ლევომიცეტინი-დარნიცა
Levomicetin-Darnitsa
სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური და ანთებითი დაავადებები: მუცლის ტიფი, პარატიფები, იერსინიოზი, ბრუცელოზი, შიგელოზი, სალმონელოზი, ტულარემია, რიკეტციოზები, ქლამიდიოზები, ჩირქოვანი პერიტონიტი, ბაქტერიული მენინგიტი, ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორამფენიკოლი (chloramphenicol)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №10 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამფენიკოლები
- ATC კოდი
- J01BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038349
- რეგისტრირებულია
- 13 ივნისი 2023, მოქმედებს 13 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical firm «Darnitsa» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევომიცეტინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური და ანთებითი დაავადებები: მუცლის ტიფი, პარატიფები, იერსინიოზი, ბრუცელოზი, შიგელოზი, სალმონელოზი, ტულარემია, რიკეტციოზები, ქლამიდიოზები, ჩირქოვანი პერიტონიტი, ბაქტერიული მენინგიტი, ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები.
სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია სხვა ანტიმიკრობული საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოხატული გვერდითი ეფექტების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე; გულისრევის, ღებინების შემთხვევაში - საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
დოზირების რეჟიმი უნდა იქნას დადგენილი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზრდასრულებში გამოიყენება 250-500 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზაა 2000 მგ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია პერორალურად 4000 მგ-მდე დოზით (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისთვის) დღე-ღამეში, სისხლის მდგომარეობისა და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 3-4 მიღებად.
ბავშვებში 3-დან 8 წლამდე ასაკში ინიშნება ერთჯერადი დოზა 125 მგ, 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 250 მგ. მიღების ჯერადობა - 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ჩვენებების მიხედვით, კარგი ამტანობისა და პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.
ბავშვები.
გამოიყენება 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.
3 წლიდან ასაკის ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატი უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ქლორამფენიკოლის, სხვა ამფენიკოლების და/ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ;
სისხლის დაავადებები, მათ შორის სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა;
ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები);
პორფირია.
ლევომიცეტინი არ უნდა იქნას დანიშნული მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის დროს, და აგრეთვე ბაქტერიული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალების ტოქსიკური მოქმედების შედეგად სისხლმბადი ორგანოების მძიმე დაზიანების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, თერაპიის დროს უნდა გაკონრტოლდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობა და საყურადღებოა ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობა.
ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ანემიის ან სისხლში სხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას სამკურნალო საშუალება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ქლორამფენიკოლით მკურნალობის პერიოდში პერიფერიული სისხლის შემადგენლობის მუდმივმა კონტროლმა შეიძლება გამოავლინოს ადრეული ცვლილებები სისხლის სისტემის მხრივ (ლეიკოპენია, რეტიკულოციტოპენია ან გრანულოციტოპენია), ვიდრე ისინი შეუქცევადნი გახდებიან, ეს არ გამორიცხავს აპლასტიური ანემიის განვითარების შესაძლებლობას ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის გამო. აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია და გრანულოციტოპენია ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამიტომ, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, უჩვეულო სისხლდენები, სისუსტე (თუ ისინი გამოჩნდება სამკურნალო საშუალების მოხსნიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ) საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
პაციენტებში, რომლებსაც ადრე აძლევდნენ ციტოტოქსიურ პრეპარატებს ან იღებდნენ სხივურ თერაპიას, უნდა მოხდეს პრეპარატით მკურნალობით გამოწვეული პოტენციური რისკებისა და მოსალოდნელი სარგებელის შედარება, მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ქლორამფენიკოლის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. მკურნალობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შეძლებისდაგვარად, უნდა ტარდებოდეს ქლორამფენიკოლის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი. თერაპიული დიაპაზონი შეადგენს 5-15 მკგ/მლ.
ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა, რომლის ტოქსინებიც წარმოადგენენ ფსევდომემბრანული კოლიტის წარმოქმნის ძირითად მიზეზს. ფსევდომემბრანული კოლიტი ვითარდება როგორც სამკურნალო საშუალების მიღების დროს, ასევე ანტიბაქტერიული თერაპიის დასრულების შემდეგ 2 თვის განმავლობაში. ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები მსუბუქი ფორმიდან ისეთამდე, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშროებას, დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს, ქლორამფენიკოლის ჩათვლით. ამიტომ მნიშვნელოვანია დიარეის მქონე პაციენტებში დიაგნოზის დაზუსტება ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ. საჭირო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი და შოკი. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ კოლიტის განვითარება დიდი ალბათობით შესაძლებელია მძიმე დაავადებების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე დასუსტებულ პაციენტებში.
ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების, ჭარბი ზრდა. თუ მკურნალობის პროცესში ვითარდება ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლებელია სისხლის შრატში ლევომიცეტინის დონის მომატება და ამ სამკურნალო საშუალებაზე ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ამიტომ დოზირება უნდა იქნას შესაბამისად დაკორექტირებული. სასურველია პერიოდულად განისაზღვროს სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია, შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციები.
კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა განსხვავებები ლევომიცეტინით მკურნალობაზე პასუხებში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებს შორის. თუმცა, თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების ასაკობრივი თავისებურებების, თანმხლები დაავადებების არსებობის, სხვა პრეპარატების გამოყენების გათვალისწინებით, სამკურნალო საშუალების დოზის განსაზღვრა ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის აუცილებელია მოხდეს ფრთხილად, და დაიწყოს, როგორც წესი, დოზირების დიაპაზონის ქვედა ზღვრიდან.
ლევომიცეტინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნულიული ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ეთანოლის ერთდროული მიღება იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარებას (კანის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ხველა, კრუნჩხვები).
მიუღებელია ლევომიცეტინ-დარნიცას უკონტროლო მიღება და მისი გამოყენება ინფექციური პროცესების მსუბუქ ფორმების, მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს ან როგორც პროფილაქტიკური საშუალება ბაქტერიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით პედიატრიულ პრაქტიკაში.
ქლორამფენიკოლის დანიშვნამ შეიძლება მოახდინოს პორფირიის მწვავე შეტევების პროვოცირება. სამკურნალო საშუალება საშიშია პორფირიის მქონე პაციენტებში გამოსაყენებლად.
ქლორამფენიკოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნური პასუხის განვითარებაზე, არ შეიძლება მისი დანიშვნა აქტიური იმუნიზაციის დროს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლევომიცეტინით თერაპიის განმეორებითი კურსები, თერაპია არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე საჭიროა დადებითი შედეგების მისაღებად გართულებების ან დაავადების რეციდივის რისკის გარეშე.
სიფრთხილით გამოიყენეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლევომიცეტინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორს, წინასაოპერაციო პერიოდში ან ოპერაციის დროს შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს ალფენტანილის მოქმედების ხანგრძლივობა.
ქლორამფენიკოლი თრგუნავს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემას, ამიტომ მისი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებთან (დიკუმარინთან, ვარფარინთან) და სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ოქსიდაზური სისტემის მიერ, აღინიშნება ამ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის შესუსტება, გამოყოფის შენელება, მათი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და მათი ტოქსიკურობის ზრდა.
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ქლორპროპამიდი, ტოლბუტამიდი) - ქლორამფენიკოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერება (ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვისა და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატების გამო), რაც საჭიროებს დოზის კორექციას.
ფენობარბიტალი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი - ამცირებს ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის დაჩქარების გზით.
პარაცეტამოლი - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.
ფენიტოინი - ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ქლორამფენიკოლის კონცენტრაციის როგორც დაქვეითება და ასევე მომატება.
ციკლოსპორინი - ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება.
ციკლოფოსფამიდი - ერთდროული გამოყენება ახანგრძლივებს ციკლოფოსფამიდის ნახევარგამოყოფის პერიოდს 7,5-დან 11,5 საათამდე.
ტაკროლიმუსი - ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის დონის მატება. ერთდროული გამოყენების დროს ტაკროლიმუსის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ლევომიცეტინი ამცირებს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ანტიბაქტერიულ ეფექტს.
მაკროლიდები (ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი), ლინკოზამიდები (კლინდამიცინი, ლინკომიცინი), პოლიენური ანტიბიოტიკები (ნისტატინი, ლევორინი) - ამ სამკურნალო საშუალებებთან ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი მოქმედების ურთიერთდაქვეითება იმის გამო, რომ ქლორამფენიკოლს შეუძლია გამოდევნოს ეს წამლები შეკავშირებული მდგომარეობიდან ან ხელი შეუშალოს მათ შეკავშირებას ბაქტერიული რიბოსომების 50 S ქვეერთეულთან. ამიტომ, მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ციკლოსერინი - ერთდროული გამოყენება აძლიერებს ქლორამფენიკოლის ნეიროტოქსიკურობას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის წარმოქმნას (სულფანილამიდები, კარბამაზეპინი, ფენილბუტაზონი, პენიცილამინი, ზოგიერთი ანტიფსიქოტიკები, მათ შორის კლოზაპინი, პროკაინამიდი, უკუტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები, პროპილთიოურაცილი, ციტოსტატიკები, ციმეტიდინი, რისტომიცინი), სხივური თერაპია - ერთდროული გამოყენება ზრდის ძვლის ტვინის მოქმედების დათრგუნვის რისკს და მისი გამოვლინების სიმძიმეს. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები - ხანგრძლივმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეფციის სანდოობის დაქვეითება და ძლიერი სისხლდენების სიხშირის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ქლორამფენიკოლით მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
რკინის პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი - ქლორამფენიკოლმა შეიძლება შეამციროს ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.
ეთანოლი - ეთანოლის ამავდროული მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები (კანის ზედაპირის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ხველა, კრუნჩხვები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ქლორამფენიკოლის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. პრეპარატით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმების მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.
სანამ არ გაირკვევა პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე, თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ლევომიცეტინით თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე მძიმე გვერდითი რეაქციებია: აპლასტიური ანემია, ძვლის ტვინის მოქმედების დათრგუნვა და "ნაცრისფერი სინდრომი".
ასევე შეინიშნება გვერდითი რეაქციების განვითარება ასეთი ორგანოებისა და სისტემების მხრივ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება (განვითარების ალბათობა მცირდება ჭამიდან 1 საათის შემდეგ მიღებისას), დიარეა, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, ნაწლავის მიკროფლორას დათრგუნვა, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, სტომატიტი, გლოსიტი.
ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ფსიქომოტორული დარღვევები, ზომიერი დეპრესია, ცნობიერების არევა, თავის ტკივილი, ენცეფალოპათია, დელირიუმი. სამკურნალო საშუალების დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გემოს შეგრძნების დაქვეითება, სმენისა და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციების, ოპტიკური და პერიფერიული ნევრიტის განვითარება (მათ შორის თვალის კაკლების დამბლა). ამ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ტოქსიკური ზემოქმედება სისხლმბად სისტემაზე, ძვლის ტვინის დათრგუნვა, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, პანციტოპენია; იშვიათად - აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ადრეული ერითროციტული ფორმების ციტოპლაზმური ვაკუოლიზაცია.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ცხელების, კანზე გამონაყარის (მათ შორის მაკულოზული და ვეზიკულური), დერმატოზების სახით; ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, კანის ქავილი, ჰიპერემია.
ზოგადი დარღვევები: სუპერინფექციის შესაძლო განვითარება, მათ შორის სოკოვანის, დერმატიტი (მათ შორის პერიანალური დერმატიტი ), ჰიპერთერმია, კოლაფსი (ბავშვებში).
იყო შეტყობინებები იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციების (ბაქტერიოლიზის რეაქცია) განვითარების შესახებ მუცლის ტიფის მკურნალობის პერიოდში (უფრო ეხება ქლორამფენიკოლის პარენტერალური ფორმებს).
აღწერილია პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურიის შემთხვევები.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები. მძიმე გართულებები სისხლმბადი სისტემის მხრივ, როგორც წესი, დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების დიდი დოზების ხანგრძლივ გამოყენებასთან (დღე-ღამეში 3 გ-ზე მეტი) - ფერმკრთალი კანი, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, სისხლდენები და სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან სისუსტე. სისხლში ქლორამფენიკოლის დონე, რომელიც აღემატება 25 მკგ/მლ-ს, ითვლება ტოქსიკურად.
ასევე შესაძლებელია ქლორამფენიკოლისთვის დამახასიათებელი სხვა გვერდითი რეაქციების განვითარება (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
განსაკუთრებით საშიშია „ნაცრისფერი სინდრომი“, რომელიც ძირითადად გვხვდება ახალშობილებში (რომლებიც დედები იყენებდნენ ქლორამფენიკოლს მშობიარობის დროს, ან რომლებსაც ქლორამფენიკოლი გამოყენება მოუწიათ სიცოცხლის პირველი 48 საათის განმავლობაში), მაგრამ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ეს შესაძლებელია უფროსი ასაკის ბავშვებშიც ან განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში აღინიშნოს (შებერილობა, ღებინება, სუნთქვითი დისტრესი მძიმე მეტაბოლური აციდოზით, კანის მოლურჯო-ნაცრისფერი ფერი, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, არარითმული სუნთქვა, ნერვული რეაქციების დაქვეითება, მიოკარდიალური გამტარობის დათრგუნვა, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ცირკულატორული კოლაფსი, კომა და ლეტალური შედეგი).
"ნაცრისფერი სინდრომი" ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს სამკურნალო საშუალების კუმულაციის შედეგად დოზის შედარებითი გადაჭარბების შემთხვევაში (ქლორამფენიკოლის დაგროვება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის ფერმენტების მოუმწიფებლობით, და მისი პირდაპირი ტოქსიკური მოქმედება მიოკარდიუმზე) პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით. „ნაცრისფერი სინდრომი“ ვლინდება, როდესაც ქლორამფენიკოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 50 მკგ/მლ-ზე მეტია.
მკურნალობა. პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპიის დანიშვნა, კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების (მათ შორის გააქტიურებული ნახშირის), მარილიანი საფაღარათო საშუალების მიღება, მაღალი გამწმენდი ოყნა. მძიმე შემთხვევებში - ჰემოსორბცია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: chloramphenicol;
1 ტაბლეტი შეიცავს ქლორამფენიკოლს (ლევომიცეტინს) 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკo-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერით, ბრტყელცილინდრული ფორმის, ნაჭდევითა და ჩამოჭრილი (ან დამუშავებული) გვერდით. დასაშვებია ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის ჩანართების არსებობა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი. ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ამფენიკოლები. ქლორამფენიკოლები. ათქ კოდი J01B A01.
შენახვის პირობები
5 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმებელი.
კსს "ფარმაცევტული ფირმა "დარნიცა".
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევომიცეტინი (ქლორამფენიკოლი) არის მოქმედების ფართო სპექტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. მოქმედება დაკავშირებულია მიკრობულ უჯრედში ცილის სინთეზის პროცესის დარღვევასთან ტ-რნმ-ის ამინომჟავების რიბოსომებში გადატანის სტადიაზე. ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli , Shigella flexneri spp ., Shigella boydii spp., Shigella sonnei spp., Salmonella spp., (მათ შორის Salmonella typhi ), მოქმედებს Streptococcus spp . (მათ შორის Streptococcus pneumoniae ), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis,-ზე Proteus spp.- ის რიგ შტამებზე, Pseudomonas aeruginosa-ს ზოგიერთი შტამზე; აქტიურია Ricketsia spp., Treponema spp., Chlamydia spp. (მათ შორის Chlamydia trachomatis) მიმართ, ჩირქოვანი ინფექციების, მუცლის ტიფის, დიზენტერიის, მენინგოკოკური ინფექციის, ბრუცელების, რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების პათოგენების მიმართ. არ მოქმედებს Mycobacterium tuberculosis-ზე, პათოგენური უმარტივესებზე და სოკოებზე. აქტიურია პენიცილინის, ტეტრაციკლინების, სულფონამიდების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების შტამების წინააღმდეგ. მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა. სამკურნალო საშუალება არააქტიურია მჟავამდგრადი ბაქტერიების, ლურჯ-მწვაე ჩირქის ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ.
მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედებში ცილის სინთეზის დათრგუნვით. თერაპიულ კონცენტრაციებში გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. მიკროორგანიზმების მდგრადობა სამკურნალო საშუალების მიმართ ვითარდება ნელა და, როგორც წესი, ამ დროს არ წარმოიქმნება ჯვარედინი მდგრადობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. მაღალი ტოქსიკურობის გამო, ლევომიცეტინი გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც ნაკლებად ტოქსიკური ანტიბაქტერიული საშუალებები არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია.
ფარმაკოკინეტიკა.
სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ. თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 4-5 საათის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 80 %. ის კარგად აღწევს ორგანოებში, ქსოვილებში და სხეულის სითხეებში, აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის, პლაცენტის მიღმა, გადადის დედის რძეში. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება ლევომიცეტინის 50-60%. ლევომიცეტინის ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ღვიძლში და თირკმელებში. ნაღველში აღინიშნება ლევომიცეტინის შეყვანილი დოზის 30%-მდე. ის კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა: მაქსიმალური კონცენტრაცია ლიქვორში აღინიშნება შიგნით ერთჯერადი მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ. იგი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში, 90% უკავშირდება არააქტიურ გლუკურონიდს. ქლორამფენიკოლის პალმიტატი ჰიდროლიზდება თავისუფალ მდგომარეობამდე საჭმლის მომნელებელ სისტემაში მისი შეწოვის დაწყებამდე. ქლორამფენიკოლის ნატრიუმის სუქცინატი ჰიდროლიზდება თავისუფალ მდგომარეობამდე სისხლის პლაზმაში, ღვიძლში, ფილტვებში და თირკმელებში. ნაყოფსა და დღენაკლულ ბავშვებში ღვიძლი საკმარისად არ არის განვითარებული იმისათვის, რომ შეაკავშიროს ლევომიცეტინი, რაც იწვევს სამკურნალო საშუალების აქტიური ფორმის ტოქსიკური კონცენტრაციების დაგროვებას და შეიძლება გამოიწვიოს "ნაცრისფერი სინდრომის" განვითარება. ნაწლავში ნაწლავური ბაქტერიების ზემოქმედების წყალობით ხდება ლევომიცეტინის ჰიდროლიზი არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოიყოფა ძირითადად შარდთან (ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით), ნაწილობრივ - ნაღველთან (მიღებული დოზის 30%-მდე) და განავლთან ერთად.
თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-3,5 საათს, თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს - 3-4 საათს, ღვიძლის ფუნქციის მიმე დარღვევისას - 4,6-11 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ლევომიცეტინი-დარნიცა
(LEVOMICETIN-DARNITSA)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: chloramphenicol;
1 ტაბლეტი შეიცავს ქლორამფენიკოლს (ლევომიცეტინს) 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკo-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერით, ბრტყელცილინდრული ფორმის, ნაჭდევითა და ჩამოჭრილი (ან დამუშავებული) გვერდით. დასაშვებია ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის ჩანართების არსებობა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი. ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ამფენიკოლები. ქლორამფენიკოლები. ათქ კოდი J01B A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ლევომიცეტინი (ქლორამფენიკოლი) არის მოქმედების ფართო სპექტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. მოქმედება დაკავშირებულია მიკრობულ უჯრედში ცილის სინთეზის პროცესის დარღვევასთან ტ-რნმ-ის ამინომჟავების რიბოსომებში გადატანის სტადიაზე. ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli , Shigella flexneri spp ., Shigella boydii spp., Shigella sonnei spp., Salmonella spp., (მათ შორის Salmonella typhi ), მოქმედებს Streptococcus spp . (მათ შორის Streptococcus pneumoniae ), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis,-ზე Proteus spp.- ის რიგ შტამებზე, Pseudomonas aeruginosa-ს ზოგიერთი შტამზე; აქტიურია Ricketsia spp., Treponema spp., Chlamydia spp. (მათ შორის Chlamydia trachomatis) მიმართ, ჩირქოვანი ინფექციების, მუცლის ტიფის, დიზენტერიის, მენინგოკოკური ინფექციის, ბრუცელების, რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების პათოგენების მიმართ. არ მოქმედებს Mycobacterium tuberculosis-ზე, პათოგენური უმარტივესებზე და სოკოებზე. აქტიურია პენიცილინის, ტეტრაციკლინების, სულფონამიდების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების შტამების წინააღმდეგ. მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა. სამკურნალო საშუალება არააქტიურია მჟავამდგრადი ბაქტერიების, ლურჯ-მწვაე ჩირქის ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ.
მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედებში ცილის სინთეზის დათრგუნვით. თერაპიულ კონცენტრაციებში გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. მიკროორგანიზმების მდგრადობა სამკურნალო საშუალების მიმართ ვითარდება ნელა და, როგორც წესი, ამ დროს არ წარმოიქმნება ჯვარედინი მდგრადობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. მაღალი ტოქსიკურობის გამო, ლევომიცეტინი გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც ნაკლებად ტოქსიკური ანტიბაქტერიული საშუალებები არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია.
ფარმაკოკინეტიკა.
სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ. თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 4-5 საათის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 80 %. ის კარგად აღწევს ორგანოებში, ქსოვილებში და სხეულის სითხეებში, აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის, პლაცენტის მიღმა, გადადის დედის რძეში. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება ლევომიცეტინის 50-60%. ლევომიცეტინის ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ღვიძლში და თირკმელებში. ნაღველში აღინიშნება ლევომიცეტინის შეყვანილი დოზის 30%-მდე. ის კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა: მაქსიმალური კონცენტრაცია ლიქვორში აღინიშნება შიგნით ერთჯერადი მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ. იგი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში, 90% უკავშირდება არააქტიურ გლუკურონიდს. ქლორამფენიკოლის პალმიტატი ჰიდროლიზდება თავისუფალ მდგომარეობამდე საჭმლის მომნელებელ სისტემაში მისი შეწოვის დაწყებამდე. ქლორამფენიკოლის ნატრიუმის სუქცინატი ჰიდროლიზდება თავისუფალ მდგომარეობამდე სისხლის პლაზმაში, ღვიძლში, ფილტვებში და თირკმელებში. ნაყოფსა და დღენაკლულ ბავშვებში ღვიძლი საკმარისად არ არის განვითარებული იმისათვის, რომ შეაკავშიროს ლევომიცეტინი, რაც იწვევს სამკურნალო საშუალების აქტიური ფორმის ტოქსიკური კონცენტრაციების დაგროვებას და შეიძლება გამოიწვიოს "ნაცრისფერი სინდრომის" განვითარება. ნაწლავში ნაწლავური ბაქტერიების ზემოქმედების წყალობით ხდება ლევომიცეტინის ჰიდროლიზი არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოიყოფა ძირითადად შარდთან (ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით), ნაწილობრივ - ნაღველთან (მიღებული დოზის 30%-მდე) და განავლთან ერთად.
თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-3,5 საათს, თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს - 3-4 საათს, ღვიძლის ფუნქციის მიმე დარღვევისას - 4,6-11 საათს.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები
სამკურნალო საშუალების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური და ანთებითი დაავადებები: მუცლის ტიფი, პარატიფები, იერსინიოზი, ბრუცელოზი, შიგელოზი, სალმონელოზი, ტულარემია, რიკეტციოზები, ქლამიდიოზები, ჩირქოვანი პერიტონიტი, ბაქტერიული მენინგიტი, ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები.
სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია სხვა ანტიმიკრობული საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოხატული გვერდითი ეფექტების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ქლორამფენიკოლის, სხვა ამფენიკოლების და/ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ;
სისხლის დაავადებები, მათ შორის სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა;
ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები);
პორფირია.
ლევომიცეტინი არ უნდა იქნას დანიშნული მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის დროს, და აგრეთვე ბაქტერიული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
ლევომიცეტინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორს, წინასაოპერაციო პერიოდში ან ოპერაციის დროს შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს ალფენტანილის მოქმედების ხანგრძლივობა.
ქლორამფენიკოლი თრგუნავს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემას, ამიტომ მისი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებთან (დიკუმარინთან, ვარფარინთან) და სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ოქსიდაზური სისტემის მიერ, აღინიშნება ამ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმის შესუსტება, გამოყოფის შენელება, მათი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და მათი ტოქსიკურობის ზრდა.
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ქლორპროპამიდი, ტოლბუტამიდი) - ქლორამფენიკოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერება (ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვისა და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატების გამო), რაც საჭიროებს დოზის კორექციას.
ფენობარბიტალი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი - ამცირებს ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის დაჩქარების გზით.
პარაცეტამოლი - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.
ფენიტოინი - ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ქლორამფენიკოლის კონცენტრაციის როგორც დაქვეითება და ასევე მომატება.
ციკლოსპორინი - ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება.
ციკლოფოსფამიდი - ერთდროული გამოყენება ახანგრძლივებს ციკლოფოსფამიდის ნახევარგამოყოფის პერიოდს 7,5-დან 11,5 საათამდე.
ტაკროლიმუსი - ქლორამფენიკოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის დონის მატება. ერთდროული გამოყენების დროს ტაკროლიმუსის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ლევომიცეტინი ამცირებს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ანტიბაქტერიულ ეფექტს.
მაკროლიდები (ერითრომიცინი, ოლეანდომიცინი), ლინკოზამიდები (კლინდამიცინი, ლინკომიცინი), პოლიენური ანტიბიოტიკები (ნისტატინი, ლევორინი) - ამ სამკურნალო საშუალებებთან ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მათი მოქმედების ურთიერთდაქვეითება იმის გამო, რომ ქლორამფენიკოლს შეუძლია გამოდევნოს ეს წამლები შეკავშირებული მდგომარეობიდან ან ხელი შეუშალოს მათ შეკავშირებას ბაქტერიული რიბოსომების 50 S ქვეერთეულთან. ამიტომ, მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ციკლოსერინი - ერთდროული გამოყენება აძლიერებს ქლორამფენიკოლის ნეიროტოქსიკურობას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის წარმოქმნას (სულფანილამიდები, კარბამაზეპინი, ფენილბუტაზონი, პენიცილამინი, ზოგიერთი ანტიფსიქოტიკები, მათ შორის კლოზაპინი, პროკაინამიდი, უკუტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები, პროპილთიოურაცილი, ციტოსტატიკები, ციმეტიდინი, რისტომიცინი), სხივური თერაპია - ერთდროული გამოყენება ზრდის ძვლის ტვინის მოქმედების დათრგუნვის რისკს და მისი გამოვლინების სიმძიმეს. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები - ხანგრძლივმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეფციის სანდოობის დაქვეითება და ძლიერი სისხლდენების სიხშირის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ქლორამფენიკოლით მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
რკინის პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი - ქლორამფენიკოლმა შეიძლება შეამციროს ამ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.
ეთანოლი - ეთანოლის ამავდროული მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები (კანის ზედაპირის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ხველა, კრუნჩხვები).
გამოყენების თავისებურებები
სამკურნალო საშუალების ტოქსიკური მოქმედების შედეგად სისხლმბადი ორგანოების მძიმე დაზიანების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, თერაპიის დროს უნდა გაკონრტოლდეს პერიფერიული სისხლის შემადგენლობა და საყურადღებოა ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობა.
ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის, ანემიის ან სისხლში სხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას სამკურნალო საშუალება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ქლორამფენიკოლით მკურნალობის პერიოდში პერიფერიული სისხლის შემადგენლობის მუდმივმა კონტროლმა შეიძლება გამოავლინოს ადრეული ცვლილებები სისხლის სისტემის მხრივ (ლეიკოპენია, რეტიკულოციტოპენია ან გრანულოციტოპენია), ვიდრე ისინი შეუქცევადნი გახდებიან, ეს არ გამორიცხავს აპლასტიური ანემიის განვითარების შესაძლებლობას ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის გამო. აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია და გრანულოციტოპენია ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამიტომ, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, უჩვეულო სისხლდენები, სისუსტე (თუ ისინი გამოჩნდება სამკურნალო საშუალების მოხსნიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ) საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
პაციენტებში, რომლებსაც ადრე აძლევდნენ ციტოტოქსიურ პრეპარატებს ან იღებდნენ სხივურ თერაპიას, უნდა მოხდეს პრეპარატით მკურნალობით გამოწვეული პოტენციური რისკებისა და მოსალოდნელი სარგებელის შედარება, მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ქლორამფენიკოლის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. მკურნალობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შეძლებისდაგვარად, უნდა ტარდებოდეს ქლორამფენიკოლის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი. თერაპიული დიაპაზონი შეადგენს 5-15 მკგ/მლ.
ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა, რომლის ტოქსინებიც წარმოადგენენ ფსევდომემბრანული კოლიტის წარმოქმნის ძირითად მიზეზს. ფსევდომემბრანული კოლიტი ვითარდება როგორც სამკურნალო საშუალების მიღების დროს, ასევე ანტიბაქტერიული თერაპიის დასრულების შემდეგ 2 თვის განმავლობაში. ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები მსუბუქი ფორმიდან ისეთამდე, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშროებას, დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს, ქლორამფენიკოლის ჩათვლით. ამიტომ მნიშვნელოვანია დიარეის მქონე პაციენტებში დიაგნოზის დაზუსტება ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ. საჭირო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი და შოკი. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ კოლიტის განვითარება დიდი ალბათობით შესაძლებელია მძიმე დაავადებების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე დასუსტებულ პაციენტებში.
ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების, ჭარბი ზრდა. თუ მკურნალობის პროცესში ვითარდება ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლებელია სისხლის შრატში ლევომიცეტინის დონის მომატება და ამ სამკურნალო საშუალებაზე ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ამიტომ დოზირება უნდა იქნას შესაბამისად დაკორექტირებული. სასურველია პერიოდულად განისაზღვროს სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია, შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციები.
კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა განსხვავებები ლევომიცეტინით მკურნალობაზე პასუხებში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებს შორის. თუმცა, თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების ასაკობრივი თავისებურებების, თანმხლები დაავადებების არსებობის, სხვა პრეპარატების გამოყენების გათვალისწინებით, სამკურნალო საშუალების დოზის განსაზღვრა ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის აუცილებელია მოხდეს ფრთხილად, და დაიწყოს, როგორც წესი, დოზირების დიაპაზონის ქვედა ზღვრიდან.
ლევომიცეტინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნულიული ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ეთანოლის ერთდროული მიღება იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარებას (კანის ჰიპერემია, ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ხველა, კრუნჩხვები).
მიუღებელია ლევომიცეტინ-დარნიცას უკონტროლო მიღება და მისი გამოყენება ინფექციური პროცესების მსუბუქ ფორმების, მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს ან როგორც პროფილაქტიკური საშუალება ბაქტერიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით პედიატრიულ პრაქტიკაში.
ქლორამფენიკოლის დანიშვნამ შეიძლება მოახდინოს პორფირიის მწვავე შეტევების პროვოცირება. სამკურნალო საშუალება საშიშია პორფირიის მქონე პაციენტებში გამოსაყენებლად.
ქლორამფენიკოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნური პასუხის განვითარებაზე, არ შეიძლება მისი დანიშვნა აქტიური იმუნიზაციის დროს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ლევომიცეტინით თერაპიის განმეორებითი კურსები, თერაპია არ უნდა გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე საჭიროა დადებითი შედეგების მისაღებად გართულებების ან დაავადების რეციდივის რისკის გარეშე.
სიფრთხილით გამოიყენეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ქლორამფენიკოლის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. პრეპარატით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმების მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.
სანამ არ გაირკვევა პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე, თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ლევომიცეტინით თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ.
მიღების წესი და დოზები.
მიიღება შიგნით საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე; გულისრევის, ღებინების შემთხვევაში - საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
დოზირების რეჟიმი უნდა იქნას დადგენილი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზრდასრულებში გამოიყენება 250-500 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზაა 2000 მგ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია პერორალურად 4000 მგ-მდე დოზით (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისთვის) დღე-ღამეში, სისხლის მდგომარეობისა და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 3-4 მიღებად.
ბავშვებში 3-დან 8 წლამდე ასაკში ინიშნება ერთჯერადი დოზა 125 მგ, 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 250 მგ. მიღების ჯერადობა - 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატით მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ჩვენებების მიხედვით, კარგი ამტანობისა და პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.
ბავშვები.
გამოიყენება 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.
3 წლიდან ასაკის ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატი უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები. მძიმე გართულებები სისხლმბადი სისტემის მხრივ, როგორც წესი, დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების დიდი დოზების ხანგრძლივ გამოყენებასთან (დღე-ღამეში 3 გ-ზე მეტი) - ფერმკრთალი კანი, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება, სისხლდენები და სისხლჩაქცევები, დაღლილობა ან სისუსტე. სისხლში ქლორამფენიკოლის დონე, რომელიც აღემატება 25 მკგ/მლ-ს, ითვლება ტოქსიკურად.
ასევე შესაძლებელია ქლორამფენიკოლისთვის დამახასიათებელი სხვა გვერდითი რეაქციების განვითარება (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
განსაკუთრებით საშიშია „ნაცრისფერი სინდრომი“, რომელიც ძირითადად გვხვდება ახალშობილებში (რომლებიც დედები იყენებდნენ ქლორამფენიკოლს მშობიარობის დროს, ან რომლებსაც ქლორამფენიკოლი გამოყენება მოუწიათ სიცოცხლის პირველი 48 საათის განმავლობაში), მაგრამ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ეს შესაძლებელია უფროსი ასაკის ბავშვებშიც ან განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში აღინიშნოს (შებერილობა, ღებინება, სუნთქვითი დისტრესი მძიმე მეტაბოლური აციდოზით, კანის მოლურჯო-ნაცრისფერი ფერი, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, არარითმული სუნთქვა, ნერვული რეაქციების დაქვეითება, მიოკარდიალური გამტარობის დათრგუნვა, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ცირკულატორული კოლაფსი, კომა და ლეტალური შედეგი).
"ნაცრისფერი სინდრომი" ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს სამკურნალო საშუალების კუმულაციის შედეგად დოზის შედარებითი გადაჭარბების შემთხვევაში (ქლორამფენიკოლის დაგროვება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის ფერმენტების მოუმწიფებლობით, და მისი პირდაპირი ტოქსიკური მოქმედება მიოკარდიუმზე) პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით. „ნაცრისფერი სინდრომი“ ვლინდება, როდესაც ქლორამფენიკოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 50 მკგ/მლ-ზე მეტია.
მკურნალობა. პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპიის დანიშვნა, კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების (მათ შორის გააქტიურებული ნახშირის), მარილიანი საფაღარათო საშუალების მიღება, მაღალი გამწმენდი ოყნა. მძიმე შემთხვევებში - ჰემოსორბცია.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე მძიმე გვერდითი რეაქციებია: აპლასტიური ანემია, ძვლის ტვინის მოქმედების დათრგუნვა და "ნაცრისფერი სინდრომი".
ასევე შეინიშნება გვერდითი რეაქციების განვითარება ასეთი ორგანოებისა და სისტემების მხრივ:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება (განვითარების ალბათობა მცირდება ჭამიდან 1 საათის შემდეგ მიღებისას), დიარეა, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, ნაწლავის მიკროფლორას დათრგუნვა, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, სტომატიტი, გლოსიტი.
ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ფსიქომოტორული დარღვევები, ზომიერი დეპრესია, ცნობიერების არევა, თავის ტკივილი, ენცეფალოპათია, დელირიუმი. სამკურნალო საშუალების დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გემოს შეგრძნების დაქვეითება, სმენისა და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციების, ოპტიკური და პერიფერიული ნევრიტის განვითარება (მათ შორის თვალის კაკლების დამბლა). ამ სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ტოქსიკური ზემოქმედება სისხლმბად სისტემაზე, ძვლის ტვინის დათრგუნვა, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, პანციტოპენია; იშვიათად - აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ადრეული ერითროციტული ფორმების ციტოპლაზმური ვაკუოლიზაცია.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ცხელების, კანზე გამონაყარის (მათ შორის მაკულოზული და ვეზიკულური), დერმატოზების სახით; ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, კანის ქავილი, ჰიპერემია.
ზოგადი დარღვევები: სუპერინფექციის შესაძლო განვითარება, მათ შორის სოკოვანის, დერმატიტი (მათ შორის პერიანალური დერმატიტი ), ჰიპერთერმია, კოლაფსი (ბავშვებში).
იყო შეტყობინებები იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციების (ბაქტერიოლიზის რეაქცია) განვითარების შესახებ მუცლის ტიფის მკურნალობის პერიოდში (უფრო ეხება ქლორამფენიკოლის პარენტერალური ფორმებს).
აღწერილია პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურიის შემთხვევები.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
ვარგისობის ვადა . 5 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმებელი.
კსს "ფარმაცევტული ფირმა "დარნიცა".
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
