პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ნაროპინი

NAROPIN®

რეცეპტით10მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ანესთეზია ქირურგიული ჩარევისას: - ეპიდურული ბლოკადა ქირურგიული ჩარევისას, საკეისრო კვეთის ჩათვლით; - მსხვილი ნერვების და ნერვული წნულების ბლოკადა; - ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
როპივაკაინის (ropivacaine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 10მლ საინექციო ხსნარი პოლიპროპილენის ამპულა №5 (5X1)
მწარმოებელი
Aspen Notre Dame De Bondeville, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-042929
რეგისტრირებულია
11 მარტი 2025, მოქმედებს 11 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
CRATIA LTD (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანაროპინი და სხვა წამალი ერთად

ნაროპინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანესთეზია ქირურგიული ჩარევისას:

  • ეპიდურული ბლოკადა ქირურგიული ჩარევისას, საკეისრო კვეთის ჩათვლით;
  • მსხვილი ნერვების და ნერვული წნულების ბლოკადა;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია.

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება:

  • გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ან პერიოდული ნაკადით შეყვანა, მაგალითად ოპერაციის შემდგომი ტკივილის ან სამშობიარო ტკივილის მოხსნისთვის;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია;
  • პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადა;
  • სახსარში ინექცია

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება პედიატრიაში:

  • კაუდალური ეპიდურული ბლოკადა ახალშობილებში და 12 წლამდე (ჩათვლით) ასაკის ბავშვებში;
  • გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ახალშობილებში და 12 წლამდე (ჩათვლით) ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ნაროპინი® 10 მგ/მლ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ ან მათი მეთვალყურეობით.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

საერთო ჯამში ქირურგიული ჩარევის დროს ანესთეზიისთვის საჭიროა უფრო მაღალი დოზები და პრეპარატის უფრო კონცენტირებული ხსნარები, ვიდრე საანესთეზიო საშუალების ტკივილგამაყუჩებელი მიზნით გამოყენებისას. საანესთეზიო საშუალების გამოყენებისას ტკივილის გაყუჩების მიზნით რეკომენდებული დოზაა 2მგ/მლ, სახსარში შეყვანისთვის რეკომენდებული დოზაა 7,5მგ/მლ.

1 ცხრილში მითითებული დოზები საკმარისად ითვლება საიმედო ბლოკადის მიღწევისთვის და წარმოადგენს საორიენტაციო მასალას მოზრდილებში პრეპარატის გამოყენებისას რადგან არსებობს ბლოკადის განვითარების და მისი ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაბელობა.

1 ცხრილის მონაცემები საორიენტაციო სახელმძღვანელოა პრეპარატის დოზირებისთვის ყველაზე ხშირი ბლოკადების დროს. პრეპარატის დოზის შერჩევისას უნდა დაეყრდნონ კლინიკურ გამოცდილებას და პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას.

ცხრილი 1. პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ დოზირების რეკომენდაციები მოზრდილებისთვის

პრეპარატის კონცენტრაცია (მგ/მლ)

ხსნარის მოცულობა (მლ)

დოზა (მგ)

მოქმედების დასაწყისი (წთ)

მოქმედების ხანგრძლივობა (სთ)

ანესთეზია ქირურგიული ჩარევისას:

ეპიდურული ანესთეზია წელის დონეზე

ქირურგიული ჩარევა

7,5

15-25

113 - 188

10 - 20

3 – 5

10,0

15-20

150 – 200

10 - 20

4 – 6

საკეისრო კვეთა

7,5

15-20

113 – 150

10 - 20

3 – 5

ეპიდურული ანესთეზია გულმკერდის დონეზე

ოპერაციის შემდგომი ტკივილგამაყუჩებელი ბლოკადა და ქირურგიული ჩარევა

7,5

5-15

38 - 113

10 - 20

-

მსხვილი ნერვული წნულების ბლოკადა:

მაგალითად, მხრის წნულის ბლოკადა

7,5

10 – 40

75 - 300*

10 - 25

6 – 10

გამტარებლობითი

და ინფილტრაციული ანესთეზია

7,5

1 – 30

7,5 - 225

1 - 15

2 - 6

ტკივილის მწვავე სინდრომის კუპირება:

ეპიდურული შეყვანა წელის დონეზე:

ნაკადით

2,0

10 - 20

20 - 40

10 - 15

0,5 - 1,5

პერიოდული შეყვანა

(მაგალითად მშობიარობის გაუტკივარებისას)

2,0

10 - 15

(მინიმალური ინტერვალი 30 წთ)

20 - 30

გახანგრძლივებული

ინფუზია:

  • მშობიარობის გაუტკივარებისთვის

2,0

6 - 10 მლ/სთ

12 - 20 მგ/სთ

-

-

  • ოპერაციის

შემდგომი გაუტკიცარებისთვის

2,0

6 - 14 მლ/სთ

12 - 28 მგ/სთ

-

-

პერიფერიული ნერვების ბლოკადა

მაგალითად ბარძაყის ნერვის ბლოკადა ან კიბისებრკუნთსშორისი ბლოკადა

(გახანგრძლივებული ინფუზია ან განმეორებითი ინექციები)

2,0

5 - 10 მლ/სთ

10 - 20 მგ/სთ

-

-

ეპიდურული შეყვანა გულმკერდის დონეზე:

გახანგრძლივებული ინფუზია

(მაგალითად ოპერაციისშემდგომი გაუტკივარებისთვის)

2,0

6 - 14 მლ/სთ

12 - 28 მგ/სთ

-

-

გამტარებლობითი

ბლოკადა და ინფილტრაციული

ანესთეზია

2,0

1 - 100

2 - 200

1 - 5

2 - 6

სახსარშიდა შეყვანა

მუხლის სახსრის ართროსკოპია **

7,5

20

150***

-

2-6

  • მსხვილი ნერვული წნულების ბლოკადისთვის დოზა უნდა შეირჩეს შეყვანის ადგილის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მხრის წნულის ბლოკადას კიბისებრშორისი და ლავიწზედა მიდგომით შეიძლება ახლდეს სერიოზული გვერდითი რეაქციები ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიუხედავად.
  • * სახსარში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გახანგრძლივებული ინფუზიის შემთხვევაში აღწერილია ქონდროლიზის შემთხვევები. ნაროპინი® 10 მგ/მლ არ უნდა გამოიყენონ გახანგრძლივებული სახსარშიდა ინფუზიისთვის.
  • **თუ ნაროპინი® 10 მგ/მლ დამატებით გამოიყენებოდა ანესთეზიის სხვა სახეობისთვის, მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 225 მგ-ს.

ცალკეული ბლოკადების შესრულების მეთოდზე მოქმედი ფაქტორების და პაციენტთა კონკრეტული ჯგუფებისთვის საჭირო მოთხოვნილებების გასაცნობად უნდა გამოიყენონ სტანდარტული სახელმძღვანელოები.

საანესთეზიო საშუალების სისხლძარღვში მოხვედრის პრევენციისთვის პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ასპირაციული სინჯი. თუ სავარაუდოა პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენება, რეკომენდებულია ლიდოკაინის სასინჯი 3-5მლ დოზის შეყვანა ეპინეფრინთან ერთად. სისხლძარღვში შემთხვევით მოხვედრისას ვითარდება გულის შეკუმშვათა სიხშირის დროებითი ზრდა, ინტრათეკალური შეყვანისას-სპინალური ბლოკის ნიშნები. ტოქსიური სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

პრეპარატ ნაროპინის® შეყვანამდე და შეყვანის დროს (რაც უნდა მოხდეს ნელა ან პრეპარატის შეყვანილი დოზების ზრდით 25-50 მგ/წთ სისწრაფით) აუცილებელია პაციენტის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლი და მასთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება.

პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ქირურგიული ჩარევისთვის ეპიდურული ბლოკადისთვის როპივაკაინის ერთჯერადი 250 მგ-ს შეყვანას.

ზოგიერთ პაციენტში მხრის წნულის ბლოკადის დროს პრეპარატ ნაროპინის® 40 მლ შეყვანისას 7,5 მგ/მლ მაქსიმალური კონცენტრაციით შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობის მსუბუქი სიმპტომები. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატ ნაროპინის® 40 მლ 7,5 მგ/მლ (300 მგ როპივაკაინის) –ზე მაღალი დოზის გამოყენება.

ხანგრძლივი ბლოკადისას გახანგრძლივებული ინფუზიის ან განმეორებითი ნაკადით შეყვანისას უნდა გაითვალისწინონ სისხლში საანესთეზიო საშუალების ტოქსიური კონცენტრაციის მიღწევის და ნერვის ადგილობრივი დაზიანების შესაძლებლობა. მოზრდილი პაციენტები კარგად იტანენ როპივაკაინის შეყვანას 24 საათის განმავლობაში 800 მგ-მდე დოზით (28 მგ/სთ 72 საათის განმავლობაში).

ოპერაციისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შემდეგი სქემა: თუ ოპერაციული ჩარევისას ჩადგმული არ იყო ეპიდურული კათეტერი, მისი ჩადგმის შემდეგ ეპიდურული ბლოკადა ხორციელდება პრეპარატ ნაროპინის® (7,5 მგ/მლ) ნაკადის ინექციით. ანალგეზია ნარჩუნდება პრეპარატ ნაროპინის® (2 მგ/მლ) ინფუზიით. უმრავლეს შემთხვევებში ზომიერი და გამოხატული ოპერაციის შემდგომი ტკივილის კუპირებისთვის 6-14 მლ/სთ (12-28 მგ/სთ) ინფუზია უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას მოძრაობის მინიმალური არაპროგრესირებადი ბლოკადით (მოცემული მეთოდის გამოყენებისას მნიშვნელოვნად დაქვეითდა ოპიოიდური ანალგეტიკების საჭიროება).

ოპერაციისშემდგომი გაუტკივარებისთვის ნაროპინის® (2 მგ/მლ) შეყვანა შესაძლებელია უწყვეტად ეპიდურული ინფუზიის სახით 72 საათის განმავლობაში ფენტანილის გარეშე ან მასთან კომბინაციაში (1-4 მკგ/მლ). პრეპარატ ნაროპინის® 2მგ/მლ გამოყენებისას (6-14 მლ/სთ) პაციენტების უმრავლესობაში უზრუნველყოფილი იყო ადექვატური გაუტკივარება. პრეპარატ ნაროპინის® და ფენტანილის კომბინაცია იწვევდა ტკივილის გაუმჯობესებას, ამასთან ახასიათებდა ნარკოტიკული ანალგეტიკების გვერდითი ეფექტები.

საკეისრო კვეთის დროს პრეპარატ ნაროპინის® 7,5 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით გამოყენება შესწავლილი არ არის.

ცხრილი 2. პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ დოზირების რეკომენდაციები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:

პრეპარატის კონცენტრაცია (მგ/მლ)

ხსნარის

მოცულობა (მლ)

დოზა (მგ/კგ)

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება (ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული):

კაუდალური ეპიდურული შეყვანა:

ThXII დონეზე დაბალი ბლოკადა 25კგ-მდე სხეულის წონის ბავშვებში

2,0

1

2

გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია 25კგ-მდე სხეულის წონის ბავშვებში

0-6 თვის ასაკი

ნაკადი*

2,0

0,5-1

1-2

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,1 მლ/კგ/სთ

0,2 მგ/კგ/სთ

6-12 თვის ასაკი

ნაკადი*

2,0

0,5-1

1-2

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,2 მლ/კგ/სთ

0,4 მგ/კგ/სთ

1-12 წლის ასაკი

ნაკადი**

2,0

1

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,2 მლ/კგ/სთ

0,4 მგ/კგ/სთ

  • შემოთავაზებული ინტერვალიდან მცირე დოზები რეკომენდებულია გულმკერდის მიდამოში ეპიდურული შეყვანისთვის, ხოლო მაღალი დოზები რეკომენდებულია ეპიდურული შეყვანისთვის წელის და კაუდალურ დონეზე.
  • * რეკომენდებულია წელის დონეზე ეპიდურული შეყვანისთვის. გულმკერდის დონეზე ეპიდურული ანალგეზიისთვის მიზანშეწონილია ნაკადის დოზის დაქვეითება.

მე-2 ცხრილში მითითებული დოზები წარმოადგენს სახელმძღვანელოს პრეპარატის პედიატრიაში გამოყენებისთვის. ამავე დროს არსებობს ბლოკადის განვითარების და მისი ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაბელობა.

ჭარბი წონის ბავშვებში ხშირად საჭიროა პრეპარატის დოზის თანდათან დაქვეითება; ამავე დროს უნდა იხელმძღვანელონ პაციენტის “იდეალური” სხეულის მასით. ცალკეული ბლოკადის შესრულების მეთოდებზე მოქმედი ფაქტორების და პაციენტების კონკრეტული ჯგუფებისთვის წაყენებული მოთხოვნების გასაცნობად უნდა გამოიყენონ სპეციალური სახელმძღვანელო. კაუდალურ დონეზე ეპიდურულად შესაყვანი ხსნარის მოცულობა და ეპიდურულად შესაყვანი ნაკადის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 25 მლ-ს ნებისმიერი პაციენტისთვის.

საანესთეზიო საშუალების სისხლძარღვში გაუთვალისწინებელი მოხვედრის პრევენციისთვის პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში საჭიროა ასპირაციული სინჯის ყურადღებით ჩატარება. პრეპარატის შეყვანის დროს აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების კონტროლი. ტოქსიური სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ოპერაციის შემდგომი კაუდალური ანესთეზიისთვის 2 მგ/მლ როპივაკაინის ერთჯერადი (2 მგ/კგ, განაწილების მოცულობა 1 მლ/კგ) შეყვანა უმრავლეს შემთხვევაში უზრუნველყოფს ადექვატურ გაუტკივარებას ThXII –ზე დაბალ დონეზე. 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები კარგად იტანენ 3 მგ/კგ-მდე დოზას. კაუდალურ დონეზე ეპიდურული ანესთეზიისთვის შეყვანილი ხსნარის მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სენსორული ბლოკის სხვადასხვა გავრცელების მიღწევისთვის, რაც აღწერილია სპეციალურ სახელმძღვანელოებში.

ანესთეზიის ტიპის მიუხედავად, რეკომენდებულია პრეპარატის გათვლილი დოზების ნაკადით შეყვანა.

შესწავლილი არ არის პრეპარატის 5 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით გამოყენება და ბაშვებში ინტრათეკალური შეყვანა. დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატ ნაროპინის® გამოყენება შესწავლილი არ არის.

ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენების შემდეგ კონტეინერში დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის ხსნარი უნდა განადგურდეს.

არ უნდა მოხდეს ხსნარის გაუხსნელი კონტეინერის ავტოკლავირება.

გაუხსნელი ბლისტერი უზრუნველყოფს კონტეინერის გარე ზედაპირის სტერილობას და უმჯობესია სტერილურ პირობებში გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამ ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

სიფრთხილით: დასუსტებული, ხანდაზმული ან პაციენტები მძიმე თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა გულის გამტარებლობის II და III ხარისხის ბლოკადა (სინოატრიალური, ატრიოვენტრიკულური, პარკუჭშიდა), ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებები, თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკის მკურნალობა. პაციენტების მოცემული ჯგუფებისთვის ხშირად უმჯობესია რეგიონული ანესთეზია. “დიდი” ბლოკადის ჩატარებისას მძიმე არასასურველი რეაქციების რისკის შემცირებისთვის რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის წინასწარი ოპტიმიზაცია, აგრეთვე საანესთეზიო საშუალების დოზის კორექცია. სიფრთხილე უნდა დაიცვან საანესთეზიო საშუალებების თავის და კისრის მიდამოში ინექციისას, ამ დროს მომატებულია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

პრეპარატის სახსარში შეყვანისას სიფრთხილე უნდა დაიცვან სახსრის ცოტა ხნის წინ არსებული ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სახსრის დიდი ზედაპირის გახსნით, ამ დროს გაძლიერებულია პრეპარატის აბსობრცია და უფრო მაღალია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, რადგან მოუმწიფებელია ორგანოები და ფუნქციები.

პაციენტებში, რომლებიც იცავენ შეზღუდული რაოდენობის ნატრიუმიან დიეტას, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობა.

სიფრთხილის ზომები

ანესთეზია უნდა ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ. აუცილებელია რეანიმაციული ღონისძიებების ჩასატარებელი აღჭურვილობა და სამკურნალო საშუალებები. დიდი ბლოკადის დაწყებამდე ინტრავენურად უნდა ჩაიდგას კათეტერი. ანესთეზიის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პერსონალი საკმარისად მომზადებული უნდა იყოს და უნდა იცნობდეს შესაძლო გვერდითი ეფექტების, სისტემური ტოქსიური რეაქციების და სხვა გართულებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

შემთხვევით სუბარაქნოიდული შეყვანის გართულება შეიძლება იყოს სპინალური ბლოკი სუნთქვის გაჩერებით და არტერიული წნევის დაქვეითებით. კრუნჩხვები უფრო ხშირად ვითარდება მხრის წნულის ბლოკადის და ეპიდურული ბლოკადისას სავარაუდოდ შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის ან ინექციის ადგილას სწრაფი აბსორბციის შემდეგ.

პერიფერიული ნერვების ბლოკირებისთვის შეიძლება საჭირო იყოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დიდი მოცულობით შეყვანა ბევრი სისხლძარღვის მქონე ზონებში, ხშირად მსხვილ სისხლძარღვებთან ახლოს, რაც ზრდის სისხლძარღვში შეყვანის და/ან სწრაფი სისტემური შეწოვის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის დროს, როგორიცაა თავის და კისრის მიდამოში ინექცია, გამოყენებული პრეპარატის მიუხედავად შეიძლება მომატებული იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტების სიხშირე. ანთების ადგილას ინექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის შეყვანისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის გამტარებლობის II და III ხარისხის ბლოკადა, თირკმლის მძიმე უკმარისობა, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებშიც.

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ეპიდურული ანესთეზიის ან პერიფერიული ნერვების ბლოკადისთვის გამოყენებისას იშვიათად აღწერილია გულის გაჩერება, განსაკუთრებით სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანმხლები დაავადებები.

რიგ შემთხვევებში გართულებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები.

გულის გაჩერება, როგორც წესი, საჭიროებს უფრო ხანგრძლივ რეანიმაციულ ღონისძიებებს.

რადგან ნაროპინი® 10 მგ/მლ ღვიძლში მეტაბოლიზდება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში; ზოგ შემთხვევაში ნელი ელიმინაციის გამო შეიძლება აუცილებელი იყოს საანესთეზიო საშუალების განმეორებითი დოზების შემცირება.

ჩვეულებრივ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი ან ხანმოკლე დროის განმავლობაში განმეორებითი დოზების შეყვანისას საჭირო არ არის დოზის კორექცია. თუმცა აციდოზი და პლაზმაში ცილების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც ხშირად ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პირებში, შეიძლება იწვევდეს პრეპარატის სისტემური ტოქსიური მოქმედების რისკს (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). სისტემური ტოქსიურობის რისკი აგრეთვე მომატებულია პრეპარატის გამოყენებისას მცირე წონის პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემიური შოკი. ეპიდურული ანესთეზია შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის დაქვეითებას და ბრადიკარდიას. მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი შეიძლება შეამციროს სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების შეყვანამ. საჭიროა არეტრიული წნევის დაქვეითების დროული კორექცია სიმპატომიმეტიკების საშუალებით, აუცილებლობისას უნდა მოხდეს განმეორება.

პრეპარატის სახსარში შეყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა დიდ ტრავმაზე ეჭვის ან ქირურგიული ოპერაციისას სახსრის დიდი ზედაპირის გახსნით, ამ დროს შესაძლებელია პრეპარატის აბსორბციის გაძლიერება და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ III კლასის ანტიარითმული პრეპარატებით (მაგ. ამიოდარონით) უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, გულ-სისხლძარღვთა ეფექტების გაძლიერების რისკის გამო რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი.

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ხანგრძლივად გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იზოფერმენტ CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (როგორიცაა ფლუვოქსამინი და ენოქსაცინი).

პრეპარატ ნაროპინის® ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გათვალისწინება.

პაციენტებმა, რომელთა დიეტაშიც ნატრიუმი შეზღუდულია, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობა.

ეპიდურული შეყვანის შემდეგ, აღმავალი განაწილება კრანიალური მიმართულებით, განსაკუთრებით ორსულ ქალებში, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ჰორნერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მიოზომი, ფტოზომი და ანჰიდროზომი. თვითნებური გადაწყვეტილება ჩვეულებრივ ხდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პრეპარატის ახალშობილებში გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ ორგანოების და ფიზიოლოგიური ფუნქციების უმწიფრობა. სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში როპივაკაინის შეუკავშირებელი ფრაქციის კლირენსი დამოკიდებულია ბავშვის წონასა და ასაკზე. ასაკის გავლენა გამოიხატება ღვიძლის განვითარებით და ფუნქციით, კლირენსი მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 1-3 წლის ასაკში. როპივაკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს 1 თვის ახალშობილებში და 3 საათს უფროსი ასაკის ბავშვებში. ღვიძლის ფუნქციის არასაკმარისი განვითარების გამო როპივაკაინის სისტემური ექსპოზიცია უფრო მაღალია ახალშობილებში, ზომიერად მაღალია 1-6 თვის ბავშვებში უფრო უფროს ასაკთან შედარებით. კლინიკურ კვლევებში ახალშობილთა პლაზმაში გამოვლენილი როპივაკაინის მაღალი კონცენტრაცია იძლევა ამ ასაკობრივ ჯგუფში სისტემური ტოქსიურობის რისკის მომატების საფუძველს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ეპიდურული ინფუზიისას.

ახალშობილებისთვის რეკომენდებული დოზები დაფუძნებულია შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებზე.

როპივაკაინის ახალშობილებში გამოყენებისას აუცილებელია სისტემური ტოქსიურობის მონიტორინგი (ცნს ტოქსიურობის ნიშნების კონტროლი, ეკგ, სისხლის ოქსიგენაციის კონტროლი) და ადგილობრივ ნეიროტოქსიურობაზე დაკვირვება, რაც ახალშობილებში პრეპარატის ნელი გამოყოფის გამო უნდა გაგრძელდეს ინფუზიის დასრულების შემდეგაც.

შესწავლილი არ არის ბავშვებში პრეპარატის 5მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის და აგრეთვე პრეპარატ ნაროპინის® ინტრათეკალური გამოყენება.

ნაროპინს® შეუძლია პორფირიის გამოწვევა და მწვავე პორფირიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფრო უსაფრთხო ალტერნატივა. პაციენტების მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უნდა მიიღონ უსაფრთხოების აუცილებელი ზომები.

სახსარში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პოსტოპერაციული გახანგრძლივებული ინფუზიის შემთხვევაში აღწერილია ქონდროლიზის შემთხვევები. უმრავლეს შემთხვევებში ტარდებოდა მხრის სახსარში ინფუზია. საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ნაროპინი® არ უნდა გამოიყენონ სახსარში ხანგრძლივი ინფუზიისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ან ამიდური ტიპის საანესთეზიო საშუალებების სტრუქტურულად მსგავს პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ტოქსიური ეფექტების სუმაცია.

როპივაკაინის კლირენსი 77%-ამდე მცირდება ფლუვოქსატინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP1A2-ის ძლიერ კონკურენტულ ინჰიბიტორს, მსგავსი ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო უნდა მოერიდონ ფლუვოქსამინის მოქმედების ფონზე ნაროპინის® ხანგრძლივ გამოყენებას.

ხსნარის рН-ის 6,0-ზე მეტად მომატებამ მოცემულ პირობებში როპივაკაინის ცუდი ხსნადობის გამო შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტატის წარმოქმნა. ნაროპინის ხსნარი® პლასტმასის საინფუზიო ფლაკონებში თავისი ქიმიური და ფიზიკური თვისებებით შეთავსებადია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

ნაროპინის კონცენტრაცია: 1-2მგ/მლ

დამატებული ხსნარი

კონცენტრაცია

ფენტანილი

1,0 - 10,0 მკგ/ლ

მორფინი

20,0 - 100,0 მკგ/მლ

იმის მიუხედავად, რომ მიღებული ნარევი არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე შენახვისას ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 30 დღემდე ინარჩუნებს, მიკრობიოლოგიური სისუფთავის მონაცემებიდან გამომდინარე, მომზადებისთანავე უნდა გამოიყენონ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობაზე და რეპროდუქციულ ფუნქციაზე როპივაკაინის მოქმედება გამოვლენილი არ არის, აგრეთვე არ დაფიქსირებულა ტერატოგენური მოქმედება. ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლო მოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ნაროპინი® 10 მგ/მლ ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს (მეანობაში აპრობირებულია პრეპარატის გამოყენება ანესთეზიისა და ანალგეზიისთვის).

ცხოველებში ჩატარდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის გავლენის კვლევა. ვირთაგვების კვლევებში როპივაკაინი გავლენას არ ახდებდა ფერტილობაზე და რეპროდუქციაზე ორ თაობაში. მაკე ვირთაგვებში როპივაკაინის მაქსიმალური დოზების შეყვანისას მშობიარობის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის ზრდა, რაც შესაძლებელია აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევდა დედობრივი ინსტინქტის დარღვევას.

ბოცვრების და ვირთაგვების ტერატოგენობის კვლევებმა არ გამოავლინა როპივაკაინის გვერდითი ეფექტები ორგანოგენეზზე ან ნაყოფის განვითარებაზე ადრეულ სტადიებზე. აგრეთვე ვირთაგვების პერინატალური და პოსტნატალური კვლევებისას, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ დოზას, არ აღინიშნა გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების გვიან სტადიაზე, სამშობიარო მოქმედებაზე, ლაქტაციაზე, შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობასა და ზრდაზე.

ლაქტაცია

შესწავლილი არ არის როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების რძით გამოყოფა. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებს ახალშობილი შეადგენს დედისთვის შეყვანილი დოზის დაახლოებით 4%-ს (პრეპარატის კონცენტრაცია რძეში/პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში). ბავშვზე მოქმედი როპივაკაინის საერთო დოზა ძუძუთი კვებისას მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება ნაყოფის ორგანიზმში მოხვდეს დედისთვის მშობიარობის დროს პრეპარატის შეყვანისას. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას უნდა შეფასდეს დედისთვის პოტენციურ სარგებელსა და ჩვილისთვის შესაძლო რისკის თანაფარდობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ანალგეზიური ეფექტის გარდა ნაროპინი® 10 მგ/მლ შეიძლება ახასიათებდეს სუსტი ტრანზიტორული გავლენა მოძრავ ფუნქციასა და კოორდინაციაზე. პრეპარატის გვერდითი ეფექტების პროფილის გათვალისწინებით, აუცილებელია სიფთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებისას, რაც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები

ნაროპინი® 10 მგ/მლ არასასურველი რეაქციები ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების ანალოგიურია. ისინი უნდა განასხვავონ ფიზიოლოგიური ეფექტებისგან, რომლებიც ვითარდება ეპიდურული ანესთეზიის ფონზე სიმპათიკური ნერვების ბლოკადის გამო, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია ან პრეპარატის შეყვანის ტექნიკასთან დაკავშირებული ეფექტები, როგორიცაა ნერვის ადგილობრივი დაზიანება, მენინგიტი, პუნქციის შემდგომი თავის ტკივილი, ეპიდურული აბსცესი.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ

შესაძლებელია ნეიროპათია და ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ზურგ-ტვინის წინა არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი, რაშის კუდის სინდრომი), ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან და არა პრეპარატის მოქმედებასთან.

ეპიდურული დოზის შემთხვევით ინტრათეკალური შეყვანის შედეგად შეიძლება განვითარდეს სრული სპინალური ბლოკი.

სისტემური დოზის გადაჭარბებისას და პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას შესაძლებელია სერიოზული გართულებები (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

მწვავე სისტემური ტოქსიურობა

მაღალი დოზების გამოყენებისას ან შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის ან დოზის გადაჭარბების დროს სისხლში კონცენტრაციის სწრაფი მომატებისას ნაროპინი® 10 მგ/მლ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე სისტემური რეაქციები (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოლოგიური თვისებები” და “დოზის გადაჭარბება”).

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები

აღწერილია პრეპარატის სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, რომელთა დიდი უმრავლესობაც დაკავშირებული იყო რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან და არა გამოყენებული საანესთეზიო საშუალების ზემოქმედებასთან.

ყველაზე ხშირად (>1%) აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც კლინიკურად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს იმის მიუხედავად, დადგენილი იყო თუ არა საანესთეზიო საშუალების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: არტერიული წნევის დაქვეითება*, გულისრევა, ბრადიკარდია, ღებინება, პარესთეზია, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შარდის გამოყოფის შეკავება, თავბრუსხვევა, შემცივნება, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ჰიპესთეზია, შფოთვა.

არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (> 1/100, < 1/10); ნაკლებად ხშირი (> 1/1000, < 1/100); იშვიათი (> 1/10 000, < 1/1 000); ძალიან იშვიათი 1/10 000), ცალკეულად აღწერილი შემთხვევების ჩათვლით.

ძალიან ხშირი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება*

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა

ხშირი

ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება**

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის შეკავება

ზოგადი: ზურგის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება

ნაკლებად ხშირი

ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, ცნს ტოქსიურობის სიმპტომები (კრუნჩხვები, დიდი გულყრები, პარესთეზია პირთან ახლოს ზონაში, დიზართრია, ენის დაბუჟება, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპერაკუზია, ტრემორი, კუნთების კრუნჩხვები), ჰიპესთეზია

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შოკი

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება

ზოგადი: ჰიპოთერმია

იშვიათი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, გულის გაჩერება

ზოგადი: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება)

უცნობია

ჰორნერის სინდრომი

  • არტერიული წნევის დაქვეითება ხშირია ბავშვებში.
  • * ღებინება ძალიან ხშირია ბავშვებში.

ჭარბი დოზა

მწვავე სისტემური ტოქსიურობა

ნერვული წნულების ან სხვა პერიფერიული ბლოკადის ჩატარებისას შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის დროს აღინიშნა კრუნჩხვების შემთხვევები.

საანესთეზიო საშუალების ეპიდურული დოზის ინტრათეკალურად არასწორი შეყვანისას შესაძლებელია სრული სპინალური ბლოკის განვითარება. საანესთეზიო საშუალების შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დაუყოვნებელი ტოქსიური რეაქცია.

რეგიონული ანესთეზიის ჩატარებისას დოზის გადაჭარბებისას პლაზმაში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციის ნელი მომატების გამო სისტემური ტოქსიურობის სიმპტომები მოგვიანებით - ინექციიდან 15-60 წუთის შემდეგ ვლინდება. სისტემური ტოქსიურობა პირველ რიგში ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და გულ-სისხლძარღვთა-სისტემის (გსს) მხრივ. მოცემული რეაქციები გამოწვეულია სისხლში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მაღალი კონცენტრაციით, რაც შეიძლება მიღწეული იყოს სისხლძარღვში (შემთხვევით) შეყვანით, დოზის გადაჭარბებით ან ძლიერ ვასკულიზებული მიდამოდან განსაკუთრებით მაღალი აბსორბციით. ცნს-ის მხრივ რეაქციები მსგავსია ამიდური ტიპის ყველა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებისთვის, ხოლო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი რეაქციები დამოკიდებულია შეყვანილ პრეპარატსა და მის დოზაზე.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სისტემური ტოქსიურობა ვითარდება თანდათან: თავიდან ვლინდება მხედველობის დარღვევები, პირის ირგვლივ დაბუჟება, ენის დაბუჟება, ჰიპერაკუზია, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა. დიზართრია, ტრემორი და კუნთების შეკუმშვები სისტემური ტოქსიურობის უფრო სერიოზული გამოვლენაა და შეიძლება წინ უძღოდეს გენერალიზებულ კრუნჩხვებს (ეს ნიშნები არ უნდა მიიჩნიონ პაციენტის ნევროზულ ქცევად). ინტოქსიკაციის პროგრესირებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვების შეტევები რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, სუნთქვის დარღვევა, ჰიპოქსიის სწრაფი განვითარება და ჰიპერკაპნია კუნთების აქტივობის მომატების და არაადექვატური ვენტილაციის გამო. განვითარებული აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალციემია აძლიერებს საანესთეზიო საშუალების ტოქსიურ ეფექტებს.

შედეგად, ცნს-იდან საანესთეზიო საშუალების გადანაწილების და მისი შემდგომი მეტაბოლიზმის და ექსკრეციის გამო, ხდება ფუნქციის საკმარისად სწრაფი აღდგენა თუ შეყვანილი არ იყო პრეპარატის დიდი დოზა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები წარმოადგენს უფრო სერიოზული გართულებების ნიშანს. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მაღალი სისტემური კონცენტრაციებისას შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, არითმია და რიგ შემთხვევებში გულის გაჩერებაც. იშვიათ შემთხვევებში გულის გაჩერებას წინ არ უძღვის ცნს სიმპტომები. მოხალისეების გამოკვლევებში როპივაკაინის ინტრავენური ინფუზია იწვევდა გულის კუნთის გამტარებლობის და კუმშვადობის უნარის დათრგუნვას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომებს ჩვეულებრივ წინ უძღვის ცნს ტოქსიურობის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ვერ შეამჩნიონ, თუ პაციენტი იმყოფება სედაციური საშუალებების (ბენზოდიაზეპინები ან ბარბიტურატები) ან ზოგადი ანესთეზიის მოქმედების ქვეშ. ბავშვებში ზოგჯერ უფრო რთულია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების სისტემური ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენა მათ მიერ სიმპტომების აღწერის სირთულის ან რეგიონული ანესთეზიის ზოგად ნარკოზთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

მწვავე ტოქსიურობის მკურნალობა

მწვავე სისტემური ტოქსიურობის პირველი ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

კრუნჩხვების და ცნს დათრგუნვის სიმპტომების განვითარებისას ავადმყოფს ჭირდება ადექვატური მკურნალობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ოქსიგენაციის შენარჩუნება, კრუნჩხვების კუპირება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების შენარჩუნება. საჭიროა ჟანგბადით უზრუნველყოფა, აუცილებლობისას-ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადასვლა. თუ 15-20 წუთის შემდეგ კრუნჩხვები არ წყდება, საჭიროა კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: თიოპენტალ ნატრიუმი 1-3მგ/კგ ი/ვ (უზრუნველყოფს კრუნჩხვების სწრაფ კუპირებას) ან დიაზეპამი 0,1მგ/კგ ი/ვ (მოქმედება ვითარდება თიოპენტალ ნატრიუმზე ნელა). სუქსამეტონი 1მგ/კგ სწრაფად ხსნის კრუნჩხვებს, მაგრამ მისი გამოყენებისას საჭიროა ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

გულ-სისხლძარღვთა მოქმედების დათრგუნვისას (არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია) აუცილებელია ეფედრინის 5-10მგ-ს ინტრავენური შეყვანა, აუცილებლობისას 2-3 წუთის შემდეგ საჭიროა ხელახლა შეყვანა. ცირკულატორული უკმარისობის განვითარებისას ან გულის გაჩერებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სტანდარტული რეანიმაციული ღონისძიებები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპტიმალური ოქსიგენაციის, ვენტილაციის და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნება, აგრეთვე აციდოზის კორექცია. გულის გაჩერებისას შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებები.

ბავშვებში სისტემური ტოქსიურობის მკურნალობისას აუცილებელია დოზის კორექცია ასაკის და წონის მიხედვით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: როპივაკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, შეესაბამება 2,0 მგ, 7,5 მგ ან 10,0 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 8,6 მგ, 7,5 მგ და 7,1 მგ, შესაბამისად, 2 М ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი და/ან 2 М ქლორწყალბადმჟავას ხსნარი рН მისაღწევად 4,0-6,0 დონემდე, საინექციო წყალი 1,0 მლ.

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

მახასიათებლები

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ხსნარი წარმოადგენს სტერილურ იზოტონურ წყალხსნარს, არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. როპივაკაინის рКа 8,1; განაწილების კოეფიციენტი 141 (n-ოქტანოლი/ფოსფატური ბუფერი рН 7,4 25°С-ზე).

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ათქ კოდი: N01BB09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

როპივაკაინი-ამიდური ტიპის პირველი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ხანგრძლივი მოქმედებით, წარმოადგენს ნაწილობრივ ენანტიომერს. ახასიათებს როგორც საანესთეზიო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. როპივაკაინის მაღალი დოზები გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის ქირურგიული ჩარევისას, დაბალი დოზები უზრუნველყოფს ანალგეზიას (სენსორული ბლოკი) მინიმალური და არაპროგრესირებადი მოტორული ბლოკით. როპივაკაინით გამოწვეული ბლოკადის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე არ მოქმედებს ეპინეფრინის დამატება. ნატრიუმის პოტენციალდამოკიდებული არხების შექცევადად ბლოკირებით ხელს უშლის მგრძნობიარე ნერვებში იმპულსების გენერაციას და ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარებას.

როგორც სხვა საანესთეზიო საშუალება, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა უჯრედების აგზნებად მემბრანებზე (მაგალითად თავის ტვინში და მიოკარდიუმში). თუ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ჭარბი რაოდენობა დროის ხანმოკლე პერიოდში აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, შესაძლებელია სისტემური ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენა. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობის ნიშნები წინ უსწრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტოქსიურობის ნიშნებს, რადგან აღინიშნება პლაზმაში როპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციისას (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

გულზე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პირდაპირი მოქმედება მოიცავს გამტარებლობის შენელებას, უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და დოზის გამოხატული გადაჭარბებისას არითმიას და გულის გაჩერებას. ვენაში როპივაკაინის მაღალი დოზების შეყვანა იწვევს გულზე იგივე ეფექტებს.

ჯანმრთელ მოხალისეებში როპივაკაინის ინტრავენურმა ინფუზიამ აჩვენა მისი კარგი ამტანობა.

არაპირდაპირი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები (არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია), რომლებიც შეიძლება განვითარდეს როპივაკაინის ეპიდურილი შეყვანის შემდეგ განპირობებულია სიმპათიკური ბლოკადით.

ფარმაკოკინეტიკა

პლაზმაში როპივაკაინის კონცენტრაცია დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის გზებზე და ინექციის ადგილის ვასკულარიზაციის ხარისხზე. როპივაკაინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეყვანილი დოზის პროპორციულია.

ეპიდურული შეყვანის შემდეგ როპივაკაინი სრულად შეიწოვება. აბსორბციას ორფაზიანი ხასიათი აქვს, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ორი ფაზისთვის შეადგენს შესაბამისად - 14 წუთს და 4 საათს. როპივაკაინის გამოყოფის შენელებას იწვევს ნელი აბსორბცია, რითიც აიხსნება უფრო ხანგრძლივი T1/2 ეპიდურული შეყვანის შემდეგ ინტრავენურ ინექციასთან შედარებით.

როპივაკაინის საერთო პლაზმური კლირენსი - 440მლ/წთ, შეუკავშირებელი ნივთიერების პლაზმური კლირენსი 8მლ/წთ, თირკმლის კლირენსი 1მლ/წთ, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 47ლ, ღვიძლის ექსკრეციის მაჩვენებელი დაახლოებით 0,4, 0,4, T1/2 – 1,8 სთ.

როპივაკაინი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად-α1-მჟავა გლიკოპროტეინთან), როპივაკაინის შეუკავშირებელი ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 6%-ს.

როპივაკაინის ხანგრძლივი ეპიდურული ინფუზია იწვევს პლაზმაში პრეპარატის საერთო რაოდენობის მომატებას, რაც განპირობებულია სისხლში მჟავა გლიკოპროტეინების მომატებით ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ამ დროს პლაზმაში ფარმაკოლოგიურად აქტიური შეუკავშირებელი ფორმის როპივაკაინის კონცენტრაცია იცვლება გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე როპივაკაინის საერთო კონცენტრაცია.

როპივაკაინი გადის პლაცენტურ ბარიერში, სწრაფად აღწევს წონასწორობას შეუკავშირებელი ფრაქციით. პლაზმის ცილებთან კავშირის ხარისხი ნაყოფში უფრო დაბალია ვიდრე დედისთვის, რაც იწვევს ნაყოფის სისხლში როპივაკაინის უფრო დაბალ კონცენტრაციას დედის სისხლში საერთო კონცენტრაციასთან შედარებით.

როპივაკაინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორგანიზმში, ძირითადად არომატული ჰიდროქსილირების გზით. სისხლის პლაზმაში ისაზღვრება 3-ჰიდროქსიროპივაკაინი (კონიუგირებული+არაკონიუგირებული). 3 ჰიდროქსი და 4-ჰიდროქსიროპივაკაინს ახასიათებს უფრო სუსტი ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება როპივაკაინთან შედარებით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ როპივაკაინის 86% გამოიყოფა შარდით და შარდით გამოყოფილი პრეპარატის მხოლოდ 1% გამოიყოფა უცვლელად. როპივაკაინის ძირითადი მეტაბოლიტის 3-ჰიდროქსიროპივაკაინის დაახლოებით 37% გამოიყოფა შარდით უპირატესად კონიუგირებული ფორმით.

როპივაკაინის 1-3% გამოიყოფა შარდით შემდეგი მეტაბოლიტების სახით:

4-ჰიდროქსიროპივაკაინი, N-დეზალკილირებული მეტაბოლიტები და 4-ჰიდროქსი-დეზალკილირებული როპივაკაინი.

არ არსებობს მონაცემები როპივაკაინის in vivo რაცემიზაციაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნაროპინი® 10 მგ/მლ

  • ------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სავაჭრო დასახელება: ნაროპინი® 10 მგ/მლ

(NAROPIN® 10 mg/ml)

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: როპივაკაინი

ქიმიური დასახელება: (2S)-N-(2,6-დიმეთილფენილ)-1-პროპილ-პიპერიდინ-2-კარბოქსამიდის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარი

შემადგენლობა 1მლ-ზე

აქტიური ნივთიერება: როპივაკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, შეესაბამება 2,0 მგ, 7,5 მგ ან 10,0 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 8,6 მგ, 7,5 მგ და 7,1 მგ, შესაბამისად, 2 М ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი და/ან 2 М ქლორწყალბადმჟავას ხსნარი рН მისაღწევად 4,0-6,0 დონემდე, საინექციო წყალი 1,0 მლ.

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

მახასიათებლები

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ხსნარი წარმოადგენს სტერილურ იზოტონურ წყალხსნარს, არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. როპივაკაინის рКа 8,1; განაწილების კოეფიციენტი 141 (n-ოქტანოლი/ფოსფატური ბუფერი рН 7,4 25°С-ზე).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ათქ კოდი: N01BB09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

როპივაკაინი-ამიდური ტიპის პირველი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ხანგრძლივი მოქმედებით, წარმოადგენს ნაწილობრივ ენანტიომერს. ახასიათებს როგორც საანესთეზიო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. როპივაკაინის მაღალი დოზები გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის ქირურგიული ჩარევისას, დაბალი დოზები უზრუნველყოფს ანალგეზიას (სენსორული ბლოკი) მინიმალური და არაპროგრესირებადი მოტორული ბლოკით. როპივაკაინით გამოწვეული ბლოკადის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე არ მოქმედებს ეპინეფრინის დამატება. ნატრიუმის პოტენციალდამოკიდებული არხების შექცევადად ბლოკირებით ხელს უშლის მგრძნობიარე ნერვებში იმპულსების გენერაციას და ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარებას.

როგორც სხვა საანესთეზიო საშუალება, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა უჯრედების აგზნებად მემბრანებზე (მაგალითად თავის ტვინში და მიოკარდიუმში). თუ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ჭარბი რაოდენობა დროის ხანმოკლე პერიოდში აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, შესაძლებელია სისტემური ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენა. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობის ნიშნები წინ უსწრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტოქსიურობის ნიშნებს, რადგან აღინიშნება პლაზმაში როპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციისას (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

გულზე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პირდაპირი მოქმედება მოიცავს გამტარებლობის შენელებას, უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და დოზის გამოხატული გადაჭარბებისას არითმიას და გულის გაჩერებას. ვენაში როპივაკაინის მაღალი დოზების შეყვანა იწვევს გულზე იგივე ეფექტებს.

ჯანმრთელ მოხალისეებში როპივაკაინის ინტრავენურმა ინფუზიამ აჩვენა მისი კარგი ამტანობა.

არაპირდაპირი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები (არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია), რომლებიც შეიძლება განვითარდეს როპივაკაინის ეპიდურილი შეყვანის შემდეგ განპირობებულია სიმპათიკური ბლოკადით.

ფარმაკოკინეტიკა

პლაზმაში როპივაკაინის კონცენტრაცია დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის გზებზე და ინექციის ადგილის ვასკულარიზაციის ხარისხზე. როპივაკაინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეყვანილი დოზის პროპორციულია.

ეპიდურული შეყვანის შემდეგ როპივაკაინი სრულად შეიწოვება. აბსორბციას ორფაზიანი ხასიათი აქვს, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ორი ფაზისთვის შეადგენს შესაბამისად - 14 წუთს და 4 საათს. როპივაკაინის გამოყოფის შენელებას იწვევს ნელი აბსორბცია, რითიც აიხსნება უფრო ხანგრძლივი T1/2 ეპიდურული შეყვანის შემდეგ ინტრავენურ ინექციასთან შედარებით.

როპივაკაინის საერთო პლაზმური კლირენსი - 440მლ/წთ, შეუკავშირებელი ნივთიერების პლაზმური კლირენსი 8მლ/წთ, თირკმლის კლირენსი 1მლ/წთ, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 47ლ, ღვიძლის ექსკრეციის მაჩვენებელი დაახლოებით 0,4, 0,4, T1/2 – 1,8 სთ.

როპივაკაინი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად-α1-მჟავა გლიკოპროტეინთან), როპივაკაინის შეუკავშირებელი ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 6%-ს.

როპივაკაინის ხანგრძლივი ეპიდურული ინფუზია იწვევს პლაზმაში პრეპარატის საერთო რაოდენობის მომატებას, რაც განპირობებულია სისხლში მჟავა გლიკოპროტეინების მომატებით ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ამ დროს პლაზმაში ფარმაკოლოგიურად აქტიური შეუკავშირებელი ფორმის როპივაკაინის კონცენტრაცია იცვლება გაცილებით ნაკლები ხარისხით, ვიდრე როპივაკაინის საერთო კონცენტრაცია.

როპივაკაინი გადის პლაცენტურ ბარიერში, სწრაფად აღწევს წონასწორობას შეუკავშირებელი ფრაქციით. პლაზმის ცილებთან კავშირის ხარისხი ნაყოფში უფრო დაბალია ვიდრე დედისთვის, რაც იწვევს ნაყოფის სისხლში როპივაკაინის უფრო დაბალ კონცენტრაციას დედის სისხლში საერთო კონცენტრაციასთან შედარებით.

როპივაკაინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორგანიზმში, ძირითადად არომატული ჰიდროქსილირების გზით. სისხლის პლაზმაში ისაზღვრება 3-ჰიდროქსიროპივაკაინი (კონიუგირებული+არაკონიუგირებული). 3 ჰიდროქსი და 4-ჰიდროქსიროპივაკაინს ახასიათებს უფრო სუსტი ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება როპივაკაინთან შედარებით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ როპივაკაინის 86% გამოიყოფა შარდით და შარდით გამოყოფილი პრეპარატის მხოლოდ 1% გამოიყოფა უცვლელად. როპივაკაინის ძირითადი მეტაბოლიტის 3-ჰიდროქსიროპივაკაინის დაახლოებით 37% გამოიყოფა შარდით უპირატესად კონიუგირებული ფორმით.

როპივაკაინის 1-3% გამოიყოფა შარდით შემდეგი მეტაბოლიტების სახით:

4-ჰიდროქსიროპივაკაინი, N-დეზალკილირებული მეტაბოლიტები და 4-ჰიდროქსი-დეზალკილირებული როპივაკაინი.

არ არსებობს მონაცემები როპივაკაინის in vivo რაცემიზაციაზე.

ჩვენება

ანესთეზია ქირურგიული ჩარევისას:

  • ეპიდურული ბლოკადა ქირურგიული ჩარევისას, საკეისრო კვეთის ჩათვლით;
  • მსხვილი ნერვების და ნერვული წნულების ბლოკადა;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია.

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება:

  • გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ან პერიოდული ნაკადით შეყვანა, მაგალითად ოპერაციის შემდგომი ტკივილის ან სამშობიარო ტკივილის მოხსნისთვის;
  • ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია;
  • პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადა;
  • სახსარში ინექცია

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება პედიატრიაში:

  • კაუდალური ეპიდურული ბლოკადა ახალშობილებში და 12 წლამდე (ჩათვლით) ასაკის ბავშვებში;
  • გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ახალშობილებში და 12 წლამდე (ჩათვლით) ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობა ამ ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ.

სიფრთხილით: დასუსტებული, ხანდაზმული ან პაციენტები მძიმე თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა გულის გამტარებლობის II და III ხარისხის ბლოკადა (სინოატრიალური, ატრიოვენტრიკულური, პარკუჭშიდა), ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებები, თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკის მკურნალობა. პაციენტების მოცემული ჯგუფებისთვის ხშირად უმჯობესია რეგიონული ანესთეზია. “დიდი” ბლოკადის ჩატარებისას მძიმე არასასურველი რეაქციების რისკის შემცირებისთვის რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის წინასწარი ოპტიმიზაცია, აგრეთვე საანესთეზიო საშუალების დოზის კორექცია. სიფრთხილე უნდა დაიცვან საანესთეზიო საშუალებების თავის და კისრის მიდამოში ინექციისას, ამ დროს მომატებულია სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

პრეპარატის სახსარში შეყვანისას სიფრთხილე უნდა დაიცვან სახსრის ცოტა ხნის წინ არსებული ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სახსრის დიდი ზედაპირის გახსნით, ამ დროს გაძლიერებულია პრეპარატის აბსობრცია და უფრო მაღალია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, რადგან მოუმწიფებელია ორგანოები და ფუნქციები.

პაციენტებში, რომლებიც იცავენ შეზღუდული რაოდენობის ნატრიუმიან დიეტას, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობა.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ფერტილობაზე და რეპროდუქციულ ფუნქციაზე როპივაკაინის მოქმედება გამოვლენილი არ არის, აგრეთვე არ დაფიქსირებულა ტერატოგენური მოქმედება. ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლო მოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ნაროპინი® 10 მგ/მლ ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს (მეანობაში აპრობირებულია პრეპარატის გამოყენება ანესთეზიისა და ანალგეზიისთვის).

ცხოველებში ჩატარდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის გავლენის კვლევა. ვირთაგვების კვლევებში როპივაკაინი გავლენას არ ახდებდა ფერტილობაზე და რეპროდუქციაზე ორ თაობაში. მაკე ვირთაგვებში როპივაკაინის მაქსიმალური დოზების შეყვანისას მშობიარობის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის ზრდა, რაც შესაძლებელია აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევდა დედობრივი ინსტინქტის დარღვევას.

ბოცვრების და ვირთაგვების ტერატოგენობის კვლევებმა არ გამოავლინა როპივაკაინის გვერდითი ეფექტები ორგანოგენეზზე ან ნაყოფის განვითარებაზე ადრეულ სტადიებზე. აგრეთვე ვირთაგვების პერინატალური და პოსტნატალური კვლევებისას, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ დოზას, არ აღინიშნა გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების გვიან სტადიაზე, სამშობიარო მოქმედებაზე, ლაქტაციაზე, შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობასა და ზრდაზე.

ლაქტაცია

შესწავლილი არ არის როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების რძით გამოყოფა. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებს ახალშობილი შეადგენს დედისთვის შეყვანილი დოზის დაახლოებით 4%-ს (პრეპარატის კონცენტრაცია რძეში/პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში). ბავშვზე მოქმედი როპივაკაინის საერთო დოზა ძუძუთი კვებისას მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება ნაყოფის ორგანიზმში მოხვდეს დედისთვის მშობიარობის დროს პრეპარატის შეყვანისას. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას უნდა შეფასდეს დედისთვის პოტენციურ სარგებელსა და ჩვილისთვის შესაძლო რისკის თანაფარდობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ნაროპინი® 10 მგ/მლ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ ან მათი მეთვალყურეობით.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

საერთო ჯამში ქირურგიული ჩარევის დროს ანესთეზიისთვის საჭიროა უფრო მაღალი დოზები და პრეპარატის უფრო კონცენტირებული ხსნარები, ვიდრე საანესთეზიო საშუალების ტკივილგამაყუჩებელი მიზნით გამოყენებისას. საანესთეზიო საშუალების გამოყენებისას ტკივილის გაყუჩების მიზნით რეკომენდებული დოზაა 2მგ/მლ, სახსარში შეყვანისთვის რეკომენდებული დოზაა 7,5მგ/მლ.

1 ცხრილში მითითებული დოზები საკმარისად ითვლება საიმედო ბლოკადის მიღწევისთვის და წარმოადგენს საორიენტაციო მასალას მოზრდილებში პრეპარატის გამოყენებისას რადგან არსებობს ბლოკადის განვითარების და მისი ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაბელობა.

1 ცხრილის მონაცემები საორიენტაციო სახელმძღვანელოა პრეპარატის დოზირებისთვის ყველაზე ხშირი ბლოკადების დროს. პრეპარატის დოზის შერჩევისას უნდა დაეყრდნონ კლინიკურ გამოცდილებას და პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას.

ცხრილი 1. პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ დოზირების რეკომენდაციები მოზრდილებისთვის

პრეპარატის კონცენტრაცია (მგ/მლ)

ხსნარის მოცულობა (მლ)

დოზა (მგ)

მოქმედების დასაწყისი (წთ)

მოქმედების ხანგრძლივობა (სთ)

ანესთეზია ქირურგიული ჩარევისას:

ეპიდურული ანესთეზია წელის დონეზე

ქირურგიული ჩარევა

7,5

15-25

113 - 188

10 - 20

3 – 5

10,0

15-20

150 – 200

10 - 20

4 – 6

საკეისრო კვეთა

7,5

15-20

113 – 150

10 - 20

3 – 5

ეპიდურული ანესთეზია გულმკერდის დონეზე

ოპერაციის შემდგომი ტკივილგამაყუჩებელი ბლოკადა და ქირურგიული ჩარევა

7,5

5-15

38 - 113

10 - 20

-

მსხვილი ნერვული წნულების ბლოკადა:

მაგალითად, მხრის წნულის ბლოკადა

7,5

10 – 40

75 - 300*

10 - 25

6 – 10

გამტარებლობითი

და ინფილტრაციული ანესთეზია

7,5

1 – 30

7,5 - 225

1 - 15

2 - 6

ტკივილის მწვავე სინდრომის კუპირება:

ეპიდურული შეყვანა წელის დონეზე:

ნაკადით

2,0

10 - 20

20 - 40

10 - 15

0,5 - 1,5

პერიოდული შეყვანა

(მაგალითად მშობიარობის გაუტკივარებისას)

2,0

10 - 15

(მინიმალური ინტერვალი 30 წთ)

20 - 30

გახანგრძლივებული

ინფუზია:

  • მშობიარობის გაუტკივარებისთვის

2,0

6 - 10 მლ/სთ

12 - 20 მგ/სთ

-

-

  • ოპერაციის

შემდგომი გაუტკიცარებისთვის

2,0

6 - 14 მლ/სთ

12 - 28 მგ/სთ

-

-

პერიფერიული ნერვების ბლოკადა

მაგალითად ბარძაყის ნერვის ბლოკადა ან კიბისებრკუნთსშორისი ბლოკადა

(გახანგრძლივებული ინფუზია ან განმეორებითი ინექციები)

2,0

5 - 10 მლ/სთ

10 - 20 მგ/სთ

-

-

ეპიდურული შეყვანა გულმკერდის დონეზე:

გახანგრძლივებული ინფუზია

(მაგალითად ოპერაციისშემდგომი გაუტკივარებისთვის)

2,0

6 - 14 მლ/სთ

12 - 28 მგ/სთ

-

-

გამტარებლობითი

ბლოკადა და ინფილტრაციული

ანესთეზია

2,0

1 - 100

2 - 200

1 - 5

2 - 6

სახსარშიდა შეყვანა

მუხლის სახსრის ართროსკოპია **

7,5

20

150***

-

2-6

  • მსხვილი ნერვული წნულების ბლოკადისთვის დოზა უნდა შეირჩეს შეყვანის ადგილის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მხრის წნულის ბლოკადას კიბისებრშორისი და ლავიწზედა მიდგომით შეიძლება ახლდეს სერიოზული გვერდითი რეაქციები ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიუხედავად.
  • * სახსარში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გახანგრძლივებული ინფუზიის შემთხვევაში აღწერილია ქონდროლიზის შემთხვევები. ნაროპინი® 10 მგ/მლ არ უნდა გამოიყენონ გახანგრძლივებული სახსარშიდა ინფუზიისთვის.
  • **თუ ნაროპინი® 10 მგ/მლ დამატებით გამოიყენებოდა ანესთეზიის სხვა სახეობისთვის, მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 225 მგ-ს.

ცალკეული ბლოკადების შესრულების მეთოდზე მოქმედი ფაქტორების და პაციენტთა კონკრეტული ჯგუფებისთვის საჭირო მოთხოვნილებების გასაცნობად უნდა გამოიყენონ სტანდარტული სახელმძღვანელოები.

საანესთეზიო საშუალების სისხლძარღვში მოხვედრის პრევენციისთვის პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ასპირაციული სინჯი. თუ სავარაუდოა პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენება, რეკომენდებულია ლიდოკაინის სასინჯი 3-5მლ დოზის შეყვანა ეპინეფრინთან ერთად. სისხლძარღვში შემთხვევით მოხვედრისას ვითარდება გულის შეკუმშვათა სიხშირის დროებითი ზრდა, ინტრათეკალური შეყვანისას-სპინალური ბლოკის ნიშნები. ტოქსიური სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

პრეპარატ ნაროპინის® შეყვანამდე და შეყვანის დროს (რაც უნდა მოხდეს ნელა ან პრეპარატის შეყვანილი დოზების ზრდით 25-50 მგ/წთ სისწრაფით) აუცილებელია პაციენტის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლი და მასთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება.

პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ქირურგიული ჩარევისთვის ეპიდურული ბლოკადისთვის როპივაკაინის ერთჯერადი 250 მგ-ს შეყვანას.

ზოგიერთ პაციენტში მხრის წნულის ბლოკადის დროს პრეპარატ ნაროპინის® 40 მლ შეყვანისას 7,5 მგ/მლ მაქსიმალური კონცენტრაციით შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობის მსუბუქი სიმპტომები. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატ ნაროპინის® 40 მლ 7,5 მგ/მლ (300 მგ როპივაკაინის) –ზე მაღალი დოზის გამოყენება.

ხანგრძლივი ბლოკადისას გახანგრძლივებული ინფუზიის ან განმეორებითი ნაკადით შეყვანისას უნდა გაითვალისწინონ სისხლში საანესთეზიო საშუალების ტოქსიური კონცენტრაციის მიღწევის და ნერვის ადგილობრივი დაზიანების შესაძლებლობა. მოზრდილი პაციენტები კარგად იტანენ როპივაკაინის შეყვანას 24 საათის განმავლობაში 800 მგ-მდე დოზით (28 მგ/სთ 72 საათის განმავლობაში).

ოპერაციისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შემდეგი სქემა: თუ ოპერაციული ჩარევისას ჩადგმული არ იყო ეპიდურული კათეტერი, მისი ჩადგმის შემდეგ ეპიდურული ბლოკადა ხორციელდება პრეპარატ ნაროპინის® (7,5 მგ/მლ) ნაკადის ინექციით. ანალგეზია ნარჩუნდება პრეპარატ ნაროპინის® (2 მგ/მლ) ინფუზიით. უმრავლეს შემთხვევებში ზომიერი და გამოხატული ოპერაციის შემდგომი ტკივილის კუპირებისთვის 6-14 მლ/სთ (12-28 მგ/სთ) ინფუზია უზრუნველყოფს ადექვატურ ანალგეზიას მოძრაობის მინიმალური არაპროგრესირებადი ბლოკადით (მოცემული მეთოდის გამოყენებისას მნიშვნელოვნად დაქვეითდა ოპიოიდური ანალგეტიკების საჭიროება).

ოპერაციისშემდგომი გაუტკივარებისთვის ნაროპინის® (2 მგ/მლ) შეყვანა შესაძლებელია უწყვეტად ეპიდურული ინფუზიის სახით 72 საათის განმავლობაში ფენტანილის გარეშე ან მასთან კომბინაციაში (1-4 მკგ/მლ). პრეპარატ ნაროპინის® 2მგ/მლ გამოყენებისას (6-14 მლ/სთ) პაციენტების უმრავლესობაში უზრუნველყოფილი იყო ადექვატური გაუტკივარება. პრეპარატ ნაროპინის® და ფენტანილის კომბინაცია იწვევდა ტკივილის გაუმჯობესებას, ამასთან ახასიათებდა ნარკოტიკული ანალგეტიკების გვერდითი ეფექტები.

საკეისრო კვეთის დროს პრეპარატ ნაროპინის® 7,5 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით გამოყენება შესწავლილი არ არის.

ცხრილი 2. პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ დოზირების რეკომენდაციები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:

პრეპარატის კონცენტრაცია (მგ/მლ)

ხსნარის

მოცულობა (მლ)

დოზა (მგ/კგ)

მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება (ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული):

კაუდალური ეპიდურული შეყვანა:

ThXII დონეზე დაბალი ბლოკადა 25კგ-მდე სხეულის წონის ბავშვებში

2,0

1

2

გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია 25კგ-მდე სხეულის წონის ბავშვებში

0-6 თვის ასაკი

ნაკადი*

2,0

0,5-1

1-2

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,1 მლ/კგ/სთ

0,2 მგ/კგ/სთ

6-12 თვის ასაკი

ნაკადი*

2,0

0,5-1

1-2

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,2 მლ/კგ/სთ

0,4 მგ/კგ/სთ

1-12 წლის ასაკი

ნაკადი**

2,0

1

ინფუზია 72 საათამდე

2,0

0,2 მლ/კგ/სთ

0,4 მგ/კგ/სთ

  • შემოთავაზებული ინტერვალიდან მცირე დოზები რეკომენდებულია გულმკერდის მიდამოში ეპიდურული შეყვანისთვის, ხოლო მაღალი დოზები რეკომენდებულია ეპიდურული შეყვანისთვის წელის და კაუდალურ დონეზე.
  • * რეკომენდებულია წელის დონეზე ეპიდურული შეყვანისთვის. გულმკერდის დონეზე ეპიდურული ანალგეზიისთვის მიზანშეწონილია ნაკადის დოზის დაქვეითება.

მე-2 ცხრილში მითითებული დოზები წარმოადგენს სახელმძღვანელოს პრეპარატის პედიატრიაში გამოყენებისთვის. ამავე დროს არსებობს ბლოკადის განვითარების და მისი ხანგრძლივობის ინდივიდუალური ვარიაბელობა.

ჭარბი წონის ბავშვებში ხშირად საჭიროა პრეპარატის დოზის თანდათან დაქვეითება; ამავე დროს უნდა იხელმძღვანელონ პაციენტის “იდეალური” სხეულის მასით. ცალკეული ბლოკადის შესრულების მეთოდებზე მოქმედი ფაქტორების და პაციენტების კონკრეტული ჯგუფებისთვის წაყენებული მოთხოვნების გასაცნობად უნდა გამოიყენონ სპეციალური სახელმძღვანელო. კაუდალურ დონეზე ეპიდურულად შესაყვანი ხსნარის მოცულობა და ეპიდურულად შესაყვანი ნაკადის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 25 მლ-ს ნებისმიერი პაციენტისთვის.

საანესთეზიო საშუალების სისხლძარღვში გაუთვალისწინებელი მოხვედრის პრევენციისთვის პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის პროცესში საჭიროა ასპირაციული სინჯის ყურადღებით ჩატარება. პრეპარატის შეყვანის დროს აუცილებელია პაციენტის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების კონტროლი. ტოქსიური სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ოპერაციის შემდგომი კაუდალური ანესთეზიისთვის 2 მგ/მლ როპივაკაინის ერთჯერადი (2 მგ/კგ, განაწილების მოცულობა 1 მლ/კგ) შეყვანა უმრავლეს შემთხვევაში უზრუნველყოფს ადექვატურ გაუტკივარებას ThXII –ზე დაბალ დონეზე. 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები კარგად იტანენ 3 მგ/კგ-მდე დოზას. კაუდალურ დონეზე ეპიდურული ანესთეზიისთვის შეყვანილი ხსნარის მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სენსორული ბლოკის სხვადასხვა გავრცელების მიღწევისთვის, რაც აღწერილია სპეციალურ სახელმძღვანელოებში.

ანესთეზიის ტიპის მიუხედავად, რეკომენდებულია პრეპარატის გათვლილი დოზების ნაკადით შეყვანა.

შესწავლილი არ არის პრეპარატის 5 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით გამოყენება და ბაშვებში ინტრათეკალური შეყვანა. დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატ ნაროპინის® გამოყენება შესწავლილი არ არის.

ხსნარის გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენების შემდეგ კონტეინერში დარჩენილი ნებისმიერი რაოდენობის ხსნარი უნდა განადგურდეს.

არ უნდა მოხდეს ხსნარის გაუხსნელი კონტეინერის ავტოკლავირება.

გაუხსნელი ბლისტერი უზრუნველყოფს კონტეინერის გარე ზედაპირის სტერილობას და უმჯობესია სტერილურ პირობებში გამოყენებისთვის.

გვერდითი მოქმედება

ნაროპინი® 10 მგ/მლ არასასურველი რეაქციები ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების ანალოგიურია. ისინი უნდა განასხვავონ ფიზიოლოგიური ეფექტებისგან, რომლებიც ვითარდება ეპიდურული ანესთეზიის ფონზე სიმპათიკური ნერვების ბლოკადის გამო, როგორიცაა არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია ან პრეპარატის შეყვანის ტექნიკასთან დაკავშირებული ეფექტები, როგორიცაა ნერვის ადგილობრივი დაზიანება, მენინგიტი, პუნქციის შემდგომი თავის ტკივილი, ეპიდურული აბსცესი.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ

შესაძლებელია ნეიროპათია და ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ზურგ-ტვინის წინა არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი, რაშის კუდის სინდრომი), ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან და არა პრეპარატის მოქმედებასთან.

ეპიდურული დოზის შემთხვევით ინტრათეკალური შეყვანის შედეგად შეიძლება განვითარდეს სრული სპინალური ბლოკი.

სისტემური დოზის გადაჭარბებისას და პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას შესაძლებელია სერიოზული გართულებები (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

მწვავე სისტემური ტოქსიურობა

მაღალი დოზების გამოყენებისას ან შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის ან დოზის გადაჭარბების დროს სისხლში კონცენტრაციის სწრაფი მომატებისას ნაროპინი® 10 მგ/მლ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე სისტემური რეაქციები (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოლოგიური თვისებები” და “დოზის გადაჭარბება”).

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტები

აღწერილია პრეპარატის სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, რომელთა დიდი უმრავლესობაც დაკავშირებული იყო რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან და არა გამოყენებული საანესთეზიო საშუალების ზემოქმედებასთან.

ყველაზე ხშირად (>1%) აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც კლინიკურად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს იმის მიუხედავად, დადგენილი იყო თუ არა საანესთეზიო საშუალების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: არტერიული წნევის დაქვეითება*, გულისრევა, ბრადიკარდია, ღებინება, პარესთეზია, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შარდის გამოყოფის შეკავება, თავბრუსხვევა, შემცივნება, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ჰიპესთეზია, შფოთვა.

არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (> 1/10); ხშირი (> 1/100, < 1/10); ნაკლებად ხშირი (> 1/1000, < 1/100); იშვიათი (> 1/10 000, < 1/1 000); ძალიან იშვიათი 1/10 000), ცალკეულად აღწერილი შემთხვევების ჩათვლით.

ძალიან ხშირი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება*

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა

ხშირი

ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება**

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის შეკავება

ზოგადი: ზურგის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება

ნაკლებად ხშირი

ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, ცნს ტოქსიურობის სიმპტომები (კრუნჩხვები, დიდი გულყრები, პარესთეზია პირთან ახლოს ზონაში, დიზართრია, ენის დაბუჟება, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპერაკუზია, ტრემორი, კუნთების კრუნჩხვები), ჰიპესთეზია

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შოკი

სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, სუნთქვის გაძნელება

ზოგადი: ჰიპოთერმია

იშვიათი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, გულის გაჩერება

ზოგადი: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება)

უცნობია

ჰორნერის სინდრომი

  • არტერიული წნევის დაქვეითება ხშირია ბავშვებში.
  • * ღებინება ძალიან ხშირია ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება

მწვავე სისტემური ტოქსიურობა

ნერვული წნულების ან სხვა პერიფერიული ბლოკადის ჩატარებისას შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის დროს აღინიშნა კრუნჩხვების შემთხვევები.

საანესთეზიო საშუალების ეპიდურული დოზის ინტრათეკალურად არასწორი შეყვანისას შესაძლებელია სრული სპინალური ბლოკის განვითარება. საანესთეზიო საშუალების შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დაუყოვნებელი ტოქსიური რეაქცია.

რეგიონული ანესთეზიის ჩატარებისას დოზის გადაჭარბებისას პლაზმაში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციის ნელი მომატების გამო სისტემური ტოქსიურობის სიმპტომები მოგვიანებით - ინექციიდან 15-60 წუთის შემდეგ ვლინდება. სისტემური ტოქსიურობა პირველ რიგში ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და გულ-სისხლძარღვთა-სისტემის (გსს) მხრივ. მოცემული რეაქციები გამოწვეულია სისხლში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მაღალი კონცენტრაციით, რაც შეიძლება მიღწეული იყოს სისხლძარღვში (შემთხვევით) შეყვანით, დოზის გადაჭარბებით ან ძლიერ ვასკულიზებული მიდამოდან განსაკუთრებით მაღალი აბსორბციით. ცნს-ის მხრივ რეაქციები მსგავსია ამიდური ტიპის ყველა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებისთვის, ხოლო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი რეაქციები დამოკიდებულია შეყვანილ პრეპარატსა და მის დოზაზე.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სისტემური ტოქსიურობა ვითარდება თანდათან: თავიდან ვლინდება მხედველობის დარღვევები, პირის ირგვლივ დაბუჟება, ენის დაბუჟება, ჰიპერაკუზია, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა. დიზართრია, ტრემორი და კუნთების შეკუმშვები სისტემური ტოქსიურობის უფრო სერიოზული გამოვლენაა და შეიძლება წინ უძღოდეს გენერალიზებულ კრუნჩხვებს (ეს ნიშნები არ უნდა მიიჩნიონ პაციენტის ნევროზულ ქცევად). ინტოქსიკაციის პროგრესირებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვების შეტევები რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, სუნთქვის დარღვევა, ჰიპოქსიის სწრაფი განვითარება და ჰიპერკაპნია კუნთების აქტივობის მომატების და არაადექვატური ვენტილაციის გამო. განვითარებული აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალციემია აძლიერებს საანესთეზიო საშუალების ტოქსიურ ეფექტებს.

შედეგად, ცნს-იდან საანესთეზიო საშუალების გადანაწილების და მისი შემდგომი მეტაბოლიზმის და ექსკრეციის გამო, ხდება ფუნქციის საკმარისად სწრაფი აღდგენა თუ შეყვანილი არ იყო პრეპარატის დიდი დოზა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები წარმოადგენს უფრო სერიოზული გართულებების ნიშანს. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მაღალი სისტემური კონცენტრაციებისას შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, არითმია და რიგ შემთხვევებში გულის გაჩერებაც. იშვიათ შემთხვევებში გულის გაჩერებას წინ არ უძღვის ცნს სიმპტომები. მოხალისეების გამოკვლევებში როპივაკაინის ინტრავენური ინფუზია იწვევდა გულის კუნთის გამტარებლობის და კუმშვადობის უნარის დათრგუნვას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომებს ჩვეულებრივ წინ უძღვის ცნს ტოქსიურობის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ვერ შეამჩნიონ, თუ პაციენტი იმყოფება სედაციური საშუალებების (ბენზოდიაზეპინები ან ბარბიტურატები) ან ზოგადი ანესთეზიის მოქმედების ქვეშ. ბავშვებში ზოგჯერ უფრო რთულია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების სისტემური ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენა მათ მიერ სიმპტომების აღწერის სირთულის ან რეგიონული ანესთეზიის ზოგად ნარკოზთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

მწვავე ტოქსიურობის მკურნალობა

მწვავე სისტემური ტოქსიურობის პირველი ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

კრუნჩხვების და ცნს დათრგუნვის სიმპტომების განვითარებისას ავადმყოფს ჭირდება ადექვატური მკურნალობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ოქსიგენაციის შენარჩუნება, კრუნჩხვების კუპირება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების შენარჩუნება. საჭიროა ჟანგბადით უზრუნველყოფა, აუცილებლობისას-ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადასვლა. თუ 15-20 წუთის შემდეგ კრუნჩხვები არ წყდება, საჭიროა კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: თიოპენტალ ნატრიუმი 1-3მგ/კგ ი/ვ (უზრუნველყოფს კრუნჩხვების სწრაფ კუპირებას) ან დიაზეპამი 0,1მგ/კგ ი/ვ (მოქმედება ვითარდება თიოპენტალ ნატრიუმზე ნელა). სუქსამეტონი 1მგ/კგ სწრაფად ხსნის კრუნჩხვებს, მაგრამ მისი გამოყენებისას საჭიროა ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

გულ-სისხლძარღვთა მოქმედების დათრგუნვისას (არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია) აუცილებელია ეფედრინის 5-10მგ-ს ინტრავენური შეყვანა, აუცილებლობისას 2-3 წუთის შემდეგ საჭიროა ხელახლა შეყვანა. ცირკულატორული უკმარისობის განვითარებისას ან გულის გაჩერებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სტანდარტული რეანიმაციული ღონისძიებები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპტიმალური ოქსიგენაციის, ვენტილაციის და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნება, აგრეთვე აციდოზის კორექცია. გულის გაჩერებისას შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებები.

ბავშვებში სისტემური ტოქსიურობის მკურნალობისას აუცილებელია დოზის კორექცია ასაკის და წონის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ან ამიდური ტიპის საანესთეზიო საშუალებების სტრუქტურულად მსგავს პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ტოქსიური ეფექტების სუმაცია.

როპივაკაინის კლირენსი 77%-ამდე მცირდება ფლუვოქსატინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP1A2-ის ძლიერ კონკურენტულ ინჰიბიტორს, მსგავსი ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო უნდა მოერიდონ ფლუვოქსამინის მოქმედების ფონზე ნაროპინის® ხანგრძლივ გამოყენებას.

ხსნარის рН-ის 6,0-ზე მეტად მომატებამ მოცემულ პირობებში როპივაკაინის ცუდი ხსნადობის გამო შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტატის წარმოქმნა. ნაროპინის ხსნარი® პლასტმასის საინფუზიო ფლაკონებში თავისი ქიმიური და ფიზიკური თვისებებით შეთავსებადია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

ნაროპინის კონცენტრაცია: 1-2მგ/მლ

დამატებული ხსნარი

კონცენტრაცია

ფენტანილი

1,0 - 10,0 მკგ/ლ

მორფინი

20,0 - 100,0 მკგ/მლ

იმის მიუხედავად, რომ მიღებული ნარევი არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე შენახვისას ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 30 დღემდე ინარჩუნებს, მიკრობიოლოგიური სისუფთავის მონაცემებიდან გამომდინარე, მომზადებისთანავე უნდა გამოიყენონ.

განსაკუთრებული მითითებები

ანესთეზია უნდა ჩატარდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ. აუცილებელია რეანიმაციული ღონისძიებების ჩასატარებელი აღჭურვილობა და სამკურნალო საშუალებები. დიდი ბლოკადის დაწყებამდე ინტრავენურად უნდა ჩაიდგას კათეტერი. ანესთეზიის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პერსონალი საკმარისად მომზადებული უნდა იყოს და უნდა იცნობდეს შესაძლო გვერდითი ეფექტების, სისტემური ტოქსიური რეაქციების და სხვა გართულებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს (იხ. პარაგრაფი “დოზის გადაჭარბება”).

შემთხვევით სუბარაქნოიდული შეყვანის გართულება შეიძლება იყოს სპინალური ბლოკი სუნთქვის გაჩერებით და არტერიული წნევის დაქვეითებით. კრუნჩხვები უფრო ხშირად ვითარდება მხრის წნულის ბლოკადის და ეპიდურული ბლოკადისას სავარაუდოდ შემთხვევით სისხლძარღვში შეყვანის ან ინექციის ადგილას სწრაფი აბსორბციის შემდეგ.

პერიფერიული ნერვების ბლოკირებისთვის შეიძლება საჭირო იყოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების დიდი მოცულობით შეყვანა ბევრი სისხლძარღვის მქონე ზონებში, ხშირად მსხვილ სისხლძარღვებთან ახლოს, რაც ზრდის სისხლძარღვში შეყვანის და/ან სწრაფი სისტემური შეწოვის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის დროს, როგორიცაა თავის და კისრის მიდამოში ინექცია, გამოყენებული პრეპარატის მიუხედავად შეიძლება მომატებული იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტების სიხშირე. ანთების ადგილას ინექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის შეყვანისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის გამტარებლობის II და III ხარისხის ბლოკადა, თირკმლის მძიმე უკმარისობა, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებშიც.

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ეპიდურული ანესთეზიის ან პერიფერიული ნერვების ბლოკადისთვის გამოყენებისას იშვიათად აღწერილია გულის გაჩერება, განსაკუთრებით სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანისას ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანმხლები დაავადებები.

რიგ შემთხვევებში გართულებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები.

გულის გაჩერება, როგორც წესი, საჭიროებს უფრო ხანგრძლივ რეანიმაციულ ღონისძიებებს.

რადგან ნაროპინი® 10 მგ/მლ ღვიძლში მეტაბოლიზდება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში; ზოგ შემთხვევაში ნელი ელიმინაციის გამო შეიძლება აუცილებელი იყოს საანესთეზიო საშუალების განმეორებითი დოზების შემცირება.

ჩვეულებრივ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი ან ხანმოკლე დროის განმავლობაში განმეორებითი დოზების შეყვანისას საჭირო არ არის დოზის კორექცია. თუმცა აციდოზი და პლაზმაში ცილების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც ხშირად ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პირებში, შეიძლება იწვევდეს პრეპარატის სისტემური ტოქსიური მოქმედების რისკს (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”). სისტემური ტოქსიურობის რისკი აგრეთვე მომატებულია პრეპარატის გამოყენებისას მცირე წონის პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემიური შოკი. ეპიდურული ანესთეზია შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის დაქვეითებას და ბრადიკარდიას. მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი შეიძლება შეამციროს სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების შეყვანამ. საჭიროა არეტრიული წნევის დაქვეითების დროული კორექცია სიმპატომიმეტიკების საშუალებით, აუცილებლობისას უნდა მოხდეს განმეორება.

პრეპარატის სახსარში შეყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა დიდ ტრავმაზე ეჭვის ან ქირურგიული ოპერაციისას სახსრის დიდი ზედაპირის გახსნით, ამ დროს შესაძლებელია პრეპარატის აბსორბციის გაძლიერება და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მომატება.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ III კლასის ანტიარითმული პრეპარატებით (მაგ. ამიოდარონით) უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, გულ-სისხლძარღვთა ეფექტების გაძლიერების რისკის გამო რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი.

პრეპარატ ნაროპინი® 10 მგ/მლ ხანგრძლივად გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იზოფერმენტ CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებს (როგორიცაა ფლუვოქსამინი და ენოქსაცინი).

პრეპარატ ნაროპინის® ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გათვალისწინება.

პაციენტებმა, რომელთა დიეტაშიც ნატრიუმი შეზღუდულია, უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში ნატრიუმის შემცველობა.

ეპიდურული შეყვანის შემდეგ, აღმავალი განაწილება კრანიალური მიმართულებით, განსაკუთრებით ორსულ ქალებში, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ჰორნერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მიოზომი, ფტოზომი და ანჰიდროზომი. თვითნებური გადაწყვეტილება ჩვეულებრივ ხდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პრეპარატის ახალშობილებში გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ ორგანოების და ფიზიოლოგიური ფუნქციების უმწიფრობა. სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში როპივაკაინის შეუკავშირებელი ფრაქციის კლირენსი დამოკიდებულია ბავშვის წონასა და ასაკზე. ასაკის გავლენა გამოიხატება ღვიძლის განვითარებით და ფუნქციით, კლირენსი მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 1-3 წლის ასაკში. როპივაკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 საათს 1 თვის ახალშობილებში და 3 საათს უფროსი ასაკის ბავშვებში. ღვიძლის ფუნქციის არასაკმარისი განვითარების გამო როპივაკაინის სისტემური ექსპოზიცია უფრო მაღალია ახალშობილებში, ზომიერად მაღალია 1-6 თვის ბავშვებში უფრო უფროს ასაკთან შედარებით. კლინიკურ კვლევებში ახალშობილთა პლაზმაში გამოვლენილი როპივაკაინის მაღალი კონცენტრაცია იძლევა ამ ასაკობრივ ჯგუფში სისტემური ტოქსიურობის რისკის მომატების საფუძველს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ეპიდურული ინფუზიისას.

ახალშობილებისთვის რეკომენდებული დოზები დაფუძნებულია შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებზე.

როპივაკაინის ახალშობილებში გამოყენებისას აუცილებელია სისტემური ტოქსიურობის მონიტორინგი (ცნს ტოქსიურობის ნიშნების კონტროლი, ეკგ, სისხლის ოქსიგენაციის კონტროლი) და ადგილობრივ ნეიროტოქსიურობაზე დაკვირვება, რაც ახალშობილებში პრეპარატის ნელი გამოყოფის გამო უნდა გაგრძელდეს ინფუზიის დასრულების შემდეგაც.

შესწავლილი არ არის ბავშვებში პრეპარატის 5მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის და აგრეთვე პრეპარატ ნაროპინის® ინტრათეკალური გამოყენება.

ნაროპინს® შეუძლია პორფირიის გამოწვევა და მწვავე პორფირიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფრო უსაფრთხო ალტერნატივა. პაციენტების მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უნდა მიიღონ უსაფრთხოების აუცილებელი ზომები.

სახსარში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების პოსტოპერაციული გახანგრძლივებული ინფუზიის შემთხვევაში აღწერილია ქონდროლიზის შემთხვევები. უმრავლეს შემთხვევებში ტარდებოდა მხრის სახსარში ინფუზია. საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ნაროპინი® არ უნდა გამოიყენონ სახსარში ხანგრძლივი ინფუზიისას.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ანალგეზიური ეფექტის გარდა ნაროპინი® 10 მგ/მლ შეიძლება ახასიათებდეს სუსტი ტრანზიტორული გავლენა მოძრავ ფუნქციასა და კოორდინაციაზე. პრეპარატის გვერდითი ეფექტების პროფილის გათვალისწინებით, აუცილებელია სიფთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებისას, რაც ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი 2 მგ/მლ, 7,5 მგ/მლ და 10 მგ/მლ.

საინექციო ხსნარი 2 მგ/მლ:

20მლ პოლიპროპილენის დარჩილულ ამპულებში. ყოველი ამპულა თავსდება კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 5 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

საინექციო ხსნარი 7,5მგ/მლ და 10მგ/მლ:

10 მლ პოლიპროპილენის დარჩილულ ამპულებში. ყოველი ამპულა თავსდება კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 5 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი-ფირმა

Aspen Notre Dame De Bondeville , 76960 , Notre Dame De Bondeville , საფრანგეთი

სავაჭრო ნიშანი ეკუთვნის ან გამოყენებისთვის გადაცემულია „ასპენის“ (Aspen) კომპანიათა ჯგუფისთვის.

© 2024 ასპენის კომპანიათა ჯგუფის ან მისი ლიცენზიარი. ყველა უფლება დაცულია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა