პარკინსონის დაავადება მადოპარი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. დისპერსიული ფორმის მადოპარი მიზანშეწონილია პაციენტებში დისფაგიით (ყლაპვის გაძნელებით) ან იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავადმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოდოპა (levodopa) + ბენსერაზიდი (benserazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 125მგ (100მგ + 25მგ) მყარი კაფსულა №100 მინის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Delpharm Milano S.r.l., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფა და დოფას წარმოებულები
- ATC კოდი
- N04BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045197
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- F.Hoffmann-La Roche Ltd (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „როშ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მადოპარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პარკინსონის დაავადება
მადოპარი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
დისპერსიული ფორმის მადოპარი მიზანშეწონილია პაციენტებში დისფაგიით (ყლაპვის გაძნელებით) ან იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავადმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში ~დაგვიანების~ და ~გათიშვის~ ფენომენით.
მადოპარი HBS ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ყველა სახის ცვლილებები (მაგ., „პიკური დოზის დისკინეზია“ და „დოზის დასასრულის გაუარესება“ - როგორიცაა ღამის უმოძრაობა). HDHD
,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი (RLS):
მადოპარი ნაჩვენებია RLS-ის სიმპტომური მკურნალობისთვის, მათ შორის:
იდიოპათიური RLS
თირკმლის უკმარისობით გამოწვეული RLS, რომელიც საჭიროებს დიალიზს.
მიღების წესი და დოზირება
მიღების მეთოდები
მადოპარის სტანდარტული კაფსულის ან HBS- მადოპარის მიღებისას პაციენტებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაყლაპონ მთლიანი კაფსულა დაღეჭვის გარეშე..
სტანდარტული მადოპარის ტაბლეტები ქუცმაცდება(მათი გატეხვა შეიძლება) ყლაპვის გაადვილებისათვის.
მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50 მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა. სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ.
პარკინსონის დაავადება:
როცა ეს შესაძლებელია, დაუყოვნებელი გამოშვების/გამოთავისუფლების (სტანდარტული და დისპერსიული ფორმები) და ორმაგი გამოშვების მადოპარის ფორმები პაციიენტმა უნდა მიიღოს (ინიშნება) 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ რათა თავიდან იქნას აცილებული საკვებით მირებული ცილის/პროტეინის კონკურენტული ეფექტი ლევოდოპას ათვისებაზე (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) და ამ გზით ხელი შევუწყოთ უფრო სწრაფად მისი მოქმედების დაწყებას. მადოპარის მიღებით გამოწვეული მოსალოდნელი არასასურველი გასტრო-ინტესტინალური ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რაც ძირითადად ვლინდება მკურნალობის ადრეულ/პირველ ეტაპზე, უპირატესად რეკომენდირებულია პრეპარატთან ერთად ცილის დაბალი შემცველობის საკვების (მაგ. ბისკვიტის) ან სითხის მიყოლება, ასევე მადოპარის დოზის თანდათანობით(ნელი ტემპით) გაზრდა. მადოპარის HBS ფორმები შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ ნაწილი 3.2 ფარმაკოკინეტიკის თვისებები).
სტანდარტული დოზირება
მადოპარით სტანდარტული რეჟიმით მკურნალობისას რეკომენდირებულია დოზის თანდათანობით გაზრდა, დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია ოპტიმალური შედეგის მიღებამდე. ქვემოთმოყვანილი დოზირების ინსტრუქციები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მადოპარით მკურნალობის რეკომენდაციად
საწყისი მკურნალობა
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიებზე მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია 62.5მგ მადოპარის კაფსულებით ან ნახევარი 125მგ-იანი ტაბლეტით 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივ ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლევოდოპა 300-800 მგ+ბენსერაზიდი 75-200 მგ დღე-ღამური დოზის 3 ჯერად ან მეტად მიღებისას.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. თუ საჭირო იქნება დღე-ღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.
შემანარჩუნებელი თერაპია
მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს მადოპარის 1 კაფსულას ან ტაბლეტს ,,125“მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3-სა) და მათი განაწილება Dდღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია ჩვეულებრივი/სტანდარტული მადოპარის შეცვლა დისპერგირებული ან HBS მადოპარით.
,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი (RLS):
მადოპარის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ მადოპარს.
იდიოპათიური ,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი
მედიკამენტის დოზა უნდა მიიღოთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დაღვევების(უარყოფითი ზემოქმედების) თავიდან ასაცილებლად, ის შეიძლება მიღებულ იქნას დაბალი ცილოვანი შემცველობის საჭმელთან ერთად.
RLS რომელსაც ახლავს ჩაძინების გაძნელება:
რეკომენდირებულია, რომ RLS-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ დაძინება, მკურნალობდნენ მადოპარის სტანდარტული ფორმით. რეკომენდებული საწყისი დოზაა 62.5მგ – 125მგ მადოპარი. თუ სიმპტომები გრძელდება, რეკომენდებულია დოზის გაზრდა მადოპარის 250 მგ- მდე.
RLS-ის მქონე პაციენტები, რომლებსაც უჭირთ დაძინება და აღენიშნებათ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში:
რეკომენდირებულია, რომ RLS-ის მქონე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ორივე ტიპის ძილის დარღვევა: უჭირთ ჩაძინება და ასევე აქვთ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში, მკურნალობის სახით იღებდნენ მადოპარის ერთი HBS კაფსულისა და მადოპარის სტანდარტული „125“ ტაბლეტის კომბინაციას ძილის წინ ერთი საათით ადრე. თუ მკურნალობის ამ რეჟიმის შედეგად საკმარისად არ გაუმჯობესდება სიმპტომები ღამის მეორე ნახევარში, მაშინ რეკომენდებულია მადოპარის HBS-ის დოზის გაზრდა 2 კაფსულამდე.
RLS-ის მქონე პაციენტები, რომელთაც უჭირთ დაძინება და აღენიშნებათ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში და დამატებითი დარღვევები დღის განმავლობაში:
აღნიშნული პაციენტების მკურნალობა რეკომენდებულია დამატებით დისპერსიული 125 მგ მადოპარის მიღებით ან სტანდარტული მადოპარით, ისე რომ საერთო/მთლიანი დოზა 24 საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მადოპარის 500 მგ-ს.
თირკმლის უკმარისობის, (რომელიც საჭიროებს დიალიზს) შედეგად განვითარებული ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი,
რეკომენდირებულია, რომ RLS-ის მქონე პაციენტებს (რომელბსაც ესაჭიროება დიალიზი) დიალიზის დროს მკურნალობდნენ 125 მგ დისპერსიული მადოპარის ან მადოპარის სტანდარტული აბით, რომელიც ეძლევა დიალიზამდე 30 წუთით ადრე.
დოზირების სპეციალური ინსტრუქციები
თირკმლის უკმარისობა
დოზის შემცირება საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში (იხ.ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები, 2.5.6 თირკმლის უკმარისობა).
ღვიძლის უკმარისობა
მადოპარის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები, 2.5.6 ღვიძლის უკმარისობა).
,,პარკინსონის დაავადება“:
ყველა პაციენტში დოზის შერჩევა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. ქვეთავი 2.2 დოზირება და მირების წესი). ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. თუმცა,მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის კიდევ უფრო აშკარად გამოვლენისას, შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი თანდათანობით მოხსნის აუცილებლობა.
მადოპარის დისპერგირებადი/გაწოვადი ტაბლეტები კონკრეტულად მოწოდებულია დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება) მქონე პაციენტებისთვის ან როდესაც უფრო სწრაფად არის საჭირო მისი მოქმედების გამოვლენა, მაგ.:პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ აკინეზია ადრე დილით ან შუადღის საათებში , ან პაციენტებში შენელებული ჩართვის" ფენომენით და "დოზის დამთავრების ფენომენით"
პაციენტებს რომელთაც აღენიშნებათ დოზის ეფექტებს შორის დიდი რყევები დღის მანძილზე (დოზის დამთავრების ფენომენი) უნდა მიიღონ მადოპარი მცირე, უფრო ხშირი ცალკეული დოზებით ან უნდა გადაერთონ ჰბს (HBS) მადოპარის კურსზე.
სტანდარტული მადოპარიდან ჰბს (HBS) მადოპარზე გადართვა უმჯობესია მოხდეს ერთი დღიდან მეორეზე დილის დოზის დაწყებით. დღიური დოზა და დოზებს შორის ინტერვალი თავიდანვე უნდა იყოს ისეთივე, როგორც სტანდარტული მადოპარის შემთხვევაში.
2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ჰბს (HBS) მადოპარის ფარმაკოკინეტიკური თვისებებიდან გამომდინარე , მოქმედების დაწყება რამდენადმე დაყოვნებულია. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰბს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰბს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს.
ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰბს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.
მადოპარი ჰბს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა.
თუ მადოპარი ჰბს-ი არაეფექტურია, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.
,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი (RLS):
სინდრომის გააქტიურების/ინტენსივობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად: RLS სიმპტომების ადრეული დაწყება დღის განმავლობაში, სიმპტომების სიმძიმის მატება და სხეულის სხვა ნაწილების ჩართვა) მადოპარის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
თუ მაინც აღინიშნა სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მაქსიმალური სადღეღამისო დოზსის გადაჭარბება.
თუ დაფიქსირდება სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაძლიერება ან რემისირებული პროცესების კვლავ განახლება, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამხმარე თერაპია ლევოდოპას დოზის შემცირებით ან ლევოდოპას თანდათანობით შეწყვეტით და სხვა წამლით ჩანაცვლებით.
- 3 წინააღმდეგჩვენებები:
მადოპარი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნომებელობა ლევოდოპას ან ბენსერაზიდის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ..
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ არასელექციურ მონოამინო ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორებს ჰიპერტენზიული კრიზების რისკების სამართავად (იხ. ქვეთავი 2.4.1 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, ზოგადი). რაც შეეხება მაო- BB-ს სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, სელეგილინს და მაო- AA სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, მოკლობედს, ისინი წინააღმდეგნაჩვენები არ არის. მაო-AA-ს და მაო-B-ს ინჰიბიტორების კომბინირება ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური დათრგუნვისა, ამიტომ ასეთი კომბინაციის დანიშვნა ერთდროულად მადოპართან მიუღებელია. (იხ. ქვეთავი 2.4.5 სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
პაციენტებში ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, (დიალიზზე მყოფი პაციენტების გარდა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევით, ფსიქიური დაავადებების დროს ფსიქოზური კომპონენტით და დახურულკუთხოვანი გლაუკომით.
პაციენტებში 25 წლამდე (უნდა იყოს დასრულებული ძვლოვანი ჩონჩხის განვითარება).
ორსულებში ან ქალებში რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს(იხ 2.5.2 ორსულობა და 2.5.3 მეძუძური დედები). თუ მადოპარის მიღების ფონზე განვითარდა ორსულობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს(მკურნალი ექიმის რჩევით).
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
იმუნოლოგიურ რეაქციებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს სესნსიბილიზებულ პირებში.
ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
მადოპარის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ~ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი~ ( ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდობა, ასევე შესაძლებელია ფსიქიური ცვლილებები და კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლის შრატში), რაც შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მისი განვითარებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია) და ჩაუტარდეს სათანადო სიმპტომური მკურნალობა, რაც გულისხმობს მადოპარის განმეორებით დანიშვნას ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
ზედმიწევნით და ფრთხილად უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი/დაკვირვება შესაძლო არასასურველ ფსიქიატრიული სიმპტომების გამოვლენის კუთხით.
დეპრესია პარკინსონის დაავადების კლინიკური სურათის შემადგენელი ნაწილია და შესაძლოა გამოვლინდეს მადოპარით მკურნალობისას.
Lლევოდოპას მიღებას თან ახლავს სომნოლენცია და უეცარი ჩაძინების ეპიზოდები. უეცარი ჩაძინების ეპიზოდები გამაფრთხილებელი წინა სიმპტომების გარეშე ჩვეულებრივი დღიური აქტივობისას ძალიან იშვიათია. Lლევოდოპას მიღებისას პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ამის შესახებ და ურჩიონ მეტი სიფრთხილე საჭის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას. სომნოლენციის ან/და უეცარი ჩაძინების ეპიზოდების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება საჭის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შემცირდეს ლევოდოპას დოზა ან შეწყდეს თერაპია. (იხ. 2.4.3 მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარი)
დოფამინერგული პრეპარატები: იმპულსების კონტროლის დარღვევები, როგორიცაა პათოლოგიური აზარტულობა, ლიბიდოსა და სექსუალობის მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პარკინსონის დაავადებასთან დოფამინის აგონისტებით. რამდენადაც მადოპარი არ წარმოადგენს დოფამინის აგონისტს, არ არის ცნობილი მიზეზობრივი კავშირი ზემოთაღნიშნულ სიმპტომებსა და მადოპარის მიღებას შორის, თუმცა რამდენადაც მადოპარი დოფამინერგული პრეპარატია, მისი დანიშვნისას რეკომენდირებულია სიფრთხილე.
თვალის მხრივ გამოვლენილ ზეგავლენასთან/ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი, რადგანაც ლევოდოპას შეუძლია თვალის შიდა წნევის გაზრდა.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებისას გამოვლენილ ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
თუ ლევოდოპაზე მყოფი პაციენტი საჭიროებს ზოგადი მოქმედების ანესთეზიას, მადოპარის ჩვეული კურსი უნდა გაგრძელდეს ქირურგიულ კურსთან ძალიან მიახლოებული მოდიფიკაციით, ჰალოტანის გარდა. ჰალოტანით ანესთეზიისას მადოპარის მიღება წყდება ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, ვინაიდან მადოპარი ჰალოტანით ნარკოზის დროს იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და არითმიას. ოპერაციის შემდეგ ხდება დოზის გაზრდა იმ ნიშნულამდე რასაც პაციენტი ღებულობდა ოპერაციამდე.
თუ მადოპარი უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჩაუნაცვლებელ არასელექციურ მაო-ს ინჰიბიტორებს, მაშინ მინიმუმ 2 კვირის ინტერვალი უნდა იყოს დაცული MAO-ს ინჰიბიტორის შეწყვეტასა და მადოპარის თერაპიის დაწყებას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპერტენზიული კრიზი (იხ. ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები და 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებთან).
დოფამინ-რეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებების მქონე ანტიფსიქოზური მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ, კერძოდ მათ მიეკუთვნება D2-რეცეპტორების ანტაგონისტები, შესაძლოა გამოიწვიოს უკუგავლენა ლევოდოპა-ბენსერაზიდის ანტიპარკინსონურ ეფექტებზე. ლევოდოპამ შესაძლოა შეამციროს ამ პრეპარატების ანტიფსიქოზური ეფექტი. აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
მადოპარი არ უნდა დაინიშნოს სიმპათომიმეტიკებთან ერთად (როგორიცაა ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი), რადგან ლევოდოპას შეუძლია გააძლიეროს მათი ეფექტი. ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მჭიდრო მეთვალყურეობა და შეიძლება საჭირო გახდეს სიმპათომიმეტური საშუალებების დოზის შემცირება (იხ.ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
COMT ინჰიბიტორით ადიუვანტური მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები არ უნდა მოიხსნას უეცრად მადოპარით თერაპიის დაწყებისას, რადგან ლევოდოპა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იწყებს მოქმედებას.
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, ამანტადინთან, სელეგილინთან, ბრომოკრიპტინთან და დოფამინის აგონისტებთან კომბინაცია დასაშვებია, თუმცა მკურნალობის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის ან სხვა ნივთიერების დოზის შემცირება (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
ლაბორატორიული ტესტები
მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის და სისხლის უჯრედების რაოდენობის შემოწმება (იხ. ქვეთავი 2.6.2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება). შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ხშირად უნდა გაიკეთონ სისხლში შაქრის დონის შესამოწმებელი ტესტები და ანტიდიაბეტური საშუალებების დოზა უნდა დარეგულირდეს სისხლში შაქრის დონის მიხედვით.
- 4.2 პრეპარატის ბოროტად მოხამარება და წამალდამოკიდებულება
დოფამინის რეგულაციის მოშლის სინდრომი (DDS): პაციენტების მცირე ქვეჯგუფში აღინიშნება ცნობიერებისა და ქცევის დარღვევები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პაციენტების მიერ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზით მიღება, კერძოდ რაც აღემატება იმ დოზას რომელიც საჭიროა მათი მოტორული დარღვევების სამკურნალოდ.
- 4.3 საჭის მართვა და მანქნანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი
მადოპარმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ლევოდოპას და აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ძილის ეპიზოდები, უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ თავი შეიკავონ მანქანის მართვისგან ან ისეთი აქტივობებისგან, სადაც დაქვეითებულმა სიფხიზლემ შესაძლოა თავად მკურნალობის მიმღები პაციენტი ან სხვები სერიოზული ტრავმის ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოს (მაგ. მანქანების მართვა), სანამ ასეთი განმეორებადი ეპიზოდები და ძილიანობა არ ალაგდება/გაქრება (იხ. ქვეთავი2.4.1 ზოგადი).
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები
ნაყოფიერება
ნაყოფიერების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ქვეთავი 3.3 არაკლინიკური უსაფრთხოება).
ორსულობის ტესტი
ორსულობის გამორიცხვის მიზნით რეკომენდებულია ორსულობის ტესტის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე.
კონტრაცეფცია
ადექვატური კონტრაცეფცია უნდა იქნას გამოყენებული რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებში მადოპარით მკურნალობის დროს.
ორსულები
მადოპარი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულებში და ქალებში რეპროდუქციის პერიოდში, რომლებიც არ იღებენ კონტრაცეპციის ადექვატურ ზომებს. (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები, 3.3.4 ტერატოგენურობა და 3.3.5 სხვა).
თუ დაორსულდა ქალი, რომელიც ღებულობს მადოპარს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს (მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).
მშობიარობა
მადოპარის უსაფრთხო გამოყენება მშობიარობის დროს დადგენილი არ არის.
მეძუძური დედები
ლაქტაციის პერიოდში მადოპარის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის.
ცნობილი არ არის გადადის თუ არა ბენსერაზიდი დედის რძეში, ამიტომ მადოპარით მკურნალბის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის ჩონჩხის არასწორი განვითარება.
გამოყენება პედიატრიაში
მადოპარი უკუნაჩვენებია 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები).
გამოყენება ხანდაზმულებში
იხილეთ ქვეთავი 3.2.5 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის დროს ლევოდოპასა და ბენსერაზიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ლევოდოპა და ბენსერაზიდი აქტიურად მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით ლევოდოპას 10 %-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით. Mმსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს არ არის საჭირო მადოპარის დოზის შემცირება. (იხილეთ ქვეთავი 2.2.1 სპეციალური დოზირების ინსტრუქცია).
მადოპარს კარგად იტანენ ურემიული პაციენტები, რომლებიც იტარებენ/გადიან ჰემოდიალიზს..
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკამრისობის დროს ლევოდოპასა და ბენსერაზიდის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგული პრეპარატის ტრიჰექსიფენიდილის ერთდროული გამოყენება სტანდარტულ მადოპართან ამცირებს ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს, და არა მისი აბსორბციის ხარისხს. ტრიჰექსიფენიდილი, რომელიც მიიღება მადოპარ HBS-თან ერთად, არ მოქმედებს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე.
ანტაციდების ერთდროული გამოყენება მადოპარ HBS-თან ერთად ამცირებს ლევოდოპას შეწოვის ხარისხს 32%-ით.
რკინის სულფატი ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში და AUC-ს 30-50%-ით. ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება რკინის სულფატით (მადოპართან) ერთობლივი მკურნალობის დროს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩანს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მეტოკლოპრამიდი ზრდის ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს.
დომპერიდონმა შეიძლება გაზარდოს ლევოდოპას ბიოშეღწევადობა ნაწლავში ლევოდოპას გაზრდილი აბსორბციის/შეწოვის შედეგად.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები
,,მოუსვენარი ფეხები“ სინდრომი
მადოპარის კლინიკური განვითარების პროგრამისთვის, პლაცებო კონტროლირებადი, RLS-ის მქონე 85 პაციენტის მონაწილეობით მიმდინარე ორი ჯვარედინი კლინიკური კვლევიდან, მიღებული გაერთიანებული მონაცემები, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით.
ყველა მოვლენაა ჩამოთვლილი, რომელიც არაერთხელ იყო მოხსენებული აქტიური მკურნალობის ჯგუფში, .
თითოეული არასასურველი მოვლენის შესაბამისი სიხშირის კატეგორიის შეფასება ეფუძნება შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ცხრილი 1 გვერდითი მოვლენების შეჯამება RLS-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოდოპა/ბენზერაზიდით M43052 და M43060 კვლევებში
გვერდითი მოვლენები
ლევოდოპა/
ბენსერაზიდი
N=85
სიხშირის კატეგორია
N
%
ინფექციები და ინვაზიები
ფებრილური ინფექცია
4
- 7
ხშირი
რინიტი
3
- 5
ხშირი
ბრონქიტი
2
- 3
ხშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
5
- 8
ხშირი
RLS-ის გამწვავება
2
- 3
ხშირი
თავბრუსხვევა
3
- 5
ხშირი
გამოძიებები
ECG ცვლილებები*
2
- 3
ხშირი
გაიზარდა არტერიული წნევა
2
- 3
ხშირი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
პირის სიმშრალე
3
- 5
ხშირი
დიარეა
2
- 3
ხშირი
გულისრევა
2
- 3
ხშირი
- არითმია
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა მადოპარის პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს შეტყობინების სახით გადაცემული (ცხრილი 2) სპონტანური შემთხვევის და ლიტერატურული შემთხვევების საფუძველზე.
წამლის თითოეული/ცალკეული არასასურველი რეაქციის შესაბამისი სიხშირის კატეგორიის შეფასება ეფუძნება შემდეგ შეთანხმებას/კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ეს რეაქციები ნებაყოფლობით არის მოხსენებული გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა წამლის ზემოქმედებასთან).
ცხრილი 2 წამლის გვერდითი რეაქციები პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან
ნარკოტიკების გვერდითი რეაქციები
სიხშირის კატეგორია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები 1:
ჰემოლიზური ანემია
უცნობი სიხშირე
გარდამავალი ლეიკოპენია
უცნობი სიხშირე
თრომბოციტოპენია
უცნობი სიხშირე
მეტაბოლური და კვების დარღვევები:
ანორექსია
უცნობი სიხშირე
ფსიქიატრიული დარღვევები:
დეპრესია
უცნობი სიხშირე
აგზნებადობა
უცნობი სიხშირე
შფოთვა
უცნობი სიხშირე
უძილობა
უცნობი სიხშირე
ჰალუცინაციები
უცნობი სიხშირე
ბოდვები
უცნობი სიხშირე
დროებითი დეზორიენტაცია
უცნობი სიხშირე
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (DDS)
უცნობი სიხშირე
ნერვული სისტემის დარღვევა:
აგეუზია
უცნობი სიხშირე
დისგეუზია
უცნობი სიხშირე
დისკინეზია (ქორეიფორმული და ათეტოზური)
უცნობი სიხშირე
თერაპიული პასუხის რყევები
- გაყინვის ეპიზოდები
- დოზის ბოლოს გაუარესება
- "ჩართვა-გამორთვის" ეფექტი
უცნობი სიხშირე
RLS-ის გაზრდა
უცნობი სიხშირე
ძილიანობა
უცნობი სიხშირე
გადაჭარბებული დღის ძილიანობა
უცნობი სიხშირე
ძილის უეცარი დაწყების ეპიზოდები
უცნობი სიხშირე
გულის არითმიები
უცნობი სიხშირე
ორთოსტატიური ჰიპოტენზია
უცნობი სიხშირე
გულისრევა
უცნობი სიხშირე
ღებინება
უცნობი სიხშირე
დიარეა
უცნობი სიხშირე
ნერწყვის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
ენის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
კბილების გაუფერულება
უცნობი სიხშირე
პირის ღრუს ლორწოვანის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
ქავილი
უცნობი სიხშირე
გამონაყარი
უცნობი სიხშირე
გაიზარდა ტრანსამინაზები
უცნობი სიხშირე
ტუტე ფოსფატაზას მატება
უცნობი სიხშირე
გაიზარდა გამა-გლუტამილტრანსფერაზა
უცნობი სიხშირე
ქრომატურია
უცნობი სიხშირე
სისხლში შარდოვანას აზოტის გაზრდა
უცნობი სიხშირე
1იხ. ქვეტიპი 2.4.1 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, ლაბორატორიული ტესყეი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: მადოპარის მიღებისას იშვიათად ვლინდება ჰემოლიზური ანემია, გარდამავალი ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მადოპარით ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და სისხლის საერთო ანალიზის პერიოდული კონტროლი.
ფსიაქიატრიული დარღვევები: დეპრესია შეიძლება იყოს კლინიკური სურათის ნაწილი პარკინსონის დაავადებისა და მოუსვენარი ფეხების სინდრომის (RLS-ის) მქონე პაციენტებში და ასევე შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მადოპარით. შფოთვა, აგზნებადობა, უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვები და დროებითი დეზორიენტაცია შეიძლება დაფიქსირდეს განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მსგავსი დარღვევები.
ნერვული სისტემის დარღვევები: მკურნალობის შემდგომ ეტაპებზე შეიძლება განვითარდეს დისკინეზია (მაგ. ქორეიფორმული ან ათეტოზური). როგორც წესი, ეს გაივლის თვითნებურად ან დოზის შემცირებით მადოპარის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თერაპიული მოქმედების მერყეობა, რაც გამოიხატება ~გაშეშების~ ეპიზოდებით, ეფექტის შემცირებით დოზის მოქმედების პერიოდის ბოლო დროს და ~ჩართვა-გამორთვის~ ფენომენის შემცირებით. ამ მოვლენების მოხსნა და შემცირება ხდება პრეპარატის დოზის დაქვეითებით ან პატარა დოზების უფრო ხშირი დანიშვნით. შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად. Mმადოპარის მიღებისას მოსალოდნელია სომნოლენციისა და უეცარი ჩაძინების ეპიზოდების განვითარება.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათია ორთოსტატიური ჰიპოტონია. ორთოსტატიური დარღვევები მცირდება დოზის შემცირების შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშრებით ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით.
გამოკვლევები:შეიძლება შეიცვალოს შარდის ფერი, ჩვეულებრივ წითელ ფერამდე, რომელიც მუქდება მისი დაყოვნების/დგომის დროს. ორგანიზმის სხვა სითხეები ან ქსოვილის ფერიც შეიძლება გაუფერულდეს ან პირიქით შეიფეროს, მაგალითად ნერწყვი, ენა, კბილები ან ლორწოვანი გარსები.
,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი:
სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაზრდა (სიმპტომების დროითი გადანაცვლება საღამოდან/ღამიდან შუადღემდე და საღამოს მომდევნო ღამის დოზის მიღებამდე) დოფამინერგული ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები და დამახასიათებელი ნიშნები
მადოპარის დოზის გადაჭარბებისას განვითარებული სიმპტომები და ნიშნები მისი თერაპიული დოზის მიღებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების მსგავსია, მაგრამ უფრო მკვეთრადაა გამოხატული. Mმადოპარის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოლოგიური გვერდითი ეფექტები (მაგ. გულის არითმიები), ფსიქიატრიული აშლილობები (მაგ. ცნობიერების დაბინდვა და უძილობა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (მაგ. გულისრევა, ღებინება), უნებლიე მოძრაობები. (იხ. ქვეთავი 2.6.2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება [არასასურველი ეფეტები]).
თუ პაციენტი იღებს მადოპარის (მაგ.: HBS მადოპარის კაფსულები ან მადოპარი DR) კონტროლირებადი გამონთავისუფლების ფორმის გადაჭარბებულ დოზას, სიმპტომების გამოვლენა შეიძლება დაგვიანდეს აქტიური ნივთიერების კუჭიდან დაყოვნებული შეწოვის გამო.
მკურნალობა
პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადოპარის ჭარბი დოზით მიღებისას რეკომენდირებულია სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი/კონტროლი. ზოგიერთ პაციენტში საჭირო ხდება სიმპტომური მკურნალობა კარდიოვასკულური მიმართულებით (მაგ.:ანტიარითმული), ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგ.: სუნთქვის ამგზნები და ნეიროლეფსიური პრეპარატებით).
გარდა ამისა, კონტროლირებადი გამონთავისუფლების ფორმის შემთხვევაში თავიდან უნდა ავიცილოთ შემდგომი აბსორბცია შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.
შემადგენლობა
აქტიური/ძირითადი ინგრედიენტები:
მადოპარი წარმოადგენს ლევოდოპასა და დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის –ბენსერაზიდის (ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდის) კომბინაციას დოზის თანაფარდობით 4:1. არსებობს მადოპარის შემდეგი შემადგენლობები:
მადოპარი ‘62.5’ = ლევოდოპა 50 მგ + ბენსერაზიდი 12.5 მგ
მადოპარი ‘125’ = ლევოდოპა 100 მგ + ბენსერაზიდი 25 მგ
მადოპარ "250" = ლევოდოპა 200 მგ + ბენზერაზიდი 50 მგ
თერაპიული მახასიათებლები
შენახვის პირობები
დაუშვებელია მადოპარის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლ;ის შემდეგ.
მადოპარი უნდა ინახებოდეს თავდაპირველ შეფუთვაში.
ბოთლი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული, ტენიანობისგან დასაცავად.
სპეციალური ინსტრუქცია გამოყენების, განკარგვისა და განადგურების შესახებ
შეფუთვა:
მადოპარი ‘62.5’ :
კაფსულები - 50 მგ ლევოდოპა + 12.5 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი ‘125’ :
კაფსულები - 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
ჯვარედინდანაყოფიანი ტაბლეტები:
100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი ‘250’ :
კაფსულები - 200 მგ ლევოდოპა + 50 მგ ბენსერაზიდი 30, 100
ჯვარედინდანაყოფიანი ტაბლეტები:
200 მგ ლევოდოპა + 50 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი დისპერსული ფორმა 62.5:
ტაბლეტები-50 მგ ლევოდოპა + 12.5 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი დისპერსული ფორმა ‘125’:
ტაბლეტები: 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი HBS კონტროლირებულად გამონთავისუფლებადი
კაფსულები: 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
ფარმაცევტული საშუალებების გარემოში მოხვედრა/გამოყოფა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. მედიკამენტები არ უნდა მოხვდეს ჩამდინარე წყლში და თავიდან უნდა იქნას აცილებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად მათი გადაყრა.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Roche ფარმა (Schweiz) AG
Gartenstrasse 9
4052 ბაზელი, შვეიცარია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4070ბაზელი, შვეიცარია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეიროლეპტიკები, ოპიოიდები და რეზერპინის შემცველი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები თრგუნავენ მადოპარის მოქმედებას.
თუ მადოპარი უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჩაუნაცვლებელ არასელექციურ MAO -ს ინჰიბიტორებს, მინიმუმ 2 კვირის ინტერვალი უნდა იყოს დაცული MAO-ს ინჰიბიტორის შეწყვეტასა და მადოპარის თერაპიის დაწყებას შორის; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპერტონული კრიზი (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები). შერჩევითი MAO-B ინჰიბიტორები, როგორიცაა სელეგილინი და რასაგილინი და შერჩევითი MAO-A ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი, შეიძლება დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან მადოპარით თერაპიაზე; რეკომენდებულია ლევოდოპას დოზის შეცვლა ცალკეული/ინდივიდუალური პაციენტის საჭიროებების მიხედვით, როგორც ეფექტურობის, ისე ტოლერანტობის თვალსაზრისით. MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაცია არასელექციური MAO-ს ინჰიბიციის ექვივალენტურია და მაინც, ეს კომბინაცია არ უნდა იქნას მიღებული მადოპართან ერთად (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები).
მადოპარი არ უნდა დაინიშნოს სიმპათომიმეტიკებთან ერთად (როგორიცაა ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი, რომლებიც ასტიმულირებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას), რადგან ლევოდოპას შეუძლია გააძლიეროს მათი ეფექტი. ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზედმიწევნით მჭიდრო მეთვალყურეობა და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპათომიმეტური საშუალებების დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, ამანტადინთან, სელეგილინთან, ბრომოკრიპტინთან და დოფამინის აგონისტებთან კომბინაცია დასაშვებია, თუმცა მკურნალობის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის ან სხვა ნივთიერების დოზის შემცირება.
COMT ინჰიბიტორით ადიუვანტური მკურნალობის დაწყებისას შეიძლება საჭირო გახდეს მადოპარის დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები არ უნდა მოიხსნას უეცრად მადოპარით თერაპიის დაწყებისას, რადგან ლევოდოპა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იწყებს მოქმედებას.
დოფამინ-რეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებების მქონე ანტიფსიქოზური პრეპარატების კერძოდ კი D2-რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ, შესაძლოა განაპირობოს ლევოდოპა-ბენსერაზიდის ანტიპარკინსონური ეფექტების ანტაგონიზაცია. ლევოდოპას შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატების ანტიფსიქოზური ეფექტი. ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.
ზოგადი ანესთეზია ჰალოტანით: მადოპარის მიღება უნდა შეწყდეს ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, რომელიც საჭიროებს ზოგად ანესთეზიას ჰალოტანით, რადგან შეიძლება გამოიიწვიოს არტერიული წნევის მერყეობა და/ან არითმია.
სხვა საანესთეზიო საშუალებებით ზოგადი ანესთეზიისთვის იხილეთ ქვეთავი 2.4.1 ზოგადი (გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ლაბორატორიული ტესტების ურთიერთქმედება
ლევოდოპას შეუძლია გავლენა მოახდინოს კატექოლამინების, კრეატინინის, შარდმჟავას და გლიკოზურიის ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე. შარდის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს ცრუ დადებითი კეტონური სხეულების არსებობაზე.
კუმბსის ტესტებსაც ასევე შეიძლება ქონდეს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც იღებენ მადოპარს.
საკვებთან ურთიერთქმედება
ეფექტის დაქვეითება შეინიშნება, როდესაც პრეპარატის დაუყოვნებელი გამოშვების/გამონთავისუფლების ფორმები მიიღება ცილებით მდიდარ კვებასთან ერთად. მონაცემები საკვების გავლენის შესახებ მადოპარის ეფექტურობაზე სხვა ფორმებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
ლევოდოპა არის დიდი ნეიტრალური ამინომჟავა (LNAA) და ის კონკურენციას უწევს საკვებით მიღებული ცილის LNAA-ებს კუჭის ლორწოვან გარსსა და ჰემატოენცეფალურ ბარიერში ტრანსპორტირებისთვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება და მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
პარკინსონის დაავადება:
დოფამინი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნეირომედიატორს, არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება პარკინსონის დაავადების მქონე ავადმყოფების ბაზალურ განგლიებში. Lლევოდოპა(INN) an L-DOPA (3,4-დიჰიდროქსი L-ფენილალანინი) არის შუალედური რგოლი დოფამინის ბიოსინთეზში. ლევოდოპა (რომელიც წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლურ წინამორბედს) გამოიყენება დოფამინის დონის მოსამატებლად რადგან მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერის გადალახვა, რისი უნარიც არ აქვს დოფამინს.
როგორც კი ლევოდოფპა შეაღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში(CNS), იგი მეტაბოლიზდება დოფამინად არომატული L-ამინო მჟავის დეკარბოქსილაზის მიერ.
მიღების შემდეგ ლევოდოპა განიცდის სწრაფ დეკარბოქსილირებას დოფამინად, როგორც ცერებრულ, ასევე ექსტრაცერებრულ ქსოვილებში. ამის შედეგად მიღებული ლევოდოპას უმეტესი ნაწილი ვერ აღწევს ბაზალურ განგლიებს, და შესაბამისად პერიფერიული დოფამინი იწვევს არასასურველ ეფექტებს(გვერდით მოვლენებს). ამის გამო სასურველია ლევოდოპას ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირების დათრგუნვა/ინჰიბირება, რაც შესაძლებელია ლევოდოპას და ბენსერაზიდის, პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის, ერთდროული შეყვანით.
მადოპარი წარმოადგენს ამ ნივთიერებების კომბინაციას შეფარდებით 4:1, მისი ოპტიმალურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევით და სამკურნალო პრაქტიკით და გააჩნია ისეთივე ეფექტურობა, როგორც ლევოდოპას დიდ დოზებს.
იდიოპათიური ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი:
მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ არსებობს გაზრდილი მტკიცებულება იმისა, რომ დოფამინერგული სისტემა მთავარ როლს თამაშობს ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომის პათოფიზიოლოგიაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
გამოშვების სტანდარტული ფორმა
ლევოდოპა ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილებში და აბსორბცია ხდება ნაწლავის ამ მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან. მადოპარის ჩვეულებრივი მიღების შემდეგ ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 საათის შემდეგ.
ჩვეულებრივ მადოპარის კაფსულები და ტაბლეტები ბიოექვივალენტურია.
ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტარცია პლაზმაში და ლევოდოპას შეწოვის ხარისხი იზრდება დოზის პროპორციულად (50მგ-დან 200მგ-მდე).
საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს და ხარისხს მადოპარის სტანდარტული ფორმების მიღების დროს. მადოპარის დანიშვნა ჭამის შემდეგ ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30%-ით და იგი მიიღწევა მოგვიანებით. შეწოვის ხარისხი მცირდება 15%-ით.
გამოშვების დისპერგირებული ფორმა
ჯანმრთელ მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პირებში დისპერსიული მადოპარის და სტანდარტული/ჩვეულებრივი მადოპარის ფარმაკოკინეტიკური პროფილი/პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ პიკურ კონცენტრაციამდე დრო დისპერსირებული მადოპარის შემდეგ უფრო ხანმოკლეა. დისპერგირებული სუსპენზიის სახით მიღებისას შეწოვის პარამეტრები ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმებისაგან განსხვავებით ერთნაირია (ძალიან მცირე განსხვავება აღინიშნება) სხვადასხვა ავადმყოფებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მადოპარი ®
ლევოდოფა + ბენსერაზიდი
აღწერილობა
თერაპიულ/ფარმაკოლოგიური კლასი
ATC კოდი: N04BA02
მადოპარი წარმოადგენს ლევოდოპასა და დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორ ბენზერაზიდის კომბინირებული მედიკამენტი.
დოზირების ფორმა
სტანდარტული ფორმები:
მადოპარის კაფსულები ‘62.5’, ‘125’, ‘250’
მადოპარის ჯვარედინდანაყოფებიანი ტაბლეტები ‘125’, ‘250’
დისპერსული ფორმები:
მადოპარის ერთი ზოლით გაყოფილი დისპერსული ტაბლეტები ‘62.5’, ‘125’
კონტროლირებული გამოშვების ფორმები:
მადოპარის (ჰიდროდინამიკურად ბალანსირებული სისტემა (HBS)) კაფსულები ‘125’
ერთი ზოლით გაყოფილი(ერთზოლიანი) ტაბლეტები ორმაგი გამოშვების (DR) ფორმაში - Madopar DR ‘250’-ის სახით
მიღების გზა
პერორალური
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური/ძირითადი ინგრედიენტები:
მადოპარი წარმოადგენს ლევოდოპასა და დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის –ბენსერაზიდის (ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდის) კომბინაციას დოზის თანაფარდობით 4:1. არსებობს მადოპარის შემდეგი შემადგენლობები:
მადოპარი ‘62.5’ = ლევოდოპა 50 მგ + ბენსერაზიდი 12.5 მგ
მადოპარი ‘125’ = ლევოდოპა 100 მგ + ბენსერაზიდი 25 მგ
მადოპარ "250" = ლევოდოპა 200 მგ + ბენზერაზიდი 50 მგ
თერაპიული მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
პარკინსონის დაავადება
მადოპარი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
დისპერსიული ფორმის მადოპარი მიზანშეწონილია პაციენტებში დისფაგიით (ყლაპვის გაძნელებით) ან იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავადმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში ~დაგვიანების~ და ~გათიშვის~ ფენომენით.
მადოპარი HBS ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ყველა სახის ცვლილებები (მაგ., „პიკური დოზის დისკინეზია“ და „დოზის დასასრულის გაუარესება“ - როგორიცაა ღამის უმოძრაობა). HDHD
,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი (RLS):
მადოპარი ნაჩვენებია RLS-ის სიმპტომური მკურნალობისთვის, მათ შორის:
იდიოპათიური RLS
თირკმლის უკმარისობით გამოწვეული RLS, რომელიც საჭიროებს დიალიზს.
დოზირება და მიღების წესი:
მიღების მეთოდები
მადოპარის სტანდარტული კაფსულის ან HBS- მადოპარის მიღებისას პაციენტებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაყლაპონ მთლიანი კაფსულა დაღეჭვის გარეშე..
სტანდარტული მადოპარის ტაბლეტები ქუცმაცდება(მათი გატეხვა შეიძლება) ყლაპვის გაადვილებისათვის.
მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50 მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა. სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ.
პარკინსონის დაავადება:
როცა ეს შესაძლებელია, დაუყოვნებელი გამოშვების/გამოთავისუფლების (სტანდარტული და დისპერსიული ფორმები) და ორმაგი გამოშვების მადოპარის ფორმები პაციიენტმა უნდა მიიღოს (ინიშნება) 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ რათა თავიდან იქნას აცილებული საკვებით მირებული ცილის/პროტეინის კონკურენტული ეფექტი ლევოდოპას ათვისებაზე (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) და ამ გზით ხელი შევუწყოთ უფრო სწრაფად მისი მოქმედების დაწყებას. მადოპარის მიღებით გამოწვეული მოსალოდნელი არასასურველი გასტრო-ინტესტინალური ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რაც ძირითადად ვლინდება მკურნალობის ადრეულ/პირველ ეტაპზე, უპირატესად რეკომენდირებულია პრეპარატთან ერთად ცილის დაბალი შემცველობის საკვების (მაგ. ბისკვიტის) ან სითხის მიყოლება, ასევე მადოპარის დოზის თანდათანობით(ნელი ტემპით) გაზრდა. მადოპარის HBS ფორმები შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ ნაწილი 3.2 ფარმაკოკინეტიკის თვისებები).
სტანდარტული დოზირება
მადოპარით სტანდარტული რეჟიმით მკურნალობისას რეკომენდირებულია დოზის თანდათანობით გაზრდა, დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია ოპტიმალური შედეგის მიღებამდე. ქვემოთმოყვანილი დოზირების ინსტრუქციები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მადოპარით მკურნალობის რეკომენდაციად
საწყისი მკურნალობა
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიებზე მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია 62.5მგ მადოპარის კაფსულებით ან ნახევარი 125მგ-იანი ტაბლეტით 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივ ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლევოდოპა 300-800 მგ+ბენსერაზიდი 75-200 მგ დღე-ღამური დოზის 3 ჯერად ან მეტად მიღებისას.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. თუ საჭირო იქნება დღე-ღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.
შემანარჩუნებელი თერაპია
მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს მადოპარის 1 კაფსულას ან ტაბლეტს ,,125“მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3-სა) და მათი განაწილება Dდღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია ჩვეულებრივი/სტანდარტული მადოპარის შეცვლა დისპერგირებული ან HBS მადოპარით.
,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი (RLS):
მადოპარის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ მადოპარს.
იდიოპათიური ,,მოუსვენარი ფეხების” სინდრომი
მედიკამენტის დოზა უნდა მიიღოთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დაღვევების(უარყოფითი ზემოქმედების) თავიდან ასაცილებლად, ის შეიძლება მიღებულ იქნას დაბალი ცილოვანი შემცველობის საჭმელთან ერთად.
RLS რომელსაც ახლავს ჩაძინების გაძნელება:
რეკომენდირებულია, რომ RLS-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ დაძინება, მკურნალობდნენ მადოპარის სტანდარტული ფორმით. რეკომენდებული საწყისი დოზაა 62.5მგ – 125მგ მადოპარი. თუ სიმპტომები გრძელდება, რეკომენდებულია დოზის გაზრდა მადოპარის 250 მგ- მდე.
RLS-ის მქონე პაციენტები, რომლებსაც უჭირთ დაძინება და აღენიშნებათ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში:
რეკომენდირებულია, რომ RLS-ის მქონე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ორივე ტიპის ძილის დარღვევა: უჭირთ ჩაძინება და ასევე აქვთ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში, მკურნალობის სახით იღებდნენ მადოპარის ერთი HBS კაფსულისა და მადოპარის სტანდარტული „125“ ტაბლეტის კომბინაციას ძილის წინ ერთი საათით ადრე. თუ მკურნალობის ამ რეჟიმის შედეგად საკმარისად არ გაუმჯობესდება სიმპტომები ღამის მეორე ნახევარში, მაშინ რეკომენდებულია მადოპარის HBS-ის დოზის გაზრდა 2 კაფსულამდე.
RLS-ის მქონე პაციენტები, რომელთაც უჭირთ დაძინება და აღენიშნებათ ძილის დარღვევა ღამის განმავლობაში და დამატებითი დარღვევები დღის განმავლობაში:
აღნიშნული პაციენტების მკურნალობა რეკომენდებულია დამატებით დისპერსიული 125 მგ მადოპარის მიღებით ან სტანდარტული მადოპარით, ისე რომ საერთო/მთლიანი დოზა 24 საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მადოპარის 500 მგ-ს.
თირკმლის უკმარისობის, (რომელიც საჭიროებს დიალიზს) შედეგად განვითარებული ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი,
რეკომენდირებულია, რომ RLS-ის მქონე პაციენტებს (რომელბსაც ესაჭიროება დიალიზი) დიალიზის დროს მკურნალობდნენ 125 მგ დისპერსიული მადოპარის ან მადოპარის სტანდარტული აბით, რომელიც ეძლევა დიალიზამდე 30 წუთით ადრე.
დოზირების სპეციალური ინსტრუქციები
თირკმლის უკმარისობა
დოზის შემცირება საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში (იხ.ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები, 2.5.6 თირკმლის უკმარისობა).
ღვიძლის უკმარისობა
მადოპარის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები, 2.5.6 ღვიძლის უკმარისობა).
,,პარკინსონის დაავადება“:
ყველა პაციენტში დოზის შერჩევა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. ქვეთავი 2.2 დოზირება და მირების წესი). ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. თუმცა,მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის კიდევ უფრო აშკარად გამოვლენისას, შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი თანდათანობით მოხსნის აუცილებლობა.
მადოპარის დისპერგირებადი/გაწოვადი ტაბლეტები კონკრეტულად მოწოდებულია დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება) მქონე პაციენტებისთვის ან როდესაც უფრო სწრაფად არის საჭირო მისი მოქმედების გამოვლენა, მაგ.:პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ აკინეზია ადრე დილით ან შუადღის საათებში , ან პაციენტებში შენელებული ჩართვის" ფენომენით და "დოზის დამთავრების ფენომენით"
პაციენტებს რომელთაც აღენიშნებათ დოზის ეფექტებს შორის დიდი რყევები დღის მანძილზე (დოზის დამთავრების ფენომენი) უნდა მიიღონ მადოპარი მცირე, უფრო ხშირი ცალკეული დოზებით ან უნდა გადაერთონ ჰბს (HBS) მადოპარის კურსზე.
სტანდარტული მადოპარიდან ჰბს (HBS) მადოპარზე გადართვა უმჯობესია მოხდეს ერთი დღიდან მეორეზე დილის დოზის დაწყებით. დღიური დოზა და დოზებს შორის ინტერვალი თავიდანვე უნდა იყოს ისეთივე, როგორც სტანდარტული მადოპარის შემთხვევაში.
2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ჰბს (HBS) მადოპარის ფარმაკოკინეტიკური თვისებებიდან გამომდინარე , მოქმედების დაწყება რამდენადმე დაყოვნებულია. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰბს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰბს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს.
ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰბს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.
მადოპარი ჰბს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა.
თუ მადოპარი ჰბს-ი არაეფექტურია, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.
,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი (RLS):
სინდრომის გააქტიურების/ინტენსივობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად: RLS სიმპტომების ადრეული დაწყება დღის განმავლობაში, სიმპტომების სიმძიმის მატება და სხეულის სხვა ნაწილების ჩართვა) მადოპარის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
თუ მაინც აღინიშნა სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მაქსიმალური სადღეღამისო დოზსის გადაჭარბება.
თუ დაფიქსირდება სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაძლიერება ან რემისირებული პროცესების კვლავ განახლება, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამხმარე თერაპია ლევოდოპას დოზის შემცირებით ან ლევოდოპას თანდათანობით შეწყვეტით და სხვა წამლით ჩანაცვლებით.
- 3 წინააღმდეგჩვენებები:
მადოპარი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნომებელობა ლევოდოპას ან ბენსერაზიდის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ..
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ არასელექციურ მონოამინო ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორებს ჰიპერტენზიული კრიზების რისკების სამართავად (იხ. ქვეთავი 2.4.1 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, ზოგადი). რაც შეეხება მაო- BB-ს სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, სელეგილინს და მაო- AA სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, მოკლობედს, ისინი წინააღმდეგნაჩვენები არ არის. მაო-AA-ს და მაო-B-ს ინჰიბიტორების კომბინირება ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური დათრგუნვისა, ამიტომ ასეთი კომბინაციის დანიშვნა ერთდროულად მადოპართან მიუღებელია. (იხ. ქვეთავი 2.4.5 სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
პაციენტებში ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, (დიალიზზე მყოფი პაციენტების გარდა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევით, ფსიქიური დაავადებების დროს ფსიქოზური კომპონენტით და დახურულკუთხოვანი გლაუკომით.
პაციენტებში 25 წლამდე (უნდა იყოს დასრულებული ძვლოვანი ჩონჩხის განვითარება).
ორსულებში ან ქალებში რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს(იხ 2.5.2 ორსულობა და 2.5.3 მეძუძური დედები). თუ მადოპარის მიღების ფონზე განვითარდა ორსულობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს(მკურნალი ექიმის რჩევით).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ზოგადი
იმუნოლოგიურ რეაქციებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს სესნსიბილიზებულ პირებში.
ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
მადოპარის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ~ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი~ ( ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდობა, ასევე შესაძლებელია ფსიქიური ცვლილებები და კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლის შრატში), რაც შეიძლება სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მისი განვითარებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია) და ჩაუტარდეს სათანადო სიმპტომური მკურნალობა, რაც გულისხმობს მადოპარის განმეორებით დანიშვნას ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
ზედმიწევნით და ფრთხილად უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი/დაკვირვება შესაძლო არასასურველ ფსიქიატრიული სიმპტომების გამოვლენის კუთხით.
დეპრესია პარკინსონის დაავადების კლინიკური სურათის შემადგენელი ნაწილია და შესაძლოა გამოვლინდეს მადოპარით მკურნალობისას.
Lლევოდოპას მიღებას თან ახლავს სომნოლენცია და უეცარი ჩაძინების ეპიზოდები. უეცარი ჩაძინების ეპიზოდები გამაფრთხილებელი წინა სიმპტომების გარეშე ჩვეულებრივი დღიური აქტივობისას ძალიან იშვიათია. Lლევოდოპას მიღებისას პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ამის შესახებ და ურჩიონ მეტი სიფრთხილე საჭის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას. სომნოლენციის ან/და უეცარი ჩაძინების ეპიზოდების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება საჭის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შემცირდეს ლევოდოპას დოზა ან შეწყდეს თერაპია. (იხ. 2.4.3 მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარი)
დოფამინერგული პრეპარატები: იმპულსების კონტროლის დარღვევები, როგორიცაა პათოლოგიური აზარტულობა, ლიბიდოსა და სექსუალობის მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პარკინსონის დაავადებასთან დოფამინის აგონისტებით. რამდენადაც მადოპარი არ წარმოადგენს დოფამინის აგონისტს, არ არის ცნობილი მიზეზობრივი კავშირი ზემოთაღნიშნულ სიმპტომებსა და მადოპარის მიღებას შორის, თუმცა რამდენადაც მადოპარი დოფამინერგული პრეპარატია, მისი დანიშვნისას რეკომენდირებულია სიფრთხილე.
თვალის მხრივ გამოვლენილ ზეგავლენასთან/ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი, რადგანაც ლევოდოპას შეუძლია თვალის შიდა წნევის გაზრდა.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებისას გამოვლენილ ეფექტებთან დაკავშირებული გაფრთხილებები
თუ ლევოდოპაზე მყოფი პაციენტი საჭიროებს ზოგადი მოქმედების ანესთეზიას, მადოპარის ჩვეული კურსი უნდა გაგრძელდეს ქირურგიულ კურსთან ძალიან მიახლოებული მოდიფიკაციით, ჰალოტანის გარდა. ჰალოტანით ანესთეზიისას მადოპარის მიღება წყდება ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, ვინაიდან მადოპარი ჰალოტანით ნარკოზის დროს იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და არითმიას. ოპერაციის შემდეგ ხდება დოზის გაზრდა იმ ნიშნულამდე რასაც პაციენტი ღებულობდა ოპერაციამდე.
თუ მადოპარი უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჩაუნაცვლებელ არასელექციურ მაო-ს ინჰიბიტორებს, მაშინ მინიმუმ 2 კვირის ინტერვალი უნდა იყოს დაცული MAO-ს ინჰიბიტორის შეწყვეტასა და მადოპარის თერაპიის დაწყებას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპერტენზიული კრიზი (იხ. ქვეთავები 2.3 უკუჩვენებები და 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებთან).
დოფამინ-რეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებების მქონე ანტიფსიქოზური მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ, კერძოდ მათ მიეკუთვნება D2-რეცეპტორების ანტაგონისტები, შესაძლოა გამოიწვიოს უკუგავლენა ლევოდოპა-ბენსერაზიდის ანტიპარკინსონურ ეფექტებზე. ლევოდოპამ შესაძლოა შეამციროს ამ პრეპარატების ანტიფსიქოზური ეფექტი. აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
მადოპარი არ უნდა დაინიშნოს სიმპათომიმეტიკებთან ერთად (როგორიცაა ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი), რადგან ლევოდოპას შეუძლია გააძლიეროს მათი ეფექტი. ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მჭიდრო მეთვალყურეობა და შეიძლება საჭირო გახდეს სიმპათომიმეტური საშუალებების დოზის შემცირება (იხ.ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
COMT ინჰიბიტორით ადიუვანტური მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები არ უნდა მოიხსნას უეცრად მადოპარით თერაპიის დაწყებისას, რადგან ლევოდოპა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იწყებს მოქმედებას.
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, ამანტადინთან, სელეგილინთან, ბრომოკრიპტინთან და დოფამინის აგონისტებთან კომბინაცია დასაშვებია, თუმცა მკურნალობის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის ან სხვა ნივთიერების დოზის შემცირება (იხ. ქვეთავი 2.8 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
ლაბორატორიული ტესტები
მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის და სისხლის უჯრედების რაოდენობის შემოწმება (იხ. ქვეთავი 2.6.2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება). შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ხშირად უნდა გაიკეთონ სისხლში შაქრის დონის შესამოწმებელი ტესტები და ანტიდიაბეტური საშუალებების დოზა უნდა დარეგულირდეს სისხლში შაქრის დონის მიხედვით.
- 4.2 პრეპარატის ბოროტად მოხამარება და წამალდამოკიდებულება
დოფამინის რეგულაციის მოშლის სინდრომი (DDS): პაციენტების მცირე ქვეჯგუფში აღინიშნება ცნობიერებისა და ქცევის დარღვევები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პაციენტების მიერ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზით მიღება, კერძოდ რაც აღემატება იმ დოზას რომელიც საჭიროა მათი მოტორული დარღვევების სამკურნალოდ.
- 4.3 საჭის მართვა და მანქნანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი
მადოპარმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ლევოდოპას და აღენიშნებათ ძილიანობა და/ან უეცარი ძილის ეპიზოდები, უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ თავი შეიკავონ მანქანის მართვისგან ან ისეთი აქტივობებისგან, სადაც დაქვეითებულმა სიფხიზლემ შესაძლოა თავად მკურნალობის მიმღები პაციენტი ან სხვები სერიოზული ტრავმის ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოს (მაგ. მანქანების მართვა), სანამ ასეთი განმეორებადი ეპიზოდები და ძილიანობა არ ალაგდება/გაქრება (იხ. ქვეთავი2.4.1 ზოგადი).
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები
ნაყოფიერება
ნაყოფიერების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ქვეთავი 3.3 არაკლინიკური უსაფრთხოება).
ორსულობის ტესტი
ორსულობის გამორიცხვის მიზნით რეკომენდებულია ორსულობის ტესტის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე.
კონტრაცეფცია
ადექვატური კონტრაცეფცია უნდა იქნას გამოყენებული რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებში მადოპარით მკურნალობის დროს.
ორსულები
მადოპარი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულებში და ქალებში რეპროდუქციის პერიოდში, რომლებიც არ იღებენ კონტრაცეპციის ადექვატურ ზომებს. (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები, 3.3.4 ტერატოგენურობა და 3.3.5 სხვა).
თუ დაორსულდა ქალი, რომელიც ღებულობს მადოპარს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს (მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).
მშობიარობა
მადოპარის უსაფრთხო გამოყენება მშობიარობის დროს დადგენილი არ არის.
მეძუძური დედები
ლაქტაციის პერიოდში მადოპარის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის.
ცნობილი არ არის გადადის თუ არა ბენსერაზიდი დედის რძეში, ამიტომ მადოპარით მკურნალბის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის ჩონჩხის არასწორი განვითარება.
გამოყენება პედიატრიაში
მადოპარი უკუნაჩვენებია 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები).
გამოყენება ხანდაზმულებში
იხილეთ ქვეთავი 3.2.5 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის დროს ლევოდოპასა და ბენსერაზიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ლევოდოპა და ბენსერაზიდი აქტიურად მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით ლევოდოპას 10 %-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით. Mმსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს არ არის საჭირო მადოპარის დოზის შემცირება. (იხილეთ ქვეთავი 2.2.1 სპეციალური დოზირების ინსტრუქცია).
მადოპარს კარგად იტანენ ურემიული პაციენტები, რომლებიც იტარებენ/გადიან ჰემოდიალიზს..
ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკამრისობის დროს ლევოდოპასა და ბენსერაზიდის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
არასასურველი ეფექტები
კლინიკური კვლევები
,,მოუსვენარი ფეხები“ სინდრომი
მადოპარის კლინიკური განვითარების პროგრამისთვის, პლაცებო კონტროლირებადი, RLS-ის მქონე 85 პაციენტის მონაწილეობით მიმდინარე ორი ჯვარედინი კლინიკური კვლევიდან, მიღებული გაერთიანებული მონაცემები, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით.
ყველა მოვლენაა ჩამოთვლილი, რომელიც არაერთხელ იყო მოხსენებული აქტიური მკურნალობის ჯგუფში, .
თითოეული არასასურველი მოვლენის შესაბამისი სიხშირის კატეგორიის შეფასება ეფუძნება შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ცხრილი 1 გვერდითი მოვლენების შეჯამება RLS-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოდოპა/ბენზერაზიდით M43052 და M43060 კვლევებში
გვერდითი მოვლენები
ლევოდოპა/
ბენსერაზიდი
N=85
სიხშირის კატეგორია
N
%
ინფექციები და ინვაზიები
ფებრილური ინფექცია
4
- 7
ხშირი
რინიტი
3
- 5
ხშირი
ბრონქიტი
2
- 3
ხშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
5
- 8
ხშირი
RLS-ის გამწვავება
2
- 3
ხშირი
თავბრუსხვევა
3
- 5
ხშირი
გამოძიებები
ECG ცვლილებები*
2
- 3
ხშირი
გაიზარდა არტერიული წნევა
2
- 3
ხშირი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
პირის სიმშრალე
3
- 5
ხშირი
დიარეა
2
- 3
ხშირი
გულისრევა
2
- 3
ხშირი
- არითმია
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა მადოპარის პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს შეტყობინების სახით გადაცემული (ცხრილი 2) სპონტანური შემთხვევის და ლიტერატურული შემთხვევების საფუძველზე.
წამლის თითოეული/ცალკეული არასასურველი რეაქციის შესაბამისი სიხშირის კატეგორიის შეფასება ეფუძნება შემდეგ შეთანხმებას/კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ეს რეაქციები ნებაყოფლობით არის მოხსენებული გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა წამლის ზემოქმედებასთან).
ცხრილი 2 წამლის გვერდითი რეაქციები პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან
ნარკოტიკების გვერდითი რეაქციები
სიხშირის კატეგორია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები 1:
ჰემოლიზური ანემია
უცნობი სიხშირე
გარდამავალი ლეიკოპენია
უცნობი სიხშირე
თრომბოციტოპენია
უცნობი სიხშირე
მეტაბოლური და კვების დარღვევები:
ანორექსია
უცნობი სიხშირე
ფსიქიატრიული დარღვევები:
დეპრესია
უცნობი სიხშირე
აგზნებადობა
უცნობი სიხშირე
შფოთვა
უცნობი სიხშირე
უძილობა
უცნობი სიხშირე
ჰალუცინაციები
უცნობი სიხშირე
ბოდვები
უცნობი სიხშირე
დროებითი დეზორიენტაცია
უცნობი სიხშირე
დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (DDS)
უცნობი სიხშირე
ნერვული სისტემის დარღვევა:
აგეუზია
უცნობი სიხშირე
დისგეუზია
უცნობი სიხშირე
დისკინეზია (ქორეიფორმული და ათეტოზური)
უცნობი სიხშირე
თერაპიული პასუხის რყევები
- გაყინვის ეპიზოდები
- დოზის ბოლოს გაუარესება
- "ჩართვა-გამორთვის" ეფექტი
უცნობი სიხშირე
RLS-ის გაზრდა
უცნობი სიხშირე
ძილიანობა
უცნობი სიხშირე
გადაჭარბებული დღის ძილიანობა
უცნობი სიხშირე
ძილის უეცარი დაწყების ეპიზოდები
უცნობი სიხშირე
გულის არითმიები
უცნობი სიხშირე
ორთოსტატიური ჰიპოტენზია
უცნობი სიხშირე
გულისრევა
უცნობი სიხშირე
ღებინება
უცნობი სიხშირე
დიარეა
უცნობი სიხშირე
ნერწყვის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
ენის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
კბილების გაუფერულება
უცნობი სიხშირე
პირის ღრუს ლორწოვანის გაუფერულება
უცნობი სიხშირე
ქავილი
უცნობი სიხშირე
გამონაყარი
უცნობი სიხშირე
გაიზარდა ტრანსამინაზები
უცნობი სიხშირე
ტუტე ფოსფატაზას მატება
უცნობი სიხშირე
გაიზარდა გამა-გლუტამილტრანსფერაზა
უცნობი სიხშირე
ქრომატურია
უცნობი სიხშირე
სისხლში შარდოვანას აზოტის გაზრდა
უცნობი სიხშირე
1იხ. ქვეტიპი 2.4.1 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, ლაბორატორიული ტესყეი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: მადოპარის მიღებისას იშვიათად ვლინდება ჰემოლიზური ანემია, გარდამავალი ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მადოპარით ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და სისხლის საერთო ანალიზის პერიოდული კონტროლი.
ფსიაქიატრიული დარღვევები: დეპრესია შეიძლება იყოს კლინიკური სურათის ნაწილი პარკინსონის დაავადებისა და მოუსვენარი ფეხების სინდრომის (RLS-ის) მქონე პაციენტებში და ასევე შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მადოპარით. შფოთვა, აგზნებადობა, უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვები და დროებითი დეზორიენტაცია შეიძლება დაფიქსირდეს განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მსგავსი დარღვევები.
ნერვული სისტემის დარღვევები: მკურნალობის შემდგომ ეტაპებზე შეიძლება განვითარდეს დისკინეზია (მაგ. ქორეიფორმული ან ათეტოზური). როგორც წესი, ეს გაივლის თვითნებურად ან დოზის შემცირებით მადოპარის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თერაპიული მოქმედების მერყეობა, რაც გამოიხატება ~გაშეშების~ ეპიზოდებით, ეფექტის შემცირებით დოზის მოქმედების პერიოდის ბოლო დროს და ~ჩართვა-გამორთვის~ ფენომენის შემცირებით. ამ მოვლენების მოხსნა და შემცირება ხდება პრეპარატის დოზის დაქვეითებით ან პატარა დოზების უფრო ხშირი დანიშვნით. შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად. Mმადოპარის მიღებისას მოსალოდნელია სომნოლენციისა და უეცარი ჩაძინების ეპიზოდების განვითარება.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათია ორთოსტატიური ჰიპოტონია. ორთოსტატიური დარღვევები მცირდება დოზის შემცირების შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშრებით ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით.
გამოკვლევები:შეიძლება შეიცვალოს შარდის ფერი, ჩვეულებრივ წითელ ფერამდე, რომელიც მუქდება მისი დაყოვნების/დგომის დროს. ორგანიზმის სხვა სითხეები ან ქსოვილის ფერიც შეიძლება გაუფერულდეს ან პირიქით შეიფეროს, მაგალითად ნერწყვი, ენა, კბილები ან ლორწოვანი გარსები.
,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი:
სინდრომის გააქტიურება/ინტენსივობის გაზრდა (სიმპტომების დროითი გადანაცვლება საღამოდან/ღამიდან შუადღემდე და საღამოს მომდევნო ღამის დოზის მიღებამდე) დოფამინერგული ხანგრძლივი მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები და დამახასიათებელი ნიშნები
მადოპარის დოზის გადაჭარბებისას განვითარებული სიმპტომები და ნიშნები მისი თერაპიული დოზის მიღებისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების მსგავსია, მაგრამ უფრო მკვეთრადაა გამოხატული. Mმადოპარის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოლოგიური გვერდითი ეფექტები (მაგ. გულის არითმიები), ფსიქიატრიული აშლილობები (მაგ. ცნობიერების დაბინდვა და უძილობა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (მაგ. გულისრევა, ღებინება), უნებლიე მოძრაობები. (იხ. ქვეთავი 2.6.2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება [არასასურველი ეფეტები]).
თუ პაციენტი იღებს მადოპარის (მაგ.: HBS მადოპარის კაფსულები ან მადოპარი DR) კონტროლირებადი გამონთავისუფლების ფორმის გადაჭარბებულ დოზას, სიმპტომების გამოვლენა შეიძლება დაგვიანდეს აქტიური ნივთიერების კუჭიდან დაყოვნებული შეწოვის გამო.
მკურნალობა
პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადოპარის ჭარბი დოზით მიღებისას რეკომენდირებულია სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი/კონტროლი. ზოგიერთ პაციენტში საჭირო ხდება სიმპტომური მკურნალობა კარდიოვასკულური მიმართულებით (მაგ.:ანტიარითმული), ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგ.: სუნთქვის ამგზნები და ნეიროლეფსიური პრეპარატებით).
გარდა ამისა, კონტროლირებადი გამონთავისუფლების ფორმის შემთხვევაში თავიდან უნდა ავიცილოთ შემდგომი აბსორბცია შესაბამისი მეთოდის გამოყენებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგული პრეპარატის ტრიჰექსიფენიდილის ერთდროული გამოყენება სტანდარტულ მადოპართან ამცირებს ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს, და არა მისი აბსორბციის ხარისხს. ტრიჰექსიფენიდილი, რომელიც მიიღება მადოპარ HBS-თან ერთად, არ მოქმედებს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე.
ანტაციდების ერთდროული გამოყენება მადოპარ HBS-თან ერთად ამცირებს ლევოდოპას შეწოვის ხარისხს 32%-ით.
რკინის სულფატი ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში და AUC-ს 30-50%-ით. ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები, რომლებიც შეინიშნება რკინის სულფატით (მადოპართან) ერთობლივი მკურნალობის დროს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩანს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მეტოკლოპრამიდი ზრდის ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს.
დომპერიდონმა შეიძლება გაზარდოს ლევოდოპას ბიოშეღწევადობა ნაწლავში ლევოდოპას გაზრდილი აბსორბციის/შეწოვის შედეგად.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ნეიროლეპტიკები, ოპიოიდები და რეზერპინის შემცველი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები თრგუნავენ მადოპარის მოქმედებას.
თუ მადოპარი უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჩაუნაცვლებელ არასელექციურ MAO -ს ინჰიბიტორებს, მინიმუმ 2 კვირის ინტერვალი უნდა იყოს დაცული MAO-ს ინჰიბიტორის შეწყვეტასა და მადოპარის თერაპიის დაწყებას შორის; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპერტონული კრიზი (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები). შერჩევითი MAO-B ინჰიბიტორები, როგორიცაა სელეგილინი და რასაგილინი და შერჩევითი MAO-A ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი, შეიძლება დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან მადოპარით თერაპიაზე; რეკომენდებულია ლევოდოპას დოზის შეცვლა ცალკეული/ინდივიდუალური პაციენტის საჭიროებების მიხედვით, როგორც ეფექტურობის, ისე ტოლერანტობის თვალსაზრისით. MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაცია არასელექციური MAO-ს ინჰიბიციის ექვივალენტურია და მაინც, ეს კომბინაცია არ უნდა იქნას მიღებული მადოპართან ერთად (იხ. ქვეთავი 2.3 უკუჩვენებები).
მადოპარი არ უნდა დაინიშნოს სიმპათომიმეტიკებთან ერთად (როგორიცაა ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი, რომლებიც ასტიმულირებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას), რადგან ლევოდოპას შეუძლია გააძლიეროს მათი ეფექტი. ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზედმიწევნით მჭიდრო მეთვალყურეობა და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპათომიმეტური საშუალებების დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, ამანტადინთან, სელეგილინთან, ბრომოკრიპტინთან და დოფამინის აგონისტებთან კომბინაცია დასაშვებია, თუმცა მკურნალობის როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს მადოპარის ან სხვა ნივთიერების დოზის შემცირება.
COMT ინჰიბიტორით ადიუვანტური მკურნალობის დაწყებისას შეიძლება საჭირო გახდეს მადოპარის დოზის შემცირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები არ უნდა მოიხსნას უეცრად მადოპარით თერაპიის დაწყებისას, რადგან ლევოდოპა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იწყებს მოქმედებას.
დოფამინ-რეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებების მქონე ანტიფსიქოზური პრეპარატების კერძოდ კი D2-რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ, შესაძლოა განაპირობოს ლევოდოპა-ბენსერაზიდის ანტიპარკინსონური ეფექტების ანტაგონიზაცია. ლევოდოპას შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატების ანტიფსიქოზური ეფექტი. ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.
ზოგადი ანესთეზია ჰალოტანით: მადოპარის მიღება უნდა შეწყდეს ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, რომელიც საჭიროებს ზოგად ანესთეზიას ჰალოტანით, რადგან შეიძლება გამოიიწვიოს არტერიული წნევის მერყეობა და/ან არითმია.
სხვა საანესთეზიო საშუალებებით ზოგადი ანესთეზიისთვის იხილეთ ქვეთავი 2.4.1 ზოგადი (გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ლაბორატორიული ტესტების ურთიერთქმედება
ლევოდოპას შეუძლია გავლენა მოახდინოს კატექოლამინების, კრეატინინის, შარდმჟავას და გლიკოზურიის ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე. შარდის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს ცრუ დადებითი კეტონური სხეულების არსებობაზე.
კუმბსის ტესტებსაც ასევე შეიძლება ქონდეს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც იღებენ მადოპარს.
საკვებთან ურთიერთქმედება
ეფექტის დაქვეითება შეინიშნება, როდესაც პრეპარატის დაუყოვნებელი გამოშვების/გამონთავისუფლების ფორმები მიიღება ცილებით მდიდარ კვებასთან ერთად. მონაცემები საკვების გავლენის შესახებ მადოპარის ეფექტურობაზე სხვა ფორმებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
ლევოდოპა არის დიდი ნეიტრალური ამინომჟავა (LNAA) და ის კონკურენციას უწევს საკვებით მიღებული ცილის LNAA-ებს კუჭის ლორწოვან გარსსა და ჰემატოენცეფალურ ბარიერში ტრანსპორტირებისთვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება და მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
პარკინსონის დაავადება:
დოფამინი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნეირომედიატორს, არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება პარკინსონის დაავადების მქონე ავადმყოფების ბაზალურ განგლიებში. Lლევოდოპა(INN) an L-DOPA (3,4-დიჰიდროქსი L-ფენილალანინი) არის შუალედური რგოლი დოფამინის ბიოსინთეზში. ლევოდოპა (რომელიც წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლურ წინამორბედს) გამოიყენება დოფამინის დონის მოსამატებლად რადგან მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერის გადალახვა, რისი უნარიც არ აქვს დოფამინს.
როგორც კი ლევოდოფპა შეაღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში(CNS), იგი მეტაბოლიზდება დოფამინად არომატული L-ამინო მჟავის დეკარბოქსილაზის მიერ.
მიღების შემდეგ ლევოდოპა განიცდის სწრაფ დეკარბოქსილირებას დოფამინად, როგორც ცერებრულ, ასევე ექსტრაცერებრულ ქსოვილებში. ამის შედეგად მიღებული ლევოდოპას უმეტესი ნაწილი ვერ აღწევს ბაზალურ განგლიებს, და შესაბამისად პერიფერიული დოფამინი იწვევს არასასურველ ეფექტებს(გვერდით მოვლენებს). ამის გამო სასურველია ლევოდოპას ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირების დათრგუნვა/ინჰიბირება, რაც შესაძლებელია ლევოდოპას და ბენსერაზიდის, პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის, ერთდროული შეყვანით.
მადოპარი წარმოადგენს ამ ნივთიერებების კომბინაციას შეფარდებით 4:1, მისი ოპტიმალურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევით და სამკურნალო პრაქტიკით და გააჩნია ისეთივე ეფექტურობა, როგორც ლევოდოპას დიდ დოზებს.
იდიოპათიური ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი:
მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ არსებობს გაზრდილი მტკიცებულება იმისა, რომ დოფამინერგული სისტემა მთავარ როლს თამაშობს ,,მოუსვენარი ფეხების“ სინდრომის პათოფიზიოლოგიაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
გამოშვების სტანდარტული ფორმა
ლევოდოპა ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილებში და აბსორბცია ხდება ნაწლავის ამ მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან. მადოპარის ჩვეულებრივი მიღების შემდეგ ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1 საათის შემდეგ.
ჩვეულებრივ მადოპარის კაფსულები და ტაბლეტები ბიოექვივალენტურია.
ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტარცია პლაზმაში და ლევოდოპას შეწოვის ხარისხი იზრდება დოზის პროპორციულად (50მგ-დან 200მგ-მდე).
საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს და ხარისხს მადოპარის სტანდარტული ფორმების მიღების დროს. მადოპარის დანიშვნა ჭამის შემდეგ ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30%-ით და იგი მიიღწევა მოგვიანებით. შეწოვის ხარისხი მცირდება 15%-ით.
გამოშვების დისპერგირებული ფორმა
ჯანმრთელ მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პირებში დისპერსიული მადოპარის და სტანდარტული/ჩვეულებრივი მადოპარის ფარმაკოკინეტიკური პროფილი/პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ პიკურ კონცენტრაციამდე დრო დისპერსირებული მადოპარის შემდეგ უფრო ხანმოკლეა. დისპერგირებული სუსპენზიის სახით მიღებისას შეწოვის პარამეტრები ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმებისაგან განსხვავებით ერთნაირია (ძალიან მცირე განსხვავება აღინიშნება) სხვადასხვა ავადმყოფებში.
გამოშვების ფორმა აქტიური ნივთიერების კონტოლირებადი გამოთავისუფლებით.
ჰბს მადოპარს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჩვეულებრივ და დისპერგირებულ ფორმებთან შედარებით. აქტიური ნივთიერება კუჭში თავისუფლდება ნელა. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 20-30%-ით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმების, და აღინიშნება მიღებიდან 3 საათის შემდეგ. კონცენტრაციის დინამიკა პლაზმაში ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით ჩვეულებრივი ფორმებისაგან განსხვავებით, რაც მოწმობს აქტიური ნივთიერების კონტროლირებად გამოთავისუფლებას. Hჰბს მადოპარის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-70% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ასევე საკვების მიღება არ მოქმედებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, რომელიც მიიღწევა მადოპარი ჰბს-ს მიღებიდან 5 საათის შემდეგ.
- ორმაგი გამოშვების ფორმა
მადოპარი ,,ორმაგი გამოშვებით“ ქმნის ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკურ პროფილს სწრაფი შეწოვით და შემდგომში პლაზმური კონცენტრაციის მდგრადი დონით. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ..ორმაგი გამოშვების“ მადოპარის მიღების შემდეგ არის დაახლოებით ერთი საათი. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არის გაორმაგებული ,,ორმაგი გამოშვების“ ფორმის შეყვანის შემდეგ HBS ფორმასთან შედარებით. ბიოშეღწევადობა 30-70%-ით მაღალია მადოპარის ,,ორმაგი გამოშვებისთვის”, ვიდრე მადოპარის HBS-ის შემთხვევაში.
საკვები ამცირებს შეწოვის სიჩქარეს მადოპარის ორმაგი გამოშვების/გამონთავისუფლების ფორმის მიღებისას, მაგრამ არ ახდენს გავლენას ლევოდოპას სისტემურ ზემოქმედებაზე, რაც აისახება პლაზმური AUC-ის მაჩვენებლით. ლევოდოპას მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ერთი მესამედით დაბალია, და დრო მაქსიმალურ კონცენტრაციამდე 2 საათით უფრო ხანგრძელივია ნაჭამ მდგომარეობაში უზმოზთან შედარებით.
ტაბლეტის გატეხვის შემდეგ, კონტროლირებადი გამოშვების მახასიათებლები რჩება ხელუხლებელი, როგორც ეს ნაჩვენებია ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით, რომლებიც უცვლელია.
განაწილება
ლევოდოპა გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს ნაჯერი ტრანსპორტული სისტემის მეშვეობით. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენს 57 ლიტრს. ფართი `კონცენტრაცია-დრო` ლევოდოპას მრუდის ქვეშ შეადგენს ზურგის ტვინის სითხეში პლაზმის შემცველობის 12%-ს.
ლევოდოპას კონტრასტირებისას დადგინდა რომ ბენსერაზიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს თერაპიული დოზების შემთხვევაში. იგი გროვდება ძირითადად თირკმელებში, ფილტვებში, წვრილ ნაწლავებში და ღვიძლში.
მეტაბოლიზმი
ლევოდოპა მეტაბოლიზდება 2 ძირითადი გზით: (დეკარბოქსილირების და O-მეთილირების გზით), ასევე 2 ნაკლებად მნიშვნელოვანი გზით (ტრანსამინირებით და ჟანგვით).
ლევოდოპას დეკარბოქსილაცია, რაც იწვევს დოფამინის წარმოქმნას, ხდება არომატული ამინომჟავის დეკარბოქსილაზას დახმარებით, რომელიც უხვად არის ნაწლავის ტრაქტში, ღვიძლში, თირკმელებში და გულში (იხ. ქვეთავი 2.2.1 დოზირების სპეციალური ინსტრუქციები). ამ ცვლის საბოლოო პროდუქტია ჰომოვანილინის და დიჰიდროქსიფენილძმარმჟავები. კატექოლ-OO-მეთილ-ტრანსფერაზა იწვევს ლევოდოპას მეთილირებას 3-O-მეთილდოფას წარმოქმნით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15 საათს, და ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარის თერაპიულ დოზებს, ადგილი აქვს მის დაგროვებას.
ევოდოპას პერიფერიული დეკარბოქსილირების შემცირება, თუ იგი ინიშნება ბენსერაზიდთან ერთად ხასიათდება 3-ო-მეთილდოპას უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციებით და კატექოლამინების (დოფამინი, ნორადრენალინი) და ფენოკარბოქსილური მჟავების (ჰომოვანილინის მჟავა, დიჰიდროფენილძმრარმჟავა) უფრო დაბალი კონცენტრაციებით.
ბენსერაზიდი ჰიდროქსილირებულია ტრიჰიდროქსიბენზილჰიდრაზინად ნაწლავის ლორწოვან გარსში და ღვიძლში. ეს მეტაბოლიტი არის არომატული ამინომჟავის დეკარბოქსილაზას ძლიერი ინჰიბიტორი.
გამოყოფა
დეკარბოქსილაზას პერიფერიული ინჰიბირების ფონზე ლევოდოპას ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5 საათს. ხანდაზმულ პაციენტებში (65-78 წელი) პარკინსონის დაავადებით ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება (დაახლოვებით 25%-ით). Lევოდოპას პლაზმის კლირენსი შეადგენს 430მლ/წუთში.
ბენსერაზიდი განიცდის სრულ ელიმინაციას მეტაბოლიზმის გზით. მეტაბოლიტები ელიმინირდება ძირითადად, შარდით (64%) და ნაკლებად განავალით (24%).
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში
არ არსებობს მონაცემები ურემიის და ღვიძლის უკმარისობის დროს მადოპარის ფარმაკოკინეტიკის თავისებურებების შესახებ.
ასაკის გავლენა ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე
ხანდაზმულ პაციენტებში პარკინსონიზმით (65-78 წ) ლევოდოპას ნახევრადდაშლის პერიოდი და AU AUC 25%-ით მაღალია ახლგაზრდა პოპულაციის (34-64 წ) ამავე მაჩვენებლებთან შედარებით. ასაკს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მადოპარის ფარმაკოკინეტიკაზე და ასევე არა აქვს დიდი ეფექტი დოზირების სქემის განსაზღვრისას ნებისმიერი დანიშნულებით .
არაკლინიკური უსაფრთხოება
მუტაგენობა
ამეს ტესტის მიხედვით მადოპარსა და მის შემადგენელ კომპონენტებს (ლევოდოპას და ბენსერაზიდს) მუტაგენური ეფექტი არ აღმოაჩნდათ. სხვა მონაცემები მადოპარის მუტაგენობის შესახებ არ არსებობს.
კანცეროგენობა
კვლევები მადოპარის კანცეროგენობის შესახებ ჩატარებული არ არის.
ტერატოგენობა
მადოპარის ტერატოგენობა ან /და ჩონჩხის განვითარების შეფერხება არ გამოვლენილა თაგვებში (400 მგ/კგ) , ვირთხებსა (600 მგ/კგ; 250მგ/კგ) და ბოცვრებში (120 მგ/კგ; 150მგ/კგ) ჩატარებულ კვლევებში. დედისთვის მადოპარის ტოქსიური დოზით მიღებისას აღინიშნა საშვილოსნოსშიდა სიკვდილობის გაზრდა (ბოცვრებში) და ნაყოფის წონის შემცირება (ვირთაგვებში).
გავლენა ფერტილობაზე
ფერტილობაზემადოპარის გავლენის შესახებ ცდები ცხოველებში ჩატარებული არ არის.
სხვა
ცხოველებზე ჩატარებული ძირითადი ტოქსიკოლოგიური კვლევები მიუთითებს ჩონჩხის განვითარების დარღვევის შესაძლებლობაზე.
სხვა ცხოველებზე კვლევები ჩატარებული არ არის.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შენახვის პირობები
დაუშვებელია მადოპარის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლ;ის შემდეგ.
მადოპარი უნდა ინახებოდეს თავდაპირველ შეფუთვაში.
ბოთლი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული, ტენიანობისგან დასაცავად.
სპეციალური ინსტრუქცია გამოყენების, განკარგვისა და განადგურების შესახებ
შეფუთვა:
მადოპარი ‘62.5’ :
კაფსულები - 50 მგ ლევოდოპა + 12.5 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი ‘125’ :
კაფსულები - 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
ჯვარედინდანაყოფიანი ტაბლეტები:
100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი ‘250’ :
კაფსულები - 200 მგ ლევოდოპა + 50 მგ ბენსერაზიდი 30, 100
ჯვარედინდანაყოფიანი ტაბლეტები:
200 მგ ლევოდოპა + 50 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი დისპერსული ფორმა 62.5:
ტაბლეტები-50 მგ ლევოდოპა + 12.5 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი დისპერსული ფორმა ‘125’:
ტაბლეტები: 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მადოპარი HBS კონტროლირებულად გამონთავისუფლებადი
კაფსულები: 100 მგ ლევოდოპა + 25 მგ ბენსერაზიდი 30, 100
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
ფარმაცევტული საშუალებების გარემოში მოხვედრა/გამოყოფა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. მედიკამენტები არ უნდა მოხვდეს ჩამდინარე წყლში და თავიდან უნდა იქნას აცილებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად მათი გადაყრა.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Roche ფარმა (Schweiz) AG
Gartenstrasse 9
4052 ბაზელი, შვეიცარია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4070ბაზელი, შვეიცარია
მწარმოებელი
დამზადებულია F. Hoffmann - La Roche Ltd. შვეიცარია by Delpharm Milano S.r.l, Segrate, იტალია
ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.
ეს ბროშურა ბოლოს შესწორდა 2022 წლის ივნისში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



