მეგაცე ნაჩვენებია პალიატიურ მკურნალობისათვის პროგრესირებული ძუძუს კიბოს დროს (მაგ., მორეციდივე, არარეზექტიული ან მეტასტაზური მდგომარეობის დროს), ასევე კიბოსთან დაკავშირებული ანორექსიის ან წონის დაკლების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეგესტროლი (megestrol)
- ფორმა და შეფუთვა
- 160მგ ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, პროგესტოგენები
- ATC კოდი
- L02AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0127
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
მეგაცე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეგაცე ნაჩვენებია პალიატიურ მკურნალობისათვის პროგრესირებული ძუძუს კიბოს დროს (მაგ., მორეციდივე, არარეზექტიული ან მეტასტაზური მდგომარეობის დროს), ასევე კიბოსთან დაკავშირებული ანორექსიის ან წონის დაკლების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
შემდეგში აღნიშნული ჩვენებების დროს რეკომენდებულია უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ ორი თვის განმავლობაში.
მკერდის კიბო
160 მგ/დღეში (ერთჯერადი ან გაყოფილი დოზებით)
ანორექსია ან წონის დაკლება
400-800 მგ დღეში ერთხელ.
მიღების მეთოდი
მეგაცეს ტაბლეტი მიიღება შიგნით საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად, ჭიქა წყალთან ერთად).
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ცნობილია, რომ მეგესტროლის აცეტატი დიდწილად გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება იყოს უფრო დიდი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის შესწავლილი. მეგაცე არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.
გერიატრიული პოპილაცია
მეგესტროლის აცეტატის კლინიკური კვლევების მონაცემები არასაკმარისია იმის დასადგენად, განსხვავდება თუ არა პასუხი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებისგან. სიფრთხილეა საჭირო მეგაცეს ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას. ღვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციის შეზღუდვის გამო და სხვა პრეპარატების გამო, რომელბიც გამოიყენება სხვა დაავადების სამკურნალოდ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გამოყენებული იქნეს რაც შეიძლება დაბალი საწყისი დოზა უფრო მეტი გამოყენების სიხშირით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეგესტროლის აცეტატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
მეგაცე უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
სიფრთხილის ზომები
მეგაცე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თრომბოფლებიტი ანამნეზში და ასევე ღვიძლის მძიმე დისფუნქცია. ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და პაციენტზე უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი. ამ პროდუქტს შეიძლება ახასიათებდეს ადრენოკორტიკალური ეფექტი. ამიტომ გასათვალისწინებელია პაციენტის შემდგომი დაკვირვება.
არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ მეგესტროლის აცეტატის კლინიკურ კვლევებში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები განსხვავებულად რეაგირებენ პრეპარატზე, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. სხვა მოხსენებულ კლინიკურ გამოცდილებაში, ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ გამოვლენილა განსხვავებები წამლის პასუხში. ზოგადად, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითების ხარისხის და თანმხლები დაავადებების ან სხვა წამლის თერაპიის გათვალისწინებით. ცნობილია, რომ მეგესტროლის აცეტატი დიდწილად გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება იყოს უფრო დიდი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ვინაიდან თირკმელების ფუნქციის შენელება შეიძლება უფრო ხშირი იყოს ხანდაზმულ პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო მეგესტროლის აცეტატით მკურნალობისას და რეკომენრებულია პაციენტის თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპ ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს წამალი მასში შემავალი ლაქტოზის გამო.
მეგაცეს 160 მგ ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს. ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ყოველ ტაბლეტზე 28 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ ნატრიუმის დიეტას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: X.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
მეგესტროლის აცეტატს აქვს მავნე ფარმაკოლოგიური მოქმედება ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მოერიდონ დაორსულებას ამ მედიკამენტის გამოყენებისას. მკურნალობის დროს მათ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
ორსულობის პერიოდი
მეგაცეს გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტაციური პრეპარატების საშვილოსნოსშიდა ზემოქმედება ასოცირდება გენიტალური დარღვევების წარმოქმნასთან მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფებში. ჰიპოსპადიის რისკი, რომელიც გვხვდება ზოგად პოპულაციაში ყოველი 1000 მამრობითი დაბადებიდან 5-დან 8-ში, შეიძლება გაორმაგდეს ამ მედიკამენტებით ზემოქმედებისას. არასაკმარისი მონაცემებია მდედრობითი სქესის ნაყოფებში რისკის დასადგენად, მაგრამ ზოგიერთი ეს წამალი იწვევს ქალის ნაყოფის გარეთა სასქესო ორგანოების მსუბუქ ვირილიზაციას. თუ პაციენტი იღებს მეგაცეს ორსულობის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ან დაორსულდება ამ პრეპარატის მიღების დროს, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის შესაძლო რისკების შესახებ.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის რეკომენდებული მეგაცეს გამოყენება ძუძუთი კვების დროს. მეგაცეთი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მისი პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო.
რეპროდუქციული უნარი/ნაყოფიერება
ფერტილობისა და რეპროდუქციის კვლევებმა მეგესტროლის აცეტატის მაღალი დოზებით აჩვენა ფემინიზაციის შექცევადი ნიშნები ზოგიერთ მამრი ვირთხის ნაყოფში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მეგესტროლის აცეტატს არ ახასიათებს ცნობილი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძირითადი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეგესტროლის აცეტატს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, არის წონის მომატება, რომელიც, როგორც წესი, არ ასოცირდება სითხის დაგროვებასთან, არამედ მოჰყვება მადის და საკვების მოხმარების გაზრდას. წონის მატება ასოცირდება ორგანიზმში ცხიმოვანი და უჯრედული მასის მატებასთან.
შეკრულობა და ხშირი შარდვა ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეგესტროლის აცეტატის მაღალ დოზებს კლინიკურ კვლევებში.
ჭინჭრის ციება, რომელიც არის პრეპარატის შესაძლო იდიოსინკრატული რეაქცია, იშვიათად გვხვდება მეგესტროლის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას. ამ პრეპარატს არ გააჩნია მიელოსუპრესიული აქტივობა, რომელიც დამახასიათებელია მრავალი ციტოტოქსიური პრეპარატისთვის და არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰემატოლოგიაში, ბიოქიმიასა და შარდის ანალიზში.
მეგესტროლის აცეტატის გამოყენებისას აღინიშნა გლუკოზის აუტანლობა, ახალდაწყებული დიაბეტი, უკვე არსებული დიაბეტის გამწვავება გლუკოზის შემცირებული ტოლერანტობით, ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დარღვევები, მათ შორის კუშინგის სინდრომი. იყო იშვიათი შეტყობინებები კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესახებ, რომლებიც აღინიშნა მეგესტროლის აცეტატის შეწყვეტიდან მალევე. თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის ალბათობა უნდა განიხილებოდეს ყველა პაციენტში, რომლებიც იღებენ ან წყვეტენ მეგესტროლის აცეტატით ქრონიკულ თერაპიას. შესაძლოა საჭირო გახდეს ჩანაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით.
კლინიკური გამოცდილება
კლინიკური გამოცდილების დროს მოხსენებული გვერდითი მოვლენები მოცემულია სისტემ- ორგანული კლასის მიხედვით და MedDRA ტერმინების გამოყენებით და აღნიშნული ეფექტები დაყოფილია შემდეგი გამოვლენის სიხშირის კატეგორიებად: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი ( 1/100-დან 1/10-მდე); არახშირი (1/1000-დან 1/100-მდე); იშვიათი (1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (1/10,000), უცნობია სიხშირე (არ შეიძლება შეფასდეს სიხშირე არსებული მონაცემების მიხედვით)
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
ხშირი: სიმსივნის გამწვავება#
ენდოკრინული დაავადებები
ძალიან ხშირი: თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, კუშინგოიდი, კუშინგის სინდრომი
მეტაბოლიზმი და კვების დაავადებები
ძალიან ხშირი: შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზის აუტანლობა, ჰიპერგლიკემია, მადის მომატება
ფსიქიური დაავადებები
ხშირი: ხასიათის ცვლილება
ნერვული სისტემის დაავადებები
ხშირი: კარპალური გვირაბის სინდრომი, ლეთარგია
გულის დაავადებები
ხშირი: გულის უკმარისობა
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან ხშირი: თრომბოფლებიტი, ფილტვის ემბოლია*, ჰიპერტენზია, სისხლის მიწოლა.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ძალიან ხშირი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
ძალიან ხშირი: ყაბზობა
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ხშირი: გამონაყარი, ალოპეცია
თირკმელებისა და შარდის დაავადებები
ხშირი: პოლაკიურია
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ხშირი: მენორაგია, ერექციული დისფუნქცია
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ხშირი: ასთენია, ტკივილი, შეშუპება
კვლევები
ძალიან ხშირი: წონის მომატება
# ჰიპერკალციემიით ან მის გარეშე
- ფილტვის ემბოლია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური)
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ინფორმაცია იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ განყოფილებას (TUFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
მწვავე ტოქსიკური ეფექტები არ დაფიქსირებულა კვლევებში 1600 მგ/დღეში მეგესტროლის აცეტატის გამოყენებისას 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქოშინი, ხველა, სიარულის დარღვევა, სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე თერაპია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
მეგესტროლის აცეტატი 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზას მონოჰიდრატი 224,50 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 28 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- წამლის ფორმა
ტაბლეტები.
თეთრ-მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაბეჭდით "160" და მეორე მხარეს გამყოფი ნაზოლით, ხილული ნაწილაკების გარეშე.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
30 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში.
- 6. ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების" კონტროლის შესახებ დებულებების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
DEVA HOLDING A.S.
დევა ჰოლდინგ ა.ს.
ჰალკალი მერკეზი მაჰ. აუზის ექსპრეს კად.
No: 1 34303 კუჩუკჩეკმეცე-სტამბული
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
- ლიცენზიის ნომერი
231/50
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 04.05.2011
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
თარგმანი სწორია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროგესტერონები
ათქ კოდი: L02AB01
მეგაცეს (მეგესტროლის აცეტატს) ახასიათებს ბუნებრივი პროგესტერონების მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებები. მისი პროგესტაციური აქტივობა ოდნავ აღემატება მედროქსიპროგესტერონის აცეტატს, ნორეთინდრონს, ნორეთინდრონის აცეტატს და ნორეთინდრონს და ოდნავ ნაკლებია ქლორმადინონის აცეტატზე და ბევრად ნაკლებია ნორგესტრელზე. მეგესტროლის აცეტატი არის ძლიერი პროგესტოგენი მეტწილად ანტიესტროგენული ეფექტით. მას არ ახასიათებს ანდროგენული ან ესტროგენული თვისებები. მას გააჩნია ანტი-გონადოტროპული, ანტიუტეროტროპული და ანტიანდროგენული/ანტიმიოტროპული ეფექტები. მეგესტროლის აცეტატს აქვს მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოიდული ეფექტი და მცირე მინერალოკორტიკოიდული ეფექტი.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
მეგესტროლის აცეტატი სწრაფად შეიწოვება 20, 40, 80 და 200 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ. მეგესტროლის შრატი კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდასთან შესაბამისად. დოზის გაზრდასა და შრატის დონეს შორის კავშირი არ არის არითმეტიკურად პროპორციული. შრატში საშუალო პიკური კონცენტრაციები 4 ტესტ-დოზისთვის შეადგენდა 89, 190, 209 და 465 ნგ/მლ.
განაწილება
პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია გამოვლინდა ყველა შესწავლილი დოზის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 3 საათის შემდეგ. შრატისმიერი კონცენტრაციის მრუდი ორფაზიანია და ბეტა-ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 15-დან 20 საათამდე. 3 დღის განმავლობაში მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, შრატისმეირი დონე იზრდება ყოველდღიურად და აღწევს სავარაუდოდ მოსალოდნელი Steady-State-ის 80%-დან 90%-მდე მე-3 დღისთვის.
ბიოტრანსფორმაცია
17-ალფა-აცეტოქსი-2-ალფა-ჰიდროქსი-6-მეთილპრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონი; 17-ალფა-აცეტოქსი-6-ჰიდროქსიმეთილ პრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონი და 17-ალფა-აცეტოქსი-2-ალფა-ჰიდროქსი-6-ჰიდროქსიმეთილ პრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონის მეტაბოლიტები შარდში გვხვდება გლუკურონიდის კონიუგატების სახით. ეს მეტაბოლიტები შეადგენდნენ შეყვანილი დოზის მხოლოდ 5-დან 8%-ს.
შრატში კონცენტრაციები გაზომილი იყო მეგესტროლის აცეტატის ერთჯერადი და მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ. კვლევაში მონაწილეობდნენ 65 წლამდე ასაკის ზრდასრული მამაკაცი და პოსტმენოპაუზის მქონე მდედრობითი სქესის მოხალისეები.
ელიმინაცია
ტრიტიუმით მარკირებული მეგესტროლის აცეტატის და მისი მეტაბოლიტების პიკური პლაზმური დონე მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-დან 3 საათამდე. ქალებში 4-დან 91 მგ-მდე c- მარკირებული მეგესტროლის აცეტატის პერორალური გამოყენებისას წამლის ელიმინაცია განხორციელდა ძირითადად შარდით. შარდში და განავლალში საერთო რადიოაქტიურობა 10 დღის განმავლობაში შეადგენდა 56,6%-დან78,4%-მდე (საშუალოდ 66,4%) და 7,7%-დან 30,3%-მდე (საშუალოდ 19,8%), შესაბამისად. მთლიანი რადიოაქტიურობა იყო 83.1%-დან 94.7%-მდე (საშუალოდ 86,2%).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
მეგაცე ტაბლეტი 160მგ
დევა
პროდუქტის მოკლე გამოყენების ინსტრუქცია
- სამკურნალო საშუალების დასახელება
მეგაცე 160 მგ ტაბლეტი
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
მეგესტროლის აცეტატი 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზას მონოჰიდრატი 224,50 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 28 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- წამლის ფორმა
ტაბლეტები.
თეთრ-მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაბეჭდით "160" და მეორე მხარეს გამყოფი ნაზოლით, ხილული ნაწილაკების გარეშე.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
მეგაცე ნაჩვენებია პალიატიურ მკურნალობისათვის პროგრესირებული ძუძუს კიბოს დროს (მაგ., მორეციდივე, არარეზექტიული ან მეტასტაზური მდგომარეობის დროს), ასევე კიბოსთან დაკავშირებული ანორექსიის ან წონის დაკლების სამკურნალოდ.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება/შეყვანის სიხშირე და ხანგრძლივობა
შემდეგში აღნიშნული ჩვენებების დროს რეკომენდებულია უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ ორი თვის განმავლობაში.
მკერდის კიბო
160 მგ/დღეში (ერთჯერადი ან გაყოფილი დოზებით)
ანორექსია ან წონის დაკლება
400-800 მგ დღეში ერთხელ.
მიღების მეთოდი
მეგაცეს ტაბლეტი მიიღება შიგნით საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად, ჭიქა წყალთან ერთად).
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ცნობილია, რომ მეგესტროლის აცეტატი დიდწილად გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება იყოს უფრო დიდი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში არ არის შესწავლილი. მეგაცე არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.
გერიატრიული პოპილაცია
მეგესტროლის აცეტატის კლინიკური კვლევების მონაცემები არასაკმარისია იმის დასადგენად, განსხვავდება თუ არა პასუხი 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებისგან. სიფრთხილეა საჭირო მეგაცეს ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას. ღვიძლის, თირკმელების და გულის ფუნქციის შეზღუდვის გამო და სხვა პრეპარატების გამო, რომელბიც გამოიყენება სხვა დაავადების სამკურნალოდ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გამოყენებული იქნეს რაც შეიძლება დაბალი საწყისი დოზა უფრო მეტი გამოყენების სიხშირით.
- 3. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეგესტროლის აცეტატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
მეგაცე უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
- 4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სიფრთხილის ზომები
მეგაცე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თრომბოფლებიტი ანამნეზში და ასევე ღვიძლის მძიმე დისფუნქცია. ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და პაციენტზე უნდა ჩატარდეს რეგულარული მონიტორინგი. ამ პროდუქტს შეიძლება ახასიათებდეს ადრენოკორტიკალური ეფექტი. ამიტომ გასათვალისწინებელია პაციენტის შემდგომი დაკვირვება.
არ არის საკმარისი მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ მეგესტროლის აცეტატის კლინიკურ კვლევებში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები განსხვავებულად რეაგირებენ პრეპარატზე, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტები. სხვა მოხსენებულ კლინიკურ გამოცდილებაში, ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ გამოვლენილა განსხვავებები წამლის პასუხში. ზოგადად, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითების ხარისხის და თანმხლები დაავადებების ან სხვა წამლის თერაპიის გათვალისწინებით. ცნობილია, რომ მეგესტროლის აცეტატი დიდწილად გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება იყოს უფრო დიდი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ვინაიდან თირკმელების ფუნქციის შენელება შეიძლება უფრო ხშირი იყოს ხანდაზმულ პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო მეგესტროლის აცეტატით მკურნალობისას და რეკომენრებულია პაციენტის თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპ ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს წამალი მასში შემავალი ლაქტოზის გამო.
მეგაცეს 160 მგ ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს. ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ყოველ ტაბლეტზე 28 მგ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ ნატრიუმის დიეტას.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
- 6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: X.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
მეგესტროლის აცეტატს აქვს მავნე ფარმაკოლოგიური მოქმედება ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მოერიდონ დაორსულებას ამ მედიკამენტის გამოყენებისას. მკურნალობის დროს მათ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
ორსულობის პერიოდი
მეგაცეს გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტაციური პრეპარატების საშვილოსნოსშიდა ზემოქმედება ასოცირდება გენიტალური დარღვევების წარმოქმნასთან მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფებში. ჰიპოსპადიის რისკი, რომელიც გვხვდება ზოგად პოპულაციაში ყოველი 1000 მამრობითი დაბადებიდან 5-დან 8-ში, შეიძლება გაორმაგდეს ამ მედიკამენტებით ზემოქმედებისას. არასაკმარისი მონაცემებია მდედრობითი სქესის ნაყოფებში რისკის დასადგენად, მაგრამ ზოგიერთი ეს წამალი იწვევს ქალის ნაყოფის გარეთა სასქესო ორგანოების მსუბუქ ვირილიზაციას. თუ პაციენტი იღებს მეგაცეს ორსულობის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ან დაორსულდება ამ პრეპარატის მიღების დროს, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის შესაძლო რისკების შესახებ.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის რეკომენდებული მეგაცეს გამოყენება ძუძუთი კვების დროს. მეგაცეთი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მისი პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო.
რეპროდუქციული უნარი/ნაყოფიერება
ფერტილობისა და რეპროდუქციის კვლევებმა მეგესტროლის აცეტატის მაღალი დოზებით აჩვენა ფემინიზაციის შექცევადი ნიშნები ზოგიერთ მამრი ვირთხის ნაყოფში.
- 7. ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მეგესტროლის აცეტატს არ ახასიათებს ცნობილი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- 8. არასასურველი ეფექტები
ძირითადი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეგესტროლის აცეტატს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, არის წონის მომატება, რომელიც, როგორც წესი, არ ასოცირდება სითხის დაგროვებასთან, არამედ მოჰყვება მადის და საკვების მოხმარების გაზრდას. წონის მატება ასოცირდება ორგანიზმში ცხიმოვანი და უჯრედული მასის მატებასთან.
შეკრულობა და ხშირი შარდვა ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეგესტროლის აცეტატის მაღალ დოზებს კლინიკურ კვლევებში.
ჭინჭრის ციება, რომელიც არის პრეპარატის შესაძლო იდიოსინკრატული რეაქცია, იშვიათად გვხვდება მეგესტროლის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას. ამ პრეპარატს არ გააჩნია მიელოსუპრესიული აქტივობა, რომელიც დამახასიათებელია მრავალი ციტოტოქსიური პრეპარატისთვის და არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰემატოლოგიაში, ბიოქიმიასა და შარდის ანალიზში.
მეგესტროლის აცეტატის გამოყენებისას აღინიშნა გლუკოზის აუტანლობა, ახალდაწყებული დიაბეტი, უკვე არსებული დიაბეტის გამწვავება გლუკოზის შემცირებული ტოლერანტობით, ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დარღვევები, მათ შორის კუშინგის სინდრომი. იყო იშვიათი შეტყობინებები კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესახებ, რომლებიც აღინიშნა მეგესტროლის აცეტატის შეწყვეტიდან მალევე. თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის ალბათობა უნდა განიხილებოდეს ყველა პაციენტში, რომლებიც იღებენ ან წყვეტენ მეგესტროლის აცეტატით ქრონიკულ თერაპიას. შესაძლოა საჭირო გახდეს ჩანაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით.
კლინიკური გამოცდილება
კლინიკური გამოცდილების დროს მოხსენებული გვერდითი მოვლენები მოცემულია სისტემ- ორგანული კლასის მიხედვით და MedDRA ტერმინების გამოყენებით და აღნიშნული ეფექტები დაყოფილია შემდეგი გამოვლენის სიხშირის კატეგორიებად: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი ( 1/100-დან 1/10-მდე); არახშირი (1/1000-დან 1/100-მდე); იშვიათი (1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (1/10,000), უცნობია სიხშირე (არ შეიძლება შეფასდეს სიხშირე არსებული მონაცემების მიხედვით)
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
ხშირი: სიმსივნის გამწვავება#
ენდოკრინული დაავადებები
ძალიან ხშირი: თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, კუშინგოიდი, კუშინგის სინდრომი
მეტაბოლიზმი და კვების დაავადებები
ძალიან ხშირი: შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზის აუტანლობა, ჰიპერგლიკემია, მადის მომატება
ფსიქიური დაავადებები
ხშირი: ხასიათის ცვლილება
ნერვული სისტემის დაავადებები
ხშირი: კარპალური გვირაბის სინდრომი, ლეთარგია
გულის დაავადებები
ხშირი: გულის უკმარისობა
სისხლძარღვების დაავადებები
ძალიან ხშირი: თრომბოფლებიტი, ფილტვის ემბოლია*, ჰიპერტენზია, სისხლის მიწოლა.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ძალიან ხშირი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
ძალიან ხშირი: ყაბზობა
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ხშირი: გამონაყარი, ალოპეცია
თირკმელებისა და შარდის დაავადებები
ხშირი: პოლაკიურია
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დაავადებები
ხშირი: მენორაგია, ერექციული დისფუნქცია
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ხშირი: ასთენია, ტკივილი, შეშუპება
კვლევები
ძალიან ხშირი: წონის მომატება
# ჰიპერკალციემიით ან მის გარეშე
- ფილტვის ემბოლია (ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური)
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ინფორმაცია იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ განყოფილებას (TUFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
- 9. დოზის გადაჭარბება და მისი მკურნალობა
მწვავე ტოქსიკური ეფექტები არ დაფიქსირებულა კვლევებში 1600 მგ/დღეში მეგესტროლის აცეტატის გამოყენებისას 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქოშინი, ხველა, სიარულის დარღვევა, სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე თერაპია.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროგესტერონები
ათქ კოდი: L02AB01
მეგაცეს (მეგესტროლის აცეტატს) ახასიათებს ბუნებრივი პროგესტერონების მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებები. მისი პროგესტაციური აქტივობა ოდნავ აღემატება მედროქსიპროგესტერონის აცეტატს, ნორეთინდრონს, ნორეთინდრონის აცეტატს და ნორეთინდრონს და ოდნავ ნაკლებია ქლორმადინონის აცეტატზე და ბევრად ნაკლებია ნორგესტრელზე. მეგესტროლის აცეტატი არის ძლიერი პროგესტოგენი მეტწილად ანტიესტროგენული ეფექტით. მას არ ახასიათებს ანდროგენული ან ესტროგენული თვისებები. მას გააჩნია ანტი-გონადოტროპული, ანტიუტეროტროპული და ანტიანდროგენული/ანტიმიოტროპული ეფექტები. მეგესტროლის აცეტატს აქვს მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოიდული ეფექტი და მცირე მინერალოკორტიკოიდული ეფექტი.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
მეგესტროლის აცეტატი სწრაფად შეიწოვება 20, 40, 80 და 200 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ. მეგესტროლის შრატი კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდასთან შესაბამისად. დოზის გაზრდასა და შრატის დონეს შორის კავშირი არ არის არითმეტიკურად პროპორციული. შრატში საშუალო პიკური კონცენტრაციები 4 ტესტ-დოზისთვის შეადგენდა 89, 190, 209 და 465 ნგ/მლ.
განაწილება
პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია გამოვლინდა ყველა შესწავლილი დოზის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 3 საათის შემდეგ. შრატისმიერი კონცენტრაციის მრუდი ორფაზიანია და ბეტა-ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 15-დან 20 საათამდე. 3 დღის განმავლობაში მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, შრატისმეირი დონე იზრდება ყოველდღიურად და აღწევს სავარაუდოდ მოსალოდნელი Steady-State-ის 80%-დან 90%-მდე მე-3 დღისთვის.
ბიოტრანსფორმაცია
17-ალფა-აცეტოქსი-2-ალფა-ჰიდროქსი-6-მეთილპრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონი; 17-ალფა-აცეტოქსი-6-ჰიდროქსიმეთილ პრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონი და 17-ალფა-აცეტოქსი-2-ალფა-ჰიდროქსი-6-ჰიდროქსიმეთილ პრეგნა-4,6-დიენ-3,20-დიონის მეტაბოლიტები შარდში გვხვდება გლუკურონიდის კონიუგატების სახით. ეს მეტაბოლიტები შეადგენდნენ შეყვანილი დოზის მხოლოდ 5-დან 8%-ს.
შრატში კონცენტრაციები გაზომილი იყო მეგესტროლის აცეტატის ერთჯერადი და მრავალჯერადი პერორალური მიღების შემდეგ. კვლევაში მონაწილეობდნენ 65 წლამდე ასაკის ზრდასრული მამაკაცი და პოსტმენოპაუზის მქონე მდედრობითი სქესის მოხალისეები.
ელიმინაცია
ტრიტიუმით მარკირებული მეგესტროლის აცეტატის და მისი მეტაბოლიტების პიკური პლაზმური დონე მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-დან 3 საათამდე. ქალებში 4-დან 91 მგ-მდე c- მარკირებული მეგესტროლის აცეტატის პერორალური გამოყენებისას წამლის ელიმინაცია განხორციელდა ძირითადად შარდით. შარდში და განავლალში საერთო რადიოაქტიურობა 10 დღის განმავლობაში შეადგენდა 56,6%-დან78,4%-მდე (საშუალოდ 66,4%) და 7,7%-დან 30,3%-მდე (საშუალოდ 19,8%), შესაბამისად. მთლიანი რადიოაქტიურობა იყო 83.1%-დან 94.7%-მდე (საშუალოდ 86,2%).
- 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მეგესტროლის აცეტატის მიღება მდედრობითი სქესის 7 წლამდე ასაკის ძაღლებში ასოცირდებოდა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების სიხშირის გაზრდასთან. ვირთხებსა და მაიმუნებზე ჩატარებულმა შესადარებელმა კვლევებმა არ აჩვენა სიმსივნეების გამოვლენის სიხშირის გაზრდა. მეგესტროლის აცეტატის გამოყენებასთან ასოცირებული ძაღლებში სიმსივნეების ზრდასა და ადამიანებში შესაძლო წარმოშობის რისკს შორის კავშირი უცნობია, მაგრამ მეგესტროლის აცეტატის დანიშვნისას გასათვალისწინებელია რისკ-სარგებელის შეფასება და პაციენტის მონიტორინგი მკურნალობის დროს. ფერტილობისა და რეპროდუქციის კვლევებმა მეგესტროლის აცეტატის მაღალი დოზებით გამოყენებისას აჩვენა გარდამავალი ფემინიზაციის ეფექტი ზოგიერთ მამრი ვირთხის ნაყოფში.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზას მონოჰიდრატი
მიკროკრისტალური ცელულოზა
კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი
პოვიდონი K30
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი
მაგნიუმის სტეარატი
გასუფთავებული წყალი*
- გამოიყენება წარმოების დროს. ის არ შედის ტაბლეტის მზა პროდუქტში.
- 2. შეუთავსებლობა
არ აღინიშნება.
- 3. ვარგისიანობის ვადა
36 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
30 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში.
- 6. ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების" კონტროლის შესახებ დებულებების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
DEVA HOLDING A.S.
დევა ჰოლდინგ ა.ს.
ჰალკალი მერკეზი მაჰ. აუზის ექსპრეს კად.
No: 1 34303 კუჩუკჩეკმეცე-სტამბული
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
- ლიცენზიის ნომერი
231/50
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 04.05.2011
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
თარგმანი სწორია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


