პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

მიკროლაქსი

Microlax®

ურეცეპტოდ(90მგ + 9მგ + 893მგ)/მლინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატ მიკროლაქსის®-ის აქტიური ნივთირეებებია ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი, ნატრიუმის ციტრატი და სორბიტოლი. პრეპარატი ყაბზობის სამკურნალო საშუალებაა და საფაღარათო საშუალებაა ოყნის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სორბიტოლი (sorbitol) + lauryl sulfoacetate + sodium citrate
ფორმა და შეფუთვა
(90მგ + 9მგ + 893მგ)/მლ 5მლ რექტალური ხსნარი ერთჯერადი დოზის კონტეინერში, მიკრო ოყნა №12
მწარმოებელი
Delpharm Orleans, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, ოყნები
ATC კოდი
A06AG11
რეგისტრაციის ნომერი
რ-044034
რეგისტრირებულია
23 სექტემბერი 2025, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ТОО «Adalan» (ყაზახეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამიკროლაქსი და სხვა წამალი ერთად

მიკროლაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატ მიკროლაქსის®-ის აქტიური ნივთირეებებია ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი, ნატრიუმის ციტრატი და სორბიტოლი. პრეპარატი ყაბზობის სამკურნალო საშუალებაა და საფაღარათო საშუალებაა ოყნის დროს. ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი ათხიერებს ნაწლავის შიგთავსს, ნატრიუმის ციტრატი ანაცვლებს განავალში შეკავშირებულ წყალს, ხოლო სორბიტოლი აძლიერებს საფაღარათო ეფექტს ნაწლავში წყლის ნაკადის სტიმულირებით. ეფექტი დგება 5-15 წუთში. ნაწლავებში წყლის რაოდენობის გაზრდა და მისი შიგთავსის გათხევადება ხელს უწყობს განავლის დარბილებას და აადვილებს ნაწლავის დაცლას.

გამოყენების ჩვენება

ყაბზობა, ენკოპრეზის ჩათვლით (დეფეკაციის აქტის კონტროლის უუნარობა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური (რექტოსკოპია) და რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის მომზადება.

თუ გაუმჯობესება არ არის ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

უნდა შეიყვანოთ ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი.

შეყვანის გზა და/ან მეთოდი

რექტალურად

მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ რექტალურად, წვერის ჩასმით მთელ სიგრძეზე (უნივერსალური წვერის სიგრძეა 60,6 მმ, იხილეთ სურ. 1).

ახალშობილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები

ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ რექტალურად, უნივერსალური წვერი მოათავსედ სანახევროდ ნაწლავში (იხ. ნიშანი წვერზე, იხ. სურ. 1).

სურათი 1:

  • სურათი ნაჩვენებია 1:1 მასშტაბით

ასევე შესაძლებელია მიკროოყნის გამოყენება დამოკლებული წვერით (დამოკლებული წვერის სიგრძეა 47,3 მმ – იხ. სურ. 2). ამ შემთხვევაში, აუცილებელია ერთი მიკროოყნის მთლიანი შიგთავსის შეყვანა რექტალურად, წვერის მთელ სიგრძეზე ჩასმით.

სურათი 2:

  • სურათი ნაჩვენებია 1:1 მასშტაბით

გამოყენების ინსტრუქცია

გატეხეთ ლუქი ტუბის წვერზე.

მსუბუქად დააწექით ტუბს ისე, რომ პრეპარატის წვეთი წაესვას ოყნის წვერს - ეს გააადვილებს შეყვანის პროცესს.

ტუბზე ზეწოლით მთლიანად გამოდევნეთ მისი შიგთავსი.

ამოიღეთ წვერი ტუბის მსუბუქად შეკუმშვისას.

თერაპიის ხანგრძლივობა

მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიკროლაქსი®

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. თუ ფიქრობთ, რომ გამოიყენეთ ძალიან ბევრი პრეპარატი მიკროლაქსი®. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატის, ნატრიუმის ციტრატის, სორბიტოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა და გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი;

თუ პერორალურად/რექტალურად იღებთ ნატრიუმის/კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის შემცველ მედიკამენტებს (გამოიყენება სისხლში კალიუმის მაღალი დონის სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება აღინიშნოს თირკმელების მძიმე დაავადების დროს).

გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება:

ბუასილის, ანალური ნაპრალის ან ჰემორაგიული რექტოკოლიტის გამწვავება (ნაწლავის ანთებითი დაავადება);

მსხვილი ნაწლავის ანთებითი ან წყლულოვანი დაავადებები ან კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მოერიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას და მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

  • პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენება

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არსებობს მსხვილი ნაწლავის ნეკროზის (უჯრედების სიკვდილი) განვითარების რისკი ნატრიუმის/კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის და სორბიტოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული პერორალური ან რექტალური გამოყენებისას, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.

სხვა რექტალური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობისას, უნდა დაიცვან ინტერვალი მათ გამოყენებას შორის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან დაორსულებას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ეს პრეპარატი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობით შეიწოვება სისტემურ მიმოქცევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდაციების მიხედვით გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის გვერდითი ეფექტები ნაყოფზე ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მიკროლაქსი® გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატმა მიკროლაქსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილ ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტებს (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე შემთხვევაში):

  • ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ჭინჭრის ციება – ქავილი გამონაყარი კანზე);
  • მუცლის ტკივილი (მათ შორის, მუცლის დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში, ასევე მუცლის ზედა ნაწილში);
  • დისკომფორტი ანორექტალურ მიდამოში;
  • თხევადი განავალი.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებისას რაიმე გვერდითი რეაქცია გამოგივლინდათ, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში "ინტერნეტი":

https://www.roszdravnadzor.ru

  • პრეპარატ მიკროლაქსის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ნიშანს, რომ პრეპარატი უვარგისია გამოსაყენებლად.

გამოყენებული ან გაფუჭებული პრეპარატი ჩადეთ პაკეტში და მოათავსეთ ნაგვის კონტეინერში.

არ გადაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ უტილიზაცია (გაანადგუროთ) პრეპარატი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

აღწერილი არ არის.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

პრეპარატი მიკროლაქსი®

აქტიური ნივთიერებებია ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი, ნატრიუმის ციტრატი და სორბიტოლი.

რექტალური ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 90 მგ ნატრიუმის ციტრატს, 12,9 მგ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატს 70% (ექვივალენტურია 9 მგ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატს) და 893 მგ 70%-იან თხევად სორბიტოლს (კრისტალიზაცირებადი) (625 მგ სორბიტოლის ექვივალენტი).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის სორბინის მჟავა, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატ მიკროლაქსის აღწერა® და შეფუთვის შემადგენლობა

რექტალური ხსნარი.

უფერო თითქმის თეთრი ოპალესცენტური ბლანტი სითხე, რომელიც შეიცავს ჰაერის პატარა ბუშტებს.

5 მლ რექტალური ხსნარი მიკროოყნაში ერთჯერადი გამოყენებისთვის (პოლიეთილენის ტუბი დამოკლებული ან უნივერსალური წვერით და მოხსნადი ლუქით).

4 ან 12 მიკროოყნა დამოკლებული წვერით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

4 ან 12 მიკროოყნა უნივერსალური წვერით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

5 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

5 მლ რექტალური ხსნარი მიკროოყნაში ერთჯერადი გამოყენებისთვის (პოლიეთილენის ტუბი დამოკლებული ან უნივერსალური წვერით და მოხსნადი ლუქით).

4 ან 12 მიკროოყნა დამოკლებული წვერით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

4 ან 12 მიკროოყნა უნივერსალური წვერით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების და პროდუქტზე სხვა მანიპულაციების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები; საფაღარათო საშუალებები ოყნებში.

ათქ კოდი А06АG11

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მიკროლაქსი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც აქვს საფაღარათო მოქმედება. ეფექტი დგება 5-15 წუთში. პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ციტრატს (პეპტიზატორი, რომელიც ანაცვლებს განავალში შეკავშირებულ წყალს), ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატს (ასუფთავებს ნაწლავის შიგთავსს) და სორბიტოლს (აძლიერებს საფაღარათო ეფექტს ნაწლავში წყლის ნაკადის სტიმულირებით). წყლის რაოდენობის გაზრდა პეპტიზაციისა და გათხევადების გამო ხელს უწყობს განავლის დარბილებას და აადვილებს ნაწლავის დაცლას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

მონაცემები არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

მიკროლაქსი®, რექტალური ხსნარი

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი + ნატრიუმის ციტრატი + სორბიტოლი

გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის,მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-4 პარაგრაფში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს..

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის პრეპარატი მიკროლაქსი®, და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებამდე
  • პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენება
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები
  • პრეპარატ მიკროლაქსის® შენახვა
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის პრეპარატი მიკროლაქსი®, და რისთვის გამოიყენება

პრეპარატ მიკროლაქსის®-ის აქტიური ნივთირეებებია ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი, ნატრიუმის ციტრატი და სორბიტოლი. პრეპარატი ყაბზობის სამკურნალო საშუალებაა და საფაღარათო საშუალებაა ოყნის დროს. ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი ათხიერებს ნაწლავის შიგთავსს, ნატრიუმის ციტრატი ანაცვლებს განავალში შეკავშირებულ წყალს, ხოლო სორბიტოლი აძლიერებს საფაღარათო ეფექტს ნაწლავში წყლის ნაკადის სტიმულირებით. ეფექტი დგება 5-15 წუთში. ნაწლავებში წყლის რაოდენობის გაზრდა და მისი შიგთავსის გათხევადება ხელს უწყობს განავლის დარბილებას და აადვილებს ნაწლავის დაცლას.

გამოყენების ჩვენება

ყაბზობა, ენკოპრეზის ჩათვლით (დეფეკაციის აქტის კონტროლის უუნარობა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური (რექტოსკოპია) და რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის მომზადება.

თუ გაუმჯობესება არ არის ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებამდე

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ პრეპარატი მიკროლაქსი®:

თუ ალერგიული ხართ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატის, ნატრიუმის ციტრატის, სორბიტოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა და გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი;

თუ პერორალურად/რექტალურად იღებთ ნატრიუმის/კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის შემცველ მედიკამენტებს (გამოიყენება სისხლში კალიუმის მაღალი დონის სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება აღინიშნოს თირკმელების მძიმე დაავადების დროს).

გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება:

ბუასილის, ანალური ნაპრალის ან ჰემორაგიული რექტოკოლიტის გამწვავება (ნაწლავის ანთებითი დაავადება);

მსხვილი ნაწლავის ანთებითი ან წყლულოვანი დაავადებები ან კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მოერიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას და მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი მიკროლაქსი®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არსებობს მსხვილი ნაწლავის ნეკროზის (უჯრედების სიკვდილი) განვითარების რისკი ნატრიუმის/კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის და სორბიტოლის შემცველი პრეპარატების ერთდროული პერორალური ან რექტალური გამოყენებისას, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.

სხვა რექტალური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობისას, უნდა დაიცვან ინტერვალი მათ გამოყენებას შორის.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან დაორსულებას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ეს პრეპარატი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობით შეიწოვება სისტემურ მიმოქცევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდაციების მიხედვით გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის გვერდითი ეფექტები ნაყოფზე ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მიკროლაქსი® გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

უნდა შეიყვანოთ ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი.

შეყვანის გზა და/ან მეთოდი

რექტალურად

მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ რექტალურად, წვერის ჩასმით მთელ სიგრძეზე (უნივერსალური წვერის სიგრძეა 60,6 მმ, იხილეთ სურ. 1).

ახალშობილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები

ერთი მიკროოყნის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ რექტალურად, უნივერსალური წვერი მოათავსედ სანახევროდ ნაწლავში (იხ. ნიშანი წვერზე, იხ. სურ. 1).

სურათი 1:

  • სურათი ნაჩვენებია 1:1 მასშტაბით

ასევე შესაძლებელია მიკროოყნის გამოყენება დამოკლებული წვერით (დამოკლებული წვერის სიგრძეა 47,3 მმ – იხ. სურ. 2). ამ შემთხვევაში, აუცილებელია ერთი მიკროოყნის მთლიანი შიგთავსის შეყვანა რექტალურად, წვერის მთელ სიგრძეზე ჩასმით.

სურათი 2:

  • სურათი ნაჩვენებია 1:1 მასშტაბით

გამოყენების ინსტრუქცია

გატეხეთ ლუქი ტუბის წვერზე.

მსუბუქად დააწექით ტუბს ისე, რომ პრეპარატის წვეთი წაესვას ოყნის წვერს - ეს გააადვილებს შეყვანის პროცესს.

ტუბზე ზეწოლით მთლიანად გამოდევნეთ მისი შიგთავსი.

ამოიღეთ წვერი ტუბის მსუბუქად შეკუმშვისას.

თერაპიის ხანგრძლივობა

მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი მიკროლაქსი®

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. თუ ფიქრობთ, რომ გამოიყენეთ ძალიან ბევრი პრეპარატი მიკროლაქსი®. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატმა მიკროლაქსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილ ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტებს (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე შემთხვევაში):

  • ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ჭინჭრის ციება – ქავილი გამონაყარი კანზე);
  • მუცლის ტკივილი (მათ შორის, მუცლის დისკომფორტი, ტკივილი მუცლის არეში, ასევე მუცლის ზედა ნაწილში);
  • დისკომფორტი ანორექტალურ მიდამოში;
  • თხევადი განავალი.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ პრეპარატ მიკროლაქსის® გამოყენებისას რაიმე გვერდითი რეაქცია გამოგივლინდათ, მიმართეთ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში "ინტერნეტი":

https://www.roszdravnadzor.ru

  • პრეპარატ მიკროლაქსის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ნიშანს, რომ პრეპარატი უვარგისია გამოსაყენებლად.

გამოყენებული ან გაფუჭებული პრეპარატი ჩადეთ პაკეტში და მოათავსეთ ნაგვის კონტეინერში.

არ გადაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ უტილიზაცია (გაანადგუროთ) პრეპარატი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი მიკროლაქსი®

აქტიური ნივთიერებებია ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატი, ნატრიუმის ციტრატი და სორბიტოლი.

რექტალური ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 90 მგ ნატრიუმის ციტრატს, 12,9 მგ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატს 70% (ექვივალენტურია 9 მგ ნატრიუმის ლაურილ სულფოაცეტატს) და 893 მგ 70%-იან თხევად სორბიტოლს (კრისტალიზაცირებადი) (625 მგ სორბიტოლის ექვივალენტი).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის სორბინის მჟავა, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატ მიკროლაქსის აღწერა® და შეფუთვის შემადგენლობა

რექტალური ხსნარი.

უფერო თითქმის თეთრი ოპალესცენტური ბლანტი სითხე, რომელიც შეიცავს ჰაერის პატარა ბუშტებს.

5 მლ რექტალური ხსნარი მიკროოყნაში ერთჯერადი გამოყენებისთვის (პოლიეთილენის ტუბი დამოკლებული ან უნივერსალური წვერით და მოხსნადი ლუქით).

4 ან 12 მიკროოყნა დამოკლებული წვერით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

4 ან 12 მიკროოყნა უნივერსალური წვერით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუსეთის ფედერაცია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეიტნლ“ (შპს "JTNL")

121614, ქ. მოსკოვი, კრილატსკოეს ტერიტორიული მუნიციპალური ოლქი, კრილატსკაიას ქუჩა, 17, კორპ.3 ტელ. +7 495 726-55-55

მწარმოებელი

საფრანგეთი

«დელფარმ ორლეანი» /Delpharm Orleans

5 ავენიუ დე კონსპირ, ორლეანი სედექსი 2, 45071, საფრანგეთი/5 avenue de Concyr, Orleans Cedex 2, 45071, საფრანგეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ჯეიტნლ“ ("JTNL" )

121614, ქ. მოსკოვი, კრილატსკოეს ტერიტორიული მუნიციპალური ოლქი, კრილატსკაიას ქუჩა, 17, კორპ. 3

ტელ. +7 495 726-55-55

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

გამოყენების ინსტრუქციის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე. http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა