ლიპოციდი
LIPOCID
სენსორული დარღვევები დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Thioctic Acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Adipharm EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვადასხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A16AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036340
- რეგისტრირებულია
- 2 სექტემბერი 2022, მოქმედებს 2 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adipharm EAD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიპოციდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სენსორული დარღვევები დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველდღიური ერთჯერადი დოზა
დიაბეტურ პოლინეიროპათიასთან დაკავშირებული სენსორული დარღვევების მქონე მოზრდილებში რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეესაბამება 600 მგ თიოქტის მჟავას (ალფა-ლიპოის მჟავა) მიიღება ყოველდღიურად, ერთჯერადად, დღის პირველ კვებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე.
მძიმე ფორმის სენსორული დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს თიოქტის მჟავას პარენტერალური მიღებით.
მიღების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭამამდე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს შეწოვას. უზმოზე მყოფი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე.
დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.
დიაბეტის ოპტიმალური კონტროლი მნიშვნელოვანია დიაბეტური პოლინეიროპათიის სათანადო მართვისთვის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.
სიფრთხილის ზომები
აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლიპოციდის ცისპლატინთან ერთად გამოყენება ამცირებს ცისპლატინის ეფექტს.
თიოქტის მჟავა აკავშირებს ლითონებს, ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება ლითონების შემცველ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები ან რძის პროდუქტები კალციუმის შემცველობის გამო). საუზმემდე 30 წუთით ადრე მთლიანი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პროდუქტების მიღება შესაძლებელია შუადღეს ან ნაშუადღევს.
აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით ლიპოციდის მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ანტიდიაბეტური პრეპარატებთან (ინსულინი და ა.შ.) ერთად მიღებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების გაზრდილი რისკის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება, რომ თავიდან იქნას აცილებული ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება.
ალკოჰოლის რეგულარულმა მიღებამ, რაც თავისთავად ასოცირდება ნეიროპათიური კლინიკური გამოვლინებების განვითარებისა და პროგრესირების მნიშვნელოვან რისკთან, შესაძლოა შეამციროს ლიპოციდით მკურნალობის ეფექტურობა. დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან. ეს რეკომენდაცია ასევე ვრცელდება მკურნალობის კურსებს შორის შესვენების პერიოდებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ დღემდე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არ დასტურდება ნაყოფზე მავნე ზემოქმედება.
ორსულობა
ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი არასაკმარისი მონაცემების გამო, აღმიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რჩევით.
ძუძუთი კვება
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები თიოქტის მჟავის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლიპოციდი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ორგანოთა სისტემის კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით, შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
გასტროინტესტინალური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი ნაწლავების არეში ან დიარეა.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ურტიკარია და ქავილი.
ზოგადი დარღვევები
ძალიან იშვიათი: სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების გამო, თანმხლები ჰიპოგლიკემიური სიმპტომებით, მათ შორის თავბრუსხვევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევა.
არსებობს ცალკეული ცნობები კანის ალერგიული რეაქციების შესახებ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაზრდის საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.
ჭარბი დოზა
ზედოზირებისას შეიძლება განვითარდეს ღებინება, გულისრევა და თავის ტკივილი.
ალკოჰოლთან ერთად 10გ - 40გ თიოქტის მჟავის შემთხვევითი ან განზრახ მიღების შედეგად დაფიქსირდა მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური შედეგით. ინტოქსიკაციის კლინიკური სიმპტომები თავდაპირველად ვლინდება ფსიქომოტორული აგზნებით ან ცნობიერების დარღვევით, რომელიც შემდგომში პროგრესირებს და ვითარდება გენერალიზებული კრუნჩხვები და ლაქტური აციდოზი. თიოქტის მჟავის მაღალი დოზებით ინტოქსიკაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, შოკი, რაბდომიოლიზი, ჰემოლიზი, გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC), მიელოსუპრესია და პოლიორგანული უკმარისობა.
თერაპიული ღონისძიებები ინტოქსიკაციის დროს
თიოქტის მჟავით ინტოქსიკაციის უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი (მაგალითად: 10-ზე მეტი ტაბლეტი მოზრდილებისთვის ან 50 მგ/კგ-ზე მეტი ბავშვებისთვის) აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი თერაპიული ზომების გატარება. გენერალიზებული კრუნჩხვების, ლაქტური აციდოზის და ინტოქსიკაციის სხვა სიცოცხლისათვის საშიში შედეგების მართვა უნდა განხორციელდეს სიმპტომურად და თანამედროვე ინტენსიური თერაპიის პრინციპების შესაბამისად. ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიისა და ფილტრაციის ტექნიკის გამოყენების უპირატესობა თიოქტის მჟავის ელიმინაციისთვის ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 600მგ თიოქტის მჟავა.
შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
ხაზი მხოლოდ ფორმის ნაწილია.
შენახვის პირობები
3წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა
ბლისტერზე მოთავსებულია 15 შემოგარსული ტაბლეტი.
თითოეულ შეფუთვაში შედის 30 შემოგარსული ტაბლეტი (2 ბლისტერი X 15).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ნარჩენების განკარგვა
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები
ათქ კოდი: A16AX01
მოქმედების მექანიზმი
თიოქტის მჟავა არის ვიტამინის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც აქვს კოენზიმური თვისებები ალფა-კეტომჟავების ოქსიდაციურ დეკარბოქსილირების დროს. მაღალგანვითარებულ ორგანიზმებში ის წარმოიქმნება ენდოგენურად.
შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ჰიპერგლიკემია იწვევს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლის უჯრედების მატრიქსულ ცილებში, აგრეთვე გლიკაციით დაწყებული გარდაქმნების საბოლოო პროდუქტების (AGEs) წარმოქმნას. აღნიშნული პროცესი იწვევს ენდონერვული სისხლის ნაკადის შემცირებას და ენდონერვულ ჰიპოქსიას/იშემიას. ეს დაკავშირებულია თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნასთან, რომლებიც აზიანებენ პერიფერიულ ნერვებს. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტების, როგორიცაა გლუტათიონი, ნაკლებობა გვხვდება პერიფერიულ ნერვებში.
ვირთხებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თიოქტის მჟავა გავლენას ახდენს სტრეპტოზოტოცინით ინდუცირებულ დიაბეტთან დაკავშირებულ ბიოქიმიურ პროცესებზე: ამცირებს გლიკაციით დაწყებული გარდაქმნების საბოლოო პროდუქტების წარმოქმნას, აუმჯობესებს ენდონევრული სისხლის მიმოქცევას, ზრდის ანტიოქსიდანტის გლუტათიონის ფიზიოლოგიურ შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას თავისუფალ რადიკალებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ექსპერიმენტულ პირობებში დაფიქსირებული ეს ეფექტები აჩვენებს, რომ თიოქტის მჟავას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პერიფერიული ნერვების ფუნქცია. ეს ეხება დიაბეტური პოლინეიროპათიის გამოვლინებებს დისესთეზიის, პარესთეზიის, წვის შეგრძნების, კიდურების ტკივილის, სიყრუის შეგრძნებისა და ყურებში ხმაურის სახით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დიაბეტური პოლინეიროპათიის თიოქტის მჟავით სიმპტომურ მკურნალობასთან დაკავშირებით წინა კლინიკური მონაცემების გარდა, 1995 წელს ჩატარებულმა მულტიცენტრულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დაამტკიცა, რომ თიოქტის მჟავას აქვს დადებითი გავლენა შესწავლილ სიმპტომებზე: წვის შეგრძნება, პარესთეზია, ყურებში ხმაური და ტკივილი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ადამიანებში პერორალურად მიღების შემდეგ, თიოქტის მჟავა კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, პერორალურად მიღებისას თიოქტის მჟავის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით).
განაწილება
ქსოვილებში სწრაფი განაწილების გამო, თიოქტის მჟავას ადამიანის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 წუთია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (დაახლ. 4მკგ/მლ) მიიღწევა პერორალურად მიღებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ და შეადგენს 600 მგ თიოქტის მჟავას.
ბიოტრანსფორმაცია
ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხორციელდება გვერდითი ჯაჭვების ოქსიდაციური (β-ოქსიდაცია) დამოკლებით და/ან შესაბამისი თიოლების S-მეთილაციით.
თიოქტის მჟავა in vitro რეაგირებს ლითონის იონურ ნაერთებთან (მაგალითად, ცისპლატინი). შაქრის მოლეკულებთან ერთად ქმნის რთულად ათვისებად კომპლექსურ ნაერთებს.
ელიმინაცია
ცხოველებზე (ვირთხები, ძაღლები) ჩატარებულ კვლევებში რადიოაქტიური მარკერების გამოყენებით ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელებით (80-90%) მეტაბოლიტების სახით. ადამიანებში გამოყოფილი ნივთიერების მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ლიპოციდი (Lipocid) 600მგ შემოგარსული ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 600მგ თიოქტის მჟავა.
შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
ხაზი მხოლოდ ფორმის ნაწილია.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
სენსორული დარღვევები დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ყოველდღიური ერთჯერადი დოზა
დიაბეტურ პოლინეიროპათიასთან დაკავშირებული სენსორული დარღვევების მქონე მოზრდილებში რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეესაბამება 600 მგ თიოქტის მჟავას (ალფა-ლიპოის მჟავა) მიიღება ყოველდღიურად, ერთჯერადად, დღის პირველ კვებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე.
მძიმე ფორმის სენსორული დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს თიოქტის მჟავას პარენტერალური მიღებით.
მიღების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭამამდე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს შეწოვას. უზმოზე მყოფი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე.
დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.
დიაბეტის ოპტიმალური კონტროლი მნიშვნელოვანია დიაბეტური პოლინეიროპათიის სათანადო მართვისთვის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლიპოციდის ცისპლატინთან ერთად გამოყენება ამცირებს ცისპლატინის ეფექტს.
თიოქტის მჟავა აკავშირებს ლითონებს, ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება ლითონების შემცველ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები ან რძის პროდუქტები კალციუმის შემცველობის გამო). საუზმემდე 30 წუთით ადრე მთლიანი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში, რკინის ან მაგნიუმის შემცველი პროდუქტების მიღება შესაძლებელია შუადღეს ან ნაშუადღევს.
აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით ლიპოციდის მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ანტიდიაბეტური პრეპარატებთან (ინსულინი და ა.შ.) ერთად მიღებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების გაზრდილი რისკის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება, რომ თავიდან იქნას აცილებული ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება.
ალკოჰოლის რეგულარულმა მიღებამ, რაც თავისთავად ასოცირდება ნეიროპათიური კლინიკური გამოვლინებების განვითარებისა და პროგრესირების მნიშვნელოვან რისკთან, შესაძლოა შეამციროს ლიპოციდით მკურნალობის ეფექტურობა. დიაბეტური პოლინეიროპათიის მქონე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან. ეს რეკომენდაცია ასევე ვრცელდება მკურნალობის კურსებს შორის შესვენების პერიოდებზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ დღემდე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არ დასტურდება ნაყოფზე მავნე ზემოქმედება.
ორსულობა
ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი არასაკმარისი მონაცემების გამო, აღმიშნული პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რჩევით.
ძუძუთი კვება
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები თიოქტის მჟავის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ლიპოციდი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ორგანოთა სისტემის კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით, შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
გასტროინტესტინალური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი ნაწლავების არეში ან დიარეა.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ურტიკარია და ქავილი.
ზოგადი დარღვევები
ძალიან იშვიათი: სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების გამო, თანმხლები ჰიპოგლიკემიური სიმპტომებით, მათ შორის თავბრუსხვევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევა.
არსებობს ცალკეული ცნობები კანის ალერგიული რეაქციების შესახებ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაზრდის საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.
დოზის გადაჭარბება
ზედოზირებისას შეიძლება განვითარდეს ღებინება, გულისრევა და თავის ტკივილი.
ალკოჰოლთან ერთად 10გ - 40გ თიოქტის მჟავის შემთხვევითი ან განზრახ მიღების შედეგად დაფიქსირდა მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური შედეგით. ინტოქსიკაციის კლინიკური სიმპტომები თავდაპირველად ვლინდება ფსიქომოტორული აგზნებით ან ცნობიერების დარღვევით, რომელიც შემდგომში პროგრესირებს და ვითარდება გენერალიზებული კრუნჩხვები და ლაქტური აციდოზი. თიოქტის მჟავის მაღალი დოზებით ინტოქსიკაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, შოკი, რაბდომიოლიზი, ჰემოლიზი, გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC), მიელოსუპრესია და პოლიორგანული უკმარისობა.
თერაპიული ღონისძიებები ინტოქსიკაციის დროს
თიოქტის მჟავით ინტოქსიკაციის უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი (მაგალითად: 10-ზე მეტი ტაბლეტი მოზრდილებისთვის ან 50 მგ/კგ-ზე მეტი ბავშვებისთვის) აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი თერაპიული ზომების გატარება. გენერალიზებული კრუნჩხვების, ლაქტური აციდოზის და ინტოქსიკაციის სხვა სიცოცხლისათვის საშიში შედეგების მართვა უნდა განხორციელდეს სიმპტომურად და თანამედროვე ინტენსიური თერაპიის პრინციპების შესაბამისად. ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიისა და ფილტრაციის ტექნიკის გამოყენების უპირატესობა თიოქტის მჟავის ელიმინაციისთვის ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები
ათქ კოდი: A16AX01
მოქმედების მექანიზმი
თიოქტის მჟავა არის ვიტამინის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც აქვს კოენზიმური თვისებები ალფა-კეტომჟავების ოქსიდაციურ დეკარბოქსილირების დროს. მაღალგანვითარებულ ორგანიზმებში ის წარმოიქმნება ენდოგენურად.
შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ჰიპერგლიკემია იწვევს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლის უჯრედების მატრიქსულ ცილებში, აგრეთვე გლიკაციით დაწყებული გარდაქმნების საბოლოო პროდუქტების (AGEs) წარმოქმნას. აღნიშნული პროცესი იწვევს ენდონერვული სისხლის ნაკადის შემცირებას და ენდონერვულ ჰიპოქსიას/იშემიას. ეს დაკავშირებულია თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნასთან, რომლებიც აზიანებენ პერიფერიულ ნერვებს. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტების, როგორიცაა გლუტათიონი, ნაკლებობა გვხვდება პერიფერიულ ნერვებში.
ვირთხებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ თიოქტის მჟავა გავლენას ახდენს სტრეპტოზოტოცინით ინდუცირებულ დიაბეტთან დაკავშირებულ ბიოქიმიურ პროცესებზე: ამცირებს გლიკაციით დაწყებული გარდაქმნების საბოლოო პროდუქტების წარმოქმნას, აუმჯობესებს ენდონევრული სისხლის მიმოქცევას, ზრდის ანტიოქსიდანტის გლუტათიონის ფიზიოლოგიურ შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას თავისუფალ რადიკალებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ექსპერიმენტულ პირობებში დაფიქსირებული ეს ეფექტები აჩვენებს, რომ თიოქტის მჟავას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პერიფერიული ნერვების ფუნქცია. ეს ეხება დიაბეტური პოლინეიროპათიის გამოვლინებებს დისესთეზიის, პარესთეზიის, წვის შეგრძნების, კიდურების ტკივილის, სიყრუის შეგრძნებისა და ყურებში ხმაურის სახით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დიაბეტური პოლინეიროპათიის თიოქტის მჟავით სიმპტომურ მკურნალობასთან დაკავშირებით წინა კლინიკური მონაცემების გარდა, 1995 წელს ჩატარებულმა მულტიცენტრულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დაამტკიცა, რომ თიოქტის მჟავას აქვს დადებითი გავლენა შესწავლილ სიმპტომებზე: წვის შეგრძნება, პარესთეზია, ყურებში ხმაური და ტკივილი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ადამიანებში პერორალურად მიღების შემდეგ, თიოქტის მჟავა კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, პერორალურად მიღებისას თიოქტის მჟავის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით).
განაწილება
ქსოვილებში სწრაფი განაწილების გამო, თიოქტის მჟავას ადამიანის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 წუთია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (დაახლ. 4მკგ/მლ) მიიღწევა პერორალურად მიღებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ და შეადგენს 600 მგ თიოქტის მჟავას.
ბიოტრანსფორმაცია
ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხორციელდება გვერდითი ჯაჭვების ოქსიდაციური (β-ოქსიდაცია) დამოკლებით და/ან შესაბამისი თიოლების S-მეთილაციით.
თიოქტის მჟავა in vitro რეაგირებს ლითონის იონურ ნაერთებთან (მაგალითად, ცისპლატინი). შაქრის მოლეკულებთან ერთად ქმნის რთულად ათვისებად კომპლექსურ ნაერთებს.
ელიმინაცია
ცხოველებზე (ვირთხები, ძაღლები) ჩატარებულ კვლევებში რადიოაქტიური მარკერების გამოყენებით ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელებით (80-90%) მეტაბოლიტების სახით. ადამიანებში გამოყოფილი ნივთიერების მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობა
ტოქსიკოლოგიური პროფილი ხასიათდება სიმპტომებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ავტონომიურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. განმეორებითი მიღების შემდეგ, ტოქსიკური დოზების სხვა სამიზნე ორგანოებია ღვიძლი და თირკმელები.
მუტაგენური და კანცეროგენული პოტენციალი
მუტაგენური პოტენციალის კვლევებმა არ გამოავლინა გენური ან ქრომოსომული მუტაციების ნიშნები. კანცეროგენურობის კვლევით არ გამოვლინდა კანცეროგენული მოქმედების ნიშნები ვირთხებში თიოქტის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ. თიოქტის მჟავას სიმსივნის პოტენციური ეფექტის კვლევებმა კანცეროგენთან N-ნიტროზოდიეთილამინთან (NDEA) აჩვენა უარყოფითი შედეგები.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
თიოქტის მჟავა, მაქსიმალური 68,1 მგ/კგ პერორალური დოზებით, არ ახდენს გავლენას ვირთხების ნაყოფიერებაზე ან ადრეულ ემბრიონულ განვითარებაზე.
დედისთვის ტოქსიკური დოზების ინტრავენური შეყვანის შედეგად კურდღლებში არანაირი მალფორმაცია არ დაფიქსირებულა.
ფარმაცევტული მონაცემები
შემავსებლების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმეთიკონი (65%), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ჰიპრომელოზა.
გარსი: ტალკი, მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინი ყვითელი (E104), რკინის ოქსიდი ყვითელი ( E172).
რჩევა დიაბეტით დაავადებულთათვის: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0,0041-ზე ნაკლებ პურის ერთეულს.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისიანობის ვადა
3წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა
ბლისტერზე მოთავსებულია 15 შემოგარსული ტაბლეტი.
თითოეულ შეფუთვაში შედის 30 შემოგარსული ტაბლეტი (2 ბლისტერი X 15).
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ნარჩენების განკარგვა
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ADIPHARM EAD
ბულგარეთი, 1700, სოფია, სიმეონოვოსკო შოსეს გამზ. #130
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი
ტექსტის გადახედვის თარიღი
2022 წლის იანვარი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


