პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

კოქსიქეა

KOXIKEA

რეცეპტით90მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

კოქსიქეა წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ციკლოოგსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიურ ინჰიბიტორს. კოქსიქეა გამოიყენება ზრდასრულებსა და 16 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, ასევე - მწვავე პოდაგრულ ართრიტთან …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტორიკოქსიბი (etoricoxib)
ფორმა და შეფუთვა
90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, კოქსიბები
ATC კოდი
M01AH05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040581
რეგისტრირებულია
26 მარტი 2024, მოქმედებს 26 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკოქსიქეა და სხვა წამალი ერთად

კოქსიქეა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოქსიქეა წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ციკლოოგსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიურ ინჰიბიტორს.

კოქსიქეა გამოიყენება ზრდასრულებსა და 16 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, ასევე - მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილის და ანთებითი მოვლენების შესამსუბუქებლად, ხანმოკლე თერაპიის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ზომიერი ინტენსივობის ტკივილის დროს.

რისი ცოდნაა საჭირო კოქსიქეას მიღებამდე

ნუ მიიღებთ კოქსიქეას, თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ აცეტილსალიცილის მჟავას და ცოგ-2 ინჰიბოტორების ჩათვლით (მათ შორის, ანამნეზში);

გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური სისხლდენა ცერებროვასკულარული ან სხვა ტიპის სისხლდენა;

გაქვთ ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან აქტიური დაავავადება;

გაქვთ თირკმლების გამოხატული უკმარისობა, თირკმელების პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია;

ხართ ორსული ან მეძუძური დედა;

ხართ ბავშვი ან მოზარდი; არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;

გაქვთ არტერიული წნევა, რომელიც 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს (არტერიულ წნევასთან და მის კონტროლთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან);

გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში) პერიფერიული არტერიების დაავადებები, გადატანილი აორტოკორონარული შუნტირება (შუნტირების შემდგომი პერიოდი);

გაქვთ ცერებროვასკულარული დაავადებები, გადატანილი ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა;

გაქვთ ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;

თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილ მდგომარეობებიდან რომელიმე, კოქსიქეას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კოქსიქეას მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემები (სისხლდენა, წყლული);

გაქვთ გაუწყლოვნება ხანგრძლივი დიარეის ან/და ფაღარათის გამო;

გაქვთ შეშუპება ორგანიზმში წყლის შეკავების გამო;

გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება ანამნეზში; G

გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია (ზოგ პაციენტებში კოქსიქეას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას და ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს არტერიული წნევის პერიოდული კონტროლი);

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება ანამნეზში;

გაქვთ ინფექციური დაავადება (კოქსიქეას შეუძლია შეამციროს ცხელება, რომელიც ინფექციის სიმპტომია);

გაქვთ დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია, ხართ მწეველი – ამ მდგომარეობების გამო შესაძლებელია მოხდეს გულის დაავადებების რისკის მომატება;

ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი და გეგმავთ ორსულობას;

ხართ 65 წელზე მეტი ასაკის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კოქსიქეა ერთნაირად კარგად მოქმედებს ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებზე. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი მდგომარეობის დამატებით გაკონტროლება.

ბავშვები და მოზარდები

კოქსიქეა არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

არ მიიღოთ კოქსიქეა თქვენი მდგომარეობისთვის დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობით.

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ მინიმალურად ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (ხანგრძლივი მკურნალობისას, განსაკუთრებით - მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, მატულობს გულის მხრივ გართულებების და ინსულტის განვითარების რისკი).

პრეპარატი წარმოდგენილია რამოდენიმე დოზირებით. ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების შესაბამისად.

რეკომენდებული დოზები შემდეგია:

ოსტეოართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 60 მგ-მდე.

რევმატოიდული ართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 90 მგ-მდე.

მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 90 მგ-მდე.

მწვავე ტკივილის თანხლებით მიმდინარე მდგომარეობების დროს პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ მწვავე სიმპტომურ პერიოდში.

მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 120 მგ-ს დღეში ერთხელ მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს, არაუმეტეს 8 დღის განმავლობაში.

სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 90 მგ დღეში არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.

გამოყენების წესი და მიღების გზა

კოქსიქეა მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად. არ დაღეჭოთ.

მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

განსაკუთრებული პოპულაცია:

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას ეტორიკოქსიბის დოზის კორექცია საჭირო არ არის. როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვები:

არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, ხოლო საშუალო ხარისხის დარღვევის შემთხვევაში – 30 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ კოქსიქეას მიღების პერიოდში ჩათვლით, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით >30 მლ/წთ პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი არის <30 მლ/წთ-ზე, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს. კოქსიქეას ორგანიზმიდან გამოსადევნად ჰემოდიალიზი არაეფექტურია, პერიტონეული დიალიზის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

საჭირო დოზაზე მეტი კოქსიქეას მიღების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი კოქსიქეას მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

კოქსიქეას დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.

შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

პაციენტები, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით) გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები;

აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური სისხლდენა;

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (სისხლის შრატის ალბუმინი <25 გ/ლ ან ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით >10 ქულა);

თირკმელების კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ;

სიფრთხილის ზომები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს, იყო შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების შესახებ (პერფორაციები, წყლულები ან სისხლდენები), იშვიათად – ლეტალური შედეგით.

რეკომენდებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სიფრთხილით გამოყენება ეტორიკოქსიბით მკურნალობის დროს პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების მაღალი რისკით (პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან აცეტილსალიცილის მჟავას, პაციენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებით ანამნეზში, როგორიცაა – წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა).

ეტორიკოქსიბისა და აცეტილსალიცილის მჟავას (დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი) ერთდროულად გამოყენებისას არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების დამატებითი რისკი (კუჭ-ნაწლავის წყლულები ან სხვა გართულებები).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლება მეტად იყოს დაკავშირებული თრომბული გართულებების რისკთან (განსაკუთრებით, მიოკარდიუმის ინფარქტთან და ინსულტთან), პლაცებოს და ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან შედარებით. ვინაიდან ეტორიკოქსიბის დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდის შედეგად შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის მატება, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალურად ეფექტურ დოზებში დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. საჭიროა პეროდულად სიმპტომების შემსუბუქების და ჩატარებულ მკურნალობაზე პასუხის გადაფასება, განსაკუთრებით პაციენტებში ოსტეოართრიტით.

პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის გამოხატული ფაქტორებით (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება) ეტორიკოქსიბით მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა უნდა გადაწყდეს მხოლოდ საკითხის სათანადო განხილვის შემდეგ.

ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორები არ წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას შემცვლელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ვინაიდან არ ახდენს მოქმედებას თრომბოციტებზე, შესაბამისად, ანტიაგრეგანტული პრეპარატების გამოყენების შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული.

თირკმელების მხრივ

თირკმელების პერფუზიის შენარჩუნებაში თირკმლის პროსტაგლანდინებს შესაძლებელია ჰქონდეთ კომპენსატორული ფუნქცია. ეტორიკოქსიბის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება და შედეგად – თირკმელებში სისხლის ნაკადის შემცირება და მათი ფუნქციის დასუსტება. ასეთი რეაქციის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში თირკმლის მნიშვნელოვნად დასუსტებული ფუნქციით, გულის დეკომპენსირებული უკმარისობით ან ციროზით. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლის შესაძლებლობის განხილვა.

სითხის შეკავება, შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია

როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ზოგ პაციენტში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს, შეიძლება აღინიშნოს სითხის შეკავება, შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია. ყველა არასტეორიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ეტორიკოქსიბის ჩათვლით, შეუძლია გულის უკმარისობის წარმოქმნა ან გულის შეგუბებითი უკმარისობის რეციდივის გამოწვევა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში გულის უკმარისობის, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ან არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული შეშუპებებით. ასეთი პაციენტების მდგომარეობის გაუარესების კლინიკური ნიშნების დროს საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, ეტორიკოქსიბის მოხსნის ჩათვლით.

ეტორიკოქსიბის გამოყენებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება ახლდეს უფრო ხშირი და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ვიდრე სხვა არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებას, ამიტომ აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყების წინ და ასევე, განსაკუთრებით, ეტორიკოქსიბით მკურნალობის პროცესში. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში უნდა იქნას დანიშნული ალტერნატიული მკურნალობა. საჭიროა არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი - პერიოდული. თუ არტერიული წნევა მნიშვნელოვნად იზრდება, საჭიროა ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის განხილვა.

ღვიძლის მხრივ

ეტორიკოქსიბით მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების ან/და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლების მქონე ყველა პაციენტის მონიტორინგი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების გამოვლენისას ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მდგრადი პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ უფრო მაღალი) ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.

ზოგადი მითითებები

თუ ეტორიკოქსიბით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ზემოთ მითითებული ორგანოების და სისტემების ფუნქციის გაუარესება, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება და ეტორიკოქსიბის მოხსნის შესახებ საკითხის განხილვა. შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობაა საჭირო ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე – თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.

სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული ეტორიკოქსიბით მკურნალობა პაციენტებში დეჰიდრატაციით. ეტორიკოქსიბის გამოყენების წინ რეკომენდებულია რეჰიდრატაციის ჩატარება.

არსებობს მონაცემები ძალიან იშვიათად კანის მხრივ სერიოზული რეაქციების, მათ შორის – ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი პრეპარატების და ზოგიერთი ცოგ-2 სელექტიური ინჰიბოტორების გამოყენებისას, ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით. ასეთი რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის დასაწყისში, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.

იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების შესახებ (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიონევრიზული შეშუპება) პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ეტორიკოქსიბს. ასევე, პაციენტებში რომელიმე პრეპარატისადმი ალერგიული ანამნეზით, ზოგიერთი ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მხრივ რეაქციების რისკის მომატება. ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლინებისთანავე.

ეტორიკოქსიბის გამოყენებისას შესაძლებელია ტემპერატურული რეაქციის ან ინფექციების სხვა ნიშნების გამოვლინებების დათრგუნვა.

სიფრთხილით ინიშნება ერთდროულად ეტორიკოქსიბი და ვარფარინი ან სხვა პერორალური ანტიკოაგულანტი.

ეტორიკოქსიბის, ისევე როგორც ცოგ-ის და პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

სისხლის გამათხიერებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), მაგალითად, ვარფარინი;

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

მეთოტრექსატი (იმუნოდეპრესანტი, რომელიც ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (იმუნოდეპრესანტი);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომლიც გამოიყენება ზოგიერთი სახის დეპრესიის სამკურნალოდ);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, აგფ-ინჰიბიტორები (ენალაპრილი, რამიპრილი, ლოზარტანი, ვალსარტანი);

დიურეზული საშუალებები (შარდმდენი);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის და არითმიის სამკურნალო პრეპარატი);

მინოქსიდილი (ანტიჰიპერტენზიული საშუალება);

სალბუტამოლი (გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს);

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი);

ჰორმონები (კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი);

ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება კუჭის წყლულის განვითარების რისკი, თუმცა დაბალი დოზებით გამოიყენება გულ-სისხლძაღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის და მიღების შეწყვეტა ექიმის ინფორმირების გარეშე არ უნდა მოხდეს.

კოქსიქეას მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატის მიღებისას საკვების წინ, ეფექტი უფრო სწრაფად დგება, რაც გასათვალისწინებელია სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კოქსიქეას გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. არ არის რეკომენრედული პრეპარატის მიღება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კოქსიქეას გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ამიტომ მკურნალობის პერიოდში სასურველია თავის შეკავება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოქსიქეას შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ კოქსიქეას შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ არ აღგენიშნებათ განსაკუთრებული მგრძნობელობა, უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე მოსალოდნელი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კოქსიქეამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ კოქსიქეას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, კიდურების შეშუპება, რომელიც ძლიერდება.

სიყვითლე (მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე).

ძლიერი ან გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის არეში, შავი ფერის განავალი.

ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნა; სახის, ტუჩების ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

ძალიან ხშირად

ტკივილი კუჭის არეში.

ხშირად

პირის სიმშრალე, ანთებითი მოვლენები და ტკივილი პირის ღრუში (კბილის ამოღების შემდგომ პერიოდში);

ფეხების შეშუპება (ორგანიზმში წყლის შეკავების გამო);

თავბრუსხვევა;

პალპიტაცია (გულისცემის გაძლერება), არითმია;

არტერიული წნევის მომატება;

სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

შეკრულობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა, დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, საყლაპავის გაღიზიანება, წყლულები პირის ღრუში;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება;

სისხლჩაქცევები;

ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

არახშირად

გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები;

ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები);

მადის მომატება ან დაქვეითება, სხეულის წონის მატება;

შფოთვა, დეპრესია, გონებრივი აქტივობის გაუარესება, ჰალუცინაციები;

გემოს შეცვლა, უძილობა, ძილიანობა, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება;

მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება და სიწითლე;

შუილი ყურებში, ვერტიგო (სხეულის ბრუნვის შეგრძნება);

გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის უკმარისობა, სტენოკარდიული ტკივილი,

ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტონული კრიზი, სისხლძარვების ანთება;

ხველა, სისხლდენა ცხვირიდან, სუნთქვის დარღვევა/გაძნელება;

გასტროინტესტინალური დარღვევები, ნაწლავის პერისტალტიკის ხასიათის ცვლილება, პირის ღრუს სიმშრალე, კუჭის წყლული და ანთებითი პროცესები, რომელიც შესაძლოა გართულდეს სისხლდენით და პერფორაციით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეატიტი;

შეშუპება სახის არეში, კანის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი;

კუნთების შეკუმშვა/სპაზმი, კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა;

კალიუმის დონის მომატება სისხლში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

ტკივილი გულმკერდის არეში.

იშვიათად

ანგიოედემა (შეშუპება სახის არეში და პირის ღრუში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი (საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას);

მოუსვენრობა, გაღიზიანება;

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი);

სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;

ღვიძლის უკმარისობა, კანის და თვალის სკლერის სიყვითლე;

კანის მხრივ მნიშვნელოვანი დაზიანებები/რეაქციები.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია, არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური დაკვირვების ჩატარება.

ეტორიკოქსიბის დიალიზება ჰემოდიალიზის დროს არ ხდება; უცნობია, ხდება თუ არა პრეპარატის დიალიზება პერიტონეალური დიალიზის დროს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 60 მგ ეტორიკოქსიბი;

აქტიური ნივთიერება: 90 მგ ეტორიკოქსიბი;

აქტიური ნივთიერება: 120 მგ ეტორიკოქსიბი;

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

კოქსიქეა ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ კოქსიქეას კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კოქსიქეა, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერორალური ანტიკოაგულანტები: პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სტაბილიზირებულია ვარფარინის გამოყენებით, ეტორიკოქსიბის დღეში 120 მგ დოზით გამოყენებას თან ახლავს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პროთრომბინული დროის დაახლოებით 13%-ით ზრდა, შესაბამისად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ხშირად უნდა შემოწმდეს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პროთრომბინული დროის მაჩვენებლები, განსაკუთრებით ეტორიკოქსიბის მიღების პირველ დღეებში ან მისი დოზის შეცვლისას.

დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები: არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტის შესუსტება. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგ., დეჰიდრატაციის დროს ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმლის დასუსტებული ფუნქციით) ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის, ანგიოტენზინ II ანტაგონისტის ან ცოგ ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, რაც ატარებს შექცევად ხასიათს. აუცილებელია ასეთი ურთიერთქმედებების რისკის არსებობის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებიც ეტორიკოქსიბს იღებენ ერთდროულად ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებთან. აღნიშნული კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკმის პაციენტებში. საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაციის ჩატარება და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესახებ საკითხის განხილვა კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში, ასევე გარკვეული პერიოდულობით შემდგომში.

აცეტილსალიცილის მჟავა: ეტორიკოქსიბის დანიშვნა შესაძლებელია ერთდროულად აცეტილსალისილის მჟავასთან, რომელიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკისათვის დადგენილი დოზებით (დაბალი დოზები), მაგრამ ეტორიკოქსიბის და აცეტილსალისილის მჟავას ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წულულის გაჩენის ან სხვა გართულებების სიხშრის ზრდა ეტორიკოქსიბით მონოთერაპიასთან შედარებით. წონასწორული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ ეტორიკოქსიბის 120 მგ დოზით ერთხელ დღეში მიღება არ ახდენს გავლენას აცეტილსალიცილის მჟავას (დაბალი დოზით, 81 მგ/დღეში) ანტიტრომბოციტურ აქტივობაზე. არ არის რეკომენდებული ეტორიკოქსიბის ერთდროული გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან დოზებით, რომლებიც აღემატება გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკისათვის დადგენილ დოზებს, ასევე სხვა არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: ეტორიკოქსიბის ერთდროული გამოყენება ციკლოსპორინებთან და ტაკროლიმუსთან ზრდის ამ პრეპარატების ნეფროტოქსიურ ეფექტს. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი ეტორიკოქსიბის ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინთან და ტაკროლიმუსთან.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ლითიუმი: არასტეროუდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ხდება თირკმელებით ლითიუმის გამოყოფის შემცირება, შესაბამისად იზრდება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლში ლითიუმის შემცველობის მონიტორინგი და კორექცია, როგორც არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენების პერიოდში, ასევე ამ პრეპარატების მოხსნის დროს.

მეთოტრექსატი: არსებობს მონაცემები სისხლის პლაზმაში მეთოტრექსატის 28%-ით (AUC-ის მიხედვით) კონცენტრაციის ზრდის შესახებ და, ასევე, მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის 13%-ით შემცირების შესახებ ეტორიკოქსიბის გავლენის შედეგად.

პერორალური კონტრაცეპტივები: ეტორიკოქსიბის 120 მგ დოზებით 35 მკგ ეთინილესტრადიოლის და 0.5-დან 1 მგ-მდე ნორეტინდრონის შემცველ პერორალურ კონტრაცეპტივებთან გამოყენება 21 დღის განმავლობაში, ერთდროულად ან მიღებებს შორის 12 სთ-იანი ინტერვალით, ზრდის ეთინილესტრადიოლის სტაციონარულ AUC-ს 50-60%-ით. ამავე დროს ნოეტისტერონის კონცენტრაცია არ იზრდება კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე. ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა გასათვალსიწინებელია პერორალური კონტრაცეპტივების არჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთდორულად გამოყენების დროს. ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდის შედეგად შესაძლებელია პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის მატება (მაგ., ვენების თრომბოემბოლია რისკის ჯგუფის ქალებში).

ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია: 120 მგ ეტორიკოქსიბის მიღება ჰორმონოჩანაცვლებით პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კონიუგირებულ ესტროგენებს (პრემარინი 0.625 მგ), 28 დღის განმავლობაში ზრდის არაკონიუგირებული ესტრონის, ეკვილინის და 17-β-ესტრადიოლის წონასწორობის მდგომარეობაში AUC-ის საშუალო მაჩვენებელს. ხანგრძლივი გამოყენებისათვის რეკომენდირებული ეტორიკოქსიბის სხვა დოზების (60 და 90 მგ) გავლენა არ შესწავლილა.

გასათვალისწინებელია ესტროგენების კონცენტრაციის ასეთი მომატება, როდესაც საჭიროა პოსტმენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური პრეპარატის არჩევა ეტორიკოქსიბთან ერთდროულად გამოსაყენებლად, ვინაიდან ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს ესტროგენების ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკის მომატება.

პრედნიზოლონი: ეტორიკოქსიბი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას პრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.

დიგოქსინი: ეტორიკოქსიბის ზემოქმედება AUC-ის მაჩვენებელზე წონასწორობის მდგომარეობაში ან დიგოქსინის ელიმინაციაზე არ აღინიშნება. ამავდროულად, აღინიშნება დიგოქსინის Cmax მაჩვენებლის მომატება (დაახლოებით 33%-ით). ასეთი მომატება, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი პაციენტების უმეტესობისათვის, მაგრამ დიგოქსინის ტოქსიკური მოქმედების მიმართ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა დაკვირვება ეტორიკოქსიბის და დიგოქსინის ერთდორულად გამოყენებისას.

ეტორიკოქსიბის ზემოქმედება პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან სულფოტრანსფერაზებით: ეტორიკოქსიბი არის ადამიანის სულფოტრანსფერაზას აქტივობის ინჰიბიტორი, რომელსაც შეუძლია სისხლის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება. ვინაიდან სხვადასხვა სულფოტრანსფერაზას ზეგავლენის შესახებ მონაცემები შეზღუდულია, მიზანშეწონილია ეტორიკოქსიბის სიფრთხილით დანიშვნა ერთდროულად სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება, უპირატესად, ადამიანის სულფოტრანსფერაზებით (მაგ., პერორალური სალბუტამოლი და მინოქსიდილი).

ეტორიკოქსიბის ზეგავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP სისტემის იზოფერმენტებით: ეტორიკოქსიდის მიერ Р450 (CYP) 1А2, 2С9, 2С19, 2D6, 2E1 და 3А4 ციტოქრომების ინჰიბირება მოსალოდნელი არ არის. ეტორიკოქსიბის ყოველდრიური მიღება დოზით 120 მგ არ ახდენს გავლენას ღვიძლის CYP3A4 აქტივობაზე, რაც დადგენილია ერითრომიცინის სასუნთქი ტესტით.

რიფამპიცინი: ეტორიკოქსიბის და რიფამპიცინის (CYP ფერმენტის ძლიერი ინდუქტორის) ერთროული გამოიყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ეტორიკოქსიბის კონცენტრაციის შემცირებას 65%-ით. აღნიშნული ურთიერთქმედება გასათვლისწინებელია ეტორიკოკსიბის და რიფამპიცინის ერთდროულად დანიშვნისას.

ანტაციდები: ანტაციდური პრეპარატები არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია პაციენტებისთვის

კოქსიქეა

KOXIKEA

60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

120 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ორალური გამოყენებისთვის

ტაბლეტის ბირთვი:

აქტიური ნივთიერება: 60 მგ ეტორიკოქსიბი;

აქტიური ნივთიერება: 90 მგ ეტორიკოქსიბი;

აქტიური ნივთიერება: 120 მგ ეტორიკოქსიბი;

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა;

ტაბლეტის გარსი:

ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, გლიცერინის მონოსტეარატი, პოლივინილის სპირტი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (60 მგ და 120 მგ ტაბლეტების გარსის შემადგენლობაში), რკინის ოქსიდი ყვითელი (60 მგ და 120 მგ ტაბლეტების გარსის შემადგენლობაში).

კოქსიქეა არის:

მუქი მწვანე ფერის (60 მგ), ორმხრივამოზნექილი, ვაშლის ფორმის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

თეთრი ფერის (90 მგ), ორმხრივამოზნექილი, ვაშლის ფორმის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

ღია მწვანე ფერის (120 მგ), ორმხრივამოზნექილი, ვაშლის ფორმის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 28 (60 მგ), 28 (90 მგ) და 7 (120 მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

  • 149860208915preparatis miRebamde yuradRebiT gaecaniT instruqcias.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.

მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.

გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.

მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.

გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის კოქსიქეა და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო კოქსიქეას მიღებამდე

კოქსიქეას მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კოქსიქეას შენახვის პირობები

სხვა ინფორმაცია

რა არის კოქსიქეა და რისთვის გამოიყენება

კოქსიქეა წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ციკლოოგსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიურ ინჰიბიტორს.

კოქსიქეა გამოიყენება ზრდასრულებსა და 16 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, ასევე - მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილის და ანთებითი მოვლენების შესამსუბუქებლად, ხანმოკლე თერაპიის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ზომიერი ინტენსივობის ტკივილის დროს.

რისი ცოდნაა საჭირო კოქსიქეას მიღებამდე

ნუ მიიღებთ კოქსიქეას, თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ აცეტილსალიცილის მჟავას და ცოგ-2 ინჰიბოტორების ჩათვლით (მათ შორის, ანამნეზში);

გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური სისხლდენა ცერებროვასკულარული ან სხვა ტიპის სისხლდენა;

გაქვთ ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან აქტიური დაავავადება;

გაქვთ თირკმლების გამოხატული უკმარისობა, თირკმელების პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია;

ხართ ორსული ან მეძუძური დედა;

ხართ ბავშვი ან მოზარდი; არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;

გაქვთ არტერიული წნევა, რომელიც 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს (არტერიულ წნევასთან და მის კონტროლთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან);

გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში) პერიფერიული არტერიების დაავადებები, გადატანილი აორტოკორონარული შუნტირება (შუნტირების შემდგომი პერიოდი);

გაქვთ ცერებროვასკულარული დაავადებები, გადატანილი ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა;

გაქვთ ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;

თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილ მდგომარეობებიდან რომელიმე, კოქსიქეას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კოქსიქეას მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემები (სისხლდენა, წყლული);

გაქვთ გაუწყლოვნება ხანგრძლივი დიარეის ან/და ფაღარათის გამო;

გაქვთ შეშუპება ორგანიზმში წყლის შეკავების გამო;

გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება ანამნეზში; G

გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია (ზოგ პაციენტებში კოქსიქეას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას და ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს არტერიული წნევის პერიოდული კონტროლი);

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება ანამნეზში;

გაქვთ ინფექციური დაავადება (კოქსიქეას შეუძლია შეამციროს ცხელება, რომელიც ინფექციის სიმპტომია);

გაქვთ დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია, ხართ მწეველი – ამ მდგომარეობების გამო შესაძლებელია მოხდეს გულის დაავადებების რისკის მომატება;

ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი და გეგმავთ ორსულობას;

ხართ 65 წელზე მეტი ასაკის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კოქსიქეა ერთნაირად კარგად მოქმედებს ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებზე. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი მდგომარეობის დამატებით გაკონტროლება.

ბავშვები და მოზარდები

კოქსიქეა არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

სისხლის გამათხიერებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), მაგალითად, ვარფარინი;

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

მეთოტრექსატი (იმუნოდეპრესანტი, რომელიც ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს);

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (იმუნოდეპრესანტი);

ლითიუმი (მედიკამენტი, რომლიც გამოიყენება ზოგიერთი სახის დეპრესიის სამკურნალოდ);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, აგფ-ინჰიბიტორები (ენალაპრილი, რამიპრილი, ლოზარტანი, ვალსარტანი);

დიურეზული საშუალებები (შარდმდენი);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის და არითმიის სამკურნალო პრეპარატი);

მინოქსიდილი (ანტიჰიპერტენზიული საშუალება);

სალბუტამოლი (გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს);

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი);

ჰორმონები (კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი);

ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კოქსიქეასთან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება კუჭის წყლულის განვითარების რისკი, თუმცა დაბალი დოზებით გამოიყენება გულ-სისხლძაღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის და მიღების შეწყვეტა ექიმის ინფორმირების გარეშე არ უნდა მოხდეს.

კოქსიქეას მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატის მიღებისას საკვების წინ, ეფექტი უფრო სწრაფად დგება, რაც გასათვალისწინებელია სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კოქსიქეას გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. არ არის რეკომენრედული პრეპარატის მიღება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

კოქსიქეას გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ამიტომ მკურნალობის პერიოდში სასურველია თავის შეკავება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოქსიქეას შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ კოქსიქეას შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ არ აღგენიშნებათ განსაკუთრებული მგრძნობელობა, უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე მოსალოდნელი არ არის.

  • კოქსიქეას მიღების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

არ მიიღოთ კოქსიქეა თქვენი მდგომარეობისთვის დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობით.

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ მინიმალურად ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (ხანგრძლივი მკურნალობისას, განსაკუთრებით - მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, მატულობს გულის მხრივ გართულებების და ინსულტის განვითარების რისკი).

პრეპარატი წარმოდგენილია რამოდენიმე დოზირებით. ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების შესაბამისად.

რეკომენდებული დოზები შემდეგია:

ოსტეოართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 60 მგ-მდე.

რევმატოიდული ართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 90 მგ-მდე.

მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გაზრდა 90 მგ-მდე.

მწვავე ტკივილის თანხლებით მიმდინარე მდგომარეობების დროს პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ მწვავე სიმპტომურ პერიოდში.

მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 120 მგ-ს დღეში ერთხელ მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს, არაუმეტეს 8 დღის განმავლობაში.

სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 90 მგ დღეში არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.

გამოყენების წესი და მიღების გზა

კოქსიქეა მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად. არ დაღეჭოთ.

მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

განსაკუთრებული პოპულაცია:

ხანდაზმულები:

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას ეტორიკოქსიბის დოზის კორექცია საჭირო არ არის. როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვები:

არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, ხოლო საშუალო ხარისხის დარღვევის შემთხვევაში – 30 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ კოქსიქეას მიღების პერიოდში ჩათვლით, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით >30 მლ/წთ პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი არის <30 მლ/წთ-ზე, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს. კოქსიქეას ორგანიზმიდან გამოსადევნად ჰემოდიალიზი არაეფექტურია, პერიტონეული დიალიზის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

საჭირო დოზაზე მეტი კოქსიქეას მიღების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი კოქსიქეას მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

კოქსიქეას დოზის გამოტოვების შემთხვევაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.

შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კოქსიქეამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ კოქსიქეას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, კიდურების შეშუპება, რომელიც ძლიერდება.

სიყვითლე (მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე).

ძლიერი ან გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის არეში, შავი ფერის განავალი.

ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნა; სახის, ტუჩების ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

ძალიან ხშირად

ტკივილი კუჭის არეში.

ხშირად

პირის სიმშრალე, ანთებითი მოვლენები და ტკივილი პირის ღრუში (კბილის ამოღების შემდგომ პერიოდში);

ფეხების შეშუპება (ორგანიზმში წყლის შეკავების გამო);

თავბრუსხვევა;

პალპიტაცია (გულისცემის გაძლერება), არითმია;

არტერიული წნევის მომატება;

სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

შეკრულობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა, დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, საყლაპავის გაღიზიანება, წყლულები პირის ღრუში;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება;

სისხლჩაქცევები;

ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

არახშირად

გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები;

ცვლილებები ლაბორატორიულ მაჩვენებლებში (ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები);

მადის მომატება ან დაქვეითება, სხეულის წონის მატება;

შფოთვა, დეპრესია, გონებრივი აქტივობის გაუარესება, ჰალუცინაციები;

გემოს შეცვლა, უძილობა, ძილიანობა, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება;

მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება და სიწითლე;

შუილი ყურებში, ვერტიგო (სხეულის ბრუნვის შეგრძნება);

გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია, გულის უკმარისობა, სტენოკარდიული ტკივილი,

ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტონული კრიზი, სისხლძარვების ანთება;

ხველა, სისხლდენა ცხვირიდან, სუნთქვის დარღვევა/გაძნელება;

გასტროინტესტინალური დარღვევები, ნაწლავის პერისტალტიკის ხასიათის ცვლილება, პირის ღრუს სიმშრალე, კუჭის წყლული და ანთებითი პროცესები, რომელიც შესაძლოა გართულდეს სისხლდენით და პერფორაციით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეატიტი;

შეშუპება სახის არეში, კანის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი;

კუნთების შეკუმშვა/სპაზმი, კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა;

კალიუმის დონის მომატება სისხლში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

ტკივილი გულმკერდის არეში.

იშვიათად

ანგიოედემა (შეშუპება სახის არეში და პირის ღრუში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი (საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას);

მოუსვენრობა, გაღიზიანება;

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი);

სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება;

ღვიძლის უკმარისობა, კანის და თვალის სკლერის სიყვითლე;

კანის მხრივ მნიშვნელოვანი დაზიანებები/რეაქციები.

კოქსიქეას შენახვის პირობები

კოქსიქეა ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ კოქსიქეას კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კოქსიქეა, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

მწარმოებელი

Rontis Hellas Medical and Pharmaceutical Products S.A.,

საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა