პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ლანტუსი სოლოსტარი

Lantus® SoloStar®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს ინსულინ გლარგინს -მოდიფიცირებულ ინსულინს, რომელიც ძალიან მსგავსია ადამიანის ინსულინთან. პრეპარატი ინიშნება სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებული დონის შესამცირებლად შაქრიანი დიაბეტის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
insulin glargine
ფორმა და შეფუთვა
100 ს.ე./მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი შპრიც -კალამი (სოლოსტარი) №5
მწარმოებელი
Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
ATC კოდი
A10AE04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044088
რეგისტრირებულია
2 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 2 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi-Aventis Deutschland GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალანტუსი სოლოსტარი და სხვა წამალი ერთად

ლანტუსი სოლოსტარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს ინსულინ გლარგინს -მოდიფიცირებულ ინსულინს, რომელიც ძალიან მსგავსია ადამიანის ინსულინთან. პრეპარატი ინიშნება სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებული დონის შესამცირებლად შაქრიანი დიაბეტის დროს.

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის საკმარისი რაოდენობის ინსულინს.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® სტაბილურად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ის გამოიყენება ერთჯერადი ყოველდღიური შეყვანისთვის.

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიყვანება ერთხელ დღე-ღამეში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ექიმი შეგირჩევთ და დაგინიშნავთ დოზას ინდივიდუალურად სისხლში შაქრის დონის მიხედვით.

თქვენი ცხოვრების წესის, სისხლში შაქრის დონის, ასევე ინსულინით მანამდე ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით, ექიმი:

განსაზღვრავს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დღიურ დოზას და მიღების დროს;

გაცნობებთ, როდის უნდა შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე და ჩაიტაროთ შარდის ანალიზები;

გაცნობებთ, თუ დაგჭირდებათ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზის შეყვანა.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ხანგრძლივი მოქმედების ინსულინია. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ხანმოკლე მოქმედების ინსულინებთან ან სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

სისხლში შაქრის დონეზე შეიძლება გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი. ამ ფაქტორების შესახებ ინფორმირება აუცილებელია სისხლში შაქრის დონის შეცვლისას სათანადო რეაგირებისთვის და მისი ზედმეტად გაზრდის ან შემცირების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი)

თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას და გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს.

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზა.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენოთ პრეპარატი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის.

შეყვანის წესი ან(და) მეთოდი

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ (კანქვეშ შეყვანა ან “კ/შ”) ბარძაყის, მხრის წინა ნაწილში ან მუცლის წინა ნაწილში.

ინექციის გარკვეული უბნის ფარგლებში ყოველი ინექციის დროს შეცვალეთ პრეპარატის შეყვანის ადგილი. ეს შეამცირების ინექციის უბანში ჩაღრმავებების ან სიმკვრივის განვითარების რისკს (იხ. დამატებითი ინფორმაცია პარაგრაფში ~კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე~).

არ შეიყვანოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®:

ვენაში. ეს შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალ დონეს;

თუ პრეპარატი შეიცავს ნაწილაკებს. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო და წყლის მაგვარი.

თუ შპრიც-კალამი დაზიანებულია, არასწორად ინახებოდა, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ის სათანადოდ ფუნქციონირებს ან შენიშნეთ სისხლში შაქრის დონის მოულოდნელად გაუარესება:

გადააგდეთ შპრიც-კალამი და გამოიყენეთ ახალი;

კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ შპრიც-კალამთან დაკავშირებული პრობლემები.

პრეპარატის შეყვანის წესები

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® ინექციის წინ

ყოველთვის დაიცავით “სოლოსტარის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქცია”, რომელიც თან ერთვის ჩანართს.

თუ არ დაიცავთ ამ ინსტრუქციას, შეიძლება მიიღოთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი დოზა.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის შეამოწმეთ პრეპარატი და შპრიც-კალმის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ და დარწმუნდით, რომ სარგებლობთ სწორი კალმით, განსაკუთრებით, თუ იყენებთ ერთზე მეტ პრეპარატს.

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შპრიც-კალმის გამოყენების შესახებ

არ შეიძლება პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შერევა სხვა ინსულინებთან, ასევე დაუშვებელია მისი გაზავება.

შერევით ან გაზავებით შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის დროში მოქმედების პროფილი, ან წარმოიქმნას ნალექი.

ლანტუსი® სოლოსტარის® შპრიც-კალმის დაზიანებისას შეიძლება კარტრიჯიდან ინსულინ გლარგინის ამოღება შპრიცში (100 სე/მლ ინსულინისთვის შესაფერისი) და პრეპარატის საჭირო დოზის შეყვანა. ამ შემთხვევაში, შპრიცი არ უნდა შეიცავდეს სხვა სამკურნალო საშუალებების ნარჩენებს.

ყოველთვის გამოიყენეთ ახალი შპრიცი თითოეული ინექციისთვის. ნემსების ხელახლა გამოყენება ზრდის მისი გაჭედვის რისკს, რაც შეიძლება იწვევდეს არასაკმარისი დოზის შეყვანას ან დოზის გადაჭარბებას.

ინფექციის გადაცემის თავიდან ასაცილებლად შპრიც-კალმები არასდროს უნდა გამოიყენოთ სხვა პირებში, ნემსის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კალამი დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ის. არ შეაკეთოთ შპრიც-კალამი. აიღეთ ახალი შპრიც-კალამი.

გამოყენებული ნემსი გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®

თუ შეიყვანეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან შემცირდეს (ჰიპოგლიკემია). შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და მიიღეთ შაქარი ან ტკბილი წვენი, რომ არ დაუშვათ შაქრის დონის შემცირების გაგრძელება.

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი ხდება, ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შეყვანა

თუ გამოტოვეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დოზა ან არ შეიყვანეთ საკმარისი დოზა, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გახდეს ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია). თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი ხდება, ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

არ შეიყვანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და შეიყვანეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.

ჰიპერგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან მაღალ დონეს (ჰიპერგლიკემია) და სისხლში კეტონური სხეულების (ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტების) დაგროვებას (კეტოაციდოზი).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ინსულინ გლარგინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა ან დაავადება. შეიძლება, დაგჭირდეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დოზის შეცვლა:

ხართ ხანდაზმული პაციენტი (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება);

გაქვთ გულის ან თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემები (სტენოზი);

გაქვთ მხედველობის დარღვევები (რეტინოპათია);

გაქვთ თირკმელების დაავადებები (მაგალითად, თირკმელების უკმარისობა) (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის უკმარისობა) (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება).

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ შემდეგ შემთხვევებში

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერ დაწევისას შეიძლება დაკარგოთ გონება. სერიოზული ჰიპოგლიკემია შეიძლება იწვევდეს გულის შეტევას ან თავის ტვინის დაზიანებას და საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. უნდა შეგეძლოთ სისხლში შაქრის დონის დაწევის ნიშნების გამორჩევა იმისათვის, რომ მიიღოთ ზომები და თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.

ჰიპოგლიკემიის განვითარების მიზეზები

შეგყავთ ძალიან ბევრი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®.

შეცვალეთ ინექციის ადგილი.

იმყოფებით ტრავმის, ოპერაციის, ტემპერატურის მომატების თანხლებით მიმდინარე დაავადების, ან სხვა სტრესის შემდგომ აღდგენის მდგომარეობაში.

ჩვეულებრივზე მეტს ვარჯიშობთ ან ასრულებთ სხვა ფიზიკურ აქტივობას.

შეამცირეთ საკვებთან ერთად მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა გულისრევის (ღებინების) ან ფაღარათის (დიარეის) გამო.

არასათანადოდ იკვებებით ან იღებთ ჩვეულებრივზე ნაკლები ნახშირწყლების შემცველ საკვებს; ხელოვნური დამატკბობლები არ წარმოადგენენ ნახშირწყლებს.

არარეგულარულად იკვებებით.

მოიხმართ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მცირე საკვებთან ერთად.

დაგიმძიმდათ სხვა ენდოკრინული დაავადებები (როგორიცაა ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა).

იღებთ ან შეწყვიტეთ ზოგიერთი სხვა პრეპარატის მიღება (იხ. პარაგრაფი ~სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®~).

როდესაც ჰიპიგლიკემიის ნიშნები შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული

ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები შეიძლება შეიცვალოს, შესუსტდეს ან საერთოთ გაქრეს, თუ:

ხართ ხანდაზმული პაციენტი.

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გაქვთ ფსიქიკური დაავადება.

გაქვთ გარკვეული ტიპის ნერვული დაავადება - ვეგეტატიური ნეიროპათია.

სისხშლი შაქრის დონის შემცირება მიმდინარეობს თანდათანობით.

სისხლში შაქრის დაბალი დონე ყოველთვის ნორმასთან ახლოსაა ან სისხლში შაქრის დონე ბევრად გაგიუმჯობესდათ.

ახლახანს გადახვედით ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ინსულინზე, მაგალითად, პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარზე®.

იღებთ ან იღებდით ზოგიერთ სხვა პრეპარატს (იხ. პარაგრაფი ~სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®~).

ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია (და გონების დაკარგვაც კი) მანამ, სანამ ამ პრობლემის შესახებ გაიგებთ. უნდა ფლობდეთ ინფორმაციას გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი შემოწმება. ეს დაგეხმარებათ ჰიპოგლიკემიის მსუბუქი შეტევების გამოვლენაში.

თუ თქვენთვის რთულია ჰიპოგლიკემიის ნიშნების გამოცნობა, თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს (მაგალითად, ავტომობილის მართვა), რომელშიც ჰიპოგლიკემია შეიძლება საფრთხეს გიქმნიდეთ თქვენ ან გარშემომყოფებს.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერ ან ძალიან სწრაფად დაქვეითების პირველი ნიშნებია: ოფლიანობა, წებოვანი კანი, მოუსვენრობის შეგრძნება, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა. ეს ნიშნები ხშირად ვითარდება მანამ, სანამ ტვინი მიიღებს ორგანიზმის ნიშანს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების შესახებ.

სხვა ნიშნებია: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, აგრესიული ქცევა, ყურადღების კონცენტრაციის გართულება, შენელებული რეაქციები, დეპრესია, დაბნეულობის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება (ზოგჯერ, მეტყველების სრული დაკარგვა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, მოძრაობის უნარის დაკარგვა (დამბლა), ჩხვლეტა ხელებში, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის არეში, თავბრუსხვევა, თვითკონტროლის დაკარგვა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპოგლიკემიის დროს?

არ შეიყვანოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®. დაუყოვნებლივ მიიღეთ 15-20 გ შაქარი, მაგალითად, გლუკოზა, შაქრის ნატეხები ან ტკბილი სასმელი. შაქრის შემცვლელების შემცველი სასმელები ან პროდუქტები (მაგალითად, დიეტური სასმელები) არ გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის ასაწევად.

შემდეგ შეიძლება დაგჭირდეთ საკვების მიღება (მაგალითად, პური ან მაკარონის ნაწარმი), რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაზრდის სისხლში შაქრის დონეს, განსაკუთრებით, თუ ჯერ არ არის თქვენი საკვების მიღების დრო. თუ არ იცით ზუსტად, რომელი პროდუქტები უნდა მიიღოთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას. პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® მიღების ფონზე შეიძლება მეტი დრო იყოს საჭირო სისხლში შაქრის დაბალი დონის აღსადგენად, რადგან ის შეიცავს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს (ინსულინ გლარგინს).

შეამოწმეთ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე შაქრის მიღებიდან 10-15 წუთში. თუ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია (<4 მმოლი/ლ) ან თუ განმეორდება ჰიპოგლიკემია, მიიღეთ კიდევ 15-20 გრამი შაქარი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ვერ აკონტროლებთ ჰიპოგლიკემიას ან ის განმეორდება.

რა უნდა გააკეთონ სხვა პირებმა, თუ გაქვთ ჰიპოგლიკემია

აცნობეთ თქვენს ნათესავებს, მეგობრებს ან ახლო კოლეგებს დაუყოვნებლივ გამოიძახონ სამედიცინო დახმარება, თუ არ შეგიძლიათ გადაყლაპვა ან დაკარგავთ გონებას. დაგჭირდებათ გლუკოზის ან გლუკაგონის (პრეპარატი, რომელიც ზრდის სისხლში შაქრის დონეს) ინექცია.

რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება გლუკოზის მიღებისთანავე იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ჰიპოგლიკემია.

სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)

თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია), შეიძლება შეიყვანეთ არასაკმარისი ინსულინი.

ჰიპერგლიკემიის განვითარების მიზეზები

არ არის შეყვანილი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ან შეყვანილია არასაკმარისი დოზა.

თქვენი პრეპარატის ეფექტიანობა შემცირდა, მაგალითად, არასწორი შენახვის გამო.

თქვენი შპრიც-კალამი არ ფუნქციონირებს სწორად.

შეამცირეთ ფიზიკური ვარჯიში.

იმყოფებით სტრესულ, მაგალითად ემოციური აშლილობის ან ნერვიულობის მდგომარეობაში.

მიიღეთ ტრავმა, გაქვთ ინფექციური დაავადება, ცხელება ან ჩაგიტარდათ ოპერაცია.

ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სისხლში შაქრის დონის მომატების პირველი ნიშნებია: წყურვილი, შარდვის მომატებული სურვილი, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის გაწითლება, მადის დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევა, გახშირებული გულისცემა და შარდის ანალიზით ნაჩვენები შაქრისა (გლუკოზა) და კეტონური სხეულების (ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტები) არსებობა შარდში. ტკივილი კუჭის არეში, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან გონების დაკარგვა შეიძლება იყოს კეტოაციდოზის (შაქრიანი დიაბეტის სერიოზული გართულება) ნიშნები, რომლებიც გამოწვეულია ინსულინის უკმარისობით და მიმდინარეობს კეტონური სხეულების დაგროვების თანხლებით.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპერგლიკემიის დროს?

  • შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და, თუ მაღალია, ექიმთან ან მედდასთან შეთანხმებით, შეამოწმეთ კეტონური სხეულების არსებობა შარდში. ეს ანალიზი უნდა ჩატარდეს, როგორც კი შენიშნავთ ზემოთ მითითებულ ნებისმერ ნიშანს.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მძიმე ჰიპერგლიკემია ან კეტოაციდოზი. ამ მდგომარეობების მკურნალობა ყოველთვის უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ, როგორც წესი, სტაციონარში (საავადმყოფოში).

კანის ცვლილებები პრეპარატის ინექციის ადგილზე

კანის ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა პრეპარატის შეყვანის ადგილის მონაცვლეობა. ეს შეამცირებს ინექციის არეში ჩაღრმავების (ლიპოატროფია), გამაგრების (ლიპოჰიპერტროფია) ან სიმკვრივის (კანის ამილოიდოზი) განვითარების რისკს. ინსულინის მოქმედება შეიძლება შემცირდეს, თუ მისი შეყვანა ხდება არათანაბარ არეში. მიმართეთ ექიმს, თუ ამჟამად პრეპარატი შეგყავთ არათანაბარ არეში, სხვა, დაუზიანებელ არეში ინექციის შეყვანის დაწყებამდე. ეს აგაცილებთ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.

თანმხლები დაავადებები

თუ გაქვთ თანმხლები დაავადებები, ინსულინში მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს. ექიმი უფრო გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და შარდში კეტონური სხეულების შემცველობას. შეიძლება დაგჭირდეთ ინსულინის დოზის შეცვლა.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს (ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) არ შეწყვიტოთ ინსულინის გამოყენება და გააგრძელეთ საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღება.

ინსულინისადმი ანტისხეულების წარმოქმენა

ინსულინით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ინსულინის წინააღმდეგ ანტისხეულების (ინსულინის წინააღმდეგ მოქმედი ნივთიერებები) გამომუშავება. ძალიან იშვიათად ეს შეიძლება მოითხოვდეს ინსულინის დოზის შეცვლას იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ჰიპერგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის განვითარება.

პიოგლიტაზონის გამოყენება პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტართან® ერთად

ზოგ პაციენტში, რომელიც მკურნალობდა პიოგლიტაზონით (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პერორალური პრეპარატი) და ინსულინით, განვითარდა გულის უკმარისობა. თუ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარით® და პიოგლიტაზონით მკურნალობის დროს განვითარდა გულის უკმარისობის ისეთი ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი, წონის სწრაფად მატება ან შეშუპება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

პრეპარატის შეყვანისას შეცდომების თავიდან არიდება

დარწმუნდით, რომ იყენებთ კარგ (თქვენთვის საჭირო) პრეპარატს. ყოველთვის შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ იმისათვის, რომ არ აგერიოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® სხვა ინსულინებში.

თუ უვლით ბრმა ან სუსტი მხედველობის მქონე პაციენტს, რომელიც იყენებს პრეპარატს, არ დაუშვათ პაციენტის მიერ წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის დამოუკიდებლად გამოყენება, რადგან ის ვერ შეძლებს შპრიც-კალმის დოზის ინდიკატორზე სწორი (მისთვის საჭირო) დოზის შერჩევას. პრეპარატის ინექცია უნდა შეასრულოს ბრმა ან სუსტი მხედველობის მქონე პაციენტის მომვლელმა პირმა, რომელმაც შეისწავლა შპრიც-კალმის მოხმარების ტექნიკა.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება.

სისხლში შაქრის დონე შეიძლება შემცირდეს (ჰიპოგლიკემია), თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები);

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);

დიზოპირამიდი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);

ფიბრატები (ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებელი პრეპარატები);

ფლუოქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები) (დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები);

პენტოქსიფილინი (კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატი);

პროპოქსიფენი (სანარკოზე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი);

სალიცილატები (პრეპარატები ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);

სულფონამიდები (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები).

სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია), თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები);

დანაზოლი (ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატი);

დიაზოქსიდი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი);

შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები);

გლუკაგონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის შემთხვევაში);

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკრუნალო პრეპარატი);

ესტროგენები და პროგესტაგენები, მაგალითად, ორსულობისგან დამცავ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებში;

კლოზაპინი, ოლანზაპინი და ფენოთიაზინის წარმოებულები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

სიმპათომიმეტური პრეპარატები, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), სალბუტამოლი და ტერბუტალინი (ასთმის სამკურნალო პრეპარატები);

სომატროპინი (ზრდის ჰორმონი);

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;

პროტეაზას ინჰიბიტორები (აივ-ის სამკურნალო პრეპარატები).

სისხლში შაქრის დონე შეიძლება როგორც გაიზარდოს, ასევე შემცირდეს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ბეტა-ადრენობლოკერები ან კლონიდინი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);

ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

პენტამიდინი (პროტოზოული ინფექციის სამკურნალო პრეპარატები), შეიძლება იწვევდეს ჰიპოგლიკემიას, რომელიც ზოგჯერ იცვლება ჰიპერგლიკემიით;

ალკოჰოლი (ეთანოლი) ან ალკოჰოლის (ეთანოლის) შემცველი პრეპარატები.

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) გამაფრთხილებელი ნიშნები:

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, გუანეტიდინს და რეზერპინს (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლია გაართულოს სიმპტომების ამოცნობა ან დაფაროს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) გამაფრთხილებელი ნიშნები.

შერევა სხვა პრეპარატებთან

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® სხვა პრეპარატებთან, მათ შორის სხვა ინსულინებთან შერევისას, ასევე პრეპარატის გაზავებისას, შეიძლება წარმოიქმნას ნალექი ან შეიცვალოს პრეპარატის დროში მოქმედების პროფილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება შეიძლება. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის დოზის შეცვლა. ამიტომ, ექიმი გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს მისი შემცირების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის დოზის ან დიეტის შეცვლა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები რაიმე არასასიკეთო ზემოქმედება ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე და მხედველობის დარღვევა შეიძლება გავლენას ახდენდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის საკითხთან დაკავშირებით:

თუ ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დონის შემცირება;

თუ ვერ არჩევთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნებს.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს მეტაკრეზოლს

მოცემული პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეტაკრეზოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებას, რაც ინსულინ გლარგინი, 300 ერთ/მლ (ტუჯეო სოლოსტარი®), ეს პრეპარატები არ ცვლის ერთმანეთს.

სხვა ინსულინებით მკურნალობიდან პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარზე®, და პირიქით, გადასვლისას ექიმი განსაზღვრავს ინსულინის საჭირო დოზებს სისხლში შაქრის დონის მიხედვით, ჩაატარებს სამედიცინო დაკვირვებებს და გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ გამოვლინდა:

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული არასასურველი რეაქცია და ძალიან ხშირად გვხვდება ინსულინის შემცველი პრეპარატების მიღებისას (შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ხშირად 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). სისხლში შაქრის დაბალი დონე ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში არასაკმარისი შაქარია.

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაიწევს, შეიძლება დაკარგოთ გონება. თუ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე ძალიან დიდხანს შენარჩუნდა, ეს შეიძლება იწვევდეს ტვინის დაზიანებას და საშიში იყოს სიცოცხლისთვის.

თუ შენიშნეთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) ნიშნები, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები სისხლში შაქრის დონის გასაზრდელად (ჰიპოგლიკემიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩანართის პუნქტი ~სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)~).

მძიმე ალერგიული რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად - 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): გამონაყარი და ქავილი მთელ სხეულზე, სახის, კისრის, ტუჩების, ენის, ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ქოშინი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შოკი. მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის.

შემდეგი არასასურველი რეაქციები აღინიშნა პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენების შემდეგ

კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე

თუ ინსულინი ძალიან ხშირად შეგყავთ ერთსა და იმავე ადგილში, შეიძლება აღინიშნოს კანის ცვლილებები:

შეიძლება განვითარდეს ჩაღრმავებები (ლიპოატროფია) (შეიძლება გამოვლინდეს არახშირად - 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);

შეიძლება წარმოიქმნას გამაგრება (ლიპოჰიპერტროფია) (შეიძლება გამოვლინდეს ხშირად - 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);

კანქვეშ შეიძლება წარმოიქმნას სიმკვრივეები ცილის დაგროვების ხარჯზე, რასაც ეწოდება ამილოიდი (კანის ამილოიდოზი) (უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

ინსულინმა შეიძლება არ იმოქმედოს, თუ ის შეგყავთ ასეთ არათანაბარ არეში. ასეთი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად ყოველი ინექციისას შეცვალეთ შეყვანის ადგილი.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® მიღებისას

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

კანის და ალერგიული რეაქციები ინექციის ადგილზე: ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს გაწითლებას, უჩვეულოდ ძლიერ ტკივილს ინექციისას, ქავილს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას ან ანთებას. ეს შეიძლება გავრცელდეს ინექციის ადგილის ირგვლივ. ინსულინებზე უმნიშვნელო რეაქციების უმრავლესობა შეიძლება ალაგდეს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

მხედველობის დარღვევები. მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლში შაქრის დონის კონტროლში (გაუმჯობესება ან გაუარესება) შეიძლება იწვევდეს მხედველობის დარღვევას. თუ გაქვთ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება პროლიფერაციული რეტინოპათია, სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე შეიძლება იწვევდეს მხედველობის დროებით დაკარგვას.

შეშუპებები კოჭებსა და მყესებში, გამოწვეული ორგანიზმში წყლის დროებით დაგროვებით.

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

გემოს დარღვევა (დისგევზია);

კუნთების ტკივილი (მიალგია).

ინსულინისადმი ანტისხეულების წარმოქმენა

ინსულინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ინსულინისადმი ანტისხეულების (ინსულინის წინააღმდეგ მოქმედი ნივთიერებები) გამომუშავება. ეს შეიძლება მოითხოვდეს ინსულინის დოზის შეცვლას.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ.1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო ~ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი, სახლი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

მისამართი: ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქუჩა სახლი 13

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28

ვებ-გვერდი: www.ndda.kz

  • პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე, წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პირველი გამოყენების წინ

ახალი შპრიც-კალმები შეინახეთ 2˚C-8˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

შპრიც-კალმების მაცივარში შენახვისას შეფუთვა არ უნდა ეხებოდეს უშუალოდ საყინულე კამერას ან გაყინულ შეფუთვებს.

დაუშვებელია შპრიც-კალმების გაყინვა.

პირველი გამოყენების შემდეგ

შეინახეთ შპრიც-კალამი არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, სინათლის ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე.

არ დააბრუნოთ შპრიც-კალამი მაცივარში.

არ გაათბოთ შპრიც-კალამი.

არასდროს შეინახოთ შპრიც-კალამი დამაგრებული ნემსით.

სინათლისგან დაცვის მიზნით შპრიც-კალამი შეინახეთ დახურული ხუფით.

შპრიც-კალმის გამოყენება შეიძლება გამოყენების დაწყებიდან მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია ეტიკეტზე აღინიშნოს პრეპარატის პირველად შეყვანის თარიღი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დააზუსტეთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის (განადგურების) წესი.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ინსულინის დოზის გადაჭარბება შეიძლება იწვევდეს მძიმე და ზოგჯერ ხანგრძლივ ჰიპოგლიკემიას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ავადმყოფის სიცოცხლისთვის.

მკურნალობა

მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ჰიპოგლიკემიის კუპირება, ჩვეულებრივ, ხდება სწრაფადშეთვისებადი ნახშირწყლების (შაქრის, კარამელის, თაფლის, ჭიქა წვენის ან კოლის) პერორალურად მიღებით. შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის დოზირების სქემის, კვების რეჟიმის ან ფიზიკური აქტივობის შეცვლის აუცილებლობა.

ჰიპოგლიკემიის უფრო მძიმე ეპიზოდები, რომლებიც ვლინდება კომით, კრუნჩხვით ან ნევროლოგიური აშლილობებით, საჭიროებს გლუკაგონის კუნთში ან კანქვეშ შეყვანას, ასევე დექსტროზის (გლუკოზის) კონცენტრირებული ხსნარის ვენაში შეყვანას. შეიძლება საჭირო გახდეს ნახშირწყლების ხანგრძლივი მიღება და სპეციალისტის დაკვირვება, რადგან ჰიპოგლიკემიის რეციდივი შესაძლებელია მოჩვენებითი კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ.

შემადგენლობა

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერება არის ინსულინ გლარგინი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ გლარგინს.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიცავს 300 ერთეულ ინსულინ-გლარგინს 3 მლ ხსნარში.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მეტაკრეზოლი (მ-კრეზოლი), თუთიის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალბადქლორმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის.

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი.

3 მლ პრეპარატი გამჭვირვალე, უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია იზოპრენონის კაუჩუკისა და ბრომბუტილკაუჩუკის საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით, მეორე მხრიდან - ბრომბუტილკაუჩუკის პლუნჟერით. კარტრიჯი ჩადგმულია სოლოსტარის® ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის® 5 შპრიც-კალამი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

შენახვის პირობები

3 წელი.

პრეპარატის ვარგისობის ვადა სოლო-სტარის ერთჯერად შპრიც-კალამში პირველად გამოყენების შემდეგ – 4 კვირა. რეკომენდებულია პრეპარატის პირველი შეყვანის თარიღის ეტიკეტზე აღნიშვნა.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

შეინახეთ 2-დან 8˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ.

პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარის მაცივარში შენახვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ კონტეინერები არ ეხებოდეს უშუალოდ საყინულე კამერას ან გაყინულ შეფუთვებს.

სოლოსტარის წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი არ გააცივოთ.

სოლოსტარის გამოყენებული ერთჯერადი შპრიც-კალმები უნდა შეინახოთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

  • 5 პირველადი შეფუთვა და შემადგენლობა

3 მლ პრეპარატი გამჭვირვალე, უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია იზოპრენონის კაუჩუკის და ბრომბუტილკაუჩუკის საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით, მეორე მხრიდან - ბრომბუტილკაუჩუკის პლუნჟერით. კარტრიჯი ჩადგმულია სოლოსტარის ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის 5 შპრიც-კალამი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან მისი გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენების განადგურებისას, და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით

სოლოსტარის ცარიელი შპრიც-კალმები არ უნდა გამოიყენოთ ხელმეორედ და ისინი უნდა განადგურდეს.

უტილიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ნებისმიერი დარჩენილი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

სოლოსტარის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქცია

სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენებისა და მოხმარების ინფორმაცია.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი წარმოადგენს წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიც-კალამს ინსულინის შესაყვანად. შპრიც-კალმის გამოყენების დაწყებამდე ინსულინის ინექციის სწორად შესრულების საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

შპრიც-კალმის პირველი გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. თუ არ შეგიძლიათ სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენება ან ვერ იცავთ ინსტრუქციას, სოლოსტარის® შპრიც-კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მომვლელმა პირმა, რომელიც შეძლებს ინსტრუქციის სრულად დაცვას.

შპრიც-კალმის მაცივარში შენახვის შემთხვევაში გაათბეთ ის ოთახის ტემპერატურაზე ინექციამდე 1-2 საათი.

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, როგორც ნაჩვენებია ამ ინსტრუქციაში. დოზის სწორად აღების მიზნით, დაიჭირეთ შპრიც-კალამი ჰორიზონტალურად ისე, რომ ნემსი იყოს მარცხნივ, ხოლო დოზირების სკალა მარჯვნივ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე ქვემოთ.

შეგიძლიათ შეიყვანოთ 1-დან 80 ერთეულამდე დოზა, 1 ერთეულის ინტერვალით. თითოეული შპრიც-კალამი შეიცავს რამდენიმე დოზას.

6985172720შპრიც-კალმის ხუფი

შპრიც-კალმის ხუფი

3689985160020შპრიც-კალმის კორპუსი

შპრიც-კალმის კორპუსი

1751965172720ნემსი (არ არის კომპლექტში)

ნემსი (არ არის კომპლექტში)

6985855980შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

4007485138430კარტრიჯის საცავი

კარტრიჯის საცავი

5273675113030დოზის ინდიკატორი

დოზის ინდიკატორი

5731510803275გამშვები ღილაკი

გამშვები ღილაკი

4984115828675დოზის სელექტორი

დოზის სელექტორი

3318510839470რეზინის გარსი

რეზინის გარსი

2901315803275ნემსი

ნემსი

2304415734060შიდა

დამცავი საფარი

შიდა

დამცავი საფარი

1473835714375გარე

დამცავი საფარი

გარე

დამცავი საფარი

2013585220345დამცავი ლენტი

დამცავი ლენტი

303276020066000

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლოსტარის® გამოყენების შესახებ

ყოველი გამოყენების წინ გამოიყენეთ ახალი ნემსი. ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლანტუსი® სოლოსტარის® შპრიც-კალამთან შეთავსებადი ნემსი, მაგალითად, ნემსები BD მიკრო-ფაინ პლუსი (BD Micro-Fine Plus), BD ავტო-შილდ დუო (BD AutoShield Duo), იუნიფაინ პენტიპს პლუსი (Unifine Pentips Plus), ინსუპენი (Insupen).

არ გამოიყენოთ დოზა ან/და არ დააჭიროთ დოზის გამშვებ ღილაკს, თუ არ არის დამაგრებული ნემსი.

ყოველი ინექციის წინ ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი (იხ. ეტაპი 3).

სოლოსტარის® შპრიც-კალამი გამოიყენეთ მხოლოდ პირადად, არ გადასცეთ ის სხვა პირს.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, მან უნდა დაიცვას სიფრთხილის სპეციალური ზომები ნემსით შემთხვევით დაზიანების ან ინფექციის გადატანისგან თავის დაცვის მიზნით.

არასდროს გამოიყენოთ სოლოსტარის® შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია ან არ ხართ დარწმუნებული, რომ ის სათანადოდ ფუნქცინირებს.

ყოველთვის თან იქონიეთ სოლოსტარის® დამატებითი შპრიც-კალამი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის.

ეტაპი 1. ინსულინის შემოწმება

გამოყენების წინ შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ კარგი ინსულინით. სოლოსტარის® შპრიც-კალამს, რომელიც შეიცავს პრეპარატ ლანტუსს®, აქვს რუხი ფერის კორპუსი და მეწამული ფერის გამშვები ღილაკი.

მოხსენით ხუფი შპრიც-კალამს.

შეამოწმეთ ინსულინის ხსნარის გარეგნული მხარე. ინსულინის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო, არ უნდა შეიცავდეს ხილვად ნაწილაკებს, და კონსისტენციით უნდა იყოს წყლის მსგავსი. ნუ გამოიყენებთ სოლოსტარის® შპრიც-კალამს იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი ამღვრეულია, შეფერილია ან შეიცავს ნაწილაკებს.

ეტაპი 2. ნემსის დამაგრება

ყოველი ინექციისას გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი. ეს დაგიცავთ ინფიცირებისგან, ასევე ნემსის გაჭედვისგან.

მოხსენით გარე დამცავი ლენტი.

დაიკავეთ ნემსი სწორ მდგომარეობაში და დაამაგრეთ ის შპრიც-კალამზე (მისი მოჭერისას ან დაწოლისას, ნემსის ტიპის შესაბამისად).

შპრიც-კალამთან შეერთების მომენტში ნემსი არ დახაროთ. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის საცობის დაზიანება, ინსულინის დაღვრა ან ნემსის გატეხვა.

ეტაპი 3. უსაფრთხოების ტესტის ჩატარება

ყოველი ინექციის წინ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ტესტი. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ აიღებთ ზუსტ დოზას, ამისათვის:

დარწმუნდით, რომ შპრიც-კალამი და ნემსი სწორად ფუნქციონირებს

გამოდევნეთ ჰაერის ბუშტუკები

  • შეარჩიეთ 2 ერთეულის ოდენობის დოზა დოზის სელექტორზე.
  • მოხსენით ნემსის გარე დამცავი ხუფი. არ გადააგდოთ ის, რადგან დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ. მოხსენით ნემსის შიდა დამცავი ხუფი. გადააგდეთ ის, რადგან აღარ დაგჭირდებათ.

413385569595SeinaxeT gadaagdeT

შეინახეთ გადააგდეთ

  • დაიკავეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ნემსის წვერი ზემოთ იყოს მიმართული.
  • თითი ოდნავ დაარტყით ინსულინის საცავს იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდეს ნემსის მიმართულებით.
  • ბოლომდე დააწექით დოზის გამშვებ ღილაკს. შეამოწმეთ, გამოდის თუ არა ინსულინი ნემსის ბოლოდან.

შესაძლებელია, უსაფრთხოების ტესტის ჩატარება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, ვიდრე ინსულინი არ გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს არანაირი ინსულინი უსაფრთხოების ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ, შეამოწმეთ ჰაერის ბუშტუკები ხომ არ გაჩენილა.

ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი მათ საბოლოოდ გაქრობამდე.

თუ ჰაერის ბუშტუკები არ არის, მაშინ სავარაუდოდ ნემსი არის დაცობილი. ამ შემთხვევაში, გამოცვალეთ ნემსი. თუ ნემსის შეცვლის შემდეგ ინსულინი არ გამოდის ნემსიდან, შეიძლება, დაზიანებულია შპრიც-კალამი. არ გამოიყენოთ ეს შპრიც-კალამი.

ეტაპი 4. ინსულინის დოზის დარეგულირება

დოზის დარეგულირება შესაძლებელია 1 ერთეულიანი ინტერვალით, 1-დან 80 ერთეულამდე. იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ 80 ერთეულზე მეტი დოზა, მაშინ საჭიროა ორი ან ორზე მეტი ინექცია.

  • უსაფრთხოების ტესტის ჩატარების შემდეგ შეამოწმეთ, გამოჩნდა თუ არა ციფრი “0” დოზის ინდიკატორზე.
  • შეარჩიეთ სასურველი დოზა (ქვემოთ აღნიშნულ მაგალითზე შერჩეულია 30 ერთეულის ოდენობის დოზა). იმ შემთხვევაში, თუ აიღეთ არასწორი დოზა, მაშინ შეგიძლიათ უკან დაატრიალოთ დოზის სელექტორი საჭირო დოზამდე.

ნუ დააწვებით გამშვებ ღილაკს დოზის შერჩევამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსულინი დაიღვრება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს არასწორი დოზის შერჩევას.

დოზის სელექტორის გადატრიალება შეიძლება მხოლოდ დოზის ერთეულის იმ რაოდენობაზე, რომელიც არის შპრიც-კალამში, ამიტომ, არ ეცადოთ დოზის სელექტორის ზედმეტად გადატრიალება. იმ შემთხვევაში, თუ შპრიც-კალამი შეიცავს ინსულინის არასაკმარის რაოდენობას, დარჩენილი ინსულინის შეყვანა შეიძლება ახალი შპრიც-კალმით, ან მოახდინეთ მთლიანი დოზის ინექცია ახალი შპრიც-კალმის საშუალებით.

ეტაპი 5. ინსულინის ინექცია

  • ისარგებლეთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
  • შეიყვანეთ ნემსი კანში.
  • ბოლომდე დააჭირეთ თითი გამშვებ ღილაკზე. დოზის ინდიკატორზე გამოსახული ციფრი უნდა ჩამოვიდეს “0”-ზე.
  • თითი გქონდეთ დაჭერილი გამშვებ ღილაკზე და დაითვალეთ ათამდე. ეს პროცედურა იძლევა მთლიანი დოზის ინექცირების გარანტიას. შპრიც-კალმის დგუში გადაადგილდება თითოეული დოზის შეყვანისას. დგუში გაჩერდება კარტრიჯის ბოლოში 300 ერთეული ინსულინის სრულად გამოყენების შემდეგ.

ეტაპი 6. ნემსის მოხსნა

ყოველი ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი ნემსის გარეშე. ეს ზომები თავიდან აგაცილებთ ნემსის დაბინძურების და შემდგომი ინფიცირების რისკს, ინსულინის საცავში ჰაერის შეპარვის და ინსულინის დაღვრის რისკს.

ა. შემთხვევითი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოათავსეთ ნემსზე გარე დამცავი ხუფი და გამოიყენეთ ის ნემსის მოსახსნელად. ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების რისკის შემცირების მიზნით არასდროს დაამაგროდ ხელმეორედ შიდა დამცავი ხუფი.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, ან თქვენ უკეთებთ ინექციას სხვა პირს, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ნემსის მოხსნის და უტილიზაციის დროს. დაიცავით სიფრთხილის ზომები ნემსების მოხსნისას და უტილიზაციისას (დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას), იმისათვის, რომ შეამციროთ ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების და ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.

ბ. ნემსის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო გზით, თქვენი ექიმის რეკომენდაციის თანახმად.

გ. ყოველთვის გაუკეთეთ კალმის ხუფი შპრიც-კალამს. შეინახეთ შპრიც-კალამი მომდევნო ინექციამდე.

შპრიც-კალმის მოვლა

გამოყენებული შპრიც-კალმის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.

დაიცავით შპრიც-კალამი მტვრისგან და ჭუჭყისგან. შეიძლება გარედან გაიწმინდოს სუფთა სველი ხელსახოცით. დაზიანებისგან დაცვის მიზნით არ ჩადოთ შპრიც-კალამი სითხეში, არ გარეცხოთ და გაწმინდოთ ზეთით.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი დამზადებულია ზუსტი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ის უნდა დაიჭიროთ ფრთხილად. დაიცავით შპრიც-კალამი დაზიანებისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შპრიც-კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ ახალი.

სოლოსტარის® ცარიელი შპრიც-კალმები ხელმეორედ არ გამოიყენება და უნდა განადგურდეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოგლიკემიური საშუალება - ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი.

ათქ კოდი: A10AE04.

მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ინსულინ გლარგინი წარმოადგენს ადამიანის ინსულინის ანალოგს, რომელიც მიღებულია Escherichia coli-ის (შტამი K12) სახის ბაქტერიების დნმ-ის რეკომბინაციის მეთოდით და გამოირჩევა დაბალი ხსნადობით ნეიტრალურ გარემოში.

პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარის შემადგენლობაში არსებული ინსულინ გლარგინი სრულად ხსნადია, რაც უზრუნველყოფილია საინექციო ხსნარის მჟავე რეაქციით (pH 4). კანქვეშა-ცხიმოვან უჯრედისში შეყვანის შემდეგ ხდება ხსნარის მჟავე რეაქციის განეიტრალება მიკროპრეციპიტატების წარმოქმნით, საიდანაც მუდმივად გამოთავისუფლდება ინსულინ გლარგინის მცირე რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ~კონცენტრაცია-დროის~ მრუდის წინასწარ განჭვრეტად, მდორე (პიკების გარეშე) პროფილს, აგრეთვე პრეპარატის გახანგრძლივებულ მოქმედებას.

ინსულინ გლარგინი მეტაბოლიზდება ორ აქტიურ მეტაბოლიტამდე M1 და M2 (იხ. პარაგრაფი 5.2).

კავშირი ინსულინურ რეცეპტორებთან: ინსულინის სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირების კინეტიკა ინსულინ გლარგინსა და მის მეტაბოლიტებში M1 და M2 ძალიან მსგავსია ადამიანის ინსულინთან, ამიტომ ინსულინ გლარგინს შეუძლია ენდოგენური ინსულინის ანალოგიური ბიოლოგიური მოქმედების განხორციელება.

ინსულინისა და მისი ანალოგების, მათ შორის ინსულინ გლარგინის ყველაზე მნიშვნელოვან მოქმედებას წარმოადგენს გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულაცია. ინსულინი და მისი ანალოგები ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას, პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის შთანთქმის სტიმულირებით (განსაკუთრებით ჩონჩხის კუნთებისა და ცხიმოვანი ქსოვილის მიერ) და ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნის ინჰიბირებით.

ინსულინი თრგუნავს ლიპოლიზს ადიპოციტებში და ახდენს პროტეოლიზის ინჰიბირებას, ამავდროულად ცილის სინთეზის გაზრდით. ინსულინ გლარგინის პროლონგირებული მოქმედება უშუალოდ დაკავშირებულია მისი აბსორბციის დაქვეითებულ სიჩქარესთან, რაც გვაძლევს საშუალებას პრეპარატი გამოვიყენოთ ერთხელ დღე-ღამეში. კანქვეშ შეყვანის შემდეგ მისი მოქმედება საშუალოდ 1 საათში იწყება. მოქმედების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს, მაქსიმალური - 29 საათს. ინსულინის და მისი ანალოგების, როგორიცაა ინსულინ გლარგინი, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტებში ან ერთ პაციენტში.

ნაჩვენებია პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარის გამოყენების ეფექტიანობა 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით. 2-6 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში ინსულინ გლარგინის გამოყენებისას კლინიკური გამოვლინებებით ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე რიცხობრივად უფრო ნაკლები იყო როგორც დღის განმავლობაში, ასევე ღამის პერიოდში, ინსულინ იზოფანის გამოყენებასთან შედარებით (შესაბამისად, საშუალოდ 25.5 ეპიზოდი, 33.0 ეპიზოდის წინააღმდეგ ერთ პაციენტში ერთი წლის განმავლობაში).

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ხუთწლიანი დაკვირვებისას არ აღინიშნა სარწმუნო სხვაობები დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებაში ინსულინ გლარგინით მკურნალობისას, ინსულინ იზოფანთან შედარებით.

კავშირი ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის 1 (იზფ-1) რეცეპტორებთან: ინსულინ გლარგინის მსგავსება იზფ-1 რეცეპტორთან დაახლოებით 5-8-ჯერ მაღალია, ვიდრე ადამიანის ინსულინის მსგავსება (მაგრამ, დაახლოებით 70-80-ჯერ დაბალია, ვიდრე იზფ-1-ის), ამასთანავე ადამიანის ინსულინთან შედარებით, ინსულინ გლარგინის M1 და M2 მეტაბოლიტებში მსგავსება იზფ-1 რეცეპტორებთან ოდნავ დაბალია.

ინსულინის (ინსულინ გლარგინისა და მისი მეტაბოლიტების) საერთო თერაპიული კონცენტრაცია, რომელიც განისაზღვრება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო, ვიდრე საჭიროა იზფ-1 რეცეპტორების ნახევარმაქსიმალურის შეკავშირებისთვის და იზფ-1 რეცეპტორების მიერ ამოქმედებული მიტოგენურ-პროლიფერაციული მექანიზმის შემდგომი აქტივაციისთვის. ენდოგენური იზფ-1-ის ფიზიოლოგიურმა კონცენტრაციებმა შეიძლება აამოქმედოს მიტოგენურ-პროლიფერაციული გზა, თუმცა, ინსულინით თერაპიისას, მ.შ. პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარით მკურნალობისას, განსაზღვრული თერაპიული კონცენტრაციები მიტოგენურ-პროლიფერაციული აქტივაციისთვის საჭირო ფარმაკოლოგიურ კონცენტრაციებზე მნიშვნელოვნად დაბალია.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

კვლევა ORIGIN (Outcome Reduction with Initial Glargine Intervention) წარმოადგენდა საერთაშორისო, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ კვლევას, რომელიც ჩატარდა 12 537 პაციენტში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკით და უზმოზე დარღვეული გლიკემიით, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევით ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ადრეული სტადიით. კვლევის მონაწილეები რანდომიზებული იყვნენ ჯგუფებში (თანაფარდობა 1:1): მკურნალობა ინსულინ გლარგინით (n=6264), პრეპარატის დღიური დოზის ტიტრაციით უზმოზე სისხლის გლუკოზის <5,3 მმოლი მნიშვნელობის მისაღწევად, და სტანდარტული მკურნალობის ჯგუფი (n=6273).

კვლევის პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა დრო გულ-სისხლძარღვთა მიზეზით განვითარებულ სიკვდილამდე, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტის ან არაფატალური ინსულტის პირველ განვითარებამდე, ხოლო მეორე საბოლოო წერტილს წარმოადგენდა დრო ზემოთ მითითებული ნებისმიერი გართულების პირველად დაწყებამდე ან რევასკულარიზაციის (კორონარულ, საძილე ან პერიფერიულ არტერიებზე) პროცედურის შესრულებამდე, ან გულის უკმარისობის განვითარების გამო ჰოსპიტალიზაციამდე.

მეორეული საბოლოო წერტილები იყო სიკვდილიანობა ნებისმიერი მიზეზით და მიკროსისხლძარღვოვანი შედეგების კომბინირებული მაჩვენებელი.

კვლევით ORIGIN ნაჩვენებია, რომ ინსულინ გლარგინით მკურნალობა, სტანდარტულ ჰიპოგლიკემიურ თერაპიასთან შედარებით, არ ცვლიდა გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების ან გულ-სისხლძარღვთა მიზეზით ლეტალობის დადგომის რისკს; არ იყო გამოვლენილი განსხვავება საბოლოო წერილების შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის, ნებისმიერი მიზეზით ლეტალობის, მიკროსისხლძარღვოვანი შედეგების კომბინირებულ მაჩვენებლებში.

კვლევის დასაწყისში HbA1c საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 6,4%, მკურნალობის პერიოდში HbA1c მაჩვენებლის საშუალო მნიშვნელობები იყო 5,9%-6,4%-ის დიაპაზონში ინსულინ გლარგინის ჯგუფში, და 6,2%-6,6% - სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში დაკვირვების სრული პერიოდის განმავლობაში. ინსულინ გლარგინის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე შეადგენდა 1,05 ეპიზოდს თერაპიის 100 პაციენტ-წელზე, ხოლო სტანდარტული ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჯგუფში - 0.30 ეპიზოდს თერაპიის 100 პაციენტ-წელზე. არამძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ინსულინ გლარგინის ჯგუფში შეადგენდა 7.71 ეპიზოდს თერაპიის 100 პაციენტ-წელზე, ხოლო სტანდარტული ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჯგუფში - 2.44 ეპიზოდს თერაპიის 100 პაციენტ-წელზე. 6 წლიანი ხანგრძლივობის კვლევაში ინსულინ გლარგინის ჯგუფში პაციენტების 42%-ს არ აღენიშნა ჰიპოგლიკემიის არცერთი შემთხვევა.

წონის საშუალო ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მკურნალობის ბოლო ვიზიტისას იყო 2.2 კგ-ით უფრო მაღალი ინსულინ გლარგინის ჯგუფში, ვიდრე სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჯანმრთელი ადამიანებისა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების სისხლის შრატში ინსულინ გლარგინისა და ინსულინ იზოფანის კონცენტრაციების შედარებითმა შესწავლამ, მათი კანქვეშ შეყვანისას გამოავლინა შენელებული და მნიშვნელოვნად უფრო გახანგრძლივებული აბსორბცია, ასევე ინსულინ გლარგინის კონცენტრაციის პიკის არ არსებობა, ინსულინ იზოფანთან შედარებით.

დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარის კანქვეშ შეყვანისას სისხლში ინსულინ გლარგინის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 დღეში ყოველდღიური შეყვანისას.

ინტრავენური შეყვანისას ინსულინ გლარგინის და ადამიანის ინსულინის ნახევარგამოყოფის პერიოდები მსგავსი იყო.

მუცლის, მხრის ან ბარძაყის არეში ინსულინ გლარგინის შეყვანისას არ არის გამოვლენილი სისხლის შრატში ინსულინის კონცენტრაციების სარწმუნო სხვაობები.

საშუალო მოქმედების ადამიანის ინსულინთან შედარებით ინსულინ გლარგინი ხასიათდება ფარმაკოკინეტიკური პროფილის ნაკლები ვარიაბელურობით, როგორც ერთ პაციენტში, ასევე სხვადასხვა პაციენტებში.

ადამიანის კანქვეშა-ცხიმოვან უჯრედისში ინსულინ გლარგინი ნაწილობრივ იშლება β-ჯაჭვის (ბეტა-ჯაჭვის) კარბოქსილური ბოლოს (C-ბოლოს) მხრიდან ორი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით - M1 (21A-გლიცილ-ინსულინი) და M2 (21A-გლიცილ-დეზ-30B-ტრ-ინსულინი). პლაზმაში მოცირკულირე ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს M1. მეტაბოლიტ M1-ის სისტემური ექსპოზიცია იზრდება პრეპარატის დოზის გაზრდისას. ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემების შედარებამ აჩვენა, რომ პრეპარატის მოქმედება ძირითადად ხორციელდება მეტაბოლიტ M1-ის სისტემური ექსპოზიციის ხარჯზე. პაციენტების უმრავლესობას ინსულინ გლარგინი და მეტაბოლიტი M2 არ გამოუვლინდათ სისტემურ სისხლში. იმ შემთხვევაში, როდესაც მოხერხდა სისხლში ინსულინ გლარგინის და მეტაბოლიტ M2-ის გამოვლენა, მათი კონცენტრაცია არ იყო დამოკიდებული პრეპარატ ლანტუსი სოლოსტარის შეყვანილ დოზაზე.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში

ასაკი და სქესი: ინფორმაცია ინსულინ გლარგინის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკისა და სქესის გავლენის შესახებ არ არის. თუმცა, ეს ფაქტორები არ იწვევდა განსხვავებებს პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში.

მოწევა: კლინიკური კვლევების ფარგლებში ქვეჯგუფების მიხედვით ჩატარებულმა ანალიზმა არ გამოავლინა სხვაობები ინსულინ გლარგინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში პაციენტების მოცემული ჯგუფისთვის საერთო პოპულაციასთან შედარებით.

სიმსუქნე: სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში არ იყო ნაჩვენები რაიმე სხვაობა ინსულინ გლარგინისა და ინსულინ იზოფანის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ნორმალური წონის მქონე პაციენტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში

2-დან 6 წლამდე ასაკის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებში მორიგი დოზის შეყვანამდე სისხლის პლაზმში ინსულინ გლარგინისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტების M1-ის და M2-ის კონცენტრაციები მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მაჩვენებლებისა, რაც მიუთითებს ინსულინ გლარგინისა და მისი მეტაბოლიტების დაგროვების არარსებობაზე ბავშვებში ინსულინ გლარგინის მუდმივი გამოყენებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისათვის

ლანტუსი®

სოლოსტარი®,

100 ერთ/მლ, ხსნარი კანქვეშ შეყვანისათვის

მოქმედი ნივთიერება: ინსულინ გლარგინი

sanofi

პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას.

პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. ის შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართის მე-4 პარაგრაფში.

<MAT> 936201

ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® და რისთვის გამოიყენება.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენებამდე.

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს ინსულინ გლარგინს -მოდიფიცირებულ ინსულინს, რომელიც ძალიან მსგავსია ადამიანის ინსულინთან. პრეპარატი ინიშნება სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატებული დონის შესამცირებლად შაქრიანი დიაბეტის დროს.

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის საკმარისი რაოდენობის ინსულინს.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® სტაბილურად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ის გამოიყენება ერთჯერადი ყოველდღიური შეყვანისთვის.

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®, თუ:

გაქვთ ალერგია ინსულინ გლარგინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 პარაგრაფში).

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა ან დაავადება. შეიძლება, დაგჭირდეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დოზის შეცვლა:

ხართ ხანდაზმული პაციენტი (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება);

გაქვთ გულის ან თავის ტვინის სისხლძარღვების პრობლემები (სტენოზი);

გაქვთ მხედველობის დარღვევები (რეტინოპათია);

გაქვთ თირკმელების დაავადებები (მაგალითად, თირკმელების უკმარისობა) (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის უკმარისობა) (შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის შემცირება).

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ შემდეგ შემთხვევებში

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერ დაწევისას შეიძლება დაკარგოთ გონება. სერიოზული ჰიპოგლიკემია შეიძლება იწვევდეს გულის შეტევას ან თავის ტვინის დაზიანებას და საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. უნდა შეგეძლოთ სისხლში შაქრის დონის დაწევის ნიშნების გამორჩევა იმისათვის, რომ მიიღოთ ზომები და თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.

ჰიპოგლიკემიის განვითარების მიზეზები

შეგყავთ ძალიან ბევრი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®.

შეცვალეთ ინექციის ადგილი.

იმყოფებით ტრავმის, ოპერაციის, ტემპერატურის მომატების თანხლებით მიმდინარე დაავადების, ან სხვა სტრესის შემდგომ აღდგენის მდგომარეობაში.

ჩვეულებრივზე მეტს ვარჯიშობთ ან ასრულებთ სხვა ფიზიკურ აქტივობას.

შეამცირეთ საკვებთან ერთად მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა გულისრევის (ღებინების) ან ფაღარათის (დიარეის) გამო.

არასათანადოდ იკვებებით ან იღებთ ჩვეულებრივზე ნაკლები ნახშირწყლების შემცველ საკვებს; ხელოვნური დამატკბობლები არ წარმოადგენენ ნახშირწყლებს.

არარეგულარულად იკვებებით.

მოიხმართ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მცირე საკვებთან ერთად.

დაგიმძიმდათ სხვა ენდოკრინული დაავადებები (როგორიცაა ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა).

იღებთ ან შეწყვიტეთ ზოგიერთი სხვა პრეპარატის მიღება (იხ. პარაგრაფი ~სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®~).

როდესაც ჰიპიგლიკემიის ნიშნები შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული

ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები შეიძლება შეიცვალოს, შესუსტდეს ან საერთოთ გაქრეს, თუ:

ხართ ხანდაზმული პაციენტი.

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გაქვთ ფსიქიკური დაავადება.

გაქვთ გარკვეული ტიპის ნერვული დაავადება - ვეგეტატიური ნეიროპათია.

სისხშლი შაქრის დონის შემცირება მიმდინარეობს თანდათანობით.

სისხლში შაქრის დაბალი დონე ყოველთვის ნორმასთან ახლოსაა ან სისხლში შაქრის დონე ბევრად გაგიუმჯობესდათ.

ახლახანს გადახვედით ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ინსულინზე, მაგალითად, პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარზე®.

იღებთ ან იღებდით ზოგიერთ სხვა პრეპარატს (იხ. პარაგრაფი ~სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®~).

ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია (და გონების დაკარგვაც კი) მანამ, სანამ ამ პრობლემის შესახებ გაიგებთ. უნდა ფლობდეთ ინფორმაციას გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი შემოწმება. ეს დაგეხმარებათ ჰიპოგლიკემიის მსუბუქი შეტევების გამოვლენაში.

თუ თქვენთვის რთულია ჰიპოგლიკემიის ნიშნების გამოცნობა, თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს (მაგალითად, ავტომობილის მართვა), რომელშიც ჰიპოგლიკემია შეიძლება საფრთხეს გიქმნიდეთ თქვენ ან გარშემომყოფებს.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სისხლში შაქრის დონის ძალიან ძლიერ ან ძალიან სწრაფად დაქვეითების პირველი ნიშნებია: ოფლიანობა, წებოვანი კანი, მოუსვენრობის შეგრძნება, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა. ეს ნიშნები ხშირად ვითარდება მანამ, სანამ ტვინი მიიღებს ორგანიზმის ნიშანს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების შესახებ.

სხვა ნიშნებია: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, აგრესიული ქცევა, ყურადღების კონცენტრაციის გართულება, შენელებული რეაქციები, დეპრესია, დაბნეულობის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება (ზოგჯერ, მეტყველების სრული დაკარგვა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, მოძრაობის უნარის დაკარგვა (დამბლა), ჩხვლეტა ხელებში, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის არეში, თავბრუსხვევა, თვითკონტროლის დაკარგვა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპოგლიკემიის დროს?

არ შეიყვანოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®. დაუყოვნებლივ მიიღეთ 15-20 გ შაქარი, მაგალითად, გლუკოზა, შაქრის ნატეხები ან ტკბილი სასმელი. შაქრის შემცვლელების შემცველი სასმელები ან პროდუქტები (მაგალითად, დიეტური სასმელები) არ გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის ასაწევად.

შემდეგ შეიძლება დაგჭირდეთ საკვების მიღება (მაგალითად, პური ან მაკარონის ნაწარმი), რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაზრდის სისხლში შაქრის დონეს, განსაკუთრებით, თუ ჯერ არ არის თქვენი საკვების მიღების დრო. თუ არ იცით ზუსტად, რომელი პროდუქტები უნდა მიიღოთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მედდას. პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® მიღების ფონზე შეიძლება მეტი დრო იყოს საჭირო სისხლში შაქრის დაბალი დონის აღსადგენად, რადგან ის შეიცავს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს (ინსულინ გლარგინს).

შეამოწმეთ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე შაქრის მიღებიდან 10-15 წუთში. თუ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია (<4 მმოლი/ლ) ან თუ განმეორდება ჰიპოგლიკემია, მიიღეთ კიდევ 15-20 გრამი შაქარი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ვერ აკონტროლებთ ჰიპოგლიკემიას ან ის განმეორდება.

რა უნდა გააკეთონ სხვა პირებმა, თუ გაქვთ ჰიპოგლიკემია

აცნობეთ თქვენს ნათესავებს, მეგობრებს ან ახლო კოლეგებს დაუყოვნებლივ გამოიძახონ სამედიცინო დახმარება, თუ არ შეგიძლიათ გადაყლაპვა ან დაკარგავთ გონებას. დაგჭირდებათ გლუკოზის ან გლუკაგონის (პრეპარატი, რომელიც ზრდის სისხლში შაქრის დონეს) ინექცია.

რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება გლუკოზის მიღებისთანავე იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ჰიპოგლიკემია.

სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)

თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია), შეიძლება შეიყვანეთ არასაკმარისი ინსულინი.

ჰიპერგლიკემიის განვითარების მიზეზები

არ არის შეყვანილი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ან შეყვანილია არასაკმარისი დოზა.

თქვენი პრეპარატის ეფექტიანობა შემცირდა, მაგალითად, არასწორი შენახვის გამო.

თქვენი შპრიც-კალამი არ ფუნქციონირებს სწორად.

შეამცირეთ ფიზიკური ვარჯიში.

იმყოფებით სტრესულ, მაგალითად ემოციური აშლილობის ან ნერვიულობის მდგომარეობაში.

მიიღეთ ტრავმა, გაქვთ ინფექციური დაავადება, ცხელება ან ჩაგიტარდათ ოპერაცია.

იღებთ ან იღებდით ზოგიერთ სხვა პრეპარატს (იხ. პარაგრაფი ~სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®~).

ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები

სისხლში შაქრის დონის მომატების პირველი ნიშნებია: წყურვილი, შარდვის მომატებული სურვილი, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის გაწითლება, მადის დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევა, გახშირებული გულისცემა და შარდის ანალიზით ნაჩვენები შაქრისა (გლუკოზა) და კეტონური სხეულების (ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტები) არსებობა შარდში. ტკივილი კუჭის არეში, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან გონების დაკარგვა შეიძლება იყოს კეტოაციდოზის (შაქრიანი დიაბეტის სერიოზული გართულება) ნიშნები, რომლებიც გამოწვეულია ინსულინის უკმარისობით და მიმდინარეობს კეტონური სხეულების დაგროვების თანხლებით.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპერგლიკემიის დროს?

  • შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და, თუ მაღალია, ექიმთან ან მედდასთან შეთანხმებით, შეამოწმეთ კეტონური სხეულების არსებობა შარდში. ეს ანალიზი უნდა ჩატარდეს, როგორც კი შენიშნავთ ზემოთ მითითებულ ნებისმერ ნიშანს.
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მძიმე ჰიპერგლიკემია ან კეტოაციდოზი. ამ მდგომარეობების მკურნალობა ყოველთვის უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ, როგორც წესი, სტაციონარში (საავადმყოფოში).

კანის ცვლილებები პრეპარატის ინექციის ადგილზე

კანის ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა პრეპარატის შეყვანის ადგილის მონაცვლეობა. ეს შეამცირებს ინექციის არეში ჩაღრმავების (ლიპოატროფია), გამაგრების (ლიპოჰიპერტროფია) ან სიმკვრივის (კანის ამილოიდოზი) განვითარების რისკს. ინსულინის მოქმედება შეიძლება შემცირდეს, თუ მისი შეყვანა ხდება არათანაბარ არეში. მიმართეთ ექიმს, თუ ამჟამად პრეპარატი შეგყავთ არათანაბარ არეში, სხვა, დაუზიანებელ არეში ინექციის შეყვანის დაწყებამდე. ეს აგაცილებთ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.

თანმხლები დაავადებები

თუ გაქვთ თანმხლები დაავადებები, ინსულინში მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს. ექიმი უფრო გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და შარდში კეტონური სხეულების შემცველობას. შეიძლება დაგჭირდეთ ინსულინის დოზის შეცვლა.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს (ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) არ შეწყვიტოთ ინსულინის გამოყენება და გააგრძელეთ საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღება.

ინსულინისადმი ანტისხეულების წარმოქმენა

ინსულინით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ინსულინის წინააღმდეგ ანტისხეულების (ინსულინის წინააღმდეგ მოქმედი ნივთიერებები) გამომუშავება. ძალიან იშვიათად ეს შეიძლება მოითხოვდეს ინსულინის დოზის შეცვლას იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ჰიპერგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის განვითარება.

პიოგლიტაზონის გამოყენება პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტართან® ერთად

ზოგ პაციენტში, რომელიც მკურნალობდა პიოგლიტაზონით (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პერორალური პრეპარატი) და ინსულინით, განვითარდა გულის უკმარისობა. თუ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარით® და პიოგლიტაზონით მკურნალობის დროს განვითარდა გულის უკმარისობის ისეთი ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი, წონის სწრაფად მატება ან შეშუპება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

პრეპარატის შეყვანისას შეცდომების თავიდან არიდება

დარწმუნდით, რომ იყენებთ კარგ (თქვენთვის საჭირო) პრეპარატს. ყოველთვის შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ იმისათვის, რომ არ აგერიოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® სხვა ინსულინებში.

თუ უვლით ბრმა ან სუსტი მხედველობის მქონე პაციენტს, რომელიც იყენებს პრეპარატს, არ დაუშვათ პაციენტის მიერ წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის დამოუკიდებლად გამოყენება, რადგან ის ვერ შეძლებს შპრიც-კალმის დოზის ინდიკატორზე სწორი (მისთვის საჭირო) დოზის შერჩევას. პრეპარატის ინექცია უნდა შეასრულოს ბრმა ან სუსტი მხედველობის მქონე პაციენტის მომვლელმა პირმა, რომელმაც შეისწავლა შპრიც-კალმის მოხმარების ტექნიკა.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება.

სისხლში შაქრის დონე შეიძლება შემცირდეს (ჰიპოგლიკემია), თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები);

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);

დიზოპირამიდი (გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);

ფიბრატები (ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებელი პრეპარატები);

ფლუოქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები) (დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები);

პენტოქსიფილინი (კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატი);

პროპოქსიფენი (სანარკოზე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი);

სალიცილატები (პრეპარატები ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);

სულფონამიდები (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები).

სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია), თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები);

დანაზოლი (ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატი);

დიაზოქსიდი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი);

შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები);

გლუკაგონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის შემთხვევაში);

იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკრუნალო პრეპარატი);

ესტროგენები და პროგესტაგენები, მაგალითად, ორსულობისგან დამცავ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებში;

კლოზაპინი, ოლანზაპინი და ფენოთიაზინის წარმოებულები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

სიმპათომიმეტური პრეპარატები, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), სალბუტამოლი და ტერბუტალინი (ასთმის სამკურნალო პრეპარატები);

სომატროპინი (ზრდის ჰორმონი);

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;

პროტეაზას ინჰიბიტორები (აივ-ის სამკურნალო პრეპარატები).

სისხლში შაქრის დონე შეიძლება როგორც გაიზარდოს, ასევე შემცირდეს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ბეტა-ადრენობლოკერები ან კლონიდინი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);

ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

პენტამიდინი (პროტოზოული ინფექციის სამკურნალო პრეპარატები), შეიძლება იწვევდეს ჰიპოგლიკემიას, რომელიც ზოგჯერ იცვლება ჰიპერგლიკემიით;

ალკოჰოლი (ეთანოლი) ან ალკოჰოლის (ეთანოლის) შემცველი პრეპარატები.

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეამციროს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) გამაფრთხილებელი ნიშნები:

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, გუანეტიდინს და რეზერპინს (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლია გაართულოს სიმპტომების ამოცნობა ან დაფაროს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) გამაფრთხილებელი ნიშნები.

შერევა სხვა პრეპარატებთან

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® სხვა პრეპარატებთან, მათ შორის სხვა ინსულინებთან შერევისას, ასევე პრეპარატის გაზავებისას, შეიძლება წარმოიქმნას ნალექი ან შეიცვალოს პრეპარატის დროში მოქმედების პროფილი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება შეიძლება. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის დოზის შეცვლა. ამიტომ, ექიმი გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს მისი შემცირების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის დოზის ან დიეტის შეცვლა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები რაიმე არასასიკეთო ზემოქმედება ფერტილობაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე და მხედველობის დარღვევა შეიძლება გავლენას ახდენდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის საკითხთან დაკავშირებით:

თუ ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დონის შემცირება;

თუ ვერ არჩევთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნებს.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს მეტაკრეზოლს

მოცემული პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეტაკრეზოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს იგივე მოქმედ ნივთიერებას, რაც ინსულინ გლარგინი, 300 ერთ/მლ (ტუჯეო სოლოსტარი®), ეს პრეპარატები არ ცვლის ერთმანეთს.

სხვა ინსულინებით მკურნალობიდან პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარზე®, და პირიქით, გადასვლისას ექიმი განსაზღვრავს ინსულინის საჭირო დოზებს სისხლში შაქრის დონის მიხედვით, ჩაატარებს სამედიცინო დაკვირვებებს და გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიყვანება ერთხელ დღე-ღამეში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ექიმი შეგირჩევთ და დაგინიშნავთ დოზას ინდივიდუალურად სისხლში შაქრის დონის მიხედვით.

თქვენი ცხოვრების წესის, სისხლში შაქრის დონის, ასევე ინსულინით მანამდე ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით, ექიმი:

განსაზღვრავს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დღიურ დოზას და მიღების დროს;

გაცნობებთ, როდის უნდა შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე და ჩაიტაროთ შარდის ანალიზები;

გაცნობებთ, თუ დაგჭირდებათ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზის შეყვანა.

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ხანგრძლივი მოქმედების ინსულინია. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® ხანმოკლე მოქმედების ინსულინებთან ან სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

სისხლში შაქრის დონეზე შეიძლება გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი. ამ ფაქტორების შესახებ ინფორმირება აუცილებელია სისხლში შაქრის დონის შეცვლისას სათანადო რეაგირებისთვის და მისი ზედმეტად გაზრდის ან შემცირების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი)

თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას და გულდასმით გააკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს.

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზა.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენოთ პრეპარატი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის.

შეყვანის წესი ან(და) მეთოდი

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ (კანქვეშ შეყვანა ან “კ/შ”) ბარძაყის, მხრის წინა ნაწილში ან მუცლის წინა ნაწილში.

ინექციის გარკვეული უბნის ფარგლებში ყოველი ინექციის დროს შეცვალეთ პრეპარატის შეყვანის ადგილი. ეს შეამცირების ინექციის უბანში ჩაღრმავებების ან სიმკვრივის განვითარების რისკს (იხ. დამატებითი ინფორმაცია პარაგრაფში ~კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე~).

არ შეიყვანოთ პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®:

ვენაში. ეს შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალ დონეს;

თუ პრეპარატი შეიცავს ნაწილაკებს. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო და წყლის მაგვარი.

თუ შპრიც-კალამი დაზიანებულია, არასწორად ინახებოდა, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ის სათანადოდ ფუნქციონირებს ან შენიშნეთ სისხლში შაქრის დონის მოულოდნელად გაუარესება:

გადააგდეთ შპრიც-კალამი და გამოიყენეთ ახალი;

კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ შპრიც-კალამთან დაკავშირებული პრობლემები.

პრეპარატის შეყვანის წესები

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® ინექციის წინ

ყოველთვის დაიცავით “სოლოსტარის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქცია”, რომელიც თან ერთვის ჩანართს.

თუ არ დაიცავთ ამ ინსტრუქციას, შეიძლება მიიღოთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი დოზა.

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის შეამოწმეთ პრეპარატი და შპრიც-კალმის ეტიკეტი ყოველი ინექციის წინ და დარწმუნდით, რომ სარგებლობთ სწორი კალმით, განსაკუთრებით, თუ იყენებთ ერთზე მეტ პრეპარატს.

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შპრიც-კალმის გამოყენების შესახებ

არ შეიძლება პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შერევა სხვა ინსულინებთან, ასევე დაუშვებელია მისი გაზავება.

შერევით ან გაზავებით შეიძლება შეიცვალოს პრეპარატის დროში მოქმედების პროფილი, ან წარმოიქმნას ნალექი.

ლანტუსი® სოლოსტარის® შპრიც-კალმის დაზიანებისას შეიძლება კარტრიჯიდან ინსულინ გლარგინის ამოღება შპრიცში (100 სე/მლ ინსულინისთვის შესაფერისი) და პრეპარატის საჭირო დოზის შეყვანა. ამ შემთხვევაში, შპრიცი არ უნდა შეიცავდეს სხვა სამკურნალო საშუალებების ნარჩენებს.

ყოველთვის გამოიყენეთ ახალი შპრიცი თითოეული ინექციისთვის. ნემსების ხელახლა გამოყენება ზრდის მისი გაჭედვის რისკს, რაც შეიძლება იწვევდეს არასაკმარისი დოზის შეყვანას ან დოზის გადაჭარბებას.

ინფექციის გადაცემის თავიდან ასაცილებლად შპრიც-კალმები არასდროს უნდა გამოიყენოთ სხვა პირებში, ნემსის შეცვლის შემთხვევაშიც კი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კალამი დაზიანებულია, არ გამოიყენოთ ის. არ შეაკეთოთ შპრიც-კალამი. აიღეთ ახალი შპრიც-კალამი.

გამოყენებული ნემსი გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი®

თუ შეიყვანეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან შემცირდეს (ჰიპოგლიკემია). შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და მიიღეთ შაქარი ან ტკბილი წვენი, რომ არ დაუშვათ შაქრის დონის შემცირების გაგრძელება.

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი ხდება, ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შეყვანა

თუ გამოტოვეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® დოზა ან არ შეიყვანეთ საკმარისი დოზა, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გახდეს ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია). თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი ხდება, ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

არ შეიყვანოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონე და შეიყვანეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.

ჰიპერგლიკემიის მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი ~სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)~ პარაგრაფში ~განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები~.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის ძალიან მაღალ დონეს (ჰიპერგლიკემია) და სისხლში კეტონური სხეულების (ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტების) დაგროვებას (კეტოაციდოზი).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან მედდას.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ გამოვლინდა:

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული არასასურველი რეაქცია და ძალიან ხშირად გვხვდება ინსულინის შემცველი პრეპარატების მიღებისას (შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ხშირად 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში). სისხლში შაქრის დაბალი დონე ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში არასაკმარისი შაქარია.

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაიწევს, შეიძლება დაკარგოთ გონება. თუ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე ძალიან დიდხანს შენარჩუნდა, ეს შეიძლება იწვევდეს ტვინის დაზიანებას და საშიში იყოს სიცოცხლისთვის.

თუ შენიშნეთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) ნიშნები, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები სისხლში შაქრის დონის გასაზრდელად (ჰიპოგლიკემიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩანართის პუნქტი ~სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)~).

მძიმე ალერგიული რეაქციები (შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად - 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): გამონაყარი და ქავილი მთელ სხეულზე, სახის, კისრის, ტუჩების, ენის, ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ქოშინი, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შოკი. მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის.

შემდეგი არასასურველი რეაქციები აღინიშნა პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® გამოყენების შემდეგ

კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე

თუ ინსულინი ძალიან ხშირად შეგყავთ ერთსა და იმავე ადგილში, შეიძლება აღინიშნოს კანის ცვლილებები:

შეიძლება განვითარდეს ჩაღრმავებები (ლიპოატროფია) (შეიძლება გამოვლინდეს არახშირად - 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);

შეიძლება წარმოიქმნას გამაგრება (ლიპოჰიპერტროფია) (შეიძლება გამოვლინდეს ხშირად - 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);

კანქვეშ შეიძლება წარმოიქმნას სიმკვრივეები ცილის დაგროვების ხარჯზე, რასაც ეწოდება ამილოიდი (კანის ამილოიდოზი) (უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

ინსულინმა შეიძლება არ იმოქმედოს, თუ ის შეგყავთ ასეთ არათანაბარ არეში. ასეთი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად ყოველი ინექციისას შეცვალეთ შეყვანის ადგილი.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® მიღებისას

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

კანის და ალერგიული რეაქციები ინექციის ადგილზე: ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს გაწითლებას, უჩვეულოდ ძლიერ ტკივილს ინექციისას, ქავილს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას ან ანთებას. ეს შეიძლება გავრცელდეს ინექციის ადგილის ირგვლივ. ინსულინებზე უმნიშვნელო რეაქციების უმრავლესობა შეიძლება ალაგდეს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.

იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

მხედველობის დარღვევები. მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლში შაქრის დონის კონტროლში (გაუმჯობესება ან გაუარესება) შეიძლება იწვევდეს მხედველობის დარღვევას. თუ გაქვთ შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება პროლიფერაციული რეტინოპათია, სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე შეიძლება იწვევდეს მხედველობის დროებით დაკარგვას.

შეშუპებები კოჭებსა და მყესებში, გამოწვეული ორგანიზმში წყლის დროებით დაგროვებით.

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

გემოს დარღვევა (დისგევზია);

კუნთების ტკივილი (მიალგია).

ინსულინისადმი ანტისხეულების წარმოქმენა

ინსულინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ინსულინისადმი ანტისხეულების (ინსულინის წინააღმდეგ მოქმედი ნივთიერებები) გამომუშავება. ეს შეიძლება მოითხოვდეს ინსულინის დოზის შეცვლას.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ.1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო ~ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი, სახლი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

მისამართი: ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქუჩა სახლი 13

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: www.ndda.kz

  • პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილზე ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე, წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პირველი გამოყენების წინ

ახალი შპრიც-კალმები შეინახეთ 2˚C-8˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

შპრიც-კალმების მაცივარში შენახვისას შეფუთვა არ უნდა ეხებოდეს უშუალოდ საყინულე კამერას ან გაყინულ შეფუთვებს.

დაუშვებელია შპრიც-კალმების გაყინვა.

პირველი გამოყენების შემდეგ

შეინახეთ შპრიც-კალამი არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, სინათლის ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე.

არ დააბრუნოთ შპრიც-კალამი მაცივარში.

არ გაათბოთ შპრიც-კალამი.

არასდროს შეინახოთ შპრიც-კალამი დამაგრებული ნემსით.

სინათლისგან დაცვის მიზნით შპრიც-კალამი შეინახეთ დახურული ხუფით.

შპრიც-კალმის გამოყენება შეიძლება გამოყენების დაწყებიდან მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია ეტიკეტზე აღინიშნოს პრეპარატის პირველად შეყვანის თარიღი.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დააზუსტეთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის (განადგურების) წესი.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი ლანტუსი® სოლოსტარი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერება არის ინსულინ გლარგინი. ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ გლარგინს.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიცავს 300 ერთეულ ინსულინ-გლარგინს 3 მლ ხსნარში.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მეტაკრეზოლი (მ-კრეზოლი), თუთიის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალბადქლორმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატ ლანტუსი® სოლოსტარის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის.

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი.

3 მლ პრეპარატი გამჭვირვალე, უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია იზოპრენონის კაუჩუკისა და ბრომბუტილკაუჩუკის საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით, მეორე მხრიდან - ბრომბუტილკაუჩუკის პლუნჟერით. კარტრიჯი ჩადგმულია სოლოსტარის® ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის® 5 შპრიც-კალამი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შპს ~სანოფი-ავენტის დიოჩლანდი~

ბრუნინგშტრასე 50, 65926 მაინის ფრანკფურტი, გერმანია

მწარმოებელი

ხარისხის კონტროლის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი

  • შპს ~სანოფი-ავენტის დიოჩლანდი~

ბრუნინგშტრასე 50, 65926 მაინის ფრანკფურტი, გერმანია

  • სს ~სანოფი ვოსტოკ~

302516, რუსეთი, ორიოლის ოლქი, ორიოლის მუნიციპალური ოლქი, ლივენსკაიას ქუჩა, სახლი 1.

მომხმარებელთა ნებისმიერი პრეტენზია უნდა გაიგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია

სს ~სანოფი რუსეთი~

მისამართი: 125375, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა, სახლი 22

ტელეფონი: +7(495) 721-14-00

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

შპს ~სვიქს ბიოფარმა~

მისამართი: 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა, სახლი 5, ოფისი 5/40

ტელეფონი: +375-17-329-0770

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა ~SwixxBiopharma (სვიქს ბიოფარმა)~

მისამართი: 050012 ქ. ალმათი, ჟამბილის ქუჩა, სახლი 100

ტელეფონი: +7 (727) 339 17 90

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

მოცემული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში ~ინტერნეტი~ http://eec.eaeunion.org/

სოლოსტარის® წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქცია

sanofi

სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენებისა და მოხმარების ინფორმაცია.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი წარმოადგენს წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიც-კალამს ინსულინის შესაყვანად. შპრიც-კალმის გამოყენების დაწყებამდე ინსულინის ინექციის სწორად შესრულების საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

შპრიც-კალმის პირველი გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. თუ არ შეგიძლიათ სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენება ან ვერ იცავთ ინსტრუქციას, სოლოსტარის® შპრიც-კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მომვლელმა პირმა, რომელიც შეძლებს ინსტრუქციის სრულად დაცვას.

შპრიც-კალმის მაცივარში შენახვის შემთხვევაში გაათბეთ ის ოთახის ტემპერატურაზე ინექციამდე 1-2 საათი.

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, როგორც ნაჩვენებია ამ ინსტრუქციაში. დოზის სწორად აღების მიზნით, დაიჭირეთ შპრიც-კალამი ჰორიზონტალურად ისე, რომ ნემსი იყოს მარცხნივ, ხოლო დოზირების სკალა მარჯვნივ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე ქვემოთ.

შეგიძლიათ შეიყვანოთ 1-დან 80 ერთეულამდე დოზა, 1 ერთეულის ინტერვალით. თითოეული შპრიც-კალამი შეიცავს რამდენიმე დოზას.

6985172720შპრიც-კალმის ხუფი

შპრიც-კალმის ხუფი

3689985160020შპრიც-კალმის კორპუსი

შპრიც-კალმის კორპუსი

1751965172720ნემსი (არ არის კომპლექტში)

ნემსი (არ არის კომპლექტში)

6985855980შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

4007485138430კარტრიჯის საცავი

კარტრიჯის საცავი

5273675113030დოზის ინდიკატორი

დოზის ინდიკატორი

5731510803275გამშვები ღილაკი

გამშვები ღილაკი

4984115828675დოზის სელექტორი

დოზის სელექტორი

3318510839470რეზინის გარსი

რეზინის გარსი

2901315803275ნემსი

ნემსი

2304415734060შიდა

დამცავი საფარი

შიდა

დამცავი საფარი

1473835714375გარე

დამცავი საფარი

გარე

დამცავი საფარი

2013585220345დამცავი ლენტი

დამცავი ლენტი

303276020066000

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლოსტარის® გამოყენების შესახებ

ყოველი გამოყენების წინ გამოიყენეთ ახალი ნემსი. ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლანტუსი® სოლოსტარის® შპრიც-კალამთან შეთავსებადი ნემსი, მაგალითად, ნემსები BD მიკრო-ფაინ პლუსი (BD Micro-Fine Plus), BD ავტო-შილდ დუო (BD AutoShield Duo), იუნიფაინ პენტიპს პლუსი (Unifine Pentips Plus), ინსუპენი (Insupen).

არ გამოიყენოთ დოზა ან/და არ დააჭიროთ დოზის გამშვებ ღილაკს, თუ არ არის დამაგრებული ნემსი.

ყოველი ინექციის წინ ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი (იხ. ეტაპი 3).

სოლოსტარის® შპრიც-კალამი გამოიყენეთ მხოლოდ პირადად, არ გადასცეთ ის სხვა პირს.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, მან უნდა დაიცვას სიფრთხილის სპეციალური ზომები ნემსით შემთხვევით დაზიანების ან ინფექციის გადატანისგან თავის დაცვის მიზნით.

არასდროს გამოიყენოთ სოლოსტარის® შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია ან არ ხართ დარწმუნებული, რომ ის სათანადოდ ფუნქცინირებს.

ყოველთვის თან იქონიეთ სოლოსტარის® დამატებითი შპრიც-კალამი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის.

ეტაპი 1. ინსულინის შემოწმება

გამოყენების წინ შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ კარგი ინსულინით. სოლოსტარის® შპრიც-კალამს, რომელიც შეიცავს პრეპარატ ლანტუსს®, აქვს რუხი ფერის კორპუსი და მეწამული ფერის გამშვები ღილაკი.

მოხსენით ხუფი შპრიც-კალამს.

შეამოწმეთ ინსულინის ხსნარის გარეგნული მხარე. ინსულინის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო, არ უნდა შეიცავდეს ხილვად ნაწილაკებს, და კონსისტენციით უნდა იყოს წყლის მსგავსი.

ნუ გამოიყენებთ სოლოსტარის® შპრიც-კალამს იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი ამღვრეულია, შეფერილია ან შეიცავს ნაწილაკებს.

ეტაპი 2. ნემსის დამაგრება

ყოველი ინექციისას გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი. ეს დაგიცავთ ინფიცირებისგან, ასევე ნემსის გაჭედვისგან.

მოხსენით გარე დამცავი ლენტი.

დაიკავეთ ნემსი სწორ მდგომარეობაში და დაამაგრეთ ის შპრიც-კალამზე (მისი მოჭერისას ან დაწოლისას, ნემსის ტიპის შესაბამისად).

შპრიც-კალამთან შეერთების მომენტში ნემსი არ დახაროთ. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის საცობის დაზიანება, ინსულინის დაღვრა ან ნემსის გატეხვა.

ეტაპი 3. უსაფრთხოების ტესტის ჩატარება

ყოველი ინექციის წინ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ტესტი. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ აიღებთ ზუსტ დოზას, ამისათვის:

დარწმუნდით, რომ შპრიც-კალამი და ნემსი სწორად ფუნქციონირებს

გამოდევნეთ ჰაერის ბუშტუკები

  • შეარჩიეთ 2 ერთეულის ოდენობის დოზა დოზის სელექტორზე.
  • მოხსენით ნემსის გარე დამცავი ხუფი. არ გადააგდოთ ის, რადგან დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ. მოხსენით ნემსის შიდა დამცავი ხუფი. გადააგდეთ ის, რადგან აღარ დაგჭირდებათ.

2083435543560SeinaxeT gadaagdeT

შეინახეთ გადააგდეთ

  • დაიკავეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ნემსის წვერი ზემოთ იყოს მიმართული.
  • თითი ოდნავ დაარტყით ინსულინის საცავს იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდეს ნემსის მიმართულებით.
  • ბოლომდე დააწექით დოზის გამშვებ ღილაკს. შეამოწმეთ, გამოდის თუ არა ინსულინი ნემსის ბოლოდან.

შესაძლებელია, უსაფრთხოების ტესტის ჩატარება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, ვიდრე ინსულინი არ გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს არანაირი ინსულინი უსაფრთხოების ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ, შეამოწმეთ ჰაერის ბუშტუკები ხომ არ გაჩენილა.

ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი მათ საბოლოოდ გაქრობამდე.

თუ ჰაერის ბუშტუკები არ არის, მაშინ სავარაუდოდ ნემსი არის დაცობილი. ამ შემთხვევაში, გამოცვალეთ ნემსი. თუ ნემსის შეცვლის შემდეგ ინსულინი არ გამოდის ნემსიდან, შეიძლება, დაზიანებულია შპრიც-კალამი. არ გამოიყენოთ ეს შპრიც-კალამი.

ეტაპი 4. ინსულინის დოზის დარეგულირება

დოზის დარეგულირება შესაძლებელია 1 ერთეულიანი ინტერვალით, 1-დან 80 ერთეულამდე. იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ 80 ერთეულზე მეტი დოზა, მაშინ საჭიროა ორი ან ორზე მეტი ინექცია.

  • უსაფრთხოების ტესტის ჩატარების შემდეგ შეამოწმეთ, გამოჩნდა თუ არა ციფრი “0” დოზის ინდიკატორზე.
  • შეარჩიეთ სასურველი დოზა (ქვემოთ აღნიშნულ მაგალითზე შერჩეულია 30 ერთეულის ოდენობის დოზა). იმ შემთხვევაში, თუ აიღეთ არასწორი დოზა, მაშინ შეგიძლიათ უკან დაატრიალოთ დოზის სელექტორი საჭირო დოზამდე.

ნუ დააწვებით გამშვებ ღილაკს დოზის შერჩევამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსულინი დაიღვრება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს არასწორი დოზის შერჩევას.

დოზის სელექტორის გადატრიალება შეიძლება მხოლოდ დოზის ერთეულის იმ რაოდენობაზე, რომელიც არის შპრიც-კალამში, ამიტომ, არ ეცადოთ დოზის სელექტორის ზედმეტად გადატრიალება. იმ შემთხვევაში, თუ შპრიც-კალამი შეიცავს ინსულინის არასაკმარის რაოდენობას, დარჩენილი ინსულინის შეყვანა შეიძლება ახალი შპრიც-კალმით, ან მოახდინეთ მთლიანი დოზის ინექცია ახალი შპრიც-კალმის საშუალებით.

ეტაპი 5. ინსულინის ინექცია

  • ისარგებლეთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
  • შეიყვანეთ ნემსი კანში.
  • ბოლომდე დააჭირეთ თითი გამშვებ ღილაკზე. დოზის ინდიკატორზე გამოსახული ციფრი უნდა ჩამოვიდეს “0”-ზე.
  • თითი გქონდეთ დაჭერილი გამშვებ ღილაკზე და დაითვალეთ ათამდე. ეს პროცედურა იძლევა მთლიანი დოზის ინექცირების გარანტიას. შპრიც-კალმის დგუში გადაადგილდება თითოეული დოზის შეყვანისას. დგუში გაჩერდება კარტრიჯის ბოლოში 300 ერთეული ინსულინის სრულად გამოყენების შემდეგ.

ეტაპი 6. ნემსის მოხსნა

ყოველი ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი ნემსის გარეშე. ეს ზომები თავიდან აგაცილებთ ნემსის დაბინძურების და შემდგომი ინფიცირების რისკს, ინსულინის საცავში ჰაერის შეპარვის და ინსულინის დაღვრის რისკს.

ა. შემთხვევითი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოათავსეთ ნემსზე გარე დამცავი ხუფი და გამოიყენეთ ის ნემსის მოსახსნელად. ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების რისკის შემცირების მიზნით არასდროს დაამაგროდ ხელმეორედ შიდა დამცავი ხუფი.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, ან თქვენ უკეთებთ ინექციას სხვა პირს, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ნემსის მოხსნის და უტილიზაციის დროს. დაიცავით სიფრთხილის ზომები ნემსების მოხსნისას და უტილიზაციისას (დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას), იმისათვის, რომ შეამციროთ ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების და ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.

ბ. ნემსის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო გზით, თქვენი ექიმის რეკომენდაციის თანახმად.

გ. ყოველთვის გაუკეთეთ კალმის ხუფი შპრიც-კალამს. შეინახეთ შპრიც-კალამი მომდევნო ინექციამდე.

შპრიც-კალმის მოვლა

გამოყენებული შპრიც-კალმის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.

დაიცავით შპრიც-კალამი მტვრისგან და ჭუჭყისგან. შეიძლება გარედან გაიწმინდოს სუფთა სველი ხელსახოცით. დაზიანებისგან დაცვის მიზნით არ ჩადოთ შპრიც-კალამი სითხეში, არ გარეცხოთ და გაწმინდოთ ზეთით.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი დამზადებულია ზუსტი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ის უნდა დაიჭიროთ ფრთხილად. დაიცავით შპრიც-კალამი დაზიანებისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შპრიც-კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ ახალი.

სოლოსტარის® ცარიელი შპრიც-კალმები ხელმეორედ არ გამოიყენება და უნდა განადგურდეს.

ხელმოწერილია

თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი: ელმირა არუთინიანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა