პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ლანთანობი 750 მგ

Lantanob 750 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ლანთანობი გამოიყენება თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტების სისხლში ფოსფატის დონის შესამცირებლად. იმ პაციენტებს, რომელთა თირკმლები სათანადოდ არ ფუნქციონირებს, არ შეუძლიათ სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Lanthanum carbonate octahydrate)
ფორმა და შეფუთვა
750მგ შიგნით მისაღები ფხვნილი პაკეტი №10
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
V03AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040471
რეგისტრირებულია
13 მარტი 2024, მოქმედებს 20 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალანთანობი 750 მგ და სხვა წამალი ერთად

ლანთანობი 750 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლანთანობი გამოიყენება თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტების სისხლში ფოსფატის დონის შესამცირებლად.

იმ პაციენტებს, რომელთა თირკმლები სათანადოდ არ ფუნქციონირებს, არ შეუძლიათ სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი. ამ დროს სისხლში ფოსფატის რაოდენობა იზრდება (თქვენმა ექიმმა აღნიშნულს შეიძლება ჰიპერფოსფატემია უწოდოს).

ლანთანობი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მიერ საკვებიდან ფოსფატის შეწოვას თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემაში მასთან შეკავშირების გზით. ლანთანობთან შეკავშირებული ფოსფატის შეწოვა ნაწლავის კედლიდან შეუძლებელია.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთთქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლანთანობი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და პირღებინება, მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ლანთანობი ჭამამდე მიიღეთ.

ლანთანობის პერორალური ფხვნილის შერევა ხდება რბილ საკვებთან (მაგალითად, ვაშლის პიურესთან ან მსგავს საკვებ პროდუქტთან) ერთად და შემდეგ უნდა გადაიყლაპოს. დამატებით სითხე საჭირო არ არის.

არ გახსნათ საშეტი, სანამ მზად არ იქნებით. საშეტის მთლიანი შიგთავსი აურიეთ 1-2 სავსე კოვზ რბილ საკვებთან, დააკვირდით, რომ მთლიანი დოზა შეერიოს საკვებს. დარწმუნდით, რომ პერორალური ფხვნილი/საკვების ნარევი მიიღება მყისიერად (15 წუთის განმავლობაში). არასოდეს შეინახოთ პერორალური ფხვნილი/ნარევი შემდეგი გამოყენებისათვის.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, პერორალური ფხვნილის რამდენი საშეტი უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის დროს (თქვენი დღიური დოზა გაიყოფა კვებებს შორის). თქვენ მიერ მისაღები საშეტების რაოდენობა დამოკიდებულია:

თქვენს კვებაზე (ფოსფატის რაოდენობაზე თქვენ მიერ მიღებულ საკვებში);

სისხლში ფოსფატის დონეზე.

პერორალური ფხვნილის თქვენი დოზა დიდი ალბათობით იქნება 750 ან 1000 მგ, დღეში სამჯერ ჭამის დროს. ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, თქვენი ექიმი შეამოწმებს სისხლში ფოსფატის დონეს და შეუძლია გაზარდოს დოზა, სანამ ფოსფატის დონე თქვენს სისხლში იქნება მისაღები და რეგულარული.

ლანთანობი მოქმედებს თქვენს ნაწლავში საკვებიდან ფოსფატის შეკავშირებით. მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს. თუ შეცვლით თქვენს დიეტას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება ლანთანობის დამატების დოზის მიღება გახდეს საჭირო. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ რა ზომებს უნდა მიმართოთ ასეთ დროს.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლანთანობი

თუ მიიღეთ ლანთანობის ჭარბი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს რისკის შესაფასებლად და კონსულტაციის მისაღებად. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა და თავის ტკივილი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება

მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება, მაშინ მიიღეთ მომდევნო დოზა შემდეგ კვებასთან ერთად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ლანთანობის მიღება

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა) ლანთანის კარბონატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ თქვენს სისხლში გაქვთ ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია).

სიფრთხილის ზომები

ლანთანობის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იცით, რომ გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

კუჭის ან ნაწლავების კიბო;

ნაწლავების ანთებითი დაავადება, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების ჩათვლით;

მუცლის ღრუს ოპერაცია ან მუცლის ღრუს/ნაწლავების ინფექცია ან ანთება (პერიტონიტი);

კუჭის ან ნაწლავის წყლულები;

ნაწლავების ობსტრუქცია ან ნელი პერისტალტიკა (მოძრაობა) ნაწლავებში (მაგალითად, შეკრულობა და დიაბეტით გამოწვეული გართულებები კუჭის მხრივ);

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

თუ გაქვთ თირკმლების დისფუნქცია, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენს სისხლში კალციუმის დონის პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებით. თუ სისხლში კალციუმის დაბალი დონე გაქვთ, შეიძლება დამატებით კალციუმი მოგცენ.

იმ შემთხვევაში, თუ უნდა ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გთხოვთ, შეატყობინოთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ლანთანობს, ვინაიდან მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შედეგებზე.

ბავშვები

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ლანთანობმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული პრეპარატების შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ქლოროქინს (რევმატიზმისა და მალარიის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ტეტრაციკლინური ან დოქსიციკლინური ანტიბიოტიკებს, მათი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არ არის რეკომენდებული პერორალური ფლოქსაცინური ანტიბიოტიკების მიღება (ციპროფლოქსაცინის ჩათვლით) ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

თუ ღებულობთ ლევოთიროქსინს (ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვლის გამო), მისი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლში თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის სათანადო კონტროლი.

ლანთანობი საკვებთან და სასმელთან ერთად

ლანთანობი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. ლანთანობის მიღების წესები იხილეთ პუნქტში 4.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლანთანობის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძიდან, ანტრაქსით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის მიზანშეწონილი. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ათლეტები

არაა შესაბამისი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებში ლანთანობის გამოყენებისას ფიქსირდება ისეთი არახშირი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ვერტიგო (თავბრუსხვევის და „ტრიალის“ შეგრძნება). მისი გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ლანთანობი შეიცავს გლუკოზას

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე. თუ განვითარდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება:

ნაწლავის კედლის გახევა (აღნიშნულის ნიშნებია: მუცლის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, პირღებინება ან მტკივნეული მუცელი). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

ნაწლავების ობსტრუქცია (აღნიშნულის ნიშნებია: მძიმე მეტეორიზმი; მუცლის ტკივილი; შეშუპება ან სპაზმები; ძლიერი შეკრულობა). ეს არის არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ ახალი ან მძიმე შეკრულობა, ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის პირველი ნიშანი იყოს. შეკრულობა არის ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში).

სხვა ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

შეკრულობა, გულძმარვა, მეტეორიზმი (შებერილობა);

ჰიპოკალციემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) ასევე ხშირი გვერდითი მოვლენაა; მისი სიმპტომები შეიძლება იყოს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, კუნთების და მუცლის სპაზმები ან სახისა და ფეხების კუნთების სპაზმები.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შეკრულობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის ადრეული სიმპტომი იყოს.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

დაღლილობა; დისკომფორტის შეგრძნება; ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე; ხელებისა და ფეხების შეშუპება; სხეულის ტკივილი; თავბრუსხვევა, ვერტიგო, ბოყინი; კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი); მონელების დარღვევა; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; პირის სიმშრალე; კბილების მხრივ დარღვევები; საყლაპავი მილის ან პირის ღრუს ანთება; თხიერი განავალი; ღვიძლის გარკვეული ჰორმონების, პარათიროიდული ჰორმონის, ალუმინის, კალციუმისა და გლუკოზის კონცენტრაციების მომატება სისხლში; სისხლში ფოსფატის დონის მომატება ან შემცირება; წყურვილი; წონაში კლება; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; სისუსტე ან ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), მადის დაქვეითება ან მომატება; ხორხის ანთება; თმის ცვენა; მომატებული ოფლიანობა; გემოს დარღვევა და სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

არ ფიქსირდება.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება. ჯანმრთელ მოხალისეებში I ფაზის კვლევების დროს გამოყენებული ლანთანის უდიდესი სადღეღამისო დოზა იყო 4718 მგ, მიცემული 3 დღის განმავლობაში. გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქიდან ზომიერამდე და მოიცავდა გულისრევას და თავის ტკივილს.

შემადგენლობა

ერთი საშეტი შეიცავს 750 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

ერთი საშეტი შეიცავს 1000 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია დექსტრატები (ჰიდრირებული), უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.

ლანთანობის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი პერორალური ფხვნილის სახით საშეტში.

საშეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელშიც წარმოდგენილია:

10 საშეტი (გარე მუყაოს შეფუთვა შეიცავს 1 მუყაოს კოლოფს 10 საშეტის შემცველობით).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან საშეტებზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები.

ათქ კოდი: V03A E03.

ლანთანობი შეიცავს ლანთანის კარბონატის ოქტაჰიდრატს. ლანთანის კარბონატის, როგორც ფოსფატის შემკვრელის აქტივობა დამოკიდებულია ლანთანის იონების მაღალ აფინურობაზე, რომლებიც გამოიყოფა კარბონატის მარილისგან მჟავე გარემოში დიეტური ფოსფატის მიმართ. წარმოიქმნება არახსნადი ლანთანის ფოსფატი, რომელიც ამცირებს ფოსფატის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებსაც ღებულობდნენ ლანთანის კარბონატს 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში პერორალური ფხვნილის სახით, ლანთანის კარბონატის პერორალური ფხვნილი ფარმაკოდინამიკურად ექვივალენტური იყო ლანთანის კარბონატის საღეჭ ტაბლეტებთან, შარდში ფოსფატის ექსკრეციის საფუძველზე.

საღეჭი ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე 1130 პაციენტი, რომლებიც მკურნალობდნენ შემანარჩუნებელი ჰემოდიალიზით ან CAPD, გამოიკვლიეს II ფაზის ორ და III ფაზის ორ კვლევაში. სამი კვლევა იყო პლაცებო-კონტროლირებადი (1 ფიქსირებული დოზის და 2 ტიტრირებული დოზის დიზაინი) და ერთი მოიცავდა კალციუმის კარბონატს, აქტიური კომპარატორის სახით. აღნიშნული კვლევების დროს, 1016 პაციენტმა მიიღო ლანთანის კარბონატი, 267 პაციენტმა მიიღო კალციუმის კარბონატი და 176 პაციენტმა მიიღო პლაცებო.

ორმა პლაცებო-კონტროლირებადმა, რანდომიზებულმა კვლევამ ჩართო პაციენტები დიალიზზე, წინა ფოსფატის შემკვრელების გამორეცხვის შემდეგ. ლანთანის კარბონატის ტიტრირების შემდეგ შრატში ფოსფატის დონის მისაღწევად 1.3-დან 1.8 მმოლ/ლ-მდე ერთ კვლევაში (2250 მგ/დღემდე დოზები), ან ≤1.8 მმოლ/ლ მეორე კვლევაში (3000 მგ/დღემდე დოზები), პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ ლანთანის კარბონატზე ან პლაცებოზე, შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით. 4-კვირიანი რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებადი ფაზის შემდეგ, შრატში ფოსფატის კონცენტრაცია გაიზარდა 0.5-დან 0.6 მმოლ/ლ-მდე პლაცებოს ჯგუფში, ორივე კვლევაში, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც დარჩნენ ლანთანის კარბონატით თერაპიაზე. ლანთანის კარბონატის მიმღები პაციენტების 61%-მა შეინარჩუნა პასუხი, პლაცებოზე მყოფი პაციენტების 23%-თან შედარებით.

აქტიური კომპარატორის კვლევამ აჩვენა, რომ შრატის ფოსფატის დონეები შემცირდა სამიზნე დონემდე 1.8 მმოლ/ლ 5-კვირიანი ტიტრირების პერიოდის ბოლოს, ლანთანის ჯგუფის 51%-ში კალციუმის კარბონატის ჯგუფის 57%-თან შედარებით. 25-ე კვირაზე რანდომიზირებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებდა კონტროლირებად შრატის ფოსფატის დონეებზე, მსგავსი იყო მკურნალობის ორ ჯგუფში, 29% ლანთანზე და 30% კალციუმის კარბონატზე (გამოტოვებული = წარუმატებლობის მიდგომის მაჩვენებლის გამოყენებით). შრატში საშუალო ფოსფატის დონეები შემცირდა მსგავსი ოდენობით ორივე სამკურნალო ჯგუფში.

შემდგომმა ხანგრძლივმა გაფართოებულმა კვლევებმა აჩვენა ფოსფატის შემცირების შენარჩუნება ზოგიერთ პაციენტში ლანთანის კარბონატის მინიმუმ 2 წლის განმავლობაში გაგრძელების შემდეგ.

ჰიპერკალციემია დაფიქსირდა ლანთანის კარბონატის მქონე პაციენტების 0.4%-ში, შედარებით კვლევებში 20.2% კალციუმზე დაფუძნებულ შემკვრელებთან შედარებით. შრატში PTH კონცენტრაცია შეიძლება იცვლებოდეს პაციენტის შრატში კალციუმის, ფოსფატის და D ვიტამინის სტატუსის მიხედვით. ლანთანის კარბონატი არ ახდენს რაიმე პირდაპირი ზეგავლენას შრატში PTH კონცენტრაციაზე.

საკონტროლო პოპულაციაში ჩატარებულ ძვლის გრძელვადიან კვლევებში დროთა განმავლობაში ძვლებში ლანთანის კონცენტრაციის გაზრდის ტენდენცია დაფიქსირდა საშუალო მონაცემებით, საშუალო მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა 53 გ/კგ საწყისი მაჩვენებლიდან 24 თვეში. იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ლანთანის კარბონატით, ძვლის ლანთანის კონცენტრაცია გაიზარდა ლანთანის კარბონატით მკურნალობის პირველი 12 თვის განმავლობაში საშუალოდ 1328 გ/კგ-მდე (დიაპაზონი 122-5513 გ/კგ). საშუალო და დიაპაზონის კონცენტრაციები 18 და 24 თვეში იყო 12 თვის მსგავსი. საშუალო მაჩვენებელი 54 თვეში იყო 4246 გ/კგ (დიაპაზონი 1673-9792 გ/კგ).

დაწყვილებული ძვლის ბიოფსიამ (საწყის მაჩვებენებელზე და ერთი ან ორი წლის განმავლობაში) იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ლანთანის კარბონატზე ან კალციუმის კარბონატზე ერთ კვლევაში და იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ლანთანის კარბონატზე ან ალტერნატიულ თერაპიაზე მეორე კვლევაში, არ გამოავლინა განსხვავება მინერალიზაციის დეფექტების განვითარებაში ჯგუფებს შორის.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპული წამლის სააგენტომ შეაჩერა ლანთანის კარბონატთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენა პედიატრიული მოსახლეობის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში ჰიპერფოსფატემიის სამკურნალოდ. პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 4.2.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ვინაიდან ლანთანსა და საკვებ ფოსფორს შორის შეკავშირება ხდება კუჭისა და წვრილი ნაწლავის ზედა სანათურში, ლანთანის თერაპიული ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული პლაზმაში ლანთანის დონეებზე.

ლანთანი წარმოდგენილია გარემოში. III ფაზის კლინიკურ კვლევებში ფონური დონეების გაზომვამ არა-ლანთანის კარბონატის ჰიდრატით ნამკურნალები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოავლინა კონცენტრაციები <0.05-დან 0.90 ნგ/მლ-მდე პლაზმაში და <0.006-დან 1,0 პგ/გ-მდე ძვლის ბიოფსიის ნიმუშებში.

შეწოვა

ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლანთანის კარბონატს 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში პერორალური ფხვნილის ან საღეჭი ტაბლეტების სახით, ლანთანის სისტემური ექსპოზიცია (AUC0-48 და Cmax-ზე დაფუძნებული) იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი და უფრო ცვალებადი ლანთანის კარბონატის პერორალური ფხვნილის მიღების შემდეგ, ვიდრე ლანთანის კარბონატის საღეჭი ტაბლეტების მიღების შემდეგ. საღეჭი ტაბლეტის მონაცემებთან შედარებით (იხილეთ ქვემოთ), პერორალური ფხვნილისგან წარმოქმნილი სისტემური ექსპოზიცია კვლავ შეესაბამება აბსოლუტურ ბიოშეღწევადობას <0.002%.

საღეჭი ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია

ლანთანის კარბონატს ახასიათებს დაბალი წყალში ხსნადობა (<0.01 მგ/მლ pH 7.5-ზე) და მინიმალურად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეფასებულია, როგორც <0.002% ადამიანებში. ჯანმრთელ სუბიექტებში, პლაზმის AUC და Cmax გაიზარდა დოზის ფუნქციის მიხედვით, მაგრამ ნაკლებ პროპორციულად, 250-დან 1000 მგ ლანთანის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, რაც შეესაბამება დაშლაში შეზღუდულ აბსორბციას. პლაზმური ელიმინაციის აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ სუბიექტებში იყო 36 საათი.

თირკმლის დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 1000 მგ ლანთანს 10 დღის განმავლობაში 3-ჯერ დღეში, საშუალო (± sd) პიკური პლაზმური კონცენტრაცია იყო 1.06 (± 1,04) ნგ/მლ, და საშუალო AUClast იყო 31.1 (± 40.5) ნგ.სთ/მლ. სისხლის დონის რეგულარულმა მონიტორინგმა თირკმლის დიალიზის მქონე 1707 პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლანთანის კარბონატს 2 წლამდე, არ აჩვენა პლაზმაში ლანთანის კონცენტრაციის ზრდა ამ დროის განმავლობაში.

განაწილება

ლანთანი არ გროვდება პლაზმაში პაციენტებსა და ცხოველებში ლანთანის კარბონატის განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ. პერორალურად მიღებული აბსორბირებული ლანთანის მცირე ნაწილი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.7%), ხოლო ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფართოდ განაწილდა სისტემურ ქსოვილებში, უპირატესად ძვლებში, ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მეზენტერიალური ლიმფური კვანძების ჩათვლით. ცხოველებზე ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში, ლანთანის კონცენტრაციები ზოგიერთ ქსოვილში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძვლებისა და ღვიძლის ჩათვლით გაიზარდა დროთა განმავლობაში იმ დონეებზე, რომელიც აღემატებოდა პლაზმაში არსებულ დონეს. ლანთანის წონასწორული დონე შენარჩუნდა რამდენიმე ქსოვილში, მაგალითად, ღვიძლში, სადაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დონეები გაიზარდა მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. ლანთანის დონის ცვლილებები ქსოვილში მკურნალობის მოხსნის შემდეგ ვარირებდა სხვადასხვა ქსოვილში. ლანთანის შედარებით მაღალი პროპორცია შენარჩუნდა ქსოვილებში 6 თვეზე მეტ ხანს დოზირების შეწყვეტის შემდეგ (ძვლებში შენარჩუნებული საშუალო % ≤100% (ვირთაგვებში) და 87% (ძაღლებში), ხოლო ღვიძლში ≤6% (ვირთაგვებში) და ≤82% (ძაღლებში). გვერდითი მოვლენები არ ასოცირდებოდა ლანთანის დეპონირებასთან ქსოვილებში ცხოველებზე ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში ლანთანის კარბონატის მაღალი პერორალური დოზებით (იხილეთ 5.3) (იხილეთ პუნქტი 5.1 ინფორმაცია ლანთანის კონცენტრაციის ცვლილებების შესახებ თირკმლის ბიოფსიებში, რომლებიც აღებულია თირკმლის დიალიზის მქონე პაციენტებში ლანთანის შემცველი პრეპარატებით შედარებული კალციუმის შემცველ ფოსფატის შემკვრელებთან მკურნალობის ერთი წლის შემდეგ).

ბიოტრანსფორმაცია

ლანთანი არ მეტაბოლიზდება

კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. იმ პაციენტებში, რომლებსაც პარალელურად ჰქონდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები III ფაზის კლინიკურ კვლევებში ჩართვის დროს, არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება ლანთანის გაზრდილი პლაზმური ზემოქმედების ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესების შესახებ ლანთანით მკურნალობის 2 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

გამოყოფა

ლანთანი ძირითადად გამოიყოფა განავალში, ჯანმრთელი სუბიექტების შარდში გამოიყოფა პერორალური დოზის დაახლოებით 0.000031% (თირკმლის კლირენსი დაახლოებით 1 მლ/წთ, რაც საერთო პლაზმური კლირენსის <2%-ს წარმოადგენს).

ცხოველებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ლანთანი ძირითადად განავალში გამოიყოფა (დოზის 74%), როგორც ნაღვლისმიერი გზით, ასევე ნაწლავების კედლიდან პირდაპირ გადასვლით. თირკმლისმიერი ექსკრეცია უმნიშვნელოა.

ხაზოვნება/არახაზოვნება

არ არი შესაბამისი.

ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკური კავშირი

არ არი შესაბამისი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ლანთანობი 750 მგ

ლანთანობი 1000 მგ

პერორალური ფხვნილი საშეტში

ლანთანი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვას. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს იმ შემთხვევაშიც, კი თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

შინაარსი:

რა არის ლანთანობი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ლანთანობის მიღებამდე

ლანთანობის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ლანთანობის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ლანთანობი და რისთვის გამოიყენება იგი

ლანთანობი გამოიყენება თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტების სისხლში ფოსფატის დონის შესამცირებლად.

იმ პაციენტებს, რომელთა თირკმლები სათანადოდ არ ფუნქციონირებს, არ შეუძლიათ სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი. ამ დროს სისხლში ფოსფატის რაოდენობა იზრდება (თქვენმა ექიმმა აღნიშნულს შეიძლება ჰიპერფოსფატემია უწოდოს).

ლანთანობი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მიერ საკვებიდან ფოსფატის შეწოვას თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემაში მასთან შეკავშირების გზით. ლანთანობთან შეკავშირებული ფოსფატის შეწოვა ნაწლავის კედლიდან შეუძლებელია.

  • რა უნდა იცოდეთ ლანთანობის მიღებამდე

არ მიიღოთ ლანთანობი

თუ ხართ ალერგიული (აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა) ლანთანის კარბონატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ თქვენს სისხლში გაქვთ ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ლანთანობის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იცით, რომ გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

კუჭის ან ნაწლავების კიბო;

ნაწლავების ანთებითი დაავადება, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების ჩათვლით;

მუცლის ღრუს ოპერაცია ან მუცლის ღრუს/ნაწლავების ინფექცია ან ანთება (პერიტონიტი);

კუჭის ან ნაწლავის წყლულები;

ნაწლავების ობსტრუქცია ან ნელი პერისტალტიკა (მოძრაობა) ნაწლავებში (მაგალითად, შეკრულობა და დიაბეტით გამოწვეული გართულებები კუჭის მხრივ);

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

თუ გაქვთ თირკმლების დისფუნქცია, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენს სისხლში კალციუმის დონის პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებით. თუ სისხლში კალციუმის დაბალი დონე გაქვთ, შეიძლება დამატებით კალციუმი მოგცენ.

იმ შემთხვევაში, თუ უნდა ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გთხოვთ, შეატყობინოთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ლანთანობს, ვინაიდან მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შედეგებზე.

ბავშვები

არ გამოიყენება.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ლანთანობი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ლანთანობმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული პრეპარატების შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ქლოროქინს (რევმატიზმისა და მალარიის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ტეტრაციკლინური ან დოქსიციკლინური ანტიბიოტიკებს, მათი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არ არის რეკომენდებული პერორალური ფლოქსაცინური ანტიბიოტიკების მიღება (ციპროფლოქსაცინის ჩათვლით) ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

თუ ღებულობთ ლევოთიროქსინს (ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვლის გამო), მისი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლში თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის სათანადო კონტროლი.

ლანთანობი საკვებთან და სასმელთან ერთად

ლანთანობი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. ლანთანობის მიღების წესები იხილეთ პუნქტში 4.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლანთანობის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძიდან, ანტრაქსით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის მიზანშეწონილი. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ათლეტები

არაა შესაბამისი.

ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

პაციენტებში ლანთანობის გამოყენებისას ფიქსირდება ისეთი არახშირი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ვერტიგო (თავბრუსხვევის და „ტრიალის“ შეგრძნება). მისი გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ლანთანობი შეიცავს გლუკოზას

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • ლანთანობის მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთთქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლანთანობი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და პირღებინება, მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ლანთანობი ჭამამდე მიიღეთ.

ლანთანობის პერორალური ფხვნილის შერევა ხდება რბილ საკვებთან (მაგალითად, ვაშლის პიურესთან ან მსგავს საკვებ პროდუქტთან) ერთად და შემდეგ უნდა გადაიყლაპოს. დამატებით სითხე საჭირო არ არის.

არ გახსნათ საშეტი, სანამ მზად არ იქნებით. საშეტის მთლიანი შიგთავსი აურიეთ 1-2 სავსე კოვზ რბილ საკვებთან, დააკვირდით, რომ მთლიანი დოზა შეერიოს საკვებს. დარწმუნდით, რომ პერორალური ფხვნილი/საკვების ნარევი მიიღება მყისიერად (15 წუთის განმავლობაში). არასოდეს შეინახოთ პერორალური ფხვნილი/ნარევი შემდეგი გამოყენებისათვის.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, პერორალური ფხვნილის რამდენი საშეტი უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის დროს (თქვენი დღიური დოზა გაიყოფა კვებებს შორის). თქვენ მიერ მისაღები საშეტების რაოდენობა დამოკიდებულია:

თქვენს კვებაზე (ფოსფატის რაოდენობაზე თქვენ მიერ მიღებულ საკვებში);

სისხლში ფოსფატის დონეზე.

პერორალური ფხვნილის თქვენი დოზა დიდი ალბათობით იქნება 750 ან 1000 მგ, დღეში სამჯერ ჭამის დროს. ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, თქვენი ექიმი შეამოწმებს სისხლში ფოსფატის დონეს და შეუძლია გაზარდოს დოზა, სანამ ფოსფატის დონე თქვენს სისხლში იქნება მისაღები და რეგულარული.

ლანთანობი მოქმედებს თქვენს ნაწლავში საკვებიდან ფოსფატის შეკავშირებით. მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს. თუ შეცვლით თქვენს დიეტას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება ლანთანობის დამატების დოზის მიღება გახდეს საჭირო. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ რა ზომებს უნდა მიმართოთ ასეთ დროს.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლანთანობი

თუ მიიღეთ ლანთანობის ჭარბი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს რისკის შესაფასებლად და კონსულტაციის მისაღებად. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა და თავის ტკივილი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება

მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება, მაშინ მიიღეთ მომდევნო დოზა შემდეგ კვებასთან ერთად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ლანთანობის მიღება

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე. თუ განვითარდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება:

ნაწლავის კედლის გახევა (აღნიშნულის ნიშნებია: მუცლის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, პირღებინება ან მტკივნეული მუცელი). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

ნაწლავების ობსტრუქცია (აღნიშნულის ნიშნებია: მძიმე მეტეორიზმი; მუცლის ტკივილი; შეშუპება ან სპაზმები; ძლიერი შეკრულობა). ეს არის არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ ახალი ან მძიმე შეკრულობა, ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის პირველი ნიშანი იყოს. შეკრულობა არის ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში).

სხვა ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

შეკრულობა, გულძმარვა, მეტეორიზმი (შებერილობა);

ჰიპოკალციემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) ასევე ხშირი გვერდითი მოვლენაა; მისი სიმპტომები შეიძლება იყოს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, კუნთების და მუცლის სპაზმები ან სახისა და ფეხების კუნთების სპაზმები.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შეკრულობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის ადრეული სიმპტომი იყოს.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

დაღლილობა; დისკომფორტის შეგრძნება; ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე; ხელებისა და ფეხების შეშუპება; სხეულის ტკივილი; თავბრუსხვევა, ვერტიგო, ბოყინი; კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი); მონელების დარღვევა; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; პირის სიმშრალე; კბილების მხრივ დარღვევები; საყლაპავი მილის ან პირის ღრუს ანთება; თხიერი განავალი; ღვიძლის გარკვეული ჰორმონების, პარათიროიდული ჰორმონის, ალუმინის, კალციუმისა და გლუკოზის კონცენტრაციების მომატება სისხლში; სისხლში ფოსფატის დონის მომატება ან შემცირება; წყურვილი; წონაში კლება; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; სისუსტე ან ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), მადის დაქვეითება ან მომატება; ხორხის ანთება; თმის ცვენა; მომატებული ოფლიანობა; გემოს დარღვევა და სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

არ ფიქსირდება.

  • ლანთანობის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან საშეტებზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლანთანობი

ერთი საშეტი შეიცავს 750 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

ერთი საშეტი შეიცავს 1000 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია დექსტრატები (ჰიდრირებული), უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.

ლანთანობის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი პერორალური ფხვნილის სახით საშეტში.

საშეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელშიც წარმოდგენილია:

10 საშეტი (გარე მუყაოს შეფუთვა შეიცავს 1 მუყაოს კოლოფს 10 საშეტის შემცველობით).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი არის:

NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14

34768 უმრანიე, სტამბოლი

ტელ: (216) 633 60 00

ფაქსი: (216) 633 60 01-02

წინამდებარე შეფუთვის ჩანართის ბოლო მიმოხილვის თარიღია 2019 წლის დეკემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა