ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ნაზოლი

NAZOL®

ურეცეპტოდ0,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ნაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომატური შემსუბუქებისთვის გაციების, გრიპის, სინუსიტის, ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
oxymetazoline
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ/მლ 15მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Istituto De Angeli S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
R01AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-045899
რეგისტრირებულია
14 ივლისი 2026, მოქმედებს 14 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანაზოლი და სხვა წამალი ერთად

ნაზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომატური შემსუბუქებისთვის გაციების, გრიპის, სინუსიტის, ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისას.

მიღების წესი და დოზირება

შეისხურეთ რიგ-რიგობით ორივე ნესტოში, შესხურებისას თავი არ გადაწიოთ უკან.

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 2 შესხურება თითოეულ ნესტოში.

ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში.

შესხურება მეორდება არანაკლებ 12 საათის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან სხვა ადრენერგიული საშუალებების მიმართ, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება ან 2 კვირის მანძილზე მათი გაუქმებიდან; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომა; კანის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ქერქის გაჩენა (მშრალი რინიტი); მწვავე გულსისხლძარღვთა დაავადება ან გულის ასთმა; მძიმე ფორმის ჰიპერტენზია; ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

ოქსიმეტაზოლინის შემცველი ნაზალური სპრეი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულსისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტენზიით, ჰიპერთირეოზით, შაქრიანი დიაბეტით ან გაძნელებული შარდვით წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო. გამოყენების წინ ასეთმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარებისას.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროტილინის, სხვა სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების ან მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად შესაძლებელია გაზარდოს ოქსიმეტაზოლინის პრესორის ეფექტი.

ოქსიმეტაზოლინმა შეიძლება დააქვეითოს ბეტა-მაბლოკირებელი პრეპარატების ან სხვა ჰიპოტენზური პრეპარატების ეფექტურობა, ნეირონების ადრენობლოკატორების ჩათვლით.

შესაძლო ადიტიური გულსისხლძარღვთა ტოქსიკურობა შეიძლება წარმოიშვას სიმპატომიმეტიკების პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად დანიშვნამ, როგორიცაა ბრომოკრიპტინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ოქსიმეტაზოლინს არ უკავშირებენ ორსულობის ცუდ გამოსავალს. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე მოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა ჰიპერტენზიით ან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დაწევის ნიშნებით. პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება დაწიოს პლაცენტარული სისხლის მიმოქცევა.

ორსულ ქალებს შეუძლიათ მიიღოს ოქსიმეტაზოლინი ექიმის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ოქსიმეტაზოლინი დედის რძეში. მონაცემების არარსებობის გამო ოქსიმეტაზოლინის მიღება არაა რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ოქსიმეტაზოლინი ზეგავლენას არ ახდნს ან უმნიშვნელოდ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ოქსიმეტაზოლინი, ჩეულებრივ, კარგად გადაიტანება, და გვერდითი ეფექტები, მათი წარმოქმნის შემთხვევაში, ჩვეულებრივ მსუბუქი და გავლადია.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი შედგენილია სპონტანური პოსტმარკეტინგული შეტყობინებების ან ლიტერატურის საფუძველზე, ამიტომ, მისი ორგანიზება CIOMS III-ის სიხშირის კატეგორიების თანახმად, არ გამოიყენება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა, უძილობა, ძილიანობა, კანკალი, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში).

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია, მომატებული სისხლის წნევა, რეაქტიული ჰიპერემია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის წვა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენის მატება,ცხვირის გაჭედვის გაძლიერება, სიმშრალე ცხვირში, პირის სიმშრალე, გაღიზიანება ცხვირსა და ყელში, ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

ფსიქიკური დარღვევები: ნერვოზულობა, აღგზნება, შფოთვა.

მხედველობის დარღვევა: ბუნდოვანი მხედველობა.

ზოგადი დარღვევები: სისუსტე.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე

მნიშვნელოვანია შეატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ იმისათვის, რომ მოხდეს სამკურნალწამლო პრეპარატის <<სარგებელი-რისკი>>-ს შეფასების უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევა რეკომენდაცია, სამკურნალწამლო საშუალების ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე ეჭვის შეტანის დროს ნაციონალური სისტემების მეშვეობით აცნობონ სამკურნალწამლო საშუალების არასასურველი რეაქციების და არაეფექტურობის შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ზომიერი ან მძიმე დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს მიდრიაზი, გულისრევა, ციანოზი, ციებ-ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება, ქოშნი, ფსიქიკური დარღვევბი. ასევე შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ისეთი გამოვლინებით, როგორიცაა ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტენზია, აპნოე და გონების დაკარგვა.

კლინიკური გამოვლინებები ბავშვებში მოიცავს ნიშნებს და სიმპტომებს ცნს-ს მხრივ: კრუნჩხვები და კომა, ჰალუცინაციები, ბრადსიკარდია, აპნოე, ჰიპერტენზია, რომელიც ჰიპოტენზიას ცვლის.

მკურნალობა

მომატებული სისხლის წნევის დასაწევად შეიძლება გამოიყენოთ არასელექციური α-ბლოკატორი, მაგალითად, ფენტოლამინი. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

პრეპარატის ზომიერი ან მნიშვნელოვანი რაოდენობით არაგამიზნული პერორალური მიღებისას ნაჩვენებია შეუწოველი სამკურნალო საშუალების გამოდევნის მეთოდები. შემდგომი მკურნალობა ატარებს მხარდამჭერ და სიმპტომატურ ხასიათს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა ვადა

3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 წლის განმავლობაში.

განსაკუთრებული ზომები შენახვისას

პრეპარატი არ საჭიროებ შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეფუთვა

15 მლ ან 30 მლ ფლაკონი (პე), ბუნიკი-გამფრქვევით (დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი) აღჭურვილი, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ ქონსუმერ ქერ აგ, პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი

მწარმოებელი

ისტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს იტალია

დამატებითი ინფორმაცია

220089 მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, ფართი 54

ტელ.: +375 (17) 2395420, ფაქსი: +375 (17) 3361236

პრეტენზიები სამკურნალო პრეპარატის ხარისხზე გაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის რინოლოგიაში. ათქ კოდი: R01AA05.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ოქსიმეტაზოლინი.

ოქსიმეტაზოლინი - ადრენომიმეტური სამკურნალო საშუალება, იმიდაზოლინის წარმოებული. ოქსიმეტაზოლინი ახდენს ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ადრენერგიულ რეცეპტორებზე სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაში. ოქსიმეტაზოლინი ააქტიურებს როგორც α1, ისე α2 ადრენორეცეპტორებს. α-ადრენორეცეპტორების აქტივაცია იწვევს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას არტერიული ვაზოკონცტრიქციის ხარჯზე. ამის შედეგად მცირდება ცხვირის ლორწოვანი გარსის მოცულობა, რაც აქვეითებს ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსიმეტაზოლინის მოქმედება იწყება რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე მიღების შემდეგ.

ოქსიმეტაზოლინის შემცველი ხსნარების ანტივირუსული მოქმედება დემონსტრირებულ იქნა in vitro (ამცირებს ფოლაქების წარმოქმნას და ინფექტურობას.

სხვადასხვა კვლევებში ოქსიმეტაზოლინი ასევე ახდენს ანთებსაწინააღმდეგო და ანტიმჟანგავი თვისებების დემონსტრირებას.

ლიპიდური მედიატორების წარმოქმნა, რომლებიც ჩნდება არახიდონის მჟავას მეტაბოლიზმის პროცესში ex vivo-სტიმულირებულ ალვეოლურ მაკროფაგებში, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოქსიმეტაზოლინის ზემოქმედებაზე.

ოქსიმეტაზოლინი თრგუნავდა ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას (5-LO) ააქტივობას, რაც იწვევდა ასევე პროანთებითი სასიგნალო მოლეკულა LTB4-ის დათრგუნვას. თუმცა, ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება, როგორც ჩანს, ერთნაირი არაა ყველა არახიდული მეტაბოლიტისთვის, ვინაიდან PLA2-ის აქტივობა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება PGE2 და 15-HETE არ დაიწია. ოქსიმეტაზოლინი ასევე ახდენს აზოტის ოქსიდის ინდუციბელური სინთაზას (iNOS) ინჰიბირებას ხანგრძლივად კულტივირებად ალვეოლურ მაკროფაგებში.

ოქსიმეტაზოლინი მნიშნელოვანწილად თრგუნავს მჟანგავის სტრესს პირველად ალვეოლურ მიკროფაგებში, რომელიც გამოწვეულია ნახშირბადის უწვრილესი ნაწილაკებით. ზუსტად ასევე ოქსიმეტაზოლინი თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას მიკროსომებში რკინა/ასკორბატის სისტემაში (ანტიოქსიდანტურ/ანტიმჟანგავი ეფექტი).

ოქსიმეტაზოლინის იმუნომოდილირებული მოქმედება დემონსტრირებულ იქნა ადამიანის დამატებით უჯრედებზე, რომლებსაც ძირითადი როლის თამაში შეუძლიათ ანთებაში, კერძოდ, ადამიანის პერიფერიული სისხლის მონონუკლეურ უჯრედებზე და მონოციტარულ დენდრიტულ უჯრედებზე. ოქსიმეტაზოლინი მნიშვნელოვნად და დოზის მიხედვით ამცირებდა ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების (IL1β, IL6, TNFα) წარმოქმნას. გარდა ამისა, ოქსიმეტაზოლინი თრგუნავდა დენდრიტული უჯრედების იმუნომასტიმულირებელ თვისებებს.

ორმაგ ბრმა კვლევაში პარალელურ ჯგუფებში 247 პაციენტის მონაწილებით, ოქსიმეტაზოლინის გამოყენებამ გამოიწვია მწვავე რინიტის სიმპტომების (ანუ სურდო, ცხვირის გაჭედვა, ყნოსვის და გემოს დარღვევა, ცემინება) შემსუბუქება. ნაზალური სპრეის (0,05% ოქსიმეტაზოლინი) გამოყენებამ ფიზიოლოგიური მარილის ხსნართან შედარებით გამოიწვია მწვავე რინიტის სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება 6-დან (საშალოდ) 4 დღემდე (p<0,001).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი დაიტანება უშუალოდ ცხვირის ლორწოვან გარსზე, სადაც ახდენს ადგილობრივ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას. გარეგან გამოყენებასთან და სწრაფ ადგილობრივ მოქმედებასთან დაკავშირებით ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს აქვს სისტემური აბსორბციის ძალიან დაბალი პოტენციალი. თუმცა უფრო მაღალი დოზების და უფრო ხანგრძლივი გამოყენების პოტენციურმა სისტემურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალწამლო პრეპარატის ზოგადი დახასიათება

სამკურნალწამლო პრეპარატის დასახელება

ნაზოლი, 0,05% ნაზალური სპრეი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს 0,5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს (0,05% ხსნარი).

დამხმარე ნივთიერებები: იხ. განყოფილება 6.1.

სამკურნალწამლო ფორმა

ნაზალური სპრეი, ხსნარი.

გამჭირვალე უფერო სითხე, სუნის გარეშე.

კლინიკური მონაცემები

გამოყენების ჩვენებები

ნაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელების სიმპტომატური შემსუბუქებისთვის გაციების, გრიპის, სინუსიტის, ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისას.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

შეისხურეთ რიგ-რიგობით ორივე ნესტოში, შესხურებისას თავი არ გადაწიოთ უკან.

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 2 შესხურება თითოეულ ნესტოში.

ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში.

შესხურება მეორდება არანაკლებ 12 საათის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან სხვა ადრენერგიული საშუალებების მიმართ, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება ან 2 კვირის მანძილზე მათი გაუქმებიდან; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომა; კანის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება და ქერქის გაჩენა (მშრალი რინიტი); მწვავე გულსისხლძარღვთა დაავადება ან გულის ასთმა; მძიმე ფორმის ჰიპერტენზია; ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ოქსიმეტაზოლინის შემცველი ნაზალური სპრეი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულსისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტენზიით, ჰიპერთირეოზით, შაქრიანი დიაბეტით ან გაძნელებული შარდვით წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო. გამოყენების წინ ასეთმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარებისას.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ზემოქმედების სხვა სახეობები

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროტილინის, სხვა სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების ან მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად შესაძლებელია გაზარდოს ოქსიმეტაზოლინის პრესორის ეფექტი.

ოქსიმეტაზოლინმა შეიძლება დააქვეითოს ბეტა-მაბლოკირებელი პრეპარატების ან სხვა ჰიპოტენზური პრეპარატების ეფექტურობა, ნეირონების ადრენობლოკატორების ჩათვლით.

შესაძლო ადიტიური გულსისხლძარღვთა ტოქსიკურობა შეიძლება წარმოიშვას სიმპატომიმეტიკების პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად დანიშვნამ, როგორიცაა ბრომოკრიპტინი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ოქსიმეტაზოლინს არ უკავშირებენ ორსულობის ცუდ გამოსავალს. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე მოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა ჰიპერტენზიით ან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დაწევის ნიშნებით. პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება დაწიოს პლაცენტარული სისხლის მიმოქცევა.

ორსულ ქალებს შეუძლიათ მიიღოს ოქსიმეტაზოლინი ექიმის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ოქსიმეტაზოლინი დედის რძეში. მონაცემების არარსებობის გამო ოქსიმეტაზოლინის მიღება არაა რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ოქსიმეტაზოლინი ზეგავლენას არ ახდნს ან უმნიშვნელოდ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

ოქსიმეტაზოლინი, ჩეულებრივ, კარგად გადაიტანება, და გვერდითი ეფექტები, მათი წარმოქმნის შემთხვევაში, ჩვეულებრივ მსუბუქი და გავლადია.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი შედგენილია სპონტანური პოსტმარკეტინგული შეტყობინებების ან ლიტერატურის საფუძველზე, ამიტომ, მისი ორგანიზება CIOMS III-ის სიხშირის კატეგორიების თანახმად, არ გამოიყენება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა, უძილობა, ძილიანობა, კანკალი, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში).

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია, მომატებული სისხლის წნევა, რეაქტიული ჰიპერემია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის წვა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენის მატება,ცხვირის გაჭედვის გაძლიერება, სიმშრალე ცხვირში, პირის სიმშრალე, გაღიზიანება ცხვირსა და ყელში, ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

ფსიქიკური დარღვევები: ნერვოზულობა, აღგზნება, შფოთვა.

მხედველობის დარღვევა: ბუნდოვანი მხედველობა.

ზოგადი დარღვევები: სისუსტე.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე

მნიშვნელოვანია შეატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ იმისათვის, რომ მოხდეს სამკურნალწამლო პრეპარატის <<სარგებელი-რისკი>>-ს შეფასების უწყვეტი მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებს ეძლევა რეკომენდაცია, სამკურნალწამლო საშუალების ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე ეჭვის შეტანის დროს ნაციონალური სისტემების მეშვეობით აცნობონ სამკურნალწამლო საშუალების არასასურველი რეაქციების და არაეფექტურობის შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ზომიერი ან მძიმე დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს მიდრიაზი, გულისრევა, ციანოზი, ციებ-ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება, ქოშნი, ფსიქიკური დარღვევბი. ასევე შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ისეთი გამოვლინებით, როგორიცაა ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტენზია, აპნოე და გონების დაკარგვა.

კლინიკური გამოვლინებები ბავშვებში მოიცავს ნიშნებს და სიმპტომებს ცნს-ს მხრივ: კრუნჩხვები და კომა, ჰალუცინაციები, ბრადსიკარდია, აპნოე, ჰიპერტენზია, რომელიც ჰიპოტენზიას ცვლის.

მკურნალობა

მომატებული სისხლის წნევის დასაწევად შეიძლება გამოიყენოთ არასელექციური α-ბლოკატორი, მაგალითად, ფენტოლამინი. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

პრეპარატის ზომიერი ან მნიშვნელოვანი რაოდენობით არაგამიზნული პერორალური მიღებისას ნაჩვენებია შეუწოველი სამკურნალო საშუალების გამოდევნის მეთოდები. შემდგომი მკურნალობა ატარებს მხარდამჭერ და სიმპტომატურ ხასიათს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის რინოლოგიაში. ათქ კოდი: R01AA05.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ოქსიმეტაზოლინი.

ოქსიმეტაზოლინი - ადრენომიმეტური სამკურნალო საშუალება, იმიდაზოლინის წარმოებული. ოქსიმეტაზოლინი ახდენს ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ადრენერგიულ რეცეპტორებზე სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაში. ოქსიმეტაზოლინი ააქტიურებს როგორც α1, ისე α2 ადრენორეცეპტორებს. α-ადრენორეცეპტორების აქტივაცია იწვევს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას არტერიული ვაზოკონცტრიქციის ხარჯზე. ამის შედეგად მცირდება ცხვირის ლორწოვანი გარსის მოცულობა, რაც აქვეითებს ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსიმეტაზოლინის მოქმედება იწყება რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე მიღების შემდეგ.

ოქსიმეტაზოლინის შემცველი ხსნარების ანტივირუსული მოქმედება დემონსტრირებულ იქნა in vitro (ამცირებს ფოლაქების წარმოქმნას და ინფექტურობას.

სხვადასხვა კვლევებში ოქსიმეტაზოლინი ასევე ახდენს ანთებსაწინააღმდეგო და ანტიმჟანგავი თვისებების დემონსტრირებას.

ლიპიდური მედიატორების წარმოქმნა, რომლებიც ჩნდება არახიდონის მჟავას მეტაბოლიზმის პროცესში ex vivo-სტიმულირებულ ალვეოლურ მაკროფაგებში, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოქსიმეტაზოლინის ზემოქმედებაზე.

ოქსიმეტაზოლინი თრგუნავდა ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას (5-LO) ააქტივობას, რაც იწვევდა ასევე პროანთებითი სასიგნალო მოლეკულა LTB4-ის დათრგუნვას. თუმცა, ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება, როგორც ჩანს, ერთნაირი არაა ყველა არახიდული მეტაბოლიტისთვის, ვინაიდან PLA2-ის აქტივობა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება PGE2 და 15-HETE არ დაიწია. ოქსიმეტაზოლინი ასევე ახდენს აზოტის ოქსიდის ინდუციბელური სინთაზას (iNOS) ინჰიბირებას ხანგრძლივად კულტივირებად ალვეოლურ მაკროფაგებში.

ოქსიმეტაზოლინი მნიშნელოვანწილად თრგუნავს მჟანგავის სტრესს პირველად ალვეოლურ მიკროფაგებში, რომელიც გამოწვეულია ნახშირბადის უწვრილესი ნაწილაკებით. ზუსტად ასევე ოქსიმეტაზოლინი თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას მიკროსომებში რკინა/ასკორბატის სისტემაში (ანტიოქსიდანტურ/ანტიმჟანგავი ეფექტი).

ოქსიმეტაზოლინის იმუნომოდილირებული მოქმედება დემონსტრირებულ იქნა ადამიანის დამატებით უჯრედებზე, რომლებსაც ძირითადი როლის თამაში შეუძლიათ ანთებაში, კერძოდ, ადამიანის პერიფერიული სისხლის მონონუკლეურ უჯრედებზე და მონოციტარულ დენდრიტულ უჯრედებზე. ოქსიმეტაზოლინი მნიშვნელოვნად და დოზის მიხედვით ამცირებდა ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების (IL1β, IL6, TNFα) წარმოქმნას. გარდა ამისა, ოქსიმეტაზოლინი თრგუნავდა დენდრიტული უჯრედების იმუნომასტიმულირებელ თვისებებს.

ორმაგ ბრმა კვლევაში პარალელურ ჯგუფებში 247 პაციენტის მონაწილებით, ოქსიმეტაზოლინის გამოყენებამ გამოიწვია მწვავე რინიტის სიმპტომების (ანუ სურდო, ცხვირის გაჭედვა, ყნოსვის და გემოს დარღვევა, ცემინება) შემსუბუქება. ნაზალური სპრეის (0,05% ოქსიმეტაზოლინი) გამოყენებამ ფიზიოლოგიური მარილის ხსნართან შედარებით გამოიწვია მწვავე რინიტის სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება 6-დან (საშალოდ) 4 დღემდე (p<0,001).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი დაიტანება უშუალოდ ცხვირის ლორწოვან გარსზე, სადაც ახდენს ადგილობრივ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას. გარეგან გამოყენებასთან და სწრაფ ადგილობრივ მოქმედებასთან დაკავშირებით ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს აქვს სისტემური აბსორბციის ძალიან დაბალი პოტენციალი. თუმცა უფრო მაღალი დოზების და უფრო ხანგრძლივი გამოყენების პოტენციურმა სისტემურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა ვადა

3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 წლის განმავლობაში.

განსაკუთრებული ზომები შენახვისას

პრეპარატი არ საჭიროებ შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეფუთვა

15 მლ ან 30 მლ ფლაკონი (პე), ბუნიკი-გამფრქვევით (დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი) აღჭურვილი, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბაიერ ქონსუმერ ქერ აგ, პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი

მწარმოებელი

ისტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს იტალია

დამატებითი ინფორმაცია

220089 მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, ფართი 54

ტელ.: +375 (17) 2395420, ფაქსი: +375 (17) 3361236

პრეტენზიები სამკურნალო პრეპარატის ხარისხზე გაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა