პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი

METHADONE HYDROCHLORIDE MOLTENI

რეცეპტით10მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი შეიცავს პრეპარატს სახელად მეთადონი. აღნიშნული მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე მორფინისა და დიამორფინის სახით (აგრეთვე ეწოდება ჰეროინი). მათ ზოგჯერ უწოდებენ ოპიატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთადონი (methadone)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები ხსნარი ყავისფერი პოლივინილქლორიდის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
L. Molteni & C. dei F.lli Alitti Società di Esercizio S.p.A., იტალია
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპიოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ATC კოდი
N07BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041134
რეგისტრირებულია
28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pharmagate Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
ფარმაგეიტ კავკასიის წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი და სხვა წამალი ერთად

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი შეიცავს პრეპარატს სახელად მეთადონი. აღნიშნული მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე მორფინისა და დიამორფინის სახით (აგრეთვე ეწოდება ჰეროინი). მათ ზოგჯერ უწოდებენ ოპიატებს. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი არის თხევადი პრეპარატი, რომლის მიღება საჭიროა მხოლოდ პერორალურად.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი გამოიყენება:

მორფინის ან ჰეროინის (ოპიატები) მსგავს პრეპარატებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ. ის ანაცვლებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი აგრეთვე იწვევს დამოკიდებულებას და შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების სიმპტომები, თუმცა უფრო ნაკლებ დამოკიდებულებას ავითარებს, ვიდრე ჰეროინი ან მორფინი.

რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ან ნაკლები სიხშირით.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ხანგრძლივობით.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.

ხსნარის კონცენტრაცია 10 მგ-ია (მილიგრამი) ყოველ მლ-ში.

თუ გრძნობთ, რომ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის ეფექტი მეტისმეტად ძლიერია ან მეტისმეტად სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

რეკომენდებული დღიური დოზა 10-20 მგ-ია (1-2 მლ).

დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40-60 მგ-მდე (4-6 მლ). ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.

ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

თუ იმაზე მეტი მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ იმაზე მეტი მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, უთხარით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. პრეპარატის შეფუთვა თან წაიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები:

სუნთქვის გაძნელება

ძილიანობის შეგრძნება, თითქმის უგონო მდგომარეობა ან კომაც კი

გუგების დაპატარავება

ცივი და ნოტიო კანი

ძალიან დაბალი პულსი

კუნთების სისუსტე

სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებელი.

თავის ტვინის დაავადება, რომელსაც ეწოდება ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, თქვენი სუნთქვა ან სისხლის დინება შეიძლება გაჩერდეს და შეიძლება დაგემართოთ გულის შეტევა.

თუ დაგავიწყდათ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის შესავსებად.

არ შეწყვიტოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე

პრეპარატის მიღების მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება. თუ საჭირო იქნება მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი გირჩევთ ნელ-ნელა როგორ შეწყვიტოთ ის.

უკუჩვენებები

დეპრესიის პრეპარატებს, ე.წ. MAOI-ს ("მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს") ან თუ მიიღეთ ისინი ბოლო 2 კვირის განმავლობაში. MAOI-ს მიეკუთვნებიან ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ფენელზინი და ტრანილციპრომინი.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ბარბიტურატები, ფენიტოინი ან კარბამაზეპინი

დიარეის საწინაღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ლოპერამიდი ან დიფენოქსილატი

პრეპარატებს, რომლებიც წარმოქმნიან შარდმჟავას თქვენს ორგანიზმში, როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი

პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ ოპიატების მოქმედების შესაჩერებლად, როგორიცაა, ნალტრექსონი

პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ წამალდამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუპრენოფრინი

დეპრესიების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ნეფაზოდონი, ან ფლუვოქსამინი

აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა: ნევირაპინი, დელავირდინი, დიდანოსინ სტავუდინი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, აბაკავირი ან ეფავირენცი

ანტიბიოტიკებს, როგორიცაა, რიფამპიცინი, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, როგორიცაა, მორფინი, ბუტორფანოლი, ნალბუფინი, პენტაზოცინი

ნალოქსონს, რომელიც გამოიყენება ოპიატური პრეპარატების ეფექტის გასანეიტრალებლად

ოკტრეოტიდს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ და სეკრეციის შესამცირებლად

ვერაპამილი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების დროს

„კანაბინოიდებს", რომლებიც გამოიყენება ტკივილის დროს, როგორიცაა დრონაბინოლი და ნაბილონი.

მეტამიზოლი, ტკივილის და სიცხის სამკურნალო მედიკამენტი

კანაბიდიოლი, გულყრების სამკურნალო მედიკამენტი

გაბაპენტინი და პრეგაბალინი, ეპილეფსიის, ნერვის ტკივილის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტები, რასაც შეუძლია გაზარდოს ოპიოიდის დოზის გადაჭარბების, სუნთქვის დათრგუნვის (სუნთქვის პრობლემები) რისკი და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენც გეხებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენისა და ისეთი სედაციური პრეპარატების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მედიკამენტების ერთდროული მიღება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. ამის გამო, აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია მკურნალობის სხვა ალტერნატივის გამონახვა.

თუმცა, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენს სხვა დამამშვიდებელ მედიკამენტებთან ერთად, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ექიმმა.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა იმ დამამშვიდებელი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები. ასევე სასარგებლო იქნება, თუ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს აცნობებთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. მსგავსი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება მეთადონის სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღების დროს (როგორიცაა ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი). დაუკავშირდით თქვენს ექიმს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში:

ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (მაგ: აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა)

სწრაფი გულისცემა, არასტაბილური არტერიული წნევა, ცხელება

რეფლექსების მოჭარბება, დარღვეული კოორდინაცია, კუნთების რიგიდობა

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ: გულისრევა, ღებინება, დიარეა)

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოცემული პრეპარატის მიღებისას, ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს მეთადონის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სუნთქვის პრობლემები და თავბრუსხვევის შეგრძნება, რაც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით. არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი მეთადონის მიღებისას, ვინაიდან გრეუფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთადონის მოქმედებაზე.

სიფრთხილის ზომები

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი ან ბოლო დროს გქონდათ ქალა-ტვინის დაზიანება

თუ გაქვთ მაღალი შიდა ქალის წნევა

თუ გაქვთ გულის პრობლემები, ან გულის რითმის დარღვევა

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ‘ელექტროლიტური დისბალანსი’, როგორიცაა "ჰიპოკალემია"

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ შოკში ხართ (შეიძლება გქონდეთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს კოლაფსს)

თუ გაქვთ ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი

თუ გაქვთ "ჰიპერაქტიური თირკმელზედა ჯირკვალი"

თუ ხართ მამაკაცი პროსტატის პრობლემებით

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე ზევით).

თუ ზოგადად თავს არ გრძნობთ კარგად.

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი თქვენ გეხებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების პერიოდში, რომელიმე სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, ღებინება ან დაბალი წნევა. ეს სიმპტომები შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით ჰორმონს კორტიზოლს, და შესაძლოა დაგჭირდეთ ჰორმონების დამატება.

შეჩვევა, დამოკიდებულება და ადიქცია

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს მეთადონს, რომელიც არის ოპიოიდი მედიკამენტი. ოპიოიდების განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პრეპარატი იყოს ნაკლებად ეფექტური (გამოიწვიოს თქვენი შეჩვევა, რასაც ამტანობა ჰქვია). მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის განმეორებითმა გამოიყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად მოხმარება და ნარკოდამოკიდებულება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დოზის გადაჭარბება.

დამოკიდებულებამ ანუ ადიქციამ შეიძლება გაგრნობინოთ თავი ისე, თითქოს თქვენ ვეღარ აკონტროლებთ თუ რა რაოდენობით მედიკამენტი გჭირდებათ ან რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ ის.

დამოკიდებულების ანუ ადიქციის რისკი ცვალებადობს ადამიანებს შორის. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფრო დიდი რისკი, რომ დამოკიდებული ანუ ადიქციური იყოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიმართ, თუ:

თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმე ოდესმე ბოროტად მოიხმარდა ან დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ან არალეგალურ პრეპარატებზე („ადიქცია“)

მწეველი ხართ

ოდესმე გქონიათ პრობლემები თქვენს გუნება-განწყობასთან დაკავშირებით (დეპრესია, შფოთვა ან პერსონალური აშლილობები) ან სხვა მენტალური დაავადების გამო გიტარდებოდათ მკურნალობა ფსიქიატრის მიერ.

თუ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების დროს გამოგივლინდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი, ეს შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ გახდით დამოკიდებული ანუ ადიქციური.

თქვენ იმაზე დიდ ხანს გესაჭიროებათ მედიკამენტის მიღება, ვიდრე დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა

თქვენ გესაჭიროებათ რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება

თქვენ იყენებთ მედიკამენტებს არადანიშნულებისამებრ, მაგალითად „დარჩეთ მშვიდად“ ან „დაგეხმაროთ დაძინებაში“

გქონდათ განმეორებითი, წარუმატებელი მცდელობა, რომ თავი დაგენებებინათ მედიკამენტის მიღებისთვის ან გაგეკონტროლირებინათ მისი მიღება

როდესაც შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას, თქვენ თავს იგრძნობთ შეუძლოდ და გაცილებით კარგად იგრძნობთ თავს მედიკამენტის კვლავ მიღებისას („აბსტინენციის სინდრომი“)

რომელიმე ზემოაღნიშნული ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოთ თქვენი მკურნალობის საუკეთესო გზა, მათ შორის როდესაც უმჯობესია მიღების შეწყვეტა და როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოდ შეწყვეტა (იხილეთ ნაწილი 3, თუ თქვენ შეწყვეტთ მეთადონ ჰიდროქლორიდ მოლტენის მიღებას).

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები

მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის პაუზებს ძილის დროს, ღამე გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების პრობლემებს ან დღის განმავლობაში გადამეტებულ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა პირი გამოავლენს აღნიშნულ სიმპტომებს, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონის დონის დაწევა და ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა. თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია ან მენსტრუაციის დაკარგვა (ამენორეა).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ. ეს გულისხმობს მედიკამენტებს, რომლებიც მიიღება რეცეპტის გარეშე, მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით. ეს გასათვალისწინებელია, ვინაიდან მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მოქმედებაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნუ მიიღებთ მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენს, თუ მშობიარობთ ან აპირებთ მშობიარობას

თუ ორსულად ხართ ან ბუნებრივ კვებაზე გყავთ ბავშვი, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს სანამ დაიწყებთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებას.

ლაქტაციის დროს ან თუ ფიქრობთ ძუძუთი კვებას მეთადონის მიღების პერიოდში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. დააკვირდით ბავშვს, რომ არ განუვითარდეს ისეთი უჩვეულო ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა მომატებული ძილიანობა (ჩვეულებრივზე მეტად), სუნთქვის გაძნელება ან სისუსტე. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა თუ სხვა ხელსაწყოების ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება პრეპარატის მიღების დროს და შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე.

არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მანქანა-დანადგარებთან, თქვენი ექიმის ნებართვის გარეშე.

მეთადონი ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი შეიცავს გლიცეროლს - დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისპეპსია და დიარეა.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.

ძალიან ხშირი (1-ზე მეტს უვითარდება ყოველი 10-დან)

სუნთქვის პრობლემები ან ასთმის გართულება

თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, ძილიანობა ან დაბნეულობა, დაძინების გართულება, მოუსვენრობის შეგრძნება ან გაღიზიანება ან განწყობის შეცვლა, სიცარიელის გრძნობა

მხედველობის პრობლემები ან გუგების დაპატარავება (მიოზი)

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე ან მადის დაქვეითება

დაბალი არტერიული წნევა და თავბრუსხვევა (განსაკუთრებით, ადგომისას), სუსტი გულისცემა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (გახშირებული გულისცემა)

მაღალი შიდაქალის წნევა, განსაკუთრებით, თუ ეს პრობლემა უკვე არსებობს

შარდვის გართულება, ტკივილი მუცლის არეში

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა ან იმპოტენცია

ჭარბი ოფლდენა, წამოჭარხლება ან ქავილი.

არც ისე ხშირი ( 1-ზე ნაკლებს უვითარდება ყოველი 100-დან)

მეტისმეტი სისუსტე, რაც იწვევს გულის უკმარისობას

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე ან ეკგ-ზე

შინაგანი სისხლდენა

ჰორმონ პროლაქტინის მაღალი დონე სისხლში

სიხშირე უცნობია

შაქრის დაბალი მაჩვენებელი სისხლში

თქვენ შეიძლება დამოკიდებული გახდეთ მეთადონი ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალურ ხსნარზე (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ძილის აპნოე (სუნთქვის პაუზები ძილის დროს).

შეიძლება შენიშნოთ, რომ დროთა განმავლობაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უფრო გამწვავდა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში.

როგორ უნდა შეინახოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ (თვე, წელი), რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.

ბოთლის გახსნის შემდეგ, ხსნარი უნდა გამოიყენოთ 12 თვის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაციის სიმპტომები

მიოზი, რესპირატორული დეპრესია, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია (გონების დაბინდვიდან კომამდე), ჰიპოთერმია, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და შოკი. ცნობილია ჰიპოგლიკემია.

ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა მეთადონის დოზის გადაჭარბების დროს.

ინტოქსიკაციის მკურნალობა

მეთადონის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ხელოვნური სუნთქვა, საჭიროების მიხედვით და გაუკეთდეს ნალოქსონი, ანტიდოტის სახით.

ნალოქსონის დოზა არის 5-10 მკგ/კგ ინტრავენურად, რომელიც უნდა განმეორდეს საჭიროების შემთხვევაში, ყოველ 10-20 წუთში.

მეთადონის ხანგრძლივი ნახევრად გამოყოფის პერიოდისა და ნალოქსონის ხანმოკლე ნახევრად გამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე დოზის მიღება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მეთადონის ჰიდროქლორიდი. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის ყოველი 1 მლ შეიცავს 10 მილიგრამ მეთადონის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია ქსილიტოლი (E967), გლიცერინი (E422), ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავის მონოჰიდრატი (E330), ალუბლის არომატი (შეიცავს გლიცერინის ტრიაცეტატს (E518); ტრიეთილის ციტრატი (E1505), პროპილენის გლიკოლი (E1520), ბრილიანტის ლურჯი (E133) და გაწმენდილი წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე

როგორ გამოიყურება მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი და შეფუთვის შიგთავსი

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი ლურჯი სითხეა პერორალური მოხმარებისთვის. წარმოდგენილია 500 მლ-იან მრავალდოზიან ბოთლებში.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 12 თვე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე

სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას

ამ პრეპარატს არ ჭირდება სპეციალური ტემპერატურა შესანახად, მაგრამ მისი შენახვა საყინულეში დაუშვებელია. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

კონტეინერის მახასიათებლები და შიგთავსი

ქარვისფერი არაპლასტიფიცირებული 500 მლ-იანი პოლივინილქლორიდის ბოთლი, დალუქული პოლიპროპილენის ბავშვებისთვის დაცული ხრახნიანი საცობით, რომელიც მორგებულია პოლიეთილენის საფენით. ბოთლს მოჰყვება საზომი ჭიქა.

სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალის განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების დროს,

ათქ კოდი: N07BC02

მეთადონი არის ძლიერი ოპიოიდური აგონისტი, რომელიც ძირითადად მოქმედებს µ რეცეპტორზე. რაცემატის ანალგეტიკური მოქმედება თითქმის მთლიანად გამოწვეულია I-იზომერით, რაც d-იზომერთან შედარებით მინიმუმ 10-ჯერ ძლიერი ანალგეტიკია. d-იზომერს არ აქვს რესპირატორული დეპრესანტის მნიშვნელოვანი მოქმედება, თუმცა აქვს ხველის საწინააღმდეგო ეფექტი. მეთადონს ასევე აქვს აგონისტური მოქმედება K და δ ოპიოიდურ რეცეპტორებზე. ეს მოქმედებები იწვევს ანალგეზიას, რესპირატორულ დეპრესიას, ხველის ჩახშობას, გულისრევას და ღებინებას (ქემორეცეპტორის ტრიგერულ ზონაზე მოქმედების გზით) და ყაბზობას. ზემოქმედება თვალის მამოძრავებელ ნერვის ბირთვზე და ასევე, გუგისმიერ კუნთებში ოპიოიდურ რეცეპტორებზე, იწვევს გუგის შეკუმშვას. ყველა ეს ეფექტი შექცევადია ნალოქსონით pA2 მნიშვნელობით, რაც მორფინის ანტაგონიზმის მსგავსია. ის იწვევს „მორფინის ტიპის“ დამოკიდებულების სინდრომს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

მეთადონი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაგრამ გადის მნიშვნელოვან პირველი გასვლის მეტაბოლიზმს. Tmax მერყეობს 1.5-3 საათს შორის. ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტია. მდგრადი კონცენტრაციები მიიღწევა 5-7 დღეში. მეთადონის გავრცელების მოცულობა 5 ლ/კგ-ის ტოლია.

გავრცელება

მეთადონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხასიათდება ფართომასშტაბიანი გავრცელებით: ცილების ბმა: 89%-მდე, მაგრამ დიდი ინდივიდუალური განსხვავებებით. მეთადონი ძირითადად ალფა 1-გლიკოპროტეინის მჟავას ებმის, ასევე ცილას და პლაზმისა და ქსოვილის სხვა პროტეინებს ისე, რომ ის გროვდება ღვიძლში, თირკმელსა და სხვა ორგანოებში. ვინაიდან მეთადონის გამოთავისუფლება ქსოვილებით ცენტრალურ სისხლის მიმოქცევაში ნელია, მეთადონის კლირენსი, დაყოვნებულია. მეთადონი გამოთავისუფლდება პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში.

მეტაბოლიზმი

მეთადონი ძირითადად კატალიზდება N-დემეთილიზაციით (ოქსიდაციური) ენზიმების საშუალებით ღვიძლში. ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია 2-ეთილიდინი, 1.5-დიმეთილ-3.3-დიფენილპიროლიდინი (EDDP) და 2-ეთილ-5-მეთილ-3.3-დიფენილ-1-პიროლიდინი (EMDP), რომელთაგან ორივე პასიურია. მეთადონი, პირველ ყოვლისა, არის ციტოქრომ P450 იზოენზიმის (CYP) 3A4 და ასევე, ნაწილობრივ, CYP 2D6 e CP 2B6-ის სუბსტრატი. იგივე CYP ენზიმების ინჰიბირების გამო, მრავალ ურთიერთმოქმედებას აქვს ადგილი (იხილეთ თავი 4.5 „ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები“).

ელიმინაცია

მეთადონის ელიმინაცია განხვავდება ინდივიდუალური პასუხის მიხედვით. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 19-დან 55 საათამდე. იმ პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც სავარაუდოდ ქრონიკულად იღებდნენ მეთადონს, აჩვენა შედარებით ხანმოკლე ნახევრად გამოყოფის პერიოდი, გამოყოფის თვითინდუქციის გამო. მეთადონის კლირენსი არ არის კავშირში დოზებთან. დოზის დაახლოებით 15-60% გამოიდევნება შარდის სახით დაახლოებით 96 საათში. დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა სანაღვლე გზებით. თირკმლის კლირენსის დრო დამოკიდებულია შარდის მჟავიანობაზე და მატულობს შარდის მჟავიანობის ზრდასთან ერთად.

სპეციალური პოპულაციები

რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა მამაკაცისა და ქალის ფარმაკოკინეტიკაში არ არსებობს. მეთადონის კლირენსი მცირდება მხოლოდ გარკვეულწილად ხანდაზმულებში (>65 წელი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი 10 მგ/მლ პერორალური სხნარი

მეთადონის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა დაგჭირდეთ თავიდან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ავნოს სხვებს მაშინაც კი, თუ სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება არ იყოს მოცემული წინამდებარე ინსტრუქციაში.

რას მოიცავს წინამდებარე ინსტრუქცია:

  • რა არის მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

5 როგორ შევინახოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი და რისთვის გამოიყენება ის

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი შეიცავს პრეპარატს სახელად მეთადონი. აღნიშნული მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე მორფინისა და დიამორფინის სახით (აგრეთვე ეწოდება ჰეროინი). მათ ზოგჯერ უწოდებენ ოპიატებს. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი არის თხევადი პრეპარატი, რომლის მიღება საჭიროა მხოლოდ პერორალურად.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი გამოიყენება:

მორფინის ან ჰეროინის (ოპიატები) მსგავს პრეპარატებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ. ის ანაცვლებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი აგრეთვე იწვევს დამოკიდებულებას და შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების სიმპტომები, თუმცა უფრო ნაკლებ დამოკიდებულებას ავითარებს, ვიდრე ჰეროინი ან მორფინი.

რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე

არ მიიღოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პარაგრაფში 6)

თუ გქონიათ თავის ტრავმა ან მომატებული შიდა ქალას წნევა

თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს („ალკოჰოლით მოწამვლა“)

თუ გაქვთ გულის პრობლემები

თუ გაქვთ სუნთქვის (სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა) ან ფილტვის მძიმე პრობლემები

ჟანგბადის ძალიან დაბალი დონით გამოწვეული ქსოვილების მოლურჯო ფერი

არ მიიღოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ.

თუ დარწმუნებულ არ ხართ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი ან ბოლო დროს გქონდათ ქალა-ტვინის დაზიანება

თუ გაქვთ მაღალი შიდა ქალის წნევა

თუ გაქვთ გულის პრობლემები, ან გულის რითმის დარღვევა

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ‘ელექტროლიტური დისბალანსი’, როგორიცაა "ჰიპოკალემია"

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ შოკში ხართ (შეიძლება გქონდეთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს კოლაფსს)

თუ გაქვთ ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი

თუ გაქვთ "ჰიპერაქტიური თირკმელზედა ჯირკვალი"

თუ ხართ მამაკაცი პროსტატის პრობლემებით

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე ზევით).

თუ ზოგადად თავს არ გრძნობთ კარგად.

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი თქვენ გეხებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების პერიოდში, რომელიმე სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, ღებინება ან დაბალი წნევა. ეს სიმპტომები შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით ჰორმონს კორტიზოლს, და შესაძლოა დაგჭირდეთ ჰორმონების დამატება.

შეჩვევა, დამოკიდებულება და ადიქცია

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს მეთადონს, რომელიც არის ოპიოიდი მედიკამენტი. ოპიოიდების განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პრეპარატი იყოს ნაკლებად ეფექტური (გამოიწვიოს თქვენი შეჩვევა, რასაც ამტანობა ჰქვია). მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის განმეორებითმა გამოიყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ბოროტად მოხმარება და ნარკოდამოკიდებულება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დოზის გადაჭარბება.

დამოკიდებულებამ ანუ ადიქციამ შეიძლება გაგრნობინოთ თავი ისე, თითქოს თქვენ ვეღარ აკონტროლებთ თუ რა რაოდენობით მედიკამენტი გჭირდებათ ან რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ ის.

დამოკიდებულების ანუ ადიქციის რისკი ცვალებადობს ადამიანებს შორის. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფრო დიდი რისკი, რომ დამოკიდებული ანუ ადიქციური იყოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიმართ, თუ:

თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმე ოდესმე ბოროტად მოიხმარდა ან დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ან არალეგალურ პრეპარატებზე („ადიქცია“)

მწეველი ხართ

ოდესმე გქონიათ პრობლემები თქვენს გუნება-განწყობასთან დაკავშირებით (დეპრესია, შფოთვა ან პერსონალური აშლილობები) ან სხვა მენტალური დაავადების გამო გიტარდებოდათ მკურნალობა ფსიქიატრის მიერ.

თუ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების დროს გამოგივლინდებათ რომელიმე შემდეგი ნიშანი, ეს შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ გახდით დამოკიდებული ანუ ადიქციური.

თქვენ იმაზე დიდ ხანს გესაჭიროებათ მედიკამენტის მიღება, ვიდრე დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა

თქვენ გესაჭიროებათ რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება

თქვენ იყენებთ მედიკამენტებს არადანიშნულებისამებრ, მაგალითად „დარჩეთ მშვიდად“ ან „დაგეხმაროთ დაძინებაში“

გქონდათ განმეორებითი, წარუმატებელი მცდელობა, რომ თავი დაგენებებინათ მედიკამენტის მიღებისთვის ან გაგეკონტროლირებინათ მისი მიღება

როდესაც შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას, თქვენ თავს იგრძნობთ შეუძლოდ და გაცილებით კარგად იგრძნობთ თავს მედიკამენტის კვლავ მიღებისას („აბსტინენციის სინდრომი“)

რომელიმე ზემოაღნიშნული ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოთ თქვენი მკურნალობის საუკეთესო გზა, მათ შორის როდესაც უმჯობესია მიღების შეწყვეტა და როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოდ შეწყვეტა (იხილეთ ნაწილი 3, თუ თქვენ შეწყვეტთ მეთადონ ჰიდროქლორიდ მოლტენის მიღებას).

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები

მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის პაუზებს ძილის დროს, ღამე გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების პრობლემებს ან დღის განმავლობაში გადამეტებულ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა პირი გამოავლენს აღნიშნულ სიმპტომებს, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონის დონის დაწევა და ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა. თუ აღგენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია ან მენსტრუაციის დაკარგვა (ამენორეა).

სხვა პრეპარატები და მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი

თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ. ეს გულისხმობს მედიკამენტებს, რომლებიც მიიღება რეცეპტის გარეშე, მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით. ეს გასათვალისწინებელია, ვინაიდან მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მოქმედებაზე.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი და უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:

დეპრესიის პრეპარატებს, ე.წ. MAOI-ს ("მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს") ან თუ მიიღეთ ისინი ბოლო 2 კვირის განმავლობაში. MAOI-ს მიეკუთვნებიან ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ფენელზინი და ტრანილციპრომინი.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ბარბიტურატები, ფენიტოინი ან კარბამაზეპინი

დიარეის საწინაღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა ლოპერამიდი ან დიფენოქსილატი

პრეპარატებს, რომლებიც წარმოქმნიან შარდმჟავას თქვენს ორგანიზმში, როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი

პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ ოპიატების მოქმედების შესაჩერებლად, როგორიცაა, ნალტრექსონი

პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ წამალდამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორიცაა ბუპრენოფრინი

დეპრესიების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ნეფაზოდონი, ან ფლუვოქსამინი

აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა: ნევირაპინი, დელავირდინი, დიდანოსინ სტავუდინი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, აბაკავირი ან ეფავირენცი

ანტიბიოტიკებს, როგორიცაა, რიფამპიცინი, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი

ძლიერი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, როგორიცაა, მორფინი, ბუტორფანოლი, ნალბუფინი, პენტაზოცინი

ნალოქსონს, რომელიც გამოიყენება ოპიატური პრეპარატების ეფექტის გასანეიტრალებლად

ოკტრეოტიდს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ და სეკრეციის შესამცირებლად

ვერაპამილი, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების დროს

„კანაბინოიდებს", რომლებიც გამოიყენება ტკივილის დროს, როგორიცაა დრონაბინოლი და ნაბილონი.

მეტამიზოლი, ტკივილის და სიცხის სამკურნალო მედიკამენტი

კანაბიდიოლი, გულყრების სამკურნალო მედიკამენტი

გაბაპენტინი და პრეგაბალინი, ეპილეფსიის, ნერვის ტკივილის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტები, რასაც შეუძლია გაზარდოს ოპიოიდის დოზის გადაჭარბების, სუნთქვის დათრგუნვის (სუნთქვის პრობლემები) რისკი და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენც გეხებათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებამდე.

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენისა და ისეთი სედაციური პრეპარატების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მედიკამენტების ერთდროული მიღება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. ამის გამო, აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია მკურნალობის სხვა ალტერნატივის გამონახვა.

თუმცა, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენს სხვა დამამშვიდებელ მედიკამენტებთან ერთად, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ექიმმა.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა იმ დამამშვიდებელი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ და მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები. ასევე სასარგებლო იქნება, თუ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს აცნობებთ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. მსგავსი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება მეთადონის სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღების დროს (როგორიცაა ციტალოპრამი, დულოქსეტინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი). დაუკავშირდით თქვენს ექიმს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში:

ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (მაგ: აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა)

სწრაფი გულისცემა, არასტაბილური არტერიული წნევა, ცხელება

რეფლექსების მოჭარბება, დარღვეული კოორდინაცია, კუნთების რიგიდობა

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ: გულისრევა, ღებინება, დიარეა)

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოცემული პრეპარატის მიღებისას, ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს მეთადონის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სუნთქვის პრობლემები და თავბრუსხვევის შეგრძნება, რაც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით. არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი მეთადონის მიღებისას, ვინაიდან გრეუფრუტის წვენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეთადონის მოქმედებაზე.

ორსულობა, ლაქტაცია და შვილოსნობის უნარი

ნუ მიიღებთ მეთადონის ჰიდროქლორიდ მოლტენს, თუ მშობიარობთ ან აპირებთ მშობიარობას

თუ ორსულად ხართ ან ბუნებრივ კვებაზე გყავთ ბავშვი, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს სანამ დაიწყებთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღებას.

ლაქტაციის დროს ან თუ ფიქრობთ ძუძუთი კვებას მეთადონის მიღების პერიოდში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. დააკვირდით ბავშვს, რომ არ განუვითარდეს ისეთი უჩვეულო ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა მომატებული ძილიანობა (ჩვეულებრივზე მეტად), სუნთქვის გაძნელება ან სისუსტე. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება:

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა თუ სხვა ხელსაწყოების ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება პრეპარატის მიღების დროს და შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე.

არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მანქანა-დანადგარებთან, თქვენი ექიმის ნებართვის გარეშე.

მეთადონი ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი შეიცავს გლიცეროლს - დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისპეპსია და დიარეა.

  • როგორ უნდა მიიღოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი პერორალური ხსნარი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ან ნაკლები სიხშირით.

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ხანგრძლივობით.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად.

ხსნარის კონცენტრაცია 10 მგ-ია (მილიგრამი) ყოველ მლ-ში.

თუ გრძნობთ, რომ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის ეფექტი მეტისმეტად ძლიერია ან მეტისმეტად სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

რეკომენდებული დღიური დოზა 10-20 მგ-ია (1-2 მლ).

დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40-60 მგ-მდე (4-6 მლ). ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.

ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

თუ იმაზე მეტი მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ იმაზე მეტი მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, უთხარით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. პრეპარატის შეფუთვა თან წაიღეთ. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები:

სუნთქვის გაძნელება

ძილიანობის შეგრძნება, თითქმის უგონო მდგომარეობა ან კომაც კი

გუგების დაპატარავება

ცივი და ნოტიო კანი

ძალიან დაბალი პულსი

კუნთების სისუსტე

სისხლში შაქრის დაბალი მაჩვენებელი.

თავის ტვინის დაავადება, რომელსაც ეწოდება ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, თქვენი სუნთქვა ან სისხლის დინება შეიძლება გაჩერდეს და შეიძლება დაგემართოთ გულის შეტევა.

თუ დაგავიწყდათ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის შესავსებად.

არ შეწყვიტოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე

პრეპარატის მიღების მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება. თუ საჭირო იქნება მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი გირჩევთ ნელ-ნელა როგორ შეწყვიტოთ ის.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.

ძალიან ხშირი (1-ზე მეტს უვითარდება ყოველი 10-დან)

სუნთქვის პრობლემები ან ასთმის გართულება

თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, ძილიანობა ან დაბნეულობა, დაძინების გართულება, მოუსვენრობის შეგრძნება ან გაღიზიანება ან განწყობის შეცვლა, სიცარიელის გრძნობა

მხედველობის პრობლემები ან გუგების დაპატარავება (მიოზი)

გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე ან მადის დაქვეითება

დაბალი არტერიული წნევა და თავბრუსხვევა (განსაკუთრებით, ადგომისას), სუსტი გულისცემა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (გახშირებული გულისცემა)

მაღალი შიდაქალის წნევა, განსაკუთრებით, თუ ეს პრობლემა უკვე არსებობს

შარდვის გართულება, ტკივილი მუცლის არეში

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა ან იმპოტენცია

ჭარბი ოფლდენა, წამოჭარხლება ან ქავილი.

არც ისე ხშირი ( 1-ზე ნაკლებს უვითარდება ყოველი 100-დან)

მეტისმეტი სისუსტე, რაც იწვევს გულის უკმარისობას

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე ან ეკგ-ზე

შინაგანი სისხლდენა

ჰორმონ პროლაქტინის მაღალი დონე სისხლში

სიხშირე უცნობია

შაქრის დაბალი მაჩვენებელი სისხლში

თქვენ შეიძლება დამოკიდებული გახდეთ მეთადონი ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალურ ხსნარზე (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ძილის აპნოე (სუნთქვის პაუზები ძილის დროს).

შეიძლება შენიშნოთ, რომ დროთა განმავლობაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უფრო გამწვავდა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში.

როგორ უნდა შეინახოთ მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ (თვე, წელი), რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.

ბოთლის გახსნის შემდეგ, ხსნარი უნდა გამოიყენოთ 12 თვის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მეთადონის ჰიდროქლორიდის მოლტენის პერორალური ხსნარი

აქტიური ნივთიერებაა მეთადონის ჰიდროქლორიდი. მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის ყოველი 1 მლ შეიცავს 10 მილიგრამ მეთადონის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია ქსილიტოლი (E967), გლიცერინი (E422), ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავის მონოჰიდრატი (E330), ალუბლის არომატი (შეიცავს გლიცერინის ტრიაცეტატს (E518); ტრიეთილის ციტრატი (E1505), პროპილენის გლიკოლი (E1520), ბრილიანტის ლურჯი (E133) და გაწმენდილი წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე

როგორ გამოიყურება მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენის პერორალური ხსნარი და შეფუთვის შიგთავსი

მეთადონის ჰიდროქლორიდი მოლტენი ლურჯი სითხეა პერორალური მოხმარებისთვის. წარმოდგენილია 500 მლ-იან მრავალდოზიან ბოთლებში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

L. Molteni & C. dei F. li Alitti Societa di Esercizo S.p.A.

Strada Statale 67, Fraz. Granatieri

50018 Scandicci (Firenze)

იტალია

ტელეფონი: +3905573611

ფაქსი: +39055720057

E-mail: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა