პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

კურანტილი N 25

Curantyl® N 25

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

კურანტილი® N 25 აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მსუბუქი მოქმედება და ააქტიურებს იმუნურ სისტემას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიპირიდამოლი (dipyridamole)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №120 მინის ფლაკონში
მწარმოებელი
Menarini - Von Heyden GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-042318
რეგისტრირებულია
5 ნოემბერი 2024, მოქმედებს 5 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BERLIN-CHEMIE AG (MENARINI GROUP) (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკურანტილი N 25 და სხვა წამალი ერთად

კურანტილი N 25 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კურანტილი® N 25 აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მსუბუქი მოქმედება და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

კურანტილი® N 25 გამოიყენება

იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში).

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (პერორალურ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით).

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით), პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე.

იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში) პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით, ხოლო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება საჭიროა უზმოდ, გადატეხვის გარეშე, სითხის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალური მოთხოვნისა და ასატანობის შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

კურანტილი® N 25 გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

თუ მიიღეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია.

თუ დაგავიწყდათ კურანტილი® N 25-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

დიპირიდამოლის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში (მითითებულია პარაგრაფში 6).

ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

თუ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია

თუ გაქვთ კორონარული არტერიების გავრცელებული ათეროსკლეროზი სტენოზით

თუ გაქვთ სუბაორტული სტენოზი

თუ გაქვთ გულის დეკომპენსირებული უკმარისობა

თუ გაქვთ არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი

თუ გაქვთ გულის რიტმის მძიმე დარღვევები

თუ გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი

თუ გაქვთ სისხლდენისადმი მიდრეკილი დაავადებები (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა)

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

განსაკუთრებით რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას:

არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები

ქსანტინის წარმოებულები (შეიცავს, მაგალითად, ყავა და ჩაი)

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან კლოპიდოგრელი (სისხლის გასათხელებლად)

ვარფარინი ან სისხლის შედედების დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებები

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (კუნთების სისუსტის დროს)

ანტაციდები (დისპეფსიის დროს)

ადენოზინი (გულის დაავადებების დროს ან კარდიოლოგიური გამოკვლევებისას)

დიგოქსინი (გულის დაავადებების დროს)

ფლუდარაბინი (გარკვეული ლეიკოზების სამკურნალოდ)

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ქსანტინის წარმოებულებმა (შეიცავს, მაგალითად, ყავა და ჩაი) შეიძლება შეასუსტოს პრეპარატ კურანტილი® N 25-ის სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის და ანტიკოაგულანტების ან სხვა ანტიაგრეგანტების, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას ან კლოპიდოგრელის ერთდროულად გამოყენებისას, ამ საშუალებების ანტითრომბოზული მოქმედება ძლიერდება. თუ კურანტილი® N 25 გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან, კლოპიდოგრელთან ან ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალებების რისკისა და შეუთავსებლობის შესახებ.

დიპირიდამოლს შეუძლია გააძლიეროს ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედება.

დიპირიდამოლს შეუძლია შეასუსტოს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქოლინერგული თვისებები.

ანტაციდების გამოყენებას შეუძლია დააქვეითოს პრეპარატ კურანტილი® N 25-ის ეფექტიანობა.

დიპირიდამოლი ზრდის პლაზმაში ადენოზინის დონეს და აძლიერებს მის ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუ ადენოზინის დიპირიდამოლთან ერთად გამოყენება აუცილებელია, საჭიროა ადენოზინის დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.

დიპირიდამოლს ასევე შეუძლია დათრგუნოს ფლუდარაბინის ათვისება და შეამციროს მისი ეფექტიანობა.

დიპირიდამოლს შეუძლია გამოიწვიოს დიგოქსინის შეწოვის უმნიშვნელო გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვისას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კურანტილი® N 25-ის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელის და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სათანადო გამოყენების შემთხვევაშიც კი კურანტილი® N 25-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან არტერიული წნევის დაცემის შედეგად შეიძლება აღინიშნოს რეაქციის შეცვლა.

პრეპარატი კურანტილი® N 25 შეიცავს ლაქტოზას

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია, როგორც წესი, ატარებს მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს.

ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში) შეიძლება ადგილი ჰქონდეს: ღებინებას, ფაღარათს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გაბრუების შეგრძნება, გულისრევა, თავის ტკივილი (მათ შორის სისხლძარღვების მხრივ წარმოშობილი თავის ტკივილი) და ტკივილი კუნთებში. ჩვეულებრივ, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატ კურანტილი® N 25-ის ხანგრძლივი გამოყენებისას.

თავისი სისხლძარღვების გამაფართოებელი პოტენციური მოქმედების გამო, მაღალი დოზებით კურანტილი® N 25-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, ცხელების შეგრძნება და გახშირებული გულისცემა, განსაკუთრებით სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებების მიღებისას.

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში) შეიძლება გამოვლინდეს კანზე ხანმოკლე გამონაყარის და ჭინჭრის ციების ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია) აღინიშნებოდა სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება ქირურგიული ჩარევისას ან მის შემდეგ.

ნაჩვენებია, რომ დიპირიდამოლი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაღვლის ბუშტის კენჭების შემადგენლობაში.

რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი მოქმედების ერთეული შემთხვევები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია):

  • გულის იშემიური დაავადების სიმპტომების გაღრმავება
  • სტენოკარდია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • თრომბოციტოპენია
  • ბრონქოსპაზმი.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ა) ინტოქსიკაციის სიმპტომები

გენერალიზებული ვაზოდილატაცია არტერიული ჰიპოტენზიის თანხლებით, სტენოკარდიული ხასიათის ჩივილები, ტაქიკარდია, სითბოს შეგრძნება, სახის გაწითლება, სისუსტე, მოუსვენრობა და გაბრუების შეგრძნება.

ბ) თერაპია ინტოქსიკაციის დროს

სიმპტომური თერაპია პერორალური ინტოქსიკაციის დროს:

ტოქსინის გამოდევნა (კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა)

შეწოვის შესამცირებელი ღონისძიებები

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის დილატაციური მოქმედების კუპირება შეიძლება ამინოფილინის ნელი ინტრავენური შეყვანით (50-100 მგ 60 წამის განმავლობაში). თუ ამის შემდეგ სტენოკარდიული ჩივილები ნარჩუნდება, შეიძლება ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის მიცემა.

შემადგენლობა

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის დიპირიდამოლი.

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დიპირიდამოლს.

სხვა კომპონენტები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სახამებელ-გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), სიმეთიკონის ემულსია.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ცილინდრული ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თითქმის ბრტყელი პარალელური ზედაპირებით.

პირველადი შეფუთვა შედგება 30 მლ-იანი უფერო მინის ფლაკონისა და წიბოებიანი პოლიეთილენის საცობისგან, რომელიც აღჭურვილია პოლიეთილენის სილფონით.

პრეპარატი კურანტილი® N 25 გამოდის ორიგინალ შეფუთვაში 120 ტაბლეტით.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფსა და მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში გადაგდება არ შეიძლება. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალება; თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი საშუალებები, გარდა ჰეპარინისა.

ათქ კოდი: B01AC07

კურანტილი® N 25 თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატს გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი სუსტი მოქმედება.

თრომბოციტების აგრეგაციაზე დიპირიდამოლის მაინჰიბირებელი მოქმედების მექანიზმი შეიძლება განპირობებული იყოს ადენოზინის (რომელიც წარმოადგენს თრომბოციტების რეაქტიულობის ინჰიბიტორს) შთანთქმის ინჰიბირებით, თრომბოციტების ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებით ან პროსტაციკლინის გამოთავისუფლების სტიმულაციით (PGI2).

დიპირიდამოლი აფერხებს ადენოზინის შთანთქმას ენდოთელიუმის უჯრედების, ერითროციტების და თრომბოციტების მიერ. დიპირიდამოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა სისხლში ადენოზინის კონცენტრაციის მომატება, მის მიერ უზრუნველყოფილი თრომბოციტების აგრეგაციის და თრომბის წარმოქმნის დაქვეითება. გარდა ამისა, ძლიერდება ადენოზინის ვაზოდილატაციური მოქმედება.

ფერმენტი ფოსფოდიესთერაზა შლის თრომბოციტებში აგრეგაციის მაინჰიბირებელ ციკლურ ადენოზინმონოფოსფატს (ც-ამფ). დიპირიდამოლი აინჰიბირებს თრომბოციტების ფოსფოდიესთერაზას, რაც იწვევს მათში ც-ამფ-ის დაგროვებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალური მიღების შემდეგ დიპირიდამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (უმეტესი ნაწილი - კუჭში, ნაწილობრივ - წვრილ ნაწლავში).

პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში დიპირიდამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათში. დიპირიდამოლი თითქმის სრულად უკავშირდება პლაზმის ცილებს. ის გროვდება გულსა და ერითროციტებში, ხოლო მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან შეკავშირების გზით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-30 წუთს. დიპირიდამოლი გამოიყოფა ნაღველთან ერთად მონოგლუკურონიდის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

4317365-23431500

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

კურანტილი® N 25

25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დიპირიდამოლი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს კურანტილი® N 25 და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ კურანტილი® N 25
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • კურანტილი® N 25-ის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1 რას წარმოადგენს კურანტილი® N 25 და რისთვის გამოიყენება იგი

კურანტილი® N 25 აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. პრეპარატს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მსუბუქი მოქმედება და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

კურანტილი® N 25 გამოიყენება

იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში).

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (პერორალურ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით).

2 რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე

კურანტილი® N 25-ის მიღება არ შეიძლება:

დიპირიდამოლის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში (მითითებულია პარაგრაფში 6).

ახლახანს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

თუ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია

თუ გაქვთ კორონარული არტერიების გავრცელებული ათეროსკლეროზი სტენოზით

თუ გაქვთ სუბაორტული სტენოზი

თუ გაქვთ გულის დეკომპენსირებული უკმარისობა

თუ გაქვთ არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი

თუ გაქვთ გულის რიტმის მძიმე დარღვევები

თუ გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი

თუ გაქვთ სისხლდენისადმი მიდრეკილი დაავადებები (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა)

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

განსაკუთრებით რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას:

არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები

ქსანტინის წარმოებულები (შეიცავს, მაგალითად, ყავა და ჩაი)

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან კლოპიდოგრელი (სისხლის გასათხელებლად)

ვარფარინი ან სისხლის შედედების დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებები

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (კუნთების სისუსტის დროს)

ანტაციდები (დისპეფსიის დროს)

ადენოზინი (გულის დაავადებების დროს ან კარდიოლოგიური გამოკვლევებისას)

დიგოქსინი (გულის დაავადებების დროს)

ფლუდარაბინი (გარკვეული ლეიკოზების სამკურნალოდ)

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვისას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კურანტილი® N 25-ის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელის და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სათანადო გამოყენების შემთხვევაშიც კი კურანტილი® N 25-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან არტერიული წნევის დაცემის შედეგად შეიძლება აღინიშნოს რეაქციის შეცვლა.

პრეპარატი კურანტილი® N 25 შეიცავს ლაქტოზას

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

3 როგორ უნდა მიიღოთ კურანტილი® N 25

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის გულის სარქველის შეცვლის ოპერაციის შემდეგ (შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან დამატების სახით), პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე.

იშემიური ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევების მეორადი პროფილაქტიკისთვის (მონოთერაპიის სახით ან ასპირინთან კომბინაციაში) პრეპარატ კურანტილი® N 25 გარსით დაფარული ტაბლეტების დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა - კლინიკური სურათის მიხედვით. ჩვეულებრივ, ოპტიმალური დოზა შეადგენს დაახლოებით 300-600 მგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული რამდენიმე მიღებაზე.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში პრეპარატ კურანტილი® N 25-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით, ხოლო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება საჭიროა უზმოდ, გადატეხვის გარეშე, სითხის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალური მოთხოვნისა და ასატანობის შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

კურანტილი® N 25 გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

თუ მიიღეთ პრეპარატ კურანტილი® N 25-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია.

თუ დაგავიწყდათ კურანტილი® N 25-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4 შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში არასასურველი სამკურნალწამლო რეაქცია, როგორც წესი, ატარებს მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს.

ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში) შეიძლება ადგილი ჰქონდეს: ღებინებას, ფაღარათს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გაბრუების შეგრძნება, გულისრევა, თავის ტკივილი (მათ შორის სისხლძარღვების მხრივ წარმოშობილი თავის ტკივილი) და ტკივილი კუნთებში. ჩვეულებრივ, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატ კურანტილი® N 25-ის ხანგრძლივი გამოყენებისას.

თავისი სისხლძარღვების გამაფართოებელი პოტენციური მოქმედების გამო, მაღალი დოზებით კურანტილი® N 25-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა, ცხელების შეგრძნება და გახშირებული გულისცემა, განსაკუთრებით სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებების მიღებისას.

იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში) შეიძლება გამოვლინდეს კანზე ხანმოკლე გამონაყარის და ჭინჭრის ციების ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია) აღინიშნებოდა სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება ქირურგიული ჩარევისას ან მის შემდეგ.

ნაჩვენებია, რომ დიპირიდამოლი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნაღვლის ბუშტის კენჭების შემადგენლობაში.

რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი მოქმედების ერთეული შემთხვევები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია):

  • გულის იშემიური დაავადების სიმპტომების გაღრმავება
  • სტენოკარდია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • თრომბოციტოპენია
  • ბრონქოსპაზმი.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5 კურანტილი® N 25-ის შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფსა და მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში გადაგდება არ შეიძლება. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6 შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის დიპირიდამოლი.

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დიპირიდამოლს.

სხვა კომპონენტები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სახამებელ-გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ქინოლინის ყვითელი (E 104), სიმეთიკონის ემულსია.

პრეპარატ კურანტილი® N 25-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ყვითელი, მრგვალი, ბრტყელი ცილინდრული ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, თითქმის ბრტყელი პარალელური ზედაპირებით.

პირველადი შეფუთვა შედგება 30 მლ-იანი უფერო მინის ფლაკონისა და წიბოებიანი პოლიეთილენის საცობისგან, რომელიც აღჭურვილია პოლიეთილენის სილფონით.

პრეპარატი კურანტილი® N 25 გამოდის ორიგინალ შეფუთვაში 120 ტაბლეტით.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

ბერლინ-ჰემი აგ (მენარინი გრუპ)

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია

მწარმოებელი

მენარინი – ფონ ჰეიდენ გმბჰ

ლეიფციგერ შტრასე 7-13

01097 დრეზდენი, გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 02.2019 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა