პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ლორაფენი

LORAFEN

რეცეპტით1მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ლორაზეპამი, სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს (ე.წ. ბენზოდიაზეპინები). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლორაზეპამი (lorazepam)
ფორმა და შეფუთვა
1მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №25 (1X25)
მწარმოებელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-036418
რეგისტრირებულია
14 სექტემბერი 2022, მოქმედებს 14 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალორაფენი და სხვა წამალი ერთად

ლორაფენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლორაზეპამი, სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს (ე.წ. ბენზოდიაზეპინები). იგი ახდენს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რომელიც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან, რის საფუძველზეც მიიღწევა ანქსიოლიტური და ძილისმომგვრელი მოქმედება. ნაკლები ხარისხით ახდენს აგრეთვე მომადუნებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლორაზეპამი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

ექსტრემალურ შემთხვევებში და ხანმოკლე დროით:

  • სხვადასხვა წარმოშობის შფოთვითი დარღვევებისას, რომელებიც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის სისტემის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს.
  • ძილის დარღვევა, გამოწვეული გამოხატული შფოთვით.

ნერვული დაძაბულობის და მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, არ წარმოადგენს ჩვენებებს სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისათვის.

  • ლორაფენის გამოყენებამდე

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ:

  • მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა მიზეზის მიუხედავად;
  • ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • მიასთენია;
  • გლაუკომა;
  • მწვავე პორფირია;
  • ღამის აპნოეს სინდრომი;
  • ალკოჰოლით მოწამვლა;

ლორაფენის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გაფრთხილებები:

თუ მკურნალობის 7-14 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება ან გამოვლინდება უძილობის რეციდივი, უნდა აცნობოთ ექიმს.

ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა მსგავსი ეფექტის მქონე სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს და რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებისას:

ოპიოიდების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

პრეპარატ ლორაფენისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკიდან გამომდინარე, ისეთი სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენება როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად პრეპარატი ლორაფენი ოპიოიდებთან, უნდა იყოს დარეზერვებული პაციენტებისათვის რომელთა შემთხვევებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების მიღება შეუძლებელია. თუ მიღებულია გადაწყვეტილება პრეპარატი ლორაფენის ოპიოიდებთან ერთად დანიშვნის შესახებ, გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზა, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე.)

Aუცილებელია პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება რადგან შეიძლება წარმოიშვას ნიშნები ან სიმპტომები სუნთქვის დათრგუნვის ან სედაციის. ამასთანვე მკაცრი რეკომენდაციაა პაციენტები და პირები, რომლებიც მათ უვლიან (ასეთების არსებობისას) იყვნენ ინფორმირებულები მსგავსი სიმპტომების შესახებ.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის ლორაფენის რეგულარულმა გამოყენებამ რამოდენიმე კვირის მანძილზე შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების ეფექტურობის შემცირება.

წამალთდამოკიდებულება

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამ, სხვა ბენზოდიაზეპინების ან ანალოგიური მოქმედების პრეპარტების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს წამალზე ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, მატულობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარებისას სამკურნალო პრეპარატის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის მოხსნის სინდრომი. დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანება, უძილობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერესთეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია და კრუნჩხვითი შეტევები.

Aარსებობს შეტყობინებები, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და ამგვარი მოქმედების პრეპარატების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სინდრომი ცალკეული დოზების მიღების ინტერვალების დროსაც კი, განსაკუთრებით თუ სამკურნალო პრეპარატი მიიღება დიდ დოზებში.

ანტეროგრადული ამნეზია

ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას. თუ ექიმმა დანიშნა დღეში ერთხელ მიღება, ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, მაშინ პაციენტმა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და უნდა ჰქონდეს გარანტირებული პირობები 7-8 საათიანი უწყვეტი ძილისათვის.

,,რიკოშეტის” ტიპის უძილობა

მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა დადგეს სიმპტომების გარდამავალი რეციდივი მათი უფრო ძლიერი გამოვლენით, ვიდრე თავდაპირველად (ეგრეთ წოდებული “რიკოშეტის” ტიპის უძილობა). ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავთ ხასიათის ცვლილება, შფოთი, მოუსვენრობა, მოძრაობის მომატებული აქტივობა.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების მკვეთრად შეწყვეტისას, იზრდება მოხსნის სინდრომის განვითარების ალბათობა ან ,,რიკოშეტის” ტიპის უძილობის გამოვლენა. რისკის შემცირების მიზნით რეკომენდებულია დოზირების თანდათანობით შემცირება.

პარადოქსალური რეაქციები

ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები (მოსალოდნელის საპირისპირო), როგორიცაა მოუსვენარი მოძრაობა, აღგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, გაბოროტება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პაციენტების სპეციფიკური ჯგუფი

ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დაბალი დოზები (იხ. პუნქტი 3), გვერდითი მოვლენების გაძლიერების ალბათობის გამო, რომელიც უმთავრესად ვლინდება ორიენტაციის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის სახით (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის, თირკმლის ან სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით, პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე, ამ დაავადებების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.

გამოყენება დეპრესიისას

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიური დაავადებების შესახებ. პაციენტებში ენდოგენური ან შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიით, ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ერთდროულად. მხოლოდ ლორაფენის გამოყენებამ დეპრესიის მქონე პაციენტებში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დეპრესიის სიმპტომების გაძლიერებაზე, მათ შორის სუიციდურ აზრებზე.

ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პაციენტებმა პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამ მავნე ჩვევების შესახებ.

ამ ჯგუფის პაციენტებში მაღალია ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევის განვითარების რისკი. ამიტომ ამ ტიპის პაციენტებმა სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

პორფირიით დაავადებულ პაციენტებში ლორაფენმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. პორფირიით დაავადებულმა პაციენტებმა ლორაფენით მკურნალობის დაწყების წინ ამ დაავადების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.

პაციენტებში გლაუკომის ღიაკუთხოვანი ფორმით, თუ სწორად ტარდება მისი მკურნალობა, უნდა დაიცვან სიფრთხილე.

Bბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ფსიქოზით.

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი (მორფოლოგია ნაცხით) და შარდის ანალიზი.

მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღე მისი დამთავრებიდან არ შეიძლება არანაირი სპირტიანი სასმელების გამოყენება.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთჩამოთვლილი გაფრთხილებები დაკავშირებულია სიტუაციებთან, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში.

პაციენტები ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობით

ექიმი შეარჩევს დოზირებას ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს მდგომარეობის შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება

ლორაფენი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ეჭვის შემთხვევაში ხელახლა მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები

  • შფოთვური აშლილობისას თავდაპირველად ინიშნება დღე-ღამეში 2 მგ-დან 3 მგ-მდე ლორაზეპამი, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა იზრდება შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც უმეტეს შემთხვევებში შეადგენს 2 მგ-დან 6 მგ-მდე დღე-ღამეში, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად.
  • ლორაზეპამის დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, დაწყებული საღამოს მისაღები დოზის გაზრდით. მაქსიმალურად ინიშნება 10 მგ დღე-ღამეში.
  • შფოთვით გამოწვეული ძილის დარღვევისას, ლორაზეპამი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ დაძინებამდე 2 მგ-დან 4 მგ-მდე.

ბავშვები

ლორაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში 18 წლამდე არ არის განსაზღვრული.

არ არის რეკომენდებული ლორაზეპამის გამოყენება ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში, რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე ეფექტური დოზის დანიშვნა. ჩვეულებრივ საკმარისია უმცროსი ასაკის პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზის ნახევრის გამოყენება.

პაციენტები ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობით

ექიმი დოზირებას ირჩევს ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს უკმარისობის ხარისხზე დამოკიდებულებით.

თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ პრეპარატის ზემოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენება უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე (7 - დან 14 დღემდე).

ინდივიდუალურ შემთხვევებში, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გახანგრძლივების შესახებ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამამდე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

ექიმი მკურნალობას იწყებს უმცირესი ეფექტური დოზიდან უძილობის აღმოსაფხვრელად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში თანდათან გაზრდის დოზას.

სამკურნალო პრეპარტის მიღების შეწყვეტა აუცილებელია მოხდეს თანდათანობით. განსაკუთრებით ეს ეხება პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლორაფენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სამკურნალო პრეპარატის სწრაფად მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის, ხასიათის და ყურადღების კონცენტრირების დარღვევა. პრეპარატის მოხსნის მეთოდს ექიმი შეარჩევს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის.

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის ჭარბი დოზით მიღებისას

დოზირების გადაჭარბების სიმპტომებია: ძილიანობა, გონების დაბინდვა, კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზირებისას შესაძლოა განვითარდეს კომა, რასაც ახლავს არტერიული წნევის დაცემა და კოლაფსი რეფლექსების დაქვეითებით. – სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მოწამვლა, გამოწვეული ლორაზეპამის და ალკოჰოლის ან ლორაზეპამის და სხვა სამკურნალო საშუალებების, რომელთაც გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედება, ერთდროული მიღების გამო. ლორაზეპამით მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა იმ ზომების მიღება, რომლებიც მიმართულნი არიან ორგანიზმიდან ჯერ კიდევ არშეწოვილი სამკურნალო პრეპარატის სწრაფი ელიმინაციისკენ ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი შეწოვის დაქვეითებაზე (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ღებინება- მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც გონებაზე არიან), ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება (სუნთქვა, პულსი, სისხლის წნევა) და, საჭიროების შემთხვევაში სათანადო სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სპეციფიური ანტიდოტია ფლუმაზენილი.

სამკურნალო პრეპარტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებული დოზა აუცილებელია მიიღოთ რაც შეიძლება ჩქარა, თუ მომდევნო მიღებამდე საკმარისი დროა დარჩენილი, ან გააგრძელეთ პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა, მიზეზის მიუხედავად.
  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა.
  • მიასთენია.
  • გლაუკომა.
  • მწვავე პორფირია.
  • ღამის აპნოეს სინდრომი.
  • ალკოჰოლური მოწამვლა.

სიფრთხილის ზომები

ლორაზეპამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია არსებული დარღვევების

საფუძვლიანი ანალიზი.

ზოგადი ინფორმაცია ბენზოდიაზეპინებითა და სხვა საძილე საშუალებებით მკურნალობის დროს გამოვლენილი ეფექტების შესახებ, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლორაზეპამის დანიშვნისას.

ოპიოიდურ პრეპარატებთან ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

სამკურნალო პრეპარატ ლორაფენისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნულის გამო სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენების რისკი, ისეთების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად, პრეპარატ ლორაფენის, ოპიოიდებთან ერთად, უნდა იყოს დარეზერვირებული პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება შეუძლებელია. თუ ლორაფენის ოპიოიდებთან ერთად დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება, უნდა იქნას გამოიყენებული მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. (იხ. პუნქტი 4.2 - დოზირება და გამოყენების წესი).

პაციენტები უნდა იყვნენ ზედმიწევნითი დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოეპაროთ

სუნთქვის დათრგუნვისა და სედაციის ნიშნები და სიმპტომები. ამავდროულად დაბეჯითებით რეკომენდებულია პაციენტების და მათი მომვლელების ინფორმირება ამ სიმპტომების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (იხ. პუნქტი 4.5).

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების რეგულარული გამოყენებამ, მათ შორის ლორაზეპამისა, რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტურობის შემცირება.

წამლებზე დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლებზე ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას. წამლებზე დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და მატულობს იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში სხვა სამკურნალო საშუალებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება აქვთ.

წამლებზე დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი გამოვლინებებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოტორული

შფოთვა, გონების დაბინდვის მდგომარეობა და დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა, უძილობა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს:

დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევები, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის მიმართ ჰიპერესთეზია, “მცოცავი ჭიანჭველების “შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვითი შეტევები.

არის ცნობები, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის გამოვლინებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი ცალკეული დოზების მიღებისს ინტერვალშიც კი, განსაკუთრებით თუ სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება დიდი დოზებით.

ანტეროგრადული ამნეზია

ლორაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღების შემდეგ რამოდენიმე საათში, განსაკუთრებით დიდი დოზების შემთხვევაში. ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ლორაზეპამის გამოყენება დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და უწყვეტი 7-8 საათიანი ძილისთვის პირობების უზრუნველყოფა.

„რიკოშეტის ტიპის“ უძილობა

მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება მოხდეს სიმპტომების გარდამავალი რეციდივი უფრო გამოხატული ფორმით, ვიდრე ისინი, რომლებმაც გამოიწვიეს მკურნალობის დაწყება (ე.წ. "რიკოშეტის" ტიპის უძილობა). ამ სიმპტომებს ხშირად

თან ახლავს განწყობის ცვლილება, შფოთვა, მოუსვენრობა, მომატებული ფიზიკური აქტივობა.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული „რიკოშეტის “ტიპის უძილობის შესაძლებლო განვითარების შესახებ. ეს ინფორმაცია შეამცირებს პაციენტის წუხილს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიმპტომები გამოჩნდება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. მოხსნის სინდრომის განვითარების ალბათობა ან „რიკოშეტის“ ტიპის უძილობის გამოვლენა იზრდება წამლის მიღების მკვეთრად შეწყვეტის დროს. ასეთი სიმპტომების განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება.

პარადოქსული რეაქციები

ლორაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური და პარადოქსული რეაქციები, რომელშიც შედის: მოტორული მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, მტრობა,

კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა და სხვა არასასურველი ქცევითი რეაქციები. ეს რეაქციები ბევრად უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პაციენტები. ასეთი სიმპტომები გამოჩენის დროს ლორაზეპამით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ლორაზეპამი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ ასაკის პაციენტებში (65 წელზე მეტი), გვერდითი ეფექტების შესაძლო მატების გამო, რომლებიც ძირითადად ორიენტირებისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევებს (იხ. პუნქტი 4.2).

არ არის რეკომენდებული ბენზოდიაზეპინების და მსგავსი პრეპარატების გამოყენება

პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, რადგან მათ შეუძლიათ დააჩქარონ

ენცეფალოპათიის განვითარება.

ლორაზეპამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქრონიკული სუნთქვითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან დადგენილია, რომ ბენზოდიაზეპინებს

აქვს დამთრგუნველი მოქმედება სასუნთქ ცენტრზე.

ასევე აუცილებელია სიფრთხილის დაცვა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ფსიქოზებით.

გამოყენება დეპრესიის დროს: ლორაზეპამი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დეპრესიის სიმპტომების მქონე პაციენტებში. ამ პაციენტებს შეიძლება

წარმოეშვათ სუიციდური მიდრეკილებები. დოზის განზრახ გადაჭარბების შესაძლებლობის გამო ამ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ ლორაზეპამი, რამდენადაც

ეს შესაძლებელია, უმცირესი დოზებით.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული დეპრესიის მონოთერაპიის დროს ან შფოთვისას, რომელიც დაკავშირებულია დეპრესიასთან. ამ სამკურნალო საშუალებებით ჩატარებულმა მონოთერაპიამ

შეოძლება გააძლიერონ სუიციდური ტენდენციები.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული დიდი სიფრთხილით პაციენტებში ალკოჰოლური, ნარკოტიკული დამოკიდებულებით ან პაციენტებში სხვა სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულებით ანამნეზში.

ეს პაციენტები ლორაზეპამის მიღების დროს უნდა იმყოფებოდნენ მკაცრ კონტროლზე, რადგან არიან მიჩვევის ფორმირებისა და ფიზიკური და გონებრივი დამოკიდებულების განვითარების რისკის ჯგუფში.

პორფირიის მქონე პაციენტებში ლორაფენმა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. ლორაზეპამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც პორფირია აქვთ. ლორაზეპამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება.

ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, თუ სწორად ტარდება მისი

მკურნალობა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ლაქტოზას მონოჰიდრატის შემცველობის გამო ლორაფენი არ უნდა იქნას გამოიყენებული იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების- გალაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში ლაქტაზის დეფიციტით (ლაპის ტიპი) ან გლუკოზა გალაქტოზის ცუდად შეწოვის უნარით.

საქაროზას შემცველობასთან დაკავშირებით ლორაფენი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზის აუტანლობასთან, გლუკოზა-გალაქტოზას ცუდად შეწოვის სინდრომთან ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტთან.

ლორაფენი 2,5 მგ დოზით დამატებით შეიცავს კოშანელის წითელს E-124, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ლორაზეპამით ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია პერიოდული სისხლის (მორფოლოგია ნაცხით) და შარდის გამოკვლევები.

ლორაზეპამით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან კიდევ 3 დღის შემდეგ, არ შეიძლება არანაირი ალკოჰოლური სასმელების მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • ლორაზეპამის დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებენ ოპიუმის ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო პრეპარატები, სამკურნალო პრეპარატები ზოგადი ანესთეზიისთვის (ანესთეტიკები), ფსიქოტროპული სამკურნალო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური სამკურნალო პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური სამკურნალო პრეპარატები.
  • დისულფირამი, ციმეტიდინი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, არიან რა ციტოქრომ P-450-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორები, თრგუნავენ 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციის პროცესებს და აძლიერებენ მათ დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ ციტოქრომ P-450-ის აქტივობას (მაგალითად: რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), გავლენას ახდენენ 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციაზე და მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების შესუსტებას იწვევენ.
  • ოპიოიდები

ისეთი სედატიური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების სამკურნალო პრეპარატები,ისეთები, როგორიცაა პრეპარატი ლორაფენი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის განვითარების და სიკვდილის რისკს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამატებითი ჯამური დათრგუნვითი ეფექტის გამო.

მათი ერთად გამოყენების ხანგრძლივობა და დოზები შეზღუდული უნდა იყოს(იხ. პუნქტი 4.4).

  • ლორაზეპამით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება აძლიერებს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციების განვითარება, ისეთების, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული მოქმედება. გარდა ამისა, ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ლორაზეპამის სედატიური მოქმედება.
  • ლორაზეპამი, მიღებული ჩონჩხის კუნთების მომადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახანგრძლივებს და აძლიერებს მათ მოქმედებას.
  • თეოფილინმა და კოფეინმა შეიძლება შეამცირონ ბენზოდიაზეპინების საძილე მოქმედება (მათ შორის ლორაზეპამის), რადგან გააჩნიათ მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვული სისტემაზე და შეუძლიათ ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება, რომლებიც სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე არიან პასუხუსმგებელნი. ეს მოქმედება, გამოწვეული თეოფილინით და კოფეინით, შესაძლოა არ მოხდეს მწეველებში.
  • პერორალურ კონტრაცეფციის საშუალებებ, რომლებიც გამოიყენება ლორაზეპამთან ერთად, შეუძლიათ დააჩქაროს მისი მეტაბოლიზმი, ლორაზეპამის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება შემცირდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულებში.

ლაქტაციის პერიოდი

ლორაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ, სამკურნალო პრეპარტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვა

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.

ლორაფენმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებმა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ რეაქციის სისწრაფეზე დოზის, შეყვანის და ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად. ამნეზია (მეხსიერების დარღვევა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და კუნთების აქტივობის დარღვევა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ

ლორაფენი დოზირებით 1 მგ და 2,5 მგ შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდტატს და საქაროზას. თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე უნდა აცნობოს ექიმს.

ლორაფენი დოზირებით 2,5 მგ კიდევ დამატებით შეიცავს კოშენილის წითელს

E-124, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება პრეპარატ ლორაფენთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულის შესახებაც.

  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანუ საანესთეზიო საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, სედაციური საძილე საშუალებები, სედაციური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ლორაზეპამთან ერთად, ახდენენ მისი ცენტრალური სედაციური მოქმედების პოტენცირებას.
  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი, დისულფირამი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი) ანელებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება მოახდინონ მათი მოქმედების პოტენცირება.
  • სამკურნალო პრეპარტები, რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), აჩქარებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება შეასუსტონ მათი მოქმედება.
  • ოპიოიდები
  • სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ისეთების როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ლორაფენი, ოპიოიდებთან ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის წარმოშობის და სიკვდილის რისკს, ცნს-ზე დამატებითი სუმირებული დამთრგუნველი მოქმედების გამო. დოზა და მათი ერთად გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული.
  • ალკოჰოლის გამოყენება ლორაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქომოტორული აღგზნებადობა, აგრესიული საქციელი. ამას გარდა, ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს ლორაზეპამის სედაციური მოქმედება.
  • ლორაზეპამის ერთდროული მიღება ჩონჩხის კუნთების მომადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახდენს მათი მოქმედების პოტენცირებას და გახანგრძლივებას.
  • თეოფილინმა და კოფეინმა შესაძლოა დაასუსტოს ბენზოდიაზეპინების საძილე მოქმედება (მათ შორის ლორაზეპამის), რადგან გააჩნია ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება და შეუძლია მოახდინოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება, რომლებიც პასუხს აგებენ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. ეს ეფექტი, გამოწვეული თეოფილინით და კოფეინით, შესაძლოა არ გამოვლინდეს მწეველებში.
  • პერორალურმა კონტრაცეპტულმა საშუალებებმა, რომლებიც მიიღება ლორაზეპამთან ერთად, შესაძლოა დააჩქარონ მისი მეტაბოლიზმი, ლორაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეიძლება შემცირდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სამკურნალო პრეპარატით მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მისი დასრულების შემდეგ, არ შეიძლებაი მართოთ ავტოტრანსპორტი და მოემსახუროთ მოძრავ მექანიკურ მოწყობილობებს.

ლორაფენმა, ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა ბენზოდიაზეპინების ჯგუფიდან, შეიძლება გავლენა იქონიოს რეაქციის სიჩქარეზე, რაც დამოკიდებულია დოზაზე, შეყვანის გზაზე და პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. ამნეზიამ (მეხსიერების დაქვეითება), კონცენტრაციის დაქვეითებამ და კუნთების აქტივობის დაქვეითებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედობს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ლორაფენმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში

გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რაოდენობა და სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე - როგორც წესი ეს მოქმედება მსუბუქი ხასიათისაა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

  • დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის დარღვევა.
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ხანდაზმულ პაციენტებში და როგორც წესი ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევაში დოზის შესაბამისად შემცირება აქვეითებს მათი გამოვლენის და განვითარების სიხშირეს.

ხანდახან, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზისას, შესაძლოა განვითარდეს მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ლიბიდოს დარღვევა.

  • დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი, გაორმაგებული მხედველობა).
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალის შეგრძნება ვლინდება იშვიათად.
  • დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
  • დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების სისუსტე.
  • დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: მადის დაკარგვა.
  • დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაცემა.
  • საერთო სისუსტე და დარღვევები შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გულყრა.
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

  • დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლის თანხლებით.
  • დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
  • ფსიქიკის დარღვევა:

პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა, აღგზნების და აგრესიულობის მომატება, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვა.

პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ფსიქიური დაავადებით.

ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს თერაპიული დოზის გამოყენებისას. მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს მაღალია წამალზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.

ლორაზეპამით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ან სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

ლორაზეპამის დოზის გადაჭარბების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ძილიანობა, დეზორიენტაციის მდგომარეობა, გაურკვეველი მეტყველება და მძიმე

შემთხვევებში გონების დაკარგვა, კომა. შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს ლორაზეპამის და ალკოჰოლის, ან ლორაზეპამის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედების მქონე სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებით გამოწვეული მოწამვლა. ლორაზეპამით მოწამვლის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული ზომები, რომლებიც მიმართულია ჯერ კიდევ შეუთვისებელი სამკურნალო პრეპარატის სწრაფი ელიმინაციისკენ ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მისი შეწოვის შემცირებისკენ (კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება, ღებინება - მხოლოდ გონებაზე მყოფ პაციენტებში), ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა) და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიური ანტიდოტია ფლუმაზენილი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორაფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად სამკურნალო პრეპარატის გადაყრა არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარტის უტილიზაციის შესახებ, ეს აუცილებელია გარემოს დაცვისთვის.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

დამზადებულია პოლონეთში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეპტიკური სამკურნალო საშუალებები, ანქსიოლიტიკები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები.

ATX კოდი - N05 BA06

ლორაზეპამი მიეკუთვნება 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, პირველ რიგში ლიმბურ სისტემაზე და ჰიპოთალამუსზე, ანუ ემოციური ქმედებების რეგულირებასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. ყველა ბენზოდიაზეპინის

მსგავსად, ის აძლიერებს თავის ტვინის ქერქის, ჰიპოკამპის, ნათხემის, თალამუსის და ჰიპოთალამუსის გაემ-ერგული ნეირონების დამამუხრუჭებელ ზემოქმედებას. ნაპოვნია ბენზოდიაზეპინებისთვის სპეციფიკური შეკავშირების ადგილები, რომლებიც წარმოადგენენ უჯრედის მემბრანის ცილოვან სტრუქტურებს, რომლებსაც აქვთ კავშირი გაემ-A-ს რეცეპტორისა და ქლორის არხისაგან შემდგარ კომპლექსთან.

ლორაზეპამის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გაემ-ერგული რეცეპტორის მგრძნობელობის მოდულაციასთან, რის შედეგადაც იზრდება რეცეპტორების ნათესაური მსგავსება გამა-ამინოერბოს მჟავას (გაემ) მიმართ, რომელიც არის დამამუხრუჭებელი ენდოგენური ნეირომედიატორი.

ბენზოდიაზეპინის რეცეპტორის ან გაემ-A-ს გააქტივაციის შედეგად იზრდება ქლორის იონების ტრანსპორტირება ნეირონში ქლორის არხის მეშვეობით. ეს იწვევს უჯრედის მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ჯამში ნეირონების აქტივობის დათრგუნვას. კლინიკურად ლორაზეპამს აქვს ანქსიოლიტიკური და ძილის მომგვრელი მოქმედება. აქვს ოდნავ დამამშვიდებელი ეფექტი ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკა

ლორაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მაქსიმალურ

კონცენტრაციას სისხლში აღწევს დაახლოებით 2 საათის შემდეგ. 2 მგ ლორაზეპამის

შინაგანად მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში შეადგენს 20

ნგ/მლ.

ლორაზეპამი 85%-ით უკავშირდება სისხლის ცილებს. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს. აღწევს დედის რძეში. ლორაზეპამის ბიოტრანსფორმაციის პროცესი ღვიძლში მიმდინარეობს. გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის შედეგად წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტი -ლორაზეპამის გლუკურონატი. ლორაზეპამის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 საათს. ლორაზეპამი გამოიყოფა ძირითადად შარდით ლორაზეპამის გლუკურონატის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია

აუცილებელია ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

უცილებელია რჩევებისათვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადების სიმტომები იდენტურია.

ლორაფენი

Lorazepam

1 მგ; 2,5 მგ

შემოგარსული ტაბლეტები

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ლორაფენი 1 მგ

მოქმედი ნივთიერება: ლორაზეპამი 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი;

გარსი: პოლივინილის სპირტი, ტალკი, მალტოდექსტრინი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, ოპაგლოსი 6000.

ლორაფენი 2,5 მგ

მოქმედი ნივთიერება: ლორაზეპამი 2,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), ჟელატინი, ტალკი, კოშენელის წითელი (E 124), მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი;

გარსი: პოლივინილის სპირტი, ტალკი, მალტოდექსტრინი, საქაროზა, საღებავი კოშენილის წითელი (E 124), ტიტანის დიოქსიდი, ოპაგლოსი 6000.

შეფუთვა

25 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.

ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

სააქციო საზოგადოება ტარხომინის ფარმაცევტული ქარხანა ,,პოლფა”.

ა.ფლემინგის ქ. 2, 03-176 ვარშავა

პოლონეთი

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს ლორაფენი და რისთვის გამოიყენება?
  • ლორაფენის გამოყენებამდე.
  • ლორაფენის გამოყენების წესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის შენახვის წესი
  • დამატებითი ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს ლორაფენი და რისთვის გამოიყენება?

ლორაზეპამი, სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს (ე.წ. ბენზოდიაზეპინები). იგი ახდენს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რომელიც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან, რის საფუძველზეც მიიღწევა ანქსიოლიტური და ძილისმომგვრელი მოქმედება. ნაკლები ხარისხით ახდენს აგრეთვე მომადუნებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლორაზეპამი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

ექსტრემალურ შემთხვევებში და ხანმოკლე დროით:

  • სხვადასხვა წარმოშობის შფოთვითი დარღვევებისას, რომელებიც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის სისტემის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს.
  • ძილის დარღვევა, გამოწვეული გამოხატული შფოთვით.

ნერვული დაძაბულობის და მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, არ წარმოადგენს ჩვენებებს სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისათვის.

  • ლორაფენის გამოყენებამდე

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ:

  • მომატებული მგრძნობელობა 1,4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • სუნთქვის მძიმე უკმარისობა მიზეზის მიუხედავად;
  • ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • მიასთენია;
  • გლაუკომა;
  • მწვავე პორფირია;
  • ღამის აპნოეს სინდრომი;
  • ალკოჰოლით მოწამვლა;

ლორაფენის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გაფრთხილებები:

თუ მკურნალობის 7-14 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება ან გამოვლინდება უძილობის რეციდივი, უნდა აცნობოთ ექიმს.

ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა მსგავსი ეფექტის მქონე სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს და რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებისას:

ოპიოიდების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

პრეპარატ ლორაფენისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკიდან გამომდინარე, ისეთი სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენება როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად პრეპარატი ლორაფენი ოპიოიდებთან, უნდა იყოს დარეზერვებული პაციენტებისათვის რომელთა შემთხვევებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების მიღება შეუძლებელია. თუ მიღებულია გადაწყვეტილება პრეპარატი ლორაფენის ოპიოიდებთან ერთად დანიშვნის შესახებ, გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური ეფექტური დოზა, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე.)

Aუცილებელია პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება რადგან შეიძლება წარმოიშვას ნიშნები ან სიმპტომები სუნთქვის დათრგუნვის ან სედაციის. ამასთანვე მკაცრი რეკომენდაციაა პაციენტები და პირები, რომლებიც მათ უვლიან (ასეთების არსებობისას) იყვნენ ინფორმირებულები მსგავსი სიმპტომების შესახებ.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის ლორაფენის რეგულარულმა გამოყენებამ რამოდენიმე კვირის მანძილზე შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების ეფექტურობის შემცირება.

წამალთდამოკიდებულება

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამ, სხვა ბენზოდიაზეპინების ან ანალოგიური მოქმედების პრეპარტების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს წამალზე ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, მატულობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარებისას სამკურნალო პრეპარატის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის მოხსნის სინდრომი. დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანება, უძილობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერესთეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია და კრუნჩხვითი შეტევები.

Aარსებობს შეტყობინებები, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და ამგვარი მოქმედების პრეპარატების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სინდრომი ცალკეული დოზების მიღების ინტერვალების დროსაც კი, განსაკუთრებით თუ სამკურნალო პრეპარატი მიიღება დიდ დოზებში.

ანტეროგრადული ამნეზია

ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას. თუ ექიმმა დანიშნა დღეში ერთხელ მიღება, ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, მაშინ პაციენტმა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და უნდა ჰქონდეს გარანტირებული პირობები 7-8 საათიანი უწყვეტი ძილისათვის.

,,რიკოშეტის” ტიპის უძილობა

მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა დადგეს სიმპტომების გარდამავალი რეციდივი მათი უფრო ძლიერი გამოვლენით, ვიდრე თავდაპირველად (ეგრეთ წოდებული “რიკოშეტის” ტიპის უძილობა). ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავთ ხასიათის ცვლილება, შფოთი, მოუსვენრობა, მოძრაობის მომატებული აქტივობა.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების მკვეთრად შეწყვეტისას, იზრდება მოხსნის სინდრომის განვითარების ალბათობა ან ,,რიკოშეტის” ტიპის უძილობის გამოვლენა. რისკის შემცირების მიზნით რეკომენდებულია დოზირების თანდათანობით შემცირება.

პარადოქსალური რეაქციები

ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები (მოსალოდნელის საპირისპირო), როგორიცაა მოუსვენარი მოძრაობა, აღგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, გაბოროტება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პაციენტების სპეციფიკური ჯგუფი

ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დაბალი დოზები (იხ. პუნქტი 3), გვერდითი მოვლენების გაძლიერების ალბათობის გამო, რომელიც უმთავრესად ვლინდება ორიენტაციის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის სახით (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის, თირკმლის ან სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით, პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე, ამ დაავადებების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.

გამოყენება დეპრესიისას

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიური დაავადებების შესახებ. პაციენტებში ენდოგენური ან შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიით, ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ერთდროულად. მხოლოდ ლორაფენის გამოყენებამ დეპრესიის მქონე პაციენტებში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დეპრესიის სიმპტომების გაძლიერებაზე, მათ შორის სუიციდურ აზრებზე.

ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პაციენტებმა პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამ მავნე ჩვევების შესახებ.

ამ ჯგუფის პაციენტებში მაღალია ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევის განვითარების რისკი. ამიტომ ამ ტიპის პაციენტებმა სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

პორფირიით დაავადებულ პაციენტებში ლორაფენმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. პორფირიით დაავადებულმა პაციენტებმა ლორაფენით მკურნალობის დაწყების წინ ამ დაავადების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს.

პაციენტებში გლაუკომის ღიაკუთხოვანი ფორმით, თუ სწორად ტარდება მისი მკურნალობა, უნდა დაიცვან სიფრთხილე.

Bბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ფსიქოზით.

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი (მორფოლოგია ნაცხით) და შარდის ანალიზი.

მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღე მისი დამთავრებიდან არ შეიძლება არანაირი სპირტიანი სასმელების გამოყენება.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთჩამოთვლილი გაფრთხილებები დაკავშირებულია სიტუაციებთან, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში.

პაციენტები ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობით

ექიმი შეარჩევს დოზირებას ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს მდგომარეობის შესაბამისად.

ორსულობა

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულებში.

ლაქტაციის პერიოდი

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ლორაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ, სამკურნალო პრეპარტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვა

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.

ლორაფენმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებმა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ რეაქციის სისწრაფეზე დოზის, შეყვანის და ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად. ამნეზია (მეხსიერების დარღვევა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და კუნთების აქტივობის დარღვევა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ

ლორაფენი დოზირებით 1 მგ და 2,5 მგ შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდტატს და საქაროზას. თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე უნდა აცნობოს ექიმს.

ლორაფენი დოზირებით 2,5 მგ კიდევ დამატებით შეიცავს კოშენილის წითელს

E-124, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება პრეპარატ ლორაფენთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულის შესახებაც.

  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანუ საანესთეზიო საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, სედაციური საძილე საშუალებები, სედაციური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ლორაზეპამთან ერთად, ახდენენ მისი ცენტრალური სედაციური მოქმედების პოტენცირებას.
  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი, დისულფირამი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი) ანელებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება მოახდინონ მათი მოქმედების პოტენცირება.
  • სამკურნალო პრეპარტები, რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), აჩქარებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება შეასუსტონ მათი მოქმედება.
  • ოპიოიდები
  • სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ისეთების როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ლორაფენი, ოპიოიდებთან ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის წარმოშობის და სიკვდილის რისკს, ცნს-ზე დამატებითი სუმირებული დამთრგუნველი მოქმედების გამო. დოზა და მათი ერთად გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული.
  • ალკოჰოლის გამოყენება ლორაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქომოტორული აღგზნებადობა, აგრესიული საქციელი. ამას გარდა, ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს ლორაზეპამის სედაციური მოქმედება.
  • ლორაზეპამის ერთდროული მიღება ჩონჩხის კუნთების მომადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახდენს მათი მოქმედების პოტენცირებას და გახანგრძლივებას.
  • თეოფილინმა და კოფეინმა შესაძლოა დაასუსტოს ბენზოდიაზეპინების საძილე მოქმედება (მათ შორის ლორაზეპამის), რადგან გააჩნია ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება და შეუძლია მოახდინოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება, რომლებიც პასუხს აგებენ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. ეს ეფექტი, გამოწვეული თეოფილინით და კოფეინით, შესაძლოა არ გამოვლინდეს მწეველებში.
  • პერორალურმა კონტრაცეპტულმა საშუალებებმა, რომლებიც მიიღება ლორაზეპამთან ერთად, შესაძლოა დააჩქარონ მისი მეტაბოლიზმი, ლორაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეიძლება შემცირდეს.
  • ლორაფენის გამოყენების წესი

ლორაფენი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ეჭვის შემთხვევაში ხელახლა მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები

  • შფოთვური აშლილობისას თავდაპირველად ინიშნება დღე-ღამეში 2 მგ-დან 3 მგ-მდე ლორაზეპამი, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა იზრდება შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც უმეტეს შემთხვევებში შეადგენს 2 მგ-დან 6 მგ-მდე დღე-ღამეში, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად.
  • ლორაზეპამის დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, დაწყებული საღამოს მისაღები დოზის გაზრდით. მაქსიმალურად ინიშნება 10 მგ დღე-ღამეში.
  • შფოთვით გამოწვეული ძილის დარღვევისას, ლორაზეპამი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ დაძინებამდე 2 მგ-დან 4 მგ-მდე.

ბავშვები

ლორაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში 18 წლამდე არ არის განსაზღვრული.

არ არის რეკომენდებული ლორაზეპამის გამოყენება ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში, რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე ეფექტური დოზის დანიშვნა. ჩვეულებრივ საკმარისია უმცროსი ასაკის პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზის ნახევრის გამოყენება.

პაციენტები ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობით

ექიმი დოზირებას ირჩევს ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს უკმარისობის ხარისხზე დამოკიდებულებით.

თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ პრეპარატის ზემოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენება უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე (7 - დან 14 დღემდე).

ინდივიდუალურ შემთხვევებში, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გახანგრძლივების შესახებ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამამდე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

ექიმი მკურნალობას იწყებს უმცირესი ეფექტური დოზიდან უძილობის აღმოსაფხვრელად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში თანდათან გაზრდის დოზას.

სამკურნალო პრეპარტის მიღების შეწყვეტა აუცილებელია მოხდეს თანდათანობით. განსაკუთრებით ეს ეხება პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლორაფენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სამკურნალო პრეპარატის სწრაფად მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის, ხასიათის და ყურადღების კონცენტრირების დარღვევა. პრეპარატის მოხსნის მეთოდს ექიმი შეარჩევს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის.

სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის ჭარბი დოზით მიღებისას

დოზირების გადაჭარბების სიმპტომებია: ძილიანობა, გონების დაბინდვა, კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზირებისას შესაძლოა განვითარდეს კომა, რასაც ახლავს არტერიული წნევის დაცემა და კოლაფსი რეფლექსების დაქვეითებით. – სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მოწამვლა, გამოწვეული ლორაზეპამის და ალკოჰოლის ან ლორაზეპამის და სხვა სამკურნალო საშუალებების, რომელთაც გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედება, ერთდროული მიღების გამო. ლორაზეპამით მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა იმ ზომების მიღება, რომლებიც მიმართულნი არიან ორგანიზმიდან ჯერ კიდევ არშეწოვილი სამკურნალო პრეპარატის სწრაფი ელიმინაციისკენ ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი შეწოვის დაქვეითებაზე (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ღებინება- მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც გონებაზე არიან), ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგის ჩატარება (სუნთქვა, პულსი, სისხლის წნევა) და, საჭიროების შემთხვევაში სათანადო სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სპეციფიური ანტიდოტია ფლუმაზენილი.

სამკურნალო პრეპარტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებული დოზა აუცილებელია მიიღოთ რაც შეიძლება ჩქარა, თუ მომდევნო მიღებამდე საკმარისი დროა დარჩენილი, ან გააგრძელეთ პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედებები

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ლორაფენმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში

გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რაოდენობა და სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე - როგორც წესი ეს მოქმედება მსუბუქი ხასიათისაა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

  • დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის დარღვევა.
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ხანდაზმულ პაციენტებში და როგორც წესი ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევაში დოზის შესაბამისად შემცირება აქვეითებს მათი გამოვლენის და განვითარების სიხშირეს.

ხანდახან, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზისას, შესაძლოა განვითარდეს მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ლიბიდოს დარღვევა.

  • დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი, გაორმაგებული მხედველობა).
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალის შეგრძნება ვლინდება იშვიათად.
  • დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
  • დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების სისუსტე.
  • დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: მადის დაკარგვა.
  • დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაცემა.
  • საერთო სისუსტე და დარღვევები შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გულყრა.
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

  • დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლის თანხლებით.
  • დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
  • ფსიქიკის დარღვევა:

პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა, აღგზნების და აგრესიულობის მომატება, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვა.

პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ფსიქიური დაავადებით.

ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს თერაპიული დოზის გამოყენებისას. მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს მაღალია წამალზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.

ლორაზეპამით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ან სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.

  • სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის შენახვის წესი.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ლორაფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად სამკურნალო პრეპარატის გადაყრა არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარტის უტილიზაციის შესახებ, ეს აუცილებელია გარემოს დაცვისთვის.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

დამზადებულია პოლონეთში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა