პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

ნავაგრა 100

Navagra 100

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბანგლადეში
რისთვის გამოიყენება

ნავაგრა 100 შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ ფოსფოდიესთერაზას ტიპის 5 (PDE5) ინჰიბიტორები. იგი ხელს უწყობს სასქესო ორგანოს სისხლძარღვების მოდუნებას, რომელიც საშუალებას აძლევს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოში ერექციისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სილდენაფილი (sildenafil)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4 (1X4)
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
G04BE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039732
რეგისტრირებულია
15 დეკემბერი 2023, მოქმედებს 15 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
განმცხადებელი
შპს „ინტერ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანავაგრა 100 და სხვა წამალი ერთად

ნავაგრა 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნავაგრა 100 შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ ფოსფოდიესთერაზას ტიპის 5 (PDE5) ინჰიბიტორები. იგი ხელს უწყობს სასქესო ორგანოს სისხლძარღვების მოდუნებას, რომელიც საშუალებას აძლევს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოში ერექციისას.

ნავაგრა დაგეხმარებათ მხოლოდ ერექციის მიღწევაში, თუ ხართ სექსუალურად სტიმულირებული.

ნავაგრა გამოიყენება ერექციული დისფუნქციის მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც იმპოტენცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერეგირებული პენისის მიღება ან შენარჩუნება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მდიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გაცნობათ, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ.

ნავაგრა 100 არ უნდა მიიღოთ დღეში ერთ მიღებაზე მეტჯერ.

არ მიიღოთ ნავაგრა 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნავაგრას ოროდისპერსიულ ტაბლეტებთან კომბინაციაში.

ნავაგრა 100 უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ გრძნობთ, რომ ნავაგრას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნავაგრა100 ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულირების შემთხვევაში დაგეხმარებათ. ნავაგრას 100 მოქმედებისთვის, დროის ხანგრძლივობა განსხვავებულია ინდივიდუალურად, მაგრამ ჩვეულებრივ ამას ნახევარ საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. თქვენ მიხვდებით, რომ ნავაგრას მოქმედებას მეტად ბევრი დრო დასჭირდა, თუ თქვენ ის მიღებული გაქვთ მძიმე საკვებთნ ერთად.

თუ ნავაგრა 100 არ გეხმარებათ ერექციის მიღწევაში, ან თუ თქვენი ერექცია არ გრძელდება იმდენი ხანი, რომ დაასრულოთ სქესობრივი კავშირი, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ იღებთ ნავაგრა 100 საჭიროზე მეტს:

თქვენ შეიძლება განიცადოთ გვერდითი ეფექტების ზრდა და მათი სიმძიმე. 100 მგ-ზე მეტი დოზები არ ზრდის მედიკამენტის ეფექტურობას.

არ უნდა მიიღოთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ საჭიროზე მეტ ტაბლეტს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

თქვენ ხართ ალერგიული სილდენაფილზე ან ამ პრეაპრატის, ნებისმიერ, სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილის (მე-6 ნაწილში).

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით ნიტრატებს, რადგან ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო ვარდნა. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რომელიც ხშირად ინიშნება სტენოკარდიის (ან „მკერდის ტკივილის“ შესამსუბუქებლად). თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ მედიკამენტებს, როგორიცაა ამილის ნიტრატი („პოპერები“), რადგან ეს კომბინაცია ასევე იწვევს არტერიული წნევის საშიშ დაცემას.

თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში სისხლის შედედების გამო). ნაჩვენებია, რომ PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა ნავაგრა, აძლიერებენ ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან არ ხართ დარწმუნებული აცნობეთ ექიმს.

თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის მძიმე პრობლემა

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ინსულტი ან გულის შეტევა, ან თუ გაქვთ დაბალი წნევა

თუ გაქვთ თვალის ზოგიერთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, როგორიცაა (პიგმენტური რეტინიტი).

თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვა არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION).

სიფრთხილის ზომები

ნავაგრა 100-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან მედდას.

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია),

ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო) მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).

თუ გაქვთ პენისის დეფორმაცია ან პეირონის დაავადება

თუ თქვენ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა გულდასმით უნდა შეამოწმოს, გაუძლებს თუ არა თქვენი გული, სქესობრივი აქტით გამოწვეულ დატვირთვას.

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა ჰემოფილია).

თუ თქვენ განიცდით მხედველობის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას, შეწყვიტეთ ნავაგრას მიღება და დაუყონებლივ დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ნავაგრა 100 ერექციული დისფუნქციის სხვა პერორალურ ან ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ნავაგრა 100 ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (PAH), რომელიც შეიცავს სილდენაფილს ან სხვა PDE5 ინჰიბიტორებს.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ მდედრობითი სქესის ხართ.

აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს თქვენთვის უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

ნავაგრა 100 არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის პირებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ნავაგრა 100-ის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ მედიკამენტზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც გამოიყენება გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რომ მიიღეთ ნავაგრა 100 და როდის მიიღეთ. არ მიიღოთ ნავაგრა 100 სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ თქვენი ექიმი არ დაგრთავთ ნებას.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ იღებთ ნიტრატებად წოდებულ მედიკამენტებს, რადგან ამ მედიკამენტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება. ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რომელიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან „მკერდის ტკივილის“ შესამსუბუქებლად).

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ მედიკამენტებს, როგორიცაა ამილის ნიტრიტი („პოპერები“), რადგან ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა აივ-ის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ნავაგრა 100-ის ყველაზე დაბალი დოზით (25 მგ).

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებით თერაპიას მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის გადიდების სამკურნალოდ, შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა ან დეზორიენტაცია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით, სწრაფად დაჯდომისას ან ადგომისას. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ეს სიმპტომები ნავაგრა 100-ს ალფა-ბლოკატორებთან ერთად მიღებისას. ეს დიდი ალბათობით მოხდება, მედიკამენტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. იმისთვის, რომ შევამციროთ ამ სიმპტომების სავარაუდო წარმოქმნა, თქვენ უნდა მიიღოთ, ალფა ბლოკატორების რეგულარული დღიური დოზა მანამდე, ვიდრე დაიწყებთ ნავაგრა 100-ს მოხმარებას. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ნავაგრას (25 მგ), შედარებით დაბალი დოზა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

ნავაგრა 100 საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან მიმართებაში.

ნავაგრას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნავაგრას მუშაობის დაწყებას უფრო მეტი დრო სჭირდება, თუ მას მძიმე კვებასთან ერთად მიიღებთ.

ალკოჰოლის დალევამ შეიძლება დროებით გააუარესოს თქვენი ერექციის უნარი. იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მედიკამენტისგან, გირჩევთ არ დალიოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი ვიდრე სვამთ ნავაგრას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნავაგრა არ არის ნაჩვენები მდედრობითი სქესის მიერ გამოყენებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნავაგრამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე.

თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ რეაგირებთ ნავაგრაზე ავტომობილის და მექნიზმის მართვის დაწყებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ნავაგრას გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, არის მსუბუქიდან ზომიერამდე და ხანმოკლე ხანგრძლივობით.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ნავაგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

ალერგიული რეაქცია - ვლინდება იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანი)

სიმპტომები მოიცავს უეცარ ხიხინს, სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებას.

გულმკერდის ტკივილი - ვლინდება იშვიათად,

თუ ეს ხდება სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ:

მიიღეთ ნახევრად მჯდომარე პოზა და შეეცადეთ დაისვენოთ.

არ გამოიყენოთ ნიტრატები გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ.

  • გახანგრძლივებული და ხანდახან მტკივნეული ერექცია - ვლინდება იშვიათად (შეიძლება აწუხებდეს 1,000-დან 1 ადამიანს)

თუ თქვენ გაქვთ ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

  • მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა - ვლინდება იშვიათად
  • კანის სერიოზული რეაქციები -ვლინდება იშვითად

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, პირის ღრუს, სასქესო ორგანოების და თვალების ირგვლივ ბუშტუკებს, ცხელებას.

კრუნჩხვები ან კონვულსიები - ვლინდება იშვიათად.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): თავის ტკივილი.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანში): ღებინება სახის სიწითლე, წამოხურება (სიმპტომები მოიცავს სხეულის ზედა ნაწილში სითბოს უეცარ შეგრძნებას), საკვების მონელების დარღვევა, ფერადი სიბრმავე, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, „გაჭედილი ცხვირი“ და თავბრუსხვევა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს): ღებინება, კანის გამონაყარი, თვალის გაღიზიანება, თვალების სისხლჩაქცევა/წითელი თვალები, თვალის ტკივილი, სინათლის ციმციმები, ვიზუალური სიკაშკაშე, სინათლის მგრძნობელობა, წყლიანი თვალები, გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, დაბალი წნევა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების შეგრძნების დაქვეითება, ძილიანობა ცხვირის ლორწოვანი გარსის (სიმპტომებში შედის სურდო, ცემინება და ცხვირის ჩახშობა), ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (სიმპტომებში შედის გულძმარვა), შარდში სისხლის არსებობა, ტკივილი მკლავებში ან ფეხებში, ცხვირიდან სისხლდენა, სიცხის შეგრძნება და დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანში): სისუსტე, ინსულტი, გულის შეტევა, არარეგულარული გულისცემა, თავის ტვინის ნაწილებში სისხლის ნაკადის დროებითი დაქვეითება, ყელის დაჭიმვის შეგრძნება, პირის დაბუჟება, სისხლდენა თვალის უკანა მხარეს, ორმაგი მხედველობა,, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, პათოლოგიური შეგრძნება თვალში, თვალის ან ქუთუთოს შეშუპება, პატარა ნაწილაკები ან ლაქები თქვენს მხედველობაში, სინათლის გარშემო ჰალოების დანახვა, თვალის გუგის გაფართოება, თვალის თეთრი ფერის შეცვლა, პენისიდან სისხლდენა, სპერმაში სისხლის არსებობა, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპება, გაღიზიანების შეგრძნება და სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან იშვიათად დაფიქსირდა არასტაბილური სტენოკარდიის (გულის მდგომარეობა) და უეცარი სიკვდილის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, ვისაც ეს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ წამლის მიღებამდე. შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ეს მოვლენები პირდაპირ კავშირში ნავაგრასთან.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ასევე ნებისმიერი შესაძლო გვერდით ეფექტის შემტხვევაშიც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზა

კვლევების, სადაც გამოყენებული იყო 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზების შეყვანა, გვერდითი რექციები ანალოგიური იყო, კვლევების, სადაც გამოყენებული იყო მეტად დაბალი დოზა, მაგრამ ავადობის მაჩვენებელი და სიმძიმე გაიზარდა.

200 მგ დოზებმა არ გამოიწვია ეფექტურობის გაზრდა, მაგრამ გვერდითი რეაქციების სიხშირე (თავის ტკივილი, სიწითლე, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის შეშუპება, მხედველობის შეცვლა) გაიზარდა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უნდა იქნას მიღებული სტანდარტული დამხმარე ზომები. მოსალოდნელია, რომ თირკმლის დიალიზი არ დააჩქარებს კლირენს, რადგან სილდენაფილი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გმოიყოფა შარდში.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

სილდენაფილის ციტრატს USP 100 მგ სილდენაფილის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი, პოლივინილ პიროლიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი ;

ტაბლეტის გარსი: Sheff Coat PVA (პოლივინილის სპირტის, ლეციტინის, გასუფთავებული ტალკის, ტიტანის დიოქსიდის კომბინაცია); FD & C Blue; FD & C Red#40.

როგორ გამოიყურება ნავაგრა 100 და შეფუთვის შიგთავსი:

ნავაგრა 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ

ცისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს DIL დაბეჭდილით, ხოლო მეორე მხარეს ნაზოლით, ყოველგვარი ლაქების გარეშე.

შეფუთვა:

4 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ბლისტერი თითო ფურცელი-ჩანართით თითოეულ კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ტენიანობისგან დასაცავად. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

უროლოგიური საშუალებები. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები. სილდენაფილი.

ATC კოდი: G04B E03.

მოქმედების მექანიზმი

სილდენაფილი არის განკუთვნილი ერექციული დისფუნქციის ორალური თერაპიისთვის. ბუნებრივ გარემოში, ანუ სექსუალური სტიმულაციის დროს, ის აღადგენს დაქვეითებულ ერექციულ ფუნქციას სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაზრდით.

სასქესო ორგანოს ერექციაზე პასუხისმგებელი ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს აზოტის ოქსიდის (NO) გამოყოფას კავერნოზულ კორპუსში სექსუალური სტიმულაციის დროს. შემდეგ აზოტის ოქსიდი ააქტიურებს ფერმენტ გუანილატ ციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის (GMP) დონის მატებას, რაც იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას კავერნოზულ კორპუსში და საშუალებას აძლევს სისხლის შემოდინებას.

სილდენაფილი არის cGMP სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას ტიპის 5 (PDE5) ძლიერი და შერჩევითი ინჰიბიტორი კავერნოზულ სხეულში, სადაც PDE5 პასუხისმგებელია cGMP-ის დეგრადაციაზე. სილდენაფილს აქვს პერიფერიული მოქმედების ადგილი ერექციაზე. სილდენაფილს არ აქვს პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი ადამიანის იზოლირებულ კავერნოზულ კორპუსზე, მაგრამ საგრძნობლად აძლიერებს NO-ს დამამშვიდებელ ეფექტს ამ როდესაც NO/cGMP გზა გააქტიურებულია, როგორც ეს ხდება სექსუალური სტიმულაციის დროს, PDE5-ის დათრგუნვა სილდენაფილით იწვევს cGMP-ის კავერნოზულ სხეულში დონის მატებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია, რათა სილდენაფილმა გამოიმუშაოს მისთვის განკუთვნილი სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

in vitro ვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი სელექტიურია PDE5-თან, რაც მონაწილეობს ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ზე, ვიდრე სხვა ცნობილ ფოსფოდიესთერაზებზე. არსებობს 10-ჯერადი სელექციურობა PDE6-თან შედარებით, რომელიც ჩართულია ბადურის ფოტოტრანსდუქციაზე. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზებით, არსებობს 80-ჯერადი სელექციურობა PDE1-თან შედარებით და 700-ჯერ მეტი PDE2, 3, 4, 7, 8, 9, 10 და 11-ზე. კერძოდ, სილდენაფილს აქვს 4000-ჯერ მეტი სელექციურობა PDE5-ისთვის PDE3-თან შედარებით, cAMP-სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზას იზოფორმა, რომელიც მონაწილეობს გულის შეკუმშვის კონტროლში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ორი კლინიკური კვლევა სპეციალურად შემუშავებული იყო დოზირების შემდეგ დროის ფანჯრის შესაფასებლად, რომლის დროსაც სილდენაფილს შეეძლო ერექცია გამოეწვია სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. პენისის პლეტიზმოგრაფიის (RigiScan) კვლევაში, უზმოზე მყოფი პაციენტებისთვის, დაწყების მედიანური დრო მათთვის, ვინც მიაღწია 60% სიხისტის ერექციას (საკმარისი სქესობრივი აქტისთვის) იყო 25 წუთი (დიაპაზონი 12-37 წუთი) სილდენაფილზე. RigiScan-ის ცალკეულ კვლევაში, სილდენაფილმა მაინც შეძლო ერექციის გამომუშავება სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ დოზის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.

სილდენაფილი იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას, რაც უმეტეს შემთხვევაში არ იქცევა კლინიკურ ეფექტად. სილდენაფილის 100 მგ პერორალური მიღების შემდეგ სისტოლური არტერიული წნევის საშუალო მაქსიმალური დაქვეითება იყო 8,4 მმ Hg. მწოლიარე მდგომარეობაში, დიასტოლური არტერიული წნევის შესაბამისი ცვლილება იყო 5,5 მმ Hg. არტერიული წნევის ეს დაქვეითება შეესაბამება სილდენაფილის ვაზოდილატორულ ეფექტს, სავარაუდოდ, სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში cGMP დონის გაზრდის გამო. ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი პერორალური დოზა 100 მგ-მდე არ იწვევდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ეკგ-ზე.

სილდენაფილის 100 მგ ერთჯერადი დოზის ჰემოდინამიკური ეფექტების შესწავლისას 14 პაციენტში კორონარული არტერიის მძიმე დაავადებით (CAD) (მინიმუმ ერთი კორონარული არტერიის 70% სტენოზი), საშუალო სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა შემცირდა 7%-ით და 6%-ით შესაბამისად საწყისთან შედარებით. საშუალოდ ფილტვის სისტოლური არტერიული წნევა შემცირდა 9%-ით. სილდენაფილმა არ აჩვენა გავლენა გულის გამომუშავებაზე და არ აფერხებდა სისხლის ნაკადს სტენოზირებული კორონარული არტერიების მეშვეობით.

ორმაგად ბრმა მეთოდით, პლაცებოზე კონტროლირებადი ვარჯიშის სტრესის ცდამ შეაფასა 144 პაციენტი ერექციული დისფუნქციით და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ სტენოკარდიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ნიტრატების გარდა). შედეგებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სილდენაფილსა და პლაცებოს შორის სტენოკარდიის შეზღუდვის დროში.

ფარნსვორტ მანსელის „ფერთა განსხვავებაზე“ 100 ტონის ტესტის გამოყენების შედეგად, კონკრეტულ სუბიექტებში გამოვლინდა, სუსტი და გარდამავალი განსხვავებები, ძირითადად ფერებზე (მწვანე/ლურჯი), 100 მგ დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ეფექტები არ გამოვლინდა დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ფერთა განსხვავებასთან დაკავშირებული ეს მექნიზმი დაკავშირებულია PDE6-ის ინჰიბირებასთან, რომელიც ჩართულია ბადურის ფოტოტრანსდუქციის კასკადში. სილდენაფილი არ მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე და კონტრასტული მგრძნობელობაზე. ადრეულ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციით (n=9) პაციენტთა მცირე ზომის პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, სილდენაფილმა (ერთჯერადი დოზა, 100 მგ) არ აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩატარებულ ვიზუალურ ტესტებში (მხედველობის სიმახვილე, ამსლერის ბადე, ფერთა დისკრიმინაციის სიმულაციური შუქნიშანი, ჰამფრის პერიმეტრი და ფოტოსტრესი).

ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზების შემდეგ სპერმის მოძრაობაზე ან მორფოლოგიაზე არანაირი გავლენა არ ყოფილა (იხ. ნაწილი 4.6).

პედიატრიული მოსახლეობა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში სილდენაფილით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე. პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ 4.2.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური დაფიქსირებული პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღების შემდეგ 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალო 60 წუთი) უზმოზე. საშუალო აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა არის 41% (დიაპაზონი 25-63%). სილდენაფილის პერორალური მიღების შემდეგ, AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად რეკომენდებული დოზის დიაპაზონში (25-100 მგ).

როდესაც სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად, შეწოვის სიჩქარე მცირდება tmax-ის საშუალო შეფერხებით 60 წუთით და Cmax-ის საშუალო შემცირებით 29%.

გავრცელება

სილდენაფილის განაწილების საშუალო წონასწორული მოცულობა (Vd) არის 105 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. 100 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური საერთო პლაზმური კონცენტრაცია არის დაახლოებით 440 ნგ/მლ (CV 40%). ვინაიდან სილდენაფილი (და მისი ძირითადი მოცირკულირე N-დესმეთილის მეტაბოლიტი) 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ეს იწვევს სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ თავისუფალ კონცენტრაციას პლაზმაში 18 ნგ/მლ (38 ნმ).

ცილებთან შეკავშირება დამოუკიდებელია პრეპარატის მთლიანი კონცენტრაციისგან.

ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს (100 მგ ერთჯერადი დოზა), შეყვანილი დოზის 0,0002% (საშუალოდ 188 ნგ) ნაკლები იყო ეაკულატში დოზის მიღებიდან 90 წუთის შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

სილდენაფილი გამოიყოფა უპირატესად CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (მცირე გზა) ღვიძლის მიკროსომური იზოფერმენტებით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირების შედეგად. ამ მეტაბოლიტს აქვს ფოსფოდიესტერაზას სელექციურობის პროფილი სილდენაფილის მსგავსი და ინ ვიტრო PDE5 აქტივობა დაახლოებით 50%-ით აღემატება ძირითად პრეპარატს. ამ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია არის სილდენაფილის კონცენტრაციის დაახლოებით 40%. N-დესმეთილის მეტაბოლიტი შემდგომში მეტაბოლიზდება, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 4 სთ.

ელიმინაცია

სილდენაფილის მთლიანი სხეულის კლირენსი არის 41 ლ/სთ, ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-5 სთ. პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით უპირატესად ფეკალიებით (შეყვანილი პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და უფრო მცირე რაოდენობით შარდით (შეყვანილი პერორალური დოზის დაახლოებით 13%).

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში

ხანდაზმულები

ჯანმრთელ, ხანდაზმულ მოხალისეებს (65 წელზე მეტი ასაკის) ჰქონდათ სილდენაფილის შემცირებული კლირენსი, რამაც გამოიწვია სილდენაფილისა და აქტიური N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 90%-ით, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში (18-45 წელი). პლაზმის ცილებთან შეკავშირების ასაკობრივი განსხვავებების გამო, თავისუფალი სილდენაფილის პლაზმური კონცენტრაციის შესაბამისი ზრდა იყო დაახლოებით 40%.

თირკმლის უკმარისობა

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ), სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. N-დესმეთილის მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax გაიზარდა 126%-მდე და 73%-მდე შესაბამისად, იმავე ასაკის თირკმლის უკმარისობის არმქონე მოხალისეებში. თუმცა, სუბიექტთაშორისი ცვალებადობის გამო, ეს განსხვავებები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რის შედეგადაც AUC და Cmax საშუალოდ გაიზარდა 100%-ით და 88%-ით, შესაბამისად იმავე ასაკის მოხალისეებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა. გარდა ამისა, N -დესმეთილისი მეტაბოლიტის AUC და Cmax მნიშვნელობები გაიზარდა 200% და 79%-ით.

ღვიძლის უკმარისობა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზის მქონე (Child-Pugh A და B) სილდენაფილის კლირენსი შემცირდა, რის შედეგადაც იზრდება AUC (84%) და Cmax (47%) იგივე ასაკის მოხალისეებში რომლებსაც არ აქვთ ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ნავაგრა 100

სილდენაფილ 100 მგ

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მთელი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან მედდას.

ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.

თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია:

რა არის ნავაგრა 100 და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ნავაგრა 100 მიღებამდე

როგორ მივიღოთ ნავაგრა 100

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ ნავაგრა 100

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რა არის ნავაგრა 100 და რისთვის გამოიყენება ის

ნავაგრა 100 შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილდენაფილს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ ფოსფოდიესთერაზას ტიპის 5 (PDE5) ინჰიბიტორები. იგი ხელს უწყობს სასქესო ორგანოს სისხლძარღვების მოდუნებას, რომელიც საშუალებას აძლევს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოში ერექციისას.

ნავაგრა დაგეხმარებათ მხოლოდ ერექციის მიღწევაში, თუ ხართ სექსუალურად სტიმულირებული.

ნავაგრა გამოიყენება ერექციული დისფუნქციის მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც იმპოტენცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი ერეგირებული პენისის მიღება ან შენარჩუნება.

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე თქვენ მიიღებთ ნავაგრა 100

არ მიიღოთ ნავაგრა 100 თუ:

თქვენ ხართ ალერგიული სილდენაფილზე ან ამ პრეაპრატის, ნებისმიერ, სხვა ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილის (მე-6 ნაწილში).

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, სახელწოდებით ნიტრატებს, რადგან ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო ვარდნა. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რომელიც ხშირად ინიშნება სტენოკარდიის (ან „მკერდის ტკივილის“ შესამსუბუქებლად). თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ მედიკამენტებს, როგორიცაა ამილის ნიტრატი („პოპერები“), რადგან ეს კომბინაცია ასევე იწვევს არტერიული წნევის საშიშ დაცემას.

თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში სისხლის შედედების გამო). ნაჩვენებია, რომ PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა ნავაგრა, აძლიერებენ ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან არ ხართ დარწმუნებული აცნობეთ ექიმს.

თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის მძიმე პრობლემა

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ინსულტი ან გულის შეტევა, ან თუ გაქვთ დაბალი წნევა

თუ გაქვთ თვალის ზოგიერთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, როგორიცაა (პიგმენტური რეტინიტი).

თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვა არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნავაგრა 100-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან მედდას.

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია),

ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო) მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).

თუ გაქვთ პენისის დეფორმაცია ან პეირონის დაავადება

თუ თქვენ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა გულდასმით უნდა შეამოწმოს, გაუძლებს თუ არა თქვენი გული, სქესობრივი აქტით გამოწვეულ დატვირთვას.

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (როგორიცაა ჰემოფილია).

თუ თქვენ განიცდით მხედველობის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას, შეწყვიტეთ ნავაგრას მიღება და დაუყონებლივ დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ნავაგრა 100 ერექციული დისფუნქციის სხვა პერორალურ ან ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ნავაგრა 100 ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (PAH), რომელიც შეიცავს სილდენაფილს ან სხვა PDE5 ინჰიბიტორებს.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ მდედრობითი სქესის ხართ.

აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს თქვენთვის უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

ნავაგრა 100 არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის პირებს.

სხვა მედიკამენტები და ნავაგრა 100

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ნავაგრა 100-ის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ მედიკამენტზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც გამოიყენება გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რომ მიიღეთ ნავაგრა 100 და როდის მიიღეთ. არ მიიღოთ ნავაგრა 100 სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ თქვენი ექიმი არ დაგრთავთ ნებას.

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ იღებთ ნიტრატებად წოდებულ მედიკამენტებს, რადგან ამ მედიკამენტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება. ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, რომელიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან „მკერდის ტკივილის“ შესამსუბუქებლად).

არ უნდა მიიღოთ ნავაგრა 100, თუ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ მედიკამენტებს, როგორიცაა ამილის ნიტრიტი („პოპერები“), რადგან ამ კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სახიფათო დაქვეითება.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა აივ-ის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ნავაგრა 100-ის ყველაზე დაბალი დოზით (25 მგ).

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკერებით თერაპიას მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის გადიდების სამკურნალოდ, შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა ან დეზორიენტაცია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით, სწრაფად დაჯდომისას ან ადგომისას. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ეს სიმპტომები ნავაგრა 100-ს ალფა-ბლოკატორებთან ერთად მიღებისას. ეს დიდი ალბათობით მოხდება, მედიკამენტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. იმისთვის, რომ შევამციროთ ამ სიმპტომების სავარაუდო წარმოქმნა, თქვენ უნდა მიიღოთ, ალფა ბლოკატორების რეგულარული დღიური დოზა მანამდე, ვიდრე დაიწყებთ ნავაგრა 100-ს მოხმარებას. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ნავაგრას (25 მგ), შედარებით დაბალი დოზა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

ნავაგრა 100 საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან მიმართებაში.

ნავაგრას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნავაგრას მუშაობის დაწყებას უფრო მეტი დრო სჭირდება, თუ მას მძიმე კვებასთან ერთად მიიღებთ.

ალკოჰოლის დალევამ შეიძლება დროებით გააუარესოს თქვენი ერექციის უნარი. იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მედიკამენტისგან, გირჩევთ არ დალიოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი ვიდრე სვამთ ნავაგრას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ნავაგრა არ არის ნაჩვენები მდედრობითი სქესის მიერ გამოყენებისთვის.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ნავაგრამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე.

თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ რეაგირებთ ნავაგრაზე ავტომობილის და მექნიზმის მართვის დაწყებამდე.

როგორ მივიღოთ ნავაგრა 100

ყოველთვის მიიღეთ ეს მდიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გაცნობათ, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ.

ნავაგრა 100 არ უნდა მიიღოთ დღეში ერთ მიღებაზე მეტჯერ.

არ მიიღოთ ნავაგრა 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნავაგრას ოროდისპერსიულ ტაბლეტებთან კომბინაციაში.

ნავაგრა 100 უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ გრძნობთ, რომ ნავაგრას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნავაგრა100 ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულირების შემთხვევაში დაგეხმარებათ. ნავაგრას 100 მოქმედებისთვის, დროის ხანგრძლივობა განსხვავებულია ინდივიდუალურად, მაგრამ ჩვეულებრივ ამას ნახევარ საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. თქვენ მიხვდებით, რომ ნავაგრას მოქმედებას მეტად ბევრი დრო დასჭირდა, თუ თქვენ ის მიღებული გაქვთ მძიმე საკვებთნ ერთად.

თუ ნავაგრა 100 არ გეხმარებათ ერექციის მიღწევაში, ან თუ თქვენი ერექცია არ გრძელდება იმდენი ხანი, რომ დაასრულოთ სქესობრივი კავშირი, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ იღებთ ნავაგრა 100 საჭიროზე მეტს:

თქვენ შეიძლება განიცადოთ გვერდითი ეფექტების ზრდა და მათი სიმძიმე. 100 მგ-ზე მეტი დოზები არ ზრდის მედიკამენტის ეფექტურობას.

არ უნდა მიიღოთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ საჭიროზე მეტ ტაბლეტს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ნავაგრას გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, არის მსუბუქიდან ზომიერამდე და ხანმოკლე ხანგრძლივობით.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ნავაგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

ალერგიული რეაქცია - ვლინდება იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანი)

სიმპტომები მოიცავს უეცარ ხიხინს, სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებას.

გულმკერდის ტკივილი - ვლინდება იშვიათად,

თუ ეს ხდება სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ:

მიიღეთ ნახევრად მჯდომარე პოზა და შეეცადეთ დაისვენოთ.

არ გამოიყენოთ ნიტრატები გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ.

  • გახანგრძლივებული და ხანდახან მტკივნეული ერექცია - ვლინდება იშვიათად (შეიძლება აწუხებდეს 1,000-დან 1 ადამიანს)

თუ თქვენ გაქვთ ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

  • მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა - ვლინდება იშვიათად
  • კანის სერიოზული რეაქციები -ვლინდება იშვითად

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, პირის ღრუს, სასქესო ორგანოების და თვალების ირგვლივ ბუშტუკებს, ცხელებას.

კრუნჩხვები ან კონვულსიები - ვლინდება იშვიათად.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): თავის ტკივილი.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანში): ღებინება სახის სიწითლე, წამოხურება (სიმპტომები მოიცავს სხეულის ზედა ნაწილში სითბოს უეცარ შეგრძნებას), საკვების მონელების დარღვევა, ფერადი სიბრმავე, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, „გაჭედილი ცხვირი“ და თავბრუსხვევა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს): ღებინება, კანის გამონაყარი, თვალის გაღიზიანება, თვალების სისხლჩაქცევა/წითელი თვალები, თვალის ტკივილი, სინათლის ციმციმები, ვიზუალური სიკაშკაშე, სინათლის მგრძნობელობა, წყლიანი თვალები, გულისცემა, აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, დაბალი წნევა, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, შეხების შეგრძნების დაქვეითება, ძილიანობა ცხვირის ლორწოვანი გარსის (სიმპტომებში შედის სურდო, ცემინება და ცხვირის ჩახშობა), ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (სიმპტომებში შედის გულძმარვა), შარდში სისხლის არსებობა, ტკივილი მკლავებში ან ფეხებში, ცხვირიდან სისხლდენა, სიცხის შეგრძნება და დაღლილობის შეგრძნება.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანში): სისუსტე, ინსულტი, გულის შეტევა, არარეგულარული გულისცემა, თავის ტვინის ნაწილებში სისხლის ნაკადის დროებითი დაქვეითება, ყელის დაჭიმვის შეგრძნება, პირის დაბუჟება, სისხლდენა თვალის უკანა მხარეს, ორმაგი მხედველობა,, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, პათოლოგიური შეგრძნება თვალში, თვალის ან ქუთუთოს შეშუპება, პატარა ნაწილაკები ან ლაქები თქვენს მხედველობაში, სინათლის გარშემო ჰალოების დანახვა, თვალის გუგის გაფართოება, თვალის თეთრი ფერის შეცვლა, პენისიდან სისხლდენა, სპერმაში სისხლის არსებობა, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპება, გაღიზიანების შეგრძნება და სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა.

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან იშვიათად დაფიქსირდა არასტაბილური სტენოკარდიის (გულის მდგომარეობა) და უეცარი სიკვდილის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, ვისაც ეს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ წამლის მიღებამდე. შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ეს მოვლენები პირდაპირ კავშირში ნავაგრასთან.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ასევე ნებისმიერი შესაძლო გვერდით ეფექტის შემტხვევაშიც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

როგორ შევინახოთ ნავაგრა 100

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ტენიანობისგან დასაცავად. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნავაგრა 100:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

სილდენაფილის ციტრატს USP 100 მგ სილდენაფილის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმის ფოსფატი, პოლივინილ პიროლიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი ;

ტაბლეტის გარსი: Sheff Coat PVA (პოლივინილის სპირტის, ლეციტინის, გასუფთავებული ტალკის, ტიტანის დიოქსიდის კომბინაცია); FD & C Blue; FD & C Red#40.

როგორ გამოიყურება ნავაგრა 100 და შეფუთვის შიგთავსი:

ნავაგრა 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ

ცისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს DIL დაბეჭდილით, ხოლო მეორე მხარეს ნაზოლით, ყოველგვარი ლაქების გარეშე.

შეფუთვა:

4 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ბლისტერი თითო ფურცელი-ჩანართით თითოეულ კოლოფში.

შენახვის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

DRUG INTERNATIONAL LTD

ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა