მიდიანა
MIDIANA®
პერორალური კონტრაცეფცია. გადაწყვეტილება პრეპარატ მიდიანას® დანიშვნის შესახებ მიღებული უნდა იქნას თითოეული ქალისთვის არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) არსებობისას, აგრეთვე ვთე-ს რისკის შეფასებისა პრეპარატ მიდიანას® გამოყენების ფონზე, სხვა კომბინირებული ჰორმონალური …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დროსპირენონი (drospirenone) + ეთინილესტრადიოლი (ethinylestradiol)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ + 0,03მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №63 (3X21) კალენდარული შეფუთვა
- მწარმოებელი
- Gedeon Richter Plc., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტაგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
- ATC კოდი
- G03AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044168
- რეგისტრირებულია
- 17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა "გედეონ რიხტერი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მიდიანა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერორალური კონტრაცეფცია.
გადაწყვეტილება პრეპარატ მიდიანას® დანიშვნის შესახებ მიღებული უნდა იქნას თითოეული ქალისთვის არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) არსებობისას, აგრეთვე ვთე-ს რისკის შეფასებისა პრეპარატ მიდიანას® გამოყენების ფონზე, სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) გამოყენებასთან შედარებით (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “სიფრთხილის ზომები”).
მიღების წესი და დოზირება
შინაგანად მისაღები
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი მიდიანა®
ტაბლეტების აუცილებლად უნდა იქნას მიღებული ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, საჭიროებისას მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, იმ თანმიმდევრობით, რომელიც ბლისტერულ შეფუთვაზეა მითითებული. აუცილებელია დღეში თითო ტაბლეტის მიღება ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. ყოველი მომდევნო შეფუთვის მიღება უნდა იქნას დაწყებული ტაბლეტების მიღებიდან 7-დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ, ვითარდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. ჩვეულებრივ ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მომოდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყების მომენტისთვის.
როდის უნდა იქნას დაწყებული პრეპარატ მიდიანას® მიღება
თუ ადრე არ გამოიყენებოდა ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბოლო ერთი თვის განმავლობაში):
პრეპარატ მიდიანას® მიღება იწყება ქალის ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის (კპკ), ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის) შეცვლის შემთხვევაში:
ქალისთვის სასურველია პრეპარატ მიდიანას® მიღება დაიწყოს მანამდე გამოყენებული კპკ-ს ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს; ასეთ შემთხვევებში, პრეპარატ მიდიანას® მიღება არ უნდა დაიწყოს მომდევნო დღეზე გვიან ტაბლეტების მიღებაში ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ ან მისი წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის(კპკ) არააქტიური ტაბლეტების მიღების შემდეგ. ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის შეცვლისას პრეპარატ მიდიანას® მიღება სასურველია დაიწყოს წინა საშუალების მოცილების დღეს; ასეთ შემთხვევებში პრეპარატ მიდიანას® მიღება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს შეცვლის დანიშნული პროცედურის დღისა.
მხოლოდ პროგესტინების (მინი-პილი, საინექციო ფორმები, იმპლანტანტები) ან პროგესტინების გამოთავისუფლებით საშვილოსნოსშიდა სისტემის (სშს) გამოყენების მეთოდის შეცვლის შემთხვევაში
ქალს შეუძლია მხოლოდ პროგესტინის შემცველი მინი-პილიდან გადასვლა ნებისმიერ დღეს (იმპლანტიდან ან საშვილოსნოსშიდა სისტემიდან [მისი მოცილების დღეს], საინექციო ფორმიდან [დღიდან, როდესაც უნდა გაკეთებულიყო მომდევნო ინექცია]). მაგრამ, ყველა ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:
ქალს შეუძლია ტაბლეტების მიღების დაწყება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვის შემთხვევაში არ არსებობს კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა.
მშობიარობის შემდეგ ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:
ქალისთვის უნდა იქნას რეკომენდირებული პრეპარატ მიდიანას® მიღება მშობიარობიდან ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან 21-28-ე დღეს. თუ მიღება დაიწყება უფრო გვიან, აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. სქესობრივი კონტაქტის არსებობისას კომბინირბული ჰორმონალური კონტრაცეპტივის (კჰკ) მიღების დაწყებამდე უნდა გამორიცხოს ორსულობა ან აუცილებელია მოცდა პირველ მენსტრუაციამდე.
ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხ. ნაწილი ”გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”.
გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
თუ ტაბლეტის მიღება დაგვიანდა 12 საათზე ნაკლები დროით, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. ქალმა ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს.
თუ ტაბლეტების მიღება დაგვიანდა 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. გამოტოვებული ტაბლეტების კორექციისას საჭიროა შემდეგი ორი მარტივი წესით ხელმძღვანელობა:
- არ შეიძლება ტაბლეტების მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი ხნით.
- ჰიპოთალამო- ჰიპოფიზურ-საკვერცხის სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა ტაბლეტების 7-დღიანი უწყვეტი მიღება.
შესაბამისად, ყოველდღიურ პრაქტიკაში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:
პირველი კვირა
გამოტოვებული ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგალითად, პრეზერვატივი) მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივ აქტს ადგილი ჰქონდა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტის გამოტოვების წინ, აუცილებელია ორსულობის დადგომის ალბათობის გათვალისწინება. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოა ეს გამოტოვება პრეპარატის მიღების 7–დღიან შესვენებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის რისკი.
მე-2 კვირა
აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგი ტაბლეტის მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს. თუ ქალმა წინა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტები სწორად მიიღო, არ არის აუცილებელი დამატებითი კონტრაცეპტული საშულებების გამოყენება. ამასთან, თუ ადგილი აქვს სხვა სიტუაციას, ან თუ მან გამოტოვა ერთზე მეტი ტაბლეტი, აუცილებელია დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
მესამე კვირა
კონტრაცეფციული ეფექტის დაქვეითების ალბათობა მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღების მომდევნო 7-დღიანი შესვენების გამო. მაგრამ ტაბლეტების მიღების განრიგის კორექტირებით შეიძლება კონტრაცეპტული დაცვის შემცირების თავიდან აცილება.
თუ დაცული იქნება ორიდან ნებისმიერი შემდეგი რჩევა, არ იქნება საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები, თუ ტაბლეტის გამოტოვებამდე წინა 7 დღის განმავლობაში ქალი სწორად იღებდა ყველა ტაბლეტს. თუ ეს ასე არ არის, მან უნდა დაიცვას ორი მეთოდიდან პირველი და ასევე გამოიყენოს დამატებითი სიფრთხილის ზომები მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
- აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამისათვის საჭირო გახდება ორი ტაბლეტის ერთად მიღება. შემდეგი ტაბლეტის მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს. ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს, როგორც კი დასრულდება მიმდინარე შეფუთვა, ანუ ორი შეფუთვის მიღებებს შორის შესვენების გარეშე. უფრო სავარაუდოა, რომ “მოხსნის” სისხლდენას არ ექნება ადგილი სანამ არ დასრულდება ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი და მოულოდნელი სისხლდენა საშვილოსნოდან ტაბლეტების მიღების დღეებში.
- ქალს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება ამ შეფუთვიდან. შემდეგ მას ექნება ტაბლეტების მიღებისგან 7-დღიანი შესვენება, იმ დღეების ჩათვლით, როდესაც მას ტაბლეტების მიღება ავიწყდებოდა, შემდეგ კი დაიწყება ახალი შეფუთვიდან მიღება.
ტაბლეტების მიღების გამოტოვების შემთხვევაში და შემდეგ პრეპარატის მიღებაში პირველი ინტერვალის დროს “მოხსნის” სისხლდენის არქონის დროს აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების წარმოქმნის შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე რეაქციების შემთხვევაში (ისეთების, როგორიცაა პირღებინება ან დიარეა), შეწოვა შეიძლება იყოს არასრული და აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება.
ტაბლეტის მიღების შემდეგ 3-4 საათის ფარგლებში ღებინების შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება მალე ახალი, შემცვლელი ტაბლეტის მიღება. ახალი ტაბლეტი, თუ არის შესაძლებლობა, მიღებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში ჩვეული მიღების დროის შემდეგ. თუ 12 საათზე მეტია გამოტოვებული, შეძლებისდაგვარად, აუცილებელია პრეპარატის მიღების წესების დაცვა, რომლებიც მითითებულია ნაწილში “გამოყენების წესი და დოზები”, ქვენაწილში “გამოტოვებული ტაბლეტების მიღება”. თუ პაციენტს არ უნდა პრეპარატის მიღების ნორმალური რეჟიმის შეცვლა, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტი (ან რამდენიმე ტაბლეტი) სხვა შეფუთვიდან.
როგორ უნდა მოხდეს “მოხსნის” სისხლდენის გადავადება
მენსტრუაციის დაწყების გადავადების მიზნით საჭიროა ტაბლეტების მიღების გაგრძელება ახალი შეფუთვიდან შესვენების გარეშე. გადავადება შესაძლებელია მეორე შეფუთვაში ტაბლეტების დასრულებამდე.
ციკლის გახანგრძლივების დროს შეიძლება აღინიშნოს მოულოდნელი სისხლდენები საშვილოსნოდან ან ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი საშოდან. პრეპარატ მიდიანას® მიღების განახლება ახლი კოლოფიდან რეკომენდირებულია ჩვეული 7–დღიანი შესვენების შემდეგ.
მენსტრუაციის დაწყების დღის გადასატანად ჩვეული განრიგის მიხედვით კვირის მეორე დღეს, უახლოესი ინტერვალი ტაბლეტების მიღებაში უნდა შემოკლდეს იმდენი დღით, რამდენითაც ეს საჭიროა. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ “მოხსნის” სისხლდენას არ ექნება ადგილი, ხოლო შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა და ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი (ისევე, როგორც მენსტრუაციის დაწყების გადავადების შემთხვევაში).
პაციენტების ცალკეული კატეგორიები
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ მიდიანას® მიღება ნაჩვენებია პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ. არ არის მიიღებული მონაცემები დოზის შეცვლის აუცილებლობის შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
არ გამოიყენება. პრეპარატი მიდიანა® არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ქალებში (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “ფარმაკოკინეტიკა”).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე ქალებში (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "ფარმაკოკინეტიკა").
უკუჩვენებები
კჰკ არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას. თუ რომელიმე ამ მდგომარეობიდან ვითარდება პირველად კჰკ-ს გამოყენების ფონზე, პრეპარატი დაუყოვნებლუივ უნდა მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია ნაწილში “შემადგენლობა”.
ჰიპერმგრძნობელობა არაქისის ან სოიოს მიმართ.
ვენური თრომბოემბოლიის რისკის არსებობა:
ვენური თრომბოემბოლიის არსეობობა ამჟამად (ანტიკოაგულანტების გამოყენება) ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ) ან ფიტლვის არტერიის თრომბოემბოლია [ფათე]);
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის განვითარებისთვისადმი, მაგალითად, რეზისტენტობა აქტვირებული С პროტეინის მიმართ (ლეიდენის V ფაქტორის ჩათვლით), ანტითრომბინ III-ს უკმარისობა, C პროტეინის უკმარისობა, S პროტეინის უკმარისობა;
ფართო ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”);
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკის ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. ნაწილი "სიფრთხილის ზომები”);
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის არსებობა: არტერიული თრომბოემბოლია ამჟამად, ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან წინა დაავადება (მაგალითად, სტენოკარდია);
ცერებროვასკულარული დაავადება: ინსულტი მიმდინარე პერიოდში, ანამნეზში ან დაავადების წინა მდგომარეობა (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ);
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის განვითარებისადმი, მაგალითად, ჰიპერჰომოსისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი);
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ანამნეზში;
არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკის ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”) ან ერთ-ერთი შემდეგი სერიოზული ფაქტორის არსებობა:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- გამოხატული დისლიპოპროტეინემია.
ღვიძლის მძიმე დაავადებები (“ღვიძლისმიერი” სინჯების ნორმალიზებამდე) ამჟამად ან ანამნეზში.
თირკმლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.
სასქესო სისტემის (სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) დიაგნოსტირებული ჰორმონდამოკიდებულ ავთვისებიანი დაავადებები ან მათზე ეჭვი.
არადიაგნოზირებული ვაგინალური სისხლდენა.
პრეპარატ მიდიანას® და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირსა და დასაბუვირს, გლეკაპრევირს/ პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ ვიკსილაპრევირს უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილები “სიფრთხილის ზომები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალბებთან”).
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობების ან რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში ქალთან განხილული უნდა იქნას პრეპარატ მიდიანას® გამოყენების მიზანშეწონილობა.
მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ან ამ მდგომარეობიდან ან რისკ ფაქტორებიდან ნებისმიერის განვითარების პირველივე ეპიზოდის გამოვლენისას ქალს უნდა ეცნობოს ექიმთან დაკავშირების აუცილებლობის შესახებ პრეპარატ მიდიანას® შემდგომი გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად. შესაძლო ან დადასტურებული ვენური ან არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ნაჩვენებია კჰკ მოხსნა. ანტიკოაგულანტური თერაპიის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ალტერნატიული კონტრაცეპციული საშუალების დანიშვნა ანტიკოაგულანტური თერაპიის (კუმარინების) ტერატოგენულ აქტივობასთან დაკავშირებით.
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი
ნებისმიერი კჰკ-ს გამოყენების ფონზე იზრდება ვენური თრომბოემბოლიის (ვთე)განვითარების რისკი მკურნალობის არარსებობასთან შედარებით. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპრატების გამოყენება დაკავშირებულია ვთე-ს განვითარების მინიმალურ რისკთან. სხვა პრეპარატებისთვის, მაგალითად, მიდიანასთვის®, ეს რისკი შეიძლება იყოს ორჯერ უფრო მაღალი. გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ვთე-ს გავითარების მინიმალური რისკით, მიღებული უნდა იქნას პაციენტთან, მისთვის გასაგები ფორმით, პრეპარატ მიდიანას® გამოყენების ფონზე ვთე-ს განვითარების რისკის, მისი არსებული რისკ-ფაქტორების ამ პრეპარატის რისკის დონეზე გავლენის განხილვის შემდეგ, და იმის შეტყობინებით, რომ ვთე-ს წარმოქმნის რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ რისკი იზრდება კჰკ-ს განმეორებით გამოყენებისას 4 კვირის ან მეტი ხნის შესვენების შემდეგ.
ქალებს შორის, რომლებიც არ იყენებენ კჰკ-ს და არ არიან ორსულად, ვთე-ს წარმოქმნის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 2 შემთხვევას 10 000 ქალზე წელიწადში. მაგრამ ნებისმიერ ცალკე აღებულ ქალს რისკის დონე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვნად მაღალი, რაც დამოკიდებულია მის რისკის ძირითად ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).
შეფასებების თანახმად1, ვთე-ს განვითარების სიხშირე ქალებს შორის, რომლებიც იღებენ დროსპირენონის შემცველ კჰკ-ს, შეადგენს 912 შემთხვევას 10 000 ქალზე წელიწადში, რაც შედარებადია 62 შემთხვევასთან ქალებში, რომლებიც იყენებენ ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ-ს.
ორივე შემთხვევაში ვთე-ს დარეგისტრირებული რაოდენობა წელიწადში ნაკლებია შემთხვევათა მოსალოდნელ რაოდენობაზე ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
შემთხვევების 12%-ში ვთე ლეტალური შედეგით მთავრდება.
ვთე-ს მოვლენების დარეგისტრირებული რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში
ვერტიკალზე - ვთე-ს დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში.
ჰორიზონტალზე - ქალები, რომლებიც არ იყენებენ კჰკ-ს, იყენებენ ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ, იყენებენ დროსპირენონის შემცველ კჰკ-ს.
ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, აღწერილი იყოს სხვა სისხლძარღვების თრომბოზის უკიდურესად იშვიათი შემთხვევები, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის ან რეტინალური ვენების და არტერიების.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორები
კჰკ-ს გამოყენების ფონზე, ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს დამატებით რისკის ფაქტორების მქონე ქალებში, განსაკუთრებით მრავალი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში (იხ. ცხრილი).
პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ქალებში მრავალი რისკის ფაქტორებით, რომელთა საფუძველზეც პაციენტი შეიძლება მიეკუთვნოს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). თუ ქალს აღენიშნება რისკების რამდენიმე ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი, და ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვთე-ს განვითარების საერთო რისკი. არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს დანიშვნა, თუ სარგებელი/რისკის შეფარდება ფასდება როგორც უარყოფითი (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ცხრილი: ვთე-ს განვითარების რისკის ფაქტორები
______________________________________
1 სიხშირის მაჩვენებლები დადგენილი იყო ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მთლიანი ერთობლიობის საფუძველზე, შედარებითი რისკების გამოყენებით სხვადასხვა პრეპარატებისთვის ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ-სთან შედარებით.
2 10 000 ქალზე 57 შემთხვევის დიაპაზონის მედიანა დაფუძნებულია შედარებითი რისკის სიდიდეზე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2,3–3,6-ს კჰკ-სთვის, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, იმ შემთხვევებთან შედარებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული პრეპარატების გამოყენებასთან.
რისკის ფაქტორი
კომენტარები
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2 მეტი)
რისკის მნიშვნელოვანი ზრდა სხეულის მასის ინდექსის გაზდისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობისას.
ხანგრძლივი იმობილიზაცია (4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაფრენების ჩათვლით), ფართო ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მცირე მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევა ან ვრცელი ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაფრენების ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვთე-ს განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში სხვა რისკ-ფაქტორების არსებობით
ასეთ სიტუაციებში რეკომენდირებულია პლასტირის/მინი-პილის/ვაგინალური რგოლის გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, მინიმუმ, ოპერაციამდე 4 კვირით ადრე) და გამოყენება არ უნდა განახლდეს იმობილიზაციის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მიდიანა® არ იქნა დროულად მოხსნილი, უნდა დაინიშნოს ანტითრომბული მკურნალობა.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ძმებში, დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად, 50 წელზე უმცროს ასაკში).
მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის შემთხვეაში კჰკ-ს დანიშვნამდე ქალი გაგზავნილი უნდა იქნას კონსულტაციაზე შესაბამის სპეციალისტთან.
სხვა დაავადებები, დაკავშირებული ვთე-სთან
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი), და ნამგლისებრი უჯრედული ანემია
ასაკი.
განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკი
არ არსებობს ერთიანი აზრი იმ შესაძლო როლთან დაკავშირებით, რომელსაც თამაშობენ ვენების ვარიკოზური გაგანიერება და ზედაპირული თრომბოფლებიტი ვენური თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში.
გათვალისწინებული უნდა იქნას თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველ 6 კვირას (ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).
ვთე-ს სიმტპომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
შესაბამისი სიმპტომების წარმოქმნისას ქალმა სასწრაფო წესით უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მუშაკს უნდა აცნობოს, რომ ის იყენებს კჰკ.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ქვედა კიდურის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურზე ვენის გასწვრივ შეშუპების არსებობა;
- ქვედა კიდურის ტკივილი ან მტკივნეულობა, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ფეხზე დგომისას ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ქვედა კიდურის ტემპერატურის მომატება; ქვედა კიდურის კანის სიწითლე ან ფერის ცვლილება.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- აუხსნელი ქოშინის ან გახშირებული სუნთქვის უეცარი წარმოქმნა;
- უეცარი ხველა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ამოხველებასთან;
- მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
- გამოხატული თავბრუსხვევა;
- სწრაფი ან არარეგულარული პულსი.
ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და ამის გამო შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე მოვლენები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).
სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება იყოს: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურის უმნიშვნელო გალურჯება.
ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს არამკაფიო მხედველობიდან ტკივილის შეგრძნების გარეშე, მხედველობის პროგრესირებად დაკარგვამდე. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მკვეთრი დაკარგვა.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ კჰკ-ის გამოყენება დაკავშირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ცერებროვასკულური დაავადების (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევის, ინსულტის) განვითარების მაღალ რისკთან. არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის ფაქტორები
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი კჰკ-ს გამოყენების ფონზე იზრდება რისკის ფაქტორების არსებობისას (იხ. ცხრილი). პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ქალებში ათე-ს განვითარების ერთი სერიოზული ან მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც იგი შეიძლება მიეკუთვნოს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს რამოდენიმე რისკის ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი, და ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საერთი რისკის მასშტაბები. არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს დანიშვნა, თუ სარგებელი/რისკის შეფარდება ფასდება როგორც უარყოფითი (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ცხრილი: ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები
რისკ-ფაქტორი
კომენტარები
ასაკი.
განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკი.
მწეველობა.
ქალებისთვის რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება, თუ აქვთ სურვილი გამოიყენონ კჰკ.
35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, დაბეჯითებით უნდა იქნას რეკომენდირებული კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკის მნიშვნელოვანი ზრდა სხეულის მასის ინდექსის (სმი) მომატებისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკის ფაქტორების არსებობისას.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები ძმებში, დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად, 50 წელზე უმცროს ასაკში).
მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის ზშემთხვევაში კჰკ-ის დანიშვნამდე ქალი გაგზავნილი უნდა იქნას კონსულტაციაზე შესაბამის სპეციალისტთან.
შაკიკი.
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის ზრდამ კჰკ-ს გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ დარღვევებს) შეიძლება იყოს საფუძველი ამ პრეპარატების დაუყოვნებლივი შეწყვეტისათვის
სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია არასასურველ სისხლძარღვოვან მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის(ათე) სიმპტომები
შესაბამისი სიმპტომების წარმოქმნისას, ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, ამავე დროს მედიცინის მუშაკს უნდა ეცნობოს, რომ იგი იღებს კჰკ-ს.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- სახის კუნთების, ზედა ან ქვედა კიდურების უეცარი გაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
- სიარულის მკვეთრი დარღვევა, თავბრუსხვევის განვითარება, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა;
- ცნობიერების არევის უეცარი გამოვლინება, მეტყველების ან მისი გააზრების დარღვევა;
- მხედველობის მკვეთრი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;
- ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილის უეცარი წარმოწმნა ცნობილი მიზეზის გარეშე;
- გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე.
გარდამავალი სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული მოვლენა არის ტრანზიტორული იშემიური შეტევა(ტიშ).
მიოკარდიუმის ინფარქტის(მი) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლის, სიმძიმის, შეკუმშვის ან გაბერვის შეგრძნება გულმკერდის არეში, ზედა კიდურში ან მკერდის ძვლის ქვემოთ;
- დისკომფორტი, რომელიც ვრცელდება ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში, კუჭში;
- კუჭის გადავსების შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა ან ხუთვა;
- ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
- უკიდურესი სისუსტის, შფოთვის მდგომარეობა ან ქოშინი;
- ხშირი ან არარეგულარული პულსი.
სამედიცინო გამოკვლევა/კონსულტაცია
მიდიანას® მიღებამდე ან მის ხელახლა დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეგროვდეს ანამნეზი (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ობიექტური გამოკვლევა, იხელმძღვანელებთ რა ინფორმაციით უკუჩვენებების (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“) და განსაკუთრებული გაფრთხილებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“). მნიშვნელოვანია მიაქციოთ პაციენტის ყურადღება ვენური და არტერიული თრომბოზის რისკის განვითარებას, პრეპარატ მიდიანას® გამოყენების რისკის ჩათვლით სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებთან (კჰკ) შედარებით, ვთე-სა და ათე-ს სიმპტომებს, ასევე დადგენილ რისკის ფაქტორებზე და თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებზე.
აუცილებელია, რომ ქალმა ყურადღებით წაიკითხოს სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და დაიცვას მასში მოცემული რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს შემუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ადაპტირებულია თითოეული კონკრეტული ქალისთვის.
ქალი უნდა იყოს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
სიმსივნეები
ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში იყო შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შესახებ კპკ-სს ხანგრძლივი გამოყენებისას (5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიეკუთვნება ეს დასკვნები სქესობრივი ქცევისა და სხვა ფაქტორების თანმხლებ ეფექტებს, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსით(აპვ) ინფიცირება.
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე გაზრდილი ფარდობითი რისკი ((RR=1,24), დიაგნოსტირებული იმ ქალებში, რომლებიც გამოკვლევის მომენტისთვს იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. კპკ-ის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ჭარბი რისკი თანდათან მცირდება 10 წლის განმავლობაში. რადგანაც სარძევე ჯირვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წელზე უმცროსი ასაკის ქალებში, ბოლო წლების განმავლობაში სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმ ქალთა შორის, რომლებიც ადრე იყენებდნენ ან ამჟამად იყენებენ კპკ, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. ეს კვლევები არ ადასტურებენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას კჰკ-ს გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის. რისკის აღნიშნული ზრდა შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოზის შედეგი ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, კჰკ-ს ბიოლოგიური ეფექტი ან ორივე ვარიანტის კომბინირება. ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კპკ-ს, აღნიშნული იყო სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული შემთხვევების კლინიკური გამოვლინებების ნაკლებად გამოხატული ტენდენცია, ვიდრე ქალებში, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ კპკ.
იშვიათ შემთხვევებში, კპკ-ს გამოყენების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, და კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში - ავთვისებიანის. ცალკეულ შემთხვევებში ეს სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. ქალებში, რომელიც იყენებს კჰკ-ს, მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების შემთხვევაში ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების არსებობისას დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული ღვიძლის სიმსივნე,
მაღალდოზირებული კპკ-ს (0,05 მგ ეთინილესტრადიოლის) მიღება ამცირებს ენდომეტრიოიდული კიბოს და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს. ამ დაკვირვების გამოყენება დაბალდოზირებული კპკ-ს მიმართ საჭიროებს დადასტურებას.
ავთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ლეტალური შედეგების მომტანი.
სხვა მდგომარეობები
პრეპარატ მიდიანას® პროგესტერონული კომპონენტი წარმოადგენს ალდოსტერონის ანტაგონისტს, რომელსაც აქვს კალიუმდამზოგველი თვისებები. უმეტეს შემთხვევაში, არ აღინიშნება კალიუმის შემცველობის ზრდა სისხლის შრატში. მიუხედავად ამისა, კლინიკურ კვლევაში ზოგიერთ პაციენტთან თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დარღვევებით და კალიუმდამზოგველი სამკურნალო პრეპარატების თანმდევი გამოყენებით, დროსპირენონის მიღებისას აღინიშნებოდა კალიუმის უმნიშვნელო მატება სისხლის შრატში. ამრიგად, რეკომენდირებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი პრეპარატის მიღების პირველი ციკლის დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობამდე კალიუმის შემცველობის მნიშვნელობები იყო ნორმის ზედა ზღვარის დონეზე, და ასევე კალიუმის ორგანიზმში შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატებს ერთდროულად დანიშვნის შემთხვევებში. ასევე იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”.
ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან ამ დარღვევის ოჯახური ანამნეზით არ შეიძლება გამოირიცხოს პანკრეატიტის განვითარების რისკის ზრდა კპკ-ის გამოყენების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა ბევრ ქალთან, რომლებიც იყენებენ კპკ-ს, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათად აღინიშნებოდა. მხოლოდ ამ იშვიათ შემთხვევებში არის გამართლებული კპკ-ს გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა. თუ კპკ-ს გამოყენების დროს მანამდე არსებული არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევებში არტერიული წნევის მნიშვნელობები მუდმივად მომატებულია, ან მნიშვნელოვნად გაზრდილი არტერიული წნევა ადეკვატურად არ რეაგირებს ჰიპოტენზიულ თერაპიაზე, საჭიროა კპკ-ს მოხსნა. აუცილებლობის შემთხვევაში კპკ-ს გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ჰიპოტენზიული თერაპიის ჩატარების ფონზე მიიღწევა არტერიული წნევის ნორმალური მნიშვნელობები.
აღნიშნული იყო, რომ შემდეგი მდგომარეობები ვითარდება ან მათი მიმდინარეობა მძიმდება, როგორც ორსულობის დროს, ასევე კპკ-ს გამოყენებს ფონზე, მაგრამ მათი კავშირი კპკ-ს გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზსთან; ნაღვლის ბუშტის კონკრემენტები; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსულთა ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება საჭირო გახადონ კპკ-ს გამოყენების შეწყვეტა მანამდე, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმას.
მორეციდივე ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქოლესტაზით გამოწვეული ქავილი, რომლებიც პირველად ვითარდება ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების დროს, საჭიროებს კპკ-ს მიღების შეწყვეტას.
თუმცა კომბინირებულმა ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინისადმი პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე, არ არსებობს თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კპკ-ს (რომლებიც შეიცავენ ˂0,05 მგ ეთინილესტრადიოლს). ამისდამიუხედავად, ქალები შაქრიანი დიაბეტით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით კპკ-ს გამოყენების დასაწყისში.
ასევე იყო შეტყობინებები ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობის დამძიმების შესახებ კპკ-ს გამოყენების დროს.
დეპრესიული განწყობა და დეპრესია ცნობილი არასასურველი რეაქციებია ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). დეპრესია შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ აშლილობას და არის ცნობილი რისკის ფაქტორი სუიციდური ქცევისა და სუიციდისა. ქალებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს განწყობის ცვლილების და დეპრესიული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, მკურნალობის დაწყების შემდეგ მალევე გამოვლენილი სიმპტომების დროს.
ხანდახან შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ ორსულების ქლოაზმა ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმის განვითარებისადმი, კპკ-ს გამოყენების დროს თავი უნდა აარიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას ან ულტრაიისფერი დასხივების ზემოქმედებას.
ეფექტურობის შემცირება
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების გამოტოვების (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”), კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”) ან სხვა სამკურნალო პრეპარატების თანხმლები გამოყენების (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) შემთხვევაში.
შემცირებული ციკლის კონტროლი
კპკ-ს მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენა (ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი ან მოულოდნელი სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამ მიზეზით, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს დაახლოებით სამ ციკლს.
თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა გამოირიცხოს არაჰორმონალური მიზეზები შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარებით ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის …
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შენიშვნა: შესაძლო მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების გამოვლენის მიზნით უნდა ჩატარდეს ინფორმაციის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილია თანმხლები პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში.
სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტები პრეპარატ მიდიანას® მოქმედებაზე
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები შეიძლება წარმოიქმნას იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომალურ ფერმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსის ზრდა და, შესაბამისად, მოულოდნელი სისხლდენის წარმოქმნა და/ან კონტრაცეპტული დაცვის შემცირება.
ფერმენტების ინდუქცია უკვე შეიძლება შეინიშნოს მკურნალობის რამოდენიმე დღის შემდეგ. მაქსიმალური ფერმენტული ინდუქცია ჩვეულებრივ მიიღწევა რამოდენიმე კვირის განმავლობაში. თერაპიის მოხსნის შემდეგ ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.
მოკლევადიანი მკურნალობა
ქალებმა, რომლებიც იღებენ ფერმენტული აქტივობის მაინდუცირებელ პრეპარატებს, დროებით უნდა გამოიყენონ ბარიერული ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი კპკ-ს გამოყენების დამატების სახით. ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და 28 დღის განმავლობაში მისი მოხსნის შემდეგ. თუ თანმხლები მედიკამენტური თერაპია დაწყებულია კპკ-ს შეფუთვის მიღების ბოლოს, მაშინ კპკ-ს მომდევნო შეფუთვა დაწყებული უნდა იქნას წინა შეფუთვის დასრულებისთანავე, მიღებაში ჩვეული შესვენების გარეშე.
გრძელვადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ გრძელვადიან თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტული სისტემას, რეკომენდირებულია კონტრაცეპციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი ურთიერთქმედებები:
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კპკ-ს კლირენსს (კპკ-ს ეფექტურობის დაქვეითება ფერმენტული ინდუქციის ხარჯზე)
ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ის სამკურნალო პრეპარატები რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენსი, და შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, და პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას (Hypericum perforatum).
ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა ეფექტს ახდენენ კპკ-ს კლირენსზე
კპკ-სთან კომბინირებული გამოყენებისას აივ პროტეაზას ბევრმა ინჰიბიტორმა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურმა ინჰიბიტორებმა, С ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციის ჩათვლით, შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტინების პლაზმური კონცენტრაცია. ამ ცვლილებების საბოლოო ეფექტი შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.
ამ მიზეზის გამო საჭიროა გავეცნოთ აივ/ С ჰეპატიტის სამკურნალოდ თანმხლები პრეპარატების გამოყენების შესახებ ინფორმაციას შესაძლო ურთიერთქმედებების გამოსავლენად ან შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად. ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ბარიერული კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება პროტეაზების ინჰიბიტორით ან უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.
სუბსტანციები, რომლებიც იწვევენ კპკ-ს კლირენსის შემცირებას (მიკროსომული ფერმენტების ინჰიბიტორები)
უცნობია, არის თუ არა კლინიკურად მნიშვნელოვანი პოტენციური ურთიერთქმედებები მიკროსომული ფერმენტების ინჰიბიტორებთან.
CYP3A4 მძლავრ ინჰიბიტორებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენისა და პროგესტერონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
კვლევებში, სადაც 10 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა დროსპერინონის (3მგ დღეში) და ეთინილესტრადიოლის (0,02 მგ დღეში) კომბინაციის მრავალჯერადი დოზები CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან, იზრდებოდა დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის AUC (0-24 სთ) 2,7 და 1,4 ჯერ, შესაბამისად.
ეტორიკოქსიბის 60 მგ და 120 მგ დოზებმა აჩვენა ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება სისხლში პლაზმაში 1,4 და 1,6 ჯერ, შესაბამისად, კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს.
პრეპარატ მიდიანას® ეფექტები სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე
პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ გარკვეული მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს მათი კონცენტრაციები პლაზმასა და ქსოვილებში - როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი), ასევე შემცირედეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).
In vitro ინჰიბირების კვლევების შედეგების და in vivo ურთიერთქმედების კვლევების შედეგების საფუძველზე მოხალისე ქალებში, რომლებიც იღებენ ომეპრაზოლს, სიმვასტატინს და მიდაზოლამს ინდიკატორ-სუბსტრატების სახით, 3 მგ დოზით დროსპირენონის ზემოქმედება სხვა მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე ნაკლებად სავარაუდოა.
კლინიკური კვლევები მოწმობენ, რომ CYP1A2 სუბსტრატის კლირენსის ეთინილესტრადიოლით ინჰიბირება იწვევს მათ სუსტ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერ (მაგალითად, თიზანიდინი) ზრდას სისხლის პლაზმაში.
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები
კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იმ პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ ვირუსული ჰეპატიტ С-ს (ვჰС) თერაპიის კურსს სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც შეიცავდნენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს რიბავირინით ან მის გარეშე, ტრანსამინაზას (ალტ) აქტივობის ზრდა 5-ზე მეტჯერ ნორმის ზედა ზღვართან (ნზზ) შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, ისეთებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები (კჰკ). ალტ-ს აქტივობის ზრდა ასევე აღენიშნებოდათ ქალებს, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კჰკ-ს და ღებულობდნენ გლეკაპრევირ/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირ/ველპრატასვირ/ვოქსილაპრევირის კომბინაციით თერაპიას (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ამიტომ ქალები, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ მიდიანას®, უნდა გადავიდნენ კონტრაცეპციის ალტერნატიულ მეთოდებზე (მაგალითად, კონტრაცეპტივებზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს, ან არაჰორმონალურ მეთოდებზე) პრეპარატების მოცემულ კომბინაციის გამოყენების დაწყებამდე. პრეპარატ მიდიანას® მიღება შეიძლება განახლდეს ასეთი კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
თირკმელების უკმარისობის არმქონე პაციენტებში დროსპირენონისა და აგფ ინჰიბიტორების ან აასს-ს ერთდროული დანიშვნა არ ახდენს არსებით გავლენას სისხლის შრატში კალიუმის შემცველობაზე. თუმცა პრეპარატ ვოლინას, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ერთდროული გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან არ ყოფილა შესწავლილი. ამ შემთხვევაში აუცილებელია ტარდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის განსაზღვრა პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში. ასევე იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“.
ურთიერთქმედების სხვა სახეები
ლაბორატორიული კვლევები
კჰკ-ს მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ცალკეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ჩათვლით, აგრეთვე პლაზმის სატრანსპორტო ცილების დონეზე, ისეთებზე, როგორიცაა კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდურ-ლიპოპროტეინული ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებასა და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები. ცვლილებები, ჩვეულებრივ, არ სცილდება ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალურ მნიშვნელობებს.
დაბალი ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობის გამო დროსპირენონი ზრდის რენინისა და ალდოსტერონის აქტივობას სისხლის პლაზმაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი მიდიანა®ს არ არის ნაჩვენები ორსულობის დროს.
თუ ორსულობას ადგილი აქვს პრეპარატ მიდიანას® გამოყენების დროს, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებისას არ იქნა გამოვლენილი არც თანდაყოლილი დეფექტების რისკის ზრდა ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ კჰკ-ს ორსულობამდე, არც ტერატოგენული ეფექტი კჰკ-ს წინასწარი განზრახვის გარეშე გამოყენებისას ორსულობის დროს. პრეპარატ მიდიანას გამოყენებით ასეთი კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი იყო გვერდითი ეფექტები ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ შეიძლება გამოირიცხოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედი ნაერთების ჰორმონალურ ზემოქმედებასთან. მაგრამ, გამოვდივართ რა ორსულობის დროს კჰკ-ს შემთხვევითი გამოყენების გამოცდილების ერთობლიობიდან, მონაცემები ადამიანებში რეალური გვერდითი მოქმედების შესახებ მიღებული არ ყოფილა.
ორსულობის დროს პრეპარატ მიდიანას® გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები ძალზე შეზღუდულია იმისთვის, რომ შეიძლებოდეს დასკვნის გაკეთება ორსულობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ნეგატიური ეფექტების არარსებობის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევების მნიშვნელოვანი მონაცემები დღემდე არ არის მიღებული.
პრეპარატ მიდიანას® განმეორებით დანიშვნისას გათვალისიწინებული უნდა იქნას ვთე-ს განვითარების მაღალი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. ნაწილები “გამოყენების წესი და დოზები” და “სიფრთხილის ზომები”).
ძუძუთი კვება
კჰკ-მ შეიძლება გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ დედის რძის რაოდენობა და შეცვალონ მისი შემადგენლობა. ამგვარად, არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს გამოყენება მანამდე, სანამ მეძუძური დედა სრულიად არ შეწყვეტს ბავშვის ძუძუთი კვებას. კონტრაცეფტული ჰორმონების ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად კჰკ-ს გამოყენების დროს. ამ რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კვლევები სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესწავლის მიზნით არ ჩატარებულა.
შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
21 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პდვქ - ალუმინის ფოლგა).
1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. მუყაოს კოლოფში ჩადებულია მუყაოს ბრტელი ფუტლარი ბლისტერის შესანახად.
გვერდითი მოვლენები
კჰკ-ს სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციასთან გასაცნობად იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”.
შემდგომ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია პრეპარატ მიდიანას® გამოყენების დროს, ორგანოთა სისტემების კლასისა და წარმოქმნის სიხშირის გათვალისწინებით.
ორგანოთა სისტემის კლასი
წარმოქმნის სიხშირის კატეგორია
(MedDRA)
ხშირად
≥1/100 და < 1/10
არახშირად
≥1/1000 და <1/100
იშვიათად
≥1/10000 და <1/1000
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქიალური ასთმა
მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაუარესება
ფსიქიკის დარღვევები
დეპრესია
ლიბიდოს მომატება, ლიბიდოს დაქვეითება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
სმენის დაქვეითება
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
შაკიკი
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია(ვთე), არტერიული თრომბოემბოლია(ათე)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ღებინება
გულისრევა, დიარეა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
აკნე, ეგზემა, ქავილი, ალოპეცია
კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მეტრორაგიები, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ლეიკორეა, საშოს კანდიდოზი
სარძევე ჯირკვლების ზრდა,
ვაგინიტი
სარძევე ჯირკვლების სეკრეტის გამოყოფა
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
სითხის შეკავება, სხეულის მასის ზრდა, სხეულის მასის შემცირება
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების მაღალი რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით, აღინიშნა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეფციას(კჰკ). უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოდგენილია ნაწილში “სიფრთხილის ზომები”.
ქვემოთ, ნაწილში “სიფრთხილის ზომები”, განხილული იქნა შემდეგი სერიოზული არასასურველი მოვლენები, რომლებიც დარეგისტრირდა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კჰკ-ს:
- ვენური თრომბოემბოლიური გართულებები;
- არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ღვიძლის სიმსივნეები;
- იმ მდგომარეობების განვითარება ან დამძიმება, რომლებისთვისაც კავშირი კჰკ-ს გამოყენებასთან დამტკიცებული არ არის: კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ორსულთა ჰერპესი, სიდენგამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზული სიყვითლე;
- ქლოაზმა;
- ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება მოითხოვონ კპკ-ს მოხსნა მანამდე, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდებიან ნორმას;
- ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპებების სიმპტომები.
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სიხშირე ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, უმნიშვნელოდ არის მომატებული. რადგანაც სარძევე ჯირკვლის კიბო 40 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში იშვიათია, მატება მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კჰკ-ს გამოყენებასთან უცნობია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “სიფრთხილის ზომები”.
ურთიერთქმედებები
მოულოდნელი სისხლდენა და/ან კონტრაცეპტული ეფექტურობის დაქვეითება შეიძლება იყოს პერორალურ კონტრაცეპტივებთან სხვა პრეპარატების (ფერმენტების ინდუქტორების) ურთიერთქმედების შედეგი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
შეტყობინება საეჭვო არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეკრება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს თხოვენ შეტყობინებების გაგზავნას ყველა საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ეროვნული ანგარიშების სისტემის გამოყენებით.
ჭარბი დოზა
დღემდე არ არის მიღებული მონაცემები დროსპირენონით და ეთინილესტრადიოლით დოზის კომბინირებული გადაჭარბების შესახებ. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ხოლო ახალგაზრდა გოგონებში - მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებებს :დროსპირენონს-3მგ, ეთინილესტრადიოლს - 0,03 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; პრეჟელატინიზირებული (სიმინდის) სახამებელი; პოვიდონი K-25; მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი (ოპადრაი II თეთრი): პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ფერადი ინდიკატორი 77891 (E171); მაკროგოლი 3350; ტალკი; ლეციტინი (სოიოსი).
აღწერა:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, დიამეტრი: დაახლოებით 6 მმ. გრავირება ერთ მხარეს «G63», მეორე მხარე გრავირების გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხივებისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები)
ათქ კოდი : G03AA12
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერლის ინდექსი კონტრაცეფციის მეთოდის არაეფექტურობისთვის : 0,11 (ორმხრივი 97,5% ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი: 0,6).
პერლის საერთო ინდექსი (კონტრაცეფციის მეთოდის არაეფექტურობა + გამოყენების შეცდომები): 0,31 (ორმხრივი 97,5% ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი: 0,91).
მონაცემები პრეპარატ მიდიანას® კონტრაცეფციულ ეფექტურობაზე დაფუძნებულია სხვადასხვა ფაქტორების ურთირთქმედებაზე, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ენდომეტრიუმის ცვლილებები.
პრეპარატი მიდიანა® წარმოადგენს კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეფტივს, რომელიც შეიცავს ეთინილესტრადიოლსა და პროგესტაგენ დროსპირენონს. თერაპიული დოზით დროსპირენონს ასევე გააჩნია ანტიანდროგენული და სუსტი ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობა. დროსპირენონს არ გააჩნია ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული ანტიგლუკოკოკრტიკოიდული აქტივობა. ეს უზრუნველყოფს დროსპირენონის ფარმაკოლოგიურ პროფილს, რომელიც ძალიან ახლოს დგას პროგესტერონის ბუნებრივ პროფილთან.
კლინიკურ კვლევებში მიღებულია მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სუსტი ანტიმინერალოკორტიკოიდული თვისებები იწვევენ პრეპარატ მიდიანას® სუსტ ანტიმინერალოკორტიკოიდული ეფექტის მიღწევას.
ფარმაკოკინეტიკა
დროსპირენონი
შეწოვა
პერორალური მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. მოქმედი ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში, რომელიც უდრის 38 ნგ/მლ, მიიღწევა ერთჯერადი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 76 %-დან 85 %-მდე. საკვების ერთდოული მიღება არ ახდენს გავლენას დროსპირენონის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება და შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან
პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება დროსპირენონის დონის ორფაზიანი შემცირება სისხლის პლაზმაში, ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 31 საათს. დროსპირნონი უკავშირდება შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება გლობულინს, რომელიც ბოჭავს სასქესო ჰორმონებს (სჰშგ), ან კორტიკოსტეროიდ-შემბოჭველი გლობულინი (კშგ).
მოქმედი ნივთიერების საერთო შრატისმიერი კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% მოდის თავისუფალი ფორმის ჰორმონზე. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სჰშგ-ს მატება არ ახდენს გავლენას დროსპირენონის სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებაზე. დროსპირენონის განაწილების საშუალო აშკარა მოცულობაშეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ დროსპირნონი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს. მეტაბოლიტების უმეტესობა სისხლის პლაზმაში წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავა ფორმებით, რომლებიც მიიღება ლაქტონური რგოლის გახსნისას, და 4,5-დიჰიდროდროსპერინონ-3-სულფატით, რომელიც ფორმირდება რედუქციისა და შემდგომი სულფატირების გზით. დროსპირენონი ასევე წარმოადგენს ოქსიდაციური მეტაბოლიზმის სუბსტრატს, რომელიც კატაბოლიზებულია იზოფერმენტით CYP3A4.
In vitro პირობებში დროსპირენონს გააჩნია P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 и CYP3A4 ინჰიბირების უნარი სუსტიდან ზომიერ ხარისხამდე.
გამოყოფა
დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე სიხლის შრატში შეადგენს 1,5±0,2 მლ/წთ/კგ-ს.
უცვლელი სახით დროსპირენონი რაოდენობრივად გამოიყოფა მხოლოდ კვალის სახით. დროსპირენონის მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად თანაფარდობაში დაახლოებით 1,2-1,4. მეტაბოლიტების შარდთან და განავალთან ერთად ნახევრადგამიყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს.
დინამიკური წონასწორობის მდგომარეობა
მკურნალობის ერთი ციკლის მანძილზე დროსპირენონის მაქსიმალური წონასწორებრივი კონცენტრაცია სისხლის შრატში (სავარაუდოდ 70 ნგ/მლ) მიიღწევა დაახლოებით გამოყენების 8 დღის შემდეგ. დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება დაახლოებით სამჯერ ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდისა და გამოყენებული დოზირების ინტერვალის არსებული თანაფარდობის შედეგად.
ცალკეული ჯგუფების პაციენტების ფარმაკოკინეტიკა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
დროსპირენონის წონასწორობრივი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ქალებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (კკ) – 50-80 მლ/წთ) შედარებადი იყო
ანალოგიურთან ქალებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კკ > 80 მლ/წთ). სისხლის შრატში დროსპირენონის კონცენტრაცია საშუალოდ 37%-ით უფრო მაღალი იყო ქალებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კკ = 30-50 მლ/წთ) ანალოგიურთან შედარებით ქალებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. თერაპია დროსპირენონით კარგად აიტანება ქალებში თირკმელების ფუნქცის როგორც მსუბუქი, ასევე ზომიერად გამოხატული დარღვევით.
დროსპირენონით მკურნალობა არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას კალიუმის შემცველობაზე სისხლის შრატში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ერთჯერადი გამოყენების კვლევაში საერთო კლირენსი (CL/f)) მოხალისეებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით შემცირებული იყო დაახლოებით 50%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.
დროსპირენონის კლირენსის აღნიშნული შემცირება მოხალისეებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებებს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობასთან მიმართებაში.
შაქრიანი დიაბეტის დროსაც კი და სპირონოლაქტონის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაშიც (ორი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ჰიპერკალემიის პროვოცირება პაციენტთან), არ აღნიშნულა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარის მაღლა.
შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ დროსპირენონი/ეთინილესტრადიოლის კომბინაცია კარგად აიტანება პაციენტების მიერ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კლასი В ჩაილდ-პიუს მიხედვით).
ეთნიკური ჯგუფები
ევროპული და იაპონური წარმოშობის ქალებში დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დარეგისტრირებულა.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
შინაგანი მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში სამკურნალო პრეპარატის ერთჯერადად შინაგანი მიღების შემდეგ მიიღწევა 1-2 საათში და შეადგენს დაახლოებით 33 პგ/მლ. პრესისტემური კონიუგაციის და ღვიძლში "პირველადი გავლის“ შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს. საკვების ერთდროული მიღება ამცირებდა ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას გამოკვლეული პაციენტების დაახლოებით 25%-ში; სხვა პაციენტებთან ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
განაწილება და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება
სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება ატარებს ორფაზოვან ხასიათს, საბოლოო ფაზა ხასიათდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც დაახლოებით 24 საათს შეადგენს. ეთინილესტრადიოლი მყარად, მაგრამ არა სპეციფიურად უკავშირდება სისხლის შრატის ალბუმინს (დაახლოებით 98,5%) და იწვევს სისხლის შრატში სჰშგ-სა და კშგ-ს კონცენტრციის ზრდას. განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება მნიშვნელოვან ნაწლავურ და პირველად ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. პირველადად ეთინილესტრადიოლი მეტაბოლიზდება არომატული ჰიდროქსილირების გზით, ამ დროს წარმოიქმნება ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების ფართო სპექტრი, რომლებიც წარმოდგენილია თავისუფალი მეტაბოლიტების და კონიუგატების სახით გლუკურონიდებთან და სულფატებთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ.
In vitro პირობებში ეთინილესტრადიოლი იზოფერმენტებისთვის CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 წარმოადგენს შექცევად ინჰიბიტორს, ისევე, როგორც იზოფერმენტებისთვის CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2.
გამოყოფა
ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად თანაფარდობით 4: 6. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ დღე-ღამეს.
დინამიური წონასწორობის მდგომარეობა
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის ციკლის მეორე ნახევრის განმავლობაში, ამ დროს ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება დაახლოებით 2,0-2,3 ჯერ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მიდიანა® (MIDIANA ®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად)
დროსპირენონი / ეთინილესტრადიოლი (drospirenone / ethinylestradiol)
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებებს :დროსპირენონს-3მგ, ეთინილესტრადიოლს - 0,03 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; პრეჟელატინიზირებული (სიმინდის) სახამებელი; პოვიდონი K-25; მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი (ოპადრაი II თეთრი): პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ფერადი ინდიკატორი 77891 (E171); მაკროგოლი 3350; ტალკი; ლეციტინი (სოიოსი).
აღწერა:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, დიამეტრი: დაახლოებით 6 მმ. გრავირება ერთ მხარეს «G63», მეორე მხარე გრავირების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები)
ათქ კოდი : G03AA12
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერლის ინდექსი კონტრაცეფციის მეთოდის არაეფექტურობისთვის : 0,11 (ორმხრივი 97,5% ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი: 0,6).
პერლის საერთო ინდექსი (კონტრაცეფციის მეთოდის არაეფექტურობა + გამოყენების შეცდომები): 0,31 (ორმხრივი 97,5% ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი: 0,91).
მონაცემები პრეპარატ მიდიანას® კონტრაცეფციულ ეფექტურობაზე დაფუძნებულია სხვადასხვა ფაქტორების ურთირთქმედებაზე, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დათრგუნვა და ენდომეტრიუმის ცვლილებები.
პრეპარატი მიდიანა® წარმოადგენს კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეფტივს, რომელიც შეიცავს ეთინილესტრადიოლსა და პროგესტაგენ დროსპირენონს. თერაპიული დოზით დროსპირენონს ასევე გააჩნია ანტიანდროგენული და სუსტი ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობა. დროსპირენონს არ გააჩნია ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული ანტიგლუკოკოკრტიკოიდული აქტივობა. ეს უზრუნველყოფს დროსპირენონის ფარმაკოლოგიურ პროფილს, რომელიც ძალიან ახლოს დგას პროგესტერონის ბუნებრივ პროფილთან.
კლინიკურ კვლევებში მიღებულია მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სუსტი ანტიმინერალოკორტიკოიდული თვისებები იწვევენ პრეპარატ მიდიანას® სუსტ ანტიმინერალოკორტიკოიდული ეფექტის მიღწევას.
ფარმაკოკინეტიკა
დროსპირენონი
შეწოვა
პერორალური მიღებისას დროსპირენონი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. მოქმედი ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში, რომელიც უდრის 38 ნგ/მლ, მიიღწევა ერთჯერადი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 76 %-დან 85 %-მდე. საკვების ერთდოული მიღება არ ახდენს გავლენას დროსპირენონის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება და შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან
პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება დროსპირენონის დონის ორფაზიანი შემცირება სისხლის პლაზმაში, ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 31 საათს. დროსპირნონი უკავშირდება შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება გლობულინს, რომელიც ბოჭავს სასქესო ჰორმონებს (სჰშგ), ან კორტიკოსტეროიდ-შემბოჭველი გლობულინი (კშგ).
მოქმედი ნივთიერების საერთო შრატისმიერი კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% მოდის თავისუფალი ფორმის ჰორმონზე. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სჰშგ-ს მატება არ ახდენს გავლენას დროსპირენონის სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებაზე. დროსპირენონის განაწილების საშუალო აშკარა მოცულობაშეადგენს 3,7±1,2 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ დროსპირნონი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს. მეტაბოლიტების უმეტესობა სისხლის პლაზმაში წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავა ფორმებით, რომლებიც მიიღება ლაქტონური რგოლის გახსნისას, და 4,5-დიჰიდროდროსპერინონ-3-სულფატით, რომელიც ფორმირდება რედუქციისა და შემდგომი სულფატირების გზით. დროსპირენონი ასევე წარმოადგენს ოქსიდაციური მეტაბოლიზმის სუბსტრატს, რომელიც კატაბოლიზებულია იზოფერმენტით CYP3A4.
In vitro პირობებში დროსპირენონს გააჩნია P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების CYP1A1, CYP2C9, CYP2C19 и CYP3A4 ინჰიბირების უნარი სუსტიდან ზომიერ ხარისხამდე.
გამოყოფა
დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე სიხლის შრატში შეადგენს 1,5±0,2 მლ/წთ/კგ-ს.
უცვლელი სახით დროსპირენონი რაოდენობრივად გამოიყოფა მხოლოდ კვალის სახით. დროსპირენონის მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად თანაფარდობაში დაახლოებით 1,2-1,4. მეტაბოლიტების შარდთან და განავალთან ერთად ნახევრადგამიყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40 საათს.
დინამიკური წონასწორობის მდგომარეობა
მკურნალობის ერთი ციკლის მანძილზე დროსპირენონის მაქსიმალური წონასწორებრივი კონცენტრაცია სისხლის შრატში (სავარაუდოდ 70 ნგ/მლ) მიიღწევა დაახლოებით გამოყენების 8 დღის შემდეგ. დროსპირენონის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება დაახლოებით სამჯერ ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდისა და გამოყენებული დოზირების ინტერვალის არსებული თანაფარდობის შედეგად.
ცალკეული ჯგუფების პაციენტების ფარმაკოკინეტიკა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
დროსპირენონის წონასწორობრივი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ქალებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (კკ) – 50-80 მლ/წთ) შედარებადი იყო
ანალოგიურთან ქალებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კკ > 80 მლ/წთ). სისხლის შრატში დროსპირენონის კონცენტრაცია საშუალოდ 37%-ით უფრო მაღალი იყო ქალებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კკ = 30-50 მლ/წთ) ანალოგიურთან შედარებით ქალებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. თერაპია დროსპირენონით კარგად აიტანება ქალებში თირკმელების ფუნქცის როგორც მსუბუქი, ასევე ზომიერად გამოხატული დარღვევით.
დროსპირენონით მკურნალობა არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას კალიუმის შემცველობაზე სისხლის შრატში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ერთჯერადი გამოყენების კვლევაში საერთო კლირენსი (CL/f)) მოხალისეებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით შემცირებული იყო დაახლოებით 50%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.
დროსპირენონის კლირენსის აღნიშნული შემცირება მოხალისეებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებებს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობასთან მიმართებაში.
შაქრიანი დიაბეტის დროსაც კი და სპირონოლაქტონის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაშიც (ორი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ჰიპერკალემიის პროვოცირება პაციენტთან), არ აღნიშნულა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარის მაღლა.
შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ დროსპირენონი/ეთინილესტრადიოლის კომბინაცია კარგად აიტანება პაციენტების მიერ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კლასი В ჩაილდ-პიუს მიხედვით).
ეთნიკური ჯგუფები
ევროპული და იაპონური წარმოშობის ქალებში დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დარეგისტრირებულა.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
შინაგანი მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში სამკურნალო პრეპარატის ერთჯერადად შინაგანი მიღების შემდეგ მიიღწევა 1-2 საათში და შეადგენს დაახლოებით 33 პგ/მლ. პრესისტემური კონიუგაციის და ღვიძლში "პირველადი გავლის“ შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს. საკვების ერთდროული მიღება ამცირებდა ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას გამოკვლეული პაციენტების დაახლოებით 25%-ში; სხვა პაციენტებთან ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
განაწილება და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება
სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება ატარებს ორფაზოვან ხასიათს, საბოლოო ფაზა ხასიათდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც დაახლოებით 24 საათს შეადგენს. ეთინილესტრადიოლი მყარად, მაგრამ არა სპეციფიურად უკავშირდება სისხლის შრატის ალბუმინს (დაახლოებით 98,5%) და იწვევს სისხლის შრატში სჰშგ-სა და კშგ-ს კონცენტრციის ზრდას. განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი ექვემდებარება მნიშვნელოვან ნაწლავურ და პირველად ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. პირველადად ეთინილესტრადიოლი მეტაბოლიზდება არომატული ჰიდროქსილირების გზით, ამ დროს წარმოიქმნება ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების ფართო სპექტრი, რომლებიც წარმოდგენილია თავისუფალი მეტაბოლიტების და კონიუგატების სახით გლუკურონიდებთან და სულფატებთან. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ.
In vitro პირობებში ეთინილესტრადიოლი იზოფერმენტებისთვის CYP2C19, CYP1A1 და CYP1A2 წარმოადგენს შექცევად ინჰიბიტორს, ისევე, როგორც იზოფერმენტებისთვის CYP3A4/5, CYP2C8 და CYP2J2.
გამოყოფა
ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად თანაფარდობით 4: 6. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ დღე-ღამეს.
დინამიური წონასწორობის მდგომარეობა
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის ციკლის მეორე ნახევრის განმავლობაში, ამ დროს ეთინილესტრადიოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება დაახლოებით 2,0-2,3 ჯერ.
გამოყენების ჩვენებები
პერორალური კონტრაცეფცია.
გადაწყვეტილება პრეპარატ მიდიანას® დანიშვნის შესახებ მიღებული უნდა იქნას თითოეული ქალისთვის არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) არსებობისას, აგრეთვე ვთე-ს რისკის შეფასებისა პრეპარატ მიდიანას® გამოყენების ფონზე, სხვა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) გამოყენებასთან შედარებით (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “სიფრთხილის ზომები”).
უკუჩვენებები
კჰკ არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას. თუ რომელიმე ამ მდგომარეობიდან ვითარდება პირველად კჰკ-ს გამოყენების ფონზე, პრეპარატი დაუყოვნებლუივ უნდა მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია ნაწილში “შემადგენლობა”.
ჰიპერმგრძნობელობა არაქისის ან სოიოს მიმართ.
ვენური თრომბოემბოლიის რისკის არსებობა:
ვენური თრომბოემბოლიის არსეობობა ამჟამად (ანტიკოაგულანტების გამოყენება) ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ) ან ფიტლვის არტერიის თრომბოემბოლია [ფათე]);
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის განვითარებისთვისადმი, მაგალითად, რეზისტენტობა აქტვირებული С პროტეინის მიმართ (ლეიდენის V ფაქტორის ჩათვლით), ანტითრომბინ III-ს უკმარისობა, C პროტეინის უკმარისობა, S პროტეინის უკმარისობა;
ფართო ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”);
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკის ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. ნაწილი "სიფრთხილის ზომები”);
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის არსებობა: არტერიული თრომბოემბოლია ამჟამად, ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან წინა დაავადება (მაგალითად, სტენოკარდია);
ცერებროვასკულარული დაავადება: ინსულტი მიმდინარე პერიოდში, ანამნეზში ან დაავადების წინა მდგომარეობა (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ);
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის განვითარებისადმი, მაგალითად, ჰიპერჰომოსისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი);
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ანამნეზში;
არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალრიცხოვანი რისკის ფაქტორების არსებობის შედეგად (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”) ან ერთ-ერთი შემდეგი სერიოზული ფაქტორის არსებობა:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- გამოხატული დისლიპოპროტეინემია.
ღვიძლის მძიმე დაავადებები (“ღვიძლისმიერი” სინჯების ნორმალიზებამდე) ამჟამად ან ანამნეზში.
თირკმლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში.
სასქესო სისტემის (სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) დიაგნოსტირებული ჰორმონდამოკიდებულ ავთვისებიანი დაავადებები ან მათზე ეჭვი.
არადიაგნოზირებული ვაგინალური სისხლდენა.
პრეპარატ მიდიანას® და იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირსა და დასაბუვირს, გლეკაპრევირს/ პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ ვიკსილაპრევირს უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილები “სიფრთხილის ზომები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალბებთან”).
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
პრეპარატი მიდიანა®ს არ არის ნაჩვენები ორსულობის დროს.
თუ ორსულობას ადგილი აქვს პრეპარატ მიდიანას® გამოყენების დროს, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებისას არ იქნა გამოვლენილი არც თანდაყოლილი დეფექტების რისკის ზრდა ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ კჰკ-ს ორსულობამდე, არც ტერატოგენული ეფექტი კჰკ-ს წინასწარი განზრახვის გარეშე გამოყენებისას ორსულობის დროს. პრეპარატ მიდიანას გამოყენებით ასეთი კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი იყო გვერდითი ეფექტები ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ შეიძლება გამოირიცხოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედი ნაერთების ჰორმონალურ ზემოქმედებასთან. მაგრამ, გამოვდივართ რა ორსულობის დროს კჰკ-ს შემთხვევითი გამოყენების გამოცდილების ერთობლიობიდან, მონაცემები ადამიანებში რეალური გვერდითი მოქმედების შესახებ მიღებული არ ყოფილა.
ორსულობის დროს პრეპარატ მიდიანას® გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები ძალზე შეზღუდულია იმისთვის, რომ შეიძლებოდეს დასკვნის გაკეთება ორსულობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ნეგატიური ეფექტების არარსებობის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევების მნიშვნელოვანი მონაცემები დღემდე არ არის მიღებული.
პრეპარატ მიდიანას® განმეორებით დანიშვნისას გათვალისიწინებული უნდა იქნას ვთე-ს განვითარების მაღალი რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში (იხ. ნაწილები “გამოყენების წესი და დოზები” და “სიფრთხილის ზომები”).
ძუძუთი კვება
კჰკ-მ შეიძლება გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ დედის რძის რაოდენობა და შეცვალონ მისი შემადგენლობა. ამგვარად, არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს გამოყენება მანამდე, სანამ მეძუძური დედა სრულიად არ შეწყვეტს ბავშვის ძუძუთი კვებას. კონტრაცეფტული ჰორმონების ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად კჰკ-ს გამოყენების დროს. ამ რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენების წესი
შინაგანად მისაღები
როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი მიდიანა®
ტაბლეტების აუცილებლად უნდა იქნას მიღებული ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, საჭიროებისას მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, იმ თანმიმდევრობით, რომელიც ბლისტერულ შეფუთვაზეა მითითებული. აუცილებელია დღეში თითო ტაბლეტის მიღება ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. ყოველი მომდევნო შეფუთვის მიღება უნდა იქნას დაწყებული ტაბლეტების მიღებიდან 7-დღიანი შესვენების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ, ვითარდება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. ჩვეულებრივ ის იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ და შეიძლება არ დასრულდეს მომოდევნო შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყების მომენტისთვის.
როდის უნდა იქნას დაწყებული პრეპარატ მიდიანას® მიღება
თუ ადრე არ გამოიყენებოდა ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბოლო ერთი თვის განმავლობაში):
პრეპარატ მიდიანას® მიღება იწყება ქალის ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის (კპკ), ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის) შეცვლის შემთხვევაში:
ქალისთვის სასურველია პრეპარატ მიდიანას® მიღება დაიწყოს მანამდე გამოყენებული კპკ-ს ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს; ასეთ შემთხვევებში, პრეპარატ მიდიანას® მიღება არ უნდა დაიწყოს მომდევნო დღეზე გვიან ტაბლეტების მიღებაში ჩვეულებრივი შესვენების შემდეგ ან მისი წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის(კპკ) არააქტიური ტაბლეტების მიღების შემდეგ. ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის შეცვლისას პრეპარატ მიდიანას® მიღება სასურველია დაიწყოს წინა საშუალების მოცილების დღეს; ასეთ შემთხვევებში პრეპარატ მიდიანას® მიღება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს შეცვლის დანიშნული პროცედურის დღისა.
მხოლოდ პროგესტინების (მინი-პილი, საინექციო ფორმები, იმპლანტანტები) ან პროგესტინების გამოთავისუფლებით საშვილოსნოსშიდა სისტემის (სშს) გამოყენების მეთოდის შეცვლის შემთხვევაში
ქალს შეუძლია მხოლოდ პროგესტინის შემცველი მინი-პილიდან გადასვლა ნებისმიერ დღეს (იმპლანტიდან ან საშვილოსნოსშიდა სისტემიდან [მისი მოცილების დღეს], საინექციო ფორმიდან [დღიდან, როდესაც უნდა გაკეთებულიყო მომდევნო ინექცია]). მაგრამ, ყველა ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:
ქალს შეუძლია ტაბლეტების მიღების დაწყება დაუყოვნებლივ. ამ პირობის დაცვის შემთხვევაში არ არსებობს კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა.
მშობიარობის შემდეგ ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემდეგ:
ქალისთვის უნდა იქნას რეკომენდირებული პრეპარატ მიდიანას® მიღება მშობიარობიდან ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან 21-28-ე დღეს. თუ მიღება დაიწყება უფრო გვიან, აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. სქესობრივი კონტაქტის არსებობისას კომბინირბული ჰორმონალური კონტრაცეპტივის (კჰკ) მიღების დაწყებამდე უნდა გამორიცხოს ორსულობა ან აუცილებელია მოცდა პირველ მენსტრუაციამდე.
ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხ. ნაწილი ”გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”.
გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
თუ ტაბლეტის მიღება დაგვიანდა 12 საათზე ნაკლები დროით, კონტრაცეპტული დაცვა არ მცირდება. ქალმა ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს.
თუ ტაბლეტების მიღება დაგვიანდა 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. გამოტოვებული ტაბლეტების კორექციისას საჭიროა შემდეგი ორი მარტივი წესით ხელმძღვანელობა:
- არ შეიძლება ტაბლეტების მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი ხნით.
- ჰიპოთალამო- ჰიპოფიზურ-საკვერცხის სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა ტაბლეტების 7-დღიანი უწყვეტი მიღება.
შესაბამისად, ყოველდღიურ პრაქტიკაში შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:
პირველი კვირა
გამოტოვებული ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღებას. მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. დამატებით უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი (მაგალითად, პრეზერვატივი) მომდევნო 7 დღის განმავლობაში. თუ სქესობრივ აქტს ადგილი ჰქონდა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტის გამოტოვების წინ, აუცილებელია ორსულობის დადგომის ალბათობის გათვალისწინება. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოა ეს გამოტოვება პრეპარატის მიღების 7–დღიან შესვენებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის რისკი.
მე-2 კვირა
აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგი ტაბლეტის მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს. თუ ქალმა წინა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტები სწორად მიიღო, არ არის აუცილებელი დამატებითი კონტრაცეპტული საშულებების გამოყენება. ამასთან, თუ ადგილი აქვს სხვა სიტუაციას, ან თუ მან გამოტოვა ერთზე მეტი ტაბლეტი, აუცილებელია დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
მესამე კვირა
კონტრაცეფციული ეფექტის დაქვეითების ალბათობა მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღების მომდევნო 7-დღიანი შესვენების გამო. მაგრამ ტაბლეტების მიღების განრიგის კორექტირებით შეიძლება კონტრაცეპტული დაცვის შემცირების თავიდან აცილება.
თუ დაცული იქნება ორიდან ნებისმიერი შემდეგი რჩევა, არ იქნება საჭირო კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები, თუ ტაბლეტის გამოტოვებამდე წინა 7 დღის განმავლობაში ქალი სწორად იღებდა ყველა ტაბლეტს. თუ ეს ასე არ არის, მან უნდა დაიცვას ორი მეთოდიდან პირველი და ასევე გამოიყენოს დამატებითი სიფრთხილის ზომები მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
- აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამისათვის საჭირო გახდება ორი ტაბლეტის ერთად მიღება. შემდეგი ტაბლეტის მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დროს. ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს, როგორც კი დასრულდება მიმდინარე შეფუთვა, ანუ ორი შეფუთვის მიღებებს შორის შესვენების გარეშე. უფრო სავარაუდოა, რომ “მოხსნის” სისხლდენას არ ექნება ადგილი სანამ არ დასრულდება ტაბლეტები მეორე შეფუთვიდან, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი და მოულოდნელი სისხლდენა საშვილოსნოდან ტაბლეტების მიღების დღეებში.
- ქალს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება ამ შეფუთვიდან. შემდეგ მას ექნება ტაბლეტების მიღებისგან 7-დღიანი შესვენება, იმ დღეების ჩათვლით, როდესაც მას ტაბლეტების მიღება ავიწყდებოდა, შემდეგ კი დაიწყება ახალი შეფუთვიდან მიღება.
ტაბლეტების მიღების გამოტოვების შემთხვევაში და შემდეგ პრეპარატის მიღებაში პირველი ინტერვალის დროს “მოხსნის” სისხლდენის არქონის დროს აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების წარმოქმნის შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე რეაქციების შემთხვევაში (ისეთების, როგორიცაა პირღებინება ან დიარეა), შეწოვა შეიძლება იყოს არასრული და აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება.
ტაბლეტის მიღების შემდეგ 3-4 საათის ფარგლებში ღებინების შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება მალე ახალი, შემცვლელი ტაბლეტის მიღება. ახალი ტაბლეტი, თუ არის შესაძლებლობა, მიღებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში ჩვეული მიღების დროის შემდეგ. თუ 12 საათზე მეტია გამოტოვებული, შეძლებისდაგვარად, აუცილებელია პრეპარატის მიღების წესების დაცვა, რომლებიც მითითებულია ნაწილში “გამოყენების წესი და დოზები”, ქვენაწილში “გამოტოვებული ტაბლეტების მიღება”. თუ პაციენტს არ უნდა პრეპარატის მიღების ნორმალური რეჟიმის შეცვლა, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტი (ან რამდენიმე ტაბლეტი) სხვა შეფუთვიდან.
როგორ უნდა მოხდეს “მოხსნის” სისხლდენის გადავადება
მენსტრუაციის დაწყების გადავადების მიზნით საჭიროა ტაბლეტების მიღების გაგრძელება ახალი შეფუთვიდან შესვენების გარეშე. გადავადება შესაძლებელია მეორე შეფუთვაში ტაბლეტების დასრულებამდე.
ციკლის გახანგრძლივების დროს შეიძლება აღინიშნოს მოულოდნელი სისხლდენები საშვილოსნოდან ან ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი საშოდან. პრეპარატ მიდიანას® მიღების განახლება ახლი კოლოფიდან რეკომენდირებულია ჩვეული 7–დღიანი შესვენების შემდეგ.
მენსტრუაციის დაწყების დღის გადასატანად ჩვეული განრიგის მიხედვით კვირის მეორე დღეს, უახლოესი ინტერვალი ტაბლეტების მიღებაში უნდა შემოკლდეს იმდენი დღით, რამდენითაც ეს საჭიროა. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ “მოხსნის” სისხლდენას არ ექნება ადგილი, ხოლო შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს განვითარდება მოულოდნელი სისხლდენა და ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი (ისევე, როგორც მენსტრუაციის დაწყების გადავადების შემთხვევაში).
პაციენტების ცალკეული კატეგორიები
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ მიდიანას® მიღება ნაჩვენებია პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ. არ არის მიიღებული მონაცემები დოზის შეცვლის აუცილებლობის შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
არ გამოიყენება. პრეპარატი მიდიანა® არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ქალებში (იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “ფარმაკოკინეტიკა”).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე ქალებში (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "ფარმაკოკინეტიკა").
გვერდითი მოქმედება
კჰკ-ს სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციასთან გასაცნობად იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”.
შემდგომ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია პრეპარატ მიდიანას® გამოყენების დროს, ორგანოთა სისტემების კლასისა და წარმოქმნის სიხშირის გათვალისწინებით.
ორგანოთა სისტემის კლასი
წარმოქმნის სიხშირის კატეგორია
(MedDRA)
ხშირად
≥1/100 და < 1/10
არახშირად
≥1/1000 და <1/100
იშვიათად
≥1/10000 და <1/1000
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქიალური ასთმა
მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაუარესება
ფსიქიკის დარღვევები
დეპრესია
ლიბიდოს მომატება, ლიბიდოს დაქვეითება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
სმენის დაქვეითება
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
შაკიკი
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია
ვენური თრომბოემბოლია(ვთე), არტერიული თრომბოემბოლია(ათე)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ღებინება
გულისრევა, დიარეა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
აკნე, ეგზემა, ქავილი, ალოპეცია
კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მეტრორაგიები, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, ლეიკორეა, საშოს კანდიდოზი
სარძევე ჯირკვლების ზრდა,
ვაგინიტი
სარძევე ჯირკვლების სეკრეტის გამოყოფა
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
სითხის შეკავება, სხეულის მასის ზრდა, სხეულის მასის შემცირება
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების მაღალი რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ჩათვლით, აღინიშნა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეფციას(კჰკ). უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოდგენილია ნაწილში “სიფრთხილის ზომები”.
ქვემოთ, ნაწილში “სიფრთხილის ზომები”, განხილული იქნა შემდეგი სერიოზული არასასურველი მოვლენები, რომლებიც დარეგისტრირდა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კჰკ-ს:
- ვენური თრომბოემბოლიური გართულებები;
- არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ღვიძლის სიმსივნეები;
- იმ მდგომარეობების განვითარება ან დამძიმება, რომლებისთვისაც კავშირი კჰკ-ს გამოყენებასთან დამტკიცებული არ არის: კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ორსულთა ჰერპესი, სიდენგამის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზული სიყვითლე;
- ქლოაზმა;
- ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება მოითხოვონ კპკ-ს მოხსნა მანამდე, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდებიან ნორმას;
- ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპებების სიმპტომები.
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სიხშირე ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, უმნიშვნელოდ არის მომატებული. რადგანაც სარძევე ჯირკვლის კიბო 40 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში იშვიათია, მატება მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კჰკ-ს გამოყენებასთან უცნობია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილები “უკუჩვენებები” და “სიფრთხილის ზომები”.
ურთიერთქმედებები
მოულოდნელი სისხლდენა და/ან კონტრაცეპტული ეფექტურობის დაქვეითება შეიძლება იყოს პერორალურ კონტრაცეპტივებთან სხვა პრეპარატების (ფერმენტების ინდუქტორების) ურთიერთქმედების შედეგი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
შეტყობინება საეჭვო არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეკრება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს თხოვენ შეტყობინებების გაგზავნას ყველა საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ეროვნული ანგარიშების სისტემის გამოყენებით.
დოზის გადაჭარბება
დღემდე არ არის მიღებული მონაცემები დროსპირენონით და ეთინილესტრადიოლით დოზის კომბინირებული გადაჭარბების შესახებ. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ღებინება, ხოლო ახალგაზრდა გოგონებში - მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შენიშვნა: შესაძლო მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების გამოვლენის მიზნით უნდა ჩატარდეს ინფორმაციის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილია თანმხლები პრეპარატების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში.
სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტები პრეპარატ მიდიანას® მოქმედებაზე
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები შეიძლება წარმოიქმნას იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომალურ ფერმენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ჰორმონების კლირენსის ზრდა და, შესაბამისად, მოულოდნელი სისხლდენის წარმოქმნა და/ან კონტრაცეპტული დაცვის შემცირება.
ფერმენტების ინდუქცია უკვე შეიძლება შეინიშნოს მკურნალობის რამოდენიმე დღის შემდეგ. მაქსიმალური ფერმენტული ინდუქცია ჩვეულებრივ მიიღწევა რამოდენიმე კვირის განმავლობაში. თერაპიის მოხსნის შემდეგ ფერმენტების ინდუქცია შეიძლება შენარჩუნდეს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.
მოკლევადიანი მკურნალობა
ქალებმა, რომლებიც იღებენ ფერმენტული აქტივობის მაინდუცირებელ პრეპარატებს, დროებით უნდა გამოიყენონ ბარიერული ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი კპკ-ს გამოყენების დამატების სახით. ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და 28 დღის განმავლობაში მისი მოხსნის შემდეგ. თუ თანმხლები მედიკამენტური თერაპია დაწყებულია კპკ-ს შეფუთვის მიღების ბოლოს, მაშინ კპკ-ს მომდევნო შეფუთვა დაწყებული უნდა იქნას წინა შეფუთვის დასრულებისთანავე, მიღებაში ჩვეული შესვენების გარეშე.
გრძელვადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ გრძელვადიან თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტული სისტემას, რეკომენდირებულია კონტრაცეპციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი ურთიერთქმედებები:
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კპკ-ს კლირენსს (კპკ-ს ეფექტურობის დაქვეითება ფერმენტული ინდუქციის ხარჯზე)
ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი და აივ-ის სამკურნალო პრეპარატები რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენსი, და შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, და პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნასვრეტებიან კრაზანას (Hypericum perforatum).
ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა ეფექტს ახდენენ კპკ-ს კლირენსზე
კპკ-სთან კომბინირებული გამოყენებისას აივ პროტეაზას ბევრმა ინჰიბიტორმა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურმა ინჰიბიტორებმა, С ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციის ჩათვლით, შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ესტროგენის ან პროგესტინების პლაზმური კონცენტრაცია. ამ ცვლილებების საბოლოო ეფექტი შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.
ამ მიზეზის გამო საჭიროა გავეცნოთ აივ/ С ჰეპატიტის სამკურნალოდ თანმხლები პრეპარატების გამოყენების შესახებ ინფორმაციას შესაძლო ურთიერთქმედებების გამოსავლენად ან შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად. ეჭვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ბარიერული კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება პროტეაზების ინჰიბიტორით ან უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.
სუბსტანციები, რომლებიც იწვევენ კპკ-ს კლირენსის შემცირებას (მიკროსომული ფერმენტების ინჰიბიტორები)
უცნობია, არის თუ არა კლინიკურად მნიშვნელოვანი პოტენციური ურთიერთქმედებები მიკროსომული ფერმენტების ინჰიბიტორებთან.
CYP3A4 მძლავრ ინჰიბიტორებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენისა და პროგესტერონის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
კვლევებში, სადაც 10 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა დროსპერინონის (3მგ დღეში) და ეთინილესტრადიოლის (0,02 მგ დღეში) კომბინაციის მრავალჯერადი დოზები CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორ კეტოკონაზოლთან, იზრდებოდა დროსპირენონის და ეთინილესტრადიოლის AUC (0-24 სთ) 2,7 და 1,4 ჯერ, შესაბამისად.
ეტორიკოქსიბის 60 მგ და 120 მგ დოზებმა აჩვენა ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება სისხლში პლაზმაში 1,4 და 1,6 ჯერ, შესაბამისად, კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ 0,035 მგ ეთინილესტრადიოლს.
პრეპარატ მიდიანას® ეფექტები სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე
პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ გარკვეული მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს მათი კონცენტრაციები პლაზმასა და ქსოვილებში - როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი), ასევე შემცირედეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).
In vitro ინჰიბირების კვლევების შედეგების და in vivo ურთიერთქმედების კვლევების შედეგების საფუძველზე მოხალისე ქალებში, რომლებიც იღებენ ომეპრაზოლს, სიმვასტატინს და მიდაზოლამს ინდიკატორ-სუბსტრატების სახით, 3 მგ დოზით დროსპირენონის ზემოქმედება სხვა მოქმედი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე ნაკლებად სავარაუდოა.
კლინიკური კვლევები მოწმობენ, რომ CYP1A2 სუბსტრატის კლირენსის ეთინილესტრადიოლით ინჰიბირება იწვევს მათ სუსტ (მაგალითად, თეოფილინი) ან ზომიერ (მაგალითად, თიზანიდინი) ზრდას სისხლის პლაზმაში.
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები
კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იმ პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ ვირუსული ჰეპატიტ С-ს (ვჰС) თერაპიის კურსს სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც შეიცავდნენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს რიბავირინით ან მის გარეშე, ტრანსამინაზას (ალტ) აქტივობის ზრდა 5-ზე მეტჯერ ნორმის ზედა ზღვართან (ნზზ) შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქალებს, რომლებიც ღებულობდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ პრეპარატებს, ისეთებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები (კჰკ). ალტ-ს აქტივობის ზრდა ასევე აღენიშნებოდათ ქალებს, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ კჰკ-ს და ღებულობდნენ გლეკაპრევირ/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირ/ველპრატასვირ/ვოქსილაპრევირის კომბინაციით თერაპიას (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
ამიტომ ქალები, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ მიდიანას®, უნდა გადავიდნენ კონტრაცეპციის ალტერნატიულ მეთოდებზე (მაგალითად, კონტრაცეპტივებზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს, ან არაჰორმონალურ მეთოდებზე) პრეპარატების მოცემულ კომბინაციის გამოყენების დაწყებამდე. პრეპარატ მიდიანას® მიღება შეიძლება განახლდეს ასეთი კომბინირებული თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
თირკმელების უკმარისობის არმქონე პაციენტებში დროსპირენონისა და აგფ ინჰიბიტორების ან აასს-ს ერთდროული დანიშვნა არ ახდენს არსებით გავლენას სისხლის შრატში კალიუმის შემცველობაზე. თუმცა პრეპარატ ვოლინას, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ერთდროული გამოყენება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან არ ყოფილა შესწავლილი. ამ შემთხვევაში აუცილებელია ტარდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის განსაზღვრა პრეპარატის მიღების პირველი ციკლის განმავლობაში. ასევე იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“.
ურთიერთქმედების სხვა სახეები
ლაბორატორიული კვლევები
კჰკ-ს მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ცალკეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ჩათვლით, აგრეთვე პლაზმის სატრანსპორტო ცილების დონეზე, ისეთებზე, როგორიცაა კორტიკოსტეროიდ-დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდურ-ლიპოპროტეინული ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებასა და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები. ცვლილებები, ჩვეულებრივ, არ სცილდება ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალურ მნიშვნელობებს.
დაბალი ანტიმინერალოკორტიკოიდული აქტივობის გამო დროსპირენონი ზრდის რენინისა და ალდოსტერონის აქტივობას სისხლის პლაზმაში.
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობების ან რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში ქალთან განხილული უნდა იქნას პრეპარატ მიდიანას® გამოყენების მიზანშეწონილობა.
მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ან ამ მდგომარეობიდან ან რისკ ფაქტორებიდან ნებისმიერის განვითარების პირველივე ეპიზოდის გამოვლენისას ქალს უნდა ეცნობოს ექიმთან დაკავშირების აუცილებლობის შესახებ პრეპარატ მიდიანას® შემდგომი გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად. შესაძლო ან დადასტურებული ვენური ან არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ნაჩვენებია კჰკ მოხსნა. ანტიკოაგულანტური თერაპიის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ალტერნატიული კონტრაცეპციული საშუალების დანიშვნა ანტიკოაგულანტური თერაპიის (კუმარინების) ტერატოგენულ აქტივობასთან დაკავშირებით.
ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკი
ნებისმიერი კჰკ-ს გამოყენების ფონზე იზრდება ვენური თრომბოემბოლიის (ვთე)განვითარების რისკი მკურნალობის არარსებობასთან შედარებით. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპრატების გამოყენება დაკავშირებულია ვთე-ს განვითარების მინიმალურ რისკთან. სხვა პრეპარატებისთვის, მაგალითად, მიდიანასთვის®, ეს რისკი შეიძლება იყოს ორჯერ უფრო მაღალი. გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ვთე-ს გავითარების მინიმალური რისკით, მიღებული უნდა იქნას პაციენტთან, მისთვის გასაგები ფორმით, პრეპარატ მიდიანას® გამოყენების ფონზე ვთე-ს განვითარების რისკის, მისი არსებული რისკ-ფაქტორების ამ პრეპარატის რისკის დონეზე გავლენის განხილვის შემდეგ, და იმის შეტყობინებით, რომ ვთე-ს წარმოქმნის რისკი ყველაზე მაღალია პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ რისკი იზრდება კჰკ-ს განმეორებით გამოყენებისას 4 კვირის ან მეტი ხნის შესვენების შემდეგ.
ქალებს შორის, რომლებიც არ იყენებენ კჰკ-ს და არ არიან ორსულად, ვთე-ს წარმოქმნის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 2 შემთხვევას 10 000 ქალზე წელიწადში. მაგრამ ნებისმიერ ცალკე აღებულ ქალს რისკის დონე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვნად მაღალი, რაც დამოკიდებულია მის რისკის ძირითად ფაქტორებზე (იხ. ქვემოთ).
შეფასებების თანახმად1, ვთე-ს განვითარების სიხშირე ქალებს შორის, რომლებიც იღებენ დროსპირენონის შემცველ კჰკ-ს, შეადგენს 912 შემთხვევას 10 000 ქალზე წელიწადში, რაც შედარებადია 62 შემთხვევასთან ქალებში, რომლებიც იყენებენ ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ-ს.
ორივე შემთხვევაში ვთე-ს დარეგისტრირებული რაოდენობა წელიწადში ნაკლებია შემთხვევათა მოსალოდნელ რაოდენობაზე ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
შემთხვევების 12%-ში ვთე ლეტალური შედეგით მთავრდება.
ვთე-ს მოვლენების დარეგისტრირებული რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში
ვერტიკალზე - ვთე-ს დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 10 000 ქალზე წელიწადში.
ჰორიზონტალზე - ქალები, რომლებიც არ იყენებენ კჰკ-ს, იყენებენ ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ, იყენებენ დროსპირენონის შემცველ კჰკ-ს.
ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, აღწერილი იყოს სხვა სისხლძარღვების თრომბოზის უკიდურესად იშვიათი შემთხვევები, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის ან რეტინალური ვენების და არტერიების.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორები
კჰკ-ს გამოყენების ფონზე, ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს დამატებით რისკის ფაქტორების მქონე ქალებში, განსაკუთრებით მრავალი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში (იხ. ცხრილი).
პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ქალებში მრავალი რისკის ფაქტორებით, რომელთა საფუძველზეც პაციენტი შეიძლება მიეკუთვნოს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). თუ ქალს აღენიშნება რისკების რამდენიმე ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი, და ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვთე-ს განვითარების საერთო რისკი. არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს დანიშვნა, თუ სარგებელი/რისკის შეფარდება ფასდება როგორც უარყოფითი (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ცხრილი: ვთე-ს განვითარების რისკის ფაქტორები
______________________________________
1 სიხშირის მაჩვენებლები დადგენილი იყო ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მთლიანი ერთობლიობის საფუძველზე, შედარებითი რისკების გამოყენებით სხვადასხვა პრეპარატებისთვის ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ-სთან შედარებით.
2 10 000 ქალზე 57 შემთხვევის დიაპაზონის მედიანა დაფუძნებულია შედარებითი რისკის სიდიდეზე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2,3–3,6-ს კჰკ-სთვის, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს, იმ შემთხვევებთან შედარებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული პრეპარატების გამოყენებასთან.
რისკის ფაქტორი
კომენტარები
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30კგ/მ2 მეტი)
რისკის მნიშვნელოვანი ზრდა სხეულის მასის ინდექსის გაზდისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობისას.
ხანგრძლივი იმობილიზაცია (4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაფრენების ჩათვლით), ფართო ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ქვედა კიდურებზე ან მცირე მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევა ან ვრცელი ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ავიაფრენების ჩათვლით, ასევე შეიძლება იყოს ვთე-ს განვითარების რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში სხვა რისკ-ფაქტორების არსებობით
ასეთ სიტუაციებში რეკომენდირებულია პლასტირის/მინი-პილის/ვაგინალური რგოლის გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში, მინიმუმ, ოპერაციამდე 4 კვირით ადრე) და გამოყენება არ უნდა განახლდეს იმობილიზაციის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მიდიანა® არ იქნა დროულად მოხსნილი, უნდა დაინიშნოს ანტითრომბული მკურნალობა.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ძმებში, დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად, 50 წელზე უმცროს ასაკში).
მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის შემთხვეაში კჰკ-ს დანიშვნამდე ქალი გაგზავნილი უნდა იქნას კონსულტაციაზე შესაბამის სპეციალისტთან.
სხვა დაავადებები, დაკავშირებული ვთე-სთან
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი), და ნამგლისებრი უჯრედული ანემია
ასაკი.
განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკი
არ არსებობს ერთიანი აზრი იმ შესაძლო როლთან დაკავშირებით, რომელსაც თამაშობენ ვენების ვარიკოზური გაგანიერება და ზედაპირული თრომბოფლებიტი ვენური თრომბოზის განვითარებასა ან პროგრესირებაში.
გათვალისწინებული უნდა იქნას თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველ 6 კვირას (ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).
ვთე-ს სიმტპომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
შესაბამისი სიმპტომების წარმოქმნისას ქალმა სასწრაფო წესით უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მუშაკს უნდა აცნობოს, რომ ის იყენებს კჰკ.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ქვედა კიდურის და/ან ტერფის ცალმხრივი შეშუპება ან ქვედა კიდურზე ვენის გასწვრივ შეშუპების არსებობა;
- ქვედა კიდურის ტკივილი ან მტკივნეულობა, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ფეხზე დგომისას ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ქვედა კიდურის ტემპერატურის მომატება; ქვედა კიდურის კანის სიწითლე ან ფერის ცვლილება.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- აუხსნელი ქოშინის ან გახშირებული სუნთქვის უეცარი წარმოქმნა;
- უეცარი ხველა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ამოხველებასთან;
- მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში;
- გამოხატული თავბრუსხვევა;
- სწრაფი ან არარეგულარული პულსი.
ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და ამის გამო შეიძლება არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე მოვლენები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).
სისხლძარღვთა ოკლუზიის სხვა ნიშნები შეიძლება იყოს: უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურის უმნიშვნელო გალურჯება.
ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს არამკაფიო მხედველობიდან ტკივილის შეგრძნების გარეშე, მხედველობის პროგრესირებად დაკარგვამდე. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მკვეთრი დაკარგვა.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ კჰკ-ის გამოყენება დაკავშირებულია არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ცერებროვასკულური დაავადების (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევის, ინსულტის) განვითარების მაღალ რისკთან. არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) განვითარების რისკის ფაქტორები
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი კჰკ-ს გამოყენების ფონზე იზრდება რისკის ფაქტორების არსებობისას (იხ. ცხრილი). პრეპარატი მიდიანა® უკუნაჩვენებია ქალებში ათე-ს განვითარების ერთი სერიოზული ან მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც იგი შეიძლება მიეკუთვნოს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს რამოდენიმე რისკის ფაქტორი, შესაძლებელია, რომ რისკის ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ფაქტორების ჯამი, და ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საერთი რისკის მასშტაბები. არ არის რეკომენდირებული კჰკ-ს დანიშვნა, თუ სარგებელი/რისკის შეფარდება ფასდება როგორც უარყოფითი (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ცხრილი: ათე-ს განვითარების რისკის ფაქტორები
რისკ-ფაქტორი
კომენტარები
ასაკი.
განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკი.
მწეველობა.
ქალებისთვის რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება, თუ აქვთ სურვილი გამოიყენონ კჰკ.
35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, დაბეჯითებით უნდა იქნას რეკომენდირებული კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი)
რისკის მნიშვნელოვანი ზრდა სხეულის მასის ინდექსის (სმი) მომატებისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკის ფაქტორების არსებობისას.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები ძმებში, დებში ან მშობლებში, განსაკუთრებით შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად, 50 წელზე უმცროს ასაკში).
მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე ეჭვის ზშემთხვევაში კჰკ-ის დანიშვნამდე ქალი გაგზავნილი უნდა იქნას კონსულტაციაზე შესაბამის სპეციალისტთან.
შაკიკი.
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის ზრდამ კჰკ-ს გამოყენების დროს (რაც შეიძლება წინ უძღოდეს ცერებროვასკულარულ დარღვევებს) შეიძლება იყოს საფუძველი ამ პრეპარატების დაუყოვნებლივი შეწყვეტისათვის
სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია არასასურველ სისხლძარღვოვან მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქვლოვანი მანკი და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის(ათე) სიმპტომები
შესაბამისი სიმპტომების წარმოქმნისას, ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, ამავე დროს მედიცინის მუშაკს უნდა ეცნობოს, რომ იგი იღებს კჰკ-ს.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- სახის კუნთების, ზედა ან ქვედა კიდურების უეცარი გაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
- სიარულის მკვეთრი დარღვევა, თავბრუსხვევის განვითარება, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა;
- ცნობიერების არევის უეცარი გამოვლინება, მეტყველების ან მისი გააზრების დარღვევა;
- მხედველობის მკვეთრი დარღვევა ერთ ან ორივე თვალში;
- ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილის უეცარი წარმოწმნა ცნობილი მიზეზის გარეშე;
- გონების დაკარგვა ან გულისწასვლა კრუნჩხვების შეტევით ან მის გარეშე.
გარდამავალი სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული მოვლენა არის ტრანზიტორული იშემიური შეტევა(ტიშ).
მიოკარდიუმის ინფარქტის(მი) სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი, დისკომფორტი, ზეწოლის, სიმძიმის, შეკუმშვის ან გაბერვის შეგრძნება გულმკერდის არეში, ზედა კიდურში ან მკერდის ძვლის ქვემოთ;
- დისკომფორტი, რომელიც ვრცელდება ზურგში, ქვედა ყბაში, ყელში, ხელში, კუჭში;
- კუჭის გადავსების შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა ან ხუთვა;
- ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
- უკიდურესი სისუსტის, შფოთვის მდგომარეობა ან ქოშინი;
- ხშირი ან არარეგულარული პულსი.
სამედიცინო გამოკვლევა/კონსულტაცია
მიდიანას® მიღებამდე ან მის ხელახლა დანიშვნამდე გულდასმით უნდა შეგროვდეს ანამნეზი (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს ობიექტური გამოკვლევა, იხელმძღვანელებთ რა ინფორმაციით უკუჩვენებების (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“) და განსაკუთრებული გაფრთხილებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“). მნიშვნელოვანია მიაქციოთ პაციენტის ყურადღება ვენური და არტერიული თრომბოზის რისკის განვითარებას, პრეპარატ მიდიანას® გამოყენების რისკის ჩათვლით სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებთან (კჰკ) შედარებით, ვთე-სა და ათე-ს სიმპტომებს, ასევე დადგენილ რისკის ფაქტორებზე და თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებზე.
აუცილებელია, რომ ქალმა ყურადღებით წაიკითხოს სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია და დაიცვას მასში მოცემული რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და ტიპი უნდა ეფუძნებოდეს შემუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ადაპტირებულია თითოეული კონკრეტული ქალისთვის.
ქალი უნდა იყოს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
სიმსივნეები
ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში იყო შეტყობინებები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შესახებ კპკ-სს ხანგრძლივი გამოყენებისას (5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიეკუთვნება ეს დასკვნები სქესობრივი ქცევისა და სხვა ფაქტორების თანმხლებ ეფექტებს, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსით(აპვ) ინფიცირება.
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რამდენადმე გაზრდილი ფარდობითი რისკი ((RR=1,24), დიაგნოსტირებული იმ ქალებში, რომლებიც გამოკვლევის მომენტისთვს იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. კპკ-ის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ჭარბი რისკი თანდათან მცირდება 10 წლის განმავლობაში. რადგანაც სარძევე ჯირვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წელზე უმცროსი ასაკის ქალებში, ბოლო წლების განმავლობაში სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმ ქალთა შორის, რომლებიც ადრე იყენებდნენ ან ამჟამად იყენებენ კპკ, მცირეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საერთო რისკთან მიმართებაში. ეს კვლევები არ ადასტურებენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას კჰკ-ს გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის. რისკის აღნიშნული ზრდა შეიძლება იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოზის შედეგი ქალებში, რომლებიც იყენებენ კჰკ-ს, კჰკ-ს ბიოლოგიური ეფექტი ან ორივე ვარიანტის კომბინირება. ქალებში, რომლებიც ოდესმე იყენებდნენ კპკ-ს, აღნიშნული იყო სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული შემთხვევების კლინიკური გამოვლინებების ნაკლებად გამოხატული ტენდენცია, ვიდრე ქალებში, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ კპკ.
იშვიათ შემთხვევებში, კპკ-ს გამოყენების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, და კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში - ავთვისებიანის. ცალკეულ შემთხვევებში ეს სიმსივნეები იწვევდნენ სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას. ქალებში, რომელიც იყენებს კჰკ-ს, მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების შემთხვევაში ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების არსებობისას დიფერენციალური დიაგნოსტიკის ფარგლებში უნდა იქნას განხილული ღვიძლის სიმსივნე,
მაღალდოზირებული კპკ-ს (0,05 მგ ეთინილესტრადიოლის) მიღება ამცირებს ენდომეტრიოიდული კიბოს და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს. ამ დაკვირვების გამოყენება დაბალდოზირებული კპკ-ს მიმართ საჭიროებს დადასტურებას.
ავთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ლეტალური შედეგების მომტანი.
სხვა მდგომარეობები
პრეპარატ მიდიანას® პროგესტერონული კომპონენტი წარმოადგენს ალდოსტერონის ანტაგონისტს, რომელსაც აქვს კალიუმდამზოგველი თვისებები. უმეტეს შემთხვევაში, არ აღინიშნება კალიუმის შემცველობის ზრდა სისხლის შრატში. მიუხედავად ამისა, კლინიკურ კვლევაში ზოგიერთ პაციენტთან თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დარღვევებით და კალიუმდამზოგველი სამკურნალო პრეპარატების თანმდევი გამოყენებით, დროსპირენონის მიღებისას აღინიშნებოდა კალიუმის უმნიშვნელო მატება სისხლის შრატში. ამრიგად, რეკომენდირებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის კონტროლი პრეპარატის მიღების პირველი ციკლის დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობამდე კალიუმის შემცველობის მნიშვნელობები იყო ნორმის ზედა ზღვარის დონეზე, და ასევე კალიუმის ორგანიზმში შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატებს ერთდროულად დანიშვნის შემთხვევებში. ასევე იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”.
ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან ამ დარღვევის ოჯახური ანამნეზით არ შეიძლება გამოირიცხოს პანკრეატიტის განვითარების რისკის ზრდა კპკ-ის გამოყენების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა ბევრ ქალთან, რომლებიც იყენებენ კპკ-ს, კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათად აღინიშნებოდა. მხოლოდ ამ იშვიათ შემთხვევებში არის გამართლებული კპკ-ს გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა. თუ კპკ-ს გამოყენების დროს მანამდე არსებული არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევებში არტერიული წნევის მნიშვნელობები მუდმივად მომატებულია, ან მნიშვნელოვნად გაზრდილი არტერიული წნევა ადეკვატურად არ რეაგირებს ჰიპოტენზიულ თერაპიაზე, საჭიროა კპკ-ს მოხსნა. აუცილებლობის შემთხვევაში კპკ-ს გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ჰიპოტენზიული თერაპიის ჩატარების ფონზე მიიღწევა არტერიული წნევის ნორმალური მნიშვნელობები.
აღნიშნული იყო, რომ შემდეგი მდგომარეობები ვითარდება ან მათი მიმდინარეობა მძიმდება, როგორც ორსულობის დროს, ასევე კპკ-ს გამოყენებს ფონზე, მაგრამ მათი კავშირი კპკ-ს გამოყენებასთან არ არის დამტკიცებული: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზსთან; ნაღვლის ბუშტის კონკრემენტები; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი; სიდენგამის ქორეა; ორსულთა ჰერპესი; სმენის დაკარგვა, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან.
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკულმა დარღვევებმა შეიძლება საჭირო გახადონ კპკ-ს გამოყენების შეწყვეტა მანამდე, სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაუბრუნდება ნორმას.
მორეციდივე ქოლესტაზური სიყვითლე და/ან ქოლესტაზით გამოწვეული ქავილი, რომლებიც პირველად ვითარდება ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების დროს, საჭიროებს კპკ-ს მიღების შეწყვეტას.
თუმცა კომბინირებულმა ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინისადმი პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე, არ არსებობს თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ კპკ-ს (რომლებიც შეიცავენ ˂0,05 მგ ეთინილესტრადიოლს). ამისდამიუხედავად, ქალები შაქრიანი დიაბეტით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის გულდასმითი დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით კპკ-ს გამოყენების დასაწყისში.
ასევე იყო შეტყობინებები ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობის დამძიმების შესახებ კპკ-ს გამოყენების დროს.
დეპრესიული განწყობა და დეპრესია ცნობილი არასასურველი რეაქციებია ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”). დეპრესია შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ აშლილობას და არის ცნობილი რისკის ფაქტორი სუიციდური ქცევისა და სუიციდისა. ქალებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს განწყობის ცვლილების და დეპრესიული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, მკურნალობის დაწყების შემდეგ მალევე გამოვლენილი სიმპტომების დროს.
ხანდახან შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ ორსულების ქლოაზმა ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ქლოაზმის განვითარებისადმი, კპკ-ს გამოყენების დროს თავი უნდა აარიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას ან ულტრაიისფერი დასხივების ზემოქმედებას.
ეფექტურობის შემცირება
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების გამოტოვების (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”), კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”) ან სხვა სამკურნალო პრეპარატების თანხმლები გამოყენების (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) შემთხვევაში.
შემცირებული ციკლის კონტროლი
კპკ-ს მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენა (ლაქოვანი სისხლიანი გამონადენი ან მოულოდნელი სისხლდენა), განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამ მიზეზით, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეადგენს დაახლოებით სამ ციკლს.
თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, უნდა გამოირიცხოს არაჰორმონალური მიზეზები შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარებით ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან ორსულობის გამორიცხვის მიზნით. ისინი შეიძლება მოიცავდნენ დიაგნოსტიკურ გამოფხეკას.
ზოგიერთ ქალთან “მოსხნის” სისხლდენა შეიძლება არ განვითარდეს პერორალური კონტრაცეპტივების მიღებებს შორის შესვენების დროს. თუ კჰკ მიღება ხდებოდა ნაწილში “გამოყენების წესი და დოზირება” აღწერილი მითითებების თანამხად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი დაორსულდება. მიუხედავად ამისა, თუ “მოხსნის” სისხლდენის პირველ არ მოსვლამდე კჰკ მიღება არ ხდებოდა ინსტრუქციის შესაბამისად ან ადგილი ჰქონდა ზედიზედ ორი “მოხსნის” სისხლდენის არ მოსვლას, მაშინ კჰკ-ს მიღების გაგრძელებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატ მიდიანას® ერთი ტაბლეტი შეიცავს 48,17 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
სამკურნალო პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,070 მგ სოიოს ლეციტინს. ეს პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული პაციენტების მიერ, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა არაქისის ან სოიოს მიმართ.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კვლევები სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესწავლის მიზნით არ ჩატარებულა.
შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
21 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პდვქ - ალუმინის ფოლგა).
1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. მუყაოს კოლოფში ჩადებულია მუყაოს ბრტელი ფუტლარი ბლისტერის შესანახად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხივებისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებლი
ღსს “გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი
პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს. კანდელაკის ქ. №8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,
რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართული, ოფისი 507, 508.
ტელეფონი: +992 44-603-33-36
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქალ. აშხაბადი, ათათურქის ქ., სახლი 82
ბიზნეს ცენტრი "ბერკარარი", E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერის“ წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, 17012 ქალ. ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი,
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, 118, ოფისი 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელექტრონული მისამართი: [email protected]
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



