პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

კო-პრენესა

Co-Prenessa®

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

რა არის კო-პრენესას® ტაბლეტები? კო-პრენესა® წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდაპამიდი (indapamide) + perindoprile erbumini
ფორმა და შეფუთვა
2მგ/0,625მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
ATC კოდი
C09BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-034303
რეგისტრირებულია
3 თებერვალი 2022, მოქმედებს 3 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკო-პრენესა და სხვა წამალი ერთად

კო-პრენესა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის კო-პრენესას® ტაბლეტები?

კო-პრენესა® წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

რისთვის გამოიყენება კო-პრენესას® ტაბლეტები?

პერინდოპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც ეწოდება ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები), რომელთა მოქმედება მდგომარეობს სისხლძარღვების გაფართოებაში, რაც აადვილებს გულის ფუნქციას სისხლის გადატუმბვასთან დაკავშირებით. ინდაპამიდი არის შარდმდენი საშუალება (დიურეზული). დიურეზული საშუალებები ზრდიან თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის მოცულობის მხოლოდ მცირედ გაზრდას.

თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და მათი კომბინირებული მოქმედება იძლევა მისი კონტროლირების საშუალებას.

რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-პრენესას® მიღებამდე

ნუ მიიღებთ პრეპარატ კო-პრენესას®:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინგიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ ან თქვენ რომელიმე ნათესავს აღგენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი აგფ ინჰიბიტორების წინა გამოყენებისას, ან ეს სიმპტომები აღინიშნებოდა სხვა გარემოებების დროს (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც ახლავს თირკმელების სისხლის მომარაგების დაქვეითება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ გიტარდებათ დიალიზი ან ნებისმიერი სხვა ტიპი სისხლის ფილტრაცია. გამოსაყენებელი მოწყობილობის მიხედვით, კო-პრენესა® შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება);

თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში;

თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სითხის სერიოზულ შეკავებას ორგანიზმში და გაძნელებულ სუნთქვას);

თუ თქვენ ხართ ორსულად, 3 თვეზე მეტი ვადით; ასევე ჯობია პრეპარატ კო-პრენესას® მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზეც (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ ძუძუთი კვებავთ;

თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს;

თუ თქვენ ღებულობდით ან ღებულობთ საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას მოზრდილებში, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებით.

მიღების წესი და დოზირება

პერორალური მიღება.

უკუჩვენებები

პერინდოპრილთან დაკავშირებული:

ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ან ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ;

ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორის მიღებასთან.;

მემკვიდრული, ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.6);

კო-პრენესას და ალისკირენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ან თირკმლის უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2) (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1);

საკუბიტრილ/ვალსარტანის თერაპიასთან პარალელური გამოყენება. კო-პრენესას დაწყება არ შეიძლება საკუბიტრილის / ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათზე ადრე. (ასევე იხ. ნაწილი 4.4. და 4.5.)

ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც იწვევს ნეგატიურად დამუხტულ ზედაპირებთან სისხლის კონტაქტს (იხ. ნაწილი 4.5);

მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან არტერიის სტენოზი ერთადერთ მოქმედ თირკმელზე. (იხ. ნაწილი 4.4).

ინდაპამიდთან დაკავშირებული:

ჰიპერმგრძნობელობა ინდაპამიდის ან ნებისმიერი სხვა სულფონამიდის მიმართ;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე დაბლა);

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

ჰიპოკალემია;

ზოგადი წესის მიხედვით, ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული არა ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად , რაც torsades de pointes-ს იწვევს (იხ. ნაწილი 4.5);

ლაქტაცია (იხ. ნაწილი 4.6).

კო-პრენესასთან დაკავშირებული:

ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი ნაწილ 6.1.-ში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ

საკმარისი თერაპიული გამოცდილების ნაკლებობის გამო, კო-პრენესას ტაბლეტები არ გამოიყენება:

დიალიზზე მყოფ პაციეტებში

პაციენტებში არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობით.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კო-პრენესას® მიღებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ აორტალური სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით);

თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან იმყოფებით დიალიზზე;

თუ გაქვთ ალდოოსტერონის ჰორმონის მომატებული დონეები სისხლში (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;

თუ გაწუხებთ კოლაგენეზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

თუ გაქვთ ათერსკლეროზი (არტერიების დაავადება);

თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა);

თუ გაქვთ პოდაგრა;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ ხართ დიეტაზე, რომელიც ზღუდავს მარილის მოხმარებას, ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); თავი უნდა აარიდოთ მათ კომბინირებულ გამოყენებას პრეპარატთან კო-პრენესა® (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და კო-პრენესა®“);

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პიროვნება და გესაჭიროებათ დოზის გაზრდა;

თუ თქვენ აღგენიშნებათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები;

თუ თქვენ აღგენიშნებოდათ სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპებით, რამაც შეძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).

ასეთი რამ შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა;

თუ თქვენ ღებულობთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი იზრდება:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებების დროს (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი);

ვილდაგლიპტინი, პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ;

საკუბიტრილი (მისაწვდომია ვალსარტანთან ფიქსირებულ კომბინაციაში), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩომათვლილ რომელიმე პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორებს (პრეპარატები ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,

ირბესარტანი), კერძოდ, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

ალისკირენს.

თქვენ ექიმს შეუძლია ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

იხილეთ ასევე ინფორმაცია სათაურით „ნუ მიიღებთ პრეპარატს კო-პრენესა®“.

თუ თქვენ მიეკუთვებით ნეგროიდულ რასას, ვინაიდან თქვემ შეიძლება დაქვემდებარებული იყოთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალ რისკს, ასევე ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის დაქვეითებაში, პაციენტებთან შედარებით სხვა რასობრივი კუთვნილებით;

თუ გიტარდებათ დიალიზი მაღალგამტარიანი მემბრანებით.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალეგიული რეაქციის, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის თანმხლები შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით ან სუნთქვით) შემთხვევები აღნიშნული იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის კო-პრენესას®. ეს რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერ მომენტში თერაპიის დროს. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება და მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე ნაწილი 4.

თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. კო-პრენესა® არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის სამი თვის შემდეგ (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

პრეპარატ კო-პრენესას®მიღების დროს, თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს:

თუ იგეგმება ანესთეზია და/ან ოპერაცია,

უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება,

თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ჰემოდიალიზი ან დსლპ აფერეზი (თქვენი ორგანიზმიდან ქოლესტერინის აპარატული მოცილება),

თუ იგეგმება დესინსიბილიზაცია, რათა შემცირდეს ალერგიული რეაქცია ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე,

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც საჭიროებს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების ინექციას (ნივთიერებისა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი ორგანოების, როგორიც არის თირკმელები ან კუჭი, რენტგენოგრამაზე დანახვა).

თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის ცვლილებები ან ტკივილი ერთ ან ორივე თვალში პრეპარატის გამოყენებისას, ეს შეიძლება იყოს გლაუკომის განვითარების ან თვალში მომატებული წნევის ნიშანი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება და მიმართოთ ექიმს.

ინფორმაცია სპორტსმენებისათვის

პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლზე.

გამოყენება ბავშვებში

არ შეიძლება პრეპარატ კო-პრენესას® მიცემა ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატ კო-პრენესას® და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება:

ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ალისკირენი (პრეპარატი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა,

კალიუმის დანამატები (მარილების შემცვლელების ჩათვლით), კალიუმშემნახველი დიურეზულები (მაგალითად, ტრიამტერენი, სპირინოლაქტონი), ასევე სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, პრეპარატი ტრომბოწარმოქმნის პრევენციისათვის; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/ სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია, ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის აღმოსაფხვრელად),

ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პრეპარატ კო-პრენესას® ეფექტზე. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას, რადგან მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, ალისკირენი (იხილეთ ასევე მითითებები სათაურით „არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),

კალიუმშემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე დოზით დღეში,

საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“),

საანეთეზიო პრეპარატები,

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები,

მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

მეტადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),

პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ);

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,

იმუნოდეპრესიული, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ განდევნის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),

პრეპარატები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ,

ერიტრიმიცინი ინტრავენურად (ანტიბიოტიკი),

გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის გარკვეული სახეობების სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულ პირებში სიმპტომური კოგნიციური დარღვევებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით);

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი),

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),

დიგოქსინი ან გულის სხვა გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

ბაკლოფენი (კუნთების რიგიდულობის სამკურნალოდ, რომელიც აღინიშნება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი),

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიც არის ინსულინი ან მეტფორმინი,

კალციუმი, კალციუმის საკვები დანამატების ჩათვლით,

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, სენა),

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),

ამფოტერიცინ B ინექციის სახით (მძიმე ხარისხის სოკოვანი ინფექციები სამკურნალოდ),

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები (როგორიცაა ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, გალოპერიდოლი, დროპერიდოლი )),

ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ);

ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ);

ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),

ოქროს პრეპარატების ინექციები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),

ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

კო-პრენესა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატის მიღება სასურველია კვების წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

ორსულობა

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. სავარაუდოდ, თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალება კო-პრენესას® ნაცვლად. კო-პრენესა® არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს მისი მიღებისას ორსულობის 3 თვეზე მეტ ვადაზე.

ძუძუთი კვება

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. კო-პრენესა® უკუნაჩვევებია მეძუძური დედებისთვის, და მკურნალ ექიმს შეუძლია გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ არ გინდათ ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან ნაადრევად გაჩენილი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ცალკეული რეაქციები, დაკავშირებული არტერიული წნევის დაქვეითებასთან, როგორიცაა თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამან შეიძლება გააუარესოს მათი ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

კო-პრენესა® შეიცავს ლაქტოზას ან ნატრიუმს

თუ თქვენ შეგატყობინეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატ კო-პრენესას® გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თქვენ ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის შეცვლა, თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან.

სასურველია ტაბლეტის მიღება დილით ჭამის წინ.

გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი კო-პრენესა® რეკომენდირებულზე მეტი დოზით

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებას. ჭარბი დოზირებისას ყველაზე სავარაუდო ეფექტია დაბალი არტერიული წნევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება (სიმპტომები მოიცავენ თავბრუსხვევას ან სისუსტეს), მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია „ზურგზე დაწოლით აწეული ფეხებით“ მდგომარეობის მიღებით.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. მაგრამ, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება

ვინაიდან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, პრეპარატ კო-პრენესას® მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კო-პრენესამ® შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (ხშირი - შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

ბრონქოსპაზმი (მკერდის შებოჭილობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, გართულებული სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. ნაწილი 2 ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც მოიცავენ მულტიფორმულ ერითემას (გამონაყარი, რომელიც იწყება წითელი ქავადი ლაქების გაჩენით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე) ან ძლიერ გამონაყარს კანზე, ჭინჭრის ციებას, კანის გაწითლებას მთელ სხეულზე, ძლიერ ქავილს, ბუშტუკების წარმოქმნას, კანის შეშუპებას და აქერცვლას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

ხელების ან ფეხების სისუსტე, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაძლებელია იყოს ინსულტის ნიშნები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში, რასაც ახლავს ცუდად ყოფნა (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შესაძლებელია იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სიცოცხლისათვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),

თავის ტვინის დაავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია).

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ხშირი: (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

კანის რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული და ასთმური რეაქციების განვითარების მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), ხველა, ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), დარღვევები საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოს ცვლილება, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევები, დიარეა, შეკრულობა), ალერგიული რექიები (როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი: (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა,

ბრონქოსპაზმი (სიმძიმე გულმკერდის არეში, გაძნელებული მსტვენავი სუნთქვა), ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს მსტვენავ სუნთქვას, სახის და ხახის შეშუპებას), ჭინჭრის ციება, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ერექტილური დისფუნქცია, ოფლიანობა, ეოზინოფილების მომატებული შემცველობა (სისხლის თეთრი სხეულაკების სახეობა), ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე,

ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემა (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში დიაბეტით, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), სიმშრალე პირში, სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატებული შემცველობა, დაცემა.

იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის მაღალი დონე, დაღლილობა.

ძალიან იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ცნობიერების არევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (ცხვირის გაჭედვა ან სურდო), თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, სისხლის შემადგენლობის დარღვევები, როგორიცაა ლეიკოციიტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის და თრიმბიციტების დაქვეითება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

სიხშირე უცნობია: (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით)

გულის ფუნქციის გადახრები ეკგ-ზე, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ნატრიუმის დაბალი დონე, შარდმჟავას და შაქრის მაღალი დონე სისხლში, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევები, გაუფერულება, ხელების ან ფეხების თითების გაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი). თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზი), შესაძლებელის დაავადების გამწვავება.

ასევე შეიძლება აღინიშნოს დარღვევები სისხლში, თირკმელებში, ღვიძლში ან კუჭქვეშა ჯირკვალში და გადახრები ლაბორატორიულ პარამეტრებში (სისხლის გამოკვლევები). თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა თქვენი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

ისეთი სიმპტომები, როგორც შარდის დაქვეითებული გამოყოფა (შარდის ფერის გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, არეული ცნობირებეა და გულყრა, შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდიურეზულო ჰორმონის არაადეკბვატური სეკრეციით. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შეტყობინება არასასურველ რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ-ფურცელში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი მონაცემის მიღებაში.

პრეპარატ კო-პრენესას® შენახვა

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინოტოვისაგან დასაცავად არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დოზის გადაჭარბებისას, ყველაზე ხშირ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს ჰიპოტენზია, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ოლიგურია, რომელიც შესაძლოა გაღრმავდეს ანურიამდე (ჰიპოვოლემიის შედეგად). შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ნატრიუმის და კალიუმის დაბალი შემცველობა).

მართვა

პირველ გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს მიღებული პრეპარატ(ებ)ის ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის გზით და/ან აქტივირებული ნახშირის მიღებით, ხოლო შემდეგ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა სპეციალიზირებულ ცენტრში მაჩვენებლების ნორმასთან დაბრუნებამდე.

გამოხატული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა გადავიყვანოთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში დახრილი თავით. აუცილებლობის შემთხვევაში ინტრავენურად ინიშნება იზოტონური ხსნარი, ან შეიძლება გამოყენებული იქნას მოცულობის აღდგენის სხვა მეთოდი. პერინდოპრილატი, პერინდოპრილის აქტიური ფორმა, ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით (იხ. ნაწილი 5.2).

შემადგენლობა

პრეპარატ კო-პრენესას® შემადგენლობა

კო-პრენესას® ტაბლეტები 2 მგ/0,625 მგ: 1 ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 0,625 მგ ინდაპამიდს.

კო-პრენესას® ტაბლეტები 4 მგ/1,25 მგ: 1 ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 1,25 მგ ინდაპამიდს.

დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ქლორიდ ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ კო-პრენესას® გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტაბლეტები 2 მგ/0,625 მგ - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ამოტვიფრული მოკლე ხაზით ერთ მხარეს.

ტაბლეტები 4 მგ/1,25 მგ - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეს. ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტების დასაყოფად ორ თანაბარ ნაწილად, ამასთამ შეიძლება გამოყენებული იქნას ტაბლეტის გადატეხისთვის მისი გადაყლაპვის შესამსუბუქებლად.

10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3, 6, ან 9 ბლისტერი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ ნადგურდება პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი აგენტები, აგფ ინჰიბიტორები, კომბინაციები, აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09BA04.

კო-პრენესა რის პერინდოპრილის ტერტ – ბუტილამინის მარილის, ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორისა და ინდაპამიდის, ქლოროსულფამოილის დიურეზულის კომბინაცია. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები თითოეული ცალკე აღებული კომპონენტის, გარდა ამისა, ორი კომპონენტის კომბინირებისას გამოწვეული სინერგიული მოქმედების შედეგია.

მოქმედების მექანიზმი

კო-პრენესასთან დაკავშირებული

კო-პრენესა აწარმოებს ორი კომპონენტის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დანამატს.

პერინდოპრილთან დაკავშირებული

პერინდოპრილი არის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ ინჰიბიტორი), რომელიც ანგიოტენზინ I- ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II– ად, ვასკონსტრუქციული ნივთიერება; გარდა ამისა, ფერმენტი ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ და ასტიმულირებს ბრადიკინინის, ვაზოდილატაციური ნივთიერების დეგრადაციას არააქტიურ ჰეპტაპეპტიდებში.

ამის შედეგად:

ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება,

პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდა, ვინაიდან ალდოსტერონი აღარ ახდენს უარყოფით უკუკავშირს,

მთლიანი პერიფერიული რეზისტენტობის შემცირება კუნთებსა და თირკმელებში სისხლძარღვოვან სისტემაზე შეღავათიანი მოქმედებით, მარილის და წყლის თანმხლები ან რეფლექსური ტაქიკარდიის გარეშე, ქრონიკული მკურნალობის დროს.

პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ასევე გვხვდება რენინის დაბალი ან ნორმალური კონცენტრაციის მქონე პაციენტებში.

პერინდოპრილი მისი აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილატის საშუალებით მოქმედებს. სხვა მეტაბოლიტები არ არიან აქტიურები.

პერინდოპრილი გულის მუშაობას ამცირებს:

სისხლძარღვთა ვაზოდილატაციური ეფექტით, რომელიც გამოწვეულია პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის ცვლილებით: წინასწარი დატვირთვის შემცირება,

მთლიანი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით: პოსტდატვირთვის შემცირება.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა:

  • მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის შევსების წნევის შემცირება,
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობის შემცირება,
  • გულის წუთობრივი მოცულობისა და გულის ინდექსის გაუმჯობესება,
  • კუნთში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.

გაუმჯობესება აჩვენა ვარჯიშთან დაკავშირებულმა ტესტის შედეგებმაც.

ინდაპამიდთან დაკავშირებული

ინდაპამიდი არის სულფონამიდის წარმოებული ინდოლის რგოლით, ფარმაკოლოგიურად დაკავშირებული შარდმდენების თიაზიდური ჯგუფთან. ინდაპამიდი აფერხებს ნატრიუმის რეაბსორბციას ქერქის განზავების სეგმენტში. ეს ზრდის შარდში ნატრიუმის და ქლორიდების გამოყოფას და, ნაკლებად, კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფას, რაც ზრდის შარდის გამოყოფას და ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კო-პრენესასთან დაკავშირებული

ჰიპერტონიულ პაციენტებში, ასაკის მიუხედავად, კო-პრენესა ახდენს დოზაზე დამოკიდებულ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას დიასტოლურ და სისტოლურ არტერიულ წნევაზე პირაღმა მწოლიარე მდგომარეობაში ან დგომისას.

ეს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის შემცირება მიიღება ერთ თვეზე ნაკლებ დროში ტაქიფილაქსიის გარეშე; მკურნალობის შეჩერებას არ აქვს უკუქცევითი ეფექტი. კლინიკური გამოკვლევების დროს, პერინდოპრილის და ინდაპამიდის ერთდროულმა მიღებამ წარმოშვა სინერგიული ხასიათის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ცალკეულ პროდუქტების მიღებასთან მიმართებაში.

მხოლოდ კო-პრენესა 2 მგ/0.625 მგ ტაბლეტები

დაბალი დოზით კომბინირებული კო-პრენესას 2 მგ / 0.625 მგ გავლენა გულ-სისხლძარღვთა ავადობაზე და სიკვდილიანობაზე არ არის შესწავლილი.

PICXEL-მა, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმად აქტიურ კონტროლირებადმა კვლევამ შეაფასა ექოკარდიოგრაფიაზე პერინდოპრილის / ინდაპამიდის კომბინაციის მოქმედება LVH- ზე ენალაპრილის მონოთერაპიის წინააღმდეგ.

PICXEL- ში, ჰიპერტონიული პაციენტები LVH-ით (განისაზღვრება მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსით (LVMI)> 120 გ / მ2 მამაკაცებში და > 100 გ / მ2 ქალი) რანდომულად იღებდა ან პერინდოპრილზე 2 მგ / ინდაპამიდი 0,625 მგ ან ენალაპრილზე 10 მგ ერთხელ დღეში ერთი წლის განმავლობაში მკურნალობისთვის. დოზა ადაპტირებული იყო არტერიული წნევის კონტროლის შესაბამისად, პერინდოპრილი 8 მგ-მდე და ინდაპამიდი 2.5 მგ-მდე ან ენალაპრილი 40 მგ-მდე დღეში ერთხელ. სუბიექტების მხოლოდ 34%-ს გაუგრძელდა პერინდოპრილი 2 მგ / ინდაპამიდით 0.625 მგ (20% ენალაპრილით 10 მგ) მკურნალობა.

მკურნალობის ბოლოს, LVMI მნიშვნელოვნად შემცირდა პერინდოპრილი / ინდაპამიდის ჯგუფში (-10.1 გ / მ²), ვიდრე ენალაპრილის ჯგუფში (-1.1 გ / მ²) ყველა რანდომიზებული პაციენტის პოპულაციაში. ჯგუფის სხვაობას შორის LVMI ცვლილებაში იყო - 8.3 (95% CI (-11.5, -5.0), p <0.0001).

LVMI– ზე უკეთესი ეფექტი მიღწეული იქნა პერინდოპრილის / ინდაპამიდის უფრო მაღალი დოზებით, ვიდრე ამ პროდუქტზეა ლიცენზირებული.

რაც შეეხება არტერიულ წნევას, სავარაუდო სხვაობის მნიშვნელობა ჯგუფებს შორის რანდომიზებულ პოპულაციებში იყო -5.8 mmHg (95% CI (-7.9, -3.7), p <0.0001) სისტოლური არტერიული წნევისთვის და -2.3 mmHg (95% CI (-3.6 , -0.9), p = 0.0004) დიასტოლური არტერიული წნევისთვის შესაბამისად, პერინდოპრილის/ინდაპამიდის ჯგუფის სასარგებლოდ.

პერინდოპრილთან დაკავშირებული

პერინდოპრილი აქტიურია ჰიპერტენზიის ყველა კლასში: მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ან მძიმე. სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება შეინიშნება მწოლიარე და მდგარ მდგომარეობაში.

ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ერთჯერადი დოზის შემდეგ მაქსიმალურია 4 – დან 6 საათამდე და შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ნარჩენი ბლოკირების მაღალი ხარისხია 24 საათში, დაახლოებით 80%.

პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ, ნორმალიზებული არტერიული წნევა მიიღწევა ერთი თვის შემდეგ და შენარჩუნებულია ტაქიფილაქსიის გარეშე.

მკურნალობის შეჩერებას არ აქვს უკუქცევითი ეფექტი.

პერინდოპრილს აქვს ვაზოდილატაციური თვისებები და აღადგენს მთავარი არტერიული ღეროების ელასტიურობას, ასწორებს რეზისტენტულ არტერიებში ჰისტომორფომეტრიულ ცვლილებებს და ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

საჭიროების შემთხვევაში, თიაზიდური შარდმდენი საშუალების დამატება იწვევს დამატებით სინერგიას.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ შარდმდენთან ამცირებს ჰიპოკალიემიის რისკს, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ შარდმდენთან.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადის კლინიკური კვლევის მონაცემები

ორი ფართო რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევა (ONTARGET (გრძელდება მხოლოდ ტელმისარტანთან და Ramipril Global Endpoint კვლევასთან კომბინაციაში) და VA NEPHRON-D (ნეფროპათია დიაბეტით ხანგრძლივად დაავადებულებში)) შეისწავლეს აგფ ინჰიბიტორის კომბინაციის გამოყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან.

ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში გულსისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებების ან მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, რომელსაც თან ახლავს ორგანოების დაზიანების ანამნეზით. VA NEPHRON-D იყო კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებზე.

ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი მომგებიანი გავლენა თირკმლის და / ან გულსისხლძარღვთა შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, ამასთან დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და / ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე მნიშვნელოვანია სხვა აგფ ინჰიბიტორებისთვის და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.

ALTITUDE (ალისკირენის გამოყენება ტიპი 2 დიაბეტის კვლევისას გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით) იყო კვლევა, რომლის მიზანი იყო ალისკირენის დამატება ACE ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორის სტანდარტული თერაპიისთვის მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულსისხლძარღვთა დაავადებების ან ორივე ერთად მქონე პაციენტებში. კვლევა შეწყდა ადრეულ ეტაპზე, უარყოფითი შედეგების ზრდის რისკის გამო. გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი ალისკირენის ჯგუფში იყო რიცხობრივად უფრო ხშირი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ინდაპამიდთან დაკავშირებული

ინდაპამიდი, როგორც მონოთერაპია, ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, რომელიც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ეს ეფექტი მიიღწევა დოზებში, რომელთა დროსაც შარდმდენი თვისებები მინიმალურია.

მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება პროპორციულია არტერიული შესაბამისობის გაუმჯობესებისა და მთლიან და არტერიულ პერიფერიულ სისხლძარღვთა რეზისტენტობის შემცირებისა.

ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

თიაზიდური შარდმდენის და თიაზიდთან დაკავშირებული შარდმდენების დოზის გადაჭარბებისას, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აღწევს პლატოს, ხოლო გვერდითი მოვლენები აგრძელებს ზრდას. თუ მკურნალობა არაეფექტურია, დოზა არ უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ ჰიპერტენზიულ პაციენტებში მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, ინდაპამიდი:

  • გავლენას არ ახდენს ლიპიდების ცვლაზე: ტრიგლიცერიდები, LDL- ქოლესტერინი და HDL- ქოლესტერინი,
  • გავლენას არ ახდენს ნახშირწყლების ცვლაზე, დიაბეტით დაავადებულ ჰიპერტონიულ პაციენტებშიც კი.

პედიატრიული გამოყენება

კო-პრენესას ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კო-პრენესასთან დაკავშირებული

პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ცვლის მათ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს მათ ცალ-ცალკე მიღებასთან შედარებით.

პერინდოპრილთან დაკავშირებული

შეწოვა და ბიოშეღწევადობა

პერორალური მიღების შემდეგ, პერინდოპრილის შეწოვა ძალიან სწრაფად ხდება და პიკურ კონცენტრაციას დაახლოებით 1 საათში აღწევს. პერინდოპრილის პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1 საათის ტოლია.

ბიოტრანსფორმაცია

პერინდოპრილი პროწამალია. მიღებული პერინდოპრილის ოცდაშვიდი პროცენტი სისხლამდე აქტიური მეტაბოლიტი პერინდოპრილატის სახით აღწევს. აქტიურ პერინდოპრილატთან ერთად, პერინდოპრილი ხუთ მეტაბოლითს შეიცავს, ყველა არააქტიურია. პერინდოპრილატის პიკური პლაზმის კონცენტრაცია 3-4 საათში მიიღწევა.

საკვების გადამუშავება პერინდოპრილატის გარდაქმნას აფერხებს, ანუ ბიოშეღწევადობასაც, პერინდოპრილ ტერტბუტილამინის მარილი პერორალურად მიიღება ერთეული დღიური დოზით დილით, ჭამის წინ.

პერინდოპრილის დოზასა და პლაზმის ექსპოზიციას შორის ხაზოვანი ურთიერთკავშირი დადასტურებულია.

განაწილება

დაუკავშირებელი პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა დაახლოებით 0.2 ლ/კგ-ია. პერინდოპრილატის პლაზმურ პროტეინებთან ცილური კავშირი 20%-ია, ძირითადად ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტთან, მაგრამ დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.

ელიმინაცია

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდში და შეუზღუდავი ფრაქციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს, რაც იწვევს სტაბილურ მდგომარეობას 4 დღის განმავლობაში.

ხაზოვნობა/არა-ხაზოვნობა

ნაჩვენებია ხაზოვანი კავშირი პერინდოპრილის დოზასა და მის პლაზმურ ზემოქმედებას შორის.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პერინდოპრილატის ელიმინაცია მცირდება ხანდაზმულებში და ასევე გულის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს სასურველია დაზიანების ხარისხის მიხედვით (კრეატინინის კლირენსი).

დიალიზის შემთხვევაში

პერინდოპრილატის დიალიზის კლირენსი ტოლია 70 მლ / წთ.

ციროზი

პერინდოპრილის კინეტიკა მოდიფიცირებულია ციროზით დაავადებულ პაციენტებში: მშობელი მოლეკულის ღვიძლის კლირენსი მცირდება ნახევარით. ამასთან, წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება და ამიტომ დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).

ინდაპამიდთან დაკავშირებული

აბსორბცია

ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

პლაზმის პიკური დონე მიიღწევა ადამიანში პროდუქტის პერორალური მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.

განაწილება

პლაზმის ცილებთან დაკავშირება 79% -ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი 14-დან 24 საათამდეა (საშუალოდ 18 საათი). განმეორებითი მიღება არ წარმოქმნის დაგროვებას. ელიმინაცია ძირითადად ხდება შარდში (დოზის 70%) და განავალში (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

ფარმაკოკინეტიკა უცვლელია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი - ფურცელი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის

კო-პრენესა® ტაბლეტები 2 მგ/0,625 მგ და 4 მგ/1,25 მგ

Perindopril/indapamide

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ჩანართი-ფურცელი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
  • პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.
  • ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მითითებული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი-ფურცლის მე-4 ნაწილში.

ჩანართი-ფურცლის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი კო-პრენესა® და რისთვის გამოიყენება
  • რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-პრენესას მიღებამდე
  • პრეპარატ კო-პრენესას® მიღება
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • პრეპარატ კო-პრენესას შენახვა
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ცნობები

რას წარმოადგენს პრეპარატი კო-პრენესა® და რისთვის გამოიყენება

რა არის კო-პრენესას® ტაბლეტები?

კო-პრენესა® წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების, პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

რისთვის გამოიყენება კო-პრენესას® ტაბლეტები?

პერინდოპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც ეწოდება ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები), რომელთა მოქმედება მდგომარეობს სისხლძარღვების გაფართოებაში, რაც აადვილებს გულის ფუნქციას სისხლის გადატუმბვასთან დაკავშირებით. ინდაპამიდი არის შარდმდენი საშუალება (დიურეზული). დიურეზული საშუალებები ზრდიან თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის მოცულობის მხოლოდ მცირედ გაზრდას.

თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და მათი კომბინირებული მოქმედება იძლევა მისი კონტროლირების საშუალებას.

რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-პრენესას® მიღებამდე

ნუ მიიღებთ პრეპარატ კო-პრენესას®:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინგიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6);

თუ თქვენ ან თქვენ რომელიმე ნათესავს აღგენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი აგფ ინჰიბიტორების წინა გამოყენებისას, ან ეს სიმპტომები აღინიშნებოდა სხვა გარემოებების დროს (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა, რასაც ახლავს თირკმელების სისხლის მომარაგების დაქვეითება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ გიტარდებათ დიალიზი ან ნებისმიერი სხვა ტიპი სისხლის ფილტრაცია. გამოსაყენებელი მოწყობილობის მიხედვით, კო-პრენესა® შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი პრეპარატი;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან გაწუხებთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება);

თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში;

თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სითხის სერიოზულ შეკავებას ორგანიზმში და გაძნელებულ სუნთქვას);

თუ თქვენ ხართ ორსულად, 3 თვეზე მეტი ვადით; ასევე ჯობია პრეპარატ კო-პრენესას® მიღების თავიდან აცილება ორსულობის ადრეულ ვადებზეც (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ ძუძუთი კვებავთ;

თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს;

თუ თქვენ ღებულობდით ან ღებულობთ საკუბიტრილ/ვალსარტანის კომბინაციას, სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას მოზრდილებში, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის ზრდასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კო-პრენესას® მიღებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს:

თუ გაქვთ აორტალური სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით);

თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;

თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან იმყოფებით დიალიზზე;

თუ გაქვთ ალდოოსტერონის ჰორმონის მომატებული დონეები სისხლში (პირველადი ალდოსტერონიზმი);

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები;

თუ გაწუხებთ კოლაგენეზი (კანის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

თუ გაქვთ ათერსკლეროზი (არტერიების დაავადება);

თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა);

თუ გაქვთ პოდაგრა;

თუ გაქვთ დიაბეტი;

თუ ხართ დიეტაზე, რომელიც ზღუდავს მარილის მოხმარებას, ან იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;

თუ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); თავი უნდა აარიდოთ მათ კომბინირებულ გამოყენებას პრეპარატთან კო-პრენესა® (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და კო-პრენესა®“);

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის პიროვნება და გესაჭიროებათ დოზის გაზრდა;

თუ თქვენ აღგენიშნებათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები;

თუ თქვენ აღგენიშნებოდათ სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპებით, რამაც შეძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).

ასეთი რამ შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა;

თუ თქვენ ღებულობთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი იზრდება:

რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებების დროს (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი);

ვილდაგლიპტინი, პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ;

საკუბიტრილი (მისაწვდომია ვალსარტანთან ფიქსირებულ კომბინაციაში), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩომათვლილ რომელიმე პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორებს (პრეპარატები ასევე ცნობილია როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,

ირბესარტანი), კერძოდ, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

ალისკირენს.

თქვენ ექიმს შეუძლია ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

იხილეთ ასევე ინფორმაცია სათაურით „ნუ მიიღებთ პრეპარატს კო-პრენესა®“.

თუ თქვენ მიეკუთვებით ნეგროიდულ რასას, ვინაიდან თქვემ შეიძლება დაქვემდებარებული იყოთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალ რისკს, ასევე ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური არტერიული წნევის დაქვეითებაში, პაციენტებთან შედარებით სხვა რასობრივი კუთვნილებით;

თუ გიტარდებათ დიალიზი მაღალგამტარიანი მემბრანებით.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალეგიული რეაქციის, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის თანმხლები შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით ან სუნთქვით) შემთხვევები აღნიშნული იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის კო-პრენესას®. ეს რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერ მომენტში თერაპიის დროს. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება და მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე ნაწილი 4.

თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. კო-პრენესა® არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადებზე და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის სამი თვის შემდეგ (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

პრეპარატ კო-პრენესას®მიღების დროს, თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს:

თუ იგეგმება ანესთეზია და/ან ოპერაცია,

უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება,

თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ჰემოდიალიზი ან დსლპ აფერეზი (თქვენი ორგანიზმიდან ქოლესტერინის აპარატული მოცილება),

თუ იგეგმება დესინსიბილიზაცია, რათა შემცირდეს ალერგიული რეაქცია ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე,

თუ უნდა ჩაგიტარდეთ სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც საჭიროებს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების ინექციას (ნივთიერებისა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი ორგანოების, როგორიც არის თირკმელები ან კუჭი, რენტგენოგრამაზე დანახვა).

თუ თქვენ აღგენიშნებათ მხედველობის ცვლილებები ან ტკივილი ერთ ან ორივე თვალში პრეპარატის გამოყენებისას, ეს შეიძლება იყოს გლაუკომის განვითარების ან თვალში მომატებული წნევის ნიშანი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება და მიმართოთ ექიმს.

ინფორმაცია სპორტსმენებისათვის

პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლზე.

გამოყენება ბავშვებში

არ შეიძლება პრეპარატ კო-პრენესას® მიცემა ბავშვებისთვის.

სხვა პრეპარატები და კო-პრენესა®

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატების მიღებას.

საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული პრეპარატ კო-პრენესას® და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება:

ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

ალისკირენი (პრეპარატი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა,

კალიუმის დანამატები (მარილების შემცვლელების ჩათვლით), კალიუმშემნახველი დიურეზულები (მაგალითად, ტრიამტერენი, სპირინოლაქტონი), ასევე სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, პრეპარატი ტრომბოწარმოქმნის პრევენციისათვის; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/ სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია, ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის აღმოსაფხვრელად),

ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პრეპარატ კო-პრენესას® ეფექტზე. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას, რადგან მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, ალისკირენი (იხილეთ ასევე მითითებები სათაურით „არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),

კალიუმშემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე დოზით დღეში,

საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (იხ. ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“),

საანეთეზიო პრეპარატები,

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები,

მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

მეტადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),

პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ);

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,

იმუნოდეპრესიული, პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ განდევნის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),

პრეპარატები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ,

ერიტრიმიცინი ინტრავენურად (ანტიბიოტიკი),

გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის გარკვეული სახეობების სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულ პირებში სიმპტომური კოგნიციური დარღვევებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით);

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი),

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),

დიგოქსინი ან გულის სხვა გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

ბაკლოფენი (კუნთების რიგიდულობის სამკურნალოდ, რომელიც აღინიშნება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი),

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიც არის ინსულინი ან მეტფორმინი,

კალციუმი, კალციუმის საკვები დანამატების ჩათვლით,

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, სენა),

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),

ამფოტერიცინ B ინექციის სახით (მძიმე ხარისხის სოკოვანი ინფექციები სამკურნალოდ),

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები (როგორიცაა ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, გალოპერიდოლი, დროპერიდოლი )),

ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ);

ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ);

ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),

ოქროს პრეპარატების ინექციები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),

ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-პრენესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

კო-პრენესა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატის მიღება სასურველია კვების წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.

ორსულობა

თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას. სავარაუდოდ, თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და გირჩევ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალება კო-პრენესას® ნაცვლად. კო-პრენესა® არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს მისი მიღებისას ორსულობის 3 თვეზე მეტ ვადაზე.

ძუძუთი კვება

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. კო-პრენესა® უკუნაჩვევებია მეძუძური დედებისთვის, და მკურნალ ექიმს შეუძლია გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ არ გინდათ ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან ნაადრევად გაჩენილი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ცალკეული რეაქციები, დაკავშირებული არტერიული წნევის დაქვეითებასთან, როგორიცაა თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამან შეიძლება გააუარესოს მათი ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

კო-პრენესა® შეიცავს ლაქტოზას ან ნატრიუმს

თუ თქვენ შეგატყობინეს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატ კო-პრენესას® გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თქვენ ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის შეცვლა, თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან.

სასურველია ტაბლეტის მიღება დილით ჭამის წინ.

გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი კო-პრენესა® რეკომენდირებულზე მეტი დოზით

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებას. ჭარბი დოზირებისას ყველაზე სავარაუდო ეფექტია დაბალი არტერიული წნევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება (სიმპტომები მოიცავენ თავბრუსხვევას ან სისუსტეს), მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია „ზურგზე დაწოლით აწეული ფეხებით“ მდგომარეობის მიღებით.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. მაგრამ, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ კო-პრენესას® მიღება

ვინაიდან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, პრეპარატ კო-პრენესას® მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კო-პრენესამ® შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:

ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (ხშირი - შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

ბრონქოსპაზმი (მკერდის შებოჭილობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, გართულებული სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. ნაწილი 2 ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),

კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც მოიცავენ მულტიფორმულ ერითემას (გამონაყარი, რომელიც იწყება წითელი ქავადი ლაქების გაჩენით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე) ან ძლიერ გამონაყარს კანზე, ჭინჭრის ციებას, კანის გაწითლებას მთელ სხეულზე, ძლიერ ქავილს, ბუშტუკების წარმოქმნას, კანის შეშუპებას და აქერცვლას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

ხელების ან ფეხების სისუსტე, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაძლებელია იყოს ინსულტის ნიშნები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში, რასაც ახლავს ცუდად ყოფნა (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შესაძლებელია იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში),

სიცოცხლისათვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),

თავის ტვინის დაავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია).

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ხშირი: (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

კანის რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული და ასთმური რეაქციების განვითარების მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), ხველა, ქოშინი (სუნთქვის უკმარისობა), დარღვევები საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოს ცვლილება, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევები, დიარეა, შეკრულობა), ალერგიული რექიები (როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი: (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევა,

ბრონქოსპაზმი (სიმძიმე გულმკერდის არეში, გაძნელებული მსტვენავი სუნთქვა), ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს მსტვენავ სუნთქვას, სახის და ხახის შეშუპებას), ჭინჭრის ციება, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ერექტილური დისფუნქცია, ოფლიანობა, ეოზინოფილების მომატებული შემცველობა (სისხლის თეთრი სხეულაკების სახეობა), ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც მცირდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე,

ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემა (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში დიაბეტით, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), სიმშრალე პირში, სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატებული შემცველობა, დაცემა.

იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის მაღალი დონე, დაღლილობა.

ძალიან იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)

ცნობიერების არევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (ცხვირის გაჭედვა ან სურდო), თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, სისხლის შემადგენლობის დარღვევები, როგორიცაა ლეიკოციიტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის და თრიმბიციტების დაქვეითება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

სიხშირე უცნობია: (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით)

გულის ფუნქციის გადახრები ეკგ-ზე, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ნატრიუმის დაბალი დონე, შარდმჟავას და შაქრის მაღალი დონე სისხლში, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევები, გაუფერულება, ხელების ან ფეხების თითების გაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი). თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზი), შესაძლებელის დაავადების გამწვავება.

ასევე შეიძლება აღინიშნოს დარღვევები სისხლში, თირკმელებში, ღვიძლში ან კუჭქვეშა ჯირკვალში და გადახრები ლაბორატორიულ პარამეტრებში (სისხლის გამოკვლევები). თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა თქვენი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

ისეთი სიმპტომები, როგორც შარდის დაქვეითებული გამოყოფა (შარდის ფერის გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, არეული ცნობირებეა და გულყრა, შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდიურეზულო ჰორმონის არაადეკბვატური სეკრეციით. ამ სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შეტყობინება არასასურველ რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ-ფურცელში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი მონაცემის მიღებაში.

პრეპარატ კო-პრენესას® შენახვა

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინოტოვისაგან დასაცავად არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ ნადგურდება პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა მონაცემები

პრეპარატ კო-პრენესას® შემადგენლობა

კო-პრენესას® ტაბლეტები 2 მგ/0,625 მგ: 1 ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 0,625 მგ ინდაპამიდს.

კო-პრენესას® ტაბლეტები 4 მგ/1,25 მგ: 1 ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 1,25 მგ ინდაპამიდს.

დამხმარე ინგრედიენტები: კალციუმის ქლორიდ ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ კო-პრენესას® გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტაბლეტები 2 მგ/0,625 მგ - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ამოტვიფრული მოკლე ხაზით ერთ მხარეს.

ტაბლეტები 4 მგ/1,25 მგ - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეს. ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტების დასაყოფად ორ თანაბარ ნაწილად, ამასთამ შეიძლება გამოყენებული იქნას ტაბლეტის გადატეხისთვის მისი გადაყლაპვის შესამსუბუქებლად.

10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3, 6, ან 9 ბლისტერი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა