ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ლეტირამი

Letiram®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ლეტირამი® ნაჩვენებია, მონოთერაპიის სახით პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, პირველად დიაგნოსტირებული ეპილეფსიისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N03AX14
რეგისტრაციის ნომერი
რ-045330
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალეტირამი და სხვა წამალი ერთად

ლეტირამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლეტირამი® ნაჩვენებია, მონოთერაპიის სახით პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, პირველად დიაგნოსტირებული ეპილეფსიისას.

ლეტირამი® ნაჩვენებია, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება შემდეგ შემთხვევებში:

პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში 1 თვის ასაკიდან;

მიოკლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია;

პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია.

მიღების წესი და დოზირება

ლეტირამი® ყოველთვის მიიღეთ მკაცრად, ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მისაღები ტაბლეტების რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი.

ლეტირამი ტაბლეტები 250 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-17 წლის ასაკის) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების გამოყენებით საჭირო დოზის შერჩევა შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (18 წლის და უფროსი ასაკის) და მოზარდებისთვის (12-დან 16 წლამდე ასაკის), რომელთა წონაა 50 კგ ან მეტი:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან (4 ტაბლეტი) - 3000 მგ-მდე (12 ტაბლეტი) დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას პირველად იწყებთ, ექიმი თავდაპირველად დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე.

მაგალითი: თუ თქვენი დაგეგმილი დღიური დოზაა 1000 მგ, თქვენი საწყისი დოზა იქნება ერთი 250 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 250 მგ ტაბლეტი საღამოს. შემდეგ დოზა თანდათან გაიზრდება 2 კვირის განმავლობაში, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 1000 მგ-ს (თქვენ მიიღებთ 2 250 მგ ტაბლეტს დილით და 2 250 მგ ტაბლეტს საღამოს).

დოზირება მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი თქვენი ბავშვისთვის დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის დოზირების ფორმას მისი სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი ბავშვისთვის დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას მისი ასაკის, სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და 25-დან 50 კგ-მდე წონის მოზარდებისთვის:

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, დილით უნდა მიიღოთ ორი 250 მგ ტაბლეტი და საღამოს ორი 250 მგ ტაბლეტი.

ლეტირამი®, 500 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი დოზირების ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-დან 17 წლამდე) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების გამოყენება შეუძლებელია შესაბამისი დოზის მისაღწევად.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (≥ 18 წელი) და მოზარდებისთვის (12–17 წელი), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან (2 ტაბლეტი) - 3000 მგ-მდე (6 ტაბლეტი) დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას ახლა იწყებთ, ექიმმა შეიძლება თავდაპირველად დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 2000 მგ, დილით უნდა მიიღოთ 2 500 მგ ტაბლეტი და საღამოს 2 500 მგ ტაბლეტი.

დოზირება 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებისთვის (12–17 წელი):

ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტის შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას თქვენი სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას თქვენი ბავშვისთვის მისი ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, თქვენ უნდა მიიღოთ ერთი 500 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 500 მგ ტაბლეტი საღამოს.

ლეტირამი®, 750 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-17 წლის) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების ფორმა დოზის მიღწევისათვის შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (≥ 18 წლის) და მოზარდებისთვის (12-17 წლის), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას პირველად იწყებთ, ექიმმა თავდაპირველად შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე. ეს წამლის ფორმა არ არის განკუთვნილი ყველაზე დაბალი დოზის - 250 მგ-ის მისაღბად - 750 მგ ტაბლეტის სამ ნაწილად გაყოფა 250 მგ დოზის მისაღებად არ შეიძლება.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 3000 მგ, დილით უნდა მიიღოთ ორი 750 მგ ტაბლეტი და საღამოს ორი 750 მგ ტაბლეტი.

დოზირება 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებისთვის (12-17 წლის):

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას თქვენი სხეულის წონისა და დოზის გათვალისწინებით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაუნიშნავს ბავშვს შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას მისი ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია:

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1500 მგ, თქვენ უნდა მიიღოთ ერთი 750 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 750 მგ ტაბლეტი საღამოს.

ლეტირამი®, 1000 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6–17 წელი) და იმ შემთხვევაში, როდესაც ტაბლეტების გამოყენებით საჭირო დოზის მიღწევა შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (18 წლის და უფროსი ასაკის) და მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტებ მიღებას პირველად იწყებთ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ დაბალ დოზაზე გადასვლამდე. ეს დოზირების ფორმა არ არის განკუთვნილი ყველაზე დაბალი დოზის, 250მგ-ის მისაღებად - 1000 მგ ტაბლეტის 4 ნაწილად გაყოფა არ შეიძლება 250 მგ დოზის მისაღებად.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 2000 მგ, თქვენ მიიღებთ 1000 მგ ტაბლეტს დილით და 1000 მგ ტაბლეტს საღამოს.

დოზირება მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას ბავშვის სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია: ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით. 1000 მგ ტაბლეტები არ იძლევა ოპტიმალურ დოზას.

გამოყენების წესი:

ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, შეძლებისდაგვარად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ლეტირამის® ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ., ერთი ჭიქა წყალი).

ლეტირამის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღბისგან დამოუკიდებლად.

პერორალური მიღების შემდეგ, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ლევეტირაცეტამის მწარე გემო.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ლეტირამი® გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ლეტირამის® მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს შეტევების სიხშირე.

თუ მიიღეთ პრეპარატ ლეტირამის® დანიშნულზე მეტი დოზა

ლეტირამის® დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი რეაქციები მოიცავს ძილიანობას, აგზნებადობას, აგრესიას, კონცენტრაციის დაქვეითებას, სუნთქვის დათრგუნვას და კომას.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლეტირამის® მიღება

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატ ლეტირამის® მიღებას

მკურნალობის შეწყვეტისას, ლეტირამის® მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით, რათა თავიდან იქნას აცილებული გულყრების რაოდენობის ზრდა.

თუ თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატ ლეტირამით® მკურნალობის შეწყვეტას, ის მოგაწვდით ინსტრუქციას, თუ როგორ შეწყვიტოთ ლეტირამის® მიღება თანდათანობით.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ლეტირამმაც®-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისუსტე, თავში “სიმსუბუქის” შეგრძნება ან თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები: სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, რომელიც მოგვიანებით ვრცელდება სხეულის დიდ უბნებზე, ცხელებით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებით (სისხლის ანალიზით), სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპის მატებით (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების შეშუპებით (რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS]);

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის გამოყოფის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, ფეხების შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე;

კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, რომელიც ჰგავს სამიზნეს (მუქი ცენტრით, რომელიც გარშემორტყმულია ფერმკრთალი უბნით და მუქი საზღვრით) (მულტიფორმული ერითემა);

კანზე გამონაყარი ბუშტუკებითა და აქერცვლით, რომელიც ვრცელდება სხეულის დიდ ნაწილზე, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

კანზე გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა აქერცვლით, რომლის დროსაც პროცესი მოიცავს კანის საფარის 30%-ზე მეტს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

მძიმე ფსიქიკური დარღვევები ან თუ თქვენი რომელიმე ახლობელი შეგამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დარღვევა (გულმავიწყობა), პათოლოგიური ქცევა ან ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის უნებლიე, უკონტროლო მოძრაობები. ეს დარღვევები შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის სიმპტომები.

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი - პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა და კუნთის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციებიებს მიეკუთვნება: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ნაზოფარინგიტი;

ძილიანობა;

თავის ტკივილი;

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ანორექსია (მადის დაკარგვა);

დეპრესია, მტრული განწყობა ან აგრესია, განგაში, უძილობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება;

გულყრები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა (არასტაბილურობის შეგრძნება), ლეთარგია (ენერგიის ან ენთუზიაზმის ნაკლებობა), ტრემორი (უნებლიე კანკალი);

სისტემური თავბრუსხვევა (ირგვლივ საგნების ბრუნვის შეგრძნება);

ხველა;

მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია (მონელების დარღვევა), ღებინება, გულისრევა;

გამონაყარი კანზე;

ასთენია/დაღლილობა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

სხეულის მასის დაკლება, სხეულის მასის მომატება;

სუიციდის მცდელობები და ფიქრები სუიციდზე, ფსიქიკური დარღვევები, პათოლოგიური ქცევა, ჰალუცინაციები, ბრაზი, ცნობიერების დაბინდვა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, ნერვული აგზნება;

ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დარღვევა (გულმავიწყობა), კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), პარესთეზია (ჩხვლეტა), ყურადღების დარღვევა (ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა);

დიპლოპია (გაორმაგებული მხედველობა), მხედველობის სიმახვილის დარღვევა;

ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/ცვლილება;

თმის ცვენა, ეგზემა, კანის ქავილი;

კუნთების სისუსტე, მიალგია (კუნთების ტკივილი);

ტრავმა.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ინფექცია;

სისხლის ყველა ტიპის უჯრედების დონის შემცირება;

მძიმე ალერგიული რეაქციები (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (DRESS), ანაფილაქსია), კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება);

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება;

სუიციდი, პიროვნების აშლილობები (ქცევითი აშლილობა), აზროვნების დარღვევები (შენელებული აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა);

დელირიუმი

ენცეფალოპათია (იხილეთ ზემოთ მოცემული განყოფილება „შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს“)

გულყრის შეტევების სიმძიმის ან სიხშირის მომატება

თავის, ტანისა და კიდურების კუნთების არაკონტროლირებადი სპაზმები, მოძრაობების კონტროლის გაძნელება, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა);

გულის რიტმის ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

პანკრეატიტი;

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი;

თირკმლის ფუნქციის უეცარი გაუარესება;

გამონაყარი კანზე ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც გავს სამიზნეს (მუქი ფერის ცენტრით, რომელიც გარშემორტყმულია ფერმკრთალი უბნით) (მულტიფორმული ერითემა); სხეულის მნიშვნელოვან ფართობზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებითა და აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან უფრო მძიმე ფორმა, რომლის დროსაც აქერცვლა კანის 30%-ზე მეტს მოიცავს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

რაბდომიოლიზი (კუნთის ქსოვილის დაშლა), რომელსაც თან ახლავს სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება. რაბდომიოლიზი ხშირად უფრო მაღალია იაპონელებში, არა-იაპონელებთან შედარებით.

კოჭლობა ან სიარულის დარღვევა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება უნებლიედ აღმოცენებული, აკვიატებული, ხელის შემშლელი ან საშიში აზრების გაჩენით (ობსესიები), ასევე იმით, რომ ადამიანი მუდმივად და წარუმატებლად ცდილობს განთავისუფლდეს ამ ფიქრებით გამოწვეული განგაშისგან იგივე, აკვიატებული და დამღლელი მოქმედებების (კომპულსიები) მეშვეობით.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით.

მათი შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • როგორ შევინახოთ ლეტირამის® ტაბლეტები.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ გჭირდებათ ისეთი პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის წარმოებულების ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ლეტირამის® ტაბლეტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვემს მკურნალ ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, მიჰყევით ექიმის მითითებებს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.

თუ შეამჩნევთ ზრდის ან სქესობრივი მომწიფების შეფერხებას თქვენს შვილს, რომელიც იღებს ლევეტირაცეტამს, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, როგორიცაა ლეტირამი®, ნამკურნალებ ადამიანთა მცირე რაოდენობას ჰქონია თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ გაქვთ დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონიათ გულის არარეგულარული რიტმი (რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან თუ გაქვთ დაავადება ან დანიშნული მკურნალობა, რომელიც შეიცავს გულის არარეგულარული რიტმის ან მარილის ცვლის დარღვევის განვითარების რისკს.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენები გახდება მძიმე ან რამდენიმე დღეში არ გაქრება:

პათოლოგიური აზრები, მომატებული გაღიზიანება ან აგრესიული რეაქციები, ან თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები ან ახლობლები შეამჩნევთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს განწყობაში ან ქცევაში.

გულყრების გამოხატულების მატება

იშვიათ შემთხვევებში, გულყრები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე ან განვითარდეს უფრო ხშირად, ჩვეულებრივ, ლევეტირაცეტამის მიღებიდან ან მისი დოზის გაზრდის პირველი თვის განმავლობაში. თუ პრეპარატ ლეტირამის® მიღების დროს ასეთი სიმპტომებს გაგივითარდათ, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ლეტირამი® არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მონოთერაპიის (მხოლოდ ლეტირამი, არა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში) სახით გამოსაყენებლად.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ლევეტირაცეტამის გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება დოზის არჩევამდე (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძლიან იშვიათ შემთხვევებში ლევეტირაცეტამის გამოყენება იწვევდა თირკმლის მწვავე უკმარისობას, რომელიც ვითარდებოდა პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე დღის ან რამოდენიმე თვის შემდეგ.

სისხლის უჯრედული შემადგენლობა

იშვიათ შემთხვევებში, ლევეტირაცეტამით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, აღინიშნა სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია). პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისუსტე, ცხელება, მორეციდივე ინფექციები ან სისხლდენის დარღვევები, ურჩევენ ჩაიტარონ სისხლის უჯრედული შემადგენლობის ანალიზი.

სუიციდი

აღინიშნა თვითმკვლელობის შემთხვევები, თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური აზროვნება და ქცევა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს (მათ შორის ლევეტირაცეტამს). ანტიეპილეფსიური საშუალებების რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზროვნებისა და ქცევის რისკის უმნიშვნელო ზრდა. ამ რისკის მექანიზმი უცნობია.

ამ მიზეზის გამო, აუცილებელია პაციენტების კონტროლი დეპრესიის ნიშნების და/ან სუიციდური აზროვნების და ქცევის გამოვლენაზე და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს (და მათ მომვლელებს) უნდა მიეცეთ რჩევა რომ, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება დეპრესიის ან/და სუიციდური აზროვნების ან ქცევის ნიშნები.

არანორმალური აგრესიული ქცევა

ლევეტირაცეტამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევითი ცვლილებები, მათ შორის გაღიზიანებადობა და აგრესია. ლევეტირაცეტამის მიმღები პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ფსიქიატრიული ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც მიუთითებს განწყობისა და პიროვნების სერიოზულ ცვლილებებზე. თუ ასეთი ცვლილებები გამოვლინდა, უნდა შეიცვალოს მკურნალობა და განხილულ იქნას პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი. თუ მიღებულია გადაწყვეტილება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, იხილეთ 4.2 პუნქტი.

გულყრების ინტენსივობის გაუარესება

სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების მსგავსად, ლევეტირაცეტამმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაზარდოს გულყრების სიხშირე და სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ყველაზე ხშირად აღინიშნა ლევეტირაცეტამის მიღებიდან ან დოზის გაზრდის პირველი თვის განმავლობაში და შექცევადი იყო პრეპარატის შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ მათი მდგომარეობა გაუარესდება.

მაგალითად, არსებობს ცნობები ეფექტურობის არარსებობის ან გულყრების გაუარესების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ეპილეფსია, რომელიც დაკავშირებულია ნატრიუმის პოტენციალ-დამოკიდებული არხის ალფა ქვეერთეულ 8-ს (SCN8A) მუტაციებთან.

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე

რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები ელექტროკარდიოგრამაზე. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში QTc ინტერვალის გახანგრძლივებით, იმ პირებში, რომლებიც თანმხლებ მედიკამენტებს იღებენ, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალის გახანგრძლივებაზე და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება ან სითხისა და ელექტროლიტური დისბალანსი.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ეს ტაბლეტები არ არის შესაფერისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოსაყენებლად.

არსებული მონაცემების თანახმად, ბავშვებში არ გამოვლენილა ზრდაზე ან სქესობრივ მომწიფებაზე ზემოქმედება. თუმცა, ბავშვებში სწავლის უნარზე, გონებრივ შესაძლებლობებზე, ზრდაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, სქესობრივი მომწიფებაზე და რეპროდუქციულ პოტენციალზე გრძელვადიანი ზემოქმედება ჯერ არ არის შესწავლილი.

ლეტირამი® 750 მგ ტაბლეტები შეიცავს საღბავს სანსეტ ყვითელი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.

არ მიიღოთ მაკროგოლი (საფაღარათო საშუალება) ლეტირამის® მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ლეტირამის® ეფექტურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ლეტირამი® ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ მიღების სათანადო შეფასების შემდეგ.

თქვენს ნაყოფზე პოტენციური რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება თქვენს ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ძუძუთი კვება

მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლეტირამმა® შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს ასეთი მოქმედებების შესრულების უნარზე.

750 მგ ტაბლეტები შეიცავს საღებავს სანსეტის ყვითელს (Sunset Yellow Aluminium Lake E 110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ ლეტირამის® ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ლეტირამის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

ლევეტირაცეტამი არის ანტიეპილეფსიური პრეპარატი (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ).

ლეტირამი® გამოიყენება სხვა პრეპარატების გარეშე (მონოთერაპიის სახით) მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმების სამკურნალოდ. ეპილეფსია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც პაციენტებს აღენიშნებათ განმეორებითი გულყრები. ლევეტირაცეტამი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომლის დროსაც გულყრები ვრცელდება ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება გავრცელდეს ტვინის ორივე მხარის უფრო მნიშვნელოვან უბნებზე (პარციალური გულყრები, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე). თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ ლეტირამი® გულყრების რაოდენობის შესამცირებლად.

ლეტირამი® გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატს შემდეგ შემთხვევებში:

მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, პარციალური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 1 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში;

მიოკლონური გულყრების (კუნთის ან კუნთების ჯგუფის უეცარი, სწრაფი კრუნჩხვები) სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებათ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია;

პირველადი გენერალიზებული ტონიკურ-კლონური გულყრების მკურნალობისას იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში (ეპილეფსიის ტიპი, რომელსაც სავარაუდოდ გენეტიკური საფუძველი აქვს).

  • რა უნდა ვიცოდეთ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებამდე

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ლევეტირაცეტამით დოზის გადაჭარბებისას აღინიშნებდა: ძილიანობა, შფოთვა, აგრესიულობა, ცნობიერების დონის დაქვეითება, სუნთქვის უკმარისობა და კომა.

მკურნალობა

დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ კუჭის ამოსუფთავება შეიძლება ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს მისაღები ზომები უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზის ეფექტურობა ლევეტირაცეტამისთვის არის 60% და პირველადი მეტაბოლიტისთვის 74%.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: ლევეტირაცეტამი.

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კროსპოვიდონი (ტიპი B), პოვიდონი K30, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

250 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132).

500 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

750 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, საღებავი სანსეტ ყვითელი (E110), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

1000 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი.

ლეტირამის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

250 მგ ტაბლეტები: ცისფერი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

500 მგ ტაბლეტები: ყვითელი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

750 მგ ტაბლეტები: ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

1000 მგ ტაბლეტები: თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ან 6 ბლისტერი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106, კერესტურის ქუჩა, 30-38

უნგრეთი

მწარმოებელი

Rontis Hellas S.A.

საფოსტო ყუთი 3012, ლარისას სამრეწველო ზონა,

41500 ლარისა

საბერძნეთი

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

  • 5 შეფუთვა და გამოშვების ფორმა

შეფუთვა:

10 გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია კომბინირებული პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერზე. 3 ან 6 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ყველა ჩამოთვლილი შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

  • 6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და გამოყენების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის და მათი ნარჩენების განადგურება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • 7 გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38, უნგრეთი

მზა სამკურნალო ფორმის მწარმოებელი, პირველადი და მეორეული შეფუთვა:

რონტის ჰელას ს.ა. (Rontis Hellas S.A.)

საფოსტო ყუთი 3012, ლარისას ინდუსტრიული ზონა (P.O. Box 3012, Larisa Industrial Area),

41500 ლარისა (Larisa), საბერძნეთი

გამშვები კონტროლი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120

უნგრეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიეპილეფსიური საშუალებები; სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატები; ათქ კოდი: N03AX14.

ლევეტირაცეტამის მოქმედი ნივთიერება არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანტიომერი), რომელიც ქიმიურად არ არის არსებული ანტიეპილეფსიური მოქმედი ნივთიერებების მსგავსი.

მოქმედების მექანიზმი

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი გაურკვეველი რჩება. ინ ვიტრო და ინ ვივო ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედის ძირითად მახასიათებლებს ან ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.

ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს ინტრანეირონულ Ca2+ დონეზე N-ტიპის Ca2+ არხებით იონების ნაკადის ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანეირონული წყაროებიდან Ca2+ გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ის ნაწილობრივ აბრუნებს თუთიის და β-კარბოლინების მიერ ინდუცირებული GABA- და გლიცინით განპირობებული ნაკადების შემცირებას. გარდა ამისა, ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი უკავშირდება მღრღნელების ტვინის ქსოვილში სპეციფიკურ ადგილს. ეს შეკავშირების ადგილია სინაფსური ვეზიკულის ცილა 2A, რომელიც, სავარაუდოდ, მონაწილეობს ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროტრანსმიტერების ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები ავლენენ რანგობრივ მსგავსებას სინაფსური ვეზიკულის ცილა 2A-სთან შეკავშირებაში, რაც კორელაციაშია მათ ანტიკონვულსიურ აქტივობასთან აუდიოგენური ეპილეფსიის თაგვის მოდელში. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსურ ვეზიკულურ ცილა 2A-ს შორის ურთიერთქმედება, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ამ სამკურნალო პროდუქტის ანტიეპილეფსიური მოქმედების მექანიზმს.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ლევეტირაცეტმი ავლენს გულყრის საწინააღმდეგო მოქმედებას პარციალური და პირველადი-გენერალიზებული გულყრების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პროკონვულსიური ეფექტის გარეშე.

პირველადი მეტაბოლიტი არააქტიურია. ადამიანებში მოქმედებამ, როგორც პარციალურ, ასევე გენერალიზებულ ეპილეფსიურ პირობებში (ეპილეფტიფორმული გამოვლინებები/ ფოტოპარქსიზმული რეაქცია), დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფარმაკოლოგიური პროფილის ფართო სპექტრი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

დამატებითი თერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში 1 თვის ასაკიდან

მოზრდილებში ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა 3 ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 1000მგ, 2000მგ ან 3000მგ დოზების მიღებისას დღეში (2 თანაბარ დოზად გაყოფილი), მკურნალობის 18 კვირამდე ხანგრძლივობით. გაერთიანებული მონაცემების ანალიზში, პაციენტთა წილი, რომლებმაც მიაღწიეს პარციალური გულყრების სიხშირის შემცირებას 50%-ით ან მეტით კვირის განმავლობაში საწყის დონესთან შედარებით მუდმივი დოზის პირობებიში (12/14 კვირა), შეადგენდა 27,7%, 31,6% და 41,3%-ს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც იღებდნენ 1000, 2000 და 3000მგ ლევეტირაცეტამს შესაბამისად, და 12,6%-ს პაციენტებისთვის - რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში (4-დან 16 წლამდე) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 198 პაციენტს, 14 კვირიანი მკურნალობის ხანგრძლივობით. ამ კვლევაში პაციენტები იღებდნენ ლევეტირაცეტამს ფიქსირებული დოზით 60მგ/კგ/დღეში (გაყოფილი ორ მიღებად).

პაციენტთა 44,6%-მა, რომლებმაც მიიღეს ლევეტირაცეტამი და პაციენტების 19,6%-მა, რომლებმაც მიიღეს პლაცებო, მიაღწიეს პარციალური გულყრების სიხშირის შემცირებას 50%-ით ან მეტით კვირის განმავლობაში საწყის დონესთან შედარებით. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობის პირობებში, პაციენტების 11,4%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ხოლო 7,2%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ბავშვებისთვის (1 თვიდან 4 წლამდე) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 116 პაციენტმა; მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 დღეს. ამ კვლევაში პაციენტებს დაუნიშნეს ყოველდღიური დოზა 20მგ/კგ, 25მგ/კგ, 40მგ/კგ ან 50მგ/კგ პერორალური ხსნარის სახით მათი ასაკის შესაბამისი ტიტრირების სქემის მიხედვით. ამ კვლევაში გამოიყენებოდა დოზა 20მგ/კგ/დღეში ტიტრირებით 40მგ/კგ-მდე დღეში ერთიდან ექვს თვემდე ჩვილებისთვის და 25 მგ/კგ/დღეში ტიტრირებით 50მგ/კგ-მდე დღეში 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის. საერთო დღიური დოზა მიიღებოდა დაყოფილი ორ დოზად.

ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი იყო პაციენტთა რიცხვი, რომლებიც პასუხობდნენ მკურნალობას (პაციენტთა პროცენტული წილი, რომლებმაც მიაღწიეს პარციალური გულყრების საშუალო სიხშირის შემცირებას დღეში ≥50%-ით საწყისი დონიდან), რომელიც შეფასდა ბრმა ცენტრალიზებული მონაცემების შეგროვების მეთოდით 48-საათიანი ვიდეო ეეგ–ის გამოყენებით. ეფექტურობის ანალიზი მოიცავდა 109 პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ 24 საათიანი ვიდეო ეეგ–ის ჩანაწერი თავდაპირველი და შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში. პაციენტთა 43,6%, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 19,6%, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიიჩნევა რომ პასუხობდნენ მკურნალობას. ეს შედეგები იყო თანმიმდევრული და ასაკობრივი ჯგუფების ფარგლებში. გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების 8.6%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 7.8%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

პლაცებო კონტროლირებად კვლევებში მონაწილეობას ღებულობდა პარციალური გულყრების მქონე 1 წლამდე ასაკის 35 ბავშვი, მათგან მხოლოდ 13 მონაწილე იყო 6 თვეზე ნაკლები ასაკის.

მონოთერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, პირველად დიაგნოსტირებული ეპილეფსიით.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა, მონოთერაპიის სახით, გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პარალელურ ჯგუფში ჩატარებულ კვლევაში, რომლის თანახმად, არანაკლები ეფექტურობა დასტურდა კარბამაზეპინთან (კონტროლირებადი გამოთავისუფლებით, CR) შედარებით 16 წელზე უფროსი ასაკის 576 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ პირველად დიაგნოზირებული ან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსია. პაციენტებს უნდა ჰქონოდათ მხოლოდ არაპროვოცირებული პარციალური გულყრები ან გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზირდნენ კარბამაზეპინის CR 400-1200მგ დღეში ან ლევეტირაცეტამის 1000-3000მგ დღეში მიმღებ ჯგუფებად; მკურნალობის ხანგრძლოვობამ მიაღწია 121 კვირას, რეაქციიდან გამომდინარე.

ექვსი თვის განმავლობაში გულყრები არ გამოუვლინდა ლევეტირაცეტამის მიმღებ პაციენტთა 73,0%-ს და კარბამაზეპინ CR-ის მიმღებ პაციენტთა 72,8%-ს; შეფასებული აბსოლუტური სხვაობა პრეპარატებს შორის იყო 0,2% (95% CI: -7,8 8,2). კვლევაში მონაწილეთა ნახევარზე მეტს 12 თვის განმავლობაში არ აღენიშნებოდა გულყრები (კვლევაში მონაწილე პაციენტთა 56,6% და 58,5%, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს და კარბამაზეპინ CR–ს, შესაბამისად).

კლინიკური პრაქტიკის გამომხატველ კვლევაში, თანმხლები ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელი იყო შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ ლევეტირაცეტამით დამატებით მკურნალობაზე (69 ზრდასრული პაციენტიდან 36).

დამატებითი თერაპია მიოკლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც გაგრძელდა 16 კვირის განმავლობაში, 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მონაწილეობით, რომელთაც აწუხებდათ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია სხვადასხვა სინდრომებით გამოხატული მიოკლონური გულყრებით. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნებოდა იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია.

ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა შეადგენდა 3000მგ-ს დღეში, გაყოფილი 2 მიღებად. პაციენტთა 58,3%-მა, რომლებიც იღებდა ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 23,3%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწიეს მიოკლონური გულყრების დღეების რაოდენობის შემცირებას მინიმუმ 50%-ით კვირის განმავლობაში. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობისას, პაციენტების 28,6%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 21,0%-ს არ ჰქონდა მიოკლონური კრუნჩხვები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

დამატებითი თერაპია პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, 24-კვირიანი ხანგრძლოვობით და მოზრდილების, მოზარდების და ბავშვების შეზღუდული რაოდენობის მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია სხვადასხვა სინდრომებით გამოხატული (იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, იუვენილური აბსანს ეპილეფსია, საბავშვო აბსანს ეპილეფსია ან ეპილეფსია, გამოღვიძების დიდი ეპილეფსიური გულყრებით) პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრებით. ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა შეადგენდა 3000მგ-ს დღეში მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის, ან 60 მგ/კგ-ს დღეში ბავშვებისთვის, გაყოფილი 2 თანაბარ დოზად.

პაციენტთა 72,2%-მა, რომლებიც იღებდა ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 45,2%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწიეს პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სიხშირის შემცირებას მინიმუმ 50%-ით კვირის განმავლობაში. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობისას, პაციენტების 47,4%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 31,5%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ლევეტირაცეტამი არის ნაერთი, რომელიც ხასიათდება კარგი ხსნადობით და შეღწევადობით. მისი ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხაზობრივია, დაბალი შიდა და ინტერსუბიექტური ცვალებადობით. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, კლირენსი არ იცვლება. არ არსებობს ცვლილების რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომელიც დამოკიდებულია სქესზე, რასაზე ან ცირკადულ რიტმებზე. ფარმაკოკინეტიკური პროფილი შედარებადია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

სრული და ხაზობრივი შეწოვის გამო, პრეპარატის პლაზმური დონის პროგნოზირება შესაძლებელია ლევეტირაცეტამის პერორალური დოზადან, რომელიც გამოხატული მგ/კგ-ით სხეულის წონაზე. ამიტომ, არ არის საჭირო პლაზმაში ლევეტირაცეტამის დონის კონტროლი.

გამოვლინდა მნიშვნელოვანი კორელაცია ნერწყვსა და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციას შორის მოზრდილებსა და ბავშვებში (კონცენტრაციის თანაფარდობა ნერწყვში/პლაზმაში იყო 1-დან 1,7-მდე ინტერვალში პერორალური ტაბლეტების წამლის ფორმისთვის, აგრეთვე პერორალური ხსნარის წამლის ფორმისთვის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).

მოზრდილები და მოზარდები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა ახლოსაა 100%-თან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 საათში. მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ, დღეში ორჯერ მიღების გრაფიკით.

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) ჩვეულებრივ შეადგენს 31 და 43 მკგ/მლ-ს 1000მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და 1000მგ დოზის დღეში ორჯერ მრავალჯერადად მიღების შემდეგ, შესაბამისად.

შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას.

განაწილება

არ მოიპოვება მონაცემები ადამიანის ქსოვილებში განაწილების შესახებ.

არც ლევეტირაცეტამი და არც მისი პირველადი მეტაბოლიტი არსებითად არ უკავშირდებიან პლაზმურ ცილებს (<10%). ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა დაახლოებით არის 0,5-დან 0,7ლ/კგ-მდე - ეს არის სხეულში წყლის საერთო მოცულობასთან ახლოს მყოფი მნიშვნელობა.

ბიოგარდაქმნა

ლევეტირაცეტამი ადამიანში არ მეტაბოლიზდება ინტენსიურად. მეტაბოლიზმის ძირითადი გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. პირველადი მეტაბოლიტის - ucb L057, წარმოებას არ უწყობს ხელს ღვიძლის ციტოქრომი P450-ის იზოფორმები. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომილია მრავალ ქსოვილში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

ასევე, გამოვლინდა ორი მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტი. ერთი მიღებულია პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების გზით (დოზის 1,6%), ხოლო მეორე პიროლიდონის რგოლის განცალკევებით (დოზის 0,9%).

სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენენ დოზის მხოლოდ დაახლოებით 0,6%-ს.

In vivo არ გამოვლინდა ენანტიომერული ურთიერთქმედება როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.

In vitro გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებენ ადამიანის ღვიძლის ძირითადი ციტოქრომის P450-ის იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილ-ტრანსფერაზას (UGT1A1 და UGT1A6) და ეპოქსიდ-ჰიდროქსილაზას აქტიურობას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენდა in vitro გავლენას ვალპროის მჟავას გლუკურონიდაციაზე.

ადამიანის ჰეპატოციტების კულტურაში ლევეტირაცეტამს არ ჰქონდა ან ჰქონდა უმნიშვნელო ზეგავლენა CYP1A2-ზე, SULT1E1-ზე ან UGT1A1–ზე. ლევეტირაცეტამი იწვევდა CYP2B6-ის და CYP3A4-ის სუსტ ინდუქციას. In vitro და in vivo მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებთან, დიგოქსინთან და ვარფარინთან ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ არსებითი ფერმენტული ინდუქცია არ არის მოსალოდნელი in vivo. ამიტომ ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

მოზრდილებში სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 7±1 საათს და არ იცვლებოდა დოზის, მიღების წესის ან მრავალჯერადი გამოყენების შესაბამისად. სხეულიდან საშუალო საერთო კლირენსი უდრის 0,96მლ/წთ/კგ-ს.

გამოყოფის ძირითადი გზაა შარდთან ერთად გამოყოფა, რაც შეესაბამება დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 0,3%-ს.

ლევეტირაცეტამისა და მისი პირველადი მეტაბოლიტის საერთო გამოყოფამ შარდთან ერთად შეადგინა დოზის 66% და 24%, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ლევეტირაცეტამისა და ucb L057–ის თირკმლისმიერი კლირენსი შესაბამისად უდრის 0,6-ს და 4,2მლ/წთ/კგ-ს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაცის გზით, რასაც მოჰყვება მილაკოვანი რეაბსორბცია და პირველადი მეტაბოლიტი, ასევე, გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გორგლოვან ფილტრაცისთან დამატებით.

ლევეტირაცეტამის გამოყოფა კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-დან 11 საათამდე). ეს დაკავშრებულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ამ ჯგუფის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი კორელაციაში იყო კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.2).

ზრდასრულ სუბიექტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია და ანურია, ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3.1 საათი დიალიზის პროცედურებს შორის და მის დროს, შესაბამისად.

ლევეტირაცეტამის გამოყოფილი წილი იყო 51% სტანდარტული 4-საათიანი დიალიზის დროს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ლევეტირაცეტამის კლირენსის შესაბამისი ცვლილება არ დაფიქსირებულა იმ სუბიექტებში, რომლებსაც ჰქონდათ ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტების უმეტესობაში, ლევეტირაცეტამის კლირენსი შემცირდა 50%-ზე მეტით თანმხლები თირკმლის უკმარისობის გამო (იხ. ნაწილი 4.2).

ბავშვები (4-დან 12 წლამდე)

ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ (20 მგ/კგ) ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდმა შეადგინა 6,0 საათი. სხეულის წონაზე მორგებული აშკარა კლირენსი დაახლოებით 30%-ით მეტი იყო, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

პერორალური დოზების მრავალჯერადად მიღების შემდეგ (20-დან 60 მგ/კგ-მდე დღეში) ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დაფიქსირდა მიღებიდან 0,5-1,0 საათში. აღინიშნა დოზის ხაზობრივი და პროპორციული ზრდა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის პირობებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 5 საათს. აშკარა კლირენსი იყო 1,1 მლ/წთ/კგ.

ჩვილები და ბავშვები (1 თვიდან 4 წლამდე)

პერორალური დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ (20მგ/კგ), პერორალური ხსნარის სახით 100 მგ/მლ, ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (1 თვიდან 4 წლამდე) ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნებოდა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო უფრო ხანმოკლე (5,3 სთ), ვიდრე მოზრდილებში (7,2 სთ), ხოლო აშკარა კლირენსი იყო უფრო სწრაფი (1,5მლ/წთ/კგ), ვიდრე მოზრდილებში (0,96მლ/წთ/კგ).

ფარმაკოკინეტიკის პოპულაციურ ანალიზში, რომელიც გაკეთდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, სხეულის წონა მნიშვნელოვნად კორელირდებოდა აშკარა კლირენსთან (კლირენსი იზრდებოდა სხეულის წონის მატებასთან ერთად) და განაწილების აშკარა მოცულობასთან. ასაკი, ასევე, ახდენდა ზეგავლენას ორივე პარამეტრზე. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო ჩვილებში, სუსტდებოდა ასაკის მატებასთან ერთად და დაახლოებით 4 წლის ასაკში ხდებოდა უმნიშვნელო.

ფარმაკოკინეტიკის ორივე პოპულაციურ ანალიზში ლევეტირაცეტამის აშკარა კლირენსის ზრდა დაფიქსირდა დაახლოებით 20%-ით, როდესაც იგი გამოიყენებოდა ფერმენტ-მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.

უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევის მონაცემები

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული რისკი ადამიანისთვის უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენობის სტანდარტული ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე.

არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ აღინიშნა ვირთაგვებში და უფრო ნაკლებად, თაგვებში, იმ დოზებით ზემოქმედებისას, რომელიც უდრის ადამიანზე ზემოქმედებას და რომელსაც შესაძლოა ქონდეს კავშირი კლინიკურ გამოყენებასთან, წარმადგენდა ცვლილებას ღვიძლში, რაც მიუთითებდა ადაპტაციური რეაქციაზე, როგორიცაა: სხეულის წონის მომატება და ღვიძლის ცენტრალური წილის ჰიპერტროფია, ცხიმოვანი ინფილტრაცია და ღვიძლის პლაზმაში ფერმენტების შემცველობის მომატება.

ჩატარდა საშვილოსნოსშიდა განვითარების (embryo-fetal development, EFD) ორი კვლევა ვირთხებზე 400, 1200 და 3600მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებით. 3600მგ/კგ/დღეში დოზის გამოყენებისას, EFD–ის 2 კვლევიდან მხოლოდ ერთში აღნიშნა ნაყოფის წონის მცირედი შემცირება, რასაც თან ახლდა ჩონჩხის ცვლილებების ზღვრული ზრდა/ მცირე ანომალიები. არ აღინიშნებოდა გავლენა ემბრიონის სიკვდილიანობასა ან მალფორმაციის სიხშირის გაზრდაზე. NOAEL-ის ((No Observed Adverse Effect Level - დოზა, რომელიც არ იწვევს გამოვლენილ არასასურველ ეფექტებს) დონემ შეადგინა 3600მგ/კგ/დღეში მდედრი ორსული ვირთაგვებისთვის (x 12 MRHD / მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ადამიანისთვის/ მგ/მ2-ის საფუძველზე) და 1200 მგ/კგ/დღეში - ნაყოფისთვის.

საშვილოსნოსშიდა განვითარების ოთხი კვლევა ჩატარდა ბოცვრებზე 200, 600, 800, 1200 და 1800მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებით. 1800მგ/კგ/დღეში ზღვრულ დოზას ჰქონდა გამოხატული ტოქსიკურობა დედისთვის და გამოიწვია ნაყოფის წონის შემცირება, რასაც თან ახლდა ნაყოფში ანომალიების სიხშირის გაზრდა გულსისხლძარღვთა/ჩონჩხის მხრივ. NOAEL იყო <200მგ/კგ/დღეში მდედრებისთვის და 200მგ/კგ/დღეში ნაყოფისთვის (უდრის MRHD-ს, მგ/მ2-ის საფუძველზე).

ვირთაგვებში პერინატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევა ჩატარდა ლევეტირაცეტამის დოზებით 70, 350 და 1800მგ/კგ/დღეში. NOAEL შეადგენდა ≥1800მგ/კგ /დღეში F0 შთამომავლობის მდედრებისთვის და F1 შთამომავლობის გადარჩენისთვის, ზრდისა და განვითარებისთვის დედისგან მოშორებამდე (x 6 MRHD მგ/მ2-ზე დაყრდნობით).

ახალშობილთა და არასრულწლოვანთა (მოუმწიფებელთა) კვლევებმა ვირთაგვებსა და ძაღლებში არ გამოავლინა არანაირი უარყოფითი ზეგავლენა განვითარების ან მომწიფების რომელიმე სტანდარტული კრიტერიუმის მიხედვით ან მომწიფების კრიტერიუმებზე 1800-მდე მგ/კგ/დღეში დოზირებისას (x 6-17 MRHD მგ/მ2-ზე დაყრდნობით).

ფარმაცევტული მახასიათებლები.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბირთვი:

კროსპოვიდონი (ტიპი ბ), პოვიდონი K30, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი, 250მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132).

გარსი, 500მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

გარსი, 750მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, საღებავი სანსეტი ყვითელი (E110), რკინის ოქსიდი წითელი (E172).

გარსი, 1000მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი.

  • 2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

ლეტირამი®

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

250მგ, 500მგ, 750მგ, 1000მგ

ლევეტირაცეტამი

ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, სანამ თქვენ ან თქვენი შვილი დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. შესაძლოა, მან ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათ გააჩნიათ დაავადების იგივე სიმპტომები.
  • თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ეს ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ლეტირამის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა ვიცოდეთ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ ლეტირამის® ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შევინახოთ ლეტირამის® ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ლეტირამის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

ლევეტირაცეტამი არის ანტიეპილეფსიური პრეპარატი (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ).

ლეტირამი® გამოიყენება სხვა პრეპარატების გარეშე (მონოთერაპიის სახით) მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმების სამკურნალოდ. ეპილეფსია ეს არის დაავადება, რომლის დროსაც პაციენტებს აღენიშნებათ განმეორებითი გულყრები. ლევეტირაცეტამი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომლის დროსაც გულყრები ვრცელდება ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება გავრცელდეს ტვინის ორივე მხარის უფრო მნიშვნელოვან უბნებზე (პარციალური გულყრები, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე). თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ ლეტირამი® გულყრების რაოდენობის შესამცირებლად.

ლეტირამი® გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატს შემდეგ შემთხვევებში:

მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, პარციალური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 1 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში;

მიოკლონური გულყრების (კუნთის ან კუნთების ჯგუფის უეცარი, სწრაფი კრუნჩხვები) სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებათ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია;

პირველადი გენერალიზებული ტონიკურ-კლონური გულყრების მკურნალობისას იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში (ეპილეფსიის ტიპი, რომელსაც სავარაუდოდ გენეტიკური საფუძველი აქვს).

  • რა უნდა ვიცოდეთ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ ლეტირამის® ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში,

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის წარმოებულების ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ლეტირამის® ტაბლეტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვემს მკურნალ ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, მიჰყევით ექიმის მითითებებს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.

თუ შეამჩნევთ ზრდის ან სქესობრივი მომწიფების შეფერხებას თქვენს შვილს, რომელიც იღებს ლევეტირაცეტამს, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, როგორიცაა ლეტირამი®, ნამკურნალებ ადამიანთა მცირე რაოდენობას ჰქონია თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ გაქვთ დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონიათ გულის არარეგულარული რიტმი (რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე) ან თუ გაქვთ დაავადება ან დანიშნული მკურნალობა, რომელიც შეიცავს გულის არარეგულარული რიტმის ან მარილის ცვლის დარღვევის განვითარების რისკს.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენები გახდება მძიმე ან რამდენიმე დღეში არ გაქრება:

პათოლოგიური აზრები, მომატებული გაღიზიანება ან აგრესიული რეაქციები, ან თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები ან ახლობლები შეამჩნევთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს განწყობაში ან ქცევაში.

გულყრების გამოხატულების მატება

იშვიათ შემთხვევებში, გულყრები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე ან განვითარდეს უფრო ხშირად, ჩვეულებრივ, ლევეტირაცეტამის მიღებიდან ან მისი დოზის გაზრდის პირველი თვის განმავლობაში. თუ პრეპარატ ლეტირამის® მიღების დროს ასეთი სიმპტომებს გაგივითარდათ, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ლეტირამი® არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მონოთერაპიის (მხოლოდ ლეტირამი, არა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში) სახით გამოსაყენებლად.

სხვა პრეპარატები და ლეტირამი® ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.

არ მიიღოთ მაკროგოლი (საფაღარათო საშუალება) ლეტირამის® მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ლეტირამის® ეფექტურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ლეტირამი® ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ მიღების სათანადო შეფასების შემდეგ.

თქვენს ნაყოფზე პოტენციური რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება თქვენს ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ძუძუთი კვება

მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ლეტირამმა® შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს ასეთი მოქმედებების შესრულების უნარზე.

750 მგ ტაბლეტები შეიცავს საღებავს სანსეტის ყვითელს (Sunset Yellow Aluminium Lake E 110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • როგორ მივიღოთ ლეტირამი®-ის ტაბლეტები

ლეტირამი® ყოველთვის მიიღეთ მკაცრად, ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მისაღები ტაბლეტების რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი.

ლეტირამი ტაბლეტები 250 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-17 წლის ასაკის) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების გამოყენებით საჭირო დოზის შერჩევა შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (18 წლის და უფროსი ასაკის) და მოზარდებისთვის (12-დან 16 წლამდე ასაკის), რომელთა წონაა 50 კგ ან მეტი:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან (4 ტაბლეტი) - 3000 მგ-მდე (12 ტაბლეტი) დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას პირველად იწყებთ, ექიმი თავდაპირველად დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე.

მაგალითი: თუ თქვენი დაგეგმილი დღიური დოზაა 1000 მგ, თქვენი საწყისი დოზა იქნება ერთი 250 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 250 მგ ტაბლეტი საღამოს. შემდეგ დოზა თანდათან გაიზრდება 2 კვირის განმავლობაში, სანამ დღიური დოზა არ მიაღწევს 1000 მგ-ს (თქვენ მიიღებთ 2 250 მგ ტაბლეტს დილით და 2 250 მგ ტაბლეტს საღამოს).

დოზირება მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი თქვენი ბავშვისთვის დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის დოზირების ფორმას მისი სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი ბავშვისთვის დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას მისი ასაკის, სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და 25-დან 50 კგ-მდე წონის მოზარდებისთვის:

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, დილით უნდა მიიღოთ ორი 250 მგ ტაბლეტი და საღამოს ორი 250 მგ ტაბლეტი.

ლეტირამი®, 500 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი დოზირების ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-დან 17 წლამდე) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების გამოყენება შეუძლებელია შესაბამისი დოზის მისაღწევად.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (≥ 18 წელი) და მოზარდებისთვის (12–17 წელი), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან (2 ტაბლეტი) - 3000 მგ-მდე (6 ტაბლეტი) დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას ახლა იწყებთ, ექიმმა შეიძლება თავდაპირველად დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 2000 მგ, დილით უნდა მიიღოთ 2 500 მგ ტაბლეტი და საღამოს 2 500 მგ ტაბლეტი.

დოზირება 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებისთვის (12–17 წელი):

ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტის შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას თქვენი სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას თქვენი ბავშვისთვის მისი ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, თქვენ უნდა მიიღოთ ერთი 500 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 500 მგ ტაბლეტი საღამოს.

ლეტირამი®, 750 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-17 წლის) და იმ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების ფორმა დოზის მიღწევისათვის შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (≥ 18 წლის) და მოზარდებისთვის (12-17 წლის), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტების მიღებას პირველად იწყებთ, ექიმმა თავდაპირველად შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულ დაბალ დოზაზე გადასვლამდე. ეს წამლის ფორმა არ არის განკუთვნილი ყველაზე დაბალი დოზის - 250 მგ-ის მისაღბად - 750 მგ ტაბლეტის სამ ნაწილად გაყოფა 250 მგ დოზის მისაღებად არ შეიძლება.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 3000 მგ, დილით უნდა მიიღოთ ორი 750 მგ ტაბლეტი და საღამოს ორი 750 მგ ტაბლეტი.

დოზირება 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებისთვის (12-17 წლის):

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას თქვენი სხეულის წონისა და დოზის გათვალისწინებით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაუნიშნავს ბავშვს შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას მისი ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია:

ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 1500 მგ, თქვენ უნდა მიიღოთ ერთი 750 მგ ტაბლეტი დილით და ერთი 750 მგ ტაბლეტი საღამოს.

ლეტირამი®, 1000 მგ:

100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის შემცველი პერორალური ხსნარი ყველაზე შესაფერისი ფარმაცევტული ფორმაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6–17 წელი) და იმ შემთხვევაში, როდესაც ტაბლეტების გამოყენებით საჭირო დოზის მიღწევა შეუძლებელია.

მონოთერაპია 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის და დამატებითი თერაპია

დოზირება მოზრდილებისთვის (18 წლის და უფროსი ასაკის) და მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ ან მეტია:

ჩვეულებრივი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში.

თუ ლეტირამის® ტაბლეტებ მიღებას პირველად იწყებთ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ დაბალ დოზაზე გადასვლამდე. ეს დოზირების ფორმა არ არის განკუთვნილი ყველაზე დაბალი დოზის, 250მგ-ის მისაღებად - 1000 მგ ტაბლეტის 4 ნაწილად გაყოფა არ შეიძლება 250 მგ დოზის მისაღებად.

მაგალითი: თუ თქვენი დღიური დოზაა 2000 მგ, თქვენ მიიღებთ 1000 მგ ტაბლეტს დილით და 1000 მგ ტაბლეტს საღამოს.

დოზირება მოზარდებისთვის (12–17 წლის), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას ბავშვის სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება ჩვილებისთვის (1–23 თვე) და ბავშვებისთვის (2–11 წელი), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია:

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზირების ფორმას ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.

დოზირება 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა წონა 25–50 კგ-ია: ჩვეულებრივი დოზა: 500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით. 1000 მგ ტაბლეტები არ იძლევა ოპტიმალურ დოზას.

გამოყენების წესი:

ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, შეძლებისდაგვარად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ლეტირამის® ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ., ერთი ჭიქა წყალი).

ლეტირამის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღბისგან დამოუკიდებლად.

პერორალური მიღების შემდეგ, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ლევეტირაცეტამის მწარე გემო.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ლეტირამი® გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ლეტირამის® მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს შეტევების სიხშირე.

თუ მიიღეთ პრეპარატ ლეტირამის® დანიშნულზე მეტი დოზა

ლეტირამის® დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი რეაქციები მოიცავს ძილიანობას, აგზნებადობას, აგრესიას, კონცენტრაციის დაქვეითებას, სუნთქვის დათრგუნვას და კომას.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, აცნობეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლეტირამის® მიღება

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატ ლეტირამის® მიღებას

მკურნალობის შეწყვეტისას, ლეტირამის® მიღება უნდა შეწყდეს თანდათანობით, რათა თავიდან იქნას აცილებული გულყრების რაოდენობის ზრდა.

თუ თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პრეპარატ ლეტირამით® მკურნალობის შეწყვეტას, ის მოგაწვდით ინსტრუქციას, თუ როგორ შეწყვიტოთ ლეტირამის® მიღება თანდათანობით.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ლეტირამმაც®-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისუსტე, თავში “სიმსუბუქის” შეგრძნება ან თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები: სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, რომელიც მოგვიანებით ვრცელდება სხეულის დიდ უბნებზე, ცხელებით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებით (სისხლის ანალიზით), სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპის მატებით (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების შეშუპებით (რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS]);

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შარდის გამოყოფის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, ფეხების შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე;

კანზე გამონაყარი ბუშტუკებით, რომელიც ჰგავს სამიზნეს (მუქი ცენტრით, რომელიც გარშემორტყმულია ფერმკრთალი უბნით და მუქი საზღვრით) (მულტიფორმული ერითემა);

კანზე გამონაყარი ბუშტუკებითა და აქერცვლით, რომელიც ვრცელდება სხეულის დიდ ნაწილზე, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

კანზე გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა აქერცვლით, რომლის დროსაც პროცესი მოიცავს კანის საფარის 30%-ზე მეტს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

მძიმე ფსიქიკური დარღვევები ან თუ თქვენი რომელიმე ახლობელი შეგამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დარღვევა (გულმავიწყობა), პათოლოგიური ქცევა ან ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის უნებლიე, უკონტროლო მოძრაობები. ეს დარღვევები შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის სიმპტომები.

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი - პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, ცნობიერების დაბინდვა და კუნთის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციებიებს მიეკუთვნება: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ნაზოფარინგიტი;

ძილიანობა;

თავის ტკივილი;

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ანორექსია (მადის დაკარგვა);

დეპრესია, მტრული განწყობა ან აგრესია, განგაში, უძილობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება;

გულყრები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა (არასტაბილურობის შეგრძნება), ლეთარგია (ენერგიის ან ენთუზიაზმის ნაკლებობა), ტრემორი (უნებლიე კანკალი);

სისტემური თავბრუსხვევა (ირგვლივ საგნების ბრუნვის შეგრძნება);

ხველა;

მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია (მონელების დარღვევა), ღებინება, გულისრევა;

გამონაყარი კანზე;

ასთენია/დაღლილობა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

სხეულის მასის დაკლება, სხეულის მასის მომატება;

სუიციდის მცდელობები და ფიქრები სუიციდზე, ფსიქიკური დარღვევები, პათოლოგიური ქცევა, ჰალუცინაციები, ბრაზი, ცნობიერების დაბინდვა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, ნერვული აგზნება;

ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დარღვევა (გულმავიწყობა), კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), პარესთეზია (ჩხვლეტა), ყურადღების დარღვევა (ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა);

დიპლოპია (გაორმაგებული მხედველობა), მხედველობის სიმახვილის დარღვევა;

ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/ცვლილება;

თმის ცვენა, ეგზემა, კანის ქავილი;

კუნთების სისუსტე, მიალგია (კუნთების ტკივილი);

ტრავმა.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ინფექცია;

სისხლის ყველა ტიპის უჯრედების დონის შემცირება;

მძიმე ალერგიული რეაქციები (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (DRESS), ანაფილაქსია), კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება);

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება;

სუიციდი, პიროვნების აშლილობები (ქცევითი აშლილობა), აზროვნების დარღვევები (შენელებული აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა);

დელირიუმი

ენცეფალოპათია (იხილეთ ზემოთ მოცემული განყოფილება „შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს“)

გულყრის შეტევების სიმძიმის ან სიხშირის მომატება

თავის, ტანისა და კიდურების კუნთების არაკონტროლირებადი სპაზმები, მოძრაობების კონტროლის გაძნელება, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა);

გულის რიტმის ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

პანკრეატიტი;

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი;

თირკმლის ფუნქციის უეცარი გაუარესება;

გამონაყარი კანზე ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც გავს სამიზნეს (მუქი ფერის ცენტრით, რომელიც გარშემორტყმულია ფერმკრთალი უბნით) (მულტიფორმული ერითემა); სხეულის მნიშვნელოვან ფართობზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებითა და აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან უფრო მძიმე ფორმა, რომლის დროსაც აქერცვლა კანის 30%-ზე მეტს მოიცავს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

რაბდომიოლიზი (კუნთის ქსოვილის დაშლა), რომელსაც თან ახლავს სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება. რაბდომიოლიზი ხშირად უფრო მაღალია იაპონელებში, არა-იაპონელებთან შედარებით.

კოჭლობა ან სიარულის დარღვევა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება უნებლიედ აღმოცენებული, აკვიატებული, ხელის შემშლელი ან საშიში აზრების გაჩენით (ობსესიები), ასევე იმით, რომ ადამიანი მუდმივად და წარუმატებლად ცდილობს განთავისუფლდეს ამ ფიქრებით გამოწვეული განგაშისგან იგივე, აკვიატებული და დამღლელი მოქმედებების (კომპულსიები) მეშვეობით.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოყვანილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით.

მათი შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • როგორ შევინახოთ ლეტირამის® ტაბლეტები.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ გჭირდებათ ისეთი პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადას წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს (ფერის შეცვლა).

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს ლეტირამის® ტაბლეტები

აქტიური ინგრედიენტი: ლევეტირაცეტამი.

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კროსპოვიდონი (ტიპი B), პოვიდონი K30, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

250 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132).

500 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

750 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, საღებავი სანსეტ ყვითელი (E110), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

1000 მგ ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი.

ლეტირამის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

250 მგ ტაბლეტები: ცისფერი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

500 მგ ტაბლეტები: ყვითელი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

750 მგ ტაბლეტები: ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

1000 მგ ტაბლეტები: თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ან 6 ბლისტერი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106, კერესტურის ქუჩა, 30-38

უნგრეთი

მწარმოებელი

Rontis Hellas S.A.

საფოსტო ყუთი 3012, ლარისას სამრეწველო ზონა,

41500 ლარისა

საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა