პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სიმპათომიმეტიურ საშუალებებს. ის წარმოადგენს ნაზალურ დეკონგესტანტს, რომელიც შეიცავს ოქსიმეტაზოლინს აქტიური ნივთიერების სახით. ოქსიმეტაზოლინი ინიშნება ნაზალურად, იწვევს ადგილობრივად სისხლძარღვების შევიწროებას და ნაზალურ დეკონგესაციას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსიმეტაზოლინი (oxymetazoline)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მგ/მლ 15მლ ნაზალური სპრეი ხსნარი ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- LAINCO, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- R01AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024859
- რეგისტრირებულია
- 3 აპრილი 2018, მოქმედებს 3 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ლაირესპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სიმპათომიმეტიურ საშუალებებს. ის წარმოადგენს ნაზალურ დეკონგესტანტს, რომელიც შეიცავს ოქსიმეტაზოლინს აქტიური ნივთიერების სახით. ოქსიმეტაზოლინი ინიშნება ნაზალურად, იწვევს ადგილობრივად სისხლძარღვების შევიწროებას და ნაზალურ დეკონგესაციას.
პრეპარატი განკუთვნილია ცხვირის გაჭედილობის ადგილობრივი და დროებითი შემსუბუქებისათვის მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება, მაქსიმუმ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. 24 საათის განმავლობაში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას არაუმეტეს 2-ჯერ.
ბავშვებში გამოყენება: მედიკამენტი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში გამოყენება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ხანდაზმულები უფრო მგრძნობიარეები არის პრეპარატის გვერდითი ეფექტების მიმართ.
გამოყენების წესი
მედიკამენტი გამოიყენება ნაზალურად.
პროდუქტის პირველად გამოყენებამდე ან თუ დიდი ხნის განმავლობაში არ არის გამოყენებული, აუცილებელია სპრეის ამუშავება. ამ მიზნით, ბოთლი დაჭერილ უნდა იქნას სხეულიდან მოშორებით, სპრეიზე რამდენჯერმე უნდა მოხდეს დაწოლა ზემოდან ქვემოთ, სანამ არ გამოვა სითხე.
პრეპარატის გამოყენებამდე ცხვირი უნდა იქნას გამოწმენდილი, უნდა მოხდეს გამონადენისგან გასუფთავება.
თითოეულ ნესტოში შესხურებისას, თავი უნდა იყოს გასწორებული და საჭიროა ცხვირით ღრმად შესუნთქვა.
ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის ყოველი გამოყენების შემდეგ და კოლოფში მოთავსებამდე, აპლიკატორი უნდა გასუფთავდეს სუფთა, სველი ქსოვილით. გარდა ამისა, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ერთი პირის მიერ.
თუ მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლაირესპის დოზის გადაჭარბებისას
პრეპარატის ჭარბი დოზების ან ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, ძლიერი ოფლიანობა, გულის თრთოლვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან ძილის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი რაოდენობის მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოოგიურ სამსახურში დარეკვა ტელ.: 91 562 04 20 მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოენობის მითითებით.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსიმეტაზოლინის, სხვა ნაზალური დეკონგესტანტების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია თავზე (კრანიალური, ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ოპერაცია).
სიფრთხილის ზომები
ლაირესპის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტი იღებს ანტიდეპრესანტებს, ფენოთიაზინს (ტრანკვილიზატორი) ან მეთილდოფას (არტერიული წნევის დასაქვეითებლად);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან დაავადება, თუნდაც ერთხელ:
სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი);
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია);
გულისა და ცირკულატორული სისტემის ნებისმიერი დაავადება;
პროსტატის დაავადება შარდვის გაძნელებით (პროსტატის გადიდება);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი).
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა უძილობა ან ვერტიგო სხვა სიმპათომიმეტიური საშუალებების მიღებისას, მაგალითად გულის დაავადების, ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევის) ან ასთმის მკურნალობის დროს.
იშვიათ შემთხვევებში ოქსიმეტაზოლინის ხანგრძლივად გამოყენებისას (რადგან მას ახასიათებს ხანმოკლე ეფექტი) შეიძლება გაძლიერდეს ცხვირის გაჭედილობა მისი შემცირების ნაცვლად, ე.წ. გაუარესების ეფექტი.
ამ მედიკამენტის მიღებისას იშვიათად შეიძლება განვითარდეს უძილობა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული საღამოს ან ღამით.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული მედიკამენტის რეკომენდებული დოზა, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში “ლაირესპის მიღების წესი”.
ინფექციის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ერთი პირის მიერ და ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი ყოველთვის უნდა გაიწმინდოს სუფთა, სველი ქსოვილით.
ბავშვები
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვებში განსაკუთრებულად მეტად შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გვერდითი მოვლენები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეს მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ტრიციკლური ანრიდეპრესანტები ან მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი) ან არტერიული წნევის დასაქვეითებელი მედიკამენტი - მეთილდოფა.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი იღებს ფენოთიაზინს (ტრანკვილიზატორს) ან ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა ან თავბრუსხვევა, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა.
ლაირესპი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
მედიკამენტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას. ასეთი რეაქციის (მუდმივი გამონადენი ცხვირიდან) განვითარების შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნას ნაზალური პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ამ დამხმარე ნივთიერებას.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლაირესპიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ოქსიმეტაზოლინის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე დაუზუსტებელია:
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ყველაზე ხშირად:
წვის შეგრძნება გამოყენების ადგილზე, სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანის ქავილი და ცემინება.
იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები:
შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები, ტრემორი და ძილის დარღვევები ბავშვებში; ტაქიკარდია, გულის თრთოლვა, არტერიული წნევის მომატება; თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი (კანის სიწითლე)
პრეპარატის ჭარბად ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაჭედილობა.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი გამოიყენება მისი გახსნიდან 9 თვის განმავლობაში. შემდეგ იგი აღარ უნდა იქნას გამოყენებული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი ან ნარჩენი პრეპარატი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ლაირესპი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 0.5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: გლიცინი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცეროლი (E-422), მენთოლი, ევკალიპტის ეთერ-ზეთი, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ლაირესპი წარმოადგენს ნაზალური სპრეის ხსნარს. თითოეული ბოთლი შეიცავს პროდუქტის 15 მლ-ს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LAINCO, S.A.
Avda. Bizet, 8-12
08191 Rubí (BARCELONA)
SPAIN
ლაინკო, ს.ა.,
ავდა. ბიზე, 8-12
08191 რუბი (ბარსელონა)
ესპანეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2012 წლის ნოემბერი
დეტალური და განახლებული ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლაირესპი 0.5 მგ/მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლაირესპი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლაირესპის გამოყენებამდე
ლაირესპის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლაირესპის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ლაირესპი და მისი გამოყენება
პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სიმპათომიმეტიურ საშუალებებს. ის წარმოადგენს ნაზალურ დეკონგესტანტს, რომელიც შეიცავს ოქსიმეტაზოლინს აქტიური ნივთიერების სახით. ოქსიმეტაზოლინი ინიშნება ნაზალურად, იწვევს ადგილობრივად სისხლძარღვების შევიწროებას და ნაზალურ დეკონგესაციას.
პრეპარატი განკუთვნილია ცხვირის გაჭედილობის ადგილობრივი და დროებითი შემსუბუქებისათვის მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლაირესპის გამოყენებამდე
დაუშვებელია ლაირესპის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ოქსიმეტაზოლინის, სხვა ნაზალური დეკონგესტანტების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია თავზე (კრანიალური, ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ოპერაცია).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ლაირესპის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტი იღებს ანტიდეპრესანტებს, ფენოთიაზინს (ტრანკვილიზატორი) ან მეთილდოფას (არტერიული წნევის დასაქვეითებლად);
თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან დაავადება, თუნდაც ერთხელ:
სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი);
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია);
გულისა და ცირკულატორული სისტემის ნებისმიერი დაავადება;
პროსტატის დაავადება შარდვის გაძნელებით (პროსტატის გადიდება);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი).
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა უძილობა ან ვერტიგო სხვა სიმპათომიმეტიური საშუალებების მიღებისას, მაგალითად გულის დაავადების, ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევის) ან ასთმის მკურნალობის დროს.
იშვიათ შემთხვევებში ოქსიმეტაზოლინის ხანგრძლივად გამოყენებისას (რადგან მას ახასიათებს ხანმოკლე ეფექტი) შეიძლება გაძლიერდეს ცხვირის გაჭედილობა მისი შემცირების ნაცვლად, ე.წ. გაუარესების ეფექტი.
ამ მედიკამენტის მიღებისას იშვიათად შეიძლება განვითარდეს უძილობა. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული საღამოს ან ღამით.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული მედიკამენტის რეკომენდებული დოზა, რომელიც მოცემულია მე-3 პარაგრაფში “ლაირესპის მიღების წესი”.
ინფექციის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ერთი პირის მიერ და ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი ყოველთვის უნდა გაიწმინდოს სუფთა, სველი ქსოვილით.
ბავშვები
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვებში განსაკუთრებულად მეტად შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გვერდითი მოვლენები.
სხვა მედიკამენტები და ლაირესპი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიიღეს მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ტრიციკლური ანრიდეპრესანტები ან მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი) ან არტერიული წნევის დასაქვეითებელი მედიკამენტი - მეთილდოფა.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი იღებს ფენოთიაზინს (ტრანკვილიზატორს) ან ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატის გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა ან თავბრუსხვევა, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა.
ლაირესპი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
მედიკამენტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას. ასეთი რეაქციის (მუდმივი გამონადენი ცხვირიდან) განვითარების შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნას ნაზალური პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ამ დამხმარე ნივთიერებას.
ლაირესპის გამოყენების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება, მაქსიმუმ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. 24 საათის განმავლობაში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას არაუმეტეს 2-ჯერ.
ბავშვებში გამოყენება: მედიკამენტი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში გამოყენება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ხანდაზმულები უფრო მგრძნობიარეები არის პრეპარატის გვერდითი ეფექტების მიმართ.
გამოყენების წესი
მედიკამენტი გამოიყენება ნაზალურად.
პროდუქტის პირველად გამოყენებამდე ან თუ დიდი ხნის განმავლობაში არ არის გამოყენებული, აუცილებელია სპრეის ამუშავება. ამ მიზნით, ბოთლი დაჭერილ უნდა იქნას სხეულიდან მოშორებით, სპრეიზე რამდენჯერმე უნდა მოხდეს დაწოლა ზემოდან ქვემოთ, სანამ არ გამოვა სითხე.
პრეპარატის გამოყენებამდე ცხვირი უნდა იქნას გამოწმენდილი, უნდა მოხდეს გამონადენისგან გასუფთავება.
თითოეულ ნესტოში შესხურებისას, თავი უნდა იყოს გასწორებული და საჭიროა ცხვირით ღრმად შესუნთქვა.
ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის ყოველი გამოყენების შემდეგ და კოლოფში მოთავსებამდე, აპლიკატორი უნდა გასუფთავდეს სუფთა, სველი ქსოვილით. გარდა ამისა, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ერთი პირის მიერ.
თუ მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლაირესპის დოზის გადაჭარბებისას
პრეპარატის ჭარბი დოზების ან ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, ძლიერი ოფლიანობა, გულის თრთოლვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან ძილის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი რაოდენობის მიღებისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოოგიურ სამსახურში დარეკვა ტელ.: 91 562 04 20 მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოენობის მითითებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლაირესპიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ოქსიმეტაზოლინის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე დაუზუსტებელია:
გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ყველაზე ხშირად:
წვის შეგრძნება გამოყენების ადგილზე, სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანის ქავილი და ცემინება.
იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები:
შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები, ტრემორი და ძილის დარღვევები ბავშვებში; ტაქიკარდია, გულის თრთოლვა, არტერიული წნევის მომატება; თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი (კანის სიწითლე)
პრეპარატის ჭარბად ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაჭედილობა.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
ლაირესპის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი გამოიყენება მისი გახსნიდან 9 თვის განმავლობაში. შემდეგ იგი აღარ უნდა იქნას გამოყენებული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი ან ნარჩენი პრეპარატი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ლაირესპი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 0.5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: გლიცინი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცეროლი (E-422), მენთოლი, ევკალიპტის ეთერ-ზეთი, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
პროდუქტის ფორმა და შეფუთვა
ლაირესპი წარმოადგენს ნაზალური სპრეის ხსნარს. თითოეული ბოთლი შეიცავს პროდუქტის 15 მლ-ს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LAINCO, S.A.
Avda. Bizet, 8-12
08191 Rubí (BARCELONA)
SPAIN
ლაინკო, ს.ა.,
ავდა. ბიზე, 8-12
08191 რუბი (ბარსელონა)
ესპანეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2012 წლის ნოემბერი
დეტალური და განახლებული ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


