120 მგ-იანი კუროსურფის აქტიური ნივთიერება ბუნებრივი სურფაქტანტია (ნივთიერება, რომელიც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას), რომელიც მიღებულია ღორის ფილტვისგან. ფილტვის სურფაქტანტი წარმოადგენს ნივთიერებების ნაერთს, რომელიც ფარავს ფილტვის ალვეოლების შიდა ზედაპირს და ამცირებს ალვეოლებში ზედაპირულ დაჭიმულობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Natural phospholipids)
- ფორმა და შეფუთვა
- 120მგ/1,5მლ 1,5მლ სუსპენზია ენდოტრაქეოპულმონალური ინსტილაციისათვის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- G.L. Pharma GmbH, ავსტრია; Chiesi Pharmaceuticals GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, ფილტვის სურფაქტანტები
- ATC კოდი
- R07AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035839
- რეგისტრირებულია
- 13 ივლისი 2022, მოქმედებს 13 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ნანა ფეხმაშვილი
- GMP
- -
კუროსურფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
120 მგ-იანი კუროსურფის აქტიური ნივთიერება ბუნებრივი სურფაქტანტია (ნივთიერება, რომელიც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას), რომელიც მიღებულია ღორის ფილტვისგან. ფილტვის სურფაქტანტი წარმოადგენს ნივთიერებების ნაერთს, რომელიც ფარავს ფილტვის ალვეოლების შიდა ზედაპირს და ამცირებს ალვეოლებში ზედაპირულ დაჭიმულობას. დღენაკლ ახალშობილებში ხშირია ენდოგენური სურფაქტანტის ნაკლებობა, რადგან მათი ფილტვები ჯერ ვერ ახდენენ დამოუკიდებლად სურფაქტანტის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას. სურფაქტანტის ნაკლებობის დროს ფილტვების ალვეოლები ვერ ვითარდებიან სათანადოდ, რაც იწვევს ჟანგბადით მომარაგების დარღვევას. შეიძლება განვითარდეს ეგრეთ წოდებული სუნთქვის უკმარისობის სინდრომი (რესპირატორული დისტრეს სინდრომი, RDS).
კუროსურფი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს (RDS) დღენაკლ ახალშობილებში.
600 გ-ზე ნაკლები წონით დაბადებულ ახალშობილებში გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.
დღენაკლი ახალშობილების პროფილაქტიკისთვის, 24 კვირიდან 31 კვირამდე ორსულობის ვადაზე, რომელთაც აქვთ რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი ან სურფაქტანტის დეფიციტის ნიშნები.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კუროსურფის გამოყენების წინ?
მიღების წესი და დოზირება
ექიმი გამოთვლის საჭირო დოზას ბავშვის სხეულის წონის მიხედვით.
სუნთქვის უკმარისობის სინდრომის მკურნალობა
კუროსურფით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სუნთქვის უკმარისობის სინდრომის (RDS)-ის დიაგნოზის დასმიდან.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს სხეულის წონის 1 კგ-ზე (შეესაბამება 1,25-2,5 მლ-ს კგ-ზე).
თუ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან დაიწყო გაუარესება, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით შესაძლებელია 100 მგ კგ-ზე (1,25 მლ კგ-ზე) დოზით შეყვანა. მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 300-400 მგ-ს კგ სხეულის წონაზე.
სუნთქვის უკმარისობის სინდრომის პროფილაქტიკა
რისკის მქონე პაციენტმა დაბადებიდან რაც შეიძლება დროულად (შეძლებისდაგვარად 15 წთ-ის განმავლობაში) უნდა მიიღოს კუროსურფის ერთჯერადი დოზა 100-200 მგ 1 კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1,25-2,5 მლ კგ-ზე).
პირველი დოზიდან 6-12 სთ-იანი ინტერვალით და შემდეგ 12 სთ-იანი ინტერვალით შესაძლოა განმეორებითი დოზის მღება 100 მგ კგ-ზე (1,25 მლ კგ-ზე) დოზით, თუ ბავშვს უგრძელდება სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები და ჯერ კიდევ დამოკიდებულია სასუნთქ აპარატზე.
მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 300-400 მგ-ს კგ სხეულის წონაზე.
თუ გამოიყენეთ კუროსურფის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული
ამ დრომდე არაა ცნობილი ჭარბი დოზირების ეფექტი.
ნაკლებ სავარაუდო, შემთხვევით ჭარბი დოზირების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გავლენა მოახდინა სუნთქვაზე ან ბავშვის სისხლში ჟანგბადის შემცველობაზე, ექიმი გააკეთებს მედიკამენტის ასპირაციას და ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას. განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს წყლის და ელექტროლიტების ბალანსს ექცევა.
მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბავშვის ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს და პროდუქტის წარმოებაში ჩაშვების შემდეგ.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 1-იდან 10-მდე ადამიანში 1.000-იდან):
სისხლის მოწამვლა (სეფსისი), სისხლჩაქცევა თავის ტვინში, პნევმოთორაქსი (გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის სივრცეში ჰაერის მოხვედრა).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1-იდან 10-მდე ადამიანში 10.000-იდან):
სისხლდენა ფილტვებში, შენელებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, ბრონქოპულმონალური დისპლაზია (ფილტვის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სუთქვითი თერაპიით ან რესპირატორული დისტრეს სინდრომით), სისხლის ჟანგბადით გაჯერების შემცირება.
უცნობი (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის ჭარბად დაგროვება (ჰიპეროქსია), კანის ფერის იასამნისფრიდან ლურჯამდე ცვლილება ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო (ნეონატალური ციანოზი), სუნთქვის გაჩერება, ეეგეს ცვლილება (ტვინის აქტივობის ელექტრული ცვლილებები), სასუნთქი მილის შეყვანისას განვითარებული გართულებები.
სუნთქვის გაჩერება და სისხლის მოწამვლა (სეფსისი) შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალშობილის უმწიფრობითაც.
განვითარებული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა კუროსურფის მიღების შემდეგ დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან და სისხლში ჟანგბადის დონის სწრაფ მატებასთან. სისხლში ჟანგბადის დონის სწრაფი მატება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კუროსურფის მიღების შემდეგ ვენტილაციის დაუყოვნებლივ კორექციით.
ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა კუროსურფით ან სხვა სურფაქტანტით, კლინიკურ კვლევებში გამოუვლინდათ ღია არტერიული სადინრის მომატებული სიხშირე (ნაყოფის მაგისტრალურ სისხლძარღვსა და ფილტვის არტერიას შორის არსებობს კავშირი, რომელიც როგორც წესი იხურება დაბადებიდან რამდენიმე დღეში. თუ არ დაიხურა, საუბრობენ ღია არტერიული სადინარზე, რომელიც წარმოადგენს გულის თანდაყოლილ მანკს).
შესაძლებელია რომ იმუნურმა სისტემამ გამოიმუშაოს ანტისხეულები კუროსურფის ცილოვანი კომპონენტების წინააღმდეგ. ეფექტი გაურკვეველია.
ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, დღენაკლ ახალშობილებში ხშირად ვითარდება სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ღია არტერიული სადინარი (იხილეთ ზემოთ).
დღენაკლ ახალშობილებში მაღალია ინფექციების განვითარების რისკი, მაგ. ფილტვების ანთება და ბაქტერიემია (სისხლში ბაქტერიების არსებობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მოწამვლა (სეფსისი). ასევე შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა.
დღენაკლ ახალშობილებში ხშირად ვითარდება სისხლის წარმომქმელი ორგანოების დაავადებები, ირღვევა სისხლის შემადგენლობის და ელექტროლიტების ბალანსი, რომელიც შეიძლება გაუარესდეს მძიმე დაავადებების ან ხელოვნური სუნთქვის დროს.
შემდეგი გართულებები პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესთან და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებასთან:
პნევმოთორაქსი (ჰაერის მოხვედრა გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის), ფილტვის ინტერსტიციული ემფიზემა (ფილტვების გაგანიერება ალვეოლების გარშემო შემაერთებელი ქსოვილის დესტრუქციის გამო) და სისხლდენა ფილტვებში.
დიდიხნის განმავლობაში მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის გამოყენებამ და ფილტვების ხელოვნურმა ვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების და თვალის ბადურის დაზიანება.
კუროსურფის წვრილი კათეტერით მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი უმნიშვნელო და გარდამავალი გვერდითი მოვლენები როგორიცაა, გაიშვიათებული გულისცემა, სუნთქვის დროებითი გაჩერება, ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, პირის ღრუს ქაფი, ხველა, გადაცდომა, ცემინება.
უკუჩვენებები
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ ნივთიერებაზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
სხვა კონკრეტული უკუჩვენება ცნობილი არაა.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს კუროსურფის გამოყენებამდე.
კუროსურფის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კლინიკაში და მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს დღენაკლ ახალშობილებში მკურნალობის და სარეანიმაციო ღონისძიების ჩატარების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე დღენაკლი ახალშობილებისთვის აუცილებელია შესაბამისი ვენტილაცია და მონიტორინგი.
კუროსურფით მკურნალობის დაწყებამდე შეეცადეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის მაქსიმალურად დასტაბილურებას. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე აციდოზის (სისხლის Ph-ის შემცირება), დაბალი არტერიული წნევის, ერითროციტების რაოდენობის შემცირების, შაქრის დაბალი მაჩვენებლის და სხეულის დაბალი ტემპერატურის მკურნალობა.
კუროსურფის მიღებამდე საჭიროა სასუნთქი გზების ლორწოსგან განთავისუფლება, რათა თავიდან იქნას აცილებული ლორწოვანი საცობით სასუნთქი გზების დახშობა. თუ სასუნთქი გზების დახშობა თავიდან არ იქნება აცილებულია, საჭიროა სასუნთქი მილის შეცვლა.
კუროსურფის მიწოდებისას აუცილებელია ბავშვის გულის მუშაობის, სასუნთქი მილის სწორი მუშაობის და გამავლობის, სისხლში ჟანგბადის მონიტორინგი.
კუროსურფით მკურნალობის შემდეგ ფილტვის გაფართოება და ჟანგბადით მომარაგება შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს, რაც საჭიროებს სასუნთქი აპარატის რეჟიმის დაუყოვნებლივ კორექციას. ეს ხელს შეუშლის სისხლში ჟანგბადის გადაჭარბებულ კონცენტრაციას და ამით გამოწვეულ ორგანოების დაზიანებას.
მკურნალობის გასაგრძელებლად ასევე შესაძლებელია ვენტილაციის სპეციალური ტექნიკის nCPAP-ის (მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში) გამოყენებაც. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ ტექნიკისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილ პალატაში.
კუროსურფის მიღებიდან მინიმუმ 6 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ლორწოს ამოტუმბვა, თუ არ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
ბავშვებთან, რომლებიც იღებენ სურფაქტანტს, საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა ინფექციის ნიშნებზე. ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობის დაწყება.
თუ ბავშვი კუროსურფით მკურნალობაზე არ რეაგირებს შესაბამისად ან ხშირად ვითარდება რეციდივები, ექიმმა საჭიროა მომდევნო დოზის მიცემამდე გამორიცხოს სხვა გამომწვევი მიზეზები, მაგალითად, ფილტვების ან გულის დაავადებები.
თუ ნაყოფი დაიბადა სანაყოფე გარსის დარღვევიდან 3 კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა მკურნალობამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღოს.
მოსალოდნელია რომ სურფანქტატის გამოყენებამ შეამციროს რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი. თუმცა არაა მოსალოდნელი რომ დღენაკლთა სიკვდილიანობა და სხვა დაავადებები სრულად შემცირდება, რადგან დღენაკლ ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვა გართულებებიც, რომელიც მათი უმწიფრობითაა განპირობებული.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ კუროსურფის გამოყენებისას ვლინდება თავის ტვინის აქტივობის დროებითი 2 წთ-იდან 10 წთ-მდე დაქვეითება. ეს ფაქტი დაფიქსირებულია მხოლოდ ერთ კვლევაში და ეფექტი უცნობია.
პროფილაქტიკური მკურნალობა
სურფაქტანტით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებულ სამშობიარო ბლოკში და დაცული უნდა იყოს შემდეგი რეკომენდაციები:
პრაქტიკულად ყველა დღენაკლმა, რომელიც დაიბადა ორსულობის 27 კვირამდე უნდა მიიღოს პროფილაქტიკური დოზა (დაბადებიდან 15 წუთის განმავლობაში).
პროფილაქტიკური დოზის მიღება უნდა იქნას განხილული დღენაკლებში, რომლებიც დაიბადნენ ორსულობის 26 კვირის შემდეგ, მაგრამ 30 კვირამდე, თუ ახალშობილს სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან ორსული მშობიარობამდე არ იღებდა კორტიკოიდებს ნაყოფის ფილტვების მომწიფების მიზნით.
თუ ორსულმა მშობიარობის წინ მიიღო კორტიკოსტეროიდი ნაყოფის ფილტვების მომწიფების მიზნით, სურფაქტანტის მიღება საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ განვითარდება რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
პროფილაქტიკური დოზის მიღება ასევე უნდა განიხილოს შემდეგი რისკ-ფაქტორებიდან ნებისმიერის არსებობის შემთხვევაში: დაბადების შემდგომ განვითარებული სუნთქვის გაჩერება, თუ დედას აქვს დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მამრობითი სქესი, რესპირატორული დისტრეს სინდრომის ოჯახური ანამნეზი, საკეისრო კვეთა.
არ მოიპოვება ინფორმაცია სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 100 ან 200მგ დოზირების გარდა სხვა დოზებით მკურნალობის შესახებ. არ არსებობს ინფორმაცია 12 სთ-ზე ნაკლები ინტერვალით მკურნალობის შესახებ ან რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზის დასმიდან 15 წთ-ის შემდეგ კუროსურფის დაწყების შესახებ.
კუროსურფის გამოყენება დაბალი არტერიული წნევის მქონე დღენაკლებში არაა შესწავლილი.
კუროსურფის გამოყენება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე დღენაკლებში არაა შესწავლილი.
ბავშვები
კუროსურფის გამოყენება დღენაკლებში დაშვებულია მხოლოდ პუნქტ 1-ში აღწერილ შემთხვევებში.
კუროსურფის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ თქვენი შვილი ამჟამად იღებს, ახლო წარსულში მიიღო ან აპირებთ მისცეთ სხვა მედიკამენტი.
სვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ამ დროისთვის არაა ცნობილი.
კუროსურფი შეიცავს ნატრიუმს
ამ მედიკამენტის თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს. რაც ნიშნავს იმას რომ, ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღოთ კუროსურფი?
კუროსურფის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ ექიმებისთვის, რომელთაც აქვთ დღენაკლი ახალშობილების მოვლისთვის, რეანიმაციული ღონისძიებებისთვს და მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.
კუროსურფის შეყვანა ხდება ბავშვის ფილტვებში ტრაქეის გავლით (ენდოტრაქეოპულმონალურად), გულისცემის და სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლით.
ექიმმა შეიძლება ბავშვს ხანმოკლე დროით გაუთიშოს სასუნთქი აპარატი, რათა მიაწოდოს კუროსურფი სასუნთქი მილით ან შესაძლოა ბავშვი სასუნთქ აპარატზე დარჩეს და კუროსურფი მიეწოდოს წვრილი მილით (კათეტერით), რომელიც თავსდება სასუნთქი აპარატის მილის გამოსატუმბ ჭრილში. ასევე შესაძლოა კუროსურფის მიწოდება სასუნთქი მილით სამშობიარო ბლოკში, მანამ სანამ ბავშვს შეაერთებენ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. იმ ბავშვებს, რომლებიც სუნთქავენ სპონტანურად, ექიმმა კუროსურფი შეიძლება მისცეს წვრილი მილით (კათეტერით), რომელიც თავსდება ტრაქეაში და კუროსურფის მიღების შემდეგ კვლავ მოიხსნება.
გვერდითი მოვლენები
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები, შეატყობინეთ ბავშვის ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ ეროვნული საინფორმაციო შეტყობინების სისტემის მეშვეობითაც.
Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen
Traisengasse 5
A-1200 ვენა
ფაქსი; +43 (0) 50 555 36207
ვებ.გვერდი: www.basg.gv.at
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ღორის ფილტვისგან მიღებული ფოსფოლიპიდური ფრაქცია
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს: ღორის ფილტვისგან მიღებულ ფოსფოლიპიდურ ფრაქციას 80 მგ/მლ, რომელიც შეესაბამება დაახლოებით 74 მგ/მლ საერთო ფოსფოლიპიდს და 0,9 მგ/მლ დაბალმოლეკულურ ჰიდროფობიურ ცილას.
1 ფლაკონი 1,5 მლ სუსპენზიით შეიცავს 120 მგ ფოსფოლიპიდურ ფრაქციას, რომელიც მიღებულია ღორის ფილტვისგან.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი (pH-ის დასარეგულირებლად).
როგორ გამოიყურება კუროსურფი და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან ყვითლამდე ფერის სტერილური სუსპენზია, რომელიც განკუთვნილია ენდოტრაქეოპულმონალური ინსტალაციისთვის.
გამჭვირვალე უფერო შუშის ერთჯერადი ფლაკონი პლასტმასის და ალუმინის ხუფით და ქლორბუტილის საცობით.
შეფუთვის ზომები:
1 X 1,5 მლ სუსპენზია (120 მგ)
2 X 1,5 მლ სუსპენზია (120 მგ)
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში (2°C-8°). შეინახეთ თავისი შეფუთვით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ფლაკონში დარჩენილი გამოუყენებელი სუსპენზია აღარ გამოიყენოთ. არ შეინახოთ გამოუყენებელი სუსპენზია მომავალში გამოყენების მიზნით.
გაუხსნელი ფლაკონი, რომელიც გამთბარია ოთახის ტემპერატურამდე, შეიძლება განმეორებით გააციოთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში და გამოიყენოთ მოგვიანებით.
ოთახის ტემპერატურამდე გათბობა და განმეორებით გაციება ნებადართულია მხოლოდ ერთხელ.
საავადმყოფო უზრუნველყოფს მედიკამენტის შესაბამის უტილიზაციას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
კუროსურფი
120 მგ-იანი სუსპენზია
განკუთვნილია ენდოტრაქეოპულმონალური ინსტალაციისთვის
ღორის ფილტვისგან მიღებული ფოსფოლიპიდური ფრაქცია
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 თავი).
ინსტრუქციის შინაარსი
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კუროსურფი?
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კუროსურფის გამოყენების წინ?
როგორ მიიღოთ კუროსურფი?
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
როგორ ინახება კუროსურფი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კუროსურფი?
120 მგ-იანი კუროსურფის აქტიური ნივთიერება ბუნებრივი სურფაქტანტია (ნივთიერება, რომელიც ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას), რომელიც მიღებულია ღორის ფილტვისგან. ფილტვის სურფაქტანტი წარმოადგენს ნივთიერებების ნაერთს, რომელიც ფარავს ფილტვის ალვეოლების შიდა ზედაპირს და ამცირებს ალვეოლებში ზედაპირულ დაჭიმულობას. დღენაკლ ახალშობილებში ხშირია ენდოგენური სურფაქტანტის ნაკლებობა, რადგან მათი ფილტვები ჯერ ვერ ახდენენ დამოუკიდებლად სურფაქტანტის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას. სურფაქტანტის ნაკლებობის დროს ფილტვების ალვეოლები ვერ ვითარდებიან სათანადოდ, რაც იწვევს ჟანგბადით მომარაგების დარღვევას. შეიძლება განვითარდეს ეგრეთ წოდებული სუნთქვის უკმარისობის სინდრომი (რესპირატორული დისტრეს სინდრომი, RDS).
კუროსურფი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს (RDS) დღენაკლ ახალშობილებში.
600 გ-ზე ნაკლები წონით დაბადებულ ახალშობილებში გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.
დღენაკლი ახალშობილების პროფილაქტიკისთვის, 24 კვირიდან 31 კვირამდე ორსულობის ვადაზე, რომელთაც აქვთ რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი ან სურფაქტანტის დეფიციტის ნიშნები.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კუროსურფის გამოყენების წინ?
კუროსურფის გამოყენება არ შეიძლება:
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ ნივთიერებაზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
სხვა კონკრეტული უკუჩვენება ცნობილი არაა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს კუროსურფის გამოყენებამდე.
კუროსურფის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კლინიკაში და მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს დღენაკლ ახალშობილებში მკურნალობის და სარეანიმაციო ღონისძიების ჩატარების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე დღენაკლი ახალშობილებისთვის აუცილებელია შესაბამისი ვენტილაცია და მონიტორინგი.
კუროსურფით მკურნალობის დაწყებამდე შეეცადეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის მაქსიმალურად დასტაბილურებას. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე აციდოზის (სისხლის Ph-ის შემცირება), დაბალი არტერიული წნევის, ერითროციტების რაოდენობის შემცირების, შაქრის დაბალი მაჩვენებლის და სხეულის დაბალი ტემპერატურის მკურნალობა.
კუროსურფის მიღებამდე საჭიროა სასუნთქი გზების ლორწოსგან განთავისუფლება, რათა თავიდან იქნას აცილებული ლორწოვანი საცობით სასუნთქი გზების დახშობა. თუ სასუნთქი გზების დახშობა თავიდან არ იქნება აცილებულია, საჭიროა სასუნთქი მილის შეცვლა.
კუროსურფის მიწოდებისას აუცილებელია ბავშვის გულის მუშაობის, სასუნთქი მილის სწორი მუშაობის და გამავლობის, სისხლში ჟანგბადის მონიტორინგი.
კუროსურფით მკურნალობის შემდეგ ფილტვის გაფართოება და ჟანგბადით მომარაგება შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს, რაც საჭიროებს სასუნთქი აპარატის რეჟიმის დაუყოვნებლივ კორექციას. ეს ხელს შეუშლის სისხლში ჟანგბადის გადაჭარბებულ კონცენტრაციას და ამით გამოწვეულ ორგანოების დაზიანებას.
მკურნალობის გასაგრძელებლად ასევე შესაძლებელია ვენტილაციის სპეციალური ტექნიკის nCPAP-ის (მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში) გამოყენებაც. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ ტექნიკისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილ პალატაში.
კუროსურფის მიღებიდან მინიმუმ 6 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ლორწოს ამოტუმბვა, თუ არ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
ბავშვებთან, რომლებიც იღებენ სურფაქტანტს, საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა ინფექციის ნიშნებზე. ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობის დაწყება.
თუ ბავშვი კუროსურფით მკურნალობაზე არ რეაგირებს შესაბამისად ან ხშირად ვითარდება რეციდივები, ექიმმა საჭიროა მომდევნო დოზის მიცემამდე გამორიცხოს სხვა გამომწვევი მიზეზები, მაგალითად, ფილტვების ან გულის დაავადებები.
თუ ნაყოფი დაიბადა სანაყოფე გარსის დარღვევიდან 3 კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა მკურნალობამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღოს.
მოსალოდნელია რომ სურფანქტატის გამოყენებამ შეამციროს რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი. თუმცა არაა მოსალოდნელი რომ დღენაკლთა სიკვდილიანობა და სხვა დაავადებები სრულად შემცირდება, რადგან დღენაკლ ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვა გართულებებიც, რომელიც მათი უმწიფრობითაა განპირობებული.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ კუროსურფის გამოყენებისას ვლინდება თავის ტვინის აქტივობის დროებითი 2 წთ-იდან 10 წთ-მდე დაქვეითება. ეს ფაქტი დაფიქსირებულია მხოლოდ ერთ კვლევაში და ეფექტი უცნობია.
პროფილაქტიკური მკურნალობა
სურფაქტანტით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებულ სამშობიარო ბლოკში და დაცული უნდა იყოს შემდეგი რეკომენდაციები:
პრაქტიკულად ყველა დღენაკლმა, რომელიც დაიბადა ორსულობის 27 კვირამდე უნდა მიიღოს პროფილაქტიკური დოზა (დაბადებიდან 15 წუთის განმავლობაში).
პროფილაქტიკური დოზის მიღება უნდა იქნას განხილული დღენაკლებში, რომლებიც დაიბადნენ ორსულობის 26 კვირის შემდეგ, მაგრამ 30 კვირამდე, თუ ახალშობილს სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან ორსული მშობიარობამდე არ იღებდა კორტიკოიდებს ნაყოფის ფილტვების მომწიფების მიზნით.
თუ ორსულმა მშობიარობის წინ მიიღო კორტიკოსტეროიდი ნაყოფის ფილტვების მომწიფების მიზნით, სურფაქტანტის მიღება საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ განვითარდება რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
პროფილაქტიკური დოზის მიღება ასევე უნდა განიხილოს შემდეგი რისკ-ფაქტორებიდან ნებისმიერის არსებობის შემთხვევაში: დაბადების შემდგომ განვითარებული სუნთქვის გაჩერება, თუ დედას აქვს დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მამრობითი სქესი, რესპირატორული დისტრეს სინდრომის ოჯახური ანამნეზი, საკეისრო კვეთა.
არ მოიპოვება ინფორმაცია სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 100 ან 200მგ დოზირების გარდა სხვა დოზებით მკურნალობის შესახებ. არ არსებობს ინფორმაცია 12 სთ-ზე ნაკლები ინტერვალით მკურნალობის შესახებ ან რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზის დასმიდან 15 წთ-ის შემდეგ კუროსურფის დაწყების შესახებ.
კუროსურფის გამოყენება დაბალი არტერიული წნევის მქონე დღენაკლებში არაა შესწავლილი.
კუროსურფის გამოყენება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე დღენაკლებში არაა შესწავლილი.
ბავშვები
კუროსურფის გამოყენება დღენაკლებში დაშვებულია მხოლოდ პუნქტ 1-ში აღწერილ შემთხვევებში.
კუროსურფის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ თქვენი შვილი ამჟამად იღებს, ახლო წარსულში მიიღო ან აპირებთ მისცეთ სხვა მედიკამენტი.
სვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ამ დროისთვის არაა ცნობილი.
კუროსურფი შეიცავს ნატრიუმს
ამ მედიკამენტის თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს. რაც ნიშნავს იმას რომ, ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღოთ კუროსურფი?
კუროსურფის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ ექიმებისთვის, რომელთაც აქვთ დღენაკლი ახალშობილების მოვლისთვის, რეანიმაციული ღონისძიებებისთვს და მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.
კუროსურფის შეყვანა ხდება ბავშვის ფილტვებში ტრაქეის გავლით (ენდოტრაქეოპულმონალურად), გულისცემის და სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლით.
ექიმმა შეიძლება ბავშვს ხანმოკლე დროით გაუთიშოს სასუნთქი აპარატი, რათა მიაწოდოს კუროსურფი სასუნთქი მილით ან შესაძლოა ბავშვი სასუნთქ აპარატზე დარჩეს და კუროსურფი მიეწოდოს წვრილი მილით (კათეტერით), რომელიც თავსდება სასუნთქი აპარატის მილის გამოსატუმბ ჭრილში. ასევე შესაძლოა კუროსურფის მიწოდება სასუნთქი მილით სამშობიარო ბლოკში, მანამ სანამ ბავშვს შეაერთებენ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. იმ ბავშვებს, რომლებიც სუნთქავენ სპონტანურად, ექიმმა კუროსურფი შეიძლება მისცეს წვრილი მილით (კათეტერით), რომელიც თავსდება ტრაქეაში და კუროსურფის მიღების შემდეგ კვლავ მოიხსნება.
დოზირება
ექიმი გამოთვლის საჭირო დოზას ბავშვის სხეულის წონის მიხედვით.
სუნთქვის უკმარისობის სინდრომის მკურნალობა
კუროსურფით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე სუნთქვის უკმარისობის სინდრომის (RDS)-ის დიაგნოზის დასმიდან.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს სხეულის წონის 1 კგ-ზე (შეესაბამება 1,25-2,5 მლ-ს კგ-ზე).
თუ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან დაიწყო გაუარესება, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით შესაძლებელია 100 მგ კგ-ზე (1,25 მლ კგ-ზე) დოზით შეყვანა. მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 300-400 მგ-ს კგ სხეულის წონაზე.
სუნთქვის უკმარისობის სინდრომის პროფილაქტიკა
რისკის მქონე პაციენტმა დაბადებიდან რაც შეიძლება დროულად (შეძლებისდაგვარად 15 წთ-ის განმავლობაში) უნდა მიიღოს კუროსურფის ერთჯერადი დოზა 100-200 მგ 1 კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1,25-2,5 მლ კგ-ზე).
პირველი დოზიდან 6-12 სთ-იანი ინტერვალით და შემდეგ 12 სთ-იანი ინტერვალით შესაძლოა განმეორებითი დოზის მღება 100 მგ კგ-ზე (1,25 მლ კგ-ზე) დოზით, თუ ბავშვს უგრძელდება სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები და ჯერ კიდევ დამოკიდებულია სასუნთქ აპარატზე.
მაქსიმალური ჯამური დოზა შეადგენს 300-400 მგ-ს კგ სხეულის წონაზე.
თუ გამოიყენეთ კუროსურფის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული
ამ დრომდე არაა ცნობილი ჭარბი დოზირების ეფექტი.
ნაკლებ სავარაუდო, შემთხვევით ჭარბი დოზირების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გავლენა მოახდინა სუნთქვაზე ან ბავშვის სისხლში ჟანგბადის შემცველობაზე, ექიმი გააკეთებს მედიკამენტის ასპირაციას და ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას. განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს წყლის და ელექტროლიტების ბალანსს ექცევა.
მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბავშვის ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს და პროდუქტის წარმოებაში ჩაშვების შემდეგ.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 1-იდან 10-მდე ადამიანში 1.000-იდან):
სისხლის მოწამვლა (სეფსისი), სისხლჩაქცევა თავის ტვინში, პნევმოთორაქსი (გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის სივრცეში ჰაერის მოხვედრა).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1-იდან 10-მდე ადამიანში 10.000-იდან):
სისხლდენა ფილტვებში, შენელებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, ბრონქოპულმონალური დისპლაზია (ფილტვის დაავადება, რომელიც გამოწვეულია სუთქვითი თერაპიით ან რესპირატორული დისტრეს სინდრომით), სისხლის ჟანგბადით გაჯერების შემცირება.
უცნობი (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის ჭარბად დაგროვება (ჰიპეროქსია), კანის ფერის იასამნისფრიდან ლურჯამდე ცვლილება ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო (ნეონატალური ციანოზი), სუნთქვის გაჩერება, ეეგეს ცვლილება (ტვინის აქტივობის ელექტრული ცვლილებები), სასუნთქი მილის შეყვანისას განვითარებული გართულებები.
სუნთქვის გაჩერება და სისხლის მოწამვლა (სეფსისი) შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალშობილის უმწიფრობითაც.
განვითარებული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა კუროსურფის მიღების შემდეგ დაკავშირებულია არტერიული წნევის დაქვეითებასთან და სისხლში ჟანგბადის დონის სწრაფ მატებასთან. სისხლში ჟანგბადის დონის სწრაფი მატება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კუროსურფის მიღების შემდეგ ვენტილაციის დაუყოვნებლივ კორექციით.
ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა კუროსურფით ან სხვა სურფაქტანტით, კლინიკურ კვლევებში გამოუვლინდათ ღია არტერიული სადინრის მომატებული სიხშირე (ნაყოფის მაგისტრალურ სისხლძარღვსა და ფილტვის არტერიას შორის არსებობს კავშირი, რომელიც როგორც წესი იხურება დაბადებიდან რამდენიმე დღეში. თუ არ დაიხურა, საუბრობენ ღია არტერიული სადინარზე, რომელიც წარმოადგენს გულის თანდაყოლილ მანკს).
შესაძლებელია რომ იმუნურმა სისტემამ გამოიმუშაოს ანტისხეულები კუროსურფის ცილოვანი კომპონენტების წინააღმდეგ. ეფექტი გაურკვეველია.
ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, დღენაკლ ახალშობილებში ხშირად ვითარდება სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ღია არტერიული სადინარი (იხილეთ ზემოთ).
დღენაკლ ახალშობილებში მაღალია ინფექციების განვითარების რისკი, მაგ. ფილტვების ანთება და ბაქტერიემია (სისხლში ბაქტერიების არსებობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მოწამვლა (სეფსისი). ასევე შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა.
დღენაკლ ახალშობილებში ხშირად ვითარდება სისხლის წარმომქმელი ორგანოების დაავადებები, ირღვევა სისხლის შემადგენლობის და ელექტროლიტების ბალანსი, რომელიც შეიძლება გაუარესდეს მძიმე დაავადებების ან ხელოვნური სუნთქვის დროს.
შემდეგი გართულებები პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესთან და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებასთან:
პნევმოთორაქსი (ჰაერის მოხვედრა გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის), ფილტვის ინტერსტიციული ემფიზემა (ფილტვების გაგანიერება ალვეოლების გარშემო შემაერთებელი ქსოვილის დესტრუქციის გამო) და სისხლდენა ფილტვებში.
დიდიხნის განმავლობაში მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის გამოყენებამ და ფილტვების ხელოვნურმა ვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების და თვალის ბადურის დაზიანება.
კუროსურფის წვრილი კათეტერით მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი უმნიშვნელო და გარდამავალი გვერდითი მოვლენები როგორიცაა, გაიშვიათებული გულისცემა, სუნთქვის დროებითი გაჩერება, ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება, პირის ღრუს ქაფი, ხველა, გადაცდომა, ცემინება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები, შეატყობინეთ ბავშვის ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ ეროვნული საინფორმაციო შეტყობინების სისტემის მეშვეობითაც.
Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen
Traisengasse 5
A-1200 ვენა
ფაქსი; +43 (0) 50 555 36207
ვებ.გვერდი: www.basg.gv.at
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
- როგორ ინახება კუროსურფი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში (2°C-8°). შეინახეთ თავისი შეფუთვით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ფლაკონში დარჩენილი გამოუყენებელი სუსპენზია აღარ გამოიყენოთ. არ შეინახოთ გამოუყენებელი სუსპენზია მომავალში გამოყენების მიზნით.
გაუხსნელი ფლაკონი, რომელიც გამთბარია ოთახის ტემპერატურამდე, შეიძლება განმეორებით გააციოთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში და გამოიყენოთ მოგვიანებით.
ოთახის ტემპერატურამდე გათბობა და განმეორებით გაციება ნებადართულია მხოლოდ ერთხელ.
საავადმყოფო უზრუნველყოფს მედიკამენტის შესაბამის უტილიზაციას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კუროსურფი
აქტიური ნივთიერება:
ღორის ფილტვისგან მიღებული ფოსფოლიპიდური ფრაქცია
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს: ღორის ფილტვისგან მიღებულ ფოსფოლიპიდურ ფრაქციას 80 მგ/მლ, რომელიც შეესაბამება დაახლოებით 74 მგ/მლ საერთო ფოსფოლიპიდს და 0,9 მგ/მლ დაბალმოლეკულურ ჰიდროფობიურ ცილას.
1 ფლაკონი 1,5 მლ სუსპენზიით შეიცავს 120 მგ ფოსფოლიპიდურ ფრაქციას, რომელიც მიღებულია ღორის ფილტვისგან.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროგენ კარბონატი (pH-ის დასარეგულირებლად).
როგორ გამოიყურება კუროსურფი და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან ყვითლამდე ფერის სტერილური სუსპენზია, რომელიც განკუთვნილია ენდოტრაქეოპულმონალური ინსტალაციისთვის.
გამჭვირვალე უფერო შუშის ერთჯერადი ფლაკონი პლასტმასის და ალუმინის ხუფით და ქლორბუტილის საცობით.
შეფუთვის ზომები:
1 X 1,5 მლ სუსპენზია (120 მგ)
2 X 1,5 მლ სუსპენზია (120 მგ)
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
კიეზი ფარმაცევტიკალსი გმბჰ, 1010 ვენა
მწარმოებელი:
კიეზი ფარმაცევტიკალსი გმბჰ, 1010 ვენა
რეგისტრაციის ნომერი: 1-20914
ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 2019 წლის ნოემბერში.
277096396200
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
გამოყენების წინ ფლაკონი აუცილებლად გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. მაგალითად, დაიჭირეთ ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში და რამდენჯერმე შეარხიეთ, შენჯღრევის გარეშე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას.
სუსპენზიის გასახსნელად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
ფერადი პლასტმასის თავსახურზე მოძებნეთ ჭრილი (FLIP UP)
ამოსწიეთ ზედა ნაწილი
პლასტმასის ხუფი ალუმინის ჩამკეტით მოქაჩეთ ქვემოთ
და
მოხსენით მთლიანად ალუმინის რგოლი
და
მოხსენით რეზინის საცობი, რათა ამოიღოთ შიგთავსი
კიეზი
CF1AA10-PIN
GI20010 0120
GI20010_at_0120_კუროსურფი120_Sus1,5_Dfdndd 2
- 01.20 12:30
კიეზი
კიეზი ფარმაცევტიკალსი გმბჰ
A-1010 ვენა, Gonzagagasse 16/16
ტელ: +43/1/407 39 19-0
მედიკამენტის დასახელება/დოზირება: კუროსურფი 120 მგ
მედიკამენტის ფორმა: 1,5 მლ სუსპენზია
შეფუთვა: ფლაკონი
პროდუქტის ნომერი: GI20010
ქვეყანა: ავსტრია
ფორმატი: 200 X 400 მმ
შეფუთვის ტიპი: გამოყენების ინსტრუქცია
წარმოება: G.L. Pharma/at
შრიფტი: მეტა პრო 9.0-12.0 ქულა
საბეჭდი ფერი: შავი
ვერსია: 1
თარიღი: 15.01.20
დრო: 12:30:50
POLACEK გრაფიკი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


