ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 5მგ/მლ
Levobupivacaina Bioindustria L.I.M. 5mg/ml
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. მიეკუთვნება სამედიცინო პროდუქტების ჯგუფს, სახელწოდებით ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ამ ტიპის სამედიცინო პროდუქტები გამოიყენება სხეულის ნაწილში მგრძნობელობის შესამცირებლად (ანესთეზიისთვის) ან ტკივილის კუპირებისთვის. მოზრდილები ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევობუპივაკაინა (levobupivacaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ (50მგ/10მლ) 10მლ ეპიდურალური და ინტრათეკალური საინექციო/საინფუზიო ხსნარი მინის ამპულა №10
- მწარმოებელი
- Bioindustria L.I.M. S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039401
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
- GMP
- -
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. მიეკუთვნება სამედიცინო პროდუქტების ჯგუფს, სახელწოდებით ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ამ ტიპის სამედიცინო პროდუქტები გამოიყენება სხეულის ნაწილში მგრძნობელობის შესამცირებლად (ანესთეზიისთვის) ან ტკივილის კუპირებისთვის.
მოზრდილები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების სახით სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად მნიშვნელოვანი ოპერაციის წინ (მაგალითად, ეპიდურული გაუტკივარება საკეისრო კვეთის დროს) და მცირე ოპერაციის წინ (მაგალითად, ოპერაცია თვალზე და პირის ღრუში). ის ასევე, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მნიშვნელოვანი ოპერაციის შემდეგ და მშობიარობის პროცესში.
ბავშვები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანა ასევე შეიძლება ბავშვებში სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად ოპერაციის წინ და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მცირე ოპერაციის შემდეგ, როგორიცაა საზარდულის თიაქარის მკურნალობა.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ტესტირება არ არის ჩატარებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატის ინექცია გაგიკეთდებათ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ნებისმიერი საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ექიმი გაგიკეთებთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციას ნემსის და მცირე ზომის კათეტერის საშუალებით ხერხემალში (ეპიდურული). ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციის შესრულება ასევე შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებში იმ უბნებში ტკივილის გასაყუჩებლად, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას, მაგალითად, თვალები, ხელი ან ფეხი.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანის დროს ექიმი ან ექთანი გულდასმით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
დოზირება
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის თქვენთვის შესაყვანი დოზა და შეყვანის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პრეპარატის გამოყენების ჩვენებაზე, ასევე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკსა და წონაზე. მაგრამ, გამოიყენება სამკურნალო უბნის ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო მინიმალური დოზა. ექიმი სიფრთხილით განსაზღვრავს თქვენთვის შესაყვანი დოზის ოდენობას.
როდესაც ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დროს (ეპიდურულად), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოყენებული დოზის გულდასმით კონტროლი.
თუ გამოიყენეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის საჭიროზე მეტი დოზა
მოცემული პრეპარატის ინექციას ასრულებს სპეციალიზირებული პერსონალი; შესაბამისად, თქვენთვის ჭარბი დოზის შეყვანა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ენის არამგრძნობელობა, თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, კუნთების სპაზმი, მწვავე რესპირატორული უკმარისობა (სუნთქვის გაჩერების ჩათვლით), კრუნჩხვა და, ზოგჯერ წნევის დაცემა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა და გულის რიტმის ცვალებადობა (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოქმედება“).
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა, ან შენიშნეთ აღნიშნული სიმპტომებიდან ნებისმიერი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ლევობუპივაკაინის, ნებისმიერი მსგავსი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით, რომელიც შეიყვანება საშვილოსნოს ყელში ინექციის გზით მშობიარობის საწყისი ფაზის პერიოდში (პარაცერვიკალური ბლოკადა);
სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად ინტრავენური ინექციის გზით.
სიფრთხილის ზომები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ გაქვთ ქვემოთ აღწერილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან ერთ-ერთი, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დეტალური ანალიზების აღება ან შეიძლება საჭირო იყოს ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის უფრო დაბალი დოზის შეყვანა:
თუ გაქვთ გულის დაავადება;
თუ გაქვთ ნერვული სისტემის დარღვევა;
თუ ხართ სუსტად ან ავად;
თუ ხართ ხანდაზმული პირი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ პრეპარატებს შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
არარეგულარული გულისცემა (მაგალითდ, მექსილეტინი);
სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ასთმა (მაგალითად, თეოფილინი), რადგან მათ შეუძლია შეცვალოს თქვენს ორგანიზმში ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. არ უნდა იქნას შეყვანილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის არეში ინექციის გზით (პარაცერვიკალური ბლოკადა).
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ბავშვზე ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ეფექტი ცნობილი არ არის. შესაბამისად, მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლევობუპივაკაინი დედის რძეში. თუმცა, ანალოგიური პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე ითვლება, რომ დედის რძეში შეიძლება გადავიდეს ლევობუპივაკაინის მხოლოდ მცირე რაოდენობა. შესაბამისად, ძუძუთი კვება ნებადართულია ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოცემულ პრეპარატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაბამისად, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციის შემდეგ, და აცნობეთ ექიმს ან ექთანს საავადმყოფოდან გაწერამდე.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ხსნარის ერთი მლ შეიცავს 0.157 მმოლ (ან 3.6 მგ) ნატრიუმს. ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირებში ან ნატრიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ვლინდება ყველა პაციენტში. ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის მიერ გამოწვეული ზოგი გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს მძიმე.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ გვერდით მოქმედებას:
ძალიან ხშირად (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
დაღლილობა ან სისუსტე, ქოშინი, ფერმკრთალობა (ანემიის სიმპტომები);
დაბალი არტერიული წნევა;
გულისრევა.
ხშირად (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ღებინება;
პრობლემები ნაყოფთან დაკავშირებით (ნაყოფის დისტრესი);
წელის ტკივილი;
სხეულის მაღალი ტემპერატურა (ცხელება);
ოპერაციის შემდგომი ტკივილი.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შემთხვევების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
მძიმე ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ უკმარისობას, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და ძალიან დაბალი არტერიული წნევა, და ენის ან ყელის შეშუპება;
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომლებიც ვლინდება კანის სიწითლით და ქავილით, ცემინებით, ძლიერი ოფლიანობით, აჩქარებული გულისცემით, გულის წასვლით ან სახის, ტუჩების ან პირის შეშუპებით;
კრუნჩხვა;
გონების დაკარგვა;
ძილიანობა;
არამკვეთრი მხედველობა;
სუნთქვის გაჩერება;
გულის ბლოკადა ან გაჩერება;
ადგილობრივი ჩხვლეტის შეგრძნება;
ენის არამგრძნობელობა;
კუნთების სისუსტე ან სპაზმი;
შარდის ბუშტზე და ნაწლავზე კონტროლის დაკარგვა;
დამბლა;
ჩხვლეტის შეგრძნება, არამგრძნობელობა ან სხვა პათოლოგიური შეგრძნებები;
გახანგრძლივებული ერექცია, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული;
ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა: დაწეული ქუთუთოები, შევიწროებული გუგები (თვალის ცენტრში არსებული შავი ხვრელი), ჩავარდნილი თვალები, ოფლიანობა ან/და სიწითლე სახის ერთ მხარეს.
ასევე, აღინიშნა გვერდითი მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს აჩქარებულ გულისცემას; შენელებულ, არარეგულარულ გულის რიტმს; გულის რიტმის ცვალებადობას, რაც შეიძლება გამოვლინდეს სპეციფიკური ანალიზების საშუალებით (ეკგ).
იშვიათად, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან შეუქცევადი.
ამ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოქმედება, რომელიც აღწერილია პარაგრაფში “თუ გამოიყენეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის საჭიროზე მეტი დოზა“.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდი. თითო ამპულა შეიცავს 25 მგ ლევობუპივაკაინს (შეესაბამება 28.2 მგ ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდს).
სხვა ნივთიერებებია საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH მარეგულირებელი), ჰიდროქლორმჟავა (pH მარეგულირებელი).
რას შეიცავს ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერებაა ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდი. თითო ამპულა შეიცავს 50 მგ ლევობუპივაკაინს (შეესაბამება 56.3 მგ ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდს)

ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი I ტიპის მინის ამპულებში.
პრეპარატი გამოდის შეფუთვაში 10 ამპულით, თითოში 10 მლ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი გახსნისთანავე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალი დარწმუნდება, რომ ხსნარი არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 2.5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ლევობუპივაკაინი
მედიკამენტი ჯენერიკი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რა არის ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. და რისთვის გამოიყენება
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. მიეკუთვნება სამედიცინო პროდუქტების ჯგუფს, სახელწოდებით ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ამ ტიპის სამედიცინო პროდუქტები გამოიყენება სხეულის ნაწილში მგრძნობელობის შესამცირებლად (ანესთეზიისთვის) ან ტკივილის კუპირებისთვის.
მოზრდილები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების სახით სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად მნიშვნელოვანი ოპერაციის წინ (მაგალითად, ეპიდურული გაუტკივარება საკეისრო კვეთის დროს) და მცირე ოპერაციის წინ (მაგალითად, ოპერაცია თვალზე და პირის ღრუში). ის ასევე, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მნიშვნელოვანი ოპერაციის შემდეგ და მშობიარობის პროცესში.
ბავშვები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანა ასევე შეიძლება ბავშვებში სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად ოპერაციის წინ და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მცირე ოპერაციის შემდეგ, როგორიცაა საზარდულის თიაქარის მკურნალობა.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ტესტირება არ არის ჩატარებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
- რა უნდა იცოდეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.:
თუ ხართ ალერგიული ლევობუპივაკაინის, ნებისმიერი მსგავსი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით, რომელიც შეიყვანება საშვილოსნოს ყელში ინექციის გზით მშობიარობის საწყისი ფაზის პერიოდში (პარაცერვიკალური ბლოკადა);
სხეულის ნაწილში ტკივილის გასაყუჩებლად ინტრავენური ინექციის გზით.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ გაქვთ ქვემოთ აღწერილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან ერთ-ერთი, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დეტალური ანალიზების აღება ან შეიძლება საჭირო იყოს ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის უფრო დაბალი დოზის შეყვანა:
თუ გაქვთ გულის დაავადება;
თუ გაქვთ ნერვული სისტემის დარღვევა;
თუ ხართ სუსტად ან ავად;
თუ ხართ ხანდაზმული პირი;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
სხვა პრეპარატები და ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ პრეპარატებს შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
არარეგულარული გულისცემა (მაგალითდ, მექსილეტინი);
სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და ასთმა (მაგალითად, თეოფილინი), რადგან მათ შეუძლია შეცვალოს თქვენს ორგანიზმში ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. არ უნდა იქნას შეყვანილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის არეში ინექციის გზით (პარაცერვიკალური ბლოკადა).
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ბავშვზე ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ეფექტი ცნობილი არ არის. შესაბამისად, მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლევობუპივაკაინი დედის რძეში. თუმცა, ანალოგიური პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე ითვლება, რომ დედის რძეში შეიძლება გადავიდეს ლევობუპივაკაინის მხოლოდ მცირე რაოდენობა. შესაბამისად, ძუძუთი კვება ნებადართულია ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანის შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოცემულ პრეპარატს შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაბამისად, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციის შემდეგ, და აცნობეთ ექიმს ან ექთანს საავადმყოფოდან გაწერამდე.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ხსნარის ერთი მლ შეიცავს 0.157 მმოლ (ან 3.6 მგ) ნატრიუმს. ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირებში ან ნატრიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის შემთხვევაში.
- როგორ გამოიყენება ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.
მოცემული პრეპარატის ინექცია გაგიკეთდებათ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ნებისმიერი საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ექიმი გაგიკეთებთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციას ნემსის და მცირე ზომის კათეტერის საშუალებით ხერხემალში (ეპიდურული). ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის ინექციის შესრულება ასევე შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებში იმ უბნებში ტკივილის გასაყუჩებლად, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას, მაგალითად, თვალები, ხელი ან ფეხი.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის შეყვანის დროს ექიმი ან ექთანი გულდასმით გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას.
დოზირება
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის თქვენთვის შესაყვანი დოზა და შეყვანის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პრეპარატის გამოყენების ჩვენებაზე, ასევე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკსა და წონაზე. მაგრამ, გამოიყენება სამკურნალო უბნის ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო მინიმალური დოზა. ექიმი სიფრთხილით განსაზღვრავს თქვენთვის შესაყვანი დოზის ოდენობას.
როდესაც ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დროს (ეპიდურულად), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოყენებული დოზის გულდასმით კონტროლი.
თუ გამოიყენეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის საჭიროზე მეტი დოზა
მოცემული პრეპარატის ინექციას ასრულებს სპეციალიზირებული პერსონალი; შესაბამისად, თქვენთვის ჭარბი დოზის შეყვანა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ენის არამგრძნობელობა, თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, კუნთების სპაზმი, მწვავე რესპირატორული უკმარისობა (სუნთქვის გაჩერების ჩათვლით), კრუნჩხვა და, ზოგჯერ წნევის დაცემა, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა და გულის რიტმის ცვალებადობა (იხ. პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოქმედება“).
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა, ან შენიშნეთ აღნიშნული სიმპტომებიდან ნებისმიერი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ვლინდება ყველა პაციენტში. ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის მიერ გამოწვეული ზოგი გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს მძიმე.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ გვერდით მოქმედებას:
ძალიან ხშირად (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
დაღლილობა ან სისუსტე, ქოშინი, ფერმკრთალობა (ანემიის სიმპტომები);
დაბალი არტერიული წნევა;
გულისრევა.
ხშირად (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ღებინება;
პრობლემები ნაყოფთან დაკავშირებით (ნაყოფის დისტრესი);
წელის ტკივილი;
სხეულის მაღალი ტემპერატურა (ცხელება);
ოპერაციის შემდგომი ტკივილი.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შემთხვევების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
მძიმე ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ უკმარისობას, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და ძალიან დაბალი არტერიული წნევა, და ენის ან ყელის შეშუპება;
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რომლებიც ვლინდება კანის სიწითლით და ქავილით, ცემინებით, ძლიერი ოფლიანობით, აჩქარებული გულისცემით, გულის წასვლით ან სახის, ტუჩების ან პირის შეშუპებით;
კრუნჩხვა;
გონების დაკარგვა;
ძილიანობა;
არამკვეთრი მხედველობა;
სუნთქვის გაჩერება;
გულის ბლოკადა ან გაჩერება;
ადგილობრივი ჩხვლეტის შეგრძნება;
ენის არამგრძნობელობა;
კუნთების სისუსტე ან სპაზმი;
შარდის ბუშტზე და ნაწლავზე კონტროლის დაკარგვა;
დამბლა;
ჩხვლეტის შეგრძნება, არამგრძნობელობა ან სხვა პათოლოგიური შეგრძნებები;
გახანგრძლივებული ერექცია, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული;
ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა: დაწეული ქუთუთოები, შევიწროებული გუგები (თვალის ცენტრში არსებული შავი ხვრელი), ჩავარდნილი თვალები, ოფლიანობა ან/და სიწითლე სახის ერთ მხარეს.
ასევე, აღინიშნა გვერდითი მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს აჩქარებულ გულისცემას; შენელებულ, არარეგულარულ გულის რიტმს; გულის რიტმის ცვალებადობას, რაც შეიძლება გამოვლინდეს სპეციფიკური ანალიზების საშუალებით (ეკგ).
იშვიათად, ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან შეუქცევადი.
ამ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოქმედება, რომელიც აღწერილია პარაგრაფში “თუ გამოიყენეთ ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის საჭიროზე მეტი დოზა“.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით ვებ-გვერდზე www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ ინახება ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი გახსნისთანავე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალი დარწმუნდება, რომ ხსნარი არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 2.5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერებაა ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდი. თითო ამპულა შეიცავს 25 მგ ლევობუპივაკაინს (შეესაბამება 28.2 მგ ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდს).
სხვა ნივთიერებებია საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH მარეგულირებელი), ჰიდროქლორმჟავა (pH მარეგულირებელი).
რას შეიცავს ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერებაა ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდი. თითო ამპულა შეიცავს 50 მგ ლევობუპივაკაინს (შეესაბამება 56.3 მგ ლევობუპივაკაინის ჰიდროქლორიდს)
სხვა ნივთიერებებია საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH მარეგულირებელი), ჰიდროქლორმჟავა (pH მარეგულირებელი).
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M.-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი I ტიპის მინის ამპულებში.
პრეპარატი გამოდის შეფუთვაში 10 ამპულით, თითოში 10 მლ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bioindustria L.I.M. S.p.A.
ვია დე ამბროსიის, 2
15067 ნოვი-ლიგურე (ალესანდრია)
იტალია
მწარმოებელი
Bioindustria L.I.M. S.p.A.
ვია დე ამბროსიის, 2
15067 ნოვი-ლიგურე (ალესანდრია)
იტალია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 09/2016
_______________________________________________________________________________
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია ექიმისთვის
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 2.5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ლევობუპივაკაინი
მედიკამენტი ჯენერიკი
გამოყენების ინსტრუქცია
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. 2.5 მგ/მლ ან 5.0 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, გამოყენების პირობებში და გამოყენებამდე შენახვის ვადის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
24 საათზე მეტი მკურნალობის პერიოდში ლევობუპივაკაინის უსაფრთხოების გამოცდილება შეზღუდულია.
ეფექტიანი პერიოდი პროდუქტის პირველად გახსნის შემდეგ: პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ.
ეფექტიანი პერიოდი ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში გაზავების შემდეგ: არსებობს ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობის მტკიცებულება 20-22C-ზე 7 დღის განმავლობაში გამოყენების პირობებში.
როგორც პარენტერალური გამოყენების ყველა პრეპარატი, გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდებს ვიზუალურად. გამოიყენება მხოლოდ სუფთა ხსნარები ხილვადი ნაწილაკების გარეშე.
ლევობუპივაკაინის სტანდარტული ხსნარების გაზავება უნდა განხორციელდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, ასეპტიკური პირობების დაცვით.
დამტკიცებულია, რომ კლონიდინი 8.4 მკგ/მლ, მორფინი 0.05 მგ/მლ და ფენტანილი 4 მკგ/მლ შეთავსებადია ლევობუპივაკაინის ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნართან.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა კლონიდინთან, მორფინთან ან ფენტანილთან ერთად გამოყენებისას დამტკიცებულია 20-22C-ზე 40 საათის განმავლობაში გამოყენების პირობებში.
ლევობუპივაკაინა ბიოინდუსტრია L.I.M. არ უნდა იქნას შერეული სხვა პრეპარატებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულის გარდა.
ტუტე ხსნარებთან, როგორიცაა ნატრიუმის ბიკარბონატი, გაზავებისას შეიძლება წარმოქმნას ნალექი.
შეყვანის მეთოდი
ლევობუპივაკაინის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო ტრენინგი და აქვს კონკრეტული გამოცდილება, ან მისი ზედამხედველობის ქვეშ.
ინფორმაცია პოზოლოგიის შესახებ იხილეთ პროდუქტის ზოგად დახასიათებაში.
სისხლძარღვში ინექციის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია შეყვანამდე და შეყვანის პერიოდში ზუსტი ასპირაციის განხორციელება.
ასპირაცია უნდა განმეორდეს ბოლუსურ შეყვანამდე და შეყვანის პერიოდში, რომლის ინექციაც უნდა განხორციელდეს ნელა, დოზის გაზრდით, 7.5-30 მგ/წთ სიჩქარით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების გულდასმით კონტროლით და ვერბალური კონტაქტის შენარჩუნებით.
ტოქსიკური სიმპტომების შემთხვევაში ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.