მაქსიკაინი ფორტე
MAXICAINE FORT
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის ბიტარტრატს. ამპულაში არსებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,01819 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ამპულა, თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- epinephrine bitartrate + არტიკაინ (articaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (80მგ + 0,02მგ)/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი (სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის) ამპულა №20
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB58
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0370
- რეგისტრირებულია
- 10 აგვისტო 2022, მოქმედებს 10 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
მაქსიკაინი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის ბიტარტრატს. ამპულაში არსებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,01819 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ამპულა, თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს.
მაქსიკაინი ფორტე სტომატოლოგიაში გამოყენებული ლოკალური (ადგილობრივი) საანესთეზიო პრეპარატია (პრეპარატი, რომელიც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას და ოპერაციის და ქირურგიული პროცედურების დროს გამოიყენება ტკივილის და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად). ეპინეფრინი ახდენს ინექციის მიდამოში არსებული სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევას (ლოკალური ანემია) და ამასთანავე ახანგრძლივებს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტს.
მაქსიკაინი ფორტე გამოიყენება სტომატოლოგიურ პროცედურებამდე ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისთვის. ესენია:
ლორწოვან გარსზე და ძვლებზე ქირურგიული ოპერაცია, რომელიც იწვევს ძლიერ სისხლდენას,
კბილის პულპაზე განხორციელებული ქირურგიული ოპერაცია (ამპუტაცია და ექსტრაქცია),
პაროდონტიტით დაზიანებული ან ჩამტვრეული კბილის ამოღება (ოსტეოტომია),
ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები,
კბილთან და ღრძილთან დაკავშირებული (მუკოგინგივალური) სხვა ოპერაციები, როგორიცაა პერკუტანული ოსტეოსინთეზი, კისტის ამოღება, ფესვის წვერის რეზექცია.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადებიდან გამომდინარე და გაგიკეთებთ პრეპარატს.
მაქსიკაინი ფორტეს აკეთებს სტომატოლოგი პირის ღრუში ნელი ინექციის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
თუ მაქსიკაინი ფორტე უნდა გამოიყენონ ბავშვებში, სავალდებულოა, გამოყენებული იქნას საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველაზე მცირე მოცულობა. ექიმი მაქსიკაინი ფორტეს დოზის რეგულირებას მოახდენს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში), შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.
თუ თვლით, რომ მაქსიკაინი ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:
არ არის მოსალოდნელი, რომ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით. მაგრამ მიმართეთ სტომატოლოგს, როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებაზე: ძლიერი სისუსტე, ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, შფოთვა ან მოუსვენრობა, ადგილის-მიმართულების აღქმის (ორიენტაციის) დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, უნებლიე ცახცახი ან ტრემორი, გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, თვალის ფოკუსირების გაძნელება, მეტყველების დარღვევები, თავბრუსხვევა, კონვულსიები, გაბრუება, ცნობიერების დაკარგვა, კომა, მთქნარება, უჩვეულოდ ნელი ან ჩქარი სუნთქვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის შექცევადი გაჩერება, გულის შეკუმშვის გაჩერება (გულის გაჩერება).
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება:
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც შეუძლებელია, დაგავიწყდეთ გამოყენება.
მაქსიკაინი ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ქირურგიული ჩარევის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგივე ექიმი დაასრულებს მკურნალობას.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, მაქსიკაინი ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. სტომატოლოგიური პროცედურის დროს სტომატოლოგი ინტენსიურად დაგაკვირდებათ მაქსიკაინი ფორტეზე რეაქციებთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია არტიკაინზე ან ამიდების ტიპის სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე,
თუ გაქვთ ალერგია ეპინეფრინზე, ნატრიუმის მეტაბისულფიტზე (E 223) ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,
თუ გაქვთ გულის რითმის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადა)
თუ გაქვთ ძალიან შენელებული პულსი
თუ გაქვთ გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე სისუსტე, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში ან გულის კუნთის (მიოკარდიუმი) დაზიანების შემდეგ მკერდში მოულოდნელი ტკივილი [მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი])
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა
თუ დაავადებული ხართ ასთმით და გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფიტებზე (სულფიტებით პროვოცირებული ასთმის შეტევები)
თუ გაქვთ ეპილეფსია, რომელიც სათანადო მედიკამენტური მკურნალობით საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, რომელიც უეცრად იწყება (პაროქსიზმული ტაქიკარდია)
თუ გაქვთ სპეციფიკური ტიპის გულის რითმის დარღვევა (სწრაფ, არათანაბარ გულისცემასთან ერთად მუდმივი არითმია)
თუ ბოლო 3-6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი,
თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ აორტო-კორონარული შუნტირება,
თუ გაქვთ დაავადება ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც, როგორც წესი, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლებში ადრენალინის გამომუშავებას)
თუ იყენებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპრანოლოლს). არსებობს ჰიპერტენზიული კრიზის (ძალიან მაღალი არტერიული წნევა) ან პულსის სერიოზული შენელების საფრთხე
თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა
თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს საჭიროზე მეტი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს,
თუ გაქვთ მაღალი თვალშიგა წნევა (თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა),
თუ ერთდროულად იღებთ დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ გარკვეულ პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები), რადგანაც ამ აქტიურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ეპინეფრინის ზემოქმედება. ეს შესაძლებელია ძალაში იყოს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.
არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება ინტრავენურად.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ შეიძლება გამოყენება სხეულის დაბოლოებების (მაგალითად, ხელის და ფეხის თითების) ადგილობრივი ანესთეზიის დროს, რადგანაც არსებობს აღნიშნულ მიდამოში სისხლის მიმოქცევის შეფერხების რისკი.
არ შეიძლება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა გამოგივლინდებათ ან გეხებათ თქვენ, მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ სპეციფიკური ფერმენტის დეფიციტი (ქოლინესტერაზას დეფიციტი), რადგანაც ამ დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს მაქსიკაინი ფორტეს ზემოქმედების შენელება და, სავარაუდოდ, გაძლიერება,
თუ ინექციის მიდამოში გაქვთ ანთება ან ინფექცია. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, გაიზარდოს მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების რაოდენობა პრეპარატის ეფექტის დაქვეითების გამო.
თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის,
თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).
მაქსიკაინი ფორტე შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ.
თუ გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები,
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, თირკმლის ანთება),
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (მაგალითად, ციროზი),
თუ ერთდროულად გიტარდებათ მკურნალობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით, ანუ პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ მგრძლობელობის შექცევად დაკარგვას, მათ შორის საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით (იხილეთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“)
თუ გაქვთ ეპილეფსია (იხილეთ თავი 4)
თუ იღებთ ანტითრომბოციტურ პრეპარატებს ან ანტიკოაგულანტებს, რომელიც გამოიყენება ხელებში და ფეხებში სისხლძარღვების შევიწროების და/ან ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის,
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,
თუ გაქვთ კუნთების სისუსტის გამომწვევი დაავადება, სახელად მიასთენია (myasthenia gravis)
თუ გაქვთ დაავადება, სახელად პორფირია, რომელიც იწვევს ნევროლოგიურ გართულებებს ან კანის პრობლემებს,
თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).
თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგალითად,
გულის უკმარისობა (გულის კუნთების სისუსტე)
გულის კორონარული დაავადება (გულის სისხლძარღვების შევიწროება),
სტენოკარდია (მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის შედეგად),
ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი,
გულის რითმის დარღვევა (არათანაბარი პულსი),
მაღალი არტერიული წნევა,
ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ფოლაქებით, მაგალითად, სისხლის ლიპიდებით)
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დარღვევა
ანამნეზში დამბლა
ბრონქების ქრონიკული ანთება ან ფილტვის ემფიზემა (ფილტვების პათოლოგიური შეშუპება)
დიაბეტი
სერიოზული შფოთვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, თქვენი სტომატოლოგი გამოიყენებს მაქსიკაინი ფორტეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღებით შეაფასებს რისკს და სარგებელს. არ არსებობს გამოცდილება მშობიარობის გარდა ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, თუ ეპინეფრინს გამოიყენებენ უფრო მაღალი დოზებით ვიდრე კბილის ანასთეზიის დროს, მას აქვს ნაყოფზე მავნე ზემოქმედება. თუ მაქსიკაინი ფორტეს ინექცია შეცდომით მოხვდება დედის სისხლძარღვში, მის შემადგენლობაში არსებული ეპინეფრინის მიზეზით შესაძლებელია შემცირდეს დედის საშვილოსნოსკენ სისხლის ნაკადი.
კბილის მკურნალობის დროს გამოყენებული დოზით არ არის მოსალოდნელი ფერტილურობაზე ნეგატიური ზემოქმედება.
თუ ორსულად ხართ, შესაძლებელია რეკომენდებული იქნას მაქსიკაინის გამოყენება მაქსიკაინი ფორტესთან შედარებით ნაკლები ეპინეფრინის შემცველობის გამო.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან. მაქსიკაინი ფორტეს აქტიური ნივთიერებები სწრაფად იშლება სხეულში. რის გამოც არც ერთი აქტიური ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია მავნე იყოს ბავშვებისთვის, არ გადადის დედის რძეში. ეს ნიშნავს, რომ მაქსიკაინი ფორტეს მოკლევადიანი გამოყენებისას არ დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შეწყვეტა. ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მართოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება და ზოგიერთი მექანიზმი პროცედურის შემდეგ. შესაბამისი კვლევებით არ დადგინდა არტიკაინით ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ მანქანის ტარების ჩვეულებრივი უნარის რაიმე სახით დარღვევა.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები ან დაღლილობა, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ (როგორც წესი, ეს ხდება სტომატოლოგიური პროცედურიდან მომდევნო 30 წუთის განმავლობაში).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქსიკაინი ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. ძალიან იშვიათად ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სერიოზული ალერგია) და ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება).
ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა პრეპარატებს, თუ მიიღეთ/გამოიყენეთ ახლო წარსულში ან, თუ უნდა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს სტომატოლოგს აცნობოთ, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
ტრანკვილიზატორები ან სედაციური საშუალებები, რომელიც გამოყენებული იქნა სტომატოლოგთან ვიზიტამდე შფოთვის შესამცირებლად (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები),
დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი), პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენტაკაპონი ან ტოლკაპონი),
დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი),
გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, დიგიტალისი, ქინიდინი),
შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, მეტისერგიდი ან ერგოტამინი),
ვაზოპრესორები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას (მაგალითად, კოკაინი, ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი): თუ ეს პრეპარატები გამოიყენეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საჭირო გახდება დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობის გადადება,
ფსიქიკური აშლილობების, უპირველეს ყოვლისა, შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზინები).
თუ ადგილიბრივი ანესთეზიისთვის ერთდროულად გამოიყენეთ სხვა პრეპარატები, შესაძლებელია გაიზარდოს მათი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ნერვულ სისტემაზე.
არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება, თუ იღებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპანოლოლს) (იხილეთ, თავი 2. არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში).
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ეპინეფრინს (ადრენალინი). ეპინეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ეპინეფრინის ჰიპერტენზიულმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიის და პარკინსონის დაავადების დროს გამოყენებული გარკვეული პრეპარატების ეფექტი, რის გამოც არ შეიძლება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად მისი გამოყენება (იხილეთ, თავი 2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე).
ეპინეფრინმა (ადრენალინი) შესაძლებელია შეაფერხოს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფა და ამ სახით დააქვეითოს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების) ეფექტი.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა სისხლის შედედების საწინააღმდეგო (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატებით (მაგალითად, ჰეპარინი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)), შეცდომით ინექციის სისხლძარღვში მოხვედრამ, რაც ადგილობრივი ანესთეზიის ნაწილს წარმოადგენს, შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა და ზოგადად გაზარდოს სისხლდენის რისკი.
გარკვეულ საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგალითად, ჰალოტანთან) ერთად მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია მოახდინოს გულის რითმის დარღვევების პროვოცირება.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი, თქვენი სტომატოლოგი შეარჩევს სხვა საანესთეზიო საშუალებას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან ჩასუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა).
კანზე გამონაყარი, ქავილი, ყელის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელება: ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციების სიმპტომები.
ჰორნერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, როგორიცაა ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მაქსიკაინი ფორტეზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ, მაგრამ აღენიშნება ზოგ პაციენტს
ხშირი
ღრძილების ანთება
გულისრევა
ღებინება
მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)
ნეიროპათიური ტკივილი (ნერვის დაზიანებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის ტკივილი)
პირში ლითონის გემო, გემოს აღქმის დარღვევა ან გემოს აღქმის დაკარგვა
პირის ღრუში და სახის მიდამოში მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია) ან გაზრდა (ჰიპერესთეზია)
თავის ტკივილი
არასასიამოვნო ან უჩვეულო შეხების შეგრძნება (დიზესთეზია)
სითბოზე მომატებული მგრძნობელობა
ნორმალურზე მეტად აჩქარებული გულისცემა
ნორმალურზე მეტად შენელებული გულისცემა
დაბალი არტერიული წნევა
ენის, ტუჩების და ღრძილების შეშუპება
არახშირი
გაბრუება
წვის შეგრძნება
მაღალი არტერიული წნევა
ენის და პირის ღრუს ანთება
დიარეა
კანზე გამონაყარი, ქავილი
კისერზე ან ინექციის მიდამოში ტკივილი
იშვიათი
შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ალერგიის მსგავსი რეაქციები).
ეს შესაძლებელია გამოვლინდეს ინექციის მიდამოში შეშუპების და/ან ანთების ფორმით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს ინექციის მიდამოთი და აღინიშნებოდეს ქვემოთ მითითებული ფორმითაც:
სიწითლე
ქავილი
წითელი და ცრემლიანი თვალები
ცხვირიდან გამონადენი
ზედა და/ან ქვედა ტუჩის და/ან ლოყების შეშუპება და სახის შეშუპება (ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელების შეგრძნება და ყლაპვის გაძნელებასთან ერთად მბგერავი ნაოჭების ირგვლივ (ხორხში) შეშუპება
ქავილი
სუნთქვის გაძნელება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს ანაფილაქსიურ შოკამდე
გაღიზიანება, შფოთვა
სახის ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები (სახის დამბლა)
დაბუჟება
თვალების უნებლიე მოძრაობა
თავის მიდამოში ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატის ინექციის დროს ან ინექციიდან მცირე ხნის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, გაფართოებული გუგები, სიბრმავე). როგორც წესი, ეს სიმპტომები შექცევადია.
ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება (ჰორნერის სინდრომი)
თვალბუდის მოცულობის ცვლილებიდან გამომდინარე თვალის კაკლის ღრმა მდებარეობა ორბიტაში (ენოფთალმი)
ტინიტუსი, ხმაურის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
პალპიტაცია
წამოხურება
მსტვენი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი), ასთმა
ჩასუნთქვის გაძნელება
ღრძილებზე განგრენის ან იარის წარმოქმნა (წყლული)
ინექციის მიდამოში განგრენა
გამონაყარი (ურტიკარია)
კუნთების სპაზმი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა
დაღლილობა, სისუსტე
ტრემორი
ძალიან იშვიათი
შეგრძნების პერსისტენტული დაკარგვა, ხანგრძლივი დაბუჟება და გემოს აღქმის დაკარგვა
უცნობია
კანზე სიწითლე (ერითემა)
მეტისმეტად კარგი გუნება-განწყობა (ეიფორია)
გულის ბუნებრივი ტემპის რეგულირებასთან ან გამტარ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (გატარების დარღვევები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
გულის რითმის პრობლემები, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო)
დოზიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ზედოზირების ან შეცდომით სისხლძარღვში პრეპარატის ინექციის გაკეთების შემთხვევაში) შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის დარღვევები. მაგალითად:
შფოთვა, გაღიზიანება
უმოძრაობა, გაბრუება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გონების დაკარგვამდე, კომა
სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სუნთქვის გაჩერებამდე
კუნთების კანკალი, სპაზმები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გავრცელებულ კონვულსიებამდე
ნერვის დაზიანება (მაგალითად, სახის ნერვების) შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის დროს, რის გამოც არ შეიძლება მისი გამორიცხვა. ვლინდება ინექციის მიდამოში არსებული ნერვების მიმართულების ან ინექციის არასწორი ტექნიკის გამო. შესაძლებელია განვითარდეს სახის დამბლა. ასევე შესაძლებელია გემოს მგრძნობელობის დაქვეითებაც.
შეცდომით სისხლძარღვში ინექციის გაკეთების შედეგად ჟანგბადის არასაკმარისი გადატანა, რაც იწვევს ქსოვილის ნეკროზს, ინექციის მიდამოში შესაძლებელია გამოვლინდეს ძალიან იშვიათად.
სხეულის ერთ ნაწილში სისხლის მოცულობის გაზრდა, რაც იწვევს სისხლძარღვების დახშვას.
სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება
ხმის ჩახლეჩა
ყლაპვის გაძნელება
ლოყების შეშუპება და ადგილობრივი შეშუპება
ენის წვა (პირის ღრუს წვის სინდრომი)
უჩვეულო ოფლიანობა
კირნს-სეირის სინდრომის დროს როგორც ნერვებზე, ასევე კუნთებზე ზემოქმედების მქონე (ნერვ-კუნთოვანი) სიმპტომების დამძიმება
სიცხის ან სიცივის შეგრძნება
ტრიზმი
პრეპარატმა მის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო შესაძლებელია ძალიან იშვიათად გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი). ამ ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახით: ღებინება, დიარეა, მსტვენი სუნთქვა, ასთმის მწვავე შეტევა, ცნობიერების დარღვევა ან შოკი.
ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები:
პატარა ბავშვებში კბილის მკურნალობის შემდეგ პირის მიდამოში შეგრძნების დაკარგვა უფრო დიდხანს გრძელდება, რის გამოც შემთხვევით კბენის შედეგად რბილი ქსოვილების დაზიანების რისკი მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალია.
სპეციალური შენიშვნა: თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია უეცრად გამოვლინდება და ძლიერად განვითარდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- მაქსიკაინი ფორტეს შენახვა
მაქსიკაინი ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა №:42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №:2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38
ქაფაქლი/თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 15/05/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
მაქსიკაინი ფორტე ერთჯერადია. პრეპარატი, რომელიც არ იქნა გამოყენებული, უნდა გადაყარონ.
მაქსიკაინი ფორტე უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. არ შეიძლება გამოყენება, თუ ხსნარი ამღვრეულია ან შეცვლილია ფერი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მაქსიკაინი ფორტე 80 მგ/2 მლ+0,02 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა
კეთდება ღრძილში.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - 80 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,020 მგ ეპინეფრინის ეკვივალენტურ 0,03638 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა და საინექციო წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული პრეპარატის დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის მაქსიკაინი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება მაქსიკაინი ფორტე?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- მაქსიკაინი ფორტეს შენახვა
- რა არის მაქსიკაინი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის ბიტარტრატს. ამპულაში არსებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,01819 მგ ეპინეფრინის ბიტარტრატს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ამპულა, თითოეული ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს.
მაქსიკაინი ფორტე სტომატოლოგიაში გამოყენებული ლოკალური (ადგილობრივი) საანესთეზიო პრეპარატია (პრეპარატი, რომელიც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას და ოპერაციის და ქირურგიული პროცედურების დროს გამოიყენება ტკივილის და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად). ეპინეფრინი ახდენს ინექციის მიდამოში არსებული სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევას (ლოკალური ანემია) და ამასთანავე ახანგრძლივებს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტს.
მაქსიკაინი ფორტე გამოიყენება სტომატოლოგიურ პროცედურებამდე ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისთვის. ესენია:
ლორწოვან გარსზე და ძვლებზე ქირურგიული ოპერაცია, რომელიც იწვევს ძლიერ სისხლდენას,
კბილის პულპაზე განხორციელებული ქირურგიული ოპერაცია (ამპუტაცია და ექსტრაქცია),
პაროდონტიტით დაზიანებული ან ჩამტვრეული კბილის ამოღება (ოსტეოტომია),
ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები,
კბილთან და ღრძილთან დაკავშირებული (მუკოგინგივალური) სხვა ოპერაციები, როგორიცაა პერკუტანული ოსტეოსინთეზი, კისტის ამოღება, ფესვის წვერის რეზექცია.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია არტიკაინზე ან ამიდების ტიპის სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე,
თუ გაქვთ ალერგია ეპინეფრინზე, ნატრიუმის მეტაბისულფიტზე (E 223) ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,
თუ გაქვთ გულის რითმის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადა)
თუ გაქვთ ძალიან შენელებული პულსი
თუ გაქვთ გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე სისუსტე, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში ან გულის კუნთის (მიოკარდიუმი) დაზიანების შემდეგ მკერდში მოულოდნელი ტკივილი [მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი])
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა
თუ დაავადებული ხართ ასთმით და გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფიტებზე (სულფიტებით პროვოცირებული ასთმის შეტევები)
თუ გაქვთ ეპილეფსია, რომელიც სათანადო მედიკამენტური მკურნალობით საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, რომელიც უეცრად იწყება (პაროქსიზმული ტაქიკარდია)
თუ გაქვთ სპეციფიკური ტიპის გულის რითმის დარღვევა (სწრაფ, არათანაბარ გულისცემასთან ერთად მუდმივი არითმია)
თუ ბოლო 3-6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი,
თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ აორტო-კორონარული შუნტირება,
თუ გაქვთ დაავადება ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომელიც, როგორც წესი, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლებში ადრენალინის გამომუშავებას)
თუ იყენებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპრანოლოლს). არსებობს ჰიპერტენზიული კრიზის (ძალიან მაღალი არტერიული წნევა) ან პულსის სერიოზული შენელების საფრთხე
თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა
თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს საჭიროზე მეტი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს,
თუ გაქვთ მაღალი თვალშიგა წნევა (თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა),
თუ ერთდროულად იღებთ დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ გარკვეულ პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები), რადგანაც ამ აქტიურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ეპინეფრინის ზემოქმედება. ეს შესაძლებელია ძალაში იყოს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.
არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება ინტრავენურად.
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ შეიძლება გამოყენება სხეულის დაბოლოებების (მაგალითად, ხელის და ფეხის თითების) ადგილობრივი ანესთეზიის დროს, რადგანაც არსებობს აღნიშნულ მიდამოში სისხლის მიმოქცევის შეფერხების რისკი.
არ შეიძლება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა გამოგივლინდებათ ან გეხებათ თქვენ, მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ სპეციფიკური ფერმენტის დეფიციტი (ქოლინესტერაზას დეფიციტი), რადგანაც ამ დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს მაქსიკაინი ფორტეს ზემოქმედების შენელება და, სავარაუდოდ, გაძლიერება,
თუ ინექციის მიდამოში გაქვთ ანთება ან ინფექცია. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, გაიზარდოს მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების რაოდენობა პრეპარატის ეფექტის დაქვეითების გამო.
თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის,
თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).
მაქსიკაინი ფორტე შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ.
თუ გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები,
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, თირკმლის ანთება),
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (მაგალითად, ციროზი),
თუ ერთდროულად გიტარდებათ მკურნალობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით, ანუ პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ მგრძლობელობის შექცევად დაკარგვას, მათ შორის საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით (იხილეთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“)
თუ გაქვთ ეპილეფსია (იხილეთ თავი 4)
თუ იღებთ ანტითრომბოციტურ პრეპარატებს ან ანტიკოაგულანტებს, რომელიც გამოიყენება ხელებში და ფეხებში სისხლძარღვების შევიწროების და/ან ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის,
თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,
თუ გაქვთ კუნთების სისუსტის გამომწვევი დაავადება, სახელად მიასთენია (myasthenia gravis)
თუ გაქვთ დაავადება, სახელად პორფირია, რომელიც იწვევს ნევროლოგიურ გართულებებს ან კანის პრობლემებს,
თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).
თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგალითად,
გულის უკმარისობა (გულის კუნთების სისუსტე)
გულის კორონარული დაავადება (გულის სისხლძარღვების შევიწროება),
სტენოკარდია (მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის შედეგად),
ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი,
გულის რითმის დარღვევა (არათანაბარი პულსი),
მაღალი არტერიული წნევა,
ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ფოლაქებით, მაგალითად, სისხლის ლიპიდებით)
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დარღვევა
ანამნეზში დამბლა
ბრონქების ქრონიკული ანთება ან ფილტვის ემფიზემა (ფილტვების პათოლოგიური შეშუპება)
დიაბეტი
სერიოზული შფოთვა.
გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად თქვენი სტომატოლოგი:
შეამოწმებს სამედიცინო ანამნეზს და თანმხლებ მკურნალობას,
გააკეთებს ტესტს (ინექციას), თუ არსებობს პრეპარატზე ალერგიის რისკი,
შეარჩევს, რამდენადაც შესაძლებელია, დაბალ დოზას,
ინექციამდე ყურადღებით შეამოწმებს, ხომ არ მოხვდა პრეპარატი სისხლძარღვში.
მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამ სტომატოლოგიური მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია გამოიწვიოს პირის ღრუს ხანგრძლივად დაბუჟება. ყურადღება უნდა მიექცეს პატარა ბავშვებს, რათა მათ კბენის გზით რბილ ქსოვილებს არ მიაყენონ დაზიანება.
მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მაქსიკაინი ფორტეს გამოყენების შემდეგ არ შეიძლება რაიმე სახის საკვების მიღება, სანამ არ გაივლის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ზემოქმედება.
გამოყენების შემდეგ პირის ღრუში დაკარგული მგრძნობელობის სრულად აღდგენამდე მოერიდეთ საკვების მიღებას, საღეჭი რეზინის დაღეჭვას. როდესაც პირის ღრუში არ არის მგრძნობელობა, ღეჭვის გამო შესაძლებელია შეცდომით იკბინოთ ენაზე, ტუჩზე ან ლოყის შიდა მხარეს და მიიღოთ დაზიანება.
თუ თქვენს ბავშვს გაუკეთდა მაქსიკაინი ფორტე, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, სანამ პირის ღრუში არ აღდგება მგრძნობელობა, რათა ბავშვმა არ მიიღოს საკვები, არ დაღეჭოს საღეჭი რეზინი, არ დალიოს ცხელი სითხეები.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, თქვენი სტომატოლოგი გამოიყენებს მაქსიკაინი ფორტეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღებით შეაფასებს რისკს და სარგებელს. არ არსებობს გამოცდილება მშობიარობის გარდა ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, თუ ეპინეფრინს გამოიყენებენ უფრო მაღალი დოზებით ვიდრე კბილის ანასთეზიის დროს, მას აქვს ნაყოფზე მავნე ზემოქმედება. თუ მაქსიკაინი ფორტეს ინექცია შეცდომით მოხვდება დედის სისხლძარღვში, მის შემადგენლობაში არსებული ეპინეფრინის მიზეზით შესაძლებელია შემცირდეს დედის საშვილოსნოსკენ სისხლის ნაკადი.
კბილის მკურნალობის დროს გამოყენებული დოზით არ არის მოსალოდნელი ფერტილურობაზე ნეგატიური ზემოქმედება.
თუ ორსულად ხართ, შესაძლებელია რეკომენდებული იქნას მაქსიკაინის გამოყენება მაქსიკაინი ფორტესთან შედარებით ნაკლები ეპინეფრინის შემცველობის გამო.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან. მაქსიკაინი ფორტეს აქტიური ნივთიერებები სწრაფად იშლება სხეულში. რის გამოც არც ერთი აქტიური ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია მავნე იყოს ბავშვებისთვის, არ გადადის დედის რძეში. ეს ნიშნავს, რომ მაქსიკაინი ფორტეს მოკლევადიანი გამოყენებისას არ დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შეწყვეტა. ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მართოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება და ზოგიერთი მექანიზმი პროცედურის შემდეგ. შესაბამისი კვლევებით არ დადგინდა არტიკაინით ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ მანქანის ტარების ჩვეულებრივი უნარის რაიმე სახით დარღვევა.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები ან დაღლილობა, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ (როგორც წესი, ეს ხდება სტომატოლოგიური პროცედურიდან მომდევნო 30 წუთის განმავლობაში).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქსიკაინი ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. ძალიან იშვიათად ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სერიოზული ალერგია) და ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება).
ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა პრეპარატებს, თუ მიიღეთ/გამოიყენეთ ახლო წარსულში ან, თუ უნდა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს სტომატოლოგს აცნობოთ, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
ტრანკვილიზატორები ან სედაციური საშუალებები, რომელიც გამოყენებული იქნა სტომატოლოგთან ვიზიტამდე შფოთვის შესამცირებლად (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები),
დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი), პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენტაკაპონი ან ტოლკაპონი),
დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი),
გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, დიგიტალისი, ქინიდინი),
შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, მეტისერგიდი ან ერგოტამინი),
ვაზოპრესორები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას (მაგალითად, კოკაინი, ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი): თუ ეს პრეპარატები გამოიყენეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საჭირო გახდება დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობის გადადება,
ფსიქიკური აშლილობების, უპირველეს ყოვლისა, შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზინები).
თუ ადგილიბრივი ანესთეზიისთვის ერთდროულად გამოიყენეთ სხვა პრეპარატები, შესაძლებელია გაიზარდოს მათი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ნერვულ სისტემაზე.
არ შეიძლება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება, თუ იღებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპანოლოლს) (იხილეთ, თავი 2. არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შემდეგ შემთხვევებში).
მაქსიკაინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ეპინეფრინს (ადრენალინი). ეპინეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ეპინეფრინის ჰიპერტენზიულმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიის და პარკინსონის დაავადების დროს გამოყენებული გარკვეული პრეპარატების ეფექტი, რის გამოც არ შეიძლება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად მისი გამოყენება (იხილეთ, თავი 2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამდე).
ეპინეფრინმა (ადრენალინი) შესაძლებელია შეაფერხოს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფა და ამ სახით დააქვეითოს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების) ეფექტი.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა სისხლის შედედების საწინააღმდეგო (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატებით (მაგალითად, ჰეპარინი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)), შეცდომით ინექციის სისხლძარღვში მოხვედრამ, რაც ადგილობრივი ანესთეზიის ნაწილს წარმოადგენს, შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა და ზოგადად გაზარდოს სისხლდენის რისკი.
გარკვეულ საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგალითად, ჰალოტანთან) ერთად მაქსიკაინი ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია მოახდინოს გულის რითმის დარღვევების პროვოცირება.
თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი, თქვენი სტომატოლოგი შეარჩევს სხვა საანესთეზიო საშუალებას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება მაქსიკაინი ფორტე?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადებიდან გამომდინარე და გაგიკეთებთ პრეპარატს.
მაქსიკაინი ფორტეს აკეთებს სტომატოლოგი პირის ღრუში ნელი ინექციის გზით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
თუ მაქსიკაინი ფორტე უნდა გამოიყენონ ბავშვებში, სავალდებულოა, გამოყენებული იქნას საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველაზე მცირე მოცულობა. ექიმი მაქსიკაინი ფორტეს დოზის რეგულირებას მოახდენს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში), შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.
თუ თვლით, რომ მაქსიკაინი ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:
არ არის მოსალოდნელი, რომ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით. მაგრამ მიმართეთ სტომატოლოგს, როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებაზე: ძლიერი სისუსტე, ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, შფოთვა ან მოუსვენრობა, ადგილის-მიმართულების აღქმის (ორიენტაციის) დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, უნებლიე ცახცახი ან ტრემორი, გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, თვალის ფოკუსირების გაძნელება, მეტყველების დარღვევები, თავბრუსხვევა, კონვულსიები, გაბრუება, ცნობიერების დაკარგვა, კომა, მთქნარება, უჩვეულოდ ნელი ან ჩქარი სუნთქვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის შექცევადი გაჩერება, გულის შეკუმშვის გაჩერება (გულის გაჩერება).
თუ მაქსიკაინი ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მაქსიკაინი ფორტეს გამოყენება:
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც შეუძლებელია, დაგავიწყდეთ გამოყენება.
მაქსიკაინი ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:
მაქსიკაინი ფორტე კეთდება ქირურგიული ჩარევის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგივე ექიმი დაასრულებს მკურნალობას.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, მაქსიკაინი ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. სტომატოლოგიური პროცედურის დროს სტომატოლოგი ინტენსიურად დაგაკვირდებათ მაქსიკაინი ფორტეზე რეაქციებთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან ჩასუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა).
კანზე გამონაყარი, ქავილი, ყელის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელება: ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციების სიმპტომები.
ჰორნერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, როგორიცაა ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მაქსიკაინი ფორტეზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ, მაგრამ აღენიშნება ზოგ პაციენტს
ხშირი
ღრძილების ანთება
გულისრევა
ღებინება
მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)
ნეიროპათიური ტკივილი (ნერვის დაზიანებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის ტკივილი)
პირში ლითონის გემო, გემოს აღქმის დარღვევა ან გემოს აღქმის დაკარგვა
პირის ღრუში და სახის მიდამოში მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია) ან გაზრდა (ჰიპერესთეზია)
თავის ტკივილი
არასასიამოვნო ან უჩვეულო შეხების შეგრძნება (დიზესთეზია)
სითბოზე მომატებული მგრძნობელობა
ნორმალურზე მეტად აჩქარებული გულისცემა
ნორმალურზე მეტად შენელებული გულისცემა
დაბალი არტერიული წნევა
ენის, ტუჩების და ღრძილების შეშუპება
არახშირი
გაბრუება
წვის შეგრძნება
მაღალი არტერიული წნევა
ენის და პირის ღრუს ანთება
დიარეა
კანზე გამონაყარი, ქავილი
კისერზე ან ინექციის მიდამოში ტკივილი
იშვიათი
შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ალერგიის მსგავსი რეაქციები).
ეს შესაძლებელია გამოვლინდეს ინექციის მიდამოში შეშუპების და/ან ანთების ფორმით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს ინექციის მიდამოთი და აღინიშნებოდეს ქვემოთ მითითებული ფორმითაც:
სიწითლე
ქავილი
წითელი და ცრემლიანი თვალები
ცხვირიდან გამონადენი
ზედა და/ან ქვედა ტუჩის და/ან ლოყების შეშუპება და სახის შეშუპება (ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელების შეგრძნება და ყლაპვის გაძნელებასთან ერთად მბგერავი ნაოჭების ირგვლივ (ხორხში) შეშუპება
ქავილი
სუნთქვის გაძნელება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს ანაფილაქსიურ შოკამდე
გაღიზიანება, შფოთვა
სახის ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები (სახის დამბლა)
დაბუჟება
თვალების უნებლიე მოძრაობა
თავის მიდამოში ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატის ინექციის დროს ან ინექციიდან მცირე ხნის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, გაფართოებული გუგები, სიბრმავე). როგორც წესი, ეს სიმპტომები შექცევადია.
ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება (ჰორნერის სინდრომი)
თვალბუდის მოცულობის ცვლილებიდან გამომდინარე თვალის კაკლის ღრმა მდებარეობა ორბიტაში (ენოფთალმი)
ტინიტუსი, ხმაურის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
პალპიტაცია
წამოხურება
მსტვენი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი), ასთმა
ჩასუნთქვის გაძნელება
ღრძილებზე განგრენის ან იარის წარმოქმნა (წყლული)
ინექციის მიდამოში განგრენა
გამონაყარი (ურტიკარია)
კუნთების სპაზმი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა
დაღლილობა, სისუსტე
ტრემორი
ძალიან იშვიათი
შეგრძნების პერსისტენტული დაკარგვა, ხანგრძლივი დაბუჟება და გემოს აღქმის დაკარგვა
უცნობია
კანზე სიწითლე (ერითემა)
მეტისმეტად კარგი გუნება-განწყობა (ეიფორია)
გულის ბუნებრივი ტემპის რეგულირებასთან ან გამტარ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (გატარების დარღვევები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
გულის რითმის პრობლემები, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო)
დოზიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ზედოზირების ან შეცდომით სისხლძარღვში პრეპარატის ინექციის გაკეთების შემთხვევაში) შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის დარღვევები. მაგალითად:
შფოთვა, გაღიზიანება
უმოძრაობა, გაბრუება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გონების დაკარგვამდე, კომა
სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სუნთქვის გაჩერებამდე
კუნთების კანკალი, სპაზმები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გავრცელებულ კონვულსიებამდე
ნერვის დაზიანება (მაგალითად, სახის ნერვების) შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის დროს, რის გამოც არ შეიძლება მისი გამორიცხვა. ვლინდება ინექციის მიდამოში არსებული ნერვების მიმართულების ან ინექციის არასწორი ტექნიკის გამო. შესაძლებელია განვითარდეს სახის დამბლა. ასევე შესაძლებელია გემოს მგრძნობელობის დაქვეითებაც.
შეცდომით სისხლძარღვში ინექციის გაკეთების შედეგად ჟანგბადის არასაკმარისი გადატანა, რაც იწვევს ქსოვილის ნეკროზს, ინექციის მიდამოში შესაძლებელია გამოვლინდეს ძალიან იშვიათად.
სხეულის ერთ ნაწილში სისხლის მოცულობის გაზრდა, რაც იწვევს სისხლძარღვების დახშვას.
სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება
ხმის ჩახლეჩა
ყლაპვის გაძნელება
ლოყების შეშუპება და ადგილობრივი შეშუპება
ენის წვა (პირის ღრუს წვის სინდრომი)
უჩვეულო ოფლიანობა
კირნს-სეირის სინდრომის დროს როგორც ნერვებზე, ასევე კუნთებზე ზემოქმედების მქონე (ნერვ-კუნთოვანი) სიმპტომების დამძიმება
სიცხის ან სიცივის შეგრძნება
ტრიზმი
პრეპარატმა მის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო შესაძლებელია ძალიან იშვიათად გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი). ამ ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახით: ღებინება, დიარეა, მსტვენი სუნთქვა, ასთმის მწვავე შეტევა, ცნობიერების დარღვევა ან შოკი.
ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები:
პატარა ბავშვებში კბილის მკურნალობის შემდეგ პირის მიდამოში შეგრძნების დაკარგვა უფრო დიდხანს გრძელდება, რის გამოც შემთხვევით კბენის შედეგად რბილი ქსოვილების დაზიანების რისკი მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალია.
სპეციალური შენიშვნა: თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია უეცრად გამოვლინდება და ძლიერად განვითარდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- მაქსიკაინი ფორტეს შენახვა
მაქსიკაინი ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მაქსიკაინი ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა №:42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №:2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38
ქაფაქლი/თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 15/05/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
მაქსიკაინი ფორტე ერთჯერადია. პრეპარატი, რომელიც არ იქნა გამოყენებული, უნდა გადაყარონ.
მაქსიკაინი ფორტე უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. არ შეიძლება გამოყენება, თუ ხსნარი ამღვრეულია ან შეცვლილია ფერი.
დოზირება:
თუ არ არის ანთება, ზედა ყბის კბილების მარტივი სახით ამოსაღებად, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 1,7 მლ პრეპარატის ინექცია. გარკვეულ შემთხვევებში სრული ადგილობრივი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საჭირო გახდეს მომდევნო ინექცია 1- 1,7 მლ ოდენობით. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო სასაში მტკივნეული ინექციის გაკეთება.
თუ საჭიროა სასაზე განაკვეთის გაკეთება ან ნაკერის დადება, თითოეულ ნაჩხვლეტზე საკმარისია დაახლოებით 0,1 მლ.
უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით მდებარე კბილების ამოღებისას არ არის საჭირო მაქსიკაინი ფორტეს სრული დოზა. როგორც წესი, შესაძლებელია შემცირდეს ინექციების რაოდენობა.
თუ არ არის ანთება, ქვედა ყბაზე პრემოლარული კბილების ამოსაღებად, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 1,7 მლ პრეპარატის ინექცია. თუ აღნიშნულის შემდეგ არ იქნება მიღებული სრული ეფექტი, დასაწყისში შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია 1-1,7 მლ ოდენობით. თუ მომდევნო ინექციის შემდეგაც მიდამო არ არის სრულად გაყუჩებული, შესაძლებელია გაკეთდეს ქვედა ყბის ნერვის ჩვეულებრივი ანესთეზია (მანდიბულური ანესთეზია). ორთოდონტური ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში მაქსიკაინი ფორტეს დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავს სტომატოლოგი პროცედურის სერიოზულობის და ხანგრძლივობის მიხედვით. მოზრდილებში ერთი პროცედურის დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხეულის წონის ერთ კილოგრამზე 7 მგ-მდე არტიკაინი. როგორც წესი, 500 მგ-მდე რაოდენობას (12,5 მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი) ახასიათებს კარგი შეგუება.
გამოყენების ფორმა:
მაქსიკაინი ფორტე განკუთვნილია პირის ღრუში გამოსაყენებლად.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად (მაგალიტად, ჰეპატიტის ინფექცია) ყოველი ინექციისთვის უნდა გამოიყენონ ახალი და სტერილური შპრიცი და ნემსები.
პრეპარატის სისხლძარღვში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ყოველ ინექციამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ასპირაციის ტესტი ორ ეტაპად, ანუ ნემსის მობრუნება უნდა მოხდეს 900-ით ან უმჯობესია თითქმის 1800-ით. შპრიცის წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას.
სპეციფიკური პოპულაციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში) შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საკმარისი ანესთეზიისთვის გამოყენებული იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობა.
პედიატრიული პოპულაცია:
თუ მაქსიკაინი ფორტეს იყენებენ ბავშვებში, გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური მოცულობა, რომელიც საჭიროა საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად. ინექციის რაოდენობა უნდა დარეგულირდეს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით ინდივიდუალურად. არტიკაინის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ სხეულის წონას (0,175 მლ/კგ).
ეს პრეპარატი არ არის შესწავლილი 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
გერიატრიული პოპულაცია:
ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საკმარისი ანესთეზიისთვის გამოყენებული იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობა.
15014HM01297-01
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.