კრეონი 10000
Kreon® 10000
პანკრეასის ეგზოკრინული დისფუნქცია, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები. მუკოვისციდოზის დროს, პანკრეასის არასაკმარისი ეგზოკრინული ფუნქციის კომპენსაციისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Pancreatin (Lipase, Amylase, Protease))
- ფორმა და შეფუთვა
- 10000 ერთეული (10000 ერთ. + 8000 ერთ. + 600 ერთ.) 150მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა №20 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Abbott Laboratories GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელი საშუალებები ფერმენტების ჩათვლით, ფერმენტული პრეპარატები
- ATC კოდი
- A09AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044320
- რეგისტრირებულია
- 11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abbott Laboratories GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- ებოტ ლაბორატორიზ გეემბეჰა-ს ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კრეონი 10000 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პანკრეასის ეგზოკრინული დისფუნქცია, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები. მუკოვისციდოზის დროს, პანკრეასის არასაკმარისი ეგზოკრინული ფუნქციის კომპენსაციისთვის.
მიღების წესი და დოზირება
დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს დაავადების სიმძიმისა და კვების შემადგენლობის მიხედვით. შესაბამისი ინდივიდუალური დოზის შესარჩევად, პრეპარატი ხელმისაწვდომია სამ დოზაში: კრეონი® 10,000, კრეონი® 25,000 და კრეონი® 40,000.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გატეხვისა და დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, ან მსუბუქ საკვებთან ერთად.
თუ კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა შეუძლებელია (ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის), მისი გახსნა და გრანულების დამატება შესაძლებელია რბილ, არასაღეჭ საკვებში, რომელსაც აქვს მჟავა გემო (pH < 5.5), ან მჟავე სითხესთან ერთად (pH < 5.5). მაგალითად, მინიმიკროსფეროები შეიძლება დაემატოს ვაშლის პიურეს, იოგურტს ან ხილის წვენს (ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის), რომლის pH-იც 5.5-ზე ნაკლებია. ეს ნარევი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული და არ შეინახოთ.
კრეონ მიკროსფეროების® გრანულების დაქუცმაცებამ ან დაღეჭვამ, ან მათ 5.5-ზე მეტი pH-ის მქონე საკვებთან ან სითხეებთან შერევამ შეიძლება დააზიანოს მათი დამცავი ნაწლავში ხსნადი გარსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ნაადრევი გამოთავისუფლება პირის ღრუში, ეფექტურობის შემცირება და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუში არცერთი გრანულა არ დარჩა.
კრეონ® 10000-ით, კრეონ® 25000-ით ან კრეონ® 40000-ით მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, განსაკუთრებით სითხის მომატებული დაკარგვის პერიოდებში. სითხის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
დოზირება მოზრდილებისა და ბავშვებისთვის მუკოვისციდოზის დროს
მუკოვისციდოზის კონსენსუსის კონფერენციის რეკომენდაციების, აშშ-ის მუკოვისციდოზის ასოციაციის „შემთხვევა-კონტროლის“ კვლევებისა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული „შემთხვევა-კონტროლის“ კვლევების საფუძველზე, შესაძლებელია პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგი ზოგადი რეკომენდაციების შეთავაზება:
- 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწყისი დოზაა 1000 ერთეული ლიპაზა სხეულის წონის კილოგრამზე თითოეული კვების დროს, ხოლო 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 500 ერთეული ლიპაზა სხეულის წონის კილოგრამზე თითოეული კვების დროს;
- დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, სტეატორეის კონტროლისა და ადეკვატური კვებითი სტატუსის შენარჩუნების საფუძველზე, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- ფიბროზული კოლონოპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო, პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, პაციენტთა უმეტესობისთვის რეკომენდებული არ არის დღეში 10000 ერთეულ ლიპაზას/კგ/დღეში ან 4000 ერთეულზე მეტი ლიპაზას მიღებას მოხმარებული ცხიმის ერთ გრამზე.
დოზირება პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის სხვა ტიპებისთვის
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმისა და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ლიპაზას 10,000-დან 25,000 ერთეულამდე თითოეული ძირითადი კვების დროს. დოზა ძირითადი კვების დროს შეიძლება იყოს ლიპაზას 25,000-დან 80,000 ერთეულამდე, ხოლო მსუბუქი წახემსების დროს დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური დოზის ნახევარი.
კრეონით® მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
უკუჩვენებები
კრეონის® კაფსულები არ უნდა იქნას მიღებული ღორის ხორცის მიმართ (ღორის ხორცზე ალერგია) ან კაფსულების სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პანკრეატინის მაღალ დოზებს, დაფიქსირდა ნაწლავის ილეოცეკალური მიდამოს და მსხვილი ნაწლავის სტენოზი (ფიბროზული კოლონოპათია). სიფრთხილის ზომების სახით, რეკომენდებულია, რომ თუ მუცლის ღრუს მხრივ უჩვეულო სიმპტომები ან ძირითადი დაავადების სიმპტომების ხასიათის ცვლილებები გამოვლინდა, გამოირიცხოს მსხვილი ნაწლავის დაზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს ლიპაზას 10,000 ერთეულზე მეტს/კგ/დღეში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები კრეონის® ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ.
წინაკლინიკური კვლევების მონაცემები ცხოველებზე პრეპარატის ორსულობის, ემბრიონის განვითარების, მშობიარობის და პოსტნატალური განვითარების შესახებ არასაკმარისია. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ, კრეონი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კრეონი® არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში 900-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო კრეონი®.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის. კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები შემდეგი სიხშირით:
ორგანოთა სისისტემები
ძალიან ხშირი, ≥ 1/10
ხშირი,
≥ 1/100-დან <1/10-მდე
არახშირი,
≥ 1/1000-დან <1/100-მდე
სიხშირე უცნობია
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
მუცლის ტკივილი*
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა*
ილეუმის, ბრმა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები (ფიბროზული კოლონოპათია)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
გამონაყარი
ქავილი, ჭინჭრის ციება
იმუნური სისტემის დარღვევები:
ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციები)
- - კუჭ-ნაწლავის დარღვევები ძირითადად დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან. გვერდითი რეაქციების, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დიარეა, სიხშირე უფრო დაბალი ან მსგავსი იყო პლაცებოსთან შედარებით.
ილეუმის, ბრმა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები (ფიბროზული კოლონოპათია) დაფიქსირდა მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პანკრეატინის პრეპარატების მაღალ დოზებს (იხილეთ პუნქტი "სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას").
ალერგიული რეაქციები, რომლებიც ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ, დაფიქსირდა, შემოიფარგლებოდა კანით და პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს გვერდითი რეაქციების სახით იქნა იდენტიფიცირებული. რადგან ეს რეაქციები სპონტანურად და გაურკვეველი ზომის პოპულაციიდან იქნა დაფიქსირებული, ამ რეაქციების ზუსტი სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
ბავშვები
ბავშვებში სპეციფიკური გვერდითი რეაქციები დადგენილი არ არის. მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მოზრდილებში არსებული რეაქციების მსგავსი იყო.
ჭარბი დოზა
ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია დაფიქსირდა პანკრეატინის სხვა პრეპარატების უკიდურესად მაღალი დოზების გამოყენებისას.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: პანკრეატინი.
კრეონი® 10000: 1 კაფსულა შეიცავს: 150 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ და შეესაბამება 10,000 სე ლიპაზის, 8,000 სე ამილაზის და 600 სე პროტეაზის ფერმენტულ აქტივობას;
დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000; მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი (E 172), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), საღებავი რკინის შავი ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კრეონი® 25000: 1 კაფსულა შეიცავს: 300 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, რაც შეესაბამება 25,000 სე ლიპაზას, 18,000 სე ამილაზას და 1,000 სე პროტეაზას ფერმენტულ აქტივობას; დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000, მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კრეონი® 40000: 1 კაფსულა შეიცავს: 400 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, რაც შეესაბამება 40,000 სე ლიპაზის, 25,000 სე ამილაზის და 1,600 სე პროტეაზის ფერმენტულ აქტივობას; დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000, მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
აღწერა:
კრეონი® 10000: ორფეროვანი, 2 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების® ®);
კრეონი® 25000: ორფეროვანი, 0 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერ-ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების® );
კრეონი® 40000: ორფეროვანი, 00 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების®).
შენახვის პირობები
მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონები: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
ალუმინის ფოლგის ბლისტერები: შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ - 6 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
20 კაფსულა თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში დამცავი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 კაფსულა თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში დამცავი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 კაფსულა ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე. ორი ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაცის მოწმობის მფლობელი
ებბოტ ლაბორატორიზ გმბჰ
ფროინდალეე 9A,
30173 ჰანოვერი, გერმანია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე საშუალებები, მათ შორის ფერმენტული პრეპარატები. პოლიფერმენტული პრეპარატები (ლიპაზა + პროტეაზა და ა.შ.).
ათქ კოდი: A09AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კრეონი ® შეიცავს ღორის პანკრეატინს (მიღებული ღორის პანკრეასის ქსოვილისგან) კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც დაფარულია ნაწლავში ხსნადი გარსით (მდგრადი მჟავა გარემოს მიმართ), ჟელატინის კაფსულებში.
პანკრეასის ფხვნილი შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს, როგორიცაა ლიპაზა, ალფა-ამილაზა, ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი და სხვა ფერმენტები. გარდა ამისა, პანკრეასის ფხვნილი შეიცავს დამატებით კომპონენტებს ფერმენტული აქტივობის გარეშე. არააბსორბირებული ნივთიერებები იშლება საჭმლის მომნელებელი წვენების ან ბაქტერიების მიერ. განსაზღვრულია ფერმენტული აქტივობის საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელმისაწვდომობა და გალენური ფორმა. ლიპაზის ფერმენტული აქტივობა და ტრიფსინის შემცველობა არის მთავარი, ხოლო ამილოლიზური აქტივობა მხოლოდ კისტოზური ფიბროზის მკურნალობისას არის მნიშვნელოვანი, რადგან ქრონიკული პანკრეატიტის დროსაც კი არ მოქმედებს საკვებში პოლისაქარიდების დაშლაზე.
ტრიფსინი აქტიურდება ავტოკატალიზურად ტრიფსინოგენიდან ან ენტეროკინაზადან წვრილ ნაწლავში და შლის პეპტიდებს მათ შემადგენელ ნაწილებად, მოქმედებს რა როგორც ენდოპეპტიდაზა, არღვევს ლიზინისა და არგინინისგან შემდგარ პეპტიდურ ბმებს. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, ითვლება, რომ პანკრეასის სეკრეციას თრგუნავს აქტიური ტრიფსინი წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟის მეშვეობით. პანკრეასის ფხვნილის პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რომელიც აღწერილია რამდენიმე კვლევაში, ასევე მიეწერება ამ ეფექტს.
ალფა-ამილაზა ძალიან სწრაფად შლის გლუკოზის შემცველ პოლისაქარიდებს, მოქმედებს როგორც ენდოამილაზა, ამიტომ მისი აქტივობა საკმარისია დაავადების გამო პანკრეასის სეკრეტორული აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევებშიც კი.
პანკრეალიპაზა გამოყოფს ცხიმოვან მჟავებს ტრიაცილგლიცერიდის მოლეკულიდან 1 და 3 პოზიციებზე. ეს იწვევს თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და 2-მონოგლიცერიდების წარმოქმნას. ნაღვლის მჟავების დახმარებით, მიღებული პროდუქტები სწრაფად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში.
პრეპარატ კრეონის® გალენური ფორმა უზრუნველყოფს პანკრეასის ფხვნილის ფერმენტული აქტივობის ოპტიმალურ რეალიზაციას საჭმლის მონელებისთვის. ნაწლავში ხსნად მყარ ჟელატინის კაფსულებში მოთავსებულია ნაწლავში ხსნადი კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები, რომლებიც შეიცავს პანკრეასის ყველა ფერმენტის ნარევს. pH-ის მიხედვით, კაფსულები კუჭში 2-3 წუთში იხსნება და გამოყოფს მრავალ მინიმიკროსფეროს. ეს მრავლობითობის პრინციპი შემუშავდა კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულების ქიმუსთან საფუძვლიანი შერევის უზრუნველსაყოფად, ისე, რომ კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ქიმუსთან ერთად გადადის და ფერმენტები თანაბრად ნაწილდება მათი გამოთავისუფლების შემდეგ. როგორც კი კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები წვრილ ნაწლავში მოხვდება, მათი გარსი სწრაფად იხსნება (pH> 5.5-ზე) და ფერმენტები გამოიყოფა. ამგვარად, ქიმუსის დაშლა შეიძლება დაიწყოს, როგორც საჭმლის მონელების ფიზიოლოგიური პროცესის დროს. საჭმლის მომნელებელი პროდუქტები შეიძლება პირდაპირ შეიწოვოს ან შემდგომ ჰიდროლიზდეს ნაწლავის საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით.
გალენის ფორმის გამო, კრეონი® ინარჩუნებს თავის ფერმენტულ აქტივობას კუჭის წვენის კონცენტრირებულ მჟავიანობაში. ფერმენტების გამოთავისუფლება დამოკიდებულია pH-ზე.
კლინიკური ეფექტურობა
კრეონის® ეფექტურობის შესახებ ჩატარდა სულ 30 კვლევა პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მქონე პაციენტებში. აქედან ათი იყო პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა კისტოზური ფიბროზის, ქრონიკული პანკრეატიტის ან ოპერაციის შემდგომი ჩარევების მქონე პაციენტებში.
ყველა რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად ეფექტურობის კვლევაში, წინასწარ განსაზღვრული ძირითადი მიზანი იყო კრეონის® პლაცებოსთან შედარებით უპირატესობის დემონსტრირება პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილში - ცხიმის შეწოვის კოეფიციენტში („ცშკ“).
ცხიმის შეწოვის კოეფიციენტი ასახავს ორგანიზმის მიერ შეწოვილი ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელს, საკვებით მიღებული ცხიმის და განავლით ცხიმის გამოყოფის გათვალისწინებით. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი (%) უფრო მაღალი იყო კრეონით® მკურნალობისას (83.0%), ვიდრე პლაცებოთი მკურნალობისას (62.6%). ყველა კვლევაში, დიზაინის მიუხედავად, ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი (%) კრეონით® მკურნალობის ბოლოს კრეონით® პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში დაფიქსირებული ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობების მსგავსი იყო.
ყველა კვლევაში, დაავადების ეტიოლოგიის მიუხედავად, დაფიქსირდა დამახასიათებელი სიმპტომების (როგორიცაა განავლის სიხშირე და კონსისტენცია, მეტეორიზმი) გაუმჯობესება.
ბავშვები
კრეონის® ეფექტურობა მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში დადასტურდა ახალშობილებიდან მოზარდებამდე ასაკის 288 პაციენტში. ყველა კვლევაში, ბავშვებში კრეონით® მკურნალობის დასრულებისას საშუალო ცხიმის შეწოვის კოეფიციენტი 80%-ს აჭარბებდა, ასაკის მიუხედავად.
ფარმაკოკინეტიკა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ფერმენტების შეწოვის ნიშნები და, შესაბამისად, კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. აუცილებელი არ არის ფერმენტების შეწოვა მათი ფუნქციების შესასრულებლად. პირიქით, მათი სრული თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის სანათურში. ფერმენტები, რომლებიც შემადგენლობით ცილას წარმოადგენენ, ნაწლავში გავლის დროს აუტოლიზით ან პროტეოლიზით იშლება და შეიწოვება პეპტიდების და ამინომჟავების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
კრეონი® 10000
კრეონი® 25000
კრეონი® 40000
სავაჭრო დასახელება: კრეონი ® 10000, კრეონი ® 25000, კრეონი ® 40000.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: პანკრეატინი.
დოზირების ფორმა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული კაფსულები.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: პანკრეატინი.
კრეონი® 10000: 1 კაფსულა შეიცავს: 150 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ და შეესაბამება 10,000 სე ლიპაზის, 8,000 სე ამილაზის და 600 სე პროტეაზის ფერმენტულ აქტივობას;
დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000; მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, საღებავი რკინის წითელი ოქსიდი (E 172), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), საღებავი რკინის შავი ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კრეონი® 25000: 1 კაფსულა შეიცავს: 300 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, რაც შეესაბამება 25,000 სე ლიპაზას, 18,000 სე ამილაზას და 1,000 სე პროტეაზას ფერმენტულ აქტივობას; დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000, მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კრეონი® 40000: 1 კაფსულა შეიცავს: 400 მგ პანკრეატინს კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, რაც შეესაბამება 40,000 სე ლიპაზის, 25,000 სე ამილაზის და 1,600 სე პროტეაზის ფერმენტულ აქტივობას; დამხმარე ნივთიერებები: გრანულის ბირთვი - მაკროგოლი 4000, გრანულის გარსი - ჰიპრომელოზას ფტალატი, ცეტილის სპირტი, ტრიეთილციტრატი, დიმეთიკონი 1000, მყარი ჟელატინის კაფსულა - ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
აღწერა:
კრეონი® 10000: ორფეროვანი, 2 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების® ®);
კრეონი® 25000: ორფეროვანი, 0 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერ-ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების® );
კრეონი® 40000: ორფეროვანი, 00 ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები ყავისფერი გაუმჭვირვალე თავით და უფერო გამჭვირვალე კორპუსით, შევსებული ღია ყავისფერი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულებით (კრეონ მინიმიკროსფეროების®).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე საშუალებები, მათ შორის ფერმენტული პრეპარატები. პოლიფერმენტული პრეპარატები (ლიპაზა + პროტეაზა და ა.შ.).
ათქ კოდი: A09AA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კრეონი ® შეიცავს ღორის პანკრეატინს (მიღებული ღორის პანკრეასის ქსოვილისგან) კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულებში, რომლებიც დაფარულია ნაწლავში ხსნადი გარსით (მდგრადი მჟავა გარემოს მიმართ), ჟელატინის კაფსულებში.
პანკრეასის ფხვნილი შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს, როგორიცაა ლიპაზა, ალფა-ამილაზა, ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი და სხვა ფერმენტები. გარდა ამისა, პანკრეასის ფხვნილი შეიცავს დამატებით კომპონენტებს ფერმენტული აქტივობის გარეშე. არააბსორბირებული ნივთიერებები იშლება საჭმლის მომნელებელი წვენების ან ბაქტერიების მიერ. განსაზღვრულია ფერმენტული აქტივობის საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელმისაწვდომობა და გალენური ფორმა. ლიპაზის ფერმენტული აქტივობა და ტრიფსინის შემცველობა არის მთავარი, ხოლო ამილოლიზური აქტივობა მხოლოდ კისტოზური ფიბროზის მკურნალობისას არის მნიშვნელოვანი, რადგან ქრონიკული პანკრეატიტის დროსაც კი არ მოქმედებს საკვებში პოლისაქარიდების დაშლაზე.
ტრიფსინი აქტიურდება ავტოკატალიზურად ტრიფსინოგენიდან ან ენტეროკინაზადან წვრილ ნაწლავში და შლის პეპტიდებს მათ შემადგენელ ნაწილებად, მოქმედებს რა როგორც ენდოპეპტიდაზა, არღვევს ლიზინისა და არგინინისგან შემდგარ პეპტიდურ ბმებს. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე, ითვლება, რომ პანკრეასის სეკრეციას თრგუნავს აქტიური ტრიფსინი წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟის მეშვეობით. პანკრეასის ფხვნილის პრეპარატების ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რომელიც აღწერილია რამდენიმე კვლევაში, ასევე მიეწერება ამ ეფექტს.
ალფა-ამილაზა ძალიან სწრაფად შლის გლუკოზის შემცველ პოლისაქარიდებს, მოქმედებს როგორც ენდოამილაზა, ამიტომ მისი აქტივობა საკმარისია დაავადების გამო პანკრეასის სეკრეტორული აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევებშიც კი.
პანკრეალიპაზა გამოყოფს ცხიმოვან მჟავებს ტრიაცილგლიცერიდის მოლეკულიდან 1 და 3 პოზიციებზე. ეს იწვევს თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და 2-მონოგლიცერიდების წარმოქმნას. ნაღვლის მჟავების დახმარებით, მიღებული პროდუქტები სწრაფად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში.
პრეპარატ კრეონის® გალენური ფორმა უზრუნველყოფს პანკრეასის ფხვნილის ფერმენტული აქტივობის ოპტიმალურ რეალიზაციას საჭმლის მონელებისთვის. ნაწლავში ხსნად მყარ ჟელატინის კაფსულებში მოთავსებულია ნაწლავში ხსნადი კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები, რომლებიც შეიცავს პანკრეასის ყველა ფერმენტის ნარევს. pH-ის მიხედვით, კაფსულები კუჭში 2-3 წუთში იხსნება და გამოყოფს მრავალ მინიმიკროსფეროს. ეს მრავლობითობის პრინციპი შემუშავდა კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულების ქიმუსთან საფუძვლიანი შერევის უზრუნველსაყოფად, ისე, რომ კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ქიმუსთან ერთად გადადის და ფერმენტები თანაბრად ნაწილდება მათი გამოთავისუფლების შემდეგ. როგორც კი კრეონ მინიმიკროსფეროების® გრანულები წვრილ ნაწლავში მოხვდება, მათი გარსი სწრაფად იხსნება (pH> 5.5-ზე) და ფერმენტები გამოიყოფა. ამგვარად, ქიმუსის დაშლა შეიძლება დაიწყოს, როგორც საჭმლის მონელების ფიზიოლოგიური პროცესის დროს. საჭმლის მომნელებელი პროდუქტები შეიძლება პირდაპირ შეიწოვოს ან შემდგომ ჰიდროლიზდეს ნაწლავის საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით.
გალენის ფორმის გამო, კრეონი® ინარჩუნებს თავის ფერმენტულ აქტივობას კუჭის წვენის კონცენტრირებულ მჟავიანობაში. ფერმენტების გამოთავისუფლება დამოკიდებულია pH-ზე.
კლინიკური ეფექტურობა
კრეონის® ეფექტურობის შესახებ ჩატარდა სულ 30 კვლევა პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის მქონე პაციენტებში. აქედან ათი იყო პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა კისტოზური ფიბროზის, ქრონიკული პანკრეატიტის ან ოპერაციის შემდგომი ჩარევების მქონე პაციენტებში.
ყველა რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად ეფექტურობის კვლევაში, წინასწარ განსაზღვრული ძირითადი მიზანი იყო კრეონის® პლაცებოსთან შედარებით უპირატესობის დემონსტრირება პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილში - ცხიმის შეწოვის კოეფიციენტში („ცშკ“).
ცხიმის შეწოვის კოეფიციენტი ასახავს ორგანიზმის მიერ შეწოვილი ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელს, საკვებით მიღებული ცხიმის და განავლით ცხიმის გამოყოფის გათვალისწინებით. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი (%) უფრო მაღალი იყო კრეონით® მკურნალობისას (83.0%), ვიდრე პლაცებოთი მკურნალობისას (62.6%). ყველა კვლევაში, დიზაინის მიუხედავად, ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი (%) კრეონით® მკურნალობის ბოლოს კრეონით® პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში დაფიქსირებული ცხიმის შეწოვის კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობების მსგავსი იყო.
ყველა კვლევაში, დაავადების ეტიოლოგიის მიუხედავად, დაფიქსირდა დამახასიათებელი სიმპტომების (როგორიცაა განავლის სიხშირე და კონსისტენცია, მეტეორიზმი) გაუმჯობესება.
ბავშვები
კრეონის® ეფექტურობა მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში დადასტურდა ახალშობილებიდან მოზარდებამდე ასაკის 288 პაციენტში. ყველა კვლევაში, ბავშვებში კრეონით® მკურნალობის დასრულებისას საშუალო ცხიმის შეწოვის კოეფიციენტი 80%-ს აჭარბებდა, ასაკის მიუხედავად.
ფარმაკოკინეტიკა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ფერმენტების შეწოვის ნიშნები და, შესაბამისად, კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. აუცილებელი არ არის ფერმენტების შეწოვა მათი ფუნქციების შესასრულებლად. პირიქით, მათი სრული თერაპიული მოქმედება ვლინდება ნაწლავის სანათურში. ფერმენტები, რომლებიც შემადგენლობით ცილას წარმოადგენენ, ნაწლავში გავლის დროს აუტოლიზით ან პროტეოლიზით იშლება და შეიწოვება პეპტიდების და ამინომჟავების სახით.
სამედიცინო გამოყენების ჩვენებები
პანკრეასის ეგზოკრინული დისფუნქცია, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები. მუკოვისციდოზის დროს, პანკრეასის არასაკმარისი ეგზოკრინული ფუნქციის კომპენსაციისთვის.
დოზირება და მიღების წესი
დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს დაავადების სიმძიმისა და კვების შემადგენლობის მიხედვით. შესაბამისი ინდივიდუალური დოზის შესარჩევად, პრეპარატი ხელმისაწვდომია სამ დოზაში: კრეონი® 10,000, კრეონი® 25,000 და კრეონი® 40,000.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გატეხვისა და დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, ან მსუბუქ საკვებთან ერთად.
თუ კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა შეუძლებელია (ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის), მისი გახსნა და გრანულების დამატება შესაძლებელია რბილ, არასაღეჭ საკვებში, რომელსაც აქვს მჟავა გემო (pH < 5.5), ან მჟავე სითხესთან ერთად (pH < 5.5). მაგალითად, მინიმიკროსფეროები შეიძლება დაემატოს ვაშლის პიურეს, იოგურტს ან ხილის წვენს (ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის), რომლის pH-იც 5.5-ზე ნაკლებია. ეს ნარევი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული და არ შეინახოთ.
კრეონ მიკროსფეროების® გრანულების დაქუცმაცებამ ან დაღეჭვამ, ან მათ 5.5-ზე მეტი pH-ის მქონე საკვებთან ან სითხეებთან შერევამ შეიძლება დააზიანოს მათი დამცავი ნაწლავში ხსნადი გარსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ნაადრევი გამოთავისუფლება პირის ღრუში, ეფექტურობის შემცირება და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუში არცერთი გრანულა არ დარჩა.
კრეონ® 10000-ით, კრეონ® 25000-ით ან კრეონ® 40000-ით მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, განსაკუთრებით სითხის მომატებული დაკარგვის პერიოდებში. სითხის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
დოზირება მოზრდილებისა და ბავშვებისთვის მუკოვისციდოზის დროს
მუკოვისციდოზის კონსენსუსის კონფერენციის რეკომენდაციების, აშშ-ის მუკოვისციდოზის ასოციაციის „შემთხვევა-კონტროლის“ კვლევებისა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული „შემთხვევა-კონტროლის“ კვლევების საფუძველზე, შესაძლებელია პანკრეასის ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგი ზოგადი რეკომენდაციების შეთავაზება:
- 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწყისი დოზაა 1000 ერთეული ლიპაზა სხეულის წონის კილოგრამზე თითოეული კვების დროს, ხოლო 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 500 ერთეული ლიპაზა სხეულის წონის კილოგრამზე თითოეული კვების დროს;
- დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, სტეატორეის კონტროლისა და ადეკვატური კვებითი სტატუსის შენარჩუნების საფუძველზე, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- ფიბროზული კოლონოპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო, პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, პაციენტთა უმეტესობისთვის რეკომენდებული არ არის დღეში 10000 ერთეულ ლიპაზას/კგ/დღეში ან 4000 ერთეულზე მეტი ლიპაზას მიღებას მოხმარებული ცხიმის ერთ გრამზე.
დოზირება პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის სხვა ტიპებისთვის
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმისა და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ლიპაზას 10,000-დან 25,000 ერთეულამდე თითოეული ძირითადი კვების დროს. დოზა ძირითადი კვების დროს შეიძლება იყოს ლიპაზას 25,000-დან 80,000 ერთეულამდე, ხოლო მსუბუქი წახემსების დროს დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური დოზის ნახევარი.
კრეონით® მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში 900-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო კრეონი®.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის. კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები შემდეგი სიხშირით:
ორგანოთა სისისტემები
ძალიან ხშირი, ≥ 1/10
ხშირი,
≥ 1/100-დან <1/10-მდე
არახშირი,
≥ 1/1000-დან <1/100-მდე
სიხშირე უცნობია
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
მუცლის ტკივილი*
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა*
ილეუმის, ბრმა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები (ფიბროზული კოლონოპათია)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
გამონაყარი
ქავილი, ჭინჭრის ციება
იმუნური სისტემის დარღვევები:
ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქციები)
- - კუჭ-ნაწლავის დარღვევები ძირითადად დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან. გვერდითი რეაქციების, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დიარეა, სიხშირე უფრო დაბალი ან მსგავსი იყო პლაცებოსთან შედარებით.
ილეუმის, ბრმა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები (ფიბროზული კოლონოპათია) დაფიქსირდა მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პანკრეატინის პრეპარატების მაღალ დოზებს (იხილეთ პუნქტი "სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას").
ალერგიული რეაქციები, რომლებიც ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ, დაფიქსირდა, შემოიფარგლებოდა კანით და პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს გვერდითი რეაქციების სახით იქნა იდენტიფიცირებული. რადგან ეს რეაქციები სპონტანურად და გაურკვეველი ზომის პოპულაციიდან იქნა დაფიქსირებული, ამ რეაქციების ზუსტი სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
ბავშვები
ბავშვებში სპეციფიკური გვერდითი რეაქციები დადგენილი არ არის. მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მოზრდილებში არსებული რეაქციების მსგავსი იყო.
უკუჩვენებები
კრეონის® კაფსულები არ უნდა იქნას მიღებული ღორის ხორცის მიმართ (ღორის ხორცზე ალერგია) ან კაფსულების სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პანკრეატინის მაღალ დოზებს, დაფიქსირდა ნაწლავის ილეოცეკალური მიდამოს და მსხვილი ნაწლავის სტენოზი (ფიბროზული კოლონოპათია). სიფრთხილის ზომების სახით, რეკომენდებულია, რომ თუ მუცლის ღრუს მხრივ უჩვეულო სიმპტომები ან ძირითადი დაავადების სიმპტომების ხასიათის ცვლილებები გამოვლინდა, გამოირიცხოს მსხვილი ნაწლავის დაზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს ლიპაზას 10,000 ერთეულზე მეტს/კგ/დღეში.
ჭარბი დოზირება
ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია დაფიქსირდა პანკრეატინის სხვა პრეპარატების უკიდურესად მაღალი დოზების გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედებების სხვა ფორმები
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები კრეონის® ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ.
წინაკლინიკური კვლევების მონაცემები ცხოველებზე პრეპარატის ორსულობის, ემბრიონის განვითარების, მშობიარობის და პოსტნატალური განვითარების შესახებ არასაკმარისია. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. ამიტომ, კრეონი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმების მართვის უნარზე
კრეონი® არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები
მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონები: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
ალუმინის ფოლგის ბლისტერები: შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ - 6 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
20 კაფსულა თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში დამცავი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 კაფსულა თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონებში დამცავი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 კაფსულა ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე. ორი ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაცის მოწმობის მფლობელი
ებბოტ ლაბორატორიზ გმბჰ
ფროინდალეე 9A,
30173 ჰანოვერი, გერმანია.
მწარმოებელი
ებბოტ ლაბორატორიზ გმბჰ
იუსტუს-ფონ-ლიბიგ-შტრასე 33,
31535 ნოიშტადტი, გერმანია.
სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
Abbott Laboratories GmbH-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა, ბელორუსის რესპუბლიკა, 220073 მინსკი, ზაგოროდნის პირველი შესახვევი, შენობა 20, ოფისი 1503.
ტელ.: +375 17 202 23 61, +380 44 498 6080 (24 საათი; მიჰყევით ხმოვანი შეტყობინების ბოლოს მოცემულ ინსტრუქციებს)
ელ. ფოსტა: [email protected].
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


