პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

ლაქტო-G ფორტე

Lacto-G Forte

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა; - დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს); - დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
კაფსულა №10 (1X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Inpac AB(შვედეთი)), საქართველო; GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -UAS Laboratories LLC(აშშ)), საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდიარეული მიკროორგანიზმები
ATC კოდი
A07FA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044385
რეგისტრირებულია
25 ნოემბერი 2025, მოქმედებს 25 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალაქტო-G ფორტე და სხვა წამალი ერთად

ლაქტო-G ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი და დოზირება

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

სიფრთხილის ზომები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს კონცენტრაციის უნარსა და ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლაქტო-G ფორტეს სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ითვლება უსაფრთხოდ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზა

ლაქტო-G ფორტეს დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს არანაკლებ 5x109 სიცოცხლის უნარიან ლიოფილიზირებულ ბაქტერიას (CFU-კოლონიის წარმომქმნელი ერთეული): Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium lactis.

დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ბრინჯის მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B, K…) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების-ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ჩვენება

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

უსაფრთხოების ზომები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს კონცენტრაციის უნარსა და ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

დოზის გადაჭარბება

ლაქტო-G ფორტეს დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ითვლება უსაფრთხოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ლაქტო-G ფორტეს სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

დოზირება და მიღების წესი

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 10 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შუალედური(ბალკი) პროდუქტის მწარმოებელი:

Inpac AB (შვედეთი)

საბოლოო პროდუქტის მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა