პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ლაქტინეტი-რიხტერი

LACTINETTE®-RICHTER

რეცეპტით0,075მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

კონტრაცეპტული საშუალება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დეზოგესტრელი (desogestrel)
ფორმა და შეფუთვა
0,075მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (1X28) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები
ATC კოდი
G03AC09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043806
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღ.ს.ს. ქიმიური ქარხანა „გედეონ რიხტერი“-ს საქართველოში წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალაქტინეტი-რიხტერი და სხვა წამალი ერთად

ლაქტინეტი-რიხტერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კონტრაცეპტული საშუალება.

მიღების წესი და დოზირება

კონტრაცეპტული ეფექტის მიღწებისათვის აუცილებელია დაიცვათ პრეპარატის მიღების წესი (იხ. ინსტრუქციაში პუნქტი ,,ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების წესი’’ და ,,როგორ დავიწყოთ ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება’’).

განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

კლინიკური კვლევები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

კლინიკური კვლევები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა. ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევებისას შესაძლოა დაირღვეს სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ინიშნება მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ (იხ. პუნქტი ,,უკუჩვენებები’’).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი. ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

მიღების გზა

მიიღება პერორალურად.

ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება ყოველდღიურად, დაახლოებით ერთიდაიგივე დროს, ისე, რომ ორ ტაბლეტს შორის მიღების დრო შეადგენდეს 24 საათს. პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. შემდეგ განაგრძობთ მიღებას დღეს ერთი ტაბლეტის დოზირებით, იმ შემთხვევაშიც თუ გამოვლინდება მენსტრუალური რეაქციები. ახალი ბლისტერული შეფუთვა იწყება პირველი შეფუთვის დამთავრებიდან მეორე დღეს.

როგორ უნდა დაიწყოთ ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება

პაციენტები, რომლებიც მანამდე არ იღებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპტულებს (წინა თვეს)

ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოთ ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). პრეპარატის მიღების დაწყება ნებადართულია პირველი მენსტრუალური ციკლის 2-5 დღეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ტაბლეტის მიღების პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ორსულობის შეწყვეტისას პირველ ტრიმესტრში

პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტისთანავე, არ არის საჭირო სხვა სახის დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

მშობიარობა და ორსულობის შეწყვეტა მეორე ტრიმესტრში

სასურველია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან 21-28 დღეს. ქალებში, რომლებიც იწყებენ ტაბლეტები მიღებას მოგვიანებით, საჭიროა დამატებითი ბარიერული კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება პრეპარატის მიღებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში. თუ პრეპარატის გამოყენებამდე აღინიშნა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ლაქტინეტი®-რიხტერის პირველი ტაბლეტის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან დაელოდოთ პირველ მენსტრუალურ სისხლდენას. დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ იხილეთ პუნქტში ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში’’.

როგორ დავიწყოთ პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება სხვა კონტრაცეპტული მეთოდების შემდეგ

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა კომბინირებული ვაგინალური კონტრაცეპტივების, ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის გამოყენებიდან

რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაწყება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტულების წინა ტაბლეტის (ე.ი. ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას) მიღებიდან მომდევნო დღეს ან საშოს რგოლის ამოღების ან ტრასდერმალური პლასტირის მოშორების დღესვე. ასეთ შემთხვევებში დამატებითი კონტრაცეპციის გამოყენება არ არის საჭირო.

ასევე შესაძლებელია ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების დაწყება მოგვიანებითაც, ანუ წინა ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეზე გვიან ან საშოს რგოლის ან პლასტირის გამოყენების შეწყვეტიდან მოგვიანებით დღეებში ან პლაცებო ტაბლეტებს შორის ინტერვალის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღების პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებითი (ბარიერული) კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა პრეპარატებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს (,,მინი-პილი’’, ინექცია, იმპლანტანტი) ან პროგესტაგენის გამოთავისუფლების საშვილოსნოსშიდა სისტემებიდან (სშს).

,,მინი-პილის’’ გამოყენებიდან პრეპარატ ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს. პრეპარატ ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა შესაძლებელია იმპლანტანტის / სშს-ის ამოღების დღესვე ან ინექციის ფორმის კონტრაცეპტივების მომდევნო დაგეგმილ დღეს.

გამოტოვებული ტაბლეტის მიღება

თუ ორ ტაბლეტს შორის მიღების დრო აღემატება 36 საათს, შესაძლებელია აღინიშნოს კონტრაცეპტული ეფექტის შემცირება. თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანებამ შეადგინა არაუმეტეს 12 საათი, ქალმა უნდა მიიღოს გამოტოვებული ტაბლეტი გახსენებისთანავე დროულად, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ მომდევნო მიღების დროს. თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანების დრო აღემატება 12 საათს, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდები. თუ ქალმა გამოტოვა ერთი ან მეტი ტაბლეტი პირველი კვირის განმავლობაში და განხორციელდა სქესობრივი კონტაქტი აქამდე ერთი კვირის წინა პერიოდში, არსებობს დაორსულების რისკი.

რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის დარღვევის დროს გამოყენებისას

რთული კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას შესაძლოა არ მოხდეს აქტიური ნივთიერების სრულად შეწოვა, ამიტომ საჭიროა დამატებითი კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში გამოვლინდა ღებინება, შესაძლოა დასუსტდეს პრეპარატის შეწოვა. ვინაიდან ეს სიტუაცია განიხილება, როგორც ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევა, ამიტომ მსგავს შემთხვევებში უნდა მისდიოთ მითითებებს, რომლებიც აღწერილია ტაბლეტის მიღების გამოტოვების შესახებ ინფორმაციაში (იხ. პუნქტი ,,გამოტოვებული ტაბლეტის მიღება’’).

ქალის მდგომარეობის კონტროლი პრეპარატის მიღების დროს

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის შეგროვება და მკაცრი გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ორსულობის გამორიცხვის მიზნით. მენსტრუალური ციკლის დარღვევების შემთხვევაში (ოლიგო ან ამენორეა) აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების დროს ტარდება რეგულარული სამედიცინო შემოწმება, რომლის პერიოდულობაც ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუ არსებობს ლატენტური ან მანიფესტური დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’), მაშინ უნდა ჩატარდეს საკონტროლო გამოკვლევები შესაბამისი პერიოდულობით.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების ფონზე შესაძლოა გამოვლინდეს სისხლენა საშვილოსნოდან, მათ შორის პაციენტებში, რომლებმაც არ გამოტოვეს ტაბლეტის მიღება. ხშირი ან რეგულარული სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა განიხილოს საკითხი ალტერნატიული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენების შესახებ. პერსისტირებული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანული პათოლოგია.

ამენორეის დროს (პრეპარატის მიღების ფონზე) გამოკვლევის მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, იცავდა თუ არა პაციენტი პრეპარატის მიღების წესებს; ასეთ პაციენტებში პირველი გამოკვლევის სახით უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი.

ორსულობის დადასტურების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ქალს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ლაქტინეტი®-რიხტერი მას არ იცავს აივ-ინფექციური (შიდსისგან) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი ,,შემადგენლობა’’).
  • ვენოზური თრომბოემბოლია პრეპარატის მიღების საწყის პერიოდში.
  • ღვიძლის რთული გადატანილი ან აქტიური დაავადებები (პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე).
  • დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები.
  • დაუდგენელი ეთიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან.

სიფრთხილის ზომები

შემდეგში აღწერილი ნებისმიერი დაავადებების არსებობის ან მათი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების რისკ-სარგებელის შეფასება და პაციენტი უნდა გაეცნოს შედეგების შესახებ ინფორმაციას პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე. თუ ვლინდება ამ მდგომარეობების გამოვლენა, გაძლიერება ან გამწვავება პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მოხსნის აუცილებლობის შესახებ.

საერთო ჯამში, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი. ქალებში, რომლებიც იღებენ კომბიბირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს, უმნიშვნელოდ იზრდება სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკი. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი თანდათანობით მცირდება. ეს რისკი არ არის დამოკიდებული კოკ-ის ხანგრძლივ გამოყენებასთან, არამედ ქალის ასაკთან, რომელიც იღებს კოკ-ს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კიბოს შემთხვევების სავარაუდო შემთხვევების რიცხვი 10 000 ქალში, რომლებიც იღებდნენ კოკ-ს (კოკ-ის გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლამდე პერიოდში), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ კოკ-ს იგივე პერიოდის განმავლობაში. მონაცემები დაანგარიშებულია და წარმოდგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ასაკობრივი ჯგუფი

დიაგნოსტირებული კიბოს შემთხვევების მოსალოდნელი რიცხვი ქალებში, რომლებიც იღებდნენ კოკ-ს

დიაგნოსტირებული კიბოს შემთხვევების მოსალოდნელი რიცხვი ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ კოკ-ს

16‒19 წლის

4,5

4

20‒24 წლის

17,5

16

25‒29 წლის

48,7

44

30‒34 წლის

110

100

35‒39 წლის

180

160

40‒44 წლის

260

230

სარძევე ჯირკვლების კიბოს შემთხვევების გახშირება კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს (როგორიცაა პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი), უმეტესად აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს. თუმცა მონაცემები ,,მინი-პილი’’-ს შესახებ ნაკლებად ერთმნიშვნელოვანია. კოკ-ის გამოყენებასთან ასოცირებული სარძევე ჯირკვლების კიბოს გაზრდილი რისკის უფრო მცირეა, ვიდრე ცხოვრების განმავლობაში გამოვლენილი სარძევე ჯირკვლების განვითარების რისკი. ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს, როგორც წესი დიაგნოსტირება ხდება უმეტესად ადრეულ სტადიაში, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ კოკ-ს. მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს შესაძლოა ახსნილი იქნეს ნაადრევად შესაძლებელი დიაგნოსტირების შედეგად, რაც გამოწვეულია ტაბლეტის ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორების კომბინაციით.

ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს პროგესტაგენის ნეგატიური ეფექტი ღვიძლის ავთვისებიან წარმონაქმნის დინამიკაზე, ასეთი დარღვევების არსებობისას უნდა შეფასდეს პრეპარატის გამოყენების ,,რისკ/სარგებელი’’ ინდივიდუალურად.

მწვავე ან ქრონიკული ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მიხედვით კოკ-ის გამოყენება კავშირშია უეცარი თრომბოემბოლიის განვითარების სიხშირის გაზრდასთან (უთე, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის თრომბოემბოლია). თუმცა ამ ცნობების კლინიკური მნიშვნელობა დეზოგესტერლთან მიმართებაში, რომელიც გამოიყენება კონტრაცეპტივებში ესტროგენული კომპონენტის გარეშე, არ არის ცნობილი, თრომბოზის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება აუცილებლად უნდა შეწყდეს. უნდა განიხილოს საკითხი პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების შეწყვეტის შესახებ ხანგრძლივი უმოძრაობის შემთხვევაში, რაც კავშირშია ქირურგიულ ოპერაციებთან ან დაავადებებთან.

ანამნეზში თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი გაფრთხილებული იქნეს დაავადების მოსალოდნელი რეციდივის გამოვლენის შესახებ პრეპარატის გამოყენების ფონზე.

დათრგუნული განწყობა და დეპრესია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი ,,გვერდითი მოვლენები’’). დეპრესია შესაძლოა იყოს სერიოზული დარღვევა და გახდეს სუიციდური ქმედების ან სუიციდის ჩადენის რისკ-ფაქტორი. ქალებში, რომლებშიც გამოვლინდება მკურნალობისას ან მკურნალობის დაწყებისთანავე ხასიათის ცვლილებები და დეპრესიული სიმპტომები უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროგესტაგენებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ქსოვილებში ინსულინის მიმართ რეზისტენტულობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, ამ დრომდე არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება თერაპიის რეჟიმის შეცვლის შესახებ შაქრიანი დიაბეტის დროს და ,,მინი-პილი’-ს გამოყენებისას. თუმცა პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების პირველ თვეში რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი.

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების ფონზე არტერიული ჰიპერტენზიის მდგრადობის ან რეფრაქტერიის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირებას იმ დონემდე, რაც შეესაბამება ადრეულ ფოლიკულურ ფაზას. ამ დრომდე არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ზეგავლენას ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე.

კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგეტაგენს, იცავენ საშვილოსნოს გარე ორსულობისგან უფრო ეფექტურად, ვიდრე კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები. ეს აიხსნება იმით, რომ კონტრაცეპტივების გამოყენებისას, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავენ, საკმაოდ ხშირად ხდება ოვულაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ეფექტურად თრგუნავს ოვულაციას, ამონორეის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ან მუცელში ტკივილების დროს ვარაუდი უნდა გაკეთდეს საშვილოსნოს გარე ორსულობის არსებობაზე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით თუ ეს მდგომარეობა უკვე აღინიშნა წარსულშიც (ორსულობის დროს). ქალებში, რომლებშიც ნავარაუდევია ქლოაზმა, პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებისას უნდა მოერიდოთ მზეზე ყოფნას, ასევე ულტრაიისფერ დასხივებას.

ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი დაავადებები, რომელთა გამოვლენის კავშირი პროგესტაგენების გამოყენებასთან არ არის დადგენილი: სიყვითლე და/ან ქავილი ქოლესტაზის ფონზე; შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზური-ურემიული სინდრომი; სიდენგას ქორეა; ორსულების ჰერპესი; სმენის დაკარგვა, კავშირშია ოტოსკლეროზთან; ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის თანდაყოლილი.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის კონტრაცეპტული ეფექტურობა შესაძლოა დასუსტდეს ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში (იხ. პუნქტი ,,გამოყენების წესი და დოზირება’’) ან სამკურნალო საშუალებების თანმდევი გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ეტონოგესტრელის, დეზოგესტრელის აქტიური მეტაბოლიტის სისხლის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას (იხ. პუნქტი ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავენ 52,34მგ ლაქტოზას, ლაქტოზას მონოჰიდრატის სახით. პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, სრული ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედებები

შენიშვნა: მოსალოდნელი ურთიერთქმედების დადგენის მიზნით გაეცანით თანმდევი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციებს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა ლაქტინეტი®-რიხტერზე

შესაძლოა განვითარდეს ურთიერთზეგავლენა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუცირებას, რაც თავისთავად იწვევს სქესობრივი ჰორმონების კლირენსის გაზრდას და ,,ატონურ’’ სისხლდენის განვითარებას და/ან არ შემდგარ კონტრაცეპტულ ეფექტს.

ტაქტიკა

ფერმენტების ინდუქცია შესაძლოა აღინიშნოს მიღებიდან უკვე რამოდენიმე დღეში. ღვიძლის ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ შეინიშნება რამოდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ფერმენტების ინდუქციის შენარჩუნება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.

ხანმოკლე მკურნალობა

ქალებს, რომლებიც იტარებენ პრეპარატებით თერაპიას, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას ან ფიტოთერაპიას, უნდა მიეცეთ ინფორმაცია პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ეფექტურობის შესაძლო დასუსტების შესახებ. პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერთან ერთად პარარელურად საჭიროა ბარიერული კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. ბარიერული კონტრაცეპციის მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული აღნიშნული პრეპარატებით მთლიანი თერაპიული კურსის განმავლობაში, და ასევე მისი დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში.

ხანგრძლივი მკურნალობა

ქალებში, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას, უნდა განიხილოს საკითხი ალტერნატიული კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენების შესახებ, რომლებიც არ ახდენენ ზემოქმედებას პრეპარატებზე, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას.

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების კლირენსის გაზრდას (ეფექტურობის შემცირება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის ხარჯზე)

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრომიდონი, რიფამპიცინი, ეფავირენზი და, შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, რიფაბუტინი და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას წარმოებულებს (Hypericum perforatum).

ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ცვლად ეფექტს ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების კლირენსზე

ჰორმონალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებთან ერთად ერთდროული აივ-პროთეაზას ინჰიბიტორების მრავალი კომბინაციების დანიშვნისას (მაგ., რიტონავირი, ნელფინავირი) და არანუკლეოზიდური შებრუნებითი ტრანსკრიპთაზას ინჰიბიტორების (მაგ., ნევირაპინი) და/ან კომბინაციების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც გამოიყენებიან ვირუსული C ჰეპატიტის (HCV) სამკურნალოდ (მაგალითად, ბოცეპრევირი, ტელაპრევირი) შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს სისხლის პლაზმაში პროგესტინების კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილებების ეფექტი შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს.

ამიტომ მოსალოდნელი წამლის ურთიერთქმედების გამოვლენის მიზნით და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჭიროა ჩატარდეს ინფორმაციის ანალიზი თანმდევი აივ-ინფექციის/C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების გამოყენების შესახებ. ნებისმიერი საეჭვო მდგომარეობის შემთხვევაში ქალებში, რომლებიც იღებენ პროთეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდურ შებრუნებით ტრანსკრიპთაზას ინჰიბიტორებს, აუცილებელია დამატებითი ბარიერული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კონტრაცეპტული ჰორმონალური პრეპარატების კლირენსის შემცირებას (მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები)

ძლიერი (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარიტრომიცინი) ან ზომიერი (მაგ., ფლუკონაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი) CYP3A4 ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლის შრატში პროგესტინების კონცენტრაცია, მათ შორის ეტონოგესტრელისაც, რომელიც არის დეზოგესტრელის აქტიური მეტაბოლიტი.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ზეგავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, შესაძლოა სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).

ლაბორატორიული გამოკვლევები

ნაჩვენებია, რომ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე შესაძლოა შეიცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების შედეგები, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ჩათვლით; ასევე სისხლის შრატში გადამტანი ცილების კონცენტრაცია (მაგალითად, სქესობრივი ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინი (SHBG)), ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქცია, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლები, და ასევე სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები. როგორც წესი ეს მაჩვენებლები არ ცდებიან ნორმული მნიშვნელობის ზღვარს. Aამ სახით ეს მონაცემები მისაღებია თუარა კონტრაცეპტივებისთვის, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავენ უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ორსულობის დადგომისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პროგესტაგენების ძალიან მაღალმა დოზირებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ფოტუსის მასკულინიზაცია.

ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევების მსვლელობისას არ გამოვლენილა ბავშვების განვითარებისას თანდაყოლილი დარღვევების რისკის გაზრდა, რომელთა დედები დაორსულებამდე იღებდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ან ტერატოგენური ზემოქმედება შემთხვევით კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ორსულობის ადრეულ სტადიაში გამოყენებისას. ფარმაკოლოგიური დაკვირვევებების მონაცემები სხვადასხვა დეზოგესტრელის შემცველ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით ასევე არ აჩვენებენ განვითარების დარღვევების მომატებულ რისკს.

ძუძუთი კვება

Kკლინიკური კვლევევბის მონაცემების საფუძველზე ლაქტინეტი®-რიხტერი არ ახდენს რძის გამოყოფაზე ან ხარისხზე ზეგავლენას (პროტეინის კონცენტრაციაზე, ლაქტოზაზე ან ცხიმებზე). თუმცა პოსტრეგისტრაციული პრაქტიკის დროს იყო შეტყობინებები რძის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით. ეტონოგესტრელის მცირე რაოდენობა (დეზოგესტრელის მეტაბოლიტი) გამოიყოფა დედის რძეში: ბავშვმა შესაძლოა მიიღოს 0,01 - 0,05 მკგ ეტონოგესტრელი სხეულის ყოველ კგ-ზე დღე-ღამეში დედის რძიდან (დაახლოებით დაანგარიშებული რძის მოთხოვნილების მიხედვით 150მლ/კგ/დღეში). Iსევე როგორც სხვა პროგესტაგენის შემცველი პრეპარატების, ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ბავშვებში ხანგრძლივი კვლევების შესახებ, რომელთა დედებმაც დაიწყეს ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება 4-დან 8 კვირამდე პერიოდში მშობიარობიდან. ბავშვები ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ 7 თვემდე. მათზე დაკვირვება ჩატარდა 1,5 წლის ასაკამდე (ნ=32) და 2,5 წლამდე (ნ=14). ზრდის, ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შეფასებისას არ გამოვლენილა სხვაობები იმ ჩვილებთან შედარებით, რომელთა დედებშიც გამოიყენებოდა საშვილოსნოშიდა სპილენძის სპირალი (სსს) ლაქტაციის პერიოდში.

არსებული მონაცემების გათვალისწინებით პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში. მიუხედავად ამისა აუცილებელია ზრდის და განვითარების პროცესზე მკაცრი მონიტორინგი იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებენ ლაქტინეტი®-რიხტერს.

ფერტილობა

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი გამოიყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ. ფერტილობის (ოვულაციის) აღდგენის შესახებ ინფორმაცია იხ. პუნქტში ,,ფარმაკოდინამიკა’’.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეზოგესტრელი არ ახდენს ან ახდენს მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში.

ყოველი ბლისტერი მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგის პაკეტში.

1 ან 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მუყაოს კოლოფში ჩადებულია მუყაოს მკვრივი საფარი ბლისტერის შენახვისთვის.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევების მსვლელობისას შედარებით ხშირად აღინიშნა ისეთი არასასურველი გვერდითი რეაქციები (აგრ), როგორიცაა არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა. არარეგულარული სისხლდენები აღენიშნათ ქალების 50 %, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს ტაბლეტების სახით 75 მკგ დოზირებით. ვინაიდან დეზოგესტრელი (სხვა კონტრაცეპტულებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს) იწვევს ოვულაციის დათრგუნვას პრაქტიკულად 100 % შემთხვევებში, არარეგულარული სისხლდენა მისი გამოყენებისას აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა კონტრაცეპტულების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს. ქალების 20-30%-ში სისხლდენა ვლინდება უფრო ხშირად, ხოლო დანარჩენ 20%-ში შედარებით იშვიათად ან საერთოდ წყდება. ასევე შესაძლოა აღინიშნოს შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენა.

პრეპარატის გამოყენებიდან ორი თვის შემდეგ მენსტრუალური სისხლდენა ხდება უფრო იშვიათი. ქალები, რომლებიც იღებენ აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის ასევე ექიმთან კონსულტაციის დროს და აწარმოებენ მენსტრუალურ დღიურს უფრო კარგად ადაპტირდება ახალი ხასიათის სისხლდენასთან. კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით დეზოგესტრალის 75 მკგ ტაბლეტის სახით მიღებისას შედარებით ხშირად (შემთხვევების >2,5%) აღინიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა აკნე, ხასიათის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილები, ღებინება და სხეულის წონის მატება.

არასასურველი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის და სისტემ-ორგანული კლასის მიხედვით. არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1 000-დან <1/100-მდე),იშვიათი (>1/10 000 -დან <1/1 000-მდე) და უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება).

სისტემ-ორგანული კლასი (MedDRA)*

არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირე

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინალური ინფექციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელონის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით და ანაფილაქსიური რეაქცია

ფსიქიური დაავადებები

ხასიათის ცვლილება

ლიბიდოს დასუსტება

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

გულისრევა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

აკნე

ალოპეცია

გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, კვანძური ერითემა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

სარძევე ჯირკვლების ტკივილები, არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა, ამენორეა

დისმენორეა, საკვერცხის კისტა

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

დაღლილობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები

სხეულის წონის მატება

  • MedDRA 16.1

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების დროს შესაძლოა აღინიშნოს სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება საშვილოსნოს გარე ორსულობა (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’). გარდა ამისა შესაძლებელია აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების და/ან თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპების გართულება (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’).

არსებობს ცნობები მთელი რიგი სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეტივებს, მათ შორის ვენოზური და არტერიული თრომბოემბოლია, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (მაგ., ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო) და ქლოაზმა. ზოგიერთი რეაქციები დეტალურად არის განხილული პუნქტში ,,უსაფრთხოების ზომები’’.

ატონური სისხლდენა ან კონტრაცეპტული არაეფექტურობა შესაძლოა იყოს სხვა მედიკამენტების (მიკროსომალური ფერმენტები ინდუქტორების) ურთიერთზემოქმედების შედეგი ჰორმონალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (იხ. პუნქტი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

არასასურველი ეფექტების შეტყობინება

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაკვირვებისას ნებისმიერი ინფორმაცია არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების გაკონტროლებას. ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან აცნობონ არასასურველი რეაქციების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია შეტყობინების სისტემას, რომელიც მოქმედებს მოცემული სახელმწოფოს ტერიტორიაზე.

ჭარბი დოზა

არ გამოვლენილა ზედოზირების შემთხვევისას სერიოზული შედეგები.

სიმპტომები: შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, ახალგაზრდა გოგონებში - საშვილოსნოდან მსუბუქი სისხლდენა.

მკურნალობა: არ არსებობს ანტიდოტი. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დეზოგესტრელი - 75 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-30, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა 50, α-ტოკოფეროლის სრული რაცემატი;

ტაბლეტის გარსი: ოპადრაი II, 85F28751 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), მაკროგოლი 3000, ტალკი).

აღწერა

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარული გარსიანი აპკით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 5,5 მმ დიამეტრით, ერთ მხარეზე მარკირებით «D» და მეორე მხარეზე «75».

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ჰორმონალური კონტრაცეპტივები. პროგესტაგენები.

ათქ კოდი: G03AC09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლაქტინეტი®-რიხტერი პროგესტაგენის შემცველი კონტრაცეპტული საშულება (შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენ-დეზოგესტრელს).

სხვა კონტრაცეპტიულების მსგავსად, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავს, პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ნაჩვენებია ან ქალებში, რომლებთაც არ შეუძლიათ ან არ უნდათ ესტროგენების მიღება. ჩვეულებრივი კონტრაცეპტიულებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენებს შეიცავს, პრეპარატი მოქმედებს ძირითადად ოვულაციის დათრგუნვის ხარჯზე. სხვა ეფექტები მოიცავენ ცერვიკალური ლორწოვანი გარსის სიბლანტის მომატებას.

კლინიკური კვლევების მონაცემები ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ

კვლევების მსვლელობისას, რომლებიც ჩატარდა 2 ციკლის განმავლობაში, რომლებშიც პროგესტერპნის დონის მიღწევა 16 ნმოლ/ლ-ზე მაღლა 5 დღის განმავლობაში ზედიზედ ოვულაციის დასტურად იყო მიჩნეული, ოვულაცია აღენიშნათ მხოლოდ ქალების 1% (1/103); ამასთანავე ITT ქვეჯგუფში 95%CI შეადგენდა 0,02%-5,29% (არაეფექტური მეთოდის გამო წარუმატებლობის შედეგად ან პრეპარატის არასწორი გამოყენების გამო). ოვულაციის დათრგუნვა მიღწეული იქნა პრეპარატის გამოყენების პირველივე ციკლიდან. ოვულაცია აღინიშნა საშუალოდ 17 დღეში (7-30 დღეში) დეზოგესტრელის მოხსნის შემდეგ, რომლებიც გამოიყენებოდა 2 ციკლის განმავლობაში (56 დღე თანმიმდევრულად).

ეფექტურობის შედარებითი კვლევების მონაცემების მიხედვით (ტაბლეტის მიღების მაქსიმუმ 3 საათის დაგვიანებისას), დეზოგესტრელის პერლის ინდექსის მნიშვნელოვა ITT ქვეჯგუფში შეადგენდა 0,4 (95% CI 0,09-1,20), 1,6-თან შედარებით 30 მკგ ლევონორგესტრელისათვის (95% CI 0,42-3,96).

ამგვარად, დეზოგესტრელის პერლის ინდექსის მნიშვნელობა შეფარდებითია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) ინდექსთან საერთო პოპულაციაში, რომლებიც იყენებენ კპკ-ს.

დეზოგესტრელის გამოყენება იწვევს ესტრადიოლის დონის იმ მნიშვნელობამდე შემცირებას, რომლებიც შეესაბამება ადრეულ ფოლიკულურ ფაზას. კლინიკურად მნიშვნელოვანი მნიშვნელობა ნახშირწლების ცვლაზე, ლიპიდურ მოცულობაზე და გემოსტაზზე არ გამოვლენილა.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

კლინიკური მონაცემები ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ დეზოგესტრელი სწრაფად შეიწოვება და მეტაბოლირდება ეტონოგესტრელად. თანაბარ მდგომარეობაში მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1,8 საათის შემდეგ; ეტონოგესტრელის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%.

განაწილება

ეტონოგესტრელი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 95,5-99,0%, ძირითადად ალბუმინს და, უფრო დაბალი ხარისხით, სქესობრივი ჰორმონის შემაკავშირებელ გლობულინთან შერწყმას (სჰშგ).

მეტაბოლიზმი

დეზოგესტრელი მეტაბოლირდება ჰიდროქსილირების და დეჰიდროგენიზაციის გზით აქტიურ მეტაბოლიტამდე - ეტონეგესტრელამდე. ეტონეგესტრელი მეტაბოლირდება იზოფერმენტებით 3A ციტოქრომი P450 (CYP3A) შემდგომ სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნის გზით.

გამოყოფა

ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღებისას ეტონოგესტრელის საშუალო გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. სისხლის პლაზმაში თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა 4ß-5 დღეში. ეტონოგესტრელის შრატისმიერი კლირენსი ვენაში შეყვანისას შეადგენს დაახლოებით 10 ლ/სთ. ეტონოგესტრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან თავისუფალი სტეროიდების ან კონიუგატების ფორმით შარდში და განავალში (შესაბამისად 1,5:1). ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ეტონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში შესაბამისად 0,37 - 0,55 (რძე/სისხლის პლაზმა). ამ მონაცემების გათვალისწინებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს ესაჭიროება დღეში სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 150 მლ რძე, დღე-ღამეში შესაძლოა მიიღოს მან დაახლოებით 0,01-0,05 მკგ ეტონოგესტრელი დედის რძიდან.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის კვლევები ქალ პაციენტებში თირკმელების დაავადებებით არ ჩატარებულა.

ღვიძლი ფუნქციის დარღვევები

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის კვლევები ქალ პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით არ ჩატარებულა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი ირღვევა.

ეთნიკური ჯგუფები

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის შედარებები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში არ ჩატარებულა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ლაქტინეტი®-რიხტერი

LACTINETTE®-RICHTER

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლაქტინეტი®-რიხტერი (LACTINETTE®-RICHTER)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): დეზოგესტრელი (desogestrel)

წამლის ფორმა: გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დეზოგესტრელი - 75 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-30, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა 50, α-ტოკოფეროლის სრული რაცემატი;

ტაბლეტის გარსი: ოპადრაი II, 85F28751 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), მაკროგოლი 3000, ტალკი).

აღწერა

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარული გარსიანი აპკით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 5,5 მმ დიამეტრით, ერთ მხარეზე მარკირებით «D» და მეორე მხარეზე «75».

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ჰორმონალური კონტრაცეპტივები. პროგესტაგენები.

ათქ კოდი: G03AC09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლაქტინეტი®-რიხტერი პროგესტაგენის შემცველი კონტრაცეპტული საშულება (შეიცავს მხოლოდ პროგესტაგენ-დეზოგესტრელს).

სხვა კონტრაცეპტიულების მსგავსად, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავს, პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ნაჩვენებია ან ქალებში, რომლებთაც არ შეუძლიათ ან არ უნდათ ესტროგენების მიღება. ჩვეულებრივი კონტრაცეპტიულებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენებს შეიცავს, პრეპარატი მოქმედებს ძირითადად ოვულაციის დათრგუნვის ხარჯზე. სხვა ეფექტები მოიცავენ ცერვიკალური ლორწოვანი გარსის სიბლანტის მომატებას.

კლინიკური კვლევების მონაცემები ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ

კვლევების მსვლელობისას, რომლებიც ჩატარდა 2 ციკლის განმავლობაში, რომლებშიც პროგესტერპნის დონის მიღწევა 16 ნმოლ/ლ-ზე მაღლა 5 დღის განმავლობაში ზედიზედ ოვულაციის დასტურად იყო მიჩნეული, ოვულაცია აღენიშნათ მხოლოდ ქალების 1% (1/103); ამასთანავე ITT ქვეჯგუფში 95%CI შეადგენდა 0,02%-5,29% (არაეფექტური მეთოდის გამო წარუმატებლობის შედეგად ან პრეპარატის არასწორი გამოყენების გამო). ოვულაციის დათრგუნვა მიღწეული იქნა პრეპარატის გამოყენების პირველივე ციკლიდან. ოვულაცია აღინიშნა საშუალოდ 17 დღეში (7-30 დღეში) დეზოგესტრელის მოხსნის შემდეგ, რომლებიც გამოიყენებოდა 2 ციკლის განმავლობაში (56 დღე თანმიმდევრულად).

ეფექტურობის შედარებითი კვლევების მონაცემების მიხედვით (ტაბლეტის მიღების მაქსიმუმ 3 საათის დაგვიანებისას), დეზოგესტრელის პერლის ინდექსის მნიშვნელოვა ITT ქვეჯგუფში შეადგენდა 0,4 (95% CI 0,09-1,20), 1,6-თან შედარებით 30 მკგ ლევონორგესტრელისათვის (95% CI 0,42-3,96).

ამგვარად, დეზოგესტრელის პერლის ინდექსის მნიშვნელობა შეფარდებითია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) ინდექსთან საერთო პოპულაციაში, რომლებიც იყენებენ კპკ-ს.

დეზოგესტრელის გამოყენება იწვევს ესტრადიოლის დონის იმ მნიშვნელობამდე შემცირებას, რომლებიც შეესაბამება ადრეულ ფოლიკულურ ფაზას. კლინიკურად მნიშვნელოვანი მნიშვნელობა ნახშირწლების ცვლაზე, ლიპიდურ მოცულობაზე და გემოსტაზზე არ გამოვლენილა.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

კლინიკური მონაცემები ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოიპოვება.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ დეზოგესტრელი სწრაფად შეიწოვება და მეტაბოლირდება ეტონოგესტრელად. თანაბარ მდგომარეობაში მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1,8 საათის შემდეგ; ეტონოგესტრელის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%.

განაწილება

ეტონოგესტრელი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 95,5-99,0%, ძირითადად ალბუმინს და, უფრო დაბალი ხარისხით, სქესობრივი ჰორმონის შემაკავშირებელ გლობულინთან შერწყმას (სჰშგ).

მეტაბოლიზმი

დეზოგესტრელი მეტაბოლირდება ჰიდროქსილირების და დეჰიდროგენიზაციის გზით აქტიურ მეტაბოლიტამდე - ეტონეგესტრელამდე. ეტონეგესტრელი მეტაბოლირდება იზოფერმენტებით 3A ციტოქრომი P450 (CYP3A) შემდგომ სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნის გზით.

გამოყოფა

ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღებისას ეტონოგესტრელის საშუალო გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. სისხლის პლაზმაში თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა 4ß-5 დღეში. ეტონოგესტრელის შრატისმიერი კლირენსი ვენაში შეყვანისას შეადგენს დაახლოებით 10 ლ/სთ. ეტონოგესტრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან თავისუფალი სტეროიდების ან კონიუგატების ფორმით შარდში და განავალში (შესაბამისად 1,5:1). ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ეტონოგესტრელი გამოიყოფა დედის რძეში შესაბამისად 0,37 - 0,55 (რძე/სისხლის პლაზმა). ამ მონაცემების გათვალისწინებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს ესაჭიროება დღეში სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 150 მლ რძე, დღე-ღამეში შესაძლოა მიიღოს მან დაახლოებით 0,01-0,05 მკგ ეტონოგესტრელი დედის რძიდან.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის კვლევები ქალ პაციენტებში თირკმელების დაავადებებით არ ჩატარებულა.

ღვიძლი ფუნქციის დარღვევები

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის კვლევები ქალ პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით არ ჩატარებულა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი ირღვევა.

ეთნიკური ჯგუფები

დეზოგესტრელის ფარმაკოკინეტიკის შედარებები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში არ ჩატარებულა.

გამოყენების ჩვენებები:

კონტრაცეპტული საშუალება.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი ,,შემადგენლობა’’).
  • ვენოზური თრომბოემბოლია პრეპარატის მიღების საწყის პერიოდში.
  • ღვიძლის რთული გადატანილი ან აქტიური დაავადებები (პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე).
  • დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები.
  • დაუდგენელი ეთიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ორსულობის დადგომისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პროგესტაგენების ძალიან მაღალმა დოზირებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მდედრობითი სქესის ფოტუსის მასკულინიზაცია.

ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევების მსვლელობისას არ გამოვლენილა ბავშვების განვითარებისას თანდაყოლილი დარღვევების რისკის გაზრდა, რომელთა დედები დაორსულებამდე იღებდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ან ტერატოგენური ზემოქმედება შემთხვევით კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ორსულობის ადრეულ სტადიაში გამოყენებისას. ფარმაკოლოგიური დაკვირვევებების მონაცემები სხვადასხვა დეზოგესტრელის შემცველ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით ასევე არ აჩვენებენ განვითარების დარღვევების მომატებულ რისკს.

ძუძუთი კვება

Kკლინიკური კვლევევბის მონაცემების საფუძველზე ლაქტინეტი®-რიხტერი არ ახდენს რძის გამოყოფაზე ან ხარისხზე ზეგავლენას (პროტეინის კონცენტრაციაზე, ლაქტოზაზე ან ცხიმებზე). თუმცა პოსტრეგისტრაციული პრაქტიკის დროს იყო შეტყობინებები რძის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით. ეტონოგესტრელის მცირე რაოდენობა (დეზოგესტრელის მეტაბოლიტი) გამოიყოფა დედის რძეში: ბავშვმა შესაძლოა მიიღოს 0,01 - 0,05 მკგ ეტონოგესტრელი სხეულის ყოველ კგ-ზე დღე-ღამეში დედის რძიდან (დაახლოებით დაანგარიშებული რძის მოთხოვნილების მიხედვით 150მლ/კგ/დღეში). Iსევე როგორც სხვა პროგესტაგენის შემცველი პრეპარატების, ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ბავშვებში ხანგრძლივი კვლევების შესახებ, რომელთა დედებმაც დაიწყეს ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება 4-დან 8 კვირამდე პერიოდში მშობიარობიდან. ბავშვები ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ 7 თვემდე. მათზე დაკვირვება ჩატარდა 1,5 წლის ასაკამდე (ნ=32) და 2,5 წლამდე (ნ=14). ზრდის, ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შეფასებისას არ გამოვლენილა სხვაობები იმ ჩვილებთან შედარებით, რომელთა დედებშიც გამოიყენებოდა საშვილოსნოშიდა სპილენძის სპირალი (სსს) ლაქტაციის პერიოდში.

არსებული მონაცემების გათვალისწინებით პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში. მიუხედავად ამისა აუცილებელია ზრდის და განვითარების პროცესზე მკაცრი მონიტორინგი იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებენ ლაქტინეტი®-რიხტერს.

ფერტილობა

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი გამოიყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ. ფერტილობის (ოვულაციის) აღდგენის შესახებ ინფორმაცია იხ. პუნქტში ,,ფარმაკოდინამიკა’’.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

კონტრაცეპტული ეფექტის მიღწებისათვის აუცილებელია დაიცვათ პრეპარატის მიღების წესი (იხ. ინსტრუქციაში პუნქტი ,,ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების წესი’’ და ,,როგორ დავიწყოთ ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება’’).

განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

კლინიკური კვლევები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

კლინიკური კვლევები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა. ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევებისას შესაძლოა დაირღვეს სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ინიშნება მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ (იხ. პუნქტი ,,უკუჩვენებები’’).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი. ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

მიღების გზა

მიიღება პერორალურად.

ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება ყოველდღიურად, დაახლოებით ერთიდაიგივე დროს, ისე, რომ ორ ტაბლეტს შორის მიღების დრო შეადგენდეს 24 საათს. პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. შემდეგ განაგრძობთ მიღებას დღეს ერთი ტაბლეტის დოზირებით, იმ შემთხვევაშიც თუ გამოვლინდება მენსტრუალური რეაქციები. ახალი ბლისტერული შეფუთვა იწყება პირველი შეფუთვის დამთავრებიდან მეორე დღეს.

როგორ უნდა დაიწყოთ ლაქტინეტი®-რიხტერის მიღება

პაციენტები, რომლებიც მანამდე არ იღებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპტულებს (წინა თვეს)

ტაბლეტის მიღება უნდა დაიწყოთ ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). პრეპარატის მიღების დაწყება ნებადართულია პირველი მენსტრუალური ციკლის 2-5 დღეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ტაბლეტის მიღების პირველი შვიდი დღის განმავლობაში რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ორსულობის შეწყვეტისას პირველ ტრიმესტრში

პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტისთანავე, არ არის საჭირო სხვა სახის დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

მშობიარობა და ორსულობის შეწყვეტა მეორე ტრიმესტრში

სასურველია პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან 21-28 დღეს. ქალებში, რომლებიც იწყებენ ტაბლეტები მიღებას მოგვიანებით, საჭიროა დამატებითი ბარიერული კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება პრეპარატის მიღებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში. თუ პრეპარატის გამოყენებამდე აღინიშნა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ლაქტინეტი®-რიხტერის პირველი ტაბლეტის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან დაელოდოთ პირველ მენსტრუალურ სისხლდენას. დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ იხილეთ პუნქტში ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში’’.

როგორ დავიწყოთ პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება სხვა კონტრაცეპტული მეთოდების შემდეგ

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა კომბინირებული ვაგინალური კონტრაცეპტივების, ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური პლასტირის გამოყენებიდან

რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაწყება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტულების წინა ტაბლეტის (ე.ი. ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას) მიღებიდან მომდევნო დღეს ან საშოს რგოლის ამოღების ან ტრასდერმალური პლასტირის მოშორების დღესვე. ასეთ შემთხვევებში დამატებითი კონტრაცეპციის გამოყენება არ არის საჭირო.

ასევე შესაძლებელია ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების დაწყება მოგვიანებითაც, ანუ წინა ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეზე გვიან ან საშოს რგოლის ან პლასტირის გამოყენების შეწყვეტიდან მოგვიანებით დღეებში ან პლაცებო ტაბლეტებს შორის ინტერვალის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღების პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებითი (ბარიერული) კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა პრეპარატებიდან, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს (,,მინი-პილი’’, ინექცია, იმპლანტანტი) ან პროგესტაგენის გამოთავისუფლების საშვილოსნოსშიდა სისტემებიდან (სშს).

,,მინი-პილის’’ გამოყენებიდან პრეპარატ ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს. პრეპარატ ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებაზე გადასვლა შესაძლებელია იმპლანტანტის / სშს-ის ამოღების დღესვე ან ინექციის ფორმის კონტრაცეპტივების მომდევნო დაგეგმილ დღეს.

გამოტოვებული ტაბლეტის მიღება

თუ ორ ტაბლეტს შორის მიღების დრო აღემატება 36 საათს, შესაძლებელია აღინიშნოს კონტრაცეპტული ეფექტის შემცირება. თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანებამ შეადგინა არაუმეტეს 12 საათი, ქალმა უნდა მიიღოს გამოტოვებული ტაბლეტი გახსენებისთანავე დროულად, ხოლო შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ მომდევნო მიღების დროს. თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანების დრო აღემატება 12 საათს, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდები. თუ ქალმა გამოტოვა ერთი ან მეტი ტაბლეტი პირველი კვირის განმავლობაში და განხორციელდა სქესობრივი კონტაქტი აქამდე ერთი კვირის წინა პერიოდში, არსებობს დაორსულების რისკი.

რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის დარღვევის დროს გამოყენებისას

რთული კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას შესაძლოა არ მოხდეს აქტიური ნივთიერების სრულად შეწოვა, ამიტომ საჭიროა დამატებითი კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში გამოვლინდა ღებინება, შესაძლოა დასუსტდეს პრეპარატის შეწოვა. ვინაიდან ეს სიტუაცია განიხილება, როგორც ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევა, ამიტომ მსგავს შემთხვევებში უნდა მისდიოთ მითითებებს, რომლებიც აღწერილია ტაბლეტის მიღების გამოტოვების შესახებ ინფორმაციაში (იხ. პუნქტი ,,გამოტოვებული ტაბლეტის მიღება’’).

ქალის მდგომარეობის კონტროლი პრეპარატის მიღების დროს

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის შეგროვება და მკაცრი გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება ორსულობის გამორიცხვის მიზნით. მენსტრუალური ციკლის დარღვევების შემთხვევაში (ოლიგო ან ამენორეა) აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების დროს ტარდება რეგულარული სამედიცინო შემოწმება, რომლის პერიოდულობაც ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუ არსებობს ლატენტური ან მანიფესტური დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’), მაშინ უნდა ჩატარდეს საკონტროლო გამოკვლევები შესაბამისი პერიოდულობით.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების ფონზე შესაძლოა გამოვლინდეს სისხლენა საშვილოსნოდან, მათ შორის პაციენტებში, რომლებმაც არ გამოტოვეს ტაბლეტის მიღება. ხშირი ან რეგულარული სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა განიხილოს საკითხი ალტერნატიული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენების შესახებ. პერსისტირებული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანული პათოლოგია.

ამენორეის დროს (პრეპარატის მიღების ფონზე) გამოკვლევის მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, იცავდა თუ არა პაციენტი პრეპარატის მიღების წესებს; ასეთ პაციენტებში პირველი გამოკვლევის სახით უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი.

ორსულობის დადასტურების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ქალს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ლაქტინეტი®-რიხტერი მას არ იცავს აივ-ინფექციური (შიდსისგან) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

გვერდითი ეფექტები

კლინიკური კვლევების მსვლელობისას შედარებით ხშირად აღინიშნა ისეთი არასასურველი გვერდითი რეაქციები (აგრ), როგორიცაა არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა. არარეგულარული სისხლდენები აღენიშნათ ქალების 50 %, რომლებიც იღებდნენ დეზოგესტრელს ტაბლეტების სახით 75 მკგ დოზირებით. ვინაიდან დეზოგესტრელი (სხვა კონტრაცეპტულებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს) იწვევს ოვულაციის დათრგუნვას პრაქტიკულად 100 % შემთხვევებში, არარეგულარული სისხლდენა მისი გამოყენებისას აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა კონტრაცეპტულების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს. ქალების 20-30%-ში სისხლდენა ვლინდება უფრო ხშირად, ხოლო დანარჩენ 20%-ში შედარებით იშვიათად ან საერთოდ წყდება. ასევე შესაძლოა აღინიშნოს შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენა.

პრეპარატის გამოყენებიდან ორი თვის შემდეგ მენსტრუალური სისხლდენა ხდება უფრო იშვიათი. ქალები, რომლებიც იღებენ აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის ასევე ექიმთან კონსულტაციის დროს და აწარმოებენ მენსტრუალურ დღიურს უფრო კარგად ადაპტირდება ახალი ხასიათის სისხლდენასთან. კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით დეზოგესტრალის 75 მკგ ტაბლეტის სახით მიღებისას შედარებით ხშირად (შემთხვევების >2,5%) აღინიშნა ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა აკნე, ხასიათის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილები, ღებინება და სხეულის წონის მატება.

არასასურველი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის და სისტემ-ორგანული კლასის მიხედვით. არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1 000-დან <1/100-მდე),იშვიათი (>1/10 000 -დან <1/1 000-მდე) და უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება).

სისტემ-ორგანული კლასი (MedDRA)*

არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირე

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობია

ინფექციები და ინვაზიები

ვაგინალური ინფექციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელონის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით და ანაფილაქსიური რეაქცია

ფსიქიური დაავადებები

ხასიათის ცვლილება

ლიბიდოს დასუსტება

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

კონტაქტური ლინზების აუტანლობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

გულისრევა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

აკნე

ალოპეცია

გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, კვანძური ერითემა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

სარძევე ჯირკვლების ტკივილები, არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა, ამენორეა

დისმენორეა, საკვერცხის კისტა

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

დაღლილობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები

სხეულის წონის მატება

  • MedDRA 16.1

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის მიღების დროს შესაძლოა აღინიშნოს სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება საშვილოსნოს გარე ორსულობა (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’). გარდა ამისა შესაძლებელია აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების და/ან თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპების გართულება (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები’’).

არსებობს ცნობები მთელი რიგი სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეტივებს, მათ შორის ვენოზური და არტერიული თრომბოემბოლია, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (მაგ., ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო) და ქლოაზმა. ზოგიერთი რეაქციები დეტალურად არის განხილული პუნქტში ,,უსაფრთხოების ზომები’’.

ატონური სისხლდენა ან კონტრაცეპტული არაეფექტურობა შესაძლოა იყოს სხვა მედიკამენტების (მიკროსომალური ფერმენტები ინდუქტორების) ურთიერთზემოქმედების შედეგი ჰორმონალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (იხ. პუნქტი ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

არასასურველი ეფექტების შეტყობინება

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაკვირვებისას ნებისმიერი ინფორმაცია არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების გაკონტროლებას. ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან აცნობონ არასასურველი რეაქციების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია შეტყობინების სისტემას, რომელიც მოქმედებს მოცემული სახელმწოფოს ტერიტორიაზე.

ჭარბი დოზირება:

არ გამოვლენილა ზედოზირების შემთხვევისას სერიოზული შედეგები.

სიმპტომები: შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, ახალგაზრდა გოგონებში - საშვილოსნოდან მსუბუქი სისხლდენა.

მკურნალობა: არ არსებობს ანტიდოტი. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედებები

შენიშვნა: მოსალოდნელი ურთიერთქმედების დადგენის მიზნით გაეცანით თანმდევი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციებს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა ლაქტინეტი®-რიხტერზე

შესაძლოა განვითარდეს ურთიერთზეგავლენა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუცირებას, რაც თავისთავად იწვევს სქესობრივი ჰორმონების კლირენსის გაზრდას და ,,ატონურ’’ სისხლდენის განვითარებას და/ან არ შემდგარ კონტრაცეპტულ ეფექტს.

ტაქტიკა

ფერმენტების ინდუქცია შესაძლოა აღინიშნოს მიღებიდან უკვე რამოდენიმე დღეში. ღვიძლის ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ შეინიშნება რამოდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს ფერმენტების ინდუქციის შენარჩუნება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.

ხანმოკლე მკურნალობა

ქალებს, რომლებიც იტარებენ პრეპარატებით თერაპიას, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას ან ფიტოთერაპიას, უნდა მიეცეთ ინფორმაცია პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ეფექტურობის შესაძლო დასუსტების შესახებ. პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერთან ერთად პარარელურად საჭიროა ბარიერული კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. ბარიერული კონტრაცეპციის მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული აღნიშნული პრეპარატებით მთლიანი თერაპიული კურსის განმავლობაში, და ასევე მისი დასრულებიდან 28 დღის განმავლობაში.

ხანგრძლივი მკურნალობა

ქალებში, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას, უნდა განიხილოს საკითხი ალტერნატიული კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენების შესახებ, რომლებიც არ ახდენენ ზემოქმედებას პრეპარატებზე, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუცირებას.

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების კლირენსის გაზრდას (ეფექტურობის შემცირება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის ხარჯზე)

ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრომიდონი, რიფამპიცინი, ეფავირენზი და, შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, რიფაბუტინი და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას წარმოებულებს (Hypericum perforatum).

ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ცვლად ეფექტს ჰორმონალური კონტრაცეპტული პრეპარატების კლირენსზე

ჰორმონალურ კონტრაცეპტულ პრეპარატებთან ერთად ერთდროული აივ-პროთეაზას ინჰიბიტორების მრავალი კომბინაციების დანიშვნისას (მაგ., რიტონავირი, ნელფინავირი) და არანუკლეოზიდური შებრუნებითი ტრანსკრიპთაზას ინჰიბიტორების (მაგ., ნევირაპინი) და/ან კომბინაციების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც გამოიყენებიან ვირუსული C ჰეპატიტის (HCV) სამკურნალოდ (მაგალითად, ბოცეპრევირი, ტელაპრევირი) შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს სისხლის პლაზმაში პროგესტინების კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილებების ეფექტი შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს.

ამიტომ მოსალოდნელი წამლის ურთიერთქმედების გამოვლენის მიზნით და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჭიროა ჩატარდეს ინფორმაციის ანალიზი თანმდევი აივ-ინფექციის/C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების გამოყენების შესახებ. ნებისმიერი საეჭვო მდგომარეობის შემთხვევაში ქალებში, რომლებიც იღებენ პროთეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდურ შებრუნებით ტრანსკრიპთაზას ინჰიბიტორებს, აუცილებელია დამატებითი ბარიერული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კონტრაცეპტული ჰორმონალური პრეპარატების კლირენსის შემცირებას (მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები)

ძლიერი (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარიტრომიცინი) ან ზომიერი (მაგ., ფლუკონაზოლი, დილთიაზემი, ერითრომიცინი) CYP3A4 ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლის შრატში პროგესტინების კონცენტრაცია, მათ შორის ეტონოგესტრელისაც, რომელიც არის დეზოგესტრელის აქტიური მეტაბოლიტი.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის ზეგავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, შესაძლოა სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინი) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).

ლაბორატორიული გამოკვლევები

ნაჩვენებია, რომ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე შესაძლოა შეიცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების შედეგები, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ჩათვლით; ასევე სისხლის შრატში გადამტანი ცილების კონცენტრაცია (მაგალითად, სქესობრივი ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინი (SHBG)), ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქცია, ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლები, და ასევე სისხლის შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები. როგორც წესი ეს მაჩვენებლები არ ცდებიან ნორმული მნიშვნელობის ზღვარს. Aამ სახით ეს მონაცემები მისაღებია თუარა კონტრაცეპტივებისთვის, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავენ უცნობია.

უსაფრთხოების ზომები

შემდეგში აღწერილი ნებისმიერი დაავადებების არსებობის ან მათი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების რისკ-სარგებელის შეფასება და პაციენტი უნდა გაეცნოს შედეგების შესახებ ინფორმაციას პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე. თუ ვლინდება ამ მდგომარეობების გამოვლენა, გაძლიერება ან გამწვავება პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მოხსნის აუცილებლობის შესახებ.

საერთო ჯამში, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი. ქალებში, რომლებიც იღებენ კომბიბირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს, უმნიშვნელოდ იზრდება სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკი. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი თანდათანობით მცირდება. ეს რისკი არ არის დამოკიდებული კოკ-ის ხანგრძლივ გამოყენებასთან, არამედ ქალის ასაკთან, რომელიც იღებს კოკ-ს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კიბოს შემთხვევების სავარაუდო შემთხვევების რიცხვი 10 000 ქალში, რომლებიც იღებდნენ კოკ-ს (კოკ-ის გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლამდე პერიოდში), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ კოკ-ს იგივე პერიოდის განმავლობაში. მონაცემები დაანგარიშებულია და წარმოდგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ასაკობრივი ჯგუფი

დიაგნოსტირებული კიბოს შემთხვევების მოსალოდნელი რიცხვი ქალებში, რომლებიც იღებდნენ კოკ-ს

დიაგნოსტირებული კიბოს შემთხვევების მოსალოდნელი რიცხვი ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ კოკ-ს

16‒19 წლის

4,5

4

20‒24 წლის

17,5

16

25‒29 წლის

48,7

44

30‒34 წლის

110

100

35‒39 წლის

180

160

40‒44 წლის

260

230

სარძევე ჯირკვლების კიბოს შემთხვევების გახშირება კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგესტაგენს (როგორიცაა პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი), უმეტესად აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს. თუმცა მონაცემები ,,მინი-პილი’’-ს შესახებ ნაკლებად ერთმნიშვნელოვანია. კოკ-ის გამოყენებასთან ასოცირებული სარძევე ჯირკვლების კიბოს გაზრდილი რისკის უფრო მცირეა, ვიდრე ცხოვრების განმავლობაში გამოვლენილი სარძევე ჯირკვლების განვითარების რისკი. ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს, როგორც წესი დიაგნოსტირება ხდება უმეტესად ადრეულ სტადიაში, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ კოკ-ს. მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ კოკ-ს შესაძლოა ახსნილი იქნეს ნაადრევად შესაძლებელი დიაგნოსტირების შედეგად, რაც გამოწვეულია ტაბლეტის ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორების კომბინაციით.

ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს პროგესტაგენის ნეგატიური ეფექტი ღვიძლის ავთვისებიან წარმონაქმნის დინამიკაზე, ასეთი დარღვევების არსებობისას უნდა შეფასდეს პრეპარატის გამოყენების ,,რისკ/სარგებელი’’ ინდივიდუალურად.

მწვავე ან ქრონიკული ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მიხედვით კოკ-ის გამოყენება კავშირშია უეცარი თრომბოემბოლიის განვითარების სიხშირის გაზრდასთან (უთე, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის თრომბოემბოლია). თუმცა ამ ცნობების კლინიკური მნიშვნელობა დეზოგესტერლთან მიმართებაში, რომელიც გამოიყენება კონტრაცეპტივებში ესტროგენული კომპონენტის გარეშე, არ არის ცნობილი, თრომბოზის განვითარების შემთხვევაში პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება აუცილებლად უნდა შეწყდეს. უნდა განიხილოს საკითხი პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების შეწყვეტის შესახებ ხანგრძლივი უმოძრაობის შემთხვევაში, რაც კავშირშია ქირურგიულ ოპერაციებთან ან დაავადებებთან.

ანამნეზში თრომბოემბოლიური გართულებების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი გაფრთხილებული იქნეს დაავადების მოსალოდნელი რეციდივის გამოვლენის შესახებ პრეპარატის გამოყენების ფონზე.

დათრგუნული განწყობა და დეპრესია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი ,,გვერდითი მოვლენები’’). დეპრესია შესაძლოა იყოს სერიოზული დარღვევა და გახდეს სუიციდური ქმედების ან სუიციდის ჩადენის რისკ-ფაქტორი. ქალებში, რომლებშიც გამოვლინდება მკურნალობისას ან მკურნალობის დაწყებისთანავე ხასიათის ცვლილებები და დეპრესიული სიმპტომები უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროგესტაგენებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ქსოვილებში ინსულინის მიმართ რეზისტენტულობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, ამ დრომდე არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება თერაპიის რეჟიმის შეცვლის შესახებ შაქრიანი დიაბეტის დროს და ,,მინი-პილი’-ს გამოყენებისას. თუმცა პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების პირველ თვეში რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი.

ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენების ფონზე არტერიული ჰიპერტენზიის მდგრადობის ან რეფრაქტერიის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირებას იმ დონემდე, რაც შეესაბამება ადრეულ ფოლიკულურ ფაზას. ამ დრომდე არ არის ცნობილი, ახდენს თუ არა ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ზეგავლენას ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე.

კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ პროგეტაგენს, იცავენ საშვილოსნოს გარე ორსულობისგან უფრო ეფექტურად, ვიდრე კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები. ეს აიხსნება იმით, რომ კონტრაცეპტივების გამოყენებისას, რომლებიც მხოლოდ პროგესტაგენს შეიცავენ, საკმაოდ ხშირად ხდება ოვულაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერი ეფექტურად თრგუნავს ოვულაციას, ამონორეის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ან მუცელში ტკივილების დროს ვარაუდი უნდა გაკეთდეს საშვილოსნოს გარე ორსულობის არსებობაზე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით თუ ეს მდგომარეობა უკვე აღინიშნა წარსულშიც (ორსულობის დროს). ქალებში, რომლებშიც ნავარაუდევია ქლოაზმა, პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის გამოყენებისას უნდა მოერიდოთ მზეზე ყოფნას, ასევე ულტრაიისფერ დასხივებას.

ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი დაავადებები, რომელთა გამოვლენის კავშირი პროგესტაგენების გამოყენებასთან არ არის დადგენილი: სიყვითლე და/ან ქავილი ქოლესტაზის ფონზე; შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზური-ურემიული სინდრომი; სიდენგას ქორეა; ორსულების ჰერპესი; სმენის დაკარგვა, კავშირშია ოტოსკლეროზთან; ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის თანდაყოლილი.

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის კონტრაცეპტული ეფექტურობა შესაძლოა დასუსტდეს ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში (იხ. პუნქტი ,,გამოყენების წესი და დოზირება’’) ან სამკურნალო საშუალებების თანმდევი გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ეტონოგესტრელის, დეზოგესტრელის აქტიური მეტაბოლიტის სისხლის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას (იხ. პუნქტი ,,ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან’’).

პრეპარატი ლაქტინეტი®-რიხტერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავენ 52,34მგ ლაქტოზას, ლაქტოზას მონოჰიდრატის სახით. პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, სრული ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დეზოგესტრელი არ ახდენს ან ახდენს მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში.

ყოველი ბლისტერი მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგის პაკეტში.

1 ან 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მუყაოს კოლოფში ჩადებულია მუყაოს მკვრივი საფარი ბლისტერის შენახვისთვის.

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

ღსს ,,გედეონ რიხტერ’’

1103 ბუდაპეშტი, დიომრეის ქ. 19-21, უნგრეთი

მწარმოებელი:

ღსს ,,გედეონ რიხტერი’’

1103 ბუდაპეშტი, დიომრეის ქ. 19-21, უნგრეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160 ქ. თბილისის, ს. კანდელაკის ქ. №8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქ. დუშანბე, ისმაილი სომონის რაიონი, რუდაკის პრ. 127, შპს რუდაკი პლაზა, მე-5 სართული, ოფ.507, 508.

ტელეფონი: +992-44-603-33-36

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბატი, ათა თურქის ქ., სახლი 82, ბერკარარ ბიზნეს ცენტრი, E-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, ულან-ბატორი, ხან-ულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012), დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქ., სახლი 118, კვ. 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელ.ფოსტის მისამართი: drugsafety.mn@ gedeonrichter.eu

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა