგად ბრმა პერიოდში იყო 46 კვირა (დიაპაზონი 0,3-135) პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენიბს სორაფენიბს და 28 კვირა (დიაპაზონი 1,7-132) - რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

სრული პასუხი (CR) RECIST კრიტერიუმების მიხედვით არ იქნა დაფიქსირებული. სრული პასუხის (CR) საერთო სიხშირე + ნაწილობრივი პასუხის (PR) მაჩვენებელი დამოუკიდებელ რადიოლოგიურ შეფასებაზე იყო უფრო მაღალი სორაფენიბის ჯგუფში (24 პაციენტი, 12,2%) ვიდრე პლაცებო ჯგუფში (1 პაციენტი 0,5%), ცალმხრივი p <0 .0001. პასუხის მედიანური ხანგრძლივობა იყო 309 დღე (95% CI: 226, 505 დღე) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სორაფენიბით და რომელთაც განუვითარდათ OR.

რეტროსპექტრული ანალიზის მონაცემებმა ქვეჯგუფებში სიმსივნის მაქსიმალური ზომის მიხედვით აჩვენა მკურნალობის ეფექტი PFS-ზე სორაფენიბის სასარგებლოდ პლაცებოს წინააღმდეგ პაციენტებში სიმსივნის მაქსიმალური ზომით 1,5 სმ ან მეტი ((RR 0,54 (95% CI: 0.41 - 0, 71)), ხოლო რიხცობრივად უფრო მცირე ეფექტი დაფიქსირდა პაციენტებში სიმსივნის მაქსიმალური ზომით 1,5 სმ-ზე ნაკლები (RR 0.87 (95% CI: 0.40-1.89).

რეტროსპექტრული ანალიზის მონაცემებმა ქვეჯგუფებში სიმპტომების მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში საწყის ეტაპზე აჩვენა მკურნალობის ეფექტი PFS-ზე სორაფენიბის სასარგებლოდ პლაცებოს წინააღმდეგ როგორც სიმპტომების მქონე, ასევე უსიმპტომო პაციენტებში. პროგრესირების გარეშე გადარჩენის RR იყო 0.39 (95% CI: 0.21-0.72) პაციენტებისთვის სიმპტომებით საწყისს ეტაპზე და 0.60 (95% CI: 0.45-0.81) პაციენტებისთვის სიმპტომების გარეშე საწყისს ეტაპზე.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში QT/QTc მაჩვენებლები იყო დაფიქსირებული 31 პაციენტისთვის საწყის ეტაპზე (მკურნალობის დაწყებამდე) და მკურნალობის შემდგომ. ერთი 28-დღიანი მკურნალობის ციკლის შემდეგ სორაფენიბის პიკური კონცენტრაციის დროს, QTcB გახანგრძლივდა 4 ± 19 ms-ით, ხოლო QTcF 9 ± 18 ms-ით საწყის ეტაპზე პლაცებო მკურნალობასთან შედარებით. არცერთ საკვლევ სუბიექტში არ იქნა დაფიქსირებული QTcB ან QTcF >500 ms მკურნალობის შემდგომი ეკგ მონიტორინგის დროს (იხ.ნაწილი 4.4).

ფარმაკოკინეტიკა

სორაფენიბის ტაბლეტების მიღების შემდეგ მისი საშუალო შეფარდებითი ბიოშეღწევაობა შეადგენს 38–49%-ს. სორაფენიბის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 25-48 საათს. სორაფენიბის განმეორებითი დოზების მიღება 7 დღის განმავლობაში იწვევს 2,5-7-ჯერად დაგროვებას ერთჯერად დოზასთან შედარებით.

პლაზმაში სორაფენიბის წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 7 დღის განმავლობაში, მაქსიმალური/მინიმალური კონცენტრაციის შეფარდება შეადგენს 2-ზე ნაკლებს.

სორაფებინის ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში 400 მგ დოზის დღეში ორჯერ შიგნით მიღების შემთხვევაში, შეისწავლეს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით, ღვიძლის უჯრედოვანი სიმსივნით და თირკმლის უჯრედოვანი სიმსივნით დაავადებულებში. მეტ-ნაკლებად მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებში, თუმცა ექსპოზიციის ვარიაბელობა მაღალი იყო სიმსივნის ყველა ფორმისთვის. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებში არ არის დადგენილი უფრო დიდი მრუდქვეშა ფართობის “კონცენტრაცია-დრო” (AUC) კლინიკური მნიშვნელობა.

შეწოვა და განაწილება

სორაფენიბის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ცხიმის ზომიერად შემცველ საკვებთან ერთად მიღებისას სორაფენიბის ბიოშეღწევადობა, დაახლოებით შეესაბამება უზმოზე მიღებისას ბიოშეღწევადობას. ცხიმის მაღალი შემცვლობის საკვებთან ერთად მიღებისას, ბიოშეღწევადობა ქვეითდება დაახლოებით 29%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით.

პერორალური დოზების დანიშვნისას, რომელიც აჭარბებს 400მგ-ს 2-ჯერ დღეში საშუალო Cmax და მრუდი “კონცენტრაცია-დრო” (AUC) იზრდება არაპროპორციულად. ცილებთან კავშირი - 99.5%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

სორაფენიბის მეტაბოლზიმი ხორიცელდება ძირითადად ღვიძლში დაჟანგვის გზით, რაც განპირობებულია იზოფერმენტით CYP3A4, აგრეთვე გლუკურონიზაციით, რაც განპირობებულია UGT1A9-ით.

სორაფენიბის კონიუგატები შეიძლება გაიხსნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიული გლუკურონიდაზას მოქმედებით, რაც იძლევა არაკონიუგირებული სამკურნალო საშუალების რეაბსორბციის საშუალებას. ნეომიცინის ერთდროული მიღება მოქმედებს ამ პროცესზე, ამცირებს სორაფენიბის საშუალო ბიოშეღწევაობას 54%-მდე.

წონასწორული მდგომარეობის მიღწევსას სორაფენიბზე მოდის დაახლოებით 70-85%. იდენტიფიცირებულია სორაფენიბის 8 მეტაბოლიტი, მათგან 5 აღმოჩენილია პლაზმაში. სორაფენიბის პლაზმაში მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტია პირიდინ-N-ოქსიდი, ახასიათებს in vitro მოქმედება მსგავსი სორაფენიბის აქტივობისა და შეადგენს დაახლოებით 9-16%-ს.

სორაფენიბის 100 მგ დოზის ხსნარის სახით შიგნით მიღების შემდეგ 14 დღის განმავლობაში გამოიყოფა დანიშნული დოზის 96%, 77% ნაწლავების საშუალებით, 19% - თირკმელებით გლუკურონიდების სახით. უცვლელი სორაფენიბი, დანიშნული დოზის 51% ისაზღვრება განავალში.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში

დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ პრეპარატის დოზის კორექცია ასაკის და სქესის მიხედვით საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

სორაფენიბის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლეს 400 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50-80 მლ/წთ), საშუალო (კკ 30-დან <50-მდე მლ/წთ) და მძიმე (კკ <30 მლ/წთ) დარღვევით, რომლებსაც არ ესაჭიროებოდათ დიალიზი. სორაფენიბის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გავლენა არ გამოვლინდა. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევით, რომლებიც არ საჭიროებენ ჰემოდიალიზს, დოზირების შემცირების აუცილებლობა არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა

სორაფენიბი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლით. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (A კლასი ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით) ან საშუალო (B კლასი ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით) დარღვევის მქონე პაციენტებში სორაფენიბის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები იყო ისეთივე, როგორიც პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით. სორაფენიბის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში ღვიძლის უჯრედოვანი კიბოს გარეშე, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (A კლასი ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით) ან საშუალო (B კლასი ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით) დარღვევით იყო ისეთივე, როგორიც ჯანმრთელ ადამიანებში. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (C კლასი ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით) სორაფენიბის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე მონაცემები არ არსებობს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

საინფორმაციო ფურცელი პაციენტისთვის

ნექსავარი ®, 200 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მომქმედი ნივთიერება: სორაფენიბი

პრეპარატის მიღებამდე ბოლომდე წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი, რადგან, შესაძლოა, მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი დაგენიშნათ კონკრეტულად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის მითითებული საინფორმაციო ფურცლის მე-4 ნაწილში.

საინფორმაციო ფურცლის შინაარსი

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ნექსავარი®?

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნექსავარის® მიღებამდე

პრეპარატ ნექსავარის® მიღება

შესაძლო არასასურველი რეაქციები

პრეპარატ ნექსავარის® შენახვა

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ნექსავარი®?

პრეპარატი ნექსავარი® შეიცავს მომქმედ ნივთიერება სორაფენიბს, რომელიც განეკუთვნება „სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის, პროტეინკინაზას ინჰიბიტორის“ დასახელების წამლების.

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ნექსავარი® გამოიყენება 18 წლის ასაკიდან შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

თირკმლის კიბო (თირკმელ-უჯრედული მეტასტაზური კიბო);

ღვიძლის კიბო (ღვიძლ-უჯრედული კიბო);

ფარისებრი ჯირკვლის კიბო (ფარისებრი ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური დიფერენცირებული კიბო, რომელიც რეზისტენტულია რადიოაქტიური იოდის მიმართ).

პრეპარატ ნექსავარის® მოქმედება

პრეპარატის მოქმედების პრინციპი მდგომარეობს კიბოს უჯრედების ზრდის შენელებასა და სისხლით მომარაგების შეწყვეტით, რომელიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას.

თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ ნექსავარის® მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით ან იმის შესახებ, თუ რატომ დაგინიშნეს ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნექსავარის® მიღებამდე

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ ნექსავარს®:

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სორაფენიბის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის (რომელიც ჩამოთვლილია საინფორმაციო ფურცლის მე-6 ნაწილში);

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ ნექსავარის ® მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ფრთხილად მიიღეთ პრეპარატი ნექსავარი ® :

თუ გაგიჩნდებათ კანის პრობლემები. პრეპარატმა ნექსავარმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი და კანის რეაქციები, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე. ცვლილებები კანზე, ჩვეულებრივ, ვლინდება სორაფენიბით მკურნალობის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში. თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კანის მკურნალობა და/ან შეცვალოს პრეპარატის დოზა. თუ ცვლილებები კანის საფარზე არ ქრება, მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ ნექსავარით მკურნალობა.

თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა. ნექსავარმა შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს. თქვენი მკურნალი ექიმი გაგიკონტროლებთ არტერიულ წნევას და შეიძლება დაგინიშნოთ შესაბამისი წნევის დამწევი საშუალება.

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები ან იღებთ ვარფარინს. ნექსავარით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის შედარებით მაღალი რისკი. თუ ვარფარინს ან სისხლის გამათხელებელ სხვა საშუალებებს იღებთ თრომბის განვითარების პრევენციის მიზნით, შეიძლება სისხლდენის მომატებული რისკი წარმოიქმნას.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ჩარევა ან უკვე ჩაგიტარდათ ცოტა ხნის წინ. ნექსავარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჭრილობების შეხორცებაზე. ჩვეულებრივ, ნექსავარის მიღებას წყვეტენ, თუ ქირურგიული ჩარევა უნდა ჩატარდეს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ნექსავარის მიღების განახლების დროს.

თუ გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში ან გაქვთ რაიმე პრობლემა გულზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის დროებით ან მუდმივად შეწყვეტა.

თუ გაქვთ გულის რითმის ანომალია, რომელიც ცნობილია, როგორც გახანგრძლივებული QT ინტერვალი. ნექსავარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რითმზე.

მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავების კედლების დაზიანების უბნები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია) (იხ. თავი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“). ამ შემთხვევაში მკურნალი ექიმი მკურნალობას შეგიწყვეტთ.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები. ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება უფრო სერიოზული არასასურველი მოვლენები განვითარდეს.

თუ, ასევე, იღებთ ირინოტეკანს, კაპეციტაბინს ან დოცეტაქსელს, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ნექსავარმა შეიძლება გააძლიეროს ამ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება და, კერძოდ, მათი არასასურველი რეაქციები.

თუ იღებთ ნეომიცინს პერორალური გზით, რომელიც ანტიბიოტიკს წარმოადგენს, ნექსავარის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს.

თუ გაქვთ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია, მკურნალი ექიმი გააკონტროლებს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს თქვენს ორგანიზმში.

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო, მკურნალი ექიმი გაგიკონტროლებთ სისხლში კალციუმისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს.

თუ ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან აღგენიშნებათ რომელიმე მდგომარეობა, ნექსავარის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს. შესაძლოა, დაგჭირდეთ ზემოაღნიშნული დაავადებების მკურნალობა და დამატებითი ანალიზების ჩატარება. ასევე, იხილეთ ნაწილი 4 "შესაძლო არასასურველი რეაქციები".

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არაეფექტურობის რისკისა და შესაძლო არაუსაფრთხოების გამო (არ არის დადგენილი ნექსავარის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში).

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ნექსავარი®

აცნობეთ თქვენს მკუნალ ექიმს, თუ იღებთ, მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული წამლები, ან თუნდაც ისეთი ურეცეპტო წამლები, როგორიცაა ვიტამინები ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

ზოგიერთმა წამალმა, ნექსავართან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გავლენა მოახდინოს ნექსავარის მოქმედების მექანიზმზე, ან ნექსავარმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმს და გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი რეაქციები. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს:

რიფამპიცინი ან ნეომიცინი პერორალურად, ანტიბიოტიკები,

კრაზანას შემცველი პრეპარატები - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული პრეპარატები

ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი - წამლები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

დექსამეტაზონი - კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს

ვარფარინი ან ანტიკოაგულანტი, რომელიც გამოიყენება თრომებების განვითარების პრევენციისთვის

დოქსორუბიცინი, დოცეტაქსელი, პაკლიტაქსელი, კარბოპლატინი და ირინოტეკანი, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის სხვა სახეობებს წარმოადგენს

დიგოქსინი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან დაორსულებას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

ორსულობა

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ, შეიძლება ორსულად იყოთ ან დაორსულებას გეგმავთ, რადგან ნექსავარი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თქვენი მკურნალი ექიმი გაგაცნობთ ორსულობის დროს ნექსავარის მიღების პოტენციურ რისკებს.

თუ არსებობს დაორსულების ალბათობა, მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვება ნექსავარით მკურნალობის დროს დაუშვებელია, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება შეაფერხოს ბავშვის ზრდა და განვითარება.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას.

ფერტილობა

ნექსავარმა შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა (ჩასახვისა და განაყოფიერების უნარი) როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ნექსავარის მიღებამდე თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მტკიცებულება იმისა, რომ ნექსავარი გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, არ არსებობს.

პრეპარატ ნექსავარის მიღების წესი

ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები წამლის მიღებასთან დაკავშირებით. თუ წამლის მიღების წესთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ნექსავარის რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის: 2 აბი, 200 მგ, დღეში ორჯერ.

ეს შეესაბამება დღიურ დოზას: დღეში ოთხი აბი ან 800 მგ ნექსავარი.

ნექსავარის აბები მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით, საკვების მიღებას შორის შუალედებში ან საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს მცირე ან ზომიერი ოდენობის ცხიმს. ნუ მიიღებთ პრეპარატ ნექსავარს დიდი ოდენობით ცხიმების შემცველ საკვებთან ერთად, რადგან ასეთმა საკვებმა შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა. თუ აპირებთ ცხიმიანი საკვების მიღებას, აბები მიიღეთ ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

ნექსავარის მიღება აუცილებელია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, სისხლში მისი მუდმივი რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით.

ჩვეულებრივ, პრეპარატ ნექსავარით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ ის ეფექტურია და არ იწვევს დაუშვებელ არასასურველ რეაქციებს.

პრეპარატ ნექსავარის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე სხვამ) მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა. ნექსავარის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება შედარებით მაღალი ალბათობით ან უფრო სერიოზული ფორმით გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით დიარეა და კანის რეაქციები. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ ნექსავარის მიღების შეწყვეტა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნექსავარის მიღება

თუ პრეპარატის მიღება დაგავიწყდათ, რეკომენდებული დოზა მიიღეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ, იმავე დღის განმავლობაში. თუ გამოტოვებული დოზის მიღება თითქმის ემთხვევა მომდევნო დოზის მიღებას, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას და განაგრძეთ პრეპარატის რეგულარულად მიღება რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით. ნუ მიიღებთ ნექსავარის ორმაგ დოზას წინა დღეს გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. აცნობეთ მკურნალ ექიმს ყოველი გამოტოვებული რეკომენდებული დოზის შესახებ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატმა ნექსავარმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ აღმოაჩენთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთს, აუცილებლად მიმართოთ მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

დიარეა

გულისრევა

დაღლილობა

ტკივილი (მათ შორის, ტკივილი პირის ღრუში, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი, სიმსივნით გამოწვეული ტკივილი)

თმის ცვენა (ალოპეცია)

კანი გაწითლება ან მტკივნეულობა ხელისგულებზე ან ტერფებზე (ხელებისა და ფეხების კანის რეაქცია)

ქავილი ან გამონაყარი

ღებინება

სისხლდენა (მათ შორის, სისხლდენა თავის ტვინში, ნაწლავებსა და სასუნთქ გზებში)

მაღალი ან მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

ინფექცია

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ყაბზობა

ტკივილი სახსრებში (ართრალგია)

მაღალი ტემპერატურა

წონის კლება

კანის სიმშრალე

ხშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გრიპის მსგავსი სინდრომი

კუჭის აშლილობა (დისპეფსია)

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)

პირის ღრუს ანთება ან სიმშრალე, ენის ტკივილი (სტომატიტი და ლორწოვანი გარსის ანთება)

სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია)

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

მგრძნობელობის დარღვევა ხელისა და ფეხის თითებში, მათ შორის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია)

დეპრესია

ერექციის პრობლემები (ერექციული დისფუნქცია)

ხმის შეცვლა (დისფონია)

აკნე

ანთებითი, მშრალი ან აქერცლილი კანი (დერმატიტი, კანის აქერცვლა)

გულის უკმარისობა

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ტკივილი გულმკერდის არეში

შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თირკმლის უკმარისობა

შარდში ცილის ანომალიურად მაღალი დონე (პროტეინურია)

ზოგადი სისუსტე ან უენერგიობა (ასთენია)

სისხლში ლეიკოციტების დაბალი დონე (ლეიკოპენია და ნეიტროპენია)

სისხლში ერითროციტების დაბალი დონე (ანემია)

სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)

თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა (ჰიპოთირეოზი)

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)

გემოს შეცვლა (დისგევზია)

სახისა და, ხშირად, კანის სხვა უბნების სიწითლე (უეცარი წამოხურება)

სურდო (რინორეა)

გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)

კანის კიბო (კანის კერატოაკანთომური / ბრტყელუჯრედოვანი კიბო)

კანის გარე შრის გასქელება (ჰიპერკერატოზი)

კუნთების უეცარი უნებლიე შეკუმშვა (კუნთების სპაზმი)

არახშირი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებით (პანკრეატიტით), ნაღვლის ბუშტის და/ან სანაღვლე გზების ანთებით გამოწვეული ტკივილი კუჭის (მუცლის) არეში

ნაღვლის პიგმენტების მომატებით (ჰიპერბილირუბინემია) გამოწვეული კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

ალერგიული რეაქციები (კანის რეაქციების და ჭინჭრის ციების ჩათვლით)

დეჰიდრატაცია

სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)

სუნთქვის გაძნელება (ფილტვების დაავადება)

ეგზემა

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი)

მრავლობითი გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა)

წნევის მაჩვენებლები ნორმის ზედა ზღვარზე მაღალია

ნაწლავების კედლების დაზიანების უბნები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია)

ტვინის უკანა წილის შექცევადი შეშუპება, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, ცნობიერების შეცვლას, კრუნჩხვებსა და ვიზუალურ სიმპტომებს, მათ შორის, მხედველობის დაკარგვას (შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათია)

უეცარი მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)

იშვიათი არასასურველი რეაქციები

(შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან სდევს კანის (მაგ. სახის, ენის) შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)

გულის რითმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სიყვითლე (მედიკამენტოზური ჰეპატიტი)

მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ადრე სხივურ თერაპიას დაქვემდებარებულ კანზე და შეიძლება იყოს მძიმე (სხივური დერმატიტი)

კანის მძიმე რეაქციები და/ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მტკივნეულ ურტიკარიას და ცხელებას, კანის აქერცვლას დიდ უბანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

კუნთოვანი ქსოვილის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები (რაბდომიოლიზი)

თირკმლის დაზიანება, რაც იწვევს ცილების დიდი რაოდენობით გამოყოფას (ნეფროზული სინდრომი)

კანის სისხლძარღვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი)

სიხშირე უცნობია

(არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

ტვინის ფუნქციის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ძილიანობა, ქცევითი ცვლილებები ან გონების არევა (ენცეფალოპათია)

სისხლძარღვის კედლის გადიდება და შესუსტება ან სისხლძარღვის კედლის გასკდომა (ანევრიზმა და არტერიების დისსექცია)

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე არასასურველ რეაქციას, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება, ასევე, შეგიძლიათ პირდაპირი გზით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ საინფორმაციო ფურცლის მე-6 ნაწილი). არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

პრეპარატ ნექსავარის შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის („ვარგისია -მდე) გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან პრეპარატის (რომელიც აღარ დაგჭირდებათ) უტილიზაციის (განადგურების) წესი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შედგენილობა და სხვა მონაცემები

პრეპარატი ნექსავარი შეიცავს:

მომქმედი ნივთიერება სორაფენიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სორაფენიბს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები):

ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა (5 cP), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი;

გარსი: ჰიპრომელოზა (15 cP), მაკროგოლი 3350, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი, წითელი (E 172).

როგორ გამოიყურება პრეპარატი ნექსავარი®. შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, წითელი ფერის შემოგარსული აბები, აბის ერთ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგოტიპი, ხოლო მეორე მხარეს - „200“.

პრეპარატი გამოდის 28-აბიანი PP/AL ბლისტერებით. 1, 2 ან 4 ბლისტერი საინფორმაციო ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

„ბაიერი აგ“, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი:

„ბაიერი აგ“, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 51368 Leverkusen, Germany

პრეპარატის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციისთვის, ასევე, პრეტენზიების შემთხვევაში, დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს

რუსეთის ფედერაცია

სს "ბაიერი"

107113 მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ., 18, კორპუსი 2.

ტელ.: +7 (495) 231 12 00

www.bayer.ru

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა „ბაიერ კაზ“

050057 ალმათი, ტიმირიაზევის ქ. 42, პავ. 15, ოფისი 301

ტელ.: +7 727 258 80 40

ფაქსი: +7 727 258 80 39

ელფოსტა: [email protected]

www.bayer.ru

ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოქმნილი პრეტენზიების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ბელორუსის რესპუბლიკა

შპს "ბაიერ BP"

220089 მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, ოფისი 54

ტელ.: +375 17 239 -54-20

www.bayer.ru

საინფორმაციო ფურცელი გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებგვერდზე

www.eurasiancommission.org

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა