პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

მაგნეფარი B6

Magnefar B6

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატს მაგნეფარი B6 ძირითადად იყენებენ მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის დროს და დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
hydroaspartate tetrahydrate + პირიდოქსინი (pyridoxine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 5მგ ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
BIOFARM Sp.z o.o, პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, მაგნიუმი
ATC კოდი
A12CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-042955
რეგისტრირებულია
14 მარტი 2025, მოქმედებს 14 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BIOFARM Sp.z o.o (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამაგნეფარი B6 და სხვა წამალი ერთად

მაგნეფარი B6 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატს მაგნეფარი B6 ძირითადად იყენებენ მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის დროს და დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული წამალი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების თანახმად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი მიღებული უნდა იქნას შიგნით, საკვების მიღების შემდეგ, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით.

მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის დროს: მოზრდილებში ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკური მიზნით: მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს დღეში ერთხელ.

დოზის ნებისმიერი გაზრდა ექიმთან უნდა იქნას შეთანხმებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომების ლიკვიდირებამდე.

უკუჩვენებები

არ შეიძლება რეკომენდებული დოზირების გადაჭარბება, რადგანაც ამან შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, რამაც ამ მდგომარეობის შენარჩუნებისას შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სახიფათო გაუწყლოება,

წამლის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის კონტროლირება.

მედიკამენტური ურთიერთქმედება:

აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს ამჟამად ან იღებდა ახლახანს, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებს პაციენტი.

მაგნიუმის მარილების ერთროულად გამოყენება ფლუოროქინოლონების და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პერორალურ ანტიკოაგულანტებთან - პირველ რიგში ვარფარინის წარმოებულებთან, ასევე ფოსფატების, რკინის ან კალციუმის ნაერთების შემცველ პრეპარატებთან, ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის ურთიერთ შემცირებაზე.

ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის (რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიის მკურნალობისას), იზონიაზიდის (რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის მკურნალობისას), პენიცილამინის (რომელიც გამოიყენება რევმატიული ართრიტის მკურნალობისას) იწვევს ორგანიზმში B6 ვიტამინის შემცველობის შემცირებას.

B6 ვიტამინი დოზებით, რომლებიც უმნიშველოდაც კი აღემატება რეკომენდებულ დღიურად მისაღებ დოზას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცვლის L-დოპას მოქმედებას, რომელიც გამოიყენება დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე (წამლები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს).

შარდმდენი პრეპარატები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა) ზრდიან შარდით მაგნიუმის გამოყოფას.

ხანგრძლივად გამოყენებად კალიუმის დამზოგველ შარდმდენ პრეპარატებს, შეუძლიათ მაგნიუმის რეაბსორბციის ზრდა თირკმლის მილაკებში და ჰიპერმაგნიემიის გამოწვევა.

მაგნიუმის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა საფაღარათო საშუალებები და კუჭის წვენის მანეიტრალიზირებლები, რომლებიც მიიღება მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატთან ერთად, შეუძლიათ მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომების გამოწვევა, განსაკუთრებით პირებში თირკმლის უკმარისობით.

სიფრთხილით გამოიყენება ფუტკარას გლიკოზიდებთან (რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს).

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში:

თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ძუძუთი, ეჭვობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, მან კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენებამდე. რეკომენდებული დოზებით შეიძლება სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

მაგნეფარი B6-ის მიღების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მაგნიუმის მარილები, რომლებიც გამოიყენება ფლუოროქინოლონების და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად, ასევე პერორალურ ანტიკოაგულანტებთან - პირველ რიგში ვარფარინის წარმოებულებთან, ასევე ფოსფატების, რკინის ან კალციუმის ნაერთების შემცველ პრეპარატებთან, იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის ურთიერთ შემცირებას.

ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის, იზონიაზიდის, პენიცილამინის გამოყენება იწვევს ორგანიზმში B6 ვიტამინის შემცველობის შემცირებას.

B6 ვიტამინი დოზებით, რომლებიც უმნიშველოდაც კი აღემატება რეკომენდებულ დღიურ მიღებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცვლის L-დოპას მოქმედებას, რომელიც გამოიყენება დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე.

შარდმდენი პრეპარატები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა) ზრდიან შარდით მაგნიუმის გამოყოფას. ხანგრძლივად გამოყენებად კალიუმის დამზოგველ შარდმდენ პრეპარატებს, შეუძლიათ მაგნიუმის რეზორბციის ზრდა თირკმლის მილაკებში და ჰიპერმაგნიემიის გამოწვევა.

მაგნიუმის შემცველ სხვა პროდუქტებს, როგორიცაა საფაღარათო საშუალებები და კუჭის წვენის მანეიტრალიზირებლები, რომლებიც მიიღება მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატთან ერთად, შეუძლიათ მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომების გამოწვევა, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში.

სიფრთხილით გამოიყენება ფუტკარას გლიკოზიდებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეკომენდებული დოზებით შეიძლება წამლის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მაგნეფარი B6 არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობაზე და არ ზღუდავს ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარს.

გვერდითი მოვლენები

სხვა წამლების მსგავსად, პრეპარატსაც მაგნეფარი B6 შეუძლია გვერდითი მოქმედების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, აღინიშნოს გულისრევა და დიარეა, რომლებიც, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად გადის.

ხანდახან ადგილის აქვს კანის გაწითლებას.

თუ აღინიშნა რომელიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის ყველა შესაძლო რეაქცია, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ჭარბი დოზირების სიმპტომები იშვიათად აღინიშნება. წამლის მიღებამ დოზებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება რეკომენდებულ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს: ალერგიული რეაქციები, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ორგანიზმის გაუწყლოება.

დიარეის აღნიშვნის დროს აუცილებელია დღიური დოზის შემცირება ან სამკურნალო საშუალების მიღების დროებით შეწყვეტა.

ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომებია: ასისტოლია (გულის შეკუმშვების არარსებობა), ბრადიკარდია (იშვიათი გულისცემა), ძილიანობა, კომა, ჰოპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), კუნთების დამბლა, თირკმლის უკმარისობა, სუნთქვის დარღვევა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: უნდა გამოირიცხოს მაგნიუმის შემცველი საშუალებები, მოხდეს სუნთქვის შენარჩუნება. სპეციფიკური ანტიდოტი - კალციუმის გლუკონატი.

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში :

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მაგნეფარი B6 მითითებული დოზირების წესის დაცვით.

არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის ტეტრაჰიდრატს (რაც შეესაბამება 34 მგ მაგნიუმის იონებს) და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) 5 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

შენახვის პირობები

სამი წელი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15°C - 25°C), დაიცავით სინათლისაგან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

60 ტაბლეტი ბლისტერში. ბლისტერებს ათავსებენ მუყაოს კოლოფებში ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ბიოფარმი, 60-198 პოზნანი, ქ. ვალბჟისკა 13, პოლონეთი

ტელ. +48 61 66 51 500; ფაქსი +48 61 66 51 505

ფარმაკოლოგიური თვისებები

მინერალური დანამატები; სხვა მინერალური დანამატები; მაგნიუმის პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმი წარმოადგენს კატიონს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესების სწორი მიმდინარეობისათვის. იგი მონაწილეობს ენზიმურ რეაქციებში, რომლებიც დამოკიდებულია ატფ-აზაზე და წარმოადგენს უჯრედული მემბრანების და უჯრედშიდა ორგანელების სტაბილიზატორს.

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმის ყველა ქსოვილის მინერალურ კომპონენტს. მონაწილეობას იღებს ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა, ჰორმონალური, სისხლმბადი და იმუნური სისტემების ფიზიოლოგიურ პროცესებში. გავლენას ახდენს სმენის და მხედველობის ნერვების აქტივობაზე. ამცირებს მგრძნობელობას სტრესისადმი (ემოციური წონასწორობის არარსებობისას, შფოთვის, დაღლილობის შეგრძნების დროს, რომლებიც დაკავშირებულია წინამენსტრუალური დაძაბულობის სინდრომთან, დეპრესიის, შაკიკის დროს, დაძაბული გონებრივი შრომის დროს), ამცირებს ნერვ-კუნთოვან დაძაბულობას (კუნთების კანკალის, ბავშვებში ყურადღების დეფიციტის სიმპტომის და მომატებული მოძრაობითი აქტივობის დროს, დაძაბული მოძრაობითი აქტივობის - მძიმე ფიზიკური მუშაობის, სპორტით დაკავების დროს), წარმოადგენს კუნთების ფიზიოლოგიური შეკუმშვის პირობას (მაგალითად კუნთების ღამის კრუნჩხვების დროს), ახდენს დამცავ ზეგავლენას გულის კუნთზე (გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტონიის დროს), ხელს უშლის გულის კუნთის იშემიის განვითარებას. მაგნიუმი აუცილებელია ძვლების სწორი მინერალიზაციისთვის და პარატჰორმონის გამოყოფისთვის ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.

ვიტამინი B6 წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, აუცილებელ საკვებ კომპონენტს, რომელსაც იყენებს ორგანიზმი ამინომჟავების, ნახშირწყალბადების და ლიპიდების მეტაბოლიზმის დროს. პირიდოქსინზე მოთხოვნილება იზრდება დიეტაში ცილის რაოდენობის ზრდასთან ერთად. ორგანიზმში პირიდოქსინი აქტიური ფოსფატების სახით წარმოადგენს კოენზიმს მეტაბოლიზმის მრავალ შუალედურ რეაქციებში: დეკარბოლიზაცია, ამინომჟავების რაცემიზაცია და ტრანსამინაცია, ტრიპტოფანის მეტაბოლიზმი ნიაცინამდე, გლიკოგენის დაშლა. მონაწილეობს გამა-ამინოერბომჟავას ბიოსინთეზში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ჰემის სინთეზში. პირიდოქსინის და მაგნიუმის ზემოქმედება ნერვულ, კუნთების და სისხლმბად სისტემაზე სინერგულია.

პირიდოქსინის დეფიციტი მოზრდილებში აღინიშნება იშვიათად, ჩვეულებრივ ის ახლავს სხვა მიკრო- და მაკროელემენტების დეფიციტს: ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში, იზონიაზიდით ნამკურნალებ პაციენტებში. პროფილაქტიკისთვის, ჩვეულებრივ, გამოიყენება კომბინირებული თერაპიის დროს, მაგალითად, B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან. დამტკიცებულია, რომ პირიდოქსინის მიღება ზოგიერთი ახალშობილის მიერ ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას, რომელიც დამოკიდებულია B6 ვიტამინის დეფიციტზე, კომბინირებულ შენელებულ გონებრივ განვითარებასთან. პირიდოქსინი ზრდის მაგნიუმის შეწოვას. ვიტამინი B6 5 მგ დოზით, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მაგნეფარი B6, პირველ რიგში შედის შემადგენლობაში მაგნიუმის ასპარაგინატის შეწოვის ხელსაყრელი პროფილის უზრუნველყოფის მიზნით.

ფარმაკოკინეტიკა:

მაგნიუმის ასპარაგინატის ტეტრაჰიდრატი არის კარგად ხსნადი ნაერთი, რაც ხელს უწყობს შეწოვას. მაგნიუმის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში წყლის შეწოვის პარალელურად. ამ პროცესს ხელს უწყობს მჟავე დიეტა, რომელიც მდიდარია ცილებით (განსაკუთრებით ცხოველური), უჯერი ცხიმები, B6 ვიტამინის მცირე რაოდენობა, ნატრიუმი, ლაქტოზა და D ვიტამინი.

მაგნიუმის კონცენტრაცია უჯრედში დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უჯრედგარე სითხეში.

კონცენტრაცია პერიფერიულ სისხლში შეადგენს 0,75 - 1,25 მმოლ/ლ-ს (ჩვეულებრივ 0,8 - 0,9 მმოლ/ლ-ს), აქედან მაგნიუმის 55% იმყოფება სისხლში იონიზირებული ფორმით, 32% დაკავშირებულია ცილებთან, ხოლო 13% - არის კომპლექსურ კავშირში ანიონებთან. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმის საერთო შემადგენლობა შეადგენს დაახლოებთ 25 გ-ს (14 მმოლი/კგ სხეულის მასაზე), რომელთაგან 50%-ზე მეტი შედის ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში, დაახლოებით 25% ჩონჩხის კუნთების შემადგენლობაში, დარჩენილი 25% კი განაწილებულია მთელ ორგანიზმში (ძირითადად: ნერვული სისტემა, გულის კუნთი, ღვიძლი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, 1% უჯრედგარე სითხეში). ძირითადად მაგნიუმი გამოიყოფა შარდით და ნაწილობრივად ხელმეორედ შეიწოვება თირკმლის მილაკებში. მაგნიუმზე მოთხოვნილება მოზრდილ ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 5 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში (ანუ 270-350 მგ ან 11-14 მმოლი Mg2+). დიდი დეფიციტის მდგომარეობის დროს, ასევე ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში სწრაფი ზრდის პერიოდებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში მოთხოვნილება იზრდება 7-10 მგ /კგ-მდე სხეულის მასაზე.

ვიტამინი B6 შეწოვის შემდეგ ტრანსფორმირდება აქტიურ კოენზიმ პირიდოქსალ-5-ფოსფატად. გროვდება ძირითადად ღვიძლში, გამოიყოფა შარდით. პირიდოქსინი ზრდის მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 5 მგ დოზა მოქმედებს მაგნიუმის ასპარაგინატის შეწოვის პროფილზე, ამავდროულად წარმოადგენს უსაფრთხო დოზას.

მაგნიუმის დეფიციტის დროს პირიდოქსინის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მაგნეფარი B6

Magnefar B6

( Magnesii hydroaspartas, Pyridoxini hydrochloridum)

პრეპარატის შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: 500 მგ მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის ტეტრაჰიდრატს (34 მგ მაგნიუმის იონებს), 5 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) და დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას.

მოქმედების მექანიზმი:

მაგნიუმი მონაწილეობას იღებს ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა, ჰორმონალური, სისხლმბადი და იმუნური სისტემების ფიზიოლოგიურ პროცესებში. გავლენას ახდენს სმენის და მხედველობის ნერვების აქტივობაზე. ამცირებს მგრძნობელობას სტრესისადმი (ემოციური წონასწორობის არარსებობისას, შფოთვის, დაღლილობის შეგრძნების დროს, რომლებიც დაკავშირებულია წინამენსტრუალური დაძაბულობის სინდრომთან, დეპრესიის, შაკიკის დროს, დაძაბული გონებრივი შრომის დროს), ამცირებს ნერვ-კუნთოვან დაძაბულობას (კუნთების კანკალის, ბავშვებში ყურადღების დეფიციტის სიმპტომის და მომატებული მოძრაობითი აქტივობის დროს, დაძაბული მოძრაობითი აქტივობის - მძიმე ფიზიკური მუშაობის, სპორტით დაკავების დროს), წარმოადგენს კუნთების ფიზიოლოგიური შეკუმშვის პირობას (მაგალითად, კუნთების ღამის კრუნჩხვების დროს), ახდენს დამცავ ზეგავლენას გულის კუნთზე (გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტონიის დროს), ხელს უშლის გულის კუნთის იშემიის განვითარებას. ასრულებს ანტიკოაგულანტური ფაქტორის როლს და ახდენს სისხლძარღვთა კალციფიკაციის პრევენციას, ასევე მოქმედებს ძვლოვანი სისტემის სწორ განვითარებასა და მინერალიზაციაზე. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობით, მომატებული გაღიზიანებადობით, არამდგრადობით სტრესისადმი, კუნთების დაძაბულობით, გულის რითმის დარღვევით და არტერიული წნევის მომატებით.

ვიტამინი B6 ზრდის მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ამცირებს ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოყოფას. ვიტამინი B6 5 მგ დოზით, რომელსაც შეიცავს წამალი მაგნეფარი B6, პირველ რიგში დადებითად მოქმედებს მაგნიუმის ასპარაგინატის შეწოვაზე.

გამოყენებების ჩვენებები:

პრეპარატს მაგნეფარი B6 ძირითადად იყენებენ დეფიციტის პროფილაქტიკისთვის და მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის დროს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B6) ან მოცემული წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ,

ანტიბიოტიკების მიღება,

დიარეა,

ჰიპერმაგნიემია (მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია სისხლში),

B6 ჰიპერვიტამინოზი (ვიტამინი B6 - ის მომატებული კონცენტრაცია სისხლში),

თირკმლის მწვავე უკმრისობა,

გამოხატული ჰიპოტონია,

დიაგნოსტირებული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა,

დაავადება დასახელებით myasthenia gravis (შეძენილი, ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწრაფად დაღლა და ჩონჩხის კუნთების დასუსტება).

განსაკუთრებული მითითებები:

მაგნეფარი B6-ის მიღების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ჩატარება.

არ შეიძლება წამლის უზმოზე მიღება,

არ შეიძლება რეკომენდებული დოზირების გადაჭარბება, რადგანაც ამან შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, რამაც ამ მდგომარეობის შენარჩუნებისას შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სახიფათო გაუწყლოება,

წამლის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის კონტროლირება.

მედიკამენტური ურთიერთქმედება:

აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს ამჟამად ან იღებდა ახლახანს, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებს პაციენტი.

მაგნიუმის მარილების ერთროულად გამოყენება ფლუოროქინოლონების და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პერორალურ ანტიკოაგულანტებთან - პირველ რიგში ვარფარინის წარმოებულებთან, ასევე ფოსფატების, რკინის ან კალციუმის ნაერთების შემცველ პრეპარატებთან, ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის ურთიერთ შემცირებაზე.

ციკლოსერინის, ჰიდრალაზინის (რომელიც გამოიყენება ჰიპერტონიის მკურნალობისას), იზონიაზიდის (რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის მკურნალობისას), პენიცილამინის (რომელიც გამოიყენება რევმატიული ართრიტის მკურნალობისას) იწვევს ორგანიზმში B6 ვიტამინის შემცველობის შემცირებას.

B6 ვიტამინი დოზებით, რომლებიც უმნიშველოდაც კი აღემატება რეკომენდებულ დღიურად მისაღებ დოზას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცვლის L-დოპას მოქმედებას, რომელიც გამოიყენება დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე (წამლები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს).

შარდმდენი პრეპარატები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა) ზრდიან შარდით მაგნიუმის გამოყოფას.

ხანგრძლივად გამოყენებად კალიუმის დამზოგველ შარდმდენ პრეპარატებს, შეუძლიათ მაგნიუმის რეაბსორბციის ზრდა თირკმლის მილაკებში და ჰიპერმაგნიემიის გამოწვევა.

მაგნიუმის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა საფაღარათო საშუალებები და კუჭის წვენის მანეიტრალიზირებლები, რომლებიც მიიღება მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატთან ერთად, შეუძლიათ მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომების გამოწვევა, განსაკუთრებით პირებში თირკმლის უკმარისობით.

სიფრთხილით გამოიყენება ფუტკარას გლიკოზიდებთან (რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს).

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში:

თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ძუძუთი, ეჭვობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, მან კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენებამდე. რეკომენდებული დოზებით შეიძლება სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე.

მაგნეფარი B6 არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობაზე და არ ზღუდავს ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარს.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოცემული წამალი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების თანახმად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი მიღებული უნდა იქნას შიგნით, საკვების მიღების შემდეგ, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით.

მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის დროს: მოზრდილებში ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკური მიზნით: მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ნიშნავენ 1-2 ტაბლეტს დღეში ერთხელ.

დოზის ნებისმიერი გაზრდა ექიმთან უნდა იქნას შეთანხმებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მაგნიუმის და B6 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომების ლიკვიდირებამდე.

ჭარბი დოზირება:

პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით ჭარბი დოზირების სიმპტომები იშვიათად აღინიშნება. წამლის მიღებამ დოზებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება რეკომენდებულ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს: ალერგიული რეაქციები, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა და ორგანიზმის გაუწყლოება.

დიარეის აღნიშვნის დროს აუცილებელია დღიური დოზის შემცირება ან სამკურნალო საშუალების მიღების დროებით შეწყვეტა.

ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომებია: ასისტოლია (გულის შეკუმშვების არარსებობა), ბრადიკარდია (იშვიათი გულისცემა), ძილიანობა, კომა, ჰოპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), კუნთების დამბლა, თირკმლის უკმარისობა, სუნთქვის დარღვევა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: უნდა გამოირიცხოს მაგნიუმის შემცველი საშუალებები, მოხდეს სუნთქვის შენარჩუნება. სპეციფიკური ანტიდოტი - კალციუმის გლუკონატი.

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში :

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მაგნეფარი B6 მითითებული დოზირების წესის დაცვით.

არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

გვერდითი მოქმედება:

სხვა წამლების მსგავსად, პრეპარატსაც მაგნეფარი B6 შეუძლია გვერდითი მოქმედების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, აღინიშნოს გულისრევა და დიარეა, რომლებიც, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად გადის.

ხანდახან ადგილის აქვს კანის გაწითლებას.

თუ აღინიშნა რომელიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის ყველა შესაძლო რეაქცია, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:

სამი წელი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15°C - 25°C), დაიცავით სინათლისაგან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

60 ტაბლეტი ბლისტერში. ბლისტერებს ათავსებენ მუყაოს კოლოფებში ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ბიოფარმი, 60-198 პოზნანი, ქ. ვალბჟისკა 13, პოლონეთი

ტელ. +48 61 66 51 500; ფაქსი +48 61 66 51 505

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა