პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ლორინდენი C

LORINDEN® C

ურეცეპტოდ(0,2მგ+30მგ)/გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
მოქმედი ნივთიერება
კლიოკვინოლი (clioquinol) + flumetasone pivalate
ფორმა და შეფუთვა
(0,2მგ+30მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით, კომბინაციები ანტისეპტიკურ საშუალებებთან
ATC კოდი
D07BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042998
რეგისტრირებულია
14 მარტი 2025, მოქმედებს 30 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალორინდენი C და სხვა წამალი ერთად

ლორინდენი C — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი.

მალამო უნდა წაესვას თხელ ფენად კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე მასაჟის მოძრაობებით მისი შეღწევის გაზრდის მიზნით. ჭარბი ლიქენიზაციის ან ჰიპერკერატოზის შემთხვევაში, პრეპარატი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევების ქვეშ, რომლებიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 24 საათში.

მოზრდილი პაციენტები

გამოიყენეთ არაუხშირეს 1-2-ჯერ დღე-ღამეში. უწყვეტი თერაპიის კურსია- არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში, კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არაუმეტეს 1 ტუბი მალამო (15 გრამი).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ლორინდენი® C უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის წონასთან უფრო მაღალი თანაფარდობის გამო უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® C უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთხელ დღეში, კანის მცირე უბნებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.

სიფრთხილის ზომები

უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირისა. ერიდეთ ლორინდენი® C მალამოს მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე. თუ ლორინდენი ® C მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება გაღიზიანების, კანის მომატებული სიმშრალის, ან ალერგიის ნიშნები, და ასევე გვერდითი მოვლენების გაძლიერება ან ეფექტების გამოჩენა, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

ლორინდენი ® C მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ოკლუზიური ნახვევებით, და ბავშვების მკურნალობისას შესაძლო მოხდეს გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური აბსორბცია; შესაძლებელია ჰიპოთალამუს- ჰიპოფიზურ- თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით, თირკმელზედა ჯირკვლების ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ. საჭიროა პრეპარატის ლორინდენი ® C ფრთხილად წასმა თვალების გარშემო ან ქუთუთოების კანზე, გლაუკომის ან კატარაქტის განვითარების რისკის გამო, და ასევე ამ დავადებების ანამნეზში მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება გაუმწვავდეთ ამ დაავადებების მიმდინარეობა. თუ პაციენტს განუვითარდება სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ან მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა, გავგზავნოთ პაციენტი ოფთალმოლოგთან, რათა დადგინდეს დარღვევების შესაძლო მიზეზები, რომლებსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია. უკიდურესი სიფრთხილით არის საჭირო ლორინდენი® C- ს გამოყენება სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელების და ფეხების მოხრის ადგილები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაზრდილი აბსორბციის გამო და გვერდითი ეფექტების გამოჩენის შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების შემდეგაც კი. სიფრთხილით არის საჭირო პრეპარატის ლორინდენი ® C გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, გლუკოკორტიკოსტეროიდების სისხლში აბსორბციის გაძლიერების გამო; რადგანაც შეიძლება განვითარდეს ეპიდერმისის ატროფია, სტრიები და თანდართული ინფექცია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პრეპარატი ლორინდენი ® C განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფსორიაზის მქონე პაციენტებში, ტოლერანტობის განვითარებით გამოწვეული დაავადების რეციდივის შესაძლებლობის, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის რისკის და ნაწოლებით გამოწვეული ზოგადი ტოქსიკურობის გამო.

ბავშვები და მოზარდები

ლორინდენი ® C მალამო სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით, ხანგრძლივი თერაპიისას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში უფრო მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის წონასთან თანაფარდობა მოზრდილებთან შედარებით, და უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და წარმოიქმნას კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით.

პრეპარატის ლორინდენი ® C შემადგენლობაში შემავალმა კლიოქინოლონმა შეიძლება გაზარდოს ნეიროტოქსიკურობის რისკი ხანგრძლივად გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებისას, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიოერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს საჭიროა ვერიდოთ ვაქცინაციის ჩატარებას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციას, ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებასთან დაკავშირებული იმუნოდეპრესორული თვისებების გამოვლინების გამო.

პრეპარატმა ლორინდენი® C მასში ფლუმეტაზონის შემცველობის ხარჯზე შეიძლება გააძლიეროს იმუნოსუპრესორული პრეპარატების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა პრეპარატის ლორინდენი®C გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლებელია პრეპარატის ლორინდენი®C გამოყენება ორსული ქალების სამკურნალოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისადმი პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე მიდამოებით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებს გააჩნიათ ტერატოგენური ეფექტი პერორალურად გამოყენებისას მცირე დოზებითაც კი. ასევე, ტერატოგენური ეფექტი გამოვლინდა ცხოველებში ძლიერმოქმედი გლუკუროკოტეროიდების კანზე წასმისას. კონტროლირებადი კვლევები ფლუტამეტაზოლის პივალანის ტერატოგენური ეფექტის შესწავლის მიზნით მისი ადგილობრივად გამოყენებისას ორსულ ქალებში არ ჩატარებულა.

ძუძუთი კვება:

არ არსებობს მონაცემები დედის რძეში აბსორბირებული ფლუმეტაზონის რაოდენობის შესახებ გარეგანი გამოყენებისას. პრეპარატის ლორინდენი® C გამოყენების აუცილებლობისას მეძუძურ ქალებში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მალამო ლორინდენი ® C არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად, გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად(<1/10000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია: შეიძლება განვითარდეს აკნეს მსგავსი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შეიძლება წარმოიქმნას ურტიკარია ან ლაქოვან -პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გართულება. მხედველობის ორგანოს მხრივ

სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

სამკურნალო პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენებისას შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს კატარაქტა და გლაუკომა, და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).

სისტემური დარღვევები

სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე წასმისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის გამოვლინება, ბავშვებში ზრდის და განვითარების შეფერხება, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ფლუმეტაზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.

პრეპარატის ლორინდენ® C შემადგენლობაში შემავალმა კლიოქინოლონმა შეიძლება გაზარდოს ნეიროტოქსიკურობის რისკი ხანგრძლივად გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას.

ჭარბი დოზა

შეიძლება განვითარდეს კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

სიმპტომები: ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, შეშუპება, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის დაავადების სიმპტომები. მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (ხანგრძლივი თერაპიის დროს - ეტაპობრივად მოხსნა ან ნაკლები აქტივობის მქონე პრეპარატების დანიშვნა).

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის + სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ათქ კოდი: D07ВВ01 ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ლორინდენი®C - კომბინირებული პრეპარატია გარეგანი გამოყენებისათვის, რომლის თვისებებიც განპირობებულია ფლუმეტაზონის პივალატისა და კლიოქინოლის მოქმედებათა კომბინაციით, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით გართულებული კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების დათრგუნვა. ფლუმეტაზონი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია (გკს), გააჩნია ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, და ასევე ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. ის აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას, აფერხებს ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას. აფერხებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში, ხელს უშლის ნეიტროფილების სისხლძარღვთა კედლის გასწვრივ დაგროვებას, რაც იწვევს ანთებითი ექსუდატის, ციტოკინების წარმოქმნის შემცირებას და მაკროფაგების მიგრაციის შეფერხებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ინფილტრაციის და გრანულაციის შემცირებას, აფერხებს ქსოვილოვანი კინინების პროტეოლიზურ აქტივობას, აფერხებს ფიბრობლასტების ზრდას და ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას ანთების კერაში.

ის ამცირებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მანიფესტაციებს, პროლიფერაციულ და ექსუდაციურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობენ ანთების კერის შემაერთებელ ქსოვილში, ამცირებს ჰიპერემიას. კლიოქინოლი არის 8-ჰიდროქსიქინოლინების წარმოებული, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება ზოგიერთი გრამ-დადებითი (Staphylococcus spp., Enterococcus spp.) და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ და სუსტი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (Microsporon spp., Trichophyton spp., Candida albicans).

ფარმაკოკინეტიკა აბსორბცია ფლუმეტაზონი ადგილობრივი გამოყენებისას ადვილად აღწევს ეპიდერმისის რქოვან შრეში. მცირე ხარისხით შეიძლება აბსორბირდეს სისხლში და ჰქონდეს სისტემური მოქმედება. ფლუმეტაზონის აბსორბცია ძლიერდება, როდესაც გამოიყენება თხელ კანზე ნაკეცების მიდამოებში ან სახეზე, ასევე დაზიანებული ეპიდერმისის მქონე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე. ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან მისი კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ფლუმეტაზონის კანის გავლით აბსორბცია იზრდება. ბავშვებში ფლუმეტაზონის კანის გავლით აბსორბცია უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე მოზრდილებში. კლიოქინოლი შეიძლება უმნიშვნელოდ შეიწოვოს კანიდან და დაუკავშირდეს სისხლის პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზმი სისხლში აბსორბციის შემდეგ ფლუმეტაზონის პივალატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონიდების წარმოქმნით. კლიოქინოლი ასევე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყოფა გამოიყოფა თირკმელებით და ნაკლები ხარისხით ნაწლავებით გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით და მცირე რაოდენობით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები პრეპარატი ლორინდენი® C გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი ანთებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ალერგიული ეტიოლოგიის, გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე დაავადებებისას (რომლებიც გართულებულია მეორეული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით), რომლებიც მიმდინარეობს ჭარბი გარქოვანებით და ძლიერი ქავილით: • სებორეული და ატოპიური დერმატიტი; • პაპულოზური ურტიკარია; • კონტაქტური ალერგიული დერმატიტი; • მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; • სისტემური წითელი მგლურა; • ქრონიკული ფსორიაზი; • წითელი ბრტყელი ლიქენი.

უკუჩვენებები • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ფლუმეტაზონის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის), კლიოქინოლის და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტების მიმართ; • კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები; • ვარდისფერი ფერიმჭამელები და ვულგარული აკნე; • პერიორალური დერმატიტი; • პერიანალური ქავილი; • საფენქვეშა დერმატიტი; • კანის ტუბერკულოზი ან სიფილისური დაზიანება; • კანის ნეოპლაზმები, კიბოსწინარე მდგომარეობების ჩათვლით; • ფლებიტი, წვივის ტროფიკული წყლულები, რომლებიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაფართოებასთან; • კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა დიდ ზედაპირზე კანის დეფექტით (დამწვრობები). • ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი; • ორსულობის I ტრიმესტრი; • 2 წლამდე ასაკის ბავშვები (არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ).

სიფრთხილით • წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ასევე პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში). • წასმა სახეზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მოსახრელები).

  • წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
  • კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუცია

სპეციალისტებისა და პაციენტებისათვის

ლორინდენი®C

სავაჭრო დასახელება: ლორინდენი®C საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება:

კლიოქინოლი + ფლუმეტაზონი სამკურნალწამლო ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის შემადგენლობა: 1 გ მალამო შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ფლუმეტაზონის პივალატი 0.20 მგ, კლიოქინოლი 30.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის თეთრი ცვილი, ვაზელინი თეთრი. აღწერა: თეთრი ფერის ღია ყვითელი ან ნაცრისფერი ელფერის ცხიმოვანი მასა. დასაშვებია კრისტალების ერთეული რბილი გროვების არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გლუკოკორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის + სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ათქ კოდი: D07ВВ01 ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა ლორინდენი®C - კომბინირებული პრეპარატია გარეგანი გამოყენებისათვის, რომლის თვისებებიც განპირობებულია ფლუმეტაზონის პივალატისა და კლიოქინოლის მოქმედებათა კომბინაციით, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით გართულებული კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების დათრგუნვა. ფლუმეტაზონი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია (გკს), გააჩნია ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, და ასევე ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. ის აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას, აფერხებს ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას. აფერხებს ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში, ხელს უშლის ნეიტროფილების სისხლძარღვთა კედლის გასწვრივ დაგროვებას, რაც იწვევს ანთებითი ექსუდატის, ციტოკინების წარმოქმნის შემცირებას და მაკროფაგების მიგრაციის შეფერხებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ინფილტრაციის და გრანულაციის შემცირებას, აფერხებს ქსოვილოვანი კინინების პროტეოლიზურ აქტივობას, აფერხებს ფიბრობლასტების ზრდას და ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას ანთების კერაში.

ის ამცირებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მანიფესტაციებს, პროლიფერაციულ და ექსუდაციურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობენ ანთების კერის შემაერთებელ ქსოვილში, ამცირებს ჰიპერემიას. კლიოქინოლი არის 8-ჰიდროქსიქინოლინების წარმოებული, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება ზოგიერთი გრამ-დადებითი (Staphylococcus spp., Enterococcus spp.) და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ და სუსტი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (Microsporon spp., Trichophyton spp., Candida albicans).

ფარმაკოკინეტიკა აბსორბცია ფლუმეტაზონი ადგილობრივი გამოყენებისას ადვილად აღწევს ეპიდერმისის რქოვან შრეში. მცირე ხარისხით შეიძლება აბსორბირდეს სისხლში და ჰქონდეს სისტემური მოქმედება. ფლუმეტაზონის აბსორბცია ძლიერდება, როდესაც გამოიყენება თხელ კანზე ნაკეცების მიდამოებში ან სახეზე, ასევე დაზიანებული ეპიდერმისის მქონე ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე. ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან მისი კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ფლუმეტაზონის კანის გავლით აბსორბცია იზრდება. ბავშვებში ფლუმეტაზონის კანის გავლით აბსორბცია უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე მოზრდილებში. კლიოქინოლი შეიძლება უმნიშვნელოდ შეიწოვოს კანიდან და დაუკავშირდეს სისხლის პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზმი სისხლში აბსორბციის შემდეგ ფლუმეტაზონის პივალატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონიდების წარმოქმნით. კლიოქინოლი ასევე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

გამოყოფა გამოიყოფა თირკმელებით და ნაკლები ხარისხით ნაწლავებით გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით და მცირე რაოდენობით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები პრეპარატი ლორინდენი® C გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი ანთებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ალერგიული ეტიოლოგიის, გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე დაავადებებისას (რომლებიც გართულებულია მეორეული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით), რომლებიც მიმდინარეობს ჭარბი გარქოვანებით და ძლიერი ქავილით: • სებორეული და ატოპიური დერმატიტი; • პაპულოზური ურტიკარია; • კონტაქტური ალერგიული დერმატიტი; • მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; • სისტემური წითელი მგლურა; • ქრონიკული ფსორიაზი; • წითელი ბრტყელი ლიქენი.

უკუჩვენებები • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ფლუმეტაზონის (ან ნებისმიერი გლუკოკორტიკოსტეროიდის), კლიოქინოლის და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტების მიმართ; • კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები; • ვარდისფერი ფერიმჭამელები და ვულგარული აკნე; • პერიორალური დერმატიტი; • პერიანალური ქავილი; • საფენქვეშა დერმატიტი; • კანის ტუბერკულოზი ან სიფილისური დაზიანება; • კანის ნეოპლაზმები, კიბოსწინარე მდგომარეობების ჩათვლით; • ფლებიტი, წვივის ტროფიკული წყლულები, რომლებიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაფართოებასთან; • კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა დიდ ზედაპირზე კანის დეფექტით (დამწვრობები). • ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი; • ორსულობის I ტრიმესტრი; • 2 წლამდე ასაკის ბავშვები (არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ).

სიფრთხილით • წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ასევე პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში). • წასმა სახეზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მოსახრელები).

  • წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), მათ შორის გლაუკომის ან კატარაქტის მქონე პაციენტებში.
  • კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა პრეპარატის ლორინდენი®C გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლებელია პრეპარატის ლორინდენი®C გამოყენება ორსული ქალების სამკურნალოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისადმი პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში თერაპია უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე მიდამოებით.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებს გააჩნიათ ტერატოგენური ეფექტი პერორალურად გამოყენებისას მცირე დოზებითაც კი. ასევე, ტერატოგენური ეფექტი გამოვლინდა ცხოველებში ძლიერმოქმედი გლუკუროკოტეროიდების კანზე წასმისას. კონტროლირებადი კვლევები ფლუტამეტაზოლის პივალანის ტერატოგენური ეფექტის შესწავლის მიზნით მისი ადგილობრივად გამოყენებისას ორსულ ქალებში არ ჩატარებულა.

ძუძუთი კვება:

არ არსებობს მონაცემები დედის რძეში აბსორბირებული ფლუმეტაზონის რაოდენობის შესახებ გარეგანი გამოყენებისას. პრეპარატის ლორინდენი® C გამოყენების აუცილებლობისას მეძუძურ ქალებში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

გარეგანი.

მალამო უნდა წაესვას თხელ ფენად კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე მასაჟის მოძრაობებით მისი შეღწევის გაზრდის მიზნით. ჭარბი ლიქენიზაციის ან ჰიპერკერატოზის შემთხვევაში, პრეპარატი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევების ქვეშ, რომლებიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 24 საათში.

მოზრდილი პაციენტები

გამოიყენეთ არაუხშირეს 1-2-ჯერ დღე-ღამეში. უწყვეტი თერაპიის კურსია- არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში, კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არაუმეტეს 1 ტუბი მალამო (15 გრამი).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ლორინდენი® C უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის წონასთან უფრო მაღალი თანაფარდობის გამო უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® C უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთხელ დღეში, კანის მცირე უბნებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად, გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად(<1/10000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია: შეიძლება განვითარდეს აკნეს მსგავსი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შეიძლება წარმოიქმნას ურტიკარია ან ლაქოვან -პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გართულება. მხედველობის ორგანოს მხრივ

სიხშირე უცნობია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

სამკურნალო პრეპარატის ქუთუთოების კანზე გამოყენებისას შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს კატარაქტა და გლაუკომა, და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ).

სისტემური დარღვევები

სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე წასმისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის გამოვლინება, ბავშვებში ზრდის და განვითარების შეფერხება, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ფლუმეტაზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.

პრეპარატის ლორინდენ® C შემადგენლობაში შემავალმა კლიოქინოლონმა შეიძლება გაზარდოს ნეიროტოქსიკურობის რისკი ხანგრძლივად გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას.

დოზის გადაჭარბება

შეიძლება განვითარდეს კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

სიმპტომები: ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, შეშუპება, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის დაავადების სიმპტომები. მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (ხანგრძლივი თერაპიის დროს - ეტაპობრივად მოხსნა ან ნაკლები აქტივობის მქონე პრეპარატების დანიშვნა).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებისას, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიოერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს საჭიროა ვერიდოთ ვაქცინაციის ჩატარებას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციას, ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებასთან დაკავშირებული იმუნოდეპრესორული თვისებების გამოვლინების გამო.

პრეპარატმა ლორინდენი® C მასში ფლუმეტაზონის შემცველობის ხარჯზე შეიძლება გააძლიეროს იმუნოსუპრესორული პრეპარატების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მოქმედება.

სპეციალური მითითებები

უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირისა. ერიდეთ ლორინდენი® C მალამოს მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე. თუ ლორინდენი ® C მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება გაღიზიანების, კანის მომატებული სიმშრალის, ან ალერგიის ნიშნები, და ასევე გვერდითი მოვლენების გაძლიერება ან ეფექტების გამოჩენა, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

ლორინდენი ® C მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ოკლუზიური ნახვევებით, და ბავშვების მკურნალობისას შესაძლო მოხდეს გლუკოკორტიკოსტეროიდის სისტემური აბსორბცია; შესაძლებელია ჰიპოთალამუს- ჰიპოფიზურ- თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით, თირკმელზედა ჯირკვლების ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ. საჭიროა პრეპარატის ლორინდენი ® C ფრთხილად წასმა თვალების გარშემო ან ქუთუთოების კანზე, გლაუკომის ან კატარაქტის განვითარების რისკის გამო, და ასევე ამ დავადებების ანამნეზში მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება გაუმწვავდეთ ამ დაავადებების მიმდინარეობა. თუ პაციენტს განუვითარდება სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ან მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა, გავგზავნოთ პაციენტი ოფთალმოლოგთან, რათა დადგინდეს დარღვევების შესაძლო მიზეზები, რომლებსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია. უკიდურესი სიფრთხილით არის საჭირო ლორინდენი® C- ს გამოყენება სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელების და ფეხების მოხრის ადგილები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაზრდილი აბსორბციის გამო და გვერდითი ეფექტების გამოჩენის შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების შემდეგაც კი. სიფრთხილით არის საჭირო პრეპარატის ლორინდენი ® C გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, გლუკოკორტიკოსტეროიდების სისხლში აბსორბციის გაძლიერების გამო; რადგანაც შეიძლება განვითარდეს ეპიდერმისის ატროფია, სტრიები და თანდართული ინფექცია. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პრეპარატი ლორინდენი ® C განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფსორიაზის მქონე პაციენტებში, ტოლერანტობის განვითარებით გამოწვეული დაავადების რეციდივის შესაძლებლობის, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის რისკის და ნაწოლებით გამოწვეული ზოგადი ტოქსიკურობის გამო.

ბავშვები და მოზარდები

ლორინდენი ® C მალამო სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით, ხანგრძლივი თერაპიისას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში უფრო მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის წონასთან თანაფარდობა მოზრდილებთან შედარებით, და უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და წარმოიქმნას კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით.

პრეპარატის ლორინდენი ® C შემადგენლობაში შემავალმა კლიოქინოლონმა შეიძლება გაზარდოს ნეიროტოქსიკურობის რისკი ხანგრძლივად გამოყენებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მალამო ლორინდენი ® C არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის.

15 გ ალუმინის ლაკირებულ შიდა ზედაპირიან ტუბებში. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

email: quality. [email protected]

მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, დამფასოებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამომშვები: ფარმაცევტული ქარხანა შპს „ელფა“.

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქ. #21, პოლონეთი.

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

email: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა