კუჭის წვეთები RFF
Kunģa pilieni RFF
კუჭის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- tinctura absinthii + tinctura valerianae + tinctura belladonnae + tinctura menthae piperitae
- ფორმა და შეფუთვა
- (0.1მლ+0.2მლ+0.3მლ+0.4მლ)/მლ 25მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040076
- რეგისტრირებულია
- 26 იანვარი 2024, მოქმედებს 26 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კუჭის წვეთები RFF — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუჭის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
კუჭის წვეთები შეიცავს 4 მცენარის კომბინაციას ფარმაკოლოგიური მოქმედების განსხვავებული სპექტრით, რითიც მიიღწევა კარგი თერაპიული ეფექტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს.
შმაგას და პიტნის ნაყენს გააჩნია გლუვი კუნთების მომადუნებელი მოქმედება. აბზინდას ნაყენი არომატიზატორია, რომელიც აუმჯობესებს მადას და ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას. კატაბალახას ნაყენის დამამშვიდებელი ეფექტი ქმნის სასურველ ფონს ზემოხსენებული კომპონენტების ოპტიმალური თერაპიული მოქმედებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 15-20 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
მოზრდილები 12 წლიდან და ხანში შესული პირები:
ერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების ან ეთანოლის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
თუ პაციენტს მომატებული აქვს თვალშიგა წნევა;
თუ პაციენტს აქვს განივზოლიანი კუნთების ძლიერი ხარისხის სისუსტე ან გარდამავალი დამბლა;
თუ პაციენტს აქვს პროსტატის ჰიპერპლაზია ან აღენიშნება შარდვის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება;
თუ პაციენტს აქვს აქტიური კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
თუ პაციენტს აქვს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
თუ პაციენტს აქვს ნაწლავის ობსტრუქცია დამბლის გამო;
თუ პაციენტს შევიწროვებული აქვს პილორუსის სპინქტერი (კუჭში) ან შევიწროვებული აქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა მიდამო;
თუ პაციენტს აქვს სანაღვლე გზების და/ან ნაღვლის ბუშტის ანთება;
თუ პაციენტს აქვს სანაღვლე გზების დარღვევები;
თუ პაციენტს აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დისფუნქცია;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწდილებში 12 წლიდან, ხანში შესულ პირებში და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება, პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთამდე.
კუჭის წვეთები გამოიყენება სიფრთხილით დაუნის სინდრომის, ხანდაზმული ასაკის, ფაღარათის, წყლულოვანი ცოლიტის, გულის მწვავე ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ტაქიკარდიის (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით, გულის უკმარისობით, გულის ქირურგიული ოპერაციებით განპირობებული ტაქიკარდია) ან ცხელების თანაარსებობისას.
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (15-20 წვეთი) შეიცავს 0.17-0.22 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 3.3-54.4 მლ ლუდის ან 2.3-2.75 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
პრეპარატის მოქმედება ძლიერდება ნეფოზეპამთან, დიზოპირამინთან ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
საძილე, სედაციურ, ანტიფსიქოზურ, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ასევე ანტიდეპრესანტებთან და ამანტადინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ან გართულდეს კუჭის წვეთები RFF-ის გვერდითი მოვლენები.
კუჭის წვეთები თრგუნავს მექსილეტინის, კეტოკონაზოლის და ლევოდოპას შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
პირის სიმშრალის შეგრძნების არსებობისას, ნიტრატების შეწოვა ენის ქვეშიდან შესაძლოა შეფერხდეს.
კუჭის წვეთების მოქმედება შესაძლოა შესუსტდეს მეტოკლოპრამიდის და დომპერიდონის, ასევე ბეტანეკოლის, დისტიგმინის ან ნეოსტიგმინის გავლენით.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
სასურსათო პროდუქტების და ალკოჰოლის მიმართ ურთიერთქმედების შესაცებ ცნობები არ მოიპოვება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გულის წვეთები RFF შეიცავს ვალერიანის ნაყენს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ, პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის წინ.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, პირის სიმშრალე, უმადობა, გულისრევა, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა;
ფოტოფობია;
ხშირი შარდვა, შარდის შეკავება;
ბრონქული სეკრეტის შემცირება;
კანს სიწითლე და სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება;
სხეულის ტემპერატურის მატება;
ჰალუცინაციები;
თავბრუსხვევა;
კუნთების ტრემორი;
კოორდინაციის დარღვევა.
უცნობი სიხშირის (არსებული ცნობებით სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია):
ალერგიული რეაქციები;
გულისცემის რიტმის და სიხშირის ცვლილებები (არითმიის გამორიცხვა ვერ ხერხდება);
გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა;
(მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში) თავის ტკივილი, ძილიანობა, მოუსვენრობა, უძილობა; ქავილი, გულძმარვა, წვის შეგრძნება ანალურ მიდამოში, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა, ღებინება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები და რიტმის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მობილობის დაქვეითება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, სისუსტე ან აჟიტირება, თავბრუ, ხელების ტრემორი, შარდვის დარღვევები პროსტატის ადენომის მქონე პაციენტებში, გუგების გარართოება, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტიდან 24 საათში.
დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს შემდეგს: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის (20-30 გ) გამოყენება პრეპარატის შეწოვის გასაძლიერებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

შემადგენლობა
კუჭის წვეთები RFF-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.1 მლშმაგას ნაყენს 1:10 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 40% მ/მ), 0.2 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.3 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, გამოხდილი წყალი.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ბოთლი ინახება მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
არ გამოიყენება თუ ბოთლის სახურავი არ არის ჰერმეტულად დახურული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რიგის ფარმაცევტული ქარხანა ს.ს
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
კუჭის წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
კატაბალახას ნაყენი, აბზინდას ნაყენი, პიტნის ნაყენი, შმაგას ნაყენი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კუჭის წვეთები RFF და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კუჭის წვეთები RFF-ის გამოყენებამდე
კუჭის წვეთები RFF-ის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კუჭის წვეთები RFF-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს კუჭის წვეთები RFF და რისთვის გამოიყენება იგი
კუჭის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
კუჭის წვეთები შეიცავს 4 მცენარის კომბინაციას ფარმაკოლოგიური მოქმედების განსხვავებული სპექტრით, რითიც მიიღწევა კარგი თერაპიული ეფექტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს.
შმაგას და პიტნის ნაყენს გააჩნია გლუვი კუნთების მომადუნებელი მოქმედება. აბზინდას ნაყენი არომატიზატორია, რომელიც აუმჯობესებს მადას და ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას. კატაბალახას ნაყენის დამამშვიდებელი ეფექტი ქმნის სასურველ ფონს ზემოხსენებული კომპონენტების ოპტიმალური თერაპიული მოქმედებისთვის.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა კუჭის წვეთები RFF-ის გამოყენებამდე
კუჭის წვეთები RFF არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების ან ეთანოლის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
თუ პაციენტს მომატებული აქვს თვალშიგა წნევა;
თუ პაციენტს აქვს განივზოლიანი კუნთების ძლიერი ხარისხის სისუსტე ან გარდამავალი დამბლა;
თუ პაციენტს აქვს პროსტატის ჰიპერპლაზია ან აღენიშნება შარდვის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება;
თუ პაციენტს აქვს აქტიური კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
თუ პაციენტს აქვს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
თუ პაციენტს აქვს ნაწლავის ობსტრუქცია დამბლის გამო;
თუ პაციენტს შევიწროვებული აქვს პილორუსის სპინქტერი (კუჭში) ან შევიწროვებული აქვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა მიდამო;
თუ პაციენტს აქვს სანაღვლე გზების და/ან ნაღვლის ბუშტის ანთება;
თუ პაციენტს აქვს სანაღვლე გზების დარღვევები;
თუ პაციენტს აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დისფუნქცია;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწდილებში 12 წლიდან, ხანში შესულ პირებში და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება, პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთამდე.
კუჭის წვეთები გამოიყენება სიფრთხილით დაუნის სინდრომის, ხანდაზმული ასაკის, ფაღარათის, წყლულოვანი ცოლიტის, გულის მწვავე ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ტაქიკარდიის (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით, გულის უკმარისობით, გულის ქირურგიული ოპერაციებით განპირობებული ტაქიკარდია) ან ცხელების თანაარსებობისას.
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (15-20 წვეთი) შეიცავს 0.17-0.22 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 3.3-54.4 მლ ლუდის ან 2.3-2.75 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
პრეპარატის მოქმედება ძლიერდება ნეფოზეპამთან, დიზოპირამინთან ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
საძილე, სედაციურ, ანტიფსიქოზურ, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ასევე ანტიდეპრესანტებთან და ამანტადინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ან გართულდეს კუჭის წვეთები RFF-ის გვერდითი მოვლენები.
კუჭის წვეთები თრგუნავს მექსილეტინის, კეტოკონაზოლის და ლევოდოპას შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
პირის სიმშრალის შეგრძნების არსებობისას, ნიტრატების შეწოვა ენის ქვეშიდან შესაძლოა შეფერხდეს.
კუჭის წვეთების მოქმედება შესაძლოა შესუსტდეს მეტოკლოპრამიდის და დომპერიდონის, ასევე ბეტანეკოლის, დისტიგმინის ან ნეოსტიგმინის გავლენით.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
სასურსათო პროდუქტების და ალკოჰოლის მიმართ ურთიერთქმედების შესაცებ ცნობები არ მოიპოვება.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული უნარი
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
გულის წვეთები RFF შეიცავს ვალერიანის ნაყენს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ, პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის წინ.
- კუჭის წვეთები RFF-ის გამოყენების წესი
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 15-20 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
მოზრდილები 12 წლიდან და ხანში შესული პირები:
ერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები და რიტმის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მობილობის დაქვეითება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, სისუსტე ან აჟიტირება, თავბრუ, ხელების ტრემორი, შარდვის დარღვევები პროსტატის ადენომის მქონე პაციენტებში, გუგების გარართოება, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტიდან 24 საათში.
დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს შემდეგს: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის (20-30 გ) გამოყენება პრეპარატის შეწოვის გასაძლიერებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, პირის სიმშრალე, უმადობა, გულისრევა, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა;
ფოტოფობია;
ხშირი შარდვა, შარდის შეკავება;
ბრონქული სეკრეტის შემცირება;
კანს სიწითლე და სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება;
სხეულის ტემპერატურის მატება;
ჰალუცინაციები;
თავბრუსხვევა;
კუნთების ტრემორი;
კოორდინაციის დარღვევა.
უცნობი სიხშირის (არსებული ცნობებით სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია):
ალერგიული რეაქციები;
გულისცემის რიტმის და სიხშირის ცვლილებები (არითმიის გამორიცხვა ვერ ხერხდება);
გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა;
(მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში) თავის ტკივილი, ძილიანობა, მოუსვენრობა, უძილობა; ქავილი, გულძმარვა, წვის შეგრძნება ანალურ მიდამოში, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა, ღებინება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- კუჭის წვეთები RFF-ის შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ბოთლი ინახება მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
არ გამოიყენება თუ ბოთლის სახურავი არ არის ჰერმეტულად დახურული.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
კუჭის წვეთები RFF-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.1 მლშმაგას ნაყენს 1:10 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 40% მ/მ), 0.2 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.3 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, მოწითალო მოყავისფრო სითხე დამახასიათებელკი არომატული სურნელით და მომწარო გემოთი. მოთავსებულია 25 მლ მუქი ფერის შუშის ბოთლებში, საწვეთური თავით და პლასტმასის ხრახნილი სახურავით. ბოთლზე დატანილია ეტიკეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ბოთლი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
AS “rigas farmacetiska fabrika”Ozulu Street 10, Riga, LV-1005, LatviaTel: 6735550, 67355551Fax: 67355551E-mail: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვიატელ: 6735550, 6735551ფაქს: 7355551ელ. ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 12/2017
ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე
კოლოფი
- პროდუქტის დასახელება
კუჭის წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.1 მლშმაგას ნაყენს 1:10 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 40% მ/მ), 0.2 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.3 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
- დამხმარე ნივთიერებების სია
შეიცავს ეთანოლს (დაახ. 65% მ/მ)
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
შიგნით მისაღები წვეთები
25 მლ
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
- შენახვის ვადა:
EXP:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება თავისივე კოლოფში.
ბოთლი ინახება მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
- სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მისამართი
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
99-0478
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
- გამოყენების ინსტრუქციები
გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
- ინფორმაცია ბრაილის შიფტით
კუჭის წვეთები
- უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D ბარკოდი
არარელევანტური.
- უნიკალური იდენტიფიკატორი - ინფორმაცია, ადამიანის მიერ წაკითხვადი
არარელევანტური.
ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე
ბოთლი
- პროდუქტის დასახელება
კუჭის წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.1 მლშმაგას ნაყენს 1:10 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 40% მ/მ), 0.2 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.3 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
- დამხმარე ნივთიერებების სია
შეიცავს ეთანოლს (დაახ. 65% მ/მ)
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
25 მლ
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
- შენახვის ვადა:
EXP:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება თავისივე კოლოფში.
ბოთლი ინახება მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
- სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მისამართი
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
99-0478
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
- გამოყენების ინსტრუქციები
- ინფორმაცია ბრაილის შიფტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.