პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ნელადექსი-NS

Neladex-NS

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები: - მწვავე და ქრონიკული რინიტი; - მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი; - სინუსიტი.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(6500ს.ე.+10000ს.ე.+0.25მგ+2.5მგ)/მლ 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი ყვითელი ფერის მინის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
ATC კოდი
R01AD53
რეგისტრაციის ნომერი
რ-042540
რეგისტრირებულია
19 დეკემბერი 2024, მოქმედებს 19 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანელადექსი-NS და სხვა წამალი ერთად

ნელადექსი-NS — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

  • მწვავე და ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
  • სინუსიტი.

მიღების წესი და დოზირება

ნელადექსი-NS სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

2,5-18 წლის ასაკის ბავშვები 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მოზრდილებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე;
  • მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმლის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ალბუმინურია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი არ გამოიყენება პარანაზალური სინუსების გამოსარეცხად.

ნელადექსი-NS სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებით, ჰიპერთირეოზით.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება აჩვენოს დადებით შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის დროს.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. თვალებში ან სხვა ლორწოვან გარსებზე პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში გამფრქვევით ზევით.

გამოყენებამდე გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ.

არ არის რეკომენდებული ერთი და იგივე ფლაკონის გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (2 კვირაზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქსია და მედიკამენტური რინიტი, ასევე სისტემური ვაზოკონსტრიქციული ეფექტის განვითარება.

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური ეფექტები.

ნაზალური სპრეი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული (შესაძლოა დაგვიანებული) რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მედიკამენტური ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების (მათ შორის მეთილდოფას, მეკამილამინის, გუანადრელის, გუანეთიდინის) ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ ასეთი კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა ვაზოკონსტრიქტორებთან, ასევე ანტიდეპრესანტებთან (მაო-ს ინჰიბიტორებთან), β-ბლოკატორებთან და მეთილდოფასთან; შეიძლება აღინიშნოს ჰიპერტონიული კრიზი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნედალექსი-NS უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის და ისეთი სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორული რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება; იშვიათად - გამოვლინებები კანის მხრივ, ბრონქოსპაზმი, თავის ტკივილი.

უჩვეულო რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინის B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ნაზალური სპრეის 15 მლ თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის მინის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53

ნელადექსი-NS წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ანტიბიოტიკების ნეომიცინის და პოლიმიქსინი B-ს ანტიმიკრობული მოქმედებით და ფენილეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედებით. აღნიშნული ანტიბიოტიკების კომბინირებული გამოყენება ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს უმრავლეს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ნეომიცინი

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Corynebacterium, Listeria monocytogenes; MSSA*;

გრამუარყოფითი: Acinetobacter (კერძოდ Acinetobacter baumanii), Branhamella catarrhalis, Campylobacter, Chrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Klebsiella, Morganella morganii, Proteus mirabils, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Salmonella, Serratia, Shigella, Yersinia.

ნაწილობრივ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითი: Pasteurella.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Enterococci, Nocardia asteroides, MRSA**, Streptococcus;

გრამუარყოფითი: Alcaligenes denitrificans, Burkholderia, Flavobacterium sp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia;

ანაერობული: ობლიგატური ანაერობული მიკროორგანიზმები;

სხვა: Chlamydia, Mycoplasma, Rickettsiae.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისათვის დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით პოლიმიქსინ B-სთან კომბინაციაში.
  • *მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის დონე შეადგენს ზოგადად ყველა სტაფილოკოკის დაახლოებით 30-50%-ს და ყველაზე გავრცელებულია სტაციონარის პირობებში.

შენიშვნა:

ეს სპექტრი შეესაბამება ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების სისტემურ გამოყენებას. ადგილობრივი გამოყენებისას ლოკალურად შექმნილი კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. მონაცემები პრეპარატის კინეტიკის შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ფიზიკურ-ქიმიურ პირობების, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე, in situ პრეპარატის სტაბილურობის შესახებ შეზღუდულია.

პოლიმიქსინი B

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითი: Acinetobacter, Aeromonas, Alcaligenes, Citrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter, Escherichia coli, Klebsiella, Moraxella, Pseudomonas aeruginosa*, Salmonella, Shigella, Stenotrophomonas maltophilia.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Cocci და bacilli;

გრამუარყოფითი: Branhamella catarrhalis, Brucella, Burkholderia cepacia, Burkholderia pseudomallei, Campylobacter, Chryseobacterium meningosepticum, Legionella, Morganella, Neisseria, Proteus, Providencia, Serratia, Vibrio cholera El Tor;

ანაერობული: Cocci და bacilli;

სხვა: Mycobacteria.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისთვის დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით ნეომიცინთან კომბინაციაში.

შენიშვნა:

ეს სპექტრი შეესაბამება პოლიპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების სისტემურ გამოყენებას. ადგილობრივი გამოყენებისას ლოკალურად შექმნილი კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. მონაცემები პრეპარატის კინეტიკის შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ფიზიკურ-ქიმიურ პირობების, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე, in situ პრეპარატის სტაბილურობის შესახებ შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დაუზიანებელი ლორწოვანი გარსიდან პრეპარატის შეწოვა სისტემურ მიმოქცევაში პრაქტიკულად არ ხდება. მისი შეწოვა იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ნელადექსი-NS

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ნელადექსი-NS, Neladex-NS

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ნეომიცინი + პოლიმიქსინი B + დექსამეტაზონი + ფენილეფრინი

Neomycin + Polymyxin В + Dexamethasone + Phenylephrine

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინის B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

  • მწვავე და ქრონიკული რინიტი;
  • მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
  • სინუსიტი.

გამოყენების წესი და დოზირება

ნელადექსი-NS სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

2,5-18 წლის ასაკის ბავშვები 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მოზრდილებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე;
  • მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება;
  • ვირუსული დაავადებები;
  • თირკმლის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ალბუმინურია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატი არ გამოიყენება პარანაზალური სინუსების გამოსარეცხად.

ნელადექსი-NS სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებით, ჰიპერთირეოზით.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შეიძლება აჩვენოს დადებით შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის დროს.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. თვალებში ან სხვა ლორწოვან გარსებზე პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში გამფრქვევით ზევით.

გამოყენებამდე გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ.

არ არის რეკომენდებული ერთი და იგივე ფლაკონის გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (2 კვირაზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქსია და მედიკამენტური რინიტი, ასევე სისტემური ვაზოკონსტრიქციული ეფექტის განვითარება.

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური ეფექტები.

ნაზალური სპრეი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული (შესაძლოა დაგვიანებული) რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მედიკამენტური ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების (მათ შორის მეთილდოფას, მეკამილამინის, გუანადრელის, გუანეთიდინის) ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ ასეთი კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა ვაზოკონსტრიქტორებთან, ასევე ანტიდეპრესანტებთან (მაო-ს ინჰიბიტორებთან), β-ბლოკატორებთან და მეთილდოფასთან; შეიძლება აღინიშნოს ჰიპერტონიული კრიზი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ნედალექსი-NS უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის და ისეთი სამუშაოს შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორული რეაქციებს.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება; იშვიათად - გამოვლინებები კანის მხრივ, ბრონქოსპაზმი, თავის ტკივილი.

უჩვეულო რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53

ნელადექსი-NS წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ანტიბიოტიკების ნეომიცინის და პოლიმიქსინი B-ს ანტიმიკრობული მოქმედებით და ფენილეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედებით. აღნიშნული ანტიბიოტიკების კომბინირებული გამოყენება ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს უმრავლეს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ნეომიცინი

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Corynebacterium, Listeria monocytogenes; MSSA*;

გრამუარყოფითი: Acinetobacter (კერძოდ Acinetobacter baumanii), Branhamella catarrhalis, Campylobacter, Chrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Klebsiella, Morganella morganii, Proteus mirabils, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Salmonella, Serratia, Shigella, Yersinia.

ნაწილობრივ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითი: Pasteurella.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Enterococci, Nocardia asteroides, MRSA**, Streptococcus;

გრამუარყოფითი: Alcaligenes denitrificans, Burkholderia, Flavobacterium sp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia;

ანაერობული: ობლიგატური ანაერობული მიკროორგანიზმები;

სხვა: Chlamydia, Mycoplasma, Rickettsiae.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისათვის დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით პოლიმიქსინ B-სთან კომბინაციაში.
  • *მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობის დონე შეადგენს ზოგადად ყველა სტაფილოკოკის დაახლოებით 30-50%-ს და ყველაზე გავრცელებულია სტაციონარის პირობებში.

შენიშვნა:

ეს სპექტრი შეესაბამება ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების სისტემურ გამოყენებას. ადგილობრივი გამოყენებისას ლოკალურად შექმნილი კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. მონაცემები პრეპარატის კინეტიკის შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ფიზიკურ-ქიმიურ პირობების, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე, in situ პრეპარატის სტაბილურობის შესახებ შეზღუდულია.

პოლიმიქსინი B

მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:

გრამუარყოფითი: Acinetobacter, Aeromonas, Alcaligenes, Citrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter, Escherichia coli, Klebsiella, Moraxella, Pseudomonas aeruginosa*, Salmonella, Shigella, Stenotrophomonas maltophilia.

რეზისტენტული მიკროორგანიზმები:

გრამდადებითი: Cocci და bacilli;

გრამუარყოფითი: Branhamella catarrhalis, Brucella, Burkholderia cepacia, Burkholderia pseudomallei, Campylobacter, Chryseobacterium meningosepticum, Legionella, Morganella, Neisseria, Proteus, Providencia, Serratia, Vibrio cholera El Tor;

ანაერობული: Cocci და bacilli;

სხვა: Mycobacteria.

  • კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისთვის დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით ნეომიცინთან კომბინაციაში.

შენიშვნა:

ეს სპექტრი შეესაბამება პოლიპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების სისტემურ გამოყენებას. ადგილობრივი გამოყენებისას ლოკალურად შექმნილი კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. მონაცემები პრეპარატის კინეტიკის შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ფიზიკურ-ქიმიურ პირობების, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ანტიბიოტიკების ეფექტურობაზე, in situ პრეპარატის სტაბილურობის შესახებ შეზღუდულია.

ფარმაკოკინეტიკა

დაუზიანებელი ლორწოვანი გარსიდან პრეპარატის შეწოვა სისტემურ მიმოქცევაში პრაქტიკულად არ ხდება. მისი შეწოვა იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ნაზალური სპრეის 15 მლ თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის მინის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩობს გ.ო. ფაშა მეჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY

(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა