პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ლანტუს სოლო სტარ

LANTUS SOLO STAR

რეცეპტითინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ლანტუსი, ინსულინ გლარგინის შემცველი საინექციო ხსნარია. ინსულინ გლარგინი ადამიანის ინსულინის მსგავსი, შეცვლილი ინსულინია. წარმოებულია რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით, მას ახასიათებს სისხლში შაქრის დაქვეითების ხანგრძლივი და მყარი ეფექტი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
insulin glargine
ფორმა და შეფუთვა
100ე/მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი №5
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, საინექციო ინსულინი და მისი ანალოგები, ხანგრძლივი მოქმედების
ATC კოდი
A10AE04
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0073
რეგისტრირებულია
23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალანტუს სოლო სტარ და სხვა წამალი ერთად

ლანტუს სოლო სტარ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლანტუსი, ინსულინ გლარგინის შემცველი საინექციო ხსნარია. ინსულინ გლარგინი ადამიანის ინსულინის მსგავსი, შეცვლილი ინსულინია. წარმოებულია რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით, მას ახასიათებს სისხლში შაქრის დაქვეითების ხანგრძლივი და მყარი ეფექტი.

ლანტუსი შაქრიანი დიაბეტის (diabetis melitus) მქონე ზრდასრულებში, მოზარდებში და 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის დაქვეითების მიზნით. შაქრიანი დიაბეტი (diabetis melitus), ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სხეული სისხლში შაქრის მაღალი დონის დაქვეითების მიზნით საკმარისი რაოდენობით ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. ინსულინ გლარგინი ხასიათდება სისხლში შაქრის დონის ხანგრძლივი და მყარი დაქვეითების ეფექტით.

  • ლანტუსი სოლოსტარის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ლანტუსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ ინსულინ გლარგინის ანდა ლანტუსის ფორმულის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ.

ლანტუსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

დოზირება, დაკვირვება (სისხლის და შარდის ანალიზები), დიეტა და ფიზიკური აქტივობა(ფიზიკური მუშაობა და ვარჯიში), ინექციის ტექნიკის დეტალები ექიმის მითითებების შესაბამისად სრულად შეასრულეთ.

თუ სისხლში შაქრის დონე დაბალია(ჰიპოგლიკემია), ტექსტის ბოლოში მოცემული ჰიპოგლიკემიის მითითებები შეასრულეთ.

ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე): ინსულინის ყველა სახეობამ, ლანტუსის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, თუ ჰიპოკალემიის მკურნალობა არ ჩატარდება, შეიძლება გამოიწვიოს: სუნთქვის დამბლა, გულის რითმის დარღვევები და სიკვდილი. თუ ჰიპოკალემიის განმაპირობებელ რომელიმე წამალს ღებულობთ (კალიუმის დამაქვეითებელი ანდა სისხლში კალიუმის კონცენტრაციაზე მოქმედი წამალი), ასეთ შემთხევაში საჭიროა ექიმის მიერ სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.

მოგზაურობა

მოგზაურობის დაწყებამდე, თქვენი ექიმის კონსულტაცია მიიღეთ, შეიძლება საჭირო იყოს ქვემოთ მოცემული თემების განხილვა:

ინსულინის ხელმისაწვდომობა იმ ქვეყანაში, სადაც მოგზაურობას აპირებთ

ინსულინის ინჟექტორის ხელმისაწვდომობა

მოგზაურობის დროს ინსულინის სწორი შენახვა

კვების ჯერის დრო და მოგზაურობის დროს ინსულინის გაკეთება

დროის მონაკვეთების ცვლილებებთან დაკავშირებული შესაძლო ეფექტები

ჯანმრთელობის შესაძლო ახალი რისკები იმ ქვეყანაში, სადაც აპირებთ მოგზაურობას

შეუძლოდ ყოფნის ანდა ავად გახდომისას, მწვავე შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეთ

დაავადებები და ტრავმები

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სისხლში შაქრის დარეგულირება ძალიან საყურადღებო შეიძლება იყოს (მაგ. ინსულინის დოზის რეგულირება, სისხლის და შარდის ანალიზები):

თუ ავად ხართ ანდა დიდი ჭრილობა გაქვთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს (ჰიპერჰლიკემია).

თუ საკმარისი რაოდენობთ არ იკვებებით, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს(ჰიპოგლიკემია)

მსგავს მდგომარეობებში ხშირად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ I ტიპის შაქრიანი დიაბეტი(ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) გაქვთ, ინსულინის მოხმარება არ შეწყვიტოთ და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობით მიღება გააგრძელეთ. თქვენს მომვლელს ანდა მკურნალ პირს ყოველთვის უთხარით, რომ ინსულინი გჭირდებათ.

ინსულინით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს თქვენს სხეულში ინსულინის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების (ინსულინის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ნივთიერებები)გამომუშავება.

ხანგრძლივი მიმდინარეობის ტიპი -2 შაქრიანი დიაბეტის(ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) და გულის დაავადებების მქონე ავადმყოფებში, ანდა მანამდე გადატანილი ინსულტის მქონე ავადმყოფებში, პიოგლიტაზონით (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და ინსულინით მკურნალობის განმახორციელებელ ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში ვლინდება გულის უკმარისობა, ამიტომ თუ თქვენ შენიშნავთ ანორმალურ სუნთქვის გაძნელებას ანდა წონის სწრაფ მომატებას ანდა სხეულის რომელიმე მონაკვეთის შესივებას(შეშუპება) და გულის უკმარისობის ნიშნებს, უმოკლეს დროში ექიმს მიმართეთ.

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების კონტროლის მიზნით საჭიროა გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდების და სერიის ნომერის ისტორიაში აღრიცხვა.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან ვლინდება, ან თუნდაც წარსულის ნებისმიერ მომენტში გქონდათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

ლანტუსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თუ ალკოჰოლს ღებულობთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს ანდა დაეცეს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ გამოყენების დეტალებთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ცხოვრების წესის, სისხლში შაქრის დონის(გლუკოზის) მაჩვენებლის და მანამდე არსებული ინსულინის დოზის გათვალისწინებით, ექიმი მოგცემთ მითითებებს:

დღის განმავლობაში რამდენი და დროის რომელ მონაკვეთშია ლანტუსის გამოყენების საჭიროება,

სისხლში შაქრის დონე როდის უნდა გადაამოწმოთ ანდა შარდის ანალიზი როდის უნდა გაკეთდეს,

როდისაა ლანტუსის უფრო მაღალი ანდა უფრო დაბალი დოზის საჭიროება,

ლანტუსი ხანგრძლივი მოქმედების წამალია. თქვენმა ექიმმა, სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ ეფექტური ხანმოკლე მოქმედების ინსულინთან ანდა ტაბლეტირებულ ფორმასთან ერთად მიღება შეიძლება გითხრათ.

საჭიროა ლანტუსის ერთი ინექციის ყოველდღე, დღის ერთსდაიგივე მონაკვეთში (საათზე)გაკეთება.

სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. იმისთის რომ, სისხლში შაქრის დონე აკონტროლოთ და თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი დონე, უნდა იცოდეთ ეს ფაქტორები.

ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ნაწილში: ,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’.

მიცემის გზა და მეთოდი:

ლანტუსის ინექცია კეთდება კანქვეშ. ვენაში ინექცია არ შეიძლება, რადგანაც აღნიშნულმა წამლის ეფექტი შეიძლება შეცვალოს და სისხლში შაქრის დონის დაცემა გამოიწვიოს.

ექიმი გიჩვენებთ კანის მიდამოს, სადაც უნდა გაიკეთოთ ლანტუსის ინექცია. ყოველი ინექციის დროს კანის საინექციო მონაკვეთი მონაცვლეობით შეცვალეთ.

სხვა ინსულინებიდან ლანტუსზე გადასვლისას, შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის იმ სხვა სამკურნალო წამლების დოზის რეგულირება, რომელსაც ღებულობდით.

ინსულინების არევა (შემთვევით შეცდომით გაკეთება)

ლანტუსი სხვა ინსულინებთან რომ არ აგერიოთ, ყოველი ინსულინის ინექციის წინ ეტიკეტი გადაამოწმეთ.

ამ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ,,სოლოსტარის გამოყენება’’ და ყურადღებით წაიკითხეთ. კალამი გამოიყენეთ ისევე, როგორც არის მითითებული სოლოსტარის ინსტრუქციაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ლანტუსი გამოიყენება მოზარდებსა და 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თქვენი ექიმი თირკმლის ფუნქციების შეფასების შემდეგ შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თქვენი ექიმი, თირკმლების დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

ღვიძლის უკამრისობა:

თქვენი ექიმი, ღვიძლის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ლანტუსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ლანტუსის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ

თუ ლანტუსის ინექციის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს(ჰიპოგლიკემია). ასეთ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე მოკლე შუალედებით გააკონტროლეთ. ზოგადად, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა უფრომ მეტი ჭამა და სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა. ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილი 4 -ის ბოლო მონაკევეთში.

თუ ლანტუსის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ლანტუსის გამოყენება დაგავიწყდებათ

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

თუ ლანტუსის საჭირო დოზის ინექციის გაკეთება დაგავიწყდათ ანდა დაბალი დოზა გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე ძალიან მოიმატებს (ჰიპერგლიკემია), ამ დროს სისხლში შაქრის დონე ხშირად გაიზომეთ. ჰიპერგლიკემიის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი 4 -ბოლო მონაკვეთი.

მოვლენები, რომელიც ლანტუსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება განაპირობოს მკვეთრი ჰიპერგლიკემია(სისხლში შაქრის მომატება) და კეტოაციდოზი (სხეულის მიერ შაქრის ნაცვლად ცხიმების გამოყენების გამო, სისხლში მჟავიანობის დონის მომატება). ამ დროს როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენი ექიმი აგიხსნით. ექიმის კონსულტაციის გარეშე ლანტუსის მიღება არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ლანტუსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ ორსულად ხართ, ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენ ექიმს აცნობეთ. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სწორი მართვა და სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილება.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ინსულინის დოზის ანდა კვებითი რეჟიმის რეგულირებისთვის ექიმს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ყურადღების კონცენტრაცია და დროული რეაგირების უნარი შეიძლება შემცირდეს:

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)

ჰიპერგლიკემის (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

ასეთ შემთვევებში, როცა საკუთარი თავის და სხვების წინაშე რისკს ქმნით (ავტომობილის და მექანიზმების მართვის მსგავსი) აღნიშნული მდგომარეობის ალბათობა უნდა გაითვალისწინოთ. მსგავსი მდგომარეობების დროს ავტომობილის მართავასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის მისაღებად ექიმს მიმართეთ:

თუ ჰიპიგლიკემიის შეტევები ხშირად გაქვთ

თუ ჰიპოგლიკემიის პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შემცირება ანდა ალაგება ვლინდება

ლანტუსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ 1მმოლ (23 მგ)-მდე ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთი წამალი სისხლში შაქრის დონის მომატებას, ზოგირთი კი დაქვეითებას განაპირობებს, ზოგიერთმა კი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ორივე ეფექტი გამოავლინოს. ყველა შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი ავირიდოთ, ამისთვის კი საჭიროა ინსულინის დოზის რეგულირება. ყურადღებით უნდა იყოთ არა მხოლოდ რომელიმე ახალი წამლის მიღების დაწყებისას, არამედ ამ წამლის მიღების შეწყვეტის დროსაც.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ქვემოთ მოცემულის პრეპარატების მიღებისას. თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. თუ რომელიმე ახალი წამლის გამოყენებას აპირებთ, ამ წამლის შესაძლო ეფექტებთან დაკვშირებით თქვენს ექიმს მიმართეთ.

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) განაპირობოს:

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები,

ზოგიერთი გულის დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმების დამრთგუნავი წამლები (აგფ ინჰიბიტორები),

გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული დიზოპირამიდი,

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ფლუოქსეტინი, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები,

სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ გამოყენებული ფიბრატები,

სისხლის მომექცევის პრობლემების დროს სისხლის დინების რეგულაციისთვის გამოყენებული პენტოქსიფილინი,

ტკივილის გაყუჩებისთვის და სიცხის დასაწევად გამოყენებული პროპოქსიფენი და სალიცილატები (მაგ. ასპირინი),

სულფონამიდური ანტიბიოტიკები (სულფომეტაქსაზოლის, სულფაცეტამიდის მსგავსი).

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონის ამაღლება (ჰიპერგლიკემია) განაპირობოს:

ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიოსტეროიდები (კორტიზოლი)

ქალებში გამრავლებასთნ დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული ჰორმონების წარმოებული დანაზოლი,

მწვავე ჰიპერტენზიის სამკურნაოდ გამოყენებული დიაზოქსიდი

სითხის მწვავე შეკავების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები (დიურეტიკები),

გლუკაგონი (მკვეთრი ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ გამოყენებული პანკრეასის ჰორმონი),

ტუბერკულოზის (ჭლექის) სამკურნალოდ გამოყენებული იზონიაზიდი,

ესტროგენები და პროგესტერონი (მაგ.ორსულობის კონტროლისთვის),

ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ფენოთიაზინის წარმოებულები,

ზრდის ჰორმონი სომატოტროპინი

სიმპატიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი წამლები (მაგ.ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სალბუტამოლი, ტერბუტალინი ანდა ეპინეფრინი (ადრენალინი),

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირჯვლის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული),

ფსიქოზის სახელით ცნობილი მძიმე ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მაგ. ოლანზაპინი და კლოზაპინი),

ადამიანის იმუნოდფიციტური სინდრომით განპირობებული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი წამლები

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონე მოამატოს ანდა შეამციროს:

მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა ბლოკერები (მაგ.ნებივოლოლი, კარვედილოლი),

მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული კლონიდინი

ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული ლითიუმის მარილები,

პარაზიტებით გამოწვეული ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულმა პენტადიმინმა შეიძლება სისხლში შაქრის დონე დაქვეითოს(ჰიპოგლიკემია), ზოგჯერ ამ დროს სისხლში შაქრის დონის მატებაც(ჰიპერგლიკემია) შეძლება გამოვლინდეს.

როგორც სიმპატიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი სხვა წამლებმა (მაგ. კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი), ასევე ბეტა ბლოკერებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) და პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შესუსტება ანდა სრულად გაქრობა.

ამ ტიპის წამლებიდან რომელიმეს გამოყენებასთან დაკავშირებით თუ დარწმუნებული არა ხართ, ვერ ხვდებით რომელი წამალია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ლანტუსის გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.

სისხლში შაქრის დაბალი დონე(ჰიპოგლიკემია) ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, შეიძლება გონება დაკარგოთ. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, რაც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. თუ თქვენთან ჰიპოგლიკემიის ნიშნები ვლინდება, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონის მომატების ღონისძიებები ჩაატარეთ.

ინსულინების მიმართ ძლიერი ალერგიული რეაქციები: კანის ვრცელი რეაქციები (მთელი სხეულის ზედაპირზე გამონაყარი და ქავილი), კანისა და ლორწოვანის მემბრანების მკვეთრი შეშუპება(ანგიო-შეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, სისხლის წნევის დაცემა და ოფლიანობა. აღნიშნული, ინსულინების წინააღმდეგ გამოვლენილი ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს და შეიძლება განაპირობოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.

ყველა ჩამოთვლილი ლანტუსის სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან შეიძლება გამოვლინდეს სულ ცოტა 1 ავადმყოფში)

ჰიპოგლიკემია

როგორც ყველა ინსულინის გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია ჰიპოგლიკემია. სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია) ნიშნავს სისხლში შაქრის არასაკამრის რაოდენობას. ჰიპოგლიკემიის და მისი მკურნალობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთში მოცემული ინფორმაცია.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან შეიძლება გამოვლინდეს სულ ცოტა 1 ავადმყოფში)

ინექციის ადგილას კანის ცვლილებები

კანის ერთსადაიმავე მიდამოში ხშირი ინექციიების დროს, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება განილიოს (ლიპოატროფია) ანდა გასქელდეს (ლიპოჰიპერტროფია). ასეთ მიდამოში ინსულინის ინექციის შემთხვევაში, ინსულინის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ყოველი ინექციის დროს საჭიროა ინექციის მიდამოს შეცვლა, რაც დაგეხმარებათ კანის ასეთი სახის ცვლილებების თავიდან აცილებაში.

კანის და ალერგიული რეაქციები

ავადმყოფთან ინექციის ადგილას შეიძლება კანის რეაქციები გამოვლინდეს. (მაგ. სიწითლე, ინექციის დროს ანორმალური ინტენსიური ტკივილი, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება ანდა დაჩირქება). აღნიშნული ცვლილებები ინექციის ირგვლივაც შეიძლება გავრცელდეს. მცირე რეაქციებიდან უმრავლესობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირას შორის შუალედში ალაგდება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)

ინსულინის მიმართი სერიოზული ალერგიული რეაქციები

ეს არის კანის ვრცელი რეაქციები (მთელი სხეულის ზედაპირზე გამონაყარი და ქავილი), კანზე ანდა ლორწოვანზე სერიოზული შეშუპება (ანგიოშეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა და ოფლიანობა.

ყველა აღნიშნული, ინსულინის მიმართ განვითარებული სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება შეიძლება განაპირობოს.

თვალის რეაქციები

სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დარღვევა (გაუმჯობესება ანდა გაუარესება). თუ პროგრესირებადი რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება)გაქვთ, ძლიერმა ჰიპოგლიკემიის შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაკარგვა.

ზოგადი დარღვევები

იშვიათად, ინულინით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს სითხის შეკავება, რაც გამოვლინდება სახსრების და კოჭების შეშუპებით.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)

შეიძლება გამოვლინდეს გემოს აღქმის (დისგუზია)დარღვევები და კუნთების ტკივილი (მიალგია).

ბავშვების პოპულაცია

ზოგადად, 18 წლამდე ავადმყოფებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, 18 წლის ზემოთ ასაკში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მსგავსია. 18 წლის და ნაკლები ასაკის მოზარდ ავადმყოფებში, ზრდასრულებთნ შედარებით უფრო ხშირად ვლინდება ინექციის ადგილის რეაქციები და კანის რეაქციები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური კვლევა არ გაკეთებულა და შესაბამისად უსაფრთოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ლანტუსი სოლოსტარის შენახვა

ლანტუსი სოლოსტარი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლანტუსი არ გამოიყენოთ.

გამოუყენებელი კალმები

კალმები 2-80 C ტემპერატურას შორის მაცივარში შეინახეთ.

არ გაყინოთ. სოლოსტარი მაცივარში საყინულეს განყოფილებაში ანდა ყინულის პარკთან პირდაპირი კონტაქტით არ შეინახოთ. გამოყენებისთვის მზა, სავსე კალმები სინათლისგან დაცვის მიზნით შეფუთვის კოლოფში შეინახეთ

კალმები, რომელიც გამოყენების პროცესშია

უკვე მოხმარებაში არსებული, გამოყენებისთვის მზა სავსე საინექციო კალმები ანდა სათადარიგოდ შენახული კარტრიჯი, შეიძლება შენახული იქნას მაქსიმუმ 4 კვირის ხანგრძლივობით <300 ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და სითბოსგან მოშორებულ პირობებში. უკვე მოხმარებაში არსებული კალამი მაცივარში არ უნდა შეინახოთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ კალამი არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი ლანტუსი სოლისტარი ქალაქის წყლებსა ანდა ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი

ესენთეფეს დასახლება, ბუიუქდერეს ქ. 193. აპარტ. N:193/11. შიშლი-სტამბული.

ტელ: 0 212 339 10 00; ფაქსი: 0 212 339 11 99;

წარმოების ადგილი:

Sanofi Aventis Pharma deutchland GmbH

D-65926 ფრანკფურტი , მაინი, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.07.2020-ში დამოწმებულია.

ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია

ყველთვის თან იქონიეთ შაქარი(სულ ცოტა 20 გრამი)

თან ატარეთ ბარათი, სადაც მითითებულია, რომ დიაბეტი გაქვთ

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი გაქვთ (ჰიპერგლიკემია), შეიძლება ინსულინის საკამარისი დოზა არ გაგიკეთებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მაღალი იყოს :

შეიძლება ინსულინის ინექცია არ გაგიკეთებიათ ანდა საკამრისი დოზით არ გაგიკეთებიათ ანდა ინსულინის შენახვის პირობების დარღვევის გამო ეფექტი შემცირებულია.

შეიძლება ინსულინის კალამი კარგად არ მუშობს.

შეიძლება ფიზიკური აქტივობა შეამცირეთ, სტრესის ქვეშ ხართ (ფსიქიკური სტრესი, აღელვება) ანდა ტრავმა, ოპერაცია, ცხელებით მიმდინარე დაავადება ანდა სხვა რომელიმე დაავადება გაქვთ.

სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,, სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის შეხურება, უმადობა, სისხლის წნევის დაცემა, გულის ფრიალი. შარდში შაქრის და კეტონური სხეულების მომატება შეიძლება სისხლში შაქრის მაღალი წნევის მაჩევებელი იყოს. კუჭის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ანდა გონების დაკარგვაც კი- ინსულინის უკმარისობის შედეგად განვითარებული სერიოზული მდგოამარეობის (კეტოაციდოზის) ნიშანი შეიძლება იყოს.

ჰიპერგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?

სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონე და შარდში კეტონური სხეულები უნდა განისაზღვროს. სერიოზული ჰიპერგლიკემიის და კეტოაციდოზის მკურნალობა საავადმყოფოში ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს.

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)

სისხლში შაქრის დონე ძალიან თუ დაეცემა, შეიძლება გონებაც დაკარგოთ. სერიოზულმა ჰიპოგლიკემიამ მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა თავის ტვინის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. სწორი დახმარება რომ გავუწიოთ ავადმყოფს, უნდა გაარკვიოთ, სისხლში შაქრის დონე როდის დაეცა.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს :

შეიძლება ინსულინის ზედმეტი დოზა გაიკეთეთ

შეიძლება კვების ჯერი გამოტოვეთ ანდა კვება დააგვიანეთ

შეიძლება საკამრისი რაოდენობით არ შეჭამეთ ანდა ნახშირწყლების დაბალი შემცველი საკვები შეჭამეთ (შაქარს და შაქრის მსგავს ნივთიერებებს ნახშირწყლებს უწოდებენ. ხელოვნური დამატკბობელები ნახშირყლები არ არის).

ღებინების ანდა დიარეის გამო შეიძლება ნახშირწყლები დაკარგეთ

შეიძლება საკამრისი რაოდენობით საკვების მიღების გარეშე ალკოჰოლი მიიღეთ

შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა გქონდათ ანდა ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტიპის იყო

ტრავმის, ოპერაციის ანდა სტრესის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ

ცხელებით მიმდინარე დაავადება გაქვთ ანდა ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ

სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (იხილეთ ნაწილი 2- ,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

სისხლში შაქრის დაბალი დონე ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს უფრო ხშირია:

ინსულინოთერაპია ახლად დაწყებული გაქვთ ანდა სხვა ინსულიდან ლანტუსზე გადმოხვედით (თუ მანამდე არსებული ბაზალური ინსულინით მკურნალობიდან ლანტუსზე გადასვლისას ჰიპოგლიკემია იქნება. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ვლინდება უფრო დილით, ვიდრე ღამით).

თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა მერყეობს(ცვალებადი).

თუ ინსულინის ინექციის მიდამო შეცვალეთ(მაგ. ბარძყიდან წინამხარზე).

თუ თირკმლების ანდა ღვიძლის დაავადება ანდა ჰიპოთიროიდიზმის მსგავსი სხვა დაავადება გაქვთ.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სხეულზე:

ოფლიანობა, ნამიანი კანი, შფოთვა, გულის ცემის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გულის ფრიალი, გულის ცემის არარეგულარობა. აღნიშნული ნიშნები ხშირად თავის ტვინში შაქრის დაცემის მაჩვებელი შეიძლება იყოს.

თავის ტვინში:

ქვემოთ მოცემული ნიშნები თავის ტვინში შაქრის დაბალ დონეს აჩვენებს: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მომატებული მოძრაობები, გონების არევა, აგრესიულობა, ყურადღების გაფანტვა, რეაქციების დაკარგვა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა (ზოგჯერ მეტყველების შეწყვეტა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, პარეზი, მგრძნობელობის დარღვევები(პარესთეზიები), გრძნობების შემცირება, პირის მიდამოში აღქმის დარღვევა, გაბრუება, კონტროლის დაკარგვა, თვითმომსხურების დარღვევა, კრუნჩხვები და ცნობიერების დაკარგვა.

ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები (,,გამაფრთხილებელი ნიშნები’’) ქვემოთ მიცემული მდგომარეობების დროს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს ანდა ორივე ერთდროულად გამოვლინდეს:

თუ ხანდაზმული ხართ, შაქრიანი დიაბეტი დიდი ხანია გაქვთ ანდა დიაბეტის გამო ცნობილი ნერვული სისტემის დაავადება გაქვთ (ავტონომიური ნეიროპათია)

თუ ახლო პერიოდში ჰიპოგლიკემია გქონდათ (მაგ.1 დღის უკან) ანდა ჰიპოგლიკემია ნელი ფორმით განვითარდა

თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა ნორმალურთან ახლოსაა

თუ ახლო პერიოდში ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ლანტუსის მსგავს ინსულინზე გადახვედით

თუ სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

ასეთ მდგომარეობებში ჰიპოგლიკემია (ცნობიერების დაკარგვაც კი) შეიძლება განვითარდეს ისე, რომ ავადმყოფი ვერც კი მიხვდეს. გამაფრთხილებელი ნიშნების მიმართ ფრთხილად იყავით. სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა ჰიპოგლიკემიის შეტევების განვითარებას აგარიდებთ. თუ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოცნობა გიჭირთ, საკუთარი თავის და სხვების უსაფრთხოების მიზნით, შესაძლო სარისკო მოქმედებებს (მაგ. ავტომობილის მართვა) თავი აარიდეთ.

ჰიპოგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?

  • ინსულინის ინექცია არ გაიკეთოთ. მაშინვე გლუკოზა, შაქრის ნატეხი ანდა ტკბილი სასმელის სახით 10-20 გრამი შაქარი მიიღეთ. (1 კოვზით სავსე შაქარი ანდა გლუკოზის ტაბლეტები, მასში შაქრის დოზის განსაზღვრით).

ყურადღება: არ დაგავიწყდეთ! ხელოვნური დამატკბობელები და მათით დამტკბარი საკვები (მაგ. დიეტური სასმელები) ჰიპოგლიკემიის მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

  • შემდეგ მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივად მოამატებს (მაგ. პური ანდა მაკარონი). ექიმს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონდე მოცემული.

ლანტუსი ხანგრძლივად მოქმედი წამალია, ამიტომ ჰიპოგლიკემიის რეგულაციას დროს სჭირდება.

  • თუ ჰიპოგლიკემია განმეორდება, კვლავ 10-20 გრ შაქარი მიიღეთ.
  • თუ ჰიპოგლიკემიას ვერ აკონტროლებთ ანდა ხშირად მეორდება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

ნათესავებს, მეგობრებს და თანამშრომლებს ქვემოთ მოცემული მონაცემები უთხარით:

თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ შაქრის გადაყლაპვა არ შეგიძლიათ, ან გონება დაკარგული გაქვთ, გლუკოზის ანდა გლუკაგონის ინექცია (სისხლში შაქრის მომამატებელი წამალი) შეიძლება დაგჭირდეთ. ამ ინექციის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.

შაქრის (გლუკოზა) მიღების შემდეგ ჰიპოგლიკემიის დაზუსტების მიზნით რეკომენდირებულია სისხლში შაქრის განსაზღვრა.

გამოყენებისთვის მზა სავსე კალამით ინექცია ლანტუს სოლოსტარი

კალამის გამოყენება

სოლოსტარი R -ინსულინის ინექციისთვის გამოყენებისთვის მზა სავსე კალამია. ექიმმა თქვენს მიერ ამ წამლის მოხმარების უნარის შესაძლებლობაზე დაყრდნობით, ეს პრეპარატი შეგირჩიათ. სოლოსტარის გამოყენებამდე ინექციის გაკეთების ტექნიკასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ანდა ექთნის მხრიდან.

სოლოსტარის R - საინექციო კალმის გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მითითებები წაიკითხეთ. თუ ყველა მითითებას ვერ შეასრულებთ, ახლობელის დახმარება ითხოვეთ. კალამი ისე დაიჭირეთ, როგორც ინსტრუქციაშია მოცემული. დოზა რომ სწორად ამოიკითხოთ, როგორც ქვემოთაა მოცემული, კალამის ნემსი მარცხენა მხარეს, დოზის შერჩევის ფანჯარა კი მარჯვენა მხარეს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭირეთ.

1 ერთეულის მატებით, 1 -დან და 80 ერთეულს შორის დოზა შეგიძლიათ შეარჩიოთ.

თითოეული კალამი 1-ით მეტ დოზას შეიცავს.

მომავალში ხელმძღვანელობის მიზნით, ეს წამლის ინსტუქცია შეინახეთ. სოლოსტარის ანდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ თუ კითხვები გექნებათ, თქვენ ექიმს მიმართეთ ანდა აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის სანოფი- ავენტისის ტელეფონის ნომერზე დარეკეთ.

ფოტო სოლოსტარის ტექნიკური მახასიათებლებლებზე

კალმის სახურავი

კალამის ნემსი: დამცავი დისკი--ნემსი--ნემსის შიგა სახურავი--ნემსი გარე სახურავი

კალამი სრულად კორპუსით--მარცხენა ბოლო-კაუჩუკის დისკი-- ინსულინის კარტრიჯი, რომელზეც არის დოზების გარე შკალა--შუაში ლანტუსის წარწერა-მარჯვენა ბოლო-დოზის მაჩვენებელი ფანჯარა--დოზის შერჩევის ბორბალი--ინჟექტორის ღილაკი, იასამნისფერი.

სოლოსტარის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყოველი გამოყენების წინ ახალი ნემსი მოარგეთ. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარის ინექციისთვის შესაბამისი ნემსი.

ნემსის მორგებამდე, დოზა არ შეარჩიოთ და/ანდა ინჟექტორის ღილაკს არ დააჭიროთ.

ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ უსაფრთხოების ტესტი ჩაატარეთ.

ალკოჰოლთან ანდა სხვა სადეზინფექციო ხსნართან ანდა სხვა ნივთიერებებთან ინსულინის შერევა, კონტაქტი მკაცრად აირიდეთ.

ეს კალამი პირადად თქვენი მხრიდან გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. სხვას არ გაუზიაროთ.

თუ ინექციას სხვა გაგიკეთებთ, ამ პიროვნებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ნემსი არ დაესოს ანდა ინფექცია არ გადაედოს.

თუ სოლოსტარის კალამი დაზიანდა ანდა დარწმუნებული არა ხართ მის გამართულ მუშაობაში, კალამი კატეგორიულად არ გამოიყენოთ.

დაცლილი კალმები განმეორებით არ შეავსოთ და შესაბამისი ფორმით გადააგდეთ.

სოლოსტარის ინჟექტორის კალამის დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევისთვის, ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო სოლოსტარის კალამი.

თუ შეამჩნიეთ, რომ სისხლში შაქრის დონე მოულოდნელი ფორმით მატულობს და უარესდება, ყოველთვის ახალი კალამი გამოიყენეთ. თუ ფიქრობთ, რომ სოლოსტარის კალამი დაზიანებულია, გთხოვთ, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტს მიმართეთ.

1-ლი საფეხური: ინსულინი შეამოწმეთ

ა. იმისთვის, რომ ინსულინის პრეპარატი სხვა წამალთან არ აგერიოთ, სოლოსტარის ეტიკეტი გადაამოწმეთ. ლანტუსის სოლოსტარი რუხი ფერისაა, საინექციო ღილაკი კი იასამნისფერია.

ბ. კალამის სახურავი მოხადეთ.

გ. შეამოწმეთ ინსულინის კალამი, ლანტუსი გამჭვირვალე ინსულინია. თუ ინსულინის ხსნარი შემღვრეულია, ფერადია ანდა ნაწილაკებს შეიცავს, არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე არ შეანჯღრიოთ ანდა არ შეურიოთ (სხვა პრეპარატს).

მე-2 საფეხური: ნემსის მორგება

ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ ახალი, სტერიულური ნემსი მოარგეთ, აღნიშნული ქმედება დაავადების გადატანის ანდა ნემსის პოტენციურ დახშობას თავიდან აგაცილებთ.

ა. ახალ ნემსზე არსებული დამცავი აპკი მოაცილეთ.

ბ. კალამი და ნემსი ერთ ღერძზე დაიჭირეთ და ნემსი კალამს მოარგეთ (ნემსი კალამზე მოტრიალებით ანდა დაჭერით მოარგეთ). ფოტო

თუ ნემსს არასწორად დაჭერით მოარგებთ, კაუჩუკმა შეიძლება დისკი დააზიანოს და გამოჟონვა განაპირობოს ანდა ნემსის გატეხვა გამოიწვიოს. ფოტო

მე-3 საფეხური: უსაფრთხოების ტესტის გაკეთება

ყოველთვის, ყოველი ინექციის გაკეთებამდე გააკეთეთ უსაფრთხოების ტესტი. ამ გზით შერჩეული დოზის სისწორეში დარწუნდებით.

ნემსის ანდა კალამის გამართულად მუშაობაში დარწმუნდით.

ჰაერის ბუშტუკები გამოიტანეთ.

ა. დოზის შემრჩევი ხრახნის (ბორბალის)დატრიალებით 2 ერთეული დოზა შეარჩიეთ. ფოტო

ბ. ნემსის გარე სახურავი მოხადეთ და გვერდზე დადეთ, ეს სახურავი ინექციის შემდეგ გადასაგდები ნემსისთვის უნდა გამოიყენოთ. ნემსის შიგა სახურავი მოხადეთ და გადააგდეთ.

ფოტო-- სადაც მითითებულია გარე სახურავზე -შენახვა, შიგა სახურავზე -გადაგდება.

გ. კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

დ. ინსულინის კორპუსზე მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ნემის მიმართულებით გადასვლა უზრუნველყავით.

ე. ინჟექტორის(შპრიც-კალამის) ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ თითი. ნემსის წვერიდან ინსულინის გადმოსვლა შეამოწმეთ. ფოტო შესაბამისი შინაარსით.

ნემსის წვეროდან ინსულინის გადმოსვლის დანახვამდე, უსაფრთხოების ტესტის გაკეთება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ.

თუ ნემსის წვერიდან ინსულინი არ გადმოდის, გადაამოწმეთ ჰაერის ბუშტუკების არსებობა და ჰაერის ბუშტუკების გადანაცვლების მიზნით უსაფრთხოების ტესტი ორჯერ კიდევ გაიმეორეთ.

თუ ჯერ კიდევ არ გადმოდის ინსულინი, ნემსის წვერი შეიძლება დახშული იყოს. ამ შემთხვევაში ნემსი უნდა შეცვალოთ ანდა იგივე საფეხურები კვლავ გაიმეოროთ.

თუ ნემსის შეცვლის შემდეგაც არ გადმოდის ინსულინი, სოლოსტარი შეიძლება დაზიანებული იყოს და ეს სოლოსტარის კალამი არ გამოიყენოთ.

მე-4 საფეხური: დოზის შერჩევა

დოზის რეგულირება შეიძლება 1 ერთეულის მატებით, სულ ცოტა 1 ერთეული, მაქსიმუმ კი 80 ერთეულამდე შეიძლება დოზის შერჩევა. თუ 80 ერთეულზე მეტი დოზა გჭირდებათ, 2 ანდა მეტი შპრიც-კალამით შეგიძლიათ ეს დოზა გაიკეთოთ.

ა. უსაფრთხოების ტესტის გაკეთების შემდეგ, დოზის ფანჯარაში ,,0’’ მაჩვენებელი შეამოწმეთ.

ბ. ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდირებული დოზა შეარჩიეთ(ქვემოთ მოცემულ ნიმუშში შერჩეული დოზა 30 ერთეულია). დოზის რეგულირებისას თუ სასურველ ერთეულს გასცდით, შეგიძლიათ, უკან დაატრიალოთ. ფოტო შესაბამისი შინაარსის.

დატრიალების დროს შპრიც-კალამის ღილაკს არ დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნემსის წვერიდან ინსულინი გადმოვა.

დოზის შერჩევის ფანჯარაში ინსულინის დარჩენილ ერთეულზე მეტი მაჩვენებლის შერჩევა არ მოხერხდება. დოზის შემრჩევი ბორბალი ძალით არ დაატრიალოთ, რადგანაც ამ დროს კალამში დარჩენილი რაოდენობა შეიძლება ინჟექტირებული იქნას და ინსულინის საჭირო დოზის ინექციისთვის ახალი ინჟექტორის გახსნა დაგჭირდეთ ანდა სრული დოზის გაკეთება ახალი სოლოსტარის ინექციიდან მოგიწიოთ.

მე-5 საფეხური: ინსულინის დოზის ინჟექტირება-გაკეთება

ა.ინსულინის ინექციისთვის გამოიყენეთ ექიმის ანდა ექთნის მიერ რეკომენდირებული ტექნიკა.

ბ. ნემსი კანში ჩაარჭეთ. შესაბამისი შინაარსის ფოტო.

გ.ინჟექტორის ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ და დოზა შეიყვანეთ. ინექციის დასრულებისას დოზის ფანჯარაში გამოჩნდება ,,0’’. შესაბამისი შინაარსის ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ ნემსი კანში 10 წამი უნდა დააყოვნოთ და შემდეგ ამოიღოთ.

დ. ინჟექტორის ღილაკზე დაჭერა დააგრძელეთ და ნემსის ინექციის მიდამოდან ამოღებამდე დაჭერილი გქონდეთ, ნელ-ნელა 10-მდე დაითვალეთ. ასეთი ქმედებებით დოზის სრულ ინექცირებაში გარანტირებულად დარწმუნდებით.

კალამის პისტონი ყოველი დოზის შეყვანის შემდეგ თანდათან დაიწევს. პისტონი ჯამში 300 ერთეული ინსულინის ინექციის შემდეგ კატრიჯის ბოლოში გადაინაცვლებს.

მე-6 საფეხური; ნემსის ამოღება და გადაგდება:

ყოველთვის, ყველა ინექციის შემდეგ ნემსი მოხსენით და სოლოსტარის ინექციის კალამი ნემსის გარეშე შეინახეთ. ასეთი ქმედებით:

დაავადების გადადებას და/ანდა ინფექციას თავიდან აიცილებთ

ინსულინის კორპუსში ჰაერის მოხვედრას ანდა ინსულინის გამოჟონვას თავისდან …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლანტუსიR სოლოსტარიR 100 ერთ/მლ

სუბკუტანეული გამოყენებისთვის

საინექციო ხსნარი

კანქვეშ კეთდება

სტერილური სანოფი

მოქმედი ნივთიერება: ინსულინი გლარგინი

თითოეული მლ, 100 ერთეულ ინსულინ გლარგინს (3,64 მგ-ის ექვივალენტ) შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: თუთიის ქლორიდი, მ-კრეზოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ლანტუსი სოლოსარი?

ლანტუსი სოლოსტარის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ლანტუსი სოლოსტარი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ლანტუსი სოლოსტარის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ლანტუსი სოლოსტარი?

ლანტუსი, ინსულინ გლარგინის შემცველი საინექციო ხსნარია. ინსულინ გლარგინი ადამიანის ინსულინის მსგავსი, შეცვლილი ინსულინია. წარმოებულია რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით, მას ახასიათებს სისხლში შაქრის დაქვეითების ხანგრძლივი და მყარი ეფექტი.

ლანტუსი შაქრიანი დიაბეტის (diabetis melitus) მქონე ზრდასრულებში, მოზარდებში და 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის დაქვეითების მიზნით. შაქრიანი დიაბეტი (diabetis melitus), ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სხეული სისხლში შაქრის მაღალი დონის დაქვეითების მიზნით საკმარისი რაოდენობით ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. ინსულინ გლარგინი ხასიათდება სისხლში შაქრის დონის ხანგრძლივი და მყარი დაქვეითების ეფექტით.

  • ლანტუსი სოლოსტარის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ლანტუსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ ინსულინ გლარგინის ანდა ლანტუსის ფორმულის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ.

ლანტუსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

დოზირება, დაკვირვება (სისხლის და შარდის ანალიზები), დიეტა და ფიზიკური აქტივობა(ფიზიკური მუშაობა და ვარჯიში), ინექციის ტექნიკის დეტალები ექიმის მითითებების შესაბამისად სრულად შეასრულეთ.

თუ სისხლში შაქრის დონე დაბალია(ჰიპოგლიკემია), ტექსტის ბოლოში მოცემული ჰიპოგლიკემიის მითითებები შეასრულეთ.

ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე): ინსულინის ყველა სახეობამ, ლანტუსის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, თუ ჰიპოკალემიის მკურნალობა არ ჩატარდება, შეიძლება გამოიწვიოს: სუნთქვის დამბლა, გულის რითმის დარღვევები და სიკვდილი. თუ ჰიპოკალემიის განმაპირობებელ რომელიმე წამალს ღებულობთ (კალიუმის დამაქვეითებელი ანდა სისხლში კალიუმის კონცენტრაციაზე მოქმედი წამალი), ასეთ შემთხევაში საჭიროა ექიმის მიერ სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.

მოგზაურობა

მოგზაურობის დაწყებამდე, თქვენი ექიმის კონსულტაცია მიიღეთ, შეიძლება საჭირო იყოს ქვემოთ მოცემული თემების განხილვა:

ინსულინის ხელმისაწვდომობა იმ ქვეყანაში, სადაც მოგზაურობას აპირებთ

ინსულინის ინჟექტორის ხელმისაწვდომობა

მოგზაურობის დროს ინსულინის სწორი შენახვა

კვების ჯერის დრო და მოგზაურობის დროს ინსულინის გაკეთება

დროის მონაკვეთების ცვლილებებთან დაკავშირებული შესაძლო ეფექტები

ჯანმრთელობის შესაძლო ახალი რისკები იმ ქვეყანაში, სადაც აპირებთ მოგზაურობას

შეუძლოდ ყოფნის ანდა ავად გახდომისას, მწვავე შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეთ

დაავადებები და ტრავმები

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სისხლში შაქრის დარეგულირება ძალიან საყურადღებო შეიძლება იყოს (მაგ. ინსულინის დოზის რეგულირება, სისხლის და შარდის ანალიზები):

თუ ავად ხართ ანდა დიდი ჭრილობა გაქვთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს (ჰიპერჰლიკემია).

თუ საკმარისი რაოდენობთ არ იკვებებით, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს(ჰიპოგლიკემია)

მსგავს მდგომარეობებში ხშირად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ I ტიპის შაქრიანი დიაბეტი(ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) გაქვთ, ინსულინის მოხმარება არ შეწყვიტოთ და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობით მიღება გააგრძელეთ. თქვენს მომვლელს ანდა მკურნალ პირს ყოველთვის უთხარით, რომ ინსულინი გჭირდებათ.

ინსულინით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს თქვენს სხეულში ინსულინის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების (ინსულინის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ნივთიერებები)გამომუშავება.

ხანგრძლივი მიმდინარეობის ტიპი -2 შაქრიანი დიაბეტის(ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) და გულის დაავადებების მქონე ავადმყოფებში, ანდა მანამდე გადატანილი ინსულტის მქონე ავადმყოფებში, პიოგლიტაზონით (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და ინსულინით მკურნალობის განმახორციელებელ ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში ვლინდება გულის უკმარისობა, ამიტომ თუ თქვენ შენიშნავთ ანორმალურ სუნთქვის გაძნელებას ანდა წონის სწრაფ მომატებას ანდა სხეულის რომელიმე მონაკვეთის შესივებას(შეშუპება) და გულის უკმარისობის ნიშნებს, უმოკლეს დროში ექიმს მიმართეთ.

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების კონტროლის მიზნით საჭიროა გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდების და სერიის ნომერის ისტორიაში აღრიცხვა.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან ვლინდება, ან თუნდაც წარსულის ნებისმიერ მომენტში გქონდათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

ლანტუსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

თუ ალკოჰოლს ღებულობთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს ანდა დაეცეს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ ორსულად ხართ, ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენ ექიმს აცნობეთ. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სწორი მართვა და სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილება.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ინსულინის დოზის ანდა კვებითი რეჟიმის რეგულირებისთვის ექიმს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ყურადღების კონცენტრაცია და დროული რეაგირების უნარი შეიძლება შემცირდეს:

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)

ჰიპერგლიკემის (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

ასეთ შემთვევებში, როცა საკუთარი თავის და სხვების წინაშე რისკს ქმნით (ავტომობილის და მექანიზმების მართვის მსგავსი) აღნიშნული მდგომარეობის ალბათობა უნდა გაითვალისწინოთ. მსგავსი მდგომარეობების დროს ავტომობილის მართავასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის მისაღებად ექიმს მიმართეთ:

თუ ჰიპიგლიკემიის შეტევები ხშირად გაქვთ

თუ ჰიპოგლიკემიის პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შემცირება ანდა ალაგება ვლინდება

ლანტუსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ 1მმოლ (23 მგ)-მდე ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთი წამალი სისხლში შაქრის დონის მომატებას, ზოგირთი კი დაქვეითებას განაპირობებს, ზოგიერთმა კი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ორივე ეფექტი გამოავლინოს. ყველა შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი ავირიდოთ, ამისთვის კი საჭიროა ინსულინის დოზის რეგულირება. ყურადღებით უნდა იყოთ არა მხოლოდ რომელიმე ახალი წამლის მიღების დაწყებისას, არამედ ამ წამლის მიღების შეწყვეტის დროსაც.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ქვემოთ მოცემულის პრეპარატების მიღებისას. თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. თუ რომელიმე ახალი წამლის გამოყენებას აპირებთ, ამ წამლის შესაძლო ეფექტებთან დაკვშირებით თქვენს ექიმს მიმართეთ.

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) განაპირობოს:

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები,

ზოგიერთი გულის დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმების დამრთგუნავი წამლები (აგფ ინჰიბიტორები),

გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული დიზოპირამიდი,

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ფლუოქსეტინი, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები,

სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ გამოყენებული ფიბრატები,

სისხლის მომექცევის პრობლემების დროს სისხლის დინების რეგულაციისთვის გამოყენებული პენტოქსიფილინი,

ტკივილის გაყუჩებისთვის და სიცხის დასაწევად გამოყენებული პროპოქსიფენი და სალიცილატები (მაგ. ასპირინი),

სულფონამიდური ანტიბიოტიკები (სულფომეტაქსაზოლის, სულფაცეტამიდის მსგავსი).

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონის ამაღლება (ჰიპერგლიკემია) განაპირობოს:

ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიოსტეროიდები (კორტიზოლი)

ქალებში გამრავლებასთნ დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული ჰორმონების წარმოებული დანაზოლი,

მწვავე ჰიპერტენზიის სამკურნაოდ გამოყენებული დიაზოქსიდი

სითხის მწვავე შეკავების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები (დიურეტიკები),

გლუკაგონი (მკვეთრი ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ გამოყენებული პანკრეასის ჰორმონი),

ტუბერკულოზის (ჭლექის) სამკურნალოდ გამოყენებული იზონიაზიდი,

ესტროგენები და პროგესტერონი (მაგ.ორსულობის კონტროლისთვის),

ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული ფენოთიაზინის წარმოებულები,

ზრდის ჰორმონი სომატოტროპინი

სიმპატიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი წამლები (მაგ.ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სალბუტამოლი, ტერბუტალინი ანდა ეპინეფრინი (ადრენალინი),

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირჯვლის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული),

ფსიქოზის სახელით ცნობილი მძიმე ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მაგ. ოლანზაპინი და კლოზაპინი),

ადამიანის იმუნოდფიციტური სინდრომით განპირობებული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი წამლები

აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონე მოამატოს ანდა შეამციროს:

მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა ბლოკერები (მაგ.ნებივოლოლი, კარვედილოლი),

მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული კლონიდინი

ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული ლითიუმის მარილები,

პარაზიტებით გამოწვეული ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულმა პენტადიმინმა შეიძლება სისხლში შაქრის დონე დაქვეითოს(ჰიპოგლიკემია), ზოგჯერ ამ დროს სისხლში შაქრის დონის მატებაც(ჰიპერგლიკემია) შეძლება გამოვლინდეს.

როგორც სიმპატიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი სხვა წამლებმა (მაგ. კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი), ასევე ბეტა ბლოკერებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) და პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შესუსტება ანდა სრულად გაქრობა.

ამ ტიპის წამლებიდან რომელიმეს გამოყენებასთან დაკავშირებით თუ დარწმუნებული არა ხართ, ვერ ხვდებით რომელი წამალია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ლანტუსი სოლოსტარი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ გამოყენების დეტალებთან დაკაშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ცხოვრების წესის, სისხლში შაქრის დონის(გლუკოზის) მაჩვენებლის და მანამდე არსებული ინსულინის დოზის გათვალისწინებით, ექიმი მოგცემთ მითითებებს:

დღის განმავლობაში რამდენი და დროის რომელ მონაკვეთშია ლანტუსის გამოყენების საჭიროება,

სისხლში შაქრის დონე როდის უნდა გადაამოწმოთ ანდა შარდის ანალიზი როდის უნდა გაკეთდეს,

როდისაა ლანტუსის უფრო მაღალი ანდა უფრო დაბალი დოზის საჭიროება,

ლანტუსი ხანგრძლივი მოქმედების წამალია. თქვენმა ექიმმა, სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ ეფექტური ხანმოკლე მოქმედების ინსულინთან ანდა ტაბლეტირებულ ფორმასთან ერთად მიღება შეიძლება გითხრათ.

საჭიროა ლანტუსის ერთი ინექციის ყოველდღე, დღის ერთსდაიგივე მონაკვეთში (საათზე)გაკეთება.

სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. იმისთის რომ, სისხლში შაქრის დონე აკონტროლოთ და თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი დონე, უნდა იცოდეთ ეს ფაქტორები.

ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ნაწილში: ,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’.

მიცემის გზა და მეთოდი:

ლანტუსის ინექცია კეთდება კანქვეშ. ვენაში ინექცია არ შეიძლება, რადგანაც აღნიშნულმა წამლის ეფექტი შეიძლება შეცვალოს და სისხლში შაქრის დონის დაცემა გამოიწვიოს.

ექიმი გიჩვენებთ კანის მიდამოს, სადაც უნდა გაიკეთოთ ლანტუსის ინექცია. ყოველი ინექციის დროს კანის საინექციო მონაკვეთი მონაცვლეობით შეცვალეთ.

სხვა ინსულინებიდან ლანტუსზე გადასვლისას, შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის იმ სხვა სამკურნალო წამლების დოზის რეგულირება, რომელსაც ღებულობდით.

ინსულინების არევა (შემთვევით შეცდომით გაკეთება)

ლანტუსი სხვა ინსულინებთან რომ არ აგერიოთ, ყოველი ინსულინის ინექციის წინ ეტიკეტი გადაამოწმეთ.

ამ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ,,სოლოსტარის გამოყენება’’ და ყურადღებით წაიკითხეთ. კალამი გამოიყენეთ ისევე, როგორც არის მითითებული სოლოსტარის ინსტრუქციაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ლანტუსი გამოიყენება მოზარდებსა და 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

თქვენი ექიმი თირკმლის ფუნქციების შეფასების შემდეგ შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თქვენი ექიმი, თირკმლების დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

ღვიძლის უკამრისობა:

თქვენი ექიმი, ღვიძლის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შესაბამის დოზას შეგირჩევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ლანტუსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ლანტუსის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ

თუ ლანტუსის ინექციის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს(ჰიპოგლიკემია). ასეთ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე მოკლე შუალედებით გააკონტროლეთ. ზოგადად, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა უფრომ მეტი ჭამა და სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა. ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილი 4 -ის ბოლო მონაკევეთში.

თუ ლანტუსის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ლანტუსის გამოყენება დაგავიწყდებათ

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

თუ ლანტუსის საჭირო დოზის ინექციის გაკეთება დაგავიწყდათ ანდა დაბალი დოზა გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე ძალიან მოიმატებს (ჰიპერგლიკემია), ამ დროს სისხლში შაქრის დონე ხშირად გაიზომეთ. ჰიპერგლიკემიის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი 4 -ბოლო მონაკვეთი.

მოვლენები, რომელიც ლანტუსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება განაპირობოს მკვეთრი ჰიპერგლიკემია(სისხლში შაქრის მომატება) და კეტოაციდოზი (სხეულის მიერ შაქრის ნაცვლად ცხიმების გამოყენების გამო, სისხლში მჟავიანობის დონის მომატება). ამ დროს როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენი ექიმი აგიხსნით. ექიმის კონსულტაციის გარეშე ლანტუსის მიღება არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ლანტუსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ლანტუსის გამოყენება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.

სისხლში შაქრის დაბალი დონე(ჰიპოგლიკემია) ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, შეიძლება გონება დაკარგოთ. მძიმე ჰიპოგლიკემიამ შეიძლება თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, რაც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. თუ თქვენთან ჰიპოგლიკემიის ნიშნები ვლინდება, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონის მომატების ღონისძიებები ჩაატარეთ.

ინსულინების მიმართ ძლიერი ალერგიული რეაქციები: კანის ვრცელი რეაქციები (მთელი სხეულის ზედაპირზე გამონაყარი და ქავილი), კანისა და ლორწოვანის მემბრანების მკვეთრი შეშუპება(ანგიო-შეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, სისხლის წნევის დაცემა და ოფლიანობა. აღნიშნული, ინსულინების წინააღმდეგ გამოვლენილი ძლიერი ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს და შეიძლება განაპირობოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.

ყველა ჩამოთვლილი ლანტუსის სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან შეიძლება გამოვლინდეს სულ ცოტა 1 ავადმყოფში)

ჰიპოგლიკემია

როგორც ყველა ინსულინის გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია ჰიპოგლიკემია. სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია) ნიშნავს სისხლში შაქრის არასაკამრის რაოდენობას. ჰიპოგლიკემიის და მისი მკურნალობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთში მოცემული ინფორმაცია.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან შეიძლება გამოვლინდეს სულ ცოტა 1 ავადმყოფში)

ინექციის ადგილას კანის ცვლილებები

კანის ერთსადაიმავე მიდამოში ხშირი ინექციიების დროს, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება განილიოს (ლიპოატროფია) ანდა გასქელდეს (ლიპოჰიპერტროფია). ასეთ მიდამოში ინსულინის ინექციის შემთხვევაში, ინსულინის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ყოველი ინექციის დროს საჭიროა ინექციის მიდამოს შეცვლა, რაც დაგეხმარებათ კანის ასეთი სახის ცვლილებების თავიდან აცილებაში.

კანის და ალერგიული რეაქციები

ავადმყოფთან ინექციის ადგილას შეიძლება კანის რეაქციები გამოვლინდეს. (მაგ. სიწითლე, ინექციის დროს ანორმალური ინტენსიური ტკივილი, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება ანდა დაჩირქება). აღნიშნული ცვლილებები ინექციის ირგვლივაც შეიძლება გავრცელდეს. მცირე რეაქციებიდან უმრავლესობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირას შორის შუალედში ალაგდება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)

ინსულინის მიმართი სერიოზული ალერგიული რეაქციები

ეს არის კანის ვრცელი რეაქციები (მთელი სხეულის ზედაპირზე გამონაყარი და ქავილი), კანზე ანდა ლორწოვანზე სერიოზული შეშუპება (ანგიოშეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა და ოფლიანობა.

ყველა აღნიშნული, ინსულინის მიმართ განვითარებული სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარება შეიძლება განაპირობოს.

თვალის რეაქციები

სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დარღვევა (გაუმჯობესება ანდა გაუარესება). თუ პროგრესირებადი რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება)გაქვთ, ძლიერმა ჰიპოგლიკემიის შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაკარგვა.

ზოგადი დარღვევები

იშვიათად, ინულინით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს სითხის შეკავება, რაც გამოვლინდება სახსრების და კოჭების შეშუპებით.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)

შეიძლება გამოვლინდეს გემოს აღქმის (დისგუზია)დარღვევები და კუნთების ტკივილი (მიალგია).

ბავშვების პოპულაცია

ზოგადად, 18 წლამდე ავადმყოფებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, 18 წლის ზემოთ ასაკში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების მსგავსია. 18 წლის და ნაკლები ასაკის მოზარდ ავადმყოფებში, ზრდასრულებთნ შედარებით უფრო ხშირად ვლინდება ინექციის ადგილის რეაქციები და კანის რეაქციები. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური კვლევა არ გაკეთებულა და შესაბამისად უსაფრთოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ლანტუსი სოლოსტარის შენახვა

ლანტუსი სოლოსტარი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლანტუსი არ გამოიყენოთ.

გამოუყენებელი კალმები

კალმები 2-80 C ტემპერატურას შორის მაცივარში შეინახეთ.

არ გაყინოთ. სოლოსტარი მაცივარში საყინულეს განყოფილებაში ანდა ყინულის პარკთან პირდაპირი კონტაქტით არ შეინახოთ. გამოყენებისთვის მზა, სავსე კალმები სინათლისგან დაცვის მიზნით შეფუთვის კოლოფში შეინახეთ

კალმები, რომელიც გამოყენების პროცესშია

უკვე მოხმარებაში არსებული, გამოყენებისთვის მზა სავსე საინექციო კალმები ანდა სათადარიგოდ შენახული კარტრიჯი, შეიძლება შენახული იქნას მაქსიმუმ 4 კვირის ხანგრძლივობით <300 ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და სითბოსგან მოშორებულ პირობებში. უკვე მოხმარებაში არსებული კალამი მაცივარში არ უნდა შეინახოთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ კალამი არ გამოიყენოთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი ლანტუსი სოლისტარი ქალაქის წყლებსა ანდა ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი

ესენთეფეს დასახლება, ბუიუქდერეს ქ. 193. აპარტ. N:193/11. შიშლი-სტამბული.

ტელ: 0 212 339 10 00; ფაქსი: 0 212 339 11 99;

წარმოების ადგილი:

Sanofi Aventis Pharma deutchland GmbH

D-65926 ფრანკფურტი , მაინი, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.07.2020-ში დამოწმებულია.

ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია

ყველთვის თან იქონიეთ შაქარი(სულ ცოტა 20 გრამი)

თან ატარეთ ბარათი, სადაც მითითებულია, რომ დიაბეტი გაქვთ

ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი გაქვთ (ჰიპერგლიკემია), შეიძლება ინსულინის საკამარისი დოზა არ გაგიკეთებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მაღალი იყოს :

შეიძლება ინსულინის ინექცია არ გაგიკეთებიათ ანდა საკამრისი დოზით არ გაგიკეთებიათ ანდა ინსულინის შენახვის პირობების დარღვევის გამო ეფექტი შემცირებულია.

შეიძლება ინსულინის კალამი კარგად არ მუშობს.

შეიძლება ფიზიკური აქტივობა შეამცირეთ, სტრესის ქვეშ ხართ (ფსიქიკური სტრესი, აღელვება) ანდა ტრავმა, ოპერაცია, ცხელებით მიმდინარე დაავადება ანდა სხვა რომელიმე დაავადება გაქვთ.

სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,, სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის შეხურება, უმადობა, სისხლის წნევის დაცემა, გულის ფრიალი. შარდში შაქრის და კეტონური სხეულების მომატება შეიძლება სისხლში შაქრის მაღალი წნევის მაჩევებელი იყოს. კუჭის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ანდა გონების დაკარგვაც კი- ინსულინის უკმარისობის შედეგად განვითარებული სერიოზული მდგოამარეობის (კეტოაციდოზის) ნიშანი შეიძლება იყოს.

ჰიპერგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?

სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონე და შარდში კეტონური სხეულები უნდა განისაზღვროს. სერიოზული ჰიპერგლიკემიის და კეტოაციდოზის მკურნალობა საავადმყოფოში ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს.

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)

სისხლში შაქრის დონე ძალიან თუ დაეცემა, შეიძლება გონებაც დაკარგოთ. სერიოზულმა ჰიპოგლიკემიამ მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა თავის ტვინის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. სწორი დახმარება რომ გავუწიოთ ავადმყოფს, უნდა გაარკვიოთ, სისხლში შაქრის დონე როდის დაეცა.

ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს :

შეიძლება ინსულინის ზედმეტი დოზა გაიკეთეთ

შეიძლება კვების ჯერი გამოტოვეთ ანდა კვება დააგვიანეთ

შეიძლება საკამრისი რაოდენობით არ შეჭამეთ ანდა ნახშირწყლების დაბალი შემცველი საკვები შეჭამეთ (შაქარს და შაქრის მსგავს ნივთიერებებს ნახშირწყლებს უწოდებენ. ხელოვნური დამატკბობელები ნახშირყლები არ არის).

ღებინების ანდა დიარეის გამო შეიძლება ნახშირწყლები დაკარგეთ

შეიძლება საკამრისი რაოდენობით საკვების მიღების გარეშე ალკოჰოლი მიიღეთ

შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა გქონდათ ანდა ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტიპის იყო

ტრავმის, ოპერაციის ანდა სტრესის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ

ცხელებით მიმდინარე დაავადება გაქვთ ანდა ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ

სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (იხილეთ ნაწილი 2- ,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

სისხლში შაქრის დაბალი დონე ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს უფრო ხშირია:

ინსულინოთერაპია ახლად დაწყებული გაქვთ ანდა სხვა ინსულიდან ლანტუსზე გადმოხვედით (თუ მანამდე არსებული ბაზალური ინსულინით მკურნალობიდან ლანტუსზე გადასვლისას ჰიპოგლიკემია იქნება. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ვლინდება უფრო დილით, ვიდრე ღამით).

თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა მერყეობს(ცვალებადი).

თუ ინსულინის ინექციის მიდამო შეცვალეთ(მაგ. ბარძყიდან წინამხარზე).

თუ თირკმლების ანდა ღვიძლის დაავადება ანდა ჰიპოთიროიდიზმის მსგავსი სხვა დაავადება გაქვთ.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სხეულზე:

ოფლიანობა, ნამიანი კანი, შფოთვა, გულის ცემის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გულის ფრიალი, გულის ცემის არარეგულარობა. აღნიშნული ნიშნები ხშირად თავის ტვინში შაქრის დაცემის მაჩვებელი შეიძლება იყოს.

თავის ტვინში:

ქვემოთ მოცემული ნიშნები თავის ტვინში შაქრის დაბალ დონეს აჩვენებს: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მომატებული მოძრაობები, გონების არევა, აგრესიულობა, ყურადღების გაფანტვა, რეაქციების დაკარგვა, დეპრესია, მეტყველების დარღვევა (ზოგჯერ მეტყველების შეწყვეტა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, პარეზი, მგრძნობელობის დარღვევები(პარესთეზიები), გრძნობების შემცირება, პირის მიდამოში აღქმის დარღვევა, გაბრუება, კონტროლის დაკარგვა, თვითმომსხურების დარღვევა, კრუნჩხვები და ცნობიერების დაკარგვა.

ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები (,,გამაფრთხილებელი ნიშნები’’) ქვემოთ მიცემული მდგომარეობების დროს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს ანდა ორივე ერთდროულად გამოვლინდეს:

თუ ხანდაზმული ხართ, შაქრიანი დიაბეტი დიდი ხანია გაქვთ ანდა დიაბეტის გამო ცნობილი ნერვული სისტემის დაავადება გაქვთ (ავტონომიური ნეიროპათია)

თუ ახლო პერიოდში ჰიპოგლიკემია გქონდათ (მაგ.1 დღის უკან) ანდა ჰიპოგლიკემია ნელი ფორმით განვითარდა

თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა ნორმალურთან ახლოსაა

თუ ახლო პერიოდში ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ლანტუსის მსგავს ინსულინზე გადახვედით

თუ სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).

ასეთ მდგომარეობებში ჰიპოგლიკემია (ცნობიერების დაკარგვაც კი) შეიძლება განვითარდეს ისე, რომ ავადმყოფი ვერც კი მიხვდეს. გამაფრთხილებელი ნიშნების მიმართ ფრთხილად იყავით. სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა ჰიპოგლიკემიის შეტევების განვითარებას აგარიდებთ. თუ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოცნობა გიჭირთ, საკუთარი თავის და სხვების უსაფრთხოების მიზნით, შესაძლო სარისკო მოქმედებებს (მაგ. ავტომობილის მართვა) თავი აარიდეთ.

ჰიპოგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?

  • ინსულინის ინექცია არ გაიკეთოთ. მაშინვე გლუკოზა, შაქრის ნატეხი ანდა ტკბილი სასმელის სახით 10-20 გრამი შაქარი მიიღეთ. (1 კოვზით სავსე შაქარი ანდა გლუკოზის ტაბლეტები, მასში შაქრის დოზის განსაზღვრით).

ყურადღება: არ დაგავიწყდეთ! ხელოვნური დამატკბობელები და მათით დამტკბარი საკვები (მაგ. დიეტური სასმელები) ჰიპოგლიკემიის მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

  • შემდეგ მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივად მოამატებს (მაგ. პური ანდა მაკარონი). ექიმს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონდე მოცემული.

ლანტუსი ხანგრძლივად მოქმედი წამალია, ამიტომ ჰიპოგლიკემიის რეგულაციას დროს სჭირდება.

  • თუ ჰიპოგლიკემია განმეორდება, კვლავ 10-20 გრ შაქარი მიიღეთ.
  • თუ ჰიპოგლიკემიას ვერ აკონტროლებთ ანდა ხშირად მეორდება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

ნათესავებს, მეგობრებს და თანამშრომლებს ქვემოთ მოცემული მონაცემები უთხარით:

თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ შაქრის გადაყლაპვა არ შეგიძლიათ, ან გონება დაკარგული გაქვთ, გლუკოზის ანდა გლუკაგონის ინექცია (სისხლში შაქრის მომამატებელი წამალი) შეიძლება დაგჭირდეთ. ამ ინექციის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.

შაქრის (გლუკოზა) მიღების შემდეგ ჰიპოგლიკემიის დაზუსტების მიზნით რეკომენდირებულია სისხლში შაქრის განსაზღვრა.

გამოყენებისთვის მზა სავსე კალამით ინექცია ლანტუს სოლოსტარი

კალამის გამოყენება

სოლოსტარი R -ინსულინის ინექციისთვის გამოყენებისთვის მზა სავსე კალამია. ექიმმა თქვენს მიერ ამ წამლის მოხმარების უნარის შესაძლებლობაზე დაყრდნობით, ეს პრეპარატი შეგირჩიათ. სოლოსტარის გამოყენებამდე ინექციის გაკეთების ტექნიკასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ანდა ექთნის მხრიდან.

სოლოსტარის R - საინექციო კალმის გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მითითებები წაიკითხეთ. თუ ყველა მითითებას ვერ შეასრულებთ, ახლობელის დახმარება ითხოვეთ. კალამი ისე დაიჭირეთ, როგორც ინსტრუქციაშია მოცემული. დოზა რომ სწორად ამოიკითხოთ, როგორც ქვემოთაა მოცემული, კალამის ნემსი მარცხენა მხარეს, დოზის შერჩევის ფანჯარა კი მარჯვენა მხარეს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭირეთ.

1 ერთეულის მატებით, 1 -დან და 80 ერთეულს შორის დოზა შეგიძლიათ შეარჩიოთ.

თითოეული კალამი 1-ით მეტ დოზას შეიცავს.

მომავალში ხელმძღვანელობის მიზნით, ეს წამლის ინსტუქცია შეინახეთ. სოლოსტარის ანდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ თუ კითხვები გექნებათ, თქვენ ექიმს მიმართეთ ანდა აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის სანოფი- ავენტისის ტელეფონის ნომერზე დარეკეთ.

ფოტო სოლოსტარის ტექნიკური მახასიათებლებლებზე

კალმის სახურავი

კალამის ნემსი: დამცავი დისკი--ნემსი--ნემსის შიგა სახურავი--ნემსი გარე სახურავი

კალამი სრულად კორპუსით--მარცხენა ბოლო-კაუჩუკის დისკი-- ინსულინის კარტრიჯი, რომელზეც არის დოზების გარე შკალა--შუაში ლანტუსის წარწერა-მარჯვენა ბოლო-დოზის მაჩვენებელი ფანჯარა--დოზის შერჩევის ბორბალი--ინჟექტორის ღილაკი, იასამნისფერი.

სოლოსტარის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყოველი გამოყენების წინ ახალი ნემსი მოარგეთ. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარის ინექციისთვის შესაბამისი ნემსი.

ნემსის მორგებამდე, დოზა არ შეარჩიოთ და/ანდა ინჟექტორის ღილაკს არ დააჭიროთ.

ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ უსაფრთხოების ტესტი ჩაატარეთ.

ალკოჰოლთან ანდა სხვა სადეზინფექციო ხსნართან ანდა სხვა ნივთიერებებთან ინსულინის შერევა, კონტაქტი მკაცრად აირიდეთ.

ეს კალამი პირადად თქვენი მხრიდან გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. სხვას არ გაუზიაროთ.

თუ ინექციას სხვა გაგიკეთებთ, ამ პიროვნებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ნემსი არ დაესოს ანდა ინფექცია არ გადაედოს.

თუ სოლოსტარის კალამი დაზიანდა ანდა დარწმუნებული არა ხართ მის გამართულ მუშაობაში, კალამი კატეგორიულად არ გამოიყენოთ.

დაცლილი კალმები განმეორებით არ შეავსოთ და შესაბამისი ფორმით გადააგდეთ.

სოლოსტარის ინჟექტორის კალამის დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევისთვის, ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო სოლოსტარის კალამი.

თუ შეამჩნიეთ, რომ სისხლში შაქრის დონე მოულოდნელი ფორმით მატულობს და უარესდება, ყოველთვის ახალი კალამი გამოიყენეთ. თუ ფიქრობთ, რომ სოლოსტარის კალამი დაზიანებულია, გთხოვთ, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტს მიმართეთ.

1-ლი საფეხური: ინსულინი შეამოწმეთ

ა. იმისთვის, რომ ინსულინის პრეპარატი სხვა წამალთან არ აგერიოთ, სოლოსტარის ეტიკეტი გადაამოწმეთ. ლანტუსის სოლოსტარი რუხი ფერისაა, საინექციო ღილაკი კი იასამნისფერია.

ბ. კალამის სახურავი მოხადეთ.

გ. შეამოწმეთ ინსულინის კალამი, ლანტუსი გამჭვირვალე ინსულინია. თუ ინსულინის ხსნარი შემღვრეულია, ფერადია ანდა ნაწილაკებს შეიცავს, არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე არ შეანჯღრიოთ ანდა არ შეურიოთ (სხვა პრეპარატს).

მე-2 საფეხური: ნემსის მორგება

ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ ახალი, სტერიულური ნემსი მოარგეთ, აღნიშნული ქმედება დაავადების გადატანის ანდა ნემსის პოტენციურ დახშობას თავიდან აგაცილებთ.

ა. ახალ ნემსზე არსებული დამცავი აპკი მოაცილეთ.

ბ. კალამი და ნემსი ერთ ღერძზე დაიჭირეთ და ნემსი კალამს მოარგეთ (ნემსი კალამზე მოტრიალებით ანდა დაჭერით მოარგეთ). ფოტო

თუ ნემსს არასწორად დაჭერით მოარგებთ, კაუჩუკმა შეიძლება დისკი დააზიანოს და გამოჟონვა განაპირობოს ანდა ნემსის გატეხვა გამოიწვიოს. ფოტო

მე-3 საფეხური: უსაფრთხოების ტესტის გაკეთება

ყოველთვის, ყოველი ინექციის გაკეთებამდე გააკეთეთ უსაფრთხოების ტესტი. ამ გზით შერჩეული დოზის სისწორეში დარწუნდებით.

ნემსის ანდა კალამის გამართულად მუშაობაში დარწმუნდით.

ჰაერის ბუშტუკები გამოიტანეთ.

ა. დოზის შემრჩევი ხრახნის (ბორბალის)დატრიალებით 2 ერთეული დოზა შეარჩიეთ. ფოტო

ბ. ნემსის გარე სახურავი მოხადეთ და გვერდზე დადეთ, ეს სახურავი ინექციის შემდეგ გადასაგდები ნემსისთვის უნდა გამოიყენოთ. ნემსის შიგა სახურავი მოხადეთ და გადააგდეთ.

ფოტო-- სადაც მითითებულია გარე სახურავზე -შენახვა, შიგა სახურავზე -გადაგდება.

გ. კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

დ. ინსულინის კორპუსზე მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ნემის მიმართულებით გადასვლა უზრუნველყავით.

ე. ინჟექტორის(შპრიც-კალამის) ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ თითი. ნემსის წვერიდან ინსულინის გადმოსვლა შეამოწმეთ. ფოტო შესაბამისი შინაარსით.

ნემსის წვეროდან ინსულინის გადმოსვლის დანახვამდე, უსაფრთხოების ტესტის გაკეთება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ.

თუ ნემსის წვერიდან ინსულინი არ გადმოდის, გადაამოწმეთ ჰაერის ბუშტუკების არსებობა და ჰაერის ბუშტუკების გადანაცვლების მიზნით უსაფრთხოების ტესტი ორჯერ კიდევ გაიმეორეთ.

თუ ჯერ კიდევ არ გადმოდის ინსულინი, ნემსის წვერი შეიძლება დახშული იყოს. ამ შემთხვევაში ნემსი უნდა შეცვალოთ ანდა იგივე საფეხურები კვლავ გაიმეოროთ.

თუ ნემსის შეცვლის შემდეგაც არ გადმოდის ინსულინი, სოლოსტარი შეიძლება დაზიანებული იყოს და ეს სოლოსტარის კალამი არ გამოიყენოთ.

მე-4 საფეხური: დოზის შერჩევა

დოზის რეგულირება შეიძლება 1 ერთეულის მატებით, სულ ცოტა 1 ერთეული, მაქსიმუმ კი 80 ერთეულამდე შეიძლება დოზის შერჩევა. თუ 80 ერთეულზე მეტი დოზა გჭირდებათ, 2 ანდა მეტი შპრიც-კალამით შეგიძლიათ ეს დოზა გაიკეთოთ.

ა. უსაფრთხოების ტესტის გაკეთების შემდეგ, დოზის ფანჯარაში ,,0’’ მაჩვენებელი შეამოწმეთ.

ბ. ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდირებული დოზა შეარჩიეთ(ქვემოთ მოცემულ ნიმუშში შერჩეული დოზა 30 ერთეულია). დოზის რეგულირებისას თუ სასურველ ერთეულს გასცდით, შეგიძლიათ, უკან დაატრიალოთ. ფოტო შესაბამისი შინაარსის.

დატრიალების დროს შპრიც-კალამის ღილაკს არ დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნემსის წვერიდან ინსულინი გადმოვა.

დოზის შერჩევის ფანჯარაში ინსულინის დარჩენილ ერთეულზე მეტი მაჩვენებლის შერჩევა არ მოხერხდება. დოზის შემრჩევი ბორბალი ძალით არ დაატრიალოთ, რადგანაც ამ დროს კალამში დარჩენილი რაოდენობა შეიძლება ინჟექტირებული იქნას და ინსულინის საჭირო დოზის ინექციისთვის ახალი ინჟექტორის გახსნა დაგჭირდეთ ანდა სრული დოზის გაკეთება ახალი სოლოსტარის ინექციიდან მოგიწიოთ.

მე-5 საფეხური: ინსულინის დოზის ინჟექტირება-გაკეთება

ა.ინსულინის ინექციისთვის გამოიყენეთ ექიმის ანდა ექთნის მიერ რეკომენდირებული ტექნიკა.

ბ. ნემსი კანში ჩაარჭეთ. შესაბამისი შინაარსის ფოტო.

გ.ინჟექტორის ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ და დოზა შეიყვანეთ. ინექციის დასრულებისას დოზის ფანჯარაში გამოჩნდება ,,0’’. შესაბამისი შინაარსის ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ ნემსი კანში 10 წამი უნდა დააყოვნოთ და შემდეგ ამოიღოთ.

დ. ინჟექტორის ღილაკზე დაჭერა დააგრძელეთ და ნემსის ინექციის მიდამოდან ამოღებამდე დაჭერილი გქონდეთ, ნელ-ნელა 10-მდე დაითვალეთ. ასეთი ქმედებებით დოზის სრულ ინექცირებაში გარანტირებულად დარწმუნდებით.

კალამის პისტონი ყოველი დოზის შეყვანის შემდეგ თანდათან დაიწევს. პისტონი ჯამში 300 ერთეული ინსულინის ინექციის შემდეგ კატრიჯის ბოლოში გადაინაცვლებს.

მე-6 საფეხური; ნემსის ამოღება და გადაგდება:

ყოველთვის, ყველა ინექციის შემდეგ ნემსი მოხსენით და სოლოსტარის ინექციის კალამი ნემსის გარეშე შეინახეთ. ასეთი ქმედებით:

დაავადების გადადებას და/ანდა ინფექციას თავიდან აიცილებთ

ინსულინის კორპუსში ჰაერის მოხვედრას ანდა ინსულინის გამოჟონვას თავისდან აიცილებთ. აღნიშნულმა არასწორი დოზირება შეიძლება გამოიწვიოს.

ა. ნემსის გარე სახურავი ნემსს კვლავ მოარგეთ, ნემსი კალამს მოხსენით. შემთხვევით ნემსის დასობის თავიდან აცილების მიზნით, არავითარ შემთხვევაში ნემსს შიგნითა სახურავი არ მოარგოთ.

თუ ინექციას სხვა პირი აკეთებს, ამ პიროვნებამაც ნემსის მოხსნის და გადაგდების დროს სპეციალური ზომები უნდა მიიღოს. ნემსის დასობასთან დაკაშირებული პრობლემების და დაავადების გადადების რისკის შესამცირებლად, ნემსის მოხსნის და გადაგდებისას (მაგ. ერთი ხელით დახურვის ტექნიკა) რეკომენდირებული უსაფრთოების ზომები დაიცავით.

ბ. ჯანდაცვის პერსონალის მიერ მოცემული რეკომენდაციის მიხედვით, ნემსები უსაფრეთხო ფორმით გადააგდეთ.

გ. კალამის სახურავი ყოველთვის კალამს კვლავ მოარგეთ და ისე შეინახეთ, შემდგომ ინექციამდე კალამი ამ მდგომარეობაში შეინახეთ.

შენახვა

გამოყენების ინსტრუქციაში იხილეთ ინფორმაცია ,,ნაწილი- 5- ლანტუსი სოლოსტარის შენახვა’’.

სოლოსტარი გრილ ადგილას შეინახეთ. ინექციის გაკეთებამდე, კალამის ნორმალურ ოთახის ტემპერატურამდე დათბობის მიზნით, გრილი ადგილიდან გამოიტანეთ. ცივი ინსულინის ინექციისას, ტკივილი უფრო ძლიერია.

დაცლილი კალმები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ და შესაბამისი ფორმით გადააგდეთ.

მოვლა

სოლოსტარის ინჟექტორის კალამი სიბინძურისგან და მტვერისგან დაიცავით.

კალამი გარედან სველი ქსოვილით გაწმინდეთ .

კალამი წყალში არ ჩადოთ, არ გარეცხოთ, ცხიმით არ დასვაროთ, აღნიშნულმა კალამი შეიძლება დააზიანოს.

სოლოსტარის ინჯექტორი ტექნიკურად ისეა შექმნილი, რომ სწორად და უსაფრთხოდ იმუშაოს. მოუფრთხილდით, კალამი დაზიანებისგან დაიცავით.

თუ ეჭვობთ, რომ კალამი დაზიანებულია, სოლოსტარის ინჟექტორის ახალი კალამი გამოიყენეთ.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა