ლატანოპროსტენი რომფარმი
LATANOPROSTEN ROMPHARM
პრეპარატი ლატანოპროსტენი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად მომატებული თვალშიდა წნევის (მთწ) შესამცირებლად, ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლატანოპროსტენი (latanoprostene bunod)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.24მგ/მლ 2.5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
- ATC კოდი
- S01EE06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043704
- რეგისტრირებულია
- 24 ივლისი 2025, მოქმედებს 24 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლატანოპროსტენი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ლატანოპროსტენი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად მომატებული თვალშიდა წნევის (მთწ) შესამცირებლად, ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
1 წვეთი 1-ჯერ დღეში საღამოს. ლატანოპროსტენი რომფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული დღეში ერთ ჯერზე მეტად, რადგან პროსტაგლანდინის ანალოგების უფრო ხშირად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დაქვეითების ეფექტის გამოხატულება.
ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.
ბავშვები
16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირების რეჟიმისგან.
ლატანოპროსტენი რომფარმის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ხანგრძლივი ქრონიკული გამოყენებისას პიგმენტაციის მომატებასთან დაკავშირებული შესაძლო შეშფოთების გამო რეკომენდებული არ არის.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)
ხანდაზმულ პაციენტებში ლატანოპროსტენი ბუნოდის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული მონაცემებისგან.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდის შემცველი თვალის წვეთების გამოყენება არ არის შესწავლილი, ამიტომ პრეპარატი ლატანოპროსტენ რომფარმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ კატეგორიაში.
გამოყენების წესი
ადგილობრივად, დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ ღრუში ინსტილაციების სახით.
ლატონოპროსტენი რომფარმის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ნასოლაკრიმული ოკლუზიის ჩატარება ან თვალის ფრთხილად დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში. ამან შეიძლება დაწიოს პრეპარატის სისტემური აბსორბცია, რითაც შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციების ალბათობა და გაზარდოს ადგილობრივი ეფექტურობა.
ლატანოპროსტენი რომფარმის სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას (მათ შორის თვალშიდა წნევის შესამცირებელი პრეპარატები), მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.
თავსახურის მოხსნის შემდეგ და პროდუქტის გამოყენებამდე, მოაშორეთ პირველი გახსნისგან დამცავი რგოლი, თუ ის არ არის ყელზე მიმჯდარი.
ფლაკონი იუნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული, როდესაც ის არ გამოიყენება .
მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას ქუთუთოებთან ან ნებისმიერ ზედაპირთან, რათა თავიდან აიცილოთ ფლაკონ-საწვეთურის და მისი შიგთავსის ბაქტერიებით კონტამინაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექცია. კონტამინირებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და მხედველობის შემდგომი დაკარგვა. ასევე მოერიდეთ ფლაკონ-საწვეთურის წვერის თვალთან კონტაქტს, რადგან ასეთმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმატიზაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტენ ბუნოდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში <<შემადგენლობა>>.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ვინაიდან არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ზემოქმედება ლატანოპროსტენ ბუნოდზე და მის მეტაბოლიტებზე, ლატანოპროსტის მჟავასა და ბუტანდიოლის მონონიტრატზე (აზოტის ოქსიდის დონორი). ამგვარად, ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ ლატანოპროსტენ ბუნოდმა და მისმა მეტაბოლიტებმა დათრგუნონ ან გამოიწვიონ ციტოქრომ P450 იზოფერმენტები.
პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული ოფთალმოლოგიური გამოყენებისას აღწერილია თვალშიდა წნევის პარადოქსული მატება; ამიტომ ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან წარმოებულების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ, რაც მიუთითებს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რაიმე რისკზე. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტის მჟავა, ლატანოპროსტენ ბუნოდის აქტიური მეტაბოლიტი, ადვილად კვეთს პლაცენტას.
ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტენ ბუნოდი იწვევს აბორტს და ტერატოგენულია ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანისას კლინიკურ დოზაზე ≥ 0,28-ჯერ მეტი დოზით. ბოცვრის ემბრიონის, ნაყოფის განვითარების კვლევაში არ იყო დადგენილი უსაფრთხოების ზღვარი და დოზის 0.24 მკგ/კგ/დღეში უსაფრთხოების ზღვარი იყო <1-ჯერ მეტი ადამიანის კლინიკურ დოზაზე სხეულის ზედაპირის საფუძველზე. დოზები ≥ 20 მკგ/კგ/დღეში (23-ჯერ აღემატება კლინიკურ დოზას) იწვევდა 100% ემბრიოფეტალურ ლეტალობას.
ბოცვრის ნაყოფებში აღმოჩენილი სტრუქტურული დარღვევები მოიცავდა დიდი სისხლძარღვების და აორტის თაღის სისხლძარღვების ანომალიებს, თავის გუმბათოვან ფორმას, მკერდისა და ხერხემლის ჩონჩხის ანომალიებს, კიდურების ჰიპერექსტენზიას და მალროტაციას, მუცლის შებერვას და შეშუპებას. ლატანოპროსტენი არ იყო ტერატოგენული ვირთაგვებში ინტრავენურად შეყვანისას 150 მკგ/კგ/დღეში (87-ჯერ მეტი კლინიკური დოზა), მაგრამ იწვევდა აბორტებს და იყო ტერატოგენული ≥ 300 მკგ/კგ/დღეში (> 174-ჯერ კლინიკურ დოზაზე). ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და სპონტანური აბორტის ფონური რისკი უცნობია.
ლატანოპროსტენ ბუნოდი თვალის წვეთები უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პოტენციური სარგებელი დედისთვის, აღემატება ნაყოფზე გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ლატანოპროსტენი ბუნოდი ადამიანის ლაქტატში. არ არსებობს მონაცემები ლატანოპროსტენ ბუნოდის ზემოქმედების შესახებ ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებზე ან რძის წარმოქმნაზე. ლატანოპროსტენის აქტიური მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ლატანოპროსტენ ბუნოდას თვალის წვეთებით მკურნალობის დაწყების გადაწყვეტისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვისთვის ძუძუთი კვების განვითარების და ჯანმრთელობის სარგებელი, დედისთვის თერაპიის კლინიკური სარგებელი, აგრეთვე ნებისმიერი პოტენციური გვერდითი რეაქცია ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.
ფერტილობა
კლინიკური მონაცემები ლატანოპროსტენ ბუნოდის ეფექტზე მამაკაცისა და ქალის ფერტილობაზე, არ არსებობს.
ლატანოპროსტენ ბუნოდის ფერტილობაზე ზემოქმედების პოტენციალი შეიძლება ნაწილობრივ იყოს განპირობებული ლატანოპროსტის მჟავის ზემოქმედებით, როგორც ლატანოპროსტენ ბუნოდის, ასევე ლატანოპროსტის საერთო მეტაბოლიტის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ლატანოპროსტის მჟავა გავლენას არ ახდენდა მამაკაცის და ქალის ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კვლევები ლატანოპროსტენის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, შესაძლო არასასურველმა რეაქციებმა, როგორიცაა მხედველობის დროებითი დაბინდვა, შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პაციენტის უნარზე ატომობილის მართვისა და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დროებითი დაკარგვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ის უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ასეთი ქმედებების განხორციელებამდე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
12 თვემდე ხანგრძლივობის 2 კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თვალის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ლატანოპროსტენ ბუნოდით თერაპიას იყო კონიუნქტივალური ინექცია (6%), თვალის გაღიზიანება (5%), თვალის ტკივილი (4%) და ტკივილი ინსტილაციის ადგილზე (2%). პაციენტთა დაახლოებით 0.6%-მა შეწყვიტა თერაპია მხედველობის ორგანოს მხრივ არასასურველი რეაქციების გამო, მათ შორის თვალის ჰიპერემია, კონიუნქტივის გაღიზიანება, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, კონიუნქტივის შეშუპება, კონიუნქტივიტი, ბუნდოვანი მხხედველობა, წერტილოვანი კერატიტი და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.
გვერდითი რეაქციების ცხრილით შეჯამება
თვალის წვეთების გამოყენებისას, ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები, კლინიკური კვლევების დროს, რომლებიც შეიცავს ლატანოპროსტენ ბუნოდს.
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
დისგევზია, თავის ტკივილი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
თვალში არაბუნებრივი შეგრძნებები, ასთენოპია, ქუთუთოების პიგმენტაცია, ბლეფარიტი, კონიუნქტივის გაღიზიანება, კონიუნქტივალური შეშუპება, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცისტოიდური მაკულარული შეშუპება, თვალის სიმშრალე, ქუთუთოების ერითემა, თვალიდან გამონადენი, თვალის ქავილი, ქუთუთოების კიდეზე ქერქების გაჩენა, ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების ჰიპოპიგმენტაცია, ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, კერატიტი, ჰიპერსეკრეტორული ცრემლდენა, მეიბომიანიტი, თვალის დისკომფორტი, ფოტოფობია, წერტილოვანი კერატიტი, ტრიქიაზი, უვეიტი, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის სიმახვილის შექცევადი დაქვეითება
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ დარღვევები
ხველა, ქოშინი, დანამატი ღრუების შეგუბება
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
პირის სიმშრალე, გულისრევა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
თმის ფერის ცვლილება, თმის დაზიანებები, ჰიპერჰიდროზი, მადაროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
გულმკერდის არეში დისკომფორტი, დაღლილობა, ადგილობრივი ეფექტები (ინსტილაციის ადგილზე): დისკომფორტი, სიწითლე, ჰიპერმგრძნობელობა, გაღიზიანება, ცრემლდენა, რეაქცია ინსტილაციის ადგილზე, ტკივილი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
თვალშიდა წნევის მომატება, ვიტალური საღებავით შეფერილი რქოვანას არსებობა
დაზიანებები, ინტოქსიკაციები და პროცედურების გართულებები
თვალების წვის შეგრძნება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ არგენიშნებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებზე, მათ შორის, მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გეხმარებათ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
პიგმენტაცია
ლატანოპროსტენ ბუნოდმა შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების პიგმენტაციის ცვლილებები. პროსტაგლანდინის ანალოგებთან მოხსენებული ყველაზე ხშირი ცვლილებები იყო ფერადი გარსის და პერიორბიტალური ქსოვილების (ქუთუთოების) გაზრდილი პიგმენტაცია.
მოსალოდნელია, რომ პიგმენტაცია გაიზრდება ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას. პიგმენტაციის ცვლილება განპირობებულია მელანოციტებში მელანინის შემცველობის ზრდით და არა მელანოციტების რაოდენობის მომატებით. ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ფერადი გარსის პიგმენტაცია სავარაუდოდ შეუქცევადია, ხოლო პერიორბიტალური ქსოვილის პიგმენტაცია და წამწამების ცვლილებები სავარაუდოდ შექცევადია უმეტეს პაციენტებში. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ პროსტაგლანდინის ანალოგებს, მათ შორის ლატანოპროსტენ ბუნოდს, უნდა აცნობონ პიგმენტაციის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ, შეუქცევადი ცვლილებების ჩათვლით. გაზრდილი პიგმენტაციის გრძელვადიანი შედეგები უცნობია.
ფერადი გარსის ფერის ცვლილებები შეიძლება არ იყოს შესამჩნევი თვეების ან წლების განმავლობაში. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრულად ვრცელდება ფერადი გარსის პერიფერიაზე, მთელი ფერადი გარსი ან მისი ნაწილები იძენს უფრო მკვეთრ ყავისფერ ფერს. პრეპარატი არ მოქმედებს ფერადი გარსის ნევუსებსა და ჭორფლებზე. ლატანოპროსტენის თვალის წვეთებით მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ საგრძნობლად მომატებული ირის პიგმენტაცია, შეიძლება გაგრძელდეს, იმ პირობით, რომ ასეთი პაციენტები რეგულარულად მოწმდებიან.
ცვლილებები წამწამების მხრივ
ლატანოპროსტენ ბუნოდმა შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობითი ცვლილებები წამწამებში და თვალის ირგვლივ გარსოვან თმების, როგორიცაა დაგრძელება, გასქელება და წამწამების ან თმის სიხშირის გაზრდა. წამწამების ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
თვალის ანთებითი დაავადებები
ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებათ თვალშიდა ანთება (ირიტი/უვეიტი). ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აქტიური ინტრაოკულური ანთებით, რადგან მან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.
არ არსებობს მონაცემები ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ თვალის ანთებითი დაავადებების, ანთებითი გლაუკომის, ნეოვასკულარული გლაუკომის ან თანდაყოლილი გლაუკომის მქონე პაციენტებში. ფსევდოფაკიის მქონე პაციენტებში და პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდთან დაკავშირებული გამოცდილება შეზღუდულია.
მაკულარული შეშუპება
მაკულარული შეშუპება, მათ შორის კისტოზური მაკულარული შეშუპება, დაფიქსირდა პროსტაგლანდინების ანალოგებით თერაპიის დროს, ძირითადად, პაციენტებში, აფაკიით, ფსევდოფაკიით, ბროლის უკანა კაფსულის დარღვევით ან პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკ-ფაქტორებით. ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აფაკიით, ფსევდოფაკიით და ბროლის უკანა კაფსულის დარღვევით, აგრეთვე პაციენტებში ცისტოიდური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორებით.
ბაქტერიული კერატიტი
ბაქტერიული კერატიტის შემთხვევები დაფიქსირდა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების მრავალდოზიანი პაციენტებით ინფიცირებული ფლაკონების გამოყენებისას, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, ჰქონდათ რქოვანას ძირითადი დაავადება ან თვალის ეპითელიუმის ზედაპირის დარღვევა.
ჰერპესული კერატიტი
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ ჰერპესული კერატიტი. ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული აქტიური კერატიტის შემთხვევაში ან ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული კერატიტით ანამნეზში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ლატანოპროსტენ ბუნოდის გამოყენება.
სისტემური ეფექტები
რესპირატორული დარღვევები
მძიმე ან უკონტროლო ასთმის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდთან დაკავშირებული გამოცდილება შეზღუდულია. სიფრთხილეა საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებში ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას.
თვალის ან კანის მელანომა
ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთების გამოყენება არ არის შესწავლილი თვალის ან კანის მელანომის მოდელებში.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი ლატანოპროსტენი რომფარმი შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. თუმცა, თუ ექიმი თვლის, რომ პაციენტს შეუძლია ატაროს კონტაქტური ლინზები, საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და არ უნდა მოხდეს ხელახლა ჩასმა პრეპარატის გამოყენების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ლატანოპროსტენი რომფარმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი რეაქციების განვითარება, რომლებიც აღწერილია განყოფილებაში „გვერდითი რეაქციები“.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევითი შიგნით მიღების გამო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. თუ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა მოხვდება თვალებში, ჩამოიბანეთ ისინი თბილი წყლით.
შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
პრეპარატის 2.5 მლ მოთავსებულია თეთრ, გაუმჭვირვალე, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის 5 მლ ტევადობის ფლაკონში, რომელიც აღჭურვილია საწვეთურიანი საცობით და დახურულია დამცავი რგოლის მქონე თავსახურით. ფლაკონზე დაწებებულია ეტიკეტი..
ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გაუხსნელი ფლაკონი
2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში (ფლაკონი შეფუთვაში) სინათლისგან დასაცავად. არ გაიყინოთ.
გახსნის შემდეგ
2-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შემადგენლობა
პრეპარატის ყოველი მლ შეიცავს 0,24 მგ ლატანოპროსტენ ბუნოდს.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა გასათვალისწინებელია სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში: ბენზალკონიუმ ქლორიდი (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დამხმარე ნივთიერებების სრული სია: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, დინატრიუმ ედეტატი, ბენზალკონიუმ ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
2 წელი.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები; გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები; პროსტაგლანდინების ანალოგები.
ათქ კოდი: S01EE06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ლატანოპროსტენ ბუნოდი ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის გადინების გაზრდით, როგორც უვეოსკლერული გზის, ასევე ტრაბეკულური ქსელის მეშვეობით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პირველი გამოყენებიდან დაახლოებით 1-3 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 11-13 საათის შემდეგ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
12 თვემდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, საშუალო საბაზისო თვალშიდა წნევით 26.7 მმ. ვწყ.სვ., დღეში ერთხელ (საღამოს) 0,024% ლატანოპროსტენ ბუნოდის ხსნარის ადგილობრივი გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტი იყო 7-დან 9 მმ.ვწყ.სვ.
ლატანოპროსტენ ბუნოდმა აჩვენა გრძელვადიანი ეფექტურობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში და უსაფრთხოების მისაღები პროფილი, რომელიც მსგავსი იყო პირველი რიგის პრეპარატის ლატანოპროსტის, მნიშვნელოვანი სისტემური ეფექტების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლატანოპროსტენ ბუნოდის და მისი მეტაბოლიტების - ლატანოპროსტის მჟავასა და ბუტანდიოლის მონონიტრატის სისტემური ზემოქმედება შეფასებული იყო ერთ კვლევაში 22 ჯანმრთელი სუბიექტის მონაწილეობით, დღეში ერთხელ (ერთი წვეთი თითოეულ თვალში) ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, 28 დღის განმავლობაში. 1-ელ და 28-ე დღეებში არ იყო გამოვლენილი ლატანოპროსტენ ბუნოდის (რაოდენობრივი განსაზღვრის ქვედა ზღვარი (რგქზ) - 10.0 პგ/მლ) ან ბუტანდიოლ მონონიტრატის (რგქზ) - 200 პგ/მლ) კონცენტრაცია. ლატანოპროსტის მჟავას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) (რგქზ 30 პგ/მლ) იყო 59.1 და 51.1 პგ/მლ 1-ელ და 28-ე დღეებში, შესაბამისად. საშუალო დრო Cmax-მდე პლაზმაში (Tmax) ლატანოპროსტის მჟავისთვის იყო დაახლოებით 5 წუთი ადგილობრივი მიღებიდან როგორც 1-ელ, ასევე 28-ე დღეს.
განაწილება
ადამიანებში ოფთალმოლოგიური შეყვანის შემდეგ ლატანოპროსტენ ბუნოდის განაწილების განსაზღვრისთვის კვლევები არ ჩატარებულა.
ბიოტრანსფორმაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ლატანოპროსტენ ბუნოდი სწრაფად მეტაბოლიზდება თვალში ლატანოპროსტის მჟავად (მთავარი აქტიური მეტაბოლიტი), პროსტაგლანდინის F2α ანალოგი და ბუტანდიოლის მონონიტრატი. მას შემდეგ, რაც ლატანოპროსტი აღწევს სისტემურ მიმოქცევაში, იგი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში 1,2-დინორულ და 1,2,3,4-ტეტრანორულ მეტაბოლიტებად, ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვის გზით.
მონაცემები ბუტანდიოლის მონონიტრატის ბიოტრანსფორმაციის შესახებ თვალის ქსოვილებში უცნობია. თუმცა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ბუტანდიოლის მონონიტრატი მეტაბოლიზდება 1,4-ბუტანედიოლამდე და აზოტის ოქსიდად ღვიძლის უჯრედების ციტოზოლში. მეტაბოლიტი 1,4-ბუტანდიოლი, შემდგომში იჟანგება ქარვის მჟავად და შედის ტრიკარბოქსილ მჟავას ციკლში (ტმც).
ელიმინაცია
ლატანოპროსტის მჟავის გამოდევნა ადამიანის პლაზმიდან სწრაფია, რადგან პლაზმაში ლატანოპროსტის მჟავას კონცენტრაცია მცირდება რგქზ-ზე (30 პგ/მლ) დაბლა, უმეტეს სუბიექტებში ლატანოპროსტენ ბუნოდის ადგილობრივი მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების დასახელება
ლატანოპროსტენი რომფარმი
- 24 მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ლატანოპროსტენ ბუნოდი.
სამკურნალწამლო ფორმა
თვალის წვეთები.
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის ყოველი მლ შეიცავს 0,24 მგ ლატანოპროსტენ ბუნოდს.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა გასათვალისწინებელია სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობაში: ბენზალკონიუმ ქლორიდი (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დამხმარე ნივთიერებების სრული სია: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, დინატრიუმ ედეტატი, ბენზალკონიუმ ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები; გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები; პროსტაგლანდინების ანალოგები.
ათქ კოდი: S01EE06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ლატანოპროსტენ ბუნოდი ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის გადინების გაზრდით, როგორც უვეოსკლერული გზის, ასევე ტრაბეკულური ქსელის მეშვეობით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პირველი გამოყენებიდან დაახლოებით 1-3 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 11-13 საათის შემდეგ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
12 თვემდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, საშუალო საბაზისო თვალშიდა წნევით 26.7 მმ. ვწყ.სვ., დღეში ერთხელ (საღამოს) 0,024% ლატანოპროსტენ ბუნოდის ხსნარის ადგილობრივი გამოყენებისას თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტი იყო 7-დან 9 მმ.ვწყ.სვ.
ლატანოპროსტენ ბუნოდმა აჩვენა გრძელვადიანი ეფექტურობა თვალშიდა წნევის დაქვეითებაში და უსაფრთხოების მისაღები პროფილი, რომელიც მსგავსი იყო პირველი რიგის პრეპარატის ლატანოპროსტის, მნიშვნელოვანი სისტემური ეფექტების გარეშე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლატანოპროსტენ ბუნოდის და მისი მეტაბოლიტების - ლატანოპროსტის მჟავასა და ბუტანდიოლის მონონიტრატის სისტემური ზემოქმედება შეფასებული იყო ერთ კვლევაში 22 ჯანმრთელი სუბიექტის მონაწილეობით, დღეში ერთხელ (ერთი წვეთი თითოეულ თვალში) ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, 28 დღის განმავლობაში. 1-ელ და 28-ე დღეებში არ იყო გამოვლენილი ლატანოპროსტენ ბუნოდის (რაოდენობრივი განსაზღვრის ქვედა ზღვარი (რგქზ) - 10.0 პგ/მლ) ან ბუტანდიოლ მონონიტრატის (რგქზ) - 200 პგ/მლ) კონცენტრაცია. ლატანოპროსტის მჟავას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) (რგქზ 30 პგ/მლ) იყო 59.1 და 51.1 პგ/მლ 1-ელ და 28-ე დღეებში, შესაბამისად. საშუალო დრო Cmax-მდე პლაზმაში (Tmax) ლატანოპროსტის მჟავისთვის იყო დაახლოებით 5 წუთი ადგილობრივი მიღებიდან როგორც 1-ელ, ასევე 28-ე დღეს.
განაწილება
ადამიანებში ოფთალმოლოგიური შეყვანის შემდეგ ლატანოპროსტენ ბუნოდის განაწილების განსაზღვრისთვის კვლევები არ ჩატარებულა.
ბიოტრანსფორმაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ლატანოპროსტენ ბუნოდი სწრაფად მეტაბოლიზდება თვალში ლატანოპროსტის მჟავად (მთავარი აქტიური მეტაბოლიტი), პროსტაგლანდინის F2α ანალოგი და ბუტანდიოლის მონონიტრატი. მას შემდეგ, რაც ლატანოპროსტი აღწევს სისტემურ მიმოქცევაში, იგი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში 1,2-დინორულ და 1,2,3,4-ტეტრანორულ მეტაბოლიტებად, ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვის გზით.
მონაცემები ბუტანდიოლის მონონიტრატის ბიოტრანსფორმაციის შესახებ თვალის ქსოვილებში უცნობია. თუმცა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ბუტანდიოლის მონონიტრატი მეტაბოლიზდება 1,4-ბუტანედიოლამდე და აზოტის ოქსიდად ღვიძლის უჯრედების ციტოზოლში. მეტაბოლიტი 1,4-ბუტანდიოლი, შემდგომში იჟანგება ქარვის მჟავად და შედის ტრიკარბოქსილ მჟავას ციკლში (ტმც).
ელიმინაცია
ლატანოპროსტის მჟავის გამოდევნა ადამიანის პლაზმიდან სწრაფია, რადგან პლაზმაში ლატანოპროსტის მჟავას კონცენტრაცია მცირდება რგქზ-ზე (30 პგ/მლ) დაბლა, უმეტეს სუბიექტებში ლატანოპროსტენ ბუნოდის ადგილობრივი მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ლატანოპროსტენი რომფარმი ნაჩვენებია მოზრდილებში და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად მომატებული თვალშიდა წნევის (მთწ) შესამცირებლად, ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
1 წვეთი 1-ჯერ დღეში საღამოს. ლატანოპროსტენი რომფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული დღეში ერთ ჯერზე მეტად, რადგან პროსტაგლანდინის ანალოგების უფრო ხშირად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დაქვეითების ეფექტის გამოხატულება.
ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.
ბავშვები
16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირების რეჟიმისგან.
ლატანოპროსტენი რომფარმის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ხანგრძლივი ქრონიკული გამოყენებისას პიგმენტაციის მომატებასთან დაკავშირებული შესაძლო შეშფოთების გამო რეკომენდებული არ არის.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)
ხანდაზმულ პაციენტებში ლატანოპროსტენი ბუნოდის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული მონაცემებისგან.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდის შემცველი თვალის წვეთების გამოყენება არ არის შესწავლილი, ამიტომ პრეპარატი ლატანოპროსტენ რომფარმი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების ამ კატეგორიაში.
გამოყენების წესი
ადგილობრივად, დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ ღრუში ინსტილაციების სახით.
ლატონოპროსტენი რომფარმის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ნასოლაკრიმული ოკლუზიის ჩატარება ან თვალის ფრთხილად დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში. ამან შეიძლება დაწიოს პრეპარატის სისტემური აბსორბცია, რითაც შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციების ალბათობა და გაზარდოს ადგილობრივი ეფექტურობა.
ლატანოპროსტენი რომფარმის სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას (მათ შორის თვალშიდა წნევის შესამცირებელი პრეპარატები), მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს ბოლოს.
თავსახურის მოხსნის შემდეგ და პროდუქტის გამოყენებამდე, მოაშორეთ პირველი გახსნისგან დამცავი რგოლი, თუ ის არ არის ყელზე მიმჯდარი.
ფლაკონი იუნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული, როდესაც ის არ გამოიყენება .
მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას ქუთუთოებთან ან ნებისმიერ ზედაპირთან, რათა თავიდან აიცილოთ ფლაკონ-საწვეთურის და მისი შიგთავსის ბაქტერიებით კონტამინაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექცია. კონტამინირებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და მხედველობის შემდგომი დაკარგვა. ასევე მოერიდეთ ფლაკონ-საწვეთურის წვერის თვალთან კონტაქტს, რადგან ასეთმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმატიზაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტენ ბუნოდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში <<შემადგენლობა>>.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
12 თვემდე ხანგრძლივობის 2 კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თვალის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ლატანოპროსტენ ბუნოდით თერაპიას იყო კონიუნქტივალური ინექცია (6%), თვალის გაღიზიანება (5%), თვალის ტკივილი (4%) და ტკივილი ინსტილაციის ადგილზე (2%). პაციენტთა დაახლოებით 0.6%-მა შეწყვიტა თერაპია მხედველობის ორგანოს მხრივ არასასურველი რეაქციების გამო, მათ შორის თვალის ჰიპერემია, კონიუნქტივის გაღიზიანება, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, კონიუნქტივის შეშუპება, კონიუნქტივიტი, ბუნდოვანი მხხედველობა, წერტილოვანი კერატიტი და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.
გვერდითი რეაქციების ცხრილით შეჯამება
თვალის წვეთების გამოყენებისას, ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები, კლინიკური კვლევების დროს, რომლებიც შეიცავს ლატანოპროსტენ ბუნოდს.
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ნერვული სისტემის დარღვევები
დისგევზია, თავის ტკივილი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
თვალში არაბუნებრივი შეგრძნებები, ასთენოპია, ქუთუთოების პიგმენტაცია, ბლეფარიტი, კონიუნქტივის გაღიზიანება, კონიუნქტივალური შეშუპება, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცისტოიდური მაკულარული შეშუპება, თვალის სიმშრალე, ქუთუთოების ერითემა, თვალიდან გამონადენი, თვალის ქავილი, ქუთუთოების კიდეზე ქერქების გაჩენა, ქუთუთოების შეშუპება, ქუთუთოების ქავილი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების ჰიპოპიგმენტაცია, ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, კერატიტი, ჰიპერსეკრეტორული ცრემლდენა, მეიბომიანიტი, თვალის დისკომფორტი, ფოტოფობია, წერტილოვანი კერატიტი, ტრიქიაზი, უვეიტი, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის სიმახვილის შექცევადი დაქვეითება
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ დარღვევები
ხველა, ქოშინი, დანამატი ღრუების შეგუბება
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
პირის სიმშრალე, გულისრევა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
თმის ფერის ცვლილება, თმის დაზიანებები, ჰიპერჰიდროზი, მადაროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
გულმკერდის არეში დისკომფორტი, დაღლილობა, ადგილობრივი ეფექტები (ინსტილაციის ადგილზე): დისკომფორტი, სიწითლე, ჰიპერმგრძნობელობა, გაღიზიანება, ცრემლდენა, რეაქცია ინსტილაციის ადგილზე, ტკივილი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
თვალშიდა წნევის მომატება, ვიტალური საღებავით შეფერილი რქოვანას არსებობა
დაზიანებები, ინტოქსიკაციები და პროცედურების გართულებები
თვალების წვის შეგრძნება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ არგენიშნებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებზე, მათ შორის, მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გეხმარებათ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
პიგმენტაცია
ლატანოპროსტენ ბუნოდმა შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების პიგმენტაციის ცვლილებები. პროსტაგლანდინის ანალოგებთან მოხსენებული ყველაზე ხშირი ცვლილებები იყო ფერადი გარსის და პერიორბიტალური ქსოვილების (ქუთუთოების) გაზრდილი პიგმენტაცია.
მოსალოდნელია, რომ პიგმენტაცია გაიზრდება ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას. პიგმენტაციის ცვლილება განპირობებულია მელანოციტებში მელანინის შემცველობის ზრდით და არა მელანოციტების რაოდენობის მომატებით. ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ფერადი გარსის პიგმენტაცია სავარაუდოდ შეუქცევადია, ხოლო პერიორბიტალური ქსოვილის პიგმენტაცია და წამწამების ცვლილებები სავარაუდოდ შექცევადია უმეტეს პაციენტებში. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ პროსტაგლანდინის ანალოგებს, მათ შორის ლატანოპროსტენ ბუნოდს, უნდა აცნობონ პიგმენტაციის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ, შეუქცევადი ცვლილებების ჩათვლით. გაზრდილი პიგმენტაციის გრძელვადიანი შედეგები უცნობია.
ფერადი გარსის ფერის ცვლილებები შეიძლება არ იყოს შესამჩნევი თვეების ან წლების განმავლობაში. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრულად ვრცელდება ფერადი გარსის პერიფერიაზე, მთელი ფერადი გარსი ან მისი ნაწილები იძენს უფრო მკვეთრ ყავისფერ ფერს. პრეპარატი არ მოქმედებს ფერადი გარსის ნევუსებსა და ჭორფლებზე. ლატანოპროსტენის თვალის წვეთებით მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ საგრძნობლად მომატებული ირის პიგმენტაცია, შეიძლება გაგრძელდეს, იმ პირობით, რომ ასეთი პაციენტები რეგულარულად მოწმდებიან.
ცვლილებები წამწამების მხრივ
ლატანოპროსტენ ბუნოდმა შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობითი ცვლილებები წამწამებში და თვალის ირგვლივ გარსოვან თმების, როგორიცაა დაგრძელება, გასქელება და წამწამების ან თმის სიხშირის გაზრდა. წამწამების ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
თვალის ანთებითი დაავადებები
ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში არენიშნებათ თვალშიდა ანთება (ირიტი/უვეიტი). ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აქტიური ინტრაოკულური ანთებით, რადგან მან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.
არ არსებობს მონაცემები ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ თვალის ანთებითი დაავადებების, ანთებითი გლაუკომის, ნეოვასკულარული გლაუკომის ან თანდაყოლილი გლაუკომის მქონე პაციენტებში. ფსევდოფაკიის მქონე პაციენტებში და პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდთან დაკავშირებული გამოცდილება შეზღუდულია.
მაკულარული შეშუპება
მაკულარული შეშუპება, მათ შორის კისტოზური მაკულარული შეშუპება, დაფიქსირდა პროსტაგლანდინების ანალოგებით თერაპიის დროს, ძირითადად, პაციენტებში, აფაკიით, ფსევდოფაკიით, ბროლის უკანა კაფსულის დარღვევით ან პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკ-ფაქტორებით. ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აფაკიით, ფსევდოფაკიით და ბროლის უკანა კაფსულის დარღვევით, აგრეთვე პაციენტებში ცისტოიდური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორებით.
ბაქტერიული კერატიტი
ბაქტერიული კერატიტის შემთხვევები დაფიქსირდა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების მრავალდოზიანი პაციენტებით ინფიცირებული ფლაკონების გამოყენებისას, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, ჰქონდათ რქოვანას ძირითადი დაავადება ან თვალის ეპითელიუმის ზედაპირის დარღვევა.
ჰერპესული კერატიტი
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ ჰერპესული კერატიტი. ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული აქტიური კერატიტის შემთხვევაში ან ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული კერატიტით ანამნეზში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ლატანოპროსტენ ბუნოდის გამოყენება.
სისტემური ეფექტები
რესპირატორული დარღვევები
მძიმე ან უკონტროლო ასთმის მქონე პაციენტებში ლატანოპროსტენ ბუნოდთან დაკავშირებული გამოცდილება შეზღუდულია. სიფრთხილეა საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებში ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენებისას.
თვალის ან კანის მელანომა
ლატანოპროსტენ ბუნოდის თვალის წვეთების გამოყენება არ არის შესწავლილი თვალის ან კანის მელანომის მოდელებში.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი ლატანოპროსტენი რომფარმი შეიცავს ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. თუმცა, თუ ექიმი თვლის, რომ პაციენტს შეუძლია ატაროს კონტაქტური ლინზები, საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და არ უნდა მოხდეს ხელახლა ჩასმა პრეპარატის გამოყენების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანების გამოყენების უნარზე
კვლევები ლატანოპროსტენის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.
სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, შესაძლო არასასურველმა რეაქციებმა, როგორიცაა მხედველობის დროებითი დაბინდვა, შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პაციენტის უნარზე ატომობილის მართვისა და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დროებითი დაკარგვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ის უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ასეთი ქმედებების განხორციელებამდე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ლატანოპროსტენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ, რაც მიუთითებს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რაიმე რისკზე. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტის მჟავა, ლატანოპროსტენ ბუნოდის აქტიური მეტაბოლიტი, ადვილად კვეთს პლაცენტას.
ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტენ ბუნოდი იწვევს აბორტს და ტერატოგენულია ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანისას კლინიკურ დოზაზე ≥ 0,28-ჯერ მეტი დოზით. ბოცვრის ემბრიონის, ნაყოფის განვითარების კვლევაში არ იყო დადგენილი უსაფრთხოების ზღვარი და დოზის 0.24 მკგ/კგ/დღეში უსაფრთხოების ზღვარი იყო <1-ჯერ მეტი ადამიანის კლინიკურ დოზაზე სხეულის ზედაპირის საფუძველზე. დოზები ≥ 20 მკგ/კგ/დღეში (23-ჯერ აღემატება კლინიკურ დოზას) იწვევდა 100% ემბრიოფეტალურ ლეტალობას.
ბოცვრის ნაყოფებში აღმოჩენილი სტრუქტურული დარღვევები მოიცავდა დიდი სისხლძარღვების და აორტის თაღის სისხლძარღვების ანომალიებს, თავის გუმბათოვან ფორმას, მკერდისა და ხერხემლის ჩონჩხის ანომალიებს, კიდურების ჰიპერექსტენზიას და მალროტაციას, მუცლის შებერვას და შეშუპებას. ლატანოპროსტენი არ იყო ტერატოგენული ვირთაგვებში ინტრავენურად შეყვანისას 150 მკგ/კგ/დღეში (87-ჯერ მეტი კლინიკური დოზა), მაგრამ იწვევდა აბორტებს და იყო ტერატოგენული ≥ 300 მკგ/კგ/დღეში (> 174-ჯერ კლინიკურ დოზაზე). ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და სპონტანური აბორტის ფონური რისკი უცნობია.
ლატანოპროსტენ ბუნოდი თვალის წვეთები უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პოტენციური სარგებელი დედისთვის, აღემატება ნაყოფზე გვერდითი რეაქციების პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ლატანოპროსტენი ბუნოდი ადამიანის ლაქტატში. არ არსებობს მონაცემები ლატანოპროსტენ ბუნოდის ზემოქმედების შესახებ ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებზე ან რძის წარმოქმნაზე. ლატანოპროსტენის აქტიური მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ლატანოპროსტენ ბუნოდას თვალის წვეთებით მკურნალობის დაწყების გადაწყვეტისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვისთვის ძუძუთი კვების განვითარების და ჯანმრთელობის სარგებელი, დედისთვის თერაპიის კლინიკური სარგებელი, აგრეთვე ნებისმიერი პოტენციური გვერდითი რეაქცია ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.
ფერტილობა
კლინიკური მონაცემები ლატანოპროსტენ ბუნოდის ეფექტზე მამაკაცისა და ქალის ფერტილობაზე, არ არსებობს.
ლატანოპროსტენ ბუნოდის ფერტილობაზე ზემოქმედების პოტენციალი შეიძლება ნაწილობრივ იყოს განპირობებული ლატანოპროსტის მჟავის ზემოქმედებით, როგორც ლატანოპროსტენ ბუნოდის, ასევე ლატანოპროსტის საერთო მეტაბოლიტის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ლატანოპროსტის მჟავა გავლენას არ ახდენდა მამაკაცის და ქალის ფერტილობაზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ვინაიდან არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ზემოქმედება ლატანოპროსტენ ბუნოდზე და მის მეტაბოლიტებზე, ლატანოპროსტის მჟავასა და ბუტანდიოლის მონონიტრატზე (აზოტის ოქსიდის დონორი). ამგვარად, ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ ლატანოპროსტენ ბუნოდმა და მისმა მეტაბოლიტებმა დათრგუნონ ან გამოიწვიონ ციტოქრომ P450 იზოფერმენტები.
პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული ოფთალმოლოგიური გამოყენებისას აღწერილია თვალშიდა წნევის პარადოქსული მატება; ამიტომ ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან წარმოებულების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შეუთავსებლობა
პრეპარატი ლატანოროსტენი რომფარმი შეიცავს კონსერვანტს, ბენზალკონიუმ ქლორიდს, რომელიც ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალის შემცველ თვალის წვეთებთან (წარმოიქმნება ნალექი).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ლატანოპროსტენი რომფარმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი რეაქციების განვითარება, რომლებიც აღწერილია განყოფილებაში „გვერდითი რეაქციები“.
მკურნალობა
პრეპარატის შემთხვევითი შიგნით მიღების გამო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. თუ პრეპარატის ჭარბი რაოდენობა მოხვდება თვალებში, ჩამოიბანეთ ისინი თბილი წყლით.
შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
პრეპარატის 2.5 მლ მოთავსებულია თეთრ, გაუმჭვირვალე, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის 5 მლ ტევადობის ფლაკონში, რომელიც აღჭურვილია საწვეთურიანი საცობით და დახურულია დამცავი რგოლის მქონე თავსახურით. ფლაკონზე დაწებებულია ეტიკეტი..
ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გაუხსნელი ფლაკონი
2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში (ფლაკონი შეფუთვაში) სინათლისგან დასაცავად. არ გაიყინოთ.
გახსნის შემდეგ
2-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
Румыния
К.О. Ромфарм Компани С.Р.Л.
Адрес: 075100, ул. Ероилор №1А, г. Отопень, уезд Ильфов.
სარეგისტრაციო მოწმობიას მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
მისამართი: ქ. თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


