პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

ლივაზო

Livazo

რეცეპტით4მგინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
პიტავასტატინი (pitavastatin)
ფორმა და შეფუთვა
4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)), იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA08
რეგისტრაციის ნომერი
რ-035094
რეგისტრირებულია
28 აპრილი 2022, მოქმედებს 28 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Recordati Ireland Ltd. (ირლანდია)
განმცხადებელი
შპს „ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალივაზო და სხვა წამალი ერთად

ლივაზო — ინსტრუქცია ქართულად

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამედიცინო პროდუქტის სამედიცინო დანიშნულებით

გამოყენების ინსტრუქცია

ლივაზო

სავაჭრო დასახელება: ლივაზო

INN ანუ საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პიტავასტატინი

ფარმაცევტული ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა:

1 მგ 2 მგ 4 მგ

აქტიური ნივთიერება:

პიტავასტატინ კალციუმი

1,045მგ

2,090მგ

4,180მგ

(პიტავასტატინის ექვივალენტური)

(1,000მგ)

(2,000მგ)

(4,000მგ)

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი

63,085მგ

126,170მგ

252,340მგ

დაბალჩანაცვლებული ჰიპროლოზა

12,540მგ

25,080მგ

50,160მგ

ჰიპრომელოზა

1,330მგ

2,660მგ

5,320მგ

მაგნიუმის ალუმინ მეტასილიკატი

1,600მგ

3,200მგ

6,400მგ

მაგნიუმის სტეარატი

0,400მგ

0,800მგ

1,600მგ

აპკისებრი გარსი:

გამოყენებისთვის მზა, გარსით დაფარული აგენტი1

3,000მგ

5,000მგ

9,000მგ

1მზა, გამოყენებისთვის მზა, გარსით დაფარული აგენტის შემადგენლობა:

ჰიპრომელოზა

1,9800მგ

3,3065მგ

5,9520მგ

ტიტანის დიოქსიდი

0,8000მგ

1,3380მგ

2,4090მგ

ტრიეთილციტრატი

0,2000მგ

0,3305მგ

0,5940მგ

კოლოიდური ანჰიდროზული სილიციუმი

0,0200მგ

0,0250მგ

0,0450მგ

აღწერილობა მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი გარსით დაფარული ტაბლეტები. განივკვეთზე გული არის თეთრი ფერის. ტაბლეტის ერთ მხარეზე ამოტვიფრულია “КС”, მეორე კი “1”, “2” ან “4” დოზის შესაბამისად. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება- HGM-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორი. ათქ კოდი: [C10AA08] ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა პიტავასტატინი არის HGM-CoA (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოფერმეტ A) რედუქტაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს ქოლესტერინის სინთეზის საწყისი ეტაპის- HGM-CoA-ს მევალონის მჟავად გარდაქმნას. რადგან HGM-CoA რედუქტაზას მევალონის მჟავად გარდაქმნის პროცესი წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის საწყის ეტაპს, პიტავასტატინის მიღება არ იწვევს ორგანიზმში პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვებას. HGM-CoA მეტაბოლიზდება აცეტილ-CoA-მდე, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალი სინთეზის პროცესში. დადასტურებულია პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობა სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის (TC), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტერინის (LDL-C), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტრინის (VLDL-C), ტრიგლიცერიდების (TG) და აპოლიპოპროტეინ B-ს (APO-B) კონცენტრაციის შემცირების, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (HDL-C) და აპოლიპოპროტეინ A1-ს (APO-A1) კონცენტრაციების ზრდის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. დოზაზე რეაქცია პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (პროცენტული ცვლილების დაკორექტირებული საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებლებთან შედარებით)

დოზა

N

LDL-C

TC*

HDL-C

TG

Apo-B

Apo-A1

პლაცებო

51

  • 4,0
  • 1,3

2,5

  • 2,1

0,3

3,2

1მგ

52

  • 33,3
  • 22,8

9,4

  • 14,8
  • 24,1

8,5

2მგ

49

  • 38,2
  • 26,1

9,0

  • 17,4
  • 30,4

5,6

4მგ

50

  • 46,5
  • 32,5

8,3

  • 21,2
  • 36,1

4,7

  • არ არის დაკორექტირებული პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) მკურნალობისას, თერაპიულ დოზებით, პიტავასტატინმა ნამდვილად შეამცირა LDL-C-ის, TC-ის, TG-ს, non-HDL-C-ის და Apo-B-ის კონცენტრაცია და გაზარდა HDL-C-ის და Apo-A1-ის კონცენტრაცია. შემცირდა TC/HDL-C-ის და Apo-B/Apo-A1-ის თანაფარდობა. LDL-C-ის კონცენტრაცია შემცირდა 38-39%-ით 2მგ ლივაზოს მიღების შედეგად, ხოლო 4მგ მიღების შედეგად - 44-45%-ით. პაციენტების უმეტესობაში, რომლებიც იღებდნენ 2მგ დოზას, მიღწეულ იქნა ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (EAS) მიერ რეკომენდებული LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებლები.

პირველადი ჰიპერქოლესტეროლემიის და შერეული დისლიპიდემიის მქონე ≥ 65 წლის ასაკის პაციენტების 1 მგ, 2 მგ ან 4 მგ ლივაზოთი მკურნალობისას, LDL-C-ის ოდენობა შემცირდა 31%-ით, 39.0 %-ით და 44.3%-ით, შესაბამისად, და პაციენტების 90%-ში მიღწეულ იქნა EAS-ს მიერ რეკომენდებული სამიზნე მაჩვენებლები.

პირველადი ჰიპერქოლესტეროლემიის ან შერეული დისლიპიდემიის მქონე პაციენტების, რომლებსაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებების 2 ან მეტი რისკ-ფაქტორი, ან შერეული დისლიპიდემიის და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობისას, დაახლოებით 80%-ში მიღწეულ იქნა LDL-C-ს რელევანტური სამიზნე მაჩვენებლები. LDL-C შემცირდა 44%-ით და 42 %-ით, შესაბამისად, პაციენტების ჯგუფებში.

ათეროსკლეროზი

4მგ პიტავასტატინით 8-12 თვის განმავლობაში იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც ინტრავასკულარული ულტრაბგერითი კონტროლით გაკეთებული აქვთ პერკუტანული კორონარული ჩარევა მწვავე კორონარული სინდრომის გამო, მიღწეულ იქნა კორონარული ფოლაქების დაქვეითება დაახლოებით 17%-ით და თან ახლდა სისხლძარღვის კედლის რემოდელირების უკუგანვითარება (113.0-დან 105.4 მმ3 -მდე).

დიაბეტი

ჰიპერლიპიდემიის და გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის მქონე პაციენტებში 1მგ/დღე ან 2 მგ/დღე ლივაზოს დანიშვნისას ცხოვრების სტილის ცვლილების რეკომენდაციებთან ერთად, პირველად შაქრიანი დიაბეტი ნაკლები სიხშრით განვითარდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ჰიპოლიპიდემიურ თერაპიას: 39.9 % ნაცვლად 45.7 %-ისა 2.8 წლის განმავლობაში, რისკის თანაფარდობა შეადგენდა 0.82.

მეტა-ანალიზის მონაცემებმა პიტავასტატინის უსაფრთხოების შესახებ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკთან მიმართებაში ლივაზო მედიკამენტის ნეიტრალური ეფექტი აჩვენა შაქრიანი დიაბეტი ახალი შემთხვევების განვითარების რისკთან მიმართებაში.

ბავშვების პოპულაცია

ჰიპერლიპიდემიის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და მოზარდებში (უზმოზე პლაზმური LDL-C-ს დონეები ≥160 მგ/მლ (4.1 მმოლ/ლ) ან LDL-C ≥130 მგ/მლ (3.4 მმოლ/ლ) და დამატებითი რისკ-ფაქტორები), პიტავასტატინის მიცემამ 1 მგ, 2 მგ, 4 მგ დოზით, დღეში ერთხელ, 12 კვირის განმავლობაში, LDL-C-ს კონცენტრაცია შეამცირა 23.5%-ით, 30.1%-ით და 39.3%-ით, შესაბამისად.

ჰიპერლიპიდემიის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ პიტავასტატინს 52 კვირის განმავლობაში, LDL-C -ს კონცენტრაცია საშუალოდ 37.8%-მდე შემცირდა. 47 პაციენტში (42.0%) LDL-C-ს დონემ სამიზნე კონცენტრაციას <130 მგ/დლ მიაღწია, ხოლო 23 პაციენტში (20.5%) მიაღწია LDL-C-ის ოპტიმალურ კონცენტრაციას, <110 მგ/დლ. LDL-C-ის დონე საშუალოდ 40.2%-ით შემცირდა 6-10 წლის ასაკის ჯგუფის პაციენტებში (n=42), 10-16 წლის ასაკის ჯგუფში (n=61) კი 36.7%-ით, ხოლო 16-17 წლის ასაკის ჯგუფში (n=9) კი 34.5%-ით. პიტავასტატინით მკურნალობაზე პაციენტების რეაქცია არ იყო დამოკიდებული პაციენტების სქესზე. TC-ს საშუალო დონე შემცირდა 29.5%-ით, ხოლო TG-ს საშუალო დონე - 7.6%-ით კვლევის ბოლოს.

LDL-C-ს დონეებზე პიტავასტატინის და სხვა სტატინების ეფექტი დისლიპიდემიის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში დაქვეითებულია ან ეს მკურნალობა შეესაბამება პირველადი ჰიპერქოლესტეროლემიის და მსგავსი დისლიპიდემიის მქონე პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც არ აქვთ აივ.

აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 4 მგ პიტავასტატინს დღეში ერთხელ, LDL-C -ს დონე შემცირდა 31%-ით 12 კვირის შემდეგ, ხოლო 52 კვირის შემდეგ 30%-ით.

ფარმაკოკინეტიკა შეწოვა პიტავასტატინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შეწოვაზე. სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის Cmax მცირდება 43%-ით ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას, მაგრამ ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება “კონცენტრაცია-დრო” (AUC) უცვლელი რჩება. უცვლელი პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატიკურ გადამუშავებას და კარგად შეიწოვება მლივი და თეძოს ნაწლავიდან. პიტავასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 51%-ს. გადანაწილება პიტავასტატინის >99% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს. განაწილების საშუალო მოცულობა არის 133 ლ. პიტავასტატინი აქტიურად აღწევს ჰეპატოციტებში ღვიძლის სატრანსპორტო ცილების OATP1B1 და OATP1B3 მეშვეობით. პლაზმის AUC ვარირებს მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს შორის 4-მაგი ცვალებადობის დიაპაზონში. პიტავასტატინი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი. მეტაბოლიზმი პლაზმაში პიტავასტატინი ძირითადად უცვლელი ფორმით გვხვდება. მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს არააქტიური ლაქტონი, რომელიც წარმოიქმნება ეთერის ტიპის პიტავასტატინის გლუკურონიდის კონიუგატიდან UDP-გლუკურონილტრანსფერაზას (UGT1A3 და 2B7) მონაწილეობით. ციტოქრომ P450 მინიმალურად მოქმედებს პიტავასტატინის მეტაბოლიზმზე. CYP2ჩ9 (და ნაკლებად CYP2C8) პასუხისმგებელია პიტავასტატინის მეტაბოლიზმზე მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტების წარმოქმნამდე.

გამოყოფა/ექსკრეცია შეუცვლელი პიტავასტატინი სწრაფად გამოიყოდა ღვიძლიდან ნაღველში, მაგრამ განიცდის ენტეროჰეპატიკურ რეცირკულაციას, რაც ხელს უწყობს მისი მომქედების გახანგრძლივებას. პიტავასტატინის <5% გამოიყოფა შარდში. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 5.7სთ-სა (ერთჯერადი დოზა) და 8.9სთ-ს შორის (მდგრადი მდგომარეობა), ქლირენსის საშუალო გეომეტრიული სიდიდე არის 43,4ლ/სთ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. ფარმაკოკინეტიკა სპეციფიურ პოპულაციებში ხანდაზმულები: პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკური კვლევისას AUC 1.3-ჯერ მეტი იყო ხანდაზმულებში (≥65 წლის ასაკი). აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია პრეპარატის ეფექტურობაზე ან უსაფრთხოებაზე. ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) AUC 1,6-ჯერ მეტი იყო ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში, ხოლო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) AUC 3,9-ჯერ მეტი იყო. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში პიტავასტატინის მიღება უკუნაჩვენებია. თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა AUC-ის მატება 1,8-ჯერ და 1,7-ჯერ, შესაბამისად. სქესი: ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, სადაც შეადარეს ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი მოხალისეები, აღინიშნა AUC-ის 1,6-ჯერ მატება, რასაც გავლენა არ მოუხდენია პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. რასა: პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი არ იყო განსხვავებული იაპონელ და კავკასიელ ჯანმრთელ მოხალისეებში ასაკის და სხეულის წონის გათვალისწინებით.

ბავშვების პოპულაცია: ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებასთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. ნიმუშების სელექტიური შერჩევა დაკავშირებულია პიტავასტატინის კონცენტრაციის დოზა-დამოკიდებულ დინამიკასთან სისხლის პლაზმაში დოზის მიღებიდან 1 საათში. ასევე დადგინდა, რომ პიტავასტატინის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 1 საათში უკუპროპორციულადაა დაკავშირებული სხეულის წონასთან და ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

გამოყენების ჩვენებები მედიკამენტი ლივაზო ნაჩვენებია მაღალი საერთო ქოლესტერინის (TC) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტეროლის (LDL-C) დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან ჰიპერქოლესტეროლემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) როგორც კვებითი დანამატი, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობა (მაგ: ვარჯიში, ქონაშ კლება) არ არის საკმარისი. უკუჩვენებები • მომატებული მგრძნობელობა პიტავასტატინის, ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის და HGM-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიმართ. • ღვიძლის მძიმე (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან C კლასის დაზიანება ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა სისხლის შრატში (რაც 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს [ULN]).

  • იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია. • მიოპათია. • ციკლოსპორინის თანმხლები მიღება. • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, პოტენციურ დედებში, რომლებიც კონტრაცეფციის ზომებს არ იღებენ. • 6 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი) სიფრთხილით გამოიყენება როდესაც აღინიშნება მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი - თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები პირად ან ოჯახურ ანამნეზში და კუნთებთან დაკავშირებული ტოქსიკურობა წინა ანამნეზში HGM-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, 70 წელზე ზემოთ ასაკი, ღვიძლის დაავადება ანამნეზში. მედიკამენტი ლივაზო არ უნდა გამოვიყენოთ ფუსიდის მჟავის პრეპარატებთან ერთად (პერორალურად ან ინექციით) ან მათი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში.

პრეპარატის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ორსულობა პრეპარატ ლივაზოს მიღება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პოტენციურ დედებში ლივაზოთი მკურნალობის დროს საჭიროა კონტრაცეფციის სანდო მეთოდების გამოყენება. ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, HGM-CoA რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აჭარბებს პრეპარატის სარგებელს ორსულობის პერიოდში. ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით პიტავასტატინს გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ ტერატოგენური პოტენციალის გარეშე. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ჩასახვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე. ლივაზოს მიღების პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ძუძუთი კვების პერიოდი ლივაზო უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. პიტავასტატინი გამოიყოფა ვირთხების რძეში. ადამიანებში პიტავასტატინის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ფერტილობა

მონაცემები არ არსებობს. მიღების წესი და დოზები მიიღება მხოლოდ პერორალურად, ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად.

ლივაზოს მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს მიუხედავად საკვების მიღებისა. ტაბლეტების მიღება სასურველია დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უფრო საღამოს ლიპიდების ცვლის ცირკადული რითმის შესაბამისად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე. პრეპარატის საწყისი დოზა არის დღეში 1მგ ერთჯერადად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად LDL-C-ის კონცენტრაციების, მკურნალობის მიზნების შესაბამისად და მედიკამენტის დოზა კორექტირდება მინიმუმ 4 კვირიანი ინტერვალებით. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4მგ. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა: რეკომენდებულია მაქსიმალური დღიური დოზა 2მგ. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (სასურველია ობიექტურად შეფასდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმე კრეატინინის კლირენსის ან გორგლოვანი ფილტრაციის მიხედვით) შემთხვევაში პრეპარატი ლივაზო მიიღება სიფრთხილით. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად მაქსიმალური დღიური დოზა 4მგ ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია ყურადღებით კონტროლდება დოზის ეტაპობრივად მომატების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის დანიშვნა არ არის რეკომენდებული; თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს სასურველია მაქსიმალური დოზა შემოიფარგლოს 2მგ-ით. ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭიროა არ არის.

პედიატრიული პაციენტები

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

ლივაზოს გამოყენება ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ იმ ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც აქვს ბავშვებში ჰიპერლიპიდემიის მკურნალობის და სტატინების დანიშვნის გამოცდილება.

ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტეროლემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში სტანდარტული საწყისი დოზა არის 1 მგ დღეში ერთხელ. მედიკამენტის დოზის კორექცია ხდება მინიმუმ 4 კვირიანი ინტერვალებით. დოზების ინდივიდუალიზება უნდა მოხდეს LDL-C დონეების, მკურალობის მიზნების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის შესაბამისად. 6-9 წლის ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 მგ. 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 მგ.

6 წლამდე ასაკის ბავშვები:

ლივაზოს ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. გვერდითი ეფექტები კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზების მიღებისას პაციენტების <4%, რომლებიც მკურნალობნდენ პრეპარტ ლივაზოთი გამოეთიშა კვლევას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად აღინიშნა მიალგია. სიხშირის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ არასასურველ რეაქციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი: ≥10, ხშირი: ≥1/100- <1/10, ნაკლებად ხშირი: ≥1/1000- <1/100, იშვიათი: ≥1/10000- <1/1000, ძალიან იშვიათი: <1/10000 და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ განისაზღვრება). სისხლის და ლიმფური სისტემის დაავადებები ნაკლებად ხშირად: ანემია მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები ნაკლებად ხშირად: ანორექსია ფსიქიატრიული დაავადებები ხშირად: ძილის დარღვევები (უძილობა) ნერვული სისტემის დაავადებები ხშირად: თავის ტკივილი ნაკლებად ხშირად: თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა, ძილიანობა

უცნობი სიხშირით: ავთვისებიანი მიასთენია მხედველობის ორგანოების დაავადებები იშვიათად: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

უცნობი სიხშირით: ოკულარული მიასთენია

სმენის და წონასწორობის დარღვევები:

ნაკლები სიხშირით: ყურებში ხმაური

კუჭ-ნაწლავის დაავადებები:

ხშირად: შეკრულობა, ფაღარათი, დისპეფსია, გულისრევა

ნაკლებად ხშირად: მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, ღებინება

იშვიათად: გლოსოდინია (ენის ტკივილი), მწვავე პანკრეატიტი

ღვიძლის და სანაღვლე სისტემის დაავადბებები

ნაკლებად ხშირად: ტრანსამინაზების მომატებული დონეები (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ალანინ ამინოტრანსფერაზა)

იშვიათად: ქოლესტაზური სიყვითლე კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები ნაკლებად ხშირად: გამონაყარი კანზე, ქავილი იშვიათად: ჭინჭრის ციება, ერითემა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შეამერთებელი ქსოვილის დაავადებები

ხშირად: მიალგია, ართრალგია ნაკლებად ხშირად: კუნთების სპაზმი სიხშირე უცნობია: იმუნურად მიმდინარე მანეკროზებელი მიოპათია თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები ნაკლებად ხშირად: პოლაკიურია ზოგადი დაავადებები და რეაქციები ინექციის ადგილას:

ნაკლებად ხშირად: ასთენია, საერთო სისუსტე, დაღლილობა, პერიფერიული ედემა ლაბორატორიული მაჩვენებლები კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ლივაზოს მიღების შემდეგ აღინიშნა CrK-ის აქტივობის 3-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2800-დან 49 პაციენტში (1,8%). ნორმის ზედა ზღვარზე ≥10-ჯერ მატება კუნთების თანმხლები სიმპტომებით აღინიშნა ძალიან იშვიათად და გამოუვლინდა 2406-დან მხოლოდ ერთ პაციენტს, რომელიც იღებდა 4მგ ლივაზოს (0,04%) კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში.

ბავშვთა პოპულაცია

კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა მოიცავს მონაცემებს 142 ბავშვი პაციენტის უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც იღებდნენ პიტავასტატინს, მათ შორის 87 პაციენტი იყო 6-11 წლის ასაკის, 55 პაციენტი - 12-17 წლის. ჯამში 91 პაციენტი იღებდა პიტავასტატინს 1 წლის განმავლობაში, 12 პაციენტი იღებდა პიტავასტატინს 2.5 წლის განმავლობაში და 2 პაციენტი - 3 წლის მანძილზე. პიტავასტატინით ნამკურნალები პაციენტების 3%-ზე ნაკლები გამოეთიშა კვლევას გვერდითი მოვლენების გამო. კლინიკური კვლევის პროგრამაში პიტავასტატინთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო თავის ტკივილი (4.9%), მიალგია (2.1%) და მუცლის ტკივილი (4.9%). ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე ერთნაირია ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული გამოცდილება იაპონიაში დაახლოებით 20000 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდა რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების ორწლიანი პროსპექტული კვლევა. მოცემული პაციენტების უმეტესობა ღებულობდა პიტავასტატინს დოზით 1 ან 2მგ და არა 4მგ. პაციენტების 10,4%-ში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები, რომელთა შემთხვევაშიც პიტავასტატინთან მიზეზობრივი კავშირი არ არის გამორიცხული და პაციენტების 7,4%-მა შეწყვიტა მკურნალობა არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. მიალგიის ინციდენტობა იყო 1,08%. არასასურველი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათის იყო. 2 წლის განმავლობაში არასასურველი რეაქციები უფრო მეტად გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მედიკამენტური ალერგია (20,4%) ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები (13,5%). პრეპარატის რეკომენდებული დოზების მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები და მათი განვითარების სიხშირე პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიმდინარე პროსპექტულ კვლევაში და არა საერთაშორისო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მოცემულია ქვემოთ.

ჰეპატობილიარული დაავადებები

იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაავადება ძვალ-კუნთვანის სისტემის დაავადებები იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი პოსტმარკეტინგული დაკვირვების კვლევაში აღინიშნა რაბდომიოლოზის ორი შემთხვევა, როდესაც პაციენტებს დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია (პაციენტების 0.01%). გარდა ამისა, არსებობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ დაფიქსირებული სპონტანური შეტყობინებები ჩონჩხის კუნთების ეფექტების შესახებ, მიალგიის და მიოპათიის ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლივაზოს რეკომენდებულ დოზებს. ასევე დაფიქსირდა რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობის თანხლებით და მის გარეშე, მათ შორის რაბდომიოლიზი ლეტალური გამოსავალით. აგრეთვე არსებობს სპონტანური შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ (მათი სიხშირე ეფუძნება პოსტმარკეტინგულ კვლევებში დაფიქსირებულ შემთხვევებს): ნერვული სისტემის დაავადებები ნაკლებად ხშირად: ჰიპესთეზია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები იშვიათად: დისკომფორტი მუცლის არეში

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

უცნობი სიხშირით: ანგიოედემა

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები

უცნობია სიხშირე: მგლურას მსგავსი სინდრომი

რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს დაავადებები

იშვიათად: გინეკომასტია სხვა სტატინების მიღებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები: - ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები; - მეხსირების დაკარგვა; - სქესობრივი დისფუნქცია; - დეპრესია; - ფილტვების ინტერსტიციური დაავადების განსაკუთრებული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას; - შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების (გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში უზმოზე ≥5,6მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, TG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში) არსებობაზე ან არარსებობაზე; ჭარბი დოზა დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და ხელშემწყობი ზომების მიღება; CPK-ის აქტივობის და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან პიტავასტატინი აქტიურად ტრანსპორტირდება ადამიანის ჰეპატოციტებში ღვიძლის მრავალრიცხოვანი გადამტანების (ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდის [OATP] ჩათვლით) მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ ქვემოთ მოცემულიდან ზოგიერთი პრეპარატის ურთიერთქმედების პროცესში. ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზების პიტავასტატინთან ერთად მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში პიტავასტატინის AUC 4,6-ჯერ იზრდება. ციკლოსპორინის წონასწორული მდგომარეობის ზეგავლენა პიტავასტატინის წონასწორულ მდგომარეობაზე უცნობია. ლივაზო უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს. ერითრომიცინი: ერითრომიცინის და პიტავასტატინის ერთობლივად მიღებისას პიტავასტატინის AUC 2,8-ჯერ იზრდება. ერითრომიცინით ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია პირავასტატინის დროებით შეწყვეტა. გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები: ფიბრატებით მონოთერაპიას იშვიათად უკავშირებენ მიოპათიის განვითარებას. ფიბრატებთან ერთად სტატინების მიღებისას იზრდება მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების სიხშირე. პიტავასტატინი სიფრთხილით მიიღება ფიბრატებთან ერთად. ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში პიტავასტატინის და გემფიბროზილის კომბინირებული მიღებისას აღინიშნა პიტავასტატინის AUC-ის 1,4-ჯერ ზრდა, ხოლო ფენოფიბრატის შემთხვევაში AUC 1,2-ჯერ გაიზრდა. ნიკოტინის მჟავა (ლიპიდების დამწევი დოზებით): პიტავასტატინის და ლიპიდების დამწევი დოზებით (>1გ/დღეში) ნიკოტინის მჟავის ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. ნიკოტინის მჟავით მონოთერაპიას უკავშირებენ მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარებას. შესაბამისად, ნიკოტინის მჟავის ლიპიდების დამწევი დოზები (>1გ/დღეში) და პრეპარატი ლივაზო ერთად სიფრთხილით ინიშნება. ფუსიდის მჟავა: მიოპათიის განვითარების რისკი, რაბდომიოლიზის ჩათვლით, შესაძლოა გაიზარდოს ფუსიდის მჟავის (პერორალურად ან ინექციის სახით) და სტატინების ერთდროული გამოყენებით. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიური, ფარმაკოკინეტიკური ან მათი კომბინაცია) ჯერ კიდევ უცნობია. რაბდომიოლიზის შემთხვეები (მათ შორის სხვადასხვა ფატალური შემთხვევები) აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც აღნიშნულ კომბინაციას იღებდნენ. თუ ფუსიდის მჟავით მკურნალობა აუცილებელია, ლივაზოთი მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუსიდის მჟავით მკურნალობის განმავლობაში.

გლეკაპრევირი და პიბრენტასვირი: HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების და გლეკაპრევირ/პიბრენტასვირის კომბინაციის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის კონცენტრაციები პლაზმაში. ლივაზო არ არის შესწავლილი ამ ურთიერთქმედებაში, მაგრამ ასეთი ურთიერთქმედება შესაძლებელია. გლეკაპრევირ/პიბრენტასვირით მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია ლივაზოს უმცირესი დოზა და ამ მედიკამენტების მიმღები პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.

რიფამპიცინი: პიტავასტატინთან ერთად მიღებისას პიტავასტატინის AUC გაიზარდა 1,3-ჯერ, რაც გამოწვეული იყო ღვიძლში აკუმულაციის შემცირებით.

პროტეაზას ინჰიბიტორები და არანუკლეოზიდური რევერს ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები: ლოპინავირ/რიტონავირის, დარუნავირ/რიტონავირის, ატაზანავირის ან ეფავირენზის მიღება პიტავასტატინთან ერთად იწვევდა პიტავასტატინის AUC-ის მინიმალურ ცვლილებებს.

ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდის მეტაბოლიტი აინჰიბირებს საკვები და ბილიარული ქოლესტეროლის აბსორბციას. პიტავასტატინთან ერთად მიღებას გავლენა არ მოუხდენია ეზეტიმიბის ან მისი გლუკურონიდის მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე, ხოლო ეზეტიმიბს გავლენა არ მოუხდენია პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციაზე. CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები: იტრაკონაზოლთან და გრეიფრუტის წვენთან ურთიერთქმედების კვლევაში, რომლებიც წარმოდგენენ CYP3A4 იზოფერმენტის ცნობილ ინჰიბიტორებს არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციებზე. დიგოქსინი, P-გლიკოპროტეინის (PGP) ცნობილი სუბსტრატი არ ურთიერთქმედებს პიტავასტატინთან. კომბინირებული გამოყენებისას არ დაფიქსირებულა სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის ან დიგოქსინის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი ცვლილებები. ვარფარინი: ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის (INR [საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა] და PT [პროთრომბინის დრო]) წონასწორული მდგომარეობა ჯანმრთელ მოხალისეებში არ შეცვლილა ვარფარინის და პიტავასტატინის (4მგ დოზა დღიურად) ერთობლივად მიღებისას. როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში ვარფარინთან ერთად პიტავასტატინით მკურნალობისას უნდა გაკონტროლდეს PT და INR.

ბავშვების პოპულაცია

მედიკამენტების ურთიერთქმედების კვლევა ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში. პედიატრიულ პაციენტებში მედიკამენტების ურთიერთქმედება უცნობია.

განსაკუთრებული მითითებები ზეგავლენა კუნთებზე ისევე როგორც HGM-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიღებისას არსებობს მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად რაბდომიოლიზის განვითარების ალბათობა. გააფრთხილეთ პაციენტები, რომ აუცილებლად გაცნობონ კუნთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის შესახებ. როდესაც პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, კუნთების ტკივილი შეხებისას ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ თან ახლავს საერთო სისუსტე ან ცხელება უნდა განისაზღვროს CPK-ის აქტივობა. CPK-ის აქტივობის დადგენა არ უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან CPK-ის ზრდის გამომწვევი სხვა ფაქტორების არსებობისას, რადგან შედეგი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. თუ CPK-ის აქტივობა მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი), უნდა ჩატარდეს საკონტროლო ანალიზი 5-7 დღის განმავლობაში. დაფიქსირდა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევები სტატინებით მკურნალობის პერიოდში ან შეწყვეტის შემდეგ. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება პროქსიმალური კუნთების ქრონიკული სისუსტის სახით და სისხლის შრატში CPK-ის აქტივობის მომატებით, რაც ნარჩუნდება სტატინების შეწყვეტის მიუხედავად.

ლივაზო არ უნდა გამოვიყენოთ ფუსიდის მჟავასთან ერთად (პერორალურად ან ინექციის სახით) ან ფუსიდის მჟავის შემცველი მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. თუ ფუსიდის მჟავის გამოყენება აუცილებელია, მაშინ სტატინებით თერაპია უნდა შევწყვიტოთ მკურნალობის პერიოდში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუსიდის მჟავას და სტატინებს ერთდროულად, აღინიშნებოდა რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის ფატალური გამოსავლებით). პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს, თუ განუვითარდათ ნებისმიერი სიმპტომი, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ტკივილი ან მტკივნეული კუნთვანი მგრძნობელობა.

სტატინებით მკურნალობა შესაძლებელია განახლდეს ფუსიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ფუსიდის მჟავის ხანგრძლივი სისტემური გამოყენება, მაგ: მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, უნდა გადაწყდეს ლივაზოს და ფუსიდის მჟავის მიღება ინდივიდუალურად ზედმიწევნით სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

მკურნალობამდე სხვა სტატინების მსგავსად ლივაზო სიფრთხილით ინიშნება რაბდომიოლიზის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. უნდა განისაზღვროს CPK-ის აქტივობა, რათა დადგინდეს საკონტროლო საწყისი მაჩვენებლები შემდეგ შემთხვევებში: • თირკმლის დაზიანება • ჰიპოთირეოზი, • კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები პირად ან ოჯახურ ანამნეზში, • წინა ანამნეზში კუნთების ინტოქსიკაცია ფიბრატებით ან სხვა სტატინებით მკურნალობისას, • ანამნეზში ღვიძლის დაავადები ან ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება, • ასაკოვანი პაციენტები (>70 წელი), რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზის განვითარებისათვის ხელშემწყობი სხვა რისკ-ფაქტორები. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი საჭიროებს გადახედვას მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით. დაუშვებელია ლივაზოს მიღება თუ CPK-ის აქტივობა 5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. მკურნალობის პერიოდში პაციენტს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს თუ შენიშნავს კუნთების ტკივილს, სისუსტეს ან სპაზმებს. უნდა დადგინდეს CPK-ის აქტივობა და გადაწყდეს მკურნალობა თუ იგი მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი). კუნთებთან დაკავშირებული მძიმე სიმპტომების გამოვლენისას უნდა გადაიხედოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი იმ შემთხვევაშიც, თუ CPK-ის აქტივობა 5-ჯერ არ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. სიმპტომების მოხსნის და CPK-ის აქტივობის ნორმის ფარგლებში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ლივაზოს განმეორებით დანიშვნა დოზით 1მგ რეგულარული კონტროლის პირობებში. ზეგავლენა ღვიძლზე ისევე როგორც სხვა სტატინები ლივაზოც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება ან პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად იღებენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ანალიზები. თუ “ღვიძლის” ტრანსამინაზების (ALT და AST) აქტივობა იზრდება და 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს, ლივაზოს მიღება უნდა შეწყდეს. ზეგავლენა თირკმელებზე ლივაზო სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის მომატება დასაშვებია მხოლოდ ზედმიწევნითი კონტროლის პირობებში. 4მგ დოზა არ არის რეკომენდირებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. დიაბეტი გარკვეული მონაცემების მიხედვით სტატინები იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მატებას, ხოლო ზოგიერთ პაციენტში კი, რომელსაც აღენიშნება დიაბეტის განვითარების მაღალი რისკები შესაძლოა, გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, რაც საჭიროებს დიაბეტის შესაბამის მკურნალობას. მიუხედავად ამისა აღნიშნული საფრთხის კომპენსირება ხდება სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკების შემცირებით სტატინებით მკურნალობისას, სწორედ ამიტომ ეს არ უნდა იყოს სტატინების შეწყვეტის მიზეზი. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკები (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 5,6-6,9მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, TG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლი ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, უსაფრთხოების პოსტმარკეტინგული და პროსპექტული კვლევების შედეგების მიხედვით არ არსებობს დადასტურებული მონაცემები დიაბეტის რისკის შესახებ პიტავასტატინით მკურნალობისას. ფილტვების ინტერსტიციური დაავადება ზოგიერთი სტატინის მიღებისას, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი მკურნალობისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების იშვიათი შემთხვევები. კლინიკური ნიშნები მოიცავს სუნთქვის უკმარისობას, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (ძლიერი დაღლილობა, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სტატინის მიღება უნდა შეწყდეს.

ბავშვების პოპულაცია

ლივაზოს ეფექტი 6 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტების (რომლებიც იღებდნენ ლივაზოს) ზრდასა და მომწიფებაზე ხანგრძლივი ეფექტის შესახებ მონაცემები შეზღუდულია. მოზრდილ ქალებს უნდა ვურჩიოთ საიმედო კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება ლივაზოთი მკურნალობის დროს.

სხვა ეფექტები

ზოგიერთ შემთხვევაში სტატინები იწვევდნენ ავთვისებიანი მიასთენიის ან ოკულარული მიასთენიის განვითარებას ან გაუარესებას. ლივაზო უნდა შევწყვიტოთ სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში. რეციდივები აღინიშნებოდა, როდესაც იგივე ან სხვა სტატინს იღებდნენ (ხელახლა იღებდნენ). ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების გამოყენების უნარზე საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან მოსალოდნელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიც არის თავბრუსხვევა და ძილიანობა. გამოშვების ფორმა გარსით დაფარული ტაბლეტები 1მგ, 2მგ და 4მგ. 1მგ დოზა: 7, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 , 2 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 2მგ დოზა: 7, 10, 14, 15, 20 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერტში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 , 5 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 4მგ დოზა: 7, 10, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 0C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 4 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის უფლების მფლობელი

Recordati Ireland Ltd

Raheens East, Ringaskiddy, Co. Cork, Ireland

მწარმოებელი

Pierre Fabre Medicament Production

Site Progipharm, rue du Lycee, Gien, 45500, France

შეფუთვა და გაცემის ხარისხის კონტროლი:

Recordati Industria Chimica e Farmaceutica S.p.A.

Via Matteo Civitali 1, 20148 Milan, Italy

საჩივრების მიმღები ორგანიზაცია

Representative Office of "FIC Medical" Ltd

Liberty sq. 7, 0105 Tbilisi, Georgia

Tel.: +995 322 434018

E-mail: ClS@recordati .com

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა