კო-ვამლოსეტი
Co-Vamloset
პრეპარატი კო-ვამლოსეტი მიეკუთვნება რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ჯგუფს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში და შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას - ამლოდიპინს, ვალსარტანს და ჰიდროქლოროთიაზიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + ვალსარტან (valsartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ+160მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- «KRKA-RUS» LLC, რუსეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- C09DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040995
- რეგისტრირებულია
- 16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კო-ვამლოსეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კო-ვამლოსეტი მიეკუთვნება რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ჯგუფს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში და შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას - ამლოდიპინს, ვალსარტანს და ჰიდროქლოროთიაზიდს.
ყველა ეს აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს:
ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. ამლოდიპინი ბლოკავს კალციუმის შეღწევას სისხლძარღვების კედლებში, რითაც ხელს უშლის მათ შევიწროებას;
ვალსარტანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების სანათურის შევიწროებას, რითაც ზრდის არტერიულ წნევას. ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას;
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თიაზიდური შარდმდენები. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდის გამოყოფის მოცულობას (დიურეზს), რაც ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
სამი აქტიური ნივთიერების მოქმედების მექანიზმის შედეგად მიიღწევა სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის შემცირება.
კო-ვამლოსეტი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებშიც მიიღწევა არტერიული წნევის კონტროლი ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ცალ-ცალკე მიღებით. ამ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს მხოლოდ ერთი მედიკამენტის მიღება სამი ცალკეული პრეპარატის ნაცვლად.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი კო-ვამლოსეტი ნაჩვენებია II და III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილებში გამოსაყენებლად.
თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მიიღეთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილით.
თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და, ამ კვლევის შედეგების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატი კო-ვამლოსეტის დოზის გაზრდის შესახებ, რათა მიიღოთ პრეპარატის თქვენთვის შესაფერისი რაოდენობა.
მიღების გზა და (ან) მეთოდი
პრეპარატი კო-ვამლოსეტი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით, დაღეჭვის ან დაქუცმაცების გარეშე.
კო-ვამლოსეტი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
თუ მიიღეთ პრეპარატი კო-ვამლოსეტის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატი კო-ვამლოსეტის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება, არ ინერვიულოთ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო თითქმის დადგა, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. პრეპარატ კო-ვამლოსეტით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ);
პრეპარატები ან ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის კონცენტრაცია სისხლში. მათ მიეკუთვნებიან კალიუმის დანამატები ან მარილის შემცვლელები, კალიუმის შემნახველი პრეპარატები და ჰეპარინი;
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურებში „უკუჩვენებები“ და „სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
ეთანოლის (ალკოჰოლის) შემცველი პრეპარატები;
საძილე საშუალებები;
საანესთეზიო საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის ან სხვა პროცედურების ჩატარების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად);
ამანტადინი (ანტიპარკინსონიული პრეპარატი, რომელიც ასევე გამოიყენება ვირუსებით გამოწვეული გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);
ანტიქოლინერგული პრეპარატებები (სხვადასხვა დარღვევების სამკურნალო პრეპარატებები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სპაზმის, შარდის ბუშტის სპაზმის, ბრონქული ასთმის, ტრანსპორტში შეუძლოდ ყოფნის, კუნთების სპაზმის, პარკინსონის დაავადების და როგორც ანესთეზიის დამხმარე საშუალება);
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ და საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს, მათ შორის ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი); ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი ან სხვა ფისები (ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება სისხლში ლიპიდების მომატებული დონის კორექციისათვის);
სიმვასტატინი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის კონტროლისთვის);
ციკლოსპორინი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ორგანოს უარყოფა ან სხვა მდგომარეობებისას, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის ან ატოპიური დერმატიტის დროს);
ციტოტოქსიკური პრეპარატები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა მეტოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი;
დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის მხრივ დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს);
პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (შიგნით მისაღები პრეპარატები, მაგალითად, მეტფორმინი ან ინსულინი);
პრეპარატები ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ორგანოებში შარდმჟავას დალექვით (პოდაგრა), მაგალითად, პრეპარატი ალოპურინოლი;
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში შაქრის დონის მომატება (ბეტა-ადრენობლოკატორები, დიაზოქსიდი);
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ არარეგულარულ გულისცემას („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია), მაგალიად, ანტიარითმული პრეპარატები (პრეპარატები გულის მხრივ დარღვევების მკურნალობისათვის) და ზოგიერთი ნეიროლეფსიურები;
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის შემცველობას სისხლში, მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები;
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის შემცველობას სისხლში, მაგალითად, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები), კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B, პენიცილინი G;
არტერიული წნევის ასაწევი პრეპარატები, მაგალითად, ადრენალინი ან ნორადრენალინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ - ინფექცია) გამოწვეული ინფექციის დროს, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომისას (შიდსი) (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და სხვა);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საყლაპავის წყლულებისა და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (კარბენოქსოლონი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 შერჩევითი ინჰიბიტორები;
მიორელაქსანტები (პრეპარატები კუნთების მოსადუნებლად, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების დროს);
ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სხვა პრეპარატები, რომლებსაც ვაზოდილატატორები ეწოდება;
სხვა პრეპარატები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის მეთილდოპა;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ფტორქინოლონები, მაკროლიდები (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი (ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული პრეპარატები);
წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატები (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ);
დანტროლენი (პრეპარატი გამოიყენება თერმორეგულაციის მძიმე დარღვევების დროს);
ვიტამინი D და კალციუმის მარილები;
ტაკროლიმუსი (პრეპარატი გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს);
ძუძუმწოვრების რაპამიცინის სამიზნე ჯგუფის პრეპარატები, მაგალითად, სიროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვის დროს), ევეროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას და ზოგიერთი სახის კიბოს სამკურნალოდ), ტემსიროლიმუსი (გამოიყენება ზოგიერთი სახის კიბოს სამკურნალოდ);
ჰეპარინი (ანტიკოაგულანტები, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე);
ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები);
პენტამიდინი (ანტიპროტოზოული საშუალება, რომელიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ);
რანოლაზინი, ბეპრიდილი (ანტიანგინალური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი (ანტისიმსივნური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ);
ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, დომპერიდონი, ონდანსეტრონი);
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე (მაგალითად, ციზაპრიდი);
ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი (ანტიჰისტამინური საშუალებები, გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ);
ანაგრელიდი (გამოიყენება სისხლის დაავადებების დროს);
ვაზოპრესინი (ჰორმონალური პრეპარატი);
დიფემანილის მეთილსულფატი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს);
კეტანსერინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
პრობუკოლი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციისთვის);
პროპოფოლი, სევოფლურანი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნარკოზის დროს);
ტერლიპრესინი (გამოიყენება სხვადასხვა სისხლდენის დროს);
ტეროდილინი (დამამშვიდებელი საშუალება);
ცილოსტაზოლი (გამოიყენება სისხლძარღვთა დაავადებების დროს).
პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
იმ პირებმა, რომლებსაც დანიშნული აქვთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი, არ უნდა მიირთვან გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდონ პრეპარატის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერების (ამლოდიპინის) კონცენტრაცია სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითება.
ალკოჰოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ალკოჰოლმა შეიძლება ზედმეტად დააქვეითოს თქვენი არტერიული წნევა და (ან) გაზარდოს თავბრუსხვევის ან გულის წასვლის ალბათობა.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
თქვენ გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში (სიმპტომების გარეშე ან ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, გულის რითმის დარღვევა);
თქვენ გაქვთ ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში (სიმპტომების გარეშე ან ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, ცნობიერების არევა, კუნთების კრთომა ან კრუნჩხვები);
გაქვთ სისხლში კალციუმის მომატებული დონე (ისეთი სიმპტომებით ან მათ გარეშე, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ხშირი შარდვა, წყურვილი, კუნთების სისუსტე და კუნთების კრთომა);
გაქვთ დარღვევები თირკმელების მხრივ, ახლახანს გაიკეთეთ ახალი თირკმლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) ან გითხრეს, რომ თქვენ გაქვთ თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი შევიწროება (სტენოზი);
თქვენ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ;
თქვენ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ გულის უკმარისობა ან გულის იშემიური დაავადება;
ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი. მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები პრეპარატის საწყისი დოზასთან მიმართებაში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
გაქვთ შევიწროებული გულის სარქველი (აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი) ან თქვენი გულის კუნთის სისქე ძალიან მაღალია (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
გაწუხებთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „სისტემური წითელი მგლურა“;
გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი);
გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე;
გქონდათ ისეთი კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მზეზე ყოფნის შემდეგ;
გქონდათ ალერგიული რეაქცია სხვა პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება მომატებული წნევის სამკურნალოდ, ან შარდმდენ პრეპარატებზე (დიურეზულები), განსაკუთრებით თუ ხართ დაავადებული ბრონქული ასთმით ან ალერგიით;
გაქვთ ღებინება ან დიარეა;
ადრე გქონდათ ენის, ყელის, სახის შეშუპების შემთხვევები, გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების სახელით ცნობილი ალერგიული რეაქციით, რომელიც გქონდათ სხვა წამლის გამოყენებისას (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჩათვლით); შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ეს სიმპტომები წარმოიქმნება პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების ფონზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება, მიმართეთ ექიმს და აღარასდროს გამოიყენოთ ეს პრეპარატი;
გაქვთ ჰიპერალდოსტერონიზმი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჭარბი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. თუ ეს გეხებათ თქვენ, მაშინ პრეპარატი კო-ვამლოსეტი არ არის რეკომენდებული თქვენთვის;
თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ დარღვევები თირკმელების მხრივ, რომლებიც დიაბეტითაა განპირობებული;
ალისკირენი;
თქვენ გქონდათ თავბრუსხვევა და (ან) გონება დაკარგეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღების პერიოდში, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს;
თქვენ გაგიუარესდათ მხედველობა ან გაქვთ თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან გაზრდილი თვალშიდა წნევის სიმპტომები, რომელიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ადრე გქონიათ ალერგია პენიცილინების ან სულფონამიდების მიმართ, თქვენ შეიძლება იყოთ ნახსენები გართულების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ;
გქონდათ კანის კიბო ან პრეპარატ კო-ვამლოსეტით მკურნალობის დროს წარმოგექმნათ კანის დაზიანებები. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების დროს დაიცავით თქვენი კანი მზის სხივებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისაგან;
ადრე აღგენიშნებოდათ ქოშინი, ციებ-ცხელება, არტერიული წნევის დაწევა და ფილტვების მდგომარეობის გაუარესება (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სიმპტომები) ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა შარდმდენი პრეპარატის მიღების შემდეგ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების შემცველობის (მაგალითად, კალიუმის) რეგულარული კონტროლის ჩატარება.
იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „უკუჩვენებები“.
აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატი კო-ვამლოსეტის მიღების შემდეგ დაგეწყოთ ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა ან დიარეა. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ. პრეპარტის კო-ვამლოსეტი მიღება თვითნებურად არ შეწყვიტოთ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს მანამ, სანამ დაიწყებთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებას.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან კო-ვამლოსეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა რომელიმე პრეპარატების მიღება.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დანიშნული დოზა და (ან) მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე სამკურნალო საშუალებს მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ პრეპარატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ დაორსულდით პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია შეარჩიოს სხვა მკურნალობა.
არ მიიღოთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთმა არასასურველმა რეაქციამ, რომელიც წარმოიქმნება პრეპარატის მიღების ფონზე, მათ შორის თავბრუსხვევა ან მხედველობითი დარღვევები, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პოტენციურად სახიფათო სახეობის საქმიანობების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ კონცენტრაციას და სისწრაფეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა). თუ თქვენ იღებთ პრეპარატ კო-ვამლოსეტს, უნდა დაიცვათ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად პრეპარატმა კო-ვამლოსეტმა შეიძლება გაოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ განგივითარდათ ნებისმიერი ამ სერიოზული არასასურველი რეაქციებიდან რომელიმე:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე ადამიანში):
დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, თავბრუსხვევით, გონების უეცარი დაკარგვით).
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
გამოყოფილი შარდის რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (დიურეზი), რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევაზე (თირკმლის მწვავე უკმარისობა).
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ზოგჯერ სისხლჩაქცევებით კანში და ლორწოვან გარსში, რომლებიც დაკავშირებულია თრომბოციტების დაშლასთან (პურპურა);
არარეგულარული გულისცემა (არითმია);
ღვიძლის დაავადებები (ქოლესტაზის ჩათვლით), რომელსაც შესაძლოა ახლდეს სიყვითლე (კანის, თვალების გაყვითლება), ასევე მუქი ფერის შარდი.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
სუნთქვის გაძნელება ცხელებით, ხველა, მსტვენავი სუნთქვა, ქოშინი (სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვის შეშუპება, პნევმონიტი);
ციებ-ცხელება, არტერიული წნევის დაწევა, ქოშინი და (ან) გაუარესება სასუნთქი სისტემის მხრივ (მწვავე რესპირატორული დისტრეს - სინდრომის სიმპტომები);
ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) ერთ-ერთი ნიშანია;
კანის მძიმე დაავადებები: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (გამოიხატება გამონაყარით, კანის სიწითლით, ბუშტუკების წარმოქმნით ტუჩებზე, თვალებზე ან პირზე, კანის აქერცვლით, ცხელებით) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (გამოიხატება კანის მძიმე რეაქციებით, კანის ძლიერი აქერცვლის, გამოხატული კანისმიერი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანის სიწითლის მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსის ანთების ჩათვლით);
სახის, ენის, ყელის შეშუპება; სუნთქვის და (ან) ყლაპვის გაძნელება (რაც შეიძლება იყოს ანგიონევროზული შეშუპების ან კვინკეს შეშუპების სიმპტომი);
კანისმიერი გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შესაძლო სიმპტომები);
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება: მსგავსი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ, აღინიშნა ნაწლავის შეშუპება, რომელიც ვლინდება მუცლის ტკივილის, გულისრევის, ღებინების და დიარეის სახით.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი არსებული მონაცემების საფუძველზე):
მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში მაღალი თვალშიდა წნევის შედეგად (თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამო);
კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება ბუშტუკების წარმოქმნით (ბულოზური დერმატიტი).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
სისხლში კალიუმის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპოკალიემია);
სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის მომატება.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპომაგნიემია);
სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატება;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ძილიანობა;
დაღლილობა;
გულისცემის შეგრძნება;
არტერიული წნევის დაქვეითება მკვეთრად ადგომისას ან „დგომის“ პოზიციაში დიდხანს ყოფნისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);
სიწითლე;
დისკომფორტი მუცელში;
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
მადის დაქვეითება;
საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია);
გულისრევა;
ღებინება;
გამონაყარი, ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი;
შეშუპება, ტერფების შეშუპება;
გახშირებული შარდვა (პოლაკიურია);
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალციემია);
სისხლში ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია);
დეპრესია;
ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და ძილიანობა);
გუნება-განწყობის ცვლილებები;
დისკომფორტი, შეუძლოდ ყოფნა;
შენელებული რეაქცია;
ძალების დაკარგვა (ასთენია);
თავბრუსხვევა მკვეთრად ადგომისას ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
გონების უეცარი დროებითი დაკარგვა;
კანკალი (ტრემორი);
ტკივილის შეგრძნებადობის დაკარგვა (პარესთეზია);
ტკივილი;
ტკივილი მკერდში;
კოორდინაციის, მიხვრა-მოხვრის და სიარულის უნარის დაქვეითება (აბაზია);
ჩხვლეტა ან დაბუჟება (ჰიპესთეზია);
ნეიროპათია;
მხედველობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
ყურებში შუილი;
ბრუნვის შეგრძნება (ვერტიგო);
გახშირებული გულისცემა;
სიწითლე და ტკივილი ვენებში (ფლებიტი, თრომბოფლებიტი);
ხველა;
ქოშინი;
სურდო (რინიტი);
ფხაჭნის შეგრძნება ყელში;
სუნი პირიდან;
კუჭის მოქმედების დარღვევა (დეფეკაციის რიტმის ცვლილება);
დიარეა;
სიმშრალე პირში;
მადის დაკარგვა (ანორექსია);
გემოს შეგრძნებების დარღვევა;
თმის ცვენა (ალოპეცია);
მომატებული ოფლიანობა;
ქავილი, გამონაყარი/სხვადასხვა სახის გამონაყარი (ეგზანთემა);
კანის ფერის შეცვლა;
სახსრების ტკივილი;
ზურგის ტკივილი;
სახსრების შეშუპება;
კუნთების კრუნჩხვები;
კუნთების სისუსტე;
კუნთების ტკივილი;
ტკივილი კიდურებში;
შარდვის დარღვევა;
ღამით შარდვის მომატებული მოთხოვნილება (ნიქტურია);
დისკომფორტი ან მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია);
სისხლში შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის გაზრდა;
შარდმჟავას შემცველობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოკალიემია);
სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;
წონის მომატება/წონის დაკლება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გაუარესება შაქრიანი დიაბეტის დროს;
გონების დაბინდვა;
ყაბზობა;
კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა;
შარდში შაქრის გამოჩენა (გლუკოზურია);
სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსში;
სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერგლიკემია).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს):
ლეიკოციტების არარსებობა ან ძალიან დაბალი შემცველობა (აგრანულოციტოზი), რაც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, პირის ღრუში წყლულების წარმოქმნით და უფრო ხშირი ინფექციებით;
ერითროციტების ანომალური დაშლა სისხლძარღვებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (ჰემოლიზური ანემია), რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის სიფერმკრთალეში, დაღლილობაში, ქოშინში და მუქი ფერის შარდში;
სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილება (ჰიპოქლორემიული ალკალოზი), რომელიც გამოიხატება გონების აღრევით, დაღლილობით, კუნთების კრთომებით და სპაზმებით, გახშირებული სუნთქვით;
კუნთების მომატებული დაძაბულობა (ჰიპერტონუსი);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
კუჭის დაავადება (გასტრიტი);
ღრძილების ჩამოზრდა (ჰიპერპლაზია);
ღვიძლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებების ნორმიდან გადახრა (ბილირუბინის მომატების ჩათვლით);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის წითელი მგლურა (დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: კანის გამოხატული შეშუპება, გამონაყარი სახეზე, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება);
მულტიფორმული ერითემა (კანის მძიმე დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, ცხელება);
ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება ტკივილის შეგრძნებით, კანის სიწითლით, ბუშტუკების წარმოქმნით).
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების დაბალი შემცველობა (ნეიტროპენია);
აპლასტიკური ანემია (გამოიხატება სისუსტით, სისხლჩაქცევებით, ხშირი ინფექციებით);
დარღვევები, რომლის დროსაც ერთადაა რიგიდულობა, ტრემორი და (ან) მოძრაობითი დარღვევები (ექსტრაპირამიდული სინდრომი);
ცხელება (პირეზული რეაქცია);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია);
სისხლში ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერ არასასურველი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერს შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ:
რუსეთის ფედერაცია
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი, სახლი 2ა
სუ „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი“
ტელ: + 375 (17) 242 00 29
ფაქსი: + 375 (17) 242 00 29
ელფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., ს. 13, ბც „ნურსაულეტი 2“
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
ტელეფონი: +7 7172 235 135
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., სახლი 49/5
საკო ‘’წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“
ტელ: (+374 10) 20 05 05, (+374 96)22 05 05
ელფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
720044, ჩუის ოლქი, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზი ქ., ს. 25
სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დეპარტამენტი
ტელ: +996 (312) 21 92 86
ელ ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.dlsmi.kg
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ამჟამად არ არსებობს.
ამლოდიპინი
სიმპტომები
ამლოდიპინით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდია. არსებობს შეტყობინებები არტერიული წნევის გამოხატული და ხანგრძლივი დაქვეითების წარმოქმნის შესახებ შოკის განვითარებამდე ლეტალური შედეგით.
მკურნალობა
გამოხატული არტერიული წნევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ფეხები უნდა მოუთავსდეს სიმაღლეზე, ასევე, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემანარჩუნებელი აქტიური ზომები, მათ შორის გულისა და სასუნთქი სისტემის მუშაობის, ცირკულირებადი სისხლის მოცულობისა და გამოყოფილი შარდის რაოდენობის რეგულარული კონტროლი.
სისხლძარღვების ნორმალური ტონუსის შენარჩუნების მიზნით, უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვაზოპრესული პრეპარატების გამოყენებაც. თუ პრეპარატი კო-ვამლოსეტის გამოყენებიდან გასულია მცირე დრო, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის გამოყენებას ჯანმრთელ მოხალისეებში თან ახლდა ამლოდიპინის აბსორბციის დაქვეითება.
ვალსარტანი
ვალსარტანით ზედოზირების დროს სავარაუდოდ მოსალოდნელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისა და თავბრუსხვევის განვითარება.
ჰიდროქლოროთიაზიდი
სიმპტომები
ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირების ყველაზე ხშირი გამოვლინება არის დიურეზის გაზრდა, რასაც ახლავს სითხის მწვავე დაკარგვა (დეჰიდრატაცია) და ელექტროლიტური დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია). ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირებას შესაძლოა ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, შოკი;
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: სისუსტე, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა და ფეხის ნაკუთალის კუნთების სპაზმი, პარესთეზია, გონების დარღვევა, დაღლილობა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, წყურვილი
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: პოლიურია, ოლიგურია ან ანურია (ჰემოკონცენტრაციის გამო);
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ალკალოზი, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).
მკურნალობა
ზედოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია მცირე დრო, ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყვანისათვის ნაჩვენებია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციის შემცირება შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის შიგნით მიღებით. არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში ან შოკის დროს საჭიროა ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა პლაზმაშემცვლელი სითხეების შეყვანით და ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი) დეფიციტის შევსება. სუნთქვის დარღვევების შემთხვევაში ნაჩვენებია ჟანგბადით ინჰალაცია ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა (განსაკუთრებით სისხლის შრატში კალიუმის შემცველობისა) და თირკმელების ფუნქციის კონტროლი მათ ნორმალიზებამდე. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით, თუმცა მისი გამოყოფის ხარისხი არ არის დადგენილი.
ვალსარტანი და ამლოდიპინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფისათვის ჰემოდიალიზი შეიძლება ეფექტური იყოს.
შემადგენლობა
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი, ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი.
კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,94 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, რკინის საღებავი წითელი ოქსიდი (E172), აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (E172), აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, დაფარულს აპკიანი გარსით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს K1 გრავირებით. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით.

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული K2 გრავირებით ერთ მხარეს. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ვარდისფერი აპკიანი გარსით.

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ყავისფერ-მოყვითალო ფერის აპკიანი გარსით დაფარული K4 გრავირებით ერთ მხარეს. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ყავისფერ-ყვითელი აპკიანი გარსით.
10 ტაბლეტი მოთავსებულია ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის ბლისტერში.
3 ან 9 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის თარიღი), რომელიც აღნიშულია „ვარგისია:“-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ ეს სამკურნალო საშუალება სასმელ წყალში ან კანალიზაციის სისტემებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში
ათქ კოდი: C09DX01
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები
პრეპარატი კო-ვამლოსეტი წარმოადგენს სამი ჰიპერტენზული კომპონენტის კომბინაციას, არტერიული წნევის კონტროლის ერთმანეთის შემავსებელი მექანიზმით: ამლოდიპინი (დიჰიდროპირიდინის წარმოებული) - კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები, ვალსარტანი - ანგეოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი და ჰიდროქლოროთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი. ამ კომპონენტების კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას ცალკეული პრეპარატით მონოთერაპიასთან შედარებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი, რომელიც შედის პრეპარატის კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში, ახდენს კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანული შეღწევის ინჰიბირებას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უშუალო მოდუნებით ეფექტთან სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ ამლოდიპინი ახდენს რეცეპტორის დიჰიდრო- და არადიჰიდროპირიდინულ აქტიურ ცენტრებთან შეკავშირებას. სისხლძარღვების კედლების კარდიომიოციტებისა და მიოციტების შეკუმშვა ხდება მათში კალციუმის არხების გავლით კალციუმის იონების შეღწევის წყალობით.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში გამოყენება იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას (პაციენტის ,,მწოლიარე‘‘ ან ,,მდგომარე‘‘ მდგომარეობაში). არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს გულის კუმშვის სიხშირისა (გკს) და აქტიური კატექოლამინების აქტიურობის არსებით ცვლილებებს ხანგრძლივი გამოყენებისას.
პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კორელირებს თერაპიულ პასუხთან, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებშიც. არტერიული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას, გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარისა (გფს) და თირკმლის პლაზმის სისხლის ეფექტური გადინების მატებას ფილტრაციული ფრაქციისა და პროტეინურიის გამოხატულობის ცვლილებების გარეშე.
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების გამოყენების მსგავსად, ამლოდიპინის გამოყენების ფონზე მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აღინიშნა გულის ფუნქციის ჰემოდინამიური მაჩვენებლების ცვლილებები მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას: გულის ინდექსის მცირედი გაზრდა მარცხენა პარკუჭში წნევის მატების მაქსიმალურ სიჩქარეზე, საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და მარცხენა პარკუჭის მოცულობაზე არსებითი ზეგავლენის გარეშე.
ინტაქტურ ცხოველებსა და ჯანმრთელ მოხალისეებში ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიული დოზების დიაპაზონში მიღებული ამლოდიპინის გავლენის ქვეშ არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი, მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას და არ მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე ინტაქტურ ცხოველებში და ჯანმრთელ მოხალისეებში.
არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების არასასურველი ცვლილებები.
დადასტურებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტიანობა სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიისა და ანგიოგრაფიულად დადასტურებული კორონალური არტერიების დაზიანების მქონე პაციენტებში.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს აქტიურ და სპეციფიურ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს, რომელიც განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ის შერჩევით მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ეფექტებზე. პლაზმაში შეუკავშირებელი ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის ზრდამ, AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ვალსარტანის გავლენის ქვეშ, შეიძლება გამოიწვიოს იმ განბლოკილი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგება AT1 რეცეპტორების სტიმულაციის ეფექტს. ვალსარტანს არ ახასიათებს გამოხატული აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორების მიმართ. ვალსარტანის აფინურობა AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან არის დაახლოებით 20 000-ჯერ უფრო მაღალი, AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან შედარებით.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დაშლას. ვინაიდან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის გამოყენებისას არ ხდება აგფ-ს ინჰიბირება და ბრადიკინინის ან P სუბსტანციის დაგროვება, მშრალი ხველის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
ვალსარტანის აგფ ინჰიბიტორთან შედარებით კლინიკურ კვლევებში მშრალი ხველის განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p <0,05) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით (იმ პაციენტების 2,6%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, და იმ პაციენტების 7,9%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით). კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ადრე განუვითარდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს, ეს გართულება აღინიშნა შემთხვევების 19,5%-ში ვალსარტანით მკურნალობის დროს და 19%-ში - თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას. ამავდროულად, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით, ხველა დაფიქსირდა შემთხვევების 68,5%-ში (p <0,05). ვალსარტანი არ ახდენს ურთიერთქმედებას და არ ბლოკირებს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების რეგულირებისთვის.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ვალსარტანით მკურნალობისას, აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც არ ახლავს გულისცემის სიხშირის ცვლილება. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი უმეტეს პაციენტებში ვლინდება ვალსარტანის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ვითარდება 4-6 საათის შემდეგ. ვალსარტანის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ხანგრძლივობა გრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. განმეორებითი გამოყენებისას, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება, პერორალურად მიღებული დოზის მიუხედავად, ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის დროს. ვალსარტანის მიღების მკვეთრ შეწყვეტას არ ახლავს არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან სხვა არასასურველი კლინიკური შედეგები. ვალსარტანის გამოყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (რაც განსაკუთრებით გამოხატულია პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან ბეტა-ადრენობლოკატორებს). მარცხენა პარკუჭის უკმარისობის (სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით) ან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო სიკვდილიანობის შემცირება.
ჰიდროქლოროთიაზიდი
თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების გამოყენების ადგილს წარმოადგენს თირკმლის დისტალური კლაკნილი მილაკები. თირკმელების კორტიკალური შრის დისტალური მილაკების მაღალმგრძნობიარე რეცეპტორებზე თიაზიდური დიურეტიკების ზემოქმედებით ხდება ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვა. ნატრიუმისა და ქლორიდის იონების კო-სატრანსპორტო სისტემის დათრგუნვა, სავარაუდოდ, ხდება ამ სისტემაში ქლორის იონების შეკავშირების ადგილებისთვის კონკურენციის ხარჯზე. შედეგად, ნატრიუმისა და ქლორიდის იონების ექსკრეცია იზრდება დაახლოებით თანაბარი ხარისხით. დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, რაც იწვევს რენინის აქტივობის, ალდოსტერონის სეკრეციის, თირკმელებით კალიუმის გამოყოფის გაზრდას და, შესაბამისად, სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის შემცირებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამლოდიპინი
აბსორბცია
ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64-80%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ-ს. ამლოდიპინის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტენზულ პაციენტებში ცირკულირებადი ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზირდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
ელიმინაცია
სისხლის პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, დაახლოებით 30-დან 50 საათამდე ნახევრადგამოყოფის პერიოდით (T½). წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. 10% გამოიყოფა უცვლელი სახით, 60% - მეტაბოლიტების სახით.
ვალსარტანი
აბსორბცია
ვალსარტანის შიგნით მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს.
საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება (მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” ფართობის [AUC] მნიშვნელობის მიხედვით) 40%-ით და Cmax სისხლის პლაზმაში - თითქმის 50%-ით, თუმცა ვალსარტანის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ მას საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომელიც იღებდა ვალსარტანს უზმოზე, თანაბრდება. თუმცა AUC-ის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის დანიშვნა შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად.
განაწილება
ვალსარტანის განაწილების მოცულობა (Vd) წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ-ს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს (მიღებული დოზის დაახლოებით 20% განისაზღვრება მეტაბოლიტების სახით). ჰიდროქსილური მეტაბოლიტი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია
ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T½α < 1 სთ და T½β დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით ნაწლავით (დაახლოებით დოზის 83%) და თირკმელებით (დაახლოებით დოზის 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი თირკმლმისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). T½ შეადგენს 6 საათს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
აბსორბცია
ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია შიგნით მიღების შემდეგ სწრაფია (Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2 საათია). საშუალოდ AUC ზრდა ატარებს წრფივ ხასიათს და თერაპიულ დიაპაზონში შიგნით მიღებული დოზის პროპორციულია. საკვებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობის, როგორც ზრდა, ასევე შემცირება პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით. ამ ზემოქმედების სიდიდე მცირეა და კლინიკურად უმნიშვნელო. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 70%-ს.
განაწილება
განაწილების კინეტიკა და ელიმინაცია მთლიანობაში აღწერილია, როგორც ბიოექსპონენციალური კლებადი ფუნქცია T½-ით - 6-15 სთ. მრავალჯერადი გამოყენებისას, ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება და დღეში ერთხელ გამოყენებისას კუმულაცია მინიმალურია. განაწილების ხილული მოცულობა 4-8 ლ/კგ-ია. სისხლის პლაზმაში ცირკულირებადი ჰიდროქლოროთიაზიდის 40-70% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად, ალბუმინებს. ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე გროვდება ერითროციტებში კონცენტრაციით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ასეთს სისხლის პლაზმაში.
ბიოტრანსფორმაცია
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა უცვლელი სახით.
ელიმინაცია
საბოლოო ფაზის T½ შეადგენს 6-15 საათს. პრეპარატის განმეორებით გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება, პრეპარატის დღეში ერთჯერადად დანიშვნისას პრეპარატის დაგროვება მინიმალურია. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელის სახით თირკმელებით.
ხაზოვანი/არახაზოვანი
ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს ახასიათებთ ხაზოვანობა.
ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი
პრეპარატ კო-ვამლოსეტის შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა, შესაბამისად, 6-8, 3 და 2 საათის შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)
ამლოდიპინის Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ერთნაირია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული, რაც იწვევს AUC და T½ ზრდას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იყო რამდენადმე უფრო გამოხატული, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, მაგრამ ეს არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
არსებობს შეზღუდული მონაცემები სისტემური კლირენსის შემცირების შესახებ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (ჯანმრთელ პაციენტებში ან პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება.
არ არის გამოვლენილი კორელაცია თირკმელების ფუნქციასა (კრეატინინის კლირენსი) და ვალსარტანის სისტემურ ექსპოზიციას შორის (AUC) პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით.
თირკმლის უკმარისობის დროს ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax საშუალო მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში და AUC მნიშვნელობები იზრდება, ექსკრეციის სიჩქარე კი მცირდება. თირკმელების ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში T½ პრაქტიკულად ორჯერ ხანგრძლივდება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსი შემცირებულია ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით (დაახლოებით 300 მლ/წთ).
პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით (კკ˂30 მლ/წთ), ანურიით და სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევით (გაანგარიშებითი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე >30მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი და ˂60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით გააჩნიათ ამლოდიპინის შემცირებული კლირენსი, რაც იწვევს AUC მაჩვენებლის დაახლოებით 40-60%-ით მომატებას. საშუალოდ პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 7-9 ქულა) სიმძიმის ხარისხის დარღვევებით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მიხედვით) ორმაგდება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (შესაბამისი ასაკის, სქესის და სხეულის მასის). პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. 4.2, 4.3 პუნქტები).
ბავშვები
პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების ფარმაკოკინეტიკური თვისებები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
დანართი ფურცელი - ინფორმაცია პაციენტისათვის
კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
კო-ვამლოსეტი, 10 მგ+ 160 მგ+ 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
კო-ვამლოსეტი,10 მგ+ 160 მგ+ 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერებები: ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, როდესაც მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილში 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ვამლოსეტი და რისთვის გამოიყენება.
- ინფორმაცია კო-ვამლოსეტის გამოყენებამდე
- პრეპარატი კო-ვამლოსეტის მიღების წესი
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატი კო-ვამლოსეტის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ვამლოსეტი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კო-ვამლოსეტი მიეკუთვნება რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ჯგუფს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში და შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას - ამლოდიპინს, ვალსარტანს და ჰიდროქლოროთიაზიდს.
ყველა ეს აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს:
ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. ამლოდიპინი ბლოკავს კალციუმის შეღწევას სისხლძარღვების კედლებში, რითაც ხელს უშლის მათ შევიწროებას;
ვალსარტანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების სანათურის შევიწროებას, რითაც ზრდის არტერიულ წნევას. ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას;
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თიაზიდური შარდმდენები. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდის გამოყოფის მოცულობას (დიურეზს), რაც ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
სამი აქტიური ნივთიერების მოქმედების მექანიზმის შედეგად მიიღწევა სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის შემცირება.
კო-ვამლოსეტი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებშიც მიიღწევა არტერიული წნევის კონტროლი ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ცალ-ცალკე მიღებით. ამ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს მხოლოდ ერთი მედიკამენტის მიღება სამი ცალკეული პრეპარატის ნაცვლად.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი კო-ვამლოსეტი ნაჩვენებია II და III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილებში გამოსაყენებლად.
თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
- ინფორმაცია კო-ვამლოსეტის გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი:
თუ თქვენ ხართ ალერგიული ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 ნაწილში);
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის და დიჰიდროპირიდინის წარმოებულების მიმართ (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);
თუ თქვენ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს;
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ღვიძლში სანაღვლე სადინარების დაზიანებით (ღვიძლის ბილიარული ციროზი), რაც იწვევს ნაღვლის გადინების დარღვევას და დაგროვებას (ქოლესტაზი);
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან გადიხართ დიალიზის პროცედურას;
თუ თქვენ არ გამოყოფთ შარდს (ანურია);
თუ მკურნალობის ჩატარების მიუხედავად თქვენს სისხლში ნარჩუნდება კალიუმის (ჰიპოკალიემია) ან ნატრიუმის (ჰიპონატრიემია) ძალზე დაბალი კონცენტრაცია სისხლში;
თუ მკურნალობის ჩატარების მიუხედავად თქვენს სისხლში ნარჩუნდება კალციუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერკალციემია);
თუ თქვენ გაქვთ შარდმჟავას მაღალი კონცენტრაცია სისხლში (ჰიპერურიკემია);
თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპოტენზია);
თუ თქვენ გაქვთ გულის სარქვლის აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი), კოლაფსი ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის მიაწოდოს ორგანიზმს);
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და (ან) თირკმელების ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
თუ თქვენ გაქვთ თირკმელების დაზიანება შაქრიანი დიაბეტის ფონზე (დიაბეტური ნეფროპათია) და იღებთ პრეპარატებს არტერიული წნევის შესამცირებლად და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რომელსაც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ეწოდება.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან გაქვთ რაიმე ეჭვი), გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
თქვენ გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში (სიმპტომების გარეშე ან ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, გულის რითმის დარღვევა);
თქვენ გაქვთ ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში (სიმპტომების გარეშე ან ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, ცნობიერების არევა, კუნთების კრთომა ან კრუნჩხვები);
გაქვთ სისხლში კალციუმის მომატებული დონე (ისეთი სიმპტომებით ან მათ გარეშე, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ხშირი შარდვა, წყურვილი, კუნთების სისუსტე და კუნთების კრთომა);
გაქვთ დარღვევები თირკმელების მხრივ, ახლახანს გაიკეთეთ ახალი თირკმლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) ან გითხრეს, რომ თქვენ გაქვთ თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი შევიწროება (სტენოზი);
თქვენ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ;
თქვენ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ გულის უკმარისობა ან გულის იშემიური დაავადება;
ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი. მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები პრეპარატის საწყისი დოზასთან მიმართებაში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
გაქვთ შევიწროებული გულის სარქველი (აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი) ან თქვენი გულის კუნთის სისქე ძალიან მაღალია (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
გაწუხებთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „სისტემური წითელი მგლურა“;
გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი);
გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე;
გქონდათ ისეთი კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მზეზე ყოფნის შემდეგ;
გქონდათ ალერგიული რეაქცია სხვა პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება მომატებული წნევის სამკურნალოდ, ან შარდმდენ პრეპარატებზე (დიურეზულები), განსაკუთრებით თუ ხართ დაავადებული ბრონქული ასთმით ან ალერგიით;
გაქვთ ღებინება ან დიარეა;
ადრე გქონდათ ენის, ყელის, სახის შეშუპების შემთხვევები, გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების სახელით ცნობილი ალერგიული რეაქციით, რომელიც გქონდათ სხვა წამლის გამოყენებისას (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჩათვლით); შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ეს სიმპტომები წარმოიქმნება პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების ფონზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება, მიმართეთ ექიმს და აღარასდროს გამოიყენოთ ეს პრეპარატი;
გაქვთ ჰიპერალდოსტერონიზმი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჭარბი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. თუ ეს გეხებათ თქვენ, მაშინ პრეპარატი კო-ვამლოსეტი არ არის რეკომენდებული თქვენთვის;
თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ დარღვევები თირკმელების მხრივ, რომლებიც დიაბეტითაა განპირობებული;
ალისკირენი;
თქვენ გქონდათ თავბრუსხვევა და (ან) გონება დაკარგეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღების პერიოდში, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს;
თქვენ გაგიუარესდათ მხედველობა ან გაქვთ თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან გაზრდილი თვალშიდა წნევის სიმპტომები, რომელიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ადრე გქონიათ ალერგია პენიცილინების ან სულფონამიდების მიმართ, თქვენ შეიძლება იყოთ ნახსენები გართულების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ;
გქონდათ კანის კიბო ან პრეპარატ კო-ვამლოსეტით მკურნალობის დროს წარმოგექმნათ კანის დაზიანებები. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩების გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკი (კანის არამელანომური კიბო). პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების დროს დაიცავით თქვენი კანი მზის სხივებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისაგან;
ადრე აღგენიშნებოდათ ქოშინი, ციებ-ცხელება, არტერიული წნევის დაწევა და ფილტვების მდგომარეობის გაუარესება (მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სიმპტომები) ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა შარდმდენი პრეპარატის მიღების შემდეგ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს თქვენი თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების შემცველობის (მაგალითად, კალიუმის) რეგულარული კონტროლის ჩატარება.
იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილში „უკუჩვენებები“.
აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატი კო-ვამლოსეტის მიღების შემდეგ დაგეწყოთ ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა ან დიარეა. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ. პრეპარტის კო-ვამლოსეტი მიღება თვითნებურად არ შეწყვიტოთ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს მანამ, სანამ დაიწყებთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებას.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან კო-ვამლოსეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი კო-ვამლოსეტი
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა რომელიმე პრეპარატების მიღება.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დანიშნული დოზა და (ან) მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე სამკურნალო საშუალებს მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ პრეპარატს.
არ მიიღოთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ);
პრეპარატები ან ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის კონცენტრაცია სისხლში. მათ მიეკუთვნებიან კალიუმის დანამატები ან მარილის შემცვლელები, კალიუმის შემნახველი პრეპარატები და ჰეპარინი;
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურებში „უკუჩვენებები“ და „სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
ეთანოლის (ალკოჰოლის) შემცველი პრეპარატები;
საძილე საშუალებები;
საანესთეზიო საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის ან სხვა პროცედურების ჩატარების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად);
ამანტადინი (ანტიპარკინსონიული პრეპარატი, რომელიც ასევე გამოიყენება ვირუსებით გამოწვეული გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის);
ანტიქოლინერგული პრეპარატებები (სხვადასხვა დარღვევების სამკურნალო პრეპარატებები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სპაზმის, შარდის ბუშტის სპაზმის, ბრონქული ასთმის, ტრანსპორტში შეუძლოდ ყოფნის, კუნთების სპაზმის, პარკინსონის დაავადების და როგორც ანესთეზიის დამხმარე საშუალება);
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ და საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს, მათ შორის ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი); ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი ან სხვა ფისები (ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება სისხლში ლიპიდების მომატებული დონის კორექციისათვის);
სიმვასტატინი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის კონტროლისთვის);
ციკლოსპორინი (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის (ტრანსპლანტაციის) დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული ორგანოს უარყოფა ან სხვა მდგომარეობებისას, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის ან ატოპიური დერმატიტის დროს);
ციტოტოქსიკური პრეპარატები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა მეტოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი;
დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის მხრივ დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს);
პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (შიგნით მისაღები პრეპარატები, მაგალითად, მეტფორმინი ან ინსულინი);
პრეპარატები ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ორგანოებში შარდმჟავას დალექვით (პოდაგრა), მაგალითად, პრეპარატი ალოპურინოლი;
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში შაქრის დონის მომატება (ბეტა-ადრენობლოკატორები, დიაზოქსიდი);
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ არარეგულარულ გულისცემას („პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია), მაგალიად, ანტიარითმული პრეპარატები (პრეპარატები გულის მხრივ დარღვევების მკურნალობისათვის) და ზოგიერთი ნეიროლეფსიურები;
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის შემცველობას სისხლში, მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები;
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის შემცველობას სისხლში, მაგალითად, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები), კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B, პენიცილინი G;
არტერიული წნევის ასაწევი პრეპარატები, მაგალითად, ადრენალინი ან ნორადრენალინი;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ - ინფექცია) გამოწვეული ინფექციის დროს, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომისას (შიდსი) (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და სხვა);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საყლაპავის წყლულებისა და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (კარბენოქსოლონი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 შერჩევითი ინჰიბიტორები;
მიორელაქსანტები (პრეპარატები კუნთების მოსადუნებლად, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების დროს);
ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სხვა პრეპარატები, რომლებსაც ვაზოდილატატორები ეწოდება;
სხვა პრეპარატები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის მეთილდოპა;
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
ფტორქინოლონები, მაკროლიდები (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი (ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული პრეპარატები);
წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატები (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ);
დანტროლენი (პრეპარატი გამოიყენება თერმორეგულაციის მძიმე დარღვევების დროს);
ვიტამინი D და კალციუმის მარილები;
ტაკროლიმუსი (პრეპარატი გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს);
ძუძუმწოვრების რაპამიცინის სამიზნე ჯგუფის პრეპარატები, მაგალითად, სიროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვის დროს), ევეროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების გადანერგვისას და ზოგიერთი სახის კიბოს სამკურნალოდ), ტემსიროლიმუსი (გამოიყენება ზოგიერთი სახის კიბოს სამკურნალოდ);
ჰეპარინი (ანტიკოაგულანტები, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე);
ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები);
პენტამიდინი (ანტიპროტოზოული საშუალება, რომელიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ);
რანოლაზინი, ბეპრიდილი (ანტიანგინალური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი (ანტისიმსივნური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ);
ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, დომპერიდონი, ონდანსეტრონი);
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე (მაგალითად, ციზაპრიდი);
ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი (ანტიჰისტამინური საშუალებები, გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ);
ანაგრელიდი (გამოიყენება სისხლის დაავადებების დროს);
ვაზოპრესინი (ჰორმონალური პრეპარატი);
დიფემანილის მეთილსულფატი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს);
კეტანსერინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
პრობუკოლი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციისთვის);
პროპოფოლი, სევოფლურანი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნარკოზის დროს);
ტერლიპრესინი (გამოიყენება სხვადასხვა სისხლდენის დროს);
ტეროდილინი (დამამშვიდებელი საშუალება);
ცილოსტაზოლი (გამოიყენება სისხლძარღვთა დაავადებების დროს).
პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
იმ პირებმა, რომლებსაც დანიშნული აქვთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი, არ უნდა მიირთვან გრეიფრუტის წვენი ან გრეიფრუტი, რადგან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდონ პრეპარატის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერების (ამლოდიპინის) კონცენტრაცია სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითება.
ალკოჰოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ალკოჰოლმა შეიძლება ზედმეტად დააქვეითოს თქვენი არტერიული წნევა და (ან) გაზარდოს თავბრუსხვევის ან გულის წასვლის ალბათობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ დაორსულდით პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმს შეუძლია შეარჩიოს სხვა მკურნალობა.
არ მიიღოთ პრეპარატი კო-ვამლოსეტი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთმა არასასურველმა რეაქციამ, რომელიც წარმოიქმნება პრეპარატის მიღების ფონზე, მათ შორის თავბრუსხვევა ან მხედველობითი დარღვევები, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პოტენციურად სახიფათო სახეობის საქმიანობების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ კონცენტრაციას და სისწრაფეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა). თუ თქვენ იღებთ პრეპარატ კო-ვამლოსეტს, უნდა დაიცვათ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატი კო-ვამლოსეტის მიღების წესი
ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მიიღეთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილით.
თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და, ამ კვლევის შედეგების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატი კო-ვამლოსეტის დოზის გაზრდის შესახებ, რათა მიიღოთ პრეპარატის თქვენთვის შესაფერისი რაოდენობა.
მიღების გზა და (ან) მეთოდი
პრეპარატი კო-ვამლოსეტი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით, დაღეჭვის ან დაქუცმაცების გარეშე.
კო-ვამლოსეტი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.
თუ მიიღეთ პრეპარატი კო-ვამლოსეტის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატი კო-ვამლოსეტის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება, არ ინერვიულოთ, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო თითქმის დადგა, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვეტეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. პრეპარატ კო-ვამლოსეტით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად პრეპარატმა კო-ვამლოსეტმა შეიძლება გაოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ განგივითარდათ ნებისმიერი ამ სერიოზული არასასურველი რეაქციებიდან რომელიმე:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე ადამიანში):
დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, თავბრუსხვევით, გონების უეცარი დაკარგვით).
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
გამოყოფილი შარდის რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (დიურეზი), რაც მიუთითებს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევაზე (თირკმლის მწვავე უკმარისობა).
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ზოგჯერ სისხლჩაქცევებით კანში და ლორწოვან გარსში, რომლებიც დაკავშირებულია თრომბოციტების დაშლასთან (პურპურა);
არარეგულარული გულისცემა (არითმია);
ღვიძლის დაავადებები (ქოლესტაზის ჩათვლით), რომელსაც შესაძლოა ახლდეს სიყვითლე (კანის, თვალების გაყვითლება), ასევე მუქი ფერის შარდი.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
სუნთქვის გაძნელება ცხელებით, ხველა, მსტვენავი სუნთქვა, ქოშინი (სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვის შეშუპება, პნევმონიტი);
ციებ-ცხელება, არტერიული წნევის დაწევა, ქოშინი და (ან) გაუარესება სასუნთქი სისტემის მხრივ (მწვავე რესპირატორული დისტრეს - სინდრომის სიმპტომები);
ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) ერთ-ერთი ნიშანია;
კანის მძიმე დაავადებები: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (გამოიხატება გამონაყარით, კანის სიწითლით, ბუშტუკების წარმოქმნით ტუჩებზე, თვალებზე ან პირზე, კანის აქერცვლით, ცხელებით) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (გამოიხატება კანის მძიმე რეაქციებით, კანის ძლიერი აქერცვლის, გამოხატული კანისმიერი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანის სიწითლის მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსის ანთების ჩათვლით);
სახის, ენის, ყელის შეშუპება; სუნთქვის და (ან) ყლაპვის გაძნელება (რაც შეიძლება იყოს ანგიონევროზული შეშუპების ან კვინკეს შეშუპების სიმპტომი);
კანისმიერი გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შესაძლო სიმპტომები);
ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება: მსგავსი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ, აღინიშნა ნაწლავის შეშუპება, რომელიც ვლინდება მუცლის ტკივილის, გულისრევის, ღებინების და დიარეის სახით.
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი არსებული მონაცემების საფუძველზე):
მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში მაღალი თვალშიდა წნევის შედეგად (თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამო);
კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება ბუშტუკების წარმოქმნით (ბულოზური დერმატიტი).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
სისხლში კალიუმის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპოკალიემია);
სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის მომატება.
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპომაგნიემია);
სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატება;
თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ძილიანობა;
დაღლილობა;
გულისცემის შეგრძნება;
არტერიული წნევის დაქვეითება მკვეთრად ადგომისას ან „დგომის“ პოზიციაში დიდხანს ყოფნისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);
სიწითლე;
დისკომფორტი მუცელში;
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
მადის დაქვეითება;
საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია);
გულისრევა;
ღებინება;
გამონაყარი, ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი;
შეშუპება, ტერფების შეშუპება;
გახშირებული შარდვა (პოლაკიურია);
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალციემია);
სისხლში ლიპიდების დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია);
დეპრესია;
ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და ძილიანობა);
გუნება-განწყობის ცვლილებები;
დისკომფორტი, შეუძლოდ ყოფნა;
შენელებული რეაქცია;
ძალების დაკარგვა (ასთენია);
თავბრუსხვევა მკვეთრად ადგომისას ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
გონების უეცარი დროებითი დაკარგვა;
კანკალი (ტრემორი);
ტკივილის შეგრძნებადობის დაკარგვა (პარესთეზია);
ტკივილი;
ტკივილი მკერდში;
კოორდინაციის, მიხვრა-მოხვრის და სიარულის უნარის დაქვეითება (აბაზია);
ჩხვლეტა ან დაბუჟება (ჰიპესთეზია);
ნეიროპათია;
მხედველობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
ყურებში შუილი;
ბრუნვის შეგრძნება (ვერტიგო);
გახშირებული გულისცემა;
სიწითლე და ტკივილი ვენებში (ფლებიტი, თრომბოფლებიტი);
ხველა;
ქოშინი;
სურდო (რინიტი);
ფხაჭნის შეგრძნება ყელში;
სუნი პირიდან;
კუჭის მოქმედების დარღვევა (დეფეკაციის რიტმის ცვლილება);
დიარეა;
სიმშრალე პირში;
მადის დაკარგვა (ანორექსია);
გემოს შეგრძნებების დარღვევა;
თმის ცვენა (ალოპეცია);
მომატებული ოფლიანობა;
ქავილი, გამონაყარი/სხვადასხვა სახის გამონაყარი (ეგზანთემა);
კანის ფერის შეცვლა;
სახსრების ტკივილი;
ზურგის ტკივილი;
სახსრების შეშუპება;
კუნთების კრუნჩხვები;
კუნთების სისუსტე;
კუნთების ტკივილი;
ტკივილი კიდურებში;
შარდვის დარღვევა;
ღამით შარდვის მომატებული მოთხოვნილება (ნიქტურია);
დისკომფორტი ან მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია);
სისხლში შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის გაზრდა;
შარდმჟავას შემცველობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია);
სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოკალიემია);
სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;
წონის მომატება/წონის დაკლება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გაუარესება შაქრიანი დიაბეტის დროს;
გონების დაბინდვა;
ყაბზობა;
კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა;
შარდში შაქრის გამოჩენა (გლუკოზურია);
სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსში;
სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერგლიკემია).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს):
ლეიკოციტების არარსებობა ან ძალიან დაბალი შემცველობა (აგრანულოციტოზი), რაც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, პირის ღრუში წყლულების წარმოქმნით და უფრო ხშირი ინფექციებით;
ერითროციტების ანომალური დაშლა სისხლძარღვებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (ჰემოლიზური ანემია), რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის სიფერმკრთალეში, დაღლილობაში, ქოშინში და მუქი ფერის შარდში;
სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილება (ჰიპოქლორემიული ალკალოზი), რომელიც გამოიხატება გონების აღრევით, დაღლილობით, კუნთების კრთომებით და სპაზმებით, გახშირებული სუნთქვით;
კუნთების მომატებული დაძაბულობა (ჰიპერტონუსი);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
კუჭის დაავადება (გასტრიტი);
ღრძილების ჩამოზრდა (ჰიპერპლაზია);
ღვიძლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებების ნორმიდან გადახრა (ბილირუბინის მომატების ჩათვლით);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის წითელი მგლურა (დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: კანის გამოხატული შეშუპება, გამონაყარი სახეზე, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება);
მულტიფორმული ერითემა (კანის მძიმე დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, ცხელება);
ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება ტკივილის შეგრძნებით, კანის სიწითლით, ბუშტუკების წარმოქმნით).
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
გარკვეული ტიპის ლეიკოციტების დაბალი შემცველობა (ნეიტროპენია);
აპლასტიკური ანემია (გამოიხატება სისუსტით, სისხლჩაქცევებით, ხშირი ინფექციებით);
დარღვევები, რომლის დროსაც ერთადაა რიგიდულობა, ტრემორი და (ან) მოძრაობითი დარღვევები (ექსტრაპირამიდული სინდრომი);
ცხელება (პირეზული რეაქცია);
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია);
სისხლში ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერ არასასურველი რეაქცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერს შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ:
რუსეთის ფედერაცია
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru
ბელარუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი შესახვევი, სახლი 2ა
სუ „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი“
ტელ: + 375 (17) 242 00 29
ფაქსი: + 375 (17) 242 00 29
ელფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., ს. 13, ბც „ნურსაულეტი 2“
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
ტელეფონი: +7 7172 235 135
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., სახლი 49/5
საკო ‘’წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“
ტელ: (+374 10) 20 05 05, (+374 96)22 05 05
ელფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
720044, ჩუის ოლქი, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზი ქ., ს. 25
სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დეპარტამენტი
ტელ: +996 (312) 21 92 86
ელ ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.dlsmi.kg
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- პრეპარატი კო-ვამლოსეტის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის თარიღი), რომელიც აღნიშულია „ვარგისია:“-ს შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ ეს სამკურნალო საშუალება სასმელ წყალში ან კანალიზაციის სისტემებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
პრეპარატი კო-ვამლოსეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი, ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი.
კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,94 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, რკინის საღებავი წითელი ოქსიდი (E172), აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს, 160 მგ ვალსარტანს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (E172), აპკის წარმომქმნელი ნარევი (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი-3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი).
გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, დაფარულს აპკიანი გარსით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს K1 გრავირებით. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით.
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული K2 გრავირებით ერთ მხარეს. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ვარდისფერი აპკიანი გარსით.
კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ყავისფერ-მოყვითალო ფერის აპკიანი გარსით დაფარული K4 გრავირებით ერთ მხარეს. გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ყავისფერ-ყვითელი აპკიანი გარსით.
10 ტაბლეტი მოთავსებულია ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის ბლისტერში.
3 ან 9 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
რუსეთის ფედერაცია
შპს “კრკა-რუს”, 143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვის ქ., სახლი 50.
ტელ: +7 (495) 994 70 70
ფაქსი: +7 (495) 994 70 78
ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]
მწარმოებელი
შპს "კრკა-რუს"
143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვის ქ., ს. 50
ეაეკ წევრ სახელმწიფოებში სამკურნალო პრეპარატი დარეგისტრირებულია შემდეგი სავაჭრო სახელწოდებებით:
სავაჭრო სახელწოდება
ეაეკ სახელმწიფო
კო-ვამლოსეტი
რუსეთის ფედერაცია
კო-ვალოდიპი
ბელარუსის რესპუბლიკა
კო-ვალოდიპი
ყაზახეთის რესპუბლიკა
კო-ვამლოსეტი
სომხეთის რესპუბლიკა
კო-ვამლოსეტი
ყირგიზეთის რესპუბლიკა
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს
რუსეთის ფედერაცია
შპს "კრკა-რუს"
143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვის ქ., ს. 50
ტელ.: +7 (495) 994 70 70
ფაქსი: +7 (495) 994 70 78
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
ბელარუსის რესპუბლიკაში სააქციო საზოგადოება „КRКА, tovarna zdravil, d.d., Novo mesto“-ს (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა
220114, ქ. მინსკი, ფილიმონოვის ქ., 25გ, ოფისი 315
ტელ.: 8 740 740 92 30
ფაქსი: 8 740 740 92 30
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
შპა „კრკა ყაზახეთი“
050040, ქ. ალმატი, კოკტემ-1 მიკრორაიონი, სახლი 15ა, ოფისი 601
ტელ: + 7 (727) 311 08 09
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა
„კრკა, დ.დ., ნოვო მესტო“-ს წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში
0001, ქ. ერევანი, ნალბანდიანის ქ., სახლი 106/1 („საიათნოვა“-ს ბიზნესცენტრი), ოფისი 103
ტელ: + 374 11 560011
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
სს „კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო’’ წარმომადგენლობა ყირგიზეთში
720040, ჩუსოს ოლქი, ქ. ბიშკეკი, ერკინდიკის ხეივანი, ს.71, ბლოკი ა
ტელ.: +996 (312) 66 22 50
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ფურცელ-ჩანართის გადახედვის თარიღი
2025 წლის 17 სექტემბერი
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია კავშირის ვებ-გვერდზე: https://eec.eaeunion.org.
ფურცელ-ჩანართი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებ-გვერდზე.
რუსეთის ფედერაცია
შპს "კრკა-რუს"
143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვის ქ., ს. 50
ტელ.: +7(495)994 70 70
ფაქსი: +7(495)994 70 78
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
ბელარუსის რესპუბლიკაში სააქციო საზოგადოება „КRКА, tovarna zdravil, d.d., Novo mesto“-ს (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა
220114, ქ. მინსკი, ფილიმონოვის ქ., 25გ, ოფისი 315
ტელ.: 8 740 740 92 30
ფაქსი: 8 740 740 92 30
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
შპა „კრკა ყაზახეთი“
050040, ქ. ალმატი, კოკტემ-1 მიკრორაიონი, სახლი 15ა, ოფისი 601
ტელ: + 7 (727) 311 08 09
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა
„კრკა, დ.დ., ნოვო მესტო“-ს წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში
0001, ქ. ერევანი, ნალბანდიანის ქ., სახლი 106/1 („საიათნოვა“-ს ბიზნესცენტრი), ოფისი 103
ტელ: + 374 11 560011
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
სს „კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო’’ წარმომადგენლობა ყირგიზეთში
720040, ჩუსოს ოლქი, ქ. ბიშკეკი, ერკინდიკის ხეივანი, ს.71, ბლოკი ა
ტელ.: +996 (312) 66 22 50
ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
ფურცელ-ჩანართის გადახედვის თარიღი
2025 წლის 17 სექტემბერი.
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია კავშირის ვებ-გვერდზე: https://eec.eaeunion.org.
ფურცელ-ჩანართი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებ-გვერდზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.