პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

კოსმოკოლი პედიატრიული

CosmoCol Paediatric®

ურეცეპტოდ6.9გინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

კოსმოკოლი პედიატრიული არის საფაღარათო საშუალება. მოცემული პრეპარატი გამოიყენება: ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ 2-11 წლის ასაკის ბავშვებში. შეკრულობის სამკურნალოდ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. შეკრულობა არის მუდმივი ყაბზობა, როდესაც დიდი მოცულობის განავალი ახდენს სწორი ნაწლავის და/ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბონატი (carbonate) + potassium chloride + sodium chloride + macrogol 3350
ფორმა და შეფუთვა
6.9გ ფხვნილი შიგნით მისაღები პედიატრიული ხსნარის მოსამზადებლად ფორთოხლის, ლიმონის და ლაიმის არომატით პაკეტი №30
მწარმოებელი
Klocke Pharma-Service GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AD65
რეგისტრაციის ნომერი
რ-043331
რეგისტრირებულია
30 მაისი 2025, მოქმედებს 30 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნანომედიცინა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოსმოკოლი პედიატრიული და სხვა წამალი ერთად

კოსმოკოლი პედიატრიული — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოსმოკოლი პედიატრიული არის საფაღარათო საშუალება.

მოცემული პრეპარატი გამოიყენება:

ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ 2-11 წლის ასაკის ბავშვებში.

შეკრულობის სამკურნალოდ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. შეკრულობა არის მუდმივი ყაბზობა, როდესაც დიდი მოცულობის განავალი ახდენს სწორი ნაწლავის და/ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობას.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი რეკომენდებულია უფრო მაღალი დოზით.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები, როდესაც ამ პრეპარატს აძლევთ თქვენს ბავშვს. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქრონიკული ყაბზობა:

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის ასაკზე და მის პასუხზე მკურნალობის მიმართ.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, დაიწყეთ დოზით 1 საშეტი დღეში.

7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, დაიწყეთ დოზით 2 საშეტი დღეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ გაზარდოთ მიღებული საშეტების რაოდენობა მანამ, სანამ თქვენს ბავშვს არ ექნება რბილი განავალი. თუ საჭიროა დოზის გაზრდა, გააკეთეთ ეს ყოველ მეორე დღეს. როგორც წესი, დღეში საჭიროა არაუმეტეს 4 საშეტი.

თქვენს ბავშვს არ ესაჭიროება მთლიანი დოზის ერთდროულად დალევა. თუ თქვენს ბავშვს ასე ურჩევნია, შეიძლება ნახევარი დოზის დალევა დილით და ნახევარი დოზის - საღამოს.

შეკრულობა:

სანამ თქვენი ბავშვი მიიღებს კოსმოკოლი პედიატრიულს შეკრულობის გამო, თქვენმა ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ თქვენს ბავშვს აქვს ეს მდგომარეობა.

რეკომენდებული დოზაა:

ასაკი

1-ლი დღე

მე-2 დღე

მე-3 დღე

მე-4 დღე

მე-5 დღე

მე-6 დღე

მე-7 დღე

5-11 წელი

4 საშეტი

6 საშეტი

8 საშეტი

10 საშეტი

12 საშეტი

12 საშეტი

12 საშეტი

ყოველ დღეს, დოზები შეიძლება გადანაწილდეს 12 საათის განმავლობაში (მაგალითად, დილის 8 საათი - საღამოს 8 საათი). თქვენ გაიგებთ, რომ პრეპარატმა იმოქმედა, თუ თქვენი ბავშვი კუჭში გავა დიდი რაოდენობით და/ან აღენიშნება წყლიანი დიარეა. როგორც კი პრეპარატი იმოქმედებს, მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.

შეკრულობით გამოწვეული შემდგომ პრობლემების პრევენციის მიზნით, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ გააგრძელოთ ამ პრეპარატის მიცემა თქვენი ბავშვისათვის. თქვენ უნდა მისცეთ ქრონიკული ყაბზობის სამკურნალო დოზა.

როგორ ხდება შერევა

გახსენით საშეტი და ჩაყარეთ შიგთავსი ჭიქაში.

დაამატეთ დაახლოებით 62.5 მლ წყალი ან გაავსეთ ჭიქა დაახლოებით მეოთხედამდე.

კარგად მოურიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება და ხსნარი არ გახდება გამჭვირვალე ან ოდნავ დაბურული, შემდეგ მიეცით ის თქვენს ბავშვს დასალევად.

თუ თქვენი ბავშვი იღებს კოსმოკოლი პედიატრიულს შეკრულობის სამკურნალოდ, შეიძლება უფრო მარტივი იყოს 12 საშეტის გახსნა 750 მლ წყალში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ქრონიკული ყაბზობა:

საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მინიმუმ 6-12 თვის განმავლობაში.

შეკრულობა:

მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.

თუ თქვენი ბავშვი მიიღებს საჭიროზე უფრო მეტ კოსმოკოლი პედიატრიულს

თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გადაჭარბებული დიარეა. ამ შემთხვევაში, აღარ მისცეთ თქვენს ბავშვს კოსმოკოლი პედიატრიული და უზრუნველყავით, რომ მან მიიღოს დიდი რაოდენობით სითხეები. თუ თქვენ ამის გამო წუხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა

მიეცით დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

სიფრთხილის ზომები

არ მისცეთ კოსმოკოლი პედიატრიული თქვენს ბავშვს, თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ:

თქვენი ბავშვი ალერგიულია მაკროგოლი 3350-ის, ნატრიუმის ქლორიდის, ნატრიუმის წყალბადის კარბონატის, კალიუმის ქლორიდის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავური გაუვალობა.

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავის კედლის პერფორაცია.

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიკური მეგაკოლონი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენს ბავშვს აქვს გულის ან თირკმლის პრობლემები, დარღვეული ხახის რეფლექსი, ყლაპვის გაძნელება ან აწუხებს გულძმარვა, მისთვის კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღების პერიოდში თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე. კოსმოკოლი პედიატრიულის შემადგენლობაში შემავალი სითხე არ ცვლის თქვენი ბავშვის მიერ სითხის რეგულარულად მიღებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლახანს იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტიანი კოსმოკოლი პედიატრიულის გამოყენების დროს.

კოსმოკოლი პედიატრიულის დიდი მოცულობების მიღებისას (მაგალითად, შეკრულობისას) სხვა პრეპარატები შეიძლება გამოირეცხოს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. თქვენმა ბავშვმა არ უნდა მიიღოს სხვა პრეპარატები პერორალურად კოსმოკოლი პედიატრიულთან ერთად მის მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში.

თუ გჭირდებათ სითხეების გასქელება თქვენი ბავშვის მიერ მათი უსაფრთხოდ გადაყლაპვის მიზნით, კოსმოკოლი პედიატრიულს შეუძლია გაანეიტრალოს გამასქელებლის ეფექტი.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან ან სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კოსმოკოლი პედიატრიულის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს კალიუმს.

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 0.31 მმოლ (12.22 მგ) კალიუმს. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 93.86 მგ ნატრიუმს (საკვები / სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული საკვები ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 4.69%-ის ეკვივალენტია. ამის გათვალისწინება შეიძლება საჭირო გახდეს ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს სორბიტოლს (E420)

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 0.38 მგ სორბიტოლს (E420).

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას ან სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას.

ორგანიზმში სითხის ან ელექტროლიტების დონის შეცვლის ნიშნები (მარილების დონე, მაგალითად სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე), როგორიცაა შეშუპება (ძირითადად კოჭების არეში), ქოშინი, სისუსტის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა ან ძლიერი წყურვილი თავის ტკივილის თანხლებით.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

ტკივილი კუჭის არეში

მუცელში ყურყური

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

დიარეა

გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა

ტკივილი ან დისკომფორტი უკანა ტანის მიდამოში

თუ თქვენი ბავშვი მკურნალობს ქრონიკული ყაბზობის გამო, დიარეა, როგორც წესი, ალაგდება დოზის შემცირებისას.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

შებერილობის შეგრძნება

მეტეორიზმი

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კანზე გამონაყარს (ურტიკარიას), კანის ქავილს, გაწითლებას ან ჭინჭრის ციებას

საკვების მოუნელებლობა, ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება, თავის ტკივილი, სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოველნას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება უშუალოდ:

ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი:

www.mhra.gov.uk/yellowcard

ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play ან Apple App Store-ში

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

კოსმოკოლი პედიატრიულის ერთი საშეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:

მაკროგოლი 3350

  • 563 გ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 1754 გ

ნატრიუმის წყალბადის კარბონატი

  • 0893 გ

კალიუმის ქლორიდი

  • 0233 გ

როდესაც საშეტის შიგთავსი იხსნება ჭიქის მეოთხედ წყალში (62.5 მლ), თითოეული საშეტი იძლევა შემდეგ ეკვივალენტებს:

ნატრიუმი

65 მილიმოლი/ლიტრი

ქლორიდი

53 მილიმოლი/ლიტრი

წყალბადის კარბონატი

17 მილიმოლი/ლიტრი

კალიუმი

  • 0 მილიმოლი/ლიტრი

სხვა ნივთიერებებია კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი და ლიმონის ლაიმის არომატიზატორი. არომატიზატორები შეიცავენ სორბიტოლს (E420) და ალფა-ტოკოფეროლს (E307).

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს და სორბიტოლს (E420). იხილეთ პარაგრაფი 2 „კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს კალიუმს/ნატრიუმს/სორბიტოლს (E420)“.

კოსმოკოლი პედიატრიულის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

კოსმოკოლი პედიატრიული არის თეთრი ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია საშეტში. კოსმოკოლი პედიატრიული წარმოდგენილია კოლოფებში 30, 40, 50, 60 ან 100 საშეტით. შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია საშეტზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ კოსმოკოლი პედიატრიული 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

კოსმოკოლი პედიატრიულის წყალში გახსნის შემდეგ, თუ თქვენი ბავშვი ვერ შეძლებს მის მაშინვე დალევას, შეინახეთ ის თავდახურული სახით და მაცივარში (2-8°C). გადააქციეთ ხსნარი, რომლის გამოყენებაც არ მოხდება 24 საათის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმ პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

კოსმოკოლი პედიატრიული

  • 9 გ, ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

მაკროგოლი 3350, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი

ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ჩანართი, სანამ ამ პრეპარატს მისცემთ თქვენს ბავშვს, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაენიშნა თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი ბავშვის.

თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი

რა არის და რისთვის გამოიყენება კოსმოკოლი პედიატრიული

რა უნდა იცოდეთ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კოსმოკოლი პედიატრიულის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის და რისთვის გამოიყენება კოსმოკოლი პედიატრიული

კოსმოკოლი პედიატრიული არის საფაღარათო საშუალება.

მოცემული პრეპარატი გამოიყენება:

ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ 2-11 წლის ასაკის ბავშვებში.

შეკრულობის სამკურნალოდ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. შეკრულობა არის მუდმივი ყაბზობა, როდესაც დიდი მოცულობის განავალი ახდენს სწორი ნაწლავის და/ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობას.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი რეკომენდებულია უფრო მაღალი დოზით.

  • რა უნდა იცოდეთ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე

არ მისცეთ კოსმოკოლი პედიატრიული თქვენს ბავშვს, თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ:

თქვენი ბავშვი ალერგიულია მაკროგოლი 3350-ის, ნატრიუმის ქლორიდის, ნატრიუმის წყალბადის კარბონატის, კალიუმის ქლორიდის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავური გაუვალობა.

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავის კედლის პერფორაცია.

თქვენს ბავშვს აქვს ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიკური მეგაკოლონი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენს ბავშვს აქვს გულის ან თირკმლის პრობლემები, დარღვეული ხახის რეფლექსი, ყლაპვის გაძნელება ან აწუხებს გულძმარვა, მისთვის კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღების პერიოდში თქვენმა ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე. კოსმოკოლი პედიატრიულის შემადგენლობაში შემავალი სითხე არ ცვლის თქვენი ბავშვის მიერ სითხის რეგულარულად მიღებას.

სხვა პრეპარატები და კოსმოკოლი პედიატრიული

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლახანს იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ზოგიერთი პრეპარატი, როგორიცაა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტიანი კოსმოკოლი პედიატრიულის გამოყენების დროს.

კოსმოკოლი პედიატრიულის დიდი მოცულობების მიღებისას (მაგალითად, შეკრულობისას) სხვა პრეპარატები შეიძლება გამოირეცხოს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. თქვენმა ბავშვმა არ უნდა მიიღოს სხვა პრეპარატები პერორალურად კოსმოკოლი პედიატრიულთან ერთად მის მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში.

თუ გჭირდებათ სითხეების გასქელება თქვენი ბავშვის მიერ მათი უსაფრთხოდ გადაყლაპვის მიზნით, კოსმოკოლი პედიატრიულს შეუძლია გაანეიტრალოს გამასქელებლის ეფექტი.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან ან სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კოსმოკოლი პედიატრიულის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს კალიუმს.

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 0.31 მმოლ (12.22 მგ) კალიუმს. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 93.86 მგ ნატრიუმს (საკვები / სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული საკვები ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 4.69%-ის ეკვივალენტია. ამის გათვალისწინება შეიძლება საჭირო გახდეს ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს სორბიტოლს (E420)

მოცემული პრეპარატის თითო საშეტი შეიცავს 0.38 მგ სორბიტოლს (E420).

  • კოსმოკოლი პედიატრიულის მიღების წესი

ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები, როდესაც ამ პრეპარატს აძლევთ თქვენს ბავშვს. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქრონიკული ყაბზობა:

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის ასაკზე და მის პასუხზე მკურნალობის მიმართ.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, დაიწყეთ დოზით 1 საშეტი დღეში.

7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, დაიწყეთ დოზით 2 საშეტი დღეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ გაზარდოთ მიღებული საშეტების რაოდენობა მანამ, სანამ თქვენს ბავშვს არ ექნება რბილი განავალი. თუ საჭიროა დოზის გაზრდა, გააკეთეთ ეს ყოველ მეორე დღეს. როგორც წესი, დღეში საჭიროა არაუმეტეს 4 საშეტი.

თქვენს ბავშვს არ ესაჭიროება მთლიანი დოზის ერთდროულად დალევა. თუ თქვენს ბავშვს ასე ურჩევნია, შეიძლება ნახევარი დოზის დალევა დილით და ნახევარი დოზის - საღამოს.

შეკრულობა:

სანამ თქვენი ბავშვი მიიღებს კოსმოკოლი პედიატრიულს შეკრულობის გამო, თქვენმა ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ თქვენს ბავშვს აქვს ეს მდგომარეობა.

რეკომენდებული დოზაა:

ასაკი

1-ლი დღე

მე-2 დღე

მე-3 დღე

მე-4 დღე

მე-5 დღე

მე-6 დღე

მე-7 დღე

5-11 წელი

4 საშეტი

6 საშეტი

8 საშეტი

10 საშეტი

12 საშეტი

12 საშეტი

12 საშეტი

ყოველ დღეს, დოზები შეიძლება გადანაწილდეს 12 საათის განმავლობაში (მაგალითად, დილის 8 საათი - საღამოს 8 საათი). თქვენ გაიგებთ, რომ პრეპარატმა იმოქმედა, თუ თქვენი ბავშვი კუჭში გავა დიდი რაოდენობით და/ან აღენიშნება წყლიანი დიარეა. როგორც კი პრეპარატი იმოქმედებს, მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.

შეკრულობით გამოწვეული შემდგომ პრობლემების პრევენციის მიზნით, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ გააგრძელოთ ამ პრეპარატის მიცემა თქვენი ბავშვისათვის. თქვენ უნდა მისცეთ ქრონიკული ყაბზობის სამკურნალო დოზა.

როგორ ხდება შერევა

გახსენით საშეტი და ჩაყარეთ შიგთავსი ჭიქაში.

დაამატეთ დაახლოებით 62.5 მლ წყალი ან გაავსეთ ჭიქა დაახლოებით მეოთხედამდე.

კარგად მოურიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება და ხსნარი არ გახდება გამჭვირვალე ან ოდნავ დაბურული, შემდეგ მიეცით ის თქვენს ბავშვს დასალევად.

თუ თქვენი ბავშვი იღებს კოსმოკოლი პედიატრიულს შეკრულობის სამკურნალოდ, შეიძლება უფრო მარტივი იყოს 12 საშეტის გახსნა 750 მლ წყალში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ქრონიკული ყაბზობა:

საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, მინიმუმ 6-12 თვის განმავლობაში.

შეკრულობა:

მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.

თუ თქვენი ბავშვი მიიღებს საჭიროზე უფრო მეტ კოსმოკოლი პედიატრიულს

თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გადაჭარბებული დიარეა. ამ შემთხვევაში, აღარ მისცეთ თქვენს ბავშვს კოსმოკოლი პედიატრიული და უზრუნველყავით, რომ მან მიიღოს დიდი რაოდენობით სითხეები. თუ თქვენ ამის გამო წუხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა

მიეცით დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ კოსმოკოლი პედიატრიულის მიცემა და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას ან სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას.

ორგანიზმში სითხის ან ელექტროლიტების დონის შეცვლის ნიშნები (მარილების დონე, მაგალითად სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე), როგორიცაა შეშუპება (ძირითადად კოჭების არეში), ქოშინი, სისუსტის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა ან ძლიერი წყურვილი თავის ტკივილის თანხლებით.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

ტკივილი კუჭის არეში

მუცელში ყურყური

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

დიარეა

გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა

ტკივილი ან დისკომფორტი უკანა ტანის მიდამოში

თუ თქვენი ბავშვი მკურნალობს ქრონიკული ყაბზობის გამო, დიარეა, როგორც წესი, ალაგდება დოზის შემცირებისას.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

შებერილობის შეგრძნება

მეტეორიზმი

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კანზე გამონაყარს (ურტიკარიას), კანის ქავილს, გაწითლებას ან ჭინჭრის ციებას

საკვების მოუნელებლობა, ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება, თავის ტკივილი, სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე.

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოველნას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება უშუალოდ:

ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი:

www.mhra.gov.uk/yellowcard

ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play ან Apple App Store-ში

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • კოსმოკოლი პედიატრიულის შენახვის წესი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია საშეტზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ კოსმოკოლი პედიატრიული 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

კოსმოკოლი პედიატრიულის წყალში გახსნის შემდეგ, თუ თქვენი ბავშვი ვერ შეძლებს მის მაშინვე დალევას, შეინახეთ ის თავდახურული სახით და მაცივარში (2-8°C). გადააქციეთ ხსნარი, რომლის გამოყენებაც არ მოხდება 24 საათის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმ პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კოსმოკოლი პედიატრიული

კოსმოკოლი პედიატრიულის ერთი საშეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:

მაკროგოლი 3350

  • 563 გ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 1754 გ

ნატრიუმის წყალბადის კარბონატი

  • 0893 გ

კალიუმის ქლორიდი

  • 0233 გ

როდესაც საშეტის შიგთავსი იხსნება ჭიქის მეოთხედ წყალში (62.5 მლ), თითოეული საშეტი იძლევა შემდეგ ეკვივალენტებს:

ნატრიუმი

65 მილიმოლი/ლიტრი

ქლორიდი

53 მილიმოლი/ლიტრი

წყალბადის კარბონატი

17 მილიმოლი/ლიტრი

კალიუმი

  • 0 მილიმოლი/ლიტრი

სხვა ნივთიერებებია კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი და ლიმონის ლაიმის არომატიზატორი. არომატიზატორები შეიცავენ სორბიტოლს (E420) და ალფა-ტოკოფეროლს (E307).

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს და სორბიტოლს (E420). იხილეთ პარაგრაფი 2 „კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს კალიუმს/ნატრიუმს/სორბიტოლს (E420)“.

კოსმოკოლი პედიატრიულის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

კოსმოკოლი პედიატრიული არის თეთრი ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია საშეტში. კოსმოკოლი პედიატრიული წარმოდგენილია კოლოფებში 30, 40, 50, 60 ან 100 საშეტით. შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს Stirling Anglian Pharmaceuticals

ჰილინგტონ პარკის ინოვაციური ცენტრი

ეინსლი როუდი №1

ჰილინგტონი

გლაზგო

G52 4RU

გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

შპს Klocke Pharma-Service

სტრასბურგის ქუჩა 77

77767 აპენვაიერი

გერმანია

მოცემული პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

წინამდებარე ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2024 წლის აგვისტო

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა