კო-ირდა
Co-Irda
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა. ფიქსირებული დოზის აღნიშნული კომბინაცია ნაჩვენებია ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით (იხ. პუნქტი 5.1).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + ირბეზარტანი (irbesartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039288
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კო-ირდა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ფიქსირებული დოზის აღნიშნული კომბინაცია ნაჩვენებია ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით (იხ. პუნქტი 5.1).
მიღების წესი და დოზირება
კო-ირდას რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ან ორ ტაბლეტს დღეში. კო-ირდა ყოველთვის დაგენიშნებათ თქვენი ექიმის მიერ, როდესაც წინა მკურნალობა სათანადოდ არ აქვეითებს თქვენს არტერიულ წნევას. თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას წინა მკურნალობიდან კო-ირდაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მიღების წესი
კო-ირდა განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალთან ერთად). კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სასურველია მიიღოთ თქვენი დღიური დოზა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. მნიშვნელოვანია, რომ კო-ირდას მიღება გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას.
არტერიული წნევის დაქვეითების მაქსიმალური ეფექტი უნდა იქნას მიღწეული მკურნალობის დაწყებიდან 6-8 კვირაში.
თუ მიიღეთ კო-ირდას საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბავშვებმა არ უნდა მიიღონ კო-ირდა
კო-ირდა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ ბავშვი გადაყლაპავს რამდენიმე ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კო-ირდას მიღება
თუ შემთხვევით გამოტოვეთ დღიური დოზა, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ირბესარტანს, რეგისტრირებულია კანის ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ჭინჭრის ციება) იშვიათი შემთხვევები, ასევე სახის, ტუჩების ან/და ენის ადგილობრივი შეშუპება.
თუ აღგენიშნებათ ზემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომი ან ქოშინი, შეწყვიტეთ კო-ირდას მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს
არც ისე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს
კლინიკურ კვლევებში ირბესარტანით/ჰიდროქლოროთიაზიდით ნამკურნალებ პაციენტებს აღენიშნათ შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გულისრევა/ღებინება
შარდვის დარღვევა
დაღლილობა
თავბრუსხვევა (მათ შორის ფეხზე წამოდგომისას მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს კუნთის და გულის ფუნქციის გამნსაზღვრელი ფერმენტის (კრეატინკინაზა) მომატებული დონე ან თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელი ნივთიერებების (სისხლში შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მომატებული დონე.
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება იწვევს პრობლემებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დიარეა
დაბალი არტერიული წნევა
გულის წასვლა
გახშირებული გულისცემა
წამოხურება
შეშუპება
სქესობრივი დისფუქნცია (სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დაწეული დონეები.
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება იწვევს პრობლემებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ირბესარტანის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6)
თუ ხართ ალერგიული ჰიდროქლოროთიაზიდის ან სულფინამიდის ნებისმიერი სხვა წარმოებულის მიმართ
თუ ხართ სამ თვეზე მეტი ვადის ორსული. (ასევე უკეთესია კო-ირდას მიღებისგან თავის შეკავება ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი ორსულობა)
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე პრობლემები
თუ გაქვთ შარდვის გაძნელება
თუ თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რომ სისხლში მუდმივად გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების დაზიანებული ფუნქცია და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით.
სიფრთხილის ზომები
კო-ირდას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ:
თუ გაქვთ ძლიერი ღებინება ან დიარეა
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ტრანსპლანტირებული თირკმელი
თუ გაქვთ გულის პრობლემები
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ოფლიანობას, სისუსტეს, შიმშილის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, კანკალს, თავის ტკივილს, წამოხურებას ან ფერმკრთალობას, დაბუჟებას, სწრაფ, ძლიერ გულისცემას), განსაკუთრებით, თუ გიტარდებათ დიაბეტის მკურნალობა
თუ გაქვთ წითელი მგლურა (ასევე, ცნობილი, როგორც მგლურა ან SLE)
თუ გაქვთ პირველადი ალდოსტერონიზმი (მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება ალდოსტერონის ჰორმონის ძლიერ წარმოებას, რაც იწვევს ნატრიუმის შეკავებას, და შედეგად, არტერიული წნევის მომატებას).
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ინჰიბიტორი (მაგალითად, ენალაპრილი, ლისინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები.
ალისკირენი.
თუ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანება მკურნალობის პერიოდში. ჰიდროქლოროთიაზიდით, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს (კანის არამელანომური კიბო) რისკი. კო-ირდათი მკურნალობის პერიოდში კანი დაიცავით მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ გქონდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ გქონდათ ნებისმიერი სახის მძიმე ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება კო-ირდას მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობა.
ასევე, იხილეთ ინფორმაცია პარაგრაფში „არ მიიღოთ კო-ირდა“.
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. კო-ირდა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება, თუ ხართ სამ თვეზე მეტი ვადის ორსული, რადგან პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს მისი გამოყენებისას ამ პერიოდში (იხ. პარაგრაფი ორსულობა).
ასევე, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით
თუ გაქვთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო წყურვილი, პირის ღრუს სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, კუნთების ტკივილი ან სპაზმი, გულისრევა, ღებინება, ან პათოლოგიურად სწრაფი გულისცემა, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჰიდროქლოროთიაზიდის (რომელსაც შეიცავს კო-ირდა) გადაჭარბებულ მოქმედებაზე.
თუ აღგენიშნებათ მზის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის დამწვრობის სიმპტომების თანხლებით (როგორიცაა სიწითლე, ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება), რომელიც ჩვეულებრივზე ხშირად ვითარდება
თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია (ქირურგიული ჩარევა) ან საანესთეზიო საშუალებების მიღება
თუ გაქვთ მხედველობის დაქვეითება ან ერთი ან ორივე თვალის ტკივილი კო-ირდას მიღების პერიოდში. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომა) სიმპტომები და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან ერთ კვირაში კო-ირდას მიღების შემდეგ. ეს შეიძლება იწვევდეს მხედველობის სრულ დაკარგვას, თუ არ მოხდა მისი მკურნალობა. თუ აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, შეიძლება ამ მდგომარეობის განვითარების მაღალი რისკი გქონდეთ. უნდა შეწყვიტოთ კო-ირდათი მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს მოცემული პრეპარატი, შეიძლება იწვევდეს ანტიდოპინგური ტესტის დადებით შედეგს.
ბავშვები და მოზარდები
კო-ირდა არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
ისეთი დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი კო-ირდას შემადგენლობაში, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ლითიუმის შემცველი პრეპარატები კო-ირდასთან ერთად მიიღება თქვენი ექიმის მკაცრი დაკვირვებით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა ან/და მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:
თუ იღებთ აგფ-ინჰიბიტორს ან ალისკირენს (ასევე, იხილეთ ინფორმაცია პარაგრაფებში „არ მიიღოთ კო-ირდა“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება, თუ იღებთ:
კალიუმის დანამატებს
კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს
კალიუმის დამზოგველ სამკურნალო საშუალებებს ან სხვა დიურეზულებს (შარდმდენებს)
გარკვეულ საფაღარათო საშუალებებს
პოდაგრის სამკურნალო საშუალებებს
D ვიტამინის თერაპიულ დანამატებს
გულის რიტმის საკონტროლო საშუალებებს
დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს (პერორალურ საშუალებებს, როგორიცაა რეპაგლინიდი, ან ინსულინი)
კარბამაზეპინს (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).
ასევე, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ სხვა სამკურნალო საშუალებებს, სტეროიდებს, კიბოს სამკურნალო საშუალებებს, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, ართრიტის სამკურნალო საშუალებებს ან კოლესტირამინსა და კოლესტიპოლის ფისებს სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად.
კო-ირდას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
კო-ირდათი მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მასში ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო, ფეხზე წამოდგომისას, განსაკუთრებით მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომისას შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევის გაძლიერებული შეგრძნება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ კო-ირდას მიღების შეწყვეტას, სანამ დაორსულდებით ან როგორც კი დაგიდგინდებათ ორსულობა, ასევე გირჩევთ კო-ირდას ნაცვლად სხვა პრეპარატის მიღებას. კო-ირდა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ უნდა მიიღოთ სამ თვეზე მეტი ვადის ორსულობის შემთხვევაში, რადგან ორსულობის მესამე თვიდან მისი გამოყენების შემთხვევაში მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. კო-ირდა არ არის რეკომენდებული დედებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებსავარაუდოა, რომ კო-ირდამ გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის პერიოდში იშვიათად შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
კო-ირდა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის (მაგალითად, ლაქტოზის) მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კო-ირდა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება კო-ირდა
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ზოგიერთი არასასურველი მოვლენა აღინიშნა ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის რეგისტრაციის შემდეგ. არასასურველი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი, ზარების რეკვის ხმა ყურებში, ხველა, გემოს დარღვევა, საჭმლის მოუნელებლობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციის დარღვევა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, სისხლში კალიუმის მომატებული დონე და ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება. ასევე, რეგისტრირებულია სიყვითლის (კანის ან/და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება) იშვიათი შემთხვევები.
როგორც ორი მოქმედი ნივთიერების შემცველი ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში, არ შეიძლება გამოირიცხოს თითოეული ინდივიდუალური კომპონენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.
ირბესარტანით მონოთერაპიისას გამოწვეული გვერდითი მოვლენები
ზემოთ მითითებულ გვერდით მოვლენებთან ერთად ასევე, რეგისტრირებულია ტკივილი გულ-მკერდის არეში, მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია - სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს დაღლილობას, თავის ტკივილს, ქოშინს ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევას და ფერმკრთალობას) და თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის) რაოდენობის შემცირებას და სისხლში შაქრის დაბალი დონე.
ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიისას გამოწვეული გვერდითი მოვლენები
მადის დაკარგვა; კუჭის გაღიზიანება; კუჭის სპაზმი; შეკრულობა; სიყვითლე (კანის ან/და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება); კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელსაც ახასიათებს მძიმე ტკივილი კუჭის ზედა არეში, ხშირად გულისრევის და ღებინების თანხლებით; ძილის დარღვევები; დეპრესია; არამკვეთრი მხედველობა; სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები, ცხელება; თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის) რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), რომელსაც ახასიათებს დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევა და ფერმკრთალობა; თირკმელების დაავადება; პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს პნევმონიას ან თირკმელებში სითხის დაგროვებას; მზის მიმართ კანის მგრძნობელობის გაზრდა; სისხლძარღვების ანთება; კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის აქერცვლით მთელ სხეულზე; წითელი მგლურას კანის ფორმა, რომელიც ვლინდება გამონაყარით სახეზე, კისრის არეში და თავის არეში; ალერგიული რეაქციები; სისუსტე და კუნთების სპაზმი; გულის შეკუმშვათა შეცვლილი სიხშირე; არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზის შეცვლის შემდეგ; სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება; სისხლში შაქრის მაღალი დონე; სისხლი შარდში; სისხლში გარკვეული ტიპის ცხიმების მომატებული დონე; სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავს მწვავე ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია): კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო), მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები).
ცნობილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში.
ჭარბი დოზა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია კო-ირდათი ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ. აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და დამხმარე. მართვა დამოკიდებულია თუ რა დრო არის გასული მიღებიდან და სიმპტომების სიმძიმეზე. შემოთავაზებული ღონისძიებები მოიცავს პირღებინების გამოწვევას და/ან კუჭის გამორეცხვას. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს ჭარბი დოზირების მკურნალობისას. შრატის ელექტროლიტებისა და კრეატინინის მაჩვენებლები ხშირად უნდა შემოწმდეს. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და სასწრაფოდ მიეცეს მარილისა და მოცულობის ჩამანაცვლებელი საშუალებები.
ირბესარტანის ჭარბი დოზირების ყველაზე მოსალოდნელი გამოვლინება არის ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია.
ჰიდროქლოროთიაზიდით ჭარბი დოზირება დაკავშირებულია ელექტროლიტების განლევასთან (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრემია) და დეჰიდრატაციასთან ძლიერი დიურეზის გამო. ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომები არის გულისრევა და ძილიანობა. ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და/ან გააძლიეროს გულის აროითმიები დაკავშირებულია დიგიტალური გლიკოზიდებისა თუ გარკვეული ანტი-არითმიული სამკურნალო პრეპარატების თანხმლებ გამოყენებასთან.
ირბესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით. ჰემოდიალიზის გზით გამოყოფოლის ჰიდროქლოროთიაზიდის ხარისხი არ არის დადგენილი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხ. პუნქტში 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
კო-ირდას შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი. კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
მოქმედი ნივთიერებებია ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი. კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
კო-ირდას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების, კომბინაციური პრეპარატი.
ათქ კოდი: С09DA04.
მოქმედების მექანიზმი
კო-ირდა წარმოადგენს ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტის, ირებასრტანის და თიაზიდური შარდმდენის, ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. აღნიშნული ინგრედიენტების კომბინაციას აქვს ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, აქვეითებს რა არტერიულ წნევას უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე ცალკე აღებული კომპონენტი.
ირბესარტანი არის ძლიერი, პერორალურად აქტიური, სელექციური ანგიოტენზინ-II რეცეპტორის (ქვეტიპი AT1) ანტაგონისტი. ის ახდენს AT1 რეცეპტორით განპირობებული ანგიოტენზინ-II-ის ყველა მოქმედების ბლოკირებას, განურჩევლად ანგიოტენზინ-II-ის სინთეზის წყაროსი ან გზისა. ანგიოტენზინ-II (AT1) რეცეპტორების სელექციური ანტაგონიზმის შედეგად იზრდება პლაზმაში რენინისა და ანგიოტენზინ-II-ის დონეები და მცირდება ალდოსტერონის პლაზმური დონეები. რეკომენდებული დოზებით ცალკე ირბესარტანი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შრატში კალიუმის დონეებზე. ირბესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინაზა-II), ფერმენტს, რომელიც წარმოქმნის ანგიოტენზინ-II-ს და აგრეთვე შლის ბრადიკინინს აქტიურ მეტაბოლიტებად. აქტივობისათვის ირბესარტანი არ საჭიროებს მეტაბოლურ აქტივაციას.
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. თიაზიდური შარდმდენების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი. თიაზიდები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლისმიერ ტუბულარულ მექანიზმზე, პირდაპირ ზრდიან რა ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას თითქმის თანაბარი რაოდენობებით. ჰიდროქლოროთიაზიდის შარდმდენი მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას, შარდში კალიუმის მომატებით და ბიკარბონატის დაკარგვით, ამცირებს შრატის კალიუმს. სავარაუდოდ, რენინ ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადით, ირბესარტანის იმავდროული მიღება ახდენს ამ დიურეტიკებთან ასოცირებული კალიუმის დაკარგვის უკუქცევას. ჰიდროქლოროთიაზიდით დიურეზის განვითარება იწყება 2 საათში და პიკური ეფექტი ვლინდება დაახლოებით 4 საათში, ხოლო მოქმედება ნარჩუნდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.
ჰიდროქლოროთიაზიდისა და ირბესარტანის კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის დოზა-დამოკიდებულ დამატებით შემცირებას მათი თერაპიული დოზირების დიაპაზონში. 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდისა და 300 მგ ირბესარტანის დამატება დღეში ერთხელ პაციენტებში, რომლებიც ადექვატურად არ კონტროლდებიან მხოლოდ 300 მგ ირბესარტანით იწვევდა პლაცებო-შესწორებული დიასტოლური არტერიული წნევის შემდგომ შემცირებას 6,1 mmHg-ით (24 საათის დოზირებიდან). 300 მგ ირებსარტანისა და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია იწვევდა პლაცებო-სუბტრაქციულ სისტოლის/დიასტოლის შემცირება 13.6/11.5 მმჰგ-მდე.
შეზღუდული კლინიკური მონაცემები (22-დან 7 პაციენტი) მიუთითებს, რომ ის პაციენტები, რომელთა კონტროლი ვერ ხდება 300მგ/12.5 მგ კომბინაციით, შეიძლება რეაგირებდნენ 300მგ/25მგ-ზე. ამ პაციენტებში დაფიქსირდა დამატებითი არტერიული წნევის დაწევის ეფექტი როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევისათვის (13.3 და 8.3 მმ Hგ, შესაბამისად).
დღეში ერთხელ 150 მგ ირბესარტანისა და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით მიიღწეოდა სისტოლური/დიასტოლური საშუალო პლაცებო კორექტირებული არტერიული წნევის დაქვეითება (24 საათი დოზის მიღების შემდეგ) 12.9/6.9 მმ Hგ-ით ზომიერი ან საშუალო ხარისხის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მაქსიმალური ეფექტები ვლინდებოდა 3-6 საათში. ამბულატორიული არტერიული წნევის მონიტორინგისას 150 მგ ირბესარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი დღეში ერთხელ მიღებისას უზრუნველყოფდა არტერიული წნევის მყარ დაწევას 24 საათის განმავლობაში საშუალო 24-საათიანი პლცებო-სუბტრაქტული სისტოლური/დიასტოლური წნევის 15.8/10.0 მმ Hგ-ით შემცირებით. ამბულატორიული მონიტორინგისას ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის 150 მგ/12.5 მგ უმაღლესი ეფექტები შეადგენა 100%-ს. უმაღლესი ეფექტები წნევის ოფისებში ვიზიტის დროს გაზომვისას იყო 68% და 76% ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის 150მგ/12.5მ შემთხვევაში და ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის 150მგ/12.5მგ შემთხვევაში, შესაბამისად. ამგვარი 24 საათიანი ეფექტები გამოვლინდა ჭარბი არტერიული წნევის პიკამდე დაქვეითების გარეშე და იყო მყარი, უსაფრთხო და ეფექტური დღეში ერთჯერადი დოზირების ინტერვალის განმავლობაში.
პაციენტებში, რომლებიც ადექვატურად არ კონტროლდებოდნენ მხოლოდ 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდით, ირბესარტანის დამატება უზრუნველყოფდა დამატებით პლაცებო-სუბტრაქციულ სისტოლურ/დიასტოლურ საშუალო დაქვეითებას 11.1/7.2 mmHg.
ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში ირბესარტანის არტერიული ქნევის დამაქვეითებელი ეფექტი გამოვლინდება პირველივე დოზის შემდეგ და მდგრადად წარმოდგენილია 1-2 კვირის განმავლობაში, მაქსიმალური ეფექტით 6-8 კვირით. ხანგრძლივ დაკვირვების კვლევებში, ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი შენარჩუნებული იყო 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სპეციფიკურად შესწავლილი კო-ირდა, უკუ-ეფექტის ჰიპერტენზია არ გამოვლინდა არც ირბესარტანით და არც ჰიდროქლოროთიაზიდით.
ირბესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი ავადობასა და სიკვდილიანობაზე არ არის შესწავლილი. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივი მკურნალობა ჰიდროქლოროთიაზიდებით ამცირებს გულსისხლძარღვოვანი სიკვილიანობისა და ავადობის რისკებს.
ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი ასაკისა დ სქესის მიხედვით არ განსხვავდება. როგორც სხვა ისეთი პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგეოტენზინის სისტემაზე, შავკანიანი ჰიპერტენზიული პაციენტები შესამჩნევად ნაკლებად რეაგირებენ ირბესარტანით მონოთერაპიაზე. როდესაც ირბესარტანი მიიღება ჰიდროქლოროთიაზიდის დაბალ დოზასთან ერთად (მაგ. 12.5 მგ), ანტიჰიპერტენზიული პასუხი შავკანიან პაციენტებში ისეთივეა, როგორც არაშავკანიან პაციენტებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება, როგორც საწყისი თერაპია მძიმე ხარისხის ჰიპერტენზიისათვის (SeDBP >110mmHგ) შეფასდა მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგ-ბრმა, აქტიურად კონტროლირებული, 8-კვირიანი, პარალელურ ჯგუფებიან კვლევაში. სულ 697 პაციენტი იქნა რანდომიზებული 2:1 კოეფიციენტით ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 150მგ/12.5მგ-ზე ან 150 მგ ირვესარტანზე და ხდებოდა სისტემური ტიტრირება (უფრო დაბალ დოზაზე პასუხის შეფასებამდე), ხოლო ერთი კვირის შემდეგ ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი 300მგ/25მგ-ზე ან 300 მგ ირვესარტანზე, შესაბამისად.
კვლევაში მონაწილეთა 58% იყო მამაკაცი. პაციენტთა საშუალო ასაკი 52.5 წლის, 13% იყო >65 წლის და მხოლოდ 2% - >75 წლის. პაციენტთა 12 პროცენტს ჰქონდა დიაბეტი, 34% ჰიპერლიპიდემია და ყველაზე ხშირი გულსისხლძარღვოვანი მდგომარეობა იყო სტაბილური სტენოკარდია მონაწილეთა 3.5%-ში.
ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო იმ პაციენტთა პროპორციის შედარება, რომლებშიც კონტროლდებოდა SeDBP (<90 მმჰგ) მკურნალობის მე-5 კვირას. კომბინაციის მიმღებ პაციენტთა 47.2%-ში მიღწეულ იქნა შე SeDBP <90 მმჰგ, ხოლო მხოლოდ ირბესარტანის მიმღებ პაციენტთა 33.2%-ში (პ=0.0005). საშუალო საბაზისო არტერიული წნევა იყო დაახლოებით 172/113 მმჰგ თითოეულ სამკურნალო ჯგუფში, ხოლო SeSBP /SeDBP დაწევა მეხუთე კვირას შეადგენდა 30.8/24.0 მმჰგ-ს და 21.1/19.3 მმ Hგ-ს შესაბამისად ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდისა და ირბესარტანის შემთხვევაში (p < 0.0001).
არასასურველი მოვლენების ტიპები და სიხშირე, რომლებიც გამოვლინდა კომბინაციის მიმღებ პაციენტებში იგივე იყო, რაც მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში. 8-კვირიანი მკურნალობის პერიოდში არც ერთ სამკურნალო ჯგუფში არ გამოვლენილა სინკოპეს შემთხვევები. კომბინაციურ და მონოთერაპიულ ჯგუფებში არასასურველი რეაქციების სახით გამოვლინდა ჰიპოტენზია პაციენტთა 0.6% და 0%-ში და თავბრუსხვევა პაციენტთა 2.8% და 3.1% შესაბამისად.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
ორი მსხვილი რანდომიზირებულ-კონტროლირებული კვლევით (ONTARGET (მიმდინარე ტელმისარტანი ცალკე და კომბინაციაში რამიპრილის გლობალურ კვლევაში) და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტის დროს) იკვლევდნენ აგფ ინჰიბიტორების ანგიოტენსინ IIთან კომბინაციის გამოყენებას. ONTARGET წარმოადგენდა კვლევას, რომელიც უტარდებოდა პაციენტებს გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობით ან ცერებროვასკულარული დაავადებებით ან ტიპი-2 დიაბეტით, ორგანოს ტერმინალური დაზიანების ნიშნებით. VA NEPHRON-D – კვლევა პაციენტებში ტიპი-2 დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.
კვლევებმა ვერ აჩვენა, მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის და/ან გულსისხლძარღვთა დავადებათა გამოსავალზე ან ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის ან/და ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე, მონოთერაპიასთან შედარებით. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე მნიშვნელოვანია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
შეასბამისად, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივი გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში დაუშვებელია.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) არის ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ტიპი-2 დიაბეტით დაავადებულ პაცინტებში, ასევე თირკმლების ქრონიკული დაავადებებით და გულსისხლძრღვთა დაავადებების მქონე (ან ორივე ერთად) პაციენტებში აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივ სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების უპირატესობის შესწავლა. კვლევა დროზე ადრე შეწყდა არასასურველი გამოსავლიანობის რისკის ზრდის გამო. სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობა და ინსულტი წარმოადგენდა უფრო ხშირ შემთხვევას ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ასევე გვერდითი ეფექტები და არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტონია და თირკმლის უკმარისობა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
კანის არა-მელანომური კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კუმულაციური დოზა-დამოკიდებული კავშირი ჰიდროქლოროთიაზიდსა და NMSC-ს შორის არ გამოვლენილა. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაცია BCC-ს 71,533 შემთხვევით და SCC-ის 8,629 შემთხვევით, რაც შეესატყვისებოდა 1,430,833 და 172,462 პოპულაციურ კონტროლს, შესაბამისად. ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი გამოყენება (≥50,000 მგ კუმულაციური) დაკავშირებული იყო კორექტირებულ OR-თან 1.29 (95% CI: 1.23-1.35) BCC-სთვის და 3.98 (95% CI: 3.68-4.31) SCC-სთვის. გამოხატული კუმულაციური დოზის პასუხის კავშირი ტუჩის კიბოსა (SCC) და ჰიდროქლოროთიაზიდს შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა დაუპირისპირებს 63,067 პოპულაციურ კონტროლს, რისკის შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი გამოვლინდა კორექტირებული OR 2.1 (95% CI: 1.7-2.6) გაზრდილი OR 3.9-mde (3.0-4.9) მაღალი გამოყენებისათვის (25,000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) მაქსიმალური კუმულაციური დოზისათვის (≈100.000 მგ) (იხ. პუნქტი 4.4).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჰიდროქლოროთიაზიდისა და ირბესარტანის ერთად გამოყენება არ გააჩნია გავლენა არცერთი ცალკე აღებული სამკურნალო პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.
შეწოვა
ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არის პერორალურად აქტიური საშუალებები და აქტივობისათვის არ საჭიროებენ ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის /ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტის პერორალურად მიღების შემდეგ ირბესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 60-80%, და 50-80% შესაბამისად. საკვები გავლენას არ ახდენს ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტის ბიოშეღწევადობაზე. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები ვლინდება 1.5-2 საათში ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ და 1-2.5 საათში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ.
განაწილება
ირბესარტანის პლაზმურ ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 96%-ს, მისი შეკავშირება უჯრედოვანი სისხლის კომპონენტებთან უმნიშვნელოა. ირბესარტანის განაწილების მოცულობა არის 53-93 ლიტრი. ჰიდროქლოროთიაზიდი 68%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს და მისი განაწილების მოცულობა არის 0.83-1.14 ლ/კგ.
წრფივობა/არაწრფივობა
ირბესარტანი ავლენს სწორხაზოვან და დოზა პროპორციულ ფარმაკოკინეტიკას 10- 600 მგ დოზის ფარგლებში. დაფიქსირფდა 600 მგ-ზე მეტი დოზისას პერორალური აბსორბციის პროპორციულზე ნაკლები მომატება, რისი მექანიზმიც უცნობია. თირკმლის და ორგანიზმში საერთო კლირენსი არის 157-176 და 3-3.5 მლ/წთ, შესაბამისად. ირბესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 11-15 საათი. მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღეში დღეში ერთჯერადი დოზირების რეჟიმის დაწყებიდან. ირნესარტანის შეზღუდული აკუმულაცია (<20%) ფიქსირდება პლაზმაში განმეორებით დღეში ერთხელ მიღებისას. კვლევის დროს ირბესარტანის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციები გამოვლინდა მდედრობითი სქესის ჰიპერტენზიულ პაციენტებში. მიუხედავად ამისა, არავითარი სხვაობა არ ყოფილა ირბესარტანის ნახევარგამოყოფისა და აკუმულაციის მხრივ. დოზის კორექცია საჭირო არ არის მდედრობითი სქესის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წლის) უფრო მაღალი იყო ირბესარტანის AUC და Cmax მაჩვენებლები, ვიდრე ახალგაზრდებში (18-40 წლის). თუმცა, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. დოზის კორექცია ხანდაზმულებში საჭირო არ არის. ჰიდროქლოროთიაზიდის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-15 საათს.
ბიოტრანსფორმაცია
14C ირბესარტანის პერორალური ან ინტრავენური გზით მიღების შემდეგ მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტივობის 80-85% მიეკუთვნება უცვლელ ირბესარტანს. ირბესარტანი მეტაბოლიზდება ღვიძლით გლუკორონიდული კონიუგაციითა და ოქსიდაციით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტე არის ირბესარტანის გლუკორონიდი (დაახლოებით 6%). In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ირბესარტანი უპირატესად იჟანგება P450 ციტოქრომის CYP2C9 ფერმენტით; იზოფერმენტს CYP3A4 გააჩნია უმნიშვნელო ეფექტი.
გამოყოფა
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ბილიარული და თირკმლისმიერი გზებით. 14C ირბესარტანის პერორალური ან ინტრავენური მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, დანარჩენი კი – განავალში. დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი ირბესარტანის სახით. ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, არამედ გამოიყოფა სწრაფად თირკმელებით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% გამოიყოფა უცვლელის სახით 24 საათში. ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტის ბარიერს, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ირბესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით. <20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარგამოყოფის დრო იზრდება 21 საათამდე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ზომიერი ან საშუალო ხარისხის ციროზის მქონე პაციენტებში ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. გამოკვლევები არ ჩატარებულა ღვიძლის მწავავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
კო-ირდა
150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
კო-ირდა
300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
(ირბესარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი)
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს კო-ირდა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კო-ირდას მიღებამდე
- როგორ მიიღება კო-ირდა
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- კო-ირდას შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს კო-ირდა და რისთვის გამოიყენება
კო-ირდა არის ორი მოქმედი ნივთიერების, ირბესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის, კომბინაცია.
ირბესარტანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტები. ანგიოტენზინ-II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში და უკავშირდება რეცეპტორებს სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ხდება მათი შეკუმშვა. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ირბესარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ-II-ის ამ რეცეპტორებთან შეკავშირებას, შედეგად კი იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და აქვეითებს არტერიულ წნევას.
ჰიდროქლოროთიაზიდი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები), რომლებიც იწვევს გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდას და შესაბამისად, არტერიული წნევის დაქვეითებას.
კო-ირდას შემადგენლობაში შემავალი ორი აქტიური კომპონენტი მოქმედებს ერთად და უფრო ძლიერ აქვეითებს არტერიულ წნევას, ვიდრე მათი ცალ-ცალკე მიღებისას.
კო-ირდა გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ირბესარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობა არ უზრუნველყოფს თქვენი არტერიული წნევის სათანადო კონტროლს.
- რა უნდა იცოდეთ კო-ირდას მიღებამდე
არ მიიღოთ კო-ირდა
თუ ხართ ალერგიული ირბესარტანის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6)
თუ ხართ ალერგიული ჰიდროქლოროთიაზიდის ან სულფინამიდის ნებისმიერი სხვა წარმოებულის მიმართ
თუ ხართ სამ თვეზე მეტი ვადის ორსული. (ასევე უკეთესია კო-ირდას მიღებისგან თავის შეკავება ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი ორსულობა)
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე პრობლემები
თუ გაქვთ შარდვის გაძნელება
თუ თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რომ სისხლში მუდმივად გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების დაზიანებული ფუნქცია და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კო-ირდას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ:
თუ გაქვთ ძლიერი ღებინება ან დიარეა
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან ტრანსპლანტირებული თირკმელი
თუ გაქვთ გულის პრობლემები
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს ოფლიანობას, სისუსტეს, შიმშილის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, კანკალს, თავის ტკივილს, წამოხურებას ან ფერმკრთალობას, დაბუჟებას, სწრაფ, ძლიერ გულისცემას), განსაკუთრებით, თუ გიტარდებათ დიაბეტის მკურნალობა
თუ გაქვთ წითელი მგლურა (ასევე, ცნობილი, როგორც მგლურა ან SLE)
თუ გაქვთ პირველადი ალდოსტერონიზმი (მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება ალდოსტერონის ჰორმონის ძლიერ წარმოებას, რაც იწვევს ნატრიუმის შეკავებას, და შედეგად, არტერიული წნევის მომატებას).
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ინჰიბიტორი (მაგალითად, ენალაპრილი, ლისინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები.
ალისკირენი.
თუ გქონდათ კანის კიბო ან მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანება მკურნალობის პერიოდში. ჰიდროქლოროთიაზიდით, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს (კანის არამელანომური კიბო) რისკი. კო-ირდათი მკურნალობის პერიოდში კანი დაიცავით მზის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.
თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ გქონდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში). თუ გქონდათ ნებისმიერი სახის მძიმე ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება კო-ირდას მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობა.
ასევე, იხილეთ ინფორმაცია პარაგრაფში „არ მიიღოთ კო-ირდა“.
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. კო-ირდა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ მიიღება, თუ ხართ სამ თვეზე მეტი ვადის ორსული, რადგან პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს მისი გამოყენებისას ამ პერიოდში (იხ. პარაგრაფი ორსულობა).
ასევე, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით
თუ გაქვთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო წყურვილი, პირის ღრუს სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, კუნთების ტკივილი ან სპაზმი, გულისრევა, ღებინება, ან პათოლოგიურად სწრაფი გულისცემა, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჰიდროქლოროთიაზიდის (რომელსაც შეიცავს კო-ირდა) გადაჭარბებულ მოქმედებაზე.
თუ აღგენიშნებათ მზის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის დამწვრობის სიმპტომების თანხლებით (როგორიცაა სიწითლე, ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება), რომელიც ჩვეულებრივზე ხშირად ვითარდება
თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია (ქირურგიული ჩარევა) ან საანესთეზიო საშუალებების მიღება
თუ გაქვთ მხედველობის დაქვეითება ან ერთი ან ორივე თვალის ტკივილი კო-ირდას მიღების პერიოდში. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომა) სიმპტომები და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან ერთ კვირაში კო-ირდას მიღების შემდეგ. ეს შეიძლება იწვევდეს მხედველობის სრულ დაკარგვას, თუ არ მოხდა მისი მკურნალობა. თუ აღგენიშნებოდათ ალერგია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, შეიძლება ამ მდგომარეობის განვითარების მაღალი რისკი გქონდეთ. უნდა შეწყვიტოთ კო-ირდათი მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ჰიდროქლოროთიაზიდი, რომელსაც შეიცავს მოცემული პრეპარატი, შეიძლება იწვევდეს ანტიდოპინგური ტესტის დადებით შედეგს.
ბავშვები და მოზარდები
კო-ირდა არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
სხვა სამკურნალო საშუალებები და კო-ირდა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
ისეთი დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი კო-ირდას შემადგენლობაში, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ლითიუმის შემცველი პრეპარატები კო-ირდასთან ერთად მიიღება თქვენი ექიმის მკაცრი დაკვირვებით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა ან/და მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:
თუ იღებთ აგფ-ინჰიბიტორს ან ალისკირენს (ასევე, იხილეთ ინფორმაცია პარაგრაფებში „არ მიიღოთ კო-ირდა“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება, თუ იღებთ:
კალიუმის დანამატებს
კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს
კალიუმის დამზოგველ სამკურნალო საშუალებებს ან სხვა დიურეზულებს (შარდმდენებს)
გარკვეულ საფაღარათო საშუალებებს
პოდაგრის სამკურნალო საშუალებებს
D ვიტამინის თერაპიულ დანამატებს
გულის რიტმის საკონტროლო საშუალებებს
დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს (პერორალურ საშუალებებს, როგორიცაა რეპაგლინიდი, ან ინსულინი)
კარბამაზეპინს (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).
ასევე, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ სხვა სამკურნალო საშუალებებს, სტეროიდებს, კიბოს სამკურნალო საშუალებებს, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, ართრიტის სამკურნალო საშუალებებს ან კოლესტირამინსა და კოლესტიპოლის ფისებს სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად.
კო-ირდას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
კო-ირდათი მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მასში ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო, ფეხზე წამოდგომისას, განსაკუთრებით მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომისას შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევის გაძლიერებული შეგრძნება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ კო-ირდას მიღების შეწყვეტას, სანამ დაორსულდებით ან როგორც კი დაგიდგინდებათ ორსულობა, ასევე გირჩევთ კო-ირდას ნაცვლად სხვა პრეპარატის მიღებას. კო-ირდა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ უნდა მიიღოთ სამ თვეზე მეტი ვადის ორსულობის შემთხვევაში, რადგან ორსულობის მესამე თვიდან მისი გამოყენების შემთხვევაში მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. კო-ირდა არ არის რეკომენდებული დედებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, და თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებსავარაუდოა, რომ კო-ირდამ გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის პერიოდში იშვიათად შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
კო-ირდა შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის (მაგალითად, ლაქტოზის) მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კო-ირდა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება კო-ირდა
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
კო-ირდას რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ან ორ ტაბლეტს დღეში. კო-ირდა ყოველთვის დაგენიშნებათ თქვენი ექიმის მიერ, როდესაც წინა მკურნალობა სათანადოდ არ აქვეითებს თქვენს არტერიულ წნევას. თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას წინა მკურნალობიდან კო-ირდაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მიღების წესი
კო-ირდა განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყალთან ერთად). კო-ირდას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სასურველია მიიღოთ თქვენი დღიური დოზა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. მნიშვნელოვანია, რომ კო-ირდას მიღება გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას.
არტერიული წნევის დაქვეითების მაქსიმალური ეფექტი უნდა იქნას მიღწეული მკურნალობის დაწყებიდან 6-8 კვირაში.
თუ მიიღეთ კო-ირდას საჭიროზე მეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბავშვებმა არ უნდა მიიღონ კო-ირდა
კო-ირდა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ ბავშვი გადაყლაპავს რამდენიმე ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კო-ირდას მიღება
თუ შემთხვევით გამოტოვეთ დღიური დოზა, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ირბესარტანს, რეგისტრირებულია კანის ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ჭინჭრის ციება) იშვიათი შემთხვევები, ასევე სახის, ტუჩების ან/და ენის ადგილობრივი შეშუპება.
თუ აღგენიშნებათ ზემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომი ან ქოშინი, შეწყვიტეთ კო-ირდას მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს
არც ისე ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს
კლინიკურ კვლევებში ირბესარტანით/ჰიდროქლოროთიაზიდით ნამკურნალებ პაციენტებს აღენიშნათ შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
გულისრევა/ღებინება
შარდვის დარღვევა
დაღლილობა
თავბრუსხვევა (მათ შორის ფეხზე წამოდგომისას მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს კუნთის და გულის ფუნქციის გამნსაზღვრელი ფერმენტის (კრეატინკინაზა) მომატებული დონე ან თირკმელების ფუნქციის განმსაზღვრელი ნივთიერებების (სისხლში შარდოვანას აზოტი, კრეატინინი) მომატებული დონე.
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება იწვევს პრობლემებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
დიარეა
დაბალი არტერიული წნევა
გულის წასვლა
გახშირებული გულისცემა
წამოხურება
შეშუპება
სქესობრივი დისფუქნცია (სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დაწეული დონეები.
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება იწვევს პრობლემებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც აღინიშნა ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის რეგისტრაციის შემდეგ
ზოგიერთი არასასურველი მოვლენა აღინიშნა ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის რეგისტრაციის შემდეგ. არასასურველი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი, ზარების რეკვის ხმა ყურებში, ხველა, გემოს დარღვევა, საჭმლის მოუნელებლობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციის დარღვევა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, სისხლში კალიუმის მომატებული დონე და ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება. ასევე, რეგისტრირებულია სიყვითლის (კანის ან/და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება) იშვიათი შემთხვევები.
როგორც ორი მოქმედი ნივთიერების შემცველი ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში, არ შეიძლება გამოირიცხოს თითოეული ინდივიდუალური კომპონენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.
ირბესარტანით მონოთერაპიისას გამოწვეული გვერდითი მოვლენები
ზემოთ მითითებულ გვერდით მოვლენებთან ერთად ასევე, რეგისტრირებულია ტკივილი გულ-მკერდის არეში, მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია - სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს დაღლილობას, თავის ტკივილს, ქოშინს ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევას და ფერმკრთალობას) და თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის) რაოდენობის შემცირებას და სისხლში შაქრის დაბალი დონე.
ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიისას გამოწვეული გვერდითი მოვლენები
მადის დაკარგვა; კუჭის გაღიზიანება; კუჭის სპაზმი; შეკრულობა; სიყვითლე (კანის ან/და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება); კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელსაც ახასიათებს მძიმე ტკივილი კუჭის ზედა არეში, ხშირად გულისრევის და ღებინების თანხლებით; ძილის დარღვევები; დეპრესია; არამკვეთრი მხედველობა; სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები, ცხელება; თრომბოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის) რაოდენობის შემცირება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), რომელსაც ახასიათებს დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევა და ფერმკრთალობა; თირკმელების დაავადება; პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს პნევმონიას ან თირკმელებში სითხის დაგროვებას; მზის მიმართ კანის მგრძნობელობის გაზრდა; სისხლძარღვების ანთება; კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის აქერცვლით მთელ სხეულზე; წითელი მგლურას კანის ფორმა, რომელიც ვლინდება გამონაყარით სახეზე, კისრის არეში და თავის არეში; ალერგიული რეაქციები; სისუსტე და კუნთების სპაზმი; გულის შეკუმშვათა შეცვლილი სიხშირე; არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზის შეცვლის შემდეგ; სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება; სისხლში შაქრის მაღალი დონე; სისხლი შარდში; სისხლში გარკვეული ტიპის ცხიმების მომატებული დონე; სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავს მწვავე ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია): კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო), მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი წნევის გამო (სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები).
ცნობილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში.
- კო-ირდას შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
კო-ირდას შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი. კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
მოქმედი ნივთიერებებია ირბესარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი. კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
კო-ირდას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და კო-ირდა 300 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİC. A.Ş.
Saray Mah. Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
მწარმოებელი
NOBEL İLAҪ SAN. ve TİC. A.Ş.
სანჯაკლარი მაჰ. ესკი აქჩაკოჯა კადესი No:299
811000 დუზჯე/თურქეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 16.05.2023 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


