რა არის მელდოზი მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- alendronic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 70მგ ტაბლეტი №4
- მწარმოებელი
- RAFARM AEBE, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039013
- რეგისტრირებულია
- 6 სექტემბერი 2023, მოქმედებს 6 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ეს ეიჩ ფარმა“
- GMP
- -
მელდოზი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის მელდოზი
მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.
რისთვის გამოიყენება მელდოზი?
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მელდოზი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.
მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.
რა არის ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და შესუსტება. ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს საკვერცხეები წყვეტენ ქალის ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობას. შედეგად, ხდება ძვლის დაკარგვა და ძვლები სუსტდება. რაც უფრო ადრე აღწევს ქალი მენოპაუზას, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი.
ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზი არ ავლენს სიმპტომებს. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ დროს აღინიშნება ტკივილი, ხერხემლის ძვლების მოტეხილობები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ არ გამოიწვევს სიმაღლეში შემცირებას. ძვლების მოტეხილობა შეიძლება მოხდეს ნორმალური, ყოველდღიური აქტივობის დროს, როგორიცაა საგნების აწევა, ან მცირე ტრავმის შედეგად, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ხდება ძვლების მოტეხილობა. ძვლების მოტეხილობები, როგორც წესი, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან მაჯის არეში და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოხრილობა („ქვრივის კუზი“) და მობილობის დაკარგვა.
როგორ შეიძლება ოსტეოპოროზის მკურნალობა
მელდოზის გამოყენებასთან ერთად თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ ცვლილებები ცხოვრების წესში, როგორიცაა
მოწევის შეწყვეტა:
როგორც ჩანს, მოწევა ზრდის ძვლის დაკარგვის სიჩქარეს და, შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობის რისკი.
ვარჯიში:
კუნთების მსგავსად, ძვლებსაც სჭირდებათ ვარჯიში მათი სიმტკიცისა და სიჯანსაღისთვის. ნებისმიერი სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაბალანსებული კვება:
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რჩევა კვებასთან ან რაიმე დიეტური დანამატების (განსაკუთრებით კალციუმი და ვიტამინი D) მიღებასთან დაკავშირებით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.
მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.
- აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტს სწრაფად მიაღწიოს კუჭს და შეამციროს საყლაპავის გაღიზიანება (საყლაპავი-მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან).
- დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.
არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ ის პირში გაიხსნას.
- არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას) - ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.
- არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
- ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარდებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
- მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ მელდოზს
თუ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დალიეთ სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ.
თუ დაგავიწყდათ მელდოზის მიღება
თუ გამოტოვებთ დოზას, გახსენების შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი დილით, არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს. დაუბრუნდით კვირაში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღებას, თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
თუ შეწყვეტთ მელდოზის მიღებას
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მელდოზი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.
ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ მელდოზი, პერიოდულად უნდა განიხილოთ ექიმთან ამ პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რათა დადგინდეს, არის თუ არა მელდოზი თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მელდოზის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს მელდოზის მიღებამდე, თუ:
გაქვთ თირკმელების პრობლემები,
გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები,
ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული უჯრედების ცვლილებებთან),
გითხრეს, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე,
გაქვთ ცუდი სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, გაქვთ დაგეგმილი კბილის ამოღება ან არ იტარებთ რუტინულ სტომატოლოგიურ თერაპიას,
გაქვთ კიბო,
გადიხართ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას,
იღებთ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (როგორიცაა ბევაციზუმაბი, ან თალიდომიდი)
იღებთ კორტიკოსტეროიდებს (როგორიცაა პრედნიზონი ან დექსამეთაზონი),
ხართ ან იყავით მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი).
შეიძლება გირჩიონ სტომატოლოგიური შემოწმების გავლა მელდოზით მკურნალობამდე.
მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა მელდოზით მკურნალობისას.
მკურნალობის დროს უნდა გაიაროთ რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება და დაუკავშირდით ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს პირის ღრუში ან კბილებში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება.
შეიძლება განვითარდეს საყლაპავის გაღიზიანება, ანთება ან წყლული (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან) ხშირად ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები არ სვამენ სრულ ჭიქა წყალს და/ან თუ ისინი წვებიან მელდოზის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გაუარესდეს, თუ პაციენტები განაგრძობენ მელდოზის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
მოსალოდნელია, რომ კალციუმის დანამატებმა, ანტაციდებმა და ზოგიერთმა პერორალურმა მედიკამენტმა შეაფერხონ მელდოზის შეწოვა მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
რევმატიზმის ან ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ცნობილია, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი), შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
მელდოზის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოსალოდნელია, რომ საკვები და სასმელი (მათ შორის მინერალური) შეამცირებს მელდოზის ეფექტიანობას მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მელდოზი განკუთვნილია მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში გამოსაყენებლად. არ უნდა მიიღოთ მელდოზი, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან თუ ძუძუთი კვებავთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გვერდითი ეფექტები (მათ შორის დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი) დაფიქსირდა მელდოზის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ინდივიდუალური პასუხები მელდოზზე შეიძლება განსხვავდებოდეს (იხილეთ პუნქტი 4.).
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვისას, საყლაპავის წყლული (საყლაპავი, მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის მძიმე რეაქციები,
პირის ღრუს და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანებები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი), რომელიც ზოგადად ასოცირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ჩვეულებრივ კბილის ამოღების შემდეგ. მიმართეთ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს, თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები,
ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივ მკურნალობას, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ძლიერი ტკივილი.
სხვა გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი.

სახსრების შეშუპება,
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ან ბოყინი ჭამის შემდეგ, ყაბზობა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი,
თმის ცვენა, ქავილი,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დაღლილობა, ხელების ან ტერფების შეშუპება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):
გულისრევა, ღებინება,
ხახის/საყლაპავის (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან) ან კუჭის გაღიზიანება ან ანთება,
შავი ან კუპრისებრი განავალი,
მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე,
გამონაყარი, კანის სიწითლე,
გრიპის მსგავსი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და ზოგჯერ ცხელება, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში,
გემოვნების დარღვევა.

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სისხლში კალციუმის დაბალ დონეზე, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები და/ან ჩხვლეტის შეგრძნება თითებში ან პირის ირგვლივ;
კუჭის ან პეპტიური წყლულები (ზოგჯერ მძიმე ან სისხლდენით),
საყლაპავის შევიწროება (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან);
გამონაყარი, რომელიც მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებისას
პირის ღრუს წყლულები ტაბლეტების ღეჭვის ან დაწუწვნისას
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის მეშვეობით (284 Mesogeion Av., GR-15562 Xolargos, www.eof.gr). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
აქტიური ნივთიერება არის ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ალენდრონის მჟავას ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტები
სხვა ინგრედიენტებია: სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
მელდოზის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მელდოზის ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:
- BT x 2 (ბლისტერი 1x 2 ტაბლეტი)
- BT x 4 (ბლისტერი 1x 4 ტაბლეტი)
- BT x 8 (ბლისტერი 2x 4 ტაბლეტი)
- BT x 12 (ბლისტერი 3 x 4 ტაბლეტი)
- BT x 40 (ბლისტერი 10 x 4 ტაბლეტი)
(შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მელდოზი ტაბლეტები, 70 მგ
ალენდრონის მჟავა
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი მსგავსი იყოს.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის მიღებამდე მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული ინფორმაციის გაგება.
ამ ფურცელში:
- რა არის მელდოზი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მელდოზის მიღებამდე
- როგორ მიიღება მელდოზი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
5 როგორ ინახება მელდოზი
- სხვა ინფორმაცია
- რა არის მელდოზი და რისთვის გამოიყენება
რა არის მელდოზი
მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.
რისთვის გამოიყენება მელდოზი?
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მელდოზი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.
მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.
რა არის ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და შესუსტება. ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს საკვერცხეები წყვეტენ ქალის ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობას. შედეგად, ხდება ძვლის დაკარგვა და ძვლები სუსტდება. რაც უფრო ადრე აღწევს ქალი მენოპაუზას, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი.
ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზი არ ავლენს სიმპტომებს. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ დროს აღინიშნება ტკივილი, ხერხემლის ძვლების მოტეხილობები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ არ გამოიწვევს სიმაღლეში შემცირებას. ძვლების მოტეხილობა შეიძლება მოხდეს ნორმალური, ყოველდღიური აქტივობის დროს, როგორიცაა საგნების აწევა, ან მცირე ტრავმის შედეგად, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ხდება ძვლების მოტეხილობა. ძვლების მოტეხილობები, როგორც წესი, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან მაჯის არეში და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოხრილობა („ქვრივის კუზი“) და მობილობის დაკარგვა.
როგორ შეიძლება ოსტეოპოროზის მკურნალობა
მელდოზის გამოყენებასთან ერთად თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ ცვლილებები ცხოვრების წესში, როგორიცაა
მოწევის შეწყვეტა:
როგორც ჩანს, მოწევა ზრდის ძვლის დაკარგვის სიჩქარეს და, შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობის რისკი.
ვარჯიში:
კუნთების მსგავსად, ძვლებსაც სჭირდებათ ვარჯიში მათი სიმტკიცისა და სიჯანსაღისთვის. ნებისმიერი სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაბალანსებული კვება:
თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ რჩევა კვებასთან ან რაიმე დიეტური დანამატების (განსაკუთრებით კალციუმი და ვიტამინი D) მიღებასთან დაკავშირებით.
- რა უნდა იცოდეთ მელდოზის მიღებამდე
არ მიიღოთ მელდოზი:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
- თუ გაქვთ საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება
- თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში
- თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
მელდოზის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს მელდოზის მიღებამდე, თუ:
გაქვთ თირკმელების პრობლემები,
გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები,
ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული უჯრედების ცვლილებებთან),
გითხრეს, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე,
გაქვთ ცუდი სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, გაქვთ დაგეგმილი კბილის ამოღება ან არ იტარებთ რუტინულ სტომატოლოგიურ თერაპიას,
გაქვთ კიბო,
გადიხართ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას,
იღებთ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (როგორიცაა ბევაციზუმაბი, ან თალიდომიდი)
იღებთ კორტიკოსტეროიდებს (როგორიცაა პრედნიზონი ან დექსამეთაზონი),
ხართ ან იყავით მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი).
შეიძლება გირჩიონ სტომატოლოგიური შემოწმების გავლა მელდოზით მკურნალობამდე.
მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა მელდოზით მკურნალობისას.
მკურნალობის დროს უნდა გაიაროთ რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება და დაუკავშირდით ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს პირის ღრუში ან კბილებში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება.
შეიძლება განვითარდეს საყლაპავის გაღიზიანება, ანთება ან წყლული (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან) ხშირად ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები არ სვამენ სრულ ჭიქა წყალს და/ან თუ ისინი წვებიან მელდოზის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გაუარესდეს, თუ პაციენტები განაგრძობენ მელდოზის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და მელდოზი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
მოსალოდნელია, რომ კალციუმის დანამატებმა, ანტაციდებმა და ზოგიერთმა პერორალურმა მედიკამენტმა შეაფერხონ მელდოზის შეწოვა მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
რევმატიზმის ან ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ცნობილია, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი), შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
მელდოზის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოსალოდნელია, რომ საკვები და სასმელი (მათ შორის მინერალური) შეამცირებს მელდოზის ეფექტიანობას მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ მე-3 პუნქტში „როგორ მიიღება მელდოზი“ მოცემული რჩევები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მელდოზი განკუთვნილია მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში გამოსაყენებლად. არ უნდა მიიღოთ მელდოზი, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან თუ ძუძუთი კვებავთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
გვერდითი ეფექტები (მათ შორის დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი) დაფიქსირდა მელდოზის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ინდივიდუალური პასუხები მელდოზზე შეიძლება განსხვავდებოდეს (იხილეთ პუნქტი 4.).
- როგორ მიიღება მელდოზი
ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.
მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.
- აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტს სწრაფად მიაღწიოს კუჭს და შეამციროს საყლაპავის გაღიზიანება (საყლაპავი-მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან).
- დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).
არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად)
არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.
არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ ის პირში გაიხსნას.
- არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას) - ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.
- არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
- ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარდებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
- მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ მელდოზს
თუ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დალიეთ სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ.
თუ დაგავიწყდათ მელდოზის მიღება
თუ გამოტოვებთ დოზას, გახსენების შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი დილით, არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს. დაუბრუნდით კვირაში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღებას, თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
თუ შეწყვეტთ მელდოზის მიღებას
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მელდოზი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.
ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ მელდოზი, პერიოდულად უნდა განიხილოთ ექიმთან ამ პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რათა დადგინდეს, არის თუ არა მელდოზი თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვისას, საყლაპავის წყლული (საყლაპავი, მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის მძიმე რეაქციები,
პირის ღრუს და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანებები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი), რომელიც ზოგადად ასოცირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ჩვეულებრივ კბილის ამოღების შემდეგ. მიმართეთ თქვენს ექიმს და სტომატოლოგს, თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები,
ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივ მკურნალობას, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ძლიერი ტკივილი.
სხვა გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
სახსრების შეშუპება,
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ან ბოყინი ჭამის შემდეგ, ყაბზობა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი,
თმის ცვენა, ქავილი,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დაღლილობა, ხელების ან ტერფების შეშუპება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):
გულისრევა, ღებინება,
ხახის/საყლაპავის (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან) ან კუჭის გაღიზიანება ან ანთება,
შავი ან კუპრისებრი განავალი,
მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე,
გამონაყარი, კანის სიწითლე,
გრიპის მსგავსი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და ზოგჯერ ცხელება, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში,
გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სისხლში კალციუმის დაბალ დონეზე, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები და/ან ჩხვლეტის შეგრძნება თითებში ან პირის ირგვლივ;
კუჭის ან პეპტიური წყლულები (ზოგჯერ მძიმე ან სისხლდენით),
საყლაპავის შევიწროება (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს პირს კუჭთან);
გამონაყარი, რომელიც მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებისას
პირის ღრუს წყლულები ტაბლეტების ღეჭვის ან დაწუწვნისას
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის მეშვეობით (284 Mesogeion Av., GR-15562 Xolargos, www.eof.gr). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება მელდოზი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მელდოზი
აქტიური ნივთიერება
აქტიური ნივთიერება არის ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ალენდრონის მჟავას ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტები
სხვა ინგრედიენტებია: სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
მელდოზის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მელდოზის ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:
- BT x 2 (ბლისტერი 1x 2 ტაბლეტი)
- BT x 4 (ბლისტერი 1x 4 ტაბლეტი)
- BT x 8 (ბლისტერი 2x 4 ტაბლეტი)
- BT x 12 (ბლისტერი 3 x 4 ტაბლეტი)
- BT x 40 (ბლისტერი 10 x 4 ტაბლეტი)
(შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ADELCO – CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A.,
37 PIREOS STR., 183 46 MOSCHATO, ATHENS-GRECE
ტელ.:(0030) 210 4819311- 4, ფაქსი: (0030) 210 4816790
მწარმოებელი
RAFARM SA
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 10/2017 წელს
Pharmaceuticals & Cosmetics Industry
37 Piraeus str, 18346 Moschato, ტელ. 210 4819311-4
ელ. ფოსტა: [email protected] www.adelco.gr
0203-0318
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.