ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით
Lysobact DUO® Spray with Peppermint flavour
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებამდე; ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- cetylpyridinium + lysozyme
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ + 1.5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი პიტნის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით, 6 წლის ასაკიდან პაციენტებში გამოსაყენებლად
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046435
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებამდე;
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
გამოყენების მეთოდი
პირველად გამოყენებამდე აუცილებელია სპრეის დოზატორს მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის გამფრქვევის აპლიკატორის მილი უნდა დატრიალდეს ზემოთ, მარჯვენა კუთხით სასტარტო პოზიციასთან მიმართებაში (სურათი 1).
სურათი 1
ამის შემდეგ, სუსტი ზეწოლით აპლიკატორი უნდა დამაგრდეს სპრეის დოზატორზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე დოზატორზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა მოხდეს თანაბარი გამოფრქვევა;
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს დაზიანებული კერისკენ, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს დოზატორზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურათი 2);
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
წამლის დოზირების შემდეგ აპლიკატორი უნდა დატრიალდეს უკან, რათა ჩაიკეტოს სპრეი;
ინფექციის გავრცელების ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია, რომ ერთი და იმავე სპრეის ბოთლი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი პირის მიერ და არაუმეტეს ერთი პირის მიერ.
დოზირება
ერთი დოზის მისაღებად აუცილებელია დოზატორზე ზეწოლა ხუთჯერ. პროცედურა შეიძლება გამეორდეს 3-6-ჯერ დღეში, მინიმალური ინტერვალებით - 2 სთ დოზებს შორის.
ლიზობაქტი დუო სპრეი® არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
მკურნალობის ხანგრლივობა
რეკომენდებულია, რომ პროდუქტის გამოყენება არ გაგრძელდეს 5 დღეზე მეტ ხანს.
ლიზობაქტი დუო სპრეის® დოზის გადაჭარბებისას
სპრეის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ლისოზიმის ჰიდროქლორიდის ან ცეტილპირიდინის ქლორიდის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები
თერაპიული ჩვენებებით არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი (5 დღეზე მეტ ხანს) გამოყენება, რადგან შეიძლება დაირღვეს პირის ღრუს და ყელის ნორმალური მიკრობული ბალანსი (მიკროფლორა).
ცხელების, ჩირქოვანი ნახველის ამოღების, ყლაპვის გაძნელების, ასევე მდგომარეობის გაუარესების ან გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში 5 დღის შემდეგ საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლისოზიმის გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა). თუ ვითარდება გამონაყარი, ქავილი ან კანის სიწითლე, სახის, ტუჩების პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, ასევე, სუნთქვის და/ან ყლაპვის გაძნელება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები მედიკამენტის მიმართ, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი დუო სპრეისთან ერთად
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ან უახლეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ უნდა მოხდეს სხვადასხვა მედიკამენტების ერთდროულად მიღება, რომლებიც შეიცავენ ადგილობრივ ანტისეპტიკურ აგენტებს.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვების ან სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას ლიზობაქტი დუო სპრეის ეფექტიანობაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა ადგილობრივ ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვისას, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას პაციენტის ამ უნარებზე.
სხვა გაფრთხილებები
ეს მედიკამენტი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს დადასტურებული ეფექტით:
გლიცეროლი (85%), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის პრობლემები და დიარეა;
პროპილენგლიკოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები;
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (ასევე შესაძლებელია გამოიწვიონ დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).
გვერდითი მოვლენები
ლიზობაქტი დუო სპრეის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცელობა და სხვა ინფორმაცია.
ჭარბი დოზა
ლიზობაქტი დუო სპრეის დოზის მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ, კი მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით, რეკომენდებული წესით.
ლიზობაქტი დუო სპრეის®გამოყენების შეწყვეტისას
მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.
მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.
თუ პაციენტს დამატებითი კითხვები აქვს, ან არ არის დარწმუნებული ლიზობაქტი დუო სპრეის®გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
ლიზობაქტი დუო სპრეის თითოეული 1 მლ შეიცავს:
20,00 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს) და 1,50 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდი.
სპრეის დოზატორზე ხელის ერთხელ დაჭერისას თავისუფლდება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმს და 0,3 მგ ცეტილპირიდინს.
ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით, (20 + 1,5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცეროლი 85%, პროპილენ გლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბაღის პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით, (20 + 1,5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი არის ღია ყვითელი ფერის ხსნარი პიტნის სუნით.
შეფუთვის შემცველობა: 30 მლ ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში სპრეის დოზატორითა და აპლიკატორით გაფრქვევისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Sarajevo, Jukićeva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი
სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი
2026 წლის აპრილი.
შენახვის პირობები
ლიზობაქტი დუო სპრეი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
დაუშვებელია ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის ვადა: 36 თვე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კლასიფიკაციის მიხედვით, ლიზობაქტი სპრეი პიტნის არომატით მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე “ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები”. ათქ კოდი: R02AA.
ლისოზიმი არის მუკოპოლისაქარიდი, რომელიც მოქმედებს გრამდადებით ბაქტერიებზე, შესაძლოა, რომ უხსნად პოლისაქარიდებს უჯრედის კედელში გარდაქმნის ხსნად მუკოპეპტიდებად. ის ასევე აქტიურია უმეტესობა გრამუარყოფითი ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების მიმართ. მას აქვს ადგილობრივი ანტიანთებითი მოქმედება და აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ იმუნიტეტს.
ცეტილპირიდინი - მეოთხეული ამინების ფუძეა, რომელსაც აქვს ბაქტერიციდული აქტივობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. გარდა ამისა, ცეტილპირიდინს ასევე აქვს ანტისეპტიკური მოქმედება ლორწოვან გარსზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინფრომაცია არ არის ხელმისაწვდომი.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკური ტრადიციული კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა არ არის ხელმისაწვდომი რაიმე პრეკლინიკური ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა უსაფრთხოებისათვის, გარდა პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში უკვე მოცემული მონაცემებისა.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი 85%
პროპილენგლიკოლი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი
ნატრიუმის საქარინი
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი
ბაღის პიტნის არომატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობა
ინფორმაცია შეუთავსებლობის შესახებ უცნობია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ლიზობაქტი დუო® სპრეი პიტნის არომატით
(20 + 1.5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
ლისოზიმი/ცეტილპირიდინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!
პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, ამიტომ საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა ამ პროდუქტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლიზობაქტი დუო სპრეი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებამდე;
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ლიზობაქტი დუო სპრეის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცელობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ლიზობაქტი დუო სპრეი და მისი გამოყენება
ლიზობაქტი დუო სპრეი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ლისოზიმის ჰიდროქლორიდსა და ცეტილპირიდინის ქლორიდს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე – ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.
ლიზობაქტი დუო სპრეი გამოიყენება:
პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის, როგორიცაა: გინგივიტი (ღრძილების დაავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთოზური წყლულები (მცირე ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე);
ადიუვანტური ადგილობრივი მკურნალობა ყელის ტკივილის დროს, ყლაპვის დროს ტკივილის, და ხორხისა და ხახის ანთების დროს;
ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ქირურგიულ ოპერაციამდე და მის შემდეგ (ტონზილებზე, ხორხზე) და ტრავმის ან აბსცესის შემთხვევაში, ასევე, კბილის ექსტრაქციის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებამდე
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლიზმის დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტების მიმართ ან ჰქონდა ალერგიული რეაქციები ზოგიერთი მათგანის მიმართ.
დაუშვებელია ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენება
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ლისოზიმის ჰიდროქლორიდის ან ცეტილპირიდინის ქლორიდის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;
თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებისას
თერაპიული ჩვენებებით არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი (5 დღეზე მეტ ხანს) გამოყენება, რადგან შეიძლება დაირღვეს პირის ღრუს და ყელის ნორმალური მიკრობული ბალანსი (მიკროფლორა).
ცხელების, ჩირქოვანი ნახველის ამოღების, ყლაპვის გაძნელების, ასევე მდგომარეობის გაუარესების ან გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში 5 დღის შემდეგ საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლისოზიმის გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა). თუ ვითარდება გამონაყარი, ქავილი ან კანის სიწითლე, სახის, ტუჩების პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, ასევე, სუნთქვის და/ან ყლაპვის გაძნელება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები მედიკამენტის მიმართ, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი დუო სპრეისთან ერთად
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ან უახლეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ უნდა მოხდეს სხვადასხვა მედიკამენტების ერთდროულად მიღება, რომლებიც შეიცავენ ადგილობრივ ანტისეპტიკურ აგენტებს.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვების ან სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას ლიზობაქტი დუო სპრეის ეფექტიანობაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვისას, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობა
სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ადამიანის რძეში პრეპარატის გამოყოფის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას პაციენტის ამ უნარებზე.
სხვა გაფრთხილებები
ეს მედიკამენტი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს დადასტურებული ეფექტით:
გლიცეროლი (85%), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის პრობლემები და დიარეა;
პროპილენგლიკოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები;
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (ასევე შესაძლებელია გამოიწვიონ დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
გამოყენების მეთოდი
პირველად გამოყენებამდე აუცილებელია სპრეის დოზატორს მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის გამფრქვევის აპლიკატორის მილი უნდა დატრიალდეს ზემოთ, მარჯვენა კუთხით სასტარტო პოზიციასთან მიმართებაში (სურათი 1).
სურათი 1
ამის შემდეგ, სუსტი ზეწოლით აპლიკატორი უნდა დამაგრდეს სპრეის დოზატორზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე დოზატორზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა მოხდეს თანაბარი გამოფრქვევა;
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს დაზიანებული კერისკენ, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს დოზატორზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურათი 2);
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
წამლის დოზირების შემდეგ აპლიკატორი უნდა დატრიალდეს უკან, რათა ჩაიკეტოს სპრეი;
ინფექციის გავრცელების ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია, რომ ერთი და იმავე სპრეის ბოთლი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი პირის მიერ და არაუმეტეს ერთი პირის მიერ.
დოზირება
ერთი დოზის მისაღებად აუცილებელია დოზატორზე ზეწოლა ხუთჯერ. პროცედურა შეიძლება გამეორდეს 3-6-ჯერ დღეში, მინიმალური ინტერვალებით - 2 სთ დოზებს შორის.
ლიზობაქტი დუო სპრეი® არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
მკურნალობის ხანგრლივობა
რეკომენდებულია, რომ პროდუქტის გამოყენება არ გაგრძელდეს 5 დღეზე მეტ ხანს.
ლიზობაქტი დუო სპრეის® დოზის გადაჭარბებისას
სპრეის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც გაუწევს მას სამედიცინო დამხამრებას.
ლიზობაქტი დუო სპრეის დოზის მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის დოზის მიღების დავიწყებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ, კი მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით, რეკომენდებული წესით.
ლიზობაქტი დუო სპრეის®გამოყენების შეწყვეტისას
მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.
მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.
თუ პაციენტს დამატებითი კითხვები აქვს, ან არ არის დარწმუნებული ლიზობაქტი დუო სპრეის®გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტი დუო სპრეიმაც®შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ლიზობაქტი დუო სპრეისთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან მათი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) და ანაფილაქსიური შოკი. ეს რეაქციები ხასიათდება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებით და შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (ბრონქოკონსტრიქცია), ასევე არტერიული წნევის დაცემა და სისუსტის შეგრძნება (ცირკულატორული გართულებები).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
გარდა ამისა, აღინიშნა კანის მძიმე რეაქციების იზოლირებული (ინდივიდუალური) შემთხვევები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რომელთაგან ზოგი შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ამ რეაქციებს მოსდევს ძლიერი სიწითლე, კანზე ბუშტუკების განვითარება და/ან კანის აქერცვლა.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა აღინიშნება ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენებისას, მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში
ლიზობაქტი დუო სპრეის®შენახვის წესი
ლიზობაქტი დუო სპრეი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
დაუშვებელია ლიზობაქტი დუო სპრეის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის ვადა: 36 თვე
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლიზობაქტი დუო სპრეი
ლიზობაქტი დუო სპრეის თითოეული 1 მლ შეიცავს:
20,00 მგ ლისოზიმის ჰიდროქლორიდი (შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს) და 1,50 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდი.
სპრეის დოზატორზე ხელის ერთხელ დაჭერისას თავისუფლდება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმს და 0,3 მგ ცეტილპირიდინს.
ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით, (20 + 1,5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცეროლი 85%, პროპილენ გლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბაღის პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
ლიზობაქტი დუო სპრეის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლიზობაქტი დუო სპრეი პიტნის არომატით, (20 + 1,5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი არის ღია ყვითელი ფერის ხსნარი პიტნის სუნით.
შეფუთვის შემცველობა: 30 მლ ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში სპრეის დოზატორითა და აპლიკატორით გაფრქვევისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Sarajevo, Jukićeva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი
სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Sarajevo, Jukićeva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი
სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი
2026 წლის აპრილი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.