ლედერმიქსი
Ledermix®
ლედერმიქს ® პასტა წამოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობისათვის კბილის პულპის მწვავე ანთებითი მდგომარეობების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დემეკლოციკლინი (demeclocycline) + triamcinolone acetonide
- ფორმა და შეფუთვა
- (30,21მგ+10მგ)/გ 5გ პასტა ტუბი №1 დამხმარე მოწყობილობებთან ერთად
- მწარმოებელი
- L-A-W Services GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022017
- რეგისტრირებულია
- 5 აპრილი 2017, მოქმედებს 5 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენტსტალ დენტი“
- GMP
- -
ლედერმიქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლედერმიქს ® პასტა წამოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობისათვის კბილის პულპის მწვავე ანთებითი მდგომარეობების დროს. იგი შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას ადგილობრივად კბილის ღრუში გამოყენებისათვის:
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკს ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისათვის
და კონრტიკოსტეროიდს ანთებითი პროცესის მკურნალობისათვის
თერაპიული ჩვენებები:
მწვავე კეროვანი და არაჩირქოვანი პულპიტის შემთხვევაში გადაუდებელი დახმარება სტანდარტული მკურნალობის ჩატარებამდე.
ლედერმიქს ® პასტა არის სამედიცინო პროდუქტი,რომელიც გამოიყენება სტომატოლოგის მიერ.
- ვიდრე ლედერმიქს ® პასტის გამოყენებას დაიწყებთ
მიღების წესი და დოზირება
პასტა თავსდება ბამბის მცირე ზომის ბურთულაზე და იდება ერთ წერტილში გახსნილ პულპაზე. საბოლოო მკურნალობამდე ღრუ იხურება დროებითად მაგ.: თუთია ოქსიდ - ეუგენოლით.
ლედერმიქს® პასტა ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც არხშიდა დროებითი ნახვევი არხების სხვადასხვა მეთოდით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანია
არ დაუშვათ ლედერმიქს® პასტის გამყარება ტუბის თავის მიდამოში, ყოველთვის გაწმინდეთ გამოყენების შემდეგ და მჭიროდ დაახურეთ. პასტის ფერის ცვლილება არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა დემეკლოციკლინის, ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ნატრიუმის სულფიტის ან ლედერმიქს ® პასტის სხვა კომპონენტების მიმართ
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოიდებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (ჯვარედინი ალერგია
თუ გაქვთ ჩირქოვანი პულპიტი (კბილის პულპის ჩირქოვანი ანთება )
გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით ლედერმიქს ® პასტა
წყალში ხსნადი ლედერმიქს ® პასტის კორტიკოიდული კომპონენტი გამოიყოფა აპლიკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. კორტიკოიდების ანტიპროლიფერაციული ეფექტის გამო, პულპის ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით მედიკამენტი არ უნდა იყოს კონტაქტში გახსნილ პულპასთან ხანგრძლივი დროის მანძილზე. გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე ქრონიკული პულპიტის განვითარების შესაძლებლობა.
ლედერმიქს® პასტის გამოყენება სხვა პრეპარატებთან
გთხოვთ აცნობოთ თქვენს სტომატოლოგს, თუ იღებთ / გამოიყენებთ ან თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ / გამოიყენეთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით.
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის ცნობილი.
ლედერმიქს® პასტის გამოყენებასაკვებთან და სასმელთან
არ მიესადაგება
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლედერმიქს® პასტა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ტრიმაცინოლონის გამოყენება განსაკუთრებით ორსულობის პირველ 5 თვეში არ არის მიზანშეწონილი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მისი ნაყოფზე დამაზიანებელი ზემოქმედება.
ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე დაადგინა დემეკლოციკლინის საზიანო მოქმედება ნაყოფზე. ლედერმიქსის აქტიური კომონენტები ტრიამცინოლონი და დემეკლოციკლინი გადადის დედის რძეში ამიტომ თუკი საჭიროა ხანგრძლივი და დიდი დოზებით მკურნალობა ძუძუთი კვება შეწყვეტილი უნდა იქნას.
მანქანის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა
განსაკუთრებელი სიფრთხილის ზომები საჭირო არ არის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლედერმიქს® პასტის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ლედერმიქს® პასტას შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
გვერდითი მოვლენების სიხშირის კლასიფიცირებისათვის გამოიყენება შემდეგი კატეგორიები:
ძალიან ხშირი:
10 პაციენტიდან 1ზე მეტს
ხშირი:
100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
არახშირი:
1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
იშვიათი:
10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
ძალიან იშვიათი:
10 000 პაციენტიდან 1ზე ნაკლებს
არ არის ცნობილი:
არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ალერგიული რეაქციებისა და ანაფილაქსიური შოკის განვითარებასაც კი. ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობას სხვა ტეტრაციკლინებთან.
ნატრიუმის სულფიტმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგია და ბრონქოსპაზმი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენებს, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:
სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტი
ფარმაკო დაკვირვების განყოფილება
კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3
D-53175 ბონი
ვებ.გვერდი: www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების ცნობებით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობას.
- როგორ უნდა შევინახოთ ლედერმიქს® პასტა?
შეინახეთ სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუყაოს ყუთზე ან ტუბზე მოცემული ვადის გასვლის თარიღის შემდეგ.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: დემეკლოციკლინი-კალციუმი (1:1) და ტრიამცინოლონის აცეტონიდი.
1 გ. პასტა შეიცავს 30,21 მგ დემეკლოციკლინი-კალციუმს (1:1) (შეესაბამება 30,00 მგ დემეკლოციკლინჰიდროქლორიდს) და 10 მგ ტრიამცინოლონაცეტონიდს.
სხვა კომპონენტებია: მაკროგოლი 400, მაკროგოლი 3000, თუთიის ოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, ტროლამინი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი (ევრო ფარმაკოპია), ნატრიუმის სულფიტი, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ლედერმიქს® პასტა და შეფუთვის შიგთავსი
მონაცრისფრო-ყვითელი პასტა
ორიგინალი შეფუთვა 3 გ-ით
ორიგინალი შეფუთვა 5 გ-ით
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 250C ტემპერატურაზე ზემოთ.
შენახვის ვადა გამოყენების შემდეგ
ტუბის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა მოიცავს 2 თვეს.
- დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ლედერმიქს ® პასტა კბილის ღრუში გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერებები: დემეკლოციკლინი-კალციუმი (1:1) (30,21 მგ/გ), ტრიამცინოლონაცეტონიდი (10 მგ/გ)
პრეპარატის გამოყენებამდე დაწვრილებით გაეცანით მის ინსტრუქციას
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა მომავალში კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს
ეს პრეპარატი დანიშნული იქნა თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა მათ ზიანი მიაყენოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მათ აღენიშნებათ თქვენი მსგავსი სიმპტომები
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდებათ, ან თუ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.
საინფორმაციო ფურცლიდან თქვენ მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ლედერმიქს ® პასტა
ვიდრე ლედერმიქს ® პასტის გამოყენებას დაიწყებთ
როგორ გამოვიყენოთ ლედერმიქს ® პასტა
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ ლედერმიქს ® პასტა
სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ლედერმიქს ® პასტა
ლედერმიქს ® პასტა წამოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გადაუდებელი მკურნალობისათვის კბილის პულპის მწვავე ანთებითი მდგომარეობების დროს. იგი შეიცავს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას ადგილობრივად კბილის ღრუში გამოყენებისათვის:
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკს ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისათვის
და კონრტიკოსტეროიდს ანთებითი პროცესის მკურნალობისათვის
თერაპიული ჩვენებები:
მწვავე კეროვანი და არაჩირქოვანი პულპიტის შემთხვევაში გადაუდებელი დახმარება სტანდარტული მკურნალობის ჩატარებამდე.
ლედერმიქს ® პასტა არის სამედიცინო პროდუქტი,რომელიც გამოიყენება სტომატოლოგის მიერ.
- ვიდრე ლედერმიქს ® პასტის გამოყენებას დაიწყებთ
არ გამოიყენოთ ლედერმიქს ® პასტა
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა დემეკლოციკლინის, ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ნატრიუმის სულფიტის ან ლედერმიქს ® პასტის სხვა კომპონენტების მიმართ
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოიდებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (ჯვარედინი ალერგია
თუ გაქვთ ჩირქოვანი პულპიტი (კბილის პულპის ჩირქოვანი ანთება )
გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით ლედერმიქს ® პასტა
წყალში ხსნადი ლედერმიქს ® პასტის კორტიკოიდული კომპონენტი გამოიყოფა აპლიკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. კორტიკოიდების ანტიპროლიფერაციული ეფექტის გამო, პულპის ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით მედიკამენტი არ უნდა იყოს კონტაქტში გახსნილ პულპასთან ხანგრძლივი დროის მანძილზე. გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე ქრონიკული პულპიტის განვითარების შესაძლებლობა.
ლედერმიქს® პასტის გამოყენება სხვა პრეპარატებთან
გთხოვთ აცნობოთ თქვენს სტომატოლოგს, თუ იღებთ / გამოიყენებთ ან თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ / გამოიყენეთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით.
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის ცნობილი.
ლედერმიქს® პასტის გამოყენებასაკვებთან და სასმელთან
არ მიესადაგება
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ლედერმიქს® პასტა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ტრიმაცინოლონის გამოყენება განსაკუთრებით ორსულობის პირველ 5 თვეში არ არის მიზანშეწონილი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მისი ნაყოფზე დამაზიანებელი ზემოქმედება.
ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე დაადგინა დემეკლოციკლინის საზიანო მოქმედება ნაყოფზე. ლედერმიქსის აქტიური კომონენტები ტრიამცინოლონი და დემეკლოციკლინი გადადის დედის რძეში ამიტომ თუკი საჭიროა ხანგრძლივი და დიდი დოზებით მკურნალობა ძუძუთი კვება შეწყვეტილი უნდა იქნას.
მანქანის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა
განსაკუთრებელი სიფრთხილის ზომები საჭირო არ არის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლედერმიქს® პასტის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
არ არსებობს.
- როგორ გამოვიყენოთ ლედერმიქს® პასტა?
სამედიცინო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს სტომატოლოგის მიერ.
დოზა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე. თქვენი სტომატოლოგი მოგაწვდით ინფორმაციას ლედერმიქს® პასტის გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ.
დეტალური ინფორმაცია სტომატოლოგებისათვის მითითებულია ჩანართი ფურცლის ბოლოს განსაზღვრულ ნაწილში.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ლედერმიქს® პასტას შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
გვერდითი მოვლენების სიხშირის კლასიფიცირებისათვის გამოიყენება შემდეგი კატეგორიები:
ძალიან ხშირი:
10 პაციენტიდან 1ზე მეტს
ხშირი:
100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
არახშირი:
1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
იშვიათი:
10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
ძალიან იშვიათი:
10 000 პაციენტიდან 1ზე ნაკლებს
არ არის ცნობილი:
არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ალერგიული რეაქციებისა და ანაფილაქსიური შოკის განვითარებასაც კი. ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობას სხვა ტეტრაციკლინებთან.
ნატრიუმის სულფიტმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგია და ბრონქოსპაზმი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენებს, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ:
სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტი
ფარმაკო დაკვირვების განყოფილება
კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3
D-53175 ბონი
ვებ.გვერდი: www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების ცნობებით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობას.
- როგორ უნდა შევინახოთ ლედერმიქს® პასტა?
შეინახეთ სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუყაოს ყუთზე ან ტუბზე მოცემული ვადის გასვლის თარიღის შემდეგ.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 250C ტემპერატურაზე ზემოთ.
შენახვის ვადა გამოყენების შემდეგ
ტუბის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა მოიცავს 2 თვეს.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლედერმიქს® პასტა
აქტიური ინგრედიენტები: დემეკლოციკლინი-კალციუმი (1:1) და ტრიამცინოლონის აცეტონიდი.
1 გ. პასტა შეიცავს 30,21 მგ დემეკლოციკლინი-კალციუმს (1:1) (შეესაბამება 30,00 მგ დემეკლოციკლინჰიდროქლორიდს) და 10 მგ ტრიამცინოლონაცეტონიდს.
სხვა კომპონენტებია: მაკროგოლი 400, მაკროგოლი 3000, თუთიის ოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, ტროლამინი, ნატრიუმის კალციუმის ედეტატი (ევრო ფარმაკოპია), ნატრიუმის სულფიტი, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ლედერმიქს® პასტა და შეფუთვის შიგთავსი
მონაცრისფრო-ყვითელი პასტა
ორიგინალი შეფუთვა 3 გ-ით
ორიგინალი შეფუთვა 5 გ-ით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „RIEMSER Pharma GmbH“
ვიკთან 7
17493 გრაიფსვალდი - კუნძული რიმსი
ტელეფონი: +49 30 338427-0
ფაქსი: +49 38351 308
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
შპს „RIEMSER Pharma“
An der Wiek 7
17493 გრაიფსვალდი - რიმსის კუნძული
შპს „L-A-W Services“
ლაიფციგის ფარმაცევტული ქარხანა
ელიზაბეტ-შუმახერის ქ. 54/56
04328 ლაიფციგი
ეს გამოყენების ინსტრუქცია საბოლოოდ დამტკიცდა 2014 წლის აპრილში.
1142052/12
აღშნული ინფორმაცია განკუთვნილია სტომატოლოგებისათვის:
როგორ გამოიყენება ლედერმიქს® პასტა?
პასტა თავსდება ბამბის მცირე ზომის ბურთულაზე და იდება ერთ წერტილში გახსნილ პულპაზე. საბოლოო მკურნალობამდე ღრუ იხურება დროებითად მაგ.: თუთია ოქსიდ - ეუგენოლით.
ლედერმიქს® პასტა ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც არხშიდა დროებითი ნახვევი არხების სხვადასხვა მეთოდით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანია
არ დაუშვათ ლედერმიქს® პასტის გამყარება ტუბის თავის მიდამოში, ყოველთვის გაწმინდეთ გამოყენების შემდეგ და მჭიროდ დაახურეთ. პასტის ფერის ცვლილება არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


