ლინატინი ნაჩვენებია მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით: მონოთერაპიის სახით: როდესაც მეტფორმინი არ აიტანება პაციენტების მიერ ან უკუნაჩვენებია თირკმელების უკმარისობის გამო; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლინაგლიპტინი (linagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP - 4) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BH05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040131
- რეგისტრირებულია
- 1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლინატინი 5 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლინატინი ნაჩვენებია მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით:
მონოთერაპიის სახით:
როდესაც მეტფორმინი არ აიტანება პაციენტების მიერ ან უკუნაჩვენებია თირკმელების უკმარისობის გამო;
კომბინაციაში
დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ინსულინთან კომბინაციაში, თუ მიღებული პრეპარატებით არ ხდება გლიკემიის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა (იხ. პარაგრაფები 4.4, 4.5 და 5.1 სხვადასხვა კომბინაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად).
მიღების წესი და დოზირება
ლინაგლიპტინის დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. ლინაგლიპტინის მეტფორმინთან ერთად დანიშვნისას მეტფორმინის დოზა რჩება იგივე, და ლინაგლიპტინი მიიღება მასთან ერთად.
ლინაგლიპტინის სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება განხილული იქნას სულფონილშარდოვანას წარმოებულების ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.4)
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ლინაგლიპრინის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკის კვლევები მოწმობს, რომ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის, თუმცა ამ პაციენტებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ხანდაზმული პირები
ასაკზე დამოკიდებით დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში ლინაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. ერთ დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ლინაგლიპტინი არ გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ლინაგლიპტინით მონოთერაპიის შემთხვევაში მსგავსი იყო პლაცებოსთან.
კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ლინაგლიპტინის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში მიღებისას, რომლებიც, როგორც ითვლება, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (მეტფორმინი), იყო პლაცებოს გამოყენებისას აღნიშნული სიხშირის მსგავსი.
ლინაგლიპტინის მიღებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან დამატებით (მეტფორმინით საბაზო თერაპიისას) ჰიპოგლიკემიის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.8).
ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანას წარმოებულები და ინსულინი იწვევს ჰიპოგლიკემიას. ამიტომ, ლინაგლიპტინის გამოყენებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან/და ინსულინთან კომბინაციაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. შეიძლება საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას წარმოებულის ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).
მწვავე პანკრეატიტი
DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებული იყო მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. მწვავე პანკრეატიტი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს. გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის უსაფრთხოების კვლევაში (CARMELINA) დაკვირვების საშუალო პერიოდით 2.2 წელი დადასტურებული მწვავე პანკრეატიტი რეგისტრირებული იყო პაციენტები 0.3%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში და პაციენტების 0.1%-ში პლაცებოს ჯგუფში. საჭიროა პაციენტების ინფორმირება მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პანკრეატიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ლინატინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ლინატინი აღარ უნდა დაინიშნოს. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებისთვის.
ბულოზური პემფიგოიდი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს, აღინიშნა ბულოზური პემფიგოიდი. კვლევაში CARMELINA ბულოზური პემფიგოიდი რეგისტრირებულია პაციენტების 0.2%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და არცერთ პაციენტში პლაცებოს ჯგუფში. ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ლინატინის მიღება უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალწამლო ურთიერთქმდების შეფასება in vitro
ლინაგლიპტინი წარმოადგენს CYP3A4-ის (CYP იზოფერმენტი) სუსტ კონკურენტულ ინჰიბიტორს და სუსტიდან ზომიერამდე CYP3A4-ის შეუქცევად ინჰიბიტორს, თუმცა არ აინჰიბირებს CYP-ის სხვა იზოფერმენტებს. ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს CYP იზოფერმენტების ინდუქტორს.
ლინაგლიპტინი არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი და მცირე ხარისხით აინჰიბირებს P-გლიკოპროტეინით განპირობებულ დიგოქსინის ტრანსპორტს. ამ შედეგებისა და in vivo სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ლინაგლიპტინის P-გლიკოპროტეინის სხვა სუბსტრატებთან ურთიერთქმედებაში შესვლის უნარი ნაკლებად სავარაუდოა.
სამკურნალწამლო ურთიერთქმდების შეფასება in vivo
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლინაგლიპტინზე
ქვემოთ წარმოდგენილი კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია.
რიფამპიცინი: 5 მგ ლინაგლიპტინის და P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, რიფამპიცინის, მრავალჯერადად ერთდროულად გამოყენება იწვევდა ლინაგლიპტინის AUC და Cmax მნიშვნელობების შემცირებას შესაბამისად 39.6%-ით და 43.8%-ით და DPP-4-ის ინჰიბირების შემცირებას დაახლოებით 30%-ით ლინაგლიპტინის მინიმალური კონცენტრაციისას. შესაბამისად, შეიძლება არ აღინიშნოს სრული ეფქტიანობა ლინაგლიპტინის მიღებისას P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინდუქტორებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას. P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინდუქტორების, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი, ერთდროულად გამოყენება შესწავლილი არ არის.
რიტონავირი: ლინაგლიპტინის ერთჯერადი 5 მგ პერორალური დოზის და P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის, რიტონავირის, მრავალჯერადი 200 მგ პერორალური დოზების ერთდროულად გამოყენება ზრდიდა ლინაგლიპტინის AUC და Cmax შესაბამისად დაახლოებით ორჯერ და სამჯერ. შეუკავშირებელი კონცენტრაციები, რომლებიც ჩვეულებრივ ლინაგლიპტინის თერაპიული დოზის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რიტინავირთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ 4-5-ჯერ გაიზარდა. წონასწორულ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის კონცენტრაციების მოდელირება, რიტონავირის ერთდროულად მიღებისას ან მისი მიღების გარეშე, მიუთითებდა, რომ ექსპოზიციის გაზრდას თან არ ახლავს ლინაგლიპტინის დაგროვების მომატება. ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის მსგავსი ცვლილებები არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. ამიტომ, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება P-გლიკოპროტეინის/CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორებთან მოსალოდნელი არ არის.
მეტფორმინი: მეტფორმინის მრავალჯერადად 850 მგ დოზით სამჯერ დღე-ღამეში და 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში ლინაგლიპტინის ერთდროულად გამოყენება არ იწვევდა ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: 5 მგ ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში არ ახდენდა გავლენას გლიბენკლამიდის (გლიბურიდის) ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება.
ლინაგლიპტინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კლინიკურ კვლევებში, როგორც აღწერილია ქვემოთ, ლინაგლიპტინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, ვარფარინის, დიგოქსინის ან ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე, რაც in vivo ადასტურებს ლინაგლიპტინის CYP3A4-ის, CYP2C9-ის, CYP2C8-ის, P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან და ორგანული კატიონების ტრანსპორტიორებთან (ოკტ) ურთიერთქმედების დაბალ უნარს.
მეტფორმინი: 10 მგ ლინაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის, ოკტ-ის სუბსტრატის, ერთდროულად მრავალჯერადად მიღება არ იწვევდა მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში. შესაბამისად, ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს ოკტ-ით განპირობებული ტრანსპორტის ინჰიბიტორს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: 5 მგ ლინაგლიპტინის მრავალჯერადად პერორალურად და 1,75 მგ გლიბენკლამიდის (გლიბურიდის) ერთჯერადად ერთდროულად მიღება იწვევდა გლიბენკლამიდის AUC და Cmax მნიშვნელობების კლინიკურად არამნიშვნელოვან დაქვეითებას 14%-ით. ვინაიდან გლიბენკლამიდი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ით, ეს მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს CYP2C9-ის ინჰიბიტორის. მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთანაც (მაგალითად, გლიპიზიდთან, ტოლბუტამიდთან და გლიმეპირიდთან), რომლებიც, როგორც გლიბენკლამიდი, ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ის მონაწილეობით.
დიგოქსინი: მრავალჯერადი სადღეღამისო დოზის 5 მგ ლინაგლიპტინისა და მრავალჯერადი დოზის 0.25 მგ დიგოქსინის ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე ჯანმრთელ მოხალისეებში. შესაბამისად, ლინაგლიპტინი in vivo არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინით განპირობებული ტრანსპორტის ინჰიბიტორს.
ვარფარინი: მრავალჯერადი სადღეღამისო დოზით 5 მგ ლინაგლიპტინის გამოყენება არ ცვლიდა CYP2C9-ის სიბსტრატის ვარფარინის S(-) ან R(+) ფარმაკოკინეტიკას, რომელიც შეყვანილი იქნა ერთჯერადად.
სიმვასტატინი: ლინაგლიპტინის მრავალჯერად სადღეღამისო დოზებს მინიმალური გავლენა ჰქონდა CYP3A4-ის მგრძნობიარე სუბსტრატის, სიმვასტატინის, ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ მოხალისეებში. თერაპიულზე მაღალი დოზით 10 მგ ლინაგლიპტინის მიღებისას სიმვასტატინის 40 მგ სადღეღამისო დოზასთან ერთად 6 დღის განმავლობაში, სისხლის პლაზმაში სიმვასტატინის AUC გაიზარდა 34%-ით, ხოლო Cmax - 10%-ით.
ორალური კონტრაცეპტივები: 5 მგ ლინაგლიპტინის ერთდროულად მიღება არ ცვლის ლევონორგესტრელის ან ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკას წონასწორულ მდგომარეობაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ლინაგლიპტინის გამოყენება შესწავლილი არ არის. ცხვოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილის ზომის სახით ორსულობის დროს სასურველია თავიდან იქნას აცილებული ლინაგლიპტინის გამოყენება.
ძუძუთი კვება
ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს ლინაგლიპტინის/მეტაბოლიტების გამოყოფაზე რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი გამორიცხული არ არის. ძუძუთი კვების შეწყვეტის/ ლინაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანის ფერტილობაზე ლინაგლიპტინის გავლენის კვლევები არ არის შესწავლილი. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არის გამოვლენილი არასასიკეთო ზემოქმედება ფერტილობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლინაგლიპტინს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის არსებობის შესახებ, განსაკუთრებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან/და ინსულინთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებული კვლევების გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან ლინაგლიპტინს დოზით 5 მგ, მსგავსი იყო (63.4%, 59.1%-თან შედარებით).
არასასურველი მოვლენების გამო თერაპია უფრო ხშირად შეწყდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ დოზით (4.3%, 3.4%-თან შედარებით).
ყველაზე ხშირად რეგისტრირებული გვერდითი მოქმედება იყო ჰიპოგლიკემია, რომელიც აღინიშნა სამკურნალო საშუალებების სამკომპონენტიანი კომბინაციიის გამოყენებისას (ლინაგლიპტინი, მეტფორმინი და სულფონილშარდოვანას წარმოებული): 14.8%, 7.6%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში.
პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში ჰიპოგლიკემია, როგორც არასასურველი რეაქცია, აღინიშნა პაციენტების 4.9%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში. ამასთან, პაციენტების 4.0%-ში ჰიპოგლიკემია იყო მსუბუქი ხარისხის სიმძიმის, 0.9%-ში იყო საშუალო ხარისხის სიმძიმის და 0.1%-ში კლასიფიცირდებოდა, როგორც მძიმე ხარისხის. პანკრეატიტი უფრო ხშირად იყო რეგისტრირებული ლინაგლიპტინის ჯგუფში (7 შემთხვევა 6580 პაციენტზე ლინაგლიპტინის ჯგუფში, 2 შემთხვევასთან შედარებით - 4383 პაციენტზე პლაცებოს ჯგუფში).
არასასურველი რეაქციების ცხრილი
საბაზო თერაპიის არასასურველი რეაქციების განვითარებაზე (მაგალითად ჰიპოგლიკემიაზე) გავლენის შედეგად არასასურველი რეაქციების ანალიზი განხორციელდა მკურნალობის შესაბამისი რეჟიმების მიხედვით (მონოთერაპია, ლინაგლიპტინის დამატება მეტფორმინზე, დამატება სულფონილშარდოვანას წარმოებულისა და მეტფორმინის კომბინაციაზე, დამატება ინსულინზე),
პლაცებო-კონტროლირებული კვლევები ითვალისწინებდა კვლევებს, რომლებშიც ლინაგლიპტინი გამოყენებული იქნა შემდეგი სახით:
მონოთერაპია 4 კვირამდე ხანმოკლე გამოყენებით
მონოთერაპია >12 კვირის ხანგრძლივობით
დამატება მეტფორმინზე
დამატება მეტფორმინი+სულფონილშარდოვანას წარმოებულზე
დამატება მეტფორმინზე და ემპაგლიფლოზინზე
დამატება ინსულინზე მეტფორმინის კომბინაციაში ან მეტფორმინის გარეშე
არასასურველი რეაქციები, რომლებიც კლასიფიცირებულია ორგანოთა და სისტემათა კლასების მიხედვით MedDRA-ს ტერმინოლოგიური ლექსიკონის შესაბამისად და აღნიშნულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ დოზით მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით ორმაგად ბრმა კვლევებში, წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ (იხ. ცხრილი 1).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე მითითებულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-<1/10), არც ისე ხშირად (>1/1000-<1/100), იშვიათი (>1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ სადღეღამისო დოზით მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით კლინიკურ კვლევებში და პოსტრეგისტრაციულ პერიოდში
სისტემათა და ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქცია
არასასურველი რეაქციების სიხშირე
ინფექციები და ინვაზიები
ნაზოფარინგიტი
არც ისე ხშირი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, ბრონქების ჰიპერაქტივობა)
არც ისე ხშირი
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია1
ძალიან ხშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
არც ისე ხშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
პანკრეატიტი
იშვიათი#
შეკრულობა2
არც ისე ხშირი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება*
იშვიათი
ჭინჭრის ციება*
იშვიათი
გამონაყარი*
არც ისე ხშირი
ბულოზური პემფიგოიფი
იშვიათი#
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
ამილაზას დონის მომატება
არც ისე ხშირი
ლიპაზას დონის მომატება**
ხშირი
- რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენების გამოცდილების საფუძველზე
- * ლიპაზას დონის ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად მომატების საფუძველზე, რომელიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში.
# გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის ლინაგლიპტინის უსაფრთხოების კვლევის (CARMELINA) საფუძველზე, ასევე, იხ. ქვემოთ.
1 არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ლინაგლიპტინის მიღებისას მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში.
2 არასასურველი რეაქცის, რომელიც აღინიშნა ლინაგლიპტინის მიღებისას ინსულინთან კომბინაციაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის ლინაგლიპტინის უსაფრთხოების კვლევა (CARMELINA)
კვლევაში CARMELINA შეფასდა ლინაგლიპტინის უსაფრთხოება გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და თირკმელებისთვის, პლაცებოსთან შედარებით, პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და გულ-სისხლძარღვთა მხრივ მომატებული რისკით, რომელიც დადასტურებულია დადგენილი მიკროსისხლძარღვოვანი გართულებების ან თირკმელების დაავადებებით ანამნეზში (იხ. პარაგრაფი 5.1). კვლევაში ჩართული იყო 3494 პაციენტი, რომელიც იღებდა ლინაგლიპტინს (5 მგ) და 3485 პაციენტი, რომელიც იღებდა პლაცებოს. მკურნალობის ორივე სქემა დამატებული იყო სტანდარტულ თერაპიაზე, რომელიც მიმართული იყო რეგიონალურ სტანდარტებზე გლიკირებული ჰემოგლობინისთვის (HbA1c) და გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებზე. არასასურველი მოვლენებისა და სერიოზული არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე ლინაგლიპტინის ჯგუფში მსგავსი იყო პლაცებოს ჯგუფში აღნიშნულ სიხშირესთან. ამ კვლევაში მიღებული უსაფრთხოების მონაცემები შეესაბამებოდა ლინაგლიპტინის ადრე დადგენილ უსაფრთხოების პროფილს.
ნამკურნალებ პოპულაციაში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები (რომლებიც საჭიროებს დახმარებას) რეგისტრირებულია პაციენტების 3.0%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში და 3.1%-ში პლაცებოს ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ სულფონილშარდოვანას წარმოებულს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 2.0%-ს ლინაგლიპტინის ჯგუფში და 1.7%-ს პლაცებოს ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ ინსულინს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 4.4%-ს ლინაგლიპტინის მქონე პაციენტებში, და 4.9%-ს პლაცებოს ჯგუფში.
კვლევის ფარგლებში დაკვირვებების საერთო პერიოდში დადასტურებული მწვავე პანკრეატიტი რეგისტრირებული იქნა პაციენტების 0.3%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და 0.1%-ში პლაცებოს ჯგუფში.
კვლევაში CARMELINA ბულოზური პემფიგოიდი რეგისტრირებული იქნა პაციენტების 0.2%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და არ იყო რეგისტრირებული პლაცებოს ჯგუფში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს ლინაგლიპტინის 600 მგ-მდე ერთჯერადი დოზები (რეკომენდებულზე 120-ჯერ მაღალი) კარგად აიტანებოდა. ადამიანებში 600მგ-ზე მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არის.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა, კლინიკური კონტროლი და მკურნალობის ჩატარება კლინიკური ჩვენებების მიხედვით.
შენახვის პირობები
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები, მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები
ნებისმიეირ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები. ათქ კოდი: A10BH05.
მოქმედების მექანიზმი
ლინაგლიპტინი წარმოადგენს ფერმენტ DPP-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის, EC 3.4.14.5) ინჰიბიტორს, რომელიც მონაწილეობს ინკრეტინების ჰორმონების - GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ინაქტივაციაში. ეს ჰორმონები სწრაფად იშლება ფერმენტ DPP-4-ის მიერ. ორივე ჰორმონი მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. დღე-ღამის განმავლობაში ინკრეტინების სეკრეციის ბაზალური დონე დაბალია, ის სწრაფად იზრდება საკვების მიღების შემდეგ. GLP-1 და GIP აძლიერებს ინსულინის ბიოსინთეზს და მის სეკრეციას პანკრეასული ბეტა-უჯრედების მიერ სისხლის გლუკოზის ნორმალური და მომატებული დონეების დროს. გარდა ამისა, GLP-1 აქვეითებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასული ალფა-უჯრედების მიერ, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის შემცირებას. ლინაგლიპტინი ძალიან ეფექტიანად და შექცევადად უკავშირდება DPP-4-ს, რაც იწვევს ინკრეტინების დონეების ხანგრძლივ მომატებას და მისი აქტივობის შენარჩუნებას. ლინაგლიპტინი გლუკოზადამოკიდებულად ზრდის ინსულინის სეკრეციას და ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას, შედეგად კი იწვევს გლუკოზის ჰომეოსტაზის გაუმჯობესებას.
ლინაგლიპტინი სელექციურად უკავშირდება DPP-4-ს, in vitro მისი სელექციურობა 10000-ზე მეტჯერ აღემატება სელექციურობას DPP-8-ის მიმართ ან აქტივობას DPP-9-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას. ჯანმრთელი მოხალისეების ან პაციენტების მიერ 5 მგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ ლინაგლიპტინის სწრაფად შეიწოვებიდა, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Tmax) მიიღწეოდა 1.5 საათის შემდეგ.
სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის კონცენტრაცია შემცირდა სამ ფაზად, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი ტერმინალური პერიოდით (ლინაგლიპტინის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი 100 საათზე მეტია), რაც განპირობებულია ლინაგლიპტინის გაჯერებული, მჭიდრო კავშირით DPP-4-თან, და არ იწვევს პრეპარატის დაგროვებას. ლინაგლიპტინის დაგროვებისთვის ნახევარგამოყოფის ეფექტიანი პერიოდი, რომელიც განისაზღვრებოდა პრეპარატის პერორალურად დოზით 5მგ მრავალჯერადი მიღების შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 12 საათს. ლინაგლიპტინის 5 მგ დოზით ერთხელ დღე-ღამეში მიღებისას სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღება მესამე დოზის მიღების შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის AUC გაიზარდა დაახლოებით 33%-ით, პირველ დოზასტან შედარებით. ინდივიდუალური კოეფიციენტები და ვარიაციის კოეფიციენტები სხვადასხვა პაციენტებს შორის ლინაგლიპტინის AUC-ისთვის იყო მცირე (12.6% და 28.5%). ვინაიდან, ლინაგლიპტინის კონცენტრაცია დამოკიდებულია DPP-4-თან შეკავსირებაზე, საერთო ექსპოზიციაზე დაფუძნებული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ არის ხაზოვანი; სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის ყველა ფრაქციის AUC მნიშვნელობები დოზის გაზრდისას ნაკლებად პროპორციულად გაიზარდა, ლინაგლიპტინის შეუკავშირებელი ფრაქციის AUC გაიზარდა დაახლოებბით პროპორციულად. ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა კანრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ზოგადად, მსგავსია.
აბსორბცია
ლინაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველ საკვებთან ერთად ლინაგლიპტინის მიღება იწვევდა Cmax მიღწევის დროის გაზრდას 2 საათით და Cmax შემცირებას 15%-ით, მაგრამ არ ახდენდა გავლენას AUC0-72სთ-ზე. Cmax და Tmax ცვლილებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ლინაგლიპტინის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ქსოვილებთან შეკავშირების შედეგად განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ლინაგლიპტინის 5 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 1110 ლიტრს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ლინაგლიპტინის ფართო განაწილებაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან ლინაგლიპტინის შეკავშირება დამოკიდებულია კონცენტრაციაზე, მცირდება 99%-დან 1 ნმოლ-ლ-ის შემთხვევაში 75-89%-მდე >30ნმოლი/ლ-ის შემთხვევაში, რაც ასახავს პრეპარატის DPP-სთან კავშირის გაჯერებას ლინაგლიპტინის კოცენტრაციის გაზრდასთან ერთად. მაღალი კონცენტრაციებისას, როდესაც DPP-სთან კავშირი სრულად გაჯერებულია, ლინაგლიპტინის 70-80% უკავშირდებოდა პლაზმის სხვა ცილებს, ხოლო პრეპარატის 30-20% იყო სისხლის პლაზმაში შეუკავშირებელ მდგომარეობაში.
ბიოტრანსფორმაცია
[14C]-ლინაგლიპტინის პერორალურად 10 მგ დოზით მიღების შემდეგ შარდში გამოიყო რადიოაქტივობის დაახლოებით 5%. ლინაგლიპტინის ელიმინაციაში მეტაბოლიზმი ასრულებს მეორეხარისხოვან როლს. გამოვლენილია ერთი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლის რაოდენობაც წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს შეყვანილი ლინაგლიპტინის რაოდენობის 13.3% და რომელსაც არ გააჩნიაფარმაკოლოგიური აქტივობა და არ ახდენს გავლენას ლინაგლიპტინის მაინჰიბირებელ აქტივობაზე სისხლის პლაზმაში DPP-4-ის მიმართ.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში 4 დღის განმავლობაში [14C]-ლინაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ შეყვანილი რადიოაქტივობის დაახლოებით 85% გამოიყო ნაწლავში (80%) ან შარდში (5%). წონასწორულ მდგომარეობაში თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 70 მლ/წთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ლინატინი 5 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგელობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლინაგლიპტინს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).
ღია წითელი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ლინატინი ნაჩვენებია მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით:
მონოთერაპიის სახით:
როდესაც მეტფორმინი არ აიტანება პაციენტების მიერ ან უკუნაჩვენებია თირკმელების უკმარისობის გამო;
კომბინაციაში
დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ინსულინთან კომბინაციაში, თუ მიღებული პრეპარატებით არ ხდება გლიკემიის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა (იხ. პარაგრაფები 4.4, 4.5 და 5.1 სხვადასხვა კომბინაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ლინაგლიპტინის დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. ლინაგლიპტინის მეტფორმინთან ერთად დანიშვნისას მეტფორმინის დოზა რჩება იგივე, და ლინაგლიპტინი მიიღება მასთან ერთად.
ლინაგლიპტინის სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად დანიშვნისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება განხილული იქნას სულფონილშარდოვანას წარმოებულების ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.4)
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების უკმარისობა
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ლინაგლიპრინის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკის კვლევები მოწმობს, რომ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის, თუმცა ამ პაციენტებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ხანდაზმული პირები
ასაკზე დამოკიდებით დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში ლინაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. ერთ დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.
განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზოგადი
ლინაგლიპტინი არ გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ლინაგლიპტინით მონოთერაპიის შემთხვევაში მსგავსი იყო პლაცებოსთან.
კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ლინაგლიპტინის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში მიღებისას, რომლებიც, როგორც ითვლება, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (მეტფორმინი), იყო პლაცებოს გამოყენებისას აღნიშნული სიხშირის მსგავსი.
ლინაგლიპტინის მიღებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან დამატებით (მეტფორმინით საბაზო თერაპიისას) ჰიპოგლიკემიის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.8).
ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანას წარმოებულები და ინსულინი იწვევს ჰიპოგლიკემიას. ამიტომ, ლინაგლიპტინის გამოყენებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან/და ინსულინთან კომბინაციაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. შეიძლება საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას წარმოებულის ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).
მწვავე პანკრეატიტი
DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებული იყო მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. მწვავე პანკრეატიტი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს. გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის უსაფრთხოების კვლევაში (CARMELINA) დაკვირვების საშუალო პერიოდით 2.2 წელი დადასტურებული მწვავე პანკრეატიტი რეგისტრირებული იყო პაციენტები 0.3%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში და პაციენტების 0.1%-ში პლაცებოს ჯგუფში. საჭიროა პაციენტების ინფორმირება მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. პანკრეატიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ლინატინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ლინატინი აღარ უნდა დაინიშნოს. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებისთვის.
ბულოზური პემფიგოიდი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს, აღინიშნა ბულოზური პემფიგოიდი. კვლევაში CARMELINA ბულოზური პემფიგოიდი რეგისტრირებულია პაციენტების 0.2%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და არცერთ პაციენტში პლაცებოს ჯგუფში. ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ლინატინის მიღება უნდა შეწყდეს.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალწამლო ურთიერთქმდების შეფასება in vitro
ლინაგლიპტინი წარმოადგენს CYP3A4-ის (CYP იზოფერმენტი) სუსტ კონკურენტულ ინჰიბიტორს და სუსტიდან ზომიერამდე CYP3A4-ის შეუქცევად ინჰიბიტორს, თუმცა არ აინჰიბირებს CYP-ის სხვა იზოფერმენტებს. ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს CYP იზოფერმენტების ინდუქტორს.
ლინაგლიპტინი არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი და მცირე ხარისხით აინჰიბირებს P-გლიკოპროტეინით განპირობებულ დიგოქსინის ტრანსპორტს. ამ შედეგებისა და in vivo სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ლინაგლიპტინის P-გლიკოპროტეინის სხვა სუბსტრატებთან ურთიერთქმედებაში შესვლის უნარი ნაკლებად სავარაუდოა.
სამკურნალწამლო ურთიერთქმდების შეფასება in vivo
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლინაგლიპტინზე
ქვემოთ წარმოდგენილი კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია.
რიფამპიცინი: 5 მგ ლინაგლიპტინის და P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორის, რიფამპიცინის, მრავალჯერადად ერთდროულად გამოყენება იწვევდა ლინაგლიპტინის AUC და Cmax მნიშვნელობების შემცირებას შესაბამისად 39.6%-ით და 43.8%-ით და DPP-4-ის ინჰიბირების შემცირებას დაახლოებით 30%-ით ლინაგლიპტინის მინიმალური კონცენტრაციისას. შესაბამისად, შეიძლება არ აღინიშნოს სრული ეფქტიანობა ლინაგლიპტინის მიღებისას P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინდუქტორებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას. P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის სხვა ძლიერი ინდუქტორების, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი, ერთდროულად გამოყენება შესწავლილი არ არის.
რიტონავირი: ლინაგლიპტინის ერთჯერადი 5 მგ პერორალური დოზის და P-გლიკოპროტეინის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის, რიტონავირის, მრავალჯერადი 200 მგ პერორალური დოზების ერთდროულად გამოყენება ზრდიდა ლინაგლიპტინის AUC და Cmax შესაბამისად დაახლოებით ორჯერ და სამჯერ. შეუკავშირებელი კონცენტრაციები, რომლებიც ჩვეულებრივ ლინაგლიპტინის თერაპიული დოზის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რიტინავირთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ 4-5-ჯერ გაიზარდა. წონასწორულ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის კონცენტრაციების მოდელირება, რიტონავირის ერთდროულად მიღებისას ან მისი მიღების გარეშე, მიუთითებდა, რომ ექსპოზიციის გაზრდას თან არ ახლავს ლინაგლიპტინის დაგროვების მომატება. ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის მსგავსი ცვლილებები არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. ამიტომ, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება P-გლიკოპროტეინის/CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორებთან მოსალოდნელი არ არის.
მეტფორმინი: მეტფორმინის მრავალჯერადად 850 მგ დოზით სამჯერ დღე-ღამეში და 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში ლინაგლიპტინის ერთდროულად გამოყენება არ იწვევდა ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: 5 მგ ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში არ ახდენდა გავლენას გლიბენკლამიდის (გლიბურიდის) ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება.
ლინაგლიპტინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კლინიკურ კვლევებში, როგორც აღწერილია ქვემოთ, ლინაგლიპტინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, ვარფარინის, დიგოქსინის ან ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე, რაც in vivo ადასტურებს ლინაგლიპტინის CYP3A4-ის, CYP2C9-ის, CYP2C8-ის, P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან და ორგანული კატიონების ტრანსპორტიორებთან (ოკტ) ურთიერთქმედების დაბალ უნარს.
მეტფორმინი: 10 მგ ლინაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის, ოკტ-ის სუბსტრატის, ერთდროულად მრავალჯერადად მიღება არ იწვევდა მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯანმრთელ მოხალისეებში. შესაბამისად, ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს ოკტ-ით განპირობებული ტრანსპორტის ინჰიბიტორს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები: 5 მგ ლინაგლიპტინის მრავალჯერადად პერორალურად და 1,75 მგ გლიბენკლამიდის (გლიბურიდის) ერთჯერადად ერთდროულად მიღება იწვევდა გლიბენკლამიდის AUC და Cmax მნიშვნელობების კლინიკურად არამნიშვნელოვან დაქვეითებას 14%-ით. ვინაიდან გლიბენკლამიდი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ით, ეს მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ ლინაგლიპტინი არ წარმოადგენს CYP2C9-ის ინჰიბიტორის. მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთანაც (მაგალითად, გლიპიზიდთან, ტოლბუტამიდთან და გლიმეპირიდთან), რომლებიც, როგორც გლიბენკლამიდი, ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ის მონაწილეობით.
დიგოქსინი: მრავალჯერადი სადღეღამისო დოზის 5 მგ ლინაგლიპტინისა და მრავალჯერადი დოზის 0.25 მგ დიგოქსინის ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე ჯანმრთელ მოხალისეებში. შესაბამისად, ლინაგლიპტინი in vivo არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინით განპირობებული ტრანსპორტის ინჰიბიტორს.
ვარფარინი: მრავალჯერადი სადღეღამისო დოზით 5 მგ ლინაგლიპტინის გამოყენება არ ცვლიდა CYP2C9-ის სიბსტრატის ვარფარინის S(-) ან R(+) ფარმაკოკინეტიკას, რომელიც შეყვანილი იქნა ერთჯერადად.
სიმვასტატინი: ლინაგლიპტინის მრავალჯერად სადღეღამისო დოზებს მინიმალური გავლენა ჰქონდა CYP3A4-ის მგრძნობიარე სუბსტრატის, სიმვასტატინის, ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ მოხალისეებში. თერაპიულზე მაღალი დოზით 10 მგ ლინაგლიპტინის მიღებისას სიმვასტატინის 40 მგ სადღეღამისო დოზასთან ერთად 6 დღის განმავლობაში, სისხლის პლაზმაში სიმვასტატინის AUC გაიზარდა 34%-ით, ხოლო Cmax - 10%-ით.
ორალური კონტრაცეპტივები: 5 მგ ლინაგლიპტინის ერთდროულად მიღება არ ცვლის ლევონორგესტრელის ან ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკას წონასწორულ მდგომარეობაში.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში ლინაგლიპტინის გამოყენება შესწავლილი არ არის. ცხვოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილის ზომის სახით ორსულობის დროს სასურველია თავიდან იქნას აცილებული ლინაგლიპტინის გამოყენება.
ძუძუთი კვება
ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს ლინაგლიპტინის/მეტაბოლიტების გამოყოფაზე რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის რისკი გამორიცხული არ არის. ძუძუთი კვების შეწყვეტის/ ლინაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ადამიანის ფერტილობაზე ლინაგლიპტინის გავლენის კვლევები არ არის შესწავლილი. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არის გამოვლენილი არასასიკეთო ზემოქმედება ფერტილობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).
- 7 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ლინაგლიპტინს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის არსებობის შესახებ, განსაკუთრებით სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან/და ინსულინთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში.
- 8 არასასურველი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პლაცებო-კონტროლირებული კვლევების გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ან ლინაგლიპტინს დოზით 5 მგ, მსგავსი იყო (63.4%, 59.1%-თან შედარებით).
არასასურველი მოვლენების გამო თერაპია უფრო ხშირად შეწყდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ დოზით (4.3%, 3.4%-თან შედარებით).
ყველაზე ხშირად რეგისტრირებული გვერდითი მოქმედება იყო ჰიპოგლიკემია, რომელიც აღინიშნა სამკურნალო საშუალებების სამკომპონენტიანი კომბინაციიის გამოყენებისას (ლინაგლიპტინი, მეტფორმინი და სულფონილშარდოვანას წარმოებული): 14.8%, 7.6%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში.
პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში ჰიპოგლიკემია, როგორც არასასურველი რეაქცია, აღინიშნა პაციენტების 4.9%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში. ამასთან, პაციენტების 4.0%-ში ჰიპოგლიკემია იყო მსუბუქი ხარისხის სიმძიმის, 0.9%-ში იყო საშუალო ხარისხის სიმძიმის და 0.1%-ში კლასიფიცირდებოდა, როგორც მძიმე ხარისხის. პანკრეატიტი უფრო ხშირად იყო რეგისტრირებული ლინაგლიპტინის ჯგუფში (7 შემთხვევა 6580 პაციენტზე ლინაგლიპტინის ჯგუფში, 2 შემთხვევასთან შედარებით - 4383 პაციენტზე პლაცებოს ჯგუფში).
არასასურველი რეაქციების ცხრილი
საბაზო თერაპიის არასასურველი რეაქციების განვითარებაზე (მაგალითად ჰიპოგლიკემიაზე) გავლენის შედეგად არასასურველი რეაქციების ანალიზი განხორციელდა მკურნალობის შესაბამისი რეჟიმების მიხედვით (მონოთერაპია, ლინაგლიპტინის დამატება მეტფორმინზე, დამატება სულფონილშარდოვანას წარმოებულისა და მეტფორმინის კომბინაციაზე, დამატება ინსულინზე),
პლაცებო-კონტროლირებული კვლევები ითვალისწინებდა კვლევებს, რომლებშიც ლინაგლიპტინი გამოყენებული იქნა შემდეგი სახით:
მონოთერაპია 4 კვირამდე ხანმოკლე გამოყენებით
მონოთერაპია >12 კვირის ხანგრძლივობით
დამატება მეტფორმინზე
დამატება მეტფორმინი+სულფონილშარდოვანას წარმოებულზე
დამატება მეტფორმინზე და ემპაგლიფლოზინზე
დამატება ინსულინზე მეტფორმინის კომბინაციაში ან მეტფორმინის გარეშე
არასასურველი რეაქციები, რომლებიც კლასიფიცირებულია ორგანოთა და სისტემათა კლასების მიხედვით MedDRA-ს ტერმინოლოგიური ლექსიკონის შესაბამისად და აღნიშნულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ დოზით მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით ორმაგად ბრმა კვლევებში, წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ (იხ. ცხრილი 1).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე მითითებულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-<1/10), არც ისე ხშირად (>1/1000-<1/100), იშვიათი (>1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს 5 მგ სადღეღამისო დოზით მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით კლინიკურ კვლევებში და პოსტრეგისტრაციულ პერიოდში
სისტემათა და ორგანოთა კლასი
არასასურველი რეაქცია
არასასურველი რეაქციების სიხშირე
ინფექციები და ინვაზიები
ნაზოფარინგიტი
არც ისე ხშირი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, ბრონქების ჰიპერაქტივობა)
არც ისე ხშირი
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია1
ძალიან ხშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ხველა
არც ისე ხშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
პანკრეატიტი
იშვიათი#
შეკრულობა2
არც ისე ხშირი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება*
იშვიათი
ჭინჭრის ციება*
იშვიათი
გამონაყარი*
არც ისე ხშირი
ბულოზური პემფიგოიფი
იშვიათი#
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
ამილაზას დონის მომატება
არც ისე ხშირი
ლიპაზას დონის მომატება**
ხშირი
- რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენების გამოცდილების საფუძველზე
- * ლიპაზას დონის ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად მომატების საფუძველზე, რომელიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში.
# გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის ლინაგლიპტინის უსაფრთხოების კვლევის (CARMELINA) საფუძველზე, ასევე, იხ. ქვემოთ.
1 არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ლინაგლიპტინის მიღებისას მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში.
2 არასასურველი რეაქცის, რომელიც აღინიშნა ლინაგლიპტინის მიღებისას ინსულინთან კომბინაციაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელებისთვის ლინაგლიპტინის უსაფრთხოების კვლევა (CARMELINA)
კვლევაში CARMELINA შეფასდა ლინაგლიპტინის უსაფრთხოება გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და თირკმელებისთვის, პლაცებოსთან შედარებით, პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და გულ-სისხლძარღვთა მხრივ მომატებული რისკით, რომელიც დადასტურებულია დადგენილი მიკროსისხლძარღვოვანი გართულებების ან თირკმელების დაავადებებით ანამნეზში (იხ. პარაგრაფი 5.1). კვლევაში ჩართული იყო 3494 პაციენტი, რომელიც იღებდა ლინაგლიპტინს (5 მგ) და 3485 პაციენტი, რომელიც იღებდა პლაცებოს. მკურნალობის ორივე სქემა დამატებული იყო სტანდარტულ თერაპიაზე, რომელიც მიმართული იყო რეგიონალურ სტანდარტებზე გლიკირებული ჰემოგლობინისთვის (HbA1c) და გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებზე. არასასურველი მოვლენებისა და სერიოზული არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე ლინაგლიპტინის ჯგუფში მსგავსი იყო პლაცებოს ჯგუფში აღნიშნულ სიხშირესთან. ამ კვლევაში მიღებული უსაფრთხოების მონაცემები შეესაბამებოდა ლინაგლიპტინის ადრე დადგენილ უსაფრთხოების პროფილს.
ნამკურნალებ პოპულაციაში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები (რომლებიც საჭიროებს დახმარებას) რეგისტრირებულია პაციენტების 3.0%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში და 3.1%-ში პლაცებოს ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ სულფონილშარდოვანას წარმოებულს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 2.0%-ს ლინაგლიპტინის ჯგუფში და 1.7%-ს პლაცებოს ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ ინსულინს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 4.4%-ს ლინაგლიპტინის მქონე პაციენტებში, და 4.9%-ს პლაცებოს ჯგუფში.
კვლევის ფარგლებში დაკვირვებების საერთო პერიოდში დადასტურებული მწვავე პანკრეატიტი რეგისტრირებული იქნა პაციენტების 0.3%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და 0.1%-ში პლაცებოს ჯგუფში.
კვლევაში CARMELINA ბულოზური პემფიგოიდი რეგისტრირებული იქნა პაციენტების 0.2%-ში ლინაგლიპტინის ჯგუფში, და არ იყო რეგისტრირებული პლაცებოს ჯგუფში.
- 9 დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს ლინაგლიპტინის 600 მგ-მდე ერთჯერადი დოზები (რეკომენდებულზე 120-ჯერ მაღალი) კარგად აიტანებოდა. ადამიანებში 600მგ-ზე მაღალი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არის.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა, კლინიკური კონტროლი და მკურნალობის ჩატარება კლინიკური ჩვენებების მიხედვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები. ათქ კოდი: A10BH05.
მოქმედების მექანიზმი
ლინაგლიპტინი წარმოადგენს ფერმენტ DPP-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის, EC 3.4.14.5) ინჰიბიტორს, რომელიც მონაწილეობს ინკრეტინების ჰორმონების - GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ინაქტივაციაში. ეს ჰორმონები სწრაფად იშლება ფერმენტ DPP-4-ის მიერ. ორივე ჰორმონი მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. დღე-ღამის განმავლობაში ინკრეტინების სეკრეციის ბაზალური დონე დაბალია, ის სწრაფად იზრდება საკვების მიღების შემდეგ. GLP-1 და GIP აძლიერებს ინსულინის ბიოსინთეზს და მის სეკრეციას პანკრეასული ბეტა-უჯრედების მიერ სისხლის გლუკოზის ნორმალური და მომატებული დონეების დროს. გარდა ამისა, GLP-1 აქვეითებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასული ალფა-უჯრედების მიერ, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის შემცირებას. ლინაგლიპტინი ძალიან ეფექტიანად და შექცევადად უკავშირდება DPP-4-ს, რაც იწვევს ინკრეტინების დონეების ხანგრძლივ მომატებას და მისი აქტივობის შენარჩუნებას. ლინაგლიპტინი გლუკოზადამოკიდებულად ზრდის ინსულინის სეკრეციას და ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას, შედეგად კი იწვევს გლუკოზის ჰომეოსტაზის გაუმჯობესებას.
ლინაგლიპტინი სელექციურად უკავშირდება DPP-4-ს, in vitro მისი სელექციურობა 10000-ზე მეტჯერ აღემატება სელექციურობას DPP-8-ის მიმართ ან აქტივობას DPP-9-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას. ჯანმრთელი მოხალისეების ან პაციენტების მიერ 5 მგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ ლინაგლიპტინის სწრაფად შეიწოვებიდა, სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Tmax) მიიღწეოდა 1.5 საათის შემდეგ.
სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის კონცენტრაცია შემცირდა სამ ფაზად, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი ტერმინალური პერიოდით (ლინაგლიპტინის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი 100 საათზე მეტია), რაც განპირობებულია ლინაგლიპტინის გაჯერებული, მჭიდრო კავშირით DPP-4-თან, და არ იწვევს პრეპარატის დაგროვებას. ლინაგლიპტინის დაგროვებისთვის ნახევარგამოყოფის ეფექტიანი პერიოდი, რომელიც განისაზღვრებოდა პრეპარატის პერორალურად დოზით 5მგ მრავალჯერადი მიღების შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 12 საათს. ლინაგლიპტინის 5 მგ დოზით ერთხელ დღე-ღამეში მიღებისას სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღება მესამე დოზის მიღების შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის AUC გაიზარდა დაახლოებით 33%-ით, პირველ დოზასტან შედარებით. ინდივიდუალური კოეფიციენტები და ვარიაციის კოეფიციენტები სხვადასხვა პაციენტებს შორის ლინაგლიპტინის AUC-ისთვის იყო მცირე (12.6% და 28.5%). ვინაიდან, ლინაგლიპტინის კონცენტრაცია დამოკიდებულია DPP-4-თან შეკავსირებაზე, საერთო ექსპოზიციაზე დაფუძნებული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ არის ხაზოვანი; სისხლის პლაზმაში ლინაგლიპტინის ყველა ფრაქციის AUC მნიშვნელობები დოზის გაზრდისას ნაკლებად პროპორციულად გაიზარდა, ლინაგლიპტინის შეუკავშირებელი ფრაქციის AUC გაიზარდა დაახლოებბით პროპორციულად. ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა კანრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ზოგადად, მსგავსია.
აბსორბცია
ლინაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველ საკვებთან ერთად ლინაგლიპტინის მიღება იწვევდა Cmax მიღწევის დროის გაზრდას 2 საათით და Cmax შემცირებას 15%-ით, მაგრამ არ ახდენდა გავლენას AUC0-72სთ-ზე. Cmax და Tmax ცვლილებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ლინაგლიპტინის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ქსოვილებთან შეკავშირების შედეგად განაწილების საშუალო მოჩვენებითი მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ლინაგლიპტინის 5 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 1110 ლიტრს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ლინაგლიპტინის ფართო განაწილებაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან ლინაგლიპტინის შეკავშირება დამოკიდებულია კონცენტრაციაზე, მცირდება 99%-დან 1 ნმოლ-ლ-ის შემთხვევაში 75-89%-მდე >30ნმოლი/ლ-ის შემთხვევაში, რაც ასახავს პრეპარატის DPP-სთან კავშირის გაჯერებას ლინაგლიპტინის კოცენტრაციის გაზრდასთან ერთად. მაღალი კონცენტრაციებისას, როდესაც DPP-სთან კავშირი სრულად გაჯერებულია, ლინაგლიპტინის 70-80% უკავშირდებოდა პლაზმის სხვა ცილებს, ხოლო პრეპარატის 30-20% იყო სისხლის პლაზმაში შეუკავშირებელ მდგომარეობაში.
ბიოტრანსფორმაცია
[14C]-ლინაგლიპტინის პერორალურად 10 მგ დოზით მიღების შემდეგ შარდში გამოიყო რადიოაქტივობის დაახლოებით 5%. ლინაგლიპტინის ელიმინაციაში მეტაბოლიზმი ასრულებს მეორეხარისხოვან როლს. გამოვლენილია ერთი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლის რაოდენობაც წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს შეყვანილი ლინაგლიპტინის რაოდენობის 13.3% და რომელსაც არ გააჩნიაფარმაკოლოგიური აქტივობა და არ ახდენს გავლენას ლინაგლიპტინის მაინჰიბირებელ აქტივობაზე სისხლის პლაზმაში DPP-4-ის მიმართ.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში 4 დღის განმავლობაში [14C]-ლინაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ შეყვანილი რადიოაქტივობის დაახლოებით 85% გამოიყო ნაწლავში (80%) ან შარდში (5%). წონასწორულ მდგომარეობაში თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 70 მლ/წთ.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი
მანიტოლი
პრეჟელატინიზებული სახამებელი (სიმინდის)
კოპოვიდონი VA 64
პოლიპლადონი ულტრა 10
მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი
Opadry გარსის სრული სისტემა 03F250027 ვარდისფერი-აპკიანი გარსის მასალა No.126 (ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი (პეგ), რკინის წითელი ოქსიდი)
შეუთავსებლობა
ხელმისაწვდომი არ არის
ვარგისობის ვადა
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ალუმინის ფორმატურა/ალუმინის ფოლგის ბლისტერები, მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები
ნებისმიეირ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768 უმრანიე /სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ნომრები)
2022/573 (თურქეთი)
- პირველი ლიცენზიის გაცემის / ლიცენზიის განახლების თარიღი
- 10.2022 წ. (თურქეთი)
- ტექსტის რედაქტირების თარიღი
2021 წლის მაისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


