ნეტილმედ პლუსი
Netilmed Plus
თვალის წინა ნაწილების ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის ოპერაციული ჩარევის შემდეგ. პრეპარატის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ოფიციალური სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone) + ნეტილმიცინი (netilmicin)
- ფორმა და შეფუთვა
- (3მგ+1მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041670
- რეგისტრირებულია
- 19 ივლისი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნეტილმედ პლუსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თვალის წინა ნაწილების ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის ოპერაციული ჩარევის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ოფიციალური სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები (ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით)
ნეტილმედ პლიუსი 1 წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღე-ღამეში ან ექიმის დანიშნულებით.
სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბციის შეზღუდვის მიზნით რეკომენდებულია ცხვირის სადინრის ოკლუზია (დააწექით თითით საცრემლე პარკს თვალის შიდა კუთხეში) ან დახუჭეთ ქუთუთოები 2 წუთის განმავლობაში. ამის შედეგად მცირდება სისტემური არაასურველი რეაქციების განვითარების რისკი და იზრდება ადგილობრივი აქტივობა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის (მონაცემები არ არის). ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს არის უკიდურესად აუცილებელი და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების წესი
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა ჩაისვას პრეპარატის გამოყენებიდან შემდეგ, არაუადრეს 15 წუთისა.
პრეპარატის სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
ფლაკონის შიგთავსისა და საწვეთურის მიკროორგანიზმებით კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოერიდოთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში თვალის წვეთები შეიძლება დაბინძურდეს მიკროორგანიზმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები და მძიმე დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ, მათ შორის მხედველობის დაკარგვა.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის გამოყენებამდე შეამოწმეთ ფლაკონი აქვს თუ არა დაზიანებები.
- ხელები კარგად დაიბანეთ და მოხერხებულად დაჯექით.
- მოაცილეთ ფლაკონს დამცავი რგოლი და მოხსენით თავსახური ფლაკონს.
- დახარეთ თავი უკან.
- ფრთხილად ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
- გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა და მიიტანეთ საწვეთურის წვერი თვალთან (არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით).
- ფრთხილად მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი თვალში, შემდეგ გაუშვით ხელი ქვედა ქუთუთოს.
- დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის შიდა კუთხეში არსებულ ცრემლსადენ პარკს (ცრემლის სადინარების ოკლუზია) 2 წუთის განმავლობაში.
- გაიმეორეთ ზემოთ აღნიშნული პროცედურა მეორე თვალისთვის (საჭიროების შემთხვევაში).
- დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდ (გკს) დექსამეტაზონს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილი დაავადებების მქონე პაციენტებში:
- თვალშიდა ჰიპერტენზია;
- ჰერპესული კერატიტი ან თვალის სხვა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ვირუსით Herpes simplex;
- რქოვანას და კონიუნქტივის ვირუსული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი ინფექციები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
სიფრთხილის ზომები
ნეტილმედ პლიუსი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში; პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული შიგნით ან შეყვანილი თვალის წინა კამერაში.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 15 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია პაციენტების თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალშიდა ჰიპერტენზია/გლაუკომა მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტების განვითარებით.
გკს-ის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი:
- უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება;
- ჭრილობის შეხორცების პროცესის შენელება;
- იმუნიტეტის დაქვეითება და თვალის მეორადი ინფექციების განვითარების რისკის გაზრდა, კერძოდ, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების.
გკს-ს შეუძლია შენიღბოს ან დაამძიმოს ინფექციის სიმპტომები იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი გამოიყენება თვალის ჩირქოვანი დაავადებების დროს. თვალის დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს რქოვანას და სკლერის გათხელება, გკს-ს ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ან სკლერის პერფორაცია.
ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ადგილობრივად გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს.
ნეტილმედ პლიუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გლაუკომით, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს დექსამეტაზონს.
კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში შეღწევასთან ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას CYP3A4-ის ინჰიბიტორებით (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში თერაპია უნდა შეწყდეს, სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობით შემცირების გზით.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს ფოსფატებს, ამიტომ მისი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ნალექი რქოვანაში ან რქოვანას დაბინდვა. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები იტარებენ მკურნალობას ფოსფატების შემცველი სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან ვითარდება გაღიზიანების ნიშნები თვალის ორგანოს მხრივ ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
მხედველობის დარღვევა
არსებობს ცნობები მხედველობის დარღვევის განვითარების შესახებ გკს-ის ადგილობრივი და სისტემური გამოყენების დროს. მხედველობის სიმახვილის ან სხვა მხედველობითი დარღვევების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს, რათა დადგინდეს შესაძლო მიზეზები, კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთი იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა წარმოქმნის შესახებ შემოსულია შეტყობინებები გკს-ს სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.
დამხმარე ნივთიერებები
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს 1 მლ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სინდრომის ან ცრემლსადენი ფენისა და რქოვანას დარღვევების განვითარება, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიური წყლულოვანი კერატოპათია.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება იქნას აბსორბირებული რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ჩაწვეთების შემდეგ მათ ჩასმამდე დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
„მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანების მქონე პაციენტებში ნეტილმედ პლიუსი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
პრეპარატის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.
აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას რეგულარული მონიტორინგი პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ რქოვანას დეფექტები.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის შეგრძნების ან თვალებში ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს 1,1443 მგ ფოსფატებს 1 მლ-ზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული აქტიური ნივთიერების შესახებ.
ნეტილმიცინი
თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენების დროს ნეტილმიცინის მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
ნეტილმიცინის კომბინირებული გამოყენებისას, მათ შორის ადგილობრივი გამოყენებისას (განსაკუთრებით ინტრაკავიტარულად შეყვანისას), სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ და ოტოტოქსიურ ანტიბიოტიკებთან ერთად, ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს. არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი ამინოგლიკოზიდის ნეფროტოქსიურობის რისკი იზრდება, როდესაც ისინი გამოიყენება ერთდროულად ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან, ისეთებთან, როგორიცაა ცისპლატინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, სტრეპტომიცინი, ვანკომიცინი, სხვა ამინოგლიკოზიდებთან და ზოგიერთ ცეფალოსპორინებთან (ცეფალორიდინი) ან ძლიერი დიურეზულებთან, მაგალითად ეთაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, ამ უკანასკნელების თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედების გამო. ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად ან ერთდროულად ზემოაღნიშნულ მედიკამენტებთან.
კვლევაში in vitro დადგენილია, რომ ამინოგლიკოზიდებისა და β-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფის სამკურნალო საშუალებების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოხდეს მათი მნიშვნელოვნად ურთიერთინაქტივირება. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ პაციენტში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების და პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას (შეყვანის სხვადასხვა გზა) აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაჩვენებლების შემცირება.
დექსამეტაზონი
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დახურულკუთხოვანი მწვავე გლაუკომის წარმოქმნისადმი, თვალშიდა წნევის მომატების რისკი, რომელიც დაკავშირებულია გკს-ის ხანგრძლივ გამოყენებასთან, იზრდება ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით ატროპინის და მასთან მონათესავე ნაერთების, ერთდროული გამოყენებისას.
CYP3A4 ინჰიბიტორებთან (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას დექსამეტაზონის კლირენსი შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი მოქმედების გაძლიერება და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა/კუშინგის სინდრომი. ასეთი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის სარგებელი აღემატება გკს-ის სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს; ასეთ სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, რათა იქნას გამოვლენილი გკს-ის სისტემური არასასურველი რეაქციები.
პრეპარატის გამოყენებისას რქოვანას დეპოზიტების წარმოქმნის ან რქოვანას დაბინდვის რისკი იზრდება რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ფოსფატების შემცველი სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ დექსამეტაზონს გააჩნია ტერატოგენული პოტენციალი. ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ არის საკმარისი მონაცემები დექსამეტაზონის ან ნეტილმიცინის, ან მათი მეტაბოლიტების დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, როდესაც პრეპარატი ადგილობრივად გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
არ შეიძლება იყოს გამორიცხული რისკი ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე.
ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება მოხდეს მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა, მსგავს სიტუაციებში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ მანქანებისა და მექანიზმების მართვისგან ვიდრე სრულად არ აღდგება მკაფიო მხედველობა.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - თვალშიდა წნევის მომატება (15-20 დღის შემდეგ პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას გლაუკომის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ დაავადების წარმოქმნისადმი), უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება, ვირუს Herpes simplex-ით გამოწვეული ინფექციების სიმპტომების განვითარება ან გამწვავება, ან სოკოვანი ინფექციების განვითარება და გამწვავება, ჭრილობების შეხორცების შენელება, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, კონიუნქტივის ჰიპერემიის ჩათვლით, წვა, ქავილი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
შემოვიდა შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ფოსფატის შემცველობის მქონე თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტთან რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ინფორმაცია პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ შემოსულა.
ფლაკონის შიგთავსის (5 მგ დექსამეტაზონის) შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები; მსგავს სიტუაციებში დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ნეტილმიცინი (ნეტილმიცინის სულფატის სახით) 3 მგ, დექსამეტაზონი (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები.
აღწერა: მომწვანო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის წვეთების 5 მლ თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი პრეპარატები. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში. კორტიკოსტეროიდები ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: S01CA01.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ნეტილმიცინს (აქვს ანტიმიკრობული ეფექტი) და დექსამეტაზონს (აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი).
ნეტილმიცინი
მოქმედების მექანიზმი
ნეტილმიცინი წარმოადგენს მაღალაქტიურ ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ნეტილმიცინს გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება, სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული უჯრედის ცილის სინთეზის პროცესის დარღვევასთან რიბოსომების 30S-სუბერთეულის დონეზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ნეტილმიცინისთვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის (2012):
პათოგენური მიკროორგანიზმი
მიკ-ის (მგ/ლ) კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები
S
R
ECOFFs
Enterobacteriaceae
≤ 2
≥ 4
2
Pseudomonas
≤ 4
≥ 4
4
Acinetobacter
≤ 4
≥ 4
ნდ
Staphylococcus
≤ 1
≥ 1
1
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები
≤ 1
≥ 1
ნდ
Enterococcus
ნკდ
ნკდ
ნდ
Streptococcus spp. ( ჯგუფები A, B, C, G)
ნდ
ნდ
ნდ
Streptococcus pneumoniae
ნდ
ნდ
ნდ
Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები
ნდ
ნდ
ნდ
Haemophilus influenzae
ნკდ
ნკდ
ნდ
Moraxella catarrhalis
ნკდ
ნკდ
ნდ
Neisseria goporrhoeae
ნდ
ნდ
ნდ
Neisseria meningitidis
ნდ
ნდ
ნდ
გრამუარყოფითი ანაერობები
ნდ
ნდ
ნდ
გრამდადებითი ანაერობები
(Clostridium difficile-ს გარდა)
ნდ
ნდ
ნდ
ზღვრული მნიშვნელობები
მიუხედავად ბაქტერიების სახეობისა
≤ 2
≥ 4
ნდ
S - მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
R - რეზისტენტული მიკროორგანიზმები.
ECOFF ( (epidemiological cut-off values)) არის მიკ -ის ეპიდემიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება მიკროორგანიზმების რეზისტენტობის მონიტორინგისთვის.
ნკდ - არ არის საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოცემული ტიპის მიკროორგანიზმები წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებისათვის შესაბამის სამიზნეს.
ნდ - ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონებისა და დროის მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გქონდეთ ინფორმაცია მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების შესაბამისი მკურნალობისთვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა ამ გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების რეზისტენტული შტამების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, იწვევს ეჭვს, სულ მცირე, ზოგიერთი ტიპის ინფექციისთვის მაინც, უნდა გაიაროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან. ზემოაღნიშნული ინფორმაცია იძლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ მიკროორგანიზმი იქნება მგრძნობიარე ნეტილმიცინის მიმართ.
ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენების კლინიკური ეფექტურობის პროგნოზირების მიზნით მიზანშეწონილია განისაზღვროს მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობები მიკროორგანიზმების მგრძნობიარე და რეზისტენტული შტამებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც ანტიბიოტიკი გამოიყენება ადგილობრივად ძალიან მაღალი კონცენტრაციით უშუალოდ ინფექციის კერაზე, მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობები არ არის ინფორმაციული. მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობა, რომლებიც მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით ანტიმიკრობული საშუალებების სისტემური გამოყენების დროს კლასიფიცირებულია როგორც რეზისტენტული, არის მგრძნობიარე ანტიმიკრობული საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამინოგლიკოზიდური ჯგუფის საშუალებების მიმართ რეზისტენტობის საერთო დონე სტაფილოკოკებში შეიძლება შეადგენდეს 50%-ზე მეტს.
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ნეტილმიცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმეტესი ნაწილის მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ იწვევენ თვალის ინფექციებს, და კანის საპროფიტულ მიკროფლორის მიმართ; ნეტილმიცინის მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრა 767 კლინიკურ იზოლატში (თვალის მიკროფლორის ნიმუშებში) საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში:
პათოგენური მიკროორგანიზმი
S
I
R
მიკ 50
(მკგ/მლ)
მიკ 90
(მკგ/მლ)
Staphylococcus aureus
252 (100%)
0 (0%)
0 (0%)
- 25
- 5
Staphylococcus aureus *
302 (96.5 % )
10 (3.2%)
1 (0.3%)
- 06
4
Staphylococcus epidermidis
216 (95.6%)
9 (4%)
1 (0.4%)
- 05
4
Streptococcus pneumoniae
-
-
-
4
8
Haemophilus influenzae
-
-
-
- 25
- 5
Pseudomonas aeruginosa
39 (100%)
0 (0%)
0 (0%)
4
4
S - მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
R - რეზისტენტული მიკროორგანიზმები.
I - მიკროორგანიზმები, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით.
- კოაგულაზა-უარყოფითი შტამები .
ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობა, მაგალითად, გენტამიცინის, ტობრამიცინისა და ნეტილმიცინის მიმართ, დაკავშირებულია ფერმენტების ადენილტრანსფერაზასა და აცეტილტრანსფერაზას სპეციფიკურ მოდიფიკაციებთან. ამისდამიუხედავად, ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის დონე იცვლება სხვადასხვა ფერმენტების მოდიფიკაციების არაერთნაირი სპეციფიურობის გამო. მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის ყველაზე გავრცელებულ მექანიზმს ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ წარმოადგენს ანტიბიოტიკის ინაქტივაცია ფერმენტებით, რომლებიც კოდირებულია პლაზმიდებითა და ტრანსპოზონებით.
დექსამეტაზონი
მოქმედების მექანიზმი
დექსამეტაზონი არის მაღალლაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), დექსამეტაზონის აქტივობა 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას. დექსამეტაზონის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც სხვა გკს-ების, უპირატესად დაკავშირებულია არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლების ინჰიბირებასთან, რომელიც წარმოადგენს ძირითადი ანთებითი მედიატორების წინამორბედს, ისეთების, როგორიცაა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები.
გკს-ის ეფექტურობა თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობაში საკმარისად დადასტურებულია.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალაქტიური ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს); სხვა გკს-სთან შედარებით, დექსამეტაზონს გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობა.
გკს-ის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვთა ენდოთელური უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების და ციტოკინების წარმოქმნის დათრგუნვით, რის შედეგადაც მცირდება ანთებითი მედიატორების წარმოქმნა და ირღვევა სისხლში მოცირკულირე ლეიკოციტების ადჰეზიის პროცესები სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე და ლეიკოციტების მიგრაცია თვალის ანთების მქონე ქსოვილებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნეტილმიცინი
შეწოვა
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნეტილმიცინს გააჩნია ოდნავ გამოხატული ლიპოფილური თვისებები, ამიტომ სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს თვალის წინა კამერაში.
განაწილება
ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ნეტილმიცინის კონცენტრაცია ცრემლსადენი სითხეში შეადგენს 256 მკგ/მლ 5 წუთის შემდეგ, 182 მკგ/მლ 10 წუთის შემდეგ, 94 მკგ/მლ 20 წუთის შემდეგ და 27 მკგ/მლ 60 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
ადგილობრივი გამოყენებისას ნეტილმიცინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში.
გამოყოფა
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნეტილმიცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით უცვლელი სახით.
დექსამეტაზონი
შეწოვა
კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთების შემდეგ თვალის ქსოვილებში მიიღწევა დექსამეტაზონის თერაპიული კონცენტრაციები. სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია რქოვანასა და თვალშიდა სითხეში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმიდან დექსამეტაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.
განაწილება
ნეტილმიცინთან კომბინაციაში თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას დექსამეტაზონი უმნიშვნელოდ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.
ნეტილმიცინთან ერთად ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით (თითოეულ თვალში 1 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში) ზედიზედ 2 დღის განმავლობაში, დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბოლო ინსტილაციის შემდეგ მერყეობდა 220-888 პგ/მლ ფარგლებში (საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 555±217 პგ/მლ).
მეტაბოლიზმი
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის თვალში ინსტილაციის შემდეგ იგი განიცდის ჰიდროლიზს ცრემლსადენი ფირის ფერმენტებისა და რქოვანას მონაწილეობით და ნაწილობრივ გარდაიქმნება ლიპოფილურ ფორმად (დექსამეტაზონის ალკოჰოლური წარმოებული).
გამოყოფა
დექსამეტაზონი ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად მეტაბოლიტების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ნეტილმედ პლიუსი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ნეტილმედ პლიუსი, Netilmed Plus
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
ნეტილმიცინი + დექსამეტაზონი
Netilmicin + Dexamethasone
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ნეტილმიცინი (ნეტილმიცინის სულფატის სახით) 3 მგ, დექსამეტაზონი (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები.
აღწერა: მომწვანო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
გამოყენების ჩვენებები
თვალის წინა ნაწილების ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის ოპერაციული ჩარევის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ოფიციალური სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ზრდასრულები (ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით)
ნეტილმედ პლიუსი 1 წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღე-ღამეში ან ექიმის დანიშნულებით.
სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბციის შეზღუდვის მიზნით რეკომენდებულია ცხვირის სადინრის ოკლუზია (დააწექით თითით საცრემლე პარკს თვალის შიდა კუთხეში) ან დახუჭეთ ქუთუთოები 2 წუთის განმავლობაში. ამის შედეგად მცირდება სისტემური არაასურველი რეაქციების განვითარების რისკი და იზრდება ადგილობრივი აქტივობა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის (მონაცემები არ არის). ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს არის უკიდურესად აუცილებელი და გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების წესი
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა ჩაისვას პრეპარატის გამოყენებიდან შემდეგ, არაუადრეს 15 წუთისა.
პრეპარატის სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
ფლაკონის შიგთავსისა და საწვეთურის მიკროორგანიზმებით კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მოერიდოთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში თვალის წვეთები შეიძლება დაბინძურდეს მიკროორგანიზმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები და მძიმე დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ, მათ შორის მხედველობის დაკარგვა.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის გამოყენებამდე შეამოწმეთ ფლაკონი აქვს თუ არა დაზიანებები.
- ხელები კარგად დაიბანეთ და მოხერხებულად დაჯექით.
- მოაცილეთ ფლაკონს დამცავი რგოლი და მოხსენით თავსახური ფლაკონს.
- დახარეთ თავი უკან.
- ფრთხილად ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
- გადააბრუნეთ ფლაკონი თავდაყირა და მიიტანეთ საწვეთურის წვერი თვალთან (არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით).
- ფრთხილად მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი თვალში, შემდეგ გაუშვით ხელი ქვედა ქუთუთოს.
- დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ თითი თვალის შიდა კუთხეში არსებულ ცრემლსადენ პარკს (ცრემლის სადინარების ოკლუზია) 2 წუთის განმავლობაში.
- გაიმეორეთ ზემოთ აღნიშნული პროცედურა მეორე თვალისთვის (საჭიროების შემთხვევაში).
- დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდ (გკს) დექსამეტაზონს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილი დაავადებების მქონე პაციენტებში:
- თვალშიდა ჰიპერტენზია;
- ჰერპესული კერატიტი ან თვალის სხვა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ვირუსით Herpes simplex;
- რქოვანას და კონიუნქტივის ვირუსული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი ინფექციები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ნეტილმედ პლიუსი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში; პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული შიგნით ან შეყვანილი თვალის წინა კამერაში.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 15 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია პაციენტების თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალშიდა ჰიპერტენზია/გლაუკომა მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანებით, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით და მხედველობის ველის დეფექტების განვითარებით.
გკს-ის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი:
- უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება;
- ჭრილობის შეხორცების პროცესის შენელება;
- იმუნიტეტის დაქვეითება და თვალის მეორადი ინფექციების განვითარების რისკის გაზრდა, კერძოდ, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების.
გკს-ს შეუძლია შენიღბოს ან დაამძიმოს ინფექციის სიმპტომები იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი გამოიყენება თვალის ჩირქოვანი დაავადებების დროს. თვალის დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს რქოვანას და სკლერის გათხელება, გკს-ს ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ან სკლერის პერფორაცია.
ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების ადგილობრივად გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს.
ნეტილმედ პლიუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გლაუკომით, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს დექსამეტაზონს.
კუშინგის სინდრომი და/ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია დექსამეტაზონის სისხლის სისტემურ მიმოქცევაში შეღწევასთან ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს მიდრეკილების მქონე პაციენტებში, მათ შორის ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას CYP3A4-ის ინჰიბიტორებით (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში თერაპია უნდა შეწყდეს, სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობით შემცირების გზით.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს ფოსფატებს, ამიტომ მისი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ნალექი რქოვანაში ან რქოვანას დაბინდვა. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში და იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები იტარებენ მკურნალობას ფოსფატების შემცველი სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან ვითარდება გაღიზიანების ნიშნები თვალის ორგანოს მხრივ ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
მხედველობის დარღვევა
არსებობს ცნობები მხედველობის დარღვევის განვითარების შესახებ გკს-ის ადგილობრივი და სისტემური გამოყენების დროს. მხედველობის სიმახვილის ან სხვა მხედველობითი დარღვევების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს, რათა დადგინდეს შესაძლო მიზეზები, კატარაქტას, გლაუკომას ან ისეთი იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა წარმოქმნის შესახებ შემოსულია შეტყობინებები გკს-ს სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.
დამხმარე ნივთიერებები
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (პრეპარატი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს 1 მლ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სინდრომის ან ცრემლსადენი ფენისა და რქოვანას დარღვევების განვითარება, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიური წყლულოვანი კერატოპათია.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება იქნას აბსორბირებული რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ჩაწვეთების შემდეგ მათ ჩასმამდე დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
„მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას შესაძლო დაზიანების მქონე პაციენტებში ნეტილმედ პლიუსი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
პრეპარატის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტების გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.
აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას რეგულარული მონიტორინგი პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ რქოვანას დეფექტები.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის შეგრძნების ან თვალებში ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს 1,1443 მგ ფოსფატებს 1 მლ-ზე.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული აქტიური ნივთიერების შესახებ.
ნეტილმიცინი
თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენების დროს ნეტილმიცინის მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
ნეტილმიცინის კომბინირებული გამოყენებისას, მათ შორის ადგილობრივი გამოყენებისას (განსაკუთრებით ინტრაკავიტარულად შეყვანისას), სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ და ოტოტოქსიურ ანტიბიოტიკებთან ერთად, ნეფროტოქსიური და ოტოტოქსიური ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს. არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი ამინოგლიკოზიდის ნეფროტოქსიურობის რისკი იზრდება, როდესაც ისინი გამოიყენება ერთდროულად ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან, ისეთებთან, როგორიცაა ცისპლატინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, სტრეპტომიცინი, ვანკომიცინი, სხვა ამინოგლიკოზიდებთან და ზოგიერთ ცეფალოსპორინებთან (ცეფალორიდინი) ან ძლიერი დიურეზულებთან, მაგალითად ეთაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, ამ უკანასკნელების თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედების გამო. ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად ან ერთდროულად ზემოაღნიშნულ მედიკამენტებთან.
კვლევაში in vitro დადგენილია, რომ ამინოგლიკოზიდებისა და β-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფის სამკურნალო საშუალებების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოხდეს მათი მნიშვნელოვნად ურთიერთინაქტივირება. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ზოგიერთ პაციენტში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების და პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას (შეყვანის სხვადასხვა გზა) აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაჩვენებლების შემცირება.
დექსამეტაზონი
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დახურულკუთხოვანი მწვავე გლაუკომის წარმოქმნისადმი, თვალშიდა წნევის მომატების რისკი, რომელიც დაკავშირებულია გკს-ის ხანგრძლივ გამოყენებასთან, იზრდება ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით ატროპინის და მასთან მონათესავე ნაერთების, ერთდროული გამოყენებისას.
CYP3A4 ინჰიბიტორებთან (რიტონავირის და კობიცისტატის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას დექსამეტაზონის კლირენსი შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი მოქმედების გაძლიერება და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა/კუშინგის სინდრომი. ასეთი კომბინაციები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის სარგებელი აღემატება გკს-ის სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს; ასეთ სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, რათა იქნას გამოვლენილი გკს-ის სისტემური არასასურველი რეაქციები.
პრეპარატის გამოყენებისას რქოვანას დეპოზიტების წარმოქმნის ან რქოვანას დაბინდვის რისკი იზრდება რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ფოსფატების შემცველი სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებებით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ დექსამეტაზონს გააჩნია ტერატოგენული პოტენციალი. ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
არ არის საკმარისი მონაცემები დექსამეტაზონის ან ნეტილმიცინის, ან მათი მეტაბოლიტების დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, როდესაც პრეპარატი ადგილობრივად გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
არ შეიძლება იყოს გამორიცხული რისკი ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე.
ნეტილმედ პლიუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების დროს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება მოხდეს მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა, მსგავს სიტუაციებში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ მანქანებისა და მექანიზმების მართვისგან ვიდრე სრულად არ აღდგება მკაფიო მხედველობა.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - თვალშიდა წნევის მომატება (15-20 დღის შემდეგ პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას გლაუკომის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ამ დაავადების წარმოქმნისადმი), უკანა სუბკაფსულური კატარაქტის განვითარება, ვირუს Herpes simplex-ით გამოწვეული ინფექციების სიმპტომების განვითარება ან გამწვავება, ან სოკოვანი ინფექციების განვითარება და გამწვავება, ჭრილობების შეხორცების შენელება, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, კონიუნქტივის ჰიპერემიის ჩათვლით, წვა, ქავილი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.
შემოვიდა შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ ფოსფატის შემცველობის მქონე თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტთან რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
ინფორმაცია პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ შემოსულა.
ფლაკონის შიგთავსის (5 მგ დექსამეტაზონის) შემთხვევით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები; მსგავს სიტუაციებში დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი პრეპარატები. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში. კორტიკოსტეროიდები ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: S01CA01.
ნეტილმედ პლიუსი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ნეტილმიცინს (აქვს ანტიმიკრობული ეფექტი) და დექსამეტაზონს (აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი).
ნეტილმიცინი
მოქმედების მექანიზმი
ნეტილმიცინი წარმოადგენს მაღალაქტიურ ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. ნეტილმიცინს გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება, სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული უჯრედის ცილის სინთეზის პროცესის დარღვევასთან რიბოსომების 30S-სუბერთეულის დონეზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ნეტილმიცინისთვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის (2012):
პათოგენური მიკროორგანიზმი
მიკ-ის (მგ/ლ) კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები
S
R
ECOFFs
Enterobacteriaceae
≤ 2
≥ 4
2
Pseudomonas
≤ 4
≥ 4
4
Acinetobacter
≤ 4
≥ 4
ნდ
Staphylococcus
≤ 1
≥ 1
1
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები
≤ 1
≥ 1
ნდ
Enterococcus
ნკდ
ნკდ
ნდ
Streptococcus spp. ( ჯგუფები A, B, C, G)
ნდ
ნდ
ნდ
Streptococcus pneumoniae
ნდ
ნდ
ნდ
Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები
ნდ
ნდ
ნდ
Haemophilus influenzae
ნკდ
ნკდ
ნდ
Moraxella catarrhalis
ნკდ
ნკდ
ნდ
Neisseria goporrhoeae
ნდ
ნდ
ნდ
Neisseria meningitidis
ნდ
ნდ
ნდ
გრამუარყოფითი ანაერობები
ნდ
ნდ
ნდ
გრამდადებითი ანაერობები
(Clostridium difficile-ს გარდა)
ნდ
ნდ
ნდ
ზღვრული მნიშვნელობები
მიუხედავად ბაქტერიების სახეობისა
≤ 2
≥ 4
ნდ
S - მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
R - რეზისტენტული მიკროორგანიზმები.
ECOFF ( (epidemiological cut-off values)) არის მიკ -ის ეპიდემიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება მიკროორგანიზმების რეზისტენტობის მონიტორინგისთვის.
ნკდ - არ არის საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოცემული ტიპის მიკროორგანიზმები წარმოადგენენ სამკურნალო საშუალებისათვის შესაბამის სამიზნეს.
ნდ - ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონებისა და დროის მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გქონდეთ ინფორმაცია მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების შესაბამისი მკურნალობისთვის. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა ამ გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების რეზისტენტული შტამების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, იწვევს ეჭვს, სულ მცირე, ზოგიერთი ტიპის ინფექციისთვის მაინც, უნდა გაიაროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან. ზემოაღნიშნული ინფორმაცია იძლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ მიკროორგანიზმი იქნება მგრძნობიარე ნეტილმიცინის მიმართ.
ანტიბიოტიკების სისტემური გამოყენების კლინიკური ეფექტურობის პროგნოზირების მიზნით მიზანშეწონილია განისაზღვროს მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობები მიკროორგანიზმების მგრძნობიარე და რეზისტენტული შტამებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც ანტიბიოტიკი გამოიყენება ადგილობრივად ძალიან მაღალი კონცენტრაციით უშუალოდ ინფექციის კერაზე, მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობები არ არის ინფორმაციული. მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობა, რომლებიც მიკ-ის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით ანტიმიკრობული საშუალებების სისტემური გამოყენების დროს კლასიფიცირებულია როგორც რეზისტენტული, არის მგრძნობიარე ანტიმიკრობული საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამინოგლიკოზიდური ჯგუფის საშუალებების მიმართ რეზისტენტობის საერთო დონე სტაფილოკოკებში შეიძლება შეადგენდეს 50%-ზე მეტს.
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ნეტილმიცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმეტესი ნაწილის მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ იწვევენ თვალის ინფექციებს, და კანის საპროფიტულ მიკროფლორის მიმართ; ნეტილმიცინის მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრა 767 კლინიკურ იზოლატში (თვალის მიკროფლორის ნიმუშებში) საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში:
პათოგენური მიკროორგანიზმი
S
I
R
მიკ 50
(მკგ/მლ)
მიკ 90
(მკგ/მლ)
Staphylococcus aureus
252 (100%)
0 (0%)
0 (0%)
- 25
- 5
Staphylococcus aureus *
302 (96.5 % )
10 (3.2%)
1 (0.3%)
- 06
4
Staphylococcus epidermidis
216 (95.6%)
9 (4%)
1 (0.4%)
- 05
4
Streptococcus pneumoniae
-
-
-
4
8
Haemophilus influenzae
-
-
-
- 25
- 5
Pseudomonas aeruginosa
39 (100%)
0 (0%)
0 (0%)
4
4
S - მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
R - რეზისტენტული მიკროორგანიზმები.
I - მიკროორგანიზმები, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით.
- კოაგულაზა-უარყოფითი შტამები .
ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობა, მაგალითად, გენტამიცინის, ტობრამიცინისა და ნეტილმიცინის მიმართ, დაკავშირებულია ფერმენტების ადენილტრანსფერაზასა და აცეტილტრანსფერაზას სპეციფიკურ მოდიფიკაციებთან. ამისდამიუხედავად, ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის დონე იცვლება სხვადასხვა ფერმენტების მოდიფიკაციების არაერთნაირი სპეციფიურობის გამო. მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის ყველაზე გავრცელებულ მექანიზმს ამინოგლიკოზიდური ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მიმართ წარმოადგენს ანტიბიოტიკის ინაქტივაცია ფერმენტებით, რომლებიც კოდირებულია პლაზმიდებითა და ტრანსპოზონებით.
დექსამეტაზონი
მოქმედების მექანიზმი
დექსამეტაზონი არის მაღალლაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), დექსამეტაზონის აქტივობა 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას. დექსამეტაზონის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც სხვა გკს-ების, უპირატესად დაკავშირებულია არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლების ინჰიბირებასთან, რომელიც წარმოადგენს ძირითადი ანთებითი მედიატორების წინამორბედს, ისეთების, როგორიცაა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები.
გკს-ის ეფექტურობა თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობაში საკმარისად დადასტურებულია.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალაქტიური ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს); სხვა გკს-სთან შედარებით, დექსამეტაზონს გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობა.
გკს-ის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვთა ენდოთელური უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების და ციტოკინების წარმოქმნის დათრგუნვით, რის შედეგადაც მცირდება ანთებითი მედიატორების წარმოქმნა და ირღვევა სისხლში მოცირკულირე ლეიკოციტების ადჰეზიის პროცესები სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე და ლეიკოციტების მიგრაცია თვალის ანთების მქონე ქსოვილებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნეტილმიცინი
შეწოვა
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნეტილმიცინს გააჩნია ოდნავ გამოხატული ლიპოფილური თვისებები, ამიტომ სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს თვალის წინა კამერაში.
განაწილება
ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ნეტილმიცინის კონცენტრაცია ცრემლსადენი სითხეში შეადგენს 256 მკგ/მლ 5 წუთის შემდეგ, 182 მკგ/მლ 10 წუთის შემდეგ, 94 მკგ/მლ 20 წუთის შემდეგ და 27 მკგ/მლ 60 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
ადგილობრივი გამოყენებისას ნეტილმიცინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში.
გამოყოფა
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნეტილმიცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად თირკმელებით უცვლელი სახით.
დექსამეტაზონი
შეწოვა
კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთების შემდეგ თვალის ქსოვილებში მიიღწევა დექსამეტაზონის თერაპიული კონცენტრაციები. სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია რქოვანასა და თვალშიდა სითხეში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. სისხლის პლაზმიდან დექსამეტაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.
განაწილება
ნეტილმიცინთან კომბინაციაში თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას დექსამეტაზონი უმნიშვნელოდ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.
ნეტილმიცინთან ერთად ადგილობრივი გამოყენებისას თვალის წვეთების სახით (თითოეულ თვალში 1 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში) ზედიზედ 2 დღის განმავლობაში, დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბოლო ინსტილაციის შემდეგ მერყეობდა 220-888 პგ/მლ ფარგლებში (საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 555±217 პგ/მლ).
მეტაბოლიზმი
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის თვალში ინსტილაციის შემდეგ იგი განიცდის ჰიდროლიზს ცრემლსადენი ფირის ფერმენტებისა და რქოვანას მონაწილეობით და ნაწილობრივ გარდაიქმნება ლიპოფილურ ფორმად (დექსამეტაზონის ალკოჰოლური წარმოებული).
გამოყოფა
დექსამეტაზონი ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად მეტაბოლიტების სახით.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 28 დღის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის წვეთების 5 მლ თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


