პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

მილგამა N

milgamma® N

ურეცეპტოდ40მგ+90მგ+250მკგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

მილგამა N რბილი კაფსულები ნეიროპათიების სამკურნალო მედიკამენტია. აქტიური ნივთიერებებია ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი), ციანკობალამინი (B12 ვიტამინი). …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
40მგ+90მგ+250მკგ რბილი კაფსულა №20
მწარმოებელი
Wörwag Pharma Operations spółka z ograniczoną odpowiedzialnością, პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
ATC კოდი
A11DB
რეგისტრაციის ნომერი
რ-043073
რეგისტრირებულია
2 აპრილი 2025, მოქმედებს 2 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამილგამა N და სხვა წამალი ერთად

მილგამა N — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მილგამა N რბილი კაფსულები ნეიროპათიების სამკურნალო მედიკამენტია.

აქტიური ნივთიერებებია ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი), ციანკობალამინი (B12 ვიტამინი).

მილგამა N რბილი კაფსულები გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს:

სხვადასხვა ეტიოლოგიის ნერვული სისტემის დაავადებები;

ნერვის ანთებითი დაავადებები (ნევრიტები);

ნერვების ტკივილით მიმდინარე დაავადებები (ნევრალგიები);

დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია;

შაკიკი;

კუნთების მტკივნეული დაჭიმულობა;

ზურგის ტვინის ფესვების გაღიზიანების სინდრომები, ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის სინდრომი;

ცერებრობრახიალური სინდრომი;

მკლავისა და ხელის სინდრომი;

შემომსარტყვლელი ლიქენი;

სახის ნერვის დამბლა;

დაყოვნებული გამოჯანმრთელების (რეკოვალესცენციის) სინდრომის დროს და გერიატრიაში გამოსაყენებლად.

მილგამა N რბილი კაფსულები განკუთვნილია მოზრდილებისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

1 კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.

ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში და როცა მედიკამენტის მიმართ პასუხი განსაკუთრებით კარგია, მიღებულ უნდა იქნეს 1-2 კაფსულა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა N რბილი კაფსულების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

მიღების მეთოდი

კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ჭამის შემდეგ მცირეოდენი სითხის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე.

კაფსულების მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

მილგამა N რბილი კაფსულები არ უნდა იქნეს გამოიყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამო.

მილგამა N რბილი კაფსულების დოზის გადაჭარბებისას

დიდი რაოდენობით მილგამა N რბილი კაფსულების მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

B6 ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დარღვევები, რადგან შეიძლება განვითარდეს კუნთების მოძრაობის კოორდინაციის უკმარისობა. უკიდურესად მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრები (კრუნჩხვები).

ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ღრმა სედაცია (ლეთარგია, ძილიანობა, ღრმა ძილი), სისხლის წნევა შეიძლება დაქვეითდეს და გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევა.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ და პაციენტი უნდა ეცადოს მედიკამენტის დოზის რეგულარულად მიღებას მომავალში.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების შეწყვეტისას

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების შეწყვეტისას პაციენტი რისკის ქვეშ აყენებს მკურნალობის წარმატებას.

თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ბენფოთიამინის (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (B6 ვიტამინი), ციანკობალამინის (B12 ვიტამინი) ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

მილგამა N რბილი კაფსულების მიღებამდე საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მილგამა N რბილმა კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნერვების დარღვევები ხანგრძლივი გამოყენებისას (6 თვეზე მეტხანს).

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა.

სორბიტოლის შემცველობის გამო ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ბავშვები და მოზარდები

არ არის გამოცდილება მილგამა N რბილი კაფსულების 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

მილგამა N რბილი კაფსულები არ უნდა იქნეს გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამო.

მილგამა N რბილი კაფსულების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ან იღებდა შემდეგ მედიკამენტებს:

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ);

INH და ციკლოსერინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

D-პენიცილამინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს)

ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს;

5-ფტორურაცილი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი).

მილგამა N რბილი კაფსულების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

თავიდან უნდა იქნეს არიდებული ალკოჰოლის მიღება, რადგან ის აქვეითებს მკურნალობის ეფექტიანობას. კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ. პირიდოქსინის საჭიროება იზრდება ალკოჰოლის მიღებასთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

რადგან ეს მედიკამენტი შეიცავს 90 მგ B1 ვიტამინს ერთ კაფსულაში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

რადგან ეს მედიკამენტი შეიცავს 90 მგ B1 ვიტამინს ერთ კაფსულაში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები მილგამა N რბილი კაფსულების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მილგამა N რბილ კაფსულებს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მილგამა N რბილი კაფსულები შეიცავს გლიცეროლს, სორბიტოლს და მანიტოლს.

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა.

მედიკამენტი შეიცავს 7,89 მგ სორბიტოლს თითოეულ კაფსულაში. სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსავ პაციენტი ვერ შლის ფრუქტოზას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 10 გ მანიტოლს ერთ კაფსულაში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „მანიტოლისაგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), ქოშინი, შოკი, თვალების, სახის, ენის და ხორხის შეშუპება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აკნეს მსგავსი და ბულოზური გამონაყარი.

იზოლირებული შემთხვევები: ბენფოთიამინის კლინიკურ კვლევებში კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და სხვა გასტროინტესტინური ჩივილები, აღწერილ იქნა ერთეულ შემთხვევებში.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

6 თვეზე მეტხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიები (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწივოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია: ბულგარეთის წამლის სააგენტოში, 8 დამიან გრუევის ქ., 1303 სოფია, ტელ.: +35928903417, ვებ.გვერდი: www.bda.bg. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია:

ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული) 40 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) 90 მგ

ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) 250 მიკროგრამი

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

მყარი ცხიმი, სოიოს ლეციტინი, გლიცეროლი 85%, კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, ეთილვანილინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი, კარიონ 83 (მანიტოლი (E421), სორბიტოლი (E420), ჰიდროგენიზებული ჰიდროლიზებული სახამაბელი), რაფსის მარცვლების ზეთი.

მილგამა N რბილი კაფსულების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მოგრძო ფორმის, რბილი ჟელატინის კაფსულები გაუმჭვირვალე, ორი ფერის თეთრი/ვარდისფერი გარსით, რომელიც შეიცავს ვანილის არომატის მქონე გელს. პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერის სტრიპები შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ორიგინალი შეფუთვები შეიცავს 20, 50 და 100 რბილ კაფსულას.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Flugfeld-Allee 24

71034 Böblingen,

Germany

Tel.: 0049 7031-6204-0

Fax: 0049 7031-6204-31

E-Mail: [email protected]

ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ

ფლუგფელდ-ალეე 24

71034 ბობლინგენი

გერმანია

ტელ.: 0049 7031-6204-0

ფაქსი: 0049 7031-6204-31

ელ-ფოსტა: [email protected]

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ! ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად!

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მილგამა® N 40 მგ/90 მგ/250 მიკროგრამი რბილი კაფსულები

ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული)/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი)/ციანკობალამინი (B12 ვიტამინი)

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს მილგამა N რბილი კაფსულები და მათი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მილგამა N რბილი კაფსულების მიღებამდე;

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

მილგამა N რბილი კაფსულების შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს მილგამა N რბილი კაფსულები და მათი გამოყენება

მილგამა N რბილი კაფსულები ნეიროპათიების სამკურნალო მედიკამენტია.

აქტიური ნივთიერებებია ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი), ციანკობალამინი (B12 ვიტამინი).

მილგამა N რბილი კაფსულები გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს:

სხვადასხვა ეტიოლოგიის ნერვული სისტემის დაავადებები;

ნერვის ანთებითი დაავადებები (ნევრიტები);

ნერვების ტკივილით მიმდინარე დაავადებები (ნევრალგიები);

დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია;

შაკიკი;

კუნთების მტკივნეული დაჭიმულობა;

ზურგის ტვინის ფესვების გაღიზიანების სინდრომები, ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის სინდრომი;

ცერებრობრახიალური სინდრომი;

მკლავისა და ხელის სინდრომი;

შემომსარტყვლელი ლიქენი;

სახის ნერვის დამბლა;

დაყოვნებული გამოჯანმრთელების (რეკოვალესცენციის) სინდრომის დროს და გერიატრიაში გამოსაყენებლად.

მილგამა N რბილი კაფსულები განკუთვნილია მოზრდილებისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მილგამა N რბილი კაფსულების მიღებამდე

დაუშვებელია მილგამა N რბილი კაფსულების მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ბენფოთიამინის (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (B6 ვიტამინი), ციანკობალამინის (B12 ვიტამინი) ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მილგამა N რბილი კაფსულების მიღებამდე საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მილგამა N რბილმა კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნერვების დარღვევები ხანგრძლივი გამოყენებისას (6 თვეზე მეტხანს).

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა.

სორბიტოლის შემცველობის გამო ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ბავშვები და მოზარდები

არ არის გამოცდილება მილგამა N რბილი კაფსულების 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

მილგამა N რბილი კაფსულები არ უნდა იქნეს გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამო.

მილგამა N რბილი კაფსულების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს ან იღებდა შემდეგ მედიკამენტებს:

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ);

INH და ციკლოსერინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

D-პენიცილამინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს)

ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს;

5-ფტორურაცილი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი).

მილგამა N რბილი კაფსულების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

თავიდან უნდა იქნეს არიდებული ალკოჰოლის მიღება, რადგან ის აქვეითებს მკურნალობის ეფექტიანობას. კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ. პირიდოქსინის საჭიროება იზრდება ალკოჰოლის მიღებასთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

რადგან ეს მედიკამენტი შეიცავს 90 მგ B1 ვიტამინს ერთ კაფსულაში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

რადგან ეს მედიკამენტი შეიცავს 90 მგ B1 ვიტამინს ერთ კაფსულაში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები მილგამა N რბილი კაფსულების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.

მილგამა N რბილ კაფსულებს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მილგამა N რბილი კაფსულები შეიცავს გლიცეროლს, სორბიტოლს და მანიტოლს.

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა.

მედიკამენტი შეიცავს 7,89 მგ სორბიტოლს თითოეულ კაფსულაში. სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ან დიაგნოსტირებული აქვს ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსავ პაციენტი ვერ შლის ფრუქტოზას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 10 გ მანიტოლს ერთ კაფსულაში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „მანიტოლისაგან თავისუფალია“.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზაა:

1 კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.

ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში და როცა მედიკამენტის მიმართ პასუხი განსაკუთრებით კარგია, მიღებულ უნდა იქნეს 1-2 კაფსულა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა N რბილი კაფსულების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

მიღების მეთოდი

კაფსულები მიღებულ უნდა იქნეს ჭამის შემდეგ მცირეოდენი სითხის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე.

კაფსულების მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

მილგამა N რბილი კაფსულები არ უნდა იქნეს გამოიყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამო.

მილგამა N რბილი კაფსულების დოზის გადაჭარბებისას

დიდი რაოდენობით მილგამა N რბილი კაფსულების მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

B6 ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დარღვევები, რადგან შეიძლება განვითარდეს კუნთების მოძრაობის კოორდინაციის უკმარისობა. უკიდურესად მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრები (კრუნჩხვები).

ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ღრმა სედაცია (ლეთარგია, ძილიანობა, ღრმა ძილი), სისხლის წნევა შეიძლება დაქვეითდეს და გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევა.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ და პაციენტი უნდა ეცადოს მედიკამენტის დოზის რეგულარულად მიღებას მომავალში.

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების შეწყვეტისას

მილგამა N რბილი კაფსულების მიღების შეწყვეტისას პაციენტი რისკის ქვეშ აყენებს მკურნალობის წარმატებას.

თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), ქოშინი, შოკი, თვალების, სახის, ენის და ხორხის შეშუპება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აკნეს მსგავსი და ბულოზური გამონაყარი.

იზოლირებული შემთხვევები: ბენფოთიამინის კლინიკურ კვლევებში კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და სხვა გასტროინტესტინური ჩივილები, აღწერილ იქნა ერთეულ შემთხვევებში.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

6 თვეზე მეტხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათიები (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

მაღალ დოზებზე მედიკამენტში გლიცეროლის შემცველობამ შეიძლება გამოიწივოს თავის ტკივილები, დისპეფსია და დიარეა (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია: ბულგარეთის წამლის სააგენტოში, 8 დამიან გრუევის ქ., 1303 სოფია, ტელ.: +35928903417, ვებ.გვერდი: www.bda.bg. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

მილგამა N რბილი კაფსულების შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ! ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად!

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მილგამა N რბილი კაფსულები

აქტიური ნივთიერებებია:

ბენფოთიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული) 40 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) 90 მგ

ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) 250 მიკროგრამი

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

მყარი ცხიმი, სოიოს ლეციტინი, გლიცეროლი 85%, კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, ეთილვანილინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი, კარიონ 83 (მანიტოლი (E421), სორბიტოლი (E420), ჰიდროგენიზებული ჰიდროლიზებული სახამაბელი), რაფსის მარცვლების ზეთი.

მილგამა N რბილი კაფსულების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მოგრძო ფორმის, რბილი ჟელატინის კაფსულები გაუმჭვირვალე, ორი ფერის თეთრი/ვარდისფერი გარსით, რომელიც შეიცავს ვანილის არომატის მქონე გელს. პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერის სტრიპები შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ორიგინალი შეფუთვები შეიცავს 20, 50 და 100 რბილ კაფსულას.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Flugfeld-Allee 24

71034 Böblingen,

Germany

Tel.: 0049 7031-6204-0

Fax: 0049 7031-6204-31

E-Mail: [email protected]

ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ

ფლუგფელდ-ალეე 24

71034 ბობლინგენი

გერმანია

ტელ.: 0049 7031-6204-0

ფაქსი: 0049 7031-6204-31

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

Wörwag Pharma Operations spółka z ograniczoną odpowiedzialnością

ul. gen. Mariana Langiewicza 58

95-050 Konstanynów Łódzki

Poland

ვოერვაგ ფარმა ოპერაციონეს სპოლკა ზ ორგანიცზონა ოდპოვიეძიალნოსცია

ულ. გენ მარიანა ლანგიევიცზა 58

95-050 კონსტანტინოვ ლოძკი

პოლონეთი

მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელთან მიმართვა:

ბულგარეთი

ვოერვაგ ფარმა ბულგარია ეოოდ

ჰიპოდრუმა კვარტალი,

1 ”ცარ ბორის III” ბულ. ბიზნეს ცენტრი გრავე, მე-8 სართული,

1612 - სოფია

ტელ.: 02 462 71 58

ელფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 10/2023.

ინფორმაცია პაციენტებისათვის:

მილგამა N რბილი კაფსულები შეიცავს ბენფოთიამინს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს და ციანკობალამინს.

B კომპლექსის ვიტამინები არ ინიშნება მხოლოდ მათი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მაღალი დოზებით მათ აქვთ ფართო ფარმაკოლოგიური თვისებები, რაც ხსნის მათ ტკივილგამაყუჩებელ და რეგენერაციულ ეფექტებს, რომლებიც მიიღწევა მილგამა N-ით.

ბენფოთიამინი არის ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინი. ის არის ამ ვიტამინის წარმოებული. ის შეიწოვება ორგანიზმში ბევრად უკეთ, ვიდრე ამავე რაოდენობის ტრადიციული, წყალში ხსნადი B1 ვიტამინი. შეწოვის შემდეგ ბენფოთიამინი ორგანიზმში გარდაიქმნება B1 ვიტამინად. B1 ვიტამინი არეგულირებს ნახშირწყლების დაშლას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნერვების მეტაბოლიზმისათვის.

B6 ვიტამინი არეგულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.

B12 ვიტამინი მნიშვნელოვანია უჯრედების მეტაბოლიზმისათვის, სისხლის ნორმალური ფორმირებისათვის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. ის არეგულირებს ორგანიზმის მიერ ნუკლეინის მჟავების წარმოქმნას და შედეგად, ახალი უჯრედების ბირთვის სტრუქტურას.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა