- მოქმედი ნივთიერება
- flumetasone pivalate + salicylic acid
- ფორმა და შეფუთვა
- (0,2მგ + 30მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- D07XB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043084
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2025, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლორინდენი A — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი.
მალამო უნდა წაესვას თხელ ფენად კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე მასაჟის მოძრაობებით შეღწევის გასაუმჯობესებლად. ზედმეტი ლიქენიზაციის ან ჰიპერკერატოზის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 24 საათში.
მოზრდილი პაციენტები
გამოიყენება არაუხშირეს 1-2-ჯერ დღეში. უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში; კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არაუმეტეს 1 ტუბი კრემი (15 გრამი).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ლორინდენი® A უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ბავშვებში, სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთჯერ დღეში კანის მცირე უბნებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.
სიფრთხილის ზომები
ერიდეთ ლორინდენი® A მალამოს მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე.
თუ ლორინდენი® A მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება კანის გაღიზიანება, ასევე კანის სიმშრალის ან ალერგიის ნიშნები, ასევე გვერდითი მოვლენების ან ეფექტების გაძლიერება, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ლორინდენი® A მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას კანის დიდ ზედაპირებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ოკლუზიური ნახვევების სახით, და ბავშვების მკურნალობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გლუკოკორტისკოსტეროიდის და სალიცილის მჟავას სისტემურ აბსორბციას; შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდულ კონტროლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციის შემდგომ სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით.
მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს ადგილობრივად ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. თუ ინფექციის სიმპტომები კვლავაც შენარჩუნდება, სამკურნალო პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება უნდა შეწყდეს ინფექციის განკურნებამდე.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე გლაუკომისა, კატარაქტის ან ისეთი იშვიათი დაავადების განვითარების რისკის გამო, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქრ), განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომელთაც ანამნეზში აქვთ ეს დაავადებები. ეს რისკები სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას წარმოქმნილების ანალოგიურია. მხედველობის სიმახვილის ან მხედველობის სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ლორინდენი® A განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაძლიერებული შეწოვის გამო და გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გლუკოკორტიკოსტეროიდების სისხლში გაძლიერებული შეწოვის გამო, რადგანაც შეიძლება განვითარდეს ეპიდერმისი ატროფია, სტრიები და ინფექციის თანდართვა.
პრეპარატი უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით ფსორიაზის მქონე პაციენტებში, დაავადების შესაძლო რეციდივის გამო, რომელიც გამოიწვევა ტოლერატულობის განვითარებით, ასევე გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის და ნაწოლებით გამოწვეული ზოგადი ტოქსიკურობის რისკის გამო.
ბავშვები და მოზარდები
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® A ხანგრძლივი თერაპიის სახით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
პრეპარატში ლორინდენი® A შემავალმა პროპილენგლიკოლმა, ლანოლინმა და სალიცილის მჟავამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება წასმის ადგილზე, ალერგიული რეაქციების ჩათვლით (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში უნდა ვერიდოთ ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციებს, ანტისხეულების პროდუქციის დაქვეითებასთან დაკავშირებული იმუნიტეტის დამაქვეითებელი თვისებების გამოვლენის შესაძლებლობის გამო.
სამკურნალო პრეპარატის ლორინდენი® A ხანგრძლივი გამოყენებისას კანის დიდ ზედაპირზე სალიცილის მჟავის სისხლში შეწოვის შედეგად შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების, სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედების პოტენცირება.
სამკურნალო პრეპარატს ლორინდენი® A ფლუმეტაზონის შემცველობის გამო შუძლია გააძლიეროს იმუნოსუპრესორული პრეპარატების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებლების მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულობის დროს პრეპარატი ლორინდენი® A-ს გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.
პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
შესაძლებელია პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება ორსული ქალების სამკურნალოდ II და III ტრიმესტრში მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე უბნებით.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლორინდენი® A-ს სისტემური ზემოქმედება იქნება თუ არა დამაზიანებელი ემბრიონის ან ნაყოფისთვის უცნობია.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეტაზების ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს ნაყოფის გული, ფილტვები და თირკმელები.
ორსულობის ბოლოს დედისა და ბავშვისთვის შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის დრო, ხოლო მშობიარობა შესაძლოა შეფერხდეს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებს აქვთ ტერატოგენური ეფექტი პერორალური მიღებისას, მცირე დოზებითაც კი. ასევე, ტერატოგენული ეფექტი გამოვლინდა ცხოველებში ძლიერ მოქმედი გლუკოკორტიკოსტეროიდების კანზე წასმისას.
კონტროლირებული კვლევები, რომლებიც მიმართული იქნებოდა ფლუმეტაზონი პივალანის ტერატოგენული ეფექტის შესწავლისკენ მისი ადგილობრივი გამოყენებისას ორსულ ქალებში, არ ჩატარებულა.
ლაქტაცია
გარეგანი გამოყენებისას დედის რძეში შეწოვილი ფლუმეტაზონის რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ახალშობილისთვის/ბავშვისთვის რისკი არ შეიძლება იყოს გამოირიცხული. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ფლუმეტაზონი+სალიცილის მჟავას თერაპიის შეწყვეტის/თავშეკავების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიისგან მიღებული სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მალამო ლორინდენი® A არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების აღმოცენების სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
გვერდითი მოვლენების ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: შეიძლება აღმოცენდეს აკნეს მაგვარი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება.
ზოგჯერ შეიძლება აღმოცენდეს ურტიკარია ან ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გამწვავება.
პრეპარატში ლორინდენი® A შემავალმა სალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი ხანგრძლივად გამოყენებისას.
მხედველობის ორგანოს მხრივ:
იშვიათად: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
პრეპარატის ქუთუთოებზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა, და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ). სისტემური დარღვევები
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის გამოვლენა, ზრდისა და განვითარების შეფერხება ბავშვებში, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ფლუმეტაზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.
ჭარბი დოზა
შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე.
სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივმა ან არასწორმა გამოყენებამ ან კანის დიდ ფართობზე დატანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვა და ბავშვებში ზრდისა და განვითარების შენელება.
სიმპტომები: იმუნიტეტის დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, შეშუპებები, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის დაავადების სიმპტომები; იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიისას - ეტაპობრივი მოხსნა ან ნაკლებად აქტიური პრეპარატების დანიშვნა).
შემადგენლობა
1 გ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუმეტაზონი პივალატი 0,20 მგ, სალიცილის მჟავა- 30,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ლანოლინი, ვაზელინი თეთრი.
აღწერა:
თეთრი ღია ყვითელი ელფერით ცხიმიანი, რბილი მასა.
შენახვის პირობები
3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის+ კერატოლიზური საშუალება.
ათქ კოდი: D07XB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლორინდენი® A არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, რომლის თვისებებიც განპირობებულია ფლუმეტაზონის პივალატისა და სალიცილის მჟავას მოქმედებების გაერთიანებით.
ფლუმეტაზონი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია (გკს), ის ახდენს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას. ის აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას, აფერხებს ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას. ის აფერხებს ლეიკოციტებია და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში, ხელს უშლის ნეიტროფილების კიდეებთან დაგროვებას, რაც ამცირებს ანთებით ექსუდატს, ციტოკინების წარმოქმნას და მაკროფაგების მიგრაციას შეფერხებას, რაც თავის მხრივ იწვევს ინფილტრაციის და გრანულაციის შემცირებას, თრგუნავს ქსოვილოვანი კინინების პროტეოლიზურ აქტივობას, აფერხებს ფიბრობლასტების ზრდას, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას ანთების კერაში.
ამცირებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლინებას, ანთების კერაში შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე პროლიფერაციულ და ექსუდაციურ პროცესებს, ამცირებს ჰიპერემიას.
სალიცილის მჟავა - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია (აასპ), ავლენს ზომიერ კერატოლიზურ თვისებას, ხელს უწყობს ფლუმეტაზონის შეღწევას კანში. ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სალიცილის მჟავას კერატოლიზური მოქმედების შედეგად ფლუმეტაზონი ადვილად აღწევს ეპიდერმისი რქოვან შრეში. მცირე ხარისხით, ის შეიძლება შეიწოვოს სისხლში და მოახდინოს სისტემური ეფექტი.
ფლუმეტაზონის გამოყენებისას შეწოვა ძლიერდება თხელ კანზე ნაკეცების ან სახის მიდამოში, ასევე დაზიანებული ეპიდერმისის არეში ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე.
ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას იზრდება ფლუმეტაზონის კანიდან აბსორბცია.
ბავშვებში ფლუმეტაზონის კანიდან შეწოვა უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე მოზრდილებში.
სალიცილის მჟავა კანზე წასმისას არ აბსორბირდება, არ შედის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.
მეტაბოლიზმი
სისხლში აბსორბციის შემდეგ ფლუმეტაზონის პივალატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიდებამდე.
გამოყოფა
გამოიყოფა თირკმელებით,და ნაკლები ხარისხით ნაწლავებით გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით, და ასევე მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით. გამოყენების ჩვენებები პრეპარატი ლორინდენი® A გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი ანთებითი, განსაკუთრებით ალერგიული ეტიოლოგიის, გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე (მეორადი ბაქტერიული ინფექციით გაურთულებელი) დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ ჭარბი გარქოვანებით და ძლიერი ქავილით:
- სებორეული და ატოპიური დერმატიტი;
- პაპულოზური ურტიკარია;
- კონტაქტური ალერგიული დერმატიტი;
- მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;
- სისტემა წითელი მგლურა;
- შორსწასული ფსორიაზი;
- წითელი ბრტყელი ლიქენი. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ფლუმეტაზონის (ან ნებისმიერი გლუკორტიკოსტეროიდის), სალიცილის მჟავას ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები;
- როზაცეა და ვულგარული აკნე;
- პერიორალური დერმატიტი;
- პერიანალური ქავილი;
- საფენისმიერი დერმატიტი;
- კანის ტუბერკულოზური ან სიფილისური დაზიანებები;
- კანის ნეოპლაზმები, მათ შორის კიბოსწინარე,
- ფლებიტები, წვივების ტროფიკული წყლულები, რომლებიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან;
- კანის დაავადებების მწვავე სველი და ქვემწვავე ექსუდაციური სტადიები;
- კანის საფარველის დიდი ზედაპირის მთლიანობის დარღვევა კანის დეფექტით (დამწვრობა).
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს). სიფრთხილით:
- წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, გამოყენება დიდი დოზებით და ასევე პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში).
- წასმა სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები).
- წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოებზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებული პაციენტების ჩათვლით.
- კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია სპეციალისტებისა და პაციენტებისთვის
ლორინდენი® A
სავაჭრო დასახელება: ლორინდენი® A
საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება ან ჯგუფური სახელწოდება: სალიცილის მჟავა + ფლუმეტაზონი
სამკურნალწამლო ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
1 გ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუმეტაზონი პივალატი 0,20 მგ, სალიცილის მჟავა- 30,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ლანოლინი, ვაზელინი თეთრი.
აღწერა:
თეთრი ღია ყვითელი ელფერით ცხიმიანი, რბილი მასა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის+ კერატოლიზური საშუალება.
ათქ კოდი: D07XB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლორინდენი® A არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის, რომლის თვისებებიც განპირობებულია ფლუმეტაზონის პივალატისა და სალიცილის მჟავას მოქმედებების გაერთიანებით.
ფლუმეტაზონი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია (გკს), ის ახდენს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას. ის აინჰიბირებს ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას, აფერხებს ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას. ის აფერხებს ლეიკოციტებია და ლიმფოციტების მიგრაციას ანთების კერაში, ხელს უშლის ნეიტროფილების კიდეებთან დაგროვებას, რაც ამცირებს ანთებით ექსუდატს, ციტოკინების წარმოქმნას და მაკროფაგების მიგრაციას შეფერხებას, რაც თავის მხრივ იწვევს ინფილტრაციის და გრანულაციის შემცირებას, თრგუნავს ქსოვილოვანი კინინების პროტეოლიზურ აქტივობას, აფერხებს ფიბრობლასტების ზრდას, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას ანთების კერაში.
ამცირებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლინებას, ანთების კერაში შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე პროლიფერაციულ და ექსუდაციურ პროცესებს, ამცირებს ჰიპერემიას.
სალიცილის მჟავა - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია (აასპ), ავლენს ზომიერ კერატოლიზურ თვისებას, ხელს უწყობს ფლუმეტაზონის შეღწევას კანში. ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სალიცილის მჟავას კერატოლიზური მოქმედების შედეგად ფლუმეტაზონი ადვილად აღწევს ეპიდერმისი რქოვან შრეში. მცირე ხარისხით, ის შეიძლება შეიწოვოს სისხლში და მოახდინოს სისტემური ეფექტი.
ფლუმეტაზონის გამოყენებისას შეწოვა ძლიერდება თხელ კანზე ნაკეცების ან სახის მიდამოში, ასევე დაზიანებული ეპიდერმისის არეში ან ანთებითი პროცესით დაზიანებულ კანზე.
ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის ხშირად წასმისას ან კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას იზრდება ფლუმეტაზონის კანიდან აბსორბცია.
ბავშვებში ფლუმეტაზონის კანიდან შეწოვა უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე მოზრდილებში.
სალიცილის მჟავა კანზე წასმისას არ აბსორბირდება, არ შედის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.
მეტაბოლიზმი
სისხლში აბსორბციის შემდეგ ფლუმეტაზონის პივალატი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიდებამდე.
გამოყოფა
გამოიყოფა თირკმელებით,და ნაკლები ხარისხით ნაწლავებით გლუკურონის მჟავასთან ნაერთების სახით, და ასევე მცირე რაოდენობით შეუცვლელი სახით. გამოყენების ჩვენებები პრეპარატი ლორინდენი® A გამოიყენება ადგილობრივად კანის მშრალი ანთებითი, განსაკუთრებით ალერგიული ეტიოლოგიის, გლუკოკორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე (მეორადი ბაქტერიული ინფექციით გაურთულებელი) დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ ჭარბი გარქოვანებით და ძლიერი ქავილით:
- სებორეული და ატოპიური დერმატიტი;
- პაპულოზური ურტიკარია;
- კონტაქტური ალერგიული დერმატიტი;
- მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;
- სისტემა წითელი მგლურა;
- შორსწასული ფსორიაზი;
- წითელი ბრტყელი ლიქენი. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება ფლუმეტაზონის (ან ნებისმიერი გლუკორტიკოსტეროიდის), სალიცილის მჟავას ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული (მათ შორის, ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი) ინფექციები;
- როზაცეა და ვულგარული აკნე;
- პერიორალური დერმატიტი;
- პერიანალური ქავილი;
- საფენისმიერი დერმატიტი;
- კანის ტუბერკულოზური ან სიფილისური დაზიანებები;
- კანის ნეოპლაზმები, მათ შორის კიბოსწინარე,
- ფლებიტები, წვივების ტროფიკული წყლულები, რომლებიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან;
- კანის დაავადებების მწვავე სველი და ქვემწვავე ექსუდაციური სტადიები;
- კანის საფარველის დიდი ზედაპირის მთლიანობის დარღვევა კანის დეფექტით (დამწვრობა).
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს). სიფრთხილით:
- წასმა კანის დიდ უბნებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, გამოყენება დიდი დოზებით და ასევე პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა (განსაკუთრებით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში).
- წასმა სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები).
- წასმა თვალის გარშემო ან ქუთუთოებზე (გლაუკომის, კატარაქტის განვითარების რისკი), გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებული პაციენტების ჩათვლით.
- კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
მონაცემები ორსულობის დროს პრეპარატი ლორინდენი® A-ს გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.
პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
შესაძლებელია პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება ორსული ქალების სამკურნალოდ II და III ტრიმესტრში მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე და შემოიფარგლებოდეს კანის მცირე უბნებით.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლორინდენი® A-ს სისტემური ზემოქმედება იქნება თუ არა დამაზიანებელი ემბრიონის ან ნაყოფისთვის უცნობია.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეტაზების ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს ნაყოფის გული, ფილტვები და თირკმელები.
ორსულობის ბოლოს დედისა და ბავშვისთვის შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის დრო, ხოლო მშობიარობა შესაძლოა შეფერხდეს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდებს აქვთ ტერატოგენური ეფექტი პერორალური მიღებისას, მცირე დოზებითაც კი. ასევე, ტერატოგენული ეფექტი გამოვლინდა ცხოველებში ძლიერ მოქმედი გლუკოკორტიკოსტეროიდების კანზე წასმისას.
კონტროლირებული კვლევები, რომლებიც მიმართული იქნებოდა ფლუმეტაზონი პივალანის ტერატოგენული ეფექტის შესწავლისკენ მისი ადგილობრივი გამოყენებისას ორსულ ქალებში, არ ჩატარებულა.
ლაქტაცია
გარეგანი გამოყენებისას დედის რძეში შეწოვილი ფლუმეტაზონის რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ახალშობილისთვის/ბავშვისთვის რისკი არ შეიძლება იყოს გამოირიცხული. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ფლუმეტაზონი+სალიცილის მჟავას თერაპიის შეწყვეტის/თავშეკავების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიისგან მიღებული სარგებლის გათვალისწინებით.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი.
მალამო უნდა წაესვას თხელ ფენად კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე მასაჟის მოძრაობებით შეღწევის გასაუმჯობესებლად. ზედმეტი ლიქენიზაციის ან ჰიპერკერატოზის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, რომელიც უნდა გამოიცვალოს ყოველ 24 საათში.
მოზრდილი პაციენტები
გამოიყენება არაუხშირეს 1-2-ჯერ დღეში. უწყვეტი თერაპიის კურსი - არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში; კერძოდ, სახის კანზე - არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არაუმეტეს 1 ტუბი კრემი (15 გრამი).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ლორინდენი® A უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ბავშვებში, სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, მხოლოდ ერთჯერ დღეში კანის მცირე უბნებზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსებით; არ უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების აღმოცენების სიხშირე კლასიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10) არა-ხშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
გვერდითი მოვლენების ვითარდება იშვიათად და შექცევადი ხასიათისაა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: შეიძლება აღმოცენდეს აკნეს მაგვარი სიმპტომები, პოსტ-სტეროიდული პურპურა, ეპიდერმისის და კანქვეშა ქსოვილის ატროფია, კანის სიმშრალე, ჰიპერტრიქოზი ან ალოპეცია, კანის დეპიგმენტაცია ან ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია და სტრიები, ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, თმის ფოლიკულების ანთება, მეორადი ინფექციები, კანის გაღიზიანება.
ზოგჯერ შეიძლება აღმოცენდეს ურტიკარია ან ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, შესაძლებელია კანის მიმდინარე დაავადებების გამწვავება.
პრეპარატში ლორინდენი® A შემავალმა სალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი ხანგრძლივად გამოყენებისას.
მხედველობის ორგანოს მხრივ:
იშვიათად: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
პრეპარატის ქუთუთოებზე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს გლაუკომა ან კატარაქტა, და იშვიათ შემთხვევებში - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ). სისტემური დარღვევები
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას, ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას და ბავშვების მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომის გამოვლენა, ზრდისა და განვითარების შეფერხება ბავშვებში, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება), როგორც ფლუმეტაზონის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.
დოზის გადაჭარბება
შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კანის დიდ უბნებზე.
სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივმა ან არასწორმა გამოყენებამ ან კანის დიდ ფართობზე დატანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვა და ბავშვებში ზრდისა და განვითარების შენელება.
სიმპტომები: იმუნიტეტის დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, შეშუპებები, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის დაავადების სიმპტომები; იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა (გრძელვადიანი თერაპიისას - ეტაპობრივი მოხსნა ან ნაკლებად აქტიური პრეპარატების დანიშვნა).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში უნდა ვერიდოთ ვაქცინაციას ყვავილის წინააღმდეგ და სხვა სახის იმუნიზაციებს, ანტისხეულების პროდუქციის დაქვეითებასთან დაკავშირებული იმუნიტეტის დამაქვეითებელი თვისებების გამოვლენის შესაძლებლობის გამო.
სამკურნალო პრეპარატის ლორინდენი® A ხანგრძლივი გამოყენებისას კანის დიდ ზედაპირზე სალიცილის მჟავის სისხლში შეწოვის შედეგად შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების, სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედების პოტენცირება.
სამკურნალო პრეპარატს ლორინდენი® A ფლუმეტაზონის შემცველობის გამო შუძლია გააძლიეროს იმუნოსუპრესორული პრეპარატების მოქმედება და შეასუსტოს იმუნომასტიმულირებლების მოქმედება.
სპეციალური მითითებები უწყვეტი თერაპიის კურსი- არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
ერიდეთ ლორინდენი® A მალამოს მოხვედრას თვალებში და ლორწოვან გარსებზე.
თუ ლორინდენი® A მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება კანის გაღიზიანება, ასევე კანის სიმშრალის ან ალერგიის ნიშნები, ასევე გვერდითი მოვლენების ან ეფექტების გაძლიერება, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
ლორინდენი® A მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას კანის დიდ ზედაპირებზე, ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე, დიდი დოზებით, ოკლუზიური ნახვევების სახით, და ბავშვების მკურნალობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გლუკოკორტისკოსტეროიდის და სალიცილის მჟავას სისტემურ აბსორბციას; შესაძლებელია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდულ კონტროლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციის შემდგომ სისხლში და შარდში კორტიზოლის დონის განსაზღვრის საშუალებით.
მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაინიშნოს ადგილობრივად ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. თუ ინფექციის სიმპტომები კვლავაც შენარჩუნდება, სამკურნალო პრეპარატის ლორინდენი® A გამოყენება უნდა შეწყდეს ინფექციის განკურნებამდე.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით თვალის გარშემო ან ქუთუთოების კანზე გლაუკომისა, კატარაქტის ან ისეთი იშვიათი დაავადების განვითარების რისკის გამო, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქრ), განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომელთაც ანამნეზში აქვთ ეს დაავადებები. ეს რისკები სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას წარმოქმნილების ანალოგიურია. მხედველობის სიმახვილის ან მხედველობის სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ლორინდენი® A განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სახის კანზე და ინტერტრიგინოზურ კანზე (კანის ნაკეცები, იღლიები, საზარდულის მიდამო, ხელებისა და ფეხების მომხრელი ზედაპირები), თხელი კანიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების გაძლიერებული შეწოვის გამო და გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გლუკოკორტიკოსტეროიდების სისხლში გაძლიერებული შეწოვის გამო, რადგანაც შეიძლება განვითარდეს ეპიდერმისი ატროფია, სტრიები და ინფექციის თანდართვა.
პრეპარატი უნდა იყოს გამოყენებული სიფრთხილით კანქვეშა ქსოვილის ატროფიული ცვლილებების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში.
პრეპარატი ლორინდენი® A უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით ფსორიაზის მქონე პაციენტებში, დაავადების შესაძლო რეციდივის გამო, რომელიც გამოიწვევა ტოლერატულობის განვითარებით, ასევე გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის და ნაწოლებით გამოწვეული ზოგადი ტოქსიკურობის რისკის გამო.
ბავშვები და მოზარდები
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ლორინდენი® A ხანგრძლივი თერაპიის სახით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგანაც ამ ჯგუფის პაციენტებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალი თანაფარდობის გამო, შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დარღვევა და განვითარდეს კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.
პრეპარატში ლორინდენი® A შემავალმა პროპილენგლიკოლმა, ლანოლინმა და სალიცილის მჟავამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება წასმის ადგილზე, ალერგიული რეაქციების ჩათვლით (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მალამო ლორინდენი® A არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის.
15 გ ალუმინის, შიგნიდან ლაკირებულ ტუბებში.
ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ
3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუსი, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3
მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, დამფასოებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამცემი:
ფარმქარხან „ელფა ა.ო.“
58-500 ელენა გურა, ვ. პოლიას ქ. პოლონეთი.
მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ
3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კამპუსი, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3
email: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


