ფტორდეზოქსიგლუკოზა (18F) გამოიყენება პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატის მეშვეობით ორგანიზმში გლუკოზის დარღვეული მეტაბოლიზმის ვიზუალიზაციის მიზნით ქვემოთ მითითებული ჩვენებების არსებობისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუდეოქსიგლუკოსი (fludeoxyglucose)
- ფორმა და შეფუთვა
- 1650 MBq/მლ აქტივობის მულტიდოზიანი ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Moltek Moleküler Teknoloji Arastirma San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რადიოფარმაცევტული სადიაგნოსტიკო საშუალებები, სადიაგნოსტიკო რადიოფარმაცევტული სხვა საშუალებები სიმსივნის გამოსავლენად
- ATC კოდი
- V09IX04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039304
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Moltek Saglik Hizmetleri Uretim ve Pazarlama A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მოლტეკი FDG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფტორდეზოქსიგლუკოზა (18F) გამოიყენება პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატის მეშვეობით ორგანიზმში გლუკოზის დარღვეული მეტაბოლიზმის ვიზუალიზაციის მიზნით ქვემოთ მითითებული ჩვენებების არსებობისას.
ონკოლოგია: პაციენტებისთვის დადასტურებული ონკოლოგიური დაავადებით ან ონკოლოგიურ დაავადებაზე ეჭვის დროს ნაჩვენებია ონკოლოგიური დიაგნოსტირების პროცესში კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი წარმონაქმნის დიფერენცირებული დიაგნოსტირების, კიბოს სტადიის დადგენის, მკურნალობაზე პასუხის კონტროლის და სტადიის ხელახალი დადგენის, მორეციდივე დაავადების ადრეული დადგენის დროს.
კარდიოლოგია: კორონარული არტერიების დაავადებებისას მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ნაჩვენებია რევასკულარიზაციული ქირურგიული ოპერაციის წინ მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის და მეტაბოლიზმის განსაზღვრის მიზნით.
ნევროლოგია: ნაჩვენებია ქირურგიულ ოპერაციამდე გლუკოზის ინტერიქტალური ჰიპერმეტაბოლიზმის გამოვლენის გზით ეპილეფტოგენური ზონების დადგენის და ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სხვა დემენციებისგან დიფერენცირებული დიაგნოსტირების დროს.
ინფექცია: ნაჩვენებია დაუდგენელი გენეზის ცხელების და ინფექციის კერების დადგენის დროს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებისთვის (70 კგ) ფტორდეზოქსიგლუკოზის (18F) რეკომენდებული დოზაა ინტრავენურად 100-400 MBq (დოზის კორექტირება უნდა მოხდეს პაციენტის სხეულის წონის და გამოყენებული პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატის მახასიათებლების მიხედვით).
არსებობს მხოლოდ რამდენიმე კვლევა, რომლითაც შეფასებული იქნა 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტთა ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება, რის გამოც პედიატრიული ასაკის ონკოლოგიურ პაციენტებში პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის აქტიური ნივთიერება განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით და მოზრდილის დოზის ქვემოთ მითითებულ კოეფიციენტებზე გამრავლების გზით (ევროპის ბირთვული მედიცინის ასოციაცია, პედიატრიული კვლევის ჯგუფი EANM):
3 კგ = 0.10
12 კგ = 0.32
22 კგ = 0.50
32 კგ = 0.62
42 კგ = 0.78
52-54 კგ = 0.90
4 კგ = 0.14
14 კგ = 0.36
24 კგ = 0.53
34 კგ = 0.64
44 კგ = 0.80
56-58 კგ = 0.92
6 კგ = 0.19
16 კგ = 0.40
26 კგ = 0.56
36 კგ = 0.66
46 კგ = 0.82
60-62 კგ = 0.96
8 კგ = 0.23
18 კგ = 0.44
28 კგ = 0.58
38 კგ = 0.68
48 კგ = 0.85
64-66 კგ = 0.98
10 კგ = 0.27
20 კგ = 0.46
30 კგ = 0.60
40 კგ = 0.70
50 კგ = 0.88
68 კგ = 0.99
გამოყენების წესი:
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენება და PET გამოკვლევის ჩატარება
(18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის აქტივობა უნდა გაიზომოს უშუალოდ ინექციის წინ რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.
ლოკალური ექსტრავაზაციით გამოწვეული დასხივების და ვიზუალიზაციის არტეფაქტების თავიდან ასაცილებლად ინექცია უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.
ემისიის სკანირება, როგორც წესი, იწყება (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის ინექციიდან 45-60 წუთის შემდეგ. თუ დარჩენილი აქტივობა საკმარისია აღრიცხვის სათანადო სტატისტიკისთვის, შესაძლებელია (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის PET ვიზუალიზაცია ჩატარდეს ინექციიდან ორი-სამი საათის შემდეგ, ამგვარად მოხდება ძირითადი აქტივობის დაქვეითება.
საჭირო შემთხვევებში განმეორებადი ფტორდეზოქსიგლუკოზის (18F) PET ვიზუალიზაცია შესაძლებელია ხელახლა ჩატარდეს დროის ინტერვალით.
MOLTEK FDG საინექციო ხსნარი პაციენტს უნდა გაუკეთდეს საკვების ბოლო მიღებიდან არანაკლებ 4 საათის შემდეგ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეზღუდულია უჯრედების მიერ გლუკოზის მიღება (სატურაციის კინეტიკა) და მაქსიმალურია პრეპარატის აქტივობა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტს არ უნდა შეეზღუდოს წყალი (გლუკოზის შემცველი სასმელების გარდა).
სკანირების ხარისხის გაზრდის და შარდის ბუშტზე რადიაციული ზემოქმედების შემცირების მიზნით პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და PET სკანირებამდე და სკანირების შემდეგ მოშარდვა.
რეკომენდებულია ინექციის შემდეგ 12 საათის განმავლობაში ბავშვებთან ახლო კონტაქტისთვის თავის არიდება.
დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკურ პოპულაციებთან დაკავშირებით:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით გაზრდილია რადიაციის ზემოქმედება, რის გამოც სკანირების ჩვენება უნდა განისაზღვროს ძალიან ფრთხილად.
პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში გამოყენებული რადიოაქტიური ნივთიერების რაოდენობის გაანგარიშება ხდება სხეულის წონის მიხედვით.
გერიატრიული პოპულაცია: არ არსებობს სპეციალური პროცედურა.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია პაცენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არ შეიძლება გამოყენება ორსულობის პერიოდში.
უკუნაჩვენებია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, თუ სისხლში გლუკოზის დონე არ ექვემდებარება კონტროლს.
გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და ზომები
რადიოფარმპრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ რადიაციული მედიცინის სპეციალისტის მიერ რადიაციული მედიცინის ცენტრში.
PET სკანირების ჩვენება
ნებისმიერ პაციენტზე რადიაციული ზემოქმედება შესწავლილი უნდა იქნას დიაგნოსტიკის ხარისხის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლებელია მიღებული იქნას რადიაციის მინიმალური დოზით.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით რადიაციის ზემოქმედება იზრდება, რის გამოც სკანირების ჩვენება უნდა განისაზღვროს დიდი სიფრთხილით.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ბავშვებში რადიაციის დოზის მიხედვით (MBq) ეფექტური დოზა მაღალია მოზრდილებთან შედარებით (იხილეთ, 5.4 პუნქტი, დოზიმეტრია)
ონკოლოგია და ნევროლოგია
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, მოერიდოს სკანირების წინ მძიმე დატვირთვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ვიზუალიზაციის აგენტის კუნთში ჭარბი ჩართვა. ინექციიდან სკანირების პროცედურამდე და სკანირების პროცედურით გამოსახულების მიღებამდე პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში (უნდა იწვეს და არ უნდა საუბრობდეს).
თავის ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ტვინის აქტივობაზე, რის გამოც ნევროლოგიური სკანირება უნდა ჩატარდეს განსაზღვრული დასვენების პერიოდის შემდეგ ბნელ და ხმაურისგან დაცულ გარემოში.
სისხლში გლუკოზის მაღალი დონე (განსაკუთრებით 8 მმოლ/ლ და მეტი) გამოიწვევს MOLTEK FDG საინექციო ხსნარის სიზუსტის დაქვეითებას, რის გამოც სკანირების წინ უნდა შემოწმდეს სისხლში გლუკოზის დონე. ანალოგიური სახით უნდა მოერიდონ (18F) FDG-PET სკანირებას დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, თუ სისხლში გლუკოზის დონე არ ექვემდებარება კონტროლს (ვერ ხდება გლიკემიური კონტროლის უზრუნველყოფა).
კარდიოლოგია
გულის კუნთის (მიოკარდიუმის) მიერ გლუკოზის მიღება ინსულინის მეშვეობით ხდება, რის გამოც MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენებამდე 1 საათით ადრე რეკომენდებულია გლუკოზის მიცემა (50 გ). ალტერნატივის სახით საჭირო შემთხვევებში შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაცია მოხდეს ინსულინის და გლუკოზის ინფუზიის კომბინაციით.
FDG PET ვიზუალიზაციის კომენტირება
ანთებამ და/ან ინფექციამ, ასევე ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდმა შესაძლებელია გაზარდოს (18F) FDG-ის ჩართვა და შესაბამისად გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.
საჭიროა სიფრთხილე სხივური თერაპიის შემდეგ პირველი 2-4 თვის განმავლობაში (18F) FDG- PET კვლევის ცრუ დადებით ან ცრუ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. თუ პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე საჭიროა ვადაზე ადრე (18F)FDG-PET სკანირება, დეტალურად უნდა იქნას დოკუმენტირებული ვადაზე ადრე ჩატარებული სკანირების მიზეზები.
ცრუ უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად (18F) FDG-PET სკანირებისთვის ყველაზე სათანადო დროა ქიმიათერაპიის დასრულებიდან მომდევნო 4-6 კვირიანი პერიოდი. თუ არსებობს კლინიკური ჩვენება (18F) FDG-PET სკანირების ვადაზე ადრე ჩასატარებლად, აღნიშნული სკანირების მიზეზი უნდა დასაბუთდეს დეტალურად. თუ ქიმიათერაპიის რეჟიმი ნაკლებია 4 კვირიან ციკლზე, (18F) FDG-PET სკანირება უნდა ჩატარდეს უშუალოდ ახალი ციკლის დაწყებამდე.
(18F) FDG არ გამოიყენება თავის ტვინის მეტასტაზების განსაზღვრისას.
რეკომენდებულია (18F)FDG-PET ვიზუალიზაცია გაერთიანდეს ტომოგრაფიული ვიზუალიზაციის მეთოდებთან (როგორიცაა ულტრასონოგრაფია, მრტ). ფუნქციონალური (18F)FDG-PET ვიზუალიზაციის გაერთიანება სისტემასთან, რომელიც იძლევა მორფოლოგიური ვიზუალიზაციის საშუალებას (როგორიცაა PET-კომპიუტერული ტომოგრაფია), ზრდის სიზუსტეს და გარჩევადობას. რის გამოც ზემოაღნიშნული კომბინირებული სისტემები რეკომენდებულია პანკრეასის, თავის-კისრის, ლიმფური სისტემის, ფილტვების კიბოს და მორეციდივე კოლორექტალური კიბოს დროს.
ზოგადი გაფრთხილებები
რადიოფარმპრეპარატები უნდა მომზადდეს როგორც რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნების დაცვით.
პაციენტების და საავადმყოფოს პერსონალის მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად MOLTEK FDG საინექციო ხსნარის შესანახად და გადასატანად უნდა გამოიყენონ ჯავშნიანი ჭურჭელი. განსაკუთრებით პრეპარატის ბოთლიდან შპრიცში ამოღების და ინექციის გაკეთების დროს ß+ რადიაციის და ანიჰილაციის ფოტონების ზემოქმედებისგან დასაცავად რეკომენდებულია სათანადო ჯავშნით დაცვა.
MOLTEK FDG შეიცავს მცირე რაოდენობით (0.1-0.5% h/h) ეთანოლს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ყველა პრეპარატმა, რომელიც ზემოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე (როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ნატრიუმის ვალპროატი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კატექოლამინები), შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სკანირების სიზუსტეზე.
კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების (CSF) გამოყენება რამდენიმე დღით ზრდის (18F)FDG-ის ჩართვას ძვლის ტვინსა და ელენთაში. ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული PET სკანირების დაგეგმვისას. აღნიშნული ზემოქმედება შესაძლებელია შეამციროს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორებით (CSF) მკურნალობასა და PET სკანირებას შორის არანაკლებ 5 დღიანმა ინტერვალმა.
გლუკოზის და ინსულინის გამოყენება ზემოქმედებს უჯრედებში (18F)FDG-ის შეღწევაზე. თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია და პლაზმაში ინსულინის დონე დაბალია, მცირდება ორგანოსა და სიმსივნის ქსოვილში (18F)FDG-ის შეღწევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულთა კატეგორია: X
რეპროდუქციული ასაკის ქალები/ორსულობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
თუ სავალდებულოა რეპროდუქციული ასაკის ქალებში რადიოაქტიური სამედიცინო პრეპარატის გამოყენება, აუცილებელია გამოკვლეული იქნას ორსულობა. ქალი, რომელსაც აღენიშნება მენსტრუაციის დაგვიანება, უნდა ჩაითვალოს ორსულად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. თუ არსებობს ორსულობაზე ეჭვი, მაგრამ არ არის დამტკიცებული, სასურველი კლინიკური ინფორმაციის მისაღებად დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რადიაციის ზემოქმედება. ალტერნატიულ მეთოდებს შორის არ უნდა იყოს მაიონებელი გამოსხივების შემცველი ტექნიკა.
ორსულობის პერიოდი
ორსულობის პერიოდში MOLTEK FDG-ის გამოყენება იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს.
MOLTEK FDG უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ლაქტაციის პერიოდი
ცნობილია, რომ (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზა გადადის რძეში.
უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.
დედასთან, რომელსაც ბავშვი ჰყავს ძუძუთი კვებაზე, (18F) (FDG)-ის გამოყენებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაძლებელია ვიზუალიზაცია გადაიდოს, სანამ არ დასრულდება ლაქტაციის პერიოდი. თუ აუცილებელია გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეაჩერონ არანაკლებ 12 საათის განმავლობაში და გამოყოფილი რძე გადაასხან. შესაბამის შემთხვევებში დედას შეუძლია, ბავშვს აწოვოს ძუძუ MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენებამდე. დამატებით რადიაციისგან დაცვის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია, ინექციის შემდეგ არანაკლებ 12 საათის განმავლობაში დედა მოერიდოს ბავშვთან ახლო კონტაქტს.
რეპროდუქციის უნარი/ ფერტილობა
არ არსებობს ცხოველებსა და ადამიანებში რეპროდუქციულ ფუნქციებზე MOLTEK FDG-ის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მონაცემები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები
დღემდე არ არის ცნობილი (18F) FDG-ის ინექციით რაიმე არასასურველი რეაქციის შესახებ. პრეპარატი მცირე რაოდენობით შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რის გამოც ძირითად რისკს წარმოადგენს რადიაციული ზემოქმედება.
მაიონებელმა გამოსხივებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კიბო ან მემკვიდრეობითი დაავადებები. ბირთვულ მედიცინაში გამოყენებული კვლევის მრავალი მეთოდისთვის რადიაციის დოზა (ეფექტური დოზა) ნაკლებია 20 mSv-ზე. რის გამოც ძალიან მცირეა აღნიშნული რეაქციების გამოვლენის ალბათობა. (18F) FDG-ის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაში პრეპარატის ეფექტური დოზა შეადგენს 7.6 mSv-ს.
ჭარბი დოზა
დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებული დოზებით ფარმაკოლოგიურად არ არსებობს ჭარბი დოზირების შემთხვევა.
ჭარბი დოზით (18F)FDG-ის გამოყენების შემდეგ რადიონუკლიდის გამოყოფისთვის, რამდენადაც შესაძლებელია, იძულებითი დიურეზის და ხშირი შარდვის გზით უნდა შემცირდეს პაციენტის მიერ მიღებული რადიაციის დოზა.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
ხსნარის 1 მლ კალიბრაციის დღეს და დროს (t0 + 2 საათი) შეიცავს 45 mCi (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზას (1650 MBq 18F).
(18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის მონაცემები:
სტრუქტურული ფორმულა: ([18F] ფტორდეზოქსიგლუკოზა): C6H11O5 18F 18
რადიაციული ემისია: პოზიტრონ-ემისია, 249.8 keVსაშ, გამა-ემისია 511 keVსაშ.
გარე ემისია: გამა-ემისია
მაქსიმალური მოქმედების მანძილი წყალში: 0,5 მმ.
რადიოაქტიური ნივთიერების ნახევრად დაშლის პერიოდი: 109.8 წუთი
მაქსიმალური ეფექტური დოზის ეკვივალენტი (EDE): 0.11 rem/mCi (0.019 mSv/MBq)
დამხმარე ნივთიერებები:
- 1-0.5% h/h ეთანოლი
დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით იხილეთ 6.1 პუნქტი.
ფარმაკოლოგიური ფორმა
საინექციო ხსნარი.
ეს არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.
შენახვის პირობები
წარმოებიდან 12 საათი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - დღე და საათი მითითებულია გარე შეფუთვის ეტიკეტზე და პრეპარატის ეტიკეტზე.
შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ორიგინალ პაკეტში 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. პრეპარატი უნდა ინახებოდეს რადიოაქტიურ პრეპარატებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
მრავალდოზიანი, 10 მლ ტიპი I (ევროპული ფარმაკოპეა) უფერო მინის ბოთლი ნაცრისფერი ბუტილკაუჩუკის სარქველით, რომელიც დახურულია ალუმინის რგოლით.
ერთი ბოთლი კალიბრაციის დროს 1650 MBq/მლ ეფექტური კონცენტრაციით შეიცავს მაქსიმუმ 10 მლ ხსნარს.
ადამიანისთვის განკუთვნილი სამედიცინო პრეპარატის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ზომები
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის მიწოდება ხდება მრავალდოზიანი ბოთლებით.
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის პაკეტი უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე და გაიზომოს აქტივობა რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.
პრეპარატი ბოთლიდან უნდა ამოიღონ ასეპტიკურ პირობებში. არ შეიძლება ბოთლის გახსნა სარქვლის დეზინფექციის გარეშე. ხსნარი უნდა ამოიღონ კაუჩუკის სარქვლიდან შესაბამისი ჯავშნით დაცული, სტერილური, ერთჯერადი, სათანადო შპრიცით.
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ფერის და ნაწილაკების თვალსაზრისით. უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
საჭირო შემთხვევებში შესაძლებელია MOLTEK FDG-ის განზავება ინექციისთვის განკუთვნილი ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) ხნარით.
რადიოფარმპრეპარატების გამოყენება ქმნის გარე რადიაციის ან შარდის, სისხლის ან სხვა გზით სხვა ადამიანებისთვის კონტამინაციის რისკს.
გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს თურქეთის ატომური ენერგიის უწყების კანონმდებლობის მიხედვით და „შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.
ლიცენზიის მფლობელი
მოლთექ საღლიქ ჰიზმეთლერი ურეთიმ ვე ფაზარლამა აშ
გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა (GOSB) საჰაბეთთინ ბილგესუს გამზირი №: 611/1
Z2 41470 გებზე, ქოჯაელი
ლიცენზიის ნომერი
2014/346
პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 25.09.2009
ლიცენზიის განახლების თარიღი: 22.04.2014
პრეპარატის ანოტაციის განახლების თარიღი
დოზიმეტრია
ICRP 80-ის თანახმად გაანგარიშებული რადიაციის დოზიმეტრია
გამოყენებული აქტიური ნივთიერების ერთეულის მიხედვით აბსორბირებული დოზა
(mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წლის
10 წლის
5 წლის
1 წლის
თირკმელზედა ჯირკვალი
- 012
- 015
- 024
- 038
- 072
შარდის ბუშტის კედელი
- 16
- 21
- 28
- 32
- 59
ძვლის ზედაპირი
- 011
- 014
- 022
- 035
- 066
თავის ტვინი
- 028
- 028
- 030
- 034
- 048
მკერდი
- 0086
- 011
- 018
- 029
- 056
სანაღვლე გზა
- 012
- 015
- 023
- 035
- 066
ნაწლავის კედელი
- 011
- 014
- 022
- 036
- 068
წვრილი ნაწლავი
- 013
- 017
- 027
- 041
- 077
მსხვილი ნაწლავი
- 013
- 017
- 027
- 040
- 074
ზედა ნაწილი
- 012
- 016
- 025
- 039
- 072
ქვედა ნაწილი
- 015
- 019
- 029
- 042
- 076
გული
- 062
- 081
- 12
- 20
- 35
თირკმლები
- 021
- 025
- 036
- 054
- 096
ღვიძლი
- 011
- 014
- 022
- 037
- 070
ფილტვები
- 010
- 014
- 021
- 034
- 065
კუნთი
- 011
- 014
- 021
- 034
- 065
საყლაპავი
- 011
- 015
- 022
- 035
- 068
საკვერცხეები
- 015
- 020
- 030
- 044
- 082
პანკრეასი
- 012
- 016
- 025
- 040
- 076
ძვლის ტვინი
- 011
- 014
- 022
- 032
- 061
კანი
- 0080
- 010
- 016
- 027
- 052
ელენთა
- 011
- 014
- 022
- 036
- 069
სათესლე ჯირკვლები
- 012
- 016
- 026
- 038
- 073
თიმუსი
- 011
- 015
- 022
- 035
- 068
ფარისებრი ჯირკვალი
- 010
- 013
- 021
- 035
- 068
საშვილოსნო
- 021
- 026
- 039
- 055
- 10
სხვა ორგანოები
- 011
- 014
- 022
- 034
- 063
ეფექტური დოზა
(mSv/MBq)
- 019
- 025
- 036
- 050
- 095
400 MBq აქტივობის მქონე MOLTEK FDG საინექციო ხსნარისთვის ეფექტური დოზა შეადგენს დაახლოებით 7.6 mSv-ს (70 კგ წონის ადამიანისთვის).
400 MBq აქტივობისთვის კრიტიკული ორგანოების მიერ მიღებული რადიაციის დოზა შარდის ბუშტის, გულის და თავის ტვინისთვის შეადგენს 64 mGy, 25 mGy და11 mGy-ს.
დირექტივები რადიოფარმპრეპარატების მომზადების შესახებ
MOLTEK FDG წარმოებულია პაციენტისთვის გამოსაყენებლად მზა ფორმით. ხსნარი წარმოდგენილია ტყვიის ჯავშანში მრავალდოზიანი 10 მლ, სტერილური, ტიპი I მინის ბოთლში. პროცედურის დაწყებამდე ბოთლი უნდა დათვალიერდეს, ხომ არ არის ბზარი/გატეხილი და გაიზომოს აქტივობა რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.

პრეპარატი ბოთლიდან უნდა ამოიღონ ასეპტიკურ პირობებში. არ შეიძლება ბოთლის გახსნა სარქვლის დეზინფექციის გარეშე. ხსნარი უნდა ამოიღონ კაუჩუკის სარქველიდან შესაბამისი ჯავშნით დაცული, სტერილური, ერთჯერადი, სათანადო შპრიცით.
გამოყენების ადგილზე ლოკალური ირიტაციის, ვიზუალიზაციის ხარვეზების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოხვდეს სისხლძარღვს გარეთ.
პრეპარატის გამოყენების ნებართვა უნდა გაიცეს კალიბრაციის საათის საფუძველზე. არ შეიძლება პაციენტთან გამოყენება კალიბრაციის საათამდე.
სავალდებულოა MOLTEK FDG-ის შენახვა და გამოყენება ტყვიის ან ვოლფრამის ჯავშანში ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას პაციენტის და საავადმყოფოს პერსონალის საკმარისი დაცვა. კერძოდ, ბოთლიდან პრეპარატის ამოღების და ინექციის გაკეთების დროს რეკომენდებულია მუშაობა ტყვიის ჯავშნის უკან და ჯავშნიანი შპრიცის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ადამიანი დაცული იქნას პოზიტრონების და ანიჰილაციის ფოტონების მიერ გავრცელებული რადიაციისგან.
რადიოფარმპრეპარატების მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და განადგურება უნდა განხორციელდეს სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
სადიაგნოსტიკო რადიოფარმპრეპარატი
ATC კოდი: V09IX04.
დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებული ქიმიური კონცენტრაციით (18F) FDG-ს არ გააჩნია ფარმაკოდინამიკური აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
(18F) FDG გლუკოზის წარმოებულია და იგი გროვდება ყველა უჯრედში, რომელიც იყენებს გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს. ანალოგიური სახით ხდება ჩართვა სიმსივნურ უჯრედებში, სადაც მაღალია გლუკოზის გამოყენება.
შეწოვა:
ინტრავენური ინექციის შემდეგ (18F) FDG-ის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ექსპონენციალურია სისხლძარღვებში.
(18F) FDG-ის უჯრედში შესვლა ნაწილობრივ ხდება ინსულინთან დაკავშირებული ქსოვილისთვის სპეციფიკური გადამტანი სისტემებით, რის გამოც მასზე ზემოქმედებს საკვების მიღება, საჭმლის ჭამა და დიაბეტი. დიაბეტიან პაციენტებში აღინიშნება განსხვავება ქსოვილებში განაწილების და გლუკოზის მეტაბოლიზმის თვალსაზრისით, რის გამოც ვლინდება (18F) FDG-ის შემცირებული ჩართვა.
განაწილება:
განაწილების დრო შეადგენს 1 წუთს. (18F)FDG-ს ახასიათებს საკმაოდ ფართო განაწილება ჯანმრთელი ინდივიდების ქსოვილებში, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინში (ინექციიდან დაახლოებით 80-100 წუთის შემდეგ შეყვანილი აქტიური ნივთიერების 7%) და გულში (ინექციიდან 40 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 3%), შედარებით ნაკლები ხარისხით ფილტვებსა (0.9-2.4%) და ღვიძლში. თირკმლის პარენქიმასთან დაკავშირება სუსტია, მაგრამ (18F)FDG გამოიყოფა თირკმლის გზით, რის გამოც მკვეთრი აქტივობა ახასიათებს მთელს საშარდე სისტემაში, განსაკუთრებით შარდის ბუშტში. (18F) FDG-ის ჩართვას ახდენს თვალის კუნთი, ხახა და ნაწლავიც, თუმცა მცირე რაოდენობით. სკანირების დროს ძალის დახარჯვა ზრდის აქტიური ნივთიერების ჩართვას კუნთებში.
ბიოტრანსფორმაცია:
(18F) FDG უჯრედის მემბრანიდან შედის გლუკოზის მსგავსი მექანიზმით, მაგრამ უჯრედში რჩება მხოლოდ გლიკოლიზის პირველ საფეხურზე, ქმნის სიმსივნურ უჯრედში ჩართულ ფტორდეზოქსიგლუკოზა(18F)-6-ფოსფატს და არ ხორციელდება მომდევნო დაშლის (მეტაბოლიზმის) ეტაპები. უჯრედის შიგნით ფოსფატაზებით დეფოსფორილაცია ხდება ნელა, რის გამოც (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზა-6-ფოსფატი ქსოვილში რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში (ჩართვის მექანიზმი).
ელიმინაცია:
ელიმინაციის ვადა შეადგენს დაახლოებით 12 წუთს. (18F) FDG-ის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმლებით და აქტიური ნივთიერების 20% შარდთან ერთად გამოიყოფა ინექციიდან 2 საათის განმავლობაში.
ხაზოვანობა/არახაზოვანობა:
(18F) FDG გამოიყენება სადიაგნოსტიკო მიზნით, რის გამოც არ არსებობს პრეპარატის განმეორებადი დოზის ან ნარჩენი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა.
- 3 უსაფრთხოების შესახებ პრეკლინიკური მონაცემები
მწვავე ტოქსიკურობასთან დაკავშირებით პრეკლინიკური კვლევებით ძაღლებში ადამიანის დოზაზე 50-ჯერ მეტი და თაგვებში ადამიანის დოზაზე 100-ჯერ მეტი დოზებით გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სახის ტოქსიკური ზემოქმედება.
იმის გამო, რომ პრეპარატი გამოიყენება კლინიკური მიზნით (როგორც წესი ერთი დოზა ng ან µg დონის ინტრავენური ინექცია), არ ჩატარებულა ქრინიკული ტოქსიკურობის კვლევები, რომლითაც ხდება მუტაგენობის, კანცეროგენობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის შეფასება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის ანოტაცია
ადამიანისთვის განკუთვნილი სამედიცინო პრეპარატის სახელი
MOLTEK FDG ი.ვ. საინექციო ხსნარის შემცველი ფლაკონი
სტერილური
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
ხსნარის 1 მლ კალიბრაციის დღეს და დროს (t0 + 2 საათი) შეიცავს 45 mCi (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზას (1650 MBq 18F).
(18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის მონაცემები:
სტრუქტურული ფორმულა: ([18F] ფტორდეზოქსიგლუკოზა): C6H11O5 18F 18
რადიაციული ემისია: პოზიტრონ-ემისია, 249.8 keVსაშ, გამა-ემისია 511 keVსაშ.
გარე ემისია: გამა-ემისია
მაქსიმალური მოქმედების მანძილი წყალში: 0,5 მმ.
რადიოაქტიური ნივთიერების ნახევრად დაშლის პერიოდი: 109.8 წუთი
მაქსიმალური ეფექტური დოზის ეკვივალენტი (EDE): 0.11 rem/mCi (0.019 mSv/MBq)
დამხმარე ნივთიერებები:
- 1-0.5% h/h ეთანოლი
დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით იხილეთ 6.1 პუნქტი.
ფარმაკოლოგიური ფორმა
საინექციო ხსნარი.
ეს არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ფტორდეზოქსიგლუკოზა (18F) გამოიყენება პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატის მეშვეობით ორგანიზმში გლუკოზის დარღვეული მეტაბოლიზმის ვიზუალიზაციის მიზნით ქვემოთ მითითებული ჩვენებების არსებობისას.
ონკოლოგია: პაციენტებისთვის დადასტურებული ონკოლოგიური დაავადებით ან ონკოლოგიურ დაავადებაზე ეჭვის დროს ნაჩვენებია ონკოლოგიური დიაგნოსტირების პროცესში კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი წარმონაქმნის დიფერენცირებული დიაგნოსტირების, კიბოს სტადიის დადგენის, მკურნალობაზე პასუხის კონტროლის და სტადიის ხელახალი დადგენის, მორეციდივე დაავადების ადრეული დადგენის დროს.
კარდიოლოგია: კორონარული არტერიების დაავადებებისას მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ნაჩვენებია რევასკულარიზაციული ქირურგიული ოპერაციის წინ მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის და მეტაბოლიზმის განსაზღვრის მიზნით.
ნევროლოგია: ნაჩვენებია ქირურგიულ ოპერაციამდე გლუკოზის ინტერიქტალური ჰიპერმეტაბოლიზმის გამოვლენის გზით ეპილეფტოგენური ზონების დადგენის და ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სხვა დემენციებისგან დიფერენცირებული დიაგნოსტირების დროს.
ინფექცია: ნაჩვენებია დაუდგენელი გენეზის ცხელების და ინფექციის კერების დადგენის დროს.
დიზირება და გამოყენების წესი:
დოზირება:
მოზრდილებისთვის (70 კგ) ფტორდეზოქსიგლუკოზის (18F) რეკომენდებული დოზაა ინტრავენურად 100-400 MBq (დოზის კორექტირება უნდა მოხდეს პაციენტის სხეულის წონის და გამოყენებული პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატის მახასიათებლების მიხედვით).
არსებობს მხოლოდ რამდენიმე კვლევა, რომლითაც შეფასებული იქნა 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტთა ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება, რის გამოც პედიატრიული ასაკის ონკოლოგიურ პაციენტებში პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის აქტიური ნივთიერება განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით და მოზრდილის დოზის ქვემოთ მითითებულ კოეფიციენტებზე გამრავლების გზით (ევროპის ბირთვული მედიცინის ასოციაცია, პედიატრიული კვლევის ჯგუფი EANM):
3 კგ = 0.10
12 კგ = 0.32
22 კგ = 0.50
32 კგ = 0.62
42 კგ = 0.78
52-54 კგ = 0.90
4 კგ = 0.14
14 კგ = 0.36
24 კგ = 0.53
34 კგ = 0.64
44 კგ = 0.80
56-58 კგ = 0.92
6 კგ = 0.19
16 კგ = 0.40
26 კგ = 0.56
36 კგ = 0.66
46 კგ = 0.82
60-62 კგ = 0.96
8 კგ = 0.23
18 კგ = 0.44
28 კგ = 0.58
38 კგ = 0.68
48 კგ = 0.85
64-66 კგ = 0.98
10 კგ = 0.27
20 კგ = 0.46
30 კგ = 0.60
40 კგ = 0.70
50 კგ = 0.88
68 კგ = 0.99
გამოყენების წესი:
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენება და PET გამოკვლევის ჩატარება
(18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის აქტივობა უნდა გაიზომოს უშუალოდ ინექციის წინ რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.
ლოკალური ექსტრავაზაციით გამოწვეული დასხივების და ვიზუალიზაციის არტეფაქტების თავიდან ასაცილებლად ინექცია უნდა გაკეთდეს ინტრავენურად.
ემისიის სკანირება, როგორც წესი, იწყება (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის ინექციიდან 45-60 წუთის შემდეგ. თუ დარჩენილი აქტივობა საკმარისია აღრიცხვის სათანადო სტატისტიკისთვის, შესაძლებელია (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზის PET ვიზუალიზაცია ჩატარდეს ინექციიდან ორი-სამი საათის შემდეგ, ამგვარად მოხდება ძირითადი აქტივობის დაქვეითება.
საჭირო შემთხვევებში განმეორებადი ფტორდეზოქსიგლუკოზის (18F) PET ვიზუალიზაცია შესაძლებელია ხელახლა ჩატარდეს დროის ინტერვალით.
MOLTEK FDG საინექციო ხსნარი პაციენტს უნდა გაუკეთდეს საკვების ბოლო მიღებიდან არანაკლებ 4 საათის შემდეგ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეზღუდულია უჯრედების მიერ გლუკოზის მიღება (სატურაციის კინეტიკა) და მაქსიმალურია პრეპარატის აქტივობა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტს არ უნდა შეეზღუდოს წყალი (გლუკოზის შემცველი სასმელების გარდა).
სკანირების ხარისხის გაზრდის და შარდის ბუშტზე რადიაციული ზემოქმედების შემცირების მიზნით პაციენტებისთვის რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და PET სკანირებამდე და სკანირების შემდეგ მოშარდვა.
რეკომენდებულია ინექციის შემდეგ 12 საათის განმავლობაში ბავშვებთან ახლო კონტაქტისთვის თავის არიდება.
დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკურ პოპულაციებთან დაკავშირებით:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით გაზრდილია რადიაციის ზემოქმედება, რის გამოც სკანირების ჩვენება უნდა განისაზღვროს ძალიან ფრთხილად.
პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში გამოყენებული რადიოაქტიური ნივთიერების რაოდენობის გაანგარიშება ხდება სხეულის წონის მიხედვით.
გერიატრიული პოპულაცია: არ არსებობს სპეციალური პროცედურა.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია პაცენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არ შეიძლება გამოყენება ორსულობის პერიოდში.
უკუნაჩვენებია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, თუ სისხლში გლუკოზის დონე არ ექვემდებარება კონტროლს.
გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და ზომები
რადიოფარმპრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ რადიაციული მედიცინის სპეციალისტის მიერ რადიაციული მედიცინის ცენტრში.
PET სკანირების ჩვენება
ნებისმიერ პაციენტზე რადიაციული ზემოქმედება შესწავლილი უნდა იქნას დიაგნოსტიკის ხარისხის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლებელია მიღებული იქნას რადიაციის მინიმალური დოზით.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით რადიაციის ზემოქმედება იზრდება, რის გამოც სკანირების ჩვენება უნდა განისაზღვროს დიდი სიფრთხილით.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ბავშვებში რადიაციის დოზის მიხედვით (MBq) ეფექტური დოზა მაღალია მოზრდილებთან შედარებით (იხილეთ, 5.4 პუნქტი, დოზიმეტრია)
ონკოლოგია და ნევროლოგია
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, მოერიდოს სკანირების წინ მძიმე დატვირთვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ვიზუალიზაციის აგენტის კუნთში ჭარბი ჩართვა. ინექციიდან სკანირების პროცედურამდე და სკანირების პროცედურით გამოსახულების მიღებამდე პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში (უნდა იწვეს და არ უნდა საუბრობდეს).
თავის ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ტვინის აქტივობაზე, რის გამოც ნევროლოგიური სკანირება უნდა ჩატარდეს განსაზღვრული დასვენების პერიოდის შემდეგ ბნელ და ხმაურისგან დაცულ გარემოში.
სისხლში გლუკოზის მაღალი დონე (განსაკუთრებით 8 მმოლ/ლ და მეტი) გამოიწვევს MOLTEK FDG საინექციო ხსნარის სიზუსტის დაქვეითებას, რის გამოც სკანირების წინ უნდა შემოწმდეს სისხლში გლუკოზის დონე. ანალოგიური სახით უნდა მოერიდონ (18F) FDG-PET სკანირებას დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, თუ სისხლში გლუკოზის დონე არ ექვემდებარება კონტროლს (ვერ ხდება გლიკემიური კონტროლის უზრუნველყოფა).
კარდიოლოგია
გულის კუნთის (მიოკარდიუმის) მიერ გლუკოზის მიღება ინსულინის მეშვეობით ხდება, რის გამოც MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენებამდე 1 საათით ადრე რეკომენდებულია გლუკოზის მიცემა (50 გ). ალტერნატივის სახით საჭირო შემთხვევებში შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაცია მოხდეს ინსულინის და გლუკოზის ინფუზიის კომბინაციით.
FDG PET ვიზუალიზაციის კომენტირება
ანთებამ და/ან ინფექციამ, ასევე ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდმა შესაძლებელია გაზარდოს (18F) FDG-ის ჩართვა და შესაბამისად გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.
საჭიროა სიფრთხილე სხივური თერაპიის შემდეგ პირველი 2-4 თვის განმავლობაში (18F) FDG- PET კვლევის ცრუ დადებით ან ცრუ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. თუ პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე საჭიროა ვადაზე ადრე (18F)FDG-PET სკანირება, დეტალურად უნდა იქნას დოკუმენტირებული ვადაზე ადრე ჩატარებული სკანირების მიზეზები.
ცრუ უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად (18F) FDG-PET სკანირებისთვის ყველაზე სათანადო დროა ქიმიათერაპიის დასრულებიდან მომდევნო 4-6 კვირიანი პერიოდი. თუ არსებობს კლინიკური ჩვენება (18F) FDG-PET სკანირების ვადაზე ადრე ჩასატარებლად, აღნიშნული სკანირების მიზეზი უნდა დასაბუთდეს დეტალურად. თუ ქიმიათერაპიის რეჟიმი ნაკლებია 4 კვირიან ციკლზე, (18F) FDG-PET სკანირება უნდა ჩატარდეს უშუალოდ ახალი ციკლის დაწყებამდე.
(18F) FDG არ გამოიყენება თავის ტვინის მეტასტაზების განსაზღვრისას.
რეკომენდებულია (18F)FDG-PET ვიზუალიზაცია გაერთიანდეს ტომოგრაფიული ვიზუალიზაციის მეთოდებთან (როგორიცაა ულტრასონოგრაფია, მრტ). ფუნქციონალური (18F)FDG-PET ვიზუალიზაციის გაერთიანება სისტემასთან, რომელიც იძლევა მორფოლოგიური ვიზუალიზაციის საშუალებას (როგორიცაა PET-კომპიუტერული ტომოგრაფია), ზრდის სიზუსტეს და გარჩევადობას. რის გამოც ზემოაღნიშნული კომბინირებული სისტემები რეკომენდებულია პანკრეასის, თავის-კისრის, ლიმფური სისტემის, ფილტვების კიბოს და მორეციდივე კოლორექტალური კიბოს დროს.
ზოგადი გაფრთხილებები
რადიოფარმპრეპარატები უნდა მომზადდეს როგორც რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნების დაცვით.
პაციენტების და საავადმყოფოს პერსონალის მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად MOLTEK FDG საინექციო ხსნარის შესანახად და გადასატანად უნდა გამოიყენონ ჯავშნიანი ჭურჭელი. განსაკუთრებით პრეპარატის ბოთლიდან შპრიცში ამოღების და ინექციის გაკეთების დროს ß+ რადიაციის და ანიჰილაციის ფოტონების ზემოქმედებისგან დასაცავად რეკომენდებულია სათანადო ჯავშნით დაცვა.
MOLTEK FDG შეიცავს მცირე რაოდენობით (0.1-0.5% h/h) ეთანოლს.
სხვა სამედიცინო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ყველა პრეპარატმა, რომელიც ზემოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე (როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ნატრიუმის ვალპროატი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კატექოლამინები), შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სკანირების სიზუსტეზე.
კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების (CSF) გამოყენება რამდენიმე დღით ზრდის (18F)FDG-ის ჩართვას ძვლის ტვინსა და ელენთაში. ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული PET სკანირების დაგეგმვისას. აღნიშნული ზემოქმედება შესაძლებელია შეამციროს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორებით (CSF) მკურნალობასა და PET სკანირებას შორის არანაკლებ 5 დღიანმა ინტერვალმა.
გლუკოზის და ინსულინის გამოყენება ზემოქმედებს უჯრედებში (18F)FDG-ის შეღწევაზე. თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია და პლაზმაში ინსულინის დონე დაბალია, მცირდება ორგანოსა და სიმსივნის ქსოვილში (18F)FDG-ის შეღწევა.
ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულთა კატეგორია: X
რეპროდუქციული ასაკის ქალები/ორსულობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
თუ სავალდებულოა რეპროდუქციული ასაკის ქალებში რადიოაქტიური სამედიცინო პრეპარატის გამოყენება, აუცილებელია გამოკვლეული იქნას ორსულობა. ქალი, რომელსაც აღენიშნება მენსტრუაციის დაგვიანება, უნდა ჩაითვალოს ორსულად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. თუ არსებობს ორსულობაზე ეჭვი, მაგრამ არ არის დამტკიცებული, სასურველი კლინიკური ინფორმაციის მისაღებად დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რადიაციის ზემოქმედება. ალტერნატიულ მეთოდებს შორის არ უნდა იყოს მაიონებელი გამოსხივების შემცველი ტექნიკა.
ორსულობის პერიოდი
ორსულობის პერიოდში MOLTEK FDG-ის გამოყენება იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს.
MOLTEK FDG უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ლაქტაციის პერიოდი
ცნობილია, რომ (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზა გადადის რძეში.
უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.
დედასთან, რომელსაც ბავშვი ჰყავს ძუძუთი კვებაზე, (18F) (FDG)-ის გამოყენებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაძლებელია ვიზუალიზაცია გადაიდოს, სანამ არ დასრულდება ლაქტაციის პერიოდი. თუ აუცილებელია გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეაჩერონ არანაკლებ 12 საათის განმავლობაში და გამოყოფილი რძე გადაასხან. შესაბამის შემთხვევებში დედას შეუძლია, ბავშვს აწოვოს ძუძუ MOLTEK FDG საინექციო ხსნარის გამოყენებამდე. დამატებით რადიაციისგან დაცვის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია, ინექციის შემდეგ არანაკლებ 12 საათის განმავლობაში დედა მოერიდოს ბავშვთან ახლო კონტაქტს.
რეპროდუქციის უნარი/ ფერტილობა
არ არსებობს ცხოველებსა და ადამიანებში რეპროდუქციულ ფუნქციებზე MOLTEK FDG-ის ზემოქმედებასთან დაკავშირებული მონაცემები.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა
არ ჩატარებულა კვლევა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენასთან დაკავშირებით.
არასასურველი რეაქციები
დღემდე არ არის ცნობილი (18F) FDG-ის ინექციით რაიმე არასასურველი რეაქციის შესახებ. პრეპარატი მცირე რაოდენობით შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რის გამოც ძირითად რისკს წარმოადგენს რადიაციული ზემოქმედება.
მაიონებელმა გამოსხივებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კიბო ან მემკვიდრეობითი დაავადებები. ბირთვულ მედიცინაში გამოყენებული კვლევის მრავალი მეთოდისთვის რადიაციის დოზა (ეფექტური დოზა) ნაკლებია 20 mSv-ზე. რის გამოც ძალიან მცირეა აღნიშნული რეაქციების გამოვლენის ალბათობა. (18F) FDG-ის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაში პრეპარატის ეფექტური დოზა შეადგენს 7.6 mSv-ს.
ჭარბი დოზირება და მკურნალობა
დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებული დოზებით ფარმაკოლოგიურად არ არსებობს ჭარბი დოზირების შემთხვევა.
ჭარბი დოზით (18F)FDG-ის გამოყენების შემდეგ რადიონუკლიდის გამოყოფისთვის, რამდენადაც შესაძლებელია, იძულებითი დიურეზის და ხშირი შარდვის გზით უნდა შემცირდეს პაციენტის მიერ მიღებული რადიაციის დოზა.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადიაგნოსტიკო რადიოფარმპრეპარატი
ATC კოდი: V09IX04.
დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებული ქიმიური კონცენტრაციით (18F) FDG-ს არ გააჩნია ფარმაკოდინამიკური აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
(18F) FDG გლუკოზის წარმოებულია და იგი გროვდება ყველა უჯრედში, რომელიც იყენებს გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს. ანალოგიური სახით ხდება ჩართვა სიმსივნურ უჯრედებში, სადაც მაღალია გლუკოზის გამოყენება.
შეწოვა:
ინტრავენური ინექციის შემდეგ (18F) FDG-ის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ექსპონენციალურია სისხლძარღვებში.
(18F) FDG-ის უჯრედში შესვლა ნაწილობრივ ხდება ინსულინთან დაკავშირებული ქსოვილისთვის სპეციფიკური გადამტანი სისტემებით, რის გამოც მასზე ზემოქმედებს საკვების მიღება, საჭმლის ჭამა და დიაბეტი. დიაბეტიან პაციენტებში აღინიშნება განსხვავება ქსოვილებში განაწილების და გლუკოზის მეტაბოლიზმის თვალსაზრისით, რის გამოც ვლინდება (18F) FDG-ის შემცირებული ჩართვა.
განაწილება:
განაწილების დრო შეადგენს 1 წუთს. (18F)FDG-ს ახასიათებს საკმაოდ ფართო განაწილება ჯანმრთელი ინდივიდების ქსოვილებში, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინში (ინექციიდან დაახლოებით 80-100 წუთის შემდეგ შეყვანილი აქტიური ნივთიერების 7%) და გულში (ინექციიდან 40 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 3%), შედარებით ნაკლები ხარისხით ფილტვებსა (0.9-2.4%) და ღვიძლში. თირკმლის პარენქიმასთან დაკავშირება სუსტია, მაგრამ (18F)FDG გამოიყოფა თირკმლის გზით, რის გამოც მკვეთრი აქტივობა ახასიათებს მთელს საშარდე სისტემაში, განსაკუთრებით შარდის ბუშტში. (18F) FDG-ის ჩართვას ახდენს თვალის კუნთი, ხახა და ნაწლავიც, თუმცა მცირე რაოდენობით. სკანირების დროს ძალის დახარჯვა ზრდის აქტიური ნივთიერების ჩართვას კუნთებში.
ბიოტრანსფორმაცია:
(18F) FDG უჯრედის მემბრანიდან შედის გლუკოზის მსგავსი მექანიზმით, მაგრამ უჯრედში რჩება მხოლოდ გლიკოლიზის პირველ საფეხურზე, ქმნის სიმსივნურ უჯრედში ჩართულ ფტორდეზოქსიგლუკოზა(18F)-6-ფოსფატს და არ ხორციელდება მომდევნო დაშლის (მეტაბოლიზმის) ეტაპები. უჯრედის შიგნით ფოსფატაზებით დეფოსფორილაცია ხდება ნელა, რის გამოც (18F) ფტორდეზოქსიგლუკოზა-6-ფოსფატი ქსოვილში რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში (ჩართვის მექანიზმი).
ელიმინაცია:
ელიმინაციის ვადა შეადგენს დაახლოებით 12 წუთს. (18F) FDG-ის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმლებით და აქტიური ნივთიერების 20% შარდთან ერთად გამოიყოფა ინექციიდან 2 საათის განმავლობაში.
ხაზოვანობა/არახაზოვანობა:
(18F) FDG გამოიყენება სადიაგნოსტიკო მიზნით, რის გამოც არ არსებობს პრეპარატის განმეორებადი დოზის ან ნარჩენი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა.
- 3 უსაფრთხოების შესახებ პრეკლინიკური მონაცემები
მწვავე ტოქსიკურობასთან დაკავშირებით პრეკლინიკური კვლევებით ძაღლებში ადამიანის დოზაზე 50-ჯერ მეტი და თაგვებში ადამიანის დოზაზე 100-ჯერ მეტი დოზებით გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სახის ტოქსიკური ზემოქმედება.
იმის გამო, რომ პრეპარატი გამოიყენება კლინიკური მიზნით (როგორც წესი ერთი დოზა ng ან µg დონის ინტრავენური ინექცია), არ ჩატარებულა ქრინიკული ტოქსიკურობის კვლევები, რომლითაც ხდება მუტაგენობის, კანცეროგენობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის შეფასება.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ეთანოლი
საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა
არ შეიძლება ამ სამედიცინო პრეპარატის შერევა 6.6. პუნქტში მითითებულის გარდა სხვა სამედიცინო პრეპარატებთან.
ვარგისიანობის ვადა
წარმოებიდან 12 საათი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - დღე და საათი მითითებულია გარე შეფუთვის ეტიკეტზე და პრეპარატის ეტიკეტზე.
შენახვასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ორიგინალ პაკეტში 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. პრეპარატი უნდა ინახებოდეს რადიოაქტიურ პრეპარატებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
მრავალდოზიანი, 10 მლ ტიპი I (ევროპული ფარმაკოპეა) უფერო მინის ბოთლი ნაცრისფერი ბუტილკაუჩუკის სარქველით, რომელიც დახურულია ალუმინის რგოლით.
ერთი ბოთლი კალიბრაციის დროს 1650 MBq/მლ ეფექტური კონცენტრაციით შეიცავს მაქსიმუმ 10 მლ ხსნარს.
ადამიანისთვის განკუთვნილი სამედიცინო პრეპარატის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ზომები
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის მიწოდება ხდება მრავალდოზიანი ბოთლებით.
MOLTEK FDG საინექციო ხსნარის პაკეტი უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე და გაიზომოს აქტივობა რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.
პრეპარატი ბოთლიდან უნდა ამოიღონ ასეპტიკურ პირობებში. არ შეიძლება ბოთლის გახსნა სარქვლის დეზინფექციის გარეშე. ხსნარი უნდა ამოიღონ კაუჩუკის სარქვლიდან შესაბამისი ჯავშნით დაცული, სტერილური, ერთჯერადი, სათანადო შპრიცით.
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ფერის და ნაწილაკების თვალსაზრისით. უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
საჭირო შემთხვევებში შესაძლებელია MOLTEK FDG-ის განზავება ინექციისთვის განკუთვნილი ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) ხნარით.
რადიოფარმპრეპარატების გამოყენება ქმნის გარე რადიაციის ან შარდის, სისხლის ან სხვა გზით სხვა ადამიანებისთვის კონტამინაციის რისკს.
გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს თურქეთის ატომური ენერგიის უწყების კანონმდებლობის მიხედვით და „შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.
ლიცენზიის მფლობელი
მოლთექ საღლიქ ჰიზმეთლერი ურეთიმ ვე ფაზარლამა აშ
გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონა (GOSB) საჰაბეთთინ ბილგესუს გამზირი №: 611/1
Z2 41470 გებზე, ქოჯაელი
ლიცენზიის ნომერი
2014/346
პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველი ლიცენზიის თარიღი: 25.09.2009
ლიცენზიის განახლების თარიღი: 22.04.2014
პრეპარატის ანოტაციის განახლების თარიღი
დოზიმეტრია
ICRP 80-ის თანახმად გაანგარიშებული რადიაციის დოზიმეტრია
გამოყენებული აქტიური ნივთიერების ერთეულის მიხედვით აბსორბირებული დოზა
(mGy/MBq)
ორგანო
მოზრდილი
15 წლის
10 წლის
5 წლის
1 წლის
თირკმელზედა ჯირკვალი
- 012
- 015
- 024
- 038
- 072
შარდის ბუშტის კედელი
- 16
- 21
- 28
- 32
- 59
ძვლის ზედაპირი
- 011
- 014
- 022
- 035
- 066
თავის ტვინი
- 028
- 028
- 030
- 034
- 048
მკერდი
- 0086
- 011
- 018
- 029
- 056
სანაღვლე გზა
- 012
- 015
- 023
- 035
- 066
ნაწლავის კედელი
- 011
- 014
- 022
- 036
- 068
წვრილი ნაწლავი
- 013
- 017
- 027
- 041
- 077
მსხვილი ნაწლავი
- 013
- 017
- 027
- 040
- 074
ზედა ნაწილი
- 012
- 016
- 025
- 039
- 072
ქვედა ნაწილი
- 015
- 019
- 029
- 042
- 076
გული
- 062
- 081
- 12
- 20
- 35
თირკმლები
- 021
- 025
- 036
- 054
- 096
ღვიძლი
- 011
- 014
- 022
- 037
- 070
ფილტვები
- 010
- 014
- 021
- 034
- 065
კუნთი
- 011
- 014
- 021
- 034
- 065
საყლაპავი
- 011
- 015
- 022
- 035
- 068
საკვერცხეები
- 015
- 020
- 030
- 044
- 082
პანკრეასი
- 012
- 016
- 025
- 040
- 076
ძვლის ტვინი
- 011
- 014
- 022
- 032
- 061
კანი
- 0080
- 010
- 016
- 027
- 052
ელენთა
- 011
- 014
- 022
- 036
- 069
სათესლე ჯირკვლები
- 012
- 016
- 026
- 038
- 073
თიმუსი
- 011
- 015
- 022
- 035
- 068
ფარისებრი ჯირკვალი
- 010
- 013
- 021
- 035
- 068
საშვილოსნო
- 021
- 026
- 039
- 055
- 10
სხვა ორგანოები
- 011
- 014
- 022
- 034
- 063
ეფექტური დოზა
(mSv/MBq)
- 019
- 025
- 036
- 050
- 095
400 MBq აქტივობის მქონე MOLTEK FDG საინექციო ხსნარისთვის ეფექტური დოზა შეადგენს დაახლოებით 7.6 mSv-ს (70 კგ წონის ადამიანისთვის).
400 MBq აქტივობისთვის კრიტიკული ორგანოების მიერ მიღებული რადიაციის დოზა შარდის ბუშტის, გულის და თავის ტვინისთვის შეადგენს 64 mGy, 25 mGy და11 mGy-ს.
დირექტივები რადიოფარმპრეპარატების მომზადების შესახებ
MOLTEK FDG წარმოებულია პაციენტისთვის გამოსაყენებლად მზა ფორმით. ხსნარი წარმოდგენილია ტყვიის ჯავშანში მრავალდოზიანი 10 მლ, სტერილური, ტიპი I მინის ბოთლში. პროცედურის დაწყებამდე ბოთლი უნდა დათვალიერდეს, ხომ არ არის ბზარი/გატეხილი და გაიზომოს აქტივობა რადიოიზოტოპის კალიბრატორის გამოყენებით.
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ფერის და ნაწილაკების თვალსაზრისით. უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
პრეპარატი ბოთლიდან უნდა ამოიღონ ასეპტიკურ პირობებში. არ შეიძლება ბოთლის გახსნა სარქვლის დეზინფექციის გარეშე. ხსნარი უნდა ამოიღონ კაუჩუკის სარქველიდან შესაბამისი ჯავშნით დაცული, სტერილური, ერთჯერადი, სათანადო შპრიცით.
გამოყენების ადგილზე ლოკალური ირიტაციის, ვიზუალიზაციის ხარვეზების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოხვდეს სისხლძარღვს გარეთ.
პრეპარატის გამოყენების ნებართვა უნდა გაიცეს კალიბრაციის საათის საფუძველზე. არ შეიძლება პაციენტთან გამოყენება კალიბრაციის საათამდე.
სავალდებულოა MOLTEK FDG-ის შენახვა და გამოყენება ტყვიის ან ვოლფრამის ჯავშანში ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას პაციენტის და საავადმყოფოს პერსონალის საკმარისი დაცვა. კერძოდ, ბოთლიდან პრეპარატის ამოღების და ინექციის გაკეთების დროს რეკომენდებულია მუშაობა ტყვიის ჯავშნის უკან და ჯავშნიანი შპრიცის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ადამიანი დაცული იქნას პოზიტრონების და ანიჰილაციის ფოტონების მიერ გავრცელებული რადიაციისგან.
რადიოფარმპრეპარატების მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და განადგურება უნდა განხორციელდეს სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.